სადაც, წყვდიადი შეხვდება ნათელს (თავი 1)
*** -დემეტრე ბურდული საქართველოშია? -ამბობენ თვით ეშმაკია დამატყვევებელი ბიჭის სხეულშიო. -ჯერ 24 წლისაა, ამხელა კომპანიას მარტო მართავს? -დემონიაო იმასაც იძახიან.... ვინც უახლოვდება ყველა იატნჯება. ასეთი ხმები დადიოდა მთელს ქვეყანაში. რეალობაში კი არავინ იცოდა ვინ ან რა იყო დემეტრე ბურდული... დემონი? თუ უბრალოდ ბრაზიანი ბიჭი? *** წესით მშვენიერი და ლამაზი დღე უნდა დაიწყოს ასე... მზის სხივები ფანჯარაში აღწევენ და ჩემს სახეზე დარბიან უწესრიგოდ, მაგრამ არა.... მე ხომ ყოვლად უკუღმართი ვარ, ასე, რომ ჩემი დღე დაიწყო ასე.... ოთახში ჩემი ორი ჯუნგლებიდან გამოქცეული დაქალები შემოვარდნენ, ქვაბის თავსახურებით ხელში უჭირავთ და მთელი ძალით ერთმანეთზე ახეთქებენ. -დამაძინეეთთთთ! ვღირიალებ ბოლო ხმაზე, რის შემდეგაც ცოტა ხანი სიჩუმეა, კმაყოფილი ვკოტრიალდები მეორე მხარეზე, ოდნავ თვალებს ვახელ და ვხედავ, ელენეს სახეს ჩემს სახეთან ზედმეტად ახლოს. -აააააა.... ვიკივლე და უცბად წამოვხვტი. -თქვენ კარგა ხართთ? ვის გაუგია ადამიანის ასეთ გაღვიძება? -ქალბატონო ბარბარე, თქვენი გაღვიძება ყოვლად შეუძლებელი ხდება ხოლმე, ამიტომ ასეთი გზა ყველასათვის მომგებანია. (ნუცა) -გაჩვენებთ ახლა მე თქვენ მომგებიან საქმეს. მათკენ წავედი, როდესაც ელენემ და ნუცამ ხელებით გაჩერება მანიშნეს. -რა ხდება? წარბის აწევით ვკითხე გოგოებს. -ანდრეა ჩამოვიდა. (ელენე) -სად არის? აჟტირებული ვკითხულობ და ერთი სული ამქვს ვნახო მონატრებული მამიდაშვილი. უცბად მხარზე შეხებას ვგრძნობ და უკან დაფეთებული ვხტები. -ანდრეააააა.... ვკივარ ბოლო ხმაზე და მამიდაშვილს ზედ ვახტები. -მომენატრე შე ცუდო ბალღოოო. მთელი ძალით ვეხუტებოდი მას. -კარგი ბაბი ნუ გამჭყლიტე. ისე ერთი წელია არ მინახიხარ და მოასწარი სოფლური კილოს აკიდება? -მართლა ცუდი ბალღი ხარ რა. თავი გავაქნიე. -მიდი მოემზადე დროზე თორე ბიჭები რეკავენ ხო არ გააპარე ეგ გოგოები რუსეთშიო. -მაიმუნი ხარ რა. ხელი ვკარი მხარზე და სააბაზანოში უნდა შევსულიყავი, როდესაც უკან მოვიხედე თვალები მოვჭუტე ორი თითი ჩემკენ მოვიტრიალე და შემდეგ ელენეს და ნუცასკენ. -თქვენ გზაში მოგხედავთ. სარკეში ჩავიხედე და ორეულს გავუღიმე, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. ყველაფერი კარგად იქნება. სანამ თავს მოვიწესტიგებ მანამდე ჩემს თავზე მოგიყვებით. მე ვარ ბაბი თოდუა, 19 წლის, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, საშუალო სიგრძის, წაბლისფერი, ტალღოვანი თმებით და დიდი მწვანე თვალებით. ვცხოვრობ დედასთან (ნინო ბერიძე), ბებიასთან (ქეთევან გვენცაძე) და ბიძასთან (ლაშა თოდუა) ერთად სოფელ მატანი-ში. როგორც გაიგეთ ასევე მყავს ორი ბავშვობის ძალიან ახლო მოგობარი ელენე წიკლაური და ნუცა დიასამიძე, ასევე ჩემი ზემოთმოხსენიებული მამიდაშვილი ანდრეა ონიანი. მამა (იოანე თოდუა) არ მინახავს, ის ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მუცელში ვიყავი. დედა სულ მიყვებოდა როგორ უყვარდა და როგორ უნდოდა, რომ გოგო ყოლოდათ, ცოტა არ იყოს რთულია იმის მოსმენა დედა, ძველი მოგონებებისგან როგორ იტანჯება, ამიტომ ვცდილობ ამაზე ლაპარაკი არ დავიწყო, ისე კი იმდენი რამე მაინტერესებს მამაზე. მან მხოლოდ ერთი ყელსაბამი დამიტოვა, რომელზეც პეპელაა გამოსახული და არასდროს არ ვიხსნი, ჩემთვის ეს ერთგვარი თილისმა გახდა და როდესაც მიკეთია ვგრძნობ, რომ მამა ყოველთვის ჩემთან არის. ამბობენ ვერ მოგენატრება ის რაც არასდროს გქონია და გიგრძვნიაო. სრული სიმართლეა, მაგრამ სამაგიეროდ სიცარიელეს გრძნობ. ვუყურებდი როგორ ეთმაშებოდნენ სხვა ბავშჰვები მამებს, სწავლობდნენ ცხენზე ჯირითს მე ამ დროს სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ ამოვსებას ბიძია ახერხებდა, ის იყო ჩემთვის მამა, მან მასწავლა ის რაც მამას უნდა ესწავლებინა. კარგით ამის გაგრძელება აღარ გვინდა. იმას გეტყვით, რომ მიყვარს ცეკვა. ის უბრალოდ ჩემი ცხოვრების და სულის ნაწილია, ყველანაირ ემოციას ასე გამოვხატავ, სოფელში ამის გამო ,,უფრთო ანგელოზი“ შემარქვეს, ვიცი ზედმეტია, მაგრამ კეთილი ხარო და თანაც შენი ცეკვა ანგელოზების მოძრაობას ჰგავსო მეუბმნებოდნენ, ხოდა მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. იდევ ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება, თქვენთვის არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ძალიან ლამაზი მოგონებაა. იმ ღამეს, როდესაც 18 წლის გავხდი, საწოლში დაწოლილს რაღაცის ხმამ არ მომასვენა, გაურკვეველი ხმა იყო ვერც ვიხსენებ, მაგრამ მიზიდავდა, ძალიან მიზიდავდა, წამოვდექი და აივანზე გავედი, სავსე მთვარე იყო ძალიან ლამაზი და ძალიან იდუმალი. მთვარემ თითქოს ჩემთან კავშირი დაამყარა უხილავი ძაფებით, ფეხებში მიწა ვეღარ ვიგრძენი, უცბად თვალისმომჭრელად განათდა და მთვარის გარდა ვეღარაფერს ვხედავდი. ვიგრძენი, როგორ ამევსო სხეული წარმოუდგენელი ენერგიით, მთვარე ჩაქრა და მთელმა მისმა სინათლემ ჩემს სხეულში გადმოინაცვლა და გონება დავკარგე. ეს ყველაფერი ძალიან რეალურს გავდა, დედას ხმაც კი გავიგე, რომელიც გამოფხიზლებას მთხოვდა. მაგრამ დილით, რომ გავიღვიძე, საწოლში ვიყავი. არადა ისეთი რეალური იყო თითქოს ყველაფერი, იმაშიც კი შემეპარა ეჭვი, რომ ეს ჩემი ფანტაზია და სიზმარი იყო, დედასაც ვკითხე რამე ხმა ხომ არ გაგიგია მეთქი, მაგრამ არაფერი უცნაური შეუმჩნევია. ეს სიზმარი იყო, ჩემი ფანტაზიის ნაწილი, მაგრამ ვეღარ დავივყწე. კარგით მემგონი ძალიან გამიგრძელდა, წასვლის დროა უკვე. გავემზადე, ჩანთა ჩალაგებული მქონდა, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი, სადაც მოქოთქოთე დედა და ბებო დავინახე. -შვილო რა იყო ამდენი ხანი ძილი და მომზადება, ხო კარგად ხარ? -კარგი რა დედა, ნებივრობაც აღარ მაცადოთ ზრდასრულ ქალს. -ეგ საბუთებში ბაბი. თვალი ჩამიკრა ნუცამ, ამაზე ყველას გაეცინა, ჩემს გარდა. -შენ ქალბატონო შიში გქონდეს ჩემი. -კაი, კაი, ნუ ტლიკინებ ახლა შენ ბევრს. გამიგიჟდნენ ბიჭები თბილისში. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ სანამ ანდრეა და ბიჭები ბიზნესს დაუდგებოდნენ სათავეში, სასტავი ვიყავით. მე, ნუცა, ელენე, ანდრეა, ლუკა (ამირეჯიბი), ზუკა (ღონღაზე) და ზუკას ძმა იონა. ყველა ძალიან მომენატრა, უკვე ერთი წელია ისინი არ მინახავს. -აგატლიკინებ ახლა მე შენ, საჭმლის ჭამა მაინც მაცადე. დავუცაცხანე ანდრეას. -გოგო წამოიღე ეგ ხაჭაპურები და გზაში ჩასკდი ხო შეიძლება. -შენ რაღაც ზურგზე ხელის დამჩნევა მოგანტრა. -შენებურად არ დაიწყო გზაში, საჭესთან ვზივარ. თავი დაიცბა ანდრეამ. -ახლა მართლა ნუ გადამრევთ თქვენ მე რა, 10 წლის ღლაპებად დარჩნენ ესენი. (ელენე) მე და ანდრეამ მამის მკვლელი თვალებით გავხედეთ მომცინარ გოგოებს. -ოპააა, ამათი ჯიშის წყევლა არ აგვცდება ჩემო ელენეე. მომენატრები, ძალიან მიყავრდი. ეს უთხრა დანანებით ნუცამ და ელენეს გადაეხვია. მე დედას გავხედე, რომელიც ჩვენზე იცინოდა. -კარგი ჩვენ უნდა წავიდეთ. (ანდრეა) მე დავემშვიდობე დედას, ბებოს, ბიძას. -ბიძი იცოდე მიმიხედე ამ მარგალიტ და ბრილიანტ გოგოშკებს. -აბა რას ვიზამს ბარბარე, მოწყენის საშუალებას არ მივცემ. თვალები ჩამიკრა ბიძიამ. დედამ წასვლის დროს სევდიანად შემომხედა, მე ვეღარ გავუძელი და მთელი ძალით გავექანე და ჩავეხუტე. -ფრთხილად იყავი და გახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ხარ. -მიყავრხარ დე, მალე ჩამოვალ. ბოლოს როგორც იქნა მანქანაში ჩავსხედით. ცოტა არ იყოს მოვიწყინე, ძალიან მომენატრებიან ყველა, თან მეშინია ახალ, სრულიად უცხო ადგილას გადასვლა, თუნდაც სასწავლებლად. მაგრამ არაუშავს მე ყველაფერს გავუმკლავდები, თან რამდენიმე თვეში ახალ წლებზე ხომ ისევ ჩავალ, რა პრობლემაა, იქამდე არც ისე დიდი დროა. უცბად გავხმიარულდი და მანქანაში მუსიკა ჩავრთე და მაღალზე ავუწიე. ნუ ნუცა და ელენესაც სამაგიერო გადავუხადე, ცოტა გავაწვალე, ცოტა ვუღიტინე, ცოტა ნერვები მოვუშალე და ასე. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ გავიგე, როგორ ჩავედით თბილისამდე. ულამაზესია თბილისი, თან რამდენი ხალხია, მანქანებით მოძრავიც და ფეხითაც. დაახლოებით ქალაქში შესვლიდან ნახევარ საათში, დიდი, სამსართულიანი სახლის წინ ავღმოჩნდით. როგორც კი მანქანა გავაჩერეთ, მაშინვე გაიღო ჭიშკარი და მიყოლებით გამოცვივდნენ ბიჭები. როგორ გასიმპატიურებულა ყველა. ნუცას კაი დღე არ დაადგება, ლუკას შემხედვარე. -შე*ემა სად იყავით ამდენ ხანს, რომ დაგვაჭედე დღეს დილაადრიან ფეხზე, გოგოები ჩამომყავსო. იცინოდა იონა და თან ჩვენ გვეხვეოდა. -ეგ მანდილოსნებს კითხე. თითი ჩვენკენ გამოიშვირა. -ეს არსება ძაან გაათამამეთ ხო? იკითხა ელენემ. -ხო ელენე, აბა აქაო და უფროსი ვარო, თავს ამის უფლებას მივცემო და აჰა. სინანულით ლაპარაკობდა ზუკა და ყვეა დანარჩენი იცინოდა, ანდრეას გარდა. -ხო, დამაცადე შენ გათენდეს ორშაბათი, მე შენ განახებ გათამამებულ უფროსს. -ლუკიტო სად არის? აი ლუკიტო, აბა ლუკიტო შენც თქვი რამე. ხელი გადახვია ხუკამ ლუკას და ჩვენთნ დააყენა. -ითხოვ ხო, რომ სიფათში გხიო? ბრაზით გახედა ლუკამ. -არა ლუკიტო, ბოდიში ლუკიტო, მე რა შუაში ვარ ლუკიტო? ყველა ვხარხარებდით. ლუკას მოთმინებად ზღვარს აარტყა და გაეკიდა. -ვაიმე ხალხოოო... ბოლო ხმაზე ყვიროდა ზუკა. ლუკა ბოლოს დაეწია დაღლილ ზუკას და ფეხი წამოუდო, რის შემდეგაც ზუკა პირდაპირ ბალახზე გაბრტყელდა. -აბა ზუკიტო რას ამბობდი? სიამყაით ამბობდა ლუკა. ჩვენ ყველა ისეთ დღეში ვიყავით, კუჭი ხელით გვეჭირა. ბოლოს როგორც იქნა დაშოშმინდნენ ბავშვები და სახლშიც შევედით. მესამე სასრთული მთლიანად გოგოებს დაგვითმეს, ცოტა დავისვენეთ და მისაღებ ოთახში შევიკრიბეთ. -აბა ხალხო რითი გავერთოთ? (მე) იოანამ წარბები აათამაშა. -ეს ის არის რასაც მე ვფიქრობ? ნერვიულობით თქვა ანდრემ, ლუკამ კი ნაღვლიანად დაუქნია თავი. -არა რა, დაღლილი ვარ. (ანდრეა) -მე კიდე ამ გამოშტერებულის წყალობით გოგოები არც კი მომეკარებიან. გაბრაზებული ბურტყუნებდა ზუკა. -სხვა დროს გეცოდინება რომ რაც მქვია ის დამიძახე შელამაზების გარეშე. (ლუკა) -აუ რაზე ამბობთ? (მე) -პატარა ანგელოზო აქ ლაპარაკია ღამის ცხოვრებაზე, კლუბი საყვარელო. იონა მომიჯდა გვერდზე. -კლუბი? ამ... მგონი ჯობია გამოვიძინოთ. (ელენე) -ნუციკო, გავერთობით, აბა ხალხო ოპერაცია გოგოებს გავაცნოთ ღამის ცხოვრება წავიდაააა. (ზუკა) -კარგი რა ზუკა, რა უნდათ გოგოებს კლუბში? (ლუკა) -რატო ლუკიტო? ჩვენ მოვდივართ. -ჯიგარი ქალი ხარ შენ. გვერდზე ამოუდგა ზუკა ნუცასს. მე და ელენემ მკვლელის თვალებით გავხედეთ. -ანდრეა... (მე) -ბოდიში ბიძაშვილო, უძლური ვარ. ხელები მაღლა აღმართა ანდრეამ. მე ნუცას გავხედე და ხელზე მოვქაჩე, ჩვენ მაღლა ავალთ და მოვემზადებით. მე და ელენემ ხელი მოვკიდეთ ნუციკოს და პირდაპირი მნშვნელობით ოთახში შევაგდეთ. -შენ რამე ჩაგიდეს საჭმელში? რა კლუბი მომინდომე. -აუ გეფიცებით არ მინდოდა, უბრალოდ მომინდა, რომ ლუკა გამებრაზებინა. მე და ელენემ ერთმანეთს გადავხედეთ, თვალი ჩავუკარი და გაგვეცინა. -ეჰჰჰ ჯულიეტ, შენი რომეო, როდის მიხვდება ნეტა, რომ შორიდან ეტრფი. (მე) -ნუ ბოდიალობ რა რაღაცეებს. თავში წამომარტყა ნუცამ. -ბოროტი ადამიანი ხარ შენ, ეგრე რომეოს არ მოეწონები. (მე) ამ დროს ელენე სიცილით კვდებოდა. -ელენე.... (ნუცა) -მე უნდა გავიდე ხო? წამო, წამო თორე გაგვგლეჯს შუაზე. ხელი მომკიდა ელენემ და გარეთ გამოვედით. ჩვენ ჩვენს ოთახებში მზადება დავიწყეთ. პირველად მივდიოდი ცხოვრებაში კლუბში, ამიტომ დახმარება ელენეს, ღამის ცხოვრების მოყავრულს ვთხოვე. მოკლე კაბაო, მე კი ყველაზე მოკლე რაც კი მაქვს ეს არის მუხლებამდე კაბა. მან კი ლურჯი, ტანზე გამოყავნილი კაბა მომასინჯა. -ელენე მგონი ეს ზედმეტია, მგონია, რომ საცვლების გარდა არაფერი მაცვია. -ამ კაბას გაიხდი და მაკრატლით აგკუწავ. რომ იცოდე ამ კაბაში ისე გამოიყურები, ალბათ ბიჭი, რომ ვიყო აგიღებდი და წაგიღებდი. მე ბრაზით გავხედე. -რა იყო? იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მიმზიდველი ხარ. -ამას ვერ ჩავიცვამ... -ჩაიცვამ და თანაც როგორ მარტივად. მოდი ახლა მაკიაჟი და თმები. -მეკაიფები ხო? (მე) -აბა გოგოებო რა ხდება? ვააა ბაბიიი, დღეს საღამოს რას აკეთებ? ოთახში შემოვიდა ნუცა. -კარგი რა. ისე ნუცა ლუკა გაგიჟდება, ალბათ ვერცერთ გოგოს ვერ შეხედავს, შენს გარდა. (მე) სანამ მე და ნუცა ვჭორაობდით, მანამდე ელენემ, ჩემი მაკიაჟი დაამთავრა. სარკეში, რომ ჩავიხედე აშკარად სხვა ვიღაც მიმზერდა. -ეს მე ვარ? ელენე ხო გითხარი არ მინდა ამდენი რამეთქო. შპაკლი მადევს სახეზე. -ნუ წუწუნებ თორე გისვრი მესამედან. გამეღიმა, რადგან მომეწონა კიდეც, ჩემი თავი ასეთი არასდროს არ მინახავს, ნამდვილ ზრდასრულ გოგოს ვგავდი და არა ბავშვურ საყვრელ სტუდენტს. კიბეებზე ჩავედდით თუ არა ლუკას წვენი გადაცდა და ლამის დაიხრჩო. -ვა გოგოებო.... ისა.... ბიჭებო დაგვერხა (ზუკა) -კაი წავიდეთ თუ მივდივართ. (მე) -აეეეეეე.... გამოფხიზლდით. თითები დაუტკაცუნა ნუცამ. -ხო, ხო წავედით. (ანდრეა) მანქანებში გადავნაწილდით და კუამდეც მივედით. იმხელაზე იყო მუსიკები ჩართული, რომ გარეთაც კი მშვენივრად გაერთობოდი. როგორც კი ფეხი შევდგით, მაშინვე ალკოჰოლის სუნი და თავის ამატკიებელი მუსიკა ვიგრძენი. ბართან მივედით და შეკვეთების მიცემის დროს დაგდა. -ოთხი ორმაგი ვისკი დაა... გოგოები თქვენ რას დალევთ? -კოსმოპოლიტენი.... სამი კოსმოპოლიტენი. (მე) -დარწმუნებულები ხართ? აქ ისეთ კოქტეილს ამზადებენ, მტრისას. (ანდრეა) -კი დარწმუნებულები ვართ. (ელენე) სანამ კოქტეილი მზდ იქნებოდა ცოტა ვიცეკვეთ და ბართან დავბრუნდით. მალევე ჩავამთვრე ერთი ჭიქა. -მეორეც დაასხი. -ბაბი, არ ხარ მიჩვეული და ჯობია მეტი არ დალიო. -არა მამიდაშვილო, კარგად ვარ. მეორეც დაასხი. მეორეც გამოვცალე და ისევ ბევრი, ძალიან ბევრი ვიცეკვე. ამ დროის განმავლობაში ვიღაცის დაჟნებულ მზერას გვრძნობდი, მაგრამ ყურადღება არც კი მიმქცევია, იმდენად ვიყავი გართული ცეკვაში. -გოგოებო მე საპირფარეშოში გავალ, თქვენ არ მოდუნდეთ. მე საჭირო ოთახისკენ წავედი, მარტო ვიყავი, სახეზე წყალი შევისხი, მართალია მაკიაჟი ჩამომეშალა, მაგრამ არაუშავს მე ასე უფრო მომწონს საკუთარი თავი. უცბად შუქი ჩაქვრა და რომ შევტრიალდი ჩემზე ერთი თავით მაღალი სილუეტი დავინახე, მის თვალებს ანათებდა, მხოლოდ გარედან შემომავალი სინათლე, შავი თვალები ჰქონდა, კუპრივით შავი. თანდათან მიახლოვდებოდა, მე კი კედელს ავეკარი და არ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს დაყვრიება დავაპირე, მაგრამ ხელზე ამაფარა ხელი. ყელზე შემომხვია ხელი და სახე ძალიან ახლოს მომიტანა და ჩემი სურნელი შეისუნთქა. ეს ადამიანი რამდენად იყო არ ვიცი, იმიტომ, რომ ცხოველს გავდა, რომელიც სადილობას აპირებდა. -გამიშვი გთხოვ. ის თითქოს დაიბნა და უცბად ხელი გამიშვა და უკან დაიხია. შუქი აინთო და ისიც აღარსად ჩანდა. ძალიან უცნაურად ვიგრძენი თავი. მეშინოდა, ვღელავდი, ინტერესი მკლავდა ვინ იყო. გარეთ გამოვედი და უკნიდან ვიღაც ამეკრა. -ეს ჩემთან დარჩება. მამაკაცის ხმა მომესმა ზურგს უკან, ვერც კი შვეტრიალდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ყელზე ჩემი ყელსაბამი აღარ მეკეთა. ღმერთო გავგიჯები, მამას ნაჩუქარი ყელსაბამი იყო. ციბრუტივით დავიწყე სიარული, აღარ ვიცოდი ვისთვის მომეთხოვა პასუხი. ცრელმები წამომივიდა და ჩავიკეცე, არ მჯერა რომ ეს მოხდა. ეს დავუშვი. ეს ერთადერთი რაღაც იყო, რაც მამასგან დამრჩა. ყველაფერი დაბნელდა და მხოლოდ ვიღაცის სულისშემძვრელი კივილი ჩამესმოდა ყურში...... გამარჯობაა... დავბრუნდი ახალი ცხელ-ცხელი ისტორიით... დასაწყისმა არ დაგაბნიოთ, წინ უფრო დიდი და გასაოცარი ამბები გელით. დიდი მადლობა ყველას ვინც წინა მოთხრობებზე აქტიურობდით და მიფასებდით. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.