შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაბირინთი (სრულად)


14-12-2020, 18:41
ავტორი du-da
ნანახია 16 027

ტუმბოზე დადებული ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა.ნახევრად გამოფხიზლებულმა გადავყავი ხელი და ეკრანს დავხედე."არა, უნდა მოგკლა"გავგზავნე მუქარა, ჩემი დაქალის მიმართულებით და სენსორზე თითი გავასრიალე.
-რა გინდა გოგო,რაა?
-ეხლა არ მითხრა,რომ მზად არ ხარ დაა კიდე გძინავს.
-რისთვის?სწრაფად წამოვჯექი საწოლზე.
-დაგავიწყდა?დღეს ხომ ტურში მივდივართ,კანიონებზე.მიკივლა ნათიამ.
-უი ნათი,კარგი არ იდარდო თხუთმეტ წუთში მზად ვარ.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და გარდერობს ვეცი.
მოკლედ, გაგაცნობთ თავს დასაწყისისთვის.ვრცლად ისედაც გამიცნობთ.მე ლილე გულბანი ვარ,წარმოშობით სვანი.სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.ეს კი დილის ძილი,რომ დამიფრთხო ჩემი საუკეთესო მეგობარია ნათია.პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ და დროს ყოველთვის ერთად ვატარებთ.
-დე წავედი,გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს და ქურთუკი მოვიცვი.
-ლილე, ფრთხილად რა დედი,ცუდი სიზმარი ვნახე.
-არ იდარდო დე,არაფერი მოხდება,ლოყაზე ვაკოცე ქალს და კიბეზე დავეშვი.
საბედნიეროდ არ დაგვაგვიანდა.თორემ ნათიას ყბიდან ვერასდროს ამოვიდოდი.უკვე დაღლილი სახეებით ჩამოვსხედით სკამებზე და ხალხის მოგროვებას დაველოდეთ.
-აჰა, რას დამიფეთე დილას ანგელოზები?ნახე არავინ არ არის ჯერ. შევუბღვირე მეგობარს.
-რომ არ დამეფეთებინა,ეხლაც იწვებოდი შენ და გეძინებოდა.არა სადამდე უნდა იყო ასეთი გულმავიწყი?
-ხო კარგი,კარგი. სულ ნუ ბუზღუნებ ოღონდაც.
ჩვენი მარშუტის გვერდით,შავი მანქანა გაჩერდა და იქიდან სამი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა. გაკვირვებულმა ავათვალიერე საკმაოდ კარგი აღნაგობის ბიჭები და ნათიას წამოკივლებამ გამომაფხიზლა.
-იცი ეს ვინაა?მხარზე დამქაჩა აღფრთოვანებულმა.
-ვინ აბა?
-აი ის,დიდი რომაა,ქერა თმიანი,ეხლა რომ მოვიდნენ.
-ვაიმე ნათი, საიდან უნდა ვიცოდე?მობეზრებულმა ავიქნიე ხელი.
-გოგო შენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობ? გამიბრაზდა უცებ.
-ნუ გადამრევ ეხლა,ვინმე ცნობილი ჰოლივუდის მსახიობია და არ ვიცი?შევიცხადე მოჩვენებით.
-რაგბისტია გოგო,საქართველოს ნაკრებში თამაშობს,ლექსო ნაკანი,არ გაგიგია მაინც?
-უიმე,კარგი რა,ეგეც არ მყავდეს ეხლა ნობელის პრემიის ლაურიატი,რა რაგბი ადამიანო,როდის მნახე სპორტით დაინტერესებული?
-რა უკუღმართი ხარ.თორემ ეხლა ნობელის პრემიის ლაურიატები,ხომ იცი ზეპირად.ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებდა,გიდი რომ არ გამოჩენილიყო და ყველა მარშუტთან არ მივეხმეთ.
-გამარჯობათ მეგობრებო,მე ლაშა ვარ დღევანდელი ტურის გიდი და მეგზური,მაშ ასე იმედია ყველამ გაითვალისწინეთ რჩევები და მზად ხართ კანიონის დასალაშქრად.
ყველამ გაღიმებულმა დაუკრა თავი და კუთვნილი ადგილები დავიკავეთ.
-ნათ, მე წამალს დავლევ და რომ ჩავალთ გამაღვიძე,კაი?
-ნუ გადამრევ ეხლა,ძილში უნდა გაატარო დრო?
-ხომ იცი მგზავრობა მწყენს,დავუბღვირე დაქალს.გეყოფა ეხლა თორე გადავიფიქრებ და წავალ სახლში.
-უჟმურო,რაც გინდა ის ქენი.
ბოლოს ჩვენი ეგრეთ წოდებული ცნობილი პიროვნება ამოვიდა და ზუსტად ჩვენს გვერდით დაიკავა ადგილი.ცალი თვალით კიდევ ერთხელ ავათვალიერე და ერთიანად მოვეშვი,წამალი მოქმედებდა უკვე.ბოლოს ბუნდოვად გავარჩიე ხმა,ნათიას ჰკითხა,"ცუდად ხომ არ არისო?"ამანაც განაზებული ხმით მოახსენა"მგზავრობა სწყენს და მარცხი ,რომ არ მოუვიდეს იძინებსო"რასაც ჩუმი ჩაფხუკუნება მოჰყვა და მე მისი მოკვლის ათასი ხერხი მომივიდა თავში.
აზრზე მსუბუქმა ხელის შევლებამ მომიყვანა.გაჭირვებით გავახილე თვალები და გაოცებისგან კინაღამ შევკივლე,როცა ჩემს თავთან დახრილ ორ შავ სფეროს წავაწყდი,რომელიც აშკარად არ ეკუთვნოდა ზემოთ ხსენებულ ჩემს მეგობარს.
-გაიღვიძე,ჩამოვედით.
-მადლობა,ამოვილუღლუღე და რეტიანივით ავდექი ფეხზე.უცებ თავბრუ დამეხვა და ის რომ არა ალბათ დიდი მონდომებით ჩავეხუტებოდი იატაკს.
-ფრთხილად,ხელი შემაშველა.
-მადლობა.
-რამდენი მადლობა თქვი ორ წუთში,ამოიროხროხა და ხელი გამიშვა,ჩავიდეთ თორემ ჩვენს გარეშე წავლენ.
-ხო ეხლავე,სწრაფად მოვედი აზრზე და დაბლა დავეშვი.
-მოგკლა ეხლა? ვეცი სურათების გადაღებაში გართულ დაქალს,შენი იმედი როგორ უნდა მქონდეს?
-რა იყო,ლექსომ არ გაგაღვიძა?ჩაიფხუკუნა ეშმაკურად.
-მოგკლავ იცოდე.
-ნუ იბღვირები რა,მოდი სურათი გადავიღოთ.
-ოხ,მოსაკლავი ხარ რა.ვერ ვწყნარდებოდი.
ყველამ მოვიკიდეთ ჩვენი ზურგჩანთები და გზას გავუდექით.გუნდში სულ შვიდი კაცი ვიყავით. აქედან სამი ბიჭი და ოთხი გოგო.რატომღაც მახსოვდა,საიტზე როცა ვრეგისტრირდებოდი,რომ უფრო ბევრნი უნდა ვყოფილიყავით.მაგრამ მაგისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება.ბუნების თვალიერებით გავერთე.სულ რამდენიმე მეტრი მექნებოდა გავლილი,რომ უცებ ფეხი ხის ფესვს წამოვკარი და მუხლებით ძირს დავასკდი.
-ჯანდაბა,ჯანდაბა რა გჭირს დღეს?შევუკურთხე საკუთარ თავს.
-მოდი მოგეხმარო,არ ვიცი საიდან გაჩნდა ლექსო ჩემთან,სწრაფად მომხვია ტორები და წამოდგომაში მომეხმარა.
-დიდი ხიფათიანი ვინმე ხარ,ხო იცი?
-მადლობა,ამოვილუღლუღე დარცხვენილმა.
-ძალიან გტკივა?მანიშნა ფეხებზე.
-არაფერია,გამივლის.
-ლექსო ნაკანი,ხელი გამომიწოდა,მგონი უკვე დროა ვიცნობდეთ ერთმანეთს.
-ლილე გულბანი.
-ლამაზი სახელი და გვარია,სვანის ასულო.
-მადლობა,გავუღიმე მორცხვად.
-მგონი, შენი ლექსიკონიდან ეგ სიტყვა უნდა ამოვიღოთ,გადაიხარხარა და მომეჩვენა, რომ მთები შეძრა მისმა ხმამ.
სწრაფად მივიწევდით წინ.კიდევ ბევრი იყო სანახავი.ლექსო ჩემს გვერდით მოდიოდა და ნათიას მხიარულად ესაუბრებოდა.რამდენჯერმე იხუმრა კიდეც, დღეს ლილეს დაცვა მაქვს ჩემს თავზე აღებულიო.
-ეს რა გვირაბია?ერთერთმა გოგონამ ხმა ამოიღო.
-ჩვეულებრივი მღვიმეა,გაეპასუხა გიდი.
-არ შევიდეთ?
-შევიდეთ,დაეთანხმა ყველა.
-ხო, მაგრამ ნახე წყალში უნდა შევიდეთ და თან იქით დაქანებაა ანუ ღრმა წყალი იქნება,საშიშია,სწრაფად ვიუარე და ნათიას გავხედე.
-ნუ ხარ პანიკიორი,არაფერს გიზამს კოჭებამდე წყალში თუ შეხვალ.თვალები დამიქაჩა დაქალმა.
-საშიშია,თან ნახე ცა იღრუბლება და შეიძლება იწვიმოს.პოზიციებს არ ვთმობდი.
-წამოდი,წამოდი აქ არ ვარ?გამიცინა ლექსომ კარგი მეგობარივით და ხელით ოდნავ მიბიძგა.
საკმაოდ ვიყავით უკვე შესულები ნათიამ რომ შეკივლა.
-რა გჭირს გოგო?ვეცი დაფეთებული.
-ჩემი აპარატი,ეტყობა გარეთ დამრჩა,წავალ მოვიტან.
-წამოგყვები.
-არა არა იყავი,ამხელა გზას უკან ხომ არ გაივლი?გავიქცევი და უცებ მოვალ.
-დარწმუნებული ხარ?ეჭვის თვალით შევათვალიერე მეგობარი.
-ლილე,გთხოვ ნუ ხარ ეგრე დაძაბული,მოეშვი ცოტა.
-არ მომწონს ეს ადგილი.
-ჩემი პანიკიორი,გამიცინა დაქალმა და ლოყაზე მაკოცა,მოვალ მალე.
ლექსო გაღიმებული გვადევნებდა თვალს.
-დიდი ხანია მეგობრები ხართ?
-დაბადებიდან,გავუღიმე და წინ წავედი.
-ბედნიერებაა,მასეთი მეგობრის ყოლა.მეც მყავს ბავშვობის ორი მეგობარი,არც კი ვიცი მათ გარეშე რა მეშველებოდა.
-შენც ბედნიერი ყოფილხარ.
-ალბათ.
მოულოდნელად საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა და მღვიმემ წყლით დაიწყო გავსება.ინსტინქტურად ყველა წინ გაიქცა კივილით.გაშტერებული ვიდექი და წყლის დიდ ნაკადს ვუყურებდი.გონებამ სწრაფად აღიქვა,რომ ერთადერთი გასასვლელი წყლით ივსებოდა და შეიძლება აქ დავმხრჩვალიყავით ყველა.სწრაფად გავვარდი გასასვლელისკენ,მაგრამ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა დამიჭირა და უკან გამათრია.
-რას აკეთებ?მიყვირა ერთიანად სველმა ნაკანმა. სულ გაგიჟდი?.
-იქ გასასვლელია.
-გასასვლელი დატბორილია უკვე,ვერ ხედავ?დაიხრჩობი.
სადამდეც შეგვეძლო გავიქეცით.თუმცა წინ უკვე აღარაფერი იყო,ხაფანგში აღმოვჩნდით.
-ღმერთო,ღმერთო,ვკანკალებდი და თვალებდახუჭული ველოდებოდი,როდის მოაღწევდა წყალი ჩვენამდე.
რამდენიმე წამში ხმა შეწყდა და წყალიც გაჩერდა.თუმცა გასავლელი დაიტბორა.ჩვენ საკმაოდ ღრმად ვიყავით მღვიმეში და სავარაუდოდ, სამი დღე არავინ მოგვიკითხავდა.სულ რაღაც, ასი მეტრი იყო დარჩენილი წყლის გარეშე.
-ეს რა ჯანდაბაა? მიუტრიალდა გიდს ლექსო,რა მოხდა?
-არ ვიცი,ამოიხავლა ბიჭმა,ასეთი რაღაც არასდროს მომხდარა.
-აქ ხომ ხშირად დაგყავს ხალხი?ესაა შენი პროფესია,ყველა შესაძლო საფრთხე უნდა გათვალო,რა გვეშველება?
-ალბათ იწვიმა გუშინ და წყალი იყო დაგუბებული.
-დღესაც რომ იწვიმოს?ხმა ამოიღო ერთერთმა ბიჭმა,როგორც მოგვიანებით გავიგე,გიორგიმ.
-მოდი მე გეტყვი,გაეპასუხა ლექსო,უარეს შემთხვევაში წყალი ისევ აქ შემოვა და ეს ასი მეტრიც დაიფარება,უკეთეს შემთხვევაში არ იწვიმებს და მოგვიწევს დაველოდოთ,წყლის ნაკადის დაწევას.
-რას ალბობ ლექსო,გაგიჟდით თქვენ?ვიყვირე წყობიდან გამოსულმა.
-დამშვიდდი,მომიტრიალდა ნაკანი.
-ღმერთო,იქ,იქ ნათიაა,მხოლოდ შოკიდან გამოსულს გამახსენდა გასული დაქალი.
-მოასწრებდა გარეთ გასვლას.ხელები დამიჭირა ნაკანმა,ალბათ მიმიხვდა რასაც ვაპირებდი.იმედს ვიტოვებ მალე მოიყვანს დახმარებას.
იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და ხელები მუხლებზე მოვიხვიე.ნერვიულობისგან უკვე ყველაფერი მიკანკალებდა.ამ წუთას ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ლექსო იყო.
-ლილე,ჩემთან ჩამოჯდა ნაკანი,ყველაფერი კარგად იქნება.
-ნუ მატყუებ,გამეცინა სიმწრით,არავინ იცის რა მოხდება,შეიძლება აქ დავიხჩოთ.
-ნუ ხარ პესიმისტი,კარგი მხრითაც შეხედე ამ ამბავს,მე შენს გვერდით ვარ.
-მაპატიე,მაგრამ ამ სიტუაციაში მაგას პატივად ვერ ჩავთვლი,სახლში მინდა,თავი ხელებში ჩავრგე.
-დაგაბრუნებ,პირობას გაძლევ,გცივა?
-გავუძლებ,არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში,იმედია სიტყვის შესრულება გჩვევია.არ ვიცი რატომ გავუშინაურდი ასე უცებ.
-როგორ მოვიქცეთ?სასოწარკვეთლმა იკითხა ელენამ.
-პირველ რიგში საკვებს და წყალს გაუფრთხილდით.განკარგულება გასცა ლექსომ და ფეხზე წამოდგა,წყლის მხარეს დადგა და რაღაცაზე დაფიქრდა.
-რამდენი მეტრია ეს გვირაბი?მიუტრიალდა გიდს.
-საკმაოდ ღრმაა და დიდი,ამოიგდე თავიდან ეგ აზრი.
-აქ სასწაულის იმედზე ვერ ვიქნებით.ყველაფერი უნდა ვცადოთ.გავარკვიოთ უნდა გასასვლელი ჩამოინგრა თუ შეიძლება გასვლა.
-ხო,მაგრამ წყლითაა სავსე.
-მოვიფიქრებ რამეს,ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა ნაკანმა.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა,რაც გაუნძრევლად ვისხედით ყველა.დროის შგრძნება დავკარგე.თუმცა სავარაუდოდ დაღამდა,საათი თერთემტს აჩვენებდა.გაუნძრევლად ჯდომისგან მთელი სხეული მეტკინა.
-მოდი ჩემთან,ხელი მომხვია ნაკანმა და მიმიხუტა,დაიძინე.
-აქ რა დამაძინებს?ამოვიოხრე სასოწარკვეთილმა.
-ცოტა დასვენება არ გვაწყენდა,ხვალ გრძელი დღე იქნება.
-რაღაც მოიფიქრე ხო?ოღონდ ის არა, რასაც ვფიქრობ,საშიშია,ვერ მიაღწევ გასასვლელამდე, ჰაერი არ გეყოფა.
-დაწყნარდი, ლილე.
თითქოს ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა და ერთიანად მოვეშვი.არ დამიძინია.ნაკანის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი და მის სურნელს კარგად ვიმახსოვრებდი.უცებ ჩემს გვერდით მწოლიარე გოგო,სწრაფად წამოჯდა,კანკალი დაიწყო და ძირს ჩაცურდა.ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე,დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა,რომ შეტევა ჰქონდა და ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.
-არ მიეკაროთ,ვუკივლე შეშინებულებს და ჩემს ჩანთას ვეცი,სახლიდან არასდროს გავდიოდი მის გარეშე,სწრაფად გადმოვიღე პირველადი დახმარების ყუთი,ყველაფერი ძირს გადმოვყარე და როგორც კი ნაცნობ ამპულას მოვკარი თვალი,სიხარულისგან გამეცინა.
-არის,
სწრაფად გავამზადე ნემსი და გოგონასთან დავიხარე,ვენაში გავუკეთე,მისი თავი ხელებში მოვიქციე და ამოვატრიალე,რომ ენის გადაყლაპვის საშიშროება არ ყოფილიყო.
-მორჩა,ჩემო კარგო,დაწყნარდი,გიშველე,გიშველე ნუ გეშინია.
თმაზე ვეფერებოდი და ველოდებოდი,როდის დაიწყებდა დაწყნარებას,ყველა სუნთქვაშეკრული მოგვჩერებოდა.
-აი იქ,მშრალი ადგილისკენ მივუთითე ბიჭებს,პლედი მაქვს ჩანთაში,ამოიღეთ და გაშალეთ,დავაწვინოთ.
რამდენიმე წუთში,გოგონამ თვალები გაახილა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
-კარგად ხარ?
-უკეთ,მიპასუხა მისუსტებული ხმით.
ბიჭები დაგვეხმარნენ და პლედზე დავაწვინეთ,როგორც კი კარგად დავიგულე,მხოლოდ მას მერე ამიტანა ნერვიულობამ, ცოტა მოშორებით გავედი და ცრემლები წამომივიდა.რა ჯანდაბა მატირებდა დღესაც არ ვიცი.
-შენ ადამიანი გადაარჩინე,მომესმა უკნიდან ნაკანის ხმა.
-ექიმი ვარ, მომავალი ექიმი,ამოვიტირე უარესად.
-შენ ექიმი კი არა,მტირალა ხარ,გაგონილა ყველაფერზე ტირილი?თვალები დაგისივდება და აქედან,რომ გახვალ შეყვარებულს აღარ მოეწონები,მეგობრულად დამკრა ხელი მხარზე.
-შეყვარებული არ მყავს,მიმატოვა,უარესად ამომიჯდა გული.
-იდიოტი ყოფილა,როგორ შეიძლება შენნაირი ქალის მიტოვება?კარგი გეყოფა,ვიცი რომ გიჭირს,მაგრამ უნდა დაწყნარდე,ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-შენ ვინ გელოდება?
-მშობლები,მეგობრები და საცოლე.
გულზე საშინლად მომხვდა მისი ბოლო სიტყვა და უარესად დამიმძიმდა გონება.
-გქონია დასაბრუნებელი მიზეზი,გამეცინა ნერვიულად.
-ყველას გვაქ დასაბრუნებელი მიზეზი,გპირდები აუილებლად გაგიყვან აქედან და მერე ჩაიზე დაგპატიჟებ.
-რატო ჩაიზე,გამეცინა გულიანად.
-ასე მგონია, ყავა არ გეყვარება,სხვანაირი ადამიანი ხარ.
-მართალი ხარ,ჩაის ვანიჭებ უპირატესობას,იცი? არ ვიცოდი ვინ იყავი?
-არც არავინ ვარ ლილე,ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,ყოველშემთხევევაში ნობელის პრემია არ მაქვს.
უცებ დამცხა,ნათია რომ მყოლოდა აქ ალბათ მართლა ჩავახრჩობდი ამ წყალში.
-უნდა მოვკლა ეგ გოგო რა,გამეცინა ნერვიულად.
-რა რიცხვი გიყვარს ლილე?
-7,რა იყო?ვუპასუხე დაუფიქრებლად.
-7 ნომერი ვარ,თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა.
მონუსხული ვუყურებდი მის განიერ ბეჭებს და მამაკაცურ აღნაგობას,გონება მხოლოდ ერთზე ფიქრობდა "არ შეგიყვარდეს".
-მოკლედ მეგობრებო,წყალში უნდა გავცურო,ვნახავ რამხელა მანძილია გასასვლელამდე,გამოაცხადა ნაკანმა.
-გაგიჟდი ხო? წამოვხტი ფეხზე,ჟანგბადი არ გეყოფა ლექსო,ხომ ვისაუბრეთ გუშინ?უკან ვერ დაბრუნდები.
-მართალია,დამეთანხმა გიდი,საკმაოდ დიდი მანძილია.
-აქ ასე ვერ ვიჯდები,ერთ ადამიანს დავპირდი,რომ აქედან აუცილებლად გავიყვან და პირობა უნდა შევასრულო,გამიღიმა და ცხვირზე ხელი დამკრა.
-ჩვენც წამოვალთ,ფეხზე წამოდგა გიორგი.
-იქნებ არ ღირს,იუარა ნაკანმა.
-ცურვა კარგად ვიცი ლექსო,ასე რომ გამოგადგები რამეში.
-კარგი,დაეთანხმა ბიჭი.
-ლილე,მხრებზე ხელი მომხვია ლექსომ,არ ინერვიულო არაფერზე.
-დაბრუნდი გთხოვ,ცრემლები წამომცვივდა ნერვიულობისგან,აქ არ დაგვტოვო.
-აუცილებლად ლილე,დავბრუნდები ხომ გჯერა ჩემი?
-ლექსო,სწრაფად წავიღე ხელი და კისრიდან მედალიონი მოვიხსენი.
-ეს რა არის?
-ეს ერთადერთი სახსოვარია, რაც მამისგან დამრჩა და მინდა შენ გაიკეთო.ჩემი ბედნიერების თილისმაა და ვიცი, რომ დაგეხმარება.
-ლილე, ამას ვერ ავიღებ.
-აიღებ,მეც მშვიდად ვიქნები შენთან თუ იქნება,თან გეცოდინება,რომ აუცილებლად უნდა დამიბრუნო.
ცოტა ხანს მიყურა,შემდეგ მედალიონი გაიკეთა და ძალიან მაგრად ჩამიკრა გულში.
-დაგიბრუნებ,შუბლზე მაკოცა და წყლისკენ წავიდა,რამდენიმე წამიც და ორი სხეული მთლიანად გაუჩინარდა და დაიწყო აუტანელი და მტანჯველი წუთები.
გიჟივით დავდიოდი,ნერვიულობისგან უკვე ხელები მიკანკალებდა.
-ლაშა,რამდენი ხანი გავიდა,რაც წავიდნენ?
-ხუთი წუთია ჯერ ლილე,დაწყნარდი.
-ვერ მივლენ შორია,ძალიან შორია,არ უნდა გაგვეშვა.

* * *
ნათია ნერვიულად დადიოდა წინდაუკან და ერთად შეკრებილ პოლიციელებს მტრულად უყურებდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა და მათთან მივარდა.
-რას აკეთებთ ამდენ ხანს? სანამ აქ თათბირობთ,ისინი იქ შეიძლება დაიხრჩონ.
-გვაცადეთ თუ შეიძლება ქალბატონო,ჩვენი საქმის კეთება.
-რომელი საქმის? როდის მე თქვენ დაგიკავშირდით,იმის შემდეგ მხოლოდ საუბრობთ,მე თქვენი გაკეთებული საქმე ვერ ვნახე,გაჰკიოდა ნათია და ხელებს იქნევდა.
-ეხლა მისმინეთ,ხმას აუწია პოლიციელმაც,თუმცა უცებ მათ შორის საკმაოდ მაღალი და კარგი აღნაგობის ბიჭი ჩადგა.
-ქალბატონს წესიერად ესაუბრეთ,მითუმეტეს რომ მართალია.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
-გიორგი მახარაძე ერთერთი დაკარგულის მეგობარი ვარ.
-ყველფერს ვაკეთებთ,მაგრამ სანამ წყალი არ დაიწევს,ვერაფერს ვიზამთ,მითუმეტეს,რომ შეიძლებ ცოცოხლებიც აღარ არიან.
-არ გაბედო,იკივლა ქალმა,მაგის თქმა არ გაბედო.
-გეყოფა,ხელი მოხვია ბიჭმა და გვერდით გაიყვანა ვაცადოთ საქმის კეთება.
-რომელი საქმის?ცრემელები წასკდა ქალს,არაფერს აკეთებენ,ხელი ჩაიქნიეს.
-მოდი ჯერ დაწყნარდი კარგი? ვინაა შიგნით შენი?
-მეგობარი,მეც იქ უნდა ვყოფილიყავი,უბრალოდ კამერაზე დავბრუნდი უკან,მე მე მის გვერდით.
-კარგი მორჩა,ხელი მოხვია უცნობ ქალს მახარაძემ და გულში ჩაიკრა,როგორ გაყინულხარ,ალბათ არაფერი გიჭამია რაც აქ ხარ.
-რა მაჭმევს? ხმა უარესად აუკანკალდა ქალს.
-მოდი ესე მოვიქცეთ,აქვე გავიდეთ,ცხელი ყავა დავლიოთ და უკან დავბრუნდეთ.
-არა არ მინდა,აქ უნდა ვიყო, თავი გააქნია ლელამ და უარესად მოიკუნტა.
-ჯიუტი ყოფილხარ,ამოიოხრა ბიჭმა და სწრაფად გაეცალა ქალს.
-ჯენტლმენი,ამოიფრუტუნა ქალმა და გაყინულ მკლავზე ხელი დაისვა.
* * *
ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა,ცოტაც და მეც წყალში შევარდებოდა,რამდენიმე წამიც და სილუეტმა ამოყვინთა წყალში,ყველა ფეხზე წამოხტა.
-გიორგი ლექსო სადაა?ვეცი ბიჭს.
-არ ვიცი ლილე,ჩემს უკან მოცურავდა,დაბნეულმა მიიხედა უკან.
-ღმერთო,ღმერთო,სად ხარ?მიდი ლექსო გთხოვ,ვბუტბუტებდ და ცრემლებს ხელისგულებით ვიწმენდი,რამდენიმე წამიც და ნაკანმაც ამოყვინთა.
-ცოცხალი ხარ,ვიყვირე და ბიჭთან მივვარდი.
-რა მომკლავდა ლილე?ამოილუღლუღა ლექსომ და მხარზე დამეკიდა.
-რა გჭირს?ხმა გამეპარა შიშისგან,ინსტინქტურად დავხედე ნაკანს და შევკივლა.
-ლექსო სისხლი მოგდის,რა დაგემართა?
-რაღაცას დავეჯახე,არ ვარ კარგად.
-დამეხმარეთ,ვიყვირე სწრაფად და ლექსო მშრალ ადგილას გადავიყვანეთ,სწრაფად ავუწიე მაისური და ჭრილობას დავაკვირდი,საკმაოდ ღრმა ჩანდა და ბევრი სისხლიც სდიოდა.
-რა ვქნათ?შეშფოთებ დაეტყო ხმაში ლაშას.
-ნაჭერი მჭირდება,ხმა ამიკანკალდა ,კარგად ვიცოდი ამ პირობებში ვერაფერს მოვახერხებდი,სისხლდენა რომც შემეჩერებინა,გაკერვის გარეშე და სათანადო მედიკამენტების ლექსო დიდხანს ვერ გაძლებდა.
-ლაშა,ხმა ამოიღო ნაკანმა.
-გისმენ ლექსო.
-წყალმა დაიკლო,გაცურვას შეძლებთ,გიორგი ყველაფერს აგიხსნით.
-რას ამბობ ლექსო?შენ ვერ შეძლებ გაცურვას.
-თქვენ შეძლებთ სამაგიეროდ,ლილე უნდა გაყვე მათ.
-რას ამბობ?აქ არ დაგტოვებ,გამორიცხულია.
-გიორგი,მოკიდე ხელი და წაიყვანე,ტონს აუწია ნაკანმა.
-არ გაბედო,ხელიც არ დამაკარო,პატარა ბავშვი არ ვარ ისეთი რამე გამაკეთებინოთ რაც არ მინდა,დარჩენას არავის ვთხოვთ,ადექით და წადით ყველა,ჩვენ აქ დავრჩებით და დაგელოდებით,ლექსოს კი არაფრით დავტოვებ.
-ლილე,დაიღრინა ლექსომ.
-გაჩუმდი,არც მე დავაკელი.
გიორგი გოგოებს მიუბრუნდა.
-არ იქნება იოლი.მის მიუხედავად რომ წყალმა იკლო,მაინც საკმაო მანძილია ნაპირამდე.ექსოც მართალია შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს ისევ წვიმა და მერე ვერაფერი გადაგვარჩენს,ამიტომ უნდა ვცადოთ.ველა მოემზადეთ ,ღმად ჩაისუნთქეთ და მე გამომყევით უკან.
-ლილე,მომიტრიალდა დამწუხრებული ბიჭი.
-გისმენ გიორგი.
-გაუძელით,აუცილებლად დავბრუნდები მაშველებთან ერთად.
-გელოდებით,გამამხნევებლად გავუღიმე ბიჭს.
ხუთი წუთიც და ყველამ წყალში ჩაყვინთა, სწრაფად მივტრიალდა და ლექსოს გვერდით დავიკავე ადგილი,ყოველ წუთას ვამოწმებდი ჭრილობას.
-უნდა წასულიყავი,ხმა ამოიღო ნაკანმა.
-შენ არ დამტოვებდი,მორჩი მაგაზე საუბარს გთხოვ.
-რა იქნებოდა,ცოტა ადრე შემხვედროდი?
-ლექსო ბოდავ,ალბათ სიცხეს გაძლევს,ნერვიულად გამეცინა ,ხომ არ გავიწყდება რომ საცოლე გყავს?მსგავსი სურვილებიც უადგილოა,ნერვიულად გამეცინა.
-რომ არ მყავდეს?
-რომ არ გყავდეს,არსებობს მეორე გარემოებაც,ექსტრემალურ სიტუაციებში დაწყებული ურთიერთობები,ყოველთვის კრახით მთავრდება.
-ყველანაირ გზას მიჭრი ხომ?
-ლექსო გთხოვ,შუბლზე ხელი მივადე ნაკანს,აშკარად ცხელი არ ჰქონდა შუბლი.
-გგონია, მართლა სიცხე მაქვს და ეგ მალაპარაკებს?
-ლექსო.
-აქედან რომ გავალთ,ყველაფერი შეიცვლება.
-გავალთ,აუცილებლად გავალთ,ასე არ უნდა დასრულდეს,ხელები ერთმანეთს გავუხახუნე კანკალის შესაჩერებლად.
ნაკანი უცებ წამოიწია, ხელი მომხვი და გაუაზრებლად დამაცხრა ტუჩებზე.
-მაპატიე სიცხის ბრალია,ჩაეცინა ლექსოს და ადგილს დუბრუნდა.
-რას აკეთებ,რას? ხმა ამიკანკალდა.
-საოცარი გემო აქვს შენს ტუჩებს,ოღონდ არ იტირო ეხლა კარგი?
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ჰორიზონტს გავხედე.
-შეიძლება არც დაბრუნდნენ,როგორ ფიქრობ მოგვისწრებენ?
ნაკანმა ხმა არ გამცა,სწრაფად მოვტრიალდი და უგონოდ მყოფ ბიჭთან მივიჭერი.
-ლექსო,გაახილე თვალები,მიდი გთხოვ,ასე არ მომექცა. ვანჯღრევდი გამეტებით,თუმცა ნაკანს რეაქცია არ ჰქონდა.
-ღმერთო,მიშველე,ზლუქუნი ტირილში გადამივიდა და სწორედ ამ დროს ამოყვინთა აკვალანგისტმა წყალში.
-გადავრჩით,ნერვიულად გამეცინა და გონება დავკარგე.

* * *

აპარატის წრიპინმა მომიყვანა აზრზე,გაჭირვებით გავახილე თვალები და საავადმყოფოს თეთრ კედლებს მივაშტერდი.
-ლილე,ჩემო ლამაზო,ჩემკენ დიხარა დედაჩემი,როგორ შემაშინე.
-სად ვარ?
-საავადმყოფოში,ფილტვების ანთება გაქვს,მაგრამ არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება,მალე გაგწერს ექიმი.
-რამდენი დღეა უგონოდ ვარ?
-სამი ლილე.
-დე,ნათია სადაა?საწოლიდან წამოდგომა ვცადე.
-დაწყნარდი აქ არის,ამ წუთას გავიდა პალატიდან,გინდა დავუძახო?
-გთხოვ უთხარი შემოვიდეს და შენ სახლში წადი,ცოტა დაისვენე,არაფერი მიჭირს.
-კარგი დედი,წავალ,გამოვიცვლი და უკან დავბრუნდები.
"ნეტა ლექსო როგორ არის? ღმერთო ოღონდ არაფერი მოხდარიყო" ფიქრებს კარების ხმამ მომწყვიტა.
-ლილე,ამოიტირა ნათიამ და მაგრად ჩამეხუტა,ეს როგორ დაგვემართა? არ უნდა გამეშვი მარტო.
-გეყოფა,არავინ იცოდა მსგავსი რამე თუ მოხდებოდა,შენ ხომ კარგად ხარ?
-მე რა საკითხავი ვარ ლილ?
-მისმინე,ლექსოსი იცი რამე?როგორაა?
-კი აქ წევს,ოპერაცია გაუკეთეს,როგორც ვიცი საფრთხე აღარ ემუქრება,მაგრამ ჯერ უნდა იწვეს.
-ნახე?
-ვიყავი,მაგრამ.
-რა მაგრამ?
-მისი საცოლე,კრუხივითაა გადაფარებული პალატის კარს და არავის უშვებს თითქმის.
გასაგებია,გულში რაღაც ჩამწყდა.
-მეც გიორგისგან ვიგებ ამბებს.
-გიორგი ვინ არის?
-ლექსოს ბავშვობის მეგობარია,იქ გავიცანი,ძალიან კარგი ბიჭია.
-ეჭვიც არ მეპარება,ნათ თავი მისკდება,დავიძინებ ცოტას.,გთხოვ ექიმს დაელაპარაკე,როდის გამწერს.
-კარგი ჩემო ლამაზო.
ნათიამ კარი გაიხურა და სწრაფად დავაჭყიტე თვალები,"მეტის ღირსი ხარ,ხომ იცოდი საცოლე ყავდა? მომინდომა გოგომ ოცნების კოშკების აგება"შემომიტია მეორე მემ და უარესად ამაფორიაქა.
ფრთხილად წამოვდექი და გადასხმის აპარატი მოვიხსენი.ელა დავუყევი კედელს და მის პალატასთან გავჩერდი.ამით შევყოვნდი,მხოლოდ ერთხელ მინდოდა უკანასკნელად მენახა.
-დაგეხმაროთ რამით?მომესმა აშინლად ცივი ხმა და ჩემს წინ მოკლე კაბაში გამოწყობილი,საოცრად ლამაზი გოგო გაჩნდა,გუმანით მივხვდი ვინც იყო.
-ლექსოს ნახვა მინდოდა,ამოვილუღლუღე საწყლად.
-თქვენ ალბათ ის გოგონა ხართ,ჩემს საქმროსთან ერთად რომ დარჩა ხო?
-დიახ,როგორ არის?
-უკეთ,მაგრამ არავის ნახვა არ უნდა,ვინც იმ წყეულ დღეს ახსენებს,ასე რომ ბოდიშის მოხდით, ვერ შეგიშვებ.
-კარგით,სწრაფად გამოვბრუნდი და ჩემი პალატისკენ დავიძარი,რაღაც გამეჩხირა ყელში და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა."მორჩი მასზე ფიქრს,ის შენი არ არის"შევუტიე ჩემს თავს და მობილურში ნათიას ნომერი მოვძებნე.

* * *
ერთმა კვირამ თვალისდახამხამებაში გაირბინა,მხოლოდ გამოწერის დღეს ჩავუარე მის პალატას და შესვლა ვერ გავბედე.ულდამძიმებულმა დავტოვე საავადმყოფო და თავს ნაკანზე ფიქრიც კი ავუკრძალე,ზაფხული მალე მიილია და შემოდგომამ შემოაბიჯა,განსაკუთრებით მიყვარდა ეს პერიოდი,მსიამოვნებდა გარემოს ყურება და სეირნობა,მხოლოდ ერთხელ ვნახე ლექსო,ისიც ტელევიზორში მომხდარის შესახებ ეკითხებოდნენ ჟურნალისტები,სასწაულად შეცვლილი მეჩვენა,თითქოს ნაღვლიანი თვალები ჰქონდა და გვერდს ისევ ქერა უმშვენებდა,სწრაფად დავწვდი გადამრთველს და ტელევიზორი გამოვრთე.
-ლილ,მომეხვია ნათია და ლოყაზე მაკოცა,როგორ ხარ?
-ძველებურად,ნაძალადევად გავუღიმე.
-იქნებ, არ უნდა იჯდე ასეთი სახით?
-როგორით ნათ?
-მე მაინც ნუ მომატყუებ კარგი? შენს ადგილზე.
-ვერაფერს იზამდი,მას არ უნდოდა ჩემი ნახვა.
-იმ ქალბატონის ენას ენდობი?
-რაც არ უნდა იყოს,უნდა ამოვიგდო თავიდან ის ჩემი არ არის და არ ვაპირებ სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგებას,ეგეც რომ არა არც კი ვიცი ლექსო რას ფიქრობს ჩემზე,მგონი დროა ეს ამბავი დავივიწყო და ჩემს პრობლემებს მივხედო.
-ლილე მე მაინც მგონი,რომ ცდად ღირს.
-გთხოვ,აღარ მინდა მაგ ადამიანის სახელის გაგონება,მესამე ყოველთვის ზედმეტია და უნდა შევეგუო რომ მე ვარ მესამე.

* * *
ლექსომ მედალიონი ხელში შეათამაშა და ვისკით სავსე ჭიქას გახედა.
-კიდე მასზე ფიქრობ? ოთახში გაისმა გიორგის ხმა.
-მან არც მნახა,ისე წავიდა ერთხელ არ შემოსულა ჩემთან.
-იქნებ უნდა ნახო და კითხო,მასაც ექნება თავისი სიმართლე.
-არ ვიცი,შეიძლება დავაფრთხე ჩემი საქციელით იქ მღვიმეში და მაგიტომ მარიდებს თავს.
-ხოდა მითუმეტეს,არამგონია კრისტი იყოს პრობლემა.
-ხომ იცი მასთან რაც მაკავშირებს,ასე რომ ის პრობლემას ვერასდროს შემიქმნის.
-ხოდა იმოქმედე მაშინ და აქ სმას თავი დაანებე,არ გიხდება.
-შემეშვი თუ ძმა ხარ რა,აროხროხდა ნაკანი და გიორგის მხარზე ხელი მიარტყა.

* * *
მაღვიძარამ გაბმულად დაიწყო რეკვა და მორფეოსის სამყაროდან გამომაგდო,ბუზღუნით ვიცვალე გვერდი და ის იყო ძილის შებრუნებას ვაპირებდი,რომ გიჟივით წამოვხტი.
-გასაუბრება,დამაგვიანდა.
სინათლის სიჩქარით გადავიცვი ტანსაცმელი,მოვიარე აბაზანა და გარეთ გავვარდი.
-დეე გეჭამა რამე,მომაძახა ლილიმ.
-მაგვიანდება,უკვე კიბეზე ჩამავალმა დავუბრუნე პასუხი და ტემპი არ დამიგდია,სირბილით გავვარდი გარეთ.სიჩქარე რომ არა აუცილებლად შევამჩნევდი სადარბაზოსთან გაჩერებულ, შავ მანქანაზე მიყუდებულ ნაცნობ სახეს.
-ლილე,ჰაერი გაკვეთა მისმა ხმამ და ადგილზე გამაშეშა.
"ყოჩაღ ლილე,მოლანდებებიც დაგეწყო"შევუძახე თავს და ის იყო ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, რომ მკლავზე შეხება ვიგრძენი.
-რატო გამირბიხარ? იმის ღირსიც არ ვარ რომ მელაპარაკო?
-შენ? ლექსო როგორ ხარ? ენა დამება.
-კარგია რომ მეკითხები,ისე მოსვლა არ ინებე.
-მე,მინდოდა მეთქვა ,მაგრამ თავის მართლებად ჩამითვლიდა და გაჩუმება ვამჯობინე, რთული პერიოდი იყო ლექსო.
-მაგაში გეთანხმები,გაეღიმა ნაკანს და ცოტა მოვეშვი.
-ლექსო გასაუბრებაზე მაგვიანდება.
-ხოდა წაგიყვან,არც დააგვიანებ და მგონი გახსოვს სიტყვას,რომ ვასრულებ ყოველთვის,ჩაიზე უნდა დაგპატიჟო.
-იქნებ არ ღირს?
-ლილე,მოვრჩეთ ამ უაზრო დალოგს,საქმე მაქვს შენთან ,ამიტომ ეხლა წავალთ შენს საქმზე და მერე ჩაის დავლევთ.
-კარგი,დანებების ნიშნად ხელები ავწიე და მანქანისკენ დავიძარი,ვგრძნობდი გული ყელში მებჯინებოდა და სუნთქვაც კი მიჭირდა მის გვერდით.
-მე შენი საცოლე ვნახე,წამოვროშე და იმ წამს მილიონჯერ ვინატრე მიწა გამსკდომოდა.
-გასაგებია,ჩაეცინა ნაკანს,ეხლა გასაგებია.
-რას გულისხმობ?
-არ გინდა ლილე, მოდი დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროთ.
გასაუბრებამ ზუსტად ისევე ჩაიარა,როგორც წინამ,გაბრაზებულმა გამოვიჯახუნე კაბინეტის კარები და ლიფტს დაველოდე.
-აბა აგიყვანეს? გამიცინა ლექსომ.
-არა,ჩავიბურტყუნე და მანქანაში ჩავჯექი.
-რატო ლილე?
-რა გითხრა აბა,გამოცდილებას ითხოვენ,არადა თუ არავინ დამასაქმა, დაბადებიდან გამოცდილება არ გამომყვება.
-არ იდარდო,რაღაც იქნება აუცილებლად,სად წავიდეთ?
-სახლში.
ლექსომ წარები შეკრა და გაბრაზებულმა გადმომხედა.
-თავს არიდებ ჩემთან ლაპარაკს?
-რა გვქავს სალაპარაკო ლექსო?
-გვაქვს,ასე რომ ნუ მეჯიუტები,არ გამოვა ეგ ამბავი,თვალი ჩამიკრა და სიჩქარეს მოუმატა.
ინგლისური ჩაის სახლის წინ გააჩერა მანქანა და გადავიდა.
-არ გეშინია ჟურნალისტებმა რომ დაგვინახონ?
-დამინახონ მერე,რა კითხვები გაქვს ლილე?რამეს ვაშავებ და არ ვიცი? თუ ვემალები ვინმეს?
-არამგონია შენს საცოლეს მოეწონოს, ეგ ამბავი.
-მაგაზე შენ არ უნდა დარდობდე.
მწვანე ჩაი შეუკვეთა ორივესთვის და ბრაუნი,კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩემი გაოცება.
- ეხლა მითხარი როგორ ხარ?თბილად გამიღიმა და სკამზე გასწორდა.
-ვცდილობ დავივიწყო ყველაფერი,ყოველშემთხვევაში გასვლით ტურებზე აღარასდროს წავალ, გამეცინა უხერხულად.
-მეც კარგად ვარ ლილე,თუმცა იმის შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ,მეგონა მომიკითხავდი მაინც.
-მინდოდა,მაგრამ ჩავთვალე,რომ არ იქნებოდა ლამაზი.
-ლილე,არ გგონნია რომ რაც იქ მოხდა იმაზე უნდა ვისაუბროთ?
-კოცნას გულისხმობ?ხმა ამიკანკალდა,მესმის ცუდად იყავი და მსგავს სიტუაციებში ხშირად ხდება.
-გჯერა ეხლა მაგისი? გგონია მსგავს რაღაცას სულ ვაკეთებ?
-საით მიგყავს საუბარი? გინდა მითხრა, რომ ასე ერთ დღეში ჩემს მიმართ გრძნობა გაგიჩნდა?ნერვიულად ვაწვალებდი ჭიქას.
-რატომ არის დაუჯერებელი?ვერ გეტყვი ,რომ მიყვარხარ,მაგრამ ფაქტია შენს მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ ლილე, არ ვარ რომანტიული ადამიანი,ზოგადად რასაც ვფიქრო მაშინვე ვამბობ.
-მგონი საკმარისია შენ გავიწყდება ,რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ და მერე ყველაზე მთავარი,საცოლე გყავს.
-ცოტა ხანს დაივიწყე ეგ ფაქტი.გაბრაზებულმა ტონს აუწია.
-ეგ შენ არ უნდა დაგევიწყებინა.არც კი მჯერა რომ აქ ვსხედვართ და მსგავს თემაზე ვსაუბრობთ,ისე ვუნგრევთ მესამეს ცხოვრებას,ვითომ ამდენ ხანს გვერდით არ გყავდა,მე ასეთმა უბრალო ქალმა თუ შევძელი,შენი ყურადღების მიქცევა,ხვალ შეიძლება სხვა გამოჩნდეს,იგივე სიტუაციაში ჩავარდე და ის სხვაც ისევე დამინგრევს ბედნიერებას,როგორც მე მას.
-დაამთავრე? ტონი შეეცვალა ლექსოს,მე და ქრისტის მხოლოდ საწოლი გვაკავშირებს,მგონი დიდი გოგო ხარ და მიხვდები რაც ვიგულისმე თუ განგიმარტო.
-გეყოფა,ყურებზე ხელი ავიფარე,დავიღალეთ,გესმის ამ შემთხვევამ გავლენა მოახდინა ყველაფერზე,ავირიეთ და ეს ყველაფერიც მხოლოდ ამიტომ ხდება.
-ლილე გეყოფა,ნუ ცდი ჩემს მოთინებას,ზუსტად ვიცი არც შენ ხარ გულგრილი,უბრალოდ მოგწონს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა.
-ლექსო რას ითხოვ ჩემგან?
-იმედს,შანსს,ტყუილად რომ არ ვიბრძოლო შენთვის.
-შენ ისეთ სფეროში ხარ,მეგონა ბრძოლა შენი ცხოვრების სტილი იყო,მადლობა ჩაისთვის,გაღიმებული წმაოვდექი და ჩანთას დავწვდი.
-მაგას გამოწვევად ჩავთვლი,თვალი ჩამიკრა ნაკანმა და თვითონაც წამოდგა.

* * *
-დე მოვედი,კარი ჩემი გასაღებით გავაღე და სამზარეულოსკენ დავიძარი.
-აქ ვარ,გამომძახა აბაზანიდან და რამდენიმე წუთში მისი გაფითრებული სახეც გამოჩნდა.
-ცუდად ხარ?
-არა დე,მომწამლა ეტყობა რაღაცამ.
-არ გგონია,რომ ამ ბოლო დროს ხშირად იწამლები? რამეს მიმალავ?
-ნუ ხარ ლილე ეჭვიანი,რას უნდა გიმალავდე.
-დედა მოდი წავიდეთ ექიმთან,მარინას სახე შეეცვალა.
-რა მინდა ექიმთან ჰა? ვერ ხედავ რომ ჯანმრთელი ვარ? თან სამსახურში მაგვიანდება,ხომ იცი ისეთი თავმომწონე ოჯახია,ყველაფერი თავის დროზე უნდა ჰქონდეთ.
-რა მითხარი, რა გვარიაო შენი უფროსი?
-მახარაძე დე,მგონი მაგისი ბიჭი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრია.
მეგონა ცივი წყალი გადამასხეს,
-რა თქვი? გიორგი ხომ არ ჰქვია?
-მგონი,რა იყო? გაკვირვებულმა გამომხედა.
-ვიცნობ,იქ მაგისი ძმაკაცი იყო იმ მღვიმეში და...
-ძალიან კარგი თუ იცნობ.
-უნდა წამოხვიდე მაგ სახლიდან.ხმა ამიკანკალდა.
-ვერ გავიგე>?
-არ მინდა მაგათთან იმუშავო.
-ეხლა კარგად მისმინე, ჯერ ერთი ეს სამსახურიც ძლივს ვიშოვე,მერე მეორე სამარცხვინოს არაფერს ვაკეთებ და მესამე არასდროს შეგრცხვეს იმ საქმის რაც პატიოსნად ცხოვრების საშუალებას გაძლევს.
-არ გესმის, არა.ვიყვირე წყობიდან გამოსულმა.
-ნუ მიყვირი.ეს შენ არ გესმის სიტუაციის სირთულე.პატარა ბავშვი არ ვარ შენს ახირებაზე გავიარო. არსებობა გვჭირდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს მახარაძე იქნება თუ სხვა ვინმე,ნებისმიერს გავუკეთებ საჭმელს,ამიტომ ეს თემა დახურულია,გასაგებია ლილე?
-დედა.
-ლილე,გასაგებია?
-გავიგე.ამოვიბურტყუნე და ჩემს ოთახში შევიკეტე.
მთელი კვირა სიმშვიდეში მიილია,დედას მხოლოდ საღამოობით ვხედავდი,ჩუმად ვვახშმობდით და ასევე ხმისამოუღებლად მივდიოდით ჩვენს ოთახებში.ფიქრებს ტელეფონის ხმამ მომწყვიტა.
-ლილე.
-ხო ნათი,როგორ ხარ?
-მიდი მისამართს მოგწერ და კაფეში გამოდი,გელოდები.
-ამოდი ჩემთან.
-არა, საქმე მაქვს სერიოზული, ამიტომ გელოდები.
-კარგი.
* * *
-ვერ დავივიწყებ გასაგებია? როგორ შეგიძლია ერთი დღის გაცნობილ ქალში გაცვალო საყვარელი ადამიანი?
-გეყოფა კრისტი გთხოვ,ტონს აუწია ლექსომ,ხომ იცი ვერ ვიტან ამ სპექტაკლებს.
-მიპასუხე ოდესმე გიყვარდი? იყვირა ქალმა.
-არა,არასდროს და შენთვის იმედიც არ მომიცია.
-გგონია ის გიყვარს? არა ნაკანო შენ სიყვარული არ შეგიძლია,გგონია ვერ ვხვდები რომ ვერ მაპატიე? იმისთვის მსჯი რაც წარსულში მოხდა,კაცს კიდევ რომელსაც პატიების უნარი არ გააჩნია,ბედნიერი ვერ იქნება.
-წადი,მშვიდად ჩაილაპარაკა ლექსომ და სავარძელში ჩაეშვა.
-გნახავ გაუბედურებულს.ეს ასე არ დასრულდება.ზუსტად ვიცი ერთხელ ისე გეტკინება,როგორც ეხლა მე მტკივა,იმ დონეზე რომ სუნთქვასაც ვერ შეძლებ.
კიდევ რამდენიმე წუთს გაჩერდა ქრისტი ოთახში,მისი ნივთები მოაგროვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

* * *
გაკვირვებულმა დავხედე საათს და უკვე მერამდენე დავრეკე ნათიასთან ვინ მოთვლის,ის იყო წასვლას ვაპირებდი,რომ ჩემს წინ სკამი გამოიწია და ლექსო ჩამოჯდა.
-გამარჯობა ლილე.
-გაგიმარჯოს,აქ რას აკეთებ?
-შენ გხვდები,გამიცინა და ოფიციანტს ხელი აუწია.
-ვერ გავიგე? შენ რა შუაში ხარ,მე ნათ...ოხ ნათია ნათია, როგორ მოახერხე? სიბრაზის ნოტები გაკრთა ჩემს ხმაში.
-როცა ადამიანს რაღაც გულით უნდა,ყველაფერს მიაღწევს.
-რა გინდა?ასე უნდა მზდიო ეხლა?მოსვენებას მიკარგავ.
-შენ თავი დიდხანს უნდა იფასო?პირდაპირ გეტყვი არასდროს არავის მიმართ,ასეთი გრძნობა არ მქონია,გთხოვ თუ ოდნავ მაინც გაქვს რამე ჩემს მიმართ,მივცეთ შანსი ჩვენს ურთიერთობას.
-შენ წახვალ,ამოვილუღლუღე და საბოლოოდ დავყარე ფარ-ხმალი,ვის ვეჯიუტებოდი,ალბათ საკუთარ თავს,თორემ გადასარევად ვიცოდი,რომ ჯერ კიდევ მღვიმეში,უკვე ყრებამდე ვიყავი მასზე შეყვარებული. ნაკანს გაეცინა და წამებში გამათბო.
-ვიცი რისიც გეშინია ლილე. მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.ნუ გაფრთხობს ჩემი ცნობადობა.არასდროს მიგატოვებ გესმის?სიგიჟეა რაც ამ წუთას მჭირს,ალბათ სხვას რომ ეთქვა არასდროს დავუჯერებდი,მაგრამ მართლა შემიყვარდი,ჩემი მოუსვენრობის მიზეზი გახდი,ამხელა კაცი ვზივარ აქ და პატარა ბავშვივით,ვცდილობ ჩემს გულწრფელობაში დაგარწმუნო,მგონი სკამარისია ლილე.
-ლექსო,არ არის სწორი რასაც ვაკეთებთ.
-უბრალოდ მენდე,ჩემი სიყვარულის დაიჯერე და არაფერი არ მოხდება,მხოლოდ ერთს გთხოვ,არასდროს მომატყუო და თავზე არ გადამახტე,რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს გაგიგებ,რადგან როგორი დიდი სიყვარულიც ვიცი,ასეთივე სიძულვილი შემიძლია,გთხოვ ლილე.
-არასდროს მოგატყუებ,პირობას გაძლევ.
-მაგას თანხმობად ჩავთვლი,გაეღიმა ნაკანს.
-ვცადოთ,ეს მხოლოდ დასაწყისია.
-ჩემთის ეგეც საკმარისია,პატარა ქალბატონო,ხვალ მივფრინავ.
-სად? ავფორიაქდი უცებ.
-იტალიაში,თამაში მაქვს,ხომ არ გავიწყდება ჯერ კიდევ მოქმედი მოთამაშე ვარ,მაგრამ არ იდარდო,შენ დაბადების დღეზე აქ ვიქნები.
-საიდან იცი? გულწფელად გამაკვირვა.
-ოხ ლილე ,ლილე ვატყობ კარგად მოგიწევს ჩემი გაცნობა, მე ისიც კი ვიცი, რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად.
-შენ ჩემი ნივთი გაქვს,მედალიონზე ვანიშნე.
-ვიცი,ჩაეცინა ეშმაკურად,რომ დავბრუნდები მოგცემ.იქაც ხომ უნდა წამყვეს შენი ნაწილი.
-კარგი,გამეცინა და ჩაის ფინჯანს ხელი მოვკიდე.

* * *
მეორე დღეს ლექსო გაფრინდა და თითქოს მართლა წაიღო ჩემი ნაწილი.მიკვირდა საკუთარი თავის,ასე როდის მოვასწარი მისი შეყვარება.მაგრამ ფაქტი იყო,გამწარებული დავყურებდი ტელეფონს.ყველა მისი მონაწერ მესიჯზე სხეულში პეპლები დაფრინავდნენ.არასდროს დამავიწყდება დედაჩემის გაოცებული სახე,როდესაც ეკრანთან მოკალათებული ყველას ვლანძღავდი ლექსოს მოწინააღმდეგე გუნდში.ვხედავდი როგორ იძახდნენ მის სახელს და სიამაყისგან ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი.
მინდოდა მეყვირა,რომ ის ჩემი იყო,რომ მას მე ვუყვარდი და მხოლოდ მე მეკუთვნოდა.ერთ მომენტში ნაკანი წაიქცა და სავარაუდოდო ფეხის ტრამვა მიიღო,დამეფიცება რომ მეც მეტკინა.გიჟვით წამოვხტი ფეხზე და მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე როცა ლექსო ისევ მოედანზე დავინახე.
დღეებს ვითვლიდი მის დაბრუნებამდე და ზუსტად ვიცოდი,რომ რაღაცის მეშინოდა.

* * *
ლექსომ სახლის კარი შეაღო და ჩანთა იქვე დააგდო.
-ჩამოხვედი?სამზარეულოდან გამოვიდა ქალბატონი რუსუდანი.
-ჩამოვედი დედა,ლოყაზე აკოცა ქალს.
-ლექსო ლადომ დარეკა,უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა ქალმა.
-მერე?გამომცდელად გახედა დედას.
-ბეჭედი შეგიკვეთავს და მზად არის.
-ძალიან კარგი,გაეღიმა ნაკანს.
-რა ხდება? წარბი ასწია რუსუდანმა,იცოდე არ გადამრიო.
-ნუ გადაირევი,ცოლი უნდა მოვიყვანო.უდარდელად ჩაილაპარაკა ლექსომ.
-გაგიჟდი ხო? ასე უცებ რამ გადაგრია? ვინ არის ის მაინც მითხარი.
-დედა გთხოვ, არ დაიწყო ეხლა,ნუ გავიწყდება პატარა ბიჭი არ ვარ და როგორმე მეთვითონ გადავწყვეტ მაგ საკითხს.
-რას ქვია არ დავიწყო? განა შეგეფერება ასეთი საქციელები? ვინ არის,რას წარმოადგენა?ჩვენს წრეს ეკუთვნის?
-არა დედა,ცნობადი სახე არ არის და მოვრჩით მაგაზე საუბარს.
-ლექსო.
-დედა არ ჩაერიო,ტონს აუწია ნაკანმა.
რუსუდანმა უკან დაიხია,კარგად იცოდაა ლექსოსთან საუბარს აზრი არ ქონდა.
სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
-გამარჯობა ლაშა,როგორ ხარ? მისმინე ყველაფერი უნდა გამიგო ვინ არის ის გოგო,ლექსო რომ დადის,აბსოლიტურად ყველაფერი, ოჯახიდან დაწყებული,რაც შეიძლება სწრაფად.
ტელეფონი გათიშა და დაფიქრებულმა გახედა საათს.
-არ მოგცემ იმის უფლებას,იქ დავბრუნდეთ საიდანაც დავიწყეთ.

* * *
-რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა,იმიტომ რომ დღეს ჩემი ლილეს დაბადების დღეა,შემოვარდა ნათია ყვირილით და ჩამეხუტა.
-გადარეულო,ხელები მოვხვიე დაქალს.
-გილოცავ ჩემო ერთადერთო,აბა რა სახე ჩამოგტირის? დავიჯერო ასე დარდობ მომატებულ ერთ წელიწადს? მაინც მოეწონები შენს რაინდს ხომ იცი?
-წესით ეგ რაინდი აქ უნდა ყოფილიყო დღეს,ამოვიოხრე ნაღვლიანად.
-დაიცა ადამიანო,მთელი დღე წინაა ჯერ.ეგეც რომ არა აქვე ხომ არ არის,იტალიაშია წასული და თან ისიც იცი რა საქმეზე.ასე რომ ნუ იბუსხები აი ნახავ აუცილელად გამოჩნდება.
-იმედია.
-რა მოვიფიქროთ დღეს?რამდენიმე მეგობარს შევეხმიანე და რესტორანში წავიდეთ საღამოს.
-რა ვიცი,დიდად არ ვარ ხასიათზე.
-ეხლა მართლა არ გადამრიო იცოდე,სწრაფად წამოხტი ფეხზე და მოწესრიგდი,სულ კი ვერ გახდები 25 წლის.
-კარგი ხო,კარგი მოკლედ ადამიანს რომ შეუჩნდები ხომ აღარ მოასვენებ,გამეცინა და ოთახისკენ დავიძარი.
ნათიას მართლაც ყველაფერზე ეზრუნა.ჩვენი ახლო მეგობრები დაეპატიჟებინა და რესტორანში შეეკრიბა.ყველამ გულთბილად მომილოცა და საღამოც დაიწყო.
გულს ვერაფერს ვუდებდი.ყოველწუთას ტელეფონს ვაკვირდებოდი.თუმცა მისი არც ზარი ჩანდა და არც მესიჯი,სადღაც გულში მეწყინა.უხალისოდ ვუსმენდი გოგოებს.მოულოდნელად ნაცნობი ხმა გაისმა დარბაზში და დამეფიცება გული გამიჩერდა.გაჭირვებით მივატრიალე თავი სცენისკენ და თვალები გამიფართოვდა.
-მხოლოდ რამდენიმე წუთით მოგაცდენთ მე და ჩემი ლომები,ლექსომ მის უკან მდგომ მისი გუნდის წევრებზე მიანიშნა.
ემოციამ ფეხზე წამომაგდო.თვალცრემლიანი შევყურებდი ნაკანს და ზუსტად ვიცოდი,ეს ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა,უგონოდ მიყვარდა.
-ამ დარბაზში იმყოფება ერთი გოგონა,რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი,საკმაოდ ცუდ სიტუაციაში.თუმცა მან ჩემი ცხოვრება ამოაყირავა.გული მომპარა და წაიღო.ლილე,საოცარი თვალებით გამომხედა და გამიღიმა,გილოცავ დაბადების დღეს,მინდა სულ გაღიმებულს გხედავდე,მინდა სულ ჩემს გვერდით იყო,მინდა არასდროს დაკარგო ეგ ბავშვურობა და სილაღე,კიდე იცი რა მინდა?ჩემი გული რომ დამიბრუნო და შენიც მოაყოლო,მინდა უფლება მომცე მერქვას შენი მეორე ნახევარი მე, უბრალო ადამიანს მქონდეს პატივი შენს ნაწილად ვიწოდებოდე.მიყვარხარ ლილე.დარბაზში my valentain გაისმა და ლექსომ მის მეგობრებთან ერთად სიმღერა დაიწყო.ეს ბოლო წვეთი იყო. ყველანაირმა ემოციამ გაარღვია ჯებირი.მთელი სხეული მიკანკალებდა,ცოტაც და ამოხეთქავდა ის გრძნობა ზღვასავით რომ ბობოქრობდა ჩემში.გოგონებს გადავხედე,ყველა ტიროდა ჩემთან ერთად.ნათიამ ფრთხილად მიბიძგა სცენისკენ.თითქოს სწორედ ამას ველოდებოდი,ნელა დავიძარი და მის წინ გავჩერდი.გამიღიმა,სიმღერას თავი ანება და ჩემს წინ გაჩერდა.
ასეთი ლექსო ნაკანი,ალბათ არავის ჰყავდა ნანახი.
-მიყვარხარ,დავიჩურჩულე და წამებში ვიგრძენი ნაკანის ტორები ჩემს სხეულზე და სულ სხვანაირად გავთბი,სხვანაირად ამოვისუნთქე.
-ჩუ,აღარასდროს იტირო.თავზზე მაკოცა და სცენიდან ჩამოსულ ბიჭებს მოეხვია.
-ძმები ხართ ლომებო.
ყველამ სათითაოდ მომილოცა იუბილე და გაგვეცალნენ.
-წამოდი,წავიდეთ.
-წავიდეთ,ხელი ჩავკიდე და დარბაზი ისე დავტოვე უკან არ მომიხედია.ალბათ რომ ეთხოვა ჯოჯოხეთშიც წავყვებოდი.
-სად მივდივართ?მხოლოდ მას შემდეგ ვკითხე რაც მანქანაში ჩავჯექით.გიჟი ხარ,გამეცინა გლიანად.
-მაგ სიცილისთვის სიცოცხლესაც დავთმობ.გამომხედა ლექსომ და ხელზე მაკოცა.
-ვერასდროს ვიფიქრებდი თუ შენ ასეთი რომანტიკოსი იყავი.
-არც ვარ ლილე,შენ ვის არ შეშლი ჭკუიდან?სანამ მსგავად არ აგიხსენი სიყვარული,ვერ დაგაჯერე.
-ეხლა რა იქნება?
-ეხლა? ყველა მედია თუ პრესა დაწერს,როგორ გადაიყვანე ამხელა კაცი ჭკუიდან,გაიცინა და ძრავა აამუშავა.

* * *
დაიწყო დღეები ლექსოსთან ერთად და გაფერადდა მთელი ჩემი ცხოვრება.თავისუფლად შემეძლო მეთქვა,რომ მისით ვსუნთქავდი და ვარსებობდი.თუმცა ყოველთვის მეგონა,რომ მას არ ვიმსახურებდი.რომ დადგებოდა დღე,როცა ის ჩემგან წავიდოდა.იმდენად დიდი იყო ჩვენს შორის სხვაობა ფენობრივად,რომ მშვიდად ყავასაც ვეღარ ვსვამდით.ხშირად განიხილავდნენ,ჩვენს თემას პრესაში და კონკიას ამბავს ადარებდნენ.ზოგს ფულზე მონადირე ვეგონე,ზოგს ჩემი უბრალოდ შურდა.
-ლილე,სახლში ხარ?საძინებლის კარზე მომიკაკუნა დედამ.
-კი დე,მშვიდობაა?უკან მივყევი და სამზარეულოში ჩამოვჯექი.
-ცუდად გავხდი და გავენთავისუფლე.
-არ გგონია,რომ ამ ბოლო დროს ხშირად ხდები ცუდად? მოდი წავიდეთ ექიმთან .
-არაფერია გადავიღალე,დავლიოთ ჩაი?გამიცინა ნაძალადევად და ჩაიდანში წყალი ჩაასხა.
ვატყობდი ამ ბოლო დროს,როგორ სუსტად გრძნოდა თავს,ხელები უკანკალებდა,სასწაულად გახდა და ფერი დაკარგა,ვშიშობდი თუმცა ექიმამდე ვერაფრით მივიყვანე.
-მისმინე დე,ჭიქას ხელებში მოვიქციე და შემს წინ მჯდომს გავხედე,მოდი წავიდეთ ექიმთან,გთხოვ.
-მისმინე ლილე,ეგ მოიცდის,რაღაც საკითხზე მინდოდა შენთან საუბარი.
-გისმენ.
-შენ ხომ იცი,მსოფლიში ყველაზე საუკეთესო შენთვის მემეტება,მაგრამ არ ხარ მზად ამ ყველაფერს გაუძლო.
-რას გულისხმობ?ერთიანად დამეძაბა სხეული.
-შენი და ლექსოს ურთიერთობას.ხომ იცი რომ გაგიჭირდება? მე ყოველდე ვხედავ მათ ცხოვრებას,შენ არ ხარ მათნაირი და ეს ყოველთვის იქნება დაბრკოლება,როგორც არ უნდა უყვარდე.
-ანუ რას ამბობ? რადგან მილიონები არ მიდევს ანგარიშზე,არ შეიძლება მისნაირ ბიჭს შევუყვარდე?
-ყველაფერს სხვანაირად იგებ.დავიჯერო შენ არ გაწუხებს ეგ თემა? ზუსტად ვიცი დაგტანჯავენ,ცხოვრებას დაგინგრევენ.
-დედა აჭარბებ.
-შენ ეხლა გგონია ეგრე.გიყვარს და ყველაფერს ვარდისფერი სათვალეებით უყურებ.დროა გაიზარდო ლილე.უკვე აღარ შეგეფერება შეცდომების დაშვება.მხოლოდ იმაზე ვდარდობ იმდენად არ აფრინდე, რომ დაცემა ძალიან გეტკინოს.ნუთუ ვერ ხედავ,ამდენი ხანია ერთად ხართ და ფეხს ითრევს მისიანების გაცნობაზე.დღეს გიორგისთან სახლში დედამისი იყო მოსული,ალბათ იცის ვინ ვარ.
ისე შემომხედა,თავი არარაობა მეგონა,მე და ის მძახლები?ჩემთან ერთად წყალსაც არ დალევს,ისეთ ქალი ჩანს.
-ეგ მისი პრობლემაა დედა.ვერ ვხვდები თავს რატომ იმცირებ მათთან? როდიდან წყვიტავს ყველაფერს ფული?გისმენ და ვერ ვხვდები როდის გადაწყვიტე ჩემი ცხოვრების მართვა?
-მართვა? ლილე შენ ჩემი შვილი ხარ და ვალდებული ვარ იმას აგარიდო რაც წინ გელოდება.
-რატომ მგონია,რომ რაღაც ცუდი უნდა მითხრა?
-მინდა რომ ლექსოს დაშორდე.ეს აბსორდული ურთიერთობა უნდა დასრულდეს.არ ხარ ის გოგო ვინმემ გამოგიყენოს და ნახმარი თოჯინასავით მოგისროლოს სანაგვეზე.
-რას ამბობ ხვდები მაინც?
-ეს შენ ვერ ხვდები სიტუაციის სირთულეს ლილე.ის აქაც კი არ ცხოვრობს,ისვენებს და იმიტომაა საქათველოში,მერე რა იქნება? გგონია შენს გამო აწყობილ კარიერას,სახელს და წარმატებას დატოვებს და აქ წამოვა?თუ შენ წახვალ იქით და მარტო დამტოვებ?
-აი თურმე რა ყოფილა,როგორც ყოველთვის მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ.მიხვდი რომ შეიძლება წასვლაზე ვიფიქრო და ამას იმიტომ აკეტებ?
-უმადური ხარ.ფეხზე წამოდგა დედა და აცრემლებული თვალებით შემოხედა.მთელი ცხოვრება მოგიძღვენი.
-არ მითხოვია დედა.არ მითქვამს სულ ასე ყოფილიყავი,რატომ არ მოიწყვე ცხოვრება?მე რაში მადააშაულებ?ძალიან დამღალე, აი იმდენად რომ უკვე სახლში გაჩერებაც აღარ მინდა.
-კარი იცი საითაც არის,მშვიდად ჩაილაპარაკა ლალაიმ და სამზარეულოდან გავიდა.
რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვიჯექი.ბოლოს მივხვდი,რომ არ ვსუნთქავდი და გული მეტკინა.სწაფად წამოვხტი ფეხზე და კიბეზე დავეშვი. არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ლექსოს სახლის კართან.გაუჩერებლად ვაბრახუნებდი და წუთებს ვითვლიდი მის გამოჩენამდე.თითქოს ნათლად დავინახე,როგორ წამართვეს მისი თავი. რამდენიმე წუთში ზღურბლზე ნამძინარევი და გაოცებული ლექსო გამოჩნდა.
-ლილე მშვდობაა? ხმაც კი დაეძაბა.
-შემომიშვებ?
-მოდი,გაიწია და გზა დამითმო.
მისაღებში შევედი და დასჯილი ბავშვივით ჩავხარე თავი.
-მეტყვი რა გჭირს? მკლავში მომკიდა ხელი ნაკანმა.
-მიმატოვებ ლექსო?
-რა?
-მიპასუხე.ტონს ავუწიე
-რას გულისხმობ წესიერად გამაგებინე.
-იცი რასაც.მიმატოვებ და წახვალ,ხომ ასეა? დამთავრდება შენი შვებულება საქართველოში და მერე რა იქნება?წახვალ და დამტოვებ,მე კიდე ისიც არ ვიცი უშენოდ როგორ ვიცხოვრო.ეგეც რომ არა ერთად ყოფნას არ გვაცდიან,არ გაგვახარებენ.ყველგან იქნება ჩვენი სხვაობა,იცი რომ დედაჩემი დამლაგებელია? იცი რომ შენსავით პრესტიჯულ სკოლაში არ მივლია?
-გაგიჟდი შენ? რა გჭირს?რას ბოდავ? ჩახუტება სცადა ნაკანმა,თუმცა გავერიდე და უარესად ავყვირდი.
-სხვადასხვა პლანეტაზე ვართ ვერ ხვდები? უნდა დასრულდეს,ჩემი ტანჯვა უნდა დაასრულო ლექსო.
-მოდი აქ,ხელი მტაცა და ძალით ჩამიხუტა,გაჩერდი ნუ ფართხალებ,არასდროს იფიქრო მსგავი რაღაც,როგორ შემიძლია შენი მიტოვება,როცა სიცოცხლეს მირჩევნიხარ?ვიცი დედაშენი რომ დამლაგებელია,მერე რა? ერთ დროს მე და დედაჩემი ბოთლებს ვაგროვებდით,რომ გვეარსება. ღმერთო რა სულელი მყავხარ.
-გიყვარვარ? ამოვხედე აცრემლებულმა.
-სიცოცხლეზე მეტად.ფრთხილად დაიხარა და ტუჩებზე შემეხო,გაუბედავად შემოვხვიე ხელები და ავყევი.
-ლილე,სცადა გაჩერება,თუმცა წამალივით მჭირდებოდა მისი სიახლოვე,არ ინანო.
-არასდროს,უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები და ვიგრძენი როგორ ამიტაცა ლექსომ ხელში.


* * *
ცხოვრება თითქოს კალაპოტს დაუბრუნდა.ლალი ისევ არ მელაპარაკებოდა და მეც ვცდილობდი ნაკლებად მოვდებოდი თვალში.დილიდან აფორიაქებული დავრბოდი ოთახებში დღეს ლექსო ნაციონალურ ნაკრებში თამაშობდა.ერთ-ერთი მნიშვნლოვანი შეხვედრა იმართებოდა. ის იყო ჩაცმას მოვრჩი რომ კარზე ზარი გაისმა. "ალბათ ნათია მოვიდა"გავიფიქრე და კარისკენ წავედი,არცმეტი არც ნაკლები ზღურბლზე თვით რუსუდან ნაკანი იდგა.
-გამარჯობათ,დაბნეულმა ჩავილაპარაკე.
-გაგიმარჯოს,შეიძლება?
-კი მობრძანდით ,ბოდიშს ვიხდი არ გელოდით,დაბრძანდით.სავარძელზე მივუთითე,ყავას მიიირთმევთ?
-არა საქმე მაქვს შეთან.
-გისენთ.
-არ მიყვარს ზედმეტების ლაპარაკი,ამიტომ მოკლედ გეტყვი სათქმელს და იმედს ვიტოვებ სწორად გაიგებ.ჭკვიანი გოგო ხარ და ალბათ ხვდები განსხვავებას შენსა და ჩემს შვილს შორის.ალბათ უნდა ვარაუდობდე,რომ მე არასდროს დავუშვებ თქვენს ურთიერთობას.
-ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
-არ გამაცინო ჩემო კარგო.არ მინდა მსგავსი ბანალირი გამოსვლები.შენ წარმოდგენაც არ გაქვს ლექსოს გვერდით როგორი ქალები იყვნენ.მისთვის სერიოზული ურთიერთობები არ არსებობს.ესეც რომ არა,მე შემიძლია იმდენი თანხა მოგცე რამდნსაც მეტყვი,წახვალ აქედან,დაისვენებ,იშოპინგებ და ლექსოც დაგავიწყდება.
-ხვდებით რას მეუბნებით?დიდი პატივისცემის მიუხედავად,მმიბრძანდით ჩემი სახლიდან.
-გასაგებია.ესეიგი შენთან წესიერად საუბარი არ გამოდის.მაშინ კარგად მომისმინე არ მაინტერესებს როგორ და რანაირად,მაგრამ ლექსოს ცხოვრებიდან გაქრები,თორემ.
-რა თორემ?
-დედაშენს დავაჭერინებ.უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე და გამიცინა.
-ვერ გავიგე?
-ხო რა იყო? არ იცი გიორგის დედამ ძვირფასი სამკაული რომ დაკარგა?პრინციპში საიდან გეცოდინება? ჯერ დედაშენმაც არ იცის,ისიც არ იცი მის ჩანთანში რომ იპოვის პოლიცია. არა წარმოგიდგენია? საწყალი ქალი რა დღეში ჩავარდება.
-მემუქრებით?
-არა,შვილის გადარჩენას ვცდილობ.
-ასე ვერ მოგვექცევით.ამას ადამიანობა არ ქვია. თქვენც ხომ ქალი ხართ?
-გინდა ვცადოთ? ეხლა წავალ ჩემო ლამაზო,იმედია იმის შეხსენება არ დამჭირდება რომ ლექსომ ეს საუბარი არ უნდა იცოდეს.შენ გადაწყვიტე რა და როგორ. დედას გაწირავ თუ საყვარელ კაცს.
-მიყვარს,ხმის კანკალით ამოვთქვი და თვალები დავხუჭე.
-გაგივლის,ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.
* * *
ცოცხალ-მკვდარი მივლასლასი სტადიონზე,შესასვლელშივე დავლანდე ნათია და ღრმად ჩავისუნთქე.
-სად ხარ აქამდე?
-მოვედი.გაჭირირვებით გავუღიმე დაქალს.
-რა გჭირს? ფერი არ გადევს, რამე მოხდა?
-არაფერი ნათი,წამოდი შევიდეთ,თორემ დაიწყება ჩვენს გარეშე.
ტრიბუნაზე ჩვენი კუთვნილი ადგილები დავიკავეთ.რამდენიმე წამიც და თამაში დაიწყო.გულისფანცქალით ვუყურებდი ლექსოს და ყველა ემოცია ერთად მიტევდა.ცრემლები დაუკითხავად ეშვებოდა სახეზე და სიმწრისგან შეკრული მუშტები არ გამიხსნია.
-ლილე,ჩამჩურჩულა ნათიამ.მორჩა თამაში,მოვიგეთ, რა გჭირს?ინსტინქტურად წამოვდექი ფეხზე და დარბაზს გავხედე.შეხედე,მხარი გამკრა ნათიამ და მოედნის თავზე დაკიდებულ მონიტორს გამახედა.
ნაკანი ჩანდა და იღიმოდა.გაოგნებულმა მოვატარე მზერა მინდორს,ყველა მე მიყურებდა.უცებ ლექსომ მიკროფონი მოიმარჯვა და ჩემკენ გამოიხედა.
-ლილე ცოლად გამომყვები?გაისმა მისი ხმა და დამეფიცება მიწა შემერყა ფეხქვეშ.
პასუხის მოლოდინში გაისუსა მთელი მოედანი.ეხლა მონიტორზე ჩემს სახეს აჩვენებდნენ.მე კიდე ერთ ადგილზე გაშეშებული მხოლოდ ლექსოს სახეს ვუყურებდი.რომელსაც ნელნელა ეცვლებოდა გამომეტყველება.ბოლოს ძალა მოვიკრიბე და თავი ოდნავ გავაქნიე უარის ნიშნად,შემოვტრიალდი და სირბილით დავუყევი კიბეებს.


* * *
ლექსომ გამწარებულმა გამოხსნა მანქანის კარი,თუმცა გიორგიმ მოასწრო და გასაღები აართვა ხელიდან.
-რას აკეთებ? ამ მდგომარეობაში მანქანის მართვას ვერ შეძლებ.
-დამიბრუნე,დაიღრინა ნაკანმა.
-ლექსო,არა დაწყნარდი.ხელი აუკრა გიორგიმ.
-ხვდები რა გააკეთა? მუშტი დაარტა მანქანის მინას ლექსომ.
-გადაირიე? რას აკეთებ? ეცა ბიჭი ხელებში.
-მიღალატა,დამამცირა და მომატყუა.
-იქნებ არსებობს მიზეზი? წამოდი წავიდეთ და დაელაპარაკე.
-არასდროს გიო,არასდროს ვაპატიებ ამ ყველაფერს. დასრულდა ეგ ადამიანი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა.მომეცი გასაღები ამის დედაც მომეცი.იღრიალა ნაკანმა და მეგობარს ხელი კრა.
-ჩაჯექი მე წაგიყვან.დაჯექი,ჩემზე ჯიუტი არ ხარ.
ნაკანი თითქოს ერთიანად მოეშვა,დაეფიცება რომ ასეთი გულის ტკივილი არასდროს უგრძვნია.გამწარებულმა გამოხსნა მანქანის კარები და მძიმედ ჩაესვენა სავარძელში.
-სად წავიდეთ?
-სადმე შორს,მისგან შორს,ამოილუღლუღა და საქარე მინას მიადო თავი.

* * *
ცუდად მყოფი დედამ მიპოვნა.ისე ჩამიკრა გულში როგორც პატარაობაში იცოდა ხოლმე.მზრუნველად წამომაყენა ფეხზე.სახეც კი მისი ხელით ჩამომბანა და საწოლში ჩამაწვინა."გაივლის ლილე,ესეც გაივლის"თითქოს უსიტყვოდ მიხვდა ჩემს ტკივილს და ხმას არ იღებდა.ყოველ დღე შიშით ველოდი ლექსოს გამოჩენას.ზუსტად ვიცოდი ერთელ მაინც რომ მენახა ვერ შევიკავებდი თავს და ყველაფერს მოვუყვებოდი.თუმცა ნაკანი არ გამოჩნდა არც იმ დღეს და არც შემდეგ დღეებში ვერ გადააბიჯა საკუტარ თავმოყვარეობას და ვერ მოვიდა..ორი თვე გაილია ისე რომ ადამიანის სახეც კი დავკარგე.არაფერი მიხაროდა,გამუდმებით ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი და ფანჯრიდან მალულად ვიყურებოდი.ყველაფერი მოულოდნელმა ამბავმა შეცვალა
აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი,ლექსო ნაკანის შვილს ვატრებდი მუცლით.
-უნდა უთხრა,აქვს უფლება იცოდეს.
-რანაირად ნათი? გგონია ენდომება ჩემი ნახვა?
-მნიშვნელობა არ აქვს რა ენდომება და რა არა.შენ უთხარი და თვითონ გადაწყვიტოს რას იზამს და საერთოდაც შეცდომა დაუშვი, როცა მისგან გაიქეცი და სიმართლე დაუმალე.
-გთხოვ,ჩემიც მყოფნის და ნუღარ მიმატებ.დედას თავით ვერ გავრისკავდი და ეს შენ კარგად იცი.
-ჩამოსულია,შერატონში აქვს დღეს პრესკომფერენცია ლილე,3 თვე გავიდა უკვე შეიძლება გადაუარა კიედეც ბრაზმა.
-კარგი,წავალ და ვნახავ.ბოლოსდაბოლოს ერთხელ მაინც ხომ უნდა ვესაუბრო?
-გაემზადე და წამოგყვები,მარტო არ დაგტოვებ ხომ იცი?
ზუსტად ნახევარ საათში საატუმროს შესასვლელში ვიდექით.სადაც ლექსო ნაკანის პრესკომფერენცია იმართებოდა.უამრავ ჯურნალისტს მოეყარა თავი.გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ფოიეში შევჩერდი,გული ამოვარდნას მქონდა.ფრთხილად მოვეფერე მუცელს და მზერა კარებისკენ გამექცა.ის იყო,ადამინი რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა. არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე,მაშინვე რომ არ ჩავეხუტე და ატირებულმა დახმარება არ ვთხოვე.საქმიანი იერით მოიწევდა წინ,უკან ქერა გოგო მოსდევდა საბუთებით ხელში.როგორც კი მომიახლოვდა,გამბედაობა მოვიკრიბე და წინ დავუდექი.
-ლექსო.ხავილს უფრო გავდა ჩემი ხმა. თვალები გაუფართოვდა ჩემს დანახვაზე და სახეზე წამოწითლდა.
-საქმე მაქვს შენთან,გთხოვ ვისაუბროთ,ამოვილუღლუღე და თვალი ავარიდე.
-ავტოგრაფს არ ვიძლევი,ადგილზე გამყინა მისმა ხმამ.დაცვას დაუძახეთ და გოგონა გააცილეთ,მიუტრიალდა უკან მდგომს და გვერდი ისე ამიარა ვითომ არც ვარსებობდი.
-იცოდე ინანებ,აუცილებლად მთხოვ პატიებას ამ დღისთვის ლექსო,მთელ ხმაზე ვუღრიალე და მშვიდად დავტოვე გაოცებული საზოგადოება.
-წავედით,აქ მოსვლა ისედაც შეცდომა იყო.ჩაჯდომისთანავე მივახალე ნათიას და ღვედი შევიკარი.
-რა მოხდა ლილე?
-არც კი მომისმინა ნათი,არაფერში ვჭირდებით.
-იქნებ მე დაველაპარაკო?
-არ გაბედო,დამთავრდა ეხლა მართლა დამთავრდა ლექსო ნაკანი ჩვენს ცხოვრებაში,წამიყვანე გთხოვ.

* * *
ლექსო ნაკანმა იმ დღესვე დატოვა საქართველო პრესკომფერენციის შემდეგ.ეროვნულ ნაკრებთან კავშირი გაწყვიტა და იტალიის ერთერთ წამყვან გუნდში გადავიდა.ეს იმას ნიშნავდა რომ აქეთ აღარაფერი აკავებდა."იქნებ ეგრეც ჯობია" ცრემლები მოვიწმინდე და ჩემს პირად რეალობასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე.არ გაუხარდა დედას ბავშვის ამბავი,მაგრამ არაფერი დაუძალებია.
-ლილე,იცი რამხელა ტვირთია მარტოხელა დედობა?
-ვიცი დედა,ამოვიოხრე და ცხელი ფინჯანი ხელებში მოვიქციე.
-მერე?
-ვერ მოვიშორებ,არ მაქვს მაგის უფლება რომ ცოცხალ არსებას გადავუწყვიტო იცოცხლებს თუ არა.
-მაგაზე თავის დროზე უნდა გეფიქრა,მე შენ გაფრთხილებდი.
-ვიცი დედა,ვიცი.მართალი იყავი .იმას ვეპოტინებოდი რაც ჩემთვის არ შეიძლებოდა და საკმაოდ მწარედაც დავისაჯე,ამიტომ გთხოვ უბრალოდ დამიდექი მხარში.
-კარგი ლილე,არ გვჭირდება ნაკანების მილიონები მის გასაზრდელას, რაღაცა აუცილელად იქნება.
ლალი ფეხზე წამოდგა,შუბლზე მაკოცა და ჩანთას დასწვდა.
-მაცივარში საჭმელი და ხილია,თავს ნუ იშიმშილებ ეხლა ბავშვზე უნდა ვიფიქროთ.
-მადლობა დე.
-მალე მოვალ,კიდე ერთხელ მაკოცა.
-რა გჭირს? გულიანად გამეცინა .
-არ ვიცი,არ მეთმობი დასატოვებლად.
-კაი რა დე, არაფერი მომივა,მშვიდად ვარ.

ლალი გავსტუმრე სამსახურში და სახლის მილაგება გადავწყვიტე.მშვიდად მოვიარე ოთახები და დავასუფთავე.არ მინდოდა მეფიქრა იმ ყველაფერზე რაც ჩემს თავს ხდებოდა.დაზუსტებით ისიც არ ვიცოდი როგორი დედა ვიქნებოდი.არც ის ვიცოდი მომავალში რა იქნებოდა.მხოლოდ დარწუნებული ვიყავი რომ პატარა უნდა მოვლენოდა ამ ქვეყანას.ფიქრებს ზარის ხმამ მომწყვიტა,უცხო ნომერი რეკავდა.
სწრაფად გავასრიალე სენსოზე ხელი და ვიგრძენი მართლა როგორ დაიწყო ნგრევა ჩემმა ცხოვრებამ.არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ,არც ის როგორ მივედი საავადმყოფომდე,მხოლოდ ექიმის უიმედო სახე და ნათიას მკლავები მამხსოვს.
-დაწყნარდი გთხოვ,დაწყნარდი.
-არა,დედა,სადაა ნათია დედა? რატო არაფერს ამბობენ?აღარ გვეყო ამდენი ტანჯვა?
-თქვეს ლილე,თქვეს,გამაგრდი.მაგრად მიმიხუტა გულზე და ჩემთან ერთად ატირდა.
გქონიათ მომენტი,როცა ფიქრობ რომ დასრულდა?როცა გგონია რომ უკვე ზედმეტად დაგცინის ცხოვრება.დაიღალე და ვეგარც სუნთქავ?გამუდმებით თავში გიტრიალებს რისთვის ისჯები ასე.გაქცევა გინად და იცი რომ ვერსად გაექცევი,ტკივილს რომელმაც მთელი სხეული დაიკავა და შიგნიდან გკლავს.სარკის წინ ვიდექი,ჩაშავებული თვალებით და საკუთარ ანარეკლს ვათვალიერებდი.
-ეს შენი სასჯელია,შენი ლაჩარო.
საშინელი გულისრევა ვიგრძენი და პირზე ხელებაფარებული გავვარდი აბაზანაში.
-ცუდად ხარ? შუბლი დამიკავა ნათიამ.
-წადი,გთხოვ.
-რას ამბობ აბა? შენ დამტოვებდი? მოდი ჩემთან.
ორივენი აბაზანაში ვისხედით და ხმას არ ვიღებდით.
-ლილე,სიჩუმე ისევ ნათიამ დაარღვია,გთხოვ გამაგრდი პატარას გამო,გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება.
-არაფერი იქინება კარგად და კი მხოლოდ ეს ბავშია,ის გამოც ეხლა ჭკუიდან არ გადავდივარ.
-წამოდი,გავიდეთ ხალხმა დაიწყო უკვე მოსვლა.
-მადლობა,შენი ვალიდაან ვერასდროს ამოვალ ალბათ,გაჭირვებით წამოვდექი და მეგობარს ჩავეხუტე.
-მაწყენინებ იცოდე,წამოდი.
კუბოსთან გაშტერებული ვიჯექი და სამძიმარს ისე ვიღებდი სახეზე მიმიკაც არ შემცვლია.ცრემლიც არ გადმომვარდნია და სწორედ ეს მაშინებდა.სასაფლაომდეც საკმაოდ კარგად მეჭირა თავი.მაღიზიანებდა ხალხის ყურადღება.რაღაც მომენტში თითქოს შევფიხლდი და გავიაზრე რა ხდებოდა,სულ რამდენიმე წამში იმ ადამიანს დავმარხავდი ვინც ჩემთვის ყვეალაფერი იყო.მივაბარებდი მიწას და მორჩა,მომიწევდა ამ დამპალ სამყაროში სრულიად მარტოს გამეგრძელებინა არსებობა.
-ნათია,ხელზე დავქაჩე მეგობარს.
-ხო ლილე.
-რას შვებიან?მესაფლავეებზე ვანიშნე.
-ლილე,შეშფოთება გაერია ხმაში,რა გჭირს.
-გაჩერდით,ვიკივლე და კუბოს ვეცი.რას აკეთებთ გაგიჟდით?ხელი გაუშით ჩემს დედიკოს.
-ლილე,ჩემთან დაიხარა ნათია მაგრამ უხეშად ვკარი ხელი.
-დე,რას აკეთბ? სად მიდიხარ? ხომ მითხარი არასდროს მიგატოვებო? მაპატიე გთხოვ.გიჟივით ვეხუტებოდა და მისგან წამოსულ სიცივეს გმირულად ვაიგნორებდი,არ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო.
უცებ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი,ძალაიან ახლოს და ხელის შეხება,ვიღაცამ სწრაფად წამომაყენა ფეხზე და გულზე მიმიხუტა.
-დაწყნარდი,მოვედი აქ ვარ.
იმდენად ვიყავი გადაღლილი,რომ ემოციურმა ფონმა იმარჯვა და უცნობის მკლავებში დავკარგე გონება.


* * *
ნათიამ პლედი მიაფარა მეგობარს და მისაღებში დაბრუნდა.
-გმადლობ რომ მოხვედი.
-მოვედი,მაგრამ მინდა გთხოვო რომ აღარასდროს შემაწუხო მის გამო.
-გასაგებია ლექსო.მადლობა დამხარებისთვის და ბოდიში შეწუხებისთვის.შეგიძ₾ია მიბრძნდეთ.
-არ უთხრა, მე რომ ვიყავი.
-ასე როდის შეიცვალე? ირონიული გაუხდა ტონი ნათიას.
-შენს დაქალს კითხე,ფეხზე წამოდგა ნაკანი და კარში მდგომ გიორგის გახედა.
-ნურც მე შემაწუხებ ამის შემდეგ.
-გამაცინე გიორგი,მტკივნეულად შეეკუმშა გული ქალს.სხვას არც ველოდი შენგან.თუმცა როცა დრო მოვა და ორივეს მოგიწევთ ბოდიშის მოხდა,
დიდი იმედი მაქვს ღმერთი თქვენი სახის ყურების სიამოვნებას არ მომაკლებს.კარი იცით სადაცაა.


* * *
მართალია ზოგჯერ დრო ტკივილებს არ აყუჩებს,თუმცა იმის საშუალებას მაინც გაძლევს რომ თავისუფლად სუნთქვა ისწავლო.იმის მიუხედავად რომ ჩემს ცხოვრებას მუქი ელფერი დაკრავდა მაინც შევძელი თავის ხელში აყვანა.დრო სწრაფად გადიოდა და მუცელიც იზრდებოდა.თავს არ ვაძლევდი იმის უფლებს რომ ლექსოზე მეფიქრა,მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარი სპორტულ არხზე თვალი,თამაშის შემდეგ რომ ინტერვიულს ართმევდნენ და მაშინაც იმდენად ცუდად გავხდი,რომ თავს ტელევიზორის ყურებაც ავუკრძალე.
ცხრა თვემ მშვიდად ჩაიარა და მაისის 5 ში ჩემი მზე გოგოც მოევლია ქვეყანას.ჩემი პატარა ანასტასია.როგორც კი ხელში ავიყვანე და მისი სურნელი ვიგრძენი,მაშინვე მივხვდი რისთვის მიღირდა ცხოვრება.
დაიწყო დღეები მასთან ერთად და დამეფიცება, რომ ისევ დაბრუნა ბედნიერება ჩემს გულში.თუმცა ყოველთვის დამყვებოდა შეგრძნება რომ პატარას რამე დაემართებოდა.გიჟივით ვაკონტროლებდი ყოველთვის მის სუნთქვას,ტირილს და სიცილსაც კი.ღამე გიჟივით ვიღვიებდი და ტემპერატურას ვუზომავდი.ნათია დამცინოდა სულ გაგიჟდიო,თუმცა ერთმა საბედისწერო დღემ ისევ ამოაყირავა ჩემი სამყარო.მაშინ ანასტასია 2 წლის იყო,ეზოში ვთამაშობდით და გონება დაკარგა.საავადმყოფოში გავაქანეთ და ძალიან მალე გახდა პასუხები ცნობილი.
ლეიკემიის ერთერთი მძიმე ფორმა.მხოლოდ ის გავარკვიე ექიმის საუბრიდან რომ ძვლის ტვინის გადანერგვა გვიშველიდა მხოლოდ.თუმცა ჯერ დონორი და შემდეგ კოლოსალური თანხა იყო მოსაგროვებელი.მაშინ პირველად ავიღე საკუთარ თავმოყვარეობაზე თავი და ქალბატონ რუსუდანს მივაკითხე და ვთხოვე ლექსოსთვის გაეგებინებინა ამბავი.რამდენიმე დღეში მძღოლის ხელით კონვერტით თანხა გამომიგზავნა და შემომითვალა რომ ლექსომ ბავშვი არ აღიარა.უკან არ დამიხევია,მიჩვეული ვიყავი ცხოვრებასთან ბრძოლას.ამიტომ სასწრაფოდ გავყიდე სახლი,ბანკიდანაც ავიღე სესხი და ჩემს პრინცესას ოპერაცია გავუკეთეთ.უკვე 4 წელი გავიდა იმ დღიდან.ეხლა ანასტაცია 6 წლისაა,თბილისიდან წამოსვლა მოგვიწია და სვანეთის ერთერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში დავსახლდით.ეხლა აქაურ საავადმყოფოში მედდად ვმუშაობ.ვახერხებ თავის რჩენასაც და ვალის გადახდასაც.
ფიქრებს კარების ხმამ მომწყვიტა,ანასტასიამ ამოირბინა კიბეები.
-დე თამო მოვიდა,მახარა პატარა ონავარმა.
-კიდე კარგი,გამეცინა მის ხმაზე და რამდენიმე წამში ქალბატონის ხმაც გაისმა.
-მოვკვდები გეფიცები ლილე,მოვკვდები.შემოვარდა ოთახში.
-რა გჭირს?
-შენს წინ, რომ სახლია ხომ იცი? აი იქ,ხელი გაიშვირა სახლის მიმართულებით.
-ჩამოწიე ხელი,გვიყურებენ სირცხვილია.
-გვიყურებენ და ჯანდაბა მაგათ.გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე.
-იტყვი რა მოხდა?ქარიშხალი ხარ ჩვეულებრივად.
-ვაჟბატონი ჩამობრძანდა და ვითომ ვერც მიცნო.არადა სპეციალურად ავიარე დღეს მერამდენედ ამ ქუჩაზე ვინ დაითვლის.
-იქნებ ვერ გიცნო? შევაპარე ჩუმად.
-რას ქვია? წამოხტა ფეხზე, დავიჯერო შეეძლო ასე დავევიწყებინე?
-თამო მაშინ ბავშვები იყავით.დიდი დრო გავიდა.თუ ესე დარდობ მიდი და გაახსენე თავი.
-გიჟი კი ვარ,მაგრამ ეგეთიც არა ლილე.
გამეცინა მის ბავშვურ საქვიელებზე.ნათიას შემდეგ თამო იყო ჩემთვის უახლოესი ადამიანი.აქ გავიცანი სოფელში და უალოესი მეგობრები გავხდით.თუმცა ჩემთვის რომ გეკითხათ,ვიტყოდი რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. მასაც განსხვავებული სიყვარულის ისტორია აქვს,თავდაიწყებით უყვარს ჩვენი ზემოთ ხსენებული ბინის მეპატრონე, რომელიც 2 ან 3 წელიწადში ერთხელ
სტუმრობს სვანეთს,თუმცა ბავშიობა ერთად გაუტარებიათ თურმე.
-ლილე,თითი დამიტკაცუნა მეგობარამა,სად წახვედი?
[-არსად აქ ვარ.
-არ მუშაობ დღეს ხომ?
-არა ვისვენებ,თან ხვალ ანასტაცია ექიმთან მიმყავს შემოწმებაზე და ცოტას ვნერვიულობ.
-ლილე,ტასოს მამამისზე არაფერი უკითხავს?
-რა იყო? გაკვირვებულმა შევათვალიერე ჩაფიქრეული ქალი.
-მისმინე, გეტყვი ოღონდ ბავშვს არაფერი უთხრა კარგი?
-მითხარი.
-ბავშვებისთვის უთქვამს რომ მამამისი დიდი სპორტსმენია,რომ მალე ჩამოვა და ათას საჩუქარს უგზავნის.
-ბავშვია და იმას იჯერებს რასაც მე ვუყვები მასზე.
-იქნებ შეწყვიტო მისი ხატის შექმნა ბავშვისთვის?
-რა ვუთხრა თამო? 6 წლისას როგორ გავაგებინო რომ მამამისმა უარი თქვა ჩვენზე?
-დიდი სიამოვებით ამოვუნაყავდი ცხვირ პირს მაგ შენს ლექსოს.
-შენნ კი იზამდი,გამეცინა გულიანად და გოგოს თმები ავუჩეჩე,კარგი მეგობარი ხარ დაო.
-არ ამატირო ეხლა.მიდი ყავა გამიკეთე,ვატყობ დიდი ხნის საქმე მაქვს. სკამი მიიდგა მოაჯირთან და მოპირდაპირე სახლის დაზვერვას შეუდგა.
-სერიოზულად? წარბის აწევით გავხედე დაქალს,თამო ზედმეტები მოგდის.
-უნდა იბრძოლო იმმისთვის რაც შენია ძვირფასო,შენც რომ იგივე გექნა ეხლა ბენდიერი ოჯახი გექნებოდა.
-ალბათ ეგრე უნდა მომხდარიყო.ამოვიოხრე და სახლში შევედი.

* * *
ღრმად მეძინა,თუმცა მართა ბებოს ხმაზე სწრაფად შევფიზლდი.ფეხზე წამოვდექი და კარებისკენ დავიძარი.
-რა მოხდა მართა ბებო? გავუღიმე ეზოში მდგომ მოხუცს.
-უნდა მიშველო ლილე,ამოიტირა ქალმა.
-რა მოხდა? მთელი სხეული დამეჭიმა.
-რა და ჯანდაბა ჩემს თავს, გიორგი ჩამოვიდა,ჩემი შვილიშვილი და სტუმარი ჩამოიყვანა.
-მერე?
-უკან, რომ ღობე გაფუჭდა იმის შეკეთება ვთხოვე და ამ სტუმარმა ხელი იტკინა.მომიკვდეს თავი.წამოდი ბებია და და ხედე იმ ბიჭის ჭრილობა თორე გული გამისკდება სადაცაა.
-კაი რა მართა ბებიო? მაგაზე ნერვიულობ? ეხლავე წამოვალ ნივთებს ავიღებ.
-მიდი ბებია,გელოდები.
სწრაფად შევბრუნდი სახლში,ანასტასიას დავუბარე სადაც მივდიოდა და მართას ხელი მოვხვიე.
-ასე ნუ მანერვიულებ ბებო რა,ლოყაზე ვაკოცე და კარში შევატარე.
-რამე რომ მოსვლოდა იმ ბავშვს,თავს არ ვიცოცხლებდი.
-კარგი რა,პატარა ღობემ რა უქნე ამისთანა?
მართა ბებომ კარები შეაღო და ოთახში პირველი შევიდა.სანამ ნაბიჯს გადავდგამდი საოცრად ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და გული შემეკუმშა.გაჭირვებით გადავდგი ნაბიჯი და მისაღებში შევედი.
-სადაა ჩვენი პაც...სიტყვა შუაზე გამიწყდა,როდესაც დივანზე მჯდომ არანაკლებ გაფითრებულ ნაკანს მოვკარი თვალი.
-მოდი ლილე შვილო მოდი,მიბიძგა მართამ,შეხედე ერთი ამ ბიჭს.
-მართა ბებო არ იყო საჭირო,სერიოზული არაფერია. იუარა ლექსომ.
-რას ამბობთ? გინდათ გული გამისკდეს? ლილე რას დამდგარხარ?ხელით მიბიძგა მოხუცმა.
-ხო ბებო ეხლავე,საუკუნე დამჭირდა მასთან მისასვლელად,სწრაფად დავიხარე და მკლავზე შევეხე.
-გასაკერი არ არის,დავამაუშავებ და შევახვევ.
-კარგი,საოცარი სუსხი იგრძნობოდა მის ხმაში.
ცხოვრება დამცინოდა აშკარად.ვინმეს რომ ეთქვა 6 წლის შემდეგ ლექსო ნაკანს ხელს დაუმუშავებო,ალბათ გამეცინებოდა.სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო და ოთახში
მართა ბებო არა,ზუსტად ვიცი არც მომცემდა მიკარების უფლებას. ვგრძნობდი როგორი დაჭიმული ჰქონდა სხეული.
-ლილე ,მუშაობ დღეს?
-კი მართა ბებო,ძლივს ამოვილუღლუღე.
-ანასტასიას მიტოვებ ხო?საქმიანი იერით შლიდა მაგიდას.
წამით თვალთ დამიბნელდა,თითქოს მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ სულ რაღაცა ღობის იქით , ნაკანის სისხლი და ხორცი იყო.
-მოვრჩი,ხელების კანკალი დავაიგნორე და ფეხზე წამოვდექი,სევდიანი თვალებით გავხედე გაქვავებულ გიორგის.
-ლილე ეს ჩემი შვილიშვილია გიორგი,სულ გადამავიწყდა გამეცნო ერთმანეთი თქვენთვის,ეს ლექსოა მიმითითა ნაკანზე.ეს კი ჩვენი სოფლის გულია ლილე
სხვათაშორის შენ რომ არ მკითულობ, აგერ ლილე მიწევს შენს მაგივრობას.
-მე წავალ.ამოვილუღლუღე და ოთახიდან გავვარდი.
"ღმერთი აქ არის,ნამდვილად ისააა"ხელი მაგრად მივიჭირე მკერდზე და ჰაერი ამოვუშვი,ასე მეგონა ვიგუდებოდი.

* * *
ლექსო ერთ წერტილს მიშტერებოდა.სიბრაზისგან ყველა ძარღვი დაბერვოდა.
-იცოდი?
-არა საიდან? რას ვიფიქრებდი რომ ლილე, რომელსაც ბებო ახსენებდა ჩვენი ლილე იქნებოდა?
-ჩვენი? ირონიულად ჩაეცინა ნაკანს.ჩვენი არარაფერი აქვს მას.
-ბებო ხომ შეჭამთ? ქოთქოთით შემოვარდა მართა ოთახში,მერე ანასტასიაც მოვა და იმასაც გაგაცნობთ.
-ანასტასია ვინაა ბებო?ნაძალადევად გაუცინა გიორგიმ.
-ლილეს შვილია.
ნაკანს ეგონა მდუღარე გადაასხეს.სწრაფად წამოხტა ფეხზე და ფანჯრისკენ მიბრუნდე.სასწაულად უჭირდა თავის გაკონტროლება.
-ბებო ეს გოგო,ლილე გათხოვილია?უხერხულად ჩაახველა ბიჭმა.
-არა,არ არის.მოუკვდეს მაგას ჩემი თავი.ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა.ბავშვის მამამ უარყო შვილი და იძულებულია მარტომ გაზარდოს.
-მართლა? ხმა ძლივს ამოიღო ნაკანმა.
-ხო თან პატარა ავადაა,მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.
გიორგი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა კარები გაიღო და ოთახში 5 წლის კულულებიანი გოგონა შემოვარდა გაბრაზებული.
ბიჭებს არ მიაქცია ყურადღება,გაბუსული დაჯდა ბუხართან.
-ანასტასია ბებო,რა გჭირს? თმაზე მიეფერა მართა.
-ბიჭებმა გამაბრაზეს.ამოიტირა პატარა ქალბატონმა და ლექსოს გაღიმებაც დაიმსახურა.
-რატო გაგაბრაზეს ძია? თბილად კითხა გიომ და როგორც კი პატარა ქალბატონმა მოტრიალება ინება წამიერად შეცბა.,მის წინ ლექსოს პატარაობა იდგა ოღონდ კულულებით,უკეთეს დღეში არც ნაკანი იყო.
-ბურთს არ მათამაშებენ,მალე ვიღლები და არ უნდათ მაგათთან რომ ვიყო.
-მე,მე გიყიდი ბურთს.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ბიჭმა და გახევებულ მეგობრას გახედა.
-მართლა მიყიდი? წამში გამოისწორდა ხასიათი ბავშვმა და ატიკტიკდა. დედა დამპირდა თუ კარგად მოიქცევი გიყიდიო,ეხლა აღარ მჭირდება კარგად მოქცევა?
-არა დედას უნდა დაუჯერო,აუცილებლად.ბურთს კი მე გიყიდი.გულიანად გაეცინა გიორგის.
-ანასტასია შეჭამ საჭმელს?წამლები ხომ წამოიღე?
-არა ბებო,დედამ მაჭამა სანამ წავიდოდა.არაფერი მინდა,იცი დღეს თამაშია.სიხარულით წამოხტა ფეხზე და მართას გაეკიდა სამზარეულოში.
-რა თამაში ბებია?თან ცხელ მწადებს ირებდა თეფშზე და თან ბავშვის საუბარს უსმენდა მართა.
-რაგბია ბებო რაგბი,საქართველო თამაშობს.აი მაშინ რომ გაყურებინე არ გახსოვს?
ნაკანს თვლები გაუფართოვდა და გაკვირვებულმა გახედა გიორგის.
-შენ რა იცი პატარა ქალბატონი რაგბის შესახებ? პირველად ამოიღო ხმა ლექსომ.
-ვიცი,სულ ვუყურებ ხოლმე.დედა მაყურებინებს.
-მეც ვთამაშობ რაგბს,გაუაზრებლად წამოსცდა და მის ასლს დააკვირდა.
-მამაჩემიც,ამაყად გამოაცხადა ბავშვმა და ბუხართან გაიქცა.
-გავგიჟდები გაფიცები,წავედი ლილე უნდა ვნახო.
-გაჩერდი ლექსო,ცხელ გულზე ნურაფერს მოიმოქმედებ.დაელოდე მოვიდეს.
-დროა პირობა შეასრულო.
-რა პირობა?
-წაიყვანე ანასტასია და ბურთი უყიდე.
-მიგიხვდი,გაეღიმა გიორგის და ფეხზე წამოდგა.იცოდე ზედმეტებში ნუ გადახვალ.
-ეგ იმაზე დამოკიდებული რას მეტყვის.მიდი წაიყვანე.მხარზე ხელი დაკრა მეგობარს და დაფიქრებული ჩაეშვა სავარძელში.

* * *
დაღლილმა ჩამოვიარე ქუჩა და მართას ეზოში შევედი,მესიკვდილებოა ეხლა სახლში შესვლა.თუმცა ეზოში მანქანა აღარ იდგა და შვებით ამოვისუნთქე."გაიქცა,რათქმა უნდა ერთხელ უარყო შვილი და ეხლა მიიიღებდა? მშიშარა ლაჩარი."
-მართა ბებო მოვედი.ომახიანად შევაღე სახლის კარი და შიგნით შევედი.სად ხართ?
-არ არიან,ზურგს უკან კარები მიიიხურა და ლექსომ ირონიულად გამიცინა.
-სად არის ბავშვი? წონასწორობის დასაცავად სკამის საზურგეს დავეყრდენი.
-გიორგიმ წაიყვანა საყიდლებზე, მართასთან ერთად.
-კარგი,რომ მოვლენ მერე წავიყვან.
-მგონი სალაპარაკო გვაქვს,წინ დამიდგა ნაკანი.
-არა არ გვაქვს.გვერდის ავლა ვცადე,თუმცა ლექსო მკლავში მეცა და უხეშად დამაბრუნა ადგილზე.გინდა გამაგიჟო? ისედაც ძალიან მიჭირს შენთან თავის შეკავება.ერთს გკითხავ და მიპასუხე.ანასტასია ვისი შვილია?
-დამცინიხარ? ნერვიულად გამეცინა.გინდა რო ჭკუიდან გადამიყვანო ხო?
-ვერ მიგიხვდი ირონიის მიზეზს.მაგრამ კითხვაზე პასუხი მჭირდება.
-ჩემი,ჩემი შვილია.დაწყნარდი?საერთოდ ვინ მოგცა უფლება კითხვას,რომ სვამ?
-მამამისი ვინ არის?
-ვერ გავიგე?რას თამაშობ? რა გინდა ჩემგან გამაგებინე რა?
-პასუხები.დამიღრინა ლექსომ.
-დაგააგვიანდა,ძალიან დაგაგვიანდა.რატომ მეკითხები იმას რაც ისედაც იცი? მაგითი მიხდი სამაგიეროს გულს რომ მტკენ?
-რა სამაგიერო,რა გულის ტკენა? რას ლაპარაკობ ამის დედაც?იღრიალა ნაკანმა.
-ეხლა გაგახსენდა შვილის არსებობა ლექსო?რატომღაც საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი.
-ჩემი შვილია? გაფითრებულმა ამოილაპარაკა კაცმა.
-არ გინდა გთხოვ,მორჩი ამ მსახიობობას.ყოველთვის მეგონა როცა შეგხვდებოდი ყველაფრისთვის მოგთხოვდი პასუხს,თუმცა ეხლა გიყურებ და აზრიც არ აქვს შენთან რამეზე საუბარს.
-როგორ გაბედე,მიპასუხე როგორ? მკლავებში მომიქცია ნაკანმა.
-ხელი გამიშვი,ვუყვირე გამწარებულმა,რა როგორ გავბედე? მისი გაჩენა? არ ვიცოდი ბატონი კიდევ თუ გადაგეყრებოდი გზაზე.არ დამიგეგმია.
-რას ბოდავ? შვილი როგორ დამიმალე?მიღრიალა ლექსომ.
-რა ვქენი? ყურებმა წუილი დამიწყო.სიბრაზისგან ერთიანად წამომახურა სახეზე.არ გაბედო მაგაში ჩემი დადანაშაულება.მე მოვედი შენთან სასტუმროში,გაგახსენო ბატონო ლექსო ის დღე? ავტოგრაფი რომ არ მომეცი?გონებას
თუ დაძაბავ იმასაც გაიხსენებ მაშინ რა გითხარი.ეგეც რომ არა საყვარელმა დედიკომ არ გადმოგცა დანაბარები? რა უფლებით მოდიხარ და მადანაშაულებ,როცა იცოდი და უარი თქვი ჩვენზე?
-რას ამბობ ლილე? ხელი გულზე მიიდო ლექსომ და სკამზე დაჯდა,დედაჩემი რა შუაშია?
-თავშია ლექსო,თავში.მე არ დამიმალია ანასტასას არსებობა არავისთვის.ქალბატონ რუსუდანთანაც კი ვიყავი და მან მითხრა რომ შენ არ გაინტერესებდით.
-მე არ ვიცოდი,ჩემთვის არაფერი უთქვამს.
არანაკლებ გაოცებული ჩამოვჯექი სავარძელზე,ნაკანის მდგომარეობა მოწმობდა რომ არ ტყუოდა და მართლაც შოკში იყო.
-ეხლა აზრი არ აქვს ამ სუბარს,როგორც ჩანს რაღაც არცერთმა არ ვიცით.წადი დედაშენთან და სთხოვე მოგიყვეს ყველაფერი,.გითხრას რატომ გავხდი იძულებული შენს ცოლობაზე უარი მეთქვა.სთხოვე გითხრას რატო გასწირა
მისი შვილიშვილი სიკდილისთვის.რატომ ვიყავი ჩუმად აქამდე? რატომ დავუშვი მის შანტაჟს ავყოლოდი?მაგასმე მოგიყვები როცა დაბრუნდები.წადი ლექსო ჯერ მისი მოისმინე და მე მერე მოგიყვები ჩემს სიმართლეს.
-ლილე,ამოიხრიალა კაცმა.გთხოვ მითხარი რომ ეს ყველაფერი რეალური არ არის.
-დაგელაპარაკები მხოლოდ მას შემდეგ რაც დედაშენთან გაარკვევ ყველაფერს.დავიღალე იცი? საკმაოდ მტანჯა ცხოვრებამ იმისთვის რომ კიდევ შენი საყვედურები ვისმინო.მე არაფერი დამიშავებია შენთვის,მხოლოდ იმ ადამიანს ვიცავდი ვინც სიცოცხლეს მერჩია.
-მალე დავბრუნდები,იცოდე არც კი გაიფიქრო ჩემგან დამალვა,მიწიდან ამოგთხრი.
-მე არასდროს დავმალულვარ.აქ ვარ და გელოდები.
ნაკანი გიჟივით გამოვარდა გარეთ და მანქანაში ჩაჯდა.გაუაზრებლად მართავდა მანქანას.გული უგრძნობდა რომ რეალობა იმდენად მწარე იქნებოდა მთელ მის ცხოვრებას ამოაყირავებდა. ბრაზი რომელსაც მის მიმართ გრძნობდა უსაზღვრო იყო და ამას ემატებოდა შვილის დამალვაც."ილოცე რომ მიზეზმა გაგამართლოს,ილოცე
თორემ შვილს წაგართმევ და იმას გამოგაცდევინებ რისთვისაც გამიმეტე".
უკვე დაბინდებული იყო სახლს რომ მიუახლოვდა.დაცვის ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა და მანქანა იქვე გააჩერა.
-დედა,დაიღრიალა რგორც კი სახლში შევიდა.სად ხარ?
-რა მოხდა? კიბეზე დაეშვა რუსუდანი გაოგნებული სახით.რა გაყვირებს ლექსო?
-წამომყევი სალაპარაკო მაქვს.კაბინეტის კარი შეაღო და სავარძელზე მიუთითა გაკვირვებულ ქალს.
-რა მოხდა?
-ეს შენ უნდა მითხრა,რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 6 წლის წინ?
რუსუდანს ფერი დაეაკარგა.ლექსო იმდენად გააფთრებული იყო,მიხვდა ბიჭმა რაღაც იცოდა.
-რაზე მეკითხები?
-დედა.იღრიალა ლექსომ.მორჩი თავის მოკატუნებას თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-ის კახპა ნახე?წარმომიდგენია რა სისულეელეებით გამოგიტენა თავი.
-იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მე საერთოდ არ მიხსენებია არავინ,ესეიგი მართლაც რაღაც გაქვს მოსაყოლი.
-ლექსო.
-მომიყევი.
-მხოლოდ შენს დასაცავად გავაკეთე ყველაფერი,მხოლოდ შენი სიყვარულის გამო.
-რა გააკეთე დედა?ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი
-ლილეს დავემუქრე.თავი დახარა ქალმა.
-რა ქენი? ნაკანს მოულოდნელობისგან ხველება აუტყდა.
-დედამისით დავემუქრე თუ უარს არ იტყოდა შენზე.
-ეს რა გააკეთე? ვინ მოგცა უფლება?
-მხოლოდ შენ გიცავდი,რატო არ გესმის?
-ვისგან მიცავდი? ვინ გთხოვა ასე უხეშად რომ ჩაერიე ჩემს ცხოვრებაში?
-აბა რა გინდოდა? იყვირა რუსუდანმა.ვმჯდარიყავი და მეყურებინა როგორ ინგრევდი ცხოვვრებას? ის შენ არ შეგეფერებოდა.რომ ყვარებოდი არაფრად ჩააგდებდა ჩემს მუქარას და შენთვის იბრძოლებდა.
-ვერ გავიგე? დააგავიწყდა საიდან წამოხვედი? იყვირა ლექსომ და ფეხზე წამოდგა. რომელი ფენა დედა? იქნებ შეგახსენო სად ცხოვრობდი და რას სამქიანობდი მანამ სანამ ბურთის სროლას არ დავიწყებდი?
იქნებ გაგახსენო რომ ჩვენს იმ ფენას ვეკუთვნით რომელსაც ლილე? მიპასუხე გაგახსენო? ამის დედაც ასე როგორ მომექეცი? ფეხი კრა მაგიდას და ამოაყირავა.
-ლექსო,ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-მერე? მერე რა გააკეთე? რომ მოვიდა და გითხრა ბავშვის შესახებ, რა გააკეთე?
-არ ვიყავი დარწმუნეგული რომ შენი შვილი იყო.
-ნახე? ერთხელ მაინც ნახე ბავშვი?ტონის გაკონტროლებას ცდილობდა ბიჭი.
-არა.
-რომ გენახა,მაგ კითხვას არ დასვამდი.წყლის ორი წვეთვით მგავს.
-მე..მე
-არც კი ვიცი ოდესმე თუ გამოსწორდება შენი დანაშაული,არც კი ვიცი ლილეს თუ დაუბრუნებს ვინმე სახეზე ღიმილს,არაფერს ვამბობ ანასტასიასთვის მოპარულ წლებზე და ჩემთვის წართმეულ ცხოვრებაზე.ჩემი ბრალია ასეთად რომ იქეცი,იმის ილუზია შეგიქმენი რაც არ არასებობს.დაგაავიწყე ვინ ვიყავით და აქამდე როგორ მოვედით.ღმერთო რა მონსტრი უნდა იყო,მსგავსი რამე გაუკეთო საკუთარ შვილს.ამდენი წელი როგორ დუმდი?
-ნატო,კარები გამოხსნა და ჰოლში იყვირა ლექსომ.
-გისმენთ ბატონო ლექსო,კაბინეტში საშუალო ასაკის ქალი შემოვიდა.
-მიეხმარე ჩალაგეაში და იქ წაბრძანდით სადაც ყველაფერი დაიწყო.
-არა,იყვირა რუსუდანმა,ასე ვერ მომექცევი.ეს ჩემი სახლია.
-ეს ჩემი სახლია დედა.ასე რომ ისე მოგექცევი როგორც იმსახურებ.მიბრძანდები იქ საიდანაც წმაოვედით და სანამ ადამიანურობას არ დაიბრუნებ მანამდე ჩემთვის არ არსებობს,ამ სახლს კი სხვა დიასახლისი ეყოლება.
-ვიცოდი,ვიცოდი რა გველიც იყო.გადაგიბრუნა ტვინი იმ კახპამ ხომ?
-მორჩი,სანამ ჯერ კიდევ მაქვს მოთმინების უნარი, მორჩი. ეხლა წავალ და ხვალ აქ აღარ იყო.
სწრაფი ნაბიჯით გამოვარდა ეზოში.მთელი სხეული უკანკალებდა.ცხოვრებაში ასეთი იმედგაცრუებული მხოლოდ იმ დღეს იყო,ლილემ ცოლობაზე რომ უარი უთხრა.საშინელი გულისრევა იგრძნი და მანქანასთან ჩაიკეცა.
მთელმა ცხოვრებამ კადრებად გაურბინა თვალწინ.საშინელმა დანაშაულის გრძნობამ წაუჭირა ყელში."როგორ ერთხელ არ მივედი და არ დავლეპარაკე,როგორ ვერ გადავაბოიჯე ამ წყეულ თავმოყვარეობას?"

* * *
თამომ სახლის კარი გამოკეტა და დაღმართზე დაეშვა.შორიდანვე შენიშნა მანქანასთან მდგომი სილუეტი.გული ისე აუჩქარდა,ეგონა ყველას ესმოდა ირგვლივ.თავი დახარა და ფეხს აუჩქარა.
-გოგონი,უკაცრავად.ადგილზე გაყინა მონატრებულმა ხმამ.
-გისმენთ?
-აქაური ხართ?
-დიახ.
-აქ ადრე რომ სახლი იდგა,ხო არ იცით სად წაიღეს?
თამოს თითქოს მიწა შეერყა.დიდი ხნის წინ დაანგრიეს სახლი და შედარებით პატარა ეზოში გადავიდნენ.მთელი ბავშვობა ამ ეზოში ჰქონდა გატარებული."ნუთუ ვახსოვარ? არა სულელო უბრალოდ ეზო ახსოვს და აქ გატარებული წლები"
-გოგონი,ხელის შეხებამ გამოარკვია და აცრემლებულმა ახედა მასზე ორი თვით მაღალ სილუეტს.
-აღარ არის,ხომ ხედავთ?
ბიჭმა გაკვირვბულმა გახედა წამებში გაბრაზებულ გოგოს.
-რომ არ არის, ვხედავ.მაინტერესებს სად წავიდა ის ხალხი ვინც აქ ცხოვრობდა?
-არ ვიცი,გაყიდეს მიწა და წავიდნენ.
-რა გქვია? გამომცდელად აათვალიერა ბიჭმა.
-რაში გაინტერესებს?
-ვაჰ,ყველა გადარეული მე უნდა გადამეკიდოს რა,ამოიოხრა ბიჭმა.
-მნიშვნელოვანი ცხოვრობდა ვინმე ამ ეზოში?ინტერესიანად ჩაეკითხა თამო.
-საკმაოდ,სევდიანად ამოიოხრა და ღობესთან შეჩერდა.
-აქაური ხარ? თამოც გვერდით ამოუდგა და ეზოს ნაღვლინმა მოავლო თვალი.
-ეგრეც შეიძლება ითქვას.
-იდიოტი ხარ.მიახალა გამწარებულმა ქალმა და დაღმართზე გაიქცა.
-რა დავაშავე? გაოგნებულმა ჩაიბურტყუნა ბიჭმა და მანქანისკენ დაიძრა.

* * *
მოუსვენრად ვცემდი ბოლთას ეზოში. ყველა მანქანის გამოჩენაზე გული მიფრიალებდა.ზუსტად ვიცოდი ოდესმე დადგებოდა ეს დღე,როცა მე და ნაკანს საუბარი მოგვიწევდა,თუმცა ყველა ის სიტყვა რაც მისთვის მემეტებოდა ერთიანად
წაიშალა გონებიდან. სულ ტყუილად ვადანაშაულებდი საკუთარი შვილის უარყოფაში.სააათის ისრები უკვე ორს აჩვენებდა."ღმერთო ოღონდ ფრთხილად იაროს""კიდე მასზე ფიქრობ?"შემომიტია მეორე მემ და გადაღლილი კიბეზე ჩამოვჯექი.რამდენიმე წამში კარებთან მანქანა გაჩერდა და იქიდან ნაკანი გადმოვიდა.ერთიანად დაპატარავებული მეჩვენა.ჩამქრალი თვალებით შემომხედა და ჩემს წინ გაჩერდა.გული მომეწურა მისი განადგურებული სახის ყურებისას და მივხვდი,ორივე მსხვერპლი ვიყავით იმ ადამიანებისა,ვინც ჩვენი ცხოვრებით უხეშად ითამაშა.
-წამოდი.ფეხზე წამოვდექი და სახლში შევედი.უხმოდ გამომყვა უკან და მაგიდასთან დაჯდა.
-ყავას გავაკეთებ და მერე ვისაუბროთ.
ხმა არ ამოუღია,სწრაფად დავიძარი სამზარეულოსკენ.ნერვიულობისგან მთელი სხეული მტკიოდა,უკეთეს დღეში არც ლექსო იყო.
-დალიე,ფინჯანი მაგიდაზე დავდგი და მის წინ დავჯექი.
-დაიწყე,ამოიხრიალა და ჩასისხლიანებული თვალებით ამომხედა. სულ თავიდან დაიწყე.
-ლექსო.
-დაიწყე,იმხელა იღრიალა შიშისგან ადგილზე შევხტი.
-ანასტასიას ძინავს.
-გთხოვ,მომიყევი.
-ყველაფერი იმ დღეს დაიწყო,თამაშზე წამოსასვლელად ვემზადებოდი დედაშენი რომ მოვიდა.დამემუქრა რომ თუ არ შეგეშვებოდი დედას დააჭერინებდა ქურდობის ბრალდებით.ეხლა ფიქრობ ალბათ, რომ ლაჩარი და სუსუტი ვარ არ შეგეკამათები.დედას გამო ყველაფერს გავაკეთებდი.რომც მოვსულიყავი და მეთქვა შენთვის დედაშენი რას აპირებდა,ამით ვერაფერს შვცდვლიდი.დედასთვის მართლა რომ მოეწყოთ და მისი სახელი შეელახათ ამას ვერასდროს გადაიტანდა.შემეშინდა ლექსო,მისი დაკარგვის შემეშინდა.თუმცა მაინც ვერ გავუფრთხილდი.მერე თამაშზე მოვედი და შენ იქ ხელი მთხოვე.წარმოდგენაც არ გაქ რამდენჯერ მოვკვდი იმ წუთას.
-მერე რა მოხდა?
-მერე შენ წახვედი.მე გელოდებოდი,ყოველ დღე გელოდებოდი.მეგონა თუ მოხვიდოდი და თვალებში ჩამხედავდი სიმართლეს გაიგებდი.მიხვდებოდი როგორ მიყვარდი.მაგრამ არ მოხვედი.სამაგიეროდ მოვიდა ანასტასია მისი დამალვა არც მიფიქრია და როგორც კი გავიგე რომ ჩამოხვედი,შენთან წამოვედი.სასტუროში რაც მოხდა შენც იცი. იქიდან წამოსულმა დავიფიცე რომ შენსკენ აღარასდროს გამოვიხედავდი და ცხოვრება განვაგრძე.მერე დედა დაიღუპა.თუმცა ისევ ანასტასიას წყალობით გადავრჩი.2014 წლის 15 მაისს მოევლინა ქვეყანას პატარა ქალბატონი და ყველანაირი ტკივილი და ბრაზი გააქრო.მერე... ხმა ამიკანკალდა
ყოველთვის მიჭირდა მის ავადმყოფობაზე საუბარი.
-რა სჭირს ლილე? საოცრად სევდიანი ჰქონდა ხმა ნაკანს.
-სასეირნოდ ვყავით ეზოში.ბავშვებთან თამაშობდა,მაშინ 2 წლის იყო.უცებ წაიქცა და გონება დაკარგა.საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ანალიზის პასუხებმა აჩვენა,რომ ლეიკემიის ერთერთი რთული ფორმა ჰქონდა.დავიწყეთ მკურნალობა,თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვა იყო გამოსავალი.რაც კარგად იცი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.ჩვენს ბედად დონორი გამოჩნდა.ამიტომ გავტეხე ფიცი და დედაშენთან წავედი ვთხოვე დამხმარებოდა ან შენთვის ეთქვა.ორი დღის შემდეგ თქვენმა მძღოლმა კონვერტით ფული მომიტანა და გადმომცა შენი დანაბარები.
-მე არაფერი ვიცოდი,გეფიცები ლილეე.ასე უსუსურად თავი არასდროს მიგრძვნია.სიბრაზისგან ადგილს ვერ ვპოულობ.
-არ დამიხარჯავს.ის ფული ხელუხლებლად მაქვს შენახული.
-რას ამბობ ლილე?
-სახლი გავყიდე თბილისში,მეგობრებიც დამეხმარნენ ცოტა ბანკი და ოპერაცია ჩატარდა,წარმატებით გამოძვრა ჩვენი გოგო.ეხლა მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ კონტროლზე დამყავს.თანხა რაზეც მეყო კი ხედავ,აქ გადმოვედით საცხოვრებლად.
ნაკანი ფეხზე წამოდგა,ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელზე შემეხო.
-შემომხედე ლილე.მითხარი რომ გჯერა ჩემი.
-მჯერა ლექსო.მაგრამ ეს არაფერს ცვლის.რაც გამოვიარე იმ წლებს ვერაფერი დამავიწყებს.მე მარტოხელა და ძლერი ქალი ვარ.ის ლილე მღვიმეში რომ გაიცანი,ის მშიშარა ქალი იმ დღეს სტადიონზე მოკვდა.მე არ დამიმალავს შენთვისანასტასიას ამბავი და რათქმაუნდა არც ამის შემდეგ დავმალავ ამას.ის შენი შვილია.მაგრამ რამის შეცვლაზე და ჩვენი ცხოვრების არევაზე არც იფიქრო ლექსო .
-მე ისე ძალიან მძულდი ლილე.ხმა გაუტყდა კაცს.
-ნურაფერს შეცვლი,გთხოვ ისევ ისე გძულდე.უბრალოდ დარჩი მის ცხოვრებაში თუ შეგიძლია.
-რა იცის ჩემს შესახებ?
-იცის რომ მამამისი ცნობილი სპორტსმენია და მაგიტომ ვერ მოდის მასთან.ყოველ ახალ წელს და დაბადების დღეზე იღებს მამიკოსგან საჩუქრებს.
-მადლობა ლილე.
-ეს შენს გამო არ გამიკეთებია ლექსო.ანასტასია ბავშვია და არ მინდოდა რამეს დაეჩაგრა.რამის დანაკლისი ჰქონოდა ამ ცხოვრებაში.
-ეხლა წავალ.მძიმე დღე იყო,შენც დაისვენე.როცა მეტყვი და მომცემ უფლებას მაშინ დაველაპარაკები ანასტასიას.
-მე დაველაპარაკები და მერე შენთან მოვიყვან.
-მადლობ.ფეხზე მძიმედ წამოდგა და კარისკენ დაიძრა.
-ლექსო,ერთი წუთით.სწრაფად წამოვდექი ფეხზე კარადიდან თეთრი კონვერტი გამოვიღე და მაგიდაზე დავდე.
-რას აკეთებ?
-არ შემიძლია,ამ ფულს ვერ გამოვიყენებ.გთხოვ აიღე.
-მაგრამ, ლილე.
-არა ლექსო,ყველა ისე მიყურებდა ყოველთვის,თითქოს შენს ფულზე მონადირე ქალი ვიყავი.იმდენი წელი ველოდე მომენტს ამ კონვერტის დასაბრუნებლად.გამიგე რამდენი მას შევხედავ იმდენი ჩემი უსუსურობა მახსენდება.
-კარგი,ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა ნაკანმა და კონვერტი მაგიდიდან აიღო.

* * *
როგორც კი ნაკანმა კარი გაიხურა,ერთიანად მოვწყდი და სკამზე დავეშვი.მხოლოდ მერე გავიაზრე ,რომ მთელი სხეულით ვკანკალებდი.სწრფად დავწვდი ტელეფონს და ნათიას ნომერი ავკრიფე.
-ნათ.
-რა მოხდა? იტირე? შეშფოთებული ხმა გაისმა ტელეფონში.
-ის აქაა,ნაკანია აქ.ყველაფერი გაიგო.ღმერთო მას არაფერი სცოდნია ანასტასიაზე.
-რეებს ბოდავ გოგო? დალიე?
-ნათია,ისე მჭირდები.მარტო ვერ გავუძლებ.ამოვიტირე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე.
-ხვალვე მოვდივარ.გიგის ვთხოვ და ჩამომიყვანს.დილითვე მანდ გავჩნდები გაიგე ლილე?
-გელოდები.ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და მობილური გავთიშე.

* * *
მერამდენე ბოთლს ცლიდნენ უკვე სათვალავიც არეოდათ.ერთწერტილს მიშტერებოდა ორივე და ხმას არ იღებდნენ.
-თავი სერიალში მგონია გიორგი.ამოიღრინა ლექსომ.
-ჯერ კიდევ ვიაზრებ შენს მონაყოლს,გამოდის ჩემი ოჯახიც ჩართული იყო ამ ყველაფერში.
-მათ ვერ დაადანაშაულებ,შეიძლება ეს მხოლოდ რუსუდანის გეგმა იყო და დედაშენის სახელი მხოლოდ ლილეს შესაშინებლად გამოიყენა.
-ღმერთო ლექსო,ეხლა ის დღე მიტრიალებს თვალწინ,ნათიას სიტყვები.
-ნათია,მაინც ვერ ვხვდები რატო თქვი მაგ გოგოზზე უარი, ჩვენს გამო?
-არ ვიცი,ამოიოხრა გიორგიმ და ღვინო ყელში გადაუშვა.არადა ისე მენატრება.
-სულელი ხარ,მე ხომ დავინგრიე ჩემი ამპარტავნებით ცხოვერაბა და შენ კიდე უარესი გააკეთე..რომ წარმოვიდგენ როგორ უჭირდათ და მე...
-გამოსწორება შეიძლება ყველაფრის,მთავარია ეხლა იცის სიმართლე.
-როგორ შეიძლება სხვისი ცხოვრებით ასე ითამაშიო ძმაო? ქალი რომელიც მძულდა და მიყვარდა ერთდროულად ჩემს წინაშე სრულიად უდანაშაულოა.რა მოვთხოვო გიო? მე და ჩემმა ოჯახმა ცხოვრება დავუნგრიეთ და ჯოჯოხეთი გავატარეთ.რა უფლება მაქ აწი ლილეს რამე მოვთხოვო?
-გაივლის ლექსო,მოგვარდება აი ნახავ.საერთო შვილი გყავთ და ეს ყველაფერს ცვლის.
* * *
დილით პატარა ხელებმა გამაღვიძეს.ანასტასია ჩემს საწოლზე ამომძვრალიყო და სახეზე მეფერებოდა.
-ადექი დედიკო,ნახე რა კარგი ამინდია.
-ვდგები პრინცესა.თმები ავუწეწე და საწოლიდან წამოვიწიე.
-ბლინები გავაკეთოთ?
-გავაკეთოთ.
-რა მაგარია,ტაში შემოკრა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
ის იყო საუზმე გავაწყვე რომ პატარა ქალბატონიც მიუჯდა მაგიდას.
-ძალიან მშია,მგელივით.
-ხელები დაიბანე?მოიცადე წამლებს დაგალევინებ.
უხმოდ ვისაუზმეთ.გონებაში სიტყვებს ვაწყობდი როგორ მეთქვა პატარა ქალბატონისთვის ლექსოს შესახებ
-დე,ფიქრებს მისმა ხმამ მომწყვიტა.რამე მოხდა?
-არა,რატო?
-ჩაფიქრებული ხარ დილიდან და არ მელაპარაკები.
-ჩემი ჭკვიანი.დედი საქმე მაქვს შენთან.
-გისმენ,სწრაფად ჩამოხტა სკამიდან და ჩემს წინ გაჩერდა.უნდა მეჩხუბო?
-დე,მინდა სწორად გაიგო რასაც გეტყვი.მამიკო ჩამოვიდა.
-რა? სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა პატარას.სად არის?
-აქ არის,ახლოს ძალიან.
-წამოდი მერე,აქ რატომ ხარ?კარისკენ გაექცა თვალი ბავშვს.
-მართა ბებოსთან არის და გელოდება.
-ჩვენთან რატომ არ მოვიდა?
-ინერვიულა დედი,არ იცოდი როგორ მიიღებდი.წამოდი.ხელი ჩავკიდე და ეზოსკენ დავიძარი.
როგორც კი მართა ბებოს სახლს მივუახლოვდით გული ამიჩქრდა.მთელი სხეული დამეჭიმა და ხელები ამიკანკალდა.ანასტასიამ ხელი გამიშვა და ეზოში შეირბინა.ბიჭები გარეთ ისხდნენ და ყავას სვამდნენ.დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება ნაკანს და ფეხზე წამოდგა.საუკუნე დამჭირდა სანამ მათთან მივედი.
-გამარჯობათ,შესცინა ანასტასიამ და მომლოდინე თვალებით გამომხედა.
-მან უკვე იცის,ჩავილაპარაკე და ნაკანს მზერა გავუსწორე.ლექსომ რამდენიმე წამით შემომხედა მერე მზერა ანასტასიაზე გადაიტანა და მის წინ ჩაიმუხლა.
მთელი სხეულით ცახცახებდა,ერთიანად დაპატარავდა ამხელა კაცი.ემოციებმა ისე ამიტანა თვალები ცრემლებით გამევსო,არ შემეძლო ამ მომენტის ყურება,სწრაფად ვაქციე ზურგი და ჰორიზონტს გავხედე.
-გამარჯობა ანსტასია.სმენას ლექსოს აღელვებული ხმა მისწვდა.
-გამარჯობა მამა.გაისმა ბავშვის ხმა და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.თითქოს ირგვლივ ყველფერმა შეწყვიტა მოძრაობა.
-მოდი ჩემთან,დაიბუბუნა ნაკანმა და ანასტასია გულზე მიიხუტა.
-მენატრებოდი მა და გელოდებოდი.დედა სულ მეუბნებოდა რომ მალე მოხვიდოდი ჩემთან.
-მოვედი მამი.ლექსო მაგრად იკრავდა ბავშვს გულში.
-არ დამახრჩო,გაეცინა პატარა ონავარს.
-ხო ბოდიში.დაბნეულმა შეუშვა ხელი.ანასტასია სწრაფად მოვიდა ჩემთან და ხელი ჩამკიდა.
-აი დედა ხომ ვამბობდით რომ მოვიდოდა,ეხლა აღარ იტირებ ხო?
-არა არასდროს ჩემო სიცოცხლე,გულზე მივიხუტე და თავზე ვაკოცე.
-წავალ რა გარეთ,ბავშვებს უნდა ვუთხრა რო მამიკო მეც მყავს და აქ არის. მა ხომ წამომყვები მერე?
-კი აუცილებლად.ამოილუღლუღა ერთიანად გაფითთრებულმა ლექსომ და სკამზე ჩამოჯდა.
-კარგად ხარ?
-მადლობა ლილე.
-გამარჯობა გიორგი,მივესალმე გახევებულ ბიჭს.
-გამარჯობა ლილე.მისმინე მე..
-გთხოვ,დიდი ხანია წარსულით აღარ ვცხოვრობ.გავუღიმე თბილად და მართასკენ ავიღე გეზი,რომელსაც სავარაუდოდ ყველაფერი გაეგო და დაბნეული იყურებოდა.
ოთახამდე ძლივს მივაღწიე.ცრემლები დაუკითხავად მცვიოდა თვალებიდან.
-ბებო,ამოვიტირე და მართას ჩავეხუტე.
ქალმაც მაგრად მომხვია დაბერებული ხელები და გულზე მიმიხუტე.
-დაწყნარდი,ჩემო ლამაზო გაივლის.ყველანაირი ტკივილი გაივლის.
-მეშინია.
-ლექსო თითქმის მე გავზარდე ლილე,არ მეგულება მსოფლიოში მასზე ღირსეული ადამიანი.თუ რამე შეცდომა დაუშვა მიზეზი ექნებოდა.მომწონს შენი მიდგომა
რომ თავი არ გაიგიჟე და ბავშვს ყველფერი უთხარი.შენი სიმშვიდეც მომწონს ,მაგრამ გამოუშვი ემოციები გარეთ.გაგიჟდები ასე გულში თუ ჩაიხვევ.
-ბებო,ამოვიტირე და თავს უფლება მივეცი ბოლომდე დავცლილიყავი.
მართა მონოტონურად მისვამდა თავზე ხელს და მოთმინებით ელოდა ჩემს დაწყნარებას.ტირილით გული რომ ვიჯერე წამოვდექი.
-წავალ ბები ეხლა.
-წადი.საღამოს გადმოდი.
სწრაფად გამოვედი ეზოში.ბიჭები ისევ ისე ისხდნენ ჩაფიქრებულები.
-ლილე,ადგილზე გამყინა ნაკანის ხმამ.ერთი წუთით დამელოდე.
-გისმენ.
-რა გჭირს სახეზე? იტირე?
-არაფერი ლექსო,გისმენ.
-მისმინე იქნებ წყნარად დავსხდეთ და დავილაპარაკოთ?
-ისტერიკა როდის მოგიწყვე? თვალებში შევხედე და დავინახე როგორ შეცბა.
-ლილე,რა დაგმართე? ხელი წამოიღო და თმაზე გადამისვა.
-გეყოფა,შევუღრინე და ზურგი ვაქციე +,გეყოფა ჩემი ტანჯვა...

* * *
თამომ მოწყენილმა ახედა საწვიმრად გამზადებულ ცას და ცხვირი ჩამოუშვა.ვერ იტანდა ცუდ ამინდებს.მოსაცმელი შეისწორა და გზაზე გავიდა.სულ რამდნეიმე მეტრი ექნებოდა გავლილი,რომ მის გვერდით მანქანა გაჩერდა.
-რა დამთხვევაა გოგონი.
-ისევ თქვენ? თვალები აატრიალა ქალმა,თუმცა ლამის გული ამოუხტა საგულედან.ღმერთო დამცინიხარ? სასაცილოდ ახედა ცას.
-დამელოდე ერთ წუთს,მანქანიდან გადმოხტა ბიჭი. შეგიძლია მითხრა რას მერჩი?
-მე?გაოცებულმა ახედა მასზე ერთი თავით მაღალ პიროვნებას.
-ხო შენ,იმ დღეს კულტურულად გამლანძღე და ისე გაიქეცი სიტყვაც არ მათქმევინე.
-რა გინდა აკო? წამოსცდა უცებ და თალები გაუფართოვდა.
-საიდან იცი რა მქვია?
-უნდა წავიდე. აწითლებულმა დახარა თავი და ის იყო უნდა გაქცეულიყო რომ ბიჭმა მკლავში სტაცა ხელი.
-გაქცევა შენი სტილი ყოფილა,მაგრამ დღეისთვის საკმარისია.ჩაჯექი მანქანაში ვატყობ ბევრი გვაქ სალაპარაკო.
-არა,ხელი გამიშვი.
-წამოდი.ძალით მიიყვანა მანქანასთან და თითქმის ჩატენა შიგნით.
-ცხოველი,ამოიბუზღუნა ქალმა.
-გავიგე.
-ძალიანაც კარგი,არ მჩვევია ნათქვამის უკან წაღება.
-ვინ ხარ?
-რა გინდა ადამიანო? რა არ გასვენებს? რას ეძებ ამ სოფელში?
-ეხლა გავგიჟდები,მიცნობ?ნერვიულად გადაისვა ბიჭმა თავზე ხელი.
-დავუშვათ კი.
-საიდან?რა გვარი ხარ?
-ოჰ მამის სახელიც მოვაყოლო?
-მიპასუხე,ტონს აუწია ბიჭმა.
-შევარდნაძე.
-შევარდნაძე,ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა,მე აკაკი ვარ წერეთელი.
-მე მართლა შევარდნაძე ვარ იდიოტო.გაცეცხლდა ქალი და შენ აკო ხარ ლიჩელი.
-გამომიჭირე,გაეცინა ბიჭს.საიდან მიცნობ?
-ღმერთო ეს მართლა იდიოტია.ამოილაპარაკა ქალმა.დავიჯერო მართლა ვერ მცნობ? ვერც გვარით მიცანი? ასე დაგავიწყდა ყველა და ყველაფერი? მაშინ რას იდექი იმ ეზოსთან გუშინ და ნოსტალგიებს ებრძოდი?
-ვინ ხარ?სახე შეეცვალა აკოს.
-დამაკვირდი კარგად ,მართალია დიდი დრო გავიგე მაგრამ მე თუ ვერ დაგივიწყე ,შენ ეს როგორ შეძელი?
-არა? მოიცა შენ ხარ.მთელი ჩემი ბავშვობა ხარ აქ რაც გავატარე.კიკინებიანი გოგო ხარ სისხლს რომ მიშრობდა.
-როგორც იქნა.გაეცინა ქალს.
-ღმერთო,მაინც გიპოვე რამდენს ვფქრობდი შენზე რომ იცოდე.
-გეტყობა.
-ისევ ისეთი მწარე ხარ ხო?
-რა შეცვლიდა?ყველანაირად ცდილობდა ხმის კანკალი არ შეტყობოდა.
-მოდი აქ,გაეცინა ბიჭს და გოგო მის დიდი ტორებში მოიქცია.როგორ მენტრებოდი.
-აკო,გამიშვი ვერ ვსუნთქავ.
-ცუდად ხარ? შენი გულის ხმა აქ მესმის.
-გამიშვი.
-ოხ რა მწარე ხარ გოგო, რა ხარ ამისთანა?
-კარგი ეხლა მეჩქარება.მეგობარი ჩამომდის თბილისიდან და უნდა დავხვდე.საღამოს სადმე შევხვდეთ თუ გინდა.
-ეს ჩემი ნომერია,სავიზიტი ბარათი გაუწოდა ქალს,დამირეკე და მოგაკითხავ. გადაგდება არც იფიქრო იცოდე.ეხლა წამოდი მე მიგიყვან.
-კარგი.ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა,არ შეეძლო მისთვის დიდხანს ყურება.
-აი აქ გამიჩერე,მადლობა.
-საღამომდე.
თამო სწრაფად გადმოხტა მანქნიდან და უახლოეს შესახვევში შეუხვია.როგორც კი აკოს მანქანის ხმა გაიგო მაშინვე გაჩერდა,კედელს მიეყრდნო და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
-არ გაბედო ტირილი,არა.შეუძახა თავის თავს და მუჭში მოქცეულ სავიზიტო ბარათს დახედა,სადაც თავს იწონებდა ოქროსფერი ასოებით დაწერილი., აკაკი ლიჩელი.წამოსული ცრემლები უკან გააბრუნა,ღრმად ჩაისუნთქა და სვლა განაგრძო.ასეთი იყო შევარდნაძის ქალბატონი,პირდაპირი,სამართლიანი უაზროდ მომთმენი და იმ სიყვარულის ერთგული აგერ უკვე თხუთმეტ წელს რომ ითვლიდა.

* * *

გიორგი და ლექსო გარეთ ისხდნენ და საუბრობდნენ.თან ნაკანი გვერძე ეზოში მოფუსფუსე ლილეს თვალს არ აშორებდა.
-ვინ წარმოიდგენდა, ასე უცებ რომ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება.
-ვატყობ ჩემიც შეიცვლება,ამოიოხრა გიორგიმ.
-მამაა.გაისმა ანასტასიას ხმა ეზოში და რამდენიმე წამში გოგოც გამოჩნდა.
-მამას ანგელოზო,მოდი ჩემთან.ნაკანმა ხელი მოხვია ბავშვს და კალთაში ჩაისვა.
გორგის ყურადღება კარებთან გაჩერეებულმა მანქანამ მიიქცია,საიდანაც ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა.მანქანიდან ინვალიდის ეტლი გადმოიტანა და გაშალა.მერე ლილეს დაუქნია ხელი და კარები გამოაღო.
-ნათლიაჩემი ჩამოვიდა,წამოიძახა ანასტასიამ და გზისკენ გაიქცა. გიორგიმ ბავშვს თავლი გააყოლა და შეშლილივით წამოიჭრა ფეხზე,მას მიყვა ნაკანიც და მეგობარს ხელი მხარზე დაადო.ნათია მოხერხებულად გასწორდა ეტლში.ბიჭს მადლობა გადაუხადა და ლილეს ჩაეხუტა.
-ლექსო,ეს რა არის? ამოიხრიალა ბიჭმა.შენც იმას ხედავ რასავ მე?
-არ ვიცი გიო.თანაგრძნობით უპასუხა ნაკანმა.დამშვიდდი.
-ამის დედაც,ცხოვრება დაგვცინის მგონი. ტავზე ხელი გადაისვა და სახლში შევარდა.

* * *
ნათიას ეზოში შემოსვლაში დავემხარე და ბარგი იქვე დავაწყვე.
-რომ იცოდე ,როგორ მჭირდებოდი.
-ხოდა აქ ვარ,ერთადერთი ხარ მგონი ვისაც ვჭირდები.
-ნათ არ გინდა გთხოვ.
-კარგი,მწარედ გაეცინა ქალს და წამით მზერა გვერძე ეზოსკენ გაექცა.
-ისინი,ისინი აქ არიან.
-ხო არიან,წამოდი უნდა დაისვენო.მოვასწრებთ მათ ნახვას.
ეტლი სახლისკენ გავაგორე და ანასტასიას ჩანთის წამოღებაში მივეხმარე.ხუთი წელი ყველას ცხოვრებაში კოშმარად იქცა.თითქოს ვეჯიბრებოდით მე და ნათია ერთმანეთს ცხოვრებისეული უსიამოვნებებით.მაშინ ანასტასიას დაავადება ახალი გაგებული გვქონდა.ნათიამ გიორგისთან დალაპარაკება გადაწყვიტა. საშინლად წვიმდა იმ საღამოს.მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მწვანეზე გაიარა. ამბობდნენ რომ მოუცურდა.თუმცა ნათიას დაეჯახა.ხერხემალი დაუზიანა და გადაადგილების პრობლემა შეექმნა. სავაადმყოფოში გავატარეთ თითქმის ორი თვე.მას შემდეგ ისედაც ერთნი, საერთოდ ერთ ოჯახად ვიქეცით.
-სად წახვედი? ნათიამ ხელზე მომქაჩა.
-აქ ვარ დაო.
-ის გადარეული სადაა? მიკვირს აქ არ დამხვდა.
-ეგ მეც მიკვირს,გამეცინა გულიანად და კარებში შემოვარდნილ გოგოს გავხედე.
-აჰა ახსენე და გამოჩნდა.
-ჩემი ლამაზი,დაიყვირა თამომ და ნათიას ეცა.როგორ მომენატრე პუტკუ.
-რაა? ეხლა შემომაკვდები იცოდე.ენა გამოუყო ნათიამ.
-გოგოებო,გულით გამეცინა მათ შემხედვარეს და ორივეს ხელი მოვხვიე.თქვენ რომ არ მყავდეთ.
-მიდი დაიწყე და მოყევი ყველაფერი.ყავის ჭიქას ხელი მოკიდა ნათიამ და მომლოდინე მზერით გამომხედა.მოყევი მიზეზი რაც მის სილაჩრეს გაამართლებს.
-მგონი ცხოვრებამ ძალიან მწარედ დამცინა.მომისმინე საკმაოდ ბევრი მაქ მოსაყოლი.
-ხუმრობ ხომ? ფეხზე წამოდგა თამო ,როგორც კი თხრობა დავასრულე. ვინ ექცევა საკუთარ შვილს ასე?
-შენ იმ ქალს არ იცნობ,თორემ ეგრე არ იტყოდი.ხმა ამოიღო ჩაფიქრებულმა ნათიამ.ლილე ეს ყველაფერს ცვლის ხომ ხვდები?
-რას ცვლის ნათი? მხოლოდ იმას რომ ანასტასიას ამის შეწმდეგ მამა ეყოლება.
-და შენ?
-მე რა? ამდენი წელი გავიდა.მას მისი ცხოვრება აქვს. გგონია ასე ადვილია ნაგროვები სიძულვილის,ბრაზის და წყენის მხოლოდ ერთ დღეში დავიწყება? გგონია მე შევძლებ მის გვერდით მშვიდად სუნთქვას?
-შენ ის ისევ გიყვარს.
-ცდები, გამეცინა ნერვიულად. დიდი ხნის წინ დამავიწყდა ეგ რა გრძნობაა და შენ ეს კარგად იცი.ჯანდაბა მეც მიკვირს ჩემი სიმშვიდის.მიკვირს დანახვისთანავე როგორ არ მოვკალი,ან როგორ მივეცი უფლება ანსტასიასთან ურთიერთობის?
-სწორად მოიქეცი,თუ ის მართალია ისეთივე მსხვერპლია სიტუაციის, როგორც შენ.
-მეშინია თამო, ჩემი სიმშვიდის მეშინია. თითქოს სიტუაცია მივუშვი.მგონია რომ ამას ველოდებოდი და ეხლა დავეცემი.უბრალოდ ავდგები და ყველაფერზე ხელს ჩავიქნევ.
-რას ბოდავ? დაგავიწყდა ვინ ხარ? დაგავიწყდით ჩვენ? მიყვირა თამომ.რას ქვია ხელს ჩაიქნევ?შენ იმდენი გამოიარა, იმდენი ტკივილი, დამცირება და მაინც აქ ხარ,მაინც ფეხზე ხარ და ეხლა მხოლოდ იმიტომ უნდა დასუსტდე რომ ის გამოჩნდა?
-ვერ ვსუნთქავ, მის გვერდით ვერ ვსუნთქავ. მიყვარს საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ,ჯანდაბა კიდე მიყვარს .ამოვიტირე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე. მიშველეთ რამე. არ მინდა ისევ აქ რომ იყოს არა. გულზე ხელი მივირტყი და ტირილს ვუმატე.
-გავუმკლავდებით, ყველაფერს მოვაგვარებთ.ნათიამ ეტლი მოაგორა და ხელი მომხვია.

* * *
-როგორ ხარ? გავუცინე დილით ახალ ამდგარ ანასტასიამ.
-კარგად ვარ დე, ნათლიამ გაიღვიძა?
-აქ ვარ ჩემო პატარა, მისაღებში გამოგორდა გოგო და ბავშვს გაუცინა.
-მე მამიკოსთან წავალ კარგი? მართა ბებომ შემოგითალათ გუშინ, გადმოვიდნენო.
-კარგი გაიქეცი და ჩვენც მოვალთ.შუბლზე ვაკოცე ბავშვს და კარებისკენ ვუბიძგე.
-იმედი მაქ აქ დამალვას არ აპირებ ხომ?გამომცდელად გავხედე ნათიას.
-არა ლილე,მე დასამალი არაფერი მაქ.მითუმეტეს მის წინაშე.სიამოვნებით გავესაუბრები ბატონ ნაკანს.წამოდი ვესტმროთ მართას. ირონიულად ჩაიცინა ნათია,.
* * *

ანასტასიამ ეზოში შერბინა და მანქანასთან მდგომ გიორგის მიუახლოვდა.
-გამარჯობა გიორგი ბიძია.
-გამარჯობა პატარა ქალბატონო.
-მამა სადაა?
-მოვა ეხლავე,სადღაც აქ იყო.მოდი მანამდე ჩემთან.ხელში აიყვანა პატარა ქალბატონი და სკამებისკენ წავიდა.
-ეს ვინ მოსულა,გერდით მიუჯდა ლექსო ბავშვს.რაო მამიკოს პრინცესა?
-ერთი სული მქონდა,როდის გათენდებოდა შენთან რომ მოვსულიყავი.
-მალე სულ ერთად ვიქნებით ჩემო პატარა.
-მპირდები? თვალები გაუბრწყინდა ბავშვს.
-კი მამი,გპირდები.
-დედა? დაბნეულმა გახედა ბიჭს მისი დიდი თაფლისფერი თვალებით. ნაკანი დიბნა.
-ალბათ დედაც, ჩაილაპარაკა და შუბლზე აკოცა პატარა ქალბატონს.

-ჩემი გოგოები მოსულან,შეიცხადა მართამ და კარისკენ გაიქცა. გიიორგის ეგონა ცივი წყალი გადაასხეს,როდესაც მისკენ მომავალი ნათია დაინახა. ისევ ისეთი იყო,უბრალოდ ბიჭს ცოტა გამხდარი ეჩვენა და სევდიანიც.
-გამარჯობათ,მორიდებით მიესალმა ბიჭებს და გაჩერდა.
-ნათია,ფეხზე წამოდგა ნაკანი და გოგო გადაკოცნა,მიხარია შენი ნახვა.
-მადლობ.
გოგო შეგნებულად აიგნორებდა გაფითრებულ გიორგის.
-დასხედით თქვენ და ეხლავე მოგხედავთ.დაფაცურდა მართა.
-მართა ბებო არ შეწუხდე რა,სტუმრები ხომ არ ვართ? გაეცინა ნათიას და მოხუცს ხელზე მოქაჩა.
-ჩემო ლამაზო,მართა დაიხარა და ლოყაზე აკოცა გოგოს. წამლებს ხომ სვამ? ხომ მკურნალობ ბებო?
-არა მართა ბები აღარ, შევეშვი ყველაფერს.
-რას ამბობ,რატო? შეიცხადა ქალმა.
-მოგვიანებით მოგიყვები„ „1
-კარგი, ლილე წამომყევი ყავა მაინც გავაკეთოთ.
-ეხლავე ბებო.დაქალს მხარზე ხელი მოვუთათუნე და ბებოს გავყევი.
-ნათლი ატლიკინდა პატარა ქალბატონი,შენ იცოდი მამიკო რომ ჩამოდიდოდა?
-არა პატარა,არ ვიცოდი,მაგრამ ძალიან მიხარია.
-კარგი მე წავედი,დედას უთხარი მარიამთან მივდივარ.
-ანა,არ ირბინო იცოდე.მზრუნველად დაარიგა ქალმა.
-კარგი ნათლი, არ ინერვიულო შენ.
-ნათია,მძიმედ წამოიწყო ლექსომ.
-მაინც ვერ ვნახე თქვენი სახეები,სიმართლის გაგების დროს.
-მისმინე.
-ლექსო,გთხოვ მე შენთან საქმე მაქვს.მძულდი იმიტომ რომ ვხედავდი რა გადაიტანა ლილემ შენს გამო და შენს გარეშე.ჩვენ ხუთი წელი ვიცხოვრეთ ჯოჯოხეთში და არაფერს ვამატებ.საავადმყოფოების კარზე გაიზარდა ანასტასია.ვიგერიებდით დედაშენს,მევალეებს.დალაგდა გესმის? ცდილობს რომ დალაგდეს და არ გირჩევ მისი ცხოვრების ისევ არევას. თუ ფიქრობ რომ მე არავინ მეკითხება,ცდებიჩვენ იმაზე მეტი გვაკავშირებს ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია.ამიტომ გაფრთხილებ მის ცუდად ყოფნას უბრალოდ ვერ გავუძლებ.
-მე არაფერი ვიცოდი,საერთოდ არაფერი.ვფიქრობ საკმაოდ დამესხით თავს უკვე.გგონია ეგეთი ცივსისხლიანი ვარ? ჩემს შვილზე არასდროს ვიტყოდი უარს,არასდროს.
-დამიჯერე არამგონია გინდოდეს გაიგო როგორი მგონიხარ.მე შენ შანსი მოგეცი.დაგირეკე მოხვედი მაგრამ გამაფრთხილე არასდროს შეგხმიანებოდი მის გამო. აი მაგასთანაც კი ვრეკავდი.ხელით გიორგიზე ანიშნა.ვრეკავდი განუწყვეტლივ მაშინ როცა ანსტასია სავადმყოფოში იწვა და უსახსრობის გამო ოპერაციას არ უკეთებდნენ.მერე? მერე მასთან გავიქეცი,ვაპირებდი იმის მიუხედავად რომ შენ უარი თქვი მათზე მისთვის მეთხოვა დახმარება.თუმცა აგერ ხედავ. ავარიაში მოვეყვი და ინვალიდის ეტლს მივეჯაჭვე. ამიტომ ნუ მომთხოვთ გაგიღიმოთ რომელიმეს ჯერ მაინც, სანამ არ გამინელდება ეს ყველაფერი.
-ღმერთო ნათია,შენ რომ იცოდე როგორ მტკივა გული.თავი დახარა ლექსომ.რომ შემეძლოს მის გამო მთელ ქვეყანას გადავწვავდი.
-ხოდა გადაწვი. დაუბრუნე ის ღიმილი შენს გამო რომ დაივიწყა. ეცადე მისი გულიდან და გონებიდან ეს ხუთი წელი გააქრო და არ გაბედო მისთვის რამი დაშავება.
ნაკანს ჩაეცინა,სწრაფად წამოდგა ფეხზე და გაბრაზებულ გოგოს ხელი მოხვია.
-მენატრებოდი გადარეულო,ისევ ისეთი მაგარი მეგობარი ხარ .მადლობა რომ ჩემს მაგივრად იყავი მის გვერდით.გპირდები ლილეს არასდროს ვაწყენინებ არასდროს.ეხლა წავალ იმათ მივეხმარები. ეშმაკურად ჩაიცინა ლექსომ.
-მოიცა წამიყვანე მეც ,იქ ვერ ამოვალ საფეხურებზე ანიშნა გოგომ.
-მოვალ მალე, გაუცინა ნაკანმა და სირბილით შევარდა სახლში.
გაოგნეულმა მიმოიხედა ნათიამ და ის იყო ლილეს დაძახებას აპირებდა, რომ მისი ეტლი წინ გაგორდა.სწრაფად მიატრიალა თავი და გიორგის დაუბღვირა.
-ხელი გაუშვი.
-მოისვენე.
-გამიშვი გიორგი.
-არ ვიკბინები.მკაცრად ცაილაპარაკა ბიჭმა.
გიორგიმ სიბრაზისგან ერთიანად აწითლებული გოგო ოთახში შეაგორა და მართას გაუღიმა.ლილეს მაგიდის გაწყობა თითქმის დაესრულებინა. ლექსომ ბიჭს თავით ანიშნა რაღაც და გვერდით გაიყვანა.
-ტყუილად დაგტოვე მარტო?
-რას გულისხმობ თუ ძმა ხარ? ხომ ხედავ პირველივე ნახვაზე კინაღამ ყელი გამოგჭრა ,ვგავარ ტერორისტს?
-ხომ იცი, მაინც მოგიწევს მისთვის ბოდიშის მოხდა.
-მერე ძმაო,მერე დაწყნარდეს ცოტა. გაეცინა გიორგის და ჯერ კიდევ გაბრაზებულ გოგოს გახედა.
-ნათი კარგად ხარ? მეგობარს ხელი მოვხვიე და მაგიდისკენ წავიყვანე.
-წავიდეთ რა ლილე, მგონი ზედმეტია ეს ოჯახური სადილი.
-ანასტასიას ვერ ვაწყენინებ და მითუმეტეს მართას.ცოტა ხანიც მოიცადე და წავიდეთ.
ნათია მოუსვენრად იჯდა ეტლში. უკეთეს მდგომარეობაში არც ლილე იყო.გაქანებული მატარებელივით გრძნობდა თავს რომელიც ვერ ჩერდებოდა და ხრამისკენ მიექანებოდა. ოთახში დაძაბული სიტუაცია იგრძნობოდა.მხოლოდ ანასტასია გამოიყურებოდა ბედნიერად.ხან ლექსოსოთან იჯდა ხან ჩემს მხარეს.
-დე ხვალ მიდივართ ხომ?
-კი დედას ანგელოზო,დილით წავალთ.
-სად? პირველად შემომხედა ლექსომ.
-ექიმთან,კონტროლი უწევს.ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
-მერე რატომ არ მეუბნები? მე წაგიყვანთ.
-არ არის საჭირო,სამარშუტო ტაქსით წავალთ.
-ლილე,სუსხი გაურია ნაკანმა ხმაში.გგონია ამხელა გზაზე ბავშვს ასე ვაწვალებ? მითუმეტეს ექიმთან მიდიხართ. რომელზე გამოგიარო?
-9სათზე,უარესად ჩამივარდა ე ნა. უკვე აღარ მომწონდა ნაკანის მომთხოვნი ტონი. სადრაც ეჭვის ჭიაც მჭამდა რომ ლექსოსო მოუნდებოდა ანასტასიას წაყვანა ჩემგან. საშინელი შიშის შეგრძნება გამიჩნდა და ტვინმა თავისით დაიწყო ლექსოსგან გაქცევის გეგმის მოფიქრება.
-წავედით,ანასტასია წამაოდი უნდა მოგამზადო.
-დეე შეი₾ება დღეს დავრჩე მამაშთან?
-არა ანასტასია.
-დატოვე ბავშვი,კარგად მივხედავ.ამომხედა ლექსომ.
-გთხოვ დე რა გთხოვ. ამოხედა გახარებული თვალებით.
-კარგი,მაგრამ დილით ადრე გადმოდი რომ მოვემზადოთ
-ურაა,მამიკოსთან დავიძინებ.
-წავედით.ეტლს ხელი მოვკიდე და გასასვლელისკენ გავაგორე.

* * *
-რა დასაკლავი თხასავით ყველაფერზე ეთანხმდები? ბობოქრობდა თამო. რა გემართება? უთხარი არა და მორჩა.
-თამო გეყოფა ,შეუბღვირა ნათიამ. არ გამოადგება ასე ომი მასთან.
-მართალია ნათია.ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში, რომ მოინდომოს და მისი თავი წამართვას?
-რაზე ფიქრობ საერთოდ? რაც მაგათ გამო გამოიარე, მაგის შემდეგ რა სინდისით გაგიკეთებს კიდევ მსგავს რამეს?
-უკვე აღარაფერი მიკვირს.რა ხდება ჩემს თავს მაგასაც ვერ ვხვდები.საით მივექანები და როდის უნდა გავჩერდე? გონება და გული მთხოვს რომ ანასტასიას ხელი ჩავკიდო და გავიქცე.მაგრამ ლექსო ნაკანი ის კაცია რომელსაც ვერსად გავექცევი ხვდები? აქამდე მეგონა რომ მან უარი თქვა ჩვენზე და მშვიდად ვიყავი,მაგრამ სიმართლე სულ სხვა აღმოჩნდა და ზუსტად ვიცი არაფრით დათმობს ანასტასიას.
-ვფიქრობ ვერც შენ,გაეღიმა თამოს და სკამზე ჩამოჯდა. რაღაცით მომწონს ხო იცი ნაკანის ვაჟბატონი.
-ოხ თამო,გაეღიმა ნათიას და მეგობარს თმები აუჩეჩა.
-წავედით გოგოებო ,დავიძინოთ დილით ადრე უნდა ავდგე და თქვენც არ გაწყენდათ დასვენება.
-დღეს მე და აკომ გავისეირნეთ.გაღიმებულმა ჩაილაპარაკა გოგომ.
-აი მესმის, გამეცინა გულიანად. საერთოდ არსებობს რამე რასაც მიზნად დაისახავ და ვერ ასრულებ?
-მგონი არაფერი დაო.წავედით, ხელი მოგვხვია და სახლისკენ დავიძარით.

* * *
ზუსტად ცხრა სააათზე ლაექსო მანქანასთან გველდებოდა. რატომღაც სასწაულად ვნერვიულობდი მის სიხალოვეს.
-წინ დაჯექი,თბილად მომმართა ,როცა მანქანის უკანა კარი გამოვაღე.
-კარგი.ბავშვს ღვედი დავუმაგრე და წინ დავჯექი.
-მამას პრინცესა,ხომ კარგად ზიხარ?
-კი მა, გაუცინა პატარამ და თოჯინა ჩაიხუტა.
როგორც კი სალონში ნაცობი სურნელი დატრიალდა,თავი მაშინვე შეუძლოდ ვიგრძენი.შეუმჩნევლად მოვუჭირე თითები ერთმანეთს,რომ ხელების კანკალი დამემალა. გრძნობდი როგორ მიჭერდა ყელში ყველაფერი.სიძლვილიც,ბრაზიც,წყენაც და ყველაზე მეტად რაც მაშფოთებდა სიყვარულიც. ფრთხილად გავაპარე თვალი ლექსოსკენ.დაძაბული მართავდა საჭეს.ზუსტად ვიცოდი მისთვისაც არ იყო სიტუაცია მარტივი.საერთოდ არ არის ადვილი ასე უცებ აღმოაჩინო რომ ქალიშვილი გყავს და ისწავლო მამობა.ეჭვი არასდროს შემპარვია რომ ნაკანი საუკეთესო მამა იქნებოდა. ამდენი წლის შემდეგ გულის სიღმეში საკუთარ თავზეც მომდიოდა ბრაზი.როგორ შევძელი და დავიჯერე რომ ის უარს იტყოდა ჩვენზე.ნუთუ საერთოდ არ ვიცნოდი კაცს რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა.
-ლილე.ფიქრებიადან მისმა ხმამ გამომიყვანა. ცუდად ხარ?
-არა,ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და ფანჯრისკენ მივატრიალე თავი.
-ასე გიჭირს ჩემს გვერდით ყოფნა?ხმა დაეძაბა ბიჭს.
-ეხლა არა ლექსო,ამის დრო არ არის,ანასტასიაა აქ.
-ძინავს ბავშვს რამდენი ხანია.
-რამდე კითხვა გაქვს ჩემთან?
-სალაპარაკო ბერვია ლილე,თან ძალიან ბევრი მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ ეგაა გაურკეველი.
-თავის დროზეც, რომ გვესაუბრა ეხლა ესე არ ვიქნებოდით.
-თავის დროზე, რომ არ გამქცეოდი, ნამდვილად.
-მადანაშაულებ? გაკვირვებულმა გავხედე გვერდით მჯდომს.
-არ გინდა ლილე,ნუ გამომიწვევ ამ საუბარში.
-თორემ?
-ნამდვილად ვიჩხუბებთ.ისედაც ამდენი ხანია ჯერ მოულოდნელი ფაქტის გადახარშვას და შეგუებას ვცდილობ და მერე შენთვისაც მოვიცლი.
-მემუქრები?
-გეკადრება? გამიცინა ირონიულად.
-ლექსო,რა გინდა?
-ჩემი დაკარგული 5 წელი.დამიბრუნებ?
-შენ ყველაზე ნაკლებად გაქვს უფლება,ჩემთან რამე პრეტენზია გქონდეს.
-იცი რა მიკვირს? ამ ამბავში ყველაზე ს....რ როლი მე რომ შემხვდა. გგქონია შენ რამე ასპექტში მართალი ხარ ჩემთან?გავიხსენოთ რა გააკეთე?.მართლა გინდა ვისაუბროთ ლილე?
-მე მშვიდო ცხოვრება მინდა,ისეთი სანამ..
-სანამ მე არ გამოვჩნდი ხო? მაპატიე მაგრამ აღარ ვაპირებ ჩემი შვილის გარეშე ყოფნას.
-ანუ?
-ანუ ბავშვის საკითხს მერე გადავწყვიტავთ.
-რას ამბობ? ტონს ავუწიე. გადასაწყვეტი არაფერია.ანასატასია ჩემი შვილია.
-ჩვენი ლილე ,ჩვენი. მე მამამისი ვარ და ისევე მაქ უფლებები როგორც შენ. მოვედით.კლინიკაზე მანიშნა ნაკანმა.
-არ დაგვისრულებია.გამწარებულმა მივახალე და მძინარე ანასტასიას გასაღვიძებლად დავიხარე.


* * *
მოუთმენლად ვცემდი ბოლთან საავადმყოფოს ფოიეში და ექიმს ველოდებოდი.ნაკანი ფრთხილად მომიხალოვდა და მკლლავზე შემეხო.
-დაწყნარდი.
-ხელი გამიშვი.მკლავი გავინთავისუფლე და კაბიეტის კარზე მიმეყინა მზერა.
-ნიკა ექიმო,მოვიდა ანალიზის პასუხები? გავუღიმე ქეიმს.
-კი ლილე მოვიდა, მეგობრულად გამიცინა ბიჭმა და მხაზე ხელი ჩამომისვა.ნუ გეშინია კარგი? ცოტა ცვლილებებია სისხლში მაგრამ გაციებულია და მხოლოდ მაგის ბრალია.-
-საშიშია რამე? ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მდგომაამმა ლექსომ.
-თქვენ ვინ ბრძანდებით? გაკვირვებულმა აათვალიერა ნიკამ .
-ანასტასიას მამა ვარ.
-ხო გასაგებია. აშკარად დაიბნა ექიმი და კითხვის ნიშნის მზეერით გამომხედა.
-მერე აგიხსნი ნიკა. მთავარი ანასტასიას მდგომარეობაა.
-ამ წუთას არაფერია სანერვიულო. წამლებს გამოუწერს პედიატრი და შეგიძლიათ წაიყვანით. შემდეგი ვიზიტი ექვს თვეშია და ლილე გთხოვ დაფიქრდი რაზეც წინა ვიზიტზე გესაუბრე. თავი უნდა დავიმშვიდო რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
-კარგი ნიკა,ამ დღეებში გაგაგებინებ პასუხს.
-რაც მალე უკეთესია ლილე.
-კარგი,კარგი.წავალთ მაშინ.
-მომავალ შეხვედრამდე. კარგად მიუბრუნდა აქამდე ჩუმად მდგომ ლექსოს და ხელი ჩამოართვა.
-ბავშვს მოვიყვან, გარეთ დამელოდე. გადავულაპარაკე ნაკანს და პედიიატრის კაბინეტისკენ დავიძარი.ზუსტად ვიცოდი არაფერი იქნებოდა ძველებურად.მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, ამ წამს ჩემს ცხოვრებაში რომ ქარიშხალი იყო და მას ლექსო ნაკანი ერქვა.რამდენიც არ უნდა მემტკიცებინა თავისთვის რომ არ მიყვარდა ვატყობდი რომ ნელნელა ყველანირ ძალას მართემევდა.
-უნდა ვისაუბროთ.მკაცრად გადმომხედა ლექსომ -და ანასტასიას გაუცინა.
-კარგი ვისაუბროთ,ოღონდ სახლში როცა მივალთ.
ნაკანი სწრაფად გადმოიწია ჩემსკენ,იმდენად ახლოს აღმოჩნდა, რომ წამით სუნთქვაც კი შემეკრა, მან კი ღვედი მოქაჩა და დაამაგრა.
-შეგიძილია სუნთქვა განაგრძო,ჩაიცინა ირონიულად და მანქანა დაძრა.

> > >
თამომ მხიარულად შეაღო სახლის კარები და კითხვაში გართულ დაქალს უკნიდნ ჩაეხუტა.
-ხო არ მოიწყინე ქალბატონო?
-სად ხარ აქამდე? მკაცრად გახედა ნათიამ.
-კარგი ხო.აკოსს შევხვდი და მაგიტომ დამაგვიანდა.
-რაო პრინცმა?
-არაა ეგ ჩემი პრინცი,ხმა დაუსევდიანდა გოგოს
-რატო ვითომ?.
-კაი არ მინდა მაგ ადამიანზე საუბრით ხასიათის გაფუჭება ,წამოდი გავისეირნოთ.
-ამ დროს?
-ხო წამოდი, მდინარესთან ჩავიდეთ.ეტლს ხელი დააავლო და გზისკენ გააგორა.
-რატომღაც დღეს სხვანაირი ხარ.გამომცდელად ახედა ნათიამ აფორიაქებულ გოგოს.
-რანაირი მაინც?
-აი ვერ ისვენებ.
-გეჩვენება.
-თამო მატყუებ?
-გამარჯობათ გოგოებო.გაუცინა გიორგიმ და გვერდით ჩამოუდგა.
-აქ რას აკეთებ?
-ვსეირნობ ნათი,არ შეიძლება?
-გამარჯობათ ,რაღაც უნდა გთხოვოთ.
-რას აკეთებ თამო?ხელზე დაქაჩა ნათიამ.
-აკოს უნდა შევხვდე ნათი. ამიტომ ცოტა ხანს მოგიწევს გიორგისთან დარჩენა, ხომ მიხედავთ სანამ მოვალ?
-რა სალაპარაკოა?ჩაეცინა ბიჭს და გოგოს თვალი ჩაუკრა.
-მოგკლავ იცოდე ფეხი არსად გაადგა,ხმა აუკანკალდა ნათიას.
-მეც მიყვარხარ დაო ,სწრაფად აკოცა ლოყაზე აფეთქების პირას მყოფ დაქალს და სირბლით დაეშვა დაღმართზე.
-მოვკლავ ამ გოგოს რა.ამოიბუზღუნა ნათიამ.
-არ მოკლა, დამიჯერე საკმაოდ ბევრი ვიწვალე, რომ დამეყოლიებინა.კარგი გოგოა.
-რა გინდა გიორგი?
-შენთან საუბარი.
-რასთან დაკავშირებით?
-ნათია ,ამოიოხრა ბიჭმა.
-მისმინე, მოკლედ გეტყვი და გასაგებად.გააწყვეტინა გოგომ. ვატყობ ყველაფერი იცვლება . ხომ ხედავ ლექსო და ლილეც ალბათ დალაგდებიან.
-გგონია აპატიებს?ჰორიზონტს გახედა ბიჭმა.
-ორივემ ვიცით ,რომ ლექსო ლილეს აღარ გაუშვებს, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ამ ბატსაც სიგიჟემდე უყვარს. ჩვენ რაც შეგვეხება, ორივე ვართ მათ ცხოვრებაში და შეხვედრაც ხშირად მოგვიწევს. ამიტომ არ მინდა უხერხულობის გრძნობა გვქონდეს.ვფიქრობ დროა უბრალოდ დავზავდეთ.მათ გამო და ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ.
-მხოლოდ ეს?მხოლოდ ამის შემოთავაზება შეგიძლია?
-და რამეს ელი?რა გინდა ჩემგან? ხომ მთხოვე არასდროს შემაწუხოო? დაგავიწყა გიორგი?
-მომისმინე.
-შენ მომისმინე. საუბარი გინდოდა და ეხლა პასუხიც მიიღე.შენ არ ხარ ადამიანი რომელსაც დავეყრდნობი.მეგობრობასაც კი არ მოვინდომებ შენნაირ ადამიანთან სხვა რამეზე რომ არაფაერი ვთქვა. გაიტერესებს რატომ? რა გარანტია მაქ მომავალში რომ ისევ არ იჩხუბებენ ლილე და ლექსო? მათზე ვერ იქინება ჩემი ბედნიერება დამოკიდებული .ყოველ დღე შიშით ვერ ვიქნები, რომ მათ გამო ადგები და მე სრულიად უდანაშაულოს მიმატოვებ.
-რამდენჯერაც უნდა გთხოვო პატიება, ვიცი რომ ვერასდროს დავიმსახურებ მაგას.
-ხოდა ამიტომ გთავაზობ მხოლოდ ისევ მათთვის.ერთმანეთს თვალი რომ არ ავარიდოთ და უხეხული სიტუაცია აღარ შევქმნათ.გთხოვ გიორგი უბრალოდ ვიყოთ მათი მეგობრები, გულშემატკივრები და ადამიანები რომლებით მათი ცხოვრებით ვცხოვრობთ.
-შეცვლილხარ,სად გაქრა ის გოგო პოლიციელებს თავის გატეხვით რომ ემუქრებოდა?
-ფიზიუკრად შევიცვალე თუ სულიერად? ირონიულად ჩაეცინა ქალს. კი ეხლა ინვალიდის ეტლში ვზივარ და სრულიად უუნარო ვარ, ასე რომ ვერავინ ვერ დავემუქრები თავის გატეხვით.
-გინდა თავი არარაობად ვიგრძნო? არ გიხდება მსგავსი საუბრები.
-შენთან მოვდიოდი ,ტირილის ნოტები შეერია ქალს ხმაში .იმ დაწყევლილ დღეს შენთან მოვდიოდი, სალაპარაკოდ.
-რა? გაკვირვებულმა გახედა აკანკალებულ ქალს.
-უნდა მეთხოვა ლექსოსთვის დაგერეკა და გეთქვა, რომ მისი შვილი კვდებოდა.მე ვაპირებდი, სრულიად დამევიწყებინა თავმოყვარეობა და შენ პიროვნებას რომელმაც გამაგდო ფეხებში ჩაგვარდნოდი.
-ნათია გთხოვ.ეტლთან დაიხარა ბიჭი.
-ეხლა მაინც გაიაზრებ რამხელა ტკივილს მაყენებ?ამიტომ გთხოვ მორჩი ამ უაზრო საუბრების წამოწყებას და რაღაცის თავიდან დაწყებას.დავიღალე ძალიან დავიღალე, შენი არსებობით დავიღალე ჩემში და ნუღარ გამოჩნდები.
- ნათიამ ეტლი მოაბრუნა და გზაზე გააგორა.გიორგი გაშტერებული მისჩერებოდა ერთ ადგილს,მერე სწრაფად შეირხა რამდენიმე ნაბიჯით დაფარა მათ შორის მანძილი და ქალს უკნიდან მოეხვია.
-მაპატიე,მაპატიე ეს ყველაფერი და პირობას გაძლევ, როგორც შენ გინდა ისე მოვიქცევი.
-სახლში წამიყვანე.ბიჭს სხეული დაუმძიმდა,ყველაფერს მისცემდა ამ მდგომარეობაში რომ არ ენახა.უყვარდა? ვერასდროს ხვდებოდა რა გრძნობებს იწვევდა მასში ეს სიფრიფანა გოგო.თუმცა წლების წინ მსგავსი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, შეიძლება დღეს მისი ცოლი და შვილების დედაც ყოფილიყო.მძიმედ გააგორა ეტლი გზაზე და დაღმართს დაუყვა.ყველაზე მეტად ეძნელებოდა მისი გაშვება.სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ.ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა გოგო ტიროდა.ფრთხილად შეიყვანა ეზოში და თამოს გახედა რომელიც კიბეზე იჯდა.გოგოს გამომეტყველება შეეცვალა სწრაფად დაიძრა წყვილისკენ.ნათიას ეტლს მოკიდა ხელი და გიორგის მწყრალად გადახედა.
-პირობის შესრულება არ გცოდნია ბატონო გორგი,მაინც ატირე.
* * *
ლექსო დაძაბული მართავდა მანქანას. ვიცოდი წინ დიდი ქარიშხალი მელოდა და წინასწარ ვნერვიულობდი."რას იზამს? ბავშვს ხომ ვერ წამართმევს? ამისთვის ვერ გამიმეტებს,გამორიცხულია ლექსო არ არის ეგეთი" ცუდი აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ანასტასიას გავხედე.მშვიდად ეძინა.
-ლექსო.
-რა გინდა? არც შემოუხედავს ისე მიპასუხა.
-რა გჭირს?
-ძალიან დაგვიანებული კითხვაა ლილე,ძალიან.
-მოდი ვისაუბროთ.გავარკვიოთ ყვეალაფერი.
-ვისაუბრებთ, ოღონდ ბავშვის თანდასწრებით არა.
ვერაფრით ვისვენებდი ერთ ადგილზე ,უაზროდ ვწრიალებდი სავარძელში. გზაც ჩემ ჯინაზე აღარ დამთავრდა.
-მოისვენე.შეომიღრინა ნაკანმა და სიჩქარეს მოუმატა.
-როგორ დამღალეთ,ღმერთო როგორ.ამოვიჩურჩულე და მინას მივადე თავი.
უკვე შებინდებული იყო სოფელში რომ ჩავედით.ლექსომ მანქანა კარებთან გააჩერა.სწრაფად გადავიდა და ანასტასიას მხარეს კარები გამაღო.
-ბავშვს მართას მივუყვან,შენ მანქანაში იჯექი.
-კარგი.ჩავილაპარალე და თვალები დავხუჭე.
ინერციით ვიგრძენი როგორ მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა,რამდენიმე წამში ტბის პირას გავჩერდით.
-ვინ არის ის ექიმი? ვატყობდი ტონის გაკონტროლებას ცდილობდა.
-ნიკა ექიმი.დაღლილმა ვუპასუხე.
-სახელი მეც ვიცი,შენთვის ვინ არის?
-ლექსო რას მეკითხები?
-მიპასუხე.
-ექიმია,რომელმაც შენი შვილი გადაარჩინა, რომელიც მაშინ დამიდგა მხარში როცა შენ ზურგი მაქციე.დაკმაყოფილდი თუ გავაგრძელო?
-მე რომ ზურგი გაქციე? ჭკუიდან გინდა ამწიო ეხლა?
-ნუ მიყვირი.ტონს ავუწიე მეც.
-შენ კიდე ცეცხლს ნუ ეთამაშები გაიგე?
-რა გაწუხებს? რა შენი საქმეა რა ურთიერთობა გვაქ ჩვენ?
-ლილე,დამიღრიალა.ნუ გამომცდი, იცოდე ვერავინ შეეხება ჩემს საკუთრებას.
-რა გაყვირებს ლექსო? რა უფლებით?სადაა შენი საკუთრება? რა გინდა ჩემგან გამაგებინე რა. რაში მადანაშაულებ? შენ და დედაშენმა ცხოვრება დამინფრიეთ.5 წელი ჯოჯხეთად მაქციეთ ყველაფერი მოკალით ჩემში და ეხლა კიდე რა გინდა?
-შენ მინდიხარ.მიყვირა და გაზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომიქცია მლავებში.
-მე სათამაშო არ ვარ გასაგებია?ხელი გამიშვი ლექსო.
-აღარ გიყვარვარ?
-მიყვარხარ? მაგას სერიოზულად მეკითხები? მთელი სხეული მიკანკალებდა.მთელი არსებით ვცდილობ რომ გაგექცე ვერ ხვდები? რომ მცოდოდა ანასტასიას შესახებ არაფერი იცოდი და დედაშენს არ უთქვამს, გგონია გაიგებდი რამეს?
-ლილე გეყოფა.ვცდილობ ადამიანურად დაგელაპარაკო და გადავწყვიტოთ ყველაფერი.
-ადამინური ჩემთან არაფერია გასაგებია?
-იცოდე მაგ პატარა თავში რამე არ მოიფიქრო,არც გაიაზრო რომ შვილს დამაშორებ,თორემ.ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-რა თორემ?
-ბავშვს წაგართმევ.
-რა? ხავილის მსგავსი ხმა ამომხდა.მაგას ვერ იზამ.ეგრე ვერ დაეცემი. მე კარგი დედა ვარ.
-გამომცადე გინდა?
-ლექსო.ცრემლებმა დაუკითხავად დაიწყეს სახეზე დენა.
-ცოლად უნდა გამომყვე.განაჩენივით გაისმა ნაკანის ხამ.
-არსდროს,ვიყვირე და მანქანიდან გადავედი ,არასდროს მაგაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლია ნაკანო.
-მაშინ ბავშვზე ვიდაოთ ლილე და კარგად იცი, ყველა რესურსი მაქვს ანასტასიაზე მეურვეობის მოპოვებისთვის.
-არაკაცი ხარ.ვუყვირე გამწარებულმა და სახეზე ხელები ავიფარე. ერთიანად მიკანკალებდა ყველაფერი.
-პასუხს ველოდები.შეუბრალებელი იყო ლექსოს ხმა.
-სასამართლოში შევხვდებით.ამოვიკნავლე და ნაკანს ზურგი ვაქციე.
-ღმერთო ასე როდის დაიღალე? ამოიოხრა ლექსომ და ქვაზე ჩამოჯდა.ნუთუ მართლა ასეთი საშინელება გაგიკეთე? ლილე გთხოვ გამიგე და შედი ჩემს მდგომარეობაშიც.სამყაროს მერჩივნე მაშინ.რაც შენ გააკეთე იმ დღეს სტადიონზე,ღმერთო განა არ ვიცი რომ დავაშავე? უნდა მოვსულიყავი და გამერკვია ყველაფერი.მაგრამ ორივეს ჩვენი სიმართლე გვაქვს ერთმანეთს ძალიან ვატკინეთ თანაბრად თან.
-ვიცი ლექსო,ამოვიოხრე და გვერდით მივუჯექი.აარაფერში გადანაშაულებ სავსებით მესმის შენი. მეც ბევრი დავაშავე და ვიაზრებ ამ ყველაფერს.
-არ დაგიშავებია ,ტვინში სისხლი მექცევა რომ წარმოვიდგენ რა გამოიარეთ შენ და ანასტასიამ და მე ამ დროს არაფერი ვიცოდი.
-სამაგიეროდ დროა მგონი, ომს მოვრჩეთ და უბრალოდ მშვიდად ცხოვრება ვისწავლოთ რას იტყვი?
- შეძლებ მაპატიო?სევდიანად ამომხედა ლექსომ.
-შენ? მაპატიებ შენზე უარი რომ ვთქვი? აცრემლებულმა თავი.
-ვცადოთ დავიმსახუროთ ერთმანეთი ლილე.ცდად ღირს?
--მოდი საღამოს უბრალოდ დავხსდეთ ყველანი და ერთი დღე ისე გავატაროთ ვითომ ეს 5 წელი არ ყოფილა.ხვალიდან ისევ ვიცხოვროთ ამ პრობლემებით.
-კარგი,გავუღიმე ლექსოს და ფეხზე წამოვდექი.

* * *

ნათია და თამო გვერდიგვერდ ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ.
-მიბრაზდები?
-არა,როგორ უნდა გავბრაზდე შენზე? გაეცინა ნათიას.ყოველთვის სხვისი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავ.
-მოგვარდით?
-გადავიტანთ,უბრალოდ მათი გულისთვის.
-იქნებ დროა ლილეს და ლექსოს თავისი ცხოვრება აცადოთ და გამოხვიდეთ მათი ჩრდილიდან?
-რა გითხრა? დინებას მივყვები ხომ ხედავ.
სახლის კარი შევაღე და გოგოებს გავუღიმე.საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი ლექსოსთან საუბრის შემდეგ.
-რა მოხდა ლილე?
გოგოებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,ექიმის ვიზიტიდან დაწყებული ჩხუბით დამთავრებული.
-მგონი გეშველათ ხო? გაეცინა თამოს.
-ლილე,შეძლებთ ერთმანეთს აპატიოთ?
-მგონი საკმარისად დავიტანჯე რას იტყვით? მეგონა ლექსო საშინელი ადამიანი იყო,რადგან უარი თქვა ჩვენზე და მისდამი გრძნობები მაგრად გამოვკეტე გულში.ვცდილობდი მხოლოდ ზიზღი მეგრძნო მაგრამ თავს ვიტყუებდიისევ ისე მიყვარს და სიმართლე გითხრათ უბრალოდ დავიღალე. თუმცა მისი გრძნობები სულაც არ ვიცი.
-მგონი მაგაზე დაფიქრებაც არ ღირს,რომ ისევ უყვარხარ,ისეთი თვალებით გიყურებს.
-არ ვიცი,არაფერი უთქვამს, უბრალოდ დაზავება შემომთავაზა და დავთანხმდი.არც დროა ეხლა ჩვენი ომის და არც სიტუაცია,ანასტასიას მეტ ტკივილს ვეღარ მივაყენებ და იქნებ მეც შევძლო თავისუფლად სუნთქვა.
-იმსახურებ ლილე.თვალები ცრემლებით აევსო ნათიას.ყოველთვის ვიცოდი რომ ჩვენთანაც გამოიდარებდა .ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ და უნდა მიიღო კიდეც. მინდა რომ იბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის და ისევ არ დაიმალო.თუ საჭირო გახდება თავით შეეჯახე პრობლემებს,მაგრამ აღარ დაემალო,საკმარსია ლილე ჩრდილში ცხოვრება.
-ნათ.ამოვიოხრე და ატიებულ დაქალს მოვეხვიე ,რა გჭირს?
-მიხარია,ამდენი წლის მანძილზე შენს თვალებში ისევ ძველი სხვივი გაკრთა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისევ ლექსოს გულისთვის.


* * *
საღამოს მართასთან შევიკიბეთ ყველა.იდიალური ოჯახის სურათი შეიქმნა.მართა და თამო სამზარეულოში ფუსუსებდნენ.ლექსო და ანასტასია ბუხართან ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ.ცრემლები მომერია ამ სცენის შემხედვარეს და ფანჯრისკენ
მივბრუნდი.საშინლად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი და ამავდროულად შიში მიღრღნიდა გულს. "ვაითუ ხვალ ყველაფერი შეიცვალოს? რომ ვერ ვაპატიოთ ერთმანეთს განვლილი წლები? იქნებ აღარც უყვარვარ და მის ცხოვრებაში სხვა
ქალია? რისი იმედი უნდა მქონდეს,ისე მოვექეცი არცაა გასაკვირი"
-ლილე,ლექსო მკლავზე შემეხო და ფიქრებს მომწყვიტა.
-გისმენ,სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და მისკენ მივბრუნდი.
-რა გჭირს?
-არაფერი,წავალ მართას მივეხმარები.
-მართას ეხმარებიან უკვე,წამოდი. ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა.
-გისმენ.რა გინდა?
-მითხარი რას ფიქრობ მაგ პატარა თავში,რა არ გასვენებს?
-არაფერი.
-რაც არ შეცვლილა,მხოლოდ ისაა რომ ტყუილს ისევ ვერ ამბობს. გეშინიაა რამის?
~-ხვალინდელი დღის ლექსო.
-და რატომ? ჩემგან ეგრძენი რამე? გგონია შევძლებ და იმ ყველაფრის მერე კიდევ გატკენ გულს?
-შენ არა ლექსო, საკუთარი თავის მეშინია.სიმართლე გითხრა ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ეს სიტუაცია ესე შემობრუნდებოდა. ვერც იმას დავუშვებდი, რომ შენ ანასტასიასთან ურთიერთობის უფლებას მოგცემდი და მე ასე მშვიდად ვიდგებოდი შენს წინაშე.
-მე აგიხსენი და უნდა გაიგო, რომ მეც ისეთივე უდანაშაულო ვარ,როგორც შენ ამ სიტუაციაში.
-ვიცი,მესმის , მესმის.ერთი ღამეც კი არ გამითენებია ამ ყველაფერზე რომ არ მეფიქრა. სულ ვფიქრობ რა იქნებოდა მაშინ უარი რომ არ მეთქვა შენზე,რომ არ შემშინებოდა და მომეყოლა რითი მემუქრებოდა დედაშენი.მაგაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.
-სხვანაირად ვიცხოვრებდით ლილე.ამდენ ტანჯვას არ გადაიტანდი მარტო და არც მე გამწირავდი უშენოდ ცხოვრებისთვის. ისეთ ეგოისტად არ მაქცევდი როგორიც ეხლა ვარ. მეც მაწუხებს იგივე შეკითხვა, მაშინ რომ გამოგკიდებოდი და მეიძულებინა შენთვის სიმართლის თქმა.
-რაც შევხვდით ერთმანეთს მას შემდეგ სულ წარსულზე ვსაუბრობთ ატყობ? გამეცინა სევდიანად და კიბეზე ჩამოვჯექი.
-ჯერ წარსული უნდა დავამთავროთ ლილე,მომავალი ისე არ გაგვაჩნია.
-მომავალი? ჩვენ?
-ხო ჩვენ, მე შენ და ანასტასიას.შვილი გვყავს და მისი გულისთვის..
-მისი გულისთვის არაა საჭირო ერთად ვიყოთ.მამობის უფლებას არავინ წაგართმევს.
-რას ბოდავ?
- მინდა რომ მორჩეს..გადავშალო ეს 5 წელი ჩემი ცხოვერბიდან.მინდა ხვალინდელი დღე მშვიდი გათენდეს და მეც თავისუფლად შევძლო სუნთქვა. არ მინდა ილუზიები შევიქმნა და კიდევ ერთხელ მეტკინოს. ვფიქრობ საკმარისია.
-გეთანხმები,მაგრამ ვერ ვხვდები რა ილუზიაზე საუბრობ? მე ხომ აქ ვარ თქვენს გვერდით.
-ანასტასიას გვერდით ლექსო,ჩემს გერდით შენია დგილი დიდი ხანია აღარ არის.
-რა სასაცილო ხარ ,როცა იტყუები. ისევ ისე გიწითლდება ლოყები როგორც ადრე და თვალები სად წაიღო აღარ იცი. გგონია შენი სიყვარული წამით მიანც შევწყვიტე?იმხელა ბრაზის მიუხედავად ყველგან შენ იყავი ლილე.ისე მენატრებოდ,ის გამოქვაბულის გოგო მენატრებოდა შეშინებული რომ მიყურებდა.ყველგან შენ გეძებდი ლილე,ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ. ნაკანი ჩაიმუხლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. გთხოვ ნუ მიმატოვებ ,მომეცი უფლება ერთად მოვიშუშოთ იარები. დრო არ ბრუნდება ლილე, მიდის და სულ უფრო ცოტა გვრჩება. არ გაგიშვებ,რომც მოინდომო ძალით დაგაკავებ ჩემთან,ყველაფერს გავაკეთებ რომ აღარ გამექცე.მოდი უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები.მომენატრე,ჩაილაპარაკა და გულზე მიმიხუტა.გაუბედავად შემოვხვიე ხელები და მისი სუნამოს სუნმა მაშინვე გამახსენა ძველი დრო.
გქონიათ შემთხვევა,როცა რაღაცისგან თავისუფლდები? სიმსუბუქეს გრძნობ და ბედნიერება ნელნელა გეპარება სხეულში? მე სწორედ ასე დამემართა.თითქოს გაქრა ამდენი ტკივილი,წყენა და დარდი.
ჩახველების ხმამ აზრზე მოგგვიყვანა.მართა გაღიმებული გვიყურებდა და გვიცინოდა.
-წამოდით ბავშვებო,მაგიდა გაშლილია
-წამოდი,ადგომაში დამეხმარა ლექსო და ოთახში შევედით.ყველა მაგიდასთან ისხდა და გველოდებოდნენ.ოდესღაც ზუსტად ეს იყო ჩემი ოცნებე ,ჩემი დიდი ოჯახი ერთად ერთ მაგდასთან, მშვიდები და ბედნიერები. ლექსომ სკამი გამომიწია და დავჯექი.ნათიამ ოდნავ გამიღიმა და მზერით მომეფერა.
-შეიძლება? ჭიქას ხელი მოვხვიე და მეგობრებს გაღიმებულმა გადავხედე.
-მიდი.თვალი ჩამიკრა ნაკანმა.
-ზუსტადაც უნდა წაიქცე,უნდა გეტკინოს,იმედები გაგიცრუვდეს,ადამიანებში შეცდე,ყველაფერი დაკარგო სიამაყის ჩათვლით.იგრძნო მიტოვების ტკივილი.გაუსაძლისი ტკივილი,რომელიც მთელ ორგანიზმს შიგნიდან ჭამს.მხოლოდ მას შემდეგ შეძლებ გაიგო ფასი სიძლიერის,წამოდგომის,გამარჯვების.გაიცნო ადამიანები,ისწავლო თ ავიდან მათი ნდობა,ისწავლო პატიება და ყველაფერი ცუდის უკან,წარსულში დატოვება.ყველას ცხოვრებაში დაბრუნდე თავაწეული,ამაყი ღიმილით. ისწავლი როგორ მოიგერიო ეს ყველაფერი და ისე არასდროს არ წაიქცევი,წამოდგომა რომ ვერ შეძლო.ხოდა მინდა რომ წამოვდგე,მინდა დავხუჭო თვალები და ეს ყველაფერი უბრალოდ დავივიწყო.მინდა მხოლოდ წინ ვიყურო და თვქენთან ერთად განვაგრძო ეს გზა. ვიტირო მაშინ როცა მეტირება და ვიცინო როცა ამას გული მომთხოვს. აღარ მინდა ვითამაშო ძლიერი ქალის როლი,მაშინ როცა შიშისგან არ ვიცი სად დავიმალო და ბოლოს მინდა ვცადი შენთან ერთად. გავხედე ლექსოს და მის გაოცებულ გამომეტყვეებაზე უარესად გამეცინა.ვცადოთ დავიწყოთ ის რაც დიდი ხნის წინ ორივეს შეცდომით დასრულდა.
-მოდი ჩემთან, ჩაიცინა ნაკნმა და მის დიდ ტორებში მომიქცია.
-ვახ ჩემი,თქვენ მე ბოლოს მომიღებთ,ამოისუნთქა გიორგიმ და ფეხზე წმაოდგა.
-სხვანაირად არც შეიძლებოდა. ჩაეცინა ნათიას და გაშტერებულ თამოს ხელი კრა.
-რა გჭირს გოგო?
-უნდა წავიდე.
-სად?
-საქმე მაქ. სწრაფად წამოდგა ქალი ფეხზე და გარეთ გავიდა.
-მოიცადე, წამოეწია გიორგი და მკლავზე შეეხო. მადლობა მინდოდა მეთქვა დღევანდელისთვის.
-არ ღირს სალაპარაკოდ.გაეღიმა თამოს.
-იმასთან მიდიხარ?
-ღირს?იმედიანად ჩაეკითხა ბიჭს. გიორგის ჩაეღიმა და აწითლებულ ქალს თმები აუჩეჩა.
-სულელი უნდა იყოს შენნაირ გოგოს ვერ ამჩნევდეს. მიდი გაიქეცი და იცოდე გელოდები კარგი ამბებით.
-კარგი ბიჭი ხარ შენ გიორგი, გაეცინა და მუცელში მუშტი მიარტყა.
-მეტკინა გოგო. ამოიბუზღუნა ბიჭმა.
-გადაიტან. გაეცინა და სირბილით გავარდა გარეთ.
დრო სწრაფად გავიდა.მე და ლექსომ იარების მოშუშება ერთად დავიწყეთ და მინდა ავღნიშნო,რომ ყოველ დღე უფრო მაოცებდა მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.ნელნელა დალაგდა სიტუაცია და ჩვენც ავყევით ცხოვრების ტემპს.თამომ იმ საღამოს აკოს ვერ მიუსწრო,დანაღვლიანებულმა გადაწყვიტა,რომ სამუდამოდ ცალმხრივი სიყვარულისთვის იყო განწირული და ხელი ჩაიქნია.
დღეს ყველანი სტადიონზე ვართ შეკრებილები და ლექსოს თამაშს ვგულშემატკივრობთ.ნაკანმა სპორტიდან წამოსვლა გადაწყვიტა და საბოლოო მატჩს ჩაატარებს ეროვნულ ნაკრებთან.
-ლილე ხელი მკრა ნათიამ,რას გაშტერდი რა გჭირს?
-არაფერი,ვფიქრობდი.
-მორჩი ფიქრს და ეკრანს შეხედე.
-გაკვირვებულმა გავხედე დაკიდებულ მონიტორს და ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა.ზუსტად ისევე იყო როგორც წლების წინ. ნაკანი მოედნის შუაში იდგა და მე მიყურებდა.
-ცოლად გამომყვები ლილე? ჰაერი გაკვეთა მისმა ხმამ და ჩემამდე მოაღწია.მთელი მოედანი ჩუმად იყო და ჩემს პასუხს ელოდა.ნელნელა ლექსოს სახე შეეცვალა და ჩემკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი,როცა თვალები დავხუჭე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. იხუვლა მოედანმა და ოვაციებმა წამლეკა.ვტიროდი,ოღონდ უკვე ბედნიერებისგან. გაბრუებულმა ჩავიარე კიებეები და ლექსოს შუაგზაში შევხვდი.
-ჩემი ცხოვრება ხარ, დაიბუბუნა და გულში ჩამიკრა.
-გმადლობ რომ იმ ლაბირინთში არ დამტოვე.

ნათიამ ეტლი კარებისკენ გააგორა,საკეტი გადაატრიალა და ზღურბლზე მდგომ მეგობრებს გაუცინა.
-ღმერთმა გამრავლოთ,შეკრება გვაქ?
-ოჰ მწარე რა იყო, ცუდ ხასიათზე ხარ?
-ლილე რა ჭირს ამას?
-დღეიდან თბილისში გადმოდის საცხოვრებლად, გიორგიმ სამსახური უშოვნა და.
-ეხლა გასაგებია, ჩაეცინა ქალს, თან მის გულისწორთანაც ახლოს იქნება.
-კაი ერთი, ენა გამოუყო თამომ და სავარძელძე ჩამოჯდა.
-სადაა შენი ქმარი?
-ანასტასია ყავს წაყვანილი სასეირნოდ, მე ვისვენებ საპატიო მიზეზის გამო.
-რა მიზეზის?ღადაობ?
-არა ჩემი ნათლული მანდ. ჭამოიჭიმა თამო.
-ლილე, თვალები აუცრემლიანდა ქალს,როგორ მიხარია.
-გოგოებოო,ყვირილით შემოვარდა ოთახში გიორგი, სად ხართ?
-მშვიდობა გაქვს? წარბის აწევით მიმართა ნათიამ.
-მივდივართ, ყველანი მივდივართ ტურში. უკვე ჩაგწერეთ ასე რომ უარი არ მიიიღება.
-სად ტურში?
-კანიონებზე, ლექსოს ხმა გაისმა და ანასტასიაც შემოვარდა ოთახში.
-რა კანიონები ლექსო გაგიჟით? გაეცინა ნათიას.
-ძველ დროს ვიხსნებთ და ეხლა არ დაიწყო , ასე როგორ წამოვალ და ათასი სისულელე, რისთვის მაქ ამხელა კუნთები შენნაირი ფარატინა გოგო თუ ვერ ვატარე.
-თან პირობას გაძლევთ არავითარი გვირაბში შესვლა. უბრალოდ მე და ლილე ქორწიების წლისთავს ავღნიშნავთ იქ სადაც ყველაფერი დაიწყო.
-კარგია კარგი,გაეცინა თამოს მე თანახმა ვარ.
-ხო კიდევ ერთი ახალი ამბავი, ამჯერად კიდევ ერთი ადამიანი შემოგვიერთდება.
-ვინ? ლილემ კარისკენ გაიხედა და ერთიანად მოედო ღიმილი სახეზე, როცა შემოსასვლელში მდგომ აკოს მოკრა თვალი.
-ვატყობ ადგილს გვართმევენ ქმარო, სიცილით ჩაეხუტა ნაკანს და ლოყაზე აკოცა.
-მიყვარხარ,ჩაიჩურჩულა ლექსომ და უფრო მიიხუტა ქალი.
-მადლობა,მაშინ რომ ტურში წამოსვლა გადაწყვიტე,მადლობა რომ გვირაბში შემომყევი და ბოლომდე იბრძოლე ჩვენთვის.
-რა სულელი მუყავხარ. გადაიხარხარა ლექსომ და ლილეს თავზე აკოცა.
ასე დასრულდა მათი ცხოვრების ერთი მონაკვეთი,სასიამოვნოდ გაგრძელდა ყველას ცხოვრება.იყო ბევრი წყენა, ჩხუბი, ტკივილი,მაგრამ სადაც სიყვარულია, ნდობა და პატივისცემა ყველფერი გვარდება.ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და
ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და კარგი ხდება.
სიუვარულით თქვენი du-da



№1  offline წევრი duchi_duchi

აუ კაი იყო მიყვარს ასეთი ისტორიები ძალიან.ვფიქრობ გიორგის და ნათიას ისტორიაც უნდა დაწერო.მაინტერესებს მათი მომავალი როგორ განვითარდა?

 


№2  offline წევრი du-da

duchi_duchi
აუ კაი იყო მიყვარს ასეთი ისტორიები ძალიან.ვფიქრობ გიორგის და ნათიას ისტორიაც უნდა დაწერო.მაინტერესებს მათი მომავალი როგორ განვითარდა?

მადლობა ჩემო კარგო და კი.მეც ვფიქრობ მაგ თემაზე.????

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო და გამიხარდა შენი დაბრუნება, მაგრამ გიორგის და ნათიას ისტორია არ გაგრძელდება?არ დაასრულო რა ასე.აღარ დაგვეკარგო და ველი შენგან ახალ ისტორიებს❤️❤️❤️
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი du-da

La-Na
ძალიან კარგი იყო და გამიხარდა შენი დაბრუნება, მაგრამ გიორგის და ნათიას ისტორია არ გაგრძელდება?არ დაასრულო რა ასე.აღარ დაგვეკარგო და ველი შენგან ახალ ისტორიებს❤️❤️❤️

მადლობა ლანა გაიხარე. კი ვფიქტობ რომ მათ ეკუთვნით სრული ისტორია.

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან კარგად წერ სასიამოვნოდ იკითხება,ლამაზი წყვილები გყავს და იმედია ნათიას და გიორგის ისტორიასაც ვიხილავთ,აკოს და თამოს წყვილის ისტორიაც უფრო გავშალოთ : ))

 


№6 სტუმარი სტუმარი Eka

ძალიან კარგი იყო❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

მთელი ისტორია თვალცრემლიანმა ვიკითხე, როგორ არ მინდოდა დასრულებულიყო. გიორგის და ნათიას სიყვარულის ისტორიასაც სიამოვნებით წავიკითხავ❤️❤️ მადლობა ❤️

 


№8  offline წევრი du-da

ძალიან მახარებთ გოგოებო ასეთი თბილი კომემტარებით და კი აუვილებლად იქნება მათი სიყვარულის იატორიაც.????

 


№9 სტუმარი ეკა

წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ისეთია კითხვას რომ დაიწყებ და ერთი სული გაქვს როდის დაამთავრეს. წარმატებები და წინსვლა

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

მედო შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო????????ძალიან საინტერესოდ წერ???? თვალს, რომ ვერ მოწყვიტავ და გინდა რომ კიდევ გაგრძელდეს????

 


№11 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

წარმატებები დედას გულო, ძალიან მაგარია, მიხარია ასეთი გოგო რომ მყავს, ველოდები კიდევ ბევრს

 


№12  offline წევრი duchi_duchi

სიყვარულები❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომეწონა ისტორია .იყო სიყვარული, სითბო, ტკივილი, იმედგაცრუება და რაც მთავარია მეგობრობა. კარგად იკითხება და საინტერესოა. თქვენი ისტორიები მომწონს, მაინტერესებს "წვიმაში გარეთ"სად შემიძლია დასაწყისი ვნახო და დაუსრულელებელი ისტორიის დასრულებას თუ გეგმავთ. კარგად წერთ და ველოდები შემდეგ ისტორიებს.

 


№14  offline წევრი du-da

სტუმარი Khatuna
მომეწონა ისტორია .იყო სიყვარული, სითბო, ტკივილი, იმედგაცრუება და რაც მთავარია მეგობრობა. კარგად იკითხება და საინტერესოა. თქვენი ისტორიები მომწონს, მაინტერესებს "წვიმაში გარეთ"სად შემიძლია დასაწყისი ვნახო და დაუსრულელებელი ისტორიის დასრულებას თუ გეგმავთ. კარგად წერთ და ველოდები შემდეგ ისტორიებს.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. კი ვარედაქტირებ და სრულად ავტვირთავ.

 


№15  offline წევრი თეოფილე

ძალიან საინტერესო და ემოციური ისტორიაა ❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი ირო

თუ რამეს ვნანობ ამ საიტზე ამ ისტორიის აქამდე წაუკითხაობა.ან როგორ გამომრჩა,მადლობა ამ საოცარი თავგადასავლისთვის,სიყვარულისთვის და ადამიანური გრძნობების წინ წამოწევისთვის.

 


№17  offline წევრი ელენე (ნენე)

ზოგიერ ადგილას ემოციები დამაკლდა.
ამდენი ტანჯვის შემდეგ, ვფიქობ, ლილე ასე ადვილად ვერ აპატიებდა სანდროს.
ვთვლი, წარსული მათ ურთიერთობაში აუცილებლად უნდა ასახულიყო.
სანდრო ეგოსტია.
მთლიანობაში სასიამოვნო ისტორია გამოგივიდა, ცოტა რედაქტირება და ბევრად უფრო დიდი პოტენციალი ექნება ნაწარმოებს.
წარმატებები!

 


№18 სტუმარი Sommer

Hi there colleagues, its impressive post concerning educationand
fully defined, keep it up all the time.

Also visit my page: how vpn works

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent