ტყეში პატარა ქოხი
შემიძლია ვთქვა რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენი ისტორიაა ჩემი ისტორია კი ჰგავს, ტკივილს და სიხარულს, აღელვებას და დამშვიდებას,მაგრამ ცხოვრების გაგრძელებს, სიცოცხლე ყელში შებმული მარგალიტებივით ძვირფასია,ხო მარგალიტებივით, ჩვენთვის ხომ გავლილი,ტკივილიც და სიხარულიც მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენია, რაც არ უნდა ვიაროთ, ბოლოს მაინც, ბოლო მარგალიტთან ავღმოჩნდებით,ან იქ მივალთ საიდანაც დავიწყეთ,ეს ხან მოგონებებით, ხანაც კი წრეზე სიარულითაა გამოწვეული,თითქოს, რაღაც მონაკვეთი, ჩვენი ცხოვრების, იმ წიგნიდან ამოგლიჯეს, რასაც განვლიალი ცხოვრება ჰქვია, ახლა კი სადაც არ უნდა გადააგდონ ეს ნაგლეჯი,მაინც ჩვენი იქნება. განა შეიძლება,ჩემი განვლილი შენი იყოს, არა!რადგან რამდენი ადამიანიც არის,იმდენი მოქმედება და ვითარებაა,იმდენი ტკივილი და სიხარულია,ამას მარტო ის ვერ შეამჩნევს,ვინც თვლის რომ სამყარო ერთფეროვანია,ვინც ვერ აღიქვამს ცვლილებას,ყოველ დღეში და ყველაფერში, როგორ სექტემბერის პეიზაჟები და ნოემბერისა შეიძლება ერთი იყოს ?! დავხუჭე თვალები და ფიქრი დავიწყე, ათასი სისულელე გამიელვა თავში და მეც ათასნაირ ხასიათზე დავდექი. წვიმდა და გუნებაც,რაღაც საშინლად დამიმძიმდა,მიუხედავად იმსა რომ,წვიმა ძალიან ლამაზია, ხო ბევრჯერ მინატრია დამეხატა, წვიმა და მისი გაბრწყინებული თითო წვეთი,რა საოცარი იქნებოდა,მაგრამ რავქნა რომ ხატვა არ შემიძლია. საღამოვდება მალე დედა და მამა მოვლენ ... მამა, დავით მამულაძე, პოლიტიკაში ჩაბმული, მუდამ რაღაცას ამტკიცებს, დედა,ლილი ოქროპირიძე ადვოკატი,ესეც სულ რაღაცას, ამტკიცებს და მაინც ვფიქრობ, რომ მათაც არ სჯერათ იმისა?რისი დამტკიცებაც სურთ. მე კი სალომე 19 წლის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს პირველ კურსელი, კიდევ დიდი გზა მაქ გასავლელი,ახლა გვიანი შემოდგომაა. ჩვენს ეზოსაც ეტყობა ეს ავლაბარში ვცხოვრობთ მიყვარს ჩემი ფანჯრის ხედი პირდაპირ სამებას გავცქერი ეზო კი ლამაზი ყვავილებითაა მორთული, ჩვენს ბაღში ვაზსაც კი შეხვდებით, მამა მნიშვნელოვან დროს ატარებს, ბაღში თბილ დღეებში, ამიტომ არც თავს და არც ფულს ზოგავს, რომ ისიამოვნოს მისი ბაღით, და ალბათ ისიც ჩემსავით ფიქრობს რომ ყველაზე მშვენიერი და სუფთა მის ცხოვრებაში ეს ადგილია, ადგილი რომელიც არასოდეს გაახსენებს ცუდს. ოცნებად მექცა ცხოვრება სამსახიობო გზას დავუკავშირო მინდა ათასი ადამიანის როლში შესვლა გრძნობა მინდა ვისწავლო სხვისი ტკივილი გავიარო როგორც ჩემი და უბრალოდ როლიდან გამოვიდე. ძალიან მიყვარს ბუნება და სამყაროს ლამაზი წერტილები ... პურველი კურსის დამთავრების, შემდეგ ივლისში დაბადების დღე მაქვს და ძალიან მინდა ვესტუმრო, დანიას კერძოთ კოპენჰაგენს მისი სილამაზით ფერთა სიმრავლით გაოცებული ვარ მგონია რომ ,აქ ხალხი ისეთივე მშვენიერი და კაშკაშა როგორიც ქუჩები .მამა უარზეა, არ უნდა წავიდე, იქნებ იქამდე დავითანხმო, ძალიან ჯიუტუტი ვარ,მეც და მამაც , ძალიან ძნელია ჩვენი აზრის შეცვლა, ამიტომ არ ვიცი რა გამოვა,მაგრამ დანებებას არ ვაპირებ . ამ საღამოს, როცა მოვა, აუცილებლად დაველაპარაკები, მინდა იცოდეს რომ, უკან დახევას არ ვაპირებ და მეც მაქვს ოცნებები. დივანზე ჩამეძინა,როცა გავიღვიძე,დედ-მამა რაღაცაზე კამათობდნენ. -საღამომშვიდობისა. მივესალმე და დივანზე მოვიკალათე. ყურადრებაც არ მომაქციეს, ისე განაგრძობდნენ კამათს, სასტუმრო ოთახიდან გავედი, ნერვები მეშლება, ჩემს მიმართ გამოჩენილ უყურადღებობაზე. ხომ შეიძლება დაგაინტერესოს, რა გააკეთე დღეს უნივერსიტეტში, მაგრამ მამა,ჩემს მომავალ კარიერას, დროის დაკარგვად მიიჩნევს,როგორ შეიძლება არ დააფასო ვიღაცის ოცნება?! ჯობია მანქანით გავისეირნო,ეს ყველაზე მეტად დამამშვიდებს. მანქანაში ჩავჯექი და მშვიდად, აუღელვებლად,დავიწყე წინ სვლა ,მერე მუსიკა ჩავრთე, ამან უფრო დამთგუნა,მანქანა გზიდან გადავიყვანე და უაზროდ, გაუდექი გზას. ო,როგორ მინდოდა დავკარგულვიყავი, თვალები აეხვიათ და იქამდე მევლო ასე, სანამ თვალებ გახელილს გაუცნობიერ ადგილი არ დამხვდებოდა. მანქანა ერთ ამაღლებულ ადგილზე,გავაჩერე და გადმოვედი, დაბლა პატარა მდინარე დავინახე;გადავწყვიტე ჩავსულვიყავი, ძალიან მომეწონა, ეს პატარა,ლამაზი ადგილი,ხეებს დაეფარათ მდინარე და ირგვლვ ფრინველები თუ არღვევდნენ დამუნჯებულ სიჩუმეს, წყალიც რა თქმა უნდა,თავისას ამბობდა, ეხეთქებოდა ნაპირებს და ხმაურით მიგაგანებდა,მდინარეც კი მე მგავდა,არავის აინტერესებდა,მისი არსებობა, მაგრამ მაინც არსებობდა, არ უნდოდა,მაგრამ მაინც ეშვებოდა კალაპოტს,სხვანაირად არ შეეძლო ,ეს გზა მისია და ვერანაირ სხვა გზით ვერ დაიწყებს სიარულს. ფეხზე გავიხადე,წყალში ჩავყავი ძალიან ცივი იყო წყალი, გამომაფხიზლა, სახეზეც შევისხი, ახლა მოსასვლელს დავაკვირდი, საფეხმავალო პატარა ბილიკი მოდიოდა, ოღონდ უფრო ღრმა ბუნებაში,არ ეტყობოდა რომ დიდად დაფასებული ადგილი იყო, მაგრამ მაინც ვიღაცას გაუვლია,იქნებ მხეციც იყო, გულში შიშმა დამიარა,მაგრამ ძალიან მაინტერესებს, პატარა ბილიკივით გზა საით მიდის,ვერ მოვითმინე და მაინც ნელი ნაბიჯით,ხელში ჯოხ მომარჯვებული წავედი ,ხევის მაღლა,პატარა ქოხის მაგვარი, ოთახი დავინახე,შიში გამიქრა, ესეიგი აქ ვიღაც მოდის,ან იქნებ აქაცაა,- წავიდე არაფერს გადავეყარო ,ავიარე აღმართი და წავედი , ცუდი ემოციებისგან სრულიად დაცლილი, სიმშვიდე ვიგრძენი,ამ ადგილმა , ნამდვილად კარგად იმოქმედა ჩემზე,პირდაპირ სახლში მივედი, სახლში სიჩუმე იყო, კარი გავაღე, ოთახში შუშის ნამტვრევები ეყარა, მიმოფანტული ყურადღება არც მივაქციე, პირდაპირ ოთახს მივაშურე. კარენინას ვკითხულობდი,ხან ვკიცხავდი;ხანაც ვამართლებდი, ვბრაზობდი რომ ადამიანი, რომელიც სხვის ურთიერთობას სიცოცხლისთვის სისხლს უსხამას, რატომ აცლის ამ სისხლს მის ურთიერთობას? მერე ვამართლებდი,იმიტომ რომ ვხვდები;როგორ უღებს უყურადღებობა ადამიანის ურთიერთობებს ბოლოს, როგორ გიცივდება გული,იმ ადამიანებზე, რომლებიც მთელი არსებით უნდა გიყვარდეს, ვხვდები რომ უბრალოდ,ჩვენი ბედნიერებისთვის სჯობს ყველა ნაბიჯი, ალბათ კარენინმაც ეს გზა აირჩია, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მე მის ადგილზე, უბრალოდ ჩენს შვილზე ვიფიქრებდი,რთულია, არ ვიცი არა,რთულია, ვინმეს ადგილზე თავის მოაზრება და უფრო რთულია,სხვანაირად მოქცევა. ცოტა ვიმეცადინე და დაძინება დავაპირე, მოუსვენრობამ შემომიძვრა გულში,ხან იქით და ხანაც აქეთ ვწრიალებდი, სულ ის ქოხი,მიტრიალებდა თავში და იმის დაუოკებელი კითხვა,რა იყო იმ ქოხში? როგორც იქნა ჩამეძინა ... დილით მაღვიძრამ გამაღვიძა, შვიდი საათი იყო,ავდექი მოვემზადე და გავიპარე, არ მინდოდა მათთან შეხვედრა, მთელი დღე ჩამეშლებოდა, რადგან ისინი ნეგატივით ამავსებდნენ. დღეს პატარა როლი მაქვს, ჩემივე მოგონილი,პატარა როლი, რომელზეც ბევრი ვიშრომე, ლექტორი, ორი დამსწრე და სტუდენტები შევიკრიბეთ. ლექტორს,ჩემი იმედი,რატომღაც არ ჰქონდა, მე კი ვიხრჩობოდი ბოღმით, რატომ, ვინ იყო, ჩემზე მეტი? ალბათ ეს დამოკიდებულება, ჩემი ბრალიცაა, რადგან სულ ისე ვიჯექი, მოწყენილი და იშვიათად თუ ვიღებდი ხმას, არც მეგობრები მყავს,რადგან ძალიან დათრგუნული ვარ,სკოლის მერე ყველა მეგობარი დამეფანტა, მიჭირს ურთიერთობების დალაგება, აქ მარტო ავღმოჩნდი, რამდენიმე, დაინტერესდა ჩემით, რადგან გაიგო ვისი შვილიც ვარ, მაგრამ მალევე მოვიცილე თავიდან,მარტო ყოფნას ვამჯობინე, არ მინდა ,ფლიდი ადამამიანები ირგვლივ,თან ეს, ჩემი ოჯახის,მუდმივი დარიდარაბა, სმა და სტრესი გაეგოთ. -გამარჯობა სალომე, მინდა გითხრა რომ შეგიძლია, არ გამოხვიდე და შემდეგზე სცადო . -რატომ? -არ ვიცი,არ მინდა დაცინვის ობიექტი გახდე, მამაშენის გამო ვამბობ. -როგორ ბედავთ ამის თქმას ? ხმამაღლა ვუთხარი ,რის გამოც ყურადღების ცენტრში ავღმოჩდი.ცივად გამეცალა,რადგან თვალები ისე ამენთო, ნიშანი იყო იმისარომ, კარგი არაფერი დაემართებოდა. პირველად ნონა გამოვიდა, პატარა გედის როლი ითამაშა, რომელსაც გულში ესვრიან,ის კი ბოლო ცეკვას ასრულებს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, იქამდე სანამ ფეხი არ დაუცდა და საშინლად არ დაეცა, ლამის მართლა ბოლო გაუხდა, ეს ცეკვაც და როლიც . შემდეგ იყო რამდენიმე სტუდენტი. ჩემი ჯერიც დაადგა, სინამდვილეში,მთელი გული მიცახცახებდა,მაგრამ მარტო იმიტომ ღირდა, ყველაფერი რომ დაენახა,მას რომ მე არ ვარ სუსტი, წინ გამოვედი,თავი ოდნავ დავხარე და დავიწყე: -მზე ასე მშვიდად,როგორ ამოდის? ან და რაარის ამის მიზეზი, თუ დაღლილია ამდენი ცრმლით და დაუმთავრებ, ტკივილებს ებრძვის? შემდეგ მდინარის, ქარის, წვიმის და გრიგალოს როლი შევასრულე სხეულის მოძრაობით და ისე დავეცი,დაღლილმა რომ ტაში რომ არ დაეკრათ, ალბათ იქ დავრჩებოდი, პირველად რაც გავაკეთე,ლექტორს შევხედე, თავი ჰქონდა დახრილი და ხელებს უყურებდა, ჩემს ადგილს დავუბრუნდი და სხვების ნამუშევრებსაც ვუყურე, ბოლოს ჩემთან ერთი, ჩემთვის უცნობი ლექტორი მოვოდა, -გამარჯობა მე ვარ გივი, დამაინტერესა,შენმა შესრულებამ, რა იყო ეს? -დიდი მადლობა და თქვენ რა დაინახეთ,ჩემს შესრულებაში? -ჯერ;მე გკითხეთ. -მაგრამ,მე მაინინტერესებს, რამდენად შევძელი, ჩემი განცდების მოტანა თქვენამდე. გაიღიმა. -თქვენი როლის განცდების ალბათ ხო ? -დიახ,დიახ,სწრაფად დავეთანხმე,რადგან გიჟივით მაინტერესებდა, რას ფიქრობდა. -თქვენი როლი იყო, ადამიანი, რომელსაც ასევთქვათ აღარაფერი ახარებს, მისთვის ის მზე უბრალოდ, მოვალეობის გათენებაა, წვიმა, ქარი და სხვა,მისი წარსული და მიმავლის, სულიერ აფორიაქებასთან ბროძოლაა სიმშვიდისათვის, შერწყმული დაღლასთან,აურზაურთან და ბოლოს, დაღამება,რომელიც ბოლო დაცემას, უკავშირდება, -ნუთუ ასე კარგად იცნობთ, ადამიანების თუ მსახიობების... -არა,მე კარგად თვლებს და მისგან წამოსულ ემოციებს ვიცნობ, რასაც კარგად თამაში ახლდა. ყოჩაღ,თქვენ დიდი მსახიობი გახდებით, იმუშავეთ ამისთვის. -ნამდვილად, ხომ ამის თქმა გსურდათ ? დააყოლა ბოლოს და თვით კამაყოფილმა, გაიღიმა. -დიახ,თქვენ თითქოს, ჩემი რვეულის ნაგლეჯი წაიკითხეთ, სადაც სიტყვა სიტყვით,მეწერა ეს ყველაფერი. გამიღიმა, კიდევ ერთხელ მისურვა წარმატება და გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.