გაურკვეველი წელი,მარადისობა...! (I)(II)
ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.ჩემი არანორმალური არსებობის პირველ და მეორე სტადიებზე შევხვდი ქალს რომელიც თავისი მძვინვარე არსებობით ჩემს საცოდავ სხეულს,რაღაც გაურკვეველი ძალით ისეთ ზიანს აყენებდა,რომ მის ყველა ატომს შიშისგან წამით მოსვენებას არ აძლევდა.არ იყო ეს სირბილე,,არ იყო ეს ადამიანური სიყვარულის რომელიღაც ფაზა,არც ორგანიზმში მიმდინარე რაიმე ნივთიერების არა თუ მატება არამედ ცვლა.მან უბრალოდ ისეთი ძვრები მოახდინა ჩემს არსებაში,რომ კვალი,რომელიც დიდიხანია წავშალე,ამავე დიდი დროის განმავლობაში მხოლოდ მეგონა,რომ "წავშალე". ეს მაშინ მოხდა,როდესაც ამ სამყაროში მყოფმა ცალკეულმა მარტოსულმა,უსაზღვროებით გარშემორტყმულმა ინდივიდებმა,დაკარგეს რაღაც გაურვკეველი მიზეზებისდაგამო თავ თავიანთი სიმდიდრე და იქცნენ,ბრბოდ,ჯოგებად.მაშინ როდესაც ადამიანი იწყებდა სოციალიზირებას,მაშინ როდესაც პირველი ტომები და ნახევრადღმერთები იწყებდნენ არსებობას გაურკვეველი წელი,.მარადისობა,ნათელი.კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე ყოველთვის მაინტერესებდა რა იმალებოდა იმ დიდი მთის წვერზე რომელზეც არცერთი სულიერი არსება არ მენახა,ჩემი არსებობის მანძილზე.მივაბიჯებდი და თან ვფიქრობდი.შევძლებ ასვლას ? თუმცა ჩემი ეს სურვილი,რომელიც შიგნიდან წვას მთხოვდა რამდენჯერაც,ის მომაწვებოდა ვერაფრით ვერ ვუკიდებდი.ვერ ვბედავდი ასვლას.მხოლოდ იმიტომ,რომ ვიაზრებდი მოსალოდნელ შედეგს.ძალა რომელიც საკმაოდ კარგად მქონდა განსაზღვრული,ვიიცოდი რომ არ მეყოფოდა.ავიდოდი და ზედ დავრჩებოდი.ყოველდღიური ბრძოლისთვის თუ მყოფნიდა.მხოლოდ გადარჩენისთვის.ერთ არაჩვეულებრივ დღესაც,ყველაფრით დაღლილს გადავწყვიტე.რომ მეყოს თავგანწირვით,ამ საოცრებაში ყოფნა.არ მქონდა არც მიზანი და არც რაიმე სურვილი,სხვა,გარდა გადარჩენის და ამ მთაზე ასვლისა.ვიცოდი რომ იქ თუ მოვხვდებოდი სამუდამოდ იქ მომიწევდა დაყუდება,რადგანაც ვიაზრებდი გასავლელ მანძილს,საკვებს,ჰაერის ტემპერატურასა და ჩემი ორგანიზმის შესაძლებლობებს "ჩემს შესაძლებლობეს".ჰოდა როგორც უკვე ვთქვი,მე ეს გავაკეთე ! წარმოუდგენელი გაჭირვებით მოვხვდი მთის წვერზე.იქ არაფერი დამხვდა.საერთოდ არაფერი.აგონიაში ვარ ! .მხოლოდ იმ ადგილს ვხედავ სადაც ვდგავარ და ირგვლივ ყველგან მხოლოდ ნაცრისფერ სივცრეს.შემეშინდა.სულმთლად ძალა გამოცლილი მიწაზე გავგორდი და ველოდი სიკვდილს,რომელიც თავად ავირჩიე.თანაც სიკვდილის ისეთ ფორმას რომელიც ალბად,ჩემამდე არავის გამოეცადა.ყოველი შემთხვევისთვის ეს მე არ მენახა და ვსაზრდოობდით ჰაერით და იმ აზრით,რომ ასე,სხვა დროს ვერავინ ვერასდროს ვერ მოკვდებოდა.სიხარულიც კი ვიგრძენი,ჩემს განსაკუთრებულ სიკვდილზე ფიქრისას.მე ეს მართობდა.შემდეგ ჩამეძინა როგორც ჩანს ღრმად მეძინა რადგან რომ გავიღვიძე მთლიანი სხეული შეყინული დამხვდა.ახლა კი ვფიქრობდი,რომ მხოლოდ ასე არა ! ასე ხო იმ დამპალ დაბლობზეც შეიძლებოდა-მეთქი.და თანაც ვწუხდი,რომ ვეღარ გავუძლებდი და უბრალოდ სიცივე მიმსხვერპლიდა.წამით ვიფიქრე,ხომ არ ვისკუპო,ასე გაცილებით მარტივი იქნებოდათქო.მაგრამ იმის გააზრებამ,რომ ჩემი ეს მყარად ნაგები ძვლები გადატყდებოდნენ და შესაძლებლობა რჩებოდა იმის,რომ გონება არ დამეკარგა და ხორცში ამოსული გადატეხილი ძვალი შემეგრძნო,ან უბრალოდ ის აზრი,რომ უნდა დავმსხვრეულიყავი თანაც შეყინული თუ ვიზავდი ამას,საოცრად საშინელება იქნებოდა და მე უარი ვთქვი ამ აზრის რეალიზებაზე.და გავჩერდი.ველოდი,ველოდი დამპალ გაქრობას და არა და არ ვქრებოდი.ტანჯვა უკვე უყურადღებოდ დავტოვე და მხოლოდ იმაზე ვიყრიდი ჯავრს,რომ არა და არ ვქრებოდი.და აი მაშინ,როდესაც აშკარად ვადასტურებდი იმ ფაქტს,რომ სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩებოდა სამუდამოდ წაშლისთვის სულ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი თავს გამოფხიზლებულად,ვიცოდი,რომ ვკვდებოდი მაგრამ ენერგიის მოზღვავებასაც ვგრძნობდი.ისეთი შეგრძნებები ტრიალებდა ჩემს არსებაში,რომ თითქოს ხელახლა ვიბადებოდი.საკუთარ თავს ვშობდი ! უფრო მეტად ძლიერსა და უფრო მძაფრი შეგრძნებებით.მაგრამ სიკვდილსაც ვგრძნობდი.აი ზუსტად ამ დროს ხმა მომესმა - ეს რატომ გააკეთე... -რა რატომ გავაკეთე,მე ვკვდები და თავიდან მომწყდი-მეთქი. არ დავკვირვებულვარ იმასაც კი,რომ ჯერ სასიამოვნო ქალბატონის ხმა მომესმა და შემდეგ სად ! მიმოვიხედე,ირგვლივ არავინ და არაფერი ჩანს.მე კი ვაგრძლებდი ჩემს კვდომას,თუ დაბადებას. და უცბად,მთლიანად ყველაფერი გაყვითლდა,თითქოს მზემ ის ნაცრისფერი ატმოსფერო შეგნებულად გაარღვია და ჩემს გადასარჩენად სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს გზავნიდა. მე ვწყევლიდი მას-მომშორდი,მომშორდი !!! რატომ აკეთებ ამას,სულ ცოტაც და მე... - შენ გაქრებოდი ! კვლავ ჩამესმა ხმა,რომელსაც ახლა როგორღაც დავაკვირდი და მივხვდი,რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ხმა,რომელიც კი აქამდე მსმენია. - სად ხარ ! რატომ ვერ გხედავ,ცხოველივით ვყვირი ამ სიტყვებს,თანაც ვკანკალებ და ჩემი სხეულის ყველა უჯრედი სიცოცხლის შვებას გრძნობს. -დაბლა,მიწაზე -წყეულიმც იყავ,ამას შენ აკეთებ ?! შენ არ მაძლევ უფლებას,რომ... და ის უცბად ჩემს წინ გაჩნდა.მე მიწაზე გაშხლართული ვეგდე და ჩემი თვალების წინ ქალის სახე დავინახე.მთელ ხმაზე ვღრიალებ,პატარა,დასუსტებული მომაკვდავი ცხოველის კვალობაზე კიდევ კარგად შემეშინდა.ხმას არ იღებს და ზედმეტად დიდი ინტერესით მაკვირდება,არა ეს ასე არ იყო,ის თვალებში მიყურებდა.უმოძრაოდ მომაშტერდა და მაინც აშკარად ვგრძნობდი მისი თვალების,როგორც ხელების ფათურს სადღაც რაღაცის ქექვისას.ის მე გადაშლილი წიგნივით მკითხულობდა.როდესაც დაამთავრა თვალები დახუჭა და ძალიან მშვიდად მომიგო - გსურს,რომ სამუდამოდ გაქრე,ყოფნას არ ყოფნას არჩევ ? როდესაც ეს მითხრა,ჩემი ხასიათებიდან და ემოციური დონიდან გამომდინარე,მაინც როგორღაც სხვანაირად დავიწყე ფიქრი,თითქოს მე მან თავისი უეცარი გაჩენითა და ასე ვთქვათ გადარჩენით.რაღაც ხილის პაწაწინა ნამცეცი გამასინჯა,ეს მოხდა მაშინ როდესაც ის ჩემს არსებაში იქექებოდა.მე მან ყოფნის გემო გამიღვიძა.წამით დავფიქრდი,და ისეთი ენერგიებით ვიყავი აღვსილი,რომ სულ მთლად დამავიწყდა სიკვდილი,ტანჯვა.მე საკუთარ თავს ამაღებულსა და ჰარმონიზირებულს ვხედავდი.ამაღლებულს არაპირდაპირი მნიშვნელობით,მთაზე ყოფნის მიზეზით არამედ,ჩემში ხდებოდა რაღაც და ეს რაღაც ხელმეორედ დაბადება იყო.ის არსება რომელიც ყოველდღე იბრძოდა და მხოლოდ გადარჩენისთვის არსებობდა.არსება რომელიც მთის წვერზე მოხვდა და ერთი შეხედვით ყველაზე ცუდი არჩევანი გააკეთა ყველა შესაძლო არჩევნიდან,რასაც მას გარე სამყარო სთავაზობდა,თურმე ამ არსებას ძალიან,ძალიან გამართლებია. პასუხი ნათელი იყო,სიკვდილი აღარ არსებობდა.და მაინც,მე ყოფნა ავირჩიე.მან მე მიწაზე დამსვა.მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,და ჩემი საოცარი სიცოცხლე. მე ვგავდი ერთ პაწაწინა პლანეტას რომელიც,დიდი,მზესავით უსაზღვრო მაგნიტური ველის მქონე პლანეტის გარშემო ბრუნავდა. II მას შემდეგ რაც დავიბრუნე,ჩვეული,ნორმალური აღქმის უნარი.და ყველაფერი გავიხსენე.უკვე ბნელეთი ჩამოწოლილიყო იმ წერტილში რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით.მე ვგრძნობდი მის გარშემო არაადამიანური ატმოსფეროს არსებობას.იყო ერთი მომენტი,როდესაც მე თავქუდმოგლეჯილმა,უკუნით სიბნელეში გაქცევა ვცადე.ეს მხოლოდ იმიტომ,რომ ის ამ სიბნელეში ანათებდა,თანაც კისკისებდა და მე კი შიშისგან არამიწიერი ძალისგან თავისდაცვას ვცდილობდი როგორც ჩანს.როგორც ყველაზე უგუნური არსება,რომელიც მთელი ძალებით ცდილობს სრულ უსახობაში მშვიდობიან გარბენს.აი ასე მივრბოდი,მაგრამ შემდეგ შევამჩნიე,რომ საერთოდაც არსად არ წავსულვარ.მაგრამ მაინც განვაგრძობდი მთელი ძალებით სირბილს,უკან მივიხიდე - სერიოზულად,ახლა დაამთავრე შენი პანიკა და დამშვიდდი.-მითხრა მან. როგორღაც მისი ღვთაებრივი ხმის ტემბრის დახმარებით,უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიის შეგრძნება მომეცა,გავჩერდი და ვკითხე -კი მაგრამ,შენ არ გავხარ არაფერს რაც აქამდე მინახავს.სამყაროში ხმები დადის,რომ რაღაც,სრულიად განსხვავებული არსებები დაეხეტებიან ჩვენთან ერთად და მე ახლა ვფიქრობ,რომ სწორედ მას ვუყურებ ! - კარგი,შენ მართალიც ხარ.მე შენგან სრულიად განსხვავებული ვარ.მაგრამ შენ ჩემი არ უნდა გეშინოდეს. შიში,ეს იყო,სრულიად უსაფუძვლო ძვრები ჩემში.ის არაადამიანურად მომხიბვლელი გახლდათ.მაგრამ საკუთარი სულის წონასწორობას ვერაფრით ვერ ვიცავდი.გული ხან ისე მიცემდა,რომ სუნთქვის ნორმალურ რიტმს ვკარგავდი და ხანაც,როგორც უეცრად გაჩერებულ ცხენს უძგერს.გამთენიამდე მე,როგორც ჩანს მისი დახმარებით თავს ვგრძნობდი უსაფრთხოდ,და ეს საერთოდაც ვერ შევამჩნიე,რადგანაც აშკარად გაშლილ ადგილას ვიყავით.და სულ დამავიწყდა სამყაროს დიდებულებები,მისი ხიფათები და ბრძოლები.არაფერი გამხსენებია.ყველაფერი დამავიწყდა და მე უბრალოდ მისი შემოთავაზებული დასვენებით ვსარგებლობდი.ღამე ისე გავატარეთ,პირადად მე სიტყვა არ დამიძრავს,მასაც არაფერი უთქვამს.ჩამეძინა, ინათა კიდეც ! როდესაც მას,ჩვეულებრივი ადამიანური ფორმით ვხედავდი,და მასში ვეღარ ვამჩნევდი რაღაც ისეთს,რაც შიშის მიზეზად გამოდგებოდა.მე მაინც ვგრძნობდი რაღაცას,რაც სულს მიფორიაქებდა,გულის ცემას მისწრაფებდა ანდაც იმ დონემდე მინელებდა,რომ მქონდა წამები,ვნატრულობდი იქ უნდა გავმქრალიყავი-მეთქი.მაგრამ ეს მხოლოდ გაურკვეველი შიშის გამო.განთიადს,მოვიკრიბე ძალები და პირდაპირ ვუთხარი. - მე შენს მიმართ სრულიად უაზრო და უსაფუძვლო,მაგრამ ძალიან მძლავრ შიშს განვიცდი. - ეს ბუნებრივია.ჩემი არსების ყველა ნაწილი ახლა შენი არსების ნაწილებით იკვებება. ამის თქმა იყო,და თავში ყველაფერი გადამიტრიალდა.წამში გავიფიქრე ის,რომ ის ჩემით საზრდოობდა ზუსტად ისე,როგორც მე,რომელიმე გემრიელი ნაყოფით,თუ არა რომელიმე ცხვოველით,რომელიც სრულიად უმწეო იყო მაშინ როდესაც მე მას ვაგემოვნებდი.ამ დროს ვიყვირე,მაგრამ მივხვდი რომ ეს ფანტასტიკურად უხერხული იყო.მან ჩაიცინა.თვალები დახუჭა და მზეს ახედა.შემდეგ გაახილა,პირდაპირ მზეს უყურებდა.მე კი მის ქმედებებს უკვე მშვიდად ვაკვირდებოდი.მანიშნა მივსულიყავი.მან შემომხედა. და მითხრა,რომ მის მარჯნივ დავმდგარიყავი.ახლა კი ერთი ნაბიჯით უკან დამეხია,მითხრა -დააკვირდი. მე ვუყურებდი,იმას თუ როგორ უყურებდა მზეს.წამით ვცადე იგივე მექნა,მაგრამ ვერ შევძელი,და ამ დროს მითხრა -უბრალოდ დააკვირდი.მე ვხედავდი მისითვალებიდან ისეთი ფერების პირდაპირი მნიშვნელობით გამოფრქვევას,რომელიც მანამდე არსად არასდროს მენახა.და ამ ტალღისებურ საოცარი ფერებს,ისე ვაკვირდებოდი როგორც ჩვეულებრივ გარემოში არსებულ რაიმე ხილულს.ვუყურებდი და ის მზეს ეფერებოდა.სანაცვლოდ მზე მზრუნველი მშობელივით არ აკლებდა თავის სხივებს,რომელიც მას სახეზე ასკდებოდა.ის თრდოდა ამ პროცესსში.თავშეუკავებლად იღიმოდა და უცბად დაასრულა. -ამ სამყაროში,ყველანი საკვები ვართ ! როგორც ჩვენ ვიკვებებით სიცოცხლით,ასევე იკვებება სიცოცხლე ჩვენით.ასე,რომ არ შეგეშინდეს ამიერიდან არაფრის,ვინაიდან,გული რომელიც გიცემს,ამას შენ არ აკეთებ ! ჩემი ინტელექტუალური დონის გათვალისწინებ,მე წარმოდგენა არ მქონდა,არანაირი,უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხებისადმი,ვიდრე გადარჩენა და უბრალოდ სიცოცხლე იყო,უმიზნო სიცოცხლე. ამიტომაც რატომღაც პირველი კითხვა დამებადა. - ვინ აკეთებს ამას ? - შემოქმედი,ჩვენ მასსში ვართ ! ეს მისი სამყაროა.ის ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ.მასთან არის ყოვლივე არსებული დაკავშირებული.როდესაც შენ მთაზე სიკვდილს მიუახლოვდი,შენ განათდი.და ეს ნათება მე ვიგრძენი.ეს იყო ყველაზე სწორი ქმედება რაც კი ოდესმე,რომელიმე ადამიანს ჩაუდენია.სიკვდილი,მხოლოდ სიკვდილი უმიზეზოდ,სიკვდილი,მღელვარების,ნდომისა და ყველანაირი მდაბიო სურვილების გარეშე. იმის გათვალისწინებით,რომ ამ დროს არ არსებობდა ჩემში არანაირი ინფორმაცია,სამყაროზე,არსებებზე მოვლენებზე და საკუთარ თავზე.მე მის მიერ თითოეული წარმოთქმული სიტყვით,საოცარ ნაყროვანებას ვგრძნობდი.მაგრამ ეს არ ხდებოდა ფიზიოლიგურ დონეზე,არამედ სადღაც,ჩემს არსებაში ივსებოდა ახალი,გემრიელი პროდუქტით,რაღაც რაც აქამდე ცარიელი იყო,მსგავსად როგორც ჩვეულებრივი საკვების მიღებისას.მქონდა მომენტები,როდესაც მისით კმაყოფილების,თვითშეგნების სულიერი კომფრორტის საზღვრებს ვცდებოდი.ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მხდიდა თავშეუკავებელს,და ამ საზღვრებს იქით ვგრძნობდი რაღაცას,რაც უსაზღვროდ მოწესრიგებული იყო.მხოლოდ მაშინ როდესაც ამ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებას ვცდილობდი,მაშინ ყველაფერი ირეოდა და ქაოსს ბადებდა.მე ვუთხარი მას ამის შესახებ. - შენ ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ.ადამიანი რომელმაც არ იცის რას წარმოადგენს.არ იცი რა შეგიძლია და ნებისმიერი ახალი მდგომარეობა,რომელსაც შენ ჩემთან ერთად ყოფნის დროს იღებ,მასზე დაკვირვება ჯერ არ გძალუძს.რადგანაც ყურადღების ხარისხი რომელიც წესით და რიგით,თავიდან ჩაფიქრებულ "შენ" უნდა გგქონოდა არ გაქვს.ამიტომაც ხარ მძიმე,და მხოლოდ იმას ხედავ,რაც წინაპრებმა დაგიტოვეს. - შენ გინდა თქვა,რომ ის რასაც მე ვხედავ,შესაძლოა ტყუილი იყოს ? - მე არ ვარ ტყუილი ! ირგვლივ არაფერი არ არის ტყუილი,არ შეიძლება არსებობაში იყოს რაიმე ტყუილი.ყველაფერი რეალობაა.ნებისმიერი გაელვება,რომელიც შეიძლება მოლანდებად ჩათვალო,ეს ისეთივე რეალობის შემადგენლობაა,როგორიც მაგალითად წვიმა,როდესაც ის ზევიდან გეცემა,და შენ გრძნობ ამას. - ის მე მაბნევდა.ის ცდილობდა ჩემში შემოეტანა თავისი სამყარო,რადგან უფრო მეტად გახსნილი და გამგები ვყოფილიყავი მასთან.რატომ აკეთებდა ამას,არ ვიცი...ეს მას უბრალოდ სრუდა. - როდესაც მე მის მიზანს მივყებოდი და ნელ-ნელა,ვიწყებდი აზრის გამოღვიძებას და შესაბამისად ინტერესების გაჩენას,კითხვების ფორმირებას.როგორღაც როგორც ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვკითხე. - ეს ყველაფერი რატომ ხდება ? აქვს ამ ყველაფერს რაიმე მიზეზი ? რა არის არსებობის არსი და აზრი ? მან კი დამცინავად შემომხედა,შემდეგ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა - მიმოიხედე,ეს ყველაფერი შენი წინაპრების აზრის მიერ არის შექმნილი.ყველაფერი რასაც ხედავ,ამ დროისთვის ყველაფერი საოცრებაა ! სამყაროს ამ მატერიალურ სტრუქტურაში,შეიძლება ითქვას,რომ ეს ერთადერთი ადგილია,სადაც უამრავი აზრი და არსი არსებობს.შენ არ გაგიხედავს სივრცეში სადაც სამარიდსო სიჩუმე,სამარადისო უმოძრაობა მეფობს.სინამდვილეში ყველაფერი უბრალოდ ხდება,და შემოქმედის არსებობა,ის ვინც ყველაფერი შობა,ეს ჩემი რწმენიდან გამომდინარეობს,რომლითაც თავად ვივსები და ვიკვებები. შესაძლოა არასდროს არაფერი არ დაწყებული,ყველაფერი იყო და არის.მაგრამ ფაქტია,რომ არსებობს რაღაც რასაც ნებისმიერი გონებისთვის მიუწვდომელი თვითშეგნება გააჩნია.და ეს რაღაც ყველგან არის,შენში და ჩემში.ყველგან,სადაც კი არსებობს რაიმე ისიც იქ არის ! - ესეიგი გინდა მითხრა,რომ ყველაფერი უბრალოდ ხდება ? - დიახაც,ეს ყველაფერი უბრალოდ ხდება ! - და როგორ ? - ეს არავინ იცის.მიიღე ის რაც გაქვს. და მე მისი ჩემს გვერდით ყოფნა,პირველად გავაცნობიერე.პირველად გავიაზრე ის თუ როგორ საოცრად გამიმართლა.ამ საშინლად მომხიბვლელი არსების გვერდით,რომ აღმოვჩნდი და წამით წარმოვიდგინე რომ არა ის, და რომ არა სიკვდილი,ახლა სადღაც უნდა მეხეტიალა სრულიად უმიზეზოდ და სრულიად უმიზნოდ. ამ გამონათებების დროს,მან საუბარი განაგრძო და მითხრა,რომ -საკუთარი არსებობისთვის უნდა მებრძოლა,მან მე სიტყვა "უკვდავება" მიხსენა და ჩემში რაღაც გატყდა.როგორღაც წარმოვიდგინე ყველაფრის დასრულება და ეს იმაზე მეტად მაშინებდა,ვიდრე რაიმე სახის შიში შემიგვრძნია და აი ამ დროს რაღაც გასაოცარი გააკეთა - ახლა ხვდები რისთვის ღირს არსებობა ? თავად შეგიძლია გახდე მიზანი,და ამ მიზნისთვის გამოიყენო ყველანაირი საშუალება. - შენ მე უკვდავებაზე მელაპარაკები,ეს კი შეუძლებელია. ეს იყო და ეს,სიცილისგან ლამის დაიხრჩო,ისიც კი ვიფიქრე ჭკუიდან ხომ არ შეიშალა-მეთქი.და უცბად,თავიხელში აიყვანა,წამოდგა,კვლავ მშვიდად დახუჭა თვალები,ღრმად ჩაისუნთქა და ლოყაზე ხელით შემეხო.ეს მოქმედება გავდა შერწყმას.მე მოვწყდი ჩემს სხეულს და არსებობის ახალ საფეხურზე მოვხვდი.სადაც არ არსებობდა არანაირი დასასრული,არანაირი შიში,სევდა,დაღლა,და ყველაფერი მძიმე რაც კი ადამიანისთვის თითქოსდა სპეციალური შეთავაზებით არსებობს,როდესაც ის სამყაროს ევლინება.როდესაც ეს პროცესი დასრულდა.მან მკითხა მომეწონა თუ არა ის შეგრძნებები რაც,წამის წინ განვიცადე.მე კი არაფერი მითქვამს,საერთოდ არაფერი.მან კვლავ გაიღიმა და მომიგო. - ეს მე შევქმენი.შენ რა გსურს,როგორ გამოიყენებ შენს არსებობას,უფლება გაქვს დაასრულო ან არ დაასრულო იგი ! როდესაც ის ჩემში ისეთ რყევებს იწვევდა რომელიც მაიძულებდა ყოველთვის სხვადასხვაგვარად მეფიქრა და შემეგრძნო არსებობა.უცბად მე დავფიქრდი იმაზე,თუ რა მოხდებოდა როდესაც ის ჩემთან აღარ იქნებოდა.მე როგორც პატარა ხბო ისე მივკუნტრუშებდი ამ არსებობაში მის გვერდით.არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,არასდროს,მაგრამ ის რაც ხდებოდა უბრალოდ ფანტასტიურობის საზღვრებს სცდებოდა და მე ისტერიულად დავიწყე ნერვიულობა იმ წამს გაჩენილ აზრზე.და ეს არ იყო უბრალოდ ვიგინდარული აზროვნების ფორმის მიერ წარმოქმნილი აზრი.აღარაფერი მინდოდა გარდა იმისა,რომ ერთად გაგვეგრძელებინა გზა,ამ მარადისობაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.