საბას+ნათია=მეგობრებს 5
ნათიამ კარი გააღო და თან საროჩკის ღილებს იკრავდა. საბა შემოვიდა ლიზათი ხელში. -გამარჯობა ნათი.საბამ გადაკოცნა ის. ნათიას დანახვაზე პატარამ დამარცვლით წარმოთქვა -დე...და და ხელები ნათიასკენ გაიშვირა. -ჩემო პატარა როგორ მომენატრე. ბავშვი გამოართვა საბას და ჩაიხუტა. -ხომ არ შეგაწუხა? სიცხეს ხომ არ აუწევია? -არა ყველაფერი ნორმალურად იყო. თქვა საბამ კმაყოფილი და ბედნიერი სახით და დივანზე ჩამოჯდა. -ძიძა მოვა და წამოვალ სამსახურში.წადი შენ თუ გინდა -არა დაგელოდები და ერთად წავიდეთ.მანქანით მიგიყვან. -გოგას უნდა გამოევლო. თქვა ნათიამ ყოყმანით -ხო...გოგასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა...გუშინ არ ვიყავი მართალი.მაპატიე.ძალიან ეგოისტურია ჩემგან იმის მოთხოვნა რომ არავის შეხვდე.შენც გაქვს ბედნიერების უფლება. -მეც უნდა მეთქვა რომ გუშინ მოგატყუე.ის უბრალოდ მეგობარია.მაგრამ არ დავმალავ რომ პოტენციური პარტნიორიც არის ამასთანავე.ერთი ბიჭი მწერდა ადრე და მეც ძალიან მომწონდა მაგრამ რომ გაიგო ბავშვი მყავდა საერთოდ აღარ მოუწერია.ამის მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ არჩევანს ორისმაგივრად ვაკეთებ.გოგასთან ლიზა ისე იყო როგორც… -როგორც საკუთარ მამასთან დაასრულა საბამ სევდიანად. -მას არ აქვს პრობლემა იმაზე რომ მე ბავშვი მყავს.თან ბევრი საერთო გვაქ და მიუხედავად იმისა რომ გუშინ გავიცანი ასე მგონია დიდი ხანია ვიცნობ. -კარგია.გამეხარდება შენი ბედნიერება.კარგი მაშინ მე წავალ. -არა იყავი გოგას ვეტყვი რომ არ გამომიაროს.დიდი ხანია ასე არ გვისაუბრია და სიმართლე გითხრა ჩემი მეგობარი მომენატრა. ამ სიტყვებით ნათიამ ორი ჭიქა ყავა დადო პატარა შუშის მაგიდაზე და საბასთან ახლოს ჩამოჯდა. -მეც. და კიდევ შენი ყავა დილაობით. გაეღიმა საბას. -რაღაც უნდა მეკითხა და გუშინ იმ კამათის და გაუგებრობის გამო დამავიწყდა. -გისმენ -შენს ოჯახში ვინმეს გენეტიკური დაავადება ხომ არ ქონია? -ნათია?! რა ხდება კითხა შეშინებულმა და დაბნეულმა თან ლიზას გახედა რომელიც ხალიჩაზე იჯდა და თამაშობდა. -გუშინ ექიმმა მითხრა შეიძლება გენეტიკური დაავადება ქონდესო,მაგრამ საბოლოო პასუხი არ არის ჯერ. -ჩემს ოჯახში რამდენადაც მახსოვს არავის ქონია და კიდევ ვიკითხავ. -არც ჩემებს ქონია არავის. ცოტქ ხანი ჩუმად ისხდნენ და ლიზას უყურებდნენ. -ხვალ გცალია? -აპირებთ რამეს? -ტორტი უნდა გამოვაცხოთ გოგოებმა და მარტო მამას ეპატიჟება ლიზა დაბადებისდღეზე. -მაშინ მოვიცლი აუცილებლად. ოთქხში ტემპერატურა იმატებდა და ამიტომ უბრალოდ ჩუმად ჯდომა გადაწყვიტა ორივემ თუმცა მათი ფიქრები კი პირიქით ქაოსურად და შეუჩერებლად ჭკუას უბნევდა ორივეს. საბას რატომღაც დღეს უფრო მიმზიდველი ეჩვენა ნათია ვიდრე ოდესმე.ნათია კი საბას სიკეთემ მოხიბლა როცა მან ბოდიში მოუხადა,რადგან ხვდებოდა თუ რა ძნელი იყო მისთვის ეს. ორივე ბავშვს შეჰყურებდა მაგრამ ერთმანეთზე ფიქრობდნენ.ლიზაც ხომ მათი მაწილი იყო ლ.ორივესი სათითაოდ და ერთად. კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა ორივე.ეს ძიძა იყო.ლიზას აკოცა ორივემ და გავიდნენ.მანქანაში მორიდებული თინეიჯერი ბავშვებივით იჯდნენ და ხმა არცერთს ამოუღია.ბოლოს ისევ საბამ გადაწყვიტა სიტუაციის გადარჩენა. -ოფისიდან თანამშრომლები ექსკურსიას ვგეგმავთ წამოხვალ? -ძიძა თუ მთელი დღით დაიტოვებს ბავშვს კი და თუ გიტარას წამოიღებ. -გახსოვს...გახსოვს რა კარგად ვერთობოდით უნივერსიტეტში.დიდი ხანია შენი სიმღესა აღარ გამიგია და ძაან გამიხარდება კიდევ ერთხელ თუ მოვისმენ. უთხრა ღიმილით საბამ და მანქანა გააჩერა ოფისის წინ. -მადლობა. უთხრა ნათიამ რაზეც საბამ ღიმილით უპასუხა და კარი გაუღო რომ შესულოყო ოფისში. ელენე ფანჯრიდან იყურებოდა და ძალიან არ მოეწონა საბას და ნათიას ერთად დანახვა.ის და საბა ისედაც არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს იმის გამო რომ იჩხუბეს წინა ღამით როცა საბამ ლიზა მიიყვანა მათთან დასარჩენად. თუმცა ელენემ თავის ცხოვრებაში ბევრ რამეს ეშმაკობით მიაღწია და არც აქ უღალატია მის გამჭრიახ გონებას. ნათია სამუშაოში გადაეშვა და ისევ გვიან გაახსენდა სახლი.ამჯერად თავად გაემართა გოგას ოთახისკენ და შეიხედა. რა თქმაუნდა ისიც საბუთებში იყო ჩაფლული. -ნათი როგორ ხარ? -რავი კარგად.ბევრი საქმე გაქვს? -კი საკმაოდ. -გინდა დაგეხმარო? მალე მოვრჩებით ორივე ერთად. -უარს არ ვიტყოდი ნამდვილად,თუ არ შეწუხდები. -რას ამბობ,რა შეწუხებაა.მსიამოვნებს საყვარელი საქმის კეთება. ნათიას საბა დილის მერე არ უნახავს და ვერც ის გაიგო როგორ წავიდა სახლში. გოგამ ნათია მიიყვანა სახლში. -ხვალ გცალია? -არა.საქმე გქონდა? -სადმე გავიდოდით ერთად.შესთავაზა გოგამ. -იცი ხვალ ლიზას დაბადების დღეა და კარგი იქნება თუ ამოივლი. -ვა რა მაგარია.პრინცესას მივულოცავ აუცილებლად.კარგი წავედი მაშინ და ხვალამდე. -კარგად. ნათია შევიდა სადარბაზოში და ავიდა სახლში.სულ არ აპირებდა გოგასათვის თქმას მაგრამ რა ექნა ხომ არ მოატყუებდა.თან რომ არ დაეპატიჟა ეგეც ცუდი იქნებოდა.თუმცა ახლა საბას და გოგას შეხვედრა აფიქრებდა. დილიდან ნათიამ ტორტის ცხობა დაიწყო და საღამოსთვის ყველაფერი მოითავა.სახლი მორთო,თვითონაც გამოეწყო და ლიზაც გამოპრანჭა და კარზე ზარი გაისმა. კარი რომ გააღო ნათიამ პირველი დიიიიდი დათუნია დაინახა და ამიტომ ვერ გაარჩია ვინ იყო.თუმცა იფიქრა რომ ეს საბა იყო და სიხარულით წარმოთქვა. -საბა რა კარგია რომ მოხვედი. თუმცა გოგამ დათუნია ძირს დასვა და ნათიას ღიმილი შეაშრა. -უი გოგა ბოდიში მეგონა საბა იყო. -არაუშავს. მივიდა და ლიზას მოეფერა.ბავშვს დათუნია ძალიან გაუხარდა თუმცა ზომაში პანდა მასზე ბევრად დიდი იყო. გოგამ და ნათიამ საუბარი დაიწყეს და საბას ელოდნენ რომ ტორტი გაეჭრათ თუმცა ის არ ჩანდა.ნათიამ გადაწყვიტა დაერეკა. -საბა სად ხარ? -აუ ნათ დამავიწყდა -დაგავიწყდა? საბა… -ნათი ნენე ორსულადაა ნათიას ტელეფონი ლამის გაუვარდა. -გილოცავთ.უემოციოდ ჩაილაპარაკა და გოგასგან ფარულად შეიშრო ცრემლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.