შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (15 თავი)


16-12-2020, 02:49
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 837

არ ვიცი დილით რა დროს გამეღვიძა. ჩემთვის დრომ, წინა ღამით, ერთდროულად დაკარგა და შეიძინა მნიშვნელობა. თვალის გაუხელელად ვგრძნობდი მის მზერას. მოხრილ ხელზე თავდაყრდნობილი, ზემოდან დამჩერებოდა. ცხვირში მისი სურნელი მომწვდა და ყველა წამი განმიახლა. თვალის გახელა სპეციალურად გავაჭიანურე, უხერხულობას ვგრძნობდი.


– კიდევ დიდხანს მოიმძინარებ თავს? – ვიგრძენი, როგორ გაეღიმა.

– ნეტავ, დარჩა რამე, რასაც ვერ მამჩნევ? – ღიმილითვე ვუპასუხე.

– უკვე აღარაფერი. ყველა ხალი დავითვალე.

– დიმა, კარგი რა ! – ძალიან შემრცხვა და საბანში ჩაძრომა გადავწყვიტე, მაგრამ მოძრაობისას ისეთი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა ადგილზე გამაშეშა. ვეცადე არ შემემჩნია.

- რა იყო, კარგად ხარ?

– კი, ძალიან კარგად ვარ. ან ცუდად, რატომ უნდა ვიყო?! – თავდააჯერებულად გავეპასუხე.

– ძალიან კარგად ? – წარბები ამიწია

– კარგად ვარ !

– თაკო, ტუჩების ჭამა დაიწყე და სახე ცოტა აგერია.

– აუ... კარგი ხო, ცოტა უსიამოვნო შერძნებები მაქვს და იმედია, ახლა დავითთან, არ გამაქანებ ! – დავცინე და გემრიელადაც გავიცინე.

– ნუ სულელობ ! მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები? წუხელ, ძილშიც ბორგავდი.

– ძილში ისედაც სულ ვბორგავ.

– ხო, მაგრამ უფრო სხვანაირად.

– შენ, არ დაიძინე და მე, მყარაულობდი? ვაიმე რა საყვარელი და ტკბილი ხარ . – სახეზე მივეალერსე და თემის შეცვლა ვცადე თორემ, სრულად გამოიკვლევდა ჩემს ჩივილებს.

– ანუ ტკბილი? – გაჭრა. ყურში სასარგებლო სიტყვა მოხვდა.

– სულ საშენო სიტყვებს,როგორ პოულობ ჩემს ნათქვამში. საყვარელი ხართქო, ეგეც ხომ გითხარი.

– ეგ, აქამდეც გითქვამს. აი, ტკბილი კი ახალია. ალბათ წინა ღამის ბრალია. – კმაყოფილმა, თვალების ციმციმით მიპასუხა.

– კარგი რა, ნუ მარცხვენ !

– შენი, წითელი ლოყების, დანახვა მომინდა . – მოიწია. ჯერ გემრიელად მაკოცა მერე კი, ყურთან ახლოს, ნაზად მითხრა– მადლობა, გუშინდელი ღამისთვის! ახლა, ჩემზე ბედნიერი კაცი, დედამიწაზე არ მეგულება. სიყვარულიც აღარ ჰქვია იმას, რასაც შენს მიმართ განვიცდი, გაცილებით მეტია.

– მადლობა შენ, იმისთვის რომ ძალიან ღირსეული იყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმდენად კარგი. ამ ღამეს, ვერასოდეს დავივიწყებ. – დავასრულე და მთელი ძალით ჩავეხუტე.

– კონტროლს ვკარგავ უკვე... – მისი ხელი, ჩემს სხეულზე მოძრაობდა და ცხელ ნაკვალევს ტოვებდა.

– დიმა, დავბრუნდეთ, ახლა ამ ქვეყნაზე და ავდგეთ. გვიანია .

– ანუ, უკვე იცი, მაგ დროს, იმ ქვეყანაზეც რომ გადიან? – გაეცინა.

– ვაიმე, როგორი გახდი შენ ?!

– როგორი?

- სხვანაირი.

– არ ვიცი, სხვანაირში რას გულისხმობ, მაგრამ რასაც არ უნდა იყოს, მაინც შენი ბრალია !

– ძალიანაც კარგი. შეს ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი ბრალი უნდა იყოს. – დაიხარა და ცხვირზე მაკოცა.

– მითხარი, რას გრძნობ ახლა გარდა იმისა, რომ მესაკუთრეობა გაგიმძაფრდა ? – გაეღიმა.

– არ ვიცი, ვერ ვხსნი, მაგრამ ახლა, ერთი რამ ზუსტად ვიცი – ჩემი სამყარო, შენ გარშემო ტრიალებს.

– ჩემთვის კი, შენ ხარ სამყარო. შენს გარეშე, არ არსებობს, არაფერი.

– დიმა რატომ შეგიყვარდი? – უეცრად მომინდა, მეკითხა.

– რატომ ? – არ ვიცი. თუ მართლა გიყვარს, შეუძლებელია ახსნა, რატომ ! – უბრალოდ, ფეხის თითიდან თმის ღერამდე, დადებითი და უარყოფითი თვისებებებით, მთლიანად, მიზეზებისა და პირობების გარეშე დანახვის წამიდან მიყვარხარ ! – პირდაპირ თვალებში მიყურებდა სახეზე მეალრსებოდა და ბენიერების ცრემლებს მწმენდდა, რომლებიც უკითხავად მოედინებოდენ. ზუსტად ის თქვა, მე, რასაც ვფიქრობდი.

– მადლობა უფალს, იმ დღისთვის, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი. მაპატიე, სასჯელი რომ გიწოდე ! მაშინ არ ვიცოდი, საჩუქრად რომ გამოგგზავნა. – ისე მივეკარი, მინდოდა მასში შემეღწია და სამუდამოდ იქ დამედო ბინა. კარგახანს ვტკბებოდით ერთმანეთით ასე, უხმოდ. – შენ ოფისში არ გაგვიანდება?

– დღეს არსად წასვლა არ მინდა. ყოველშემთხვევაში შენს გარეშე.

– კარგი, მაშინ ავდგეთ. გვიანია უკვე.

– მე ავდგები. შენ, ცოტახანს კიდევ დაისვენე. საუზმეს აქ მოგიტან.

– კაი ახლა, შენ ლანგრით ხელში? – ხმამაღლა გავიცინე.

– ხო, რაიყო, არ მომიხდება?

– ხოარ გადაირიე. მათ რას ეტყვი, ვეღარ დადის და ოთახში უნდა ვაჭამოვო?

– საერთოდ, რატომ უნდა ვუთხრა რამე?

– ნუ სულელობ. მეც წამოვალ და ყველამ ერთად ვისადილოთ.

– არა, შენ დასვენება გჭირდება.

– დიმა, კარგად ვარ, სიარული შემიძლია. ომში კიარ ვყოფილვარ. – ძალიან მეცინებოდა. მასთან შედარებით ისეთი სიფრიფანა ვჩანდი, მგონი ფიქრობდა, რომ ძვლებში დამშალა.

– ორივე, აქ ვისადილებთ !

კოცნა მომპარა და აბაზანისკენ წავიდა. მის მხრებს, რომ შევხედე, სირცხვილით საბანში ჩავიკარგე. მე, არა, მაგრამ ისისნი, ნამდვილად გავდა ჩემთან, ომგამოვლილს როგორც კი შევიდა, მეც ავდექი. საწოლი მოვაწესრიგე და ვინაიდან შხაპი, მეც მჭირდებოდა, მოურიდებლად შევეჭერი ჩემს მეუღლეს. დანახვიდან, წამის მეასედში დამავლო ხელი და მეც, მასთან ერთად აღმოვჩნდი, ცხელი წყლის, ჭავლის ქვეშ....


იმ დღის შემდე, ურთიერთობაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. დღითიდღე ვიცვლებოდით ერთმანეთისი მიმართ უკეთესობისკენ. მის გარეშე წამიც აღარ შემეძლო, სულ მენატრებოდა. ისიც, ყველა თავისუფალ წუთსაც კი, ჩემთან ატარებდა. ხშირად დავდიოდით სასეირნოდ. ჩემთვის, საჩუქრები და თაიგულები თითქმის, ყოველდღიურობად აქცია. სამეგობრო შეკრებებსაც ხშირად ვაწყობდით... ამასობაში ზურა და ლილეც „დავაწყვილეთ“. ძალიან კი ებრძოდა ჩემი ქალბატონი თავს და გრძნობებს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვაიძულე შეეწყვიტა. ავუხსენი, რომ ყველაზე დიდი უაზრობა და შეცდომაა, სიყვარულთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე, ცოტა ცანცარა და მოგიჟო იყო, ჩვენგან განსხვავებით, გაცილებით მშვიდი და უპრობლემო წყვილი აღმოჩნდა.

ნანას რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან კარგად მიდიოდა, ვცდილობდი ყურადღება მისთვისაც არ მომეკლო. დიმაც, უფრო მეტ მზრუნველობას იჩენდა. ერთმანეთთან ურთიერთობას ნელ–ნელა სწავლობდნენ და მეც ხელს ვუწყობდი შეძლებისდაგვრად. ეს, ყველაზე დიდი წამალი იყო მისთვის. ამ მდგომარეობის გამო ფონდში საქმეები დაუგროვდა. ამიტომ საბუთები, მისთვის სახლში მოქონდათ და მეც ვეხმარებოდი, მათ მოწესრიგებაში. თან, მუშაობის სპეციფიკასაც მიხსნიდა. როგორც, მერე მივხვდი თავისი ადგილისთვის მამმზადებდა. მიუხედავად იმის, რომ ძალიან კარგი თანამშრომლები ყავდა, მაინც სულ ღელავდა, რაიმე, ისე რომ ვერ გაეკეთებიათ, როგორც საჭირო იყო. ერთ ღესაც მთხოვა : – მინდა, ჩემი ადგილი, შენ დაიკავო და ფონდს, სათავეში ჩაუდგე. ვიცი, ამ ადამიანების დასახმარებლად მაქსიმალურს გააკეთებ და მეც, უფრო მშვიდად ვიქნებიო. – უარი, როგორ უნდა მეთქვა? – ისეთი კეთილი, საქმის კეთებას მთხოვდა, თანაც, ნდობა გამომიცხადა. ვერც ვუთხარი. მაგრამ ჯერ ჩემი ქმარი, უნდა დამეთანანხმებია...

მასთან ჩხუბს, ხვეწნას და ასე შემდეგ, აზრი არ ჰქონდა. კვირა დღე დაემთხვა. გემრიელი ვახშამი მოვუმზადე, ლამაზად გამოვეწყე და სამსახურიდან მოსულს კარებში ღიმილით შევეგებე, ლამის ჩემი ხელით, ვჭამე და არც ტკბილი სიტყვები დამიკლია. სასიამოვნოდ გაოცებული იყო. ჩვენს ოთახში ასვლის და დაძინების დროც მოვიდა. გარდეროფის ოთახში, გამოსაცვლელად შევედი და იქიდან გამოსულს, რომ შემომხედა, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდა. გვერდით უხმოდ მივუჯექი.

– რამე დავაშავე?

– ჯერ არა !

– აბა, ეგ უჟმური პიჟამო რატომ ჩაიცვი? – ისეთი სახე ქონდა სიცილს ძლივს ვიკავებდი. – ქვემოთ დაწყებულს, ასეთი დასასრული არ ეკუთვნის ! – ეშმაკურად გამიღიმა.

– შენზეა დამოკიდებული. თუ არ დააშავებ, შესაფერისი დასასრული ექნება და თუ დააშავებ, კი მეცმება ეს პიჟამო.

– ახლა ნუ გამაგიჟებ, რა უნდა დავაშავო, ის მაინც მითხარი !

– ნანა, ფონდის გამო ძალიან ღელავს. რაც ცუდად აისახება, მის ჯანმრთელობაზე. მთხოვა, გენდობი და მინდა, ჩემს მაგივრად შენ უხენლმძღვანელოვო. – ყოველგვარი შესავლის გარეშე ვუთხარი.

– კარგი, გეცვას !

– სხვა პასუხს არც ველოდი. ხოდა მეცვას.

– რატომ გადაეკიდე ამ მუშაობას?

– ამ ემთხვევაში, ჩემი მუშაობასთან გადაკიდებ არაფერ შუაში, რომ არ არის,შენც კარგად ხვდები !

– არ მინდა, რომ იმუშავო !

– შენ ახლა ჩემს უფლებებს ზღუდავ !

– რაც გინდა ის დაარქვი. მაგის გარდა ყველაფერზე თანახმა ვარ.

– რატომ ხარ ასე ჩაციკლული მაგ საკითხზე მართლა ვერ ვხვდები. – არ მიპასუხა. –დიმა, ამ შემთხვევაში ნანაზე და იმ ადამიანებზე ვიფიქრობ, ვისაც მისი დახმარება სჭირდებათ და არა, ჩემს მუშაობაზე. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვი უარს !

– გადაგიწყვეტია უკვე ეგ საკითხი და მე რაღას მეკითხები?

– მინდა, რომ შენც გინდოდეს. თანაც, ვერცეთ რეალურ მიზეზს ვერ დამისახელებ, რატომ არ უნდა ვიმუშავო იქ. სხვაგან მუშაობაზე ხომ გაგიგე, მაგრამ ახლაც უარს თუ მეტყვი, ხმას აღარ გაგცემ და სხვა ოთახში მოგიწევს დაძინება.

– პატარა გოგოსავით იბუტები ახლა.

– არ ვიბუტები. უბრალოდ არ მესმის, რატომ გაქვს ამ საკითხზე, ასეთი რეაქცია!

– უბრალოდ მინდა, სულ ჩემს გვერდით და დაცული იყო.

– ის, ნანას შექმნილია. ანუ, ჩვენი ოჯახის ფონდია და რატომ არ გესმის, რომ სხვას ვერ გადააბარებს მას? თანაც, იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და თუ იარსებებს მშვენივრად შემიძლია თავის დაცვა. ან, შენი შიშით ვინ, რა, უნდა გამიბედოს. ან კიდე, რას გადაეკიდე ამ საფრთხეებს შენ? – გაბრაზებული, დასაწოლად წავედი.

– კარგი, მართალი ხარ ! – გაჩერა და ხელებით დამიჭირა.

– რა კარგი ?

– თანახმა ვარ !

– მართლა? მადლობა... მადლობა... – გულზე შევახტი და ფეხები წელშე შემოვხვიე.– უარი რომც გეთქვა, მე, მაინც ჩავუდგებოდი ამ ფონდს სათავეში ნანას გამო, მაგრამ რახან შენც თანახმა ხარ, მომეშვა.

– მადლობა გულრწფელობისთვის ! – ირონიულად მითხრა და თავი გააქნია. – ეგ რაღაც გიხადე ახლა !

– კარგი, წავალ გამოვიცვლი .

– თაკო, მე, გამოცვლა ვახსენე?

– აბა, რაც მაცვია, არ მოგწონს და... – თითქოს ვერ გავიგე, რაც იგულისხმა

– მე, მაგის შიგნით რაც არის, ის მომწონს. თანაც, ჯილდოს დამპირდი...

– ესეიგი, შენ ჯილდოს იღებ, მე ჯარიმას ვიხდი.

– პრეტენზიები ხომ არ გაქვთ?

– აზრი აქვს?

– არა ! ეს, მეორედ, აღარ ჩაიცვა ! – ხელის, რამდენიმე მოძრაობით განძარცვა სამოსელი ჩემი ტანიდან და წამის მეასედში მკლავებში მომიქცია...


პირველ დღეს ნანასთან ერთად მივედი ფონდში. მმართველობა ყველა წესის დაცვით გადმომაბარა და „ინსტრუქტორის“ როლიც შეასრულა. ყველა საკითხში მალე გავერკვიე. თუმცა, დახმარების თხოვნით ხშირად მივმართავდი მას. ზოგ შემთხვევაში არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა, თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად ეგრძნო. თავდაპირველად, ემოციურად გამიჭირდა. ყოველდღე, დაავადებულ ბავშვებთან მიწევდა შეხვედრა და უსამართლობის გრძნობა მეუფლებოდა, მათ ტკივილს ვერ ვუძლებდი. ამავდროულად, უამრავი ზარი შემოდიოდა, ვისთვისაც, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი დახმარება. შვილის ტანჯვით გამწარებულ მშობლებს, რომ ვუყურებდი, ძალა მერთმეოდა... მაგრამ მერე, როდესაც ჩემი ძალისხმევით, პირველი სიცოცხლე გადარჩა, ეს იმდენად ამაღელვებელი განცდა იყო, ამ სენით მოვიწამლე. ძალების მოკრებასა და ყველაფრის დაძლევაში დამეხმარა.

ამ სამსახურამ ძალიან ბევრი კარგი მსწავლა. როდესაც ყოველდღე, სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანებს უყურებ, როდესაც ხედავ, სიკვდილზე გამარჯვებას და ზოგჯერ, ამ ბრძოლის მიუხედავად მაინც დგება სიკვდილი ... და ამ ყველაფრის შემსწრე თითქმის, ყოველდღე ხდები. ეს, სრულიად აბრუნდებს შენს, შინაგან სამყაროს. ტკივილი და მწუხარება, გადარჩენილი და შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, შეიძლება, ერთდროულად განიცადო. ყველაზე რთული მომენტია, რომ ვერ არკვევ, რომელი განცდა უფრო დიდია შენში. უნდა იტირო, თუ, უნდა იცინო... ყველაზე დიდი გაკვეთილი აქ ჩამიტარა ცხოვრებამ. ყოველ დღე წვეთ–წვეთობით მაწვდიდა ცოდნას. აქ, ყველაფერი ახლიდან შევაფასე, გადავაფასე და დავაფასე. აქ მივხვდი, რა არის ცხოვრებაში და ადამიანებში ყველაზე მნიშვნელოვანი ... ახლა, აღარ მიკვირდა, რატომ იყო ნანა, ასეთი სამაგალითო, ამაღლებული ადამიანი. სიცოცხლე, შეუფასებელი საჩუქარია უფლისგან და ეს საჩუქარი, დაფასებულად ჩაითვლება თუ ჩვენ, ღირებულებას შევძენთ ჩვენს სიცოცხლეს...



დიმა, თავისუფალ დროს, სულ ჩემთა გამორბოდა და თუ მისი იქ ყოფნის პერიოდში, ვინმეზე დახმარების საჭიროებას გაიგონებდა, ყველა ხარჯს ის ანაზრაურებდა. მალე, ისიც აღიარა, რომ თურმე, ძალიან მოსწონდა ჩემი თავი სამსახურში. ერთხელ მითხრა : აქ, რომ შემოდიხარ, ისეთი ძლიერი ქალი ხდები, მავიწყდება, ეს ქალი „ბაჭიის“ მოსაცმელით, რომ მოვიტაცე და ღამ–ღამობით ჩემს მკლავებში, ჩიტივით რომ ფრთხიალებს ხოლმეო. – იმდენი სიგიჟე ჩავიდინე მასთან და მას, შესადარებლად, მხოლოდ ესენი მოაგონდა. განსაკუთრებით ბოლო. ასე ამრია და ამიფორიაქა ის დღე.
ჩემს, შინ დაბრუბებას ნანა, ყოველთვის მოუთმენლად ელოდა, რომ მისთვის ამბები მომეყოლა. ფონდში, გვყავდა ბენეფიციარები, რომლებსაც საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე ვეხმარებოდით და რათქმაუნდა, კარგად ვიცნობდით. მას ყველას წუხილი ადარდებდა, მაგრამ განსაკუთრებულად სწორედ მათზე მეკითხებოდა. მეც შეძლებისდაგვარად ვამსუბუქებდი მათ მდგომარეობას, თუ რათქმაუნდა ამის საჭიროება იყო, რომ არ ენერვიულა. ერთ საღამოს ტრადიციულად მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით. ანამ დაურეკა და თხოვა ვიდეოზარით დალაპარაკებოდა – მინდა დაგინახო და დავრწმუნდე, რომ ისე კარგად ხარ როგორც მეუბნებიო.– ხო, დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა – ანა, (დიმას და) ამერიკაში ცხოვრობდა და სამედიცინო ფაკულტეტეზე, ასპირანტურაში სწავლობდა. დიმამ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მისი თავი ჯოზეფის ოჯახს ჩააბარა. ღელავდა პატარა დაზე, სწავლასაც ვერ შეაწყვეტდა და ამიტომ დაცვად, სანდო მეგობარი, ჩარლი(ჯოზეფის შვილი) დაუნიშნა. ანას, ახალი გაგებული ჰქონდა ნანას ამბავი. თავიდან დაუმალეს, რომ არ ენერვიულა. რათქმაუნდა შვილს სურვილი შეუსრულა. მე, მათი მარტო დატოვება გადავწყვიტე, მაგრამ ნანამ არ გამიშვა. ლეპტოპი მაგიდაზე წინ დავიდგით და ზარი განვახორციელეთ.

– დედა როგორ ხარ? – შეშინებული ჩანდა.

– ძალიან კარგად ვარ შვილო, სანერვიულო არაფერია. შენ როგორ ხარ?

– როგორ არ ვინერვიულო ნანა?! შენ, რა ამბები გადაგიტანი და მე, ახლა, რატომ ვიგებ? შენს გვერდით არ უნდა ვყოფიიყავი?

– ანა, ყველაფერი რიგზეა. ხომ ხვდები, რატომაც დაგიმალეთ, სულ ტყუილად უნდა გენერვიულა.

– დამიმალეთ თუ, დამიმალა? ხანდახან ჩემზე ზრუნვა, ისე ზედმეტი მოსდის, ჭკუიდან მშლის. – ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იგულისხმა.

– ისედაც არ ხარ დალაგებული ჭკუის. – ზურგიდან ადრესატის ხმა მომესმა. – შენს ძვირფას დროს, ჩემს ლანძღვაში ნუ დახარჯავ.– ახლოს მოვიდა და დივანს ხელებით დაეყრდნო.

– საყვარელი ძამიკო მოსულა, ტრადიციული რჩევებით. რა, არ ხარ სალანძღი ?

– მადლობა, კარგად. მეც მომენატრე. – ირონიულად გაეპასუხა, მერე გვერდით მომიჯდა და ჩუმად გადმომილაპარაკა – ესეც შენნაირია !

– მეც მივხვდი მაგას და უკვე მომწონს, რადგან მოკავშირე მეყოლება შენს წინააღმდეგ. თუ დამჭირდა რათქმაუნდა ! – ჩუმადვე, ღიმილით ვუპასუხე.

– თაკო, რაც არ უნდა გითხრას ჩემზე, იცოდე არ დაუჯერო. – ლამის გამოიჭრა მონიტორში.

– ანუ, ახლა რომ მითხრა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი დაიკო მყავსო, არ დავუჯერო? – მთელი სერიოზულობით ვკითხე.

– ვაუ, „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“ თქვენზეა ნათქვამი. თავისი სკოლა გაგატარა უკვე?

– დამიჯერე, არ სჭირდება ! – მეუღლემ დამასწრო პასუხი.

– ისე, რახან ორივე, ერთად პირველად მესაუბრებით, თუ წინააღმდეგი არ ხართ, რამდენიმე კითხვა მაქვს.

– გააჩნია რას გვკითხავ .

– სხვათაშორის პირველი კითხვა შენთან მაქვს – ეს სიფრიფანა გოგონა, სად და როგორ იპოვნე?

– სიტყვა „გოგონაზე“ ცუდი რეაქცია აქვს. – სიცილით უპასუხა. – და კიდევ, თავად მიპოვნა. – ამჯერად, მე გადმომხედა ღიმილით და ჩემგან, ამ პასუხისთვის, გვერდში მირტყმაც დაიმსახურა.

– რატო მეგონა, რომ თქვენი სიყვარულის ისტორიას მომიყვებოდი, არ ვიცი ! თაკო გთხოვ, ისე გაუმწარე სიცოცხლე, როგორც მე მიმწარებდა და მიმწარებს.

– რას აკეთებს ასეთს? – ვკითხე ღიმილით ანას და დიმას ჩუმად გადავულაპარაკე. – მგონი უკვე, ყველას მაგივრად გადაგიხადე.

– სათოფეზე არ მაკარებდა თაყვანისმცემლებს. ყველას აშინებდა და სცემდა. მაგის შიშით, ვერავინ ბედავდა ჩემთან ურთიერთობას. მე კი მეგონა, რომ ყველაზე მახინჯი ვიყავი და ამიტო არ მოვწონდი არავის. რავიცი, კიდევ რომელი ერთი გითხრა და ახლაც არ მასვენებს მაქედან. გაიგე ძმაო დიდი გოგო ვარ უკვე ! თაკო, იქნებ შენ მაინც გააგებინო, რომ სკოლის მოსწავლე აღარ ვარ. – ისეთი დრამა დადგა, მეგონა ფილმს ვუყურებდი.

– ვეცდები ! – სიცილით, მოკლედ გავეპასუხე და მივხვდი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ქალების მიმართ დაცვის ერთნაირი რეფლექსი ჰქონია.

– დრამების დედოფალო, მგონი, პროფესია უნდა შეიცვალო! არ ყოფილიყავი თავქარიანი და არ მომიწევდა შენი კუდში დევნა.

– უჟმურო !

– მორჩით ახლა ჩხუბს ! – თბილი ტონით უთხრა ნანამ. – ჩამოსვლას როდის აპირებ, ძალიან მომენატრე.

– ძმიშვილს რომ მაჩუქებენ. აბა ქორწილი არ უნდათ და... – ნაწყენმა გადმოგვხედა. – ისე, მამაც როგორ დაითანხმეთ ის მიკვირს. არადა, როგორ ოცნებობდა მაგ დღეზე.

– ანა, მათი გადასაწყვეტია რას იზავენ. თუ არ უნდათ, გოგი რა უფლებით დააძალებს?!

– ესეიგი, მიზეზი გინდა აქ ჩამოსასვლელად? – თავის ქნევით კითხა დიმამ.

– ხოდა მივცეთ ! – ვთქვი და მის გაკვირვებულ თვალებს შევეფეთე. ახლა ანას მივუბრუნდი – ჯვარს რომ დავიწერთ, შენი ხათრით ქორწილსაც გადავიხდით. ოღონდ პატარს, სამეგობრო წრეში. ასე რომ ჩამოსასვლელად მიზეზი გაქვს. ზუსტ თარიღს მოგვიანებით გეტყვით.

– ანა, თხუთმეტ ნოემბერს . – ისე უპასუხა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ბედნიერება ეწერა სახეზე. ამჯერად კი, მე გამაკვირვა. ჩემი დაბადების დღის თარიღი უთხრა.

გახარებულ ანას, დავემშვიდობეთ და ოთახში ავედით.

– ქვემოთ რაც თქვი, არ იხუმრე ხო ? მართლა გინდა ? – ისევ დაბნეული იყო.

– შენი აზრით, ასეთ საკითხებზე ხუმრობენ?

– სადღა მაქ ახლა აზრი !

– მგონი, შენ არ გინდა, ისე აბნეულად ლაპარაკობ. – მკაცრი სახე დავიჭირე.

– ასე უცებ ვერ გიპასუხებ, დაფიქრება მჭირდება. – წელზე მომეხვია და მიმიკრა.

– რომც არ გინდოდეს რა აზრი აქვს, ჩემგან თავს ვეღარ დაიხსნი. – ვუპასუხე და სიცილი ვეღარ შევიკავე.

– ანუ, გადაწყვიტე ყველა გზა მომიჭრა და სამუდამოდ შენი ტყვე გავხდე?

– უკვე ხარ ! – წარბები ავუწი და ყელში ხელი ავუცურე.

– როგორ გაეშმაკდი შენ ! – გული აუჩქარდა.

– რაიმე, პრობლემა გაქ? – ამჯერად, ხელი ტუჩებზე გადავუსვი.

– შენ ხარ ჩემი პრობლემა !

ისევ გაქრა ირგვლივ ყველაფერი. ისევ იმ სამყაროს ვესტუმრე...



№1 სტუმარი Life is beautiful

ჩვენი გვრიტები ერთად აჭიკჭიკდნენ და აჟღურტულდნენ.. ახლა ქორწილი და happy end♥️❤️ძაან. ძაან კარგი იყო
აბა შენ იცი ❤️
წარმატებები.. ველოდები შემდეგს.. ♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი იყო

 


№3  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თეო
ძალიან კარგი იყო

მადლობა ♥️

Life is beautiful
ჩვენი გვრიტები ერთად აჭიკჭიკდნენ და აჟღურტულდნენ.. ახლა ქორწილი და happy end♥️❤️ძაან. ძაან კარგი იყო
აბა შენ იცი ❤️
წარმატებები.. ველოდები შემდეგს.. ♥️

მადლობა ♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმეე რა ძალიან საყვარლობაა. რა ძალიან კარგი წყვილია. მთელი ისტორია ისე მიგყავთ ერთ მინუსს ვერ ვუწერ. ისეთი საყვარელი და კარგი პერსონაჟები არიან.მოკლედ ძალიან კარგია.
P.S. რაღაც მინდა გკითხოთ. ამ საიტზე რომელი ისტორიაც წავიკითხე, მახსოვს სულ, ძალიან მინდა ვიპოვო მაგრამ სახელი არ მახსოვს და როგორ შემიძლია ვიპოვო სხვანაირად, თუ იცით. გადავუხვიე ძალიან შეფასებას, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ის ისტორია.

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თიკო
ვაიმეე რა ძალიან საყვარლობაა. რა ძალიან კარგი წყვილია. მთელი ისტორია ისე მიგყავთ ერთ მინუსს ვერ ვუწერ. ისეთი საყვარელი და კარგი პერსონაჟები არიან.მოკლედ ძალიან კარგია.
P.S. რაღაც მინდა გკითხოთ. ამ საიტზე რომელი ისტორიაც წავიკითხე, მახსოვს სულ, ძალიან მინდა ვიპოვო მაგრამ სახელი არ მახსოვს და როგორ შემიძლია ვიპოვო სხვანაირად, თუ იცით. გადავუხვიე ძალიან შეფასებას, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ის ისტორია.

ავტორი მაინც თუ გახსოვს, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მგონი. მადლობა შეფასებისთვის ♥️

 


№6  offline წევრი OKI ME

სტუმარი თიკო
ვაიმეე რა ძალიან საყვარლობაა. რა ძალიან კარგი წყვილია. მთელი ისტორია ისე მიგყავთ ერთ მინუსს ვერ ვუწერ. ისეთი საყვარელი და კარგი პერსონაჟები არიან.მოკლედ ძალიან კარგია.
P.S. რაღაც მინდა გკითხოთ. ამ საიტზე რომელი ისტორიაც წავიკითხე, მახსოვს სულ, ძალიან მინდა ვიპოვო მაგრამ სახელი არ მახსოვს და როგორ შემიძლია ვიპოვო სხვანაირად, თუ იცით. გადავუხვიე ძალიან შეფასებას, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ის ისტორია.


Facebook-ზე ჯგუფი აქვს ამ საიტს. იქ შეგიძლია დაწერო შინაარსი რაც გახსოვს ისტორიიდან და თუ ვინმეს ეცოდინება აუცილებლად გეტყვიან.

რას მოვესწარი, ესენი თუ ასე შეხმატკბილებულად იქნებიდნენ :დდდ მომეწონა, მართლა კარგი თავი იყო. ქორწილიო? უყურე შენ თაკოს :დდ ❤️ უჰ, კარგია, მომწონს ძლივს, რომ დალაგდნენ და დამშვიდდნენ ❤️❤️

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
სტუმარი თიკო
ვაიმეე რა ძალიან საყვარლობაა. რა ძალიან კარგი წყვილია. მთელი ისტორია ისე მიგყავთ ერთ მინუსს ვერ ვუწერ. ისეთი საყვარელი და კარგი პერსონაჟები არიან.მოკლედ ძალიან კარგია.
P.S. რაღაც მინდა გკითხოთ. ამ საიტზე რომელი ისტორიაც წავიკითხე, მახსოვს სულ, ძალიან მინდა ვიპოვო მაგრამ სახელი არ მახსოვს და როგორ შემიძლია ვიპოვო სხვანაირად, თუ იცით. გადავუხვიე ძალიან შეფასებას, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ის ისტორია.


Facebook-ზე ჯგუფი აქვს ამ საიტს. იქ შეგიძლია დაწერო შინაარსი რაც გახსოვს ისტორიიდან და თუ ვინმეს ეცოდინება აუცილებლად გეტყვიან.

რას მოვესწარი, ესენი თუ ასე შეხმატკბილებულად იქნებიდნენ :დდდ მომეწონა, მართლა კარგი თავი იყო. ქორწილიო? უყურე შენ თაკოს :დდ ❤️ უჰ, კარგია, მომწონს ძლივს, რომ დალაგდნენ და დამშვიდდნენ ❤️❤️

♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი ნანა73

ლამაზი თავი იყო...
მოკლე კომენტარია, თუმცა ყველაფერი ვთქვი.
❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

ნანა73
ლამაზი თავი იყო...
მოკლე კომენტარია, თუმცა ყველაფერი ვთქვი.
❤️❤️❤️

მადლობა ♥️♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი Eka

თბილი და ტკბილი თავი იყო❤❤❤

 


№11  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი Eka
თბილი და ტკბილი თავი იყო❤❤❤

♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო თავი იყო ძალიან ვიმხიარულე,სრული შოკია ქორწილი ჯვრის წერაც მოუნდათ გვრიტებო მომწონს ეს წყვილი რახანდ ეშველად დატკბნენ იმედია არ აირევიან მადლობააა ვა წარმატებები ????

 


№13  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო თავი იყო ძალიან ვიმხიარულე,სრული შოკია ქორწილი ჯვრის წერაც მოუნდათ გვრიტებო მომწონს ეს წყვილი რახანდ ეშველად დატკბნენ იმედია არ აირევიან მადლობააა ვა წარმატებები ????

❣️❣️❣️

 


№14  offline წევრი თათია-თათა

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№15  offline წევრი svien

auu male dade gtxov ra ...gelodebi ramdenixania❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent