ნომერი 10 ( თავი 1)
-------------------- მუხლებზე დამხობილი ძლიერად ვუსვამ ცივ, სიძველისაგან გაცრეცილ იატაკს ფრჩხილებს და ყელში გაჩხერილი მტკივნეულ ბურთს ტანჯვით ვყლაპავ. ცრემლები ძირს ეხეთქებიან და დაღვრილ,აქა-იქ გაფანტულ სისხლის წვეთებში ერევიან. სიცივისაგან ძვლებში ერთიანად მივლის მყინვარე ალმური,მეტად ვიკუმშები და ცალ ხელს პირზე მთელი ძალით ვიფარებ. "არავინ არ უნდა გაიგოს!" ვიმეორებ და ჭკუიდან შეშლილი აქა-იქ ვიწყებ ტოკვას,ისე თითქოს შემოდგომის ცივ ამინდში ფოთლებისაგან დაცლილი ხე ვიყო,უსამართლობის შეგრძნება ერწყმის სიძულვილის გრძნობას,გონებაში ახლიდან იწყებს ფილმის კადრივით ტრიალს თვითოეული წამი და ვგრძნობ რომ მეტად ვიტანჯები. მომავლისაკენ მიმავალი ყველა გზა გამქრალია,თითქოს ვიღაცამ ფურცელზე დახატული ბილიკები საშლელით წამიშალა და უსუსური,უმწეო მარტოდ დამტოვა ცარიელ ოთახში ჩემს მწუხარებასთან ერთად. ეს ციხეა საიდანაც გასვლა შეუძლებელია და თუ გაბედე,შეძელი, სიკვდილით დაგსჯიან,არ დაგინდობენ,ნაკუწებად გაქცევენ და შენს სხეულს სანაგვეზე მოისვრიან ისე,თითქოს უბრალო,არაფრის მომტანი ვირთხა ხარ ამ სამყაროში. მარტო ვარ ! სრულიად მარტო... --------------- ცრემლებისაგან დაცლილს, გონებაგაფანტულსა და დაღლილს მესმის ნაბიჯების ხმა,ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან ვისვეტები. კარს მიხა აღებს,ცოტა ხანს შეშდება,თვალს შეფასებით მავლებს ქვევიდან-ზევით,მოწყვეტით წყდება ადგილს და ჩემკენ იწყებს სვლას. სისხლისგან დასვრილ ხელებს სახეზე ვიფარებ და თვალებს ძლიერად ვხუჭავ,ვიცი შემდეგი მოქმედება, მაგრამ უეცრად,ჩემს წინ ჩერდება და გულზე მთელი სინანულით მიკრავს. თვალებზე მომდგარ ცრემლებს გაჭირვებით ვიკავებ - როგორ ხარ ჩემო პრინცესა ? - მეკითხება და მხრებზე მკიდებს ხელებს,ოდნავ მწევს უკან და ამაზრზენი ღიმილით მაჩერდება. საპასუხოდ ვუღიმი მეც,თავს ვხრი და მის ტალახისაგან დასვრილ შავ ფეხსაცმელებს ვუწყებ ყურებას - მოგშივდა ? - უკან იხევს და გვერდით მდგარი საწოლისკენ მიექანება,ზედ ეხეთქება და ფეხს ფეხზე იდებს. მის ნახშირივით შავ თვალებში შემაშინებელი ნაპერწკლები დაძრწიან,ვხედავ როგორ არ მაცილებს მზერას და შეძრწუნებული,ღონე მიხდილი პასუხი არას სანიშნებლად თავს ვუქნევ - როგორ არ გშია, რა ხანი გავიდა არ გიჭამია - მეუნება ისე,თითქოს ჩემზე დარდებისგან და ფიქრებისგან შეწუხებული და დაქანცულია,რომ არ ვიცნობდე ვიტყოდი კიდეც,ამ კაცს ძლიერ უყვარხარ მარიანა, ძალიან ზრუნავს შენზე - თქო, თუმცა ვიცი, ეს დროებითი კეთილი ელვაა რომაა და უფრო მეტად მეზიზღება საკუთარი თავი იმის გამო, რომ ერთ დროს დასმულ კითხვაზე " გახდები ჩემი ცხოვრების მეგზურზე" პასუხი " კი " გავეცი. - შეიძლება წყალი რომ გადავივლო ? - დაბალი ხმით ვეკითხები და საკუთარ დათხვრილ ხელებს დანანებით ვაშტერდები. არც კი ვიცი ამ ეტაპამდე როდის მოვასწარი მოსვლა... - შეიძლება - მპასუხობს და ფეხზე დგება,ოთახიდან ელვის სისწრაფით გადის და კარებს ძლიერად იხურავს თან. მაშინათვე უზარმაზარი თეთრი კარადის სარკის წინ ვდგები, საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და ვხვდები,მეტის ყურება არ შემიძლია,კარს ვხნი და კარადის უჯრებზე განლაგებულ დაკეცილ,ფერების მიხედვით გადახარისხებულ ტანის გასამშრალებლებს ვაკვირდები - თეთრი - ხმა მაღლა ვამბობ და ხელს ვავლებ,სააბაზანოში მოვექანები სწრაფი ნაბიჯებით,კარებს საკეტით ვკერავ და ონკანის სახელურს თითებით ვწევ ზევით. მომავალი წლის ნაპერწკლები აქა-იქ ეცემიან, ცივ-ცივად მეხეთქებიან სხეულზე და სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ. კარგად დასვრილ,რამდენიმე კვირის გამოუცვლელ შავ,თხელ სიფრიფანა პიჟამას ერთი ხელის მოქნევით ვიძრობ და წყლის ქვეშ ვიტურები. დაე წყალმა წაიღოს ჩემი ტკივილი.. მეღიმება, გრძელ ჩამოშლილ თმაზე ხელს ვისვამ,მერე თეთრ,ცივ კაფელზე ვჯდები და მუხლებში მოხრილი საკუთარ ფეხებს ისე ვაჭდობ გარშემო ხელებს,რომ კარგად ვგრძნობ საკუთარი გულის ფეთქვასაც. ნეტავ აქ შემეძლოს სამუდამოდ დარჩენა,ნეტავ გარეთ მიხა არ მელოდებოდეს... თავს მუხლებზე ვიდებ და ფიქრების კორეანტელში მივექანები... 10 თებერვალი . ჩემი დაბადების დღე იყო,ძალიან მიყვარდა რადგან მივიჩნევდი,რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო მთელ წელიწადის დროებს და რიცხვებს შორის.. ყოველ წელიწადს მიყვარდა აღნიშვნა,მეგობრების გარემოცვაში აყალ-მაყალში გახვევა,დალევა და პატარა ბავშვივით მოქცევა . თუმცა წელს ასე არ იყო იმ წელიწადს თექვსმეტი წლის გავხდი თუმცა თავს კარგად მაინც ვერ ვგრძნობდი,გეგმად სადმე წასვლა და გადაკარგვა მქონდა განზრახული. ქალაქის შუა გულში მდებარე,ხალხით გადატენილ პატარა ბარში ამოვყავი თავი,სწორედ იქ გავიცანი მიხა. ბარის ბოლოში მჯდარი,გამჭვირვალე ჭიქაში დასხმულ წყალში გაზავებულ არაყს აჩერდებოდა და ალბად რაღაც საინტერესოზს ფიქრობდა . არ ვიცი მაშინ რამ მიმიზიდა მისკენ,ბედისწერა იყო ეს თუ ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდა მაგრამ მასთან მისვლა და გამოლაპარაკება შევძელი,თანაც ისე თითქოს წლები იყო რაც ვიცნობდი.. ერთი შეხედვით დარდიანი თვალების მიღმა რომ რაღაც უცნაური იმალებოდა ვიცოდი,მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს,თითქოს ადამიანი იყო რომელიც ჭიანჭცელასაც არ დაადგამდა ფეხს,თითქოს მონათესავე სული შევნიშნე მასში,მაგრამ რა ვიცოდი რომ ყველაფერი ისე გაგრძელდებოდა , რომ ერთ დღეს სააბაზანოში გამოკეტილი მის მოყენებულ ტკივილებს გამდინარე წყლით ჩამოვიფეცხავდი. მამდენიმე წლიანი შეხვედრების, პაემნებისა და დაუვიწყარი დღეების შემდეგ ხელი მთხოვა,უბედნიერესი ქალი ვიყავი,თავი მეცხრე ცაზე მეგონა და მეც კი ვუპასუხე ისე,თითქოს ჩემი ყვირი მთებსაც კი ვძრავდი. არავინ თქვას რომ ადამიანის გაცნობა შესაძლებელია,არავინ თქვას რომ გადაშლილი წიგნის შუა ფურცელბში,ერთ გვერდზე გაჭედილებს ყოველთვის ესმით მწერლის , შეუძლებელია. ხოდა, მეც არ მესმოდა, არც ახლა მესმის და ვგონებ ვერც ხვალ და ზეგ გავიგებ მის აზრებს... ჩემი კი რომელიც ბედნიერების მომტან პასუხად მიმაჩნდა აღმოჩნდა ,რომ ჩემს ცხოვრებაში საბედისწერო გამოდგა და ყოველ დღე , ყოველ წამს მიწევს წლების წინანდელი პასუხის გამო თავბედის წყევლა.. - მარიანა - კარებზე კაკუნის ხმა ისმის .. ფიქრებს უმალვე ვაღწევ თავს და შეშინებული ვისვამ სახეზე ხელის გულებს,აზრზე სწრაფად მოვდივარ, ჯერ კიდევ დასაბანი მთელი სისწრაფით დავუყვები მკერდიდან ფეხის თითებამდე ხელების სმას ისე,რომ პასუხს არ ვცემ და ისიც კარებზე კაკუნს უფრო და უფრო ჰყვება - მარიანა - მეძახის კარების მეორე მხრიდან ისევ,ოკნანს ვკეტავ და სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ კართან,ფრთხილად ვხსნი საკეტს და მიხაც დაუყოვნებლივ ქაჩავს მისკენ რომ მააღოს - პასუხს რატომ არ მცემ ! - ღრიალით იჭრება სააბაზანოში და ცივ კედელთან მიმწვდევს,საწყალი თვალებით გაჩერდები თვალებში იმ იმედით რომ არაფერს დამიშავებს ამჟამად, ძალიან ნელა ვადგამ მარჯვენა ფეხს - მარჯვნივ და ისიც წამებში აანალიზებს ჩემს აზრებს,მკლავზე მავლებს დიდრონ ხელს და მთელი ძალით მიჭერს,ტკივილისგან კვნესა მხდება ბააგეებიდან,ვიკუმშები და თავს ისევ ქვემოთ ვწევ როგორც მჩვევია - პასუხი გამეცი - მარჯვენა ხელს კედელზე ურტყამს,მოულოდნელობისგან ვკრთები - წყალს ვივლებდი უბრალოდ,როგორც ხედავ აქ ვარ - მშვიდად ვპასუხობ - გამოეთრიე დროზე - მექაჩება თავისკენ,სააბაზანოდან მიათრევს ისე თითქოს საქონელი ვიყო,რომელიც საბალახოდ ძალით მიჰყავთ. საწოლზე მისვრის და მეც მაშინვე ზურგით ვეცემი ზედ. ჩემკენ მოიმართება ერთ დროს საყვარელი მამაკაცი ტკივილია მოსაყენებლად,უემოციოდ,უღიმღამოდ ველოდები. მოულოდნელად მარჯვენა ხელს ზევით სწევს,სახეზე სიბრაზისაგან ცეცხლი უკიდია, ტუჩებს შეკრული ისე დამყირებს თითქოს ცოტაც და სასიკვდილოდ უნდა გამიმეტოს და მთელი ძალით მაწნის სახეში სილას... არაფერი მესმის,წამიერად თვალებით მხოლოდ სიბნელეს ვხედავ,ორივე ხელს მუჭებით ვუჭერ საწოლის გადასაფარებელს, არ აყოვნებს,მეორე გამოტყორცნილი სილა ახლა მეორე ლოყაზე მხვდება,ტკივილისაგან მწარედ წიწკნის და შიშისგან ხელის სახეზე ნოსმას ვერ ვბედავ. თვალებს ვახელ,ვამჩნევ როგორ იხსნის შავრიდან ქამარს,შავი ტყავის არის,ეს ის ქამარია რომელზედაც ასჯერ მაინც არის ჩემი სისხლი შერჩენილი. მიჭაზე იხვევს და ხელს მაგრად კრავს,ჩემკენ იწევა და შუბლზე ნაზად მკოცნის შემდეგ კი მეორე ხელით მუცელზე მატრიალებს და მთელი ძალით შიშველ ზურგზე ქამარს მირტყამს.. - არა - ვყვირი,ჩემი ხმა ღმერთსაც კი ესმის მაგრამ ხალხს ? არა !! სხეულში მეათასედ დამირბიან მწარე ტკივილები,უკვე შეჩვეული მალევე ვჩუმდები და პირზე ვიფარებ ხელებს. მიხა ჩერდება,მესმის ქამრის ხმა მაგრამ შეხედვას ვერ ვბედავ,თავს საწოლზე ვდებ და ველოდები,თუმცა უეცრად და მოულოდნელად რამდენიმე წუთში ოთახში მარტო ვრჩები.. ვერ ვდგები,არ ვიცი ან რატომ უნდა ავდგე ? საწოლზე ციკუმშები,ცრემლები თავისით მისველევენ ღაწვებს და ვხვდები რომ მართლა ძალიან, უზომოდ , უსასრულოდ დავიღალე.. შიშველი რამდენიმე ხანს ასე მოკუნტული ვჩერდები,მერე ვდგები და კარადიდან ვიღებ იმას რაც პირველივე მყვება ხელთ, უზარმაზარ მწვანე ხალათს სხეულზე ვისხამ,ზურგზე შეხებისთანავე ისევ თვალებს ვხუჭავ და როგორღაც ვახერხებ ხალათის ქამრის შეკვრას. ოთახიდან გავდივარ,უზარმაზარი მისაღები ოთახის შუა გულში ვჩერდები, უცნაური სიჩუმეა, კედელზე უზარმაზარ საათს ვაკვირდები, უკვე დაღამებულა - მიხა - დაბალი ხმით ვეძახი მაგრამ პასუხს არ მაგონებს - მიხა .... მიხაააა - რამდენჯერმე კიდევ ვეძახი, ვხვდები რომ მარტო ვარ,გონებაში ცუდი აზრი მაფრინდება ეშმაკივით, იქნებ ეს ის მომენტია როცა შემიძლია აქედან თავის დაღწევა ... სირბილით ყველა ოთახს ვათვალიერებ,შემდეგ სამზარეულოში შევდივარ, არც იქ არის,სამზარეულოდან შემოსასვლელ კარამდე მთელი სისწრაფით მივეშურები და ვამჩნევ რომ კარი გარედანაა ჩაკეტილი.. უცნაური იმედი მეცემა,თითქოს გვირაბის ბოლოში სინათლეს ვხედავ, გაჩერება აღარ შემიძლია. თავისუფლებას მოწყურებული ფანჯრებს ვაწყდები,მეორე სართულიდან გადახტომაზე ვფიქრდებუ ცოტა ხანს და ვხვდები,შეუძლებელი რამაა, მიხა მომკლავს თუ ვარდნა აზრი არც აქვს , მერე მეორე ოთახში შევდივარ ისე და ისევ ფანჯრიდან ვიყურები, პირველ სართულზე აივანს ვამჩნევ " აღარც კი მახსოვს.." ცოტა ხანს ვფიქრდები,ფანჯარას კარგად ვხსნი და ცალ ფეხს გაჭირვებით ვაწვდენ , ვჯდები და ახლა მეორე ფეხსაც ფექაჩები.. ვეღარც ტკივილს ვგრძნობ,თუმცა საკუთარი გულის ცემის ხმა ყურებში მკაფიოდ ჩამესმის,მესმის როგორ იკეტება შემოსასვლელი კარი და ვხვდები რომ დაბრუნდა შინ და მეც დაუფიქრებლად ვხტები ისე,რომ თან ხელებს თავზე ვიფარებ.. მუცლით ვეცემი აივანზე,სიმწრისგან კბილებიდან ვცრი,მზერას მეორე სართულისკენ ვაპარებ და ახლაღა ვხვდები რომ არც თუ ისე დიდია მანძილი სართულებს შორებს,ბედმა როგორც იქნა გამიღიმა ! აივნიდან სახლში შემავალ მინის კარებზე მთელი ძალით ვიწყებ კაკუნს, ხანში შესული კაცი აღებს და გაოცებული მაშტერდება - შენ ვინ ხარ - მეკითხება და ვამჩნევ შოკისგან როგორ ეჭიმება სახე - ზევიდან ჩამოვარდი ? - ჩემკენ იხრება და წამოდგომაში მეხმარება,სახლში მაშინათვე შევყავარ და თან აივნის კარს მთელი ძალით იჯახუნებს - უნდა დამეხმარო ბაბუა - ვედრებით ვაწყდები მის დანაოჭებულ ხელებს - გემიდარბი ბაბუა ნუ გამწირავ - კი მაგრამ რისთვის შვილო - ჯერაც ვერ მოდის აზრზე - ქმარს გამოვექეცი - სახე მაშინათვე ეცვლება კიდევ ერთხელ - შეხედეთ,ფეხზეც კი არ მაცვია,ხელებზე შეხედეთ, სილურჯეები მაქვს ბაბუა, დამიჯერეთ გთხოვთ,ნუ მიუგდებთ ჩემს თავს მიხას - ხელებზე შეგხედო ? - დანანებით აქნევს თავს - ხელებზე შეხედვა არცაა საჭირო,სახეც კი რას გიგავს- ხელებს ხელებზე მკიდებს და თავისკენ მიზიდავს,მის გვერდზე მდგარ ყავისფერ სავარძლისკენ მითითებს და მეც ვჯდები - ბაბუა მიხას იცნობთ ? - ვეკითხები ინტერესით - მიხა ... მიხა - ცოტა ხანს ფიქრდება - მიხა ის, მეორე სართულზე რომ ცხოვრობს ? - კი კი, მაგისი ცოლი ვარ მე ბაბუა,როგორ ვერ შეამჩნიეთ ერთხელ მაინც - გარეთ არ გავდივარ მე ბაბუ,ჩემი შვილიშვილები თუ მოვლენ ჩემთან თორე, აბა მე სად შემიძლია - მხრებს იჩეჩაბს და ჩემს წინ ჯდება - ამაღამა აქ დარჩი შემოგევლე, დილით ადრიანად წადი - აქ ვერ გავჩერდები, ამ ღამესვე უნდა წავიდე ან ახლავე - ფეხზე ვიჭრები,ბაბუა მშვიდად მკიდებს ხელს ისევ და მაჩერებს,მისის აზის გამომეტყველებიდან გამომდინარე ვხვდები რომ დაჯდომისკენ მიმითითებს ისევ - სად უნდა წახვიდე - მეკითხება მშვიდი ხმით - არ ვიცი, დედ- მამა არ მყავს, არავინ მყავს - ნერვიულად ვიწყებ ფეხების თამაშს - მოიცადე - მეუბნება, ფეხზე დგება და მეორე ოთახში გადის.. კარგად ვაკვირდები ოთახს,მშვიდი გარემოა,ემჩნევა რომ არასდროს ყოფილა აურზაური აქ, სიმყუდროვე და სითბოა,ცოტა ხანს ვდუნდები,მერე ისევ აზრზე მოვდივარ და მიხა მახსენდება . ბაბუა ოთახში შემოდის ისევ,მაშინათვე აივნისაკენ იწყებს სვლას და შეშინებული სავარძელში უფრო მეტად ვესვენები,მუქი ფერის ფარდებს კარგად ასწორებს,მერე მეორე კედელთან მიდის და შუქს აქრობს - მანდ სანათი დევს- მეუბნება - ხელი გასწიე და შეეხები, აანთე- ხელს ვწევ და თან ვიწელები,სანათს ვრთავ და ოთახში დაბალი სინათლე იწყებს ჭექას - არა გშია ? - მეკითხება ბაბუა - არა, ვეღარც კი ვგრძნობ როდის მშია და როდის არა - კი მაგრამ,რამდენი ხანია ასე ცხოვრობ ? - ისევ ჩემს წინ ჯდება - მიხასთან ერთად ბაბუა ? - ხო - თვრამეტი წლის ვიყავი ბაბუა რომ გავიცანი, ცოლად ოცის გავყევი - აჰა - თავს აქნევს - რამდენი ხანია ასე გეცქევა ? - ერთი წელი კარგად ვიცხოვრეთ ბაბუა, მერე და მერე დაიწყო ასე... მაგრამ უკვე დაახლოებით ორი წელია ამ დღეში ვარ ბაბუ - დახმარება რატო არავის თხოვე შვილო - გარეთაც არ მიშვებდა.. არავინ მყავს, აბა როგორ ? - მიკვირს კაცების - ცოტა ხანს მზერას სანათისკენ აჩერებს - ჩემ შვილიშვილს დავურეკე - აგრძელებს - გიორგი ქვია - ეღიმება თან - კარგი შვილიშვილი გყავთ ალბათ, საყვარელი იქნება - წარმოვიდგენ პატარა ბიჭუნას - საყვარელია კი, კარგი ბიჭიცაა - ღმერთმა გაგიზარდოთ ბაბო- ვეუბნები გულწრფელად და მაშინათვე სიცილი უტყდება, ვერ ვხვდები რა აცინებს თუმცა მეც მეღიმება მისი შემყურე - უკვე დიდია შემოგევლე , ოცდაათი წლისაა - რამდენი წლისა ხარ შენ ? - მეკითხება ისევ - ახლა ახლა ოცდახუთის ვარ - ვუღიმი საყვარელ ბაბუას - როგორ გგონიათ აქ მოვა ? - აქ რა უნდა კი მარა , გიორგი მოვა მალე აქ - ხელს შეგიშლით ალბათ,ლაპარაკი გენდომებათ შვილიშვილთან - არა გენაცვალე,შენთვის დავურეკე,ხომ გინდა აქედან რომ წახვიდე ? ხოდა გიორგი დაგეხმარებ, ნახევარი ამბავი რაც ვიცოდი კი მოვუყევი და ნახევარს მერე შენ მოვუყვები - უხერხულად ვიშმუშნები. - არ მინდა თქვენი შეწუხება,არც გიორგისი- საწყლად ვეუბნები ბაბუას და ოდნავ ვიხრები მისკენ - რა შეწუხება,ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ - მკაცრად მიჭრის,ხელს ჯიუტად იქნევს და ფეხს ფეხზე იდებს.. რამდენიმე ხნიანი ჯდომის შემდეგ ისე მეძინება ვერც ვამჩნევ,უცნაური ფუსფუსის ხმა მაფხიზლებს,თვალებს ძლივს ვახელ, წელში ვსწორდები და ფეხზე ვდგები, ნელი ნაბიჯებით ოთახის გასასვლელისკენ მივდივარ რომ ბაბუა მიპოვნო თუმცა გზად ახლგაზრდა მამაკაცი მეყრება და ზედ,გულ-მკერდზე მთელი ძალიღ ვასკდები. - ღმერთო - შიშისგან ცოტა ხმამაღლა მომდის, პირზე ვიფარებ ხელებს , მერე კი ვამჩნევ რომ მამაკაცის უკან ბაბუაც დგას - გაიღვიძე შემოგევლე ? - მიღიმის - კი - სირცხვილისაგან ვერც კი ვბედავ მამაკაცისთვის ბოდიშის მოხდას, მზერას ბაბუასკენ ვაჩერებ ისევ - შვილო სახელიც არ მიკითხავს შენი - მოიმართება და ოთახში შემოდის,მეც მას მივყვები ზურგს უკან - მარიანა - მე მიშიკო მქვია - პასუხს თვითონაც აბრუნებს კითხვის გარეშე- ეს გიორგია - ჩემკენ ტრიალდება და ხელს ჩემს ზურგს უკან მდგარი მამაკაცისკენ იშვერს. მეც ვტრიალდები,ჩემს წინ მაღალი,შავ თმიანი მამაკაცი დგას , ტყავის ქურთუკში გამოწყობილს მკაცრად აქვს ხელები ერთმანეთზე გადაჭდობილი - ბოდიშით გიორგი - დაბალი ხმით ვეუბმები- წეღანდელისთვის და იმისთვისაც რომ ასე შეწუხდით ჩემს გამო - არაფერია - მოკლედ მიჭრის და ისიც შემოდის ოთახში. გრძელ დივანზე ჯდება,მიშიკო ბაბუაც გვერდით უჯდება, ბაბუა ხელს მიქნევს,მისკენ მივდივარ მეც და კვლავ მის წინ მდგარ სავარძში ვჯდები . ვამჩნევ როგორ მაჩერდება გიორგი,შემფასებლურად მათვალიერებს ფეხით თითებიდან თმის ღერამდე და ცოტა ვიმორცხვებ,არ მსიამოვნებს თითქოს.. - სახეზე რა გჭირს - მკაცრი ხმით მეკითხება გიორგი -ეს.. - თავისმა ქმარმა უქნა - პასუხის გაცემას არ მაცდის ბაბუა - ეს ქმარმა გიქნა ? - დიახ - ჰაჰ - წარბებს ჭმუხნის - პირველი შემთხვევაა ? - არა - შვილი გყავთ ? - კი - ვპასუხობ მშვიდად,მოულოდნელად თვალებზე ცრემლები მადგება - სად არის ? - მიხას დედასთან - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ , ტირილი მიტყდება და დარცხვენილი ხელებს ვიფარებ სახეზე - რამდენი წლის შვილი გყავთ ? - მეძიება - ოთხი წლის არის - სლუკუნით ვპასუხობ - არ გითქვამს შვილი თუ გყავდა - იძახის ბაბუა - კი ბაბუა,მყავს, ბიჭი მყავს, ისეთი ლამაზი არის - მონატრებუსგან გული ახლიდან იწყებს შეკუმშვას - ძალიან მენატრება ბაბუა - არ ნახულობთ ხოლმე ? - მეკითხება გიორგი - სამ კვირაში ერთხელ, ან უფრო მეტი დროც არ მაჩვენებს ხოლმე - ტირილისგან თავის შეკავება ჯერ კიდევ არ შემიძლია, თვალ წინ მიდგება ჩემი ყავისფერ თვალება ლუკა, მისი სიცილი და პატარა ხელები, მისი შეხება... თითქოს ახლაც ჩამესმის ყურებში მისი ხმა " დედიკო მიყვარხარ" "კიდევ როდის გნახავ" - ერთი სული მაქვს მალე ვნახო - ხმა დაბლა ვიძახი - გასაგებია.. ბაბუამ მითხრა წასასვლელი არსად არ გაქვს - ასეა - ცოტა ხანს ჩუმდება,თითქოს რაღაცაზე ფიქრდება და მერე ისევ აგრძელებს - ჩემთან დარჩი ცოტა ხნით თუ გინდა, იქამდე სანამ ყველაფერს არ მოაგვარებ, მე თითქმის არასდროს ვარ სახლში ხელს არ შეგიშლი, შენც არ შემიშლის როგორც გამოდის - არა რას ამბობთ - ქუჩაში დარჩენას აპირებთ ? - არ ვიცი - მხრებს ციჩეჩავ - თუ ისევ მიხასთან დაბრუნდები- თითქოს მიწვევა,თვალს თვალში ვუყრი - არა - მაშინ გადაწყვეტილია, როგორც მოაგვარებ შენს პრობლემებს მაშინვე შეგიძლია წასვლა - მეუბნება გიორგი. არ ვიცი ეს ხალხი ღმერთმა გამომიგზავნა თუ ჩემი პირადი ანგელოზები არიან,მაგრამ ცხოვრებაში პირველად გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ შევძლებ ახლიდან ცხოვრების დაწყებას,ჩემი შვილის დაბრუნებას და ამ ქვეყნიდან შორს,ძალიან შორს წასვლას... - ლუკა ქვია ანუ - მეკითხება ისევ - კი - მე ჩაის გავაკეთებ - ეჭრება ბაბუა საუბარში და ფეხზე დგება - შენი სამომავლო გეგმები რა არის ? - არ ვიცი ჯერ,თავის მიხასგან დაღწევა, თავს უნდა ვუშველო რომ მერე ჩემს შვილს დავეხმარო - კარგი ბიჭია ? -ეღიმება გიორგის - მშვენიერი შვილი მყავს , ძალიან კეთილია - გულში სითბო მეღვრება - როდის წამოიყვან ბავშვს ? - თქვენ არ შეგაწუხებთ,მაშინვე სამსახურის ძებნას დავიწყებ რომ სახლი ვნახო, როგორც კი გადავალ ლუკასაც წამოვიყვან თან - გასაგებია... ის მიხა... ასე რატომ გებყრობა - თითქოს უეცრად სიბრაზისგან თვალები ენთება. - არ ვიცი, მართლა არ ვიცი - ალბაღ უკვე გეძებს - ფეხზე დგება,აივანთან მიდის და ფარდას ოდნავ სწევს რომ გაიხედოს - თითქოს სიმშვიდეა,სად ცხოვრობთ ? - ჩემკენ ტრიალდება - ბაბუას ზემოთ ვარ , მეორე სართულზე - კარგი- ფარდას წყდება,სწრაფად გადის ოთახიდან, ქრება... ჩემს ფიქრებთან მარტო ვრჩები ცოტა ხანს,ერთადერთი რაზეც ვდარდობ ის არის,რომ ჩემი შვილის ნახვის უფლებას ამ ყველაფრის მერე ვეღარ შევძლებ,სადღაც გულის სიღრმეში დარდები მაქვს, რომ ვეღარ შევძლო მისი დაბრუნება ? რომ ვერ ვუშველო ? რომ ვერ ვიხსნა მიხასგან და ისიც ერთ დღეს მის ნაირი ვნახო ? რომ ვერ შევძლო მისი აღზრდა ? რომ ვერ მოვეფერო ? გონებაში ყველაფერი ერთმანეთში იზილება,თითქოს შორეული წარსულიდან კარგად ნაცნობი მომენტები ახლიდან ნახსენებენ თავს,კარგი და თანაც სასიამოვნო.. ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა რომ მყოლოდა ოჯახი,რომ მყოლოდა დედა, ალბათ დღეს ბაბუას და გიორგის ბედის ანაბარა არ მომიწევდა უცხო სახლში თავისუფლების ლოდინი. ყველაზე მკაფიოდ რასაც ვხვდები წლების შემდეგ,ისაა რომ ლამაზი წიგნის ყრდის უკან ყოველთვის ლამაზი ისტორია არ არის მოთხრობილი,ჩემი ცხოვრება ასე მგონია რომ ფილმს გავს,ვერც წარმომედგინა ადრე რომ ვინმეს შეეძლო ამ პირობებში არსებობა თუმცა,ცხადია ადამიანს რომ ნამდვილად შეუძლია თურმე ყველაფრის ატანა,ცხადია რომ უფალი ყველას ისეთ გასაჭირს გვივლენს რისი ატანაც შეგვიძლია,მაგრამ კითხვა ჩნდება - რამდენ ხანს ? .. უზარმაზარ სიცარიელეში გამომწყვდეულ,დაზარალებულ,დაჭრილ ცხოველს ვგავარ,ფეხზე წამოდგომა რომ სურს , სიცოცხლე სწყურია მაგრამ მომაკვდავს მის თავზე ყვავები დაუძრწიან,არ ვიცი მეშინია თუ უბრალოდ შევეჩვიე იმ ცხოვრებას რომელიც წლების მანძილზე მქონდა,გამიგია რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეშინია რომ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვისაც შეუძლია აიტანოს დამცირება მხოლოდ იმიტომ,რომ სიცოცხლის უფლებას აძლევენ. წლებია მანძილზე მიჩნდებოდა კითხვა " რა არის რეალური სიყვარული" და პასუხებს ვერსად ვპოულობდი,ასაკის მატებასთან ერთად კი მივხვდი,არაფერია,სიყვარული უბრალო სიტყვაა, ის არ არსებობს რეალურ დედამიწაზე და არც რეალური ადამიანების გულში.. - ჩაი მოგიტანე- დაბალ შუშის მაგიდაზე დგამს ბაბუა ჭიქას,ჩემს განსვრივ ეხეთქება და ერთს ხოშიანად იოხრავს. - მადლობთ,შეგაწუხეთ- ვუღიმი , ვაკვირდები და მიკვირს,როგორ შეიძლება ასეთი კეთილი იყო ადამიანი,როგორ შეიძლება შენთვის უცხო ადამიანს დაუფიქრებლად გაუწოდო დახმარების ხელი და თან ისე,რომ მისგან არაფერს ითხოვდა - გეყოფა ერთი და იმავეს გამეორება, შეწუხება არაა ეს.. მე შენ შვილზე ვდარდობ, აქედან რომ წახვალ იცოდე, შენი შვილი არ დაივიწყო, არ გაბედო და არ მისცე უფლება მიხას ოჯახს რომ აღზარდონ - მკაცრად მეუბნება - შვილის დავიწყება შეუძლებელია,მაშინაც კი მახსოვდა როცა საკუთარ თავს ვივიწყებდი - ტუჩებს ვკუმავ, ისევ თვალ წინ იწყებს ტრიალს ლუკას მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები და ვხვდები,რომ ცხოვრებაში ერთი რამ რამ გამაჩნია ლუკას დედობაა და უფლება არ მაქვს დანებების... მოკლე დროის გასვლის შემდეგ გიორგი ოთახში შემოდის,მშვიდ სახეზე უცნაური ღიმილი აქვს მოფენილი - სადარბაზო და ეზო ვნახე,არსადაა შენი ქმარი, მეორე სართულზეც ვიყავი ასული და არც სახლიდან ისმის რამე ხმა - ჩაის ჭიქისკენ იხრება, სვამს და ისევ მაგიდაზე დგამს მერე - აბა ადექი, დროა წავიდეთ, რაც უფრო გავწელავთ დროს მით უარესი იქნება - ფეხზე ვდგები , ბაბუაც მაშინათვე დგება და წელში სწორდება,სწრაფი ნაბიჯებით ოთახიდან გადის და მერე ისევ შემოდის პლედით ხელში,მაწვდის და მომღიმარი სახით ისე მაჩერდება, თითქოს მისი სისხლი და ხორცი ვიყო რომლის გადარჩენასაც მთელი არსებით ლამობს.. პლედს მხრებზე ვისხამ,წინ ხელებით ერთმანეთზე ვაჯვარედინებ და შიგნიდან ვიჭერ,ფეხშიშველი მივყვები უკან გიორგის , ბაბუა კარს გვიღებს და სახეზე ცივი,ნოტიო ნიავი მასკდება, ახლიდან მიტაცებენ შიშები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.