ტყეში პატარა ქოხი (ნაწილი2)
უნივერსიტეტიდან გამოვედი, მანქანაში ჯავჯექი და თბილისის ქუჩებში დავიწყე ნელა სვლა, ვუყურებ ჩემს ირგვლივ ჩამომდგარ ხელ გამოწვდილ ხალხს და გულში საშინელ ტკივილს განვიციდი, ვიღაცას გაეცინება ამაზე, მაგრამ არა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რთულია ყოველ საღამოს წვეულებებზე სიარული,სადაც ფიზიოკრატების ელიტა შეკრებილი და ყველა ერთმანეთს ისე ელაქუცება, თითქოს ყველაფერი იმაზე კარგადაა ვიდრე ვხედავთ. ხალხი კი უბრალოდ შიმშილობს მუშაობს 150 ლარზეც კი თვიდან თვემდე თავი რომ მიიტაანოს როგორმე და მამაჩემი ამბობს რომ ყველაფერი კარგადაა?! არა არაფერია კარგად. მე არ ვემხრობი არც მართველობას, ის უბრალოდ მე16 საუკუნედან გადმოტანილი შავი ჭირია ,ჭირი რომელიც ხალხს ამონავებს და სახელმწიფო, რომელსაც ხალხი იქამდე მიჰყავს რომ განუვითარების ვაცად აქციოს და მხოლოდ თვითგადარჩენაზე იფიქროს, გაუნათლებელი ხალხი კი პირდაპირ ნიშნავს განუვითარებელ სახელმწიფოს. ამ ცხოვრებაზე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი აზრი პირდაპირ პროპორციულია ბიბლიასა და ანრი ბერგსონის იდიოლოგიებთან, ის ნამდვილად ემხრობოდა და ხედავდა ჭეშმარიტებას იმაში რომ, სწორედ ადამიანის მატერიალური მოთხოვნილება არის, სიყვარული და შემოქმედობითობა ... და თუ ჩვენ განვაგრძობთ ცხოვრებას ფიზიოკრატიული მართველობის ქვეშ, მაშ ადამიანს დრო საერთოდ არ დარჩება არც სიყვარულისთვის და არც შემოქმედებისთვის. ამ ფიქრებში ვიყავი რომ მივხვდი მანქანა ისევ იმ ადგილთან მიმიყვანია,სადაც გუშინ ვიყავი. გამიხარდა მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და მდინარეს ჩავუყევი. დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის რომ მამაჩემსა და ჩემს შორის ურთიერთობა ისევ დალაგებულიყო, მაგრამ ის ვერაფრით მპატიობდა იმ დაცინვას რომელიც მე ვაკადრე. დავიწყებ თავიდან ვსწავლობდი "შავნაბადა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია,, სადაც დიდ წარმატებს მივაღწიე ჩემი შრომით და სწავლით, როცა სკოლას ვამთავრებდი მამამ მითხრა რომ პოლიტიკა ამერჩია,რაზეც გული საშინლად მატკინა, ვიცოდი ბევრი რამ მამაჩემის საქმის შესახებ და ისიც ვიცოდი რომ მე მასავით ვერ მოვიქცეოდი, ამიტომ მე დრო ვიხოვე, რადგან არაფერი მქონდა გადაწყვეტილი და დავიწყე შესწავლა უკეთ თუ რას საქმიანობდა მამაჩემი, რაშიც ბევრი უზუსტობა აღმოვაჩინე, უბრალოდ მინდოდა ამით გული არ მეტკინა და შანსი მიმეცა მამაჩემისთვისაც და ჩემთვისაც, მაგრამ ცუდ რეალობაში მოვხვდი, ბევრი მძიმე კარი გავაღე და შეშინებულმა სწრაფად გამოვკეტე, ზოგს თქვენც მოგიყვებით. ქუჩაში სიარული და ხალხზე დაკვირვება დავიწყე, იმ იმედით რომ ხალხის ნახევარი თუარა ნახევრის ნახევარი იქნებოდა კმაყოფილებასთან ახლოს, ვესაუბრებოდი ხალხს და შევდიოდი მათ სახლებში, ზოგი მაცივარშიც კი შემახედებდა ... ახალი წელი ახლოვდებოდა და გადავწყვიტე ბაზრებში გამევლო იმის გასაგებად თუ რამდენად ემზზადება ხალხი ამ დღისთვის. იქ კი საშინელ სურათებს წავაწყდი, ყველაზე მეტად კი 15 წლის ბიჭმა მიიქცია ყურადღება, რომელიც ხალხს სთხოვდა ნაყიდის მანქანამდე ან მარშუტამდე მიტანას,ხელთ რკინის ბორბლებიანი ალბათ ძალიან მძიმე (ტაჭკა (ზუსტი სახელი თუ იცით გამისწორეთ)) მოემარჯვებინა და მთელი ძალით აწვებოდა აღმართზე, დიდხანს ვაკვირდებოდი და ბოლოს მივედი, მინდოდა დავლაპარაკებოდი -გამარჯობა,თავჩაღუნულმა მომესალმა. - გინდათ რამის წაღება? -არა, მე თქვენთან ლაპარაკი მინდა. -ბოდიში, მაგრამ ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. ლაპარაკში რომ გავიტანო დღს, საღამოს ავადმყოფ დედას, ვერც წამალს და ვერც პურს მივუტან. -ჩანთა გავხსენი და საფულეს დავუწყე ქექვა, ერთი ორმოცდაათ ლარიანი და ოც ლარიანი ვნახე, ორმოცდაათი ლარი გავუწოდე და ვთხოვე დამლაარაკებოდა -რაში გჭირდება ? დარცხვენით მიპასუხა. -მინდა გავიგო,რატომ მუშაობ აქ და რატომ არ სწავლობ? -იმიტომ რომ დედა და მე მარტოები ვართ და მას მე თუ არ დავეხმარე, მშიერი დარჩება ის ხეიბარია . -სახელმწიფო რას აკეთებს თქვენს დასახმარებლად ? -დახმარება აქვს დედას, როგორც ინვალიდი მაგრამ ერთი თვის წამალიც არ მოსდის ამ ფულით, რომ არ ვილაპარაკო საკვებზე,რა ვქნა მის გარდა არავინ მყავს. ეს თქვა და თვალიდან დიდი ცრემლი ჩამოუგორდა,აერია სახეზე მტვერს, ოფლს და მიწაზე დაეცა,მე კი მისი ტკივილი სულს მიფორიაქებდა. ბევრი რამ მომიყვა,თუ რამდრნჯერ დაუძინია მშიერს, ის რომ დედა ლამის ხელში ჩააკვდა და კიდევ ის რომ, აქ რასაც იმუშავებდა ნაწილი ტაჭკის მფლობელზე უნდა მიეცა ... დარჩენილი ოცი ლარიც ავიღე და მაღაზიიდან წვრილამანი რაღაცეები გამოვუტანე. -ბოდიშს გიხდი მეტი ფული თან არ მაქვს. -ის კი მადლოერ თვალებს ძირს აპარებდა და უამრავ მადლობას მეუბნებოდა. მოსაღამოვდა მანქანაში ჩავჯექი და ვფიქრობდი ამ ბიჭის ცხოვრებაზე, თან ვუცქერდი ტაჩკა პატრონს მიუტანა და ჯიბიდან ფული ამოიღო, გაუწოდა კაცმა ხელი კრა და რაღაც ყვირილი მორთო, მე მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, სანამ მივიდოდი გავიგე : -დავინახე ვიღაც ძუკნამ ფული გამოგიწოდა, რატომ მიმალავ? მივარდი და ამ კაცს სახეში დავარტყი. -როგორ ბედავთ რომ ბიჭს ხელს ჰკრავთ ? -თქვენ ვინ ხართ? რამდენს ბედავ. -მე,მე ვინ ვარ? გაიგებ თუ შენს ადგილს არ იპოვი! როგორ ბედავ ხელის ჰკვრას მეთქი? -მომისმინე ჩვენ აქ მოვილაპარაკეთ, და შენი აქ ჩარევა სამარცხვინოა! -რა მოლაპარაკება გაქვთ დროზე ამოღერღე! -ის რომ მოგების ნახევარი ჩემია, რადგან ტაჭკა ჩემია. -ეხლა კარგად მისმინე,თუ არ დაუბრუნებ მაგ ფულს და ბოდიშს არ მოუხდი მე თქვენ გიჩივლებთ არასრულწლოვნის ცემისა და ძალით მუშაობისთვის. -აიღე ეგ ფული და ტაჭკა დაივიწყე! ბიჭი ტიროდა და მთხოვდა არ ჩავრეოდი -წავა ხო წავა და უკეთეს ცზოვრებაც ექნება, ვინ ხარ შენ რომ ვინმე მონად დაიყენო ?! - ეს შეთანხმება იყო. -თქვენ შეთანხმდით რომ ნაშოვნს ამ ტაჭკით, შუაზე გაინაწილებდით ხომასეა? -ხო მუხარია რომ მიხვდი. -და დაინახეთ რომ მე ტაჭკაზე 2კილო რაიმე, მააინც დავდე? -მე რავიცი,მე კი არ ვცავ. -ის ხომ დაინახე რომ ფული მივეცი და არ გამოგრჩა. -ხო კარგი კარგი ოყოს ეგრე,მაგრამ კიდევერთ შეცდომას არ ვაპატოებ. -არ აპატიებთ არა, რადგან მას თქვენი ბინძუეი ტაჭკა ნამდვილად აღარ დაჭირდება, ამ დღიდან . როცა შემოვტრიალდი ბიჭი აღარსად იყო,ბევრი ვეძებე,მაგრამ ტყუილად. ისევ მანქანას დავუბრუნდი თავი დავხარე და თვალები დავხუჭე, ცრემლები თავისით მოდიოდა... თვალი გავახილე და წასვლა დავაპირე რომ ჩემი მანქნის გვერდით ურნაში ჩაყუდებული ბავშვი და კაცი დავინახე,ბავშვი პირდაპირ ურნაში ჩაესვა და იქიდან აწვდედა რასაც იპოვნიდა, გული ლამის გამიჩერდა,გაზს ბოლომდე დავაჭირე ფეხი და ავტირდი, მხეცის ხმა ამომდიოდა პირიდან, გული ვერ უძლებდა ამ რეალობას, ნამდვილად ვერ უძლებდა. ... ამის შემდეგ დავიწყე კითხვა, ათასი სოციალური თუ მატერიალური პოლიტიკის შესახებ,რამაც მაპოვნინა ბევრი საუკეთესო ფილოსოფოსი, საშუალება მომცა გამეაზრებინა ფილოსოფოსთა განმარტებული სიმართლე დღევანდელობასთან, რომელიც მოიცავს, რას თუარა ფიზიოკრატიას სრულებით ... როცა სკოლა დავამთავრე, დაბადების დღისთვის მამაჩემა გრანდიოზული წვეულება მოაწყო, სადაც მისი მთელი ამალა მოიყვანა, ამ დღეს მანქანა მჩუქა და კოლეგებთან იკვეხნიდა რომ, რამდენიმე წელში მე მათ რიგებს შევუერთებოდი. დადგა დრო რომ მე სამადლობო სიტყვა მეთვა. -აბა შვილო, გვახარე რა გზით ივლი უნივერსიტეტის შემდეგ. მადლობის მერე სულ სწრაფად მკითხა მამამ და თავის თავში დარწმუნებულმა,ამაყად დადგა ჩემს წინ. -ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, სამსახიობო გზას დავადგე. -უცებ ყველას სახე შეეცვალა და სიცილი წარმოსცდათ, რაზეც მამამ მისაღები დატოვა და ფერ დაკარგულმა ოთახს მიაშურა . არ მეგონა რომ მამა ვერ გაიგებდა და არ დააფასებდა ჩემს გადაწყვეტილებას,უბრალოდ მე არ შემეძლო ვყოფილვიყავი,მის ნაირი პოლიტიკოსი და არც ის შემეძლო რომ მის წინააღმდეგ დავმდგარვიყავი,ერთადერთი გზა გაცილება იყო მაშინ ამ წერტილიდან ... იმ დღე მამას ვერაფრით დაველაოარაკე,დედას არ უნდოდა თვალში მოვხვედრილვიყავი, მითხრა კიდეც: -დაუნახავი უგულო ხარ, შენ რომ მამაშენის ამაგი ვერ დააფასეო, მითხრა საყვარელმა დედამ და კარი მომიჯახუნა. მეც ჩემს ოთახს მივაშურე, ამის შემდეგ ყოველი დღე ასეთი იყო,ის სულ ცდილობდა თავი აერიდებინა და ნათლად გამოხატავდა იმ დამოკიდებულებას რომ ვეღარ მიტანდა, სასტიკად ნაწყენი იყო ჩემზე ,ამას დაერთო დედას და მამას მუდმივი ჩხუბი,სმა მამაჩემისა მე კი ეს ყველაფერი საშინელ ტკივილს მაყენებდა, ტკივილს რომელსაც გულმა ვეღარ გაუძლო აივსო ის ფიალა, რომელშიც ტკივილსა და სიმწარეს ამატებდნენ ყოველ წამს. გავიგე ოთახიდან რომ მამა საშინელ სიტყვებით მოიხსენიებდა დედაჩემს და ჩემი ერთადერთი ძმის სიკვდილს აბრალებდა,ეს უკვე პიკი იყო ავდექი და ოთახში გამხეცებული შევვარდი ,ისე რომ არც მითხოვია. სურათი კი ძალიან მძიმე დამხვდა, მამა დედას ახრჩობდა დედას სახე სულ გაშავებოდა, შესვლის თანავე მამამ ხელი გაუშვა და ჩემსკენ გამოიწია,ახლა კი მე გავექეცი,მე არ მინდოდა მისი ხმის გაგება, კიბეზე ჩავირბინე მამაც უკან დამედევნა და მალეც წამომეწია, ალბათ ირბინა კიდეც... -გაჩერდი! -ამ დონემდე,როგორ დავეცით მამა? -რა დონეზე მელაპარაკები ? -ყვეკაფერთან ერთად მკვლელი უნდა გამხდარიყავი და ვისი შენი ცოლის, ჩემი დედის ? -ეს შენ არ გეხება ? -როგორ თუ არ მეხება, ჩვენ შენს საათზე ან ტელეფონზე როდი ვლაპარაკობთ, ეშმაკსაც წაუღოს! ჩვენ ადამიანზე დედაჩემზე ვლაპარაკობთ . ლაპარაკი არ დამემთავრებინა რომ დედა დავინახე, კიბეებზე მორბოდა პირდაპირ ჩემსკენ, მომვარდა თმაში ჩამავლო ხელი, -ვინ მოგცა იმის უფლება რომ ოთაცში უკითხავად შემოვარდი ? განა მე ეს მისწავლებია შენთვის? -რა შუაშია ეგ მე რომ არა იქნებ მკვდარიც... -მერე შენ რა ? დაივიწყე შენი ძმა, მეც დამივიწყებდი! -რატომ მელაპარაკები ეგეთ სიტყვებით ? -მე ერთს გეტყვი და საბოლოოს, არასდროს გაბედო ჩვენს კომფლიქტში ჩარევა. მითხრა და სახლისაკენ წავიდა ... მამა ისევ ჩემს წინ იდგა სერიოზული სახით და ისე იყურებოდა,თითქოს მეუბნება რასაც ეძებდი იპოვეო. ამის მერე მივხვდი რომ სჯობდა შორს დამეჭირა თავი და რაც მოხდებოდა იქნებოდა ის, რადგან აზრი ჩემი ჩარევისა კარგს არაფერს მოიტანდა და მძიმედ დასრულდებოდა . ცოვრება მიდიოდა და ყველაზე მეტად ის მირევდა გულს რომ საზოგადოებაში მათი სახე ანგელოზებისა გეგონებოდათ, სახლში კი,თითქოს ეშმაკი უჯდებოდათ სხეულში,მამამ ისიც კი თქვა ერთ-ერთ გასართობ გადაცემაში ჟურნალისტის შეკითხვაზე : -თქვენმა შვილმა ალბათ ძალიან დაგწყვიტათ გული იმ დღეს ? -პატივს ვცემ ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, რადგან მას ასე უნდა წარმატებები, -გაოცებული დავრჩი მეგონა ეს ბოლო იყო და ურთიერთობას რაღაცნაირად დავარეგურირებდით, ბოლოს და ბოლოს მე მისი ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი, როცა დაბრუნდა კართან შევხვდით იმ წამსცე მომიშხამა ხასიათი, -იმედი არაფრუს გქონდეს გაიღიმა, როგორც იცოდა მთელი ცინიზმით და ისე წავიდა სამზარეულოსაკენ,ამაზე ხომ მთლად სახტად დავრჩი .... აი ასე დავკარგე იმის იმედი რომ მამაჩემი გადაიფიქრებდა და ჩვენი ურთიერთობა დალაგდებოდა, ახლა კი თავს საშინლად მარტო ვგრძნობ, დავდივარ ჩემს ირგვლივ ბრბოა, მაგრამ მე მარტო ვარ,მარტო ვარ ჩემს საშინელ ცხოვრებასთან და რეალობასთან,ვიღიმი თავი ისე მომაქვს,თითქოს ჩვენი ოჯახი წმინდაა და მეც ყველანაირად ვიჭერ თავს რომ არავინ დაინახოს ტკივილისგან გველივით რომ ვიკლაკნები... სანამ სკოლას დავამთავრებდი, კლასში და სკოლაში ბევრი მყავდა მეგობარი, მაგრამ ზოგმა უცხოეთში განაგრძო სწავლა, ზოგიც კი სად და სად დაიქსაქსა და დავრჩი მარტო, ჩემი მეგობარი მხოლოდ წიგნები და მისი გმირებია, მე მიყვარს მათთან ურთიერთობა. ჩემს ოჯახში კი ყოველდღე მძიმდება ვითარება ,თითქოს მთელი ოჯახი ნაღმზე ვდგავართ და ყველა თავს ვიკავებთ ფეხის გადადგმისგან, ვიცით რომ თუ ეს მოხდებს ვიღაც დაიწვება, ამიტომ თავის არიდებას ვცდილობთ.. ჩემს მთავარ ტკივილს კი ჩემი ძმის უეცარი სიკვდილი წარმოადგენს, იმ დღიდან კი რაც მამას და დედას ჩხუბი მოვისმინე გული აღარ მისვენებდა,რატომ ადანაშაულებდა დედას მამა რა მოხდა? ჩემი ძმა სოსო ჩემზე უფროსი იყო 3 წლით, 21 უნდა ყოფილიყო. ის უკვე 7 წელია გარდაცვლილია. მე მაშინ 8 წლის ვიყავი, თებერვაკი იყო, პარასკევი დღე თავიდან არ ამომდის,სახლში რომ დავბრუნდი გულწასული დედაჩემი შემოსასვლელთან დავინახე, მთელი ხმით ვიღრიალე, მამა მიშველე დედა ცუდათააა , დასახმარებლად არავინ მოვიდა. მაშინ მამაჩემი პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და ძალიან წარმატებითაც, ამას ხელი ბიძამ შეუწყო ის პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა და საკმაოდ კარგი სახელიც ჰქონდა. მამაჩემი ამ დროისთვის უკვე დაწინაურებული იყო და ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა. ერთხელ ბიძაჩემის და მამაჩემის ლაპარაკს მოვკარი ყური,რაღაც ოჯახის საიდუმლოზე ლაპარაკობდნენ, ბიძაჩემი ეუბნებოდა, თუ ეს გამოაშკარავდა ჩათვალე სამუდამოდ მოგვიწევს იქ ჯდომაო,მაშინ კი ვერ გავიაზრე, ახლა ვხვდები,ციხეზე ლაპარაკობდნენ. რატომ გამახსენდა ახლა ეს ? არ ვიცი არა,მაგრამ არც ის მჯერა რომ ჩემს ძმას, გულის წნევამ დაარტყა და გადავარდა ეს იყო ჩემი ძმის სიკვდილის მიზეზი, როგორც გავიგე. ხო როცა ხმა არავინ გამცა, მაცივრიდან გამოვიღე წყალი და დესას სახეზე მოვაპკურე, გონს მოვიდა თვალები გიჟს მიუგავდა, ხელი მკრა და კიბეზე აირბინა,უკან გავყევი, ჩემი ძმის ოთახიდან მამა გამოვიდა, ხელი მომკიდა და ჩემს ოთახში გამომკეტა, გამაფრთხილა ხმა არ ამომეღო, ვერც კი მივხვდი რა შეიძლება მომხდარიყო ,მაშინ მე ბავშვი ვიყავი და რა უნდა მეფიქრა ისეთი?! ჩამეძინა ალბათ ორ საათი მაინ მეძინა,თვალები გავახილე და კარი გავაღე, პირველ სართულის კიბეს ჩაუყევი, საიდანაც საშინელი ხმა ისმოდა, პირველად დედა დავინახე თმაგაწეწილი ტიროდა, მე მაშინვე ავტირდი ხმამაღლა,ვერასოდეს ვუძლებდი დედაჩემის ცრემლებს, ვერც მაშინ და ვერც ახლა,დედამ შემომხედა და გული წაუვიდა, ყველას დავუსხლტი და დედაჩემის თავთან ჩავიმუხლე, ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,თავზე ვეფერებოდი ირგვლივ სულ ყველას შავი ეცვა და შუაში ... ფეხზე ავდექი.- ეს რაარის დედაა? ვუახლოვდებოდი კუბოს,მაშინ ვერც კი გამეაზრებინა, რატომ უნდა ყოფილიყო ის ჩვენს სახლში. მივედი ახლოს, შუშაში ჩემი ძმის გაფითრებული სახე დაინახე. -დედა აქ რატომაა ჩემი ძმა , თქვენ ის აქ დაამწყვდიეთ დედა დაეძინა ? -ყველა ტიროდა, ჩემს კითხვებზე მეტად უმატებდნენ ტირილს, ბოლოს ხელი წამავლეს და იქიდან გამიყვანეს.ბოლოს ჩემი ძმა 4 დღეს ვნახე,მიწას რომ მიაბარეს, არ ვიცი, არ მახსოვს ,მივხვდი რამეს თუ ბავშვობა მჭირდა,მაგრამ საშინლად ვტიროდი 8 წლის ბავშვი, ჩემი ძმის გაშვება არ მინდოდა, იქ სიბნელეში რა უნდა ეკეთებინა მას ,ვყვიროდი და თან ვღრიალებდი. მამა ჩემს ყურებას ვეღარ უძლებდა,დედას წამდაუწუმ ეცლებოდა ღონე და გონებას კარგავდა, დედაჩემი დიდხანს იწვა ლოგინად.დასუსტდა და ცრსმლისგან სახე გაუფერმკთალდა, მას თავლებში ვეღარ ვუყურებდი, რატომ? არ ვიცი,მაგრამ მეშინოდა. მე ამღზრდელი მომიჩინეს ამის მერე,ძალიან კარგი ქალი გამოდგა, მაგრამ ვერ გაუძლო მომდევნო ჩვენს ცხოვრებას და დაგვტოვა. მამა და დედა ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ სასტიკები გახდნენ და მათი დაუმთავრებელი ჩხუბები ყელში ამოდიოდა, ერთხელ მამამ ამღზრდელს იმისგამო ეჩხუბა რომ,თურმე ინგლისური არ იცოდა და ბავშვს ვერანაირ განათლებას ვერ მომცემდა ადგა და ტირილით გაიქცა საწყალი ქალი. იმის მერე არავინ მოსულა ჩვენთან , აღმზრდელის პოზიციაზე. კლაში მყავდა მეგობარი ლუკა ერქვა,მან ჩემზე ყველაზე მეტი იცოდა მაგრამ არა ყველაფერი. ერთად დიდ დროს ვატარებდით, ის კმაყოფილი იყო მისი ცხოვრებით,დედა ქირურგი ჰყავდა, პატარა იყო მამა რომ გარდაეცვალა, მაგრამ დედის სიძლიერემ და სიყვარულმა ცარიელი ადგილი ამოუვსო. მე ორივე მყავდა გული კი ცარიელი მქონდა, რადგან არცერთი იყო ჩემთვის ... ცხოვრება მუქ ფერებში მქონდა და ბავშვობაც რვა წლამდე, იმის მერე არ ვიცი ,სულ დიდი მგონია თავი, რადგან აღარც შეცდომას მპატიობენ და აღარც სილაღეს, ასეა დრო გადის და თითქოს კი არ ვიზრდები არამედ ვბერდები, არ ვიცი რომ ამბობენ გული არ ბერდებაო ,მე კიდე მგონია ყველაზე მეტად გულს ესმის და გული ბერდება, ამოტომაცაა რომ ადამიანები მცირე ასაკში იღუპებიან,ჩემი გული უკვე 40 წლისაა, მე ასე მგონია და ყოველ ახალ დაბადების დღეზე ,ხუთი ან ექვსი სანთელით მეტია საჭირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.