Him and I (თავი11)
სასტუმროში მისვლისთანავე ანა სააბაზანოში შევარდა გამოიცვალა და დასაძინებლად მოემზადა -დივანზე იძინებ-უთხრა სანდროს ისე რომ არც კი შეუხედავს და ლოგინს საბანი გადახადა -ამხელა ლოგინზე ვერ დავეტევით?-თქვა ცინიზმით ანას კი ამის გაგონებაზე ჰარის სიტყვები გაახსენდა -სანდრო-თქვა მკაცრად და დაწვა -ანა უნდა ვილაპარაკოთ -მეძინება სანდრო -ანა-გაიმეორა კვლავ -სანდროო-შეხედა მკვლელი სახით, სანდრომ იფიქრა არაფერს დავაძალებ ამ საღამოს მაინცო და დანებდა -კარგი ბოდიში სიტყვას აღარ გეტყვი-თქვა და დივანზე დაწვა დილით რომ გაიღვიძა სანდრო იქ არ დახვდა იფიქრა სააბაზანოშიაო და ცოტახანს თვალები დახუჭა მაგრამ ეგრევე წინა ღამის ამბავი გაახსენდა და წამოჯდა. -სანდროო-დაუძახა მაგრამ ხმა არ გასცა-ცოტა ხანს იჯდა შემდეგ ისევ დაუძახა-სანდრო ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ-წამოდგა, კარებთან მივიდა და დაუკაკუნა მაგრამ ისევ არ გასცა არავინ ხმა. უცებ შემოსასვლელი კარი გაიღო და სანდრო შემოვიდა -მანდ რატო დგახარ?-იკითხა გაკვირვებით -შენ... აქ?-ანიშნა კარებზე-ოჰჰ-ამოიხრა და სააბაზანოში შევიდა. სანდროს გაეღიმა და აივანზე გავიდა ხედს შეჰყურებდა. -ჯანდაბა უკვე კედლებსაც ელაპარაკები ანა?-სარკეში იყურებოდა და თავის თავს ლანძღავდა- ეგ რაარის უკვე საკუთარ თავსაც-თქვა და გაეცინა. მოწესრიგდა თეთრი ტოპი, ჯინსის შორტი და კედები ჩაიცვა, მალევე გამოვიდა სააბაზანოდან... სანდრო დივანზე იჯდა და ყავას სვამდა როცა ახედა აღბრთოვანება ვერ დამალა -აუჩ-თქვა და ქვედა ტუჩი ჩატეხა, ანას ყურადღება არ მიუქცევია გვერდი აუარა და ჩანთა აიღო-საით?-იკითხა დაინტერესებულმა -საჭირო რომ იყოს გეცოდინებოდა -შენი შეყვარებული ვარ არ დაგავიწყდეს -მხოლოდ აქ და დროებით ეს თამაში კი ხვალ დასრულდება-მოუჭრა სიტყვა და კარისკენ წავიდა. სანდრომ მობილური აიღო და უკან გაყვა ანას აღარაფერი უთქვამს იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა რამის თქმას გზა განაგრძო ქვევით ჩასვლისას ჰარი შეეჩეხათ. ანას მის შემხედვარეს გული ერეოდა იმდენად ვერ იტანდა რომ უნდოდა იქვე მოეკლა -როგორ ხართ ჩიტებო?-ჰკითხა ჰარიმ -კარგად თავად?-უპასუხა სანდრომ მომღიმარმა -წამოდი სანდრო გვეჩქარება-თქვა ანამ და ხელი ჩაკიდა, ამ საქციელზე სანდროს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა -უკაცრავად-უთხრა ჰარის და უკან გაყვა, რაღაც იგრძნოო, ხვდებოდა რომ ჰარისთან ისე ვერ იყო კარგად ყველაფერი. იცოდა ანა რომ არ ეტყოდა ასე მარტივად და გადაწყვიტა თავად გაერკვია.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.