შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-9.


10-12-2020, 16:22
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 359

სანამ დავიწყებ რაღაც მინდა გითხრათ!
პირველ რიგში გეტყვით,რომ ეს თავი საკმაოდ დიდი იქნება!
ამის შედეგად რაღაცები ძაალიან აირევა,ამავდროულად ეს ძაალიან სწრაფად მოხდება და იცოდეთ წინასწარ^^
ისიამოვნეთ!

მეი:
დღევანდელი დღე ძაალიან  დამაბნეველი იყო ჩემთვის !
ყველაფერი არეულად დაიწყო ისედაც და იმის გამო რომ ლუკასს ჯერ კიდევ ვერ გავუგე თავი ბოლო ,მეც სულელივით ფიქრს ვერ ვწყვეტ იმაზე რაც მითხრა.
გულს გაგიტეხ,შენ კი უნდა გიყვარდე...მან იცის რომ უკვე გარკვეული გრძნობები მაქვს მის მიმართ?
ნუთუ ასეთი აშკარაა ეს? აჰ!
ეს არ მომწონს,საერთოდ არ მომწონს.
ვეცდები ყველაფრის მიუხედავად ემოციებს არ ავყვე და თავი გავაკონტროლო ,იმდენად რამდენადაც შევძლებ.

ორი კვირის შემდეგ:
ყველა ჟურნალში დაიწერა ჩვენი ქორწინების შესახებ,ყველა თითქოს ამას განიხილავდა,მე კი გაურკვევლობაში მყოფი ,ყოველ პოსტს ვაიგნორებდი ,რომელიც მხვდებოდა!
ბევრმა მომწერა თხოვნით რომ ინტერვიუ ჩამეწერა,მაგრამ მე ისევ და ისევ უარზე ვარ,რამე ისე რომ ვთქვა ,მომკლავს ის საზიზღარი კაცი!
ჩვენს ქორწილამდე ხუთი დღე დარჩა,მე კი ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამას!
რეალობას ვერ აღვიქვამ და ალბათ ამიტომ ვარ ასე უდარდელად,ამიტომ არ ვღელავ,მაგრამ როდესაც მართლა საკურთხეველის წინ დავდგები ,რა გადამიტრიალდება თავში არ ვიცი,მართლა არ ვიცი.
ამაზე დემეც ნერვიულობს,ერთადერთი ადამიანი ვინც მართლა ყოველთვის იცის ,რას განვიცდი და რას ვფიქრობ.
-მეი,მინდა რომ უპრობლემოდ ჩაიაროს ხვალინდელმა დღემ,მაგრამ მაინც თუ რამე მოხდება,იცოდე რომ მე შენს გვერდით ვიქნები და დაგეხმარები.
-კარგი დემე ,დიდი მადლობა.

ლუკასი:
ჩვენი ქორწინების წინა დღე იყო,ჩემს სახლში კი ორმოცდაათ კაცამდე დაიარებოდა,ზოგი ყვავილებით გაადაგილდებოდა,ზოგი ჭურჭლით და კიდევ სხვა და სხვა დეკორააციებით.
მე თავისთავად მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს,ამიტომ არც ფულს ვზოგავ და არც თავს ამისთვის!
დღეს მეის დავურეკე და ვუთხარი რომ პატარა განტვირთვა მოეწყო საკუთარი თავისთვის ,რომ ხვალინდელი დღისთვის მშვიდად ყოფილიყო.
მასაჟი ყველაზე მეტად დაეხმარებოდა ამაში,მე კი პროფესიონალთან ვუშვებდი,მაგრამ სულელმა მაინც უარით გამომისტუმრა!
არ ვიცი თავში რა უტრიალებს,მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ხვალინდელი დღე მშვიდობით ჩაივლის!
-აუუ ლუკას,მეოთხე რიგში თხუთმეტი თეფში გაუტყდათ,რა გავაკეთოთ?
ანერვიულებული მომვარდა ტობიასი,რომელიც სუფრას უწევდა ორგანიზებას,ამაზე მე წარბის აწევით ავხედე.
-როგორ გაუტყდათ?
ასეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება.
ვთქვი გაღიზიანებულმა და ტობიასთან ერთად გავემართე.
-დამშვიდდი, ყველაფერს მოვაგვარებთ,არ ინერვიულო,მაგიტომ არ მითქვამს.
გზა და გზა ჩემს დამშვიდებას ყველანაირად ცდილობდა!
-არ ვნერვიულობ,უბრალოდ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სამუშაოა,რომელიც იდეალურად უნდა შევასრულო!
აქ მთავარი ვალდებულება,რომელიც მაკისრია.
ქორწინება პირველი გამოცდაა ჩემთვის და შემდეგ ბავშვები.
წინადადება რომ დავასრულე ,ტობიასმა გაფართოვებული თვალებით ამომხედა.
-შენ რა მართლა არანაირი გრძნობა არ გაქვს მის მიმართ?
ვერ დავიჯერებ...ვილიამის მამა გეხმარება თორემ,ეს რომ სხვა ორგანოებს გაეგოთ,ისევ მოგიწევდა იმ ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება.
შეძრწუნებულმა მითხრა ტობიასმა,რაზეც თავი ჩავხარე იმის გახსენებაზე ,რაც გამოვიარე.
-ხო,ყველაფერი მახსოვს.
აღარ ვაპირებ იგივეს ატანას!
მე არ მაქვს შესაძლებლობა რომ მიყვარდეს,ამაში რა არის საგანგაშო?
ისე მექცევიან როგორც უცხოპლანეტელ მონსტრს.
ჩავილაპარაკე ბოლო სიტყვები ზიზღით,შემდეგ კი ვეცადე თემა შემეცვალა,რადგან ხასიათი უკვე მიფუჭდება ამის გახსენებაზე.
-ფაიფურის თეფშებით შევაცვლევინებ,რადგან იგივე თეფშების ჩანაცვლებისთვის დრო აღარ რჩება.
ეს თეფშები ხელით ნაკეთია და დიდხანს ველოდი ამის დამზადებას,ასე რომ ჩაანაცვლონ ფაიფურის თეფშებით .
შუა გზაზე ამ სიტყვით გავჩერდი ,რადგან უეცრად ხასიათი გამიფუჭდა და ყველაფრის ხალისი დავკარგე.
-რა დაგემართა ასე უცბად?
მკითხა დაბნეული სახით ტობიასმა.
-დაივიწყე,მინდა ცოტახანს წამოვწვე,თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ.
ვთქვი მოწყენით და შემდეგ გაკვირვებულ ტობიას ზურგი ვაქციე.
-მეი დავიბარე და რომ მოვა ჩემთან გამოაგზავნე.
მივაძახე სახლში შესვლამდე და კარი მოვხურე.

ოთახში შევედი თუ არა დავრჩი ვერაგ ფიქრებთან და ნეგატიურ,ბნელ მოგონებებთან!
მაშინ ,როდესაც სრულიად პატარა და უმწეო ბავშვი ვიყავი ჩემზე უამრავ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ფაქტობრივად სულ უცხო ადგილას ვიყავი!
ადგილას ,სადაც მხოლოდ მოსაწყენი თეთრი კედლები იყო და ერთადერთი ვისაც ვხედავდი თეთრებში გამოწყობილი უცხო ხალხი იყო.
მეშინოდა და სულ იმას ვითხოვდი ,რომ მამასთან წავეყვანე სახლში,მაგრამ არავინ ყურს არ მიგდებდა!
საკუთარი მამაც კი აძლევდა მათ იმის უფლებას ის ეკეთებინათ ჩემთვის,რაც ვითომ “სწორი”იყო ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის,მაგრამ სააბოლოდ შედეგი მაინც არაფერმა არ გამოიღო და მეც რომ წამოვიზარდე ჩემით შევძელი გადაწყვეტილების მიღება თუ რა მინდოდა რეალურად!
არაფრისმომცემი გრძნობები,თუ უბრალოდ მარტო ყოფნა მთელი ცხოვრება,ზედმეტი ემოციების და გრძნობების გარეშე.
მე მეორე ვარიანტი ავირჩიე...ავირჩიე ვყოფილიყავი მარტო,ადამიანების მიმართ ნდობა კი ჩემთვის ყველაზე რთულ საკითხად გადაიქცა.
დღემდე იგივე აზრზე ვარ,რომ გრძნობები ჩვენთვის ზედმეტი ტვირთია!
ტვირთი,რომელიც საცოდავ უსუსურ არსებებად გვაქცევს.

მეი:
ჩემთვის ვიწექი და მეძინა.
ხო ,ვიცი ხვალ ჩემი ქოეწილია,მაგრამ ჩამეძინა,რა ვქნა?
ხოდა რათ გინდა?
ბატონმა ლუკასმა დამირეკა და ამაფორიაქა!
მითხრა რომ მასთან სახლში მივსულიყავი,მე კი ვკითხე,რატომ ბატონო ლუკას?
მან მიპასუხა რომ ხვალ ჩვენი ქორწილია.
ნუ ეს არ ვიცი რა მიზეზია,მაგრამ კარგი როგორც უნდა!
რომ შევეწინაღმდეგო,დედა დამიწყებს ჩხუბს,გრცხვენოდეს დაგავიწყდა რომ მალე ცოლის სახელით მიდიხარ მაგ ოჯახშიო!
ისედაც მთელი დღეა საყვედურებით დამდევს,რადგან სათანადოდ არ ვემზადები.
ასე რომ გავაკეთებ ამას,მივალ მასთან სახლში,მაგრამ რა საჭიროა არ ვიცი,ხომ არ ეშინია რომ გავიქცევი?
ჰუჰ...მეც მეშინია მაგის!
მეშინია რომ ბოლო წამს ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ,გავრისკავ და გავიქცევი!
კი ლაჩარი ვარ და მერე რა?!
ვის უნდა ყოველ დღე იმ თვალების ხილვა,რომელიც გულგრილობითაა სავსე?
რომელიც გახვედრებს რომ იძულებითაა შენს გვერდით,რომ არ უნდა ამ წამს გხედავდეს და შენს მაგიერ სხვას ისურვებდა...ვის უნდა ეს?
ვის?!
ამაზე ფიქრში ვიყავი,ჩემს სახლთან რომ უცხო ძვირიანი მანქანა გაჩერდა,შემდეგ კი მალევე გავიგე დედას ხმა,რომელიც მეჩხუბებოდა რომ მეჩქარა !
მეც სასწრაფოთ მოვიკიდე ჩანთა და გიჟივით გავვარდი !
მანქანაში ჩაჯდომის თანავე მხოლოდ ერთი მისალმება ვთქვი და შემდეგ ხმა არ ამომიღია მთელი გზა,როდესაც როგორც წესი საუბარი მიყვარს ,მაშინ როდესაც უხასიათოდ ვარ!
ამ ჩვევამ ამ დღეს არ გამოიჩინა რატომღაც თავი.

ამაზე ვფიქრობდი და საკუთარ სამყაროში ჩაკარგული მივაბიჯებდი უკვე შესასვლელი კარისაკენ და აი უკვე კარამდე მისულმა სახელურისკენ ხელი წავიღე ,მაგრამ უეცარი შემაძრწუნებელი ყვირილი რომ გავიგე ,შევხტი!
ყვირილი სახლიდან გამოდიოდა და აშკარად ვცნობდი ამ ხმას...ეს ლუკასი იყო!
მე კი დაუფიქრებლად ზედმეტი ზარების გარეშე შევაღე ნელა კარი და ჩუმად შევდგი ფეხი ,მისაღებ ოთახში კი ლუკასი მალე მომხვდა თვალში!
ის მამამისის პირისპირ იდგა და ბოლო ხმაზე უღრიალებდა,თვალები კი აშკარად ჩაცრემლილი ჰქონდა...ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ის ლუკასი იყო და კარგახანს ვუყურებდი შორიდან და ვაკვირდებოდი,მაგრამ ცხადი იყო,ეს ისაა!
-გეყოფა,ახლა ნუ გახდი მზრუნველი მამა,შენ მე მთელი ბავშვობა გამიმწარე!
ჯოჯოხეთი გამომატარე!
ჩემზე არასოდეს გიფიქრია,პირვერ რიგში შენს თავზე ფიქრობდი ,მე არ გაინტერესებდი!
ახლა ღელავ ჩემზე?!
ახლა გაწუხებს ეს ფაქტი?!
რაზეა საუბარი?
ასე რამ გააღიზიანა,ასეთი გულ გატეხილი და გაბრაზებული არასოდეს არ მინახავს,ასეთს ვერც წარმოვიდგენდი ვერასოდეს.
"გთხოვ შვილო,მე უბრალოდ გული შემტკივა,მხოლოდ დახმარება შემოგთავაზე.
ამ სიტყვით რომ წავიდა მისკენ,ლუკასი კი უეცრად გაგიჟდა და იქვე მდგარი მაგიდიდან ყველაფერი გადმოყარა ხელით!
-არ მომიახლოვდე!
არ მჭირდება შენი დახმარება!
მე ავამტყოფი არ ვარ,რადგან სიყვარული არ შემიძლია განა დაავადებული ვარ!?
ანუ არ ვარ ადამიანი?
ანუ ამ დედა აფეთქებული სიყვარულის მეტი გრძნობა არ გამაჩნია!?
ეს იყო და ეს და მისი ხმა აკანკალდა,უკვე ტირილის ზღვარს იყო თითქოს და მის ხმაშიც კი ამოიკითხებოდა აღუწერელი სევდა და ტკივილი!
-ბავშვობიდან მაგრძნობინებდი რომ სხვებს არ ვგავდი,თითქოს ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი იყო,როდესაც ერთადერთი ნაკლი ისაა რომ არ შემიძლია შენაირები თავიდან მოვიშორო!
აღარ უნდა მეპატიებინა ამდენი შეცდომა,აღარ.
ბოლო სიტყვები სიმწრით ჩაიჩურჩულა და შემდეგ გიჟივით გაექანა კიბებისკენ!
მე კი დაბნეულმა ხილულით ვეღარ მოვფიქრე უცბად რა მექნა და პირდაპირ მეც მას ავვედევნე!
ხო ,შეიძლება გაბრაზდეს რომ ჩუმად მოვუსმინე,მაგრამ არ მაინტერესებს,ამ წამს ძაალიან მინდა რომ დავეხმარო და დავამშვიდო.
ამ მდგომარეობაში მისი ნახვა მასუსტებს,ძალას მაცლის!
მინდა ჩავეხუტო,ძლიერ მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ასეც მოვიქეცი და მალევე აღმოვჩნდი მისი ოთახის კართან.
კი ჯერ ცოტახანს შევყოვნდი,მაგრამ ცოტახანს ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ გამებედა და შევსულიყავი...მიყვიროს,მეჩხუბოს,
არაუშავრს.
საერთოდ არ მელოდა რა თქმა უნდა და ჩემს დანახვაზე,ძაალიან დაიბნა.
-აქ რა გინდა?
ეს იყო პირდაპირ რაც მკითხა.
ცოტახანს ავირიე ,რა მეთქვა,მაგრამ მალევე ვუპასუხე გულახდილად.
-ყველაფერი მოვისმინე და მინდა რომ ასეთ დროს გვერდით გყავდე.
ეს ვუთხარი და თავი ჩავხარე,მაგრამ ის რატომღაც გაბრაზდა!
-არ მჭირდება შენი შებრალება! სასწრაფოთ გადი ჩემი ოთახიდან და მარტო დამტოვე!
ისეთი ხმით მითხრა რომ ნებისმიერი დანებდებოდა და ოთახიდან გავიდოდა,მაგრამ მე არა.
-არა.
ერთი სიტყვით ვუთხარი,რაზეც უკვე გაბრაზებული წამოვიდა ჩემსკენ და მაჯაზე უხეშად მომკიდა ხელი.
-ნუ მეწინაღმდეგები და შენი ნებით გადი,სანამ ეს მე არ გავაკეთე.
ყველაზე სახიფათო მზერით მითხრა და ვიცოდი რომ ამ წამს ცეცხლს ვეთამაშებოდი,მაგრამ არ შემიძლია მისი დატოვება...არ მინდა თავის თავში მეტად ჩაიკეტოს,მინდა ჩემთან გაიხსნას!
მინდა მენდობოდეს,მინდა დამეყრდნოს,მინდა,მინდა,მინდა!
-გთხოვ ლუკას არ გამაგდო.
ვიცი რომ გჭირდები ამ წამს,უბრალოდ ამას შენც ვერ აცნობიერებ.
ეს რომ ვუთხარი მშვიდად,ყალბად და ცინიკურად ჩაიცინა და ქვემოთ სახიფათოთ ჩამომხედა.
-მჭირდები?
სერიოზულად გჯერა იმის რასაც იძახი?
მე არავინ არ მჭირდება,მითუმეტეს შენ!
ბოლო სიტყვები ბოლო ხმაზე მიყვირა და უეცრად უხეშად მომკიდა ხელი და კარებამდე ძალით მიმათრია,შემდეგ კი ოთახიდანაც ხელით გამომდევნა!
კარიც მომიხურა და დავრჩი შუა კოლიდორში ყველაზე სულელი გამომეტყველებით,რადგან მეგონა ერთ წამს რომ მასაც ენდომებოდა ის ,რაც მე მინდა...ენდომებოდა რომ ეცადა ეს ურთიერთობა,მაგრამ არა!
მას მართლა არასოდეს არ შევუყვარდები,ამ სისულელეს აზრი არ აქვს!
არ აქვს,არ აქვს!
ამის გააზრება იყო და უნებურად ამეტირა...წარმოგიდგენიათ რა რთული იყო ეს ჩემთვის?
გიყვარდეს ადამიანი,რომელიც იცი რომ ვერასოდეს ვერ შეძლებს შენს შეყვარებას,ეს გულს მტკენს,მანადგურებს,ცეცხლს მიკიდებს,შინაგანად მკლავს!
მე ხომ მხოლოდ სიყვარული მინდოდა,რამე ვითხოვე სხვა?
რატომ მე? რატომ მე?
გული მტკივა,რადგან ამ ემოციებს ვერ ვერევი,გული მტკივა, რადგან ვაცნობიერებ რომ მგონი ის ურჩხული მართლა მიყვარდება.

ორი საათის შემდეგ:
-ქალბატონო საქორწინო კაბას ხვალ დილით მოიტანენ,ოთხი დამხმარე გეყოლებათ,რომ საქორწინოდ გამოგაწყოთ,არაფერზე არ იდარდოთ,ტკბილი ძილი.
ეს ინფორმაცია გადმომცა ახალგაზრდა მსახურმა და შემდეგ თავისდახვრით დამტოვა .
უკვე ორი საათი რაც ამ ოთახში ვარ და ისევ მასზე მეფიქრება...უკეთაა?
დამშვიდდა?
როგორაა?
ამაზე ფიქრში რომ ვეღარ მოვისვენე ,გადავწყვიტე მენახა!
ვიცი ვრისკავ,რადგან გასაგებად მითხრა რომ არ ვჭირდებოდი და სხვა ათასი მტკივნეული სიტყვა,მაგრამ რა ვქნა?
ვერ ვისვენებ.

მისი ოთახის კარი საბედნიეროდ ღიაა იყო!
ხოდა მეც ყველაზე ნელი და ფრთხილი მოძრაობით შევაღე კარი და ფეხის წვერებზე მივუახლოვდი მის საწოლს.
მშვიდად ეძინა უკვე,მკერდი მოშიშვლებული ჰქონდა და მშვიდად ფშვინავდა...ასეთ მშვიდ მდგომარეობაში რომ ვხედავდი,გული მითბებოდა.
-ლუკას თუ ხვალ ვერ გავუძელი და გაგექეცი,მაპატიებ?
თუ გადავწყვიტე ლაჩარივით დანებება,შეძლებ გამიგო?
გთხოვ გამიგე,მე ძაალიან მიჭირს იმასთან შეგუება რომ მომიწევს მთელი ცხოვრება იმ კაცის გვერდით ვიყო ,ვისაც არ ვეყვარები,თან ეს ისეთი ცხადია ჩემთვის.
შენი თვალები ყოველთვის სიცარიელით მიყურებს.
სევდიანი თვალებით დავსცქეროდი და ჩუმად ვჩურჩულებდი,იმ ფიქრებს ,რომლებიც არ მასვენებდნენ...
-ლუკას,შენ ძაალიან კარგი ადამიანი ხარ,უბრალოდ დედაბუნებამ უსიყვარულობისთვის გაგწირა.
ვთქვი და სულელურმა სურვილმა დამკრა თავში!
ეს დაუოკებელი სურვილი იყო,მინდოდა მის გვერდით მეც დავწოლილიყავი ცოტახანს,სულ ცოტახანს.
ასეც მოვიქეცი და მის ზურგზე აკრობილი,მის ძლიერ ხელს ჩავეჭიდე.
-მგონი ცალმხრივად შემიყვარდი.
მაგრამ რატომაა შენი სხეულიც კი ასეთი ცივი?
ვცდილობ გაგათბო ,მაგრამ მაინც ვერ გათბობ...ისევ ცივი ხარ ლუკას.

მეორე დღეს:
ქორწილის დღე...დღე ,რომელიც სულ სხვანაირად წარმოუდგენია ყველა გოგოს...დღე ,რომელიც არ მეგონა თუ როდესმე დადგებოდა,ეს ჩვენი ქორწილის დღეა!
ყველაფერს ამ დღიურში ჩავწერ ,რადგან სხვა გვარად ეს სულელური აზრები და გრძნობები ვისთან გავამხილო აღარ ვიცი...ხო ,მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ იმაზე რომ დღეს ქორწილიდან გავიქცევი!
მაგრამ არ ვიცი ამისთვის გამბედაობა რომელ მომენტში მეყოფა!
მხოლოდ ის ვიცი რომ ,რაც თვალი გავახილე ამაზე ვფიქრობ!
შეცდომას ვუშვებ?
არ ვიცი,მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ესაა...მე ვერ ვიცხოვრებ ისეთი კაცის გვერდით,რომელსაც არ ვუყვარვარ!
იმედია ამას როდესმე მაპატიებს.
ჯერ ეს არავინ არ იცის დემემაც კი,მგონი მეც კი არ ვიცი ბოლომდე და არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული,მაგრამ უკვე წინასწარ მაქვს ყველაფერი დაგეგმილი თუ სააბოლოდ ამ გზას ავარჩევ.
გავიქცევი აქედან შორს,ისეთ ადგილას სადაც ვერავინ ვერ იცნობს კანონ დამრღვევს!
ადამიანს,რომელიც დანებდა .
არადა თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა და რაღაც მომენტში მართლა მქონდა იმედი,რომ შემიყვარებდა,მაგრამ ეს ბოლო კვირები ჩემთვის ზედმეტად რთული და დამაბნეველი აღმოჩნდა.
ის დისტანცია,თავის არიდება,სიუხეშე,სიცივე,რომელსაც ჩემს მიმართ მიმართავს ლუკასი უკვე ზედმეტად მტკივნეულია,რადგსნ მე ის მიყვარს და ამასთან ერთად ვაცნობიერებ ,რომ ამ ყველაფრის ატანა და ყურება მთელი ჩემი ცხოვრება მომიწევს და ამგვარად ყოველდღე იგივე ტკივილით უნდა ვიარსებო,ყოველდღე თავიდან უნდა გამიტყდეს გული ,ყოველდღე იგივენაირად გათელავს ლუკასი ჩემს გულს!
არ შემიძლია,ამას ვერ შევძლებ...უბრალოდ წარმოსადგენადაც კი ვკანკალებ შიშისგან!

ლუკასი:
დილა ისეთი მალე გათენდა...ალბათ ყოველთვის ასე სწრაფად დგება ახალი დღე,როდესაც რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში ხარ.
ჩემი სახლში უკვე ხმაურმა დაისადგურა,აურაცხელი ხალხი ირევა ერთმანეთში,მე კი ეზოდან გადავყურებ და თან სმოკინგს დავყურებ ,რომელსაც ჩავიცმევ და როგორც კი მზად ვიქნები,მთავარი ცერემონიაც დაიწყება!
ამაზე ფიქრში ვიყავი და მშვიდად ვუცქერდი ეზოს,უეცარ ხმაურზე რომ შევხტი!
კარი გაიღო და იქიდან ამ წამს გახსნილი შაპანიურით ხელში დამხვდნენ ჯონათანი და ტობიასი!
ორივე ისეთი ელეგანტურად გამოიყურებოდა, რომ აშკარად მხოლოდ მე ვაკლდი ყველაფერს,მაგრამ მგონი სპეციალურად არ ვჩქარობ,რაღაცის მეშინია !
ძაალიან ვნერვიულობ,იმის მიუხედავად რომ ქორწილისთვის ყველაფერი იდეალურადაა,სხვა რაღაც არ მასვენებს მაინც...
-რას აკეთებ ?! არ გაცვია კიდეე?!
მეი უკვე მზადაა,მაგ ეზოს ყურებას მერეც მოასწრებ!
სიცილით მომიახლოვდა ტობიასი,რაზეც ღიმილით ავხედე და დავეთანხმე,შემდეგ კი მისი ნათქვამის გააზრებაზე ,მივხვდი რაც არ მასვენებდა!
მეი...გუშინ ძაალიან უხეშად ვესაუბრე,მაგრამ მეც თავს ვერ ვაკონტროლებდი და ვერ მივხვდი უეცრად რას ვაკეთებდი...ვიცი ,ცუდი აზრია ქორწილის წინა დღეს საპატარძლოს ასე გამოლანძღვა,უბრალოდ გუშინ საშინელი დღე მქონდა,ამის გახსენებაზე ახლაც კი მაჟრიალებს ბრაზით!
-გთხოვთ, ადგილებზე დაბრუნდით,მეც მალე მოვწესრიგდები და ჩამოვალ.
უემოციოთ გავხედე ჭიქით ხელში მდგარ ჯონათანს,რაზეც ცოტახანს პირ ღია მიყურებდა,შემდეგ კი მხრები აიჩეჩა და ტობიასთან ერთად ოთახი დამტოვა.

ყვავილებს გადაეფარათ საკურთხევლამდე მიმავალი გზა,ნაზი სიო უბერავდა და ნაზად სწევდა ჰაერში ყვავილებს,გარშემო კი ტკბილი და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
ყველა მე მიყურებდა ,მე კი მეის ვუყურებდი ,რომლის სახესაც ფატა ფარავდა,მაგრამ ამ ფატის მიღმაც ვხედავდი მის უბედურ სახეს...ვიცი რომ უბედურია!
უბედურია ,რადგან მე მომყვება ცოლად.

-შენ იცი ჩემო ბიჭო,მოუფრთხილდი.
მშვიდად გადმომცა მისი ხელი მამამისმა და შემდეგ ღიმილით მანიშნა რომ წინ წავსულიყავი.
მეც მეის გვერდით ამომდგარი წინ გავეშურე ნელი ნაბიჯით,ისე რომ ჩვენი ნაბიჯები მელოდიურად ერთვებოდა,მშვიდ მუსიკას...უკვე საკურთხეველთან ახლოს ვიყავით,მეი რომ რატომღაც ჩამომრჩა,ზედმეტად ნელა დგავდა ნაბიჯებს,რაც იმას ნიშნავდა რომ ამ წამს ყოყმანობს,მაგრამ რაც არ უნდა იყოს მგონი იცის რამდენად სერიოზულადა ამ წამს საქმე!
გაქცევას არ ცდის ხო?
მე ხო ველაპარაკე და ვუთხარი რა შედეგებამდე მიიყვანდა ეს?
მას ეშინოდა ,ეშინოდა ამ შედეგების...ნუთუ რამე შეიცვალა.
ამაზე ავნერვიულდი თუ არა მისკენ წავედი დაბნეული,თან ვამჩნევდი როგორი მძიმედ სუნთქავდა...ნერვიულობს!
არ გააკეთო ეს მეი,არ გააკეთო!
ამაზე ვლოცულობდი გულში ,რადგან რატომღაც ყველაზე ნაკლებად ამ წამს მისი საფრთხეში ჩაგდება მინდოდა,ამით კი მას უამრავი პრობლემა შეექმნება!
-მეი?
უკვე ეჭვით შევხედე და ვეცადე სიტუაცია გამეკონტროლებინა,რადგან ამ წამს ყველა ჩვენ ორს გვიყურებდა დაბნეული მზერით,უკვე ხალხიც ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო!
-მეი რაზეც არ უნდა ფიქრობდე,გთხოვ ეს არ გააკეთო.
ამ სამი თვის მანძილზე მისთვის თხოვნით არ მიმიმართავს,მაგრამ ამ წამს მთელი გულით ვთხოვდი ამას!
მაგრამ მგონი მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რას იზავდა!
უეცრად ზურგი მაქცია ,ყვავილების თაიგული ძირს დაგდგო და უკან მოუხედავად გაიქცა!
ხო ,გაიქცა!
თვალებ გაფართოვებული შევსცქეროდი და ვერ ვიჯერებდი რომ ამას მართლა ვხედავდი ამ წამს!
ასეთ საფრთხეში როგორ ჩაიგდო თავი!
-ამისი დედაც!
ჩუმად ჩავილაპარაკე და გაბრაზებული
ავედევნე ,მაგრამ ბოლო წამს ანერვიულებული შევჩერდი და დაბნეულ და ახმაურებულ დამსწრე საზოგადოებას მივუბრუნდი.
-რაღაც გაუგებრობაა,ახლავე დავაწყნარებ!
გთხოვთ არავის არ გააგებინოთ!
ეს მართლა მთელი გულით ვითხოვე და შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავიქეცი მის უკან!
იმედი მაქვს დავეწევი ,იმედი მაქვს მოვაბრუნებ უკან,რადგან სხვაგვარად მისი გადარჩენის შანსი დაიკარგება!
მართლა ძაალიან დიდ სადრთხეში ჩაიგდებს თავს.

მეი:
არ მჯერა რომ ეს გავაკეთე!
არ მჯერა,ახლაც კი არ მჯერა!
არსაიდან გავბედე და შუა გზიდან გამოვიქეცი!
მისი თვალები ღმერთო...როგორი შიშით იყო სავსე.
მაპატიე ლუკას,ვერც კი წარმოიდგენ როგორ არ მინდოდა ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა,მაგრამ სხვა გზაა არ მაქვს...შემეშინდა,ძაალიან შემეშინდა.
ახლა კი ვტირი და თან საქორწინო კაბით მივრბივარ მწვანე მინდორში!
ვიცი რომ აქ სადღაც დემე მელოდება!
მან მითხრა რომ თუ რამე მოხდებოდა დამეხმარებოდა...ხოდა აი მეც!
გამოვიქეცი,საკუთარ ბედს გამოვექეცი!
სულელი ვარ ალბათ ახლა მის თვალში,მაგრამ მჯერა რომ ერთ დღეს გამიგებს.
მეი:
მთელი ძალით მივრბოდი და მაინც დანიშნულების ადგილი თითქოს ძაალიან შორს იყო ჩემგან!
გული ამოვარდნაზე მქონდა,ეს ფიქრები კი თავს ამ მომენტშიც კი არ მანებებდნენ!
ამ წამს ყველაზე მეტად ტირილი მინდოდა და სხვა არაფერი...ისეთი რთული იყო ეს სამი თვე,სააბოლოდ კი მაინც ის გაავაკეთე რაც აკრძალეს ,რაც დანაშაულად ჩათვალეს,ისეთი რაღაც რაც საფრთხეს შემიქმნიდა!
ვიცი დედაც კი არ გამამართლებს რომ ვუთხრა რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი,მაგრამ მე უძლური ვარ ამ შემთხვევაში ჩემი გრძნობების პირისპირ.
-ვიცოდი რომ ბოლო წამს ამას გააკეთებდი.
ამ ფიქრებში გართულს ,იმედგაცრუებული დემე  მალევე შემეგება ...პირველად ვნახე ასეთი ანერვიულებული.
სულ გაფითრებული იყო!
დემე კი ყოველთვის იცავდა ყველა წესს და არასოდეს არ ეყრდნობოდა ჩემს მოსაზრებას, რომ კანონის დარღვევა გრძნობების გამო ღირდა,თუნდაც ტკივილის მომტანი ყოფილიყო ეს კანონი...ამართლებდა კანონს და ყოველთვის მეუბნებოდა ,რომ არავითარ შემთხვევაში არ ღირდა ამ კანონის წინასღმდეგ წასვლა,მაგრამ აი ახლა ჩემს წინ ვხედავ.
ის მე მეხმარება ამ ყველაფრის მიუხედავად,არადა როგორ ნათლად ვხედავ მის თვალებში შიშს...შიშს რომ მიპოვიან და დამსჯიან ჩადენილისთვის!
დავინახავ შერცხვენილ დედას,იმედგაცრუებულ მამას და გაბრაზებულ ლუკასს.
-არც კი ვიცი რა გავაკეთო!
გამოგლანძღო და გეჩხუბო იმისთვის რაც გააკეთე თუ ჩაგეხუტო და დაგამშვიდო.
ცოტახანს წინადადება რომ დაიწყო უკვე ვემზადებოდი მისი ჩხუბის მოსასმენად,მაგრამ რომ მორჩა სათქმელს ,ასეთ მომენტში ამ სიტყვებმა გული ძლიერ ამიჩუღა და უეცრად ატირებული მის მკლავებში აღმოვჩნდი.
მთელი ძალით მოვხვიე წელზე ხელები და გულმკერდზე მივადე თავი ტირილით.
-დემე არ მინდოდა,არ მინდოდა,მაგრამ მგონი შემიყვარდა!
ცალმხრივი სიყვარულით კი მის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი,ვერ შევძლებდი ამას!
ტირილით ვიძახდი და თან მეტად ვუსველებდი თეთრ საროჩკას ჩემი ცრემლებით.
-დამშვიდდი,ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
ახლა ერთადერთი რაზეც კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ შენი დაამალვა!
სასწრაფოდ გვჭირდება გეგმა ,რომელიც შენს მათგან დამალვაში დამეხმარება.
მითხრა ყველაფრის მიუხედავად მშვიდად,რაზეც ამღვრეული თვალებით ავხედე.
-სად შემიძლია დავემალო? რამე ადგილი იცი?
ვიკითხე აღელვებულმა,რაზეც ჯერ უთქმელად მხოლოდ თავი დამიქნია,შემდეგ კი მითხრა.
-კი ,ვიცი ერთი ადგილი,არაფერზე არ ინერვიულო.
წამოდი,შენი ქმარი დარწმუნებული ვარ ყველგან გეძებს უკვე.
თქვა და წინ სერიოზული გამომეტყველებით გამიძღვა...ვიცოდი რომ ამ წამს სულ არ იყო კმაყოფილი ამ სიტუაცით,მაგრამ მაინც რა მშვიდია.
-დემე ყოველთვის იძახდი რომ კანონის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ ღირდა წასვლა,მაგრამ ახლა მეხმარები.
ვერც კი წარმოიდგენ როგორი მადლობელი ვარ შენი!
ვიცოდი რომ ასეთ მომენტშიც კი არ დამტოვებდი.
მადლიერმა ვუთხარი ის სიტყვები ,რომლის თქმაც აქ მოსვლის თანავე მიტრიალებდა თავში.
დემე...ის მართლა ჩემი მფარველი ანგელოზია.

ლუკასი:
ყველგან ვნახე და უკვე სუნთქვა მიჭირდა იმდენი ვირბინე და ვიარე!
მის სახელს ვყვიროდი და მან არ გამაგონა,თანაც უეცრად არსაიდან აორთქლდა ,რაც იმას ნიშნავს რომ აშკარად ვიღაც დაეხმარა,სხვაგვარად ასე ვერ აორთქლდებოდა!
ვინ,ვინ,ვინ...ვფიქრობდი და ბოლოს ვისზე გავაჩერებდი ვარაუდს თუ არა დემეზე!
ტელეფონი ამოვიღე და ძაალიან ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდა ,ბოლო ზარი ტობიასისგან იყო.
მეც ტობიასს დავურეკე პირველ რიგში.
————————————————————
მე:ტობიას, რა ხდება?
სიტუაცია ხომ არ გართულდა?
ტობიასი:კი ლუკას,კი!
გართულდა!
ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და კანონის დარღვევის შესახებ შეატყობინა!
ყველა ამაზე ლაპარაკობს,ვეღარ ვასტაბილურებთ სიტუაციას!
შენ გითხოვენ,გასაუბრება უნდათ.
მე:ვინ დარეკაა?! ვინ გააკეთა ეს?!
ამისი დედაც,ნაბიჭვარები!
ტობიასი:არ ვიცი ლუკას,არ ვიცი!
მთავარი ახლა ისაა ,რომ მეი მოაბრუნო,თუნდაც ძალით!
ეს თუ გადაგვარჩენს!
მე:როგორ? ვერ ვპოულობ ტობიას,ვერ ვპოულობ!
გაქრა,აორთქლდა!
ტობიასი:რას იძახი?! რა ვქნათ ახლა?!
მე:არ ვიცი,ერთადერთი რაც შემიძლია მისი ძებნაა!
ერთზე მაქვს ეჭვი რომ მიეხმარა და ცოტახანი დამჭირდება ამის შემოწმებაში.
ტობიასი: და ხალხი?! რა ვუთხრა ლუკას ,რა გავაკეთო!ვნერვიულობ...ვუთხრა ხალხს რომ მორჩა?
მე:თუ უკვე პოლიცია გამოიძახეს რა აზრი აქვს დამალვას!? გააუქმე ცერემონია და შენ ეცადე ის გამირკვიო ვინ ჩაგვიშვა!
ტობიასი:კი,კი აუცილებლად!
მიდი საქმეს მიხედე ,მიხარია რომ მეის ეხმარები,მართლა გამიკვირდა.
მე:რა თქმა უნდა დავეხმარები,ამისთვის ვერ გავწირავ.
არც იმის დრო არა რომ მასზე გაბრაზებულმა მარტო დავტოვო,თან მე ვიცი რატომაც გაიქცა...ჩემი ბრალია .
ტობიასი:რა? რა მოხდა?
მე:დაივიწყე...ამის დრო არაა,ცოტახანში შეგეხმიანები.
შენი იმედი მაქვს ტობიას.
ტობიასი:კარგი ლუკას,შენ იცი!
———————————————-
ტობიასთამ მოვრჩი თუ არა საუბარს ,პირდაპორ მანქანისკენ დავიძარი.
ახლავე დემეს ადგილსამყოფელს გავარკვევ და სახლში მივაკითხავ!
ზუსტად ვიცი ,მან იცის სადაა მეი.

მეი:
მანქანაში მთელი გზა ისე ვიჯექი ,რომ ხმა არ ამომიღია.
უბრალოდ სულელივით გზას მივჩერებოდი და ისევ და ისევ ვფიქრობდი რა თქმა უნდა!
ფიქრს ვერ ვწყვეტდი ,ამის შედეგად კი ნერვიულობას!
ეს ფიქრები,ფიქრები,ფიქრები!
თავს ვერ ვახწევ და მგონი უკვე ვგიჟდები.
რამოდენიმეჯერ აღელვებულმა ჩემი მდგომარეობით ,დემემ მკითხა როგორ ვიყავი,მაგრამ მე თავისთავად ყალბი ღიმილით ვპასუხობდი რომ კარგად,მაგრამ განა ვარ მართლა კარგად?
არა,არა...ასეთი დაბნეული და შეშინებული არასოდეს არ ვყოფილვარ!
ეს ის მომენტია ,როდესაც ორი საშინელი არჩევნის წინაშე დგები და ამ ორიდან შედარებით საშინელ გადაწყვეტილებას იღებ.
არ ვიცი რა იქნება და არც ის არ მინდა დემე საფრთხეში ჩავაგდო ,იმის გამო რომ დამეხმარა,ამიტომ იმის შემდეგ რაც დემე იმ სახლში მიმიყვანს ,სადაც დამპირდა ,საერთოდ აღარ გამოვჩნდები,ისე თოთქოს მეი არც არასოდეს არ ყოფილა,თითქოს და არც მიარსებია.

დემემ მითხრა რომ მეგობარო ჰყავს ,რომელსაც აქედან ძაალიან შორს სახლი აქვს,რომელშიც არავინ არ ცხოვრობს.
სახლი კარგ მდგომარეობაშია ,საცხოვრებლადაც გამოსადეგარია,ამიტომ დემემ შემომთავაზა რომ იქ დავიმალო რამოდენიმე თვე,შემდეგ კი რამეს მოიფიქრებს რომ დამეხმაროს!
მეც არ ვიცი რას,მაგრამ მისი მინდობის მეტი არაფერი დამრჩენია.
ადგილი კი ისეთია რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ მომაგნებს...ამ რამოდენიმე თვის მანძილზე იქნებ იმდენიც შევძლო ,რომ სახელი და გვარი შევიცვალო და ამ ქვეყნიდან სხვაგან წავიდე,შემდეგ კი ახალი სახელით დავიწყო ცხოვრება.
ვიცი სულელი ვარ,ცალმხრივი სიყვარულით რომ არ დავტანჯულიყავი,ამხელა მსხვერპლი გავიღე...ვიცი რომ ბევრი გაამაკრიტიკებს,მაგრამ ჩემს ადგილას რომ იყვნენ ,დარწმუნებული ვარ იგივეს გააკეთებდნენ...სიყვარული ხომ ყველაზე საშინელი ავატყოფობაა,რომელიც ან განკურნებადია ,ან კი მომაკვდინებელი!
როდესაც სიყვარული ორ მხრივია ,ის კურნავს ადამიანის შეშლილ გულს ,სიყვარულისგან რომ სულ დაბრმავებულა,მაგრამ თუ ცალმხრივია,მას ბოლოს უღებს!
აი ესაა ჩემი მოსაზრება,სწორედ ამიტომ წამოვედი,სწორედ ამიტომ გამოვიქეცი!
გამოვექეცი ავამტყოფობას,რომელიც ჩემს გულში მისი სახით ისე შემოიპარა რომ ვერ გავაცნობიერე ეს.

-მეი მალე ადგილზე ვიქნებით,მაგრამ თუ გადაიფი_
დემე ჯერ კიდევ ცდილობდა იმის გამოსწორებას ,რაც უკვე ზუსტად ვიცი აღარ გამოსწორდება.
-არა დემე,არ გადამიფიქრებია.
გთხოვ გზა გააგრძელე.
დარწმუნდბული ვარ უკვე მეძებენ,აზრი
არ აქვს დაბრუნებას და ისედაც გინდაც მქონდეს შანსი ,აღარ ვაპირებ უკან დაბრუნებას.

მალევე გამიღო დემემ მანქანის კარი და წინ მწვანეში ჩაფლული პატარა ერთ სართულიანი სახლი დამხვდა.
პატარა იყო,მაგრამ აშკარად ახალი ინტერიერით იყო გაკეთებული...მგონი საკმაოდ შორს ვარ ყველასგან,ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ აქ ვერავინ ვერ მომაგნებს,სანამ არ მოვიფიქრებ სად წავიდე რომ სრულიად სხვა ადამიანის სახელით გაავაგრძელო ცხოვრება.
-არ მინდა მარტო იყო,ამიტომ ამ დღეებში ვინმეს მოგიყვან,მაგრამ მგონი რამოდენიმე დღე ღამით მარტო მოგიწევს ყოფნა.
დავრჩებოდი შენთან ,მაგრამ ასე ეჭვს მიტაანენ ჩემზე რომ დაგეხმარე !
ხომ არ შეგეშინდება მეი?
რა თქმა უნდა სრულიად არასასიამოვნო იქნება ამ მიყრუებულ ადგილას სულ მარტო ყოფნა,მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს ,ამიტომ მომიწევს ამის გაკეთება.
-არა დემე,არ ინერვიულო.
კარგად ვიქნები,კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ,იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე.
აცრემლილი თვალებით ვუთხარი და კიდევ ერთხელ ძლიერ ჩავეხუტე...მეშინია,მაგრამ არ მინდა ვანერვიულო!
ისედაც აშკარად ჩემზე ღელავს.

ლუკასი:
ერთი საათის შემდეგ :
მაღალი სიჩქარით მივდიოდი მთელი გზა,ისე რომ დარწმუნებული ვარ ბევრი წესი დავარღვიე,მაგრამ არ მანაღვლებდა .
ერთადერთი რაც ამ წამს მაფიქრებდა ის იყო თუ სადაა მეი და თუ მივასწრებ და მათ კვალს მივაგნებ,იქამდე სანამ პოლიციელები მიაგნებენ!
ვიცი რომ დემე ამაში გარეული იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ!

იმ მისამართზე მივედი ,რომელიც შეტყობინებით გამომიგზავნეს და ძაალიან სწრაფი ნაბიჯით გავემართე კარისკენ,შემდეგ კი ისე რომ არც დამიკაკუნებია და არც ზარი დამირეკავს,მის სახლში შევიჭერი!
სახლში დამხვდა.
პირდაპირ გაბრაზებული გავემართე მისკენ და საყელოში უხეშად ვწვდი,ამით კი გაკვირვებული დავტოვე!
-მეი სადაა?
ძაალიან სახიფათო ტონით ვკითხე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე თან,მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია!
იგივე ადგილას იდგა და ასევე იგივე გამომეტყველებით მიცქერდა.
-მიპასუხე!
სადააა მეი!?
ხმა ამოიღე!
რომ არ მიპასუხა, უკვე ხმამაღლა ვიკითხე და იმის მისანიშნებლად ,რომ თუ საჭირო გახდებოდა ფიზიკურადაც გავუსწორდებოდი,მეტად მოვჭიდე საყელოში ხელები.
-გგონია ვიცი?
მან კი აგდებული ტონით ძაალიან მშვიდად მიპასუხა.
-რა თქმა უნდა იცი!
ნუ მიყურებ თვალებში და ისე ნუ მატყუებ,ზუსტად ვიცი რომ შენ გააპარეე!
ახლა კი მითხარი სადააა?!
ბოლო კითხვა ყვირილით დავუსვი,ისე რომ თითქოს ოთახიც კი შეიძრა ამ ყვირილით,მაგრამ ისევ ეს მშვიდი გამოხედვა.
-რამდენჯერაც არ უნდა იკითხო,პასუხი იგივე იქნება...მე არ ვიცი.
ამაზე უკვე ძირს დავაგდე და ზემოდან გადავხედე.
-როგორც არ უნდა დამიმალო, მაინც მივაგნებ იცოდე,შემდეგ კი რომ დამიმალე,განანებ.
ვუთხარი უკვე ასევე განრისხებულ დემეს და შემდეგ გაცხარებული გავემართე გასასვლელი კარისკენ!
მასთან საუბარს და მითუმეტეს ჩხუბს ამ წამს აზრი არ აქვს,ამით დროს დავკარგავ და მეტი არაფერი!
მე ხომ ვიცი რომ ის სიმართლეს მაინც არ მეტყვის.

მეი...მე შენ გითხარი რომ ეს გადაწყვეტილება არ განგეხორციელებინა,მაგრამ ეს მაინც გააკეთე? რატომ?
ეს შენივე უსაფრთხოებისთვის გითხარი,ახლა მითხარი როგორ დაგეხმარო?
ან ის მაინც მითხარი რატომ ვღელავ შენზე ასე?!
რატომ მანაღვლებს რომ შენივე გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმენი შენს თავს,რატომ?!
ბრაზი არა და არ მშორდებოდა თავიდან,პირიქით რაც მეტი საათი გადიოდა ,მით მეტად ვიაზრებდი მის უპასუხისმგებლო საქციელს,ამის შედეგად კი მეტად ვბრაზობდი!
მაგრამ ყველაზე მეტად ის მაგიჟებს ,რომ ტობიასმა ვერ დაადგინა ვინ ჩაგვიშვა...ვერ დადგინა ეს ,მაგრამ მე რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ის იყო!
ის შეშლილი ბიჭი ,რომელიც მეის უთვალთვალებდა.
როგორც წვიმაში გვითვალთვალებდა შეუმჩნევლად,შეიძლება ქორწილზეც ასე გვაკვირდებოდა და რატომაც არა?
მას აწყობდა ის რაც მოხდა!
ახლა კი მეი არ ვიცი სად ჯანდაბაშია!
სავარაუდოდ უსაფრთხოდ არაა და სულ მარტოაა,მან რომ იპოვოს ,შემდეგ რა იქნება?
არ ვიცოდი რა მემართებოდა,მაგრამ ვნერვიულობდი,ეგ კი არა მის ოთახშიც კი შემოვედი,იმ იმედით რომ ისევ საწოლზე დამხვდებოდა!
ამ სისულელეს წარმოვიდგენდი რომ ისევ აქ იყო და თითქოს ცოტა ვმშვიდებოდი,მაგრამ მე ხო ვიცი რომ თავს ვიტყუებ.
-მეი,ნუთი სხვა არჩევანი საერთოდ არ იყო?
ხმამაღლა დავსვი ეს კითხვა,ისე თითქოს ამას გაიგებდა,შემდეგ კი მის საწოლზე ჩამოვჯექი,ჩამოვჯექი და ზუსტად ამ მომენტში შევამჩნიე რაღაც რვეული...სავარაუდოდ ეს მეისი იქნება,გავიფიქრე და რვეული ხელში ავიღე...ახლა კი ვფიქრობ,წავიკითხო
რაც უწერია ,თუ არა?

მშვიდად დავყურებდი ნაცრისფერ პატარა რვეულს და დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მეის ეკუთნოდა.
ერთ წამს ვიფიქრე რომ ამ რვეულის წაკითხვა ზედმეტად მის პირად სივრცეში შეჭრა გამომივიდოდა,მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ შეიძლება აქ ეწეროს რამე მის  გაქცევასთან დაკავშირებით  და იქნებ მისი გეგმების მიხედვით მივაგნო,სანამ სხვა დამასწრებს ამას!
მეც მივიღე გადაწყვეტილება და რვეული დაკვირვებით გადავშალე და პირველი წინადადება წავიკითხე:

დღეიდან დავიწყე პატარა დღიურის წერა.
ყოველ მცდელობას აქ დავწერ და ასევე იმ ცვლილებასაც ,რომელსაც შედეგად მივიღებ.

მცდელობა? რა მცდელობა?
რას გულისხმობს ამით...ინტერესი მკლავდა რაზე წერდა და სასწრაფოთ კითხვა გავნაგრძე ...

შეხვედრა პირველი:
ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ანუ მარტო გასვლა და ერთმანეთზე საუბარი.
ნუ ვაღიარებ ,ეს საშინელება იყო!

ის ყველა ჩვენს შეხვედრას იწერდა,მაგრამ მაინც იგივე კითხვა მიჩნდება თუ რატომ?
რა საჭიროებას წარმოადგენს ეს ყოველივე?
უნდა გაავაგრძელო ...მხოლოდ ასე თუ შევძლებ იმის გაგებას თუ რას მალავდა ჩემგან და რაზე წერდა ამ დღიურში.

12.05.****
მე კი დღეიდან ყველანაირად ვეცდები რომ მას თავი შევაყვარო თუ ეს სამ წელიწადში მოხერხდება კარგი,მაგრამ თუ ვერა მაშინ ყველაფერი დასრულდება.
მე მისგან გავთავისუფლდები,დროა ვცადოთ.

18.08.****
დღიურის წერას იმდენად შევყევი რომ ეს პატარა გამოკვლევა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი გახდა!
მე ვაკვირდებოდი ცვლილებებს მასში და ჩემში!
როგორ იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობის ტიპი,საუბარი და ერთმაეთის თვალებში ყურების
პროცესიც კი!
ყველაფერს ვიწერდი უკლებლივ,ისე რომ ეს სამი თვე ისე გავიდა ვერც გავიგე!

12.06.****
ლუკასზე მეტი მინდა ვიცოდე,უფრო მეტად კი მის
"დაზიანებულ ტვინზე"რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სიყვარული იგრძნოს.

25.07.****
უკვე ათას რაღაცაზე დავფიქრდი და ამ ფიქრის პროცესში გაავაცნობიერე, რომ მგონი ლუკასი ჩემთვის სულ ერთი აღარ იყო...რას იტყვით საინტერესო ცვლილებაა ხო?

11.08.****
გული სევდით  მევსებოდა და ვხვდებოდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო...მე მეყვარება კაცი,რომელსაც არ ვეყვარები.

აღიარება?

კი,ესაა ჩემმი აღიარება.


22.08.****
არ ვიცი რა იფიქრა,არ ვიცი მასთან რა შეცდომა დავუშვი,მაგრამ აშკარაა რომ მეტ დისტანციას იჭერს ჩემთან,ვიდრე აქამდე იყო.
ნუ ვაღიარებ ,ეს გულს მტკენს!
მაგრამ რას შევცვლი?

პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ვიყავი...ანუ ვერ გავიგე,გამოდის მან რაიმე შეთანხმება დადო ,რომლის თანახმადაც სამ წელიწადში თავს შემაყვარებდა და თუ არა ,თავისუფალი იქნებოდა?
რატომ ეხმარებოდა ამაში ტობიასი?!
ანუ ეს ყველაფერი თამაში იყო და მეტი არაფერი?
ვერ ვიაზრებ,უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ასე გამასულელა,მეთამაშებოდა,თავს მაჩვენებდა, ყველაზე დიდ იდიოტად გამომიყვანა,სულელ მამაკაცად ,რომელსაც ატყუებდა,მაგრამ აი სულელიც!
ვერც კი გაიგო თვითონ როგორ გაუჩნდა ჩემს მიმართ გრძნობები.
თავიდან ძაალიან გავბრაზდი ,რომ მივხვდი რაც გააკეთა ,მაგრამ მისმა ბოლო ჩანაწერებმა,მგონი რომ პირიქით დამნაშავედ მაგრძნობინა თავი...როგორც ჩანს გულს ხშირად ვტკენდი ჩემი დისტანციურობით.
უბრალოდ ვერ ვხვდები,როგორ გაუჩნდა გრძნობები სამ თვეში?
ანუ ეს პროგრამა მართლა ამართლებს...ნეტავი ჩემზეც გაამართლოს.
არასდროს არავისთან არ მიღიარებია ეს,მაგრამ როგორც ყოველ ნორმალურ ადამიანს,მეც მინატრია მეგრძნო ეს.
"ჯადოსნური გრძნობა"
ხო,მინდოდა მეც შემყვარებოდა,მაგრად რომ ვხედავდი რომ ეს გრძნობა ჩემში ერთ წამსაც არ იჩენდა თავს და ყველას მიმართ გულგრილი ვიყავი,იმედები მიცრუვდებოდა და საკუთარ მეს ვებრძოდი!
საკუთარ თავს თითქოს იმისთვის ვსჯიდი,რაც ჩემი ბრალი ნამდილად არ ყოფილა!
ტვინის დაზიანებაზე მეიმ იქამდე იცოდა ,სანამ ამას ვეტყოდი,რაც იმას ნიშნავს რომ ეს პატარა წარმოდგენა ვიღაც ახლობელმა მოაწყო!
ანუ ტობიასმა და ჩემმა რომელიმე მეგობარმა!
ვიცი რომ ამით ვითომ ჩემს დახმარებას ცდილობდნენ ,მაგრამ მე არ მჭირდება ეს!
ასეთი გზით,როდესაც თავს ბოლო დონის იდიოტად ვგრძნობ ,მომხდარის გამო!
გავარკვევ მეორე მათგანი ვინ იყო და საკადრის პასუხს გავცემ და რაც შეეხება მეის,მასთან საკმარისად ბევრი პრეტენზია მაქვს დაგროვებული რომ ესეც მივამატო.
ალბათ რომ შევხვდები ყველაფერს ვეტყვი რაც დააშავა,მაგრამ ახლა მასზე ბრაზის დრო არაა,ამ წამს რაც მინდა მხოლოდ ისაა რომ ვიპოვო და დავეხმარო რომ თავი ციხეში არ ამოყოს.
იმ დროის მანძილზე რაც მის გვერდით გავატარე,ერთი რაღაც შევიტყვე მის შესახებ...მაგალითად ის რომ არ იმსახურებს ის ასეთ განაჩენს!
უკვე მილიონი ადამიანი დავიქირავე და ყველგან ცდილობენ მის მოძებნას,ყველა კვალს მიყვებიან და ყველაფერს აკეთებენ რომ დროულად იპოვონ,იქამდე სანამ ამას სხვა დამასწრებს.

მეი.
პირველი ღამე ამ სახლში და ეს მაარტობაა...მარტობა ,რომელიც არასოდეს მიყვარდა.
ასეთ დროს საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვიწყებ ფიქრს.
ფიქრს ,რომელსაც სააბოლოდ ცრემლებამდე მივყავარ.
ის შეცდომები,ის ჭრილობები,ის ტრავმები და საერთოდ ყველაფერი ერთად მახსენებს თავს და გული მიტყდება!
ყოველთვის ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი,მაგრამ რატო ვგრძნობ ამ წამს თავს დაუცველად და უსუსურად?
მალვაში ვარ,ვემალები კანონს,რადგან არ დავქორწინდი უსიყვარულოდ,რადგან არ მინდოდა მეცხოვრა ისეთი კაცის გვერდით,რომელიც ვერასოდეს ვერ შემიყვარებდა.
ყველაფერი მოსაწყენ ფეერებშია,არაფერი მახარებს,მხოლოდ ვნერვიულობ...ღამის სამი საათია და ჯერ კიდევ არ მეძინება,არამგონია დავიძინო საერთოდ...ვერა,ვერ დავიძინებ ,როდესაც ვიცი რომ ამ წამს ჩემზე ღელავენ,როდესაც ვიცი რომ ჩემს გამო ბევრს პრობლემები შეექმნათ.
დედა,მამა მაპატიე!
მაპატიეთ რომ ასეთი მშიშარა და სისტი ვარ!
ალბათ როგორ გრცხვენიათ ჩემს გამო!

მშვიდი გამომეტყველებით ვწევარ საწოლზე და უფერულ მოსაწყენ ჭერს შევყურებ,მუსიკა მაქვს ჩართული ,რათა ამ გაბატონებულმა სიჩუმემ ჭკუიდან არ გადამიყვანოს!
დემე გაუჩერებლად მწერს,მამოწმებს თუ კარგად ვარ...ისიც მითხრა რომ დღეს მასთან ლუკასი იყო.
ის მე მეძებს,მეძებს და რატომღაც გული მიგრძნობს  რომ მიპოვის ადრე თუ გვიან,ასე რომ სასწრაფოთ რამე სხვა გეგმა მჭირდება,რომ ვნახო რა ვუთხრა?
როგორ გავუსწორო თვალი დამნაშავემ?
მუსიკა ნელი ტემპით გრძელდებოდა და მეც თითქოს ამ ტემპს გონებით მივყვებოდი ,სულ სხვა სამყაროში.
თავს ისევ ჩემს სახლში წარმოვიდგენდი,დედას და მამას გვერდით!
ეს ხმა,ეს საოცარი ხმა ჩამესმის,ლუკასი...მისი ხმა გონებაში ამომიტივტივდა და უნებურად დახუჭული თვალებიდან ცრემლები ჩამომედინა ლოყაზე,შემდეგ კი ნაზ მატერიას დაეცა.
ეს მუსიკა ერთადერთი იყო რაც ამ გაბატონებულ სიჩუმეს არღვევდა,ხოდა ძაალიან დამაბნია უეცარმა სხვა ხმაურმა,რომელიც გარედან მომესმა.
სწრაფათ გავახილე თვალები და საწოლზე წამოვჯექი!
ვაღიარებ ამ წამს შიშმა მთელ სხეულში დამიარა,ვიგრძენი როგორ იწყებდა ეს შიში ჩემს გაკონტროლებას და მეტად სუსტად ვგრძნობდი ამის გამო თავს!
ფეხების კანკალით წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი,რომლიდანაც პატარა ეზო მოჩანდა.
დიდი არაფერი ,მაგრამ ამ ეზოში ზუსტად ვიცი რომ ვერავინ ვერ შემოახწევს,დემემ ის სათანადოდ გადაკეტა,ამასთან ერთად კი სიგნალიზაცია ჩაირთვება ვინმე თუ შემოვა!
ვიცი უსაფრთხოდ ვარ,მითუმეტეს იარაღიც მაქვს ყოველი შემთხვევისთვის,უბრალოდ მაინც შიშები არ მასვენებენ ,რომ ვიღაც აუცილებლად მომაგნებს...ვინ იქნება ეს?
ვინ იცის.

ლუკასი:
მთელი დღე სამსახურში ეს ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდნენ!
გაუჩერებლად ვფიქრობდი იმაზე რაც გუშინ წავიკითხე...მილიონი კითხვა მქონდა მეისთან,მილიონი პასუხ გაუცემელი კითხვა!
წარმოგიდგენიათ როგორ ვიქნებოდი?
მუშაობას ვცდილობდი,მაგრამ ვერა!
ვერა,ვერა!
კონცენტრაციას ვერაფერზე ვახდენ და ყოველ წამს მაილს ვამოწმებ,რომ ვნახო ხომარ გაარკვიეს მასზე რამე,მაგრამ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია.
სამაგიეროდ დილიდან ჩემი ტელეფონია გადატვირთული,რადგან ათასი შეტყობინება და ზარი შემომდის!
ვცდილობდი დამეიგნორებინა ამდენი ჟურნალისტი და ის სამართალდამცავებიც ,რომლებსაც ჩემთან დაკავშირება და გასაუბრება სურთათ ,მაგრამ კომპანის სატელეფონო ხაზს ვერ გავთიშავ!
საკუთარი ტელეფონი რომ გავთიშე ,ახლა აქ შემაწუხეს და ყოველ წამს შემოდის ჩემთან ჩემი თანაშემწე და მეუბნება რომ მათ ჩემთან დაკავშირება სურთ!
მაგრამ როგორც ჩანს ეს არ იყო საკმარისი და სააბოლოდ აქაც მომადგნენ!
ვერ დავიჯერებდი რომ აქ მოსვლა გაბედეს ,ეს რომ  ჩემი თვალით არ მენახა !
ჩემს წინ ორი სამართალდამცავი  იყო აღმართული .

-ბატონო ლუკას,ზარებზე და შეტყობინებებზე არ გვპასუხობდით,ამიტომ სააბოლოდ აქ მოგვიწია მოსვლა და თქვენთან პირისპირ საუბარი.
მესმის რთულია ის რაც მოხდა,მაგრამ თქვენგან ინფორმაცია გვესაჭიროება.
ამ წინადადებით აღემართა სრული ტანის  მამაკაცი ჩემს წინ,რაზეც სკამზე მშვიდად მჯდარმა,ცივად ავხედე და ვუპასუხე.
-გასაგებად განვაცხადე ,რომ ამ დროისთვის არავისთან გასაუბრება არ მსურდა,ნუთუ ეს გაუგებარია თქვენთვის?
მკაცრად დავუსვი საკითხი,რადგან ეს თავხედები ფიქრობენ რომ რაიმე ინფორმაციას გამომტყუებენ მეიზე.
-კი ,ვიცი ბატონო ლუკას და ბოდიშს გიხდით,უბრალოდ თქვენი საცოლე ,ქალბატონი მელანი თქვენთან სამი თვის განმავლობაში იყო,ამიტომ მგონია რომ რაღაც მაინც გეცოდინებათ მასზე...მაგალითად თუ აქვს რაიმე საცხოვრებელი სადმე ,ან ვინმე ისეთი ნაცნობი,ან მეგობარი,რადგან არსად არაა,ყველგან იციან ვინაა და პირდაპირ ჩვენ შეგვატყობინებდნენ!
ქუჩაში კი თავისთავად ვერ იქნება,ეს მითუმეტეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა,ფაქტია ვიღაც მალავს.
უკვე მეორე პიროვნება გამოვიდა ამ უსუსური განაცხადით.
-ვერ გავიგე რა პასუხებს ელით ჩემგან?!
მერე გაარკვიეთ თუ ეს ეჭვი გაქვთ,ჩემგან რას ითხოვთ?
მე არაფერი არ ვიცი და არ ვაპირებ ამ უაზრო გამოძიებაში მონაწილეობას.
კანონის დამცველები თქვენ ხართ,ხოდა თქვენით დაიჭირეთ კანონის დამრღვევი!
თავი ვერ გავაკონტროლე და ცოტა ტონს ავუწიე,მაგრამ ისინი დათმობას მგონი მაინც არ აპირებდენ!
-გთხოვთ,ვცდილობთ თქვენთან ვითანამშრომლოთ.
მესმის რომ ცნობილი ფიგურა ხართ და თქვენ ვერანაირი სასამართლო ვერ შეგეხებათ,მაგრამ თუ ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებთ,სხვაგვარად მოგვიწევს ჩარევა.
ისე მითხრა თითქოს და ეს მუქარა ჩემთვის რაიმეს წარმოადგენდა!
-ხოდა მიდი,გელოდებით!
მაგრამ ნუ მოდიხართ ჩემს კომპანიაში და ნუ მიყენებთ წინ ისეთ საკითხებს,რომლის განხილვასაც თქვენთან არ ვაპირებ.
უკვე ბრაზის კონტროლი მიჭირდა და თუ აქაურობას არ დატოვებდნენ,ცუდ რაღაცას გავაკეთებდი!
ამას მგონი მიხვდნენ კიდეც და ცოტახანში უბრალოდ თავის დახრით დამემშვიდობნენ,შემდეგ კი ჩემი კაბინეტი უკან მოუხედავად დატოვეს.

ამ შემთხვევის შემდეგ განერვიულებული ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას და კაბინეტში
აქეთ-იქით დავიარებოდი,უეცრად მეილზე შეტყობინების ხმა რომ არ გამეგო!
ნუთუ ისინი არიან? იპოვეს?!
ანერვიულებული მივვარდი კომპიუტერს და მეილი გავხსენი...ესეც შეტყობინება!
ეს მათ ეკუთნით!
ჩემს დაქირავებულ ხალხს.

ჯეიმსი:
ბატონო ლუკას ძებნილი ქალბატონი მელანი ვიპოვეთ.
მისი კვალი აღმოვაჩინეთ და იმის მიუხედავად რომ არ ვიცით ზუსტად ისაა თუ არა,ვვარაუდობთ რომ სწორედ ისაა,შეამოწმებთ?

რა თქმა უნდა შევამოწმებ,არც ერთ შანს არ გავუშვებ ,რომელიც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დამეხმარება!
შემდეგ კი გეგმა მაქვს ,რომლითაც გადავარჩენ,მთავარია ვიპოვო!

მე:კარგი ჯეიმს,მისამართი მომწერე.

მეი:
ესეც მეორე დღე ამ სახლში!
ყველაფერმა ისევ იგივენაირად ჩაიარა,როგორც გუშინ...ტელევიზორს ვუყურებდი მთელი დღე და ყველა არხი ჩემზე აცხადებს!
ყველა მე მაკრიტიკებს,გამნსჯიან და მლანძღავენ,მაგრამ მათ სინამდვილეში არ იციან რა ხდება!
არ იციან რაზე ვთქვი უარი და რას გამოვექეცი!
ასეთი უვიცი ხალხი ძაალიან მაბრაზებს!
ამდენი ნეგატიური ინფორმაციის შემდეგ გადავწყვიტე ,რომ სჯობდა ყველანაირ ინტერნეტს და ტელევიზიას მოვშორებოდი რომ მსგავსი არაფერი აღარ შემხვედროდა!
უცბად მივიღე შხაპი და თმას ვიმშრალებდი პირსახოც შემოხვეული,ისევ უცნაურმა ხმამ რომ შემახტუნა!
კი ვიცი რომ შეიძლება რამე სხვა იყოს!
ცხოველი,ფრინველი ან მღრნელი,მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ცუდზე მეფიქრება!
ვერ მოვისვენებ სანამ არ ვნახავ რა არის და მხოლოდ მაშინ დავწყნარდები თუ შევამოწმებ რომ არავინ არაა აქ ჩემს გარდა!

მივიღე გადაწყვეტილება თუ არა და თხელი ხალათი მოვიცვი უცბად და ძაალიან პატარა ნაბიჯებით ნელა დავიძარი შემოსასვლელი კარისკენ.
ეს სახლი ერთ სართულიანია და თუ რამე ვიცი აქ შემოსვლას და რამე გამოსავალს ვიპოვი ,უბრალოდ მაინც ვფიქრობ იარაღი ხომ არ ავიღო?
ვიცი ვაჭარბებ,იქნებ მართლა უბრალოდ რაიმე მღრნელია ან ცხოველი,მაგრამ მარტო ვარ და ყველაფერი მაეჭვებს!
ვერ დავიძინებ და ვერ მოვისვენებ ,როდესაც ეჭვი მაქვს რომ გარეთ ვიღაცაა.
ამის გააფიქრებაზე შუა გზაზე შევჩერდი და გადავწყვიტე იარაღი ამეღო!
არ ღირს ასე გასვლა!
უკვე ვტრიალდებოდი უეცარმა კაკუნმა რომ ადგილზე გამყინა!
კარზე კაკუნია!
ჯანდაბა,ჯანდაბა რა ვქნა?
ახლა რა ვქნა?!
ძაალიან მეშინია!
დემემ თქვა რომ აქ ვერავინ ვერ მომაგნებდა,ვინ უნდა იყოს?!
დიდხანს ვიდექი ასე გაშეშებული ერთ ადგილას და იმაზე ვფიქრობდი რა მექნა,მაგრამ კაკუნი რომ უფრო მეტად გახშირდა ,ძლიერ შევშინდი და სწრაფი ნაბიჯით შევარდი ჩემს ოთახში!
იარაღს ავიღებ და ასე დავხვდები ,ვინც არ უნდა იყოს!
იარაღი აკანკალებულ ხელებში დავიჭირე და მოხურული კარი ნელა დაძაბულმა გავაღე და იცით რა მომხვდა თვალში?!
შემოსასვლელი კარი ,რომელიც ღიაა იყო!
თვალები ამიცრემლიანდა და შიშისგან პირზე ხელი ავიფარე რომ ეს გახშირებული სუნთქვა შემეკავებინა!
რა ვქნა? რა ვქნა?!
-გამარჯობა მეი,სააბოლოდ მაინც გიპოვე!
უეცარ ხმაზე შიშისგან ვიყვირე!
წინ კი უცხო მამაკაცი რომ დავინახე,საერთოდ დავპანიკდი!
მას თავზე შავი კაპიშონი ეფარა და იქამდე სანამ მოიხსნიდა და სახეს გამოაჩენდა,უკვე თითქოს მისი ხმა მეცნობოდა!
ვხვდებოდი რომ ვიღაც ისეთი იყო,ვისაც ვიცნობდი!
მეცნობოდა,მეცნობოდა!
ბოლო ხმაზე ვიყვირე და ოთახის კარის მოხურვა ვცადე,მაგრამ მამაკაცმა ხელით მალევე გააჩერა კარი,შემდეგ კი პირდაპირ ხელებზე მეცა და ხელიდან იარაღის გამოგლეჯვა დიდხანს ეცადა!
სააბოლოდ კი მოახერხა და ხელიდან გამაგდებინა!
ამ წამს კი ჩემს წინ დგას და ამაზრზენი ღიმილით მიახლოვდება!
ესაა ერთადერთი რასაც ვხედავ,თვალები არ უჩანს!
მე კი ყველაფრის მიუხედავად მიჭირს იმის გახსენება თუ საიდან მეცნობა.
-ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან?!
ბოლო ხმაზე ტირილით ვიყვირე,რაზეც მან ჩაიცინა და ღიმილით მიპასუხა.
-შენი ერთადერთი სიყვარული ვარ მეი!
როდესაც პროგრამამ სხვა ამირჩია,იმ წამსვე მივხვდი რომ წესების დარღვევა მერჩივნა შენს დაკარგვას,რადგან მე დიდხანს გითვალთვალებდი და რომ არა ის სულელური პროგრამა ,ახლა უკვე ჩემი იქნებოდი!
მითვალთვალებდა?!
ანუ დიდიხანია რაც უკან დამდევს?
არა,არა გიჟია!
აშკარად შეშლიილია!
რა ვქნა?! თავი როგორ დავახწიო!!
რა მოვიმოქმედო?!
ამას საერთოდ არ მოველოდი,როგორ მომაგნო საერთოდ?!
-აქ როგორ მომაგენი? ჩემგან რა გინდა?!
შიშით ვიკითხე,შედარებით მშვიდად,რომლის უკანაც პანიკას ვმალავდი,მაგრამ ჩემსკენ ამ ამაზრზენი და საშინელი ღიმილით რომ წამოვიდა,ეს ყალბი სიმშვიდე ვეღარ შევინარჩუნე.
-ყველაფერი!
იმ დღის შემდეგ რაც სასწავლებელში შემოვდგი ფეხი და ჩემი მოსწავლეებს შორის შენაირი გოგო  აღმოვაჩინე დავიბენი,რადგან შენ სხვებს არ ჰგავდი მეი!
მე კი ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი!
გახსოვს? ექვსი წლის წინ ჩვენ ძაალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა,ვითომ ეს პროფესიული იყო,მაგრამ ვიცი რომ შენც იგრძენი ჩემს მიმართ ის მიზიდულობა,რაც მე შენს მიმართ ვიგრძენი!
შემდეგ ის უაზრო პროგრამა და მე მომიწია შენთან განშორება,მაგრამ გეფიცები ერთი წუთითაც კი არ შემიწყვიტავს შენზე ფიქრი!
მე შენ მინდოდი მეი,მხოლოდ შენ,სწორედ ამიტომ მოვკალი ჩემი ცოლი და წლების მანძილზე ყველგან გეძებდი და ვცდილობდი სხვა სახელით ჩვეულებრივი მოქალაქესავით მეცხოვრა შენიღბულს და თან ნელ-ნელა შენამდეც მომეხწია!
იმდენხანს ვგეგმავდი ამას და
სააბოლოდ შევხელი მაინც და ჩვენც აქ ვართ!
მე შენამდე მაინც მოვედი,ამიერიდან კი ვეღარავინ ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს.
ღიმილით მიახლოვდებოდა და თან ამ ყელაფერს ბედნიერი მიყვებოდა!
მე კი უკვე შიშისგან და ზიზღისგან ვკანკალებდი და ვერ ვხვდებოდი როგორ!?
უკვე უკან დახევა დავიწყე,რადგან
გავიხსენე ვინც იყო და მივხვდი ამ წამს რასაც მიპირებდა!
ის ჩემი ლექტორია,რომელიც წლების წინ უნივერსიტეტში მასწავლიდა,მე კი მისი ფავორიტი მოსწავლე ვიყავი!
ყოველთვის ვამჩნევდი როგორ განსაკუთრებულად მეპყრობოდა,რადგან ცალკეც კი გამომიყო დამატებითი გაკვეთილი ,მაგრამ იმის მიუხედავად რომ მარტონი ვრჩებოდით,ამას ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი!
არც კი გამიაზრებია როდესმე ,რომ ეს აზრები უტრიალებდა!
-შეშლილი ხარ,თავი დამანებე!
ვუყვირე და მისგან გაქცევა ვცადე,მაგრამ მან უეცრად მთელი ძალით დამარტყა სახეში,ისეთი ძლიერ რომ ძირს დავეცი.
-ნუ მელაპარაკები ასე,თორემ ძაალიან გატკენ მეი,არადა ხომ იცი რომ ეს მეც არ მინდა არა?
ძაალიან მშვიდად მითხრა და ძირს დაცემულს ისევ იგივე ღიმილით მომიახლოვდა!
მე კი ცხვირიდან წამოდინებულ სისხლს დავყურებდი და შიშისგან უკვე ვკანკალენდი!
-მომშორდი!
არასაიდან ,სრულიად მოულოდნელად ფეხი მთელი ძალით მოვიქნიე და ამის შედეგად ძირს დაეცა!
მეც დრო ვიხელთე და ფეხზე წამოვდექი,რათა იარაღი ისევ ხელში ამეღო,მაგრამ ვერ მოვასწარი,ვერ მოვასწარი.
მან უეცრად რაღაც ჩამარტყა მთელი ძალით თავში,მე კი გონება დავკარგე.
ყველაფერი დაბნელდა და ბოლოს მხოლოდ ცივი იატაკი ვიგრძენი,რომელზეც ჩემი სხეული დაეცა.

სულ ეს იყო
იმედი მაქვს მოგეწონათ^^
ვიცი ბევრს ნერვები მოგეშლებათ ესე რომ აირია ყველაფერი და პლიუს მეისაც არ გაამართლებთ,მაგრამ მაინც დაველოდოთ!
ყველაფერს დავწერ ისე რომ არავის არ გაგიცრუვდებათ დასასრულს გული.
უბრალოდ ესეც ისტორიის შემადგენელი ნაწილია,ლუკას და მეის კი წინ ცოტა რთული გზა ელით



№1  offline წევრი Impermeable

საინტერესოდ ჩაიხლართა მოვლენები. ეჭვი მაქვს ისევ ლუკასი თუ იხსნის მეის. არა რომ მირბოდა სად მირბოდა, ხო იცოდა რომ უთვალთვალებდნენ. მოუთმენლად ველი გაგრძელებას <3 <3 heart_eyes

 


№2 სტუმარი Marimari

Mdaa, aq iseti ambebi datrialda rom ar vici ra, imedia lukasi droulad miagnebs meis, sanam is gizhi rames daushavebs meis.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელე

მალე დადებ იმედია, ცოტა ნეგატიური თავი იყო მაგრამ შემდეგში სულ პოზიტივებს ველოდები <3 წარმატებები

 


№4 სტუმარი Life is beautiful

ეს როგორ არ უნდა მოგეწონოს ჰაა?
გადასარევი იყოოო ^_^
მე ძალიან მომწონს ჩემი აზრით უნდა გაქცეულიყო, აბა ისე ძალიან გაბანალურდებოდა.. დაუსრულებელი კინკლაობები წყვილებში უკვე ყელშია, თუმცა ყველას სჭირდება ზოგისთვის კი მთავარი მოტივი... მაგრამ ამ ისტორიას მეის ეს ქმედება ამშვენებს(მე ვიცი ხომლე აკვდება. :D)ძაან კაი იყო და ველი შემდეგს. ^_^

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

არ გავამართლებ მეის?
ყველაზე მართალი საქციელი მეის ქონდა. და კი ლუკასმა ეს დაიმსახურა, ყველაზე რთულ მომენტში მეიმ მასთან ყოფნა არჩია მისი სიცივის მიუხედავად და ლუკასი მაინც როგორ მოექცა?
დეგენერატი სუფთა. Და კიდე თავს რო იმართლებს..
კი გაქცევის საბაბი ქონდა და სრულიად სამართლიანი, ვერ იქნება იმ კაცთან ვინც სიგიჟემდე უყვარს და მისგან მარტო ცივი თბალებით გამოხედვას ვერ აიტანს, გრძნობების გამოუხატველობაზე ლაპარაკი არც მაქ.
ლუკასს თუ შემოარტყავს ვინმე კარგი იქნება..
სიყვარული რომ არ შეუძლია თავისი თავის ბრალია და სხვა არავისი! საკუთარ თქვთან გამართულ ომში... არც კი იცის სხვა რამე.
მეის ნუ ადანაშაულებს იმაში რაც მთლიანად მისი მეგობრების ბრალია და მეის დანაშაული მხოლოდ ისაა რომ ეს ყველაფერი ლუკასს არ უთხრა!
ეს შეშლილი ვინ გამოჩნდა ახლა კიდეეეეე... იმედია მისი სცენები ძაან არ გაიწელება და მალე იპოვის ლუკასი მეის ^-^

ძალიაააან გთხოოვ მალე დადე რაა..

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

როგორც გაიქცა ეხლა იხსნას თავი ქალბატონმა სად მირბოდა ნეტავ ვინ ელოდებოდა მანდ ხომ იცოდა უთვალთვალებდა.ველიდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები

 


№7 სტუმარი Life is beautiful

უი ხო რა გამახსენდა...რამდენიმე დღის წინ წავიკითხე"პრობლემა იწყება შენით" აუ რა კაი იყოოო❤️უბრალოდ გადასარევი იქ აღარ დამიკომებია. მაგრამ მართლა ძაან კაი იყო❤️

 


№8  offline წევრი svien

vaime es raiyoo...male maleeee❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent