შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება ( თავი 19)


9-12-2020, 00:26
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 143

დილით საოცარ ხასიათზე გაიღვიძა, მშვიდად გრძნობდა თავს.თითქოს ცარიელი აღარ იყო,თითქოს ლოდები მოეხსნა სხეულიდან.იფიქრა სამშობლოში დაბრუნებამ გამოიწვიაო.აბაზანა მიიღო, ჯინსი ამოიცვა,ბათინკები ჩაიცვა,თეთრი ზედა, ტყავი მოიცვა,თმა გაიშალა, ყავა მიირთვა და იკოსთან გადაწყვიტა წასვლა.მოენატრნენ თავისი მეგობრები,ყველაფერს ერჩია ახლა მათთან ყოფნა და 5 დაკარგული წლის ანაზღაურება.მანქანა დაძრა და მთელი გზა ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.ნეტავ რა უხარია?ნუთუ გული გრძნობს გულის სწორს?მოდი და ნუ იწამებ სიყვარულს.ეზოში რომ შევიდა მეგობრების მანქანები დახვდა და იკოს გადაურეკა.
გოგოლაძემაც ახლავე გაგიღებ კარებსო.კარი როგორც კი გაუღო, ეგრევე გული აუჩქარდა,ვერ ხვდებოდა რა ჭირდა, თითქოს ნაცნობი სურნელი მოელამუნა ცხვირში,სიმწრით გაეცინა, გულში გაიფიქრა მონატრებამ შემშალა და მელანდებაო.მხიარულად შეაჭრა სახლში და სათითაოდ გადაკოცნა ყველა.
-აი თქვენ ხო აზრზე არ ხართ როგორ მენატრებოდით.-გიყურებთ და ახლაც მენატრებით.
-ჩვენც ტო!-ჩვენ ახლაც გვენატრები, ალბათ დიდი დრო დაგვჭირდება,რომ არ მოგვენატრო ჩვენთან ყოფნის დროს.
-დავბრუნდი და ხომ იცით არსად წავალ.-როგორ მაკლდით თურმე.-თვალზე ცრემლები მოადგა.
-პატარავ მოდი ჩემთან-იკომ ჩაიხუტა.-ვსო დავივიწყოთ მეორედ ეგ თემა აღარ ახსენო საერთოდ.
-რა კარგია აღარ ახსენო, წავლენ ასე მეგობრები,დაგიკიდებენ, არც მოგიკითხავენ, მერე გამოგეცხადებიან და იქედან უნდა გააგრძელო სადაც გავჩერდით.ეგრე არ ხდება ეგ.-გაბრაზებულმა თქვა თაკომ.
იკომ თვალები დაუქაჩა, აკომ კი სული ამოაძრო ისე დააჭირა ფეხი, ენა რომ გაეჩუმებინა.
-მართალი ხარ თაკო,ყველაფრის ღირსი ვარ თქვენგან,მაგრამ თუ ვერ მიმიღებთ გაგიგებთ,მადლობა რომ გუშინ მიმიღეთ და ძველი დრო გამახსენეთ.-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა,ჩანთას ხელი მოკიდა და უკან მოუხედავად გავარდა სახლიდან.
-ამისთვის გაგცემ პასუხს.- თაკოს დაუყვირა იკომ და მირას გაეკიდა, თუმცა ვერ მიუსწრო,ეზოდან გადიოდა უკვე.


-დუდუუ!-ყვირილით შევარდა გიო კაბინეტში.
-რახდება ტო აქ ვარ რა გაყვირებს.
-დუდუ ყიფიანი-სულს ძლივს ითქვამდა.
-რა დაემართა ყიფიანს
-გამოვიდა.
-ვაახ ბიჭოო-დუდუმ გადაიხარხარა.-რა მაგარი ამბავია ტო.
-მოიცა ყველაფერი არ მითქვამს.
-რახდება?
-კამერები ვნახე და იქედან გავიგე.
-მანახე მალე.
გიომ ლეპტოპი გახსნა და ვიდეო ჩაურთო.
-ოპაა ბათა უნდა ვნახოთ სასწრაფოდ და მერე ეგ ბიჭი მოვძებნოთ.
-მირას არ ვუთხრათ?
-არა ტო რა მირას ვუთხრათ ჯერ ბათა ვნახოთ.
-რაღას ვუცდით წავედით სახლში ავიდეთ.


მისი საყვარელი ქალის ხმა ესმოდა,თითის ბალიშები ეწვოდა, ისე უნდოდა გასულიყო და შეხებოდა,ერთხელ მაინც ჩაეხედა მის თვალებში.ეშინოდა,ძალიან ეშინოდა თვალების,რომლებიც სიყვარულს ასხივებდნენ სიძულვილი არ დაენახა მათში,ეგ მოკლავდა და ეგ გაანადგურებდა,მეტი ვერაფერი.კბილებს ერთმანეთს აჭერდა,რომ მოეთბინა და არ გასულიყო,არ არგებდა ახლა გრძნობებზე აყოლა. ჯერ ნაკაშიძე უნდა გამოეყვანა ბუნაგიდან და მერე საყვარელ ქალსაც დაუბრუნებდა შვილს,თუ მართლა ცოცხალი იყო.გული მოეწურა, რას არ მისცემდა, რომ მის საყვარელ ქალს მისგან ყოლოდა შვილი, თუნდაც გარდაცვლილი. ეგოისტურად უნდოდა,ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ გათხოვდა. სისხლი ეყინებოდა როცა წარმოიდგენდა, როგორ ეხებოდნენ იმას, რაც მისი იყო.ამ ფიქრებში იყო მირას გამტყდარი ხმა, რომ შემოესმა და კარის გაჯახუნებაც გაიგო.ნელა გამოვიდა,თვალი მოავლო ოთახს,ყველა ერთ წერტილს უყურებდა,თვალი გააყოლა და თაკოს ცრემლიან თვალებსაც შეეფეთა.
-ისევ ისეთი ფეთქებადი ხარ თაკო.-მე რაც გინდა ის მითხარი,მაგრამ მას არ შეეხო,ის არაფერ შუაშია, ჩემს გამო გაიქცა და თუ პასუხს ითხოვ მე მომთხოვე.
მერე დანარჩენებს მოუბრუნდა.
-წავედი!-რაღაც საქმეები მაქვს მოვაგვარებ და შეგეხმიანებით,მანამდე კი კუკუდამალობანა უნდა ვითამაშოთ.-ეცადეთ რომ მიმის არ შევხვდე ჯერჯერობით.
სწრაფად გამოვიდა იკოს სახლიდან, მანქანა დაძრა და სახლში წავიდა.როდის შეძლებს ნახოს თავის სიყვარული,უკვე ცუდად არის,რომ იცის ასე ახლოს ყავს.
-დედას შევ**ი.-ერთი შეიკურთხა და მანქანიდან გადავიდა.სწრაფად გადაჭრა ეზო, სახლის კარი გააღო და მისაღებში დუდუ და გიო რომ დაინახა ყველა კბილი გამოუჩნდა ღიმილისგან.
-ეს რა სტუმრები მყოლიან ტო.
- როგორ მოგვენატრეე ტო.
ერთმანეთს გადაეხვივნენ, დივანზე ჩამოჯდნენ ვისკის ჭიქებთან ერთად.
ყველაფერი უთხრა ბათამ რაც მოხდა წარსულში.დადას გახსენებაზე ბიჭებს ცრემლები მოადგათ თვალებზე, მაგრამ არ მიცეს უფლება ჯებირები გადმოელახათ.
-ასე იყო ყველაფერი.-დაამთავრა ბათამ მოყოლა.
-ასე ისჯიდი თავს ციხეში ყოფნით?
-ვისჯიდი რადგან დავკარგე.-არც ახლა გამოვიდოდი,რომ არ გამეგო ქმარს დაშორდა.
-სუსტი ყოფილხარ ყიფიანო
-თუ სიყვარული სისუსტეს ნიშნავს და ის რომ სხვის ქალს არ გავეკარებოდი, მაშინ სუსტი ვარ.-კარგი ეგ ყველაფერი იქეთ იყოს და საიდან გაიგეთ რომ გამოვედი?
-კამერები ვნახეთ.
-რა კამერები?
-როგორ იყავი მირას სახლთან.
-ვაა დაჟე კამებრები?-მოიცა ასე ეშინია ნაკას რომ კამერები დააყენა?
-არ ეშინია.-კონვერტი მიიღო წინა დღით სადაც მის შვილზე წერდნენ,დღეს დილითაც მიიღო, სავარაუდოდ მაგ კონვერტშიც იგივე ეწერა, რომელიც შენ გაქვს.
-კი ეგ ეწერა.
-ხოდა ის ბიჭი უნდა ვიპოვოთ ვინც კონვერტი დატოვა.
-არაა საჭირო,მე მივხედავ მაგ საქმეს ოღონდ ერთი პირობა მაქვს.
-რა პირობა?
-მირამ არ უნდა გაიგოს რომ გამოვედი.
-რატო?
-გაიგებთ როცა დრო მოვა.
-იცი ვინც აგზავნის წერილებს?
-ვფიქრობ რომ ნაკაშიძე.
-რატომ ფიქრობ ეგრე?
-რადგან ჩემი გამოსვლის დღეს დაიწყო მაგ კონვერტების გამოგზავნა.-რაღაც ხდება და ეგ უნდა ამოვხსნა.
-შენ რა შუაში ხარ?
-მე მაქვს ის რაც მას უნდა.-ეშინია და რაღაცას ხლართავს-სუსტი წერტილი მიპოვა მიმის სახით და ომს იწყებს.

თბილისის ქუჩებში დააქროლებდა მანქანას და ცრემლები ღაწვებს უსველებდა.მართლები არიან,რაც არ უნდა უთხრან არ ამტყუნებს თაკოს, თვითონაც ვერ გაუგებდა თავის მეგობრებს,იგივენაირად რომ მოქცეულიყვნენ.მალევე მივიდა თავის მიტოვებულ ქარხანაში,საათს დახედა,ჯერ კიდევ ქონდა დრო ჯინას ჩამოსვლამდე იქ განმარტოვებულიყო,მერე აეროპორტში წავიდოდა და თავის მეგობარსაც დახვდებოდა. ტელეფონი ამოიღო და დუდუსთან გადარეკა.
-დუდუ როგორ ხართ?
-კარგად პატარავ შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.-რახდება ახალი ხომ არაფერია?
-არა მირა ვარკვევთ და ეგრევე დაგირეკავთ.-შენ სად ხარ?
-ქალაქში ვარ გამოსული, მონატრებულ ქუჩებში ვსეირნობ.
-კარგი თავს გაუფრთხილდი და გამოგივლით.
-კარგი დროებით.

ბათამ ბიჭები რომ გააცილა ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო,კიბეებზე ჩამოდიოდა ვახო რომ შემოვიდა კარებში.
-მამა როგორ ხარ?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად-შეიძლება ვილაპარაკოთ?
-კი რათქმაუნდა.
-ძალაშია ისევ კომპანიის სათავეში ჩადგომა?
-შენ ეს მართლა გინდა?-ვახომ აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა.
-მინდა მამა და შენი დახმარებაც დამჭირდება.
-გისმენ შვილო
-ოთო ნაკაშიძე მაინტერესებს ბაზარზე როგორ არის?
-ისევ თავიდან იწყებ შვილო?
-ვახო ხომ დამპირდი რომ დამეხმარებოდი?-ვახომ ამოიოხრა და თავი დასტურის ნიშნად დაუქნია.
-ტენდერში თუ არ გაიმარჯვა გაკოტრდება.
-ხოდა ეგ ტენდერი ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა ვარიანტში.
-ყველაფერს გავაკეთებ.
-შენი იმედი მაქვს ვახო.
საძინებელ ოთახში ავიდა,გამოიცვალა და ნაკაშიძის ფირმისკენ წავიდა.

კაბინეტში იყო ყავას მიირთმევდა მდივანი რომ შევიდა და აცნობა სტუმარი გყავთო.
-ვინ არის?
-არვიცი ბატონო ოთო.
-კარგით შემოუშვით.
სახეზე ფერებმა გადაურბინა კარში ყიფიანი რომ დაინახა ირონიულად მომღიმარი.
-ბატონო ოთო არ მელოდით არა?
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-ახლავე მოგახსენებ, ნუ ნერვიულობ-სიცილით უთხრა და სიგარეტს მოუკიდა.
-აქ არ ვეწევით.
-ჩემთვის გამონაკლისს არ დაუშვებთ?
-კარგი თქვი რა გინდა და დროზე გაეთრიე აქედან.
-მშვიდად.-ეს მე უნდა გკითხო რა გინდა?რა თამაშს თამაშობ ნაკაშიძე?
-რას ბოდავ?
-წესიერად ნაბი*ვარო.-გაიგე გამოვედი და აგეწვა ერთი ადგილი?
-რატომ უნდა ამწვოდა?
-ჩემზე უკეთ შენ იცი,ხო იცი რო ჩემს ხელში ხარ?
-ასე ღიად მემუქრები?
-როგორც გინდა ისე ჩათვალე,მიმის შეეშვი თორემ ჯერ კიდევ მაქვს სამხილები.
-მიყვარს მე ის ქალი და რატომ უნდა შევეშვა?
-შენი დედაც ნაკაშიძე.-ისე გააცოფა მისმა სიტყვებმა საყელოში წვდა და მუშტი უთავაზა სახეში.
-კიდევ რომ გაიმეორო გიყვარს ნაწლავებს დაგაყრევინებ ახ*არო.-სიკვდილს განატრებ და ნულზე დაგტოვებ.
-ვერაფერსავ ვერ მიზამ ყიფიანო, შენი დრო წავიდა, ახლა ჩემი დროა.
-ვნახოთ,ვნახოთ.
-სულ მალე ვნახავთ,ახლა კი გაეთრიე აქედან.
-არ დამიმთავრებია, არ მოდუნდე თორემ შეიძლება სადმე ფეხი წამოკრა,მერე კი ვერაფერი გიშველის.-ხელი გაუშვა კარი გამოიჯახუნა და სახლში დაბრუნდა.

ნაკანი აეროპორტში იყო უკვე და ჯინას ელოდებოდა, ფიქრებში იყო გართული ჯინა რომ შემოიეხვია.
-ოუ ოუ ლამაზო როგორ დაგმშვენებია შენი სამშობლო.
-გადარეულო როგორ მომენატრეე.
-მეც ძალიან მომენატრე,ძალიან დაღლილი ვარ და იქნებ გამიყვანო აქედან,შხაპი და ძილი მინდა.
-კარგი კარგი.-სიცილით უთხრა,მანქანაში ჩაჯდნენ და სახლში წავიდნენ.
სახლის კარი როგორც კი გააღეს, ჯინა ქარბორბალასავით შევარდა სახლში და ყველა ოთახს ჩამოუქროლა.
-ვახ რა ბაითი გაქვს აღარც ხუმრობ შენ.
-კარგი გაჩუმდი არც ეგეთი გადასარევი.
-იცი რომ ცოტახნით შენთან ვრჩები?
-მართლა?
-იეს იეს.
-ვაუ რა მაგარია.-მიდი დაისვენე ახლა და ხვალ საქმეს რომ მოვაგვარებთ, ქალაქს დაგათვალიერებინებ.
-ოქეი.
ჯინას ოთახი აჩვენა, თავად კი მისაღებში ჩამოვიდა ვისკი დაისხა და დივანში ჩაესვენა.ფიქრობდა, როდის გამოჩნდებოდა მოთამაშე, უკვე ერთი სული ქონდა გაეგო მის შვილზე.არა აშკარად ვიღაც ეთამაშებოდა,ან იქნებ არ ეთამაშებოდა და მისი პატარა გოგონა მართლა ცოცხალი იყო?ნეტავ მართლა, სიცოცხლის ხალისს დაიბრუნდება.განიცდიდა თაკოს ნათქვამს და ფიქრობდა, რომ მათ აღარ შეაწუხებდა, აღარანაირი უფლება ქონდა ისინი შეეწუხებინა, დამნაშავედ მიაჩნდა მათთან თავი და ეცდებოდა არიდებოდა ყველას.



№1 სტუმარი mari

ძაან საინტერესოა უბრალოდ მუფამი ეკარგება იმდენად აგვიანებ ❤️ ???? ველოდები შემდეგ თავსს ❤️

 


№2  offline წევრი Anano Garsidze

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <333

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

რატომ აგვიანებთ, კარგია ძალიან, მაგრამ რათ გინდა, ისე აგვიანებ, ინტერსი იკარგება

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

მალე დადე რააა

 


№5  offline წევრი S.მეგი

საინტერესოა რა მოხდება ველოდები მე-20 თავს♡
❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Marie

ძალიან აგვიანებთ ახალი თავების დადებას, დამავიწყდა თითქმის მოქმედება....ასე იკარგება ინტერესიც...:(

 


№7 სტუმარი თინიკო

შემდეგი თავი მალე დადე თორემ ინტერესი მეკარგება კითხვის, რადგან ბევრი ესეთი დაუმთავრებელ მოთხრობებს ვკითხულობ, რომლის მომდევნო თავებს თვეები ველოდები.

 


№8  offline წევრი goddess

არ აგრძელებ?

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

სად არის შემდეგი თავები?

 


№10  offline წევრი ელენე (ნენე)

ველი გაგრძელებას, რომელიც ვიცი, რომ ერთ დღესაც დამხვდება.

წარმატებები! ყოველთვის გამიხარდება შენი გამოჩენა...

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიკა

ნეტა როდისმე გააგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent