შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშბა 1


12-12-2020, 21:22
ავტორი eleini
ნანახია 939

ეს ამბავი დაახლოებით 30 წლის წინ მოხდა. ეს ამბავია, რომელიც სულ დღემდე მიფორიაქებს, მწვავს და ჩემს გულს კუმშავს. ეს ამბავი, ყოველ ღამე მახსენებს თავს. ეს ერთადერთი და უდიდესი კოშმარია ჩემს ცხოვრებაში. სხვა ჩემს ადგილას იტყოდა: ბედია და მიტომაც მოხდა ასეო. თუმცა მე ამას არ ვიტყვი. (მე ხომ ბედის არ მჯერა.) არა ბატონებო, აქ ბედი სულაც არაა დამნაშავე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე ავირჩიე. ადამიანი ხომ ასეა, ირჩევს მას რაც უნდა, ზოგჯერ მართლდება, ზოგჯერ არა. აი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ამბობს, რომ ბედია დამნაშავე. აი, ასეთი უბადრუკია ადამიანი. ადამიანებზე ხშირად ვსაუბრობ ზიზღით. იმიტომ რომ, მეზიზღებიან ისინი, ხოლო საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვერ ვიტან. თქვენ არ იცით, რაოდენ საშინელია ცხოვრება იმ სულსა და სხეულში, რომელსაც სიკვდილივით ვერ იტან. მე კი, დიდი ხანია ასე ვცხოვრობ ბატონებო, თითქმის მთელი ცხოვრება. ახლა კი, დროა მოგიყვეთ ამბავი, თუ რატომ მეზიზღება საკუთარი თავი ასე.

ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო, მე 20 წლის გოგო ვიყავი. სოფელში ვცხოვრობდი. მამასთან და ბაბუასთან ერთად. ბებია დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. დედაჩემზეც ამბობენ, მოკვდაო, თუმცა არასდროს მინახავს მისი საფლავი, არასდროს მინახავს მისი კაბა, ან ფოტო. დედაზე ხშირად არც ვფიქრობ. ბავშვობაში უფრო ხშირად ვფიქრობდი, სიზმრებში ვნახულობდი. ყოველთვის გრძელი წითელი კაბა ეცვა, დიდი შავი თმა ჩაწნილი ჰქონდა, გრძელი ნაწნავი მხარზე ჰქონდა გადმოგდებული, ლამაზი შავი თვალები ჰქონდა, რომნელიც კაშკაშებდა. პატარა ვარდისფერი ტუჩები. ტუჩები, რომელიც არასდროს შეხებია ჩემს ლოყებს, შუბლს, ხელებს. მკრთალი იყო, მკრთალი ხელები ჰქონდა. არც ეს ხელები შეჰხებია ჩემს სხეულს, არც ამ ხელებს გაურეცხავს ჩემი ტანისსამოსი, სკოლისთვის ჩანთაც არასდროს გაუმზადებია, თმაც არასდროს ჩაუწნავს ჩემთვის. არასდროს შემხებია, არასდროს მომფერებია. დედა ჩემს სიზმრებში ხშირად იცინის, თუმცა მას არასდროს გაუცინია ჩემთის. დედა, არასდროს ყოფილა მშობელთა კრებაზე. იცით, როგორ მინდა ზოგჯერ მისი ხმა გავიგო, ან სურნელი შევიგრძნო ? ბავშვობაში ცაში ხშირად ვიყურებოდი, იმ იმედით, რომ დედას დავინახავდი. მაგრამ ახლა გავიზარდე, დედა აღარ მესიზმრება, აღარც ცაში ვიყურები ისე ხშირად. როცა დედა აღარ დამესიზმრა, მაშინ მივხვდი, რომ ბავშვობაც დამთავრდა. აი, სხვა ბავშვები ხომ შოკოლადებს ჰნატრობენ, მე კი ყოველთვის დედას ვნატრობდი. მაგრამ ნატვრა არასდროს ამსრულებია, არასდროს ...

სოფელში ჩემი ტოლი გოგონები გათხოვდნენ, მე კი სწავლა მინდოდა. ეს იცოდა მამაც. მამაჩემი ძალიან კარგი კაცია. პატიოსნების განსახიერებაა. თქვენ არც კი იცით, როგორ გამზარდა. მისი თვალის ჩინი ვიყავი. ყველგან დავყვებოდი. ღმერთმა დედა წამართვა, თუმცა საუკეთესო მამა მაჩუქა. მე ღმერთს არ ვუბრაზდები, პირიქით მადლიეირი ვარ, რომ გვერდით საუკეთესო მამა და ბაბუა მყავს. მამა, არ ფიქრობს ჩემს გათხოვებას და ხვალ ქალაქში მივყავარ. ჩემი მეზობელი სანდროც მოდის. სანდრო ჩემი მეზობელი და ერთადერთი მეგობარია. ძალიან კარგი ბიჭია, ბავშვობიდან ერთად ვართ, სკოლაში, სახლში, მოკლედ ყველგან ... შეხედულებითაც კარგი ბიჭია, ტუჩთან შრამი აქვს, ცოტახნის წინ იჩხუბა და შრამიც დარჩა. მას არ მოსწონს თავისი შრამი, მე კი ვგიჟდები. უფრო უხდება, ვეხუმრები, წლების შემდეგ ერთმანეთი , რომ დავკარგოთ ამ შრამით გიპოვი მეთქი. დღეს საღამოს გარეთ უნდა გავიდე, მითხრა გამოდი სანამ წავალთ სოფელი მოვისიყვარულოთო. მეც დავთანხმდი. აი, ეზოშია. უკვე მელოდება. საჩქაროდ ავდექი, შალი მოვიხვიე და გავვარდი.
- კარგი რა ნინო, სულ ასე უნდა მალოდინო ?!
- ჰო, კარგი, რა იყო. ლამის კისერი მოვიმტვრიე. ამაზე ორივემ ჩავიღიმეთ. გავედით ეზოდან და გავუყევით შარას. მივდიოდი და ვფიქრობდი, ეს ის ადგილია, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ხვალ უნდა დავტოვო.
- სანდრო, მოგენატრება სოფელი ? ვუთხარი და მზერა მიწას მივაპყარი.
- კი, როგორ არა. აქ ხომ ჩემი საუკეთესო წლები გავატარე.
- ვინ იცის, ვინ დავბრუნდებით სოფელში. როგორი ადამიანები. ან იქნებ არც დავბრუნდეთ ?
- გაჩუმდი, რას ამბობ. დავბრუნდებით და კვლავ ასე ვისეირნებთ, როგორც ახლა.
- იმედია... ცოტახანი გავჩუმდით, წყაროსთან ავედით და ქვაზე ჩამოვჯექით. სანდროს აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ ამბობდა, არც მე ვეკითხებოდი არაფერს. მერე კი დაიწყო:
- ნინოო ..
- ჰო, სანდრო.
- ნინო, შენი აზრით, ერთმანეთს დავკარგავთ ?
- არა სანდრო, რას ამბობ. არასდროს.
- მაშ, მპირდები ?
- გპირდები სანდრო, საკუთარ თავზეც, რომ მომიწიოს უარის თქმა შენზე არასდროს ვიტყვი. თვალები გაუბრწყინდა, არ ელოდა ამ პასუხს, როგორც ჩანს.
- ნინო, რომ შემიყვარდე ?
- შეგიყვარდე ? შენ მე ?
- ჰო
- არა, გამორიცხულია, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
- იცი რაა ნინო, არ ვიცი ახლა გამბედაობა, როგორ მოვიკრიბე, რომ ამას გეუბნები. მე შენ იმ დღიდან მიყვარხარ, როცა პირველად დაგინახე. ჰო, მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი და გაუაზრებლად მიყვარდი, ახლა კი, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნად ყველაფერს მირჩევნიხარ. საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. მზად ვარ ჩემი ერთადერთი სიცოცხლე შენთან ერთად გავლიო. ტუჩებმა ცახცახი დამიწყო, ხელებმა კანკალი, არ ვიცი რა უნდა ვქნა, ღმერთო დამეხმარე. სანდრომ ისევ განაგრძო.
- განა შენ არ გიყვარვარ ? განა ვერ ვხვდები ? თვალებს, როგორ მარიდებ, როგორ წითლდები ჩემი დანახვისას, რომ ვერ გნახულობ, როგორ ნერვიულობ. ნინო შენც გიყვარვარ. უბრალოდ შენს თავს ვერ უტყდები. თვალები ცრემლით გამევსო, პირველად წამომივიდა ცრემლები, მის წინ. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. მზად სიკვდილისთვისაც კი ვიყავი, ოღონდ ამისთვის არა. ასე მეგონა ვიღაც ჩემს გულს შეეხო.
- სანდრო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და რა თქმა უნდა მიყვარხარ, როგორც მეგობარი.
- მეგობარი, და მეტი არაფერი ?
- კი.
- ნინო, დარწმუნებული ხარ ?
- კი, ახლა უნდა წავიდე.
- ნინო, ვიცი რომ გიყვარვარ. უარი არ მითხრა.
- სანდრო, არ მიყვარხარ.
- ნინო, იცი რაა, მოვა დრო და აუცილებლად ინანებ, რომ უარი თქვი შენს სიყვარულზე. შეიძლება კიდევ შეიყვარო ვინმე, მაგრამ დამიჯერე, მე ვერასდროს დამივიწყებ. ვერც ჩემს სიყვარულს და ვერც ამ დღეს.
- მშვიდობით სანდრო ... ეს ვთქვი და გავიქეცი. არ ვიცი, სანდრო მართლა მიყვარდა, თუ არა. რაღაცას ვგრძნობდი მის მიმართ, რაღაც კარგს, სასიამოვნოს. არ ვიცი, რატომ გავჩერდი, ღუმცა მე ხომ არ ვიცი, როგორია სიყვარული. ამას ვამბობდი და გული შიგნიდან მიპატარადებოდა, წარმოდგენაც არ მქონდა ბედი რას მიმზადებდა.


ქალაქში წავედით მე და მამა. სანდრო ჩვენთან ერთად არ წამოსულა. არ ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა, დანაკლის ვგრძნობდი სანდროს სახით. თუმცა, როგორ უნდა ჩამეხედა მისთის თვალებში ? მოკლედ დავბინავდი, მამა უკან წავიდა სოფელში. იურიდიულის სტუდენტი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ხომ ჩემი ცხოვრების მიზანი იყო.

7 წელი გავიდა, ახლა პროკურორი ვარ, წარმატებული ქალი. მაქვს სახლი, მანქანა, ფული, მაგრამ რაღაც მაკლია. სრულყოფილი და შემდგარი ქალი ვარ, მაგრამ არა ბედნიერი. მყავს საქმრო. მამა და ბაბუა სოფლიდან ქალაქში წამოვიყვანე. სახლი ვუყიდე, დამხმარე ქალი ავუყვანე, ის უვლის მათ, საჭმელს უმზადებს, ულაგებს. მეც მივდივარ, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება. თუმცა იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, საკუთარი თავისთვის ძლივს ვიცლი. დღედაღამ დამნაშავეებს დავდევ, მათი ძებნა გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება. თუმცა მეც ეს არ მინდოდა ? სოფელში არ ვყოფილვარ დიდი ხანია. არ ვიცი, იქ რა მესაქმება. ჰო, სანდროზე კიდევ არაფერი გამიგია, რას წარმოვიდგენდი, თუ ის ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. არც მისმა მშობლებმა იციან არაფერი, იმ დღის მერე უკვალოდ გაქრა, წარმოდგენა არ მაქვს ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ.

დღეს საზარელი მკვლელობის საქმე მივიღე. რთული ვითარებაა. სახლში შევიდნენ და ბავშვის წინ მშობლები ჯერ აწამეს მერე კი დახოცეს. სამი მიცვალებული გვყავს. ორი ფიზიკურად, ხოლო ერთი სულიერად. ბავშვი სავაადმყოფოშია, მის მერე გონს ვერ მოდის. შემთხვევის ადგილას წავედი. ყველაფერი სისხლში იყო ამოსვრილი, დანაშაული ზედმეტად სუფთად იყო გაკეთებული, კვალი თითქმის არ ჩანდა. ეტყობოდა, პირველი მკვლელობა არ ყოფილა. თუმცა, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს დამნაშავე, ის მაინც ტოვებს კვალს. აი, საწერ მაგიდის ქვემოთ, ტყავის ხელთათმანი ეგდო. ამ ხელთათმანს, თუ გადმოატრიალებდით, ზედ წაიკითხავდით : „უშბა“ რას უნდა ნიშნავდეს, უშბა ? დამნაშავის სახელი უნდა იყოს, თუ ზედმეტ სახელი ? ალბათ, უფრო ზედმეტ სახელი.

შემთხვევის ადგილიდან, რომ გამოვედი. ვიღაც კაცი შევნიშნე. მაღალი, შავებში შემოსილი. შავი სათვალე ეკეთა. წარმოსადეგი კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა უნდოდა აქ და ახლა ? გადავწყვიტე გამოვცნაურებოდი.
- გამარჯობა, იცნობდით ცხონებულებს ?
- არა. უხეშად მითხრა.
- აბა, აქ რა გინდათ ?
- უკაცრავად, თქვენ არავინ გეკითხებათ.
- თქვენ იცით მე ვინ ვარ ? გაბრაზებულმა ვუთხარი.
- და თქვენ იცით მე ვინ ვარ ? მითხრა და ოდნავ ჩაიღიმა.
- არა.
- რა დამთხვევაა, არც მე. და არც დიდი ინტერესი მაქვს გაგების. რა უზრდელია, როგორ მელაპარაკება.
- მე პროკურორი ვარ, ეს კი შემთხვევის ადგილია. ვალდებული ვარ დაგკითხოთ.
- თქვენ რა, დამცინით ? რის საფუძველზე, რომ ვდგავარ ?
- შემთხვევის ადგილას.
- აა, ეს თქვენ ხართ არაა? ცნობილი პროკურორი. ნინო გომელაური, თქვენი სახელი ქუხს მთელს საბჭოთა კავშირში, თუმცა ვატყობ სულ ტყუილად.
- უკაცრავად, რა მითხარით ?
- როგორც გაიგეთ.
- თქვენ ახლა, ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვ ქვეშ დააყენეთ ?
- დიახ.
- უზრდელი ხართ.
- თქვენ კი, თქვენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, ქალბატონო. იცით, ადრე ერთ გოგოს ვიცნობდი, მასაც დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, ბოლოს კი კისერი მოიმტვრია.
- თქვენ რაზე მიმანიშნებთ ?
- არაფერზე, პირდაპირ გეუბნებით.
- რას, რომ კისერს წავიმტვრევ ? და გადავიხარხარე.
- არა ქალბატონო ნინო, არ წაიმტვრევთ, უკვე წამტვრეული გაქვთ.
- როგორ ბედავთ ჩემთან ასეთ ლაპარაკს ?
- და ვინ ხართ ასეთი, რომ ვერ გავბედო. ახლა მან გამიცინა.
- იცით, თქვენ არ გავხართ პატიოსან კაცს, თქვენ ძალიან უხეში და უზრდელი ხართ.
- იცით, თქვენ ახლა შეურაწყოფა მომაყენეთ.
- და თქვენ არა ?
- მე, მხოლოდ ის გითხარით, რასაც ხალხი ამბობს და რაც ვიცი. თქვენ საჯარო პიროვნება ხართ, თქვენი არცერთი ცხოვრებისეული დეტალია, ფარდას მიღმა. ასე რომ თქვენზე ყველაფერი ვიცი, ისიც რომ მოხუცი მამისა და ბაბუის მოვლა არ გინდათ, გაგდებული გყავთ, რომელიღაც მივიწყებულ უბანში, ვირაც მომვლელთან და თავს იმით იმართლებთ, რომ ძვირადღირებულ სახლში აცხოვრებთ. ჩემზე კი, არაფერი იცით, ჩემი სახელიც კი.
- მაშ, რა გქვიათ ?
- ეს თქვენი საქმე არაა, ახლა უნდა წავიდე. ეს მითხრა და გაქრა. კი მაგრამ ვინ იყო, ამნაირი თავხედი და უზრდელი. რას მოვიდა საერთოდ.

გამოძიების შედეგად დავაკავეთ, 4 კაცი. გამოძიებამ 7 თვეს გასტანა. მე ამ პერიოდში გავთხოვდი კიდეც. ახლა ორსულად ვარ. ჩვენ დავაკავეთ : გიორგი ბურდული, ვახტანგ გელოვანი, დავით სამხარაძე და მალხაზ აბულაძე. დღეს შევხვდი ვახტანგ გელოვანს და დავკითხე მე.
- ბრალდებულო, ვახტანგ. რა მოტივით მოკალით ლალიაშვილები ?
- გვინდოდა და მოვკალით.
- ადამიანებს მასე უბრალოდ არ კლავენ.
- თქვენ რატომ გაჩნდით ნინო ? თქვენს მშობლებს უნდოდათ და გაჩნდით. იყვნენ ალერსის ხასიათზე და თქვენც მოევლინეთ ქვეყანას. ჰოდა მეც მინდოდა მომეკლა ლალიაშვილები, ვიყავი მკვლელობის ხასიათზე აი, ასე ავდექი და მოვკალი.
- ჩვენ უკვე ვიცით, რომ თქვენს უფროსს, რომელიც დაკავებული არ გვყავს, ცოლად ჰყავდა, თამარ ლალიაშვილი, თამარ ლალიაშვილმა მას უღალატა და ცოლად გაჰყვა, გიორგი ლალიაშვილს. თქვენც ადექით და მოკალით. ხოლო 2 წლის ბავშვს აყურებინეთ ყოველივე.
- ის ბავშვი იმ კაცის შვილი იყო. ხოლო თავის მრუშ დედასთან არ უნდა ყოფილიყო.
- ვახტანგ, დედა მრუში იქნება, თუ ანგელოზი ეს ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს.
- როგორ არა, გაიზრდებოდა და შერცხვებოდა მასეთი დედის.
- ეგ იმ ბავშვს უთხარით ვისაც დედა, არასდროს უნახავს. მე არ მინახავს დედა არასდროს. მყავს არაჩვეულებრივი მამა, რომელიც მზრდიდა და დედობასაც ცდილობდა. მაგრამ ყოველთვის განვიცდიდი დანაკლისს სახელად- დედას. ქვეყანად არავის აქვს უფლება, შვილი დედას დააშოროს.
- თქვენ მიიღებთ მრუშ დედას ?
- 10 წლის უკან მივიღებდი, ახლა არა. მაგრამ არა იმიტომ რომ მრუშია, უბრალოდ ვერ ვაპატიებდი, ამდენი წლის მონატრებას. იგივე, რომ თქვენს უფროსს ჩაედინა, დარწმუნებული ვარ, იტყოდი. კაცია და გაიგულავა, მერე რა მოხდაო, მაგრამ ქალი აწამეთ და სამუდამოდ დაახუჭინეთ თვალები. რატომ ?
- იმიტომ რომ, ის ქალია. იჯდეს სახლში თბილად, აჭამოს ბავშვებს, მოუაროს ქმარს და თუ მაინცდამაინც კაცი უნდა, ქმარი რისთვის ჰყავს?
- იცით, ქალზე, რომელზეც როგორც საგანზე ისე ლაპარაკობთ სიცოცხლე გაჩუქათ. დედათქვენიც ხომ ქალია, თქვენც ხომ ვიღაცის შვილი ხართ ? ამაზე რატომ არ ფიქრობთ ?
- დედაჩემს არავისთვის უღალატია.
- იქნებ ლალიაშვილებს შეუყვარდათ ერთმანეთი.
- იმ უვარგისებს ბავშვობდიან ჰყავრებიათ ერთმანეთი. ყელში ბურთი გამეჩხირა, სანდრო გამახსენდა.
- სიყვარული როდიდანაა დანაშაული ?
- ეჰ ქალბატონო ნინოო ...
- კარგით, ვინ არის უშბა ? ეს, რომ ვუთხარი კანკალმა აიტანა, გალურჯდა. ხელები გადააჯვარედინა, თვალები აემღვრა, რატომ შეშინდა ასე ?
- უშბა ? პირველად მესმის.
- ტყუით. საკმაოდ ცნობილი დამნაშავეა. ეგრედ წოდებული კანონიერი ქურდია.
- უშბა დამნაშავე კი არა, ნამდვილი ვაჟკაცია.
- ვაჟკაცები, ცოლებს არ კლავენ და არც ბავშვებს აყურებინებენ დედის სიკვდილს.
- თქვენ რა გესმით ? უშბა საუკეთესო ადამიანია.
- რომელმაც ქალი მოკლა? მითხარით რა ჰქვია ?
- მისამართსაც გეტყვით, პირდაპირ დააკავეთ.
- მეტყვით ?
- არა, მოვკვდები და არა.
- კარგით. ის ვანო ახვლედიანია, მე უბრალოდ თქვენი ერთგულება მაინტერესებდა.
- არ დააკაოთ, ინანებთ იცოდეთ.
- უკვე რომ დავაკავეთ ?
- უშბა ? გაიოცა მან.
- დიახ, თქვენი უშბა. აი, ახლა უნდა წავიდე ის დავკითხო. ეს ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. უკნიდან მომაძახა.
- ქალბატონო ნინო, გაუშვით სანამ დროა... მე გამოვედი და კარი გამოვიჯახუნე, ახლა უშბა მელოდებოდა, მინდოდა მენახა და თვალებში ჩამეხედა. როცა შევედი სახტად დავრჩი ეს ის კაცი იყო, სადარბაზოსთან რომ მენახა. ახლა სკამზე დავჯექი და ჩემს პირდაპირ იჯდა. და დავინახე ტუჩთან პატარა ნაკაწრი. სანდრო გამახსენდა, კიდევ.
- ტუჩზე რა გჭირთ ?
- არფერი.
- როგორც გნებავთ.
- რატომ მოკალით თქვენი ცოლი ?
- მან მე მიღალატა.
- გიღალატა ?
- კი.
- გიყვარდათ თქვენი ცოლი ?
- არა.
- მაშ რატომ შეწუხდით მისი ღალატით ?
- მე გითხარით ცოლი არ მიყვარდა თქო, მაგრამ თქვენ არაფერი გიკითხავთ ჩემს ღირსებაზე. მე ჩემი ღირსება მიყვარს, მხოლოდ. და არავის მივცემ უფლებას შელახოს იგი.
- და თქვენ ახლა ღირსეული ხართ ?
- რა თქმა უნდა.
- თქვენი ნამდვილი სახელი მართლა ვანოა ?
- კი.
- არ მჯერა.
- რატომ ?
- არვიცი, არ მჯერა.


ვილაპარაკეთ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი ვერაფერი შევიტყვე, გარდა იმისა რომ ასე უფრთხილდება საკუთარ ღირსებას.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვანო ღირსეულია ?

3 თვე გავიდა. გავიგე, რომ ვანო სანდროა. ადამიანი, რომელთანაც მთელი ახალგაზრდობა გავატარე, ვერ ვიცანი. ახლა ისევ მასთან ვარ.
- ვანო დაგიძახო თუ სანდრო ? ეს კითხვა, მოულოდნელი იყო მისთვის. თუმცა ემოციის კვალი არ დატყობია, არადა მე ერთი კვირა ვტიროდი.
- ვანო.
- მე სანდროდ გიცნობ.
- სანდრო მკვდარია, გითხარი ვანო ვარ მეთქი.
- მე სანდრო მინდა დაგიძახო.
- გინდა არა ?
- მინდა, რა უქენი ნაიარევს ?
- გავაქრე.
- ეტყობა ბოლომდე ვერა, ნაკაწრი მაინც გაქვს.
- შენ ხომ ვერ მიხვდი, ხომ მაინც ვერ იცანი ? გახსოვს, როგორ მეუბნებოდი: რომ დავიკარგოთ ნაიარევით მოგძებნი და გიპოვიო, მაგრამ ვერ მიპოვე. ესეიგი ბოლომდე გამქრალა. ცრემლები მომადგა. მან ისევ გააგრძელა.
- შენ ეს ნაიარევი გიყვარდა არა? მეც ამიტომ გავაქრე, რომ შენი თავი არ შეეხსენებინა. სანდრო ისეთი ზიზღით მელაპარაკებოდა, რომ თავი მეც შემზიზღდა. მე ხომ მას ვუყვარდი, ახლა რა დაემართა ?
- მე ხომ შენ გიყვარდი ?
- კი.
- რა შეიცვალა ახლა ?
- ბევრი რამე, თუნდაც ის რომ ახლა მე სანდრო არ ვარ.
- მართალი ხარ, შენ სანდრო არ ხარ. სანდრო, რომელსაც მე ვიცნობდი ადამიანს, კი არა ჭიასაც არ მოკლავდა.
- შენ მე არ მიცნობდი.
- შეიძლება...
- ნინო, წადი. მე ხვალ მაინც გამოვალ აქედან. საქმე უკვე გაკეთებულია.

რა უცნაურები ვართ არა? სანდრომ მითხრა ინანებო, მე კი ვნანობ. რატომ არ ვუთხარი, მაშინ რომ თავდავიწყებით მიყვარდა. გახსოვთ, მე გითხარით, ყველაფერი მაქვს. ქმარი, შვილი, ფული, დიდება, პატივი, მაგრამ რაღაც მაკლია თქო. დიახ, რაღაც მაკლია. და ეს სანდროა, მე სიყვარული მეკლდა. სიყვარული რომელიც დღემდე მათბობდა. სანდრო ხვალ, გამოვა და ისევ დაიკარგება... ბედისწერა კი, აღარ შეგვახვედრებს ერთმანეთს. მას ისე ვუყვარდი, თავის ერთადერთ სიცოცხლესაც მე მჩუქნიდა, ადრე მის თვალებში სიყვარულს ამოიკითხავდით ახლა კი, მხოლოდ ზიზღს.

თუმცა არავინ იცის, ბედისწერა ვის რას უმზადებს, არ ვიცოდი მეც ...



№1  offline წევრი Lu Miki

საინტერესო ჩანს , იმედი მაქვს მალე გაგრძელდება და ბევრს არ გავწვალდებით. წარმატებები <3
--------------------
θεόνα

 


№2  offline წევრი eleini

Lu Miki
საინტერესო ჩანს , იმედი მაქვს მალე გაგრძელდება და ბევრს არ გავწვალდებით. წარმატებები <3

დიდი მადლობა <3

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent