შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

40 საშობაო ანგელოზი (თავი 4)


17-12-2020, 16:29
ავტორი ერკე
ნანახია 1 334

სანამ დაიწყებდეთ მინდა კვლავ შეგახსენოთ, რომ ძალაშია ჩემი შემოთავაზება თქვენი ისტორიაში მოხვედრისა. შეგიძლიათ დააკომენტაროთ, გამოთქვათ სურვილი და საუკეთესოებს ავარჩევ, რათა მოხვდნენ ჩემს ნაწარმოებში.
მეხუთე თავში შეხვდებით ელას, ან ელატრისს... რა ფორმით და როგორ ამას საიდუმლოდ დავტოვებ ჯერ, თქვენი ჯერია აისრულოთ სურვილები და მოხვდეთ დაუჯერებელ ზღაპარში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ჯადოსნური შობის რიტუალიც კი.
წარმატებები ყველას...


თავი 4
მცდელობა

-ქალბატონო თინა, უარს აცხადებთ დახმარებაზე? - ეკითხება მხრებში სწორად მდგომი და უზარმაზარი ტანის, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალს, რომელსაც საკმაო ძალისხმევა სჭირდებოდა რათა მამაკაცისთვის თვალებში ჩაეხედა. საღამო იყო, ამ ბატონის მეწყვილე გარეშე პირთა, ჟურნალისტთა და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანთა მოგერიებას ცდილობდა. - მეტჯერ აღარ გთხოვთ, არამედ კანონის ძალით მოვითხოვ, რადგან ეს თქვენი მხრიდან დიდი უმსგავსობაა ქალბატონო.
-ოჰ, რას ამბობთ! - გაიჭიმა ისე რომ მხრები თავის ზომამდე აიტანა, - მე თინა კოპალეიშვილი არ ვიყო, თუ არ გიჩივლოთ! დიახ, დიახ... გიჩივლებთ! მერამდენედ გიმეორებთ ჩვენ თავშესაფარში ადგილი აღარაა, მითუმეტეს ასეთი ბინძური, საცოდავი და საძაგელი ბავშვისთვის, რომელსაც არც კი აწუხებს ასეთი აქოთებული რომაა.
-ტყეში ვიპოვეთ, მას არ ჰყავს მშობლები, და ისეთი რამ გადაიტანა ხმასაც ნაკლებად იღებს. ძირითადად ერთ წერტილში ჩერდება მისი მზერა, თითქოს გარესამყაროდან გაქცევას ცდილობს. თვრამეტი წლის ბავშვია, სხვა დაწესებულებები არ ღებულობენ, თქვენც ნუ გვეტყვით უარს.
-ეს ადამიანთა გამაწვალებელი აქედან მოაცილეთ სანამ დროა და ზომები არ მიმიღია. - უკმეხად შესციცინა ქალმა თავისი გველისებრი ენით და კარები სწრაფად მოიხურა. - ამაზრზენი! - გაისმა კარს იქიდან. - ბინძური და სოფლის წირპლიანი ზორბა გომბიო უნდათ რომ მომიგდონ. ღმერთო ჩემო...
-უკან დაიხიეთ, არავისთან საუბრის სურვილი არ აქვს ბავშვს და უარესად ნუ სტრესავთ! აბა აქედან მოუსვით-თქო! - იღრიალა პოლიციელმა და ბუდიდან იარაღიც კი ამოიღო შესაშინებლად. - რა გითხრა? - როდესაც ყველა გაყარა მეწყვილეს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაარტყა და თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტით აგრძნობინა როგორ წუხდა ამ ამბავს. - თვალებშივე გეტყობა რომ მანაც უარი თქვა.
-კი ლეო, უარი თქვა. ნეტავ რომელი ბავშვი არაა ბინძური, როდესაც რამდენიმე დღეს უჭმელ-უსმელი ტყეში გაატარებს შეშინებული და შიშისგან ერთ ადგილს გაშეშებული. ვერც წარმოვიდგენ რა გადაიტანა. უგრძნობი უნდა იყო, თუნდაც ერთი ღამით რომ არ შეიფარო და დახმარების ხელი არ გაუწიო ასეთ ადამიანს.
-მსგავსი ადამიანი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ბავშვთა თავშესაფარს. ვინ იცის რა დღეში ამყოფებენ ბავშვებს. არ გინდა ხვალ აქ ზედა უწყების ორდერით მოვიდეთ და ყველაფერი კარგად დავათვალიეროთ?
-იცი ჩივილით აქეთ იმუქრებოდა. - გაეცინა ზორბა მამაკაცს. - კარგად გამოუვა ბავშვების წამება და ამ დღეში არ დავტოვებ მათ. - ისეთი სახე მიიღო, თითქოს ყვირილი უნდოდა, თითქოს რაღაცის დალეწვა, ან პირდაპირ კარის ჩამოღება, იმ ქალთან მისვლა და ნამდვილი კაცივით, ერთი-ერთში დალაპარაკება სურდა.
-დამშვიდდი კოუბოი. ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას და ჩვენ გაგვამტყუნებს ხალხი. ხომ იცი ოღონდ რაიმე შეცდომა დაუშვი და მაშინვე ზედ გადაგივლიან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი სიკეთე გაქვს გაკეთებული მათთვის. ერთ მცირე შეცდომას ელიან.
-მე წავიყვან. - თქვა ბოლოს მან. - ჩემი ცოლი გიჟდება ბავშვებზე, აუცილებლად კარგად მიიღებს მას და თავს გარიყულად არ აგრძნობინებს.
-ამის შესახებ უფროსობას უნდა ჩააბარო ანგარიში მაშინ. ჯერ განყოფილებაში წავიდეთ, შემდეგ კი თავისუფალი ხარ. - თვალი ჩაუკრა ლეომ. - იცი საბა, ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ, მეგობარო. - ხელი ჩამოართვეს გულთბილად ერთმანეთს.
-აბა წავედით, - შესძახა ბიჭუნას, რომელიც იქვე ელოდებოდა, მიყუჟული, უხმოდ. მანქანასი ჩასხდნენ და განყოფილებისკენ გასწიეს. მანქანაშიც ჩუმად იჯდა იგი, მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდა წინ მსხდომთ, რომელნიც ასევე ხმას არ იღებდნენ, თუმც სევდიანად გამოიყურებოდნენ. ისინი თითქოს სამყაროს გადატრიალების სურვილით შეპყრობილნი დამარცხების პირას იყვნენ და ამას წუხდნენ, სწორედ ასე დაინახა ბავშვმა და გული სწყდებოდა.
განყოფილებაშიც ცალკე დასვეს იგი, იქამდე სანამ საქმეებს არ მოაგვარებდნენ. ბიჭს წარსული ახსენებდა დროდადრო თავს. ისე რეალისტურად მოსდიოდა მოგონებები, თითქოს იქ იყო და ახლაც ესმოდა ყვირილი, შველის ხმა, თუმცა ვერავის ვერ შველოდა. გრძნობდა მათ ტკივილს, შოკისმომგვრელ შიშს, სიცოცხლის წართმევის წინა ფიქრებს, შველით კი ვერაფერს ცვლიდა.
-შენ აქ საიდან ბიჭი? - ვიღაცამ ჩაუარა და გვერდი გაჰკრა შემთხვევით. - დედიკოს დაეკარგე? მოდი გამოვიცნობ, აქ ზიხარ და ფიქრობ რის მოპარვას შეძლებ არა?
-ჩიჩო, მაგ ბიჭს თავი დაანებე ჩემთანაა! - ერთხელ დაძახება საკმარისი აღმოჩნდა რომ გაჩუმებულიყო ჩიჩოდ წოდებული და გვერდზე გამდგარიყო, დაბალი ჟღალთმიანი სათვალეებიანი მამაკაცი, რომელსაც ცალ ყურზე საყურე ეკიდა ჯვარის ფორმის. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს ამით ყველას ეუბნებოდა ქრისტიანი ვარ და ამიტომ მიკიდია ჯვარი ყურზეო, რათა ყველამ დაინახოსო, მაგრამ სარწმუნოების სპეციფიკა როგორც ჩანდა კარგად არც კი ესმოდა. - რამე ხომ არ გითხრა ცუდად? - ჩამოუჯდა გვერდით საბა და ხელი გადახვია. ყველაზე მყრალი ენის პატრონია და ყველას ერთი სული გვაქვს როდის გააძევებენ ამ ადგილიდან, გულზე არავის ეხატება, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევ კარგი?
ბავშვმა თავი დაუქნია. ეს დასტურის ჟესტი საბასთვის სრულიად საკმარისი იყო, რადგან ადასტურებდა იმას, რომ მას ყველაფერი ესმოდა და მთლიანად არ ჰქონდა გამოთიშული გონება. გაუხარდა, გულში ჩაიკრა მამაშვილურად და შუბლზე აკოცა.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-საბა კაბინეტში! - დაუძახა ბატონმა დავითმა, განყოფილების უფროსმა, რომელიც სრულიად ასახავდა უფროსის ტიპაჟს, ამ თვეში მომატებული ხელფასის წყალობით გასიებული მუცლით, რომელიც თავის ტანსაცმელში აღარ ეტეოდა. გადახოტრილი თმით და საქმიანი სათვალეებით, თითქოს რამის დამტკიცებას ცდილობდა, მაგრამ ეს ადამიანი ყოვლად უგულო, უმსგავსო, უშფოთველი და ყოვლად უინტერესო იყო. არც არავის უყვარდა და არც არავის ეხატებოდა გულზე, როგორც დონ ჩიჩო, თუმცა უფროსი იყო და სხვა გზა არ ჰქონდათ. მის ემოციებს რაც შეეხება, შეიძლებოდა სრულიად უმიზეზოდ ან მცირე მიზეზის მიცემისას ისე ეყვირა, ეღრიალა რომ მთელ განყოფილებაში შეერცხვინე და ეს საერთოდ არ ადარდებდა. საბას ძალიან უნდოდა რამე დაემსხვრია ამ კაცისთვის ამ დროს თავზე, ან მუშტებით ისე ეცემა კომაში ჩაეგდო მაგრამ ლეოს უწევდა ანგარიშს, მის რჩევებს ითვალისწინებდა. მსგავსი დღის შემდეგ ლეო იყო მისი ნამდვილი მშველელი, ფსიქოლოგი, რომელიც ამშვიდებდა. ეუბნებოდა რომ მოეთმინა. საბას სულ იმაზე ჰქონდა პრეტენზია, რომ გაჩუმებით უარესი გამოდიოდა, ასე ხომ თავს გამარჯვებულად აგრძნობინებდა დავითს და კიდევ უფრო მეტს უბედავდა შემდგომ. კიდევ მოითმინეო შესძახებდა მხიარულად და ლუდის ჭიქას მიუჭახუნებდა, მაგრამ მაინც საბას ფიქრებში რაღაც ისე არ იყო საქმე. არ შეეძლო ვინმესთვის რამის მოთმენა, მხოლოდ ოჯახისთვის ითმენდა ამდენს, რადგან მათ რჩენა სჭირდებოდათ. მეუღლე მასწავლებელი იყო, ქართულს ასწავლიდა რამდენიმე სკოლაში ერთდროულად და ორი ბავშვი ჰყავდა, ნოე და დავითი. დიდი ბიჭები იყვნენ უკვე, თითქმის თხუთმეტი წლის ნოე, ხოლო ოცდაერთის დავითი და მათაც საკუთარი ოცნებების ასრულებაზე ფიქრი უკვე დაეწყოთ. შარშან ბატონი დავითი, როგორც კი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს მაშინვე ხუთი კადრი სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლა, მათი ხელფასები კი საკუთარ ჯიბეში ჩაიწყო, ანგარიშფაქტურას ისე აწარმოებდა თითქოს ისინი კვლავ მუშაობდნენ და ამ მაქინაციებში დასადანაშაულებლად კი ვერავინ ვერ ბედავდა მის განრისხებას. იყოს როგორცააო, ამბობდა მშვიდად ლეო, საბა კი ცხარდებოდა რამდენი უნდა ვუთმინოთ ამ გარეწარსო. რამდენიმე თვის შემდეგ, სოლიდური თანხით შეუმცირა ოცდახუთ თანამშრომელს, ბუღალტრებს, მენეჯერებს და რამდენიმე გარე პერიმეტრზე მომუშავე პოლიციელს. ის კი არა, გამომძიებლებიც არ დაინდო და მათ შიდაგანაწესში შრომის საათები გაუზარდა ხელფასის შეუცვლელად. ერთ სიტყვას ამოიღებდი ამ თემასთან დაკავშირებით და ისევე გათავისუფლებდა, როგორც წინა კადრს და არ ენაღვლებოდა რამდენს დაკარგავდა. კადრებით მუდამ ამარაგებდნენ სათაოდან, თუმცა კი უკვირდათ ამდენი კადრი როგორ მიგდის ასეთ მცირე ხანშიო. საბას გული სწრაფად უცემდა როდესაც უფროსის კაბინეტისკენ მიემართებოდა ხელში ანგარიშფაქტურით, რაც მოამზადა მთელი დღის ნამუშევრის აღსაწერად. ყველაფერი ეწერა, ასევე ის რომ კეთილი ნებით ბავშვი თან მიჰყავდა და ხელის მოსაწერად უფროსთან უნდა შეეტანა.
შეაბიჯა კაბინეტში და კარი მშვიდად მიხურა.
-დიახ ბატონო დავით. - ჯერ მოსმენა გადაწყვიტა მისი.
-დიახ კი არა, საბა შენსა და ლეოპოლდზე დიდი შენიშვნა მივიღე უფროსობისგან. ზუსტად ასე გადმომცეს რომ თქვენი ქმედებები გამეკონტროლებინა და ყურადღებით ვყოფილიყავი. რა მოხდა დღეს ხომ არ ამიხსნიდი?
-ყველაფერი აქაც ჩავწერე, ფაილში, მაგრამ მოგახსენებთ რომ ზარი შემოვიდა ვიღაცამ ტყეში პატარა ბავშვი იპოვა, ჩვენც გავედით მისამართზე და წამოვიყვანეთ ეს ბავშვი, რომელიც შოკირებული იყო, ბატონმა გიორგიმ, ვინც ნადირობით იყო დაკავებული და ეს ბავშვი იპოვა, ასევე გვაჩვენა სხვა რაღაცებიც, ოთხი ბავშვის დაჯიჯგნილი და გაცამტვერებული გვამი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია ჩვენი თანამედროვე აპარატურითაც კი. ისინი რა თქმა უნდა ექსპერტებმა წამოიღეს, მაგრამ მათი ძვლების და ცალკეული სხეულის ნაწილების ცალ-ცალკე აკრეფა მოუხდათ. ამ ბავშვისგან კი ვერაფერი შევიტყვეთ, რადგან არც ისე მჭერმეტყველია. იმდენად იყო დაზაფრული, სულ კანკალებდა, რამდენიმე დღის მშიერი მაინც იყო, გამოვკვებეთ, თუმცა მხოლოდ ერთ რამეს წამოისროდა ხოლმე ხანდახან - გაიქეცით - ამბობდა შეშინებული. რომ გენახათ გული თქვენც შეგიღონდებოდათ და მე და ჩემმა მეწყვილემ ახლომახლო მდებარე ბავშვთა თავშესაფრის ძებნა დავიწყეთ, სადაც კარგად მიხედავდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ გავიგებდით მომხდარს. ხუთ ადგილას მივედით, ხუთივემ სხვადასხვა მიზეზით უარი გვითხრა, აი ბოლომ კი სრულიად უგულისყუროდ გამოგვისტუმრა.
-სად არის ახლა ეს ბავშვი?
-ჩვენთან განყოფილებაში. ვიფიქრე...
-გათავისუფლებული ხარ.
-რა?
-რაც გაიგე, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან, შენც და შენი მეწყვილეც. უამრავი უსიამოვნება მომიტანეთ და ამის გამოსასწორებლად ვიღაც-ვიღაცებს არ უნდა ვუხდიდე ბოდიშს დაჩოქილი! - ყვირილით ამოთქვა. კაბინეტის გარეთ არავის გაჰკვირვებია მისი ყვირილი, ეს ხომ ბუნებრივ მოვლენად იქცა ბოლო ხანებში, მაგრამ საშინლად იმოქმედა საბაზე. - ამიტომ, აიბარგე აქედან და დაახვიე სადაც გინდა შენი სიფათი აღარ დამანახო.
-იცით რა?
-რა საბა? რამის თქმა გსურს?
მის გონებაში ორი უმძლავრესი აზრი გვრგვინავდა ახლა. ეთქვა ყველაფერი რასაც მასზე ფიქრობდა და ისე კაბინეტის კარის მიჯახუნებით წასულიყო, თუ ბოდიში მოეხადა და მშვიდად გამოსულიყო კაბინეტიდან.
-შე პატარა, საძაგელო, დამპალ ნიადაგზე ამოსული, ძუნგლიანო პედერასტო! შენი ახვარი დედაც, ამ განყოფილებისაც და ვისაც არ ვევასები იმის დედაც, ყველამ ტრაკზე მაკოცეთ! არ დავდგები მუხლებზე და ხვეწნას არ დაგიწყებ სამსახურის შენარჩუნებისთვის. ეს არ მოხდება გაიძვერავ, თანამშრომლების შემცირების და მათი ხელფასების კლების ხარჯზე რომ გაისქელე ჯიბეები და კიდე აქეთ ხარ ყველაზე გაბრაზებული თითქოს ყველამ რაღაც დაგიშავა და შენ ხარ სპეტაკი და წმინდა. ცხოველი ხარ. ცხოველი დავით და მეტი არაფერი, იმ დღეს ვნანობ როდესაც მეწყვილეები ვიყავით და ჩემი ნოე მოგანათლინე, იმ დღეს ვნანობ გეფიცები. აქეთ გეტყვი, რომ შენი ცხვირი აღარ დავინახო ჩემს სახლში, არანაირი მიზეზით. თუ კიდევ დაგინახავ სადმე, თუ კიდევ გადამეყრები გზად გეფიცები მოგკლავ, არ დაგინდობ. - გამხეცებული გამოვიდა გარეთ საბა და კარი ძლიერად მიიჯახუნა. აი ეს უკვე უჩვეულო იყო ყველასთვის და ყველას თვალები კაბინეტისკენ იყო მიპყრობილი. ისინი ფიქრობდნენ, როგორ მოხდა რომ ვინმე შეეპასუხა დავითსო. ზოგს უხაროდა კიდეც, ბედნიერი იყო რომ ვიღაცამ დაამცირა, ზოგი კი მომავლის პერსპექტივების გათვალისწინებით ძლიერ დათრგუნული. სხვაზე გაბრაზებული ყველაზე იყრიდა ჯავრს, ყველას ერთ დიდ ქვაბში მოაქცევდა და მარილსა და წიწაკას ჩააყრიდა.
ბიჭთან მივიდა, ლეოსაც დაუძახა წავედითო და შემოტრიალდა სანამ კარში გავიდოდა. - მიდით მიდით ლაქიებო, გააგრძელეთ ამ გასიებულის ს ლოკვა და კარგ დღეში აღმოჩნდებით. საბოლოოდ მაინც ჩემს გზას დაგაყენებთ ეს პირუტყვი ისე, რომ არც არაფერს გაითვალისწინებს, ხმაც კი არ აუკანკალდება საამისოდ -ხმაც!
-იცი მართალი ხარ, - წამოდგა სკამიდან ბუღალტერი, რომელიც განყოფილებაში ერთიღა დარჩენილიყო. - ამას ახლა თუ არ გავაკეთებ, მერე დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება ვინანებ. ერთი წუთით... - ეს ქალბატონიც უეცრად შევარდა დავითის კაბინეტში და ყველას გასაგონად იღრიალა. - სამსახურიდან მივდივარ დავით, იოცნებე რომ ერთ საათსაც მაინც ვიმუშავებ შენთან. რაც მაგიდაზე მაქ ნამუშევარი შენი იყოს, დანარჩენს თავად მიხედე გამოშტერებულო! წავედი.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სანახაობამ საბაზე, ბავშვს გაეღიმა კიდეც. დატოვეს იქაურობა ისე რომ ლეოს ჯერ კიდევ გაურკვევლობა ეწერა სახეზე.
-არ ამიხსნი რა მოხდა ახლა აქ?
-მეგობარო, ვეღარ შევძელი ამის მოთმენა... გაგვათავისუფლეს, როგორც ჩანს თინამ დაგვასწრო და ჩვენი თავი ასე უმოწყალოდ გააშვებინა. დამასკდეს...
-ჰეი, ჰეი გეყოფა.. ნუ შეტოპავ გთხოვ. სხვა რამეს ვნახავთ, მთავარია ერთად ვიდგეთ, კარგი?
-კარგი. - უპასუხა აქოშინებულმა საბამ. - მანამდე დავიშალოთ, აბა მაგრად ძმაო. მართალი ხარ, ერთად ყოფნით ყველაფერს გადავლახავთ. ამ ბავშვს კი ჩემთან წავიყვან, ამ გასიებულს ერთ წამსაც არ დავუტოვებ, ხომ სულ გააგიჟებს უარესად.
-მაგარი კაცი ხარ! აბა შენ იცი. - სანამ შესასვლელთან იდგნენ და საუბრობდნენ, განყოფილებიდან კიდევ ხუთი ადამიანი გამოვიდა თავისუფლების შეგრძნებით სახეზე. ღმერთს მადლობას სწირავდნენ და სახლისკენ ბედნიერნი მიიჩქაროდნენ. დაემშვიდობნენ მეწყვილეები ერთმანეთს და სახემცინარი ბავშვი მანქანაში გვერდზე მოისვა საბამ.
-ხომ არ გაგიყვანო? - ჰკითხა ლეოს და უკან დახია ავტომობილი.
-არ გინდა ტაქსს გავაჩერებ, მადლობელი ვარ. ესე იგი გაგვათავისუფლა არა?
-კი, ეს ისტერიკები მხოლოდ მერე დავდგი. ჩემ გამო არ დაგიკარგავს სამსახური.
-არა, შენ არც გადანაშაულებ, ძლიერ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, შეხვედრამდე.
საბოლოოდ დაემშვიდობნენ და საკუთარი ავტომობილით გზას დაადგა ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ის უხაროდა რომ გაიმარჯვა, საბოლოოდ ყველაფერი თქვა რაც გულში ჰქონდა და მოსალოდნელ შედეგებზე არც უფიქრია. ეს იყო ნამდვილი ჯელტმენის გასაკეთებელი საქმე, კიდევ რამდენი გადაარჩინა იმ მხეცს.
-ისე ერთიანად თვალი რომ გადავავლოთ ცუდი არაა ხომ ასეა? სამსახური კი დავკარგე, მაგრამ სამაგიეროდ კაცობა შევინარჩუნე. წიხლი არავის ამოვარტყმევინე და ესაა სწორედ მშვენიერი. ახლა ჩემს ყოველ გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელი გასცრის და მაშინვე უკუაგდებს იმ აზრს რომ ჩემზე საერთოდ გულში რამე გაივლო. წარმოიდგინე, ამდენი წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვმუშაობთ, საერთოდ ბავშვობიდან ვძმაკაცობდით, შემდეგ ერთად ჩავაბარეთ აკადემიაში და ეს სამსახურიც მივიღეთ. იმდენად მიყვარდა ჩემს პირველ შვილს მისი სახელი დავარქვი, მეორე კი მოვანათლინე, ერთად ბედნიერად ვიყავით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ძალიან შეიცვალა. მართალია ხუთი წელია მეწყვილეები აღარ ვიყავით და ბოლო წელს დააწინაურეს კიდეც, მაგრამ რა მოხდა მის თავს? რა შეიცვალა ასე? დღეს შევნიშნე რომ ისე მიყურებდა თითქოს უცხოს უყურებდა საერთოდ. საყვედურს ყოველთვის მაშინ მივიღებ როცა ვიმსახურებ, გასაგებია, მაგრამ სრულიად ამორალურად იქცევა უკვე და ეს მეტისმეტია. როგორ უთმენენ მისი ზემდგომები ჩემამდე არ მოდის. იქნებ იქამდე არც მიდის ეს ინფორმაცია, დროა მივიდეს მაგრამ არ მინდა ჩემი უახლოესი ძმაკაცის ბედის განმსაზღვრელი მე გავხდე, თუმცა მან კი მაშინვე გამათავისუფლა, როგორც კი გაიგო პრობლემას ვქმნიდი... ჰმ. - ჩაახველა და საჭეს კარგად მოკიდა ხელი. - ჩემს ცოლს ნამდვილად არ გაუხარდება, მაგრამ დავარწმუნებ, რომ... ღმერთო თან საშობაოდ რამდენი რამ ჰქონდა დაგეგმილი. არა ვერ ვეტყვი. როგორ ვუთხრა? მირჩევ რამეს? - გვერდით მიიხედა და შეამჩნია, რომ ამჟამინდელ მეწყვილეს ჩასძინებოდა. - დავნიძლავდეთ ერთი სიტყვაც არ გაგიგია, ჩემი ნათქვამი. ცივი ღამეა, მოდი ეს მოიცვი არ შეგცივდეს. - ცალი ხელით საჭეს მართავდა ცალით კი უკანა სავარძლისკენ გადაჰყო ხელი საკუთარი ქურთუკის ასაღებად და მისთვის გადასაფარებლად. ბიჭმა, ისე რომ არც გაუღვიძია, ქურთუკი კარგად დაიფარა და თავის გემოზე მოირგო, რათა ჩამთბარიყო.
ნახევარ საათში სახლში იყვნენ. საბას დაენანა შეღვიძება ბიჭუნასი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა რა მოხდა მის თავს, ცდილობდა მომხდარის წარმოდგენას და თავადაც სზარავდა. გულში ხინჯი ჰქონდა, მისი შვილებისხელა ბავშვმა უკვე იმდენი ნახა, მთელი ცხოვრება რომ შეიძლება კაცმა ვერ ნახოს. ბუნებრივი იყო მისი ჩაკეტილობა,
-სახლში შედი, კარგი? აი იმ ბინაში ოთხმოცთაადი ნოლ ცხრა რომ აწერია. შედი და მეც მოვალ მალე, როგორც კი ფარეხში მანქანას დავაყენებ.
ბიჭი დაემორჩილა, უღიმღამოდ აიარა კიბეები სახლამდე, კარები შეაღო და დერეფანში შევიდა, როგორც კი პატარა დერეფანი გაიარა, დიდი სასტუმრო ოთახი დაინახა, შევიდა იქ და მორიდებით ჩამოჯდა ერთ-ერთ სკამზე. ოთახი ცარიელი იყო, მაგრამ მეორე სართულიდან რაღაც ხმები ისმოდა.
-დეე, მამა მოვიდა. - გაისმა ბიჭის ხმა.
-დეეე. - ეს შეძახილი სხვა ბავშვს ეკუთვნოდა, უფრო მოზრდილს, რადგან ხმა ბოხი და ჩამოყალიბებული იყო. კიბეების ხმაც გაისმა, კარში გავარდნენ დასახვედრად და სტუმარმა ფანჯრიდან დაინახა როგორ გადაეხვია ორი ყმაწვილი მამას, რომელსაც ძალიან ჰგავდნენ, ჩაეხუტნენ და იქამდე არ გაუშვეს ხელი, სანამ მამამ არ უთხრა ცივა, სახლში შედითო და ისინიც მორჩილად შევიდნენ ბინაში.
-აააა... - დაიყვირა ნოემ, როგორც კი უცხო ადამიანი დაინახა სახლში.
-რა გაყვირებთ რა? - ჩამოირბინა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ამ ბავშვების დედა უნდა ყოფილიყო. - რატომ დაემსგავსეთ სიმხეცით მამათქვენს, გამაგებინეთ!
-ჩვენს სახლში უცხო ბავშვია. - თქვა დავითმა. - გამარჯობა, ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?
-რას ნიშნავს უცხო?
-ხო, ძვირფასო, ამაზე უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ მოვასწარი, ეს ახალი ბიჭუნაა, რომელიც დღეს ჩვენთან დარჩება. - ცოლს მიეალერსა და სასტუმრო ოთახში მასთან და ბავშვებთან ერთად შევიდა.
-ამიხსენი რა ხდება, - გაურკვევლობაში მყოფი ანა, ულამაზესი პირი-სახით, თვალებითა და ხვეული თმით, დაბნეული გამომეტყველებით უყურებდა მეუღლეს და პასუხს ელოდა. - სამსახურში პრობლემები გაქვს? საყვარელმა გაგიჩინა და ასე მოგიგდო? ჭაობში იპოვე? გზაზე დედამისს გადაუარე? თუ?
-არა ძვირფასო, არც ერთი მათგანი. შენზე ძვირფასი ხომ იცი არავინ მყავს. შენ ხარ ჩემი ერთადერთი ქალი, უბრალოდ ბავშვი ვიპოვეთ ტყეში, არ ლაპარაკობს, არ ვიცით ჰყავს თუ არა მშობლები და სად ცხოვრობს, არც ერთმა თავშესაფარმა არ მიიღო რამდენიმე დღით და გადავწყვიტე ჩვენთან მომეყვანა. რამდენიმე დღეში შობაა და მეტნი უფრო გავერთობით. ასე არ არის ბიჭებო?
ბიჭები უღიმღამო სახეებით კვლავ თავიანთ ოთახებს დაუბრუნდნენ.
-ბავშვებო, ახლავე ჩამოდით და მიესალმეთ ჩვენი ოჯახის ახალ წევრს. ბიჭებო.
-რა?
-ჩამოდით ახლავე. თუ გსურთ საჩუქრები მიიღოთ ახალ წელს.
-გამარჯობა. - მიესალმა და ხელი ჩამოართვა ნოემ.
-გამარჯობა. - მიესალმა დავითიც და ნოესთვის რომ არ მიებაძა ჩაეხუტა ყმაწვილს.
-მე დიდი ველოსიპედი მინდა, სანტას უნდა მივწერო. - ამბობდა ნოე და სამზარეულოში შეაბიჯა.
-მე კი კომპიუტერი. - დაასრულა დავითმა.
-ოჰოჰო. - ახმიანდა საბა.
-რას იზამ, შენი შვილები არიან. შენსავით ამბიციურები.- ჩაუკრა თვალი ანამ და სახეზე მიეალერსა. - არ დავწვეთ?
-ჯერ ვივახშმოდ საყვარელო, დაწოლას მოვასწრეეებთ. - თვალებით რაღაც მოძრაობა გააკეთა საბამ, თითქმოს ამბობდა მე შენ გაჩვენებო. - მოვედით ბიჭები მშივრები და ასე უჭმელს გვტოვებ?
-კარგი ჰო! გაგითბობ რამეს.
-და რა გვაქვს?
-ყველის პელმენები გავაკეთე, მოვხარშავ და ასევე ახალი გაკეთებული კარტოფილი გვაქვს, თუმცა მაინც შევათბობ რომ ცხელ-ცხელი გადაგივიდეთ ყელში. - გაეღიმა ქალს.
-ო, რა საოცრად გამოიყურები როცა იღიმი. - სამზარეულოს მიმართულებით წასულს ხელი წამოარტყა ვნებიანად საბამ, ანამ კი წამოიკვნესა და გზა განაგრძო, თუმცა ველური თვალებით მოიხედა და ტუჩზე იკბინა. ეს ჟესტი მუდამ აღაგზნებდა საბას, ანამ იცოდა როგორ ემოქმედა ქმარზე, იცოდა როგორ უნდა მიეღწია საწადელისთვის.
კარგად ივახშმეს, საბა სულ თვალებში უყურებდა ახალ წევრს და ისე ენაღვლებოდა მისი ბედი, თითქოს საკუთარი შვილი ყოფილიყოს, რაღაცნაირად იჩემებდა და მის კმაყოფილ და ბედნიერ თვალებში ყველაფერს კითხულობდა. უყურებდა, ყველაფერს ათვალიერებდა ბავშვი, აკვირდებოდა ძმებს, მათ მშობლებს და საკუთარ თავს ეკითხებოდა სად ვარო, ნუთუ ეს რეალურიაო.
დაწოლის დროც მოახლოვდა, ბავშვები დააბინავეს საკუთარ ოთახებში, ოჯახის ახალ წევრს ის ოთახი მისცეს, რომელიც აქამდე ცარიელი იყო და მხოლოდ სტუმრებისთვის იყენებდნენ. ახლა დროებითი ბინადარი ჰყავდათ. საბამ შუქი ჩააქრო ოთახში და გამოიხურა მისი კარი, შემდგომ კი ბიჭებს ესტუმრა, მათ ერთ ორ სართულიან საწოლში ეძინათ, პირველ სართულზე დავითს, ხოლო მეორეზე ნოე ნებივრობდა. შევიდა საბა ფეხაკრებით და რბილად იკითხა.
-ბიჭებო გძინავთ?
-არა. - გამოეხმაურნენ სიბნელიდან და საბამაც შუქი აანთო.
-უუ... - წამით თვალები მოჭუტეს მათ და როდესაც სინათლეს შეაჩვიეს გამოიხედნენ თვალებიდან და მამას შეაცქერდნენ.
-თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს.
-გისმენთ.
-უკვე დიდი ბიჭები ხართ და ამის თქმა არ უნდა მიწევდეს თქვენთან, მაგრამ შევნიშნე როგორ უყურებდით მას.
-რა ჰქვია?
-არ ვიცი მისი სახელი, მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ იმ თემას, რისთვისაც შემოვედი.
-სახელი არ იცი? არ ჰკითხე?
-რატომ არ იღებს ხმას? - უსასრულოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ ბიჭებს.
-მომისმინეთ! - მკაცრად დაუყვავა საბამ. - ვხედავდი როგორ უყურებდით დღეს, როგორც უცხოს და იცოდეთ რომ ადამიანთა არასწორად ჩამოყალიბების ოთხმოცდაათი პროცენტი გაუცხოების წყალობითაა გამოწვეული. თქვენი და მხოლოდ თქვენი ბრალი იქნება იგი საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაიკეტება და ხმას არ ამოიღებს, თუ პირიქით ალაპარაკდება და ოჯახს შეეწყობა. უმნიშვნელოვანეს დავალებას გაძლევთ და ეს უნდა შემისრულოთ, შეძლებთ?
-რას? - მაინც არ ეპუებოდა ნოე.
-ვერ გაიგე? - შესძახა ძმამ მობეზრებით. - ოჯახის წევრივით უნდა მივიღოთ ნოე. მამიკოს დახმარება სჭირდება და დავეხმარებით კიდეც.
-მადლობა ჩემო ანგელოზებო. ყველაზე მეტად მიყვარხართ. - აკოცა ორივეს შუბლზე და ოთახიდან გასასვლელად გაემართა.
როდესაც კარი გააღო ერთხმად შეძახილი გაიგო უკნიდან, მისი ვაჟკაცების: - ჩვენც გვიყვარხართ მამა.
ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა ოთახიდან და დასაძინებლად გაემართა, მაგრამ ურთულესი საუბარი ელოდა კიდევ ერთი წინ, რომლისთვისაც ფსიქოლოგიურად ემზადებოდა.
-საყვარელო, - ტუმბოზე დადებული ღამის სანათური ჩააქრო საბამ და მეუღლესკენ მიტრიალდა. - რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.
-საბოლოოდ, მაინც მეტყვი რომ საყვარელი გაიჩინე?
-ღმერთო არა! ყველაფერზე სულ ღალაატი ნუ გახსენდება. არასდროს გიღალატებ, არასდროს.
-გისმენ.
-რთულია სათქმელად, მაგრამ უნდა გითხრა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს.
-მაინც გამოგაგდო არა ხიტროვიჩმა?
-ჰო.
-რამდენჯერ გაფრთხილებდი და გეუბნებოდი რომ ძალიან ჩათლახური მზერა ჰქონდა ჰა? მაინც სხვებივით მოგისროლა არა?
-კი, ისე თავისუფლად გადაშალა ჩვენი ურთიერთობის ორმოცი წელი.
-ნუთუ?
-არ იცოდი, რომ ბავშვობიდან ვძმაკაცობთ? რომ დავიბადეთ ჩემი და დედამისის მშობლები ახლო მეგობრები იყვნენ და ერთად ვიზრდებოდით, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა ასე დასრულდა. ვერავინ იტყვის წინასწარ რა შეიძლება მოხდეს. მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მომავალს. ვერაფრით წარმოვიდგენდი მის ასეთ ცვლილებას.
-ფული და წოდება ცვლის ადამიანს, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ფულის გამო ღალატობენ ძმები, ნათესავები და ძმაკაცები ერთმანეთს. რა გაგიკვირდა, ისეთ დროებაში ვცხოვრობთ ძმა ძმას ყიდის და ეს გიკვირს?
-შენს სხვა რეაქციას ველოდი.
-როგორს? უფრო კაპასს? - ჩაიცინა ანამ.
-ჰო, რაღაც მაგდაგვარს. ვფიქრობდი გაბრაზდებოდი, ყვირილს მორთავდი და ასე შემდეგ. - მსუბუქად გაეცინა საბასაც.
-სამსახურის ძებნას დაიწყებ?
-კი აბა რა, ხვალვე.
-სანამ იშოვი როგორ მოვიქცეთ?
-ჩვენი დანაზოგი რომ გამოვიყენოთ?
-კი, მაგრამ ის ბავშვების საჩუქრებისთვის გვქონდა გადადებული.
-აბა როგორ მოვიქცეთ? - დაიბღვირა მამაკაცმა. - გპირდები დავაბრუნებ შობამდე. ჯერ სამი კვირა წინაა.
-ორ-კვირა ნახევარი.
-კარგი იყოს ორ-კვირა ნახევარი. - ხელები ერთმანეთში მოიქცია ანამ და გვერდით გადაბრუნდა. გაბრაზებას ყოველთვის ასე გამოხატავდა ხოლმე, მაგრამ თან მუდამ ელოდა რომ სხვაგვარ სიამოვნებას მიაყენებდა მეუღლე და ისე შემოირიგებდა ხოლმე. საბა უკნიდან მიეტმასნა და ხელები მოხვია, ცალი ხელი მკერდს მიაყრდნო და მეორე შარვალში ჩააცურა, მაგრამ უეცრად გაჩერდა, ქალი შეეწინააღმდეგა და კიდევ უფრო შორს გაიწია მისგან.
-საყვარელო... გთხოვ. სამსახურს აუცილებლად ვიშოვი.
-ასე ბავშვებს ვუცრუებთ იმედებს გესმის? - ნაწყენი ხმით ამოიტირა ანამ.
-მესმის. ხვალ სახლში რომ არ ვიქნები სამივეს მიხედე კარგი? ისე მიხედე რომ ერთმანეთისგან არ განარჩიო, ეს მნიშვნელოვანია. ძალიან გთხოვ.
-კარგი.
-ჩათვალე უფალმა საჩუქარი გაგვიკეთა და საოცნებო მესამე შვილიც გვაჩუქა. მართალია სქესში ახლაც შეცდომა მოხდა მაგრამ...
ანას გაეცინა და საბასკენ შემოტრიალდა. - როგორ ოცნებობ გოგოზე, ჯერ კიდევ პირველი შვილი გოგო გსურდა. სახელიც კი შერჩეული გქონდა გახსოვს?
-კი, თაია.
-მაგრამ თაია ნოე აღმოჩნდა. შემდეგ დავითი...
-აშკარად ზემოთ სქესთა აღმრიცხველს რაღაც ეშლება და არასწორად ანაწილებს. აუცილებლად დავწერ საჩივარს და გავაგზავნი მისამართზე სქაი წერტილი ქომ. - გააწყვეტინა გოგონას და მკერდით მაგრად მიეკრა.
-ღმერთო რა ხუმარა ხარ. - გაეცინა კიდევ ერთხელ ქალს. - მოიცა, სულ დამავიწყდა რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი.
-ეს ჩემი ვნებათაღელვის დამსახურებით. მოდი ჩემთან ძვირფასო, ვაჭრიალოთ საწოლი. - წარბები აათამაშა საბამ და საბოლოოდ დაიყოლია მეუღლეც ღამის სიამოვნებაზე, რომელიც მძიმე ღამის შემდეგ ნამდვილი შვება იყო.



№1  offline წევრი EllaTriss

როგორც ყოველთვის, კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება და კიდევ უფრო მოუთმენლად ველი შემდეგს<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent