შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 2)


18-12-2020, 12:19
ავტორი სესილია
ნანახია 1 725

***
- Hello, ნატა.
- Hi, დინა. როგორ ხარ?
- კარგად და შენ?
- მეც.
- ორშაბათია და სავარაუდოდ, რთული დღე გველის. - კომპიუტერი ჩართო.
- კი, 10 ადამიანი უკვე ჩაწერილია და ისე ჩაწერის გარეშე რამდენი მოვა არ ვიცი.
- ისე კარგია წინასწარ ჩაწერა, რომ გვაქვს. უფრო მოსახერხებელია.
- ნამდვილად.
- შეიძლება?
- მობრძანდით, ბატონო რამინ.
- გამარჯობა, გამარჯობაა. ბატონი თენგო არ არის ჯერე?
- არა ჯერ არ მოსულა, დაელოდეთ.
- იყოს, გარეთ დავიცდი.
- ბატონო რამინ, გარეთ რატომ მიცდით?
- რავიცი, ისე. - მორცხვად აქნევდა თავს ბატონი რამინი.
- შემოდით. - შემოუძღვა წინ, - გამარჯობათ, გოგონებო. - რამ შეგწაუხა ამ დილა ადრიან?
- რა არის, იცი ბატონო თენგოო, ბინას ვყიდულობ თბილისში.
- ვაა, გილოცავთ. ახალსახლობა არ გამომაპარო, იცოდე.
- აჰ, კი.
- სად ყიდულობ?
- ხომ გაგიგიათ, ბატონო თენგო, საბანი საქამდეც გაგწვდებაა, ფეხიც იქამდე გაშალოო, ხოდა ვაკეში ვყიდულობ ბინას, მრგვალ ბაღთან.
- კაი სიგრძის საბანი ჰქონია ამ კაცს, - გადაულაპარაკა დინამ ნატას.
- აშკარად, ვაკეში ბინა იაფი არ უნდა ღირდეს.
- არც ღირს, ეგ ჩემზე უკეთ არავინ იცის. ისე აქაური კილო არ ააქვს.
- ზესტაფონელია.
- აჰ, რა საყვარლად უქცევს კილოს.
- კი, იცოცხლე. - თვალი ჩაუკრა. - დინა, „მეილზე“ პირადობები ჩაგიყარე და მათ მიხედვით გაამზადე მინდობილობები, ერთი 3 საათზე მოვა, მეორე კიდე 4 საათზე.
- გენერალური მინდობილობა გავამზადო?
- ხო შენ მასე გაამზადე და მერე მიმდობს ვკითხავთ რა უფლებებს შეუზღუდავს მინდობილ პირს.
- კარგი.
დინა ნელნელა ერკვეოდა სანოტარო საკითხებში, ტერმინებშიც ერკვეოდა და თავს კომფორტულად გრძნობა ახალ ამპლუაში.
- ყავას არ დალევ? - იზმორებოდა ნატა. - მეძინება.
- აუუ, კიი. მეც ძალიან მეძინება, წუხელ მთელი ღამე ჩემი მეზობელი ხმაურობდა, მგონი ახლა გადმობარგდა.
- საჭმელი არ ვჭამოთ? მარტო ყავა გვიშველის? თან შესვენებაც დაიწყო, - საათს გახედა ნატამ.
- სალათი მაქვს მოტანილი და გაგიზიარებ.
- ძალიან კარგიი, ყავას გავამზადებ მაშინ. ბატონო თენგო, თქვენ გინდათ ყავა?
- კი, კი მეც გამიმზადე, მანამდე გარეთ გავალ სიგარეტს მოვწევ.
- რა გემრიელი სალათია, - გემრლიელად ილუკმებოდა ნატა.
- სხვათაშორის კარგი მზარეული ვარ.
- შეგიძლია, როცა ასეთ გემრილეობებს გაამზადებ, მეც გამიხსენო და წამომიღო.
- სამზარეულო, რომ გვქონდეს, ბატონ თენგოსაც გავუნაწილებდი, აქ მერიდება.
- ნუ ღელავ, ახლა საადვოკატო ფირმა, რომ გაიხსნება საერთო სამზარეულო გვექნება.
- სად იხსნება?
- ჩვენს გვერდით, თბილისის ცნობილი საადვოკატო ბიუროს ფილიალი იხსნება.
- იმიტომ არის ამდენი ფუსფუსი გარეთ? - ყავა მოსვა დინამ, - რა კარგია სამზარეულო, რომ გვექნება, ნუ საერთო, მაგრამ მაინც.
- შემობრძანდით, შესვენებაა ჩვენთან. - ბატონ თენგოს ახალგაზრდა მამაკაცი შემოჰყვა. - ესენი ჩემი თანამშრომლები არიან.
- გამარჯობათ, მე ადვოკატი აჩი მერკვილაძე ვარ, თქვენს მეზობლად დავიდეთ ბინა.
- ძალიან სასიამოვნო, - წამოდგა ნატა, - მე ნატა როხვაძე, ბატონი თენგოს თანაშემწე.
- მე დინა მქვია, - მისალმების ნიშნად ოდნავ წამოდგა. არ მოეწონა, რომ თბილისელი იყო.
- მოიცა, თქვენ ის გოგო არ ხართ?
- ვინ გოგო?
- გუშინ ძაღლებს, რომ გამოესარჩლეთ.
- თქვენ ის პიროვნება ხართ ვინც ძაღლებს აგინებდა? - ცალი წარბი ასწია, დინამ.
- არა, არა რას ამბობთ. - ხელები გაშალა უარის ნიშნად, - უბრალოდ, გვერდი ჩაგიარეთ, იმ კაცს ჭკუას, რომ არიგებდით.
- კარგი თვალითმეხსიერება გქონიათ.
- საკმაოდ, - გაიღიმა. - მგონი თქვენც თბილისიდან უნდა იყოთ.
- ხო, ჩვენი კილო გაგვცემს ხოლმე.
- მიხარია, რომ გაგიცანით. ისევ შევხდებით, ახლა კი დაგტოვებთ.
- სასიამოვნო ყმაწვილია, არა?
- ალბათ. - დიდად არ აღაფრთოვანა თანაქალაქელის ნახვამ დინა და ხასიათი წაუხდა.


***
„ სიცარიელე, რომელმაც ჩემს სულში და გულში დაისადგურა, ვერაფერს ვუშვებოდი... ყოველდღიური რუტუნა და დატვირთულობა ამიტომ მჭირდებოდა, სხვა ქალაქი, სხვა ატმოსფერო... სიცარიელის შეგრძნება და მარტოსულობა დამთრგუნველია... ვცდილობ ახალი სიახლეები მივიღო, ახალი ურთიერთბები, მაგრამ ისევ მიჭირს, ისევ უნდობლობა მაქვს, ისევ მეშინია ჩემი პირდაპირობა და სიმართლის თქმა ისევ არასწორად არ გამიგონ... ამიტომ ჩავიკეტე, მეგობრები აღარ შემრჩა და იქნებ ამ ქალაქმა შემიფაროს და დამამშვიდოს? იქნებ აქ ვერ იპოვონ ჩემი შიშები? მიმიღონ და შემიყვარონ ისეთი როგორიც ვარ? შეიყვარონ ჩემი პირდაპირობა, გულწრფელობა... მზრუნველობა მჭირდება, მზრუნველობა, რომელიც მე მუდამ მაკლდა შორს მყოფი საყვარელი ადამიანებისგან, როცა დედას ჩახუტება გინდა და მის ნაცვლად დიდ დათუნიას ეხუტები, როცა გინდა მამასთან ერთად მთა და ბარი მოიარო, იხეტიალო და ისიც შენგან შორს არის... მშობლების მონატრებაში გაზრდილი გოგო ვარ.“
მზიანი დილა გათენდა, განწყობა კი მაინც მძიმე ჰქონდა. აბაზანაში დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ, სიცარიელის შეგრძნების გაქრობას ამ გზით ცდილობდა.
- ხო დედი? - უპასუხა ზარს.
- როგორ ხარ, დეე? - უღიმოდა.
- რავი სამსახურში წასასვლელად ვემზადები.
- ხომ არ იღლები? არ მინდა, რომ გადაიტვირთო.
- არაა, მე ბევრი საქმე არ მაქვს, რადგან დამწყები ვარ.
- ქუთაისს მიეჩვიე?
- ჯერ ჯერობით არ მიჭირს, მერე ვნახოთ.
- ხომ იცი ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩვენთან ჩამოხვიდე.
- ვიცი დეე, მაგრამ აქ მირჩევნია, მანდ უფრო დაძაბული ვარ, დიდი ქალაქები რატომღაც მთრგუნავს.
- მთავარია შენ იყო, დე, კომფორტულად და სადაც გინდა იქ იცხოვრე, ჩემი იმედი მუდამ უნდა გქონდეს.
- ვიცი დეე, შენ და მამიკო ჩემი იმედები ხართ, შორს მაგრამ მაინც. - გაეცინა.
- აბა რაა, ჩვენი ერთადერთი და განუმერობელი ხარ.
- კარგი წავედი ახლა, თორემ დამაგვიანდება.
- გკცონი და წარმატებული დღე, დედი.
- თქვენ კი მშვიდობიანი ღამე. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გათიშა.

სახლიდან სამსახურამდე ისე უცებ მივიდა, რატომღაც საცობში დგომა მოუნდა.
- დილა მშვიდობის, დინა. - უღიმოდა ნატა, თან კლავიატურაზე თითებს არ აჩერებდა.
- Hi, Hi. - სავარძელში მთქნარებით ჩაშვა.
- რა გჭირს?
- ცოტა ცუდად მეძინა, არაუშავს ყავა დავლიე და მოვფხილზდები. - თვალები მოიფშვნიტა, - აბა დღეს გვყავს ვინმე წინასწარ ჩაწერილი?
- კი, 5 იპოთეკა და 5 სააღსრულებო ფურცლის გაცემაა, ორი კი გარეთ იცდის.
- კარგია, ატვირთულია ხო მეილზე ჩემი გასაკეთებელი დოკუმენტები?
- კი, შეგიძლია შეუდგე.
- Ok.
- დილა მშვიდობისა, - კარებში ასაკში შესული ქალი იღიმოდა.
- მობრძანდით, ქალბატონო ეთერ.
- თქვენ ახალი ხართ?
- მე? - არ ელოდა კითხვას.
- დიახ, თქვენ. - თვალებ მოჭტული უყურებდა.
- კი, ახალი თანამშრომელი ვარ.
- გოგო ხარ თუ ბიჭი?
- უკაცრავად?
- გოგოა, ქალბატონო ეთერ. - მიეშველა ნატა.
- და რატომ გაქვთ მერე ბიჭურად თმები?
- მომწონს, - გაუღიმა და თმებზე ხელი გადაისვა.
- ქალს გრძელი თმები შვენის და კაბა.
- გავითვალისწინებ, - მიხვდა ამ ქალს უნდა აყოლოდა.
- მომდევნო მოსვლაზე მასე დამხვდი. - თვალები გადაუბრიალა.
- ვეცდები.
- ნატა, არ მოსულა თენგო?
- არა, ჯერ, მაგრამ თქვენ მაინც ვერ მიგიღებთ, სხვები ელოდებიან.
- კარგი კაბინეტში დაველოდები.
- ეს ვერ არის ხომ? - ჩუმად გადაუჩურჩულა ნატას.
- კი, - თავი დაუქნია, - არადა რა ოჯახი ყავს იცი? რა შვილები? უბრალოდ, რამოდენიმე წლის წინ გაკოტრდნენ, ხოდა ფსიქიკა შეერყა, აზრზე ხარ რა განიცადა?
- უი, ცოდო.
- და მის მერე დადის და იძახის ხან რომელ და ხან რომელ შენობაზე ჩემიაო და მოდის თენგოსთან და საბუთებს აგროვებს.
- ეტყობა აგვიანდება ხომ? - თავზე დაადგა დინას.
- დიახ, როგორც ჩანს.
- რა გქვია?
- დინა.
- რა სახელია დინა? - სახე დაეჭყანა.
- ბებია დინარას საპატივცემულოდ დამარქვეს, შემოკლებით დინა.
- ეჰ, აბა ჩემი სახელი კი არ დაარქვეს ჩემს, რომელიმე, შვილიშვილს... - მოიწყინა.
- თქვენ ხომ ბიჭი შვილიშვილები გყავთ? - თვალები ააფახულა ნატამ.
- მეც მოვედი, - კარები შემოაღო ბატონმა თენგომ და ყურებამდე გაღიმებულ ეთერის შეეჩეხა, სახეზე აშკარად უიმედო ღიმილი გამოეხატა უფროსს.
- მოგიტანე საბუთები, ე.ი უშიშროების შენობა ჩემი რომ არის და გადამიფორმე. - აუფრიალა დოკუმენტები.
ბატონი თენგო პირდაპირ კაბინეტში შევარდა.
- აჰა, ხო მივაღწიე შედეგს, - მიჰყვა ეთერიც.
- ჩემო ეთერ, საჯარო რეესტრის ახალი ამონაწერი გჭირდება, ეს ვადა გასულია.
- მაგასაც ვადა აქვს? - დაეჭვდა.
- აბა რაა, სანამ ქონებას გადაიფორმებ ხო უნდა გადაამოწმო იქნებ იპოთეკა ადევს, ან ყადაღა ან შემოსავლების გირავნობა და ა.შ. - მთელი სერიოზულობით უხსნიდა ნოტარიუსი.
- მართალი ხარ შენ, გავიქეცი საჯარო რეესტრში - სხარტად წამოდგა და გავარდა დაუმშვიდობებლად.
- დილის მოთელვა ჩატარებულია, - გამოგვძახა თენგომ, - ახლა დავიწყოთ მუშაობა.

სანოტარო ბიუროში ხალხის მიმოსვლა არ წყდება, დღეს განსაკუთრებულად ბევრი ხალხი იყო, შესვენებაც კი არ ჰქონდათ, დღის ბოლოს თვალებში ვეღარ იყურებოდა დინა.
- ნატაა, როგორ შეგიძლია ასეთი დამღლელი დღის ბოლოსაც კი იღიმოდე? - თავი ძლივს წამოწია.
- ბავშვი ხარ ჯერ, მიეჩვევი.
- ამერიკაშო მაღაზიაში კონსულტანტად მიმუშავია, მაკდონალდსშიც ვიყავი რამოდენიმე თვე, მაგრამ აქ რატომ ვიღლები? ვითომ დავბერდი?
- კი, 25 წლის ხარ და შეგიძლია მოხუცთა თავშესაფარს ჩაბარდე.
- საქართველოში გვაქვს?
- ამერიკაში წადი, მშობლები იქ გყავს, - ენა გადმოუტიტა.
- უკვე მოგბეზრდი და მაგდებ ხომ?
- კი, კი გაგდებ და გაგდების აღსანიშნავად წამო ბლინები ვჭამოთ.
- კარგი, წავედით. - ჩანთა აიღო.
- ბატონო თენგო, წავედით ჩვენ.
- ხვალამდე გოგოებო.

ტკბილი ყველაზე კარგი საშუალებაა, როდესაც დეპრესიას ებრძვი, სიცარიელესაც ავსებს.
- აქ გააჩერე, გაგვიმართლა ბარის წინ ადგილი დაგვხვდა.
მანქანა გააჩერეს და ბარის მხარეს გადავიდნენ.
- გარეთ დავსხდეთ თუ შიგნით?
- გარეთ მირჩევნია, ჰაერს გადავყლაპავ, - იქვე ცარიელ მაგიდასთან მოკალათდა დინა.
- მოგესალმებით, - მიუახლოვდა ცისფერვალება ბიჭი.
- გიო, როგორ ხარ?
- კარგად ნატა და შენ? რა ხანია არ გამოჩენილხარ.
- მეც კარგად, - შესცინა, - ხო საქმეების გამო ასე გამოვიდა, მაგრამ ახლა ჩემი მეგობარი მოვიყვანე და შენებური გემრიელი შოკოლადით სავსე, ნაყინით, ბლინი და წვენი მოგვიტანე.
- კარგი, სულ მალე იქნება.
- „აურა“ , როგორი სახელი აქვს. - წაიკითხა ბარის სახელწოდება.
- დღეს შენი აურა არ მომეწონა, უხასიათოდ ხარ, ამიტომაც აქ რადგან მუდამ დადებითი აურაა, გემრიელი დესერტით დაგატკბობ.
- როგორ მიხვდი?
- მეგობრები ვართ, არ დაგავიწყდეს.
- შენ ნამდვილად კარგად მცნობ, მე კი ბევრი რამ არ ვიცი შენზე.
- არაუშავს, ნელნელა კიდევ გავიგებთ ერთმანეთის ხასიათებს.
- შეყვარებული რატომ არ გყავს?
- ესე პირდაპირ?
- აბა არაპირდაპირ როგორ დავსვა კითხვა? მაინტერესებს და გეკითხები.
- იყო ერთ დროს და აღარ იყო, მორჩა.
- ასეთი ვრცელი სასიყვარულო ისტორია ჯერ არ მომისმენია. - გულიანად გაიცინა.
- ახლა შენ მითხარი.
- მე რა უნდა გითხრა, ბიჭები არ მომწონს და მორჩა.
- მოიცა, აბა გოგოები?
- ნწ, არა. შენ ვერ გაიგე, უბრალოდ ბიჭების 99% ძალიან განუვითარებელია, უმეტესობა დედიკოს ბიჭები ან ძმაკაცების აზრზე მოსიარულე ტიპები არიან, მამაკაცები ჯანსაღი, გაბედული, განვითარებული, მზრუნველი, ნაკითხი და არაპრიმიტიული 1%-ია, რომლებიც ჯერ არსად შემხვედრია და თუ შემხვდება მერე ვიფიქრებ.
- აი, ყოჩაღ. - ტაში შემოკრა ნატამ, - ზუსტად დაახასიათე მამაკაცები, ამიტომაც მორჩა ჩემი სიყვარულის ისტორია ასე უცებ, მოკლედ და ლაკონურად.
- როგორი გემრიელი ბლინებია.
- მოგეწონა ხომ? აქ, „აურა“- ში, ძალიან გემრიელს ამზადებენ. პიცაც აქვთ შოკოლადის, ერთ დღეს ის ვჭამოთ.
- მომწონს შენი, ეს გეგმები.
- კი, ჩემი დაქალიც ჩამოვა ბათუმიდან და ის საერთოდ არ მოგვასვენებს.
- ნახეე, როგორი ლამაზი გოგოა, - თვალი ვერ მოწყვიტა ამაყად მიმავალს.
- შენ რა ნაკლები ხარ? მაგიჟებს შენი სიარულის მანერა, ისე დადიხარ, მგონია მთელი სამყარო ძირს გეფინება.
- ერთი წელი სამოდელო სააგენტოში ვიარე და იქ ვისწავლე ეგ სიარული.
- მასწავლე მერე მეც, - თმები უკან გადაიყარა.
- ახლა, აქ?
- არა, მერე, არ მეჩქარება. - წვენი მოსვა, - მეც უნდა დავიფინო ფეხქვეშ სამყარო.


***
ყოველდღიურობა, ერთფეროვნება, რუტუნა, ზოგისთვის მოსაწყენია, მაგრამ დინას მდგომარეობას ძალიან სჭირდება.
- ნატა, ხომ შეიძლება ერთხელ მეც მოგასწრო? - მისალმების ნაცვლად უთხრა.
- კარგად ხარ? - ალმაცერად ახედა.
- რავი, უბრალოდ ვერ გავიგე შენ აქ ცხოვრობ და მიმალავ თუ რა დროს მოდიხარ?
- ადექი ადრე და მომასწარი, ასე ძალიან თუ გინდა?! - გაეცინა.
- გავითვალისწინებ. - კომპიუტერი ჩართო და სამუშაო განწყობა მოიხმო.

„ერთდროს ძალიან მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის უფერო ცხოვრება, სულ ვეძებდი სიახლეებს, სტუდენტობის დროს ათას თავგადასავალს ვეძებდი, ერთ სამსახურში დიდხანს ვერ ვჩერდებოდი, ახლა კი ისე მამშივდებს ეს უფერო ცხოვრება, შეიძლება გავგიჟდი კიდეც.“
- საღამო მშვიდობის, გოგონებო, - შემოვიდა ადვოკატი აჩი.
- Hi. - მოკლედ უპასუხა დაღლილმა, დინამ.
- რასთან დაკავშირებით გაწუხებთ, - არ მიაქცია ყურადღება, - სამზარეულოსთვის ჭურჭელი უნდა ვიყიდოთ და ხომ გცალიათ, რომ წავიდეთ და ავარჩიოთ?
- ვაა, ჩვენ უნდა ავარჩიოთ? - ტაში შემოკრა ნატამ, „რა გაუხარდა ვერ გავიგე?“ გაიფიქრა დინამ.
- ხო, თქვენს გარეშე არ გამოვა.
- ძალიან კარგი და დღეს მივდივართ?
- კი, თუ გცალიათ.
- გვცალია, - დინას პასუხიც მის თავზე აიღო ნატამ. „გადამრევს ეს გოგო, არაა, ხანდახან მგონია ვიჩაქარე მეგობრობაზე, რომ დავთანხმდი.“
- მომაძახეთ, რომ მორჩებით სამუშაოს და გავიდეთ.
- კარგი.
- მე ვერ წამოვალ.
- არ არსებობს, - დოკუმენტების ალაგება დაიწყო ნატამ, - რატომ ვერ წამოხვალ?
- სხვაგან მივდივარ.
- სად სხვაგან? - მოჭუტა თვალები.
- არ გეტყვი.
- ნუ ბავშვობ, ტყუილი საერთოდ არ გამოგდის. ადექი და ლამაზი ჭურჭელი შევარჩიოთ. რა ფერი გიყვარს?
- შავი.
- მე თეთრი, ამიტომ შავ-თეთრი შევარჩიოთ. - წამოაგდო სკამიდან და კარები გადაკეტა.
- რას აკეთებ? იცოდე მეგობრობის შეთანხმებას დავარღვევ. - წარბები შეკრა.
- ნწ, ჩემთან ეგ ამბავი არ გამოგივა, ცალმხრივად ხელშეკრულების დარღვევა არ გამოდის, ორივე მხრიდანაა საჭირო თანხმობა, ამიტომ მორჩი სისულელებს და აჩის დაუძახე.
- მე რატომ? - გაუფართოვდა თვალები.
- თბილისელები ხართ ორივე და უფრო გაუგებთ ერთმანეთს.
- ღმერთო, რა დავაშავე? - აიხედა ზემოთ, - არა კი ვიცი რაც დავაშავე, მაგრამ... - თავი დახარა და საადვოკატო ბიუროს კარებზე დააკაკუნა. - ბატონო აჩი, აქ ხართ?
- არა, ქალბატონო დინა, არ ვარ.
- ძალიანაც კარგი, თუ არ ხარ. - გამოიხურა კარები და ნატას დაეწია. - არ არიან.
- დინა დღეს კარგად ხარ? აბა ის ვინ არის, უკან რომ მოგყვება?
- მანქანით ხართ გოგონებო?
- კი, - ასწია დინამ ხელი.
- და სად მივდივართ? მე მაღაზიები არ ვიცი, თქვენ გენდობით.
- მორიკაში ან აზიტაში წავიდეთ, ან სუპერშიც შეიძლება. - ჩამოთვალა მაღაზიები ნატამ.
- ყველა ვნახოთ? - შეშფოთდა დინა.
- წამოდით მორიკაში, მე იქ კომფორტულად დავდივარ, დიდი სივრცეა. - საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ნატამ.
- წადით თქვენ და წამოგყვებით.
- იქ შევხვდებით.
დინას ისე სწრაფად მიჰყავდა მანქანა, ნატა კივილისაც ვერ ახერხებდა.
- მე შენ აწინ მანქანაში აღარ ჩაგიჯდები, სანამ ტარებას არ ისწავლი. - გაფითრებული სახით გადავიდა ნატა ავტომობილიდან.
- უკაცრავად, აქ ვინმე შუმახერს, ხომ არ ჩაუვლია? - იცინოდა აჩი.
- აქ უნდა შევიდეთ?
- კი და პირბადე არ დაგავიწყდეს.
- პირბადე და ჯანდაბა ამათ.
- ე.ი რა გვინდა, - ჩაფიქრდა ნატა.
- სია მაქვს, - დინამ, ამაყად გაშალა ფურცელი.
- ოჰ, არადა არ მოდიოდა და როგორ მომზადებულხარ. - შეაქო ნატამ.
- შევიფერებ, შექებას. - თვალები მინაბა.
- რას ჭუკჭკებთ უჩემოდ?
- თუ რა ვიყიდოთ, შენ ნუ ერევი.
- ვახ, ფულს მე ვიხდი და კიდევ მე ნუ ვერევი?
- ჩვენი უფროსიც იხდის.
- ნატა, ეს ასეთი უჟმურია თუ თამაშობს?
- თამაშობს.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ ორჯერ ნანახ პიროვნებას გულში ვერ ჩავიკრავ და სიყვარულს ვერ ავუხსნი, გასაგებია? - ხელსახოცები ჩააუყარა კალათაში.
- კარგით, - დაიბნა აჩი.
- წავედი, მალე ავარჩიოთ, ბევრი დრო არ მაქვს.

***
„შინაგანი შფოთი, ღელვა, თრთოლვა, ემოციების კონტროლი, საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელია, რათა დავამარცხო ჩემი მეორე მე, რომელსაც სიცოცხლით სავსე დინას განადგურება მიზნად აქვს დასახული, სიწყნარეში ყოფნა ნომერ პირველი განტვირთვაა ჩემი გონებისათვის, ზღვის ტალღების ხმა და ირგვლივ სიბნელე.“
- არა, რაა?! აქ, ამ უცხო ქალაქში ვინ უნდა იყოს ჩემს კარზე? - ბურდღუნ-ბურდღუნით მივდა კართან და უკმაყოფილო სახით გააღო.
- არ არსებობს! - ერთხმად შესძახეს.
- შენ რა მითვალთვალებ? - შეტევაზე გადავიდა დინა.
- მოიცა შენ რა, ჩემი კარის მეზობელი ხარ? - თვალებგაფართოებული უყურებდა აჩი.
- არ არსებობს! - მთელი სახე დაემანჭა გოგოს.
- არსებობს, - არათითი მაღლა ასწია, - სულ ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
- რას მელაპარაკები? მართლაა? - ირონიულად ახედა.
- შეიძლება შემოვიდე?
- შემოდი, მაინც ქუთაისში ვართ და სტუმარ-მასპინძლობა აქ სხვა დონეზე აქვთ. - რევერანსული მისალმება გაუკეთა.
- მიხარია, რომ მეზობლები ვართ, - მდივანზე ჩამოჯდა.
- რატომ?
- ორივე თბილისიდან ვართ, ორივე ერთდროულად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას სხვა ქალაქში, ქუთაისში, ერთ შენობაში ვმუშაობთ და შესაძლოა კარგი მეგობრებიც კი გავხდეთ, უფრო მეტი თუ არა.
„როდის ვხვდებით, რომ თავისუფლები ვართ არჩევანში? ან ვხვდებით კი საერთოდ? ან ვართ კი თავისუფლები? თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც სულიერი სურვილები უფრო ძლიერია, ვიდრე ხორციელი და თუ შენ, მე ან სხვა ხორციელ სურვილებს ვანიჭებთ უპირატესობას ანუ ჩვენ თავის-უფალნი არ ვართ! რთულია, ცხოვრების მართვა, რთულია წინასწარ ყველა დეტალი განსაზღვრო, განჭვრიტო და ისე ააგო მომავლის გზები! შემთხვევითობა, ჭიდილი სულიერ და ხორციელ სურვილებს შორის ცვლის ჩვენს მიერ არჩეულ მიზნებს, ფიქრებს და ხანდახან თავდაყირა აყენებს ყველა ჩვენს ოცნებას!“
- რაზე ჩაფიქრდი? - აჩის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.
- აჰ, ხო. საინტერესოა დამთხვევაა ეს ყველაფერი, თითქოს სცენარისტებმა სპეციალურად გაწერეს ეს დეტალები.
- ხო, თითქოს. ყავას ან ჩაის არ შემომთავაზებ?
- ღმერთო ჩემო, - გაიცინა დინამ, - როგორი მოურიდებელი მეზობელი მყავს, თავს ყველაფერზე იპატიჟებს.
- აივანზე გავალ, კარგი საღამოა. - აჩი კარებში გაუჩინარდა.

- როგორი მშვიდი ქალაქია, არა? - ლანგარზე დადებული ყავა მიაწოდა.

- ნამდვილად, თბილისი ამ დროს იღვიძებს, აქ კი უკვე ისეთი სიწყნარეა, თითქოს გამთენია იყოს. - მოსვა ყავა, - ვაჰ, რა გემრიელია. ვინ გასწავლა ასეთი არომატული ყავის მომზადება?
- ამერიკაში ვისწავლე.
- ამერიკაში? - გაოცებით გახედა.
- ხო, ბოლო ერთი წელი იქ ვცხოვრობდი, - გაუღიმა, - ასე რატომ მიყურებ?
- და რატომ ქუთაისი?
- აჰ, კარანტინი ამ ქალაქში გავატარე და ჩავთვალე, რომ ცხოვრება ახალ შანსს მაძლევდა ჩემთვის უცნობ ქალაქში და ამიტომ აქ გადმოცხოვრება გადავწყვიტე.

- მშობლები, ნათესავები მიატოვე და ქუთაისში გადმოხვედი?
- მშობლები ამერიკაში ცხოვრობენ ბოლო 15 წელია, თბილისში კი ბებიას გარდა არავინ მყავს, ისიც მის სტიქიაშია და სიბერეს მოგზაურობაში და მეგობრებთან გართობაში ატარებს, ამიტომ მეც თავისუფალი ვარ და თუ მინდა ხვალ ხაშურში გადავალ საცხოვრებლად. - თვალი ჩაუკრა.
- ვაა, როგორი საინტერესოა. - გაოცება გამოეხატა აჩის.
- და შენ რატომ გადმოდი აქ, ქუთაისში?
- მე ჩემი მომავალი კარიერისთვის მჭირდებოდა.
- ქუთაისი უფრო მეტს მოგცემს ვიდრე თბილისი?
- ამ შემთხვევაში, აქ დასავლეთ რეგიონის საადვოკატო ბიუროს მთავარი იურისტი ვარ და ამ ეტაპზე მეც ასე მირჩევნია.
- გასაგებია... - ორივემ ღამის ქუთაისს გახედა. - ისე როგორი უცნაური ბედი აქვს ამ ქალაქს... მისი არსებობა 35 საუკუნეს ითვლის, მუდამ პირველ როლს ასრულებდა საქართველოში და ახლა, თითქოს მის გაქრობას ცდილობენ ... არადა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს...
- ასე ფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი აქვს?
- ჯერ ორი თვეც არაა რაც აქ ვცხოვრობ და მგონია აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც ხალხს აქ გააჩერებს და ჩამოიყვანს, თუმცა თითქოს არავის უნდა... კიდევ კარგი აეროპორტი, რომ აქვს. ტურისტებმა ცოტა აამუშავა ეს ქალაქი, თუმცა წელს ტურისტი სანატრელია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო.
- ოჰ, კორონამ ბევრი რამ თავდაყირა დააყენა და არავინ იცის ეს არეულობა, როდის დალაგდება...
- კი დავპაუზდით... სულ მგონია რაღაც ისეთთან მივდიოდით, რომ სადღაც გადაჩეხვა გველოდა და როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს ღმერთმა ხალხს ენები აურია, ახლა 2020 წელს ენები ვერა მაგრამ კორონას მეშვეობით რაღაც დიდი საფრთხეს აგვარიდა...

- მერე ამდენი ხალხი, რომ იღუპება?
- ხო, ადამიანებმა მუდმივი სიცოცხლის ნაცვლად, მოკლე ვადიანი სტუმრობა ავირჩიეთ დედამიწაზე, ამიტომაც ჩვენ ყველანი წავალთ დროებითი საცხოვრებლიდან მუდმივ საცხოვრებელში, უბრალოდ ჯავშნის დრო როდის და როგორ ამოგვეწურება ღმერთის გარდა და ჩვენს მიერ დაწერილი ბედისწერის გარდა არავინ იცის.
- ამბობ, რომ ბედისწერა არ არსებობს? მე მგონია, რომ შუბლზე გვაწერია თუ როდის ამოიწურება ჩვენი დრო დედამიწაზე.
- ანუ წინასწარ განსაზღვრული ბედის გჯერა... რაც უნდა მოხდეს კარგი თუ ცუდი ბედის ბრალია? იქნებ არასწორად არჩეული ცხოვრების გზის ბრალია? ჩვენ ხომ არჩევანში თავისუფალნი ვართ? გვინდა უფლის გზით ვივლით ან არ ვივლით, ამას არავინ გვაძალებს და ეს წინასწარ განსაზღვრული არ არის. თუ სასამართლო პროცესი წააგე ეს ბედის ბრალია? თუ იმის, რომ შესაბამისად მომზადებული არ იყავი ან საკმარისი მტკიცებულებები არ გაგაჩნდა ან პიროვნება დამნაშავე იყო და ციხიდან ვერ იხსნიდი... თუ ეს წინასწარ გადაწყვეტილია ბედისწერის მიერ, რომ აუცილებლად წააგებ, მაშინ რატომ ბრძოლობ? რატომ ეძებ გზებს, რომ ადამიანი იხსნა ციხიდან? თუ წინასწარ განსაზღვრულია, რომ თუ ავად გახდები უნდა გარდაიცვალო, მაშინ რატომ ვიბრძვით გადარჩენისთვის? თუ შეცდომას ვუშვებთ, რატომ ვცდილობთ მის გამოსწორებას? ეს ხომ ბედისწერაა? მაგრამ გულში ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ განვაგებთ, უბრალოდ აღიარება გვიჭირს და მორჩა... მარტივია, შეცდომები და არასწორი საქციელი ბედს, ბედისწერას დააბრალო, ვიდრე შენს მიერ არჩეულ არასწორ გზას და არჩევანს... ასე სინდისსთან უფრო მართალი ხარ და შედარებით მშვიდად აგრძელებ ცხოვრებას, შემდეგ გზაჯვარედინამდე.
- ვაა, დამაფიქრე... - სავარძილიდან წამოდგა აჩი და გვერდულად გახედა დინას. - უნდა წავიდე და შენს სიტყვებზე ვიფიქრო.

- შენი ნებაა, - წამოდგა სტუმრის გასაცილებლად.
- მიხარია, რომ გაგიცანი და მეზობლებიც აღმოვჩნდით, იმედია უფრო და უფრო საინტერესო საუბრები გველოდება წინ.
- აუცილებლად, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება შენთვის.
- აბა ღამე მშვიდობისა, ხვალ შევხდებით.
- შენც ასევე, ხვალამდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent