შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-7.


8-12-2020, 12:19
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 433

სანამ დავიწყებ რაღაც მინდა გითხრათ.
როგორც უკვე მიხვდებიდით ეს ისტორია ცოტა 18+ სცენებს შეიცავს (ასე ვთქვათ)
შემდეგ თავშიც უწევს რაღაც ისეთი სცენა და მომავალშიც იქნება და მირჩიეთ დავაწერო 18+?
მაინც უსიამოვნება რომ ავაცილო ისეთ ხალხს,ვისაც მაგალითად არ სურს ასეთი ტიპის ისტოორიის წაკითხვა ^^
მოკლედ სულ ამის თქმა მინდოდა ,აბა ისიამოვნეთ!

მეი:
სამსახურში მისული არც ვიყავი ,კარში შესულმა ყველას ყურადღება რომ მივიქციე!
რატომ?
რადგან ამ წამს ლუკასთან ერთად მოვედი !
ხალხს ისედაც ეჭვები ჰქონდა და ახლა დარწმუნდებიან იმაში რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება,ეს მე მინდა?
არა,რა თქმა უნდა არ მინდა.
-ასე რატომ გვიყურებენ?
დაბნეულმა და უკვე ამდენი მზერით შეწუხებულმა,ლუკას გადავულაპარაკე,რომელიც სერიოზულად მიაბიჯებდა წინ.
მან კი იგივე უემოციო სახით გადმომხედა,მაგრამ ცოტახანში რატომღაც ჩაიცინა.
-რადგან ჩემს გვერდით ხარ,აინტერსებთ რა გვაკავშირებს ერთმანეთან,მალე კი გაიგებენ კიდეც.
ეს რომ მითხრა შუბლი შევკარი.
-რას ქვია გაიგებენ?
განცვიფრებულმა ვიკითხე,რადგან ერთი თვის უკან ამ ურთიერთობის
დამალვას ცდილობდა!
-კი,ამ დღეებში ინტერვიუზე მოდის ჩემთან რამოდენიმე ჟურნალი და მინდა უკვე ოფიციალურად გამოვაცხადო.
სხვაგვარად ძაალიან ბევრი მითქმა მოთქმაა ჩემი ურთიერთობის სტატუსზე,მე ხომ უკვე 30 წლის ვარ,წესით მეორე ნახევარი უკვე უნდა მყავდეს,ეს უკვე ყველამ იცის.
მხოლოდ თავი დავუქნიე და წარმოვიდგინე რა იქნებოდა.
შურიანი დაბოღმილი გოგონები,რომლებიც ლუკასზე ოცნებობენ,ჯურნალისტები,რომლებიც ჩემს სახლთან ათენებენ და უაზრო ჭორები ჩვენს პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე...როგორ ვერ ვიტან ამ ყველაფერს.

ამ ფიქრებში გართულმა მალევე მივახწიეთ ჩვენს ოფისამდე.
კარი შევაღე თუ არა პირველი რაც თვალში მომხვდა მომღიმარი ტობიასი იყო,ისეთი სახით მიყურებდა,თითქოს მზად იყო ხელში ავეყვანე და ვეფრიალებინე...რა უხარია?
-ლუკას,საცოლეს მოგტაცებ ცოტახანს!
წინ გადაგვიდგა და ხელი მომკიდა,რაზეც ლუკასმა უემოციოთ უპასუხა.
-სულ შენი იყოს.
ამაზე მე თვალები გადავატრიალე და წინ გაჭრილ ტობიასს ფეხი ავაყოლე.

-ვაიმე,ვაიმე!
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,გავიგე რომ გუშინ ლუკასი შენთან დარჩა,აბა აღიარე რა მოხდა?
ცხელი ღამე გქონდათ?
წარბების თამაშით ბედნიერმა რომ ეს სისულელე მომახალა,ვეღარ მოვითმინე და გემრიელად წამოვარტყი თავში ხელი.
-რაა სისულელებს იძახი? რა ცხელი ღამე,საიდან მოიტანე ეს სისულელე ,ან ვინ გაგაგებინა რომ ლუკასი ჩემთან დარჩა?
გაუჩერებლად მივაყარე უცბად სათქმელი,რაზეც ნატკენ თავზე ხელი მოისვა და მიპასუხა.
-ლუკასმა მითხრა თვითონ.
ეს რომ თქვა გაღიზიანებულმა ჩავიღრინე.
-რა ეტაკა ერთი მთელ ქვეყანას რომ უზიარებს ჩვენს შესახებ.
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა.
-თუ ასე უნდოდა თავიდან ჩვენი ურთიერთობის დამალვა,ახლა რა სჭირს?
როგორც ჩანს ამ კითხვებისგან გაგიჟებულმა ფიქრი ხმამაღლა დავიწყე და ამ დროის მანძილზე ,ტობიასი მომღიმარი მადევნებდა თვალს.
-ეს ცვლილებაა ძვირფასო,ვერ ხვდები რომ თქვენს შორის ბევრი რაღაც შეიცვალა?
მაცდური ღიმილით რომ მითხრა,თვალები გაადავატრიალე.
-არანაირი ცვლილება არ არსებობს ტობიას,უბრალოდ გუშინ შევამჩნიე რომ ვიღაც იყო ჩემს სახლში და ლუკასი ამიტომ დარჩა ჩემთან!
ეს რომ ვუთხარი ჩვეულებრივი სახით დამიბრუნა პასუხი.
-ეგეც ვიცი,ეგეც მითხრა,მაგრამ განა ლუკადი ასე ყველასთან რჩება.
ვინც ფეხებზე ჰკიდია მასთან არავითარ შემთხვევაში!
იმაზე არ იზრუნებს ვინც მისთვის სულ ერთია...მე მისი მეგობარი ვარ და ვიცნობ,ეს კი მის შესახებ დანამდვილებით  ვიცი.
ეს რომ მოვისმინე უეცრად დავიბენი,მის სიტყვებში რაღაც სიმართლეა,მაგრამ არ შევიმჩნევ ამას მაინც.
-აჰჰ,სისულელებს ნუ იძახი,ასე ნებისმიერი მოიქცევა!
ვუთხარი და უხერხულად ავარიდე მზერა,მან კი ჩაიხვნეშა.
-კარგი,კარგი ასე იყოს,მაგრამ ეს ამ წამს მეორე ხარისხოვანია,ახლა ერთადერთი რაც მანაღვლებს ისაა თუ ვინ იპარება შენს სახლში.
ეს რომ თქვა მეც ავნერვიულდი,მთელი ღამე მეც ამაზე ვფიქრობდი გუშინ და ახსნას ვერ ვუძებნი ამ ფაქტს.
-არ ვიცი,არ ვიცი ,მაგრამ ლუკასის დამსახურებით ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს,ნუ იქამდე მაინც სანამ ჩემმი მშობლები არ ჩამოვლენ.
ამაზე მან მხრებში მომკიდა ხელები.
-არ ინერვიულო,ლუკასი ყველაფერს გაარკვევს!
ამაზე მე მხოლოდ თავი დავუქნიე.
ამ საუბრის შემდეგ კი ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი,მინდა რომ ვიმუშაო და ცოტახანს მაინც დავივიწყო ეს საშინელება!
ვერ ვიჯერებ რომ ამ დროის მანძილზე ვიღაც შეშლილი მითვალთვალებდა და ეს ვერ შევნიშნე,ამის წარმოდგენაზეც კი გული მერევა.

რამოდენიმე დღე სამსახურის წყალობით აღარც მახსოვდა ის რაც მოხდა,მთლიანად საქმეში ჩავიძირე,თან დაემთხვა და თავზე საყრელად იყო!
ლუკადი სხვათაშორის ყოველ დილით მესალმებოდა ,იმის მიუხედავად რომ ეს მისალმება ცივი იყო,მთავარია აღარ მაიგნორებდა.
მასთან კი მხოლოდ და მხოლოდ მეძინა,რადგან სამსახურს გვიან ვრჩებოდი...ლუკას მივყავდი მანქანით ეს სამი დღე და შემდეგ პირდაპირ ვიძინებდი!
ვაღიარებ მისი სახლი უდიდესია და თანაც ყველაფერი ,თვითვეული დეტალი ძვირიანი და ძვირფასია,ამიტომ არაფერს არ ვეხებოდი,საერთოდ არაფერს.
მაგრამ ხვალ არ ვიცი რა იქნება,რადგან ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა რომ ხვალ შუა დღისთვის უკვე ბავშვებს მომიყვანს,ნუ სულ რამოდენიმე დღე მეყოლებიან,მაგრამ მთელი დღე ამ სახლში მომიწევს ლუკასთან ერთად ყოფნა,არ ვიცი რა იქნება.
რატომ რჩება სახლში,მე ხომ ვუთხარი რომ მარტოც კარგად გავართმევ თავს,არ მენდობა?
ალბათ ჰგონია რომ რაღაცას დავამტვრევ!

ღამე იყო და უკვე საწოლში ვიწექი ,თან კი ჩემს დას ვესაუბრებოდი,მაგრამ რაღაც არ მასვენებდა,რაღაც შიგნიდან მაწუხებდა და ამით თქმა და აღიარება მინდოდა!
სააბოლოდ კი ვაღიარე კიდეც.
ესაა ცვლილება ჩემში.
-დაო რაღაც მინდა გითხრა.
იცი ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა,მე  კი თავს უკვე რაღაცნაირად ვგრძნობ მის გვერდით,რა ხდება არ ვიცი ,დაბნეული ვარ.

-მაინც როგორ?

-არ ვიცი,მასთან  როდესაც ვარ როგორ გითხრა_
ვაპირებდი მეთქვა რომ გული მიჩქარდება და სუნთქვა მიხშირდება,მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე.
-რატომ გაჩერდი? გააგრძელე რას მიმალავ ?
შემომჩივლა ჩემმა დამ,რაზეც საუბარი გაავაგრძელე.
-აღარ მეზიზღება.
ესაა და ეს,მეტი რა გეგონა შენ?
ვუთხარი სიცილით,რაზეც ჯერ ამოიხვნეშა,შემდეგ კი მითხრა.
-მე კი რა არ ვიფიქრე.
ნუ კარგი რაც არის არის!
რაც დამპირდი ის საქმე გამიკეთე შენ!
ხვალ გამოგიყვან ბავშვებს,ლუკასი ხომ არ შეწუხდება?

-სხვა გზა არ აქვს ,თავის სახლში თვითონ შემომთავაზა დარჩენა,ამაზეც დამთანხმდა!

-შენი არ ვიცი ,მაგრამ მე ეგ ბიჭი ძაალიან მომწონს.
ეს რომ მითხრა უბრალოდ თავი ავარიდე ამ თემაზე საუბარს და სხვა რაღაცაზე გავუგრძელე საუბარი.
ასე ვესაუბრებოდი კარგახანს ათას რაღაცაზე,უეცრად რომ არსაიდან იუნგიმ შემომიღო კარი!
-ეი,დაკაკუნე მაინც!
იქნებ ვიცვლი ან შიშველი დავდივარ?მივმართე გაღიზიანებულმა ჩხუბით,რაზეც ჩაიცინა.
-მერე რა პრობლემაა?
ეს რომ მითხრა ჩემმა დამ სიცილი დაიწყო,მე კი შერცხვენილმა ჩემს დას ვუთხარი ,რომ ვუთიშავდი და ამის შემდეგ ლუკასისკენ გავემართე.
-რატომ მელაპარაკები სხვების გასაგონად ასე?
ეს რომ ვუთხარი წარბის აწევით შემათვალიერა.
-მერე რა ? ცოლ-ქმარი არ ვიქნებით?
ამაზე მე შევიცხადე.
მერე? შენ რა აპირებ შიშველს მიყურო და ასევე შიშველმა ისეირნო ჩემს წინ?
უკვე ცოფებს ვყრიდი გაგიჟებული,თვითონ კი რატომღაც ღიმილით მისმენდა.
-უარესებსაც ვაპირებ.
ამაზე თვალები გამიფართოვდა,მან კი გააგრძელა!
-გეყოფა,ვიცი რომ დამცინი ამით და სერიოზულად არ იძახი,სამაგიეროს მიხდი,მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს!
თითის ქნევით გავაფრთხილე,მან კი გამაღიზიანებლად მოილოკა ტუჩები.
-მიყვარს ამბიციური ქალები,გახსოვს მაგიდის ქვეშ როგორ მეთამაშებოდი.
მმმ,არ მავიწყდება.
ისევ მამცირებს,სამაგიეროს მიხდის ,ზუსტად ვიცი!
მე კი ვგრძნობ როგორ ვწითლდები ამის გამო ლოყებზე,ისიც რა თქმა უნდა შენიშნავს ამას და უფრო დამცინებს!
ამიტომ დავნებდი და ზურგი ვაქციე,შემდეგ კი საწოლზე დავჯექი და ვითომ ტელეფონში დავიწყე რაღაცის გაკეთება.
-კარგი,რა გინდა აბა მითხარი?
ვერ დავიჯერებ ახლა ნამდვილად რომ აქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ ღამე მშვიდობის მისურვო.
ავხედე ცინიკურად.
-არც ცდები,აქ სხვა რაღაცის გამო ვარ.

-გისმენ აბა.

-დღეს ღამით ჩემმა ერთმა კოლეგამ თავის ქორწინების იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე მისვლა მთხოვა,ასევე მითხრა რომ იცოდა ჩემი საცოლის შესახებ და თან წამეყვანა.
ამის გაგებაზე თვალები ვჭყიტე.
-მოიცა,მოიცა! არ მითხრა რომ ჩემს წაყვანას აპირებ,რომელი საათია?
შევხედე გამცვიფრებულმა.
-ჯერ რვა სააყვარელო,ერთ საათში იქ უნდა ვიყოთ,ასე რომ გაემზადე.

-კარგი რა!
უარი რომ გეთქვა რა მოგივიდოდა?

-უარს ვერ ვეტყვი,ეს უზრდელობაა.
დიდიხანია ვიცნობ,ასე რომ მორჩი წუწუნს და ჩაცმა დაიწყე.

-ოჰ და რა ჩავიცვა?!
თუ შარვლით წამოსვლას მთხოვ,გინდა შევრცხვე?

-ყველაფერი რიგზეა,ზომები მითხარი და ახლავე მოვატანინებ ჩემს მძღოლს, რომელიმე მააღაზიდან კაბას.
აჰ,მაინც ვერ გამოვიჭირე!
სულელი!
-მიკარნახე.
მითხრა და ტელეფონი ამოიღო რომ ჩაეწერა ჩემი ზომები.
-მოკლედ...
მეც ყველაფერი ვუთხარი,წელის ზომა,სიგრძე,სიგანე და ყველაფერი,მაგრამ ამან როგორც ჩანს საკმარისად არ დააკმაყოფილა.
-მკერდის ზომა?
ამომხედა წარბის აწევით,მე კი შერცხვენილმა ღრმად ჩავიხვნეშე და გაღიზიანებულმა მივმართე.
-არ გეტყვი.
-თუ არ მეტყვი, ჩემით გავარკვევ.
მითხრა სერიოზულად,მე კი ამაზე მხოლოდ გამეცინა.
-ოჰ,მაინც როგორ?
ეს რომ ვკითხე სერიოზულ გამოწვევად მიღო აშკარად და ჩემსკენ წამოვიდა!
-ჰეი,ჰეი! ადგილზე დარჩი,აღარცერთი ნაბიჯი არ გადმოდგა იცოდე!
დავუწყე დამუქრება,მაგრამ ცოტახანში ხელი მკრა და საწოლზე რომ დავეცი ზემოდან გადმომხედა.
-აბა გისმენ,ან ზომას მეუბნები,ან კიდევ მე ვარკვევ ამას!
-შენ გაგიჟდი?!
რატომ ძალადობ?
-ეს არაა ძალადობა,მე მაქვს უფლება.
-არ გაქვს!
ამის თქმაზე რომ ყველაზე სახიფათოდ შემომხედა ,დავნებდი!
-კარგი,კარგი გეტყვის !
გეტყვი მკერდის ზომას მანიაკო!
ვუპასუხე გაბრაზებულმა და ეს ჯანდაბა მკერდის ზომაც ვუთხარი!
მანაც კმაყოფილმა ჩაიწერა და ოთახი დატოვა...სულელი რომ იქნები კაცი,რა უნდა მოვახერხო მასთან?!


დაახლოვებით 20 წუთშიი მართლაც კაბა შემომიტანა ვიღაც მოსამსახურე ქალმა...კაბას თან მოჰყვა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და სამკაულებიც კი!
პირ ღია ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემი იყო!
ძაალიან ლამაზი და ძვირიანი იყო აშკარად.
-აჰჰ,ღმერთო...ასეთი არაფერი არ მინახავს.
ჩავილაპარაკე გაოცებულმა და კაბას
მივაჩერდი ,რომელიც უკვე იდეალურად მომერგო ტანზე!
სარკეში ვიყურებოდი და საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი.

ლუკასი:
პირველ სართულზე ველოდებოდი,უკვე მძღოლიც მანქანით ჩვენ გველოდება გარეთ.
ყველაფერი მზადაა,ცხრას თხუთმეტი წუთი უკლია ,მე კი ნერვები მეშლება რომ როგორც ყოველთვის მალოდინებს!
და აი უკვე ბოლო წუთს ასვლას ვაპირებდი მეორე სართულზე,ის რომ გამოჩნდა კიბებზე...არ მოვიტყუები და ვიტყვი რომ იმ წამს ,როდესაც დავინახე,ადგილზე უნებურად გავშეშდი,ვუყურებდი და თვალს ვერ ვარიდებდი!
უმშვენიერესი იყო,ლამაზად
გამოიყურებოდა ,კაბა მის მშვენიერ ტანზე ბრწყინავდა ,ქალურად და მომხიბვლელად მოაბიჯებდა ჩემსკენ.
ზუსტად ვიცოდი რომ ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერის ყურადღებას მიიპყრობდა!
კი ,ლამაზია და მომეწონა,მაგრამ...
-ჯანდაბა,ეს კაბა გიყიდა?
გაღიზიანებული მივუახლოვდი,რაზეც დაბნეული დამეთანხმა.
-ასეთი გამომწვევი არ მინდა იყო,ასეთი კაბა რატომ გიყიდა?
გაბრაზებულმა ისე მოვთხოვე პასუხი,თითქოს რაიმე შუაში ყოფილიყო.
-მე რა შუაში ვარ?
იკითხა კიდეც გაღიზიანებულმა.
-უბრალოდ ეს შემოიცვი ,მოვრჩი საუბარს.
სიტყვა ამით მოვუჭერი და ჩემი პიჯაკი გავიხადე,შემდეგ კი ზემოდან შემოვაცვი,თვალები გაადატრიალა მან ამაზე.
-ასეთი საახების მიღებას მორჩი.
ვუთხარი მკაცრად და წინ გავუძეხი.
-წავედით,შენს გამო ისედაც გვაგვიანდება.

მეი:
ეს არ მომწონს,ის არ მინდა,ეს არ მინდა,შენს გამო,შენი ბრალია ,ის ,ეს!
იდიოტი,როგორ მიშლის ნერვებს!
სულ მოხუცი კაცივით ჯუჯღუნებს და წუწუნებს,ყველაფრით უკმაყოფილოა!
რა დაუწუნა ამ კაბას?
ზედმეტად გამომწვევიაო?
გამონწვევი თვითონა და თავისი საქციელით კიდე!
არ მოსწონს რომ ასე სხვა კაცების ყურადღებას მივიპყრობ?
რა თქმა უნდა,ეს ხომ ლუკასია,მის საცოლეს სხვამ ცუდად არ უნდა შეხედოს,ეკადრება?!
მთელი გზა ამაზე ვბრაზობდი და გვერდით მჯდარს ზედაც არ ვუყურებდი,ასევე აბღუნძული იჯდა თვითონაც ჩემს გვერდით და განძრახ არ მიყურებდა ზედ!
რამოდენიმეჯერ კი გამეპარა თვალი და შევამჩნიე რომ თვითონაც თვალს აპარებდა ჩემსკენ,სულელი.

ჩემი კაბით როდესაც გავოცდი,ალბათ ვერ გავიაზრე რომ ამ დღეს კიდევ ბევრი რაღაც გამაოცებდა!
რადგან მანქანა გაჩერდა თუ არა,წინ უდიდესი და ულამაზესი სასახლე გადაიშალა!
მშვენიერი ეზოთი,რომელიც ასევე მშვენიერი ხალხით იყო გადაჭედილი!
ყველა შიგნით მოწიწებით შედიოდა,ულამაზესად ეცვათ და მთვარის შუქზე მათი ძვირფასი ტანისამოსები ბრწყინავდნენ!
ლუკასმა ჩემსდა გასაკვირად კარი გამიღო და ხელით გადმომიყვანა,ნუ ალბათ სხვების დასანახად!
-ლუკად,მეგობარო!
როგორ მიხარია რომ მოხვედი,ძაალიან გამახარე შენი მოსვლით !
შესასვლელ კართან,შუახნის მამაკაცი შემოგვეგება და ბედნიერმა გადაკოცნა ლუკასი,შემდეგ კი ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-არა,არა არ მითხრა რომ_
შოკი სახე მიღოო და პირ ღია ბედნიერი მიააჩერდა ლუკას,რაზეც ლუკასმა ჩაიცინა!
-ხო,პირველი იქნები ვისაც ეს ამბავი ეცოდინება.
გაიცანი, ეს ჩემი საცოლეა მეი.
ამის გაგონებაზე კაცმა ბედნიერმა ჩამომართვა ხელი,ისე რომ გაოცებული გამომეტყველება არა და არ შორდებოდა სახიდან!
-შოკში ვარ ლუკად,ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ დღეს მოვესწრებოდი!
ანუ იმ საოცარმა პროგრამამ ბოლოს შენც გიპოვა მეორე ნახევარი!
კაცი წინ გაგვიძღვა და თან ისევ იგივე თემაზე გაოცებულმა გააგრძელა საუბარი,ლუკასიც ეთანხმებოდა ყველაფრზე,მაგრამ მე რატომღაც გულდაწყვეტილი ვიყავი,რადგან ვიცოდი რომ ეს მხოლოდ სიცრუე იყო,მინდა რომ სიმართლე იყოს,მე სულელი ვაღიარებ რომ ეს მთელი გულით მინდა,მაგრამ რეალობაა მწარეა.

ლუკასი:
რატომღაც იმ წამიდან როგორც კი შენობაში ფეხი შემოვდგით მეიმ მოიწყინა.
მოღუშული სახით იჯდა და ხანდახან თუ გაიღიმებოდა,ეგეც აშკარად ძალით!
არ ვიცოდი რატომ მაინტერესებდა ეს ასე,მაგრამ იმაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი თუ რა სჭირდა.
ეს მისი მდგომარეობა აშკარად არ მომწონდა და მაწუხებდა!
-მეი დალევ?
ასე რომ ,მის გვერდით სასმლით ხელში დავჯექი და ჭიქა შამპანიური შევთავაზე,რაზეც თავი გააქნია მკრთალი ღიმილით.
-არ მინდა ,მადლობ_
დასრულებული არ ჰქონდა ვიღაც რომ უკნიდან მთელი ძალით შემასკდა და უნებურად ეს სასმელი მთლიანად ზედ გადავასხი!
-აჰჰ ჯანდაბა!
გაღიზიანებულმა ამოვიოხრე და გაბრაზებული მივუბრუნდი უკან მდგარს,იქ კი ვინ დამხვდა...ფუ შენი!
-ბრიანა აქ რას აკეთებ?
დაბნეულმა შევხედე და უკვე სიბრაზე მომაწვა,რადგან ზუსტად ვიცი რომ სპეციალურად დამეჯახა რომ მისთვის სასმელი გადამესხა.
-მეც ვარ აქ დაპატიჟებული,შენი აზრით რატომ უნდა ვიყო აქ?
ქედმაღლურად გადმომხედა და შემდეგ ზიზღით გადაიტანა მზერა მეიზე,რომელიც ჯერ კიდევ პირ ღია უყურებდა თავის დასველებულ კაბას,რომელიც სისველის გამო გამჭირვალე გახდა...ეს როგორც კი შევამჩნიე,დავიძაბე!
-მეი,ყველაფერი ზედ გეტყობა,ჩემი პიჯაკი სადაა?
ვიკითხე მშვიდად,რაზეც დაღონებულმა მიპასუხა.
-შემოსასვლელში გამომართვა კაცმა.
ეს რომ მიპასუხა აღარ მომიცდია და პირდაპირ ფეხზე წამოვდექი,წასვლამდე კი ბრის წინ გავჩერდი.
-არც გაბედო მასთან მიახლოვება,ვიცი რასაც ცდილობ და ზუსტად იცოდე რომ არ გამოგივა.
მკაცრად და სახიფათოდ გავაფრთხილე და შემდეგ გვერდი ზიზღით სავსე გამომეტყველებით ავუარე!
არ მინდა მეიმ თავი არაკომფორტულად იგრძნოს ამ სულელი ბრიანას გამო!
არ მინდა ამ სახით ვხედავდე,არ ვიცი
რატომ ,მაგრამ ის ფაქტი უკვე მაწუხებს,როდესაც მოწყენილია.

სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი შემოსასვლელი კარისკენ,რომელთანაც მაღალი მამაკაცი იდგა და ყოველი შემომსვლელის პიჯაკებს  გვერდითა პატარა ოთახში ათავსებდა.
-უკაცრავად,ჩემი პიჯაკი მჭირდება.
ამ სიტყვით მივუახლოვდი,რაზევ მომღიმარმა გამომხედა.
-მაპატიეთ ბატონო ლუკას,მაგრამ წვეულების დასრულებამდე ამ ადგილს ვერ მოვშორდები.
ეს რომ მითხრა,დაღონებულმა დავუქნიე თავი და ისევ თავის საქმეს რომ მიუბრუნდა, ისე გავუარე უკნიდან რომ ვერც შენიშნა!
შემდეგ კი პატარა ოთახში შევედი ,რომელიც პიჯაკებით იყო სავსე,ეს პიჯაკები კი მხოლოდ დანომრილი იყო და სხვა არაფერი!
-აჰ,ჯანდაბა!
მგონი დიდი დრო დამჭირდება.
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და ჩემი პიჯაკის მოძებნა დავიწყე.
ამ პროცესში კი ისე ჩავერთე რომ ვერც კი შევნიშნე როგორ მოხურა ვიღაცამ ჩემს უკან კარი!
მხოლოდ მაშინ გაავაცნობიერე ეს ,როდესაც უკან გავიხედე და კარი მოხურული დამხვდა,ჩემს წინ კი ბრიანა იდგა.
-გინდა მოძებნაში დაგეხმარო?
იკითხა მაცდური ღიმილით და თან
ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა,მე კი ამაზრზენი სახით ვუყურებდი.
-ან იქნებ სხვა რაღაცის გაკეთება სჯობს,აქ ხომ მარტონი ვართ.
ეს რომ თქვა თან უეცრად კაბის ქვეშ ხელები შეიყო და ცოტახანში საცვალი ფეხებთან ჩამოაცურა და მალევე გვერძეც მიაგდო!
ამაზე უკვე ძაალიან გავბრაზდი.
-მეძავივით იქცევი და გულს მირევ.
ვერ გაიგე რომ არ მინდიხარ,რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩემმს წინ გაშიშვლება,შედეგი იგივე იქნება.
ეს რომ ვუთხარი ნაქვთები დაეძაბა და პირდაპირ ჩემსკენ გაგიჟებული წამოვიდა!
შემდეგ კი ისე რომ ვერც შევნიშნე ხელი მკრა და კედელზე რომ მიმანარცხა ,პირდაპირ ტუჩებზე მებრდღვნა!
ხელები ყველგან მომკიდა ფაქტობრივად და თავისი ენა შეასრიალა ჩემმს პირში!
მე ხო გავაფრთხილე?
ეს სააბოლო წვეთი იყო,ფეხებზე დავიკიდე რომ ქალი იყო და მთელი ძალით ხელი ვკარი,ისე რომ წაიქცა!
-აღარც გაბედო ასეთი რაღაც! აღარასოდეს გესმის!
ბოლო ხმაზე ვუღრიალე და გაბრაზებულმა ისე ავუარე გვერდი როგორც არაფერი,უკვე კარში გასვლისას კი მისი მუქარა მომესმა.
-იცოდე განანებ ამას ლუკას!
მთელი გულით განანებ,ამას გპირდები!

მეი:
უკვე თხუთმეტი წუთი გავიდა რაც ასე ვზივარ,ხელები მკერდზე მაქვს აფარებული და საათს მივჩერებივარ,რადგან ლუკასი რაც წავიდა,ის გოგოც გაქრა!
არ ვიცი რატომ,მაგრამ იმაზე ვფიქრობ რომ ამ წამს მასთან ერთადაა!
ამის წარმოდგენაზეც კი ვბრაზდები.
მის გვერდით რომ წარმოვიდგენ სისხლი მიდუღდება!
მზად ვარ უკვე რომ ავდგე და აქაურობა დავტოვო,რადგან იმ სულელს ასე არ უნდა დავეტოვებინე,მაგრამ ბოლო წამს ლუკასის სახე ბრბოში ამოვიცანი,რომელშიც ამაყად მოაბიჯებდა.
ხმას არ გავცემ რომ მიხვდეს თავის საქციელს,აქ რომ დამტოვა საათობით!
-სამწუხაროდ პიჯაკი ვერ ვნახე.
უემოციოდ მითხრა და ჩემს გვერდით დაჯდა,მე კი არაფერი არ ვუპასუხე და დავაიგნორე!
მის გვერდით ასე ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი როგორ ესაუბრებოდა გვერდით მჯდარ მამაკაცს,უეცრად რომ მის ტუჩთან წითელი ტუჩსაცხის ლაქა შევამჩნიე...პატარა იყო ,მაგრამ დაკვირვების შემდეგ კარგად ამოვიცანი!
ესეც ასე,არც ვცდებოდი,იმ გოგოსთან ერთად იყო.
გულის ამრევია ეს ყველაფერი,მაგრამ ამ წამს რაც ყველაზე მეტად მანადგურებს ისაა რომ რატომღაც გული მეტკინა ამის გაზრებაზე...ან კი ეს რა არის?
გაოცებულმა გავიფიქრე და თვალთან ხელი მივიტანე...ეს ცრემლი იყო.

ამის გააზრებაზე სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მოვშორდი!
საპირფარეშოში შევალ და ცოტა თავს დავიწყნარებ,ასე ვერავინ ვერ უნდა მნახოს.
ამის ფიქრში ვიყავი უეცრად რომ სკამიდან ამდგარს ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო,მე ცალი თვალით გავხედე ამ ვიღაცას,ეს კი რა თქმა უნდა ლუკასი იყო.
-საით?
ეს რომ მკითხა,სასწრაფოთ ხელი გავაშვებინე და ერთი სიტყვით ვუპასუხე.
-საპირფარეშოში.
ვთქვი და სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი მაგიდას.

საპირფარეშოში სარკის წინ ვიდექი და საკუთარ საცოდავ თავს ვუყურებდი.
-რა გემართება მეი?
ვკითხე ჩემს ანარეკლს და შემდეგ ისევ ცრემლით რომ ამევსო თვალები ,თავი ჩავხარე და თვალები მოვხუჭე.
გული რატომ მტკივა?
რა მემართება?
რა მემართება?!!

ლუკასი:
რამდენიხანია ჩემი მეგობარი მესაუბრება,მაგრამ ყურადღებას ვერ ვამახვილებ ამ საუბარზე,რადგან მეიზე მეფიქრება ,რომელიც უკვე ათი წუთია რაც გავიდა!
არ მინდა იმ სულელ ძუკნას შეხვდეს და მან რამე სისულელე უთხრას.
ვიცი რომ მეი ძლიერი ქალია და თავს არ დაამცირებინებს,მაგრამ ბრის უკვე დიდიხანია ვიცნობ და ის ძაალიან ,ძაალიან ცბიერი ქალია!
სწორედ იმიტომ გავაგდე ერთი წლის უკან სამსახურიდან რომ შეტობა,ზედმეტად შეტოპა!
მასზე ვფიქრობდი და ზუსტად ამ ფიქრის მომენტში გამოჩნდა!
ყველაფრის მიუხედავად რაც ცოტახნის უკან მოხდა,ჩემსკენ მომღიმარი მოაბიჯებდა ,მე კი უკვე წინასწარ ვგრძნობდი ბრაზს მის მიმართ,იმედია არაფერს ისეთს არ გააკეთებს!
აი მომიახლოვდა სააბოლოდ და ჩემს გვერდით აპირებდა დაჯდომას,ცივად რომ ავხედე.
-აქ მეი ზის.
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და თვალები გაადატრიალა,შემდეგ კი მეის გვერდით მდგარ სკამზე დაჯდა.
მე კი გაღიზიანებული ვადევნებდი მის თითოეულ მოძრაობას თვალს და მზად ვიყავი ერთი არასწორი მოქმედების გამო სასტიკად დამესაჯა და ყველას თვალწინ შემერცვინა.

განძრახ ყურადღებას არ ვაქცევდი,მაგრამ რამოდენიმეჯერ მოვკარი თვალი რომ კაბას ზემოთ იწევდა ისე რომ ფაქტობრივად ყველაფერი უჩანდა!
ამით არ ვიცი რას ცდილობდა,მაგრამ ერთადერთი რასაც მის მიმართ ვგრძნობდი ზიზღი იყო!
იმის შემდეგ რაც ბრი გვერდით დამიჯდა,მალევე გამოჩნდა მეიც და ბრი რომ დაინახა აშკარად შევნიშნე მისი გამომეტყველება როგორ შეიცვალა.
ჯერ თითქოს სახე მოეღუშა,შემდეგ კი შუბლი შეკრა და მკაცრი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ.
ბრის ზედაც არ შეხედა ისე მიუჯდა გვერდით,შემდეგ კი ჩემი სასმლის ჭიქა აიღო და შეუჩერებლად ერთი მოსმით დალია!
ამ მომენტში კი გაკვირვებულმა
გავხედე ,კარგადაა?!
თავის თავს არ გავს.

-აჰ,სულ მომცილდა ტუჩსაცხი.
უეცრად ბრის გამაღიზიანებელი კომენტარი მომესმა,რომელმაც ყველას გასაგონად ხმამაღლა გამოაცხადა ეს და თან მაცდური ღიმილით გადმომხედა,შემდეგ კი შუა სუფრაზე ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო და ტუჩსაცხის წასმა დაიწყო!
ამაზე კი უკვე მეის მზერაც შევამჩნიე,სახიფათო მზერა,რომელიც ბრისკენ ჰქონდა მიმართული!
მე ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც გაავაგრძელე ჩემს ამხანაგთან საუბარი,არადა ვგრძნობდი იმ დაძაბულობას ,რომელიც ამ ორს შორის იყო.
მეი და ბრი უკვე პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ყველაზე სახიფათო მზერით,მგონი ცოტაც და ერთმანეთს სცემდნენ...არ ვიცი რა ხდება,მაგრამ მგონი ეჭვიანობს?
ამის გააზრებაზე ჩამეცინა და გადავწყვიტე ეს საშინელი გრძნობა მისთვის მომეშორებინა და მეგრძნობინებინა ,რომ ისაა ერთადერთი ქალი ,რომელსაც ცოლად მოვიყვან და სხვა არ არსებობს,ამით კი ბრისაც ჭკუას ვასწავლი!
გავიფიქრე და ხელი ნელ-ნელა მეის ფეხისკენ წავიღე,რომელიც გვერძე გახსნილი კაბიდან უჩანდა.
ხელი ნაზად დავადე და ნელ-ნელა ზემოთ ავუყევი,ამ უეცარ შეხებაზე აშკარად შევატყე როგორ შეკრთა და გაფართოვებული თვალებით როგორ მომაჩერდა!
მე კი უბრალოდ მაცდური ღიმილით გავხედე,შემდეგ კი მისკენ მივიწიე ახლოს ,ყელიდან ნაზად გადავუწიე თმა და ყურში ვუჩურჩულე.
-ნუ გეშინია,შორს არ შევტოპავ,უბრალოდ შენს გვერდით მჯდარს მინდა რაღაც დავუმტკიცო.
ეს რომ ვუჩურჩულე ,თან ყელზე ნაზი ამბორი დავუტოვე და შემდეგ პირში ენის ტრიალით მოვშორდი მის ყელს.
-დიდი იმედი მაქვს რომ 10 წელიწადში შენი ქორწინების იუბილეზე ვიზეიმებთ ლუკას.
ჩემმა ამხანაგმა ეს რომ თქვა ,თან უკვე ბრის გაადავხედე ,რომელიც ზუსტად ვიცი ამ წამს ჩემმს ხელს აკვირდებოდა ,რომელიც მეის ფეხს ეფერებოდა და მართლაც!
სახეზე სულ გაწითლებული იყო და გაფართოვებული თვალებით ადევნებდა ჩემს ხელს,რომელსაც მეის სხეულზე დაავასრიალებდი.
-ლუკას...
მეიმ დაძაბულმა ჩაიჩურჩულა,რაზეც უდარდელად შევხედე.
-რა ხდება?
ვიკითხე უდანაშაულო სახით.
-გეყოფა.
დაძაბულობა მის ხმაშიც კი ჩანდა,ანერვიულებული იყო ამ შეხებით,ეს კი მე მომწონდა!
-ვიცი შენც როგორ გიყვარს მაგიდის ქვეშ ჩემთან თამაში.
ეს ხმამაღლა ვთქვი,ისე რომ ბრისაც გაეგო!
გაიგო კიდეც,არამარტო მან ,არამედ მაგიდაზე მჯდარმა ყოველმა ადამიანმა!
ამაზე ჩემმა ამხანაგმა გაიცინა,მეი კი ისე გადაწითლდა ისე ,ისე რომ პომიდორს დაემსგავსა!
ვაღიარებ მისი ეს რეაქცია ძაალიან მომწონს!
ამას კი ბრის რეაქციაც ემატება,რომელიც სააბოლოდ ხმაურიანად წამოდგა ფეხზე და გაბრაზებულმა დატოვა მაგიდა!
ამაზე მე კმაყოფილმა ჩავიცინე და მეის ხელი მოვაშორე.
ამდენიხანია რობოტივით წელში გამართული ზის და გაფართოვებული თვალებით იყურება,ძაალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი!
-შენ თქვი რომ კომპლექსებს იხსნიდი,მაგრამ შენს თავს შეხედე.
მხოლოდ ფეხზე შეგეხე და უკვე აღელვდი.
მომღიმარმა გადავულაპარაკე,რაზეც გაღიზიანებულმა გადმომხედა და შემდეგ თვალი ამარიდა სასწრაფოთ.

ეს ღამე არასოდეს არ დამავიწყდება ალბათ,საოცარად სასიამოვნო ღამე იყო,მომეწონა მისი ასეთი რეაქცია!
არ ვიცი რატომ,მაგრამ ძაალინ მომეწონა.

მეი:
არ ვიცი რა ხდება,არ ვიცი რა უნდა,არ ვიცი,ვინ არის!
არ ვიცი რა მემართება,მაგრამ ამ წამს,აი ამ წამს უკვე სიგიჟის ზღვარზე ვარ!
ცოტახნის უკან ამ არამზადამ ისე შემიცურა კაბის ქვეშ ხელი და ისე მიფათურა ხელები რომ რამის მთელმა დარბაზმა დაინახა ეს!
ახლა კი ვითომც არაფერი ზის და მშვიდად აგრძელებს თავის მეგობართან საუბარს,როცა მე ლამისა ბოლო ხმაზე ვიყვირო,ისე მცხვენია და ისეთი გაბრაზებული ვარ თან!
ნუ კი ის მესიამოვნა რომ ის ვიღაც ბრი თუ შეშლილი წავიდა,მაგრამ მაინც ზედმეტი მოუვიდა,მე ხომ სათამაშო არ ვარ არაა!?
-რა იყო ,რა სახით ხარ?
ცოტახანში როგორც ჩანს ინება და მიხვდა ჩემს მდგომარეობას ,ხოდა ამ კითხვით მომიბრუნდა,მე კი ცხვირ აბზუებულმა გადავხედე და სერიოზული სახით ვუპასუხე.
-აქედან წასვლა მინდა.
ამაზე მან გაკვირვებულმა შემომხედა.
-კარგი,ასე იყოს.
გასაკვირად კი დამეთანხმა.
რა არის,ასე მეტყობა რომ ამ წამს ნებისმიერის გაგლეჯვის ხასიათზე ვარ?!

და აი უკვე ცოტახანში გასასვლელ კართან ვიყავით და ლუკასიც რომ ყველას დაემშვიდობა,არსაიდან დავიწყე.
-ეს ერთი დიდი შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი!
მისგან პასუხები მჭირდებოდა,რადგან რაც ცოტახნის უკან მოხდა, ერთი დიდი გააურკვევლობა!
ჯერ იმ გოგოსთან ერთად გაქრა,შემდეგ მისი ტუჩსაცხი შევამჩნიე რომ ტუჩზე ესვა,მერე საერთოდ მის დასანახად მოუნდა მსახიობობა ბიჭს და ხელები ყვეგან მომაწვდინა სადაც შეეძლო!
-ხო? მე ასე არ ვთვლი.
რა თქმა უნდა როგორც სჩვევია მშვიდად მიპასუხა ამაზე,აგდებული ტონით.
-ლუკას გეყოფა ჩემი გაღიზიანება და ახლავე მითხარი რა ხდება შენს და იმ გოგოს შორის!?
ვეღარ მოვითმინე,ფეხებზე დავიკიდე ის რას იფიქრებდა,რაც უნდა ის იფიქროს!
მე ამ კითხვაზე პასუხი მჭირდება.
-რა თქმა უნდა არაფერი,გინდაც ხდებოდეს ჩვენ უფლება არ გვაქვს  ერთად ვიყოთ,ხომ არ დაგავიწყდა რომ შენ ხარ ჩემი საცოლე?
გინდაც ხდებოდესო ხო?!
მორჩა საკმარისია,ვეტყვი რასაც ვფიქრობ და ასევე რაც დავინახე!
-კარგი,კარგი!
მოდი როგორც ნამდვილმა კაცმა არ ილაჩრო და აღიარე,როდესაც პიჯაკის მოსატანათ მასთან ერთად გახვედი ,მასთან სექსი გქონდა ხო?
პირდაპირ ზედმეტი მიხვევ მოხვევის გარეშე,მივახალე და თან გაბრაზებული მივაჩერდი!
მან კი ცოტახანს გაკვირვებულმა მიყურა და შემდეგ ჩაიცინა,ისევ ჩაიცინა!
-ჯანდაბა,გეყოფა!
ნუ იცინი ასეთ დროს,სულ არ მეცინება!
უკვე ბოლო ხმაზე ვუყვირე,ძაალიან ვბარაზობდი!
-რა იყო,იეჭვიანე?
ეს რომ მკითხა სააბოლოდ ამომეწურა მოთმინება და შეურცხვენელად ბოლო ხმაზე ვიყვირე.
-არა,არ ვიეჭვიანე!
უბრალოდ არ მესმის როგორ შეგიძლია საცოლე გვერდით გეჯდეს და თან შენს საყვარელს ჟიმავდე გვერდით ოთახში!
ცრემლები მომადგა თვალებზე,არ ვიცი რა დამემართა,მართლა არ ვიცი!
გული ისე სწრაფათ მიცემდა რომ მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა,სულ ვკანკალებდი და მთელი სხეული მიხურდა!
ეს რომ ვუთხარი თვითონაც უკვე მრისხანება შეეტყო სახეზე.
1საიდან მოიტანე რომ მასთან ვჟიმაობდი!?
გაბრაზებული მომიახლოვდა და სახიფათო მზერით მაღალ ტონზე მკითხა.
-კარგად შევამჩნიე როგორ უყურებდით ერთმანეთს ,ისიც კარგად დავინახე რომ მისი ტუჩსაცხის ლაქა გქონდა ტუჩზე ,შემდეგ კი იმ ს სიტყვები? ტუჩსაცხი სულ მომშორდაო!
ლუკას საბოლოდ მითხარი სულელი გგონივარ!?
ისევ ბოლო ხმაზე ვუყვიროდი და სულ ფეხებზე მეკიდა ამით რა პრობლემებს გამოვიწვევდი!
თუნდაც მთელ შენობას გაეგო ეს,თუნდაც ლუკასი გამებრაზებინა,არ მაინტერესებდა!
თავს დამცირებულად და გულნატკენად ვგრძნობდი,არ ვიცი რატომ,რატომ !
ის ხომ სულ ერთი იყო ჩემთვის,რატომ მტკენს ეს გულს!
-კი ,ამ წამს ყველაზე სულელი მგონიხარ.
ბოხი ხმით მიპასუხა მშვიდად ,რაზეც ვეღარ მოვითმინე და მისკენ ხელ მომარჯვებული გავემართე!
ვაპირებდი მთელი ძალით გამეწნა სილა,მაგრამ ბოლო წამს ხელი დამიჭირა ,შემდეგ კი უეცრად თვალებში ჩავხედეთ ორივემ ერთმანეთს!
არ ვიცი ამ მომენტში რა დაგვემართა,ან მე ან მას,მაგრამ შემდეგი რაც ვიგრძენი მისი ნაზი ფუმფულა ტუჩები იყო,რომელიც მთელი ვნებით მიკოცნიდა ტუჩებს.
არ ვიცი ვნებაში დავიკარგეთ ორივე,თუ მართლა გვქონდა ერთმანეთის მიმართ რაიმე გრძნობა,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო,ამ წამს მის კოცნაში ისე ვარ ჩაძირული რომ ისიც კი არ მახსოვს,სად ვარ,ვინ ვარ ან რას ვგრძნობ.


მართლა არ ვიცი რა მომივიდა,მაგრამ მთელ სხეულში რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიარა,ეს სიამოვნება იყო.
ჩემი პირველი კოცნა არ მეგონა თუ ასეთი დამაბნეველი და თან ასეთი სასიამოვნო იქნებოდა.
დავიბენი მისი საქციელით,ვერ მივხვდი რატომ მაკოცა,მას ჩემს მიმართ ჯერ ხო არ აქვს გრძნობები!
მის ტუჩებს მოვშორდი და დაბნეულმა შევხედე ,არც კი ვიცოდი რა მეთქვა,რა პასუხი გამეცა,ამ წამს გაურკვევლობაში ვიყავი,მაგრამ პატარა ხმაურზე ,მის თვალებს მზერა მოვაშორე თუ უკან გავიხედე თუ არა,იქ ის ძუკნა ბრი დამხვდა!
გაფართოვებული თვალებით გვიყურებდა,რომლებიც მრისხანებით ჰქონდა სავსე.
ჯანდაბა,ახლა გასაგებია რატომ მაკოცა,მის დასანახად რა თქმა უნდა!
ესეც მისი პატარა წარმოდგენის ნაწილი იყო!
ამის გააზრებაზე ,იმედგაცრუებულმა მზერა ისევ ლუკასზე გადავიტანე და უნებურად გული მეტკინა,თან ძაალიან მეტკინა.
მე კი მეგონა ეს კოცნა ნამდვილი იყო.
-შეგვიძლია ამჯერად წავიდეთ?
ზიზღით ვიკითხე,ისე რომ მიმხვდარიყო რომ ვიცი რატომაც ჩააიდინა ეს და რატომ მაკოცა.
-კარგი წამოდი.
მითხრა და დაბნეული გამიძღვა წინ.

მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა,მხოლოდ ჩუმად ვფიქრობდით და საკუთარ აზრებში ვიყავით ჩაკარგულები.
ვერ ვიჯერებ რომ ასე მომექცა,მე კი ერთ წამს მეგონა რომ ეს კოცნა ნამდვილი იყო.
რატომ მტკივა გული?
ნუთუ მართლა მიჩნდება მის მიმართ გრძნობები!
არა,არა ეს გრძნობები უნდა ვაკონტროლო,საჭიროა ჩემთვის და ჩემი გულისთვის.

არ მინდა ერთხელ შემიყვრდეს და ეგეც გული მეტკინოს.

მაგრამ რატომ მე?!
რატომ ამირჩია პროგრამამ მაინც და მაინც ისეთი კაცი,რომელსაც სიყვარული არ შეუძლია,ასე რატომ გამწირა?
როგორ შეიძლება ასე ცხოვრება გავაგრძელო!

სახლში მისულმა უსიტყვოდ ავუარე გვერდი და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
კაბა სხეულიდან მოვიცილე და პირდაპირ ცივ საწოლში ჩავწექი.
შინაგად მციოდა,სხეული სულ გაყინული მქონდა და ვკანკალებდი!
თვალები დახუჭული მქონდა და დაძინებას ვცდილობდი,თან კი ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ამ ერთი თვის მანძილზე გადამხდა და რა თქმა უნდა დღევანდელ ღამეზეც.
გული სევდით  მევსებოდა და ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო.
მე მეყვარება კაცი,რომელსაც არ ვეყვარები.

აღიარება?

კი ,ესაა ჩემი აღიარება.

ლუკასი:
კოცნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მთელი გზა ზედაც არ მიყურებდა,მის თვალებში კი რაღაც ამოუცნობ გრძნობას ვხედავდი,სევდის მსგავს,ან უფრო მძაფრს!
მას აშკარად ეგონა რომ მე მას ბრის დასანახად ვაკოცე,მაგრამ ეს სიცრუეა!
მე მას არც კი ვიცი რატომ ვაკოცე,უბრალოდ არსაიდან ამისი დიდი სურვილი გამიჩნდა!
რომ დავინახე როგორ ბრაზობდა და როგორ აღიზიანებდა ის ფაქტი რომ მე ბრისთან შეიძლება რამე კავშირი მქონოდა,მისი სახე ,თვალები რომ დავინახე,ვეღარ მოვითმინე და ეს უნებურად მომივიდა...უეცრად მოხდა ყველაფერი !
ისე რომ მეც კი ვერ გავაცნობირე,მაგრამ ისე დაემთხვა რომ თითქოს მე ეს ბრის დასანახად გავაკეთე.
არა,ეს კოცნა ნამდვილი იყო,არცერთი წამი ამ კოცნიდან სიცრუე არ ყოფილა.

მეორე დილა გათენდა თუ არა,უეცარ შეუჩვეველ ხმაურზე გამომეღვიძა.
ნუ როგორც წესი ჩემს სახლში სულ სიწყნარეა,მაგრამ ეს ხმები!
ეს ხმები,ისინი არღვედნენ ამ სიჩუმეს!
გაღიზიანებული წამოვდექი და საცვალის ამარამ მხოლოდ ხალათი შემოვიცვი,რომელიც არც კი შემიკრავს და ასეთ მდგომარეობაში გავარდი გაღიზიანებული !
პირველი სართული წამის მესათში ჩავირბინე და პირველ სართულზე უჩვეულო სცენა დამხვდა.
მეი სველი თმით ხალათის ამარა ღიღინებდა და თან ლამაზ ტანს ნელა აყოლებდა ,წინ კი ყავით სავსე ჭიქას კოვზით ურევდა.
ეს რომ დავინახე ჯერ დაბნეულმა ვუყურე,შემდეგ კი ჩამეცინა ამ ყველაფერზე და მისკენ მშვიდად დავიძარი.
როგორც კი შემამჩნია სასწრაფოთ გაჩერდა და აწითლებული ლოყებით ,მეტად მოიხვია ხალათი ტანზე.
-აქ რამდენიხანია დგახარ და მიყურებ?
შეკრული შუბლით ანერვიულებულმა მკითხა,რაზეც ძაალიან ჩვეულებრივად მივუახლოვდი და სველ თმებზე წავეთამაშე.
-როდესაც შხაპს იღებდი მაშინაც გიყურებდი,ამ დრომდე ძვირფასო.
მე მისი გაღიზიანება მინდოდა,მაგრამ მან როგორც ჩანს ეს დაიჯერა და გაგიჟებლმა მოიშორა ჩემი ხელი,შემდეგ კი შეკრული შუბლით ხმამაღლა მითხრა.
-შეგიძლია ვიღაც ბოზებს უყურო ,მაგრამ ეს ჩემმს შემთხვევაში აღარც გაბედო.
შიშველს კი არა,საცვლის ამარაც ვერ მიხილავ ლუკად,გესმის?
არც კი იოცნებო ამაზე!
ეს რომ მითხრა ჩამეცინა,როგორი გამოწვევაა...არ ვაპირებდი ამის თქმას,მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებს.
-შიშველს ორ თვეში გიხილავ ,ჩვენს ქორწინების ღამეს.
ეს ვუთხარი და უკანალზე პატარათი მოვარტყი ხელი,ფაქტობრივად არც შევხებივარ და ესეც რა თქმა უნდა ამითაც მის გაღიზიანებას ვცდილობდი,მაგრამ ის რატომღაც გაგიჟდა და თვალები გააუფართოვდა!
-რა გემართება ბოლო დროს? ზედმეტად შეეჩვიე ჩემს სხეულზე შემი ხელების უნებართვოდ დასეირნებას!
მითხრა ბრაზით და ზიზღით ამარიდა მზერა,რაზეც მე სკამზე მშვიდად დავჯექი და სიცილით გავუსწორე თვალი.
-აჰ,ძაალიან მომწონს ასეთ საახებს რომ იღებ.
არ მეგონა თუ შენი გააღიზიანება ასე გამამხიარულებდა.
ვუთხარი გამაღიზიანებელი ტონით,რაზეც ზურგი იგივე სახით მაქცია და განძრახ დაამაიგნორა,შემდეგ კი ოთახი დატოვა.

მეი:
ვერ ვიჯერებ რომ ტრაკზე ხელი წამომარტყა და თანაც ასე მელაპარაკა,თითქოს და მორიგი მეძავი ვიყო!
აღარ ვაპირებ ამ ოთახიდან გასვლას,სანამ ჩემს დისშვილებს არ მომიყვანენ,იმედია თვითონაც არ მომიახლოვდება !

ჩემი გადაწყვეტილება შევასრულე და შუადღემდე ოთახიდან თავი არ გამომიყვია,მანამ ჩემმა დამ არ დამირეკა და არ გადმომცა რომ ბავშვები უკვე მოყავდა.
აჰ ,ყველაფრის მიუხედავად მაინც არ მინდოდა მისი ნახვა,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!
სულელი,იმის შემდეგ რაც მოხდა ,გუშინდელის შემდეგაც კი ისე იქცევა ვითომც არაფერი არ მომხდარა,მაგრამ მე ჯერ კიდევ ყველაფერი მახსოვს,უკლებლივ ყველაფერი!

მისაღებში ვიჯექი და ნერვიულად ვაბაკუნებდი ფეხებს,წუთი წუთზე ველოდებოდი ჩემს დისშვილებს და ამის გამო აქ ჯდომა მიწევს!
ხან ტელეფონში ჩავძვერი ,ხან რა,ხან რა,მაგრამ ამ საშინელ უხერხულ გრძნობას თავიდან ვერ ვიშორებ!
ის კი ვითომც არაფერი უდარდელად ზის და წიგნს კითხულობს!
როგორ შეუძლია სულ ასე მშვიდად ყოფნა,როდესაც მე გაგიჟების ზღვარს ვარ!
უნებურად ამაზე ფიქრში ვიყავი ,თან რომ მივაშტერდი ,ეს კი ისე მომივიდა რომ ვერც კი გაავაცნობიერე!
შემდეგი კი რაც შევამჩნიე ,მისი ცინიკური მზერა იყო,ამომხედა და გაიღიმა
-არ მეგონა ჩემი ყურება თუ ამხელა სიამოვნებას განიჭებდა.
თან ეს რომ მითხრა,ტვინი ამიდუღდა!
უკვე ყვირილს ვაპირებდი ,კარზე რომ ზარის ხმა გაისმა.
გაღიზიანებული წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი კარისკენ,შემდეგ კი გაღების თანავე ჩემს ორსულ  დაიკოს თბილად ჩავეხუტე და ჩემი დისშვილებიც მონატრებული სიყვარულით დავკოცნე სულ!
-ეს ორი პატარა მხეცი დღეს ცოტა უხასიათოდა და შენ იცი!
მაპატიე რომ ასეთ სიტუაციაში გაგდებ,სხვა გზა არ მაქვს!
მითხრა ჩემმა დამ და სიჩქარისგან შემოსვლაც კი ვერ მოახერხა,პირდაპირ ისევ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა!
მეც ჩემს პატარა დისშვილებს ხელი მოვკიდე და სახლში მომღიმარმა შევიყვანე.
-პატარებო ეს რამოდენიმე დღე აქ მოგიწევთ ყოფნა,მაგრამ დაიმახსოვრეთ ამ დიდ სასახლეში ერთი ბოროტი ბიძია ცხოვრობს და ეცადეთ მას არ მიეკაროთ ,კარგით?
ღიმილით ვესაუბრებოდი და ამ ბიძიაში ლუკასი ვგულისხმობდი,უეცრად რომ არსაიდან მის ხმაზე შევხტი.
-მე მიყვარს ბავშვები,ასე რომ არც ისეთი სახიფათო ვარ მათვის,აი შენ კი გირჩევ თავი ამარიდო.
თვალის ჩაკვრით მითხრა და შემდეგ რატომღაც ბავშვების წინ ღიმილით ჩაიმუხლა.
-აბა პატარებო რა გინდათ პირველ რიგში ვითამაშოთ?
ეს რომ ჰკითხა ღიმილით,ცოტახანს ცინიკურად გადავხედე!
სერიოზულად?
უცბად კეთილი კაცი გახდა,როდესაც ხუთი წუთის უკან ჩემს ნერვებზე თამაშობდა!
მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა ის იყო რომ ამ ჩემმა მოღუშულმა ,უხასიათო დისშვილებმა ,უეცრად მას გაუღიმეს და სიხარულით დაეთანხმნენ,ვერ ვიჯერებდი!
-წამოდით მაშინ ,საქმეს შევუდგეთ! მაგ რაღაცას ხელი უშვით.
მე მიგულისხმა და ჩემს ხელზე ბავშვებს ხელი მოაშორებინა!
მე კი პირღია ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ მათ თვალწინაც ასე მამცირებდა!
-მოღალატებიი!
ჩავილაპარაკე ღრინვით,როგორც კი ლუკას უხმოდ გაყვნენ.

ორი საათის შემდეგ:
აი უკვე ორი საათი გავიდა,მე ჩემთვის ცალკე ვზივარ,ლუკასი კი ჩემს დისშვილებთან ერთად ერთობა და იცინის!
არც კი ვიცი გავბრაზდე ამაზე ,თუ პირიქით მესიამოვნოს !
ფაქტი სახეზეა რომ ჩემს საკუთარ დისშვილებს ფეხებზე ვკიდივარ ამ წამს და ლუკასთან ერთად ერთობიან!
-რა გჭირთ ქალბატონო მეი?
რა სახე ჩამოგტირით?
გამომძახა გამაღიზიანებლად ლუკასმა,რაზეც ცხვირი ავიბზუე და ამაყად ავარიდე თვალი!
ამაზე არ წამოვეგები.
-ბავშვებო არ გინდათ თქვენი დეიდის გაწუწვა?
ეს რომ გავიგე უკვე სტარტზე ვიყავი ,ფეხზე წამოვხტი და მზად ვიყავი მილიონი მუქარისთვის, რომ თუ გამწუწავდნენ მწარედ ვანანებდი!
მაგრამ ვეღარ მოვასწარი,ერთ ერთმა ჩემმა დისშვილმა რომ პატარა თოფიდან წყალი მომაწუწა!
პირი ღია დამრჩა,ხელი ჰაერში,შოკური მდგომარეობის დონე ,მაღალი!
-ლუკას გამასწარი!
ვიღრიალე ბოლო ხმაზე და ფეხზე გავიძრე ფეხსაცმელი,შემდეგ კი ამ მოღერებული ფეხაცმლით ლუკასისკენ გავემართე!
-ბავშვმა გაგწუწა ,მე რა შუაში ვარ?
სიცილით მომაძახა და პატარა ბავშვივით გამექცა!
ეს მხარეც თუ არსებობდა მასში არ მეგონა და არც ძაალიან ბევრი რაღაც არ ვიცოდი მის შესახებ,რაც ამ ბოლო დროს შევიტყვე.

იმის შემდეგ რაც ლუკასი ვერ დავიჭირე ოთახში შევედი და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე ,შემდეგ კი ისევ მისაღებში დავბრუნდი რომ საკადრისი პასუხი გამეცა!
გასულს კი რა დამხვდა!?
შუა ოთახში პატარა სტადიონი ჰქონდათ მოწყობილი და მძიმე ბურთის გამო ისეთი ხმა იყო ,ყოველ წამს ვხტებოდი...ვის გაუგია სახლში თამაში?
-მეი,დაიჭირე!
უეცრად არსაიდან იუნგიმ ეს იყვირა და ბურთი ჩემი მიმართულებით ისროლა!
მე კი ადგილზე გავშეშდი უეცრად და ბურთი პირდაპირ მუცელში მტკივნეულად მომხვდა თუ არა, ჩავიკეცე.
ამას როგორც ჩანს ლუკასი არ მოელოდა და უეცრად მომღიმარი სახე ანერვიულებულით შეეცვალა!
ჩემსკენ გამოიქცა და ძირს ჩაკუნტულს აღელვებულმა გადმომხედა,მე კი ტკივილით სავსე თვალებით რომ ავხედე,შემდეგ თვითონაც ჩემს წინ ჩაიკუნტა და დადარდიანებულმა მკითხა.
-კარგად ხარ,ძაალიან გატკინე?
ეს რომ იკითხა,თავი გაავაქნიე მხოლოდ და შემდეგ ისევ თავი ჩავდე მუხლებში.
-მაპატიე,არ მიფიქრია შენთვის ტკივილის მოყენება.
ეს რომ მითხრა უკვე მივხვდი რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა და მომღიმარმა ავხედე.
-ხო?
რა თქმა უნდა მოვატყუე!
არ მტკენია ისე რომ ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი,ეს უბრალოდ გადავამეტე რომ მას თავი დამნაშავედ ეგრძნო!
ამისთვისაც და იმისთვისაც რაც ცოტახნის უკან გააკეთა!
-შენ რა მოიტყუე?
მკითხა გაღიზიანებულმა,რაზეც თმა ცბიერი ღიმილით შევისწორე და ფეხზე წამოვდექი.
-ნუ ბოლომდე არა,მაგრამ არც ისე მტკენია რომ ტირილამდე მიგეყვანე,მაგრამ არაა გამორიცხული რომ მატკინო.
ვუთხარი და ბოლო სიტყვები გააფრთხილებასავით დავუტოვე.
-სულ არ იყო სასაცილო.
მხოლოდ ეს მიპასუხა გაღიზიანებულმა და შემდეგ ისევ ზურგი მაქცია.
აშკარად ცუდ ხასიათზე დადგა,რა ეტაკა?
-ბავშვებო ,თამაში ხვალ გაავაგრძელოთ ხო?
ახლა დეიდასთან მიდით,ჩაის დაგალევინებთ და დაგაძინებთ.
ბავშვებს ეს სიტყვა დაუტოვა და შემდეგ უკან მოუხედავად ავიდა მეორე სართულზე.
-ჰუჰ,რა უცნაური კაცია.
ჩავილაპარაკე გაკვირვებულმა და ბავშვებს მივუბრუნდი ისევ.
-ბავშვებო ,ახლა შეჭამთ და დაიძინებთ ,კარგით?
ღიმილით მივუახლოვდი,მაგრამ პასუხად რა მივიღე?
-ალაა,ალ მინდა ძილი!
ორივე აყაყანდა და ატირდა,რაზეც უკვე დავემუქრე.
-ბიძია ლუკასი აქ აღარაა,ასე რომ ახლა გეყოფათ ცელქობა და დამიჯერეთ,სანამ დედათქვენთან დავრეკე და მოვახსენე ყველაფერი!
დავასრულე მუქარა თუ არა ,ორივემ პირი მოხურა და ჩემი მოთხოვნის  შესრულებას შეუდგნენ .

ბავშვები დავაძინე თუ არა ,მთელი დღის გადაღლილმა პირდაპირ საღამური ჩავიცვი და მეც ბავშვებს მივუწექი ,უკვე დაძინებას ვაპირებდი,კარზე რომ კაკუნი მომესმა.
თვალები გაადავატრიალე,რადგან უკვე დასაძინებლად მზად ვიყავი.
-აჰ,ახლა თუ ისევ ისაა ,ვერ გადამირჩება.
ჩავილაპარაკე ბრაზით და ნელა წამოვდექი ფეხზე.
კარი გავაღე და მართლაც წინ ვინ დამხვდებოდა თუ არა იუნგი!
-რა ხდება,ახლა მაინც?
ვიკითხე და ხელები გადავაჯვარედინე,რაზეც იგივე უემოციო სახით შემომხედა როგორც სჩვევია.
-გამოდი ერთ წამს,რაღაც მინდა გითხრა.
ეს მითხრა და პირდაპირ ხელზე მწვდა,შემდეგ კი ისე რომ ვერც გავიაზრე კოლიდორში აღმოვჩნდი მასთან ერთად.

ლუკასი:
ოთახის კარი ნელა მოვხურე  ,რომ ბავშვებამდე  ხმა არ მისულიყო და არ გაეღვიძათ,შემდეგ კი მეის მივუბრუნდი,რომელიც გაღიზიანებული მელოდა.
-რა გინდა,რატომ გამომათრიე?
იკითხა გაღიზიანებული ტონით,რაზეც ხმამაღლა ამოვიოხრე და ვუთხარი. 
-ცოტახნის უკან დამირეკეს და ძაალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმომცეს.
მოკლედ აღარ გავწელავ და გეტყვი რომ ერთი მამაკაცი დავიქირავე,რომელიც შენს სახლს უთვალთვალებდა.
მაინტერესებდა კიდევ თუ გამოჩნდებოდა ის ვიღაც და არც ვცდებოდი!
ის უცხო კაცი ისევ დაბრუნდა შენს სახლში.
ეს მოისმინა თუ არა ,სიტყვა შეშინებულმა გაფართოვებული თვალებით გამაწყვეტინა.
-რააა?! კიდევ?! ღმერთოო,ვინააა?
რა უნდა?!
-ჩემი კაცი ვარაუდობს რომ ეს ჯან ლინია.
მამაკაცი, რომელსაც პროგრამის გამო დღემდე დაეძებენ.
-მსმენია,მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინაა.
მეტად ანერვიულებულმა მითხრა და თითქოს მეტად დაიწყო იმაზე ფიქრი თუ ვინ იყო და საიდან ახსოვდა.
-მან 2*** წლებში თავის მეორე ნახევარზე უარი თქვა,შემდეგ კი კანონი თავიდან მაინც  ვერ აირიდა .
დიდხანს ამტკიცებდა რომ უკვე სხვა უყვარდა და ვერავისთან ვერ იქნებოდა,სააბოლოდ კი საკუთარი ხელით მოკლა თავისი საცოლე.
მე კი რატომღაც ეჭვი გამიჩნდა რომ ამ სხვაში შენ გიგულისხმა.
-რა?! გამორიცხულიაა!
გამორიცხულია ლუკას,ესეთს არავის არ ვიცნობ!
მის თვალებში რომ აღუწერელი შიში დავინახე გადავწყვიტე ცოტა დამეწყნარებინა.
რატომ უნდა ვუთხრა ის ,რაც ჯერ დაზუსტებით არც მე ვიცი,შემდეგ კი ამაზე რატომ უნდა ინერვიულოს?
-არ ვიცი,იქნებ შეეშალა ვინმეში,არ ვიცი ,მაგრამ მინდა რომ ეს საქმე გამოვიძიო,ამიტომ გთხოვ სახლიდან ამის შემდეგ ჩემს გარეშე არ გახვიდე...არ მინდა საფრთხეში ჩაიგდო თავი.
არ მინდა ვინმემ რამე დაგიშავოს,არ მინდა ვინმემ გატკინოს.
მე შენი დაცვა მინდა.
გაგიფრთხილდები ,ყველაფრის ფასად !



№1 სტუმარი st

ანუ აქ ეხლა 18+ საერთოდ არ იყო :დდ თან ახლა არამგონია აქ ისეთები იყვნენ, რომ მსგავს სცენებს ვერ იტანდნენ :დდ იმიტორო სხვა მითხრობებში უარესი სცენებიცაა თან ბევრად, მაგრამ თუ დააწერ არც ის იქნება ურიგო :დდ კარგი თავი რომ იყო ეგ თავისთავად, ველი შემდეგს <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

საერთო სცენები, ახლო სცენები, ემოციური სცენეებიი ცოტა მეტაად რაა აი სულ ცოტა მეტად ^-^
ველი ახალ თავს, გამეხარდა მალე რო დადე ^-^

 


№3 სტუმარი mari

ოჰო,იძაბება სიტუაცია,იმედია მალე დადებ ახალ თავს?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხია მადლობა წარმატებები

 


№5  offline წევრი svien

საყვარლები...გაღვივდა გძნობები????????მალე დადეეე❤❤

 


№6 სტუმარი Life is beautiful

ხო ვამბობდი სულ სიცილით ჳამთწვრებ თევებსთქო,მაგრამ ერთადერთი იყო ჯერ რომელზეც არ გამეცინა, პირიქით გული დამეყდა რომ ასე ინერვიულა მეიმ მაგრამ უნდა ვაღიარო არცერთი თავი არ იყო ბანალური მითუმრტეს ეს... ძალიან მომეწონა ისერე როგორც სხვა თავები...

არა ნუ ზოგადად ძაან ინტრიგულია ეს ისტორია მაგრამ ამ ჯან ლინის გამოჩენამ უფრო აზარტში შემიყვანა. და ჩემდა გასაკვირად რომ მეთვიონვე მიკვირს.. რატომღაც მგონია რომ მეის მეგობარი დემეა ჯან ლინი.. მაგრამ ასაკობრივად ხო ერთი ასაკის არიან და ეგ ამბები ხო 30 ის მერე იწყებაო და რავი ერთი სიტყვით ველი რაა..
პ.ს. ბოდიში არეული კომენტარისთვის ავფორიაქდი.... (?) (თუმცა სასიამოვნოდ)
აბა ჰე და ველი ჩენ შაქარ ისტოს შემდეგ თავს♥️♥️^_^

 


№7  offline წევრი Butterfly122334455

st
ანუ აქ ეხლა 18+ საერთოდ არ იყო :დდ თან ახლა არამგონია აქ ისეთები იყვნენ, რომ მსგავს სცენებს ვერ იტანდნენ :დდ იმიტორო სხვა მითხრობებში უარესი სცენებიცაა თან ბევრად, მაგრამ თუ დააწერ არც ის იქნება ურიგო :დდ კარგი თავი რომ იყო ეგ თავისთავად, ველი შემდეგს <3

ხო,რაღაც პატარ პატარა მომენტები რომ არის
მაგას ვგულისხმობ უფრო,მაგრამ თუ ამაზე უარესებია და ეს არაფერი არაა ,მარტო იმ თავებზე დავაწერ სადაც იქნება ❤️❤️❤️
დიდი მადლობა❤️❤️❤️

სტუმარი ანი
საერთო სცენები, ახლო სცენები, ემოციური სცენეებიი ცოტა მეტაად რაა აი სულ ცოტა მეტად ^-^
ველი ახალ თავს, გამეხარდა მალე რო დადე ^-^

კი,ყველაფერი იქნება ❤️❤️❤️❤️

mari
ოჰო,იძაბება სიტუაცია,იმედია მალე დადებ ახალ თავს?

კი,მალე დავდებ ❤️❤️❤️

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხია მადლობა წარმატებები

მიხარია თუ მოგწონს ❤️❤️❤️
მადლობა შენ რომ კითხულობ ^^

svien
საყვარლები...გაღვივდა გძნობები????????მალე დადეეე❤❤

კი,აშკარად გაღვავდა o_o
კი,მალე დავდებ❤️❤️❤️❤️

Life is beautiful
ხო ვამბობდი სულ სიცილით ჳამთწვრებ თევებსთქო,მაგრამ ერთადერთი იყო ჯერ რომელზეც არ გამეცინა, პირიქით გული დამეყდა რომ ასე ინერვიულა მეიმ მაგრამ უნდა ვაღიარო არცერთი თავი არ იყო ბანალური მითუმრტეს ეს... ძალიან მომეწონა ისერე როგორც სხვა თავები...

არა ნუ ზოგადად ძაან ინტრიგულია ეს ისტორია მაგრამ ამ ჯან ლინის გამოჩენამ უფრო აზარტში შემიყვანა. და ჩემდა გასაკვირად რომ მეთვიონვე მიკვირს.. რატომღაც მგონია რომ მეის მეგობარი დემეა ჯან ლინი.. მაგრამ ასაკობრივად ხო ერთი ასაკის არიან და ეგ ამბები ხო 30 ის მერე იწყებაო და რავი ერთი სიტყვით ველი რაა..
პ.ს. ბოდიში არეული კომენტარისთვის ავფორიაქდი.... (?) (თუმცა სასიამოვნოდ)
აბა ჰე და ველი ჩენ შაქარ ისტოს შემდეგ თავს♥️♥️^_^


არა,რა ბოდიში !
პირიქით მიყვარს ასეთი კომენტარების კითხვა^^❤️
მკითხველის აზრს მეტად ვიგებ და სასიამოვნოა ❤️❤️❤️
კი,ცოტა არეულია და აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი!
იმედია იგივე შეგრძნებებს და განცდებს დაგიტოვებს დანარჩენი თავებიც და ისიამოვნებ❤️❤️❤️❤️
დიდი მადლობა რომ კითხულობ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent