შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (14 თავი)


13-12-2020, 16:55
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 994

ძალიან მიჭირდა მის გვერდით მშვიდად წოლა და ძილი. განსაკუთრებით დილით მასზე აკრული რომ ვიღვიძებდი, მაგრამ სურვილის მიუხედავად მზად არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მისიც ძალიან კარგად მესმოდა ჩემში ამ ძალას ვერ ვპოულობდი. სწორედ ამიტომ ან კლოუნის პიჟამოს ვარჩევდი ამ ძალიან უჟმურს. მის დანახვაზე სურვილი, რომ დაგეკარგება ადამიანს. ამჯერადაც ერთ–ერთი მოვირგე, საწოლში ჩავსკუპტი და გულზე მივეხუტე. ის ჩვეულებისამებრ ჩემი თმების ფერებას შეუდგა. ამ დრო ისე ვინაბებოდი, წამში მეძინებოდა ხოლმე.
შუაღამე იქნებოდა, კარებზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გაგვაღვიძა. შეშინებული წამოვხტი და გასარებად მივვარდი. ფერდაკარგული ლელა დამხვდა.

– ბავსვებო სწრაფად... ნანა ... ჩაიცვით. სასწრაფო უკვე გზაში. - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

– ლელა დამშვიდდი და გვითხარი, სასწრაფო ვის ჭირდება!

– ნანა... ნანამ გონება დაკარგა და ვეღარ ვაფხიზლებთ.

ელდანაცემმა დიმას გავხედე. სახე წაეშალა და ერთიანად დაიფერფლა ეს კლდესავით კაცი. ვინ იცის, რა იფიქრა მისმა გონებამ. მივხვდი, რომ ვეღარ აზროვნებდა. როგორღაც გონს მოვიყვანე, უცებ მოვემზადეთ და კიბეები ისე ჩავირბინეთ ხელი არ გამიშვია. მასთან არ შემომყვა. არც დამიძალებია, არ მინდოდა დედა, ამ მდგომარეობაში ენახა. საძინებელში შევვარდი და საწოლთან გავხევდი , ნანას მიტკლისფერი ედო და სიცოცხლის ნიშან–წყალი აღარ ეტყობოდა. გაუნძრევლად ესვენა სასთუმალზე... სასწრაფოც მალე მოვიდა. გოგი მას გაჰყვა. საჭესთან მე დავჯექი და უკან გავყევით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მეც ვერაფერს ვეუბნებოდი, არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა. უბრალოდ ვაცადე თავის ძალიან დიდ დარდთან მარტო დარჩენა. ან, რა უნდა მეთქვა ისეთი, რაც იმ ტკივილს შეუმსუბუქებდა. ალბათ, სინანული და შიში ერთდოულად ჭამდა შიგნიდან. სინანული იმისა, რომ ამდენი წელი დედის გარეშე გაატარა და შიში იმისა, რომ ახლა შეიძლებოდა სულ დაეკარგა. გული მეკუმშებოდა ასეთს, რომ ვხედავდი...

საოპერაციოს კართან თმენადაკარგულები ვიდექით და ვეღარ გამეგო, რომელი მენუგეშებინა. გოგი საშინლად გამოიყურებოდა. პირველად ვნახე, ერთ წამში გატეხილი ადამიანი. დაიშალა და დაპატარავდა. თითქოს, საყრდენი გამოეცალა და კუთხეში, მოხრილი, იმედდაკარგული იდგა. ყოველწუთს მივდიოდი მასთან და ვცდილობდი იმედი მიმეცა. წინ და უკან სირბილში და მათ მშვიდებაში ხუთი საათი გავიდა. ჩემი სამაგალითო ქალბატონის გულმა ვეღარ გაუძლო, მოთმინების, სიძლიეისა და ღირსების ეტალონი შიგნით, სიცოცხლისათვის იბრძოდა. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემტყობოდა.იმ წუთას მათზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. თითქოს, ჩემში პოულობდნენ ძალას და იმედს. საავადმყფობო გულშემატკივრებით გაივსო. რადგან მარტო აღარ ვიყავით, ცოთახნით მოდუნების საშუალება მივეცი თავს და ძალიან დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე. დიმაც მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი დაიჭირა. გაფითრებული იყო, ხელები სულ გაციებოდა. მხარზე მივეყრდენი და სანუგეშებლად საჭირო სიტყვები მოვძებნე.

– კარგად იქნება. ძლიერი ქალია და სანამ დედას არ დაუძახებ არსადაც არ წავა. – ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და გამიღიმა.

– ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ ! – პირველად დაილაპარაკა ამ ხნის მანძილზე. მისი ხამ შეცვლილი მომეჩვენა.

– მესმის შენი, მაგრამ ახლა ეგ არ შეიძლება დიმა. ახლა უნდა გამხნევდე. როცა გაიღვიძებს არ მოეწონება მასეთს თუ დაგინახავს.

– ოღონდ გაიღვიძოს !

– გაიღვიძებს. – უფრო ძლიერად ჩამჭიდა ხელი. ამასობაში დავითიც გამოჩნდა. ფეხზე წამოვხტი მის დანახვაზე.

– ნუ გეშინიათ, ყველაფერმა ჩაიარა. – გახარებულმა ჯერ გოგის ჩავეხუტე, მერე დიმას, ბოლოს კი დავითს. – მეც ძალიან შემაშინა, მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით.

– ანუ საფრთხე აღარ არსებობს? – ძლივს ჰკითხა დიმამ.

– ამ მომენტში საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ძალიან სერიოზული კრიზისი გადაიტან. თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ, მისი სტრესი და ნერვიულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. განმეორების შანსი დიდია, ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

– მთავარია, ახლა კარგად არის და ყველაფერს ისე გავაკეტებთ, როგორც გვირჩევ. – იმედი დაუბრუნდა ხმაში გოგის.

– რათქმაუნდა ყველანი გავუფრთხილდებით. – დავეთანხმე და ჩემს მეულღლეს გავხედე, რომელიც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდა ამ სიტოაციას.

– დავით, ცუდად ნუ გამიგებ, სრულიად გენდობი, მაგრამ იქნებ, მაინც სხვა ქვეყანაში წაგვეყვანა ან, სხვა ექიმები მოგვეწვია. –

– მესმის შენი ჩემო ბიჭო, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის საჭირო, მას მსოფლიო დონის კარდიოლოგმა ჩაუტარა ოპერაცია. თუ რამე შეიცვალა თავად გეტყვით. ჯერ არ გაიღვიძებს. ისე გამოიყურებით მანამდე თქვენც არ გაწყენდათ დასვენება.

ნანა, განსაკუთრებული პაციენტებისთვის, საპატივცემულო პალატაში გადაიყვანეს, რომელიც ორი ოთახისგან შედგებოდა. პირველში მნახველთათვის იყო განკუთვნილი . მეორეში კი პაციენტისა და მომვლელისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. მე და გოგო მასთან შევედით, დიმა კი რაღაც დროით დაიკარგა. არც გავყოლილვარ და არც მიძებნია. მივხვდი, რაც სჭირდა. კარი შემოაღო, ფრთხილად შემოვიდა, ნანას გახედა და ჩუმად მკითხა ხომ კარგად არისო. პასუხით, რომ დაკმაყოფილდა წამში, უკან გაბრუნდა. პირველ ოთახში გაჩერდა. ვინაიდან ნანას მშვიდად ეძინა და საღამომდე არაფერი არ შეიცვლებოდა, გოგისაც ვაიძულე დაესვენა. მის გვერდით დავუთმე ადგილი. მე ჩემს ქმართან გამოვედი და უხმოდ, დივანზე გვერით მივუჯექი. რამდენიმე წუთიანი დუმულის შემდეგ მისი თბილი ხმა მომესმა.

– მადლობა !

– რისთვის ?

– ჩემს და საერთოდ ჩვენს გვერით, რომ ხარ !

– ამაში სამადლობელი რა არის ?!

– იმ დოზით, რა დოზითაც შენ ამას აკეთებ, არ ხარ ვალდებული.

– მე მიყვარს შენი ოჯახი, რომელიც უკვე ჩემიცაა . მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე და მინდა კიდეც ასე, რომ მოვიქცე. გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ჩემთვის, კიდევ მაქვს მიზეზი მათზე განსაკუთრებულად ვიზრუნო.

– რა მიზეზი ? – ძალამოკრებილი ღიმილით გადმომხედა

– შენი სიყვარული დიმა . ვიცი, თუ ისინი კარგად იქნებიან შენც კარაგად იქნები. თანაც, დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას შენც იგივეს გააკეთებდი და გთხოვ, მეორედ მადლობა არ გამგონო !

– არ ვიცი აქმდე უშენოდ, როგორ ვარსებობდი ! – მიმიხუტა და თავზე მაკოცა.

– შეგეშინდა? – მისი ხელი დავიჭირე და გულთან მივიკარი.

– შიშზე მეტი იყო.

– დაკარგული დროისა და დაგვიანებული სინანულის შიში ხო?

– მგონი, ზუსტად ეგ.

– გამოვასწორებთ. მიდი, შენც დაიძინე ცოტახანს ! – ღიმილით ვუთხარი.

– ახლა დაძინება არ შემიძლია. ჯობია შენ დაისვენო.

– შენი, მარტო დატოვება არ მინდა.

– შენ, სულ ჩემთან ხარ !

მხარზე მივესვენე. ძალაგამოცლილს, ძილი მალე მომეკიდა. თვალი, მის მკერდზე მიკრულმა გავახილე. კალთაში ვყავდი და სახე კისერში მქონდა ჩარგული. მომენტით ვისარგებლე, სანატრელი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე ყელში ვაკოცე და უცებ მოვფხიზლდი. წესით, ნანას უნდა გაეღვიძა. ვთხოვე, პალატაში შევსულიყავით, მაგრამ არ გამომყვა. დრო სჭირდებოდა, ამიტომ არ დავაძალე ... პაციენტი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. მოვიკითხე და რადგან სულ კარისკენ იყურებოდა ჩუმად ვუთხარი, რომ მთელი ეს დრო გარეთ გაატარა და ახლაც იქ იყო. საკმარისი აღმოჩნდა მის გასახარებლად.
ათი დღე მოგვიწია საავადმყოფოში დარჩენა. მე, სულ მასთან ვიყავი და ვცდილობდი, მისთვის ბედიერი და მშვიდი გარემო შემექმნა. გვიან, გოგი და დიმაც მოდიოდნენ. ნანას გვერდით ადგილს მის ქმარს ვუთმობდი. მე კი ჩემს ქმართან გავდიოდი. ამ ხნის მანძილზე დიმას, ნანა არ უნახავს. მხოლოდ ისეთ დროს შემოდიოდა, როცა ეძინა. როგორც იქნა გაგვწერეს. საღამოს, როდესაც ოფისიდან შინ დაბრუნდა და კიდევ არ მოიკითხა დედა, სერიოზულად გავბრაზდი. არადა, როგორ მოუთმენელი მოთმინებით ელოდა ქალი. ოთახში ავყევი, მოწესრიგება დავაცადე და ცოთა მაღალი ტონით ვუთხარ:

– დიმა, საავადმყოფოში ვიფიქრე გარემო ცუდად მოქმედებსთქო და არ დაგაძალე, მაგრამ ახლა, ორივე დედაშენთან ჩავალთ და შენ, მას მოიკითხავ!

– გთხოვ თაკო, ახლა ნუ მაიძულებ მაგის გაკეთებას.

– აბა როდის? ნუთუ საკმარისი არ იყო ის შიში რაც გამოვიარეთ? იცოდე , არ მოგცემ უფლებას კიდევ ერთხელ დაკარგო!

– ეგ, მეც არ მინდა. უბრალოდ მიჭირს.

– თუ თავს არ მოერევი ყოველთვის გაგიჭირდება. ამ მომენტის გადადებით არაფერი არ გაგიადვილდება იცოდე , პირიქით მერე უფრო მეტად რთული იქნება.

– არ შემიძლია, გაიგე გთხოვ !

– შენ, ისე ექცევი ნანას, როგორც მე გექცეოდი შენ. ეგოისტურად.– ცოტა გაკვირვებულმა შემომხედა. – ხო დიმა, შენი გულცივობით სჯი.

– შენ, ჩემს მიმართ ეგოისტი იყავი ?

– კი, მასეთი ვიყავი. ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც შენ სჯი ეგოისტურად დედაშენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელი შენ უფრო მეტად ისჯები. რაც არ უნდა გააკეთო იცი, მაინც არსად წავა, მაინც არ მიგატოვებს. ახლაც, რომ არ მიხვიდე მასთან ის, მაინც გაპატიებს და უწინდებურად ეყვარები. მისი მოთმინებით სარგებლობ. აი, ასეთი ვიყავი მეც შენს მიმართ. მერე კი, ისევ შენ დამეხმარე და ასე ვთქვათ გამიმართლა... მაგრამ თუ ახლა შენ თავს არ გაუწევ იგივე დახმარებას, მოვა დრო და ამას ვერასდროს აპატიებ საკუთარ თავს. ეს სინანული გაგანადგურებს და შანსიც აღარ გექნება გამოსასწორებლად. შენს ახლანდელ საქციელს უკვე, ეგოისტობაც აღარ ჰქვია !

– ვიცი ! – თვალებში ვერ მიყურებდა.

– მე შენს გვერდით ვიქნები. წამოდი გთხოვ ! ამდენი ხანია მოთმინებით გელოდება და მგონი, უკვე იმსახურებს შენგან მცირედ ყურადღებას მაინც. ხომ ხედავ, მისი გული ვეღარ უძლებს ამ დარდს. შევუმსუბუქოთ კარგი ?

– კარგი!

ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ნელი მძიმე ნაბიჯებით გამომყვა. ვხვდებოდი, როგორ უჭირდა, ძალიან უჭირდა. მესმოდა მისი. მე, სამი თვით დამალული სიყვარული ძლივს გავუმხილე, მას კი ოცწლიანი დუმილი უნდა დაერღვია. საძინებელთან თითქოს ფეხი შეიჩერა, მაგრამ როგორც იქნა გაბედა და ოთახში შეაბიჯა. ნანამ, რომ დაინახა სევდა და ბედნიერება ერთდროულად დაეხატა სახეზე. ტირილი დაიწყო.

– თუ უნდა იტირო და ინერვიულო ახლავე გავალ ! – მზრუნველი, მაგრამ ცოტა მკაცრი ტონით უთრა.

– არ ვნერვიულობ, პირიქით და აღარც ვიტირებ. – ცრემლები შეიმშრალა და საწოლიდან გადმოსვლა ადააპირა.

– არ ადგე, მე მოვალ ! – წამში მის წინ გაჩნდა.მე კი კარებიდან ვუყურებდი მათ და უკვე უხმოდ ვსლუკუნებდი. –როგორ ხარ?

– კარგად ! ახლა იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე !

– კარგია ! შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება და ჩემგან თუ რამე დაგჭირდება მითხარი. – ძლივს აკანკალებული ხმით საუბრობდა.

– მე მხოლოდ ერთი რამ მინდა შენგან, მინდა ბედნიერი იყო, მეტი არაფერი.

– ნანა, შეგიძლია მაპატიო? – უცებ, თავდახრილმა უთხრა. ყურებს ვერ ვუჯერებდი.

– შენ მაპატიე შვილო, მე შენგან მინდა პატიება ჩემო ბიჭო. – გულში ჩაიკრა. ოცწლიანი ლოდინის შემდეგ შვილი დაუძახა და გულში ჩაიკრა. ჩემ, ენით აღუწერელ ემოციათა რიგს, ის ემოციაც დაემატა, რაც იმ დროს დამეუფლა. იმ წამმა, ოცი წელი ერთად დაიტია. სხვა თუ არაფერი, მარტო იმისთვის მიღირდა არსებობ, რომ ეს შევძელი, რომ დედას შვილი დავუბრუნე.

– ახლა დაისვენე, მერე კიდევ გნახავ. – კარისკენ წამოვიდა.

– დიმა ! – გაჩერდა მაგრამ არ შებრუნებულა. – ოდესმე, ჩემთვის დედის დაძახება შეძლებ? – პასუხს მოლოდინში თვალებში, შეშინებულმა შევხედე. მის სახეზე სიტყვა დედა, ტკივილად გაკიაფდა. მზერა ამარიდა.

– ალბათ... ! – სწრაფად დატოვა ოთახი.

კარგი სიტყვაა „ალბათ“. მთქმელს, სათქმელს უადვილებს, ნათქვამის ადრესატს კი არჩევანის უფლებას აძლევს. ვინაიდან სიტყვა „ალბათ“, არასდროს ნიშნავს მტკიცებით, დამარწმუნებელ ფორმას, ის ყოველთვის ორ მნიშვნელობას მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგს ან, ცუდს. ადამინი კი, მასში ყოველთვის იმ მნიშვნელობას ხედავს, რაც ძალიან სჭირდება. მან, სწორედ ამ კარგის იმედმომცემი სიტყვა დაუტოვა დედას.

სიხარულით, უცებ მივირბინე ნანასტან, ჩავეხუტე და მერე, ჩემს ქმარს გავეკიდე.
ვერანდაზე, მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი იდგა და ძირს დასჩერებოდა. გვერდით დავუდექი.

– შეიძლება მარტო ყოფნა გჭირდება, ამიტომ მადლობას გეტყვი და წავალ.

– ახლა მხოლოდ შენთან ყოფნა მჭირდება !– მომეხვია.

– თუ მეტყვი რას გრძნობ იქნებ დაგეხმარო.

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს!

– შვებას არა? გულიდან ტვირთი არ მოგეხსნა?

– მგონი ზუსტად მაგას ვგრძნობ და ამიტომ ვერ ვხვდები. იმდენად მივეჩვიე მაგ ტვირთით ცხოვრებას ახლა მეუცხოვა.

– კარგია. ახლა, მე ვუმკურნალებ მაგ გულს.

– შენ უკვე უმკურნალე ჩემს გულს. შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი !

– ჩემს გარეშეც შეძლებდი. შენც გინდოდა, უბრალოდ მე ხელი გკარი.

– ახლაც იგივეს აკეთებ ! – ცოტახანს, ჩახუტებულები ჩუმად ვიდექით. – იმ სამყაროში, სადაც მე მიწევს ვიცხოვ ძალიან ძნელია თაკო.– ერთიანად გავირინდე, დასაწყისი აღსარებას გავდა. მივხვდი გულის გადაშლას აპირებდა და სმენად ვიქეცი.– ბევრს შურს, ბევრს უნდა ჩემს ადგილზე ყოფნა მაგრამ, რომ იცოდნენ რისი გავლა მიწევს ალბათ, არც მოუნდებოდათ... წლების წინ, ამ ხიფათით სავსე ზღვაში გოგიმ, მოახერხა და ზვიგენად გადაიქცა. თუ მოინდომებ, რამის მიღწევა შედარებით ადვილია, მაგრამ შენარჩუნებაა ძალიან ძნელი. რადგან ზვიგენს უფრო მეტი მტერი ყავს, ვიდრე თევზს. მისი ყველას ეშინია, ახლოს მიკარებას ვერავინ ბედავს, მაგრამ შორიდან უგებენ მახეს... შეიძლება მამამ, ნანასთანაც და ჩემთან, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მისი გაგება შევძელი. როცა ვხედავდი, როგორ თვადაუზოგავად შრომობდა და იბრძოდა ჩვენი კეთილდრეობისთვი, ის შეცდომა თითქოს ვაპატიე. ბოლომდე, პატიებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ამ სამყაროში მარტო ვერ დავტოვე. მხრებით, მძიმე შრომით მოიტანა ეს მდგომარეობა და ვერ მივატოვე იმ დოს, როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. როდესაც ამერიკაში წავედი, უკან ჩამოსვლას აღარც ვაპირებდი. იქ, ნანას გამო გავიქეცი. უფრო სწორად ჩემი სინდისის გამო. ყოველდღე მისი ყურება გულს მიჭამდა, ჩემ თავს ვერ ვპატიობდი, მისი პატიება რომ ვერ შევძელი. რაღაც დროით იქიდან ვეხმარებოდი ჩვენს ბიზნეს. ზურაბის გარდაცვალების გამო, რომ დავბრუნდი იმ ერიოდში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გოგის მარტო უჭირდა ადგილის შენარჩუნება და იძულებული გავხდი მეც ჩავრთულიყავი ამ ომში. იცი, რა დაუნდობელი სამყაროა? ყველა ფრონტზე გიწევს ბრძოლა. ათასი სისაძაგლის კეთება შეუძლიათ ადამიანებს ფულის გამო... ჩვენ, კი ვდგავართ მყარად ფეხზე დიდი შრომის შედეგად მაგრამ, შედარებთ სუსტ კომპანიებს თვალის დახამხამებაში ჭამენ. ბევრის გადარჩენა შევძელით, ბევრის ვერა.ამის გამო მტრებიც შევიძინეთ. მათთვის სასურველი პარტნიორი არ ვარ, რადგან ამ ბინძურ თამაშში ვერ ჩამითრიეს. ჩემი და გოგის გავლენა სჭირდებათ, პლიუს ჩემი ძმების რუსეთში, მაგრამ ჯერ საძირკველი ვერ გამოგვიღეს და სანამ ცოცხალი ვარ ვერც ვერასდროს მოახერხებენ ამას. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა. ვცდილობ ყველა გადაწყვეტილება სწორად მივიღო, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ გამომდის, მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშვალებას. ჩემი მოთმინებას სწორედ აქ გამოიწრთო. სწორედ, ამიტომ მაქვს ასეთი ხასიათი. ცივი, ზოგჯერ უხეში და მუდმივად სერიოზული. ჩემი განვლილი ცხოვრების გამო, თავისდაუნებურად გამომიმუშავდა... ყველა ძლიერი ადამინის აქვს სუსტი მხარე. ჩემი „სისუსტე“ პატიოსანი, სწორად ცხოვრების სურვილია. ვიღაცისთვის, რაღაც სხვა. მერე, ეს „სისუსტე“ ზოგს არ მოსწონთ, ამის გამო მუდმივად გებრძვიან და ზუსტად ამ ომში ხდები ძლიერი.

– ეგ სისუსტე კიარა ადამიანის ღირსებაა.

– ეგ მხოლოდ ჩვენისთანა ადმიანებისთვის თორემ, მათ ღირსების განმარტებაც არ იციან.

– ადამიანს, რომელსაც ღირსება არ გააჩნია ჩემი აზრით, ყველაზე მხდალები და სუსტები არიან. მათ არაფერი აქვთ, რის გამოც ბრძოლა ღირს და ნებისმიერ დროს შეძლება დატოვონ ბრძოლის ველი.

– გეთანხმები, მაგრამ მეორე კატეგორიაც არსებობს, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ბინძური სულის გარდა და ეგ სულიც კი, არ ადარდებთ. ისინი ბოლომდე, ყველზე სასტიკი წესებით გეომებიან.

– სწორედ მასეთი ადამიანები წამლავენ სამყაროს... მერე ?

– მერე, მეც ხშირად გამჩენია გაქცევის სურვილი, მაგრამ არა ბრძოლის ველის დასატოვებლად უბრალოდ დროებით, ამ სიბინძურისგან დასასვენებლად... მერე.. მერე შენ გამოჩნდი და ჩემს შავთეთრ ცხოვრებაში ფერები შემოიტანე. შენ, ჩემი ყველაზე დიდი „სისუსტე“ და ყველაზე დიდი „ძალა“ ერთდროულად გახდი.შენს გამო დაუღალავად შემიძლია ბრძოლა. შენ, ჩემი ნავსაყუდელი ხარ, ამ შტორმიან ზღვაში. მათთან ომიც კი არაფრად მიღირს როდესაც ვიცი, სახლში შენ მელოდები. ჩემს ცხოვრებაში, შენ ერთადერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხარ. ბედნიერება, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, შენ დამიბრუნე. შენი სილაღე, სიგიჟე, ბავშვურობა, დაუმორჩილებლობა და რაც მთავარია შენი სუფთა და კეთილი გული, ჩემი ახალი ცხოვრების საწყისი გახდა. შენამდე ვცოცხლობდი შენს მერე ვარსებობ. ვერსოდეს შეგელევი, ვერასოდეს დაგთმობ და გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემზე უარი არ თქვა.


სუნთქვა შევწყვიტე. ჩემს სხეულში მისი სიტყვების გავლის შემდეგ, ჰაერიც კი ზედმეტად მეჩვენებოდა. ეს, არ იყო ის კაცი, რომელსაც მე ვიცნობდი. ჩემს წინ ნამდვილი, გულრწფელი დიმა იდგა. ჩემს თვალში ასჯერ მეტად აღმატებული, ვიდრე აქამდე და იმ წუთას, ასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა. იმდენად, რომ ვერც კი წარმომედგინა, ამაზე მეტი სიყვარული თუ არსებობდა. ადამინი, რომელიც ყველა სიტყვას წონის და მერე, ამბობს ერთბაშად გაიხსნა ჩემთან. ეს, მისი ჩემდამი პატივისცემის,ნდობისა და სიყვარულის გამოხატვის უმაღლესი საფეხური იყო. იმის იქით, რომ აღარ არსებობდა ისეთი. არც ჩემთვის აღარ არსებობდა დიმას იქით არაფერი...

– ვერც მე დაგთმობ, ვერასდროს ! შენს გარეშე სუნთქვაც აღარ შემიძლია... – ყველაზე დიდი დარწმუნებით ვუთხარი და მის ბაგეებს ავწვდი. მის სურვილს ვეღარ ვუმკლავდებოდი. მანაც ვნების ალში გამახვია. ხელში აყვანილი შემიყვანა საძინებელში და საწოლთან დამსვა. მერე, ჩემს ღაწვებს გაუყვა, ნელ–ნელა ყელს და მკერდთან ახლოს ამბორი, რომ დამამჩნია და მე წინააღმდეგობა არ გავუწიე, ღელვაშეპარული ხმითა და მოციმციმე თვალებით მკითხა:

– თაკო დარწმუნებული ხარ ? – თანხმობის ნიშნად, მორცხვად დავუქნიე თავი.– ეს ჩემს გამო არ გააკეთო. არ მინდა მერე, ინანო.

– შენს გვერდით არასდროს არაფერს ვინანებ და მოეშვი სულ ჩემს სურვილებზე ფიქრს.

– ანუ მზად ხარ?

– გულრწფელად გეტყვი, ამისთვის მზად არასდროს არ ვიქნები , მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მოხდეს?! მინდა ეს ბედნიერება ახლა, შენც და საკუთარ თავსაც ვაჩუქო.

– შენ ისედაც ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემთვის ! –

– დიმა ოღონდ ცოტა ... – სიტყვა ვერ დავასრუე და სირცხვილით თავი დავხარე.

– უბრალოდ მომენდე !

– ყველაზე მეტად გენდობი...

თავი ამაწევინა. ნაზად, სხვანაირი სურვილით მაკოცა. მთელი სხეულით ვცახცახებდი. ყველა მის შეხებაზე ერთიანად ვთრთოდი. ფრთხილად შემომაცალა ტანსაცმელი და მის წინ დედიშობილა დამტოვა. მრცხვენოდა, მაგრამ სიამოვნო განცდები უფრო მეტი იყო და ჩემს თავში სხვა აზრებს აღარ უტოვებდა ადგილს. მისი თითეული მოძრაობა სიყვარულით, ვნებით და სიფაქიზით იყო გაჯერებული. ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და თავად ჩემს ზემოთ მოექცა. თვალებში ხშირად მიყურებდა, ჩემი სურვილი ან წუხილი, რომ წაეკითხა. როგორც დამპირდა, სხეულის ყველა სანტიმეტრი ალერსით მოიარა და ამ სამყაროდან გამიყვანა. რამდენჯერმე გაჩერდა, მოთმინებით დამელოდა სანამ ძალას მოვიკრებდი. გულის ფეთქვა არცერთ საზღვრებში არ ჯდებოდა. მის თითეულ შეხებაზე სიამოვნების ტალღები მივლიდა, ყველა უჯრედი მეკუმშებოდა. მკლავებში და სხეულში მთლიანად მომიქცია და სიამოვნების ბურანში გამახვია. ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მე და ის, მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით. იმ ღამით დედამიწაზე არ ვყოფილვარ, იმ ღამით განცდილი არ იყო ვნებით გამოწვეული ხორციელი სიამოვნება. ის, მასზე გაცილებით აღმატებული, გაცილებით წმინდა შეგრძნებები იყო. ის, მის სულთან და სხეულთან გაერთიანებით გამოწვეული ბედნიერება იყო. ჩვენმა სიყვარულმა ფრთა შეისხა ... სანთელივით ვდნებოდი მის მკლავებში. დრო და დრო ჩემი გაუგებარი ხმები და ჩვენი გულის რითმები არღვევდა სიჩუმეს...

არ ვიცი დილით რა დროს გამეღვიძა. ჩემთვის დრომ, წინა ღამით, ერთდროულად დაკარგა და შეიძინა მნიშვნელობა. თვალის გაუხელელად ვგრძნობდი მის მზერას. მოხრილ ხელზე თავდაყრდნობილი, ზემოდან დამჩერებოდა. ცხვირში მისი სურნელი მომწვდა და ყველა წამი განმიახლა. თვალის გახელა სპეციალურად გავაჭიანურე, უხერხულობას ვგრძნობდი...



№1 სტუმარი st

უფ, ძალიან კარგი იყო აი ძალიან. ისა, კითხვა მაქვს :დდ დაახლოებით რამდენ თავში ამთავრებ? იმედია ჯერ არა ხო?:დდ❤️

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

[quote=st]უფ, ძალიან კარგი იყო აი ძალიან. ისა, კითხვა მაქვს :დდ დაახლოებით რამდენ თავში ამთავრებ? იმედია ჯერ არა ხო?:დდ❤️ მადლობა ! ალბათ, ჯერ კიდევ იქნება რამდენიმე თავი.

 


ისევ შოკოლადად გადამექცა ეს თავი, სამეცადინოს მერე გასამრჯელოდ რომ ვიღებ :D :D

შეფასებასაც დავწერ მერე ❤️

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

მთვარის სევდა
ისევ შოკოლადად გადამექცა ეს თავი, სამეცადინოს მერე გასამრჯელოდ რომ ვიღებ :D :D

კენწეროში ატკბილებს ხო? :):) მადლობა ♥️♥️

 


№5  offline წევრი OKI ME

გავუშვათ ეს გოგო, ეგება გვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ისეთი ხალხი შეარიგა რავიცი აბა :დდდ

ამ თავში დიმას ეშველა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ყველა პონტში რომ ეშველა ფაქტია. :დდ

აი, ოღონდ მალე არ დაამთავრო რაა. ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო ისტორიას ვკითხულობდი, როდესაც ველოდი სიუჟეტის უფრო მეტად გაშლას და განვითარებას, ვხედავ ახალ თავს, წარწერით დასასრული. აი, ასე არ მოგვექცე ოღონდ რა. :დდ კარგად, წერ, კარგად ვითარდება სიუჟეტი და ძალიან მაინტერესებს მომავალში რა იქნება. მომწონს შენი წერის სტილი ძალიან. ❤️❤️

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
გავუშვათ ეს გოგო, ეგება გვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ისეთი ხალხი შეარიგა რავიცი აბა :დდდ

ამ თავში დიმას ეშველა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ყველა პონტში რომ ეშველა ფაქტია. :დდ

აი, ოღონდ მალე არ დაამთავრო რაა. ცოტახნის წინ ძალიან საინტერესო ისტორიას ვკითხულობდი, როდესაც ველოდი სიუჟეტის უფრო მეტად გაშლას და განვითარებას, ვხედავ ახალ თავს, წარწერით დასასრული. აი, ასე არ მოგვექცე ოღონდ რა. :დდ კარგად, წერ, კარგად ვითარდება სიუჟეტი და ძალიან მაინტერესებს მომავალში რა იქნება. მომწონს შენი წერის სტილი ძალიან. ❤️❤️

ორივეს ეშველა :) ჯერ არ ვამთავრებ. კიდევ მაქვს მოტივაცია და სიუჟეტი. მადლობაა !

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ვიცი მელოდებით და ამიტომ მინდა, თხოვნით მოგმართოთ - რიგი მიზეზების გამო, დროებით შემეცვალა ცხოვრების რეჟიმი და ხშირად ვერ ვწერ. თუ, ცოტათი შემაგვიანდება ახალი თავის დამატება, არ მიწყინოთ რა ! ♥️♥️ მადლობა თითოეულ მკითხველს !

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან მაგარია უბრალოდ არ მყოფნის უფრო დიდი თავი მინდაა ????????ველი შემდეგ თავს

ძალიან მაგარია უბრალოდ არ მყოფნის უფრო დიდი თავი მინდაა ????????ველი შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო იყო ამ თავის წაკითხვა მოახერხა ამ გოგომ. დედა-შვილის შერიგება თვითონაც დატკბა სიყვარულით,არაუშავს როცა გინდათ დადეთ მადლობა წარმატებები ????????????

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო იყო ამ თავის წაკითხვა მოახერხა ამ გოგომ. დედა-შვილის შერიგება თვითონაც დატკბა სიყვარულით,არაუშავს როცა გინდათ დადეთ მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა ♥️♥️

სტუმარი ქეთა
ძალიან მაგარია უბრალოდ არ მყოფნის უფრო დიდი თავი მინდაა ????????ველი შემდეგ თავს

ძალიან მაგარია უბრალოდ არ მყოფნის უფრო დიდი თავი მინდაა ????????ველი შემდეგ თავს

♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი Life is beautiful

კანfეტ♥️.... როგორც ყოველთვის შესანიშნავი.. იყო მარა გული დამწყდა რო ასე მალე გაწყვიტე თხრობა... სხვა მხრის 10 +ით...

ისე იფრინე ხო ცაში ამ თავს რო წერდი? ^_^
მომელიღაცა ამბობს ხოლმე შოკოლაფივით ვირგებო და ამ თავს მართლა შოკოლადის გემო ქონდა..
პ.ს წინას ფეიხოსი.^_^

 


№11  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
კანfეტ♥️.... როგორც ყოველთვის შესანიშნავი.. იყო მარა გული დამწყდა რო ასე მალე გაწყვიტე თხრობა... სხვა მხრის 10 +ით...

ისე იფრინე ხო ცაში ამ თავს რო წერდი? ^_^
მომელიღაცა ამბობს ხოლმე შოკოლაფივით ვირგებო და ამ თავს მართლა შოკოლადის გემო ქონდა..
პ.ს წინას ფეიხოსი.^_^

ვიფრინე. :) მადლობა ტკბილი შეფასებისთვის! ♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი Eka

დიდი ხანია ასეთი სრულყოფილი არაფერი წამიკითხავს.მადლობა.სულმოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤

 


№13  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი Eka
დიდი ხანია ასეთი სრულყოფილი არაფერი წამიკითხავს.მადლობა.სულმოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤

მადლობა შენ ♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე, რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent