შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 1)


17-12-2020, 14:39
ავტორი სესილია
ნანახია 2 681

გზაჯვარედინი, გზა ოთხი მიმართულებით იყოფა : პირდაპირ, მარჯვნივ, მარცხნივ ან უკან. მიმართულების არჩევა, როცა ეს ცხოვრების გზაჯვარედინს ეხება, მერწმუნეთ საკმაოდ რთულია. გზაჯვარედინის შუა ცენტრში დგახარ და უნდა აირჩიო ცხოვრების ის გზა, რომელიც სწორად მიგაჩნია, შეიძლება შემდეგში ბევრჯერ ინანო, ბევრჯერ იფიქრო ეს გზა კი არა მეორე გზა, რომ ამერჩია, ჩემი ცხოვრება როგორ გაგრძელდებოდა? ის უკეთესი იქნებოდა თუ უფრო რთული, ვიდრე ახლა? თქვენ ბედისწერის გჯერათ? მე არა, რადგან ვთვლი ჩემი ბედის ბატონ-პატრონი მე ვარ და ჩემი არჩევანი წინასწარ გაწერილი არ არის. უფალმა თავისუფალი არჩევანი თუ მაჩუქა, მაშინ როგორ უნდა დავიჯერო წინასწარ გაწერილი ბედის ანუ ბედისწერის? თუ წინასწარ გაწერილია ვინ ჯოჯოხეთში, ვინ სამოთხეში წავა, მაშინ ჩვენი ამქვეყნად ყოფნის არსი არაფერი გამოდის... გამოდის ტყუილად ვლოცულობთ, ტყუილად ვსწავლობთ, ტყუილად ვმკურნალობთ და ტყუილად გვჯერა სასწაულების. ჩვენ ხშირად დავდგებით ცხოვრების გზაჯვარედინზე, ბევრჯერ მოგვიწევს არჩეული გზის შეცვლა ხან პირდაპირ, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხან კიდევ უკან დავიხევთ. ჩვენი ისტორიის გმირი, ახლა მისი ცხოვრების ახალ გზაჯვარედინზე დგას და არ იცის ეს არჩევანი და ცვლილება თუ რას პირდება.
- „ძედტკა“ დავდგეთ? - დიდი შავი ჯიპი, ხმამაღალი მუსიკით გვერდით დაუდგა მანქანას.
- ღმერთო ჩემო, ეს ბიჭები ასეთი სულელები რატომ არიან? - შუქნიშანს ახედა და მთელი სისწრაფით გასცილდა გზაჯვარედინს. - აღმაშენებლის 124გ, მგონი ეს უნდა იყოს, - გაჩერდა ბინასთან.
მანქანა დააყენა და სანოტარო ბიუროში შევიდა.
- მობრძანდით, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ფართოდ იღიმოდა მისაღებში გოგონა.
- გამარჯობათ, მე ბატონ თენგოსთან ვარ, გასაუბრებაზე.
- აჰ, დიახ, გელოდებათ კაბინეტში.
- დიდი მადლობა, მაშინ შევალ.
- დიახ.
- შეიძლება? - კარები შეაღო.
- მობრძანდით. - წამოდგა ბატონი თენგო.
- მოგესალმებით, - ხელი გაუწოდა, - მე დინა ვარ, ოთარი ბიძიამ, რომ დაგირეკათ.
- რა უცხო სახელი გქვიათ, დინა. - ხელი შეაგება მის ხელს.
- ბებიას საპატივცემულოდ.
- ძალიან კარგი. - სავარძელში გასწორდა, - ოთარის ნათესავი ხართ?
- არა, მამას მეგობარია.
- ქუთაისში გადმოსვლა რატომ გადაწყვიტეთ? დღეს ყველა აქედან წასვლაზე ოცნებობს.
- და თქვენც იგივეს ოცნებობთ?
- მე? - დააბნია კითხვამ.
- იცით ეს ქალაქი ძალიან მომწონს, ამიტომაც გადმოვედი აქ. ყველას ჩვენი ოცნება და მიზნები გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ქუთაისი ჩემი ოცნების ქალაქია, მაგრამ თბილისს ყველანაირად სჯობია.
- მიხარია, რომ აქ ხართ. დამიჯერეთ ქუთაისს თუ შეიყვარებთ, ისიც მთელი გულით მიგიღებთ და შეგიყვარებთ.
- პირველ რიგში, თავი უნდა დავიმკვიდრო, პატარა ქალაქში ცოტა ეს რთულია, მაგრამ იმედია კარგი თანამშორმელი ვიქნები.
- მაგრამ თქვენ იურიდიული დამთავრებული არ გაქვთ, ეს კი სანოტარო ბიუროა.
- ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე ხომ არ მივიღებ? ნოტარიუსი თქვენ ხართ, მე უბრალოდ შაბლონების გამზადება მევალება.
- დაახლოებით მასეა, თან ნატას დაეხმარები.
- ვცადოთ, თუ გამოვა გამოვა, თორემ იქ სადაც თავს ვერ ვართმევ სამუშაოს, მე თვითონ მივდივარ. არ მიყვარს ვინმეს ტვირთად, რომ ვაწევარ. - გაუღიმა.
- მომწონს თქვენი პრინციპი.
- მეც, ამიტომ არის ჩემი პრინციპი. - ისევ გაიღიმა.
- მაშინ გილოცავთ, - ხელი გაუწოდა, - მიხარია ჩვენი გუნდის წევრი, რომ ხართ.
- დიდი მადლობა, ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.
- ნატა, - გასძახა თანაშემწეს.
- დიახ, ბატონო თენგო.
- გაიცანი ჩვენი ახალი თანამშრომელი დინა... - შეჩერდა, გვარი არ იცოდა.
- დინა დიდმანიძე, - წამოდგა და მეგობრობის ნიშნად ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნო, - ისევ ფართოდ გაიღიმა და დინას ხელს მისი ხელი მაგრად ჩასჭიდა, - მე, ნატა რუხაძე. მიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდით.
- იმედია, საქმეს არ გაგირთულებთ და პირიქით, სამუშაოს გაგიმარტივებთ.
- წარმატებები გოგოებო, - ფეხზე წამოდგა ბატონი თენგო, - სულ მალე სამუშაო დრო დაგვეწყება, ამიტომ რამოდენიმე დღე პრაქტიკულ საკითხებს გასწავლის ნატა და შემდეგ აქტიურად ჩაებმები სანოტარო ბიუროს ფერხულში.


***
ცვლილებები, ცხოვრების ცვლილებები მარტივი არ არის, მითუმეტეს სხვა ქალაქში, სადაც არავინ გიცნობს და არავის იცნობ, თუმცა ხანდახან აუცილებელია უკან მოიტოვო ყველა მოგონება, კავშირი წარსულთან და ახალი ეტაპი მიიღო მარტივად და წინსვლა თავაწეულმა განაგრძო.
- დილა მშვიდობისა.
- დინაა, მოხვედიი?
- როგორც მხედავ.
- ძალიან კარგი, დღეს პარასკევია და შეიძლება დატვირთული დღე გვქონდეს.
- მივეჩვიე, ავეწყვე იმაზე იოლად, ვიდრე ველოდი, შენი დამსახურებით. - გაუღიმა და კომპიუტერი ჩართო.
- იცი, ამ საღამოს მინდა ყავაზე დაგპატიჟო, შეიძლება? - მორიდებით ჰკითხა.
- წავიდეთ, - დაეთანხმა - ამ ქალაქში შენ და ბატონი თენგოს გარდა არავის ვიცნობ.
- არაუშავს, ნელნელა გაიცნობ. ხომ იცი პატარა ქალაქი ვართ.
- პატარა? - გახედა, - მე არ ვთვლი, ქუთაისს, პატარა ქალაქად.
- ვატყობ ჩვენი ქალაქი მოგწონს.
- კი, მყუდრო და მშვიდი ჩანს. ჯერ ერთი თვეც არაა რაც გადმოვცხოვრდი.
- გამარჯობათ გოგოებო, როგორ ხართ?
- კარგად ბატონო თენგო და თქვენ?
- სამუშაოდ მოტივირებული ვარ, დღეს იუ-კაპიტალმა დამირეკა სააღსრულებო ფურცლების ამოწერა სურს და სამუშაო გვექნება საკმაოდ.
- არაუშავს, ახლა მარტო არ ვარ, დინა დამეხმარება.
- მგონი კარგად შეეწყევთ ხომ?
- კი, მჯერა მალე უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით.
- აბა წარმატებული დღე გოგოებო.

დამღლელი დღე გამოვიდა, ასეთ დატვირთულ მუშაობას მიუჩვეული იყო დინა, მაგრამ მოსწონდა, რადგან თითქოს იქ იყო, სადაც უნდა ყოფილყო.
- აბა სად წავიდეთ? - ჰკითხა ნატას.
- რიონის პირას „არგოში“ წავიდეთ.
- რუსთაველის ხიდთან, რომ არის?
- აჰა, გცოდნია.
- ხო საღამოობით ფეხით ვსეირნობ და მაშინ აღმოვაჩინე, მაგრამ იქ მანქანას სად დავაყენებ?
- პირველ სკოლასთან იქნება ადგილები.
- კარგი, მაშინ გენდობი.


არგონავტების მითი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ციკლია სამყაროს შექმნის, ღმერთების წარმოშობის, ზეციური ძალაუფლებისათვის ბრძოლის, დიდი გმირების, ტროის ომისა და თებეს ციკლებთან ერთად. მითში კოლხეთის მეფე აიეტი და მისი ქალიშვილი მედეა დიდ როლს თამაშობს.
- ვზივარ ახლა არგონავტების მითის ინსპირაციით შექმნილ კაფე „არგოში“ და ვფიქრობ, როგორ დაუჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მახსოვს ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, - მიუბრუნდა ნატას, - „ოქროს საწმისში“ მართლა ვერძის ტყავი კი არ იგულისხმებოდაო, მაშინ კოლხეთში მაღალ განვითარებული იყო მშენებლობა, მედიცინა და ბევრი რამ და ეს საიდუმლო გაიტანეს კოლხეთიდან არგონავტებმა.
- მიყვარს ეს მითი, რადგან ჩვენ გვიკავშირდება. მედიცინას სახელი მედეას სახელიდან მოდისო, ესეც გამიგია.
- კი, ამბობენ მაგასაც.
- მხოლოდ ყავა გვეყოფა? - ჩახედა მენიუს ნატამ.
- რავი, აქ პირველად ვარ და შენ აირჩიე.
- კარგი, - მიმტანს შეკვეთა მისცა. - რაღაც, რომ გკითხო შეიძლება?
- კი.
- თბილისიდან ქუთაისში რატომ გადმოხვედი?
- კარგი კითხვაა, - გაიღიმა, - იცი, როცა მარტო ხარ, სად იცხოვრებ, რომელ ქალაქში თითქოს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როცა მოგონებების წაშლას ცდილობ, წარსულთან გაქცევას, მაშინ თუ სად იცხოვრებ აქვს მნიშვნელბა.
- მშობლები ხომ გყავს?
- კი, ამერიკაში ცხოვრობენ უკვე 15 წელია და მეც შესაბამისად ამდენი ხანია მარტო ვცხოვრობ.
- იქ რატომ არ წახვედი?
- ვიყავი და ორი თვეა რაც დავბრუნდი, მიღებული სტრესებისგან გავთავისუფლდი და აქ ვარ, ქუთაისში.
- ნათესავები, მეგობრები, კლასელები?
- მხოლოდ ბებია მყავს, დედის მხრიდან. - სივრცეს გახედა, ბებიას სახე დაუდგა თვალწინ, - ვაკელი ბებო, იქ ცხოვრობს მის კოხტა ბინაში და ცხოვრებას მის გემოზე ატარებს, ამიტომ ხელს ვერ შევუშლი. ხოლო მეგობრები იყვნენ და ეტაპობრივად გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. მამა პეტრე კოლხმა თქვა „მე დავეძებდი ადამიანებს, რომ სიცარიელე ამომევსო და მივხვდი, ადამიანები მხოლოდ მაცარიელებდნენ!..“ როცა მეგობარს მხოლოდ შენი ფული აინტერესებს, როცა მეგობარი ვერ ხვდება მხარი როდის დაგიჭიროს, როცა მეგობარი შენს კეთილ რჩევას, ცუდად იღებს და ზურგიდან დანას გირტყამს, ე.ი ეს მეგობრობა არაა. აღმოჩნდა მეგობრობის ნიჭი არ გამაჩნია, ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს ისე როგორც სწორად მიმაჩნია, შემიძლია დახმარება, ვეხმარები, არ შემიძლია ვარ ჩემთვის.
- ჩემი მეგობრების გარეშე ვერ წამომიდგენია, - სევდა დაეტყო ხმაზე, - როგორ შეძელი გამკლავება? ან ყველამ ერთად როგორ მიგატოვა?
- ყველამ ერთად არა, მაგრამ იცი ერთ დროს საუკეთესო დაქალის გამო ბიჭიც კი ვცემე, - გაეცინა.
- რაა? მართლა? შეგიძლია ჩხუბი და რამე? - თვალი ჩაუკრა ნატამ.
- კი, კარატეში დავდიოდი. - ცალი წარბი აწია.
- ვო, ვო, რა მაგარია და მერე?
- რა მერე?
- რომ ცემე ის ბიჭი...
- აჰ, ხო ვცემე, ამის გამო ბევრი მომეწება, თან ფული ჩემი მშობლების წყალობით მუდამ მქონდა, ამიტომ ფულის ტომარა მცველი ვიყავი და არა მეგობარი... ამას გვიან მივხვდი, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მათი გვერდით დგომა...
- იმ დაქალმაც კი მიგატოვა? – თვალები გაუფართოვდა.
- კი, რადგან მის შეყვარებულზე სიმართლე ვუთხარი.
- სიმართლე არავის უყვარს. - ტუჩები მოკუმა ნატამ.
- აბა მეგობრობა რა არის? როცა ხევში იჩეხები და გიჭერ, ამის გამო უნდა გამრიყო? მეგობრობა სხვანაირად მესმის, როცა ვიჩეხები უნდა გადამარჩინო, როცა წარმატებული ვხდები, უნდა მომილოცო და ა.შ.
- მეც მასე ვფიქრობ, ნამდვილად არ მჭირდება მეგობარი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია და კარგი, პირიქით.
- თუმცა, სამწუხაროდ, არავინ შემორჩა ვინც ასე თვლის... - ყავა მოსვა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, ვიმეგობროთ. - ხელი გაუწოდა ნატამ. - მე შენ ძალიან მომწონხარ.
- ჰმ, ჯერ მხოლოდ ხუთი დღეა რაც მიცნობ, - ხელის თითები გაშალა.
- მერე რა, ადამიანის აურაში არასოდეს ვცდები, შენ განსაკუთრებული აურა გაქვს და მინდა, რომ ვიმეგობროთ.
- კარგი, იყოს ასე. - გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება, - სიმართლე გითხრა მგონია, რომ შეთანხმება დავდეთ.
- კი, მეგობრობის შეთანხმება.
„მეგობრობის შეთანხმება დავდე, თავს უცაურად ვგრძნობ, მგონია მეგობრობა გარკვეული ურთიერთობების შემდეგ იწყება, მაგრამ ნატამ მეგობრობა, აი, ასე შემომთავაზა, შეიძლება ასეც ხდება, უბრალოდ ჩემთვის უცხოა, მიუხედავად იმის, რომ ჩემს საუკუნის მეოთხედში ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც ახლა ჩემთან არ ან ვერ არიან! ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე ახალი მიმართულება ავირჩიე, ამიტომ ვღებულობ ყველა იმ სიახლეს, რაც ჩემთვის უცხოა, იქნებ ასე მაინც ვიპოვო დაკარგული ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ფულში არ არის!“
- ანუ დღეიდან მეგობრები ვართ. - იღიმოდა ნატა.
- ასე გამოვიდა, - უხერხულად შეიშმუშნა.
- მესმის, მოულოდნელი იყო ჩემი ასეთი განაცხადი, მაგრამ გპირდები, - არათითი მაღლა გაიშვირა, - მე ნატა როხვაძე დინა დიდმანიძეს ისეთ მეგობრობას გავუწევ, ყველა იმედგაცრუებას დავავიწყებ.
- ამბიციური განაცხადია.
- ზოგადად, ასეთ საკითხებში ამბიციური ვარ.
- ძალიან კარგი, მაშინ კოქტეილი ხომ არ დაგველია, ჩვენი მეგობრობის დაწყების აღსანიშნად?
- მომწონს, ვსვამ!

ხანდახან აუცლებელია ცხოვრების დინებას მივყვეთ, არ ვიცუროთ მის საწინააღმდეგოდ და მოვდუნდეთ, ძალები მოვიკრიბოთ, რათა ახალი ენერგიით
შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების ეტაპები.

***
- ალო, დინა, სად ხარ?
- მოედანზე ვარ.
- კონკრეტულად სად? მესხიშვილის თეტრთან? ბაღის თეთრ სვეტებთან? მაკდონალდსთან? თუ თიბისი ბანკის შენობასთან? ან იქნებ კოლხურ შადრევანთან?
- თიბისი ბანკის შენობასთან.
- აჰა, ძალიან კარგი, მანდ დაიცადე და მალე გამოგივლი.
- რა ხდება, ნატა?
- მცირე ექვსკურსიაზე მივდივართ.
- იქნებ არ მცალია?
- კარგი ბევრს ნუ მალაპარაკებ, 5 წუთში მანდ ვიქნები. - გათიშა ტელეფონი.
- ღმერთო ჩემო, რა უცნაურია? ასე უცებ, დაუგეგმავად სად მივყავარ? რატომ მივყავარ?
- დინაა, ჩქარა, ჩქარა ჩაჯექი უკან, - მანქანიდან ხელს უქნევდა ნატა და დინაც დამორჩილდა.
- გამარჯობათ, - მიესალმა გოგონებს.
- დინა, ესენი ჩემი დები არიან, შუათანა დაიკო, მარიანა და უმცროსი დაიკო, ანანია.
- აჰ, ძალიან კარგი, მიხარია თქვენი გაცნობა.
- ჩვეენც, - გაბადრული სახეებით უყურებდნენ.
- მართლაც რა უცხო აურა აქვს, მეც მომწონს ეს გოგო. - თვალები აუფახულა ანანიამ.
- ნამდვილად, - დაეთანხმა მარიანა. - ნატა, არასოდეს ცდება, რაღაცნაირად გრძნობს ადამიანებს, ნიჭი აქვს.
- კარგით, ამოისუნთქეთ. - მიხვდა ნატა დინას დაძაბულობას. - ახლა ჩვენ მივდივართ საქართველოს იმერეთის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრძალში - სათაფლიაზე!
- სათაფლიაზე?
- ნამყოფი ხარ?
- არაა, პირველად მივდივარ.
- ასეც ვიცოდი, ამიტომაც დავგეგმე ეს ექვსკურსია, მერე კი სადმე ვივახშმოთ.

სათაფლიის ნაკრძალის შექმნას საფუძლად დაედო: მხარეთმცოდნის და პედაგოგის, პეტრე ჭაბუკიანის მიერ 1925 წელს სათაფლიას მღვიმის და 1933 წელს დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენა.
- როგორი სილამაზეა, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა მიმავალ გზაზე.
- ჯერ სად ხარ, შუშის გადმოსახედიდან ქუთაისს, რომ დაინახავ მერე სხვა აღტაცება გელის კიდევ.
- ნახე რამდენი ხალხია, იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. - ტუჩები გაბუსხა ანანიამ.
- ბილეთები guru.ge-ზე ვიყიდე, ამიტომ სალაროსთან რიგში დგომა არ მოგვიწევს, მგონი მალე შევალთ.
- მოგესალმებით, - მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, - მე სათაფლიის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურეობის სპეციალისტი, მირზა გახლავართ, თუ ბილეთები შეძენილი გაქვთ, ჯგუფი ივსება და 10 წუთში შეძლებთ ტერიტორიაზე შესვლას.
- მადლობა დიდი, ყურადღებისთვის.
- პირიქით, თქვენ მადლობა, რომ გვესტუმრეთ.
- აქ დადიოდნენ დინოზავრები? - წარმოსახვაში წარმოიდგინა დინამ.
- აჰა, ასე ამბობენ. - სურათებს იღებდა მარიანა.
- გოგონებო, წავედით, შედის უკვე ჯგუფი. - დაიძახა ნატამ.
- მოგესალმებით, მე დღეს თქვენი გიდი ვარ და გაგაცნობთ ჩვენი ნაკრძალის ისტორიას. ჩვენი ნაკრძალი დაფარულია კოლხური ტყეებით, რომლის ქვეტყეში მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქნარების რამდენიმე სახეობა დომინირებს, შვიდ ათეულამდე სახეობის მცენარეა წარმოდგენილი. უმაღლეს მცენარეთა სამი სახეობა კავკასიის, ხოლო ერთი - საქართველოს ენდემია. ხემცენარეების თითქმის ნახევარი მესამეული პერიოდის რელაქტია, რაც იშვიათი მოვლენაა ანალოგიურ განდებში მდებარე ტერიტორიისთვის. რელიქტებიდან აღსანიშავია: კავკასიური რცხილა, აღმოსავლეთის წიფელი, ქართული მუხა, წაბლი, ბზა და სხვა. ბზა კორომების სახით მარადმწვანე ქვეტყეს ქმნის, რომლის ცალკეული ეგზემპლართა ასაკი საუკუნეს აღწევს. ასევე დაცულ ტერიტორიაზე ხუთ ათეულზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელთაგან მრავალფეროვნებით აქაური ფრინველთა სამყარო გამოირჩევა.
- Wow, ძალიან შთამბეჭდავია.
- ჯერ სად ხარ, - ხელკავი გაუიკეთა ანანიამ და კიბეებზე ავიდნენ.
- ახლა ჩვენ შევდივართ შენობაში, სადაც გვხდება 7 მილიონი წლის წინ გადაშენებული 7 სხვადასხვა სახეობის 25 დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი. სათაფლია ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ასევე მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევი. ნაკვალევი დატოვებულია მერგელოვან კირქვებზე. როდესაც აქ დინოზავრებმა გაიარეს და ორ ფენაზე დატოვეს კვალი, მაშინ ამ ტერიტორიებზე ზღვის სანაპირო იყო.
- მოიცა ასეთი პატარა ფეხები ჰქონდათ? - დაეჭვდა დინა.
- მისი მერე 7 მილიონი წელი გავიდა და დაპატარავდნენ, - ხითხითებდა ანანია.
- ნუ ცუღლუტობთ. - თვალები დაუბრიალა ნატამ.
- ახლა ბილიკით გავივლით ულამაზეს ტყეს, სადაც განლაგებულია დინოზავრების სხვადასხვა სახეობის ფიგურები.
- ისე რა კარგი ჰაერია, კარგად ისუნთქეთ ჟანგბადი. - დედასავით არიგებდა ნატა.
- ისე ახლა, რომ გამოხტეს დინოზავრი, ხომ არ შეგეშინდებათ? - წარბები აათამაშა მარიანამ.
- როდის გაიზრდებით? - დაღონებული სახით იკითხა ნატამ.
- ახლა ჩვენ გავივლით მთის ფერდობს, სადაც გარეულ ფუტკრებს ჰქონდათ ოჯახები და თაფლი პირდაპირ ციცაბო კლდეზე იღვრებოდა, აქედან გამომდინარე ეწოდა ნაკრძალს სათაფლია, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „თაფლის ადგილს“, სადაც ბევრი თაფლია.
- რა ლამაზი ხედია, ნახეე. - სურათებს იღებდა მარიანა.
- იქ ზემოთ გადმოსახედი ხიდია? - აიხედა მაღლა.
- კიი, შუშისაა და იქაც ავალთ, მღვიმიდან რომ გამოვალთ.
- ახლა შევდივართ მღვიმეში, რომლის საერთო სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრი, ხოლო ბილიკის სიგრძე 309 მეტრია, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით, გარდა ამის მღვიმეში მოიპოვება სვეტები, ლონდარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმეში ტემპერატურა 14 გრადუსია სეზონის ნებისმიერ დროს. ჩვენგან ხელმარცხნივ მოედინება მდინარე ოღასკურა.
- რა სილამაზეა, - ყველაფერს თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა, დინა, - თან როგორ ცივა.
- ვისაც ასთმა აწუხებს, ჰაერის გამო აქ დაყავთ სამკურნალოდ. - თქვა ნატამ.
- მართლაა? ანუ სამკურნალოცაა?
- კი.
- Wow, ეს რა არის?
- ამ სტალაგმიტის აგებულებას გულის ფორმას ადარებენ, მისი სიმაღლე სამ მეტრს აღემატება, ხოლო გარშემოწირულობა 12 მეტრია. სტალაგმიტზე ჭერიდან მუდმივად ეწვეთება კალციტებით მდიდარი წყალი. დამთვალიერებელს სჯერათ, რომ თუ ამ გულის ფორმის სტალაგმიტთან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდება.
- ჩავიფიქროთ რამე. - თვალები დახუჭა ანანიამ.
- რასაც გულით იწამებ, აუცილებლად აგიხდება. - გაეღიმა ანანიას ბავშვურ საქციელზე.
- ახლა მღვიმედან გავდივართ, ავივლით ტყეში ბილიკს, ვნახავთ მუზეუმს, შემდეგ კი გადმოსახედიდან დავტკბებით ქუთაისის პანორამული ხედით.
- სიმართლე გითხრათ დავიღალე, - დაიწუწუნა ანანიამ.
- უკვე სრულწლოვანი ხარ და ამიტომ.
- ეგ რა შუაშია? საერთოდ არ გაქვს იუმორი. - ხელი უიმედოდ ჩაიქნია შუათანა დაზე ანანიამ, - უნივერსიტეტში, რომ მივალ გავიკითხავ იქნებ ჰქონდეთ იუმორის კურსები, თორემ სირცხვლია იმერელი, ქუთაისელი გოგო იუმორის აზრზე, რომ არ ხარ.
- ფაქტიურად, ოღასკურას გამატანა. - აკისკისდა მარიანა.
- არა, აღმართზე მეც გამიჭირდა, - შეისვენა დინამ, - არ მინდა ეს გადმოსხედი თუ ვერ ავაღწიე იქ.
- წამოდით, წამოდით, - ხელს იქნევდა ნატა, - თქვენზე უფროსი ვარ და გაგასწარით, სირცხვილო.
დაღლა ნამდვილად ღირდა, გადმოსახედიდან ქუთაისის ულამაზესი ხედი გადაიშალა.
- ეს მთლიანად ქუთაისია?
- არა, ნახევარი ნიუ-იორკია. - მთელი სერიოზულობით განაცხადა ანანიამ, - უბრალოდ ვმალავთ.
- რა?
- შენც არ გაამხილო, თორემ ტრამპი ბიძია გადაირევა, მსოფლიოს ვუმალავთ ამ ამბავს.
- აჰ, კაი. - აჰყვა ანცობაში. - ის პარლამენტის შენობაა? რა ლამაზად ჩანს.
- ეჰ, წაგვართვეს პარლამენტი და ვართ ეულად.
- ისე რა კარგი იქნებოდა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, რომ გქონოდათ.
- ნამდვილად, ხალხს იმედი მიეცა. ახალგაზრდობასაც გვიხაროდა, პარლამენტის აქ ყოფნა, რიგ ინსტიტუტებს განავითარებდა, ტელევიზიები, არასამთავრობოები თავიანთ ფილიალებს გახსნიდნენ, მოკლედ ცხოვრება ქუთაისში ჩიხს არ დაემგვანებოდა. ახლა კი ჩიხში ვართ, საიდანაც ჯერ სინათლე არ ჩანს.
- ნატა ნუ ღელავ, ახლა უნივერსიტეტი გვიშელის.
- ხო, იმედია.

დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა, დადებითი მუხტებით აივსო დინა, გოგონებმა მის გულში სხვა სიხალისე და ემოცია შეიტანეს.
- აქ გამიჩერე, შიგნით შეიძლება ვერ მოუხვიო.
- აჰა, კარგიც.
- დიდი მადლობა, ასეთი კარგი დღისთვის. ვალში ვარ თქვენთან.
- სამმაგად ვიბრუნებთ ვალს, რომ იცოდე. - აკისკისდა მარიანა.
- აბა მშვიდობიანი ღამე.
- შენც ასევე, დინა.
ეზოს ძაღლები აედევნენ.
- რაო ცუგებო? გშიათ? - შეჩერდა, - სამწუხაროდ დღეს არაფერი მაქვს, ხვალ მოგიტანთ რამეს, კარგით?
- რას მიყეფ? შენი დედა მოვ...ან, - ახალგაზრდა ბიჭი მთელი სართულებით აგინებდა ძაღლს.
- მისი დედა, ეს შავი ძაღლია და აქ დაკავდებით თუ სადმე სხვაგან?
- უკაცრავად? - ბიჭი დინასკაენ მობრუნდა.
- თქვენ, ძაღლის დედას აგინებთ და გეუბნებით, რომ ის ძაღლი - უკან გაიშვირა ხელი, - მისი დედაა და ...
- არა ეს ისე ვთქვი... - დაიბნა.
- ხო, გინება დედაზე ეს ადამიანის თუ ცხოველის იქნება, მუდამ ამაზრზენია, ამიტომ სანამ დედაზე გინებას დააპირებთ, ყოველთვის დაფიქრდით იქნებ ვინმემ მართლა მოგიყვანოს საკუთარი ან შენი დედა და მერე სად მიდიხართ? - წამწამები, მიამიტი სახით, ააფახულა.
- ვფიცავ, აღარ შევიგინები. - გულზე ხელი დაიდო ბიჭმა.
- კარგი იქნება, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. - წელში გამართულმა ჩაუარა, ბიჭი კი გაოცებული და გაოგნებული უყურებდა სიბნელეში მიმავალ, ლამაზი აღნაგობის, გოგონას.



№1 სტუმარი Marimari

Saintereso istoria chans, ai boloze vixalise;-) simartle utxra bichs:-) warmatebebi

 


№2  offline წევრი სესილია

Marimari
Saintereso istoria chans, ai boloze vixalise;-) simartle utxra bichs:-) warmatebebi


მადლობა მარიამ <3 მიხარია, თუ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent