შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუწდომელი სიყვარული ნაწილი-8.


9-12-2020, 12:11
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 451

მეი:
მთელი ღამე არ მეძინა ,იმის შემდეგ რაც ლუკასისგან მოვისმინე.
მართლა ვფიქრობდი უკვე იქნებ არის იმის შესაძლებლობა ,რომ ის მამაკაცი სწორედ ისაა ვისზეც მითხრა რომ ძებნაშია!
ანუ საკმაოდ სახიფათო ადამიანი .
არ ვიცი როგორ მოვერევი ამ შიშს,მაგრამ გული მიგრძნობს რომ ისე თავისუფლად აღარ ვიქნები ჩემს სახლში.
ახლაც კი თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვიღაც მითვალთვალებს,გეფიცებით სულ ასეთი გრძნობა მაქვს.
მაგრამ ლუკადი...ლუკასი უფრო მეტ საფიქრალს მიჩენს თავისი საქციელით...რატომ მექცევა ასე?
რატომ გახდა ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი?
მე სულ სხვანაირი მეგონა თავიდან!ცივი და უხასიათო,ამავდროულად ვერც გავიფიქრებდი ,რომ ასეთი სახალისო იყო მის გვერდით ყოფნა!
მაგრამ დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ ,თუ როგორ ეთამაშებოდა ბავშვებს,აშკარაა სხვანაირია და მის შესახებ ვცდებოდი.

არასასიამოვნოდ გამითენდა დილა ,რადგან პირველი რაც ვიგრძენი სიცივე იყო.
გარეთ საშინლად წვიმდა და ამის შედეგად ,საშინლად ციოდა ოთახში და ჩემი დისშვილების დამსახურებით ,ზედ არაფერი არ მეფარა!
საათს დავხედე და ჯერ მხოლოდ
რვის ნახევარი იყო,რაც იმას ნიშნავს რომ საკმაოდ ადრიანად გამეღვიძა.
-ახლა ლუკასაც ეძინება.
ჩავილაპარაკე და გადავწყვიტე
პირველ სართულზე ჩავსულიყავი და მარტოს დამელია ყავა,საკუთარ ფიქრებთან ერთად.

ფანჯრიდან წვიმით გადაფარული ეზო მოჩანდა,ოთახში სიჩუმე იყო და მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.
ცხელ ყავას მშვიდად მივირთმევდი და ისევ მილიონ რაღაცაზე ვფიქრობდი,უეცრად რომ ლუკასის ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება.
-დილა მშვიდობის.
ხალათი ეცვა და ახალ გაღვიძებულზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა...საყვარლად.
-დილა მშვიდობის...
დაბნეულმა ვუპასუხე მეც და თვალი გავადევნე,იქამდე მანამ წინ არ დამიჯდა და უეცრად,სრულიან მოულოდნელად  ჩემი ჭიქა აიღო და ყავა მოსვა,რაზეც დაბნეული ვუყურებდი .
-ზედმეტად ტკბილია.
ჩაილაპარაკა და ჭიქა ისევ წინ დამიდო,რაზეც ჯერ ჭიქას დავხედე,შემდეგ ისევ მას და ვუპასუხე. -ხო? როგორც  მახსოვს ეს ჩემი ყავაა,სავარაუდოდ ტკბილი ამიტომ იყო ,მაგრამ ბატონო ლუკას თქვენც იგივეს გირჩევთ.
სიტკბო არ გაწყენდათ.
ვუთხარი წარბის აწევით და ღიმილით მოვსვი ყავა,რაზეც უეცრად ჩემსკენ გადმოიწია.
-ეს რჩეევაა თუ გაფრთხილება?
იკითხა მომღიმარმა,მე კი მისი სიახლოვით დაძაბულმა ,დაბნეული ხმით ვუპასუხე.
-თქვენ როგორც ჩათვლით.
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და ისევ უკან მიეყრდნო სკამს.

ასე ვიჯექით შემდეგ ორივე სიჩუმეში და მშვიდად ვუყურებდით ფანჯრიდან წვიმას...ყველაფერი უფრო სხვანაირია,რაც მის შესახებ გავიგე და ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.
ვერ ვიტყვი რომ მიყვარს,მაგრამ ძაალიან ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაშიც და გონებაშიც.
-დღეს მამაჩემმს ვესაუბრე,მითხრა რომ ჩვენი ქორწილი აგვისტოს ბოლოს იქნება.
არსაიდან ისევ დაარღვია სიჩუმე,რაზეც ღრმად ამოვიხვნეშე და თავი დავუქნიე მხოლოდ.
-თუ გინდა მე გამოგყვები საქორწინო კაბის საყიდლად.
მაგრამ ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი,ეს შემოთავაზება იყო!
ის მე გამომყვება კაბის საყიდლად?
-კი ,მაგრამ არ შეიძლება,შენ არ უნდა ნახო კაბა.
ვუთხარი მე დაბნეულმა,რაზეც გაიცინა.
-გჯერა შენ მაგის?
მკითხა წარბის აწევით,რაზეც მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე.
-კარგი მაშინ...

ორი საათის შემდეგ:
ორი საათის შემდეგ ბავშვებსაც გაეღვიძათ და ის უხერხულობაც ჩვენს შორის ცოტა გაიფანტა !
მე უკვე საჭმელს ვაკეთებდი და თან ცალი ყური მათკენ მქონდა.
როგორც ყოველთვის რაღაც სისულელეზე ესაუბრებოდა,ვერც ვიჯერებ რომ ასე თავისუფლად ლაპარაკობს ამაზე!
-დადგება დღე და ჩემს შვილებს ეთამაშებით.
მომღიმარი ეუბნებოდა წინ მჯდარ ასევე მომღიმარ ბავშვებს.
-მართლაა?

-ხო ,მართლა.

-როდის?

-შეამჩნევთ ამას...დეიდას დიდი ,დიდი მუცელი გაებერება.
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ბასრი მზერით რომ გავხედე.
-რეებს ეუბნები ბავშვებს?
ვიკითხე მე ,მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა ამ კითხვაზე.
-რა გაწუხებს მეი?
მკითხა აგდებული ტონით,რაზეც თვალები გაადავატრიალე.
-გეყოფა ,ნუ ცინიკოსობ.
გავაფრთხილე თითის ქნევით.
-მე? მე მაკადრე ეგ? დაგავიწყდა რომ უდიდესი კოომპაანის მმართველი პრეზიდენტი ვარ? თან შენი უფროსი ...შენ კი ცინიკოსობას მაბრალებ.
ვითომ სერიოზულად მიპასუხა,რაზეც თვალები გადავატრიალე.
-ბიძია,შენ მისი უფროსი ხარ?
უეცრად რომ ჩემი პატარა დისშვილის კითხვა მომესმა.
-კი,მისი ბოსი ვარ.
უპასუხა სიცილით ,რაზეც უკვე წინ საჭმელი ხმაურიანად დაუდგი და ამით გავაჩუმე,თან ბასრი მზერა გავუსწორე,მაგრამ აზრი?
ის მხოლოდ იღიმოდა!

ამის შემდეგ მის წინ დავჯექი პირდაპირ და შეკრული შუბლით ვუყურებდი,თვითონ კი რატომღაც ჯიბრიანი ღიმილით მიცქერდა!
ასეთი მოთამაშე თუ იყო არ მეგონა,თანაც
ნერვებზე მოთამაშე.
ჭამას რომ მოვრჩით ,ისევ იგივე სიტუაცია შემოტრიალდა,რაც გუშინ იყო.
ლუკასი ბავშვებს ეთამაშებოდა ,მე კი ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი და დემეს ვწერდი.
დემეს რატომღაც სასწრაფოთ უნდოდა ჩემი ნახვა,ამიტომ  საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მენახა.
მას არ ექნება ხო პრობლემა?
ჩაცმა დავიწყე და აი უკვე კარში მდგარმა , ლუკასის დაბნეული ხმა გავიგე.
-სად მიდიხარ?
ამ მის კითხვაზე ისე ვუპასუხე რომ ზედაც არ შემიხედავს.
-დემე უნდა ვნახო.
ჩვეულებრივად ვუპასუხე,მაგრამ რასაც არ მოველოდი მისი აფეთქება იყო!
-რა დემე უნდა ნახო!? ასეთ ამინდში?
მის ყვირილზე შევხტი უკვე და მზერაც გავუსწორე.
-რა მოხდა?
ვიკითხე დაბნეეულმა მისი საქციელით.
-ის მოხდა რომ სამი დღეა აქ გმალავ,შენ კი იძახი რომ დემეს სანახავად მოდიხარ.
დაგავიწყდა რომ გითვალთვალებენ?
ეს რომ მითხრა,გაავიაზრე ყველაფერი და შიშით ჩავყლაპე ნერწყვი.
მართალია,ის ვიღაც რომ ამეკიდოს რა გავაკეთო?
-მაგრამ მას სასწრაფოთ უნდა ჩემი ნახვა,არ ვიცი რა ხდება.
მშვიდად ავუხსენი სიტუაცია,თუ რატომ უნდოდა მას ჩემი ნახვა,მან კი ასევე მშვიდად გამცა პასუხი.
-უთხარი აქ მოგაკითხოს,რა პრობლემაა?
ამაზე მეც დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემივე უსაფრთხოებისთვის მეუბნებოდა ამას,ამიტომ დავეთანხმე.
-მართალი ხარ,ახლავე მივწერ.
ვუთხარი და შემდეგ ტელეფონს ვეცი.
ამ დროის მანძილზე ლუკასს თვალი არ მოუშორებია,უცნაურად მომშტერებოდა,თითქოს და გაღიზიანებული...როგორც მახსოვს მას დემე არ ეხატება დიდად გულზე.

მიახლოვებით ოც წუთში მართლაც მომაკითხა დემემ მანქანით.
მე კი სასწრაფოთ მოვიცვი პიჯაკი და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით გავემართე,უეცრად რომ ლუკასმა გამაჩერა.
-ფრთხილად იყავი და მალე დაბრუნდი.
ძაალიან სერიოზულად მითხრა ეს სიტყვები ,მე კი ცოტა არ იყოს შემრცხვა მისი ეს მხარე კიდევ ერთხელ რომ დავინახე და ისე დავეთანხმე რომ განძრახ არ ვუყურებდი.

კატასტროფულ წვიმაში სწრაფათ გავირბინე გზა მანქანამდე,ისე რომ თავზე მქონდა ქუდი წამოფარებული,მაგრამ ვატყობდი რომ მაინც ვსველდებოდი!
საბოლოდ ძლივს მივახწიე მანქანამდე და დემეს მივუჯექი გვერდით.
-ჩემი საყვარელი ბიჭი როგორ მყავს?
ღიმილით გადავკოცნე და მკრთალად ჩავეხუტე.
დემეს როდესაც ვხედავ გულში რაღაც აღუწერელი სიმშვიდე მებადება.
-კარგად ვარ,შენ როგორ ხარ?
ხო ყველაფერი კარგადაა?
უცნაურად დამისვა ბოლო კითხვა,რაზეც დავფიქრდი მეთქვა თუ არა ის საუდუმლო რის გამოც ვიმალები თუ დამემალა,რათა არ ენერვიულა.
-კი,კი ყველაფერი კარგადაა სულელო,რეებს მეკითხები!
ძალით სიცილით ვუთხარი და ღვედი შევიკარი.
-მაშინ რატომ არ ხარ სახლში,აქ რატომ ხარ?
და აი მომესმა მისი სერიოზული ხმით დასმული კითხვა!
დავიძაბე,არ ვიცოდი რა მეთქვა.
-დემე არის რაღაცები რაც ხდება,მაგრამ ამას ჯერ ვერ გეტყვი.
უკვე მეც სერიოზულად ვუპასუხე და განძრახ ავარიდე თვალი.
-კარგი როგორც გინდა,მაგრამ იცოდე რომ მე ვერაფერს ვერ გამომაპარებ,ვიცი რომ რაღაც ხდება.
ეს მითხრა და მანქანაც დაქოქა.

აქვე ახლოს დავჯექით კაფეში და ცხელი ჩაი შევუკვეთეთ.
მშვიდი გარემო იყო გარშემო და წვიმიანი ამინდის გამო ბევრი ხალხი არ იყო,ამიტომ თავს მეც უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
-დემე მომიყევი რა ხდება,ასე სასწრაფოთ რატომ მოგინდა ჩემი ნახვა?
საბოლოდ უკვე ჩემს საქმეზე გადავედი,რომლის გამოც ასე სასწრაფოთ უნდოდა ჩემი ნახვა!
ამ კითხვაზე მან ამოიხვნეშა და სერუოზული სახით მითხრა.
-მეი არ მინდა განერვიულო ან რამე ასეთი,მაგრამ ვიღაც მუქარის წერილებს მიგზავნის ,უკვე ერთი კვირაა იქნება.
თავიდან არ მინდოდა შენთვის ამის თქმა,მაგრამ ეს წერილები სწორედ რომ შენ გეხება...ის ვიღაც მაფრთხილებს რომ შენგან თავი შორს დავიჭირო.
მე კი ეს ვიღაც  რატომღაც შენი საქმრო მგონია.
ეს ყველაფერი რომ მომიყვა ,იმ წამსვე მივხვდი ვინ უგზავნიდა ამ წერილებს!
მისგან მაინც რა უნდა?
უკვე ძაალიან სერიოზულად მძაფრდება ეს სიტუაცია და ძაალიან მეშინია მეც!
-არა,არა დემე ეს ლუკასი არაა.
ვუპასუხე ანერვიულებულმა,რაზეც მან დაბნეული სახით ამომხედა.
-სხვა ვინ იქნება?
იკითხა  შეკრული შუბლით,მე კი ღრმად ჩავისუნთქე და რომ მივხვდი რომ უფლება ჰქონდა ეს სცოდნოდა,მოყოლა დავიწყე.

ყველაფერი მოვუყევი დემეს,ამის შედეგად კი გათვალისწინებული მდგომარეობით, გაკვირვებული დავტოვე!
ამას ნამდვილად არ მოელოდა,აშკარად ანერვიულდა ჩემს სიტუაციაზე და ათასი რაღაც შემომთავაზა,მაგრამ ვუთხარი რომ უკვე ლუკასი არკვევდა ამ საქმეს და სხვა ორგანოების ჩარევა არ მინდოდა,რადგან ამით რომ უფრო მეტად გაღიზიანდეს ის შეშლილი და რამე ცუდი გააკეთოს რა ვქნა?
მირჩევნია მალულად გამოვიძიოთ მისი განძრახვა და ადგილსამყოფელი!
აშკარად ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის შესახებ იცის,ეს კი დიდ საფრთხეს გვიქმნის უკვე!
მათ არ მინდა რამე დაუშავოს.

საუბარს რომ მოვრჩით გადავწყვიტე სახლში დავბრუნდბულიყავი,რადგან ჩემი დისშვილების მოვლა ლუკას მოუწევს,ის კი არაა ვალდებული რომ მათ მოუაროს.
არ მინდა ეს ვალდებულება დავაკისრო,უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან.
ამიტომ მალევე მიმიყვანა დემემ სახლში და მანქანიდან გადმოსულს დიდი ეზოს გავლა მომიწია ,იმის გათვალისწინებით კი რომ ისევ წვიმდა,დასველებას ვერ ავირიდებდი თავიდან.

შესასვლელი კარისკენ მივრბოდი თავქუდმოგლეჯილი ,ბავშვის ხმამ რომ მიქცია ჩემი ყურადღება!
ადგილზე გავჩერდი და აქეთ-იქით მოვავლე გარემოს თვალი.
სწორედ ამ დროს შევნიშნე ჩემი დისშვილები ლუკასთან ერთად ,რომელიც მომღიმარი ხტუნაობდა წვიმაში და თან მშვენიერი ღიმილი გადაფენოდა სახეზე,პატარა ბიჭივით ოყო...დასველებული საროჩკის გამო მთელი მკერდი ეტყობოდა ზედ ,სველი თმა კი სახეზე მომხიბვლელად ედებოდა.
ვერ ვიჯერებდი რომ ამ წამს მას ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში!
ნუთუ მართლა ასე ვცდებით ადამიანებში,რასაც გვანახებენ მართლა მხოლოდ იმას ვხედავთ მასში?
არადა თურმე რამდენი ყოფილა მასში ,მე კი წარმოდგენა არ მქონდა,მანამ ეს არ ვიხილე.
-ჰეი,ლუკას!
წვიმის გამო ბოლო ხმაზე ვიყვირე რომ ჩემი ხმა მიმეწვდინა.
აუცილებლად უნდა ვკითხო რამ მოაფიქრებინა ამ წვიმაში გამოსვლა,თან ბავშვებიც თან გამოუყვანია,ყველა ცუდად რომ გახდეს რომელ ერთს მივხედო მე?
უპასუხისმგებლო ეს!
-ლუკას!
რომ არ გამაგონა კიდევ ერთხელ დავუძახე და შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავემართე მისკენ.
მივუახლოვდი თუ არა,მანამ შემამჩნია და მომღიმარი წამოვიდა ჩემსკენ.
-მოხვედი უკვე?შემოგვიერთდი!
შემდეგ კი მხოლოდ ეს მითხრა და ხელი მტაცა ხელზე,ამის შემდეგ კი ჰაერში დამატრიალა...მე კი შოკში ვიყავი
-რა იყო?! გაერთე მეი! გაერთე!
მითხრა ღიმილით და მომღიმარმა ამართა ცაში თავი,შემდეგ კი უკვე ადგილზე გავშეშდი,რადგან რომ ვხედავდი როგორ ეცემოდა მის ნაზ კანს წვიმის წვეთები და როგორი მშვენიერი თვალებით უმზერდა ცას ,ვეღარ დავმალე ის გაოცება ჩემში,რასაც განვიცდიდი და სააბოლოდ ვიკითხე.
-ლუკას რა გჭირს?
ეს რომ ვიკითხე დაბნეულმა გამიცინა და მკითხა.
-რა მჭირს?
ეს რომ იკითხა ,აღარც ვიცოდი გამერგრძელებინა რაც მაინტერესებდა თუ არა...სააბოლოდ კი უბრალოდ გადავწყვიტე აღარაფერი არ მეთქვა.
-არაფერი ,დაივიწყე.
ვუთხარი და უნებურად გამეღიმა...მას როდესაც ვუყურებ ზუსტად ისეთი გრძნობა მეუფლება,რაც წავიკითხე...წავიკითხე სიყვარულის შესახებ.

ამაზე ვფიქრობდი და ისევ მომღიმარი ვუყურებდი,მაგრამ უნებურად უეცრად მზერა მის უკან გამექცა...შორიდან კი მთავარ ჭიშკრთან მდგარი მამაკაცი შევნიშნე,წვიმაში როგორ იდგა სველი და როგორ გვიყურებდა!
თავიდან დემე მეგონა,მაგრამ არა...ის ვერ იქნებოდა!
გული ამიჩქარდა და ღრმად დავიწყე სუნთქვა,ხმას ვერ ვიღებდი ცოტახანს!
არ ვიცოდი როგორ მეთქვა ლუკასისთვის რომ ამ წამს ვიღაც შორიდან გვიყურებდა,შიშმა ისე მომიცვა რომ ხმასაც ვერ ვიღებდი!
-ლუკას,ლუკას!
სააბოლოდ შიშით ,ხმის კანკალით ლუკასის ყურადღება მივიპყარი,რაზეც მან დაბნეულმა შემომხედა.
-რა ხდება?
იკითხა ანერვიულებული გამომეტყველებით,რაზეც ვეღარ მოვითმინე და ავტირდი,თან ისე რომ მზერა ისევ იმ ადგილისკენ მქონდა...ამის შედეგად ლუკასმა გაკვირვებულმა მიყურა და შემდეგ უკან გაიხედა თვითონაც!
შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა და აღელვებულმა მიყვირა!
-სწრაფათ ბავშვები სახლში შეიყვანე!ეს რომ მიყვირა ,ბავშვებს ხელები ჩავკიდე და სახლისკენ გავიქეცი,ლუკასი კი მისკენ გაემართა სირბილით!

სახლში შევიყვანე ორივე,მაგრამ შემდეგ მზერა უკან გამექცა,იქ სადაც ლუკასი დავტოვე...ეზოში აღარ ჩანდა და რომ არ დაბრუნდეს?
რამე რომ დაუშავოს?!
რა ვქნა ?!
უკვე ოცი წუთია რაც ბავშვებთან ერთად ერთ ადგილას ვზივარ და ნერვიულობით თვალებს ვაცეცებ.
ყოველ წამს მოველი რომ კარი გაიღება  და ლუკასი შემოვა,მაგრამ არა და არ დადგა ეს მომენტი!
უკვე ძაალიან მეშინია და მგონია რომ რამე დაუშავდა.
მინდა გავიდე და მოვძებნო,მაგრამ ბავშვებს ვერ ვტოვებ...ან იქნებ პოლიციაში განვაცხადოთქო,მაგრამ წესების თანახმად 24 საათი უნდა გავიდეს ადამიანის დაკარგვის შემდეგ.
-გთხოვ ლუკას,გთხოვ მალე დაბრუნდი.
უკვე ვლოცულობდი და თვალებიდან ცრემლებს ვეღარ ვთოკავდი,არ მინდოდა ბავშვების წინაშე მეტირა,მაგრამ ძაალიან შეშინებული ვარ ამ წამს,ისე არ მინდა რომ რამე დაუშავდეს,ისე ვღელავ მასზე რომ ეს სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის!
ეს ცვლილებაა?
ესაა ცვლილება?
ჩვენ ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ.

კარის ხმაზე სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი და სწრაფათ გავიქეცი შემოსასვლელისკენ,გზაში კი მეტად იმოქმედა ჩემმა ემოციებმა ჩემზე და მეტად ავტირდი უნებურად.
-ლუკას,ლუკას!
მის სახელს ვიძახდი და თან გული ვეღარ მითმენდა სანამ კარებამდე მივედი.
-ლუკას.
ის ჩემს წინ დგას,ის დაბრუნდა და თან კარგასდაა...არაფერი არ სჭირს.
-მეი,კარგად ხა_
აღარ დავასრულებინე და პირდაპირ ჩავეხუტე!
არ მინდოდა არაფრის მოსმენა ,არ მაინტერესებდა ამ წამს რამდენად უცნაურად ჩათვლიდა ჩემს საქციელს,უბრალოდ მინდოდა ჩავხუტებოდი!
მინდოდა, ძაალიან მინდოდა.
-ლუკას,როგორ მიხარია რომ კარგად ხარ,როგორ მიხარია!
თან აღელვებულმა ვუთხარი და მეტად მოვხვიე ხელები,ის კი გაშეშებული იდგა და ხმას არ იღებდა,დარწმუნებული ვარ დააბნია ჩემმა საქციელმა...მეც ძაალიან დაბნეული ვარ.
-კარგად ვარ მეი.
დაბნეულმა მიპასუხა და ჩემს სხეულს ნელ-ნელა მოშორდა,რაზეც ცრემლები მოვიწმინდე თვალებიდან და აღელვებულმა ვკითხე.
-გაგექცა ხო?
ამაზე მან იმედგაცრუებულმა დაამიქნია თავი,აშკარად არ იყო ბედნიერი რომ ვერ დაიჭირა ის ნაძირალა!

ამ შემთხვევის შემდეგ,რატომღაც ორივე ერათმანეთის გვერდით უხერხულად ვგრძნობდით თავს.
ამას კი ნამდვილად ვატყობდი,ალბათ ზედმეტი მომივიდა და არ უნდა ჩავხუტებოდი?
ემოციებს ზედმეტად ავყევი,მაგრამ ვაღიარებ გამიხარდა რომ კარგადაა.
ამ უხერხულობაში ისე მოსაღამოვდა რომ ვერც გავიგე,შემდეგ კი მალევე მოვიდა ბავშვების ძილის დრო და დავრჩი ლუკასის პირისპირ.
ღრმად ჩავისუნთქე და ლუკას გვერდით მივუჯექი,რაზეც ჯერ დაბნეულმა ამომხედა და ამით მეტად გაზარდა ჩემში დაძაბულობა.
-ლუკას შენთან რაღაცაზე მინდა საუბარი.
ამიტომ ავუხსენი რაც მინდოდა და უხერხულად დავიწყე.
-არ მინდოდა ბავშვების თვალწინ მესაუბრა ამ თემაზე ,მაგრამ მაინტერესებს რა მოხდა,სადამდე სდიე?
ვიკითხე ინტერესით და თან ნერვიულობისგან პირდაპირ მას მივაჩერდი.
-დიდხანს ვსდიე,მაგრამ როგორც ჩანს მანქანით გაადადგილდება და უეცრად თვალსა და ხელს შუა გააუჩინარდა.
ამაზე მე ცოტახანს ჩავფიქრდი.
ალბათ წვიმაში მისი ამდენხანს დევნა არ იყო მისთვის იოლი,ეს გავიფიქრე თუ არა თან ავხედე და დავინახე რომ სულ სველი იყო და ტანსაცმელიც დასვრილი ჰქონდა.
-ლუკას,დიდი მადლობა რომ ჩემთვის ამდენს აკეთებ,ამ წამს არ გეუბნები ამას როგორც საცოლე ან შენი თანამშომელი,არამედ როგორც ადამიანი ადამიანს...მართლაც ვალში ვარ შენთან,დიდი მადლობა ამისთვის.
მადლობა რომ მიფრთხილდები.
უეცრად ყველაფერი ერთად მომაწვა და მორცხვად ვუთხარი ეს ყველაფერი,ისე რომ ვერ ვბედავდი შეხედვას.
-დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ჩემს ადგილზე ასე მოიქცეოდა.
ცოტახანს დუმილის შემდეგ ეს მიპასუხა და შემდეგ ფეხზე წამოდგა.
-წავალ შხაპს მივიღებ.
შენც დაისვენე და ცოტა გამოიძინე სჯობს.
მითხრა და შემდეგ მისი ნაბიჯების ხმაც მისწვდა ჩემს სმენას.
ამ დროის მანძილზე საერთოდ არ შემიხედავს მისთვის!
თავი ჩახრილი მქონდა და ჩემთვის მეღიმებოდა.
ყველა ამას არ გააკეთებდა ლუკას შენს ადგილას,ეს შენ ხარ ასეთი.

მეორე დღეს მშვიდად მეძინა ,დილით რომ ლუკასის ხმაზე გამომეღვიძა.
ჩემს სახელს იაძახდა და თან ნაზად მეხებოდა ხელით.
-მეი,მეი...
აშკარად ჩემს გაღვიძებას ცდილობდა და ცოტახანში თვალებიც გაავახილე და დაბნეულმა ავხედე.
-რა ხდება?
ჯერ კიდევ მეძინა ფაქტობრივად და ვერ ვაცნობიერებდი რომ ამ წამს ლუკასი საცვლის ამარა მედგა თავზე.
-ბავშვები თავს შეუძლოდ გრძნობენ,შეგიძლია მომეხმარო?
ამის გაგონებაზე თვალები ვჭყიტე და ძაალიან სწრაფათ წამოვდექი ფეხზე,შემდეგ კი საცვალის ამარა მდგარ ლუკასს ისე გავურბინე,რომ არც შემიხედავს ზედ!
-ვაიმე,რა სჭირთ? რა სჭირთ?
ცოტა არ იყოს პანიკაში ჩავარდი უეცრად,რადგან ასეთ მომენტებში ძაალიან დაბნეული ვხდები.
-არ ვიცი,დილით გამაღვიძეს და რაც შემეძლო გავაკეთე,მაგრამ მგონი მარტო ვერ ვუმკლავდები.
ეს რომ მითხრა გაოცებულმა შევხედე!
-შენ უვლიდი? მე რატომ არ გამაღვიძეს,შენ რატომ...ან აქამდე რატომ არ გამაღვიძე შენ მაინც ?
ვიკითხე დაბნეულმა,რაზეც მშვიდად მიპასუხა.
-კი მე ვუვლიდი...არ მინდოდა შენი გაღვიძება,მეგონა თავს მარტოც გავართმევდი.
ამ მომენტში უნებურად იმაზე გამეფიქრა,როგორი კარგი მამა იქნება მომავალში ლუკასი...
-კარგი,აღარ შეგაწუხებ ლუკას,დაისვენე და მე მივხედავ.
ალბათ გუშინ გაცივდნენ.
ვუპასუხე მშვიდად და მერეღა მოვკარი თვალი რომ საცვლის ამარა იყო და სასწრაფოთ ავარიდე ისევ მორცხვად მზერა.
-და შეგიძლია შარვალიც ჩაიცვა.
პატარაზე გამეცინა ეს რომ ვუთხარი,რაზეც თვითონაც გამიცინა და შემდეგ ზურგი მაქცია,მაგრამ გასვლამდე გავიგე როგორ თქვა.
-დარწმუნებული ვარ ასე უფრო მოგწონვარ.
ამის გაგებაზე თავი გავაქნიე სიცილით.
-აჰ ლუკას,შენი გამოსწორება არ იქნება.
ჩავილაპარაკე ღიმილით და შემდეგ ბავშვებს მივუბრუნდი ისევ.

ერთი საათის შემდეგ:
უკვე ერთი საათია მე და ლუკასი ბავშვებს დავტრიალებთ თავზე...იმის შემდეგ რაც ლუკასმა *ჩახველება*შარვალი ჩაიცვა,გვერდიდან არ მომცილებია.
ბავშვევს როგორც ჩანს სიცხე გუშინდელი შემთხვევის შემდეგ აქვთ,ამიტომ უნებურად ლუკასიც შემომელანძღა.
-რამ გაგაყვანინა ამ წვიმაში ბავშვები?
ვიკითხე მე სახეზე აწითლებულმა და თან ბავშვისთვის თერმომეტრის დავფერთხვა დავიწყე.
-მაგის გამო არა ,მოწყენილობისგან აუწიათ სიცხემ.
მითხრა და თან რამის რომ ამ თერმომეტრს ზედ გადავყევი, უსიტყვოდ გამომართვა და თვითონ განაგრძო.
-კი ,მაგრამ იცი მაინც რომ ბავშვებს უმეტეს წილად დაბალი იმუნიტეტი აქვთ,ასეთ შემთხვევებში მაინც.
მომეცი მე ვიზავ!
დავუბრუნე პასუხი და თა ბოლოში ეს მივამატე და ისევ გამოვართვი ხელიდან თერმომეტრი,რაზეც ადგილზე გაჩერდა და ცოტახანს ასე მიყურა გაღიზიანებულმა,შემდეგ კი მითხრა,
-ვერ ვიჯერებ რომ შენს უფროს ასე მელაპარაკები...იცი მაინც როგორ შემიძლია ამისთვის გაგისწორდე მეი.
ეს მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა ნელა,რაზეც თვალები გადავატრიალე და ბავშვებს თვალი ავარიდე.
-გეყოფა,არ დაიწყო ეს უფროსი ,თანამშრომელი.
ვუთხარი და წყალი ჩამოვოასხი თან ჭიქაში.
-მეი გამოფხიზლდი,როგორ მელაპარაკები.
წარბის აწევით მითხრა და ვითომ ძაალიან სერიოზული იყო ამ წამს და მისი უნდა შემშინებოდა ,მაგრამ ვიცოდი რომ ამით მხოლოდ ჩემს დაშინებას ცდილობდა.
-გინდა გამოფხიზლება?
უინტერესოდ ავხედე.
-გამოფხიზლება შენ გჭირდება !
მხოლოდ ეს ვუთხარი და წყლით სავსე ჭიქა მივასხი!
აჰ,მისი სახე გენახათ,რა სახე ჰქონდა!
ეს მისი გაუგნებული სახე რომ დავინახე ხომ საერთოდ სიცილი ვეღარ შევიკავე!
-მეი.
ღრინვით ამომხედა და უეცრად ჩემი
ხელები დაიჭირა.
-გამიშვი ხელი !
ვუთხარი სიცილით და გათავისუფლება ვცადე,რაზეც უეცრად დამნებდა და ხელი უცნაური მზერით მიშვა!
შემდეგ კი  უეცრად გასასვლელი კარიდან ოთახი დატოვა.
-ხოო,მასე გინდა!
წაეთრიე პარაზიტო!
მივაძახე მე და თან კმაყოფილმა ჩავიცინე.

თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე ბავშვებს ეძინათ ლუკასი რომ დაბრუნდა ოთახში.
-მეი ერთ წამს გამომყევი,სააბაზანოში რაღაც პრობლემაა.
ეს რომ მითხრა და თან პირსახოც შემოხვეულმა,ცუდი არაფერი გამიფიქრია და უსიტყვოდ გავყევი, რა თქმა უნდა.

სააბაზანოში დაბნეული შევედი.
-რა ხდება რა პრობლ_
ვეღარ მოვასწარი დასრულება უეცრად რომ ჰაერში ამწია ლუკასმა და შემდეგი რაც ვიგრძენი წყლით სავსე ჯაკუზში ჩავარდნა იყო!
-აჰჰ!
ტანსაცმლიანი რომ ჩავარდი,თან ასე მოულოდნელად ,უეცრად ვერც გავაცნობიერე რა მოხდა!
შემდეგ კი სულ დასველებულმა მომცინარ ლუკასს“სერიოზულად"სახით ავხედე!
-კარგი რა,კარგი!
როგორ შეგიძლია ასე მოქცევა,მე მხოლოდ სახეში შემოგასხი წყალი,შენ კიდე სულ დამასველე!
გაღიზიანებულმა ავხედე ,რაზეც მეტად სიცილით ჩამომხედა.
-ვაიმე ,ტირილიც არ დაიწყო ახლა.
გამაღიზიანებლად ეს მითხრა თუ არა ,მეტად მოვიღუშე !
-კარგი რა მეი,მე შენზე ვიზრუნე,მინდა წყალში მოდუნდე,შემდეგ კი რაღაც პატარა საქმე მაქვს შენთან.
მაცდური ღიმილით მითხრა და ჩემსკენ მოიწია.
-რა? რა საქმეზე ლაპარაკობ იდიოტო?
უკვე ვუყვირე ,მან კი უფრო ახლოს მოწია სახე ,ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.
-მეი ყველაფერი ზედ გეტყობა,მე კი კაცი ვარ...გგონია გავაკონტროლებ თავს?
აშკარად დამცინოდა და ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა,მაგრამ ვერ მომიგებდა,ამჯერად ვერა!
-მე ქალი ვარ ლუკას...არც მე არ შემიძლია თავის კონტროლი.
ეს ვუთხარი და თამაში ავყევი,თან ტობიასის დანაბარებიც გამახსენდა!
*ეცადე მასში მამაკაცური სურვულები გააღვიძო*
გავაღვიძებ...ნუ ვცდი მაინც.

-ოუ,მაშინ წამოდი,რას ელოდები?
მითხრა წარბის აწევით,რაზეც უკვე დავიძაბე ...ძაალიან დავიძაბე.
-ამ...ჯერ მე_
უეცრად უნებურად დავიბენი,ახლა საწოლში ვერ ჩავუგორდები!
გვერძე ოთახში სიცხიანი ბავშვები მიწევს და თან ნუ არც მე ვარ მზად.
-რას აკეთებ? არ დგები?
მკითხა მაცდური მზერით,მე კი უკვე ძალით სიცილით დავიწყე წყლიდან ამოსვლა...არ ვიცი ამ წამს რას ვაკეთებ!
უბრალოდ დანებდი მეი და აღიარე რომ ჯიბრში ჩაუდექი მხოლოდ!
-ან მგონი...აქვე შეგვიძლია,ამ ადგილას,ამ წამსვე.
მითხრა და ტუჩები მოილოკა!
ვაი,ვაი მიახლოვდებაა!
ხელით კედელზე მიმაყუდა,მე კი ვაი რომ უკვე დამეტყო ნერვიულობა!
-ლუკას,ახლა აქ?
ბავშვებიც აქვე არიან და_
ვეცადე რამენაირად თავი გამომეძვრინა,მაგრამ მან ხელით გამაჩუმა.
-გპირდები ხმამაღლა არ გაყვირებ.
ამაზე უკვე თვალები გამიფართოვდა და ჯანდაბას ,ჯანდაბას არ მინდა,არ მინდა იყოს!
-ლუკას!
ვუყვირე შერცხვენილმა,მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა და შემდეგ ახლოს მოიწია უფრო!
უფრო,უფრო და აი უკვე მის და ჩემს ტუჩებს შორის ძაალიან ცოტა მანძილია ...გული ამიჩქარდა,სუნთქვა გამიხშირდა,მგონი რომ უკვე ეს მოხდება!
მაგრამ მან სააბოლოდ მხოლოდ გაიცინა და მომშორდა...უეცრად სიცილი დაიწყო და მომშორდა, გაიგეთ!
ვერ ვიჯერებ!
-რას აკეთებ შენი აზრით!?
ვუღრიალე გაბრაზებულმა და ხელი მოვუქნიე.
-არაფერს,უბრალოდ ვხალისობ თუ როგორ ცდილობ თავი მშვიდად მომაჩვენო ასეთ მომენტებში,არადა ყველაფერი სახეზე გაწერია.
ჩაიხედე სარკეში საყვარელო!
სარკისკენ მიმახედა და ვაიიი !
სულ წითელი ვიყავი!
-გეყოფა,ნუ დამცინი ,არაკაცო!
ხელები მოვიკიდე სახეზე და მეტად შერცხვენილმა დავუწყე ჩხუბი.
-ოუ,გაგვიბრაზდიო!
მან კი მეტად განაგრძო ჩემი გაღიზიანება.
-ვინ გგონია შენი თავი?!
ვინ?!
სერიოზულად გავბრაზდი უკვე,ის კი მხოლოდ დამცინოდა...მეტი არაფერი,მშვენიერია!
-მეე? მე ვინ მგონია ჩემი თავი?
შენ ვინ გგონია?
რატომ იწყებ ისეთ თამაშს ,რომელშიც იცი რომ დამარცხდები.
მითხრა სიცილით,მე კი უკვე აღარაფერი აღარ ვუპასუხე და გაგიჟებული გავარდი სააბაზანოდან,ცეცხლი მეკიდა ბრაზისგან!
მაღიზიანებს ამ თავისი თავდაჯერებულობით!
ყველაზე მეტად კიდევ იმით რომ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია ჩამაგდოს,რატომ?
რატომ?!

სველი ტანსაცმელი სულ ჩხუბით და წუწუნით გამოვიცვალე,ისე რომ თან საოცარ მოძრაობებს ვაკეთებდი და ბრაზისგან ხელებს და ფეხებს ვიქნევდი...
-როგორ ფიქრობს ნეტავი,სადამდე მოვუთმენ ამ დამცირებას?
ისე ვჩხუბობდი თითქოს და წინ მდგომოდა!
სულ რატომ მაღიზიანებს?
რატომ?!
-აჰჰ გავიდე ,მაგას მე ვანახებ დაცინვას!
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა ღიმილით და უკვე მშრალ ტანსაცმელზე ხალათი მოვიცვი,შემდეგ კი ოთახისკენ ჩხუბისთვის გამზადებული გავემართე!

უკვე ზეპირად ვიცოდი რას ვეტყოდი,პირი მზად მქონდა,მაგრამ ადგილზე გავიყინე წინ რომ სრულიად სხვა სურათი დამხვდა.

ლუკასი ბავშვების საწოლთან იჯდა და მათ მძინარეს უყურებდა,თან ისეთი სახით თითქოს და მათზე ძაალიან ღელავსო,ისე როგორც მშობელი მამა ინერვიულებდა...რა უცნაურია,ალბათ მომავალში ჩვენი შვილებისთვისაც ასეთი კარგი მამა იქნება.
აჰ, არა!
რეებზე ვფიქრობ!? არა,არა!
-რა იყო,სადამდე აპირებ შორიდან ყურებას?
მისი ხმა რომ გავიგე ადგილზე გავშეშდი!
იცოდა რომ აქ ვიდექი ამდენხანს,თან რომ ვუყურებდი?
უხერხულია.
-ამ,ბოდიში...უბრალოდ მიკვირს"
მორიდებით ვუთხარი გულახდილად ის,რასაც ვფიქრობდი!
რაზეც ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ მშვიდი გამომეტყველებით წამოვიდა.
-რა გიკვირს?
-მიკვირს როგორ შეგიძლია ასე არსებობა...სამსახურში  და უცხოებთან სულ სხვა ხარ,სინამდვილეში კი სრულიად სხვა.
-მოგწონს მერე ეს?
ეს რომ მკითხა გული გამიჩერდა და სახეზე სულ ავწითლდი!
არ ვიცოდი დამემალა რასაც ვფიქრობდი ,თუ მეთქვა როგორი აღფრთოვანებული ვარ ამით...სააბოლოდ კი გადავწყვიტე.
-კი,ძაალიან მომწონს.
მშვიდად ვუპასუხე,მაგრამ სინამდვილეში ამ წამს ცეცხლი მეკიდა შინაგანად!
კი ვიცი რომ თავს ჩემი შეთანხმებით ვიმართლებ რომ გრძნობები უნდა გავუღვიძო,მაგრამ ეს სიმართლეცაა!
დღითი დღე მომწონს ის რეალობა ,რომელსაც მის შესახებ ვიგებ.
უეცრად დაიბნა ,გამომეტყველება შეეცვალა თუ არა ,მივხვდი რასაც განიცდიდა და ვეცადე ხუმრობით შემეცვალა სიტუაცია.
-იმას სჯობს რასაც სამსახურში ვხედავ.
სიცილით ვთქვი თუ არა ,თვითონაც გაეღიმა,შემდეგ კი ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა...ცოტა ავნერვიულდი,რადგან უცნაური იყო მისი მზერა,თან მის სიახლოვეზე ბოლო დროს გული ძაალიან მიჩქარდება და ვღელავ!
-მიხარია თუ აღარ გძულვარ.
ეს რომ მითხრა უეცრად დავმუნჯდი!
ანუ მას ეგონა რომ აქამდე მძულდა?
კი ,სულ ვიძახდი რომ მძულდა ,მაგრამ ეს სიმართლე არ ყოფილა!
-არც ადრე არ მძულდი ლუკას.
ამას რატომ იძახი?
დაღონებულმა ვკითხე,რაზეც სევდიანად ჩაიღიმა და კარი უკნიდან მოიხურა.
-ქალებს ვძულვარ,მათ არასოდეს არ შეუყვარდებათ ჩემნაირი გულცივი ადამიანი.
ამას იძახდნენ მამაჩემის ცოლები.
ეს რომ თქვა საერთოდ გადავირიე!
რას გულისხმობს?
ანუ ამ ძლიერ მამაკაცს,რომლის წარმატებისაც ყველას შურს და ყველა ოცნებობს მის ადგილას ყოფნას ,ვიღაც სულელი ქალების სიტყვები გულთან ახლოს მიაქვს?
-კი ,მაგრამ არ მესმის...ამას სერიოზულად იძახი?
გაფართოვებული თვალებით ვკითხე!
ამ წამს ძაალიან დაბნეული ვიყავი.
-კი,მართლა გეუბნები.
მხოლოდ ეს მითხრა და უეცრად ერთ ადგილზე გაუშტერდა თვალი,ისეთი სახე ჰქონდა რომ მივხვდი,აშკარად ფიქრებში და მოგონებებში ჩაიკარგა,ამიტომ გამოვაფხიზლე.
-ლუკას!
ჩემს დაძახილზე გამოფხიზლდა და თვალი ისევ ღიმილით გამისწორდა.
-რა იყო? გიკვირს რომ ჩემნაირ ადამიანსაც აქვს გრძნობები?
ვითომ ხუმრობით იძახდა ამას,მაგრამ მის თვალებში ამოკითხული სევდა ,მწარე სიმართლეზე მიმანიშნებდა!
ის შეცვალა თავისმა რთულმა წარსულმა,ის თავიდანვე ასეთი არ ყოფილა და არც ახლა ასეთი,როგორიც ჩანს!
ისევ ისაა ვინც იყო,უბრალოდ ამ სახეს მალავს.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.
თავჩახრილმა ვთქვი,რაზეც მისი დაბნეული ხმა მომესმა.
-რას გულისხმობ ამით? რა არის გაასაგები?
ამაზე უკვე თავი ავწიე და ღიმილით ვუპასუხე.
-შენ კარგი ადამიანი ხარ,უბრალოდ ადამიანებს ისეთს ანახებ შენს თავს,როგორადაც შენს წარსულში გაიძულეს აგღექვა საკუთარი თავი,მაგრამ ამ წამს მე მაინც ძლიერ და კეთილ მამაკაცს ვხედავ შენი სახით.
ამის მოსმენაზე უეცრად ჩაიცინა და შევატყე როგორ გაუწითლდა ლოყები ცოტათი,ეს კი უსაყვარლესი დასანახი იყო!
-შეგიძლია გაიხსნა ჩემთან,გეფიცები საპირისპიროს დაგიმტკიცებ.
დაგიმტკიცებ რომ შეიძლება ადამიანების ნდობა.
რას ვაკეთებ?! რას ვაკეთებ?!
ვიცი რომ ამ დროს სრულიად გულრწფელი ვარ,მაგრამ მაინც თავს დამნაშავედ ვთვლი,რადგან მის მეგობრებთან ასეთი სულელური შეთანხმება დავდე!
მაგრამ უკვე გვიანია სინანული...მთავარია მან არ გაიგოს ამ შეთანხმების შესახებ,თორემ გრძნობები მგონი ისედაც მიჩნდება უკვე!
ჰუჰ,რა სასაცილო ხარ მეი,როგორი დარწმუნებით იძახდი რომ არაფერს არ იგრძნობდი,ნეტა ახლა იმ მეის ენახე...რას იტყოდა?
იტყოდა რომ მართლა ბოლოს ყველას უყვარდება?

ძვირფასო დღიურო,დიდი დრო გავიდა.
ხო,კიდევ ერთი თვე!
ჩვენს ქორწილამდე სულ რაღაც სამი კვირა დარჩა...აჰ!
რა სწრაფად გადის დრო!
ვღელავ ,თანაც ძაალიან ვღელავ!
ამ ერთი თვის მანძილზე ის მანიაკი აღარ გამოჩენილა,მაგრამ დღემდე მაინც შიშით გადავადგილდები და რა თქმა უნდა იგივე გრძნობა მღრნის...გრძნობა რომ ვიღაც მითვალთვალებს!
მაგრამ ნეტავი მხოლოდ ეს მაწუხებდეს!
ნეტავი!
იმ დღის შემდეგ რაც ლუკასმა
"გული გადამიშალა"ასე ვთქვათ,სულ დისტანციური გახდა!
არ ვიცი რა იფიქრა,არ ვიცი მასთან რა შეცდომა დავუშვი,მაგრამ აშკარაა რომ მეტ დისტანციას იჭერს ჩემთან,ვიდრე აქამდე იყო...ნუ ვაღიარებ ,ეს გულს მტკენს!
მაგრამ რას შევცვლი?
მეც ჩვეულებრივად ვიქცევი როგორც ადრე.
დედა და მამა როგორც კი ჩამოვიდნენ,მე ჩემს სახლში დავბრუნდი და ერთადერთი ადგილი სადაც ვხედავდი ,სამსახური იყო!
მაგრამ რა თქმა უნდა ისევ როგორც მორიგ თანამშრომელს ისე მექცეოდა.
ვერ გავიგე რა დაემართა და ამ ყველაფერს ტობიასიც ვერ უძებნიდა ახსნას!
სულ იმის კითხვით დამდევდა თუ რამე ხომ არ ვუთხარი ისე,ან რამე ხომ არ გავაკეთე,ხომ არ ვაწყენინე და ასე შემდეგ,მაგრამ პასუხი იგივე იყო!
მე მართლა არაფერი არ დამიშავებია!
პირიქით,ბოლო საუბრის შემდეგ მეგონა უფრო დაავახლოვდებოდით,მაგრამ როგორც ჩანს ადრიანად ვივარაუდე!
ლუკას დილენი მართლაც თავისებური კაცია,როდესაც გგონია რომ წავა ,დარჩება და როდესაც გგონია რომ დარჩება,წავა.

შეხვედრა მეოთხე:
ესეც ჩვენი მეოთხე შეხვედრის დღე!
დადგა ეს დღე და დავიწყე ნერვიულობა,რა ჩავიცვა?
თმას რა ვუყო? მააკიაჟი მინდა?
რა ფერები სჯობს? ფეხზე?
მაღალ ძორზე,თუ დაბალ ძირზე?!
ამ სულელური კითხვებით დავდევდი ყურმილზე ჩამოკიდებული დემეს ,ის კი ცოტაც და ტელეფონიდან გადმოძვრებოდა და მცემდა!
თან უკვირდა რომ მეკითხებოდა რა გჭირსო და რომ არ ვეუბნებოდი იმას თუ რა შეიცვალა და რატომ გავხდი მის მიმართ ასეთი,უფრო გიჟდებოდა!
ხო,რაც ჩემს მიმართ ასეთი დისტანციური გახდა ,იმ დღის შემდეგ,სულ მეტად გამიჩნდა უაზრო ეჭვები რომ არ მაქვს არანაირი შანსი რომ თავი შევაყვარო,ეს კი არ მომწონს!
მინდა რომ დღეს ვკითხო თუ რა ჯანდაბა დაემართა და რატომ გახდა იმ საოცარო დღის შემდეგ ასეთი დისტანციური,როდესაც მისგან პირიქით სიახლოვეს მოველოდი!

მაღალ ქუსლიანებით მივაბაკუნებდი და თან ტელეფონზე ჩემს დას ვწერი,რომელსაც თვითვეული წამი აინტერესებდა ,რაც ლუკასთან მოხდებოდა...მე კი ვჩხუბობდი,რა გითხრა რაც ჯერ მეც არ ვიცითქო,მაგრამ აზრი?
ამ კინკლაობაში ვიყავი ჩაფლული და მთელი ძალით ვაჭერდი თითებს ეკრანს ,გაბრაზებულ გულზე და მთელი სიჩქარით ვწერდი გამოსალანძღ ტექსტებს,უეცრად სიგნალზე რომ შევხტი!
თავი ავწიე და წინ ნაცნობი მანქანა დამხვდა...ნუ ნაცნობია,მაგრამ საიდან მეცნობა?
დიდხანს რომ ვიდექი ამ დაბნეული სახით,ბატონი მძღოლი ალბათ მიხვდა რომ ვერ ვიცანი,ინება და შუშა ჩამოწია ქვემოთ.
-მანქანაში,სწრაფათ.
ცივი მბრძანებლური კილოთი მომართა ,ყველანაირი მისალმების გარეშე და შუშა ისევ ასწია!
ეგღა მეკლდა ასე ხელის დატკაცუნებაზე ჩავმჯდარიყავი,ინებოს და ნორმალურად მითხრას!
გავიფიქრე და ჯიუტი ბავშვივით ხელებ გადაჯვარედინებული ვირივით დავდექი ,თავ აწეული!
ამაზე კი ცოტახანში ისევ ჩამოწია შუშა და ამათვალიერ ჩამათვალიერა,შემდეგ კი ისევ ხმის ამოღება ინება.
-ვერ გავიგე, რამე გაუგებრად ვთქვი თუ რატომ დგახარ ისევ?
მითხრა მკაცრად,რაზეც უკვე აწითლებული სახით გავხედე.
-ქალი ვარ თუ ცხოველი? რა მომართვაა ეს ?
ვიკითხე გაღიზიანებულმა,რაზეც თვალების გადატრიალებით გაადაქნია თავი.
-გთხოვ ნუ დადგავ სცენებს და ზედმეტების გარეშე ,შენი ნებით ჩამიჯექი.
თითქოს და დამუქრება დამიწყო ბიჭმა!
-ვერ ხვდები როდის უნდა გაჩერდე?!
ამაზე კი უკვე ბაკა ბუკით გავემართე მისკენ და მის ფანჯარაზე ჩამოვაწყე ხელები გაბრაზებულმა,ისე რომ ზემოდან დავყურებდი,მან კი იცით რა გააკეთა?
-ხელებით ნუ მისვრი მანქანას და ჩაჯექი.
უზრდელი!
-არა!
სააბოლოდ ვიყვირე და შემდეგ გიჟივით გავემართე წინ!
სახლში წავალ და ამას მანქანაში არ ჩავუჯდები,შანსი არაა!
-მეი!
ეს პსიქოპათი მანქანით გამომედევნა გვერდით!
-დამანებე თავი!
ვუპასუხე გაბრაზებულმა და თვალი განძრახ ავარიდე.
-მეი,გეყოფა ჯოუტობაა!
ისეთი არაფერი არ მითქვამს.
ანუ ეს მისთვის არაფერია?!
ჰოი ,საოცრებავ!
-მორჩა არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს!
უკან ნუ მომყვები!
ვუთხარი გაღიზიანებულმა და ფეხს ავუჩქარე,რაზეც მანაც აუჩქარა და მანქანით მალევე წამომეწია!
ვინ იცის ასე რამდენხანს მდიაა!
სააბოლოდ კი რომ მიხვდა რომ მართლა არ ჩავუჯდებოდი ,მგონი დანებდა!
-კარგი,კარგი მაპატიეე!
ჩაჯექი ახლა.
ეს რომ მითხრა ადგილზე გავჩერდი და ჯერ ცოტახანს დავფიქრდი რა მექნა,შემდეგ კი კმაყოფილმა გადავწყვიტე რომ რახამ ბოდიში მომიხადა ,მანქანაში ჩავმჯდარიყავი.
მანქანის კარი ისე გამოვაღე და ისე ჩავჯექი რომ ზედაც არ ვუყურებდი და არც შევხედავდი რომ არ გაეცინა!
დაბნეულმა გავხედე,რა აცინებს?
-ხო იცი რომ მაინც იმას გააკეთებ რაც მე მინდა.
ეს რომ მითხრა მაცდური ღიმილით ჯერ შოკი სახით შევხედე პირ ღიამ,ისეთი გამომეტყველება მქონდა თითქოს და ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა მომაყენეს ამ წამს!
შემდეგ კი კარის სახელურისკენ წავიღე ხელი ,ისევ გადასვლას ვგეგმავდი,მაგრამ შუგამ უეცრად ერთი მოძრაობით ჩაკეტა კარი და შემდეგ გამაღიზიანებელი ღიმილით შემომხედა.
-მე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვარ.
ამის გაგებაზე რამის ტვინი ამიდუღდა ისე გავბრაზდი!
მაგრამ რომ მივხვდი რომ მისნაირ ხისთავასთან კამათს აზრი არ ჰქონდა,უბრალოდ დავნებდი!
შემდეგ კი მთელი გზა ისე გავიარეთ რომ ერთხელაც არ გამიხედავს მისკენ.

მაგრამ მანქანა რომ საქორწინო კაბების მაღაზიასთან გაჩერდა,უნებურად მისკენ გამეხედა .
გაოცებულმა შევხედე,ვერ ვიჯერებდი რომ მართლა აქ მომიყვანა!
-აქ რა გვინდა?
ვიკითხე გაკვირვებულმა,რაზეც ჩაიცინა.
-ხო გითხარი რომ საქორწინო კაბას მე გაყიდინებდი.
ამის მოსმენაზე მე თვალები გამიფართოვდა.
-შენ რა ეს მართლა გაითვალისწინე!?არ იყო საჭირო...
აღარც ვიცოდი რა მეთქვა!
უცნაური კაცია,ვერ ვიგებ როდის რას ფიქრობს და რას რატომ აკეთებს!

მაღაზიაში როგორც კი შევედით,ყველა ჩვენ მოგვეხვია გარს!
შემდეგ კი ყველაზე მოულოდნელად ლუკს დაუწყეს იმის კითხვა თუ რომელი კაბა სჯობდა მომესინჯა...განა მე,ლუკასს!
მე კი ამ დროის მანძილზე გაღიზიანებული ვიდექი და ვუყურებდი,მანამ ლუკასმა კაბა არ აარჩია და ერთ-ერთმა გოგონამ არ მომიტანა!
მე კი ამაზე ლუკას ავხედე.
-რა იყო?მე მოვიზომო?! მიდი და შენ მოიზომე,შენი არჩეული კაბაა!
ვუთხარი გასაღიზიანებლად,ამან კი რა თქმა უნდა გაჭრა და გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა.
-მე უკეთ ვიცი რა მოგიხდება,უბრალოდ მენდე.
ეს რომ მითხრა ეჭვის თვალით შევხედე.
-რა იყო,რა გამოცდილი კაცივით საუბრობ!?
ჩემს გარდა სხვა დროსაც ხომ არ გყავდა ცოლი ჰა?!
აღიარე,აღიარე!
ისე დავადექი თავზე,თითქოს და ამ წამს ყველაზე დიდ სისულელეს მე არ ვიძახდი!
ამაზე კი მან  თვალები გაადატრიალა.
-გეყოფა სისულელებზე ლაპარაკი და კაბა მოიზომე,თორემ ხო იცი შემოგყვები ,მე გაგხდი მაგ ტანსაცმელს და მე მოგაზომებინებ.
იცი ხო ეს მეი?
ხომ იცი რომ ამის გამკეთებელი ვარ.
წარბის აწევით რომ ეს მითხრა,მინდოდა თუ არ მინდოდა ეს ,უკან დავიხიე!
მართლა გააკეთებს ამას!
"კარგი,გარყვნილო!
ამას მირჩევნია ჩემით ჩავიცვა.
ვუთხარი ღრინვით და გოგონას ხელიდან უხეშად გამოვართვი კაბა!

ცოტახანში მოვირგე კაბა და რატომღაც ლუკასის წინ გამოსვლა შემრცხვა!
არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა უეცრად!
-გეყოფა მეი,ნუ სულელობ,უბრალოდ გადი!
ჩემს თავს ვეჩხუბებოდი და ამდენი ჩხუბის და საკუთარ თავთან საუბრის შემდეგ ,გავჩერდი და გავედი!
გავედი და რატომღაც ლუკასის მზერა შეიცვლა!
კი ისევ ის უემოციო გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ მის თვალებში რაღაც სხვა ემოციასაც ვხედავდი!
გაგიცანი ლუკას დილენ,შენ მიმიკებით არ გამოხატავ არაფერს,ყოველი საიდუმლო შენს თვალებში იმალება.
-რას იტყვი?
მობეზრებული სახით ვიკითხე,რაზეც ცოტახანს მოფიქრალ პოზაში იყო და უცნაური თვალებით მათვალიერებდა,სააბოლოდ კი ამოიღო ხმა.
-კი,ძაალიან ლამაზია,კაბა რა თქმა უნდა.
ბოლოში რომ ასე დაასრულა თვალები გაადავატრიალე და უკან გავბრუბდი.
-კარგი,ახლა შემიძლია გავიხადო?!
ვთქვი და შემდეგ მისი პასუხის მოსმენის გარეშე,პირდაპირ გასახდელში შევედი!

ჩაცმაზე უარესი,გახდა იყო!
რადგან ერთი საათი ვეჯაჯგურე კაბას რომ ტანიდან მომეშორებინა!
სააბოლოდ კი სულ გაოფლილმა გამოვდგი გასახდელიდან ფეხი და პირდაპირ ლუკასისკენ გავემართე აქოშინებული.
-იცოდე რომ ამის მეორედ გახდას აღარ ვაპირებ!
შეგიძლია ვინმე დამხმარე გამოაგზავნო ჩვენი ქორწილის შემდეგ,არ ვიცი.
ეს ვუთხარი ძაალიან სერიოზული სახით,რაზეც ასევე სერიოზულად მიპასუხა.
-ნუ ღელავ ,გახდა არ მოგიწევს,პირდაპირ შემოგახევ ზედ.
ამის გაგებაზე კი თვალები გაამიფართოვდა და სულ გავწითლდი!
ყველა ჩვენ გვიყურებდა და თანამშრომელი გოგონები მორცხვად ხითხითებდნენ ლუკასის კომენტარზე!
ყველას სასაცილო გამხადა აქ!
-გეყოფა,რანაირად იცი ლაპარაკი?
შევსჩივლე ჩურჩულით,რაზეც ჩაიცინა.
-დამიჯერე არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ.
სულელი,ისევ ცდილობს გული ამიჩქაროს!
-მეი იმედია მზად ხარ რომ მთელი გულით გიყვარდე და ამის შედეგად გტკიოდეს...გული...გული ,რომელიც შეიძლება ბევრჯერ გაგიტეხო.
ბოლო სიტყვები ყურში მიჩურჩულა თუ არა ,ადგილზე გავშეშდი...რატომ საუბრობს ასე?
რატომ უნდა მატკინოს გული?!
რა ემართება?!

დღის დასასრული.
ცვლილება:
შიში...ცალმხრივი სიყვარულის.
შიში ,გულის გატეხვის.



№1 სტუმარი Life is beautiful

აუ რა კაი ხარ შენ არ იციიიი... როგორ გამაბედნიერე რომ დავინახე❤️^_^..^_^..^_^...^_^
წავიკითხავ და მოვკუნკულდები ისევ❤️^_^

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ ლუკააას რეებს ბოდავ, ამ თავის დასაწყისში ისეთი კარგი იყოოო და აბოლოს რა ჯანდაბა დაემართა

 


№3 სტუმარი Life is beautiful

დადამ და აი მეც მოვცუცქდიიი... როგორც ყოველთვის კარდ გემრიელ ხასიათზე დამაყენა.. ოღონდ ახლა ვინმე მყავდეს მამრობითი სქესის წარმომადგენელი გერდით და მაგრად გავცხო ყბაში... ასეთები რო არიან ^_^
ისე უნდა ვაღიარო ამ ბიჭის ქარიზმა საზღვრებს გასცდა.. თავიდან მართლა უემოციო მეგონა მაგრამ ახლა მეც შემომეყვარა... ♥️
ერთი სიტყვით ისეთი მახარებ რომ დებ ამ საოცრება თავებს სანამ წავიკითხავ მანამდე მოვდივარ კარ ხასიათზე❤️<3

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

Life is beautiful
აუ რა კაი ხარ შენ არ იციიიი... როგორ გამაბედნიერე რომ დავინახე❤️^_^..^_^..^_^...^_^
წავიკითხავ და მოვკუნკულდები ისევ❤️^_^

Life is beautiful
დადამ და აი მეც მოვცუცქდიიი... როგორც ყოველთვის კარდ გემრიელ ხასიათზე დამაყენა.. ოღონდ ახლა ვინმე მყავდეს მამრობითი სქესის წარმომადგენელი გერდით და მაგრად გავცხო ყბაში... ასეთები რო არიან ^_^
ისე უნდა ვაღიარო ამ ბიჭის ქარიზმა საზღვრებს გასცდა.. თავიდან მართლა უემოციო მეგონა მაგრამ ახლა მეც შემომეყვარა... ♥️
ერთი სიტყვით ისეთი მახარებ რომ დებ ამ საოცრება თავებს სანამ წავიკითხავ მანამდე მოვდივარ კარ ხასიათზე❤️<3

კი,ცუდად იქცევა ლუკასი და საცემია მართლა :დ :დ
კარგია თუ მოგწონს ყველაფრის მიუხედავად მისი პერსონაჟი!❤️
დრო და დრო უფრო მეტად გაგაცნობს ისტორია ლუკას ❤️❤️❤️
მართლა ძაალიან მიხარია რომ სიამოვნებას იღებ და შენი გახარებაც მიხარია!❤️❤️❤️
ხვალაც დავდებ წესით,გააჩნია რა დროს ატვირთავენ❤️❤️❤️

სტუმარი ანი
აუუ ლუკააას რეებს ბოდავ, ამ თავის დასაწყისში ისეთი კარგი იყოოო და აბოლოს რა ჯანდაბა დაემართა

ხო,გააფიჭა ყველაფერი :(
მაგრამ არაუშავრს,გამოსწორდება! ^^

 


№5 სტუმარი ანუ

მალე დადე რა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო საინტერესო მომეწონა გამიკვირდა ლუკასი ასეთი მზრუნველი ლუკასი არ მინახია გავოგნდი სულ სხვანაირი თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№7 სტუმარი Eluka

გუშინ დავიწყე კითხვა და ისე შემითრია ბოლოთავებზე რომ მივედი აღარ მინდოდა რომ დამთავრებულიიყო, დღეს კიდე ყოველწამში შემოვდივარ აბა ხო არ დადო რო წავიკითხოთქო ???? მალე დადე რა ძალიან საინტერესოა,ჩემირჩევა იქნება ძალიან არ გაწელო და არ ჩახლართო რადგან ვინც კითხულობს დარწმუნებული ვარ ყველა კარგ დასასრულს ელოდება, მთლად ძალიან მალეც არ განავითარო მოვლენები.მოკლედ გელოდებირა ????????

 


№8 სტუმარი Life is beautiful

Eluka
გუშინ დავიწყე კითხვა და ისე შემითრია ბოლოთავებზე რომ მივედი აღარ მინდოდა რომ დამთავრებულიიყო, დღეს კიდე ყოველწამში შემოვდივარ აბა ხო არ დადო რო წავიკითხოთქო ???? მალე დადე რა ძალიან საინტერესოა,ჩემირჩევა იქნება ძალიან არ გაწელო და არ ჩახლართო რადგან ვინც კითხულობს დარწმუნებული ვარ ყველა კარგ დასასრულს ელოდება, მთლად ძალიან მალეც არ განავითარო მოვლენები.მოკლედ გელოდებირა ????????





მოკლეში რომ ვთქვათ მას მივანდოთ ყველაფერი ა?...


მან უფრო კარგად იცის რისი სურვილი აქვს რომ დაწეროს შენ თუ მოგწონს რაც დიდი ალბათობით კი მიენდე.. და თვითონ გააკეთებს ყვეალფერს რაც სურს♥️

პ.ს....მე ვინ მეკითხება მარა აზრები რო შემომიტევს უნდა ვთქვა უბრალოდ სხვაგვარად არ შემიძლია. :დდდდდ
^_^ ^_^ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent