შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვზივარ შეშლილი!


20-01-2018, 12:01
ავტორი bla.ell
ნანახია 1 814

სულში აღწევენ ლექსები და სხეულზე მაყრის,
ვასხამ ფურცელზე ლექსის გროვას,საკმაოდ ვავსებ.
ზოგი პოეტი დატოვებდა უაზროდ დაყრილს,
"ჭიქას ნახევრად შეუვსებელს
თავისთვის სავსეს."

ვხედავ სიტყვების კორიანტელს,
რითმებით მოსულს,
დაღვრილ მელანზეც აშენებენ ბგერები სახლებს,
ღვინის ჭიქიდან წყალს ვინც დალევს გამოდის ლოთი,
ძველებს ვივიწყებ,შემდგომში
კი ვიხსენებ ახლებს.

მიმუქებს თვალებს სხვის თვალებში ჩამქრალი ლამპა,
გიზგიზებს ცეცხლი სხეულში და ვერავინ აქრობს,
დაფერფლილია ყველაფერი
რაც დარჩა დალპა,
ვაშენებ კოშკებს ოცნებისას,
მუზებთან ახლოს.

ვჩუმდები ისე...აღარ მესმის
დაცემაც ფოთლის.
თუ მცხელა ქარი,თუ შემცივდა
მზის სხივი მათბობს,
ვზივარ შეშლილი,ყველა მიდის,
არავინ მოდის,
სხვაგან რა ხდება ის არ ვიცი,
აქ მე ვარ მარტო.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი l,m not sick

ჩემიდანაც მიდიან ელ...
მაგრამ ხომ იცი ნამდვილები არსდროს დაგვტოვებენ.
მიყვარხარ რა.

 


№2 სტუმარი ბლაბლა

bla.ell shen is xar adre ase rom ewera: ელლ ?

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰა, ჰა, ჰა, უბრალოდ ვცდილობ თავში არ აგივარდეს ხოლმე, თორემ განა წავიკითხავდი რომ არ მომწონდეს? )
მიხარია რო კარგად ხარ

 


№4  offline წევრი ფლიკა

ბრაავო <3 ძალიან ძალიან მაგარია და რაც მთავარია ის გრძნობა ჩანს მასში რაც ლექსის წერის დროს გაგაჩნდა????

 


№5  offline წევრი N.yviralashvili

Dzalian kargia❤️

 


№6  offline წევრი geo877

მართლაც და საუცხოო და საუკეთესო ლექსი. ძლიერი შეგრძნებებით და განცდით.
ბრავო!!!

 


ლამაზია ძალიაან <3 <3
--------------------
~ბ.ბ.~

 


№8 სტუმარი ია ბერიძე

მომეწონა ძალიან კარგია❤️❤️????????????????არ მინდა არასდროს ღიმილი გამიქრეს,
მაჩუქე ყველა დღე შენს გვერდით სამყარო,
სიცილით ვიაროთ ბაგრატზეც ავიდეთ,
შენით მე მინდა სულ ვიამაყო.
გადიან დღეები, კვირა თუ თვეები,
ფიქრები გეძებენ, ცრემლებად დნებიან,
სიზმარში მე გხედავ, დილით კი კარებში
ამაოდ დაგეძებ, ლანდები ქრებიან,
როდის დასრულდება მტანჯველი დღეები,
ყველა დღე თითქმის ერთი ფერია,
უშენოდ არ მინდა სიცოცხლე ასეთი,
სულ ერთად რომ ვიყოთ, სრც ისე ძნელია.
\ეთო\

მაგარია მომწონს????????????????????????????????❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ია ბერიძე
მომეწონა ძალიან კარგია❤️❤️????????????????არ მინდა არასდროს ღიმილი გამიქრეს,
მაჩუქე ყველა დღე შენს გვერდით სამყარო,
სიცილით ვიაროთ ბაგრატზეც ავიდეთ,
შენით მე მინდა სულ ვიამაყო.
გადიან დღეები, კვირა თუ თვეები,
ფიქრები გეძებენ, ცრემლებად დნებიან,
სიზმარში მე გხედავ, დილით კი კარებში
ამაოდ დაგეძებ, ლანდები ქრებიან,
როდის დასრულდება მტანჯველი დღეები,
ყველა დღე თითქმის ერთი ფერია,
უშენოდ არ მინდა სიცოცხლე ასეთი,
სულ ერთად რომ ვიყოთ, სრც ისე ძნელია.
\ეთო\

მაგარია მომწონს????????????????????????????????❤️❤️❤️

გამარჯობათ))
თუ კი შეგიძლიათ ფბ-ზე დამამატეთ აუცილებელად უნდა გითხრათ რაღაც))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent