უკანასკნელი კოცნა (18 თავი)
თორნიკეს ბათუმში მოუწია წასვლა რამდენიმე კვირით და ჩვენს შორის ურთიერთობა ისევ გაცივდა, მთელი ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა მხოლოდ, მეც სულ რამდენჯერმე დავურეკე და მოვიკითხე, ჩემზე ჯერ ისევ ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული იყო, ხმაშიც კი ეტყობოდა ეს, ამიტომ სულ რამდენიმე სიტყვით მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს, მისკენ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი რადგან არ მინდოდა რომ გრძნობებს აჰყოლოდა თავი დაეკარგა ისე რომ ის წყენა და ბრაზი ჯერ კიდევ გულშუ ჰქონოდა, ვიცოდი თუ ურთიერთობას გავაგრძელებდით ისე რომ მის გულში ის ბოღმა და ბრაზი განელებული არ იქნებოდა ოდესმე აუცილებლად გამშვინვარდებოდა და ყველა სხვა გრძნობას გადაᲤარავდა, ამიტომ ვიცდიდი, ველოდი როდის გაერკვეოდა საბოლოოდ საკუთარ თავში რომ მეც გავრკვეულიყავი საბოლოოდ საკუთარ გრძნობებში. ჩვენი ცხოვრება ისევ ისე უღიმღამოდ გრძელდებოდა იქამდე სანამ ერთ საღამოს ანა არ გაუჩინარდა, ეს სიტყვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ სანამ მე მას ვიპოვიდი მეგონა რომ ცხოვრება თავზე ჩამოგვენგრია და ყველაფერი დამთავრდა... საღამო ხანს ანა ეზოში ჩავიდა სათამაშოდ, მე ხშირად ვიყურებოდი აივნიდან და თვალს ვადევნებდი, თითქოს გული მიგრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, როცა კიდევ ერთხელ გადავიხედე და ვეღარ დავინახე მისი მეგობრების გვერდით მაშინვე დავურეკე მაგრამ გათიშული ჰქონდა ტელეფონი, გული შემიქანდა მაშინვე დაბლა ჩავედი და ეზო მოვათვალიერე მაგრამ არსად არ იყო, ბავშვებთან მივედი და მითხრეს რომ ვიღაც კაცთან ერთად იქით წავიდაო, არც კივიცი რა დამემართა, რამდენიმე წამის განმავლობაში თვალთ დამიბნელდა და გონება დამებინდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ადგილზე გავიყინე, სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი რომ წავსულიყავი და მომეძებნა -მარიამ დედა კარგად ხარ?-მომიახლოვდა დედაჩემი და თვალებში ჩამაცქერდა, მე მაქსიმალურად მშვიდი ტონით ვუთხარი რომ სიგარეტი გამითავდა და საყიდლად ჩამოვედი -დაგერეკა და გიყიდიდი- მითხრა გაოცებულმა -მაღაზიიდან არ მოვდივარ ეხლა? -უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავლა მინდოდა -ანა სადაა? -იქით-ხელი იქით გავიშვირე საითაც ბავშვებმა მითხრეს რომ წავიდაო -მალე ამოდით ვახშამს გავამზადებ მე-მითხრა და სადარბაზოში შევიდა, მე კი იმ მხარეს გავიᲥეცი საითაც ანა წაიყვანეს, რატომღაც იმედი მქონდა რომ ვიპოვიდი, კარგა ხანს ვირბინე კორპუსებს შორის მაგრამ ანა არ ჩანდა, ისიც კი ვიფიქრე რომ პოლიციაში დამერეკა მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ ვიპოვიდი და ამ საქმეს აურზაურის გარეშე მოვაგვარებდი, ბოლოს გადავწყვიტე რომ ანა პარკში მომეძებნა, რატომღაც გულმა იქით გამოწია, სირბილის თავი აღარ მქონდა და ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი პარკისკენ, როცა მოვუახლოვდი გულისცემა ამიჩქარდა უარესად, იმაზე ფიქრი რომ ანა აქაც არ იქნებოდა და ვიღაც ავადმყოფს, მათ შორის ალექსანდრეს შეიძლებოდა მანქანით სადმე წაეყვანა მაგიჟებდა... მაგრამ არა ანას სილუეტს თვალი მოვკარი და გიჟივით გავექანე მისკენ -ანა-ამოვიტირე როცა დავინახე, მივვარდი გიჟივით გულში ჩავიკარი და თავზე ვაკოცე -რატომ წამოხვედი ამ სიშორეზე? -ვუსაყვედურე -იცი როგორ შემეშინდა? -ალექსანდრე ბიძიამ წამომიყვანა-მითხრა უცნაური ტონით- მითხრა რომ იცოდი-ამომხედა დამნაშავის თვალებით -რაა?-ლამის შევკივლე შიშისგან და აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ ის არანორმალური არსად არ ჩანდა -რატომ გამოყევი სრულიად უცნობ ადამიანს ანა ასე არ შეიძლება საყვარელო-ანა კიდევ ერთხელ გულში ჩავიკარი და ვაკოცე შუბლზე -მითხრა რომ გიცნობდა, ყველაფერი იცოდა შენზე, მითხრა რომ შენი მეგობარია და ჩემი გაცნობა უნდოდა -ღმერთო რა ავადმყოფია-უარესად შემეშინდა ანას სიტყვებზე და ხელი მაგრად ჩავკიდე -მოდი წავიდეთ აქედან და სახლში ვილაპარაკოთ კარგი საყვარელო?-ვუთხარი აღელვებულმა და მოვტრიალდით და შიშისგან შევკივლე რადგან ვიღაცას შევასკდი ცხვირით -სადმე გეჩქარებთ?-მკითხა ჩავარდნილი ხმით ალექსანდრემ და ანას გახედა რომელიც ჩემს უკან მოვაქციე -ჩემს შვილს თავი დაანებე, ახლოს არ გაეკარო-ვუყვირე ხმააკანკალებულმა -შენს შვილს?-ისეთი უცნაური ტონით მკითხა რომ ადგილზე გავიყინე, ვივრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში და ნელ-ნელა როგორ დავკარგე მთელს სხეულში მგრძნობელობა, კარგახანს ვიყავი ასეთ საშინელ მდგომარეობაში, იმდენად იმოქმედა მისმა სიტყვებმა ჩემზე რომ დიდი დრო დამჭირდა აზრზე მოსასვლელად -დიახ ჩემს შვილს -ვუყვირე ბოლო ხმაზე და ნაბიჯი წავდი გვერდზე რომ მას გვაცლოდით მაგრამ ისევ წინ გადამეღობა, შეშინებულმა ანა კიდევ უფრო ძლიერად მოვუჭირე თითები -მამამისი სადაა-მკითხა ბრაზნარევი ტონით -შენ რა?-ღმერთო ისე დავიბენი სათქმელს თავს ვეღარ ვუყრიდი მერე ანასკენ შევტრიალდი ჩემი ტეფონი შევაჩეჩე ხელებში და ვუთხარი -ანა სახლში წადი, ბებოს დაურეკე გზაში შეგხვდეს, არაფერი არ უთხარ ალექსანდრე ბᲘძიაზე კარგი? -დედა მეშინია-ანა ძალაინ შევაშინე ჩემი ქცევით -ნუ გეშინია, მალე მოვალ, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა ის გააკეთე რასაც გეუბნები-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და შუბლზე ვაკოცე -მიდი წადი ნუ გეშინია მოვალ მალე-ანა გაიქცა და მე ალექსანდრეს მივაჩერდი -ჩემგან რა გინდა? რის მიღწევას ცდილო? -ანას მამა სადაა? -ეგ შენ არ გეხება! -მე რომ ციხეში ჩამსვევს იქიდან ზუსტად შვიდ თვეში დაიბადა ანა-მიყვირა და მომიახლოვდა თმაში ხელი ჩამავლო და უხეშად მომქაჩა -Ის შენი და ვახოს შვილი არაა! სანამ დანიჭერდნენ მანამდე იწექი მასთან ოთხი თვით ადრე და კარგად მახსოვს რა მდგომარეობაში იყავი, მომხდარის მერე -შენ ვინ გეკითხება-ვცადე ხელიდან დავსხლტომოდი-ვინაა ანას მამა -Ესეიგი იმ მდგომარეობაში რაშიც იყავი ახალი კაცი იშოვე! მასთან დაწექი ოთხ თვეში კი ანა გააჩინე? არა?-დამისისინა ყურში -ავადმყოფო, არანორმალურო ხელი გამᲘშვი მტკივა! -ვუყვირე ტკივილისგან გამწარებულმა -ანას მამა ვინაა და ახლა სადაა?!-დამიღრიალა ყურში და ისე უხეშად გამᲘშვა ხელი რომ ლამის მიწაზე დავვარდი -აი წგ შენ არ გეხება!-ვუთხარი აღელვებულმა და მოვტრიალდი -ანა შენი შვილი არაა ხომ ასე?-მომესმა ზურგსუკნიდან მისი საზარელი საშინელი ხმა, რომელმაც ადგილზე გამაშეშა და გამყინა -ვახოს ამბის მერე შენ უბრალოდ შეიშალე, გაგიჟდი, ავადმყოფურად შეშინებული და არეული იყავი, ოთხ თვეში შენ სხვასთან ვერ წახვიდოდი, ვერ დაწვებოდი, მე ვნახე რა მდგომარეობაშიც იყავი... -ანა ჩემი შვილია და მასთან მიკარება აღარ გაბედო! -მისკენ მივტრიალდი და ბოლო ხმაზე ვუღრიალე, ახლა უკვე ნერვების თამაში იწყებოდა და მე თუ მის თავდასხმებს ვერ გავუმკლავდებოდი ანას ცხოვრებას დავანგრევდი, რადგან ეჭვები ჰქონდა ახლა თავს აღარ დამანებებდა, ამიტომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი -ვინაა მისი მამა-მომიახლოვდა და მკლავებში ხელები ჩამავლო და უხეშად დამაჯანჯღარა -ხელი გამიშვი-ვუთხარი მკაცრი ტონით -ანა შენი შვილია?-ისევ იგივე კითხვა დამისვა და დაჟინებით ჩანაცქერდა თვალებში -ჩემს შვილს კიდევ თუ მიუახლოვდები პოლიციაში წავალ და გიჩივლებ! -დავემუქრე და როგორც კი ხელი გამიშვა მაშინვე გავიქეცი. ჯანდაბა, ჯანდაბა ანა იმიტომ წამოიყვანა რომ დაკითხვა მოწეყო მისთვის, ღმერთო ჩემო, ალექსანდრეს დედა სანამ გამოვიქცეოდით ეჭვობდა რომ ნათია ორსულად იყო, არ ეტყობოდა დიდად მუცელი მაგრამ ეტყობა მაინც მიხვდა ალექსისი დედა ამას და შვილს ჩააწვეთა... ჯანდაბა ჯანდაბა ახლა ნამდვილად ჭკუიდან გადავალ შევᲘშლები... ისე ცუდად გავხდი რომ სახლში ვეღარ ავედი, ძალა არ მეყო და მამაჩემთან წავედი ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე და ვკითხე როგორ უნდა დაგვეცვა ანა მისგან, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა ჯობდა რადგან ამ მძიმე და რთულ სიტუაციაში მარტო ვეღრა მივიღებდი გადაწყვეტილებას, რადგან ემოციებს აყოლილი ვიყავი და ცივი გონებით ვერ ვიმოქმედებდი, არ შემეძლო... -უნდა აუხსნათ-გვირᲕია თინიკო -მას ასე ლაპარაკი არ ესმის-უთხრა მამაჩემა -ასე რომ ყოფილიყო გგონია გაქცევა და დამალვა დაგვჭირდებოდა-მაინც გაღიზიანდა ბოლოს -ჰო მაგრამ აშკარაა რომ არ სჯერა ანას და მარიამის დედა-შვილობის, ის კაცია და ნახა რაც გადაიტანა მარიმმა...კარგად ახსოვს რაც დაემართა ვახოს ამბის მერე მარიამს და ახლა დაარწმუნოთ რომ ოთხ თვეში ვიღაც შეუყვარდა და მისგან ეყოლა ანა... მაშინ როცა შიშისგან სახლიდან ვერ გადიოდა და ვერ იძინებდა ხოლმე ღამეები... -ამის დედაც-იყვირა მამაჩემმა -დედამისმა გააქეზა უეჭველი, ალბათ ანაზე მოუყვა ალექსანდრე და იმანაც მაშინვე ჩააწვეთა შენი იქნებაო, თან ძალიან რომ ჰგავს ნათიას ესაა მთავარი მიზეზი... ამიტომ დაეჭვდა... -გოგა ასე როდემდე აპირებთ თავის წამებას? -გაბრაზდა თინიკო -ნუთუ არ გეყოთ? მთელი ათი წელია თავს იწამებთ სამივე... -აბა რა ვქნა? ანა მას მივცე? მას გავზრდევინოთ? -იქნებ არ წაიყვანოს-გაბრაზდა თინიკო -მას ვძულვართ, ვეზიზღებით, ანას მიმართ გრძნობები არ აქვს, შვილია მაგრამ უცნობი შვილი, მას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს და ეცდება ანათი დაგვსაჯოს, არ დაფიქრდება იმაზე რომ ანას გულს ატკენს და ცხოვრებას დაუმახინჯებს! აი რისი გვეშინია თინი, უკვე მეათასეჯერ გიხსნით შენც! -კარგი მაშინ რაც გინდა ის ქენით-გაბრაზდა თინიკო და ოთახიდან გავიდა -მისმინე მარიამ მგონი ეს დასასრულია და როგორღაც უნდა ავუხსნათ ანას -მამა ის ჯერ ძალიან პატარაა, გული ეტკინება, ძალიან ეტკინება -ჰო მაგრამ ალექსანდრე აწი აღარ გაჩერდება ხომ იცი, მთილი ეს დრო ალბათ ამისთვის ემზადებოდა... ანას თუ თავად ეტყვის ყველაფერს ბავშვს ფსიქიკას დაუმახინჯებს, ხომიცი მის გრძნობებს და ემოციებს არ გაუფრთხილდება -მამა არ შემიძლია-ცრემლები გადმომცვივდა -მისმინე ასე მოვიქცეთ, ჯერ იმ ნაბიჭვ.რს დაველაპარაკები და თუ ვერაფერი შევაგნებინე შენ ანას აუხსნი როგორღაც ამ სიტუაციას -მამა -მარიამ, ჩვენ ყველამ გულის სიღრმეში ვიცოდით რომ ეს დღე დადგებოდა -მამა არ შემიძლია, მეშინია, ანა მას ვერ გაიგებს, ჯერ სულ ბავშვია -დამშვიდდი და ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ისე რომ ანას ცხოვრება არ დავუმახინჯოთ, არ მეგონა ასე მარტივად თუ მიხვდებოდა ყველაფერს ის ავადმყოფი მაგრამ, რადგან მიხვდა და დაეჭვდა აწი აღარ გაჩედება და საბოლოოდ გაარკვევს სიმართლეს და იცი შენ რომ ის უბრალოდ დაანგრევს ანას ცხოვრებას ჩვენს დასასჯელად!. სამსახურში ისე წავედი რომ ანა და დედა არ მინახია, ძალა არ მეყო მათთვის თვალი გამესწორებინა და ყველაფერი ამეხსნა, სამსახურში მთელი დღე დაძაბულვიყავი და დაუხასიᲐთოდ, სამსახურიდან გამოსვლის მერე მანქანასთან მისულს თორნიკე რომ დამხვდა ჩემს მარჩიზე მიყრდნობილი ძალიან გამიკვირდა -ჩემოხვედი?-შევიცხადე მე და ისე მივუახლოვდი რომ ჩემს ჩანთაში მანქანის გასაღების ძებნა განვაგრძე -მოგენატრე?-მომესმა მისი ირონია ნარევი ხმა და წამში ავფეთქდი, გასაღების ძებნას თავი დავანებე და თორნიკეს მივაპყარი არეული თვალები -რატომ მოხვედი? რა გინდა ჩემგან?-მასზე ვიყრიდი ჯავრს წუხანდელის გამო -Უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა-მითხრა დაძაბული ტონით, გასწორდა მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა -ხომ მნახე ახლა წადი-ვუთხარი გაბრაზებული ტონით და ისევ გასაღების ძებნა დავიწყე -ანას გაცნობა მინდა-მითხრა მოულოდნელად და გაოცებისგან პირდაღებულმა შევხედე -დამცინი ხო?-ვუყვირე გაცეცხლებულმა -მინდა რომ გამაცნო-გაიმეორა ჯიუტად -შენ რა გაგიჟდი? საერთოდ ვინ ხარ? ჩემი მეგობარი? შეყვარებული? საქმრო? არავინ საერთოდ არავინ! -ვუთხარი ხმა აკანკალებულმა -მარიამ -გაბრაზდა ისიც -რაა?! მითხარი ასე რატომ იქცევი? რატომ იჭრები ჩემს ცხოვრებაში ასე ღრმად მაშინ როცა შენს თვალებში ჯერ ისევ ბრაზს და ზიზღს ვხედავ?! რა გინდა ჩემგან? -ცრემლები მომეძალა -ანას გაცნობა მეტი არაფერი -ანა ჩემი შვილია! მე მას შენზე არაფერს ვეტყვი რადგან შენ არავინ არ ხარ ჩემთვის!... -გინდა რომ ვიყო? - ლაპარაკი შემაწყვეტინა და მომაჩერდა უცნაურად ამღვრეული თვალებით -მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ Მე ბევრი შეცდომა დავუშვი... გული გატკინე, მოგატყუე... აი ახლაც ვხედავ შენს თვალებში ბრაზს რომელიც დრომ ვერ გაანელა თორნიკე და შეიძლება ვერც ვერასოდეს გაანელოს, იმიტომ რომ მე შენს საუკეთესო მეგობართან ვიწექი...-ცრემლები გადმომცვივდა და ხმა ჩამიწყდა -აი ესაა სიმართლე რასაც მე და შენ ვერასოდეს გავექცევით და ამის დავიწყება ალბათ შეუძლებელია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.