უკანასკნელი კოცნა (16თავი)
მკლავში ხელი წამავლო და სახლისკენ ისე წამათრია რომ ჩემი თმისთვის ხელი არ გაუშვია, მე მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ვერაფერს გავხდი, სახლის კართან რომ მიმათრია წიხლი დაარტყა კარს და ისე შეაღო, შიგნით შემაგდო და კარი მიკეტა, მე მაშინვე ალექსანდრეს მივვარდი და ვცადე ხელი შემეშალა მისთვის რომ კარი ვერ ჩაეკეტა შიგნიდან მაგარმ ამჯერადაც ვერაფერს გავხდი, როცა კარი დაკეტა მომიტრიალდა და ამღვრეული ცივი თვალები მომაპყრო, ძალიან შემეშინდა და უკან დავიხიე, ჩემსკენ რომ გადმოდგა ნაბიჯი Მთელი სხეულით ავკანკალდი და ისევ უკან დავიხიე -არ მომეკარო-ვიყვირე ბოლო ხმაზე და სწრაფად დავიხიე უკან, რადგან ის არ ჩერდებოდა და ჩემსკენ მოიწევდა -რა გინდა ჩემგან?-ამოვიტირე და ოთახის შუაგულში დადგმულ ფეხმორყეულ მაგიდას შემოვუარე, ალექსანდრე განზრახ მშვიდად აუღელვებლად ნაბიჯ-ნაბიჯ უკან მომყვებოდა და წრეს უვლიდა ჩემსავით მაგიდას -გთხოვ-ამოვიტირე ისევ და ხმა ჩამიწყდა, გავჩერდი და მას შევხედე, ისიც გაჩერდა,შეშინებული მივაჩერდი, სწორედ ასეთი წარმომედგინა უსულო ადამიანი, ცარიელი, ცივი არეული თვალები, ჩაშავებული უპეები, ზედმეტად გამხდარი სხეული, შავ თმაში შეპარული ჭაღარები, შუბლზე გაჩენილი ტკივილის ღარები, მუდმივად მთრთოლარე ხელებით, როცა ისევ გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ შეშინებულმა მიმოვიხედე და იქვე კარადაზე დადებული დანა დავინახე, იქით გავქანდი დანას დავავლე ხელი და მოვტრიალდი, ალექსანდრე გაჩერდა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა, მე მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი რომ აზრებისთბის თავი მომეყარა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ერთადერთი რაზეც ფიქრი შემეძლო იყო ის რომ დანა მაგრად უნდა მჭერებოდა ხელში, მოულოდნელად სიჩუმით და შიშით დამძიმებული ჰაერი ალექსანდრეს გიჟური სიცილის ხმამ გაკვეთა, შიშისგან გამაჟრჟოლა და სანამ აზრზე მოვიდოდი ჩვენს შორის არსებული მანძილი წამში დაფარა, ისე მომიახლოვდა რომ დანის წვერით მის პერანგს შევეხე, უარესად ამიკანკალდა ხელი და ცრემლები გადმომცვივდა -მარიამ-წარმოსთქვა ჩემი სახელი და უნებურად ავხედე მთელი თავით მაღალ ბიჭს რომელიც დამყურებდა ცივი ბნელი უძირო თვალებით, გამაჟრჟოლა და უარესად ავკანკალდი -გთხოვ თავი დამანებე-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა, მან კი მაჯაში ხელი წამავლო და ისე ძლიერად მომიჭირა თითები რომ მგრძნობელობა დავკარგე თითებში და დანა გამივარდა ხელიდან -აი ასე უნდა გააკეთო ეს-მითხრა გაცეცხლებულმა და კედელს მიმანრცხა ბეჭებით, მომიახლოვდა და სხეულზე ამეკრო, ისე შემეშინდა რომ სუნთქვა შემიწყდა და თვალები დავხუჭე რადგან მის საზიზღარ სახეს ვეღარ ვუყურებდი -აი ასე-ყელზე ვიგრძენი როგორ შემეხო რაღაც ცივი, მაშინვე თვალები გავახილე და მის ჩამუქებულ თვალებს მზერა გავუსწორე, დანა რომ უფრო მეტად მომაბჯინა ყელზე ცრემლები გადმომცვივდა სიმწრისგან მაგრამ ხმა არ ამომიღია, ჯიუტად ჩუმად ვიდექი და თვალებში ვუყურებდი, კიდევ უფრო რომ მომაბჯინა ყელზე დანა და ვიგრძენი როგორ გამეჭრა კანი უკანასკნელი უანასკნელი ძალა მოვიკრიბე ხელი ვკარი ძლიერად და უკან დახევა ვაიძულე -როგორც ჩანს ამ ათ წელში გამბედაობა შეგმატებია-მითხრა სიცილით და დანა დაკეცა -ავადმყოფო-ვუყვირე ბოლო ხმაზე და დამშვიდება ვცადე -ნათია სადაა?-მკითხა მოულოდნელად და მომიახლოვდა -არ შემეხო-ვიკივლე ბოლო ხმაზე კედელს ავეკარი -ნათია სადაა?-მომიახლოვდა და თმაში მკიდა ხელი -მითხარი თორემ ხომ იცი რაც მოხდება -ხელი გამიშვი-მის ხელს ჩავაგრინდი ორივე ხელით -ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ !-მითხრა ზიზღით და ხელი გამიშვა -რა გინდა? რა გინდა-მეთქი ჩვენგან? -ვუყვირე ბოლო ხმაზე -ნათიამ თავად მიგატოვა როცა გაიგო რომ ნარკომანი ნნაბიჭვარ. ხარ-ვუთხარი ხმა აკანაკალებულმა მიტრიალებულ ბიჭს -თქვენ დაგვაშორეთ ერთმანეთს-მომიტრიალდა და იმხელა ხმაზე დამიღრიალა რომ ადგილზე შევხტი შიშისგან -თქვენ წამართვით ნათია! თქვენს გამო დავკარგე ნათია! თქვენ დაგვაშორეთ! მაგრამ ვიპოვი მაინც ვიპოვი და დავიბრუნებ თქვენ კი სამაგიეროს გადაგიხდით ყველაფრისთვის -გგონია რომ იმ ნაბიჭვართ.ნ დაბრუნდება ვინც ნარკომანია და ვინც სხვებსაც წამლავს ამ შხამით? -მე არავის არ ვწამლავ-მითხრა გაბრაზებულმა და სკამს წიხლი დაარტყა -ეს იმიტომ ვერ დაგიმტკიცდა რომ შენმა დაშინებულმა ბიძაშვილის ქმარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ შენი ეს გულისამრევი დანაშაული დაეფარა -რას ბოდავ -ჩვენ გავიგეთ რომ ნარკოტიკს არამარტო მოიხმარდი, ყიდიდი კიდეც, იმიტომაც დაკარგე სახლი, მანქანა, აგარაკი, თან თამაშობდით შენ და შენი ძმა და ვალებში იხრჩობოდით, დედაშენის სახლიც თქვენ ვალებს შეეწირა და ლამის შენი ძმის სიცოცხლეც ამ ყველაფერს... ბოლოს ქუჩაში დარჩნენ შენები რადგან სოფლის სახლისც კი გაყიდეთ! შენ კი ციხეში იჯექი და იქიდან ცდილობდი ნათიას შენარჩუნებას და დაბრუნებას, სწორედ იმიტომ გავიქეცით რომ შენს ჭაობში არ ჩაგეთრია ჩვენი ოჯახიც-ვუთხარი ზიზღით -მე ნათია მიყვარდა... მართლა მიყვარდა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მან მიმატოვა, ციხეში მიმატოვა, თქვენთან ერთად გამოიქცა უკან მოუხედავად! ამას კი არასოდეს ვაპატიეᲑ, ყველაფრისთვის ვაზღვევინებ მასაც და თქვენც! -დამიღრიალა ყურთან ახლოს -მთელი ათი წელი ველოდი, ვფიქრობდი რომ მოვიდოდა მაგრამ არ მოვიდა! არ მოვიდა! ამას არასოდეს ვაპატიებ! არც თქვენ გაპატიებთ, ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ რომ თქვენ სამაგიერო გადაგიხადოთ პირველ რიგში კი ნათიას! -ნათიამ გითხრა რომ შენთან აღარ დაბრუნდებოდა იმიტომ რომ მოატყუე ის და გული ატკინე, ბოლო სასამართლოზე გარკვევით აგიხსნა რომ სძულდი და აღარასოდეს დაბრუნდებოდა შენთან -ამის გამო პასუხს ვაგებინებ! -დანა ამოიღო ისევ ჯიბიდან და გაშალა -ასევ იჩხერ?-ვკითხე ხმა აკანკალებულმა რომ შევატყვე აცახცახდა მთელი სხეულით და თვალები აემღვრა -აი ეგ შენ არ გეხება-მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა -ლამაზი გოგონა გყავს-მითხრა მოულოდნელად და ადგილზე გავშეშდი, გავიყინე, გავქვავდი, თვალთ დამიბნელდა და ალექსანდრეს საზიზღარი სახე გაშავდა -საერთოდ არ გგავს შენ დეიდას გავს-დამისისინა ყურში და მიტრიალდა -ანასთან მიკარება არ გაბედო! -ხელები მოვმუშტე ბრაზისგან რომ როგორმე თავი ხელში ამეყვანა -ნათიას თვალები აქვს-მომიტრიალდა და თვალებში ჩამაცქერდა, ღმერთო რა საშინელება იყო ეს წამები ჩემთვის, ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა ისევ -მისი თმა აქვს -რას ბოდავ-ვუღრიალე ბოლო ხმაზე -ნათიაც გათხოვდა? ქმარი და შვილები ჰყავს? გგონია რომ ვერ ვიპოვი?-მითხრა ხმა აკანკალებულმა -გგონია რომ ვერ მივწვდები? ვიპოვი და სამაგიეროს გადავუხდი! ამაში კი შენ დამეხმარები-მომვარდა და ისევ თმაში წამავლო ხელი -მითხარი სადაა ნათია თორემ ცხოვრების ყოველ დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ!-Მითხრა ზიზღით და ხელი გამიშვა -რას გააკეთებ? რას იზავ? რას აპირებ? უნდა მოკლა? რა გაქ გეგმაში? რის მიღწევას ცდილობ? -სიკვდილი დიდი სიამოვნებაა შენთვის და შენი დისთვის-დამისისინა ყურში -ცხოვრებას ნელ-ნელა მოგიწამლავთ ისე როგორც თქვენ მომწამლეთ ამ ათი წლის განმავლობაში -იცი რომ ავადმყოფი ხარ და მკურნალობა გჭირდება?-ვუთხარი ზიზღით -ნათია სადაა მითხარი თორემ გაიძულებ თქმას-დამიღრიალა და მომიახლოვდა -არ გეტყვი-ვუთხარი მშვიდიბტონით -რას იზავ? რას გააკეთებ? -ნახავ რასაც გავაკეთებ-მითხრა და მოსაცმელი აიწია და იარაღი ამოიღო რომელიც ქამრში ჰქონდა გარჭოვილი -ამას ხედავ? -ჩემს მოკლვალს აპირებ?-საერთოდ არ შემშინებია -მოკვლას არა მაგრამ-მითხრა და გადატენა, დამცველი მოხსნა და მიხლზე დამიმიზნა -შემიძლია დიდი ტკივილი მოგაყენო თან ისეთი რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაივიწყო-მითხრა ზიზღით და ხმა რომ არ ამოვიღე მაინც, გაისროლა, მე შიშისგან შევკივლე და ფეხზე დავიხედე დაფეთებულმა, ტყვიამ ფეხი ოდნავ გამიკაწრა და სისხლი წამომივიდა -კიდევ რვა ტყვია მიდევს-მითხრა ზიზღით და მომიახლოვდა -ნათია აღარაა -ავხედე გაგიჟებულმა, საყელოში წავავლე ხელი და მაგრად მოვიჭირე თითები -ის აღარაა, აღარაა-ვიღრიალე და ცრემლები გადმომცვივდა -მატყუებ ! იტყუები!-დამიღრიალა და ჩემი ხელები უხეშად მოიშორა -მანქანა დაეჯახა -ვუთხარი ატირებულმა და იატაკზე დავეცი -მატყუებ, მატყუებ, მატყუებ ის ვერ მოკვდებოდა არ მიკვდებოდა-ყვიროდა გიჟივით -ნათია აღარაა! -ვუყვირე და ფეხზე წამოვვარდი -რას ბოდავ! რას ბოდავ -მკლავებში ხელი ჩამავლო და დამაჯანჯღარა -მასთან წაგიყვან-ვუთხარი და ფეხის თრევით კართან მივედი, მან კარი გააღო და გარეთ გავედით, მანქანაში ჩავსხედით ის რომ ხმას არცერთი აღა ვიღებდით, ძალიან ცუდად ვიყავი, არ მინდოდა მისთვის ასეთი ტკივილი მიმეყენებინა მაგრამ მაიძულა, ვიცოდი თუ ხმას არ ამოვიღებდი კიდევ გაისროდა და ამჯერად მიზანს არ ააცელებდა, ახლაღა მოვედი გონს, რომ ჭრილობიდან ჯერ ისევ სისხლი მდიოდა, კაბა შემოვიხიე და ჭრილობა შევიხვიე. სასაფლაოს რომ მივუახლოვდით სუნთქვა შემიწყდა და გულისცემა შემიწყდა, იმის წარმოდგენაც კი მზადმრავდა რისი გადატანა მოგვიწევდა მეც და მასაც -იცოდე თუ მატყუებ!-დამემუქრა ალექსანდრე, ჩანდა ჯერ კიდევ ვერ ინერებდა ჩემს ნათქვამს და აღიქვამდა იმას რომ ნათია აღარ იყო, იარაღი მომაბჯინა მხარზე და ისე წავედით ნათიას სასაფლაოს მიმართულებით, გარდა იმისა რომ ტკივილისგან ფეხს ვერ მივათრევდი, შიშისგან და მღელვარებისგან მთი სხეული მიცახცახებდა და ძლივს ვდგავდი წინ ნაბინებს, როცა სასფლაოს მივუახლოვდი ადგილზე გავშეშდი და ნათიას სურათს მივაჩერდი რომელიც მთვარის შუქის ფონზე თითქოს ანათებდა , ალექსანდრე მომშორდა და ნათიას სურათს მიუახლოვდა, მოულოდნელად მუხლებზე დაემხო და უცნაური ხმით აღრიალდა, ძალიან შემეშინდა რომ რამე საშინელება არ ჩაედინა, კარგახანს ღრიალებდა და ყვიროდა, ბოლოს გაჩუმდა, მეგონა დამშვიდდა მაგრამ გაცეცხლებული ფეხზე წამოვარდა და მე მეცა -როგორ მოკვდა?ვინ დაეჯახა ყველაფერი მომიყევი-მითხრა არეული ხმით -ახლავე!- მიღრიალა ბოლო ხმაზე და გადმოცვენილი ცრემლები იარაღიანი ხელით მოიშორა წაშლილი სახიდან, მე მოვუყევი და ისევ რომ მოეძალა ტკივილი და სურათს მიუახლოვდა მე მოვტრიალდი და გამოვიქეცი, რადგან ვიცოდი ეს შოკი რომ გადაუვლიდა აფეთქდებოდა, გაგიჟდებოდა, საშინელებას გააკეთებდა, ახლა ჯერ ისევ შოკურ მდგომარეობაში იყო და ვერ აზროვნება ნორმალურად, ამიტომ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და გამოვიქეცი, მეორე გასასვლელიდან გამოვედი და მთავარ გზაზე გავედი, კარგახანს ვიბოდიალე უკუნით სიბნელეში და როცა მანქანის ხმა გავიგე შეშინებული ტყეში შევვარდი რადგან მეგონა რომ ალექსანდრე იყო, შეიძლება ის იყო ან არც იყო, მაგრამ ვერ გავრიაკავდი, არ ვიცოდი სად დაიწყებდა ჩემს ძებნას, თან ეს ერთადერთი გზ იყო სასფლაოსთან მისასელი, ისეც არ ვიცოდი ფეზით მომძებნიდა თუ მანქანᲘთ, ამიტომ სულ ის მელანდებოდა და შეშინებული დავბორიალობდი გზის პირას ,ყველა ჩქამზე და ხმაურზე შიშისგან ვკანკალებდი და ადგილზე ვშეშდებოდი, ძალას რომ მოვიკრებდი და დავმშვიდდებოდი გზას ვაგრძელებდი, ასე ვიარე იქამდე სანამ საბოლოოდ არ გამომელია ძალა და არ წავიქეცი, როცა მანქანის ხმა გავიგე ძალიან შემეშინდა მაგრამ მივხვდი რომ ეს რაღაც დიდი სატვირთო უნდა ყოფილოყო ამიტომ ფეხზე წამოვვარდი და წინ გადავუდექი, ლამის დამეჯახა, ძლივს დაამუხრუჭა -გთხოვთ არ წახვიდეთ-ვუთხარი როცა შორი განათების ფარები გამორთო სატვირთოს მძღოლმა -რა დაგემართათ?-ფანჯრიდან გამომხედა, გადმოსვლა კი ვერ გაბედა-პოლიციაში დავრეკო? -არა არა, გთხოვთ ნომერს გეტყვით და იქ დარეკეთ -გოგონა ცუდად გამოიყურებით, მაგრამ -დარეკეთ და უთხარით აქ მომაკითხონ-ვუთხარი და ნომერი ვუკარნახე მერე კი გავეცალე მანქანს რადგან მივხვდი ძალიან ეშინოდა ჩემი მგონი მოჩვენება ვეგონე და წაყვანას ნამსვილად ვერ შემომთავაზებდა შიშისგან, ხის უკან დავიმალე და ღმერთს ვთხოვდი იმ კაცს დაერეკა თიკასთვის, სასწაული მოდა და ოცწუთიანი წამების მერე თიკა გამოჩნდა მანქანით, ხმაზე ვიცანი ჩემი მანქანა და გზაზე გავედი, მანქანაში რომ ჩავჯექი შეშინებულმა შემომხედა -მარიამ რა დაგემართა? იცი დედაშენმა პოლიცაში დარეკა ვერ გავაჩერე, მამაშენი კიდე კარდაკარ დაგეძებს ახლობლებში -ალექსანდრემ გამიტაცა-ვუთხარი და შეშინებულმა შეკივლა -რაა? და სასფლაოდან გამექეცი? -ჰოო -რამე დაგიშავა?-სულ აიბნა თიკა -მე კიდე მეგონა აქ იყავი და ტიროდი მაშინდელივით, განრაზებული წამოვედი, მეგონა ისევ სასაფლაოზე დააღამე... -მისმინე დედას არ უთხრა მამას დაველაპარაკები -მარიამ ხვდები რა მდგომარეობაში ხარ, უნდა უჩივლო მაგ ავადმყოფს -ყველაფერს უარყოფს არ იცი რა ნაგავია? რამდენი რამ შერჩა, გგონია ამაზე დაიჭერენ? -მარიამ მან გაგიტაცა -მესროლა კიდეც-ვუთხარი სიცილით -რაა?-შეიცხადა თიკამ -ჰო ფეხში, გამკაწრა -რას ბოდავ გოგო-შუბლზე ხელი მომადო -აქ-მუხლზე მივუთითე -ამის დედაც მე კიდე...ისეთი გაწეწილი იყავი ვერ მოგაქციე ყურადღება ფეხზე, რას გავხარ ნეტა იცოდე -მამასთან წამიყვანე იქ მივხედავ თავს მერე დილით სახლში დავბრუნდები, დედას რამეს მოვატყუებ -თორნიკესაც აუხსენი -რა თორნიკე?-გავბრაზდი მე -რა და მასაც დავურეკე და ვკითხე შენთან ხომა არა -მეთქი -გამიბრაზდა თიკა -არ უნდა მეკითხა? -რაა? -ლამის ვიყვირე -დავურეკე და ვკითხე შენთან ხომ აარა-მეთქი -ჯანდაბა თიკა ასე რატომ მოიქეცი? -აბა რა მექნა? დედაშენი ლამისნჭკუიდან გადავიდა, მამა ცალკე გაგიჟდა რომ არ გვპასუხობდი -მერე რაო თორნიკემ?-ძალიან დავინტერესდი -არაფერი არააო და გამითიშა -სულ ეს იყო? -ხო რა უნდა ექნა? იცის უკვე რა არანორმალურიც ხარ და Არ გაოცებულა ამაზე -ესეგი საბოლოოდ დამიკ.და-ცრემლები მომეძალა -გული დაგწყდა?-გაოცდა თიკა და შემომხედა -გზას უყურე, სადმე არ გამოჩნდეს ის ავადმყოფი -ესეგი გული დაგწყდა-გაეცინა მას -რა უთხარი ჩემებს ეხლა რომ წამოხვედი? -რომ მოვდიოდი ვუთხარი შენებს, რომ შენ დამირეკე სასაფლაოზე ხარ და არავის ნახვა არ გინდა -თორნიკესაც ეგრე უთხარი?-დავიძაბე მე -ჰო ეგრე ვუთხარი, ისიც ვუთხარი რომ ადრეც მანდ გიპოვეთ -ანუ მან დარეკა და მომიკითხა -არა მე თავად შევეხმიანე-მითხრა თიკამ -ანუ მანამდე არ დარეკა და არ მომიკითხა? -არა -არა-გავიმეორე და მოწოლილ ცრემლებს უფლება არ მივეცი გადმოდენილიყვნენ -ტელეფონი მომეცი დედას დავურეკავ დავამშვიდებ-გამოვართვი და დავურეკე -დედა -მარიამ დედა ჩემი სიკვდილი გინდა? ასე რატომ იქცევი? იცი რისი გადაყმტანა მოგვიწია შენს გამო? გვეგონა რაღარც დაგემართა დედა -მაპატიე ცუდად ვიყავი და სასფლაოზე წავედი -მარიამ-გამიბრაზდა ნანა-ასე აღარ მოიქცე! ლამის გავგიჟდი მეგონა შენც დაგკარგე -კარგი დამᲐვიდდი, ანა როგორაა? გაიგო რამე? -არა თინამ წაიყვანა, არაფერი არ იცის -კარგი მაპატიე -სახლში რატომ არ გინდა მოსვლა? მოდი არაფერს გეტყვი გთხოვ -შენს გამო არა! ჩემს გამო არ მინდა ცუდად ვარ... -მარიამ დედა გთხოვ მოდი -დედა ხვალ მოვალ კარგი? არ ინერვიულო და მაპატიე რომ განერვიულეთ -მარიამ -ხვალ მოვალ გოორდები ახლა მარტო ყოფნა მჭირდება -სად წახვალთ -თიკას დაქალთან -მარიამ -კაი დედა-გავუთიშე და მივაწოდე ტელეფონი თიკას -თიკა მამაჩემი დიდუბიდან სადმე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და არ ვიცი? -გავცეცხლდი მე როცა მთი წერეთი გაიარა და რუსთაველზე ამოვყავით თავი -მამაშენთან არ მივდივართ-მითხრა მომღიმარი სახით -ვერ გავივე? ალექსანდრეს შეეკარი და ჩემი თავი უნდა გადასცე?-გავცეცხლდი მე -მამᲐშენმა ასეთი რომ გმახოს გული დაარტყავს, საწყალ კაცს ძლივს დავუგდეთ წნევა მე და ნანამ -რაა? -ჰო ძაან ცუდად გახდა, ძალიან ინერვიულა გაიძახოდა ეყტობა ალექსანდრემ დაუშავა რამეო მე კიდე ვიდექი და ვუმტკიცებდი რომ ასე არაა, გესმის? -გაბრაზდა თიკა -ხვდები რა მდგომარეობაში ვიყავი? ვატყუებდი რომ ის ჯერ არ გამოჩენილა და ასე უცბათ ვერ გვიპოვიდა მაშინ როცა ვიცოდი რას აკეთებდა მთელი კვირა ეგ ნაბიჭვარ. -ჩემი ფუმფულა-ცრემლები მომეძალა -დამშვიდდი დავაწყნარეთ, დედაშენი რომელმაც პოლიციაში დარეკა მის მოსვლამდე, ამშვიდებდა რაის ალექსანდრე ეტყობა ისევ გაბრაზებულია ჩემზე და მაგიტომ არ მოდის სახლშიო -ღმერთო რისი გადატანა გვაიძულა მაგ ნაბიჭვარ.ა -გავცეცხლდი მე -გამიგიჟა მშობლები -და შენ?-შემომხედა თიკამ -ახლა სად მიგყავარ? -ვკითხე დაძაბულმა -Კოჯორში-მითხრა მკაცრი ტონით -კოჯორში?-შევიცხადე მე -ჰო კოჯორში თორნიკესთან-მითხრა მომღიმარი სახით -არა და არა-ვუთხარი გაცეცხლებულმა -რა მინდა მასთან! -აბა ასეთი მოგიყვანო მშობლებთან? გინდა რომ გული გაუსკდეს რომელიმეს? -თორნიკე ვინაა საერთოდ? მის სახლში რა მესაქმება?-ვეჩხუბებოდი თიკას -ნუ დაიწყე ეხლა -მანქანა მოატრიალე -მარიამ ნუ სულელობ -ვისაც არ ვჭირდები არც მე მჭირდება ის, მითუმეტეს მისი დახმარება არ მჭირდება -უკან გაიხედე -მითხრა და მეც მივიხედე თორნიკეს მანქანა მოგვყვებოდა უკან -სასაფლაოზეც გამომყვა და ახლაც მომყვება, როგორ გგონია შუა ღამეს სასაფლაოზე მარტო მოვიდოდი? მითუმეტეს რომ უცხომ დამირეკა და ნეტა მოგასმენინა ის საწყალი კაცი როგორ მიყვებოდა რომ დახმარება სთხოვე, მითხრა გაწეწილი იდგა, დახეული კაბით და დაკაწრულიო-გაეცინა თიკას -მითხრა არვიცი თუ გინდათ ნუ დაეხმარებითო, ძალიან შემეშინდა მეო, პოლიციაში არ დამარეკინა და მანქანაში ვერ ჩავისვიო, მგონი შეშლილიაო-გადაბჟირდა თიკა -მე ვუთხარი რომ ცოტა გაკლია და ასე დაბოდიალობ სასფლაოზე ხოლმე და პოლიციის ჩარევა არაა საჭირო და მოგაკითხავდი -რა სასაცილოა-თმაზე ხელი წავავლე და მოვწიწკნე -მერე თორნიკეს დავურეკე ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი რავქნა-მეთქი -ყველაფერი ჩაუკარკლე არა? გინდა რომ შევეცოდო არა?-ვუყვირე მე -იცი რას გეტყვი ქალბატონო? მას რომ არ ეთქვა ერთად წავიდეთო არც კი გამოვადგავდი ფეხს სახლიდან -მართლა? და იქ დამტოვებდი?-შევიცხადე მე -უცნობი მირეკავს და მეუნბება სასფლაოზე ვნახე მარიამ ჯიშკარიანი და დახმარებას გთხოვთო, გიჟივით გამოიყურება შემეშინდა და გამოვიქეციო და მე მოვიდოდი იიქ? მარტო და მოგძებნიდი? რათქმაუნდა არა! თორნიკემ დამარწმუნა, შეიძლება მართლა ისაა და რამე შეემთხვაო -ანუ თორნიკეს უნდა ვუმადლოდე-გავბრაზდი მე -კი -და შენ დამიკიდებდი? -შენ დაიჯერებდი? ასეთ რამეს დაიჯერებდი? -არვიცი-გავუბრაზდი მე -ხოდა ისიც რომ გამომყვა აღარ შემეშინდა -კაი მადლობა -ვუთხარი გაბრაზებულმა ვცადე რომ დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა. მანქანა რომ გაჩერდა თორნიკეს სახლის უკან გულმა გამალებით დამიწყო ცემა -გადადი -შენ რა -მე უნდა წავიდე დედაშენს მივხედო-მითხრა მკაცრად, გადმოიწია ჩემსკენ და კარი გააღო -ჰე მიდი გადადი, ეხლა მას მოუშალე ნერვები -თიკა -რა თიკა-გამიბრაზდა და სწორედ ამ დროს თორნიკე მოვიდა და ღია კართან დაიხარა -მარიამ კარგად ხარ?-მკითხა ცივად -უკეთესადაც ვყოფილვარ-ვუთხარი ხმა აკანკელებულმა -რაც გაგიცანი სულ ამ მდგომარეობაში ხარ სტაბილურად უხასიათოდ და პრობლემებში-მიმახალა მკვახედ და გასწორდა -ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია-ავხედე გაცეცხლებულმა -გადმოდი-დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა -ჯობია სახლში წავიდე-ვუთხარი სუნთქვა აჩქარებულმა -აქ დარჩები!- მითხრა მკაცრი ტონით და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეფეთა -დაჭრილია-გაამწვავ სიტუაცია თიკამ -რაა?-შეიცხადა და უცნაური თვალებით შემომხედა -მუხლთან-Კიდევ დაძაბა სიტუაცია თიკამ რასაც მოჰყვა ის რომ თორნიკემ ხელში ამიტაცა, მე შევკივლე მოულოდნელობისგან და შეშინებულმა მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე, Ნელი ნაბიჯით წამიყვანა სახლისკენ -ხვალ მოვალ სიძე-გამოგვძახა თიკამ და მანქანა წამში ადგილს მოწყვიტა. ისეთი სასიმოვნო იყო ეს წუთები ჩემთვის რომ ნამდვილად მიღირდა ის წამება ამად, ცხვირი თორნიკეს ყელში ჩავრგე და მისი სურნელით გაბრუებილმა თვალები დავხუჭე, როცა საძინებელში შემიყვანა და დამსვა საწოლზე საშინელმა იმედგაცრუებამ და სევდამ შემომიტია და ცრემლები მომეძალა და გადმომცვივდა კიდეც -მარიამ კარგად ხარ?-აშკარად დაიძაბა -არვიცი-ავხედე და მაშინვე თვალი ავარიდე მის დაძაბულ მზერას -ჭრილობას ვნახავ-მითხრა მშვიდი ტონით და დაიხარა, ფრთხილად შეეხო ჩემს შემოხვეულ ნაჭერს და მოხსნა დაიწყო, მე დაძაბული ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას, როგორც კი მომხსნა სახვევი მაშინვე სისხლმა დაიწყო დენა და დამფრთხალი ფეხზე წამოვარდა -ამის დედაც-თვალი აარიდა ჩემს ჭრილობას და მიტრიალდა, მაშინვე სამედიცინო ყუთით შემოვარდა და ისევ დაიხარა -მე მივხედავ-ბამბა გამოვართვი აკანკალებული ხელიდან და ჭრილობის დამუშავებას შევუდექი -სასაფლაოზე რა გინდოდათ? -მკითხა როცა შევიხვიე ფეხი -ვუთხარი რომ ნათია მოკვდა და არ დაიჯერა, სასაფლაოზე წავიყვანე , სხვა გზა არ მქონდა... -ასე რატომ მოგექცა?-ფეხზე მიმითითა -ნათიაზე რომ არ ვუთხარი არაფერი გაბრაზდა -დღეიდან ვეღარ შეგაწუხებთ-მითხრა ცივად და ოთახიდან გავიდა, ისე დავიბენი და დავიძაბე რომ დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რას გულისხმობდა, ფეხზე წვალებით ავდექი და მისაღებში გავედი -რას ნიშნავს ეს?-თავზე წამოვადაქი სავარძელში მჯდომ თორნიკეს და ფაქტიურედ ისე რომ ვერ გავიაზრე ფეხებშორის ჩავუდექი, დაბნეულმა ამომხედა და ამღვრეული თვალები მომაპყრო -იმას ნიშნავს რასაც ნიშნავს-მითხრა დაბნეულმა -ამ საქმეში არ ჩაერიო, ის ავადმყოფია -რატომ გეშინია მეც რამე არ დამიშავოს?-მკითხა გამომწვევად და სავარძლის დაბალ საზურგეზე გადასწია თავი და ისე მიაჩერდა, ისეთი საყვარელი იყო ლამის დავიხარე და ცხვირზე ვუკბინე -ასეა-დავეთახმე ყოყმანით -არ მინდა ჩემს გამო უცხო ადამინი დაზარალდეს-მაინც გავურიე ჩემი შხამი -მაშინ შენ არ გეხება ის თუ... მე, უცხო ადამინი რა საქმეში ჩავერევი -მომახალა მკვახედ -ჩემს გამო არ მინდა ჩაერიო -შენს გამო არ ვერევი-მითხრა გაღიზიანებული ტონით -აბა ვის გამო ერევი?-კუთხეში მივიმწყვდიე კმაყოფილმა და სიგარეტს რომ მოუკიდა თითებიდან ავაცალე მოიდებული ღერი, რადგან ახლაღა გამახსენდა რომ ფაქტიურად მთელი საღამოა არ მომიწევია, არაფერი მითხრა ახლას მოუკიდა და ისევ მე გამომხედა -უცხო ადამიანების პირადი ცხოვრების და გადაწყვეტილებების მიმართ ყოველთვის ასე მძაფრ ინტერს განიცდი?-გასწორდა და ამომხედა მომღიმარი სახით -შენ...-ლაპარაკი დავიწყე და ფეხზე რომ წამოვარდა დაფეთებული დავიბენი -ეესს?-ყელზე თითებით შემეხო და ამღვერული თვალებით ჩამაცქერდა აცრემლიანებულ თვალებში -არაფერია-ვუთხარი ცივად და მოვტრიალდი -ნაბიჭვარ.-დაიყვირა გაცეცხლებულმა და დივნის წინ დადგმულ პატარა მაგიდას წიხლი დაარტყა -შეიძლება წყალი გადავივლო?-მასთან ლაპარაკი აღარ შემეძლო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი, თან მინდოდა ისიც დამშვიდებულიყო -იმ თითებს რომლითაც შეგეხო სათითაოდ დავამტვრევ-მითხრა გაცოფებულმა და სახლიდან გავარდა, მე შეშინებული უკან გავეკიდე და მანქანსთან მისულს კართან გადავეღობე -სისულელეებს მორჩი, ის უბრალოდ ავადმყოფია, მთელი ეს დრო, მთელი ათი წელი ნათიაზე და ჩვენს ოჯახზე გეგმავდა შურისძიებას ,უნდა რომ დაგვსაჯოს, ის უბრალოდ შეშლილია, არანორმალურია, მასთან ასე მოქცევით ვერაფერს გავხდებით, უარეს იზავს, დასაკარგი არაფერი აქვს -დამშვიდდი-მითხრა Მშვიდი ტონით -სახლში შედი და ხატიას დაელოდე -არ წახვიდე-ცრემლები მომეძალა -ვიცი მისნაირებს როგორ უნდა დაველაპარაკო -შენ არ გესმის -მარიამ-გამიბრაზდა და მანქანაში ჩაჯდა, უკუსვლით გაიყვანა და წავიდა, სახლში შევედი და იქმადე ვტიროდი სანამ სახლში ხატიას ხმა არ გავივე -მარიამ?-დაიძახა ჩუმად, მე ცრემლები შევიმშრალე და მისაღებში გავედი -დამშვიდდი თორნიკე ისეთს არაფერს იზავს ნუ გეშინია-ჩამეხუტა ხატია -ვიცი მაგრამ მაინც მეშინია -ნუ გეშინია -მაპატიე რომ ვერ მოგისამძიმრე, თორნიკეთან დარეკვის მეშინოდა -ეგ არაფერი, დამშვიდდი, ისე იყო შენზე გაცეცხლებული რომ ორი ტელეფონი დალეწა რომ მოსწერე -რაა?-ცრემლები მომეძალა ისევ -არვიცი რა მოხდა თქვენს შორის მაგრამ ასეთი გაგიჟებული არასდროს მინახია, ვაჩეს ელაპარაკა თამარა ბებოს დაღუპვის დღეს... იიქ ჩამოვიდა სამტრედიაში და ისე იჩხუბეს ძლივს გამოგლიჯეს ის ნაგავი ხელიდან თორნიკეს-ამ ყველაფრის მოსმენამ უარესი დამმართა -მოდი დაჯექი-ხატიამ დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა-ისე მაგრად იჩხუბეს რომ არვიცი, მაგის მერე უფრო გაგიჟდა, შენს სახელს ვეღარ ვახსენებდით შიშისგან, ის იდიოტი გამოიქცა სამტრედიიდან და დაკრძალვის მერე თორნიკეც ჩამოვიდა თბილისში და მას დაეძებდა, არვიცი ისეთი რა დააშავა იმ არაკაცმა მაგრამ კი გააგიჟა ჩემი ძმა, ცალკე დედა იყო გაგიჟებული და მოკლეთ -ხატია რამდენს ლაპარაკობ?-ლუკა შემოვიდა სახლში მოვიდა გადამკოცნა და ხატიას გვერდით მიუჯდა -შეხედე მარიამი ისედაც ცუდადაა შენ კიდევ უმატებ -აუ ხო მაპატიე უბრალოდ, იმას მოვაყოლე სამძიმარს და... -კიდე-Ლუკა თმას წიწკნის და ხატია კივილს იწყებს -იდიოტო-Ხატია ხელზე კბენს მოულოდნელად და ლუკა ყვირილს იწყებს -ბავშვებო კბენა და თმების დაწიწკვნა არ შეიძლება-ვეუბნები სიცილით, ძალიან მამხიარულებს მათი ჩხუბი -იცი რა იდიოტია?-მეუბნება გაოცებული ხატია -ხომ იცი მარიამ იდიოტს ყველა თავისნაირი იდიოტი ჰგონია-ეჯღანება ხატიას ლუკა -ვერ გიტან -ვერც მე-ამბობს ლუკა და ფეხზე დგება მოულოდნელად იხრება და ხატიას ცხვირკე კბენს, ხატია მაშინვე ფეხზე დგება და მისდევს რომ თავადაც რამე ატკინოს, მოკლეთ მხოლოდ მაშინ დაშოშმინდა ხატია როცა ლუკამ მკლავებში მოიმწყვდია და კიდევ უკბინა ცხვირზე -გამიშვი-დაუღრინა ხატიამ და ისევ დივანზე დაჯდა -მარიამ ფეხზე რა დაგემართა?-ახლაღა ამჩნევს ხატია ჩემს შეხვეულ ფეხს -გავᲘჭერი -ვეუბნები მშვიდი ტონით -ძაან გტკივა -არც ისე -თორნიკე სად წავიდა ხომ არ იცი -ვეკითხები დაბნეულ ხატიას -მალე მოვალო, თქვენ მარიამს მიხედეთო ეგრე დაგვიბარა-მითხრა მშვიდი ტონით -ნუ გეშინია ხომ იცნობ არაფერს დააშავებს -რომ ვიცი რომ მასეთია მაგიტომ ვღელავ, ჩემს ახლობელზე გაბრაზდა და -ვცდილობ ხატია საქმის კურსში ჩავაყენო ფრთხილად, მგონია არაფერი იცის -ვიცით-მეუბნება ლუკა-მოუგვარებს ნუ გეშინია -ძალიან ვნერვიულობ -დამშვიდდი არაფერია სანერვიულო-ლუკა ხატიას ჩუმად თვალებით მანიშნებს. საბოლოოდ რომ დაურეკა ხატიამ და თორნიკემ უთხრა მოვდივარო მხოლოდ მაშინ დავწყნარდი და წყალიცვგადავივლე და ხატიას კაბა ჩავიცვი, რომელიც ჩემს ბედად ჩანთაᲐი ჰქონდა, რომ მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი ცოტა დავიბენი ისეთ სიტუაციაᲐი დამხვდნენ ხატია და ლუკა, ისინიც დაიბნენ და მაშინვე ხელები გაუშვა ლუკამ დივანზე წამოჯდნენ და მშვიდად დასხდნენ -უბრალოდ -დაიწყო ხატიამ და გაჩუმდა -უნდოდა რომ -გააგრძელა ლუკამ და გაჩუმდა -სამაგიეროს გადახდა და-ხატიამ შემომხედა და გაეცინა ჩემს სიცილზე -თორნიკემ ნამდვილად თქვენ ორნი გამოგიშვათ Აქ... ჩემთან?-ვკითხე დაეჭვებით -არა ნიკას დაურეკა და იმან მე გამომიშვა, მე არ მცალიაო-თავი იმართლა ლუკამ -შე მატყუარა-ხატიამ მხარზე ხელი დაარტყა -ისე არ გამომყვებოდი და-უცნაური თვალებით შეხედა ლუკამ ხატიას -იმიტომ რომ თორნიკეს არ უნდა...-ხმა გაებზარა ხატიას -ხო იცი არა?-ცრემლები მოეძალა -მოვაგვარებ-გაბრაზდა ლუკა -რას მოაგვარებ-გაუბრაზდა ხატია -ხომ იცი გაგიჟდება ეხლა -კარგით როგორმე ავუხსნით-დავამშვიდე ორივე . სამივე დაძაბული ველოდით მის მოსვლას და როცა კარი შემოაღო ფეხზე წამოვვარდით დაფეატებულები -შენი ნივთები მოგიტანე-თორნიკემ ჩემი მობილური და ჩანთა გამომიწოდა, გაოცებულმა გამოვართვი და თვალეში ჩავაცქერდი -თორნიკე შენ მას შეხვდი?-გავოგნდი მე -შენს ნომერზე დავრეკე და მიპასუხა-ამიხსნა მშვიდად -მერე? -არაფერი გაჩხერილში იყო-მითხრა გაღიზიანებული ტონით და ლუკას შეხედა -აქ შენ მოიყვანე?-შეხედა ხატიას -თორნიკე-ხატიას ცრემლები მოეძალა -წადი-უᲧხრა ლუკას მკაცრი ტონით და კართან მისულს მიაძახა -დილით გნახავ-უთხრა მუქარით -რა გინდა ჩვენგან?-ატირდა ხატია-რით ვერ გვაპატიე ერთი ავარია და ფეხის მოტეხვა, ხომ ხედავ ცოცხლები ვართ -ხატია-დაუღრინა თორნიკემ -რაა?-ამოიტირა მან -ყავა გააკეთეა-უთხრა მკაცრი ტონით და ხატიაც მაშინვე სამზარეულოში შევიდა. კითხვების დასმის უფლება აღარ მომცა თორნიკემ და ვერ გავივე საბოლოოდ რა ჰქონდა გადაწვეტილი და რას იზავდა... ვერც ხატიამ გაბედა რამის თქმა და ასე დაგვათენდა თავზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.