შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (სრულად)


21-12-2020, 00:38
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 44 363

შაკო ჩემს წინ იჯდა, თავის ლურჯ თვალებს დაბნეულად აცეცებდა აქეთ-იქით და სურდა, ისეთი გამომეტყველება შეენარჩუნებინა, თითქოს ზედმეტად სერიოზულად იყო განწყობილი ამ ამბის მიმართ. დროდადრო, გამომხედავდა. ცდილობდა, ზიზღნარევი მზერა ჰქონოდა და ვაღიარებ, უმეტეს შემთხვევაში, გამოსდიოდა კიდეც.
- არ მინდოდა ეს ადვოკატები, სასამართლოები და ზედმეტი სკანდალი. ისედაც ყელამდე ვართ პატივში ჩვენი ურთიერთობისგან.
- შენს თავზე ილაპარაკე - შევუბღვირე და ქურთუკი გავიხადე. სხვათაშორის, არ ცხელოდა, თუმცა მაინტერესებდა, იმ კაბას თუ იცნობდა, რომელიც ჩვენი პირველი შეხვედრისას მეცვა.
თავისი ცისფერი თვალები უარესად დააჭყიტა.
რაღაც მომენტში, შევნიშნე, რომ მოგონებებმა შეუჭამეს გონება, მაგრამ ახლა ყველაზე შეუფერებელი დრო იყო სენტიმენტებისთვის.
- სახლს რაც შეეხება, შემოთავაზება მაქვს მაგ ამბავთან დაკავშირებით - თქვა და ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენი ერთად დაგროვილი ქონების ჩამონათვალი გადაფურცლა. - ძალიან ძვირადაა შეფასებული, თუმცა გაყიდვა არ მინდა. ისედაც საკმაირის დრო დავახარჯეთ მაგის გარემონტებას და ახალ სახლში რომ გადავიდე, მერე მანდაც მომიწევს რაღაცეებზე ხელის შევლება. კარგი შემოთავაზება მაქვს შენთვის, სახლის ნახევრის ფასს მე მოგცემ, ნახევარი ისედაც მე მრჩებოდა და გავსწორდებით.
- რა თქმა უნდა, არ ვარ თანახმა - ირონიული ღიმილით გავუქნიე თავი.
- მთლიანი საფასური რომ გადაგიხადო? - ნელ-ნელა ფასს ზრდიდა.
- კარგად მომისმინე ჩემო სიყვარულო - სახეზე კვლავ კმაყოფილება გადამეკრა. მას კი სიტყვა „სიყვარულოს“ გაგონებაზე, ისე გადაუვიდა ფერი, გეგონება საყვარელთან შემოესწრო. მომწონდა, როცა ნერვებს ვუნადგურებდი. შაკოს კი ჯერაც ვერ გამოემუშავა ანტისხეულები ჩემი შხამის გასანეიტრალებლად. - ბოლო ათი წლის განმავლობაში, შენმა ბიზნესმა იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ მაქამდე თვლა არც მისწავლია და ვერც ვისწავლი. შენდა სამწუხაროდ, მაგისი ნახევარიც ჩემი საკუთრებაა. ამიტომ, თუ გინდა, შენი ბიზნესისგან მიღებულ თანხას აქეთ გადაგიხდი და სახლი მე დამრჩება. ნამდვილად არ მსურს, ვიღაც ბო*ებს ჟი*ავდე ჩემს სახლში.
მწარე სიცილით გააქნია თავი.
- ყველა მეუბნებოდა, ცოლად ნუ მოიყვან, ალქაჯიაო.
- მერე, რატომ არ დაუჯერე?
- გრძელი ფეხები გქონდა.
- ჰოდა, შეგრჩა მაგ გრძელ ფეხებში მოგზაურობა. შვილი კი არ გვყავს, ამიტომ გენებს არ მოგიწამლავს ჩემი სიალქაჯე. - ყველაზე მწარე ადგილას დავადგი ფეხი. მერე ვინანე. არ იყო საჭირო ეგეთი რამეებით მანიპულირება.
- კარგი, როგორც გინდა. სამაგიეროდ, ძაღლი გვყავდა, რომელიც მე დამრჩება - მხიარულად მოწრუპა ვისკი და დამპალი მზერით შემომხედა.
- ჩიჩი შენ რატომ გრჩება? - სიბრაზემ თითქმის ტვინამდე ამოაღწია და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მისი სიცოცხლე წამებს ითვლიდა.
- იმიტომ, რომ ქორწინებამდე ვიყიდე. მისი მამიკო მე ვარ. ამიტომ გილოცავ, რადგან შვილი არ გვყავს, თუმცა ის, ვისაც შვილს ვეძახდით, მამიკოს მეურვეობის ქვეშ იქნება.
ვერ ვიგრძენი, ღვინის ჭიქას როდის წავავლე ხელი, თუმცა უკანასკნელი რაც მახსოვს, მის ნამსხვრევებს ცოცხით კრეფდნენ. ზოგიერთი, ხელშიც შემერჭო, თუმცა ემოციებისგან, საერთოდ ვერ ვგრძნობდი ტკივილს.

* * *

მეგობრის სახლში, წინ და უკან დავრბოდი. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სულ რაღაც, რვა კვადრატულ მეტრს ვარტყამდი წრეებს და გამწარებული ვლანძღავდი იმას, ვისაც ჩემი ყოფილი ქმარი დაერქმეოდა.
- ჩიჩი მიჰყავს იმ საძაგელს და ამას ვერაფერს მოვუხერხებ - თითქმის ვყვიროდი სასოწარკვეთაში მყოფი.
- შეგიძლია რამის მოფიქრება - ნახევრად მთვრალი დემუ წამოდგა, ცოტა შებარბაცდა და თავისი ღვინის ჭიქა შემომაჩეჩა.
- რისი მოფიქრება, დათრობა?
- იქნებ, საერთოდ არ გაეყარო?
- მეხუმრები ხო? და მისი გამწარების შანსი გავუშვა ხელიდან? თან თავად შეიტანა გაყრაზე განცხადება.
- მართლა თუ გინდა გაამწარო, მის ცოლად უნდა დარჩე.
- რა იყო, შენც ქორწინებამდე გიყიდა? - ნერვები მომეშალა და მისი ღვინო მთლიანად დავლიე.
- მისი სახლის გასაღები ჯერ კიდევ გაქვს? - მკითხა ეშმაკურად.
- მისი სახლის კი არა, ჩვენი სახლის, რომელშიც დროებით თავად ცხოვრობს და რომელიც მალე ჩემი გახდება.
- მისივე ფულით იყიდი?
- რა თქმა უნდა.
- ჰოდა მივიდეთ მასთან და ჩიჩი მოვიტაცოთ.
- რას ამბობ? - აღმომხდა გაოგნებულს.
- რა იყო, რამე ისეთი ვთქვი?
- არა, პირიქით, გენიოსი ხარ.
ქურდებივით შევიპარეთ სადარბაზოში და ავტოფარეხისკენაც გამექცა თვალი. შაკოს მანქანას მე ვატარებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოცნებისაც მყავდა. რატომღაც, ყველაფერი შაკოსი მიყვარდა: მანქანები, ხალათი, მაისური. მივლინებაში როცა მიდიოდა, მის ადეკოლონს ვაცხრებოდი და იქამდე ვისრუტავდი სურნელს, სანამ უკან არ ბრუნდებოდა. საჭმლის ჭამაც კი მისი ულუფიდან მიყვარდა. არა, ეს სახლი მაინც უნდა ყოფილიყო ჩემი, თორემ კლუბში, 5 წუთის გაცნობილი ქალი, შესაძლოა, შემთხვევით იმ თეთრეულში გაეხვია, რომელშიც ჩვენ ვნებივრობდით აქამდე.
ასეთი ფიქრების გამო, საკუთარი თავი მეზიზღებოდა, თუმცა შაკოს მაინც ვერ ვიძულებდი ბოლომდე. სისულელე იყო ჩემი ეჭვები.
არარეალური.
სხვა ქალს აქ არ მოიყვანდა.
- ძაან რომ თავი გამოვიდეთ და შავები ჩავიცვით, ვერ დაგვინახავენ ვითომ? - მკითხა დემუმ ლიფტში.
- უბრალოდ, მეტი დაძაბულობა შევმატე ჩვენს მზაკვრულ გეგმას, თორემ მე ისეთი ლამაზი ვარ, ვინ არ შემამჩნევს?
- ალქაჯი ხარ! - გაეცინა დემუს.
ლიფტიდან გამოვედით. საკუთარი სახლის სურნელი სადარბაზოშიც კი ვიგრძენი. ჩვენს სართულსა და მომდევნო ორზეც, მხოლოდ ჩვენი სახლი იყო და ამიტომ, ერთადერთი კარი მიღიმოდა მთელი თავისი სილაღით. მონატრებოდა თავისი ნამდვილი დიასახლისი.
მეც საოცრად მენატრებოდა.
ტყუილია იმის თქმა, რომ სახსლს, ძაღლს ან ნახატს სული არ აქვს. ხომ ვიცი, ყოველთვის, როდესაც ზღურბლს მიღმა ადამიანი გაშრიალდებოდა, ჩიჩი ჩემი დანახვის იმედით ივსებოდა, თუმცა მუდამ ეკუმშებოდა გული, როცა შაკოს ახალ-ახალ დამხმარე ქალებს ხედავდა, რომლებიც საუზმეს, სადილსა და ვახშამს უკეთებდნენ.
- დედა მოვიდა - ვთქვი გულაჩქარებულმა და გასაღების ამოღებისთანავე, ხელი ამიკანკალდა.
- ეს ძაღლს უთხარი?
- ყველაფერს - ჩემი ხმაც შედარებით აკანკალებული მეჩვენებოდა.
- მე მეგონა, მარტო ფილმებში ტიროდი. ისიც, ძალით.
- არ ვტირი, უბრალოდ ავღელდი - შევუბღვირე დემუს. ძაღლი მოუსვენრად ყეფდა, კარს ახტებოდა, წკმუტუნებდა და პატარა თათებით ფხაჭნიდა. - შემოვდივარ, შემოვდივარ - ვთქვი მოუთმენლად. სახლში შევედი და ჩიჩი მთელი ძალით ჩავიკარი გულში. მართალია, არ გამიჩერდა, მთელი სახე დამიდორბლა, თმა ამიწეწა და ორ აგილზეც კარგად გამჩხაპნა, თუმცა მაინც ემოციებით სავსე შეხვედრა გვქონდა.
მთელი სახლი საეჭვოდ ჩაბნელებულიყო.
- ეს კაცი დაბრმავებას გიპირებს? - ვკითხე ჩემს მკერდზე მიხუტებულ ძაღლს და ხელის ცეცებით გავიკაფე გზა სინათლის წყარომდე.
- ელენა, ძაღლი წამოიყვანე და წავიდეთ - მომაძახა დემუმ.
- კაბები მაქვს წამოსაღები. კიდევ, რამდენიმე ტანგა იმ დამპლის კარადაში დამრჩა.
- ტრუსებს ერთად ინახავდით? რა ჰიგიენურია.
შუქი ავანთე.
მე და დემუმ ერთხმად შევყვირეთ და ჩიჩიც რომ შემოგვიერთდა კივილში, ყველაფერმა უფრო მძაფრი შეგრძნება შეიძინა.
შავი ტყავის სავარძელში იჯდა შაკო, ვისკის ჭიქა გრაციოზულად ეპყრო ხელთ და დამცინავი მზერით მიყურებდა.
- დამპალი მიწოდე? - მკითხა გამაღიზიანებლად წყნარად.
ვერაფერი ვუპასუხე.
ახლა ისე დავდუმებულიყავით ყველანი, ძაღლის ჩათვლით, რომ შაკოს ნელი ყლუპის ხმა მეხივით ჩაგვესმა.
- მე ვიყავი - დაძაბულობა განმუხტა დემუმ.
- ქალის ხმით ალაპარაკდი? - ჰკითხა შაკომ.
- კი, იმდენ დროს ვატარებთ ერთად, რომ ერთნაირი ხმა ავიკიდეთ - მაქსიმალურად მომბაძა ხმაში ჩემმა ერთადერთმა მეგობარმა.
- აქ რას აკეთებთ?
- შენ რას აკეთებ აქ? შეხვედრა არ გქონდა? - კითხვა შევუბრუნე.
- რა იცი, შეხვედრაზე? - ორმაგად შემომიბრუნა კითხვა და მე ნამდვილად ვერ გავამხელდი, რომ დღემდე მისი სოციალური ქსელის პაროლებს ვიყენებდი ბოროტად.
- ინტუიცია - თავზე თითი მივიდე დამაჯერებელი სახით.
- თან სახლი ცარიელი იყო და ვიფიქრეთ, სექსით დავკავდებით-თქო. - დააბრეხვა დემუმ.
- შენ ხომ გეი ხარ?
- როცა საქმე ელენას ეხება, ბოლომდე გეი ვერ იქნები.
- დაგითმოთ საძინებელი ოთახი თუ გაუშვებთ ჩემს ძაღლს ხელს და თქვენ თქვენს სახლებში დაბრუნდებით? - გვკითხა შაკომ ირონიულად.
- არა, დაგვითმე საძინებელი ოთახი - ირონიულადვე ვუპასუხე.
- სჯობს წავიდეთ - ჩურჩულით იდაყვი მომარტყა დემუმ.
- და ეს გავაბედნიეროთ? ვერ ეღირსება - ჩავისისინე.
საბოლოოდ, წამოვედით.
ისევ დავტოვე ჩემი მყუდრო ბინა. ასეა ყოველთვის. ქმართან ჩხუბის მერე, აქეთ თუ არ გააგდე სახლიდან, შენ არასოდეს არ უნდა აიკრა გუდანაბადი, თორემ თვითონ რა ენაღვლება? ფესვებს გაიდგამს იქ, სადაც თქვენი საერთო სურნელი საუკუნეების განმავლობაში იტრიალებს.
პირველად რომ შაკოს შევხვდი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მის სარეცელს გავიზიარებდი. როცა დავქორწინდით, იმას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე, ჩვენი გზები გაიყოფოდა.
6 წლის წინ, სერიალში მიმიწვიეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, სცენიდან ეკრანზე გადანაცვლება ამხელა აჟიოტაჟს თუ მომიტანდა. ერთი შეხედვით, მშვიდი ცხოვრება მქონდა. უეცრად კი, ხალხი ჩემი პესონაჟის სახელს მეძახდა ქუჩაში, ბავშვები ხელებგაშლილები მორბოდნენ ჩემთან ჩასახუტებლად. როდესაც ღმერთი მიწყრებოდა და ფეხით გამოვდიოდი ქუჩაში (მაღაზიაში მანქანით ხომ არ ჩავიდოდი), გზად დაახლოებით, ათ ადამიანთან ერთად მიწევდა სელფის გადაღება. შემდეგ კი ისეთ სურათებზე მთაგავდნენ, თავი საფრთხობელა მეგონა.
გულის სიღრმეში, ალბათ მომწონდა, ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან ჩემი მოწოდება იყო, უბრალოდ, ზოგჯერ დამღლელი და მომაბეზრებელი ხდებოდა ყველაფერი.
შაკო კლუბში გავიცანი. ან მხოლოდ მან გამიცნო. დღემდე გული სწყდება, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა არც ისე კარგად მახსოვს, რადგან გალეშილი ვიყავი.
მე და დემუ კლუბიდან გამოვვარდით. ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და თან გული ისე ერეოდა, რომ უახლოეს ხესთან ძლივს მიაღწია. როგორც ყოველთვის, მისი თავი მეჭირ. ვიღაც მაღალი კაცი მოგვიახლოვდა. ცუდი განათება იყო და კარგად ვერ შევნიშნე, რომ სიმპატიური ცისფერთვალება გვიახლოვდებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს წიწაკის სპრეის დავავლე ხელი და შეუმჩნევლად მოვიმწყვდიე მუჭში.
- დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - გვკითხა გაწონასწორებული ხმით.
- არა მადლობა - ვუთხარი ღიმილით - გვერდითი მოვლენები დაგვემართა ცეკვისას. არაფერია, პირველი შემთხვევა ხომ არაა?
- მანქანაში მინერალური წყალი მაქ, დამელოდეთ - თქვა და გაუჩინარდა.
- დაველოდოთ, თორე სად უნდა გავიქცეთ? - ვკითხე საკუთარ თავს.
რა ჰქონდა ამდენი დემუს კუჭში, რომ ვერა და ვერ ამოეღო ყველაფერი.
ორ წუთში შაკოც მოვიდა წყლით ხელში. დემუ წელში გავასწორეთ და დავალევინეთ.
- რა დალია? - მკითხა შაკომ.
- რეები დალიაო, უნდა გეკითხა - გამეცინა მე. - ზუსტად არ ვიცი, ყველაფერს სვამს, რაც ხელში მოხვდება. ასე იცის ხოლმე, გული აერევა და მერე ჩიტივითაა.
- თქვენ მისი ცოლი ხართ? - იკითხა კაცმა.
- არა, საყვარელია - ხმა ამოიღო დემუმ და ტრაკზე შემომცხო ხელი.
ძალიან უხერხულად შევკივლე.
შაკომაც სიცილით თავი დახარა.
- მეგობრები ვართ.
- უცნაურია, ჩემს მეგობარს უკანალზე არასოდეს ვურტყამ - შეიშმუშნა შაკო. ახლა კარგად რომ ვიხსენებ, ვხვდები რა პათოლოგიც იყო. ხუთი წუთის გაცნობილიც არ ვყვავდი, რომ უკვე საშინლად ეჭვიანობდა.
- ალბათ იმიტომ, რომ გეი არ ხარ. - აღმოხდა დემუს და შაკო შეათვალიერა - დასანანია, იქნება გეი ხარ? თუმცა არაა, შანსი არაა. მაშინ ამას არ ჰკითხავდი, ჩემი ცოლი თუ იყო. ვიცი, რომ ელენას გამო ხარ აქ. ძალიან მთვრალი კი ვარ, მაგრამ შეგამჩნიე, ცეკვისას როგორ უყურებდი. გარეთ როცა გამოვედით, აგვეკიდე კიდეც. ერთი, სიტყვით, ან მანიაკი ხარ, ან თავდავიწყებით გიყვარს ეს გოგო.
- ღმერთო, დემუ - აღმომხდა დაბნეულად.
შაკოც ისეთი დაბნეული და თავგზაარეული ჩანდა, ჩვენი მრავალწლიანი ცხოვრების გადმოსახედიდან, ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ იმ მომენტში არ იცოდა, რა ეთქვა.
- არაფერია, მიჩვეულები ვართ, რომ მხოლოდ ამას აბამენ - ისევ დემუმ განმუხტა სიტუაცია. - მანიაკებსაც მიჩვეულია. ერთი ტიპი მეორე წელია, მოტაცებით ემუქრება. აზრზე ხარ? ამან უჩივლა კიდეც და 50 მეტრის რადიუსზე მიკარება აუკრძალეს თუმცა სხვადასხდვა სოციალური ქსელებიდან სწერს, საბოლოოდ, ჩემი გახდებიო. - ორ წინადადებაში გააშიშვლა ჩემი მთელი ცხოვრება.
- მე მანიაკი არ ვარ - თავი გაიმართლა სამი სიტყვით შაკომ.
- ჰო, მაგრამ მისი პაემანზე დაპატიჟება გინდა ჰო? ჰო ასეა?
- ჩვეულებრივ სიტუაციებში, ქალთან შუამავალი არ მჭირდება - ამოიოხრა შაკომ. - და არც ახლა დამჭირდებოდა, უზომოდ ბევრს რომ არ ლაპარაკობდე.
- ჩემს ყბედობას დააბრალა.
- მადლობა დახმარებისთვის - მივუგე შაკოს - წამო დემუ, ტაქსი გამოვიძახოთ და სახლში წავიდეთ რაა, ცეკვას მაინც ვეღარ შევძლებთ.
- წამოდი - ძალაგამოცლილი დამეყრდნო ამხელა მუტრუკი.
- მე წაგიყვანთ - დემუს ხელი თავის კისერზე გადაიხვია შაკომ. წინააღმდეგობა არ გამიწევია, სახლამდე რომ მიმეყვანა და ხელში აყვანილი ჩამეგდო ლოგინში, მაგდენი მართლა არ შემეძლო.
- კაი, წაგვიყვანე. თუ მანიაკი ხარ, მაინც მარტო ამას გააუპატიურებ - ნახევრად მძინარე მეგობარმა ჩაგვიმწარა ისევ განწყობა.
- მემგონი გულისწყვეტით ამბობს ხო მაგას? - მკითხა შაკომ სიცილით.
- პირველი კაცი ხარ, ვინც არ ღიზიანდება ამის სულელურ გამოხტომებზე.
- აქამდე არ ვღიზიანდებოდი, მაგრამ რაღაც უჩვეულოდ მეტმასნება და შეიძლება, ახლა გავღიზიანდე.
- ნუ გეშინია, შენნაირები არ მოსწონს - გავამხნევე შაკო.
- რანაირები?
- სმოკინგიან პეპლებს გეძახით კაცებს, რომლებსაც კარგი მანქანები და ძვირიანი სამოსი გაქვთ.
- პირველად მიტყდება, რომ კარგი მანქანა მყავს - მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წონას დაატარებდა, მანქანის კარი მაინც გამიღო. ეს კაცები თავიდან ყველანი ასეთები არიან: სკამს გამოგიწევენ, რომ დაგსვან, კარს გიღებენ მანქანაში ჩაჯდომისას, სახლში შესვლისას, ხელზე გეამბორებიან მერე კი სადღაც ბურუსში იკარგება მათი მამაკაცურობა. შაკოს შემთხვევაში, ბოლომდე ასე იყო ყველაფერი. მაშინაც, როცა ერთმანეთს მოსაკლავად დავსდევდით, ვიწრო გასასვლელში ჯერ მე შემატარებდა და მერე თვითონ შემოვიდოდა.
- შენ რას ეძახი ჩემნაირ კაცებს? - მკითხა სახლისკენ მიმავალს.
- უბრალოდ კაცს.
- უბრალო კაცს არ წაყვებოდი ხვალ პაემანზე?
- არა. არ მიყვარს პაემნებზე სიარული.
- სავახშმოდ?
- ვახშმობა მიყვარს - ვუთხარი სიცილით. - შენს მანქანაში ეწევიან?
- კი, წამდაუწუმ - იცრუა დამაჯერებლად და მერე სიგარეტიც თვითონ მომცა. - რაღაც უნდა გითხრა და არ გეწყინოს.
- გისმენ.
- რეალურად იმაზე ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე ეკრანზე. არადა, ეკრანზე ნანახიც გამოათაყვანებს კაცს.
- ანუ ჩემთან სელფი გინდა?
- არა, ავტოგრაფი, მკერდზე.
- იმედია ხუმრობ ხო?
- რა თქმა უნდა ვხუმრობ. წეღან, ვახშმობაზე დამთანხმდი და ჩემს გიჟურ მხარეს ახლა ნამდვილად არ გამოვაჩენ.
- არადა, მინდოდა სახლში შეყვანაში მომხმარებოდი. თუ მართლა მანიაკი ხარ, მე მომიწევს ამ მძიმე წონის თრევა.
- სართულებს ძნელად ვიმახსოვრებ, ამიტომ ერთხელ მოსვლით არამგონია რამე დამრჩეს ტვინში - გაეცინა და დემუ გადმოიტანა მანქანიდან, შემდეგ პირველივე სართულზე შემოიყვანა. სტუდიოს ტიპის ბინა მქონდა, მთლიანად დემუს და ჩემი გემოვნებით მოწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთმანეთთან თითქმის ყოველ დღე ვრჩებოდით, ორივეს სახლები ორივეს გემოვნებაში უნდა ჩამჯდარიყო. - მოგატყუე, თვალებახვეულიც რომ მიმიყვანონ სადმე, მეორედ ყოველგვარი დაბნევის გარეშე მივაგნებ იმავე ადგილს - გამომიტყდა შაკო. - ისე, ლამაზი სახლია.
- ეს ვაჟბატონი ამერიკის მოქალაქეა, ბრუკლინში დაიბადა და ამიტომ, მეც მაიძულებს, რომ ნიუ იორკის სტილზე გადავერთო. რამდენიმე წელი, ერთად ვცხოვრობდით ამერიკაში.
- იმედია, სხვადასხვა ოთახებში გძინავთ ხომ?
- მართლა გიჟი ხარ?
- არა, უბრალოდ, ინტერესიანი ვარ - წამსვე მოიფიქრა შესაფერისი სიტყვა.
- შენი სახელიც კი არ ვიცი.
- შაკო მქვია, შენ კი ელენა ხარ.
- როგორ გამოიცანი?
- ტიტრებს ვუყურებ ხოლმე.
- შეგეძლო, რამე ორიგინალური გეთქვა, თორემ ეგ ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი შეშლილი ფანი ხარ.
- მე არასდროს, არავის ფანი არ ვარ, ეგ ჩემს მამაკაცურობას აკნინებს.
- კარგი ფანო ბიჭო, მადლობა დახმარებისთვის.
- ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ. ხვალ 7 საათზე გამოგიარო?
- ჩემით მოვალ.
- რესტორან კოსმოსში?
- კარგი.
შაკოს წასვლის შემდეგ, დემუსთან მივედი. ისეთი გათიშული იყო, რამდენჯერმე, ცხვირთან თითი მივუტანე, რათა დავრწმუნებულიყავი რომ სუნთქავდა. ყველაზე საშინელი და ამავე დროს, სასაცილო ის იყო, რომ პირველ პაემანზე არ მივსულვარ. გადაღებები მქონდა. თან არც ისე კარგად მახსოვდა, წინა ღამით გადამხდარი თავგადასავალი და შაკოს მშვენიერი სახე. ზოგიერთი მისი ქმედებაც მეგონა, რომ სიზმარში ვნახე და დარწმუნებული არ ვიყავი, რამდენად სიმპათიური ან რამდენად კარგი იყო. ასე ხდება ყოველთვის, როცა მთვრალები ვეცნობით ჩვენს მეორე ნახევრებს. მომდევნო დღეს, შეიძლება ისე დავკარგოთ, თითქოს არც არასოდეს უარსებიათ.
* * *
- ელენა! - დემუ დამახტა და მეც დაფეთებული წამოვვარდი საწოლიდან. ამდენი წელი, დილაობით მისი უაზრო გამოხტომები მაღვიძებდა, მაგრამ მაინც ვერაფრით შევგუებოდი.
- რა ხდება?
- არაფერი, ორ საათში, გადაღებები გაქვს.
- ამის დედაც - აბურდული თმა სახიდან მოვიშორე და წამოვდექი. - ძალიან ბევრი დავლიეთ გუშინ?
- ერთი ჭიქის მერე ჩაგეძინა.
- მაშინ, დღეს მაინც უნდა დავლიოთ სიკვდილამდე.
- კი, აუცილებლად. თან ძალიან სევდიანად ოხრავდი ღამე. ვიფიქრებდი, რამე ეროტიული ესიზმრება-თქო, თუმცა ისეთი უბედური კვნესა და გამომეტყველება გქონდა, თან შემეცოდე კიდეც.
- შეგეძლო გაგეღვიძებინე. ჩემი და შაკოს პირველი შეხვედრა დამესიზმრა.
- ნამდვილი შეხვედრა თუ რომ გადააგდე და ლამის წიხლქვეშ გაგიგდო, ის შეხვედრა?
- არა, ნამდვილი.
- მე საერთოდ არ მახსოვს.
- საკუთარ ნარწყევში იხრჩობოდი და ალბათ მაგიტომ. მეც ცუდად მახსოვს.
- ჩაიცვი და წადი, უკვე ნერვებს მიშლი - გარეცხილი საცვლები მომიგდო ჩემივე კარადიდან და ხალათიც თავში გამარტყა.
* * *

გადაღებებიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც მეზობელმა დამირეკა. უფრო სწორად, ჩემი ყოფილი სახლის მეზობელმა. მითხრა, რომ შაკოსთვის თვალი მოუკრავს, როცა ვიღაც გოგოსთან ერთად შედიოდა რესტორანში.
გოგონაც აღმიწერა: ქერა, მშვენიერი ცისფერი თვალებითა და პატარა ცხვირით. ერთი შეხედვით, კაცს ეგონებოდა, ეგ შენი მეზობელი, შენი მტერიაო, თუმცა ჩემგან იყო დავალებული, რომ ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა.
რომ ამბობენ, ყველაფერი ერთბაშად ვიგრძენიო, მაგ სიტყვების შინაარს მხოლოდ იმ წამებში ჩავწვდი. მომაკვდინებლად დამცხა, მუცელში საშინელი შეგრძნება დამეუფლა და უჰაერობისგან, ყველაფერი შევიხსენი, რისი შეხსნაც შემეძლო. ვგრძნობდი, ტუჩები მიკანკალებდა, საძაგელი ჟრუანტელი დამოგზაურობდა მთელ სხეულში და ვეძებდი ადგილს, სადაც მარტოდმარტო დავემხობოდი მუხლებზე, რათა მთელი შეგრძნება ერთიანად გადმომენთხია ღრიალში.
ასეთი ადგილი ვერ ვიპოვნე.
- ქალბატონო, კარგა ხართ? - მომესმა მამაკაცის ხმა და შემდეგ ისიც ვიგრძენი, როგორ ძლიერად ჩამღუჯა მკლავში ხელი, რათა მთელი სისწრაფით გავეტყორცნე აღმოსავლეთისაკენ. - გაგიჟდით? - თავადვე დაურთო აღშფოთებული კომენტარები.
მანქანების სიგნალის ხმები ჩამესმოდა ყურში.
ნორმალურად, იმ კაცის სახესაც ვერ ვხედავდი.
- თვალებდახუჭული გადადიოდით ქუჩაზე?
- თვალებდათხრილი - შევუსწორე.
თვალებში მომაჩერდა. ეტყობა, აკვირდებოდა, მართლა დათხრილი მქონდა თუ არა. აშკარად, არ უნდა მეხუმრა ასე, ვფიქრობ, რამდენიმე წუთის წინ, ერთბაშად ათი მანქანა მეტაკებოდა.
მან კი მიხსნა.
- არადა, ორივე თვალი ადგილზე გაქვთ, თან მშვენიერი თვალები.
- არასაკმარისად ცისფერია ეტყობა.
- ღია წაბლისფერი გაქვთ.
- მეც მაგას ვამბობ.
- როგორ მეცნობით, აქ სადმე, მახლობლად ხომ არ ცხოვრობთ?
- დამპლური სერიალიდან გეცნობით ალბათ, სადაც ისეთი როლი მაქვს, ყველას შიშის ზარს ვცემ. რეალურად კი ფეხებს ვერავის მოვჭამ, განსაკუთრებით, ცისფერთვალება გოგოებს.
გაეცინა.
სასიამოვნო სიცილი ჰქონდა.
იძლებული ვიყავი, მისთვის შემეხედა.
- მართალია სერიალიდან მეცნობით.
- შეგიძლიათ, მანქანასთან მიიყვანოთ ქალი, რომელიც სერიალიდან გეცნობათ? ვინმეს თუ არ დავეყრდენი, ვერ დავდივარ, მუხლები მიკანკალებს.
- თუ არ გეჩქარებათ, აქვე ახლოს, ჩაი დავლიოთ, ფეხებიც აღარ აგიკანკალდებათ და მერე მე მიგიყვანთ სახლში.
- იცით, კაცის დანახვა აღარ მინდა და ძალიან გთხოვთ... - ვერც კი დავამთავრე სათქმელი ნორმალურად.
- თქვენს შებმას არ ვცდილობ, გეფიცებით. უბრალოდ, ცუდად ხართ და ძალიან გეტყობათ. სახეზე მკვდრის ფერი გადევთ, ხელები გიკანკალებთ.
- კარგი, წამოვალ - მკლავზე ჩამოვეკონწიალე სრულიად უცნობს და კაფეში შევყევი. ჯერ კიდევ, კარგად ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვისთან ერთად ვიყავი ან რატომ. დროის დინებას მივყვებოდი, გადაწყვეტილებების მიღება თითქოს აღარ შემეძლო და იმაზე ვიყავი დამოკიდებული თუ რას შემომთავაზებდა სამყარო ან ადამიანი.
ლიმონიანი ჩაის სურნელმა და არომატმა ცოტაოდენი შვება მომგვარა. არ ვიცი, რამდენხანს მქონდა თვალი გაშტერებული, თუმცა ამ დროს, ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი იყო შაკოს ქერათმიანი გოგონა.
შაკოს მსგავსად, ცისფერი თვალები ჰქონდა ალბათ და ძალიან თეთრი კანი.
მე შავგვრემანი ვიყავი. შუა ზამთარშიც სოლარიუმს ვსტუმრობდი, არ მომწონდა თეთრი კანი საკუთარ სხეულზე.
თითქოს, არ მიხდებოდა.
- უკეთ ხართ? - მკითხა კაცმა.
უკეთესად შევათვალიერე.
არც ცისფერი თვალები ჰქონდა, არც თეთრი კანი და არც რამე განსაკუთრებული, თუმცა რაღაცით, შაკოს მახსენებდა.
თან ძალიანაც მეცნობოდა.
- ზუსტად ჩემი ყოფილი ქმრის მსგავსად გაცვიათ - გამეცინა და შაქარი ჩავყარე ჩაიში.
- ეგ ცუდია?
- არა. გემოვნებიანია.
- ანუ კომპლიმენტად მივიღო?
- შესაძლოა. იცით, თქვენც ძალიან მეცნობით და აშკარად ტელევიზორში მინახიხართ, თუმცა ზუსტად ვერ ვიხსენებ.
- არ ვარ მსახიობი.
ნელ-ნელა რამდენიმე წუთის წინანდელი კადრები აღვიდგინე:
ერბთბაშად, რამდენიმე შავი მანქანა მოაწყდა გზას და ზუსტად მაშინ წავბარბაცდი. აზრზე არ ვიყავი, სად მივდიოდი, თუმცა მაინც ვცდილობდი სიარულს. მოძრაობა გაჩერდა. ყველა მე მლანძღავდა ალბათ. შავი მანქანიდან რამდენიმე კაცი გადმოვიდა, ერთ-ერთი ის იყო. მომკიდა ხელი და გამომწია ცხელი წერტილიდან.
ფანჯარაში გავიხედე.
შავი მანქანები მას ელოდნენ. ის კი ჩემთან ერთად იჯდა და აუღელვებლად შეექცეოდა ჩაის.
- პოლიტიკოსი ან რამის მინისტრი ხართ?
- ჰო, რაღაცის. ნორმალურად მეც აღარ მახსოვს. - მიპასუხა სრული სერიოზულობით.
- პრობლემები შეგექმნებათ. იმიტომ, რომ ხშირად დამსდევენ ქუჩაში კამერებით და ვინმესთან ერთად თუ დამინახეს, ინტერნეტში აქვეყნებენ სურათებს.
- არაფერია, მეც ერთი ყოფილი ცოლი მყავს და სულ ეგაა - მომიგო ღიმილით.
- მაშინ გადაგვიღონ.
- გადაგვიღონ. კარგიცაა, როცა მშვენიერ ქალთან გაფიქსირებენ. ხომ იცით, იმიჯი ოხერი რამაა.
- ვიცი - გამეცინა. რამის მინისტრობისთვის ცოტა მეახალგაზრდავებოდა, თუმცა ოცდაათ წელზე ქვემოთ ნამდვილად ვერ იქნებოდა. ისეთი წყნარი, აუღელვებელი და სასიამოვნო გამომეტყველება ჰქონდა, მის გვერდით, ცოტახნით დავმშვიდდი. რაღაცა დროის მერე, ისევ საშინელი უკმარისობის შეგრძნებამ გადაფარა ყველაფერი.
სახლში მთელი ესკორდით მიმიყვანა, თავისი პირადი დაცვაც ჰყოლია, როგორც რაღაცის მინისტრებს ახასიათებთ.
მთელი გზა, ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ მისი საუბრის მიხედვით ვაბამდი დიალოგს.
* * *

- ბედი მაქვსო, შენ უნდა თქვა. ყველაზე სიმპათიური შინაგან საქმეთა მინისტრი გვყავს ისტორიაში და ისიც, შენ დაითრიე - ხარხარებდა დემუ, როცა როგორც იქნა, უცნობის ვინაობა დავადგინეთ.
- შინაგან საქმეთა კი არა, რაღაცის მინისტრია და მე არავინ დამითრევია. არც არავის დათრევას ვაპირებ, აღარ მინდა კაცი.
- არაყი გინდა? -ცხვირწინ დამიდო ერთი ჭიქა.
- რა თქმა უნდა.
- მეც ვნახე დღეს ის გოგო. შემთხვევით გადავეყარე ნინას მაღაზიაში. - დემუმაც გამილამაზა ცხოვრება.
ჭიქა გამოვცალე.
მაგიდაზე ხმაურიანად დავდე და ავქვითინდი.
დემუ ძალიან დაიბნა. ის უფრო ხშირად ტიროდა, ვიდრე მე. არადა, ყველა ემოციის ერთბაშად ამოღება მსურდა, მსურდა, ცრემლებში ჩამექსოვა და სამუდამოდ გამეტანებინა ქარისთვის. ცრემლები უხვად, უმისამართოდ, შეუჩერებლად მოგორავდნენ, თუმცა ემოციები მაინც უცვლელი რჩებოდა.
ვერაფერი ამოვთქვი ტირილით.
ვერ განვთავისუფლდი.
ისევ ბოღმით გაბერილი ყოფილი ცოლი ვიყავი, რომელიც ეს-ესაა გასკდებოდა და მთელს შიგნეულობას გაფანტავდა აქეთ-იქით.
დემუ ხმაჩაგდებული მიყურებდა ერთხანს.
15 წუთზე მეტხანს რომ გაგრძელდა ჩემი ტირილი, უხმოდ მომიჯდა და მხარზე ჩამომადო თავი.
- კიდევ დამისხი - ვუთხარი სლუკუნით. ცხვირი ისე მოვიხოცე, მეზობლებმა გაიგეს ალბათ ხმა.
დაახლოებით 7 ჭიქის მერე, ისეთ დღეში ვიყავით, სიას ვადგენდით, ვისთვის დაგვერეკა ან ვინ გვეცემა.
- ღმერთო, რამდენი ხანია, რაღაცის გაკეთება მინდა - ვთქვი და ფეხზე წამოვხტი. უზარმაზარ ბეწვის პალტოში ჩავხტი.
- რას შვრები ასეთი მთვრალი?
- მიყურე და ნახავ. - მაღაზიაში ელვის სისწრაფით ჩავვარდი და ოცი კვერცხი ვიყიდე. შაკოს სახლი, ჩემი სახლისგან ორი გაჩერებით იყო დაშორებული. ერთნაირ გემოვნებასთან ერთად, ერთნაირი უბნებიც გვიყვარდა. დემუ უკან მომყვებოდა გაგიჟებული და მხოლოდ იმას მიმეორებდა, რომ არანორმალური ვიყავი.
შაკოს მანქანა ეზოში ეყენა.
ვერ ვიტანდი ამ მანქანას, ისევე, როგორც მოგონებებს, ამ მანქანაში გაჩაღებულ სექსზე.
ახლა იმ ქერა გოგონას ჯერი იყო ალბათ, ჩემს მატარებელს ჩაევლო უკვე. საშინლად გავხდი, რადგან ჩემი ყოფილი ქმარი ყველა პოზაში წარმოვიდგინე ქალთან ერთად, რომელიც არასოდეს მენახა.
- ლამაზია? - ვკითხე დემუს და ერთი კვერცხი ძლიერად ვესროლე შაკოს მანქანას. სიგნალიზაცია აყვირდა, თუმცა სანამ ის იდიოტი დაბლა ჩამოვიდოდა, მე მაინც ჩემსას ვიზამდი.
- არა.
- ნუ მატყუებ! -დავიღრუალე და სამი კვერცხი ერთმანეთის მიყოლებით დავუშინე ავტომობილს.
- ალქაჯი ხარ! - ფანჯრიდან გადმომძახა ყოფილმა ქმარმა და ჩემთან შესახვედრად გამოემართა.
- ლამაზია, მაგრამ არა შენზე ლამაზი. გეფიცები, ყველაფერს გეფიცები. იმას ბავშური სილამაზე აქვს, შენ კი ქალური.
მაინც გამწარებული ვესროდი მანქანას კვერცხებს. დემუს სიტყვებიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ ახალგაზრდა იყო.
შეიძლება, 20-ს ან 22-ს.
იმაზე ათი წლით ახალგაზრდა, ვიდრე მე.
- მართლა ალქაჯი ხარ - ახლა უკვე ახლოდან გავიგე შაკოს ხმა და ვიხილე, ხალათში გამოწყობილი, როგორ მოდიოდა ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით.
არ დავბნეულვარ.
ავდექი და ორი კვერცხი ვესროლე.
საშნლად ვიგრძენი თავი, როდესაც საპასუხოდ, მკერდზე მეც მომხვდა და ლორწოვანი ცილა მთელ სხეულზე ჩამომეწელა. უიარაღოდ არც ის ჩამოსულა, თუმცა მაინც არ ვაპირებდი დათმობას.
- ნაბი*ვარო! - შევძახე მთელი გრძნობით და თავში გავარტყი, მემგონი თვალშიც კი ჩაუვიდა. მან კი თმაში შემაზილა. ორივე ვყარდით.
შაკოს მალევე გაუთავდა და უბრალოდ იდგა. არც კი ცდილობდა, ერთი მაინც აეცდინა. იდგა და მიყურებდა, როგორ დაუნდობლად ვაყრიდი დამპალ კვერცხებს მის მანქანასა და მასაც.
მხოლოდ ნაჭუჭების დატეხვის, მანქანის სიგნალიზაციის და ჩემი ქოშინის ხმა ისმოდა. სხვაგვარად, ყველანი ვდუმდით. ბოლოს, ზუსტად სახეში გავარტყი. ისეთი მწარე ნასროლი იყო, წამით თავად შევშინდი და აღელვებული დავაკვირდი მის რეაქციას.
ხმას არ იღებდა.
აყროლებული, კვერცხში ამოსვრილი, უხმოდ იდგა და ოსტატურად მანათებდა თავის ცისფერ თვალებს, რომელიც ზუსტად ისე მეზიზღებოდა, როგორც ეს მანქანა მეზიზღებოდა და ამ მანქანაში გატარებული ვნებიანი თუ რომატიკული წუთები.
- წავედით - ვუთხარი დემუს და იქაურობას გავეცალეთ.
უკან არ ვიხედებოდი.
რამდენიმე წუთში, როცა უკვე შორს ვიყავით, დემუმ მიიხედა და ხმადაბლა, ჩურჩულით წარმოთქვა: - ისევ იქ დგას.
არაფერი მიპასუხია.
მოსახვევში, ყველანაირი შანსი როცა გავუქრე ჩვენი დანახვის, ასფალტზე დავჯექი და ავქვითინი.
* * *

- რამე უნდა მიშველო, თორემ ისეთი დასიებული სახე მაქვს, დრაკულას ვგევარ. - ვევედრებოდი ჩემს ვიზაჟისტს.
- მემგონი, ჰალუცინაციები დაგეწყო, რადგან მხოლოდ თვალები გაქვს აწითლებული. რა იყო, მთელი ღამე ტიროდი?
- რაღაც წიგნი წავიკითხე და...
- რა წიგნი?
- ჩემი ყოფილი ქმარი ჰქვია. ჯერ არაა გამოსული, თუმცა ავტორი ჩემი კარგი მეგობარია და წინასწარ მაჩუქა - ყველაზე დიდი სისულელე მოვჩმახე, მაგრამ მართლა დაიჯერა.
- დღეს მნიშვნელოვანი სერიაა ჰო?
- კი, ქორწილიდან გავრბივარ - წარმოვთქვი წინადადება და ბოლოს, აკანკალებული ხმაც ამოვაყოლე.
- სულ მაჟრიალებს შენს თამაშზე.
- შენ ახლა ნახე ჟრიალი, ტუალეტის ფანჯრიდან რომ გადავიპარები საქორწინო კაბით.
- სასწაული კაბაა. ოდესმე თუ გათხოვდები, ეგ ჩაიცვი. - მირჩია გულწრფელად. ნუთუ ამანაც იცოდა, რომ ქმარს ვეყრებოდი? ან „ოდესმე თუ გათხოვდები“ რანაირი წინადადებაა? მემგონი, უბრალოდ ყველა ადამიანის საუბარს ცუდად ვიგებდი ამ ბოლო დროს და პრობლემა ჩემში იყო.
- აუცილებლად. ჩემს მეორე ქორწილში, ეს კაბა მეცმევა. - ვთქვი და გადასაღებ მოედანზე გავედი. მემგონი, მართლა ვგავდი ლამაზ ადამიანს. ტირილისგან დასიებული თვალის უპეებიც ჩამცხრობოდა უკვე.
რთული აღმჩნდა უზარმაზარი კაბით ფანჯრიდან გადაძრომა და რამდენიმე დუბლიც გავაფუჭე, თუმცა საბოლოოდ, მაინც კმაყოფილი ვიყავი ნამუშევრით.
საშინლად ციოდა. რეჟისორმა თავისი ქურთუკი მომასხა, ერთი ღერი სიგარეტიც მომცა და ყავაც. თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი.
ხალხი კვლავ სურათებს მიღებდა. ღია ცის ქვეშ გადაღებას ეგ მინუსი აქვს, რომ შორე-ახლოს გამვლელები გხედავენ, ჩერდებიან, გაკვირდებიან და იმასაც იგებენ, რისი ნახვა ელით მომდევნო სერიებში.
- ისეთი ხარ, ჩვენი ქორწილიდან გაპარვასაც კი გაპატიებდი - მომესმა ნაცნობი ხმა უკნიდან. თან ვერ ვხვდებოდი, საიდან მეცნობოდა. ამ ბოლო დროს ხომ ცოტა გულმავიწყობა და თვალმავიწყობა შემომპარვოდა. მისკენ მივტრიალდი.
- ვაა, რაღაცის მინისტრი ჩემს გადაღებაზე? - ვთქვი სიცილით.
- მემგონი, ცუდი სცენარისტი გყავს. მომიყვა, რომ საბოლოოდ, მაინც გაჰყვები მაგ კაცს ცოლად.
- რას ამბობ? - გული გამისკდა - მაგას რატომ მაყოლებს. მარიამ, სად ჯანდაბაში ხარ? - სცენარისტს დავუწყე ძებნა და ხელები ისე დავმუშტე, მზად ვიყავი, სულ სახეში მერტყა.
- გეხუმრე, რა იყო? ახალ კაცს გაიცნობ და იმასთან დარჩები ბოლოს - შემაჩერა მან.
- ასე აღარ იხუმრო. თან იუმორი მემგონი თითქმის არ გაქვს და ყველა ხუმრობას სერიოზული ელფერი დაჰკრავს შენი მხრიდან. - მერე ჩავფიქრდი - შენობით ლაპარაკზე რომ გადავედით, შეატყვე?
- შევატყვე.
- და თან რაღაცის მინისტრი რომ არ გეძახო, სჯობს შენი სახელი მითხრა.
- გიორგი - ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
- ელენა - ჩამოვართვი.
- ზოგჯერ, შემთხვევით თუ შენი პერსონაჟის სახელი დაგიძახე, არ გამიწყრე.
- თუ გაგიწყრები, შეგიძლია ციხეში ჩამაყუდო. როგორც ვიცი, შენი სფეროა.
- მაგას არ ვიზამ.
- ღმერთო, ხუმრობა არ შეგიძლია და თან ხუმრობებსაც ვერ ხვდები? კარგი რაა.
- მაპატიე, ახლიდან სცადე.
- თუ გაგიწყრები, შეგიძლია ციხეში ჩამაყუდო. როგორც ვიცი, შენი სფეროა. - გავიმეორე წინადადება.
- კარგი - ისევ სერიოზულად მიპასუხა.
- ღმერთმანი, რა გჭირს?
- რა ვიცი, ცუდად მაქვს იუმორში საქმე. რას იტყვი, სადმე ხომ არ დავსმხდარიყავით და სტეიკი გვეჭამა?
- დიეტაზე ვარ, თუმცა ჯანდაბას, სტეიკს შევჭამ... უპუროდ. გამოვიცვლი და მოვალ.
- იცი რაა? არ გამოიცვალო.
- სერიოზულად? პატარძლები მოგწონს ამხელა რაღაცის მინისტრს?
- კი - აღიარა დარცხვენილმა. - თან უკვე ძალიან ბევრი სურათი გადაგვიღეს შენმა თაყვანისმცემლება და ბარემ, ბოლომდე დავდოთ თავი გილიოტინაზე.
- ისე, მაგდენი დრო გაქვს, რომ მსახიობებთან ერთად, სტეიკი მიირთვა?
- ყველა მსახიობს კი არ ვეპატიჟები სტეიკზე. თან თუ არ ვჭამე, ისე როგორ ვიცოცხლო?
- შენს დაცვასთან ერთად უნდა ვიმგზავროთ?
- სხვა გზა არ გვაქვს. ბევრი მტერი მყავს.
- ეგ უკვე მაგარ შარმს გძენს - გამეცინა და სიგარეტი ურნაში ჩავაგდე.
სასიამოვნო რესტორანში ვისხედით. იმის გამო, რომ ყოველი ორი ლუკმის შემდეგ სიგარეტს ვეწეოდი, ვერანდაზე ყოფნისთვის ისიც გავწირე. ძალიანაც არ ციოდა, თუმცა არც მზიანი ამინდი ყოფილა.
- არ მეტყვი, რა ხდება? - ვკითხე. გულახდილ პასუხს მოველოდებოდი მისგან.
- რა უნდა ხდებოდეს?
- ის, რომ თითქოს მეფლირტავები, თუმცა საერთოდ არ გინდა ჩემთან რომანი. ანუ რომანტიკული ინტერესი არ გაქვს ჩემ მიმართ. რა გჭირდება, შეგიძლია მითხრა?
გაეცინა.
- ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ და უზომოდ ლამაზი.
- ახლა უკვე მელაქუცები.
- გული გწყდება, რომ შენთან რომანი არ მინდა?
- არა. რომ გდომოდა, არ წამოგყვებოდი სავახშმოდ, რადგან საწოლში, ჩემს გვერდით მამაკაცი რომ დავინახო, გული ამერევა. ერთი სიტყვით, ისეთი ქალი გავხდი, რომელიც კაცებს ვერ იტანს.
- მე ისეთი კაცი გავხდი, რომელიც ქალებს ვერ იტანს. სიმართლეს გეტყვი. იმ დღეს, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს, რამდენიმე საიტზე ჩვენი საერთო სურათები გამოქვეყნდა.
- ვიცი, ვნახე.
- სასიამოვნო იყო შენთან ყოფნა. დიდი ხნის განმავლობაში, პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაცას ფეხეზე ეკიდა ვინ ვიყავი და ძალიან უშუალოდ, ჩვეულებრივი ადამიანივით მელაპარაკებოდა.
- ყოფილმა ცოლმაც ხომ არ გაგიჭედა ამავე დროს?
- ცოტათი.
- არ მინდა, ვიღაცის საეჭვიანო იარაღი ვიყო.
- ადამიანის განგებ ეჭვიანობა ბანალურ საქციელად მიმაჩნია.
- მაგრამ ახლა უარესად იეჭვიანებს, რადგან საპატარძლო კაბით გიზივარ წინ.
- დაიკიდე რაა. - შაკოს ჰგავდა ქცევითაც. თითქოს, გულგრილ პოზიციას ინარჩუნებდა, მაგრამ აშკარა იყო, ყოფილი ცოლის მიმართ გრძნობები ჰქონდა.
მისი ვისკის ჭიქას შევავლე თვალი.
- ძალიან სიმპათიური ხარ. - ვუთხარი გულახდილად.
- გმადლობ. შენც ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. - გიორგი გულწრფელი იყო, მაგრამ მის სიტყვებში, რომანტიკის ერთი წვეთიც არ ერია.
გამეხარდა.
როგორც იქნა, შემეძლო, კაცისთვის კომპლიმენტი მეთქვა. მას კი რომანტიკულად არ მიეღო.
* * *

ჩემი და შაკოს მეორე შეხვედრა:
ასე, ერთი თვის დაწყებული იქნებოდა ჩემი გადაღებები. ჯერ ნურმალურად არ ვიყავი შეგუებული თანამშრომლებს რომ ეგრევე შაკო მომივარდა შუა მოედანზე. მომივარდა, ცოტა უხეში ნათქვამია, თუმცა დაუკითხავად შემოაბიჯა და ცივსისხლიანი მზერა მომაპყრო. მე თვითონ, გაოგნებული ვუყურებდი კაცს, რომელიც თვალებს არ მაშორებდა და სავარაუდოდ, ჩემი მოკვლა უნდოდა.
- ვინაა ეს? - გადავუჩურჩულე პროდიუსერს.
- შაკოა. აქ რას აკეთებს არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, შენთან აქვს საქმე.
- მისი ვალი მაქვს? - ვკითხე დაბნეულად.
- არამგონია.
ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ კაცი, რომელსაც თავის ცისფერ თვალებში სრული მრისხანება ჩაჰგუბებოდა.
- მაგარი თავხედი გოგო ხარ! - მომაძახა გაბრაზებულმა.
- ერთმანეთს ვიცნობთ? - უარესად დავიბენი.
- ვიცნობთ და წესით, გუშინ ამ დროს, ჩემთან ერთად უნდა გევახშმა, თუმცა რატომღაც ჩათვალე, რომ შენი ერთ-ერთი გამოთაყვანებული „ფანი“ ვიყავი, რომლის გადაგდებაც ჩვეულებრივად გაგივიდოდა.
- გამოთაყვანებული „ფანები“ არ მყავს და საერთოდ, მაგ ცნებას ვერ ვიტან. თაყვანისმცემლები დაუძახე, თუ მაინცდამაინც - ვუთხარი სიცილით. თან მისი სახის დანახვისას, თითქოს უკეთ გამახსენდა ის საღამო, როცა თავისი მშვენიერი თვალებით და სასიამოვნო სურნელით, რამდენიმე წუთში დაიმსახურა ჩემი ნდობა.
- ჯერ არც ერთი ქალი არ მომქცევია ასე.
- სურვილი ჩაიფიქრე. ეს ერთი და სხვა მრავალი. - ხელები სიცილით გავშალე.
- შენ რაა, ხუმრობ? - უფრო გაუცივსისხლიანდა სახე.
- ჰო, შევეცადე მეხუმრა, თუმცა ცუდად გამომივიდა, მართალი ხარ. იქნებ, ბოდიშიც ნიშნად, მე დაგპატიჟო?
- არ მჭირდება შენი ბოდიში!
- აბა, რატომ მოხვედი?
- მაინტერესებდა, მთვრალზე მომეჩვენე ასეთი ლამაზი თუ მართლა ლამაზი იყავი და შენთვის მეორე შანსის მოცემა ღირდა. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, ათასჯერ უფრო მშვენიერი მეჩვენება ქალი. სინამდვილეში, დიდი არაფერი ხარ. ამიტომ, კარგად იყავი!
ჯერ კიდევ გაბრაზებულმა, ზურგი მაქცია და გაბრუნდა.
შოკირებული ვიდექი რამდენიმე წამს.
ბოლოს, საგრიმიეროში შევედი და დემუს დავურეკე.
- ცხოვრებაში, პირველად მითხრეს, მახინჯი ხარო. - შევჩივლე სასოწარკვეთილმა.
- ვაიმე, გილოცავ. კაცი თუა, მასზე დაქორწინდი, თორემ სხვა ყველა ფეხქვეშ გეგება.
- მართლა კაცმა მითხრა.
- რატომ? - ისიც გაოგნდა.
- იმიტომ, რომ შეხვედრა დამინიშნა. მე დამავიწყდა და არ მივედი.
- მოიცადე, იმ გმირმა, სახლში რომ მიმათრია, გითხრა, მახინჯი ხარო?
- ჰო.
- აბა რას გეტყოდა. გადააგდე კაცი - დამცინა.
გაბრაზებულმა ყურმილი დავკიდე.
ვიღაცამ კარზე მომიკაკუნა.
გავაღე და ისევ შაკო შემრჩა ხელში.
- გადავიფიქრე, შეგიძლია შენი საქციელი გამოასწორო და დამპატიჟო სადმე - მომიგო ამაყად. ბრაზს თითქმის გადაევლო მისი თეთრი სახიდან. სულ ასე ხდებოდა.ჯერ ძალიან გაცხარდებოდა და სისულელეებს აკეთებდა, შემდეგ კი წყნარდებოდა და ანგელოზს ემსგავსებოდა.
- ნეტა მართლა ისეთი თავხედი ვიყო, რომ მაგ თავდაჯერებულ, გასიებულ სიფათზე მაგრად შემოგარტყა და აგიწითლო თეთრი ლოყები! - ვთქვი აწრიპინებული ხმით (როცა ვბრაზდებოდი, ხმა მიწვრილდებოდა) - თავი ვინ გგონია? ჯერ მახინჯს მეძახი და გაბრაზებული მირბიხარ, მერე ალბათ აგ*დგა და უკან დაბრუნდი. ჯანდაბამდეც გზა გქონია, ვინ ჩემი ფეხები ხარ? - ერთიანად ამომასხა და კარი ისე მივუჯახუნე, ცოტახანს კანკალით ვაყურადებდი, ცხვირში ხომ არ მოხვდა-თქო. გაბრაზებაში, მას ვგავდი. ბევრ რამეში ვგავდით ერთმანეთს.
„მე ხარ, უბრალოდ ქალი ხარ“ - მეუბნებოდა ხოლმე სიცილით და მეც თავმომწონედ ვუკრავდი თვალს.
მე მომწონდა, რომ მისი ქალი ვერსია ვიყავი. მას მოსწონდა რომ ჩემი კაცი ვერსია იყო.
ისევ დააკაკუნა.
ისევ გავაღე.
ოდნავ გაწითლებული იყო. ჯერ ვერ ვხვდებოდი, ბრაზისგან თუ სირცხვილისგან.
- პირველი ხარ, ვინც გადამაგდო, პირველი ხარ, ვინც მაგრად გამომლანძღა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, გეტყვი, რომ ერთი წამითაც არ ჩამითვლიხარ მახინჯად.
- არ მადარდებს. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. წადი და სხვა ქალი შეაბი, რომელიც ეკრანზეც ძალიან ლამაზია, რეალურ ცხოვრებაშიც, მთვრალზეც და ფხიზელზეც!
კვლავ მივუკეტე კარი.
უკან აღარ მობრუნებულა.
- მართლა რა ლამაზი თვალები აქვს ამ დამპალს! - წარმოვთქვი მხოლოდ საკუთარი თავის გასაგონად და ჩემს სცენარისტს დავურეკე, მიმდებარე ტერიტორია შეემოწმებინა. შაკო თუ წასული იყო, მაშინ უშიშრად გავიდოდი გარეთ.

* * *

კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ამ ბოლო დროს, სულ შაკო რომ მესიზმრებოდა და ზოგადადაც, ყოველთვის შაკო მესიზმრებოდა. რაღაც მომენტში, დავეჭვდი, შაკო ხომ არ მეწვია-თქო. თუმცა კაკუნის მიხედვით მივხვდი, უეჭველად დემუ იქნებოდა, რადგან ჯერ სამჯერ აბრახუნებდა, მერე მელოდიურ კაკუნს ურთავდა რაღაც უცნაურად. პატარაზე შევაღე კარი, რომ შემომძვრალიყო და ეგრევე მივხურე.
- რა ხდება? ჟურნალისტების ამალა გელოდება გარეთ - მკითხა გაოგნებულმა.
- გუშინდელი ფოტოები ნახეს და აინტერესებთ, მართლა თუ დავშორდი ქმარს და გიორგისთან თუ მაქვს რომანი - ვუთხარი ეშმაკურად.
- მაგარი ცუღლუტი გოგო ხარ - გამომიცხადა სიცილით. - ისე, რა ხდება შენსა და მინისტრს შორის?
- არაფერი, საერთოდ არაფერი. გჯერა?
- რახან ამბობ, მჯერა.
- აუ, მთელი დღეა ვფიქრობ, რა გავაფუჭო და აზრად არაფერი მომდის.
- რა უნდა გააფუჭო გოგო. შენ ადგილას, სახლიდან არ გავიდოდი.
- ძაან ბევრნი არიან?
- საქართველოში ამდენი ჟურნალისტი თუ იყო, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი.
- ამის დედაც - ტელეფონი ამოვიღე და გიორგის დავურეკე.
- შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? - მკითხა გამარჯობის მაგივრად.
- თუ ჟურნალისტებს გულისხმობ, კი.
- გულზე ხელი დაიდე და თქვი, რომ მოგწონს ეს სიტუაცია.
- მე მომწონს. შენ მოგწონს?
- მეზიზღება.
- საწყალო - გამეცინა - ისე, შენი ტელეფონი არ ისმინება?
- მაქსიმუმ, მე თუ ვუსმენ ვინმეს და არამგონია, მე ვინმე მისმენდეს - ჩაილაპარაკა ამაყად.
- ოხ ეს მთავრობა. კარგი, დღეს გადაღებები მაქვს, სახლიდან მომიწევს როგორმე გასვლა.
- ჩემი დაცვა ხო არ გამოგიგზავნო?
- არა რას ამბობ. შენ როგორ მოგტაცებ მაგ დაცვას, თან უფრო მნიშვნელოვანი ხარ სამშობლოსთვის. რამე რომ დაგემართოს, ვის აგინონ?
- რაღაც აღარ მომწონს ეგ იუმორი.
- კარგი ჰო, მაინც ყველაზე ცოტას შენ გლანძღავენ. დემუმ მითხრა, სიმპათიური როა, მაგიტომ უყვართ თორემ დიდს არაფერს აკეთებსო.
- ეგ დემუ ვინაა?
- მაგასაც გაიცნობ. ისე, რაღაცა უნდა მეკითხა შენთვის.
- რა?
- ძაღლის გატაცებისთვის რამდენს მომისჯიან?
- ელენა გთხოვ, არავის მოსტაცო ძაღლი, თორემ მერე გაზეთებს ააჭრელებენ, რომ ჩემი შეყვარებული ქურდია. ან თუ რამეს დააპირებ, დამირეკე და შეუმჩნევლად დაგაგეგმინებ.
- ღმერთო, უკვე მართლა ვფიქრობ შენს შეყვარებაზე - გავსკდი სიცილით.
ლაპარაკი დავასრულე.
დემუს შევხედე.
- ისე მეგობრულად ჭუქჭუკებთ, გეფიცები, გული მწყდება, რომ შენი საწოლში ჩათრევა არ უნდა.
- ყველა საწოლისკენ არ მექაჩება ღვთის სწყალობით.
- აქამდე, უბრალოდ ვერ გექაჩებოდნენ, შაკოს ჰქონდა რკინის ტრუსის გასაღები.
- სხვა ბევრი რამის გასაღები ჰონდა შაკოს - ამოვიოხრე მიტოვებული ქალივით.
- ზოგი ჯერ კიდევ თვითონ აქვს. რაღაცას მოგიყვები, მაგრამ არ გამიბრაზდე კარგი?
- ვერ შეგპირდები.
- გუშინ, მასთან ვიყავი. ცოტა ვილაპარაკეთ, ცოტა მოვწრუპეთ და, რა ვიცი, ჩიჩიც ვნახე.
- შენ იდიოტი ხო არა ხარ? - ფეხზე წამოვენთე თვალების ბრიალით.
- იცი რაა? არაა ადვილი, 6 წელი ადამიანს იცნობდე, ერთად სვამდეთ, იცინოდეთ და მერე უცებ ჰოპ, გაწყვიტო კონტაქტი. თავი ჩიჩის ძმა მგონია. მამამ ის წაათრია, დედამ მე წამათრია და დავრჩით ასე. იმას დედა ენატრება, მე - მამა.
- თავშიც ქვა გიხლია. - წამოვდექი და ვისკის ბოთლს დავტაცე ხელი. მეც კი ვხდებოდი, რომ ბოლო დროს, ყველა ერთად ცდილობდა ჩემს გალოთებას, თუმცა რა გაეწყობოდა? რაც მართალია, მართალია: სასმელი გამბედაობას გმატებს და სწორედ ამ გამბედაობამ მაიძულა, აურაცხელი კვერცხით ამევსო ჩემი ყოფილი ქმარი, ქმარყოფილი თუ საყოფილედ გამზადებული კაცი. ყველას ერთი შინაარსი აქვს ზემოთთქმულთაგან.
უსუსურად მივჯექი დივანზე. ესეც ტყავის დივანი იყო, როგორც ის, რომელზეც ახლა ალბათ შაკო იჯდა...
ზომელზეც უთვალავჯერ გვქონდა სექსი.
რომელიც ისევე მეზიზღებოდა, როგორც ის მანქანა და შაკოს თვალები.
გამოჩნდა თუ არა ჩემს ცხოვრებაში, უცნაური ხელი დაამჩნია ყველაფერს. გარშემო, ბევრმა მოვლენამ უკან იწყო სვლა, ზოგი რამ კი ცაში აიტყორცნა გაზაფხულის მერცხალივით. გეგონებოდა, ხან ცხოვრების ჯილდო იყო, ხან სასჯელი. ზუსტად, იმ პერიოდში, როცა თითქმის მახინჯი მიწოდა და ამის დამსახურებით, ჩემი საძულველი ადამიანების სიაში, პირველ ადგილას გამოიჭიმა, ჩემს სერიალს მძიმე დროება მოუვლინა განგებამ. პროდიუსერმა შემომირბინა და გამომიცხადა, რომ ძველმა სპონსორმა გადაგვაგდო, ახალს კი საღამოს უნდა შევხვედროდით. უბრალოდ, ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრათ (ზუსტად ვერ მოვყვები, ასის ზემოთ არც ანგარიში და არც აზროვნება გამომდის).
- შენც უნდა წამომყვე საღამოს. - მითხრა იმის შიშით, რომ თავს გავიგიჟებდი და არსად არ წავიდოდი.
- მე რა შუაში ვარ?
- აგიხსნიდი, მაგრამ ვშიშობ, გაბრაზდები.
- მითხარი. ხომ იცი, ეს სერიალი ჩემი შემოსავლისა და ცნობადობის ერთადერთი წყაროა და მაგ სპონსორთან დაწოლის გარდა, ყველაფერს გავაკეთებ.
ლაშამ ეშმაკურად შეათამაშა წარბები.
მივხვდი, რომ დაწოლის გარდა, ყველა სხვა სექსუალური ქმედება წარმოიდგინა.
- დამფინანსებელი კაცია და ხომ ხვდები არა? შენ ლამაზი, ცნობილი ქალი ხარ. ერთი სიტყვით, დეკორაციად მჭირდები.
- მთავარია, არ გამყიდო.
- არა, შენით ვაპირებ იმის ყიდვას.
- ჩემზე ლამაზი ვერავინ ნახე?
- ვერა.
- სასიამოვნოა - ლოყები ამიწითლდა. - რამე სექსუალურს ჩავიცმევ, ტანზე მომდგარს.
- ისე ნუ გააკეთებ, რომ მე მოვიხიბლო მის მაგივრად.
- შენ ისედაც მოხიბლული ხარ - ვუთხარი სიცილით. - სხვებსაც აცადე!
მთელი დღის განმავლობაში, მუცელში ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა, აი რაღაცის მოლოდინს რომ ჰგავს, თუმცა თავადაც ვერ ვხვდებით, რას ველით. ხშირად, ამ შეგრძნებას, მართლა მოაქვს რაღაც მნიშვნელოვანი. მამა მეუბნებოდა, ქვეცნობიერს, მომავლის განჭვრეტის უნარი აქვსო, თუმცა ადამიანებს იშვიათად ძალუძთ თავიანთ ქვეცნობიერთან კონტაქტის დამყარება, რადგან ის ისეთივე იდუმალი და რთული მექანიზმია, როგორც უცხოპლანეტელი. ასეთი შეგრძნება ზოგჯერ, იმის მაჩვენებელია, რომ მოხდება ის, რისი მოლოდინიც გულის სიღრმეში გაქვს, თუმცა გულის ზედაპირმა ეს ჯერ არ იცის.
იმ საღამოს, როდესაც მე და ლაშამ ცოტა ნერვიულად, თუმცა მაინც თავმომწონედ შევაბიჯეთ მშვენიერი რესტორნის ერთ-ერთ კუპეში, კიდევ ერთხელ ვაღიარე საკუთარი ინტუიცია და ზებუნებრივი ძალები, რადგან შაკო დამხვდა გამოჭიბული ვიღაც გოგოსთან ერთად.
ჩემს დანახვაზე, დაიბნა.
თუმცა მე უფრო დაბნეული ვჩანდი.
ახლა რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ყველაზე სასაცილო მომენტად შემიძლია ჩავთვალო ის დღე: ლაშამ ხელი ჩამოართვა და მის მეგობარ გოგონას ხელზე ეამბორა.
შაკომ ლაშას ჩამოართვა.
ჩემი ხელისკენ ჯერ დაიხარა, შემდეგ მიხვდა, რომ ჩამოსართმევად გაშვერილს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკოცნელად და სახე აელეწა. უხერხულად გასწორდა და თავი დამიკრა.
- ამასთან რაღა მოგივიდა? - გადმომიჩურჩულა ლაშამ, როცა მენიუში საჭმელს ვარჩევდით.
- გვეტყობა, რომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს?
- არა, ძალიან უხერხულად ხართ და სასაცილოდ.
- გრძელი ამბავია. არ მეგონა თუ ამისგან მოგვიწევდა ხელფასის აღება ოდესმე. მიდი, შეუბერე, გავაკოტროთ ეს დამპალი.
- დამპალი ჩემზე თქვი? - მკითხა შაკომ მოულოდნელად, თან მენიუსთვის არ მოუშორებია თვალი.
ლაშას თითქმის ტუჩის მოძრაობით ვესაუბრებოდი და ამან როგორღა გაიგო, დღემდე ვერ მივმხვდარვარ.
- კი - დავუდასტურე. უკან დასახევი გზა მაინც არ მქონდა და მლიქვნელობას მერჩივნა, რომ უშემოსავლოდ დავრჩენილიყავი.
- ასეთი თავხედი, კიდევ ბევრი გყავთ გუნდში? - ჰკითხა ლაშას.
- მხოლოდ ესაა.
თვალებში შემომხედა, უკმაყოფილოდ ჩაახველა და მიმტანს შეკვეთა მისცა:
- მე ერთი კათმის სტეიკი მინდა ყველის სოუსში, იგივე ჩემს ქალბატონს და კიდევ ბევრი ალკოჰოლი მჭირდება, რომ მეორე ქალბატონის გამოხტომები ავიტანო.
- ჩვენც გვინდა ქათმის სტეიკი ყველის სოუსში და ერთი პორცია დარიშხანი ამ მამაკაცის ულუფაში - მივანიშნე შაკოზე.
- იგივე რაოდენობით შეუკმაზეთ ქალბატონსაც. - არ დაიბნა შაკო.
- დარწმუნებული ხარ, რომ ამან უნდა დაგვაფინანსოს? - ვკითხე ლაშას.
- კი და მემგონი, აღარავინ დაგვაფინანსებს შენი წყალობით - თვალები გადაატრიალა.
- ჰო, ყველაფერი მე დამაბრალე ახლა.
- მართლა შენი ბრალი იქნება - შემომიბღვირა შაკომაც.
- შენ საერთოდ, ამდენი ფული ვინ განდო? ლატარიაში მოიგე?
- არა, თვრამეტი წლიდან ვაკეთებ ფულს.
- ბარიგა ხარ?
- იქნება საქმეზე გადავიდეთ? - შეწუხდა ლაშა.
- ლაშუნა რა გჭირს? ვინტერესდები ჩვენი სპონსორის ცხოვრებით.
- მემგონი, უბრალოდ, გვღუპავ - შემომიბღვირა ლაშამ. - ერთი სიტყვით, ყველაზე რეიტინგული სერიალი რომ ვართ, უკვე გეცოდინება, უბრალოდ, ჩვენს წინა სპონსორთან პატარა კონფლიქტი მოგვივიდა და...
- რატომ, ისიც ამის ბრალი ხო არ იყო? - ჩემზე მიანიშნა შაკომ.
- ამას ელენა ჰქვია - ვთქვი გაღიზიანებულმა.
- კი, ამის ბრალი იყო - მოკლედ დაუდასტურა ლაშამ.
სასიკვდილო მზერა მივაპყარი ჩემი პირადი ინფორმაციის გაცემის გამო.
- ეჭვი მაქვს, მეორე სპონსორიც ამის გამო გაიქცევა. უფრო სწორედ, ქალბატონი ელენას გამო. - ბოროტულად გაეღიმა შაკოს.
- მართლა? შენც ჩემთან დაწოლას მოინდომებ და უარის მიღების შემდეგ, გუდა-ნაბადს აიკრავ? - თვალებში ჩავხედე და ისე ვკითხე.
- არა.
- მაშინ იგივე მიზეზი არ ყოფილა.
- ამასთან დაწოლას ჩალიჩობდა? - იკითხა შაკომ სიცილით.
- კი და გაბრაზდა, როცა ქალბატონმა პატიოსნებამ უარი განუცხადა.
- შენ რა, იმაზე ბრაზობ, რომ ლოგინში არ ჩავუხტი? - გავმწარდი ლაშაზე.
- მშვენიერი ბიჭი იყო, რა მოხდა?
- ბიჭი კი არა, 50 წლის კაცი იყო. თან საერთოდ არ მომწონდა!
- კარგი, დამშვიდდით. - შეგვაჩერა შაკომ - უნდა მოვიფიქრო.
- არაფერია მოსაფიქრებელი - მივუგე ღიმილით და ღვინის ჭიქა ნახევრამდე დავაცარიელე.
- ალკოჰოლიკიც ყოფილა. - ჩაიბურტყუნა შაკომ.
- ისეთ ხალხთან დამათრევს მოლაპარაკებაზე, სასმელის გარეშე, ვერ გადავაგორებ.
რამდნეიმე წუთით, შაკო საპირფარეშოში გავიდა.
მაგისი გოგო სელფების გადაღებით იყო დაკავებული. ეგეც ჩემი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა და ერთი-ორი სურათი ლაშას გადააღებინა ჩემთან ერთად.
- არ მინდა, ფუჭი იმედი მოგცე და შეიძლება, არც კი დაგვაფინანსოს. - მივუგე ლაშას.
- ვიცი. - ამოიოხრა საცოდავად.
ისევ, ვიფიქრებო, გამოგვიცხადა შაკომ და დავიშალეთ.
ლაშას მემგონი ვეზიზღებოდი მისი დაფრთხობის გამო.
- რაღაც გეგმა მაქვს და თუ ნებას მომცემ, შეიძლება, შედგეს ეს ამბავი - შევევედრე - ხომ იცი, ეს სერიალი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნუგეშია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ამას თუ დავკარგავ, ყველაფერს ერთად გავატან ქარს.
- შაკო უნდა მოკლა?
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ დამიჭერენ.
- მომიყევი შენს გეგმაზე აბა.
- არ მოგიყვები... უბრალოდ წავალ და თუ ყველაფერი კარგად ჩაიცვლის, ხვალვე შემოგთავაზებს კონტრაქტს.
- ძალიან არასტაბილური ხარ. ვერ გენდობა კაცი, თუმცა... ჯანდაბა, სხვა გზა არც მაქვს.
შაკოს გოგო საბოლოოდ, არც ისე ნამდვილი „შაკოს გოგო“ აღმოჩნდა. ერთი-ორი ჭიქა ცალკე დავალევინე და შაკოს მისამართი, ტელეფონის ნომერიც დავაფქვევინე. ისიც გავიგე, ამ შეხვედრის შემდეგ რომ მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბარში და სწორედ, იმ ბარის გზას დავადექი.
საახალწლოდ მორთულიყო მთელი ქუჩა. ოდნავ შემთვრალი, ფეხით მივუყვებოდი გზას და ხარბად ვეტანებოდი ჰაერს, რომელიც დღესასწაულის მოლოდინში, ცხელი შოკოლადის არომატით გაჟღენთილიყო.
შაკო მართლაც ადგილზე დამხვდა.
თავიდან, ვერ დაიჯერა, რომ მასთან ვიყავი. „სულ ერთია“ მზერით გამოემართა ჩემკენ, თუმცა ამ მზერაში, ყოველთვის იყო რაღაც, რაც მის აღფრთოვანებას ამხელდა.
- არ მითხრა, რომ ჩემთან მოხვედი.
- უნდა გითხრა.
- რომელ ბედნიერებას მივაწერო?
- ძალიან მიზიდავ. აი, მთელი საღამო ხომ დავჭამეთ ერთმანეთი, მაგრამ აღიარე, ძალიან სექსუალური იყო ეს ყველაფერი - ვუთხარი ჩურჩულით.
- მართლა? - ლამის გაწითლდა.
- ჰო. ტყუილს ვამბობ?
- არა, სიმართლეს ამბობ - თმაზე ღიმილით გადაისვა ხელი. - შენც ძალიან მაგარი იყავი და ძალიან ლამაზი.
- ამას იმიტომ მეუბნები, რომ თითქმის მოწონებაში გამოგიტყდი.
- არა, რას ამბობ. მთელი საღამო, თვალს ვერ გაშორებდი. კიდევ კარგი, ვჩხუბობდით და ჩხუბისას, ადამიანს უნდა უყურებდე, თორემ ძალიან მანიაკურად გამომივიდოდა, ლაშასთან რომ მელაპარაკა და შენთვის მეთვალთვალა.
- ახლა უკვე დამნაშავედ ვგრძნობ თავს - უხერხულად გავუღიმე, ხელიდან ვისკის ჭიქა გამოვაცალე და მე გადავკარი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ გეხუმრე მოწონებასთან დაკავშირებით.
გაქვავდა.
დადუმდა.
ისევ მე დავარღვიე ჩვენი უსიტყვო ემოციები.
- ანუ თვალს ვერ მაშორებდი? - ვკითხე ეშმაკურად.
- ნამდვილი ალქაჯი ხარ! საერთოდ, რატომ გავიფიქრე, რომ შენთან ნორმალურად შემეძლო კონტაქტი? გიყურებ და ლამისაა ქალების ეშმაკეული წარმოშობის ვიწამო.
- მართალი ხარ - გამეცინა - ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე და ვიფიქრე, ცოტას გავეხუმრები-მეთქი. მშვენივრად ვიძიე შური. ახლა, ლაშაზეც ვიძიებ შურს და მერე სამუდამოდ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან. პირობას გაძლევ, ვეღარ მნახავ ვერასოდეს.- ძალიან როლში შევიჭერი და მივხვდი, რომ მეტისმეტად დრამატული ვხვდებოდი, რაც არაბუნებრივი იყო.
- ლაშამ რაღა დაგიშავა ეშმაკის მოციქულო? ან მე რა დაგიშავე ასეთი. ცოტა კი დაგიშავე, მაგრამ ასე ძალიანაც არა.
- როგორ არ დამიშავე? კარიერა დამინგრიე. იარაღი რომ მქონდეს, პირდაპირ შუბლში დაგახლიდი ტყვიას. ლაშუნამ მითხრა, სანამ შენ იქნები ჩვენი გუნდის წევრი, არასოდეს გამოგვიჩნდება სპონსორიო და სამსახურიდან გამანთავისუფლა. იმედი აქვს, რომ თუ მათთან აღარ ვიქნები, დააფინანსებ. შენ კი, გულზე ხელი დაიდე და მითხარი, აპირებ რამეს?
- გაგანთავისუფლეს? - სახე შეეცვალა შაკოს.
- ჰო.
- ჩემ გამო?
- შენი და კიდევ იმ უტვინოს გამო, წინაზე რომ დავიფრინე.
- მაგას ხომ შენთან დაწოლა უნდოდა? ეგ სექსუალური შევიწროებაა. შეგიძლია, ცალკე მაგას უჩივლო, ცალკე ლაშას.
- არ მაქვს ჩივილების თავი. ნახვამდის - ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე.
- ახლავე დავუეკავ ლაშას და ვთხოვ, რომ სამსახურში აღგადგინოს - შემაჩერა შაკომ.
- არ მინდა.
- ვეტყვი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაფინანსებ თუ უკან დაგაბრუნებენ.
- და მერე სამუდამოდ ვალში ვიყო შენთან? - ხელები გულმკერდზე დავიკრიფე. - არა, გმადლობ.
- ამ თემას არასოდეს გაგახსენებ. პატიოსან სიტყვას გაძლევ.
- მაშინ, შეიძლება, თანახმა ვარ.
- დალევ რამეს? ჩვენი მომავალი თანამშრომლობა აღვნიშნოთ.
- არ მინდა, მოგაცდინო. მეგობრებთან ერთად ხარ და...
- მოდი, მოდი! - დამიყვირა სამმა კაცმა ერთად.
- ესენი გვისმენდნენ? - ვკითხე შაკოს.
- ცოტა ცნობისმოყვარეები არიან. თან ყველა შენზე ოცნებობს და ახლა მაგრად შურთ ჩემი.
- ყველა შენნაირი სულელია? - ვკითხე სიცილით.
- ჰო, ზოგი უფრო სულელიც.
იმ ღამით, ურთიერთობა დავალაგეთ. მის ხუმრობებზე ვიცინოდი. ის კი ჩემს კომენტარებზე არ ღიზიანდებოდა. ერთი შეხედვით, ძალიან მოფლირტავე წყვილი ვიყავით. ვაღიარებ, მიხაროდა ეს ამბავი, თუმცა იმასაც ვფიქრობდი, რომ წინ დიდი ომი მიახლოვდებოდა და წინასწარ მწყდებოდა გული.
მეორე დღეს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩემს გარეშეც გაილეშნენ ლაშა, რეჟისორი საბა და შაკო. საბას წამოსცდა, რომ არასოდეს, არავის მოვუხსნივარ როლიდან და ეს ყველაფერი, ჩემი შეთითხნილი დიდი სიცრუე იყო.
ალბათ, ბევრი დრო მექნება იმის გასახსენებლად თუ რა მოხდა მაგის შემდეგ.
ბევრი დრო და აღარც ერთი ნერვი.

* * *
დემუსთვის მინდოდა მეთქვა, რომ ოდესმე ჩემსა და ჩემი ყოფილი ქმრის ამბავზე რომანს დავწერდი. რამე ისეთ ფსევდონიმს ავარჩევდი, ვერასოდეს რომ ვერ მიმხვდარიყო შაკო ჩემს ვინაობას.
თავი შევიკავე. ვერ გავუზიარე მეგობარს გულის ნადები, რადგან ორივე გაგლეჯილი მთვრალები, ტირილის ხასიათზე ვიყავით.
იმ ღამით, დემუ დასაძინებლად რომ დაწვა, მე სახლში წასვლა დავაპირე.
ტაქსტი გამოვიძახე და წავედი. მანქანაში ჩამეძინა.
- ქალბატონო, მოვედით - გამაღვიძა მძღოლმა.
ფული გადავუხადე და სახლში ავედი.
ცოტახანს, გასაღებით ვეჯაჯგურებოდი საკეტს, გამიკვირდა, რატომ გამიჭირდა კარის გაღება?
მეორე სართულზე ავედი, მხოლოდ ფეხსაცმლის გახდა მოვახერხე და ტანსაცმლიანად შევწექი საწოლში.
ვერ მივხვდი, რომ მექანიკურად,საკუთარი სახლიდან გამოვედი და ჩემი და შაკოს სახლში დავრბუნდი.
ის ჩიჩის ასეირნებდა გარეთ. შინ დაბრუნებულებს, ორივეს დიდი სიურპრიზი გველოდა.
ასე ხდება, როცა რაღაცას და ვიღაცას ძალიან ეჩვევი - მასთან განშორება გიჭირს, განშორების შემდეგ კი მუდმივად ბრუნდები უკან.
ვინ იცის, დედამიწის ზურგზე, რამდენი მთვრალი ადამიანი დაღუპულა ან აშენებულა, რამდენი მოუკლავს დალევას ან რამდენი გაუცოცხლებია. ზუსტად ვერ ვიტყვი, იმ წამს, მე მოკლულებს მივეკუთვნებოდი თუ აშენებულებს, მაგრამ ფაქტია, მალე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს.
რბილ და სასიამოვნო თეთრეულში ვიწექი. შაკოს სურნელი ჰქონდა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა, გემრიელად შემოვიკეცე საბნის ყველა კუთხე და ისე ღრმად ჩავისუნთქე, ლამის საკუთარი თავი გავგუდე.
ბედნიერი ჩიჩი საწოლზე ამოხტა. მაინც იპოვნა ჩემთან შემოსაძრომი გზა და მოუსვენრად დამიწყო ფერება.
ჩიჩის რა უნდოდა აქ?
თავი დაბნეულად წამოვყავი. შაკო საწოლის კიდესთან იდგა და გულზე ხელებდაკრეფილი მიყურებდა დამცინავი მზერით.
- შენ, აქ, როგორ? - პირი დავაღე.
- მაგას საკუთარ თავს ეკითხები, იმედია.
წამოვჯექი. მივიხედ-მოვიხედე. ამის დედაც, შაკოსთან ვიყავი ან ჩვენთან. რა ერქვა ამ ადგილს, ვეღარ ვარკვევდი.
- აქ რა მინდა?
- მეც მაინტერესებდა, მაგრამ ისე ღრმად გეძინა, შემეცოდე გასაღვიძებლად.
- აღარ მახსოვს. - საბანსქვეშ შევიხედე. ტანსაცმელი მეცვა.
- ნუ გეშინია, არაფერი მომხდარა. - გამოეხმაურა ჩემს ფიქრებს - ნეკროფილი არ ვარ. ხომ გითხარი, მკვდარივით გეძინა.
- აქამდე, არასოდეს გაბრკოლებდა ეგ ამბავი - შევარცხვინე.
- ახლა ვეღარ მიზიდავ ეტყობა ისე მძაფრად.
- ნუ რას ვიზამთ. შუა ხნის ასაკში, კაცებს ხშირად ემართებათ მსგავსი რამ.
- რას გულისხმობ?
- იმპოტენციას.
- უკვე სასაცილოდაც აღარ ჟღერს შენი უაზრო გამოხტომები.
- მაშინ საკეტი შეცვალე შაკო. ძალიან დავიღალე უკვე - ამოვიოხრე და წამოვდექი. - როგორც შემომთავაზე, შეგიძლია ნახევარი სახლის საფასური გადამიხადო. ან მაგაზეც ნუ შეიწუხებ თავს.
- ეს იმ კაცის გამოა? მის გამო თმობ სახლს?
- ვინ კაცის?
- ვითომ ვერ ხვდები. მთელი ინტერნეტსივრცე თქვენი ფოტოებითაა აჭრელებული. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ გიორგი დავითაიას მკლავებში თუ აღმოჩნდებოდი, ნამდვილად არ მეგონა.
- არაუშავს შაკუნა - თავხედურად გავუღიმე - შენ იმ ქერა გოგოს ხვდები, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობს, მე კი შინაგან საქმეთა მინისტრს.
სახე შეეცვალა.
მშიერ ჩიჩიზე უფრო საწყალი დასანახი იყო.
- რა იყო? გეგონა ვერ გავიგებდი? - ცეცხლზე ნავთიც გადავუსხი ბონუსად - სამუდამოდ აპირებდი მაგის დამალვას და მერე პირდაპირ ქორწილში მიმიწვევდი თუ რა გეგმა გქონდა?
- ელენა, სერიოზული არაფერი გვაქვს. - დაბნეულმა დაიწყო თვალების აქეთ-იქით ცეცება. ასეთი თავგზააბნეული, ისეთი საყვარელი და სექსუალური მეჩვენებოდა, რომ მზად ვიყავი, პირდაპირ საწოლში ჩამეგდო. მე კი, ზემოდან დავცემოდი, გამეშიშვლებინა და არასოდეს მიმეცა მისთვის ტანსაცმლის ჩაცმის უფლება.
თავი გავაქნიე, თითქოს ეს გაქნევა, უზნეო ფიქრებისა და სურვილის გაფანტვაში დამეხმარებოდა.
- რა გაქვთ, ჩემი საქმე არაა, უბრალოდ არაა საჭირო, ისე მალავდე, გეგონება რაღაცას აშავებ. მეც ხომ მყავს გიო? საერთოდ არ ვგრძნობ თავს მოღალატედ, რადგან ჩვენ უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი გვქვია და შეგვიძლია, რამდენიც მოგვინდება, იმდენი კაცი ან ქალი გვყავდეს. თავს ვიკავებდი ახალი ურთიერთობისგან, მაგრამ განქორწინება როდესაც მოითხოვე, ვიფიქრე, რა მაგარი ტიპია, ყველაფერი ასე საჩქაროდ გადახარშა-თქო. შემდეგ ავდექი და მეც მივეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. - წამოვდექი და ლოყაზე მოვუთათუნე ხელი. იმედი მქონდა, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, ჩემი სიტყვები ისე მტკივნეულად უწვავდა სულს, როგორც იმ ქერა გოგონას გამოჩენამ დაამხო ჩემი ცხოვრება.
დაე, ეფიქრა, რომ პირდაპირ სხვა კაცის მკლავებში ჩამაგდო თავისი უაზრო გამოხტომებით.
დაე, ეფიქრა, რომ ყველაფერი საკუთარი თავისთვის უნდა დაებრალებინა.
ასე იდგა, ენაჩავარდნილი, წარბებშეკრული და ცდილობდა, ძველებურად გაენათებინა თავისი მშვენიერი თვალებით სამყარო, თუმცა არ გამოსდიოდა ან ვერ გამოსდიოდა. ჩაჰქროდა, სევდიანად მილეოდა და სადღაც, ჩემ მიღმა უცქერდა ჰორიზონტს. იმედია, ყველაფერზე ფიქრობდა. იმედია, რომ ამ სახლში, ჩვენს ერთად გატარებულ წუთებზე ფიქრობდა. იმედია, ნატრობდა ამ წუთების დაბრუნებას.
- კოკა-კოლა გაქვს? - ვკითხე მე.
- კი.
- დამალევინე რა. სხვა არაფერი მინდა ნაბახუსევისას.
- დარწმუნებული ხარ? - ეშმაკურად შემომხედა.
- შენგან სხვა არაფერი.
- აბა ვისგან?
- ხომ იცი, რა დიდი და მოხერხებული ვიბ*ატორი მაქ?
- გამიხმეს ხელი, მაგისი ყიდვის გამო.
- ეგრეა, როცა გადაწყვეტ, ცოლს ოხუნჯობა მოუწყო და ცოლი კი ზედმეტად მოხერხებული გამოდგება.
- მართლა იყენებ?
- შენს პერიოდშიც ვიყენებდი - ვიცრუე.
მემგონი, ისე ვაჭერდი მის მამაკაცურ ღირსებას ფეხს, რომ მალე განქორწინების დაჩქარებაზეც შეიტანდა მოთხოვნას.
- სისულელეებს ამბობ.
- კოკა-კოლა დამალევინე - პირველ სართულზე ჩავედი ჩიჩით ხელში. კი შაკოს ვთხოვე, დამალევინე-მეთქი, მაგრამ მაცივარი გამოვაღე და ყველა ცივი, გაზიანი სასმელი თვითონ გამოვალაგე. - ქათმის სალათა გაქ?
- კი.
- ვინ გააკეთა?
- მე გავაკეთე.
სასაცილოდ არ მეყო.
- რეებს მატყუებ?
- მართლა მე გავაკეთე.
- კაი ერთი - ტელეფონმა დამირეკა. ვიბრაციით მივხვდი, რომ ჯიბეში მედო. - გისმენ - ვუპასუხე ჯერ კიდევ სიცილით.
- ერთობი? - მკითხა გიორგიმ.
- ამას თუ გართობა ჰქვია. ძალიან ბევრი დავლიე და ცუდად ვგრძნობ თავს.
- გინდა გამოგიყვანო ნაბახუსევიდან?
- მინდა.
- სამ საათში მოახერხებ გამოსვლას?
- მემგონი მოვახერხებ. იმ კაფეში შევხვდეთ, სადაც მეორედ ვიყავით რაა.
- გინდა, რომ ისევ გამყინო?
- არა, შიგნით დავსხდეთ.
- კარგი.
ტელეფონი დავკიდე და რამდენიმეწუთს, სულელივით ვიღიმოდი. სიმართლე რომ ითქვას, დიდად არ მეღიმებოდა, თუმცა შაკოსთვის ხომ უნდა მომეშალა ნერვები რამენაირად?
- ვინ იყო? - მკითხა დაძაბულმა.
- არავინ - ვუპასუხე სასხვათაშორისოდ და ცივი კოკა-კოლა დავლიე. მართლა მაფხიზლებდა, თუმცა, დაახლოებით, 1 ლიტრი მჭირდებოდა ბოლომდე გამოსასვლელად. - ამ სალათს ხახვი აქვს?
- კი, აქვს.
უკმაყოფილოდ შევდგი უკან შაკოს სალათი და კვლავ გაზიან სასმელს მივეძალე.
- ამ აბაზანით უნდა ვისარგებლო, თან რამდენიმე კაბაც მაქ დატოვებული და სახლში წავიღებ, საღამოს კაბებია, დამჭირდება.
- როგორც გინდა. ეს ხომ ჯერ კიდევ, შენი სახლია. - „ჯერ კიდევ“ არ მესიამოვნა, თუმცა მაგ სიტყვებისთვისაც გადავუხდიდი სამაგიეროს.

* * *

- მოიფიქრე, რა ჩაიცვა? - მკითხა დემუმ.
არც გამიგია.
სკამზე ვიჯექი უძრავად, კედელს მიშტერებული. მეზიზღებოდა, ასეთი პათეთიკური როცა ვიყავი, თუმცა ძნელი გასაკონტროლებელი იყო საკუთარი თავი.
- შეეშვი შაკოზე ფიქრს! - დამიღრიალა დემუმ. ისე წამოვხტი, გეგონება, მძინარეს ცივი წყალი გადამასხეს.
- შაკო? სადაა?
- არსად. მოგიკვდი შენ - ჩაიჩურჩულა თავის კანტურით. - რის ჩაცმას აპირებ საღამოს?
- ვერცხლისფერ ბრჭყვიალა ბოდეს და ტანზე მაგრად მომდგარ ქვედაბოლოს.
- აკი მაგასთან დაწოლა არ მინდაო? - ეჭვისთვალით შემომხედა დემუმ. თან ვიცოდი, ძალიან განიცდიდა, რომ ერთი სულელური შეცდომა და შაკოსთან ურთიერთობის ყველანაირი შანსი გაქრებოდა.
- არც ვაპირებ. უბრალოდ, მუდამ სურათებს გვიღებენ. ამიტომ, ორივე ვზრუნავთ, რომ რაც შეიძლება, გამომწვევები და რომანტიკულები ვიყოთ.
- მაგ ბოდეს ჭიპამდე აქვს დეკოლტე. კარგი რაა.
- რა იყო, რა მამააბრამის ბატკანივით პატიოსანი გახდი?
- რა იცი, იქნება პატიოსანი არ იყო ეგ ბატკანი?
- ეგ და დედა ტერეზა გამახსენდნენ მარტო პატიოსნებაზე და რაც პირველი მომადგა, ის გითხარი.
- არადა, ერთი უცოდველობის სიმბოლოა, მეორე სიკეთის.
- დემუ, ვერ ხვდები, რომ ? - ნერვები მომეშალა. რაღაც სისულელის ახსნა-განმარტებაში გაგვყავდა დრო. - შაკო შეშლილივით ეჭვიანობს, მაგრამ არაფერს იმჩნევს. ნეტა, მისი სახე დაგენახა, როცა გიომ დამირეკა. შეურაცხადს დაემსგავსა.
- მართლა რამე შეურაცხადი არ გააკეთოს, თორემ დაიჭერენ.
- დაიკიდე!
* * *

- დღეს შეუდარებელი ხარ - მითხრა გიომ - არა, მუდამ ასეა, მაგრამ დღეს, განსაკუთრებით.
- არ მეგონა, რომ დილის მერე, ჩემგან ქალი დადგებოდა - ვუთხარი გულწრფელად - რაღაც უნდა მოგიყვე. იმედია, არ გაბრაზდები.
- ნარკოტიკებს ყიდი?
- არა გიო - თვალები დავუბრიალე - გუშინ, მე და დემუმ დავლიეთ, სახლში წასვლა გადავწყვიტე. შაკოსთან მივედი და იქ დავრჩი.
- მემგონი, მერჩივნა, რომ ნარკოტიკები გაგეყიდა - წარბები შეკრა გიორგიმ.
- არაფერი მომხდარა. საწოლში შევწექი და გავითიშე. ისე ვარ შეცჩვეული იმ სახლს, რომ საკუთარი სახლიდან გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და იქ მივედი, სადაც 6 წელი მაქვს გატარებული. საერთოდ, ძალიან დაბნეული და თავგზაარეული ვარ. აღარ ვიცი, რა გავაკეთო - ამოვიოხრე საცოდავად.
- ამის დედაც!- აღმოხდა გიოს და ფერი წაუვიდა სახიდან.
- კარგი რა, ეგეთი გასაბრაზებელიც არაფერი მითქვამს.
- შენ არა. უკან არ გაიხედო, ჩემი ცოლი ზის ვიღაც სი*თან ერთად.
მართლა არ გამიხედია.
შეუმჩნევლად გავატოკე თავი ღიმილით, ვითომ, გარემოს ვათვალიერებდი, თუმცა გიოს ცოლამდე ვერ მივაღწიე. არ დამცალდა, რადგან მეზობელ მაგიდასთან შაკო იჯდა.
- ამის დედაც კვადრატში - ლამის წამოვიკივლე. - გვერდზე არ გაიხედო, შაკო ზის იმ ქერა დამპალ ცისფერთვალება გოგოსთან. მართლა ლამაზია, მაგრამ მალე თვალებს დავთხრი და შენ არ დააჭერინებ ჩემს თავს!
მერე ორივემ ღიმილით გავატოკეთ თავები, ვითომ უბრალოდ, კედლის დეკორაციებს ვუცქერდით.
მე გიოს ცოლს შევხედე.
გიომ ჩემს ქმარს.
- ვაა, კარგი ბიჭი ჩანს - შემიქო ყოფილი.
- შენი ცოლიც მშვენიერია. მაგარი მკერდი აქვს, ნუ გეშინია, დეკოლტე არ აცვია, ისე მივხვდი, მაგრამ მირჩევნია ის მითხრა, შეკოსთან ერთად როა, ის გოგო როგორია? იცოდე, გულწრფელი იყავი, თორემ მაგ მინისტრ ყბას დაგილეწავ!
- ვიღაცა მაგრად ეჭვიანობს და ჩემზე ანთხევს ბოღმას - ჩაიცინა თავისთვის - ცუდი არაა, თუმცა ძალიან ფერიასავით გოგოა. ვარდისფერი ფრთები და ჯადოსნური ჯოხიღა აკლია. ეგეთებს შვილებივით ვუყურებ, შენ ვერ შეგედრება, გეფიცები.
- იმ შენი ცოლის კაციც ვერ შეგედრება - ვუთხარი კმაყოფილმა - მართალია, შენზე უკეთესი ცხვირი აქვს, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ჯანდაბა, სასწრაფოდ ხელზე მომეფერე, აქეთ იხედებიან!
- გვიყურებენ? - ნაზად მომეალერსა ხელით, მერე ნიკაპამდე ამოვიდა და სახეზეც რიგიანად მიფათურა.
მე გავიცინე.
რაღაც მომენტში, ჩემს მკერდს შეხედა, რამდენიმე წამს, მანდ შეაჩერა მზერა. გულწრფელი ვიქნები და, ვერ გავამტყუნებდი, ისე მეცვა.
შემდეგ, ერთმანეთს ვუყურებდით. ამ სიტუაციაზე დავფიქრდით და იმაზეც თუ როგორ არაადეკვატურად ვიქცეოდით ორი ბუმბერაზი პიროვნება.
მერე გულწრფელი ხარხარი აგვივარდა ორივეს. ისე ვიცინოდით, ყველა იძულებით თუ ნებით, ჩვენ შემოგვცქეროდა. გვიცნობდნენ, უკვირდათ ასეთი არასერიოზული საქციელი ჩვენგან(ნუ ძირითადად, გიოსგან), თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდით.
- შენი ქმარი მოდის - ძლივს აღმოხდა ხარხარით.
- ვაიმე - ამოვთქვი ჩაბჟირებულმა და ასე, 15 წამის შემდეგ გავუსწორეთ თვალი მყინვარივით მუდამედ და უძრავად აღმართულ შაკოს, რომელიც ამაოდ ცდილობდა, განრისხება ყალბი ღიმილით გადაეფარა.
მაგიდასთან იდგა და ჩვენ გვიყურებდა.
- გამარჯობა - მოგვმართა.
გიო წამოდგა, ხელი ჩამოართვა, გაეცინო. ცოტა არ იყოს, ნერვები მომეშალა. ვიფიქრე, მარტო ხომ არ დავტოვო ეს ორი სანთლის შუქზე და რომატიკულ გარემოში-თქო.
მოულოდნელად, გიოს ცოლიც წაგვადგა, მოგვესალმა. იმასაც გავეცანი, მოვიკითხე...
ერთი სიტყვით, მაგარი ბარდაგი შეიქმნა და აი, რა ხდება, როცა ცივილური ურთიერთობის მომხრე ხარ ყველასთან. მე და გიოს ჩვენი ყოფილები რომ შეგვჯავრებოდნენ, ასეთ დროს, წარბსაც არ შევიხრიდით, ვიჯდებოდით ჩვენთვის, შევირგებდით მყუდროებას.
- ჩვენთან ხომ არ გადმოსხდებით? - გვკითხა შაკომ.
- არა! - ვუპასუხე სასწრაფოდ, თუმცა ჩემი „არა“ გიორგის „რატომაც არა“-მ გადაფარა.
ასე არ უნდა მეთქი და შურისძიება განვიზრახე:
- თქვენც შემგოვიერთდით - შევთავაზე გიოს ცოლს (თათას).
მოკლედ, ცოტახნის შემდეგ, 6 კაციან მაგიდასთან ვისხედით წყვილებში. თან არც ერთი წყვილი შევეფერებოდით ერთმანეთს. კაცმა რომ თქვას, ის ორი სრულიად ზედმეტი იყო.
შაკო ისეთი ირონიული მზერით მიყურებდა, როგორც თათა უყურებდა გიოს.
ერთ მომენტში, ყურში რაღაცა ჩამჩურჩულა გიომ. ვერ გავიგე, თუმცა რიგიანად გამეცინა.
მაგასაც ეგ უნდოდა.
ერთი რამ ცხადი იყო: მე და გიო საოცრად ვუგებდით ერთმანეთს.
დემუმაც დამირეკა, სად ხარო - მკითხა და ნათქვამი არ მქონდა, რომ მეშვიდე კაცად მოგვევლინა რესტორანში. ჯერ ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა მზერით, მერე სიტუაცია გაანალიზა და საპირფარეშოში გავარდა, სადაც, სავარაუდოდ, მაგრად იცინა.
უკან დაბრუნდა, გიოს და შაკოს შუაში ჩაჯდა და გამოგვიცხადა:
- მე თქვენი მეჯვარე ვარ, ძალიან სასიამოვნოა - გამოუცხადა გიოს.
- ამათ რატო მოუნდებათ შენი მეჯვარებოა? თარსი ფეხი გაქვს - უსიამოვნოდ შეიშმუშნა შაკო.
- ნახე როგორ ეჭვიანობს ჩემზე - გაეცინა დემუს - რა გჭირს ბიჭო, თქვენი მეჯვარეც ვიქნები. რა ჰქვია შენს მშვენიერ ქალბატონს? - ჰკითხა იმ ქერაზე.
- ნატალი - უპასუხა ქალმა.
- თქვენი მეჯვარეც ვიქნები, არაა პრობლემა - გადასძახა თათას და მის გვერდით მჯდომ კაცს. - ოღონდ, ყველას ერთ წელს ნუ მოგინდებათ ქორწილი. ბევრი ხარჯი არ მინდა.
არც კი ვიცოდით, რა გვეთქვა მისთვის. ძალით გვეცინებოდა და სინამდვილეში, გვსურდა, რამე მაგარი ჩაგვერტყა თავში დემუსთვის. მოგვიანებით, დემუც მელანქოლიური გახდა. არ უნდოდა ჩვენი, ყველას მეჯვარეობა. მე და შაკო ვუნდოდით მხოლოდ.
სერიოზული დეჟავიუ მქონდა.
6 თუ 7 წლის წინ, როცა მე და შაკო დასანახად ვერ ვიტანდით ერთმანეთს. სინამდვილეში, თავს ვიტყუებდით, რათა თავბრუდამხვევი სიმპათია არ გამოგვეხატა. ვიღაც რეჟისორთან ერთად ვახშმობა მომიწია. ერთი შეხედვით, შაკოს არანაირი საერთო არ უნდა ჰქონოდა იმ სიტუაციასთან, მაგრამ აბა როგორ მოხდებოდა, ყველგან რომ არ ჩაეკვეხებინა თავისი საძაგელი ცისფერი თვალები?
- მაგარი სცენარია და მემგონი, ამ როლსაც ისე დააკვდები, როგორც ჯიჯის როლს აკვდები - კომპლიმენტი მითხრა თავისი მოკლე ჭკუით ზურამ.
- არ მინდა დაკვდომა.
- გავიხუმრე, თუმცა მართლა ძალიან მოგიხდება. ერთ უბედურ, მწერალ გოგონაზეა, რომელსაც თავისი მეზობელი უყვარს. საბოლოოდ, ამ მეზობელს ცოლი მოჰყავს და გოგონა თავს იკლავს.
- ძალიან ორიგინალურია - ვუთხარი ირონიულად.
დიდად არ მომწონდა მისი ჩანაფიქრი და არც ბევრი დრო მქონდა სხვა როლისთვის. მითუმეტეს, ვიცოდი, რომ მთავარი როლი უზომოდ დიდ დროსა და ნერვებს მოითხოვდა, თუმცა ისე ვიყავი დახარბებული ხალხის ყურადღებასა და ცნობადობას, რომ მზად ვიყავი, გამერისკა.
- ვაიმე, შაკო! - წამოიყვირა ზურამ და ფეხზე წამოხტა.
ერთმანეთი დიდი სიყვარულით მოიკითხეს. ზრდილობის გულისთვის, გადავკოცნე და ვიგრძენი, როგორ მიყნოსა თმაზე. თავის ძმაკაცთან ერთად იყო. მაშინაც გადმოსხდნენ ჩვენს მაგიდასთან ან ჩვენ გადავჯექით, ზუსტად არ მახსოვს, რადგან ნერვიულობისგან და დაძაბულობისგან, ორივე ბევრ ღვინოს ვსვამდით.
- ელენას როლს ვთავაზობ - გამოუცხადა ზურამ.
- მართლა? ძალიან საინტერესოა. რა როლია?
- თვითმკვლელი მწერლის - ვუპასუხე ღიმილით.
- რაა? - გადაიხარხარა შაკომ - მემგონი, ძალიან არადამაჯერებელი იქნები. ხალხი მიჩვეულია, რომ ამაყი და ამპარტავანი ხარ, როგორც სერიალში, ისე რეალურ ცხოვრებაში.
- მსახიობი ვარ და როგორმე, უბედურის ნიღაბსაც მოვირგებ. ისე, შენც უნდა სცადო ვინმე მექალთანე, მდიდარი და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე კაცის როლის შესრულება. ძალიან მოგიხდებოდა, დაგაკვდება!
- არ მინდა დაკვდომა.
- არც მე მინდოდა, მაგრამ მიწევს - მივუგე სერიოზულად. ორივეს გაგვეცინა. კი აზრზე არ იყო, რატომ ვუთხარი, მაგრამ მაინც სასაცილოდ ჟღერდა.
- ამ ჭიქით, სილამაზეს გაუმარჯოს! - სასმისი აღმართა ზურამ და მე შემომხედა.
- გაუმარჯოს სილამაზეს - გამიღიმა შაკომ. - ცხოვრებას რომ ჯოჯოხეთად გიქცევს, მაგრამ მაინც ისეთი მშვენიერია, ჯოჯოხეთზეც თანახმა ხარ.
- მას სიტყვებს როცა ამბობ, ნეტა ვისზე ფიქრობ? - ჰკითხა ძმაკაცმა ეჭვისთვალით.
- ჩემზე არ ფიქრობს ნუ ღელავ. მე მშვენიერების გარეშეც ჯოჯოხეთი ვარ. თან ვერ მიტანს. გუშინ წინ, მაგის თაყვანისმცემელს ვუთხარი, გეია-თქო - ვაღიარე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
- ვის უთხარი? - წამოენთქო შაკო.
- მაკუნას.
- დიდად მაინც არ მოსწონდა, გადაიტანს - ანუგეშებდა მეგობარი.
- ტუალეტში გამოდი, სასსწრაფოდ! - ბრაზიზგა, თითქმის ღრენით გამოსცრა გამწარებულმა შაკომ და თვითონ გავარდა.
ზურას მივუბრუნდი.
- ნუ ხარ ეგეთი დაფეთებული, ჩემი მეგობარია და ერთად ვაკეთებთ ხოლმე ფისებს - დავამშვიდე და შაკოს გავყევი კაცების ტუალეტში.
ცოტა კი მეშინოდა, არ მოვეკალი. თან ვიცოდი, მაგრად გამთათხავდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მის ნერვებზე თამაში ჩემი მთავარი პროფესია იყო(მსახიობობა მეორადი) და ნამდვილად არ შემეშლებოდა არაფერი.
- აქ უნდა ვიდგეთ? - ვკითხე სიცილით - თან სხვებსაც უნდათ შემოსვლა, შენ კი მთავარი კარი ჩაკეტე.
- ანუ გეი ხო? - ისევ ძალიან გაბრაზებული ჩანდა - რატომ უთხარი?
- რა იყო, ძალიან მოგწონდა? - ტუჩის კუთხეები დაბლა დავქაჩე.
- სოციალური ქსელიდან წამშალა!
- ანუ ჰომოფობია? ეგ ძუკ*ა - თავი გავაქნიე - სულ ვფიქრობდი, რატომ არ მომწონს ასე-თქო და აი, თურმე რატომ. არ იდარდო, არ იყო შენი ღირსი, ვინმე მაგარ ბიჭს დაგითრევ. ისე, დემუ გაგირიგო, გინდა? - ვკითხე საშინლად გამაღიზიანებელი ცინიზმით.
მოულოდნელად, ელვის სისწრაფით მოიჭრა ჩემამდე, მკერდზე ძლიერად მიმიხუტა და მაგრად მაკოცა ტუჩებში.
ჯერ გაოგნებული ვიყავი.
მერე ცოტათი დამფრთხალი.
შემდეგ, გავაანალიზე, რომ მისი ენა ჩემს პირში დაცურავდა გაურკვეველი მიმართულებებით და სიამოვნებისგან, ცხოველებივით ვკრუტუნებდით.
ხელით მაგრად დავეჯაჯგურე, ჩამოვეხსენი და ისეთი სილა გავაწანი, ამხელა კაცი წაბარბაცდა.
- თავხედო, ვინ გგონია შენი თავი! - შევკივლე და გამოვედი.
კარს ავეყუდე, სულელივით დავაბრიალე თვალები.
ის ალბათ ჯერ ვერ გამოვიდოდა. იდგა თავისთვის და სირცხვილისგან იწვოდა.
ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვწონდი. ყველა იმ ოინის მიღმა, რომელსაც სამსახურში მიწყობდა, ყველა აგდებული სიტყვების, უაზრო ქიშპობისა და უმიზნო კამათის მიღმა, რაღაც ბავშვური იმალებოდა. მართლა ბავშვებს ვგავდით: ერთმანეთს თმას ვქაჩავდით, მახინჯებს, დამპალსა და საძაგელს ვეძახდით, რადგან სხვანაირად გვიჭირდა, საკუთარ თავთან რაღაცეების აღიარება.
უკან შევვარდი.
გაქვავებული იდგა და ლოყას ისრესდა. პირველად იყო ჩემს თვალში ასეთი საყვარელი.
- ამის შესახებ ვინმეს თუ მოუყვები, მოგკლავ! - დავემუქრე და ჰალსტუხი მთელი ძალით მოვუქაჩე, რათა თავი ჩამოეწია.
გამწარებულები ვკოცნიდით ერთმანეთს.
იმედი მქონდა, ახლა ის არ გამატყამდა სილას და მადლობა ღმერთს, არ გაუტყია.
ერთმანეთს მაშინ გამოვეცალეთ, როცა მაგისმა ძმაკაცმა მოგვიკაკუნა.
- უხერხულია, აქ ჰგონიათ, რომ სექსი გაქვთ. სინამდვილეში, ვიცი, ერთმანეთს ეჩხუბებით, მაგრამ აბა ამ ხალხს როგორ დავუმტკიცო? - გაისმა კითხვა.
ორივეს გაგვეცინა.
შემდეგ ძალიან სერიოზულად ვუთხარი:
- ნასვამი და არაადეკვატური ვარ. თუ ვინმე იმის შესახებ გაიგებს, რაც მოხდა, მოკლავ! თუ იფიქრებ, რახან კოცნაზე კოცნითვე მიპასუხა, ესეიგი, მოვწონვარო, მაშინ ისიც გაიხსენე, რა ძლიერად შემიძლია შემოლაწუნება! ერთხელ გაგახარე, მაგრამ მეორედ აღარ განმეორდება - წარმოვთქვი ამაყად და გარეთ გამოვედი თავაწეული.
შაკო ისევ შოკირებული იდგა.
* * *
რესტორანში, რაღაც მშვენიერი მუსიკა ჩაირთო. წყნარი, მშვიდი, რომანტიკული. არ მინდოდა, შემემჩნია, თუმცა მთელი ტანი მექაჩებოდა საცეკვავად ავმდგარიყავი და რიგიანად შემერხია სხეული. დემუმ მაშინვე შემატყო, ალბათ შაკომაც და ისე მოეღუშა სახე, მეტი რომ არ შეიძლებოდა. იცოდა, ამ საღამოს, ჩვენი ერთად ცეკვის შანსი ნულზე დაბალი იყო.
- ვიცეკვოთ? - მკითხა მოულოდნელად გიორგიმ.
- ყველა ბედნიერებასთან ერთად, ფიქრების კითხვაც შეგძლებია - გამეცინა და მის გამოწვდილ ხელში, ჩემი ხელი მოვაქციე. - იმედია, ჩემი წინა კაცივით არ გერევა ფეხები.
- ფეხები ერეოდა? ახლა ნამდვილად უფრო მეტი პლიუსი მაქვს, ვიდრე მაგას. არადა, მეგონა, ამ მდიდარ სულელს ვერასოდეს ვაჯოჯბებ-თქო.
- მდიდარი ნამდვილად არის, მაგრამ სულელს მხოლოდ მე ვეძახი.
- რა იყო? იმის მაგივრად რომ მანუგეშო, პირიქით, ჩემს დაჩაგვრას ცდილობ? - წელზე ნაზად შემომხვია ხელი და მუსიკის რითმს მოძრაობით აჰყვა. ერთ მომენტში, ისე სწრაფად დამატრიალა, ყველა გარშემომყოფს მოხვდა ჩემი მფრინავი თმა. შემდეგ გადამაწვინა და დეკოლტეში ჩამხედა.
- იმედია, შაკო არ გცემს ამის შემდეგ - გამეცინა. ძალიან ემოციური გამომეტყველებაც მივიღე.
- უკვე აღარ ვიცი, ამას ჩემ გამო ვაკეთებ თუ შენ გამო - გამომიტყდა გიო.
- ჩემ გამო?
- ჰო. პირველად როცა დაგინახე, დამფრთხალი, თავგზაარეული, ნამტირალევი იყავი. სულ ფეხებზე გეკიდა, გადასასვლელზე გადასვლისას, გადარჩებოდი თუ ათი მანქანა გაგიტანდა. მაშინ მხოლოდ ერთი რამე ვიგრძენი: მსურდა, კარგად ყოფილიყავი. ყველანაირი ანგარების გარეშე. უბრალოდ მომინდა, კარგად ყოფილიყავი. ახლაც ეგ მინდა. მე და თათა ჩავლილი ამბავი ვართ, END OF STORY... მაგრამ შენი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა.
- ეე, სენტიმენტალურო ბიჭუნავ! - თითქმის ჩავეხუტე. თვალებდახუჭული ავეკარი მკლავებზე და მისი სურნელი ჩავისუნთქე.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შაკოს სურნელის მსგავსად, სამუდამოდ მისით ტკბობა არ მომდომებია, მაინც სასიამოვნო იყო. ამ სურნელსაც უნდა ჰქონოდა თავისი მისამართი, თავისი ბუნაგი. ის უნდა ჰყოლოდა, ვინც მთელი სამყაროს ჰაერზე უარს იტყოდა, ოღონდაც კი ეს ესუნთქა. - ჩვენ იმისთვის არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, რომ გულზე ხელი დაგეწყო და ფარხმალი დაგეყარა. თუ დააკვირდი, საკმაოდ ძლიერები ვართ ერთად. ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს შევძლებთ. მაშინაც კი, როცა END OF STORY-სთან გვაქვს საქმე, ყოველთვის შეგვიძლია, დასასრულს შუა ნაწილში გადავუძახოთ და ახალი ფინალი შევთხზათ.
- თავი თურქულ სერიალში მგონია ჩვენს დიალოგს რომ ვუსმენ - გაეცინა გიოს.
- მეც ახლა დავფიქრფი და მიხარია, რომ არავის ესმის.
- არადა, შორიდან მაგარი დასანახები ვართ, ერთმანეთს ყურში ვეჩურჩულებით, გულჩვილი სახეებით ვცეკვავთ და ა.შ.
- ელენა აბაშიძის ეჭვიანობის საერთაშორისო უნივერსიტეტი გავხსნათ და ვასწვლოთ ხალხს თავიანთი ყოფილი მეორე ნახევრები როგორ გაამწარონ. თან მინისტრის გრანტიც ექნება უნივერსიტეტს, როგორც პრეზიდენტის გრანტია.
- ვიფიქროთ, მშვენიერი წამოწყება იქნება. - ცოტახანს დავდუმდით. ერთმანეთზე მიკრულები ვცეკვავდით ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე - ელენა - თქვა მან.
- ჰო გიო.
- არ მომიყვები, რატომ დაშორდით?
- ცოტა, ძნელი მოსაყოლია.
- იქნებ, სცადო?
- ძალიან ეჭვიანი ვიყავი... ავადმყოფურად. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი მორიგი სკანდალის შემდეგ, გამომიცხადა, უშენოდ ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ეს საშინელი გამოხტომებიო.
- და შენც ეგ სიტყვები ვერ აპატიე?
- ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. არ ეგონა, ასე თუ მოვიქცეოდი. ზოგჯერ, როცა რამეზე მეჩხუბებოდა, საშინლად წყნარი ვიყავი, მაგრამ ის რომ წყნარდებოდა, მაშინ ვუბრუნებდი საკადრის პასუხს. დილით, გარდერობი გამოაღო და ჩემი ტანსაცმელი აღარ დახვდა. დემუსთან მივიდა - არ დავხვდი. არც გადასაღებ მოედანზე დავხვდი, არც დედაჩემის სახლში. ქალაქგარეთ, ერთი პატარა აგარაკი ვიქირავე და სრულ სიჩუმეში დავეყუდე ორი კვირით. საშინელება იყო, რადგან არ მიყვარს სუფთა ჰაერი და ბუნება. ალერგია მაქვს. ის პერიოდი, იმითი ვსულდგმულობდი, რომ საშინლად იტანჯებოდა. მთელი ტანით ვგრძნობდი, როგორ მეძებდა, როგორ განიცდიდა, როგორ კვდებოდა და სადისტურ სიამოვნებას მანიჭებდა მისი წამება.
- ადვილი გოგო არც მეგონე - გაეცინა გიოს.
- როცა ჩამოვედი, პირდაპირ განქორწინების საბუთებით მომადგა. თვალები საერთოდ სხვანაირი ჰქონდა. თავადაც სხვანაირი იყო. გეგონებოდა, ეშმაკთან ბრძოლა გამოევლო. ასეთი თეთრი, ფითქინა კანი კი არ ჰქონია თოვლის ფანტელებივით, როგორიც ახლა აქვს. მართლა გვამს ჰგავდა. მიტოვებულ გვამს, რომელსაც დასამარხი პატრონიც კი არ ჰყავს.
- მოუწერე ხელი?
- არა, დავხიე და სახეში შევაყარე. მე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ის იყო დამნაშავე. შაკოს კი ეგონა, რომ მისი სიტყვები უბრალო სიტყვები იყო ჩემთვის, რომელიც წარმოთქმის წამიდან უნდა დამევიწყებინა. ფიქრობდა, მხოლოდ ჩემი გაქცევით გავართულე სიტუაცია. ორივენი მართლები ვიყავით და ორივენი ვცდებოდით. ცხოვრება და ცოლქმრობა არაა მარტივი. ასე შემოვრჩით ერთმანეთს ნახევრად გაყრილები, ნახევრად არგაყრილები.

* * *

დილას დემუს სიცილმა გამაღვიძა. თვალბი გაჭირვებით გავახილე. იდგა ფანჯარასთან და გულიანად კისკისებდა. ზოგჯერ, შემომხედავდა, დაწყნარდებოდა, შემდეგ კი ისევ სიცილი უტყდებოდა.
- ეს რა გიჟური ღამე იყო - იმეორებდა თავისთვის.
- არ თქვა - მეც გამეცინა. მემგონი, იმ დილით, წინა დღეს, ვინც კი ვიყავით, ყველამ ვიცინეთ სათითაოდ.
- მეცოდება - თქვა მან.
- ვინ გეცოდება?
- შენ და შაკუნა მეცოდებით.
- მაინც, რომელი უფრო?
- არ ვიცი. ორივე მეცოდებით. ასე არ უნდა ქრებოდეს ურთიერთობები. მოსაკლავები ხართ. ვითომ, ერთმანეთის შესაშინებლად დაშორებულებმა, ძალიან ღრმად შეტოპეთ. უკვე აღარ ვიცი, რომლის ბრალია, თუმცა ორივეს დიდი წვლილი მიგიძღვით საკუთარი თავების თუ ერთმანეთის გაუბედურებაში.
- ვიცი - დავეთანხმე და წამოვჯექი. ცხელი ყავის არომატმა მომტაცა ყნოსვა. დემუს, ჩემი საწოლის გვერდით, ტუმბოზე დაედო რძიანი ყავა. ზუსტად ისეთი, როგორიც მიყვარდა: არც ძალიან ცხელი არც გრილი.
- დღესაც უნდა ნახო ის სიმპათიური რაღაცის მინისტრი?
- არ ვიცი. ყოველ დღე არ სცალია, ბევრი საქმე აქვს.
- რაღაცნაირად გიყურებდა. მემგონი, მაგასაც უყვარდები.
- რაღაც არ მგონია - გამეცინა და ჩემი დღის განრიგს გადავხედე. სულ გადაღებები მქონდა. საჭმლის დრო თუ დამრჩებოდა, ღმერთისთვის მადლობის გადახდა მომიწევდა. კარზე, ისეთი ბრაგუნის ხმა გავიგეთ, ორივე ერთდრიულად შევხტით.
- შაკოა - მითხრა ჭუჭრუტანაზე ატუზულმა დემუმ - ისეთი მთვრალი, რომ თითქოს ეს-ესაა, მოკვდებაო.
- გააღე!
ბრაბაცით შემოვიდა, მზერა ჩემზე გააჩერა, მომიახლოვდა, საჩვენებელი თითი თითქმის, ცხვირთან მომიტანა და ენისბორძიკით მითხრა:
- ვერ გიტან!
- არც მე მეხატები გულზე - ვუპასუხე ღიმილით.
- არა, შენ ვერ ხვდები. მე მართლა ვერ გიტან. არც კი შემიძლია, ენით გადმოვცე, როგორ მეზიზღები. ყველაფერი, შენთან დაკავშირებული მეზიზღება. განსაკუთრებით კი, როცა თმა გაშლილი გაქვს და ცეკვისას, ისე უმისამართოდ იქნევ, როგორც იმ ღამეს იქნევდი. გარშემო, ყველას ამპარტავნად ახვევდი ცხვირზე შენს სუნს და უხმოდ კიოდი: შემომხედეთ, მე ყველაზე კარგი სურნელი მაქვს, ყველაზე ლამაზი ვარ... ღმერთო, როგორ არ მინდოდა, ამის თქმა. მაგარ არაკაცობად მიმაჩნია, ქალთან მიხვიდე და სიძულვილი აუხსნა, მაგრამ გულშიც ვეღარ ვიტევ, მახრჩობს, მკლავს, მბოჭავს, მფხაჭნის. მინდა, მორჩეს ეს ყველაფერი და ამიტომაც მოვედი შენთან. მოვედი, რომ მომეყოლა, როგორ ყველაზე ძალიან მეზიზღები მთელ სამყაროში.
- იცი, მეც როგორ ვერ გიტან? ნეტავი, შენსავით გალეშილი ვიყო, ყველაფერს პირში მოგახლიდი, თუმცა ფხიზელი, მეშინია რომ სათანადოდ ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს, ამიტომ, საპასუხოდ მხოლოდ ერთ რამეს ვიზამ - კარადიდან, ბროლის ჭიქა გამოვიღე ფრთხილად და პირდაპირ ფეხებთან დავულეწე.
მაგრად შეხტა. ალბათ არ მოელოდა.
- იმდენად გიჟი ხარ, შენგან არაფერი გამიკვირდება. იარაღი რომ აიღო და პირდაპირ შუბლში დამახალო, მაგაზეც ვერაფერს ვიტყვი.
- სამწუხაროდ, არ მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით დაგიხვრეტდი მაგ ცისფერ თვალებს, რომელიც ყოველდღიურად მახსენებენ თავიანთ არსებობას. მაინც რა გინდა? რატომ არ მასვენებ? ყოველი ფეხის ნაბიჯზე, რატომ მახსენებ როგორი არარაობაც ხარ? რატომ მახსენებ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე სწორი ნაბიჯი, შენთან დაშორება იყო? - ვკიოდი გიჟივით. ჩემს კივილს, გაუკონტროლებელი ცრემლიც ემატებოდა, თუმცა ისე ვიყავი გართული საშინელებების თქმაში, რომ მოწმენდაც არ მახსენდებოდა.
დემუ ხმას ვერ იღებდა. ისეთი გულაჩუყებული შემოგვცქეროდა, თითქოს საქორწინო ფიცს უსმენსო.
- ჯერ ეს ერთი, მე დაგშორდი, თუმცა თუ შენი ინიციატივა იყო, ძალიანაც კარგი. დიდი მადლობა, რომ ის გააკეთე, რისი გამბედაობაც მე არასოდეს მექნებოდა. ალბათ, ვერასდროს შევძლებდი, შენი დამღუპველი მარწუხები ჩამომეხსნა ყელიდან და თავი დამეღწია მარადიული მონობისგან.
- თუ სწორად მახსოვს, ენაგადმოგდებული ყველა კუთხე-კუნჭულში მეძებდი, სიზმარშიც კი ჩემს სახელს ყვიროდი, ყველგან მე გელანდებოდი და თავს იკლავდი, როცა რეალურად, ვერსად მპოულობდი - ცოტა გავაბუქე, რა თქმა უნდა. - იარაღი არ მაქვს, მაგრამ ჩანგლით ამოგჩიჩქნი მაგ თვალებს, რომ შენი მთავარი ღირსება დაკარდო. საერთოდ, წყეულიმც იყოს ის დღე, როცა შენზე ჯვარი დავიწერე! მხოლოდ ის ფული მიხარია, განშორების მერე, ყოველთვიურად რომ დამერიცხება ალიმენტის სახით. მადლობა ღმერთს, მდიდარი იდიოტი მაინც შევარჩიე, თორემ ერთი პლიუსიც არ ექნებოდა ჩვენს მრავალწლიან ქორწინებას - წარმოვთვქვი ისტერიკული სიცილით.
ამის თქმა იყო და იმხელა ვაზა დაანარხა იატაკზე, ყველა მიმართულებით, ფიფქებივით იფანტებოდა მათი ნატეხები.
- იმდენი დრო გავფლანგე შენს შებმაში, ნერვები მეშლება. ასჯერ უკეთეს ცოლს მოვიყვანდი თან არაერთს!
- მადლობა უთხარი ღმერთს, რომ შენ როგორი ბო*ებიც მოგწონდა, იმათ მაგივრად, ჩემი თავი გამოგიგზავნა განგებამ და ერთხელ მაინც დაგანახა, რას ნიშნავს, ნამდვილ ქალთან ერთად ნებივრობა!
ამავდროულად, მაგიდაზე დალაგებული ხილიდან, ერთი ფეიხოა ავიღე და პირდაპირ შუბლში გავარტყი.
- ჩემი არც ერთი ქალი არ იყო ბო*ი, მაგრამ ისევ ბო*ი მერჩივნა შენნაირ არაადეკვატურ პარანორმალურ მოვლენას!
თან შუბლს იზელდა.
ვინანე, რომ ის ფეიხოა ძალიან მწიფე არ იყო და ეგრევე, სახეზე არ შეეზილა.
ახლა სათითაოდ დავუშინე ყველა ხილი.
რომელიც ზედმეტად მძიმე და დიდი იყო, განგებ ავაცდინე, თუმცა რამდენიმე კივი მშვენივრად გავარტყი.
ასე მეგონა, წრეში ბურთს ვთამაშობდით, ისე ხრიდა თავს ჩემი ყოველი ქმედებისას.
- მიდი, კიდევ ერთხელაც დაამტკიცე, როგორი გიჟი ხარ!
- გიჟი ჩემი სინონიმია და სალანძღავად როცა იყენებ მაგ სიტყვას, მანდ მაგრად ცდები. ვგიჟდები, როდესაც გიჟს მეძახიან - გამოვაცხადე ამაყად. - სხვათაშორის, სექსის დროსაც გიჟს მეძახდი და მაშინ სულაც არ გაწუხებდა ჩემი სიგიჟე, ნაგავო!
- შენ ლომს მეძახდი სექსის დროს, მაგრამ ახლა უცებ ნაგავი გავხდი. დასანანია, როგორ სწრაფად ივიწყებს ხალხი იმ სიკეთეს, რასაც უკეთებ - თავი გამაღიზიანებლად გააკანტურა.
- სიკეთეს მიკეთებ? გგონია, რომ ჩემი დაკმაყოფილება სიკეთეში გეთვლებოდა? ვაი, შე უბედურეო!
- თვითონ ხარ უბედური, გამხდარი და ჩამომდნარი უჩემოდ - პატარა ბავშვივით წარმოთქვა.
- ეგრე იმიტომ ვარ, რომ დიეტას ვიცავ დებილო.
- მაგარი სევდიანი დიეტა გქონია.
- შენ ხო რას ამბობ, დადიხარ იმ ვიღაც პატარა გოგოსთან. რა იყო, კდემამოსილებაში ჩაიძირე? მემგონი, ნაკოცნიც არ გაქვთ.
- ეგ უკვე შენი საქმე არაა. - ჩაიცინა დამპლურად.
- შუბლი მოიწმინდე, ჩემი ნასროლი გარგრის ჩირი გაქ მიტყეპებული.
მოიწმინდა.
არაფერი ჰქონდა.
სულელივით გამეცინა.
- პატარა ბავშვი ხარ.
- მერე და რატომ მიხვედი პატარა ბავშვთან გაწრეწირი მთვრალი და რატომ უმტკიცებ, რომ შენთვის სულ ერთია? არასოდეს გამომიხატავს ყურადღება იმ ხალხის მიმართ, ვინც მძულს. შენ კი ვეფხისტყაოსნისხელა ტექსტით წარსდექი ჩემ წინაზე, თან რაღაც აბსურდებს მიმტკიცებ. თავად მაინც თუ გჯერა შენი სიტყვების?
- მეტნაკლებად მჯერა.
- ჰოდა, წაეთრიე ახლა და მეტნაკლებად დაიძინე. როცა გაიღვიძებ, გაანალიზე, რა შტერობაც გააკეთე, თუმცა ჩემთან ნუღარ მოგორდები დამდუღრული სახით. - დემუს შევხედე - წაიყვანე გეხვეწები. ასეთი მთვრალი, რომელიმე ხეს არ შეასკდეს თორე მერე იტყვიან, ყოფილი ცოლის სახლიდან მოდიოდა განერვიულებული და სადღაც გადაიჩეხაო. ყველა უნიათოს უბედური შემთხვევა ხომ მე უნდა დამბრალდეს და ამისასაც მომაწერენ.
- არავის გაცილება არ მჭირდება. აქ ვრჩები - გამოაცხადა და ჩემს საძინებელში შევიდა.
- მეჩვენება თუ მართლა ჩემთან შევიდა? - ვკითხე დემუს.
- კაი, ეძინოს, ცოდოა - ძალიან გულაჩუყებული იდგა და ლამის მომტირალი საახით შემომცქეროდა - ყველაზე საყვარლები ხართ. - მითხრა ფრთხილად.
- ჰო, სოციალურ ქსელში, შეგიძლია გვერდი გააკეთო, სახელწოდებით, „ყველაზე ლამაზი და საყვარელი წყვილები“ და ჩვენი სურათი ატვირთე, როგორ ვესვრი ჭიქას.
- ვიფიქრებ მაგაზე. - ჩემს ოთახში შევედით. შაკო მთელს საწოლზე გადათხლეშილიყო და გათიშულს ეძინა.
- ასე სწრაფად როგორ ჩაეძინა, სუნთქავს? - ვკითხე დემუს.
- შეამოწმე.
ცხვირთან მივუტანე თითები.
აშკარად სუნთქავდა.
შევსებული ბაგეები ოდნავ გაეხსნა და ჩემს ბალიშზე ედო თავი.
- არადა, კიდევ ერთი-ორი ტკბილი წინადადების დაყოლება მინდოდა. არაუშავს, კარგად დავაწყობ, მოვიფიქრებ, რა მაქვს სათქმელი და რომ გაიღვიძებს, ერთიანად მივახლი. ფეხსაცმელი მაინც გახადე - ვთხოვე დემუს.
- ნასკის გახდა შენზეა, იცოდე!
გაუცნობიერებელი ღმილით, თმაზე მოვეფერე - ფაფუკი და ნაზი ჰქონდა. მინდოდა, ცოტა სახეზეც მიმეალერსა, მაგრამ დემუსი მომერიდა.
- მემგონი, გაბრაზებამ გადაგიარა.
- მძინარე როგორი უცოდველია არა?
- არც ისე აწევს ძალიან ბევრი ცოდვა.
- ჰო, მაგრამ ახლა არ მაბრაზებს.
- თუ გინდა გავალ და მძინარე გააუპატიურე. - შემომთავაზა.
- არა, გმადლობ.
- რა გამახსენდა იცი?
- არ ვიცი.
- კორპორატიულ საღამოზე, რეებიც ჩაატარეთ ადრე. მაშინ, ჩემს გონებაში დაგაქორწინეთ და მეგონა, ეგ იყო თქვენი ბოლო გაჩერება.
- ორივეს ასე გვეგონა.
- მე დღემდე ეგრე მგონია.
გამეცინა.
გამახსენდა, როგორ ვუმწარებდი სიცოცხლეს. განსაკუთრებით, იმის შემდეგ გავხდი აუტანელი, რაც პირველად მაკოცა. ზუსტად, მაგ ცეცხლოვანი კოცნის მომდევნო პერიოდში, ბავშვივით ვემალებოდი, გავურბოდი და ყველა კითხვაზე აგდებულად ვპასუხობდი. სადმე თუ დავინახავდი, კაპიუშონგადაფარებული გავრბოდი დასამალად. ერთი სიტყვით, ჩამოუყალიბებელი მოზარდის შთაბეჭდილებას ვტოვებდი.
დემუ გადაღებებზე მაკითხავდა. ხშირ შემთხვევაში, შაკოც იქვე იყო და როგორც დემუ ამბობდა, თავისი „სასიძოს“ თვალთვალი სურდა. ერთხელ, საგრიმიეროში ვიდექი ნახევრად შიშველი და სახიდან მაკიაჟს ვიხსნიდი, როცა ვაჟმატონმა გამომიჭირა. ისე შემომიღო კარი უკითხავად, გეგონება, იცოდა რომ შიშველი ვიყავი.
- შენ ხო არ აფრენ? - შევკივლე თავზარდაცემით და საცვლებისამარა მდგარმა, ხალათს დავუწყე ძებნა.
- სხვანაირად არ მეკონტაქტებოდი - თავი იმართლა, თვალებზე ხელი აიფარა პატიოსანი კაცივით.
თავისი პიჯაკი გამომიწოდა.
სხვა გზა რომ ვეღარ ვნახე, ხელიდან გამოვგლიჯე და მოვიცვი.
- ამიტომ, შიშველს უნდა შემომისწრო?
- შემოსწრება ის იქნებოდა, ვინმესთან ერთად რომ ყოფილიყავი ეგეთ ფორმაში.
- რა იცი, რომ მარტო ვარ? - გავთამამდი.
თვალებიდან ხელები ჩამოიხსნა და თავგზააბნეულმა დაიწყო ოთახის თვალიერება. ცოტა კი ერიდებოდა აშკარად, თუმცა გარდერობიც გამოაღო. მემგონი, მართლა ეგონა, რომ ვიღაცას ვმალავდი.
- შაკო, არავინაა, ვიხუმრე. და სხვათაშორის, სხვასთან ერთად რომ ვყოფილიყავი, არ დავმალავდი, რადგან ჩემი საქციელის არასოდეს მრცხვენია.
- ანუ იმას ამბობ, რომ სასირცხვილო არ იქნებოდა? - გაბრაზდა.
- არა.
- ამასწინათ, ტუჩებში რომ ვაკოცეთ ერთმანეთს და მერე შენ სხვა კაცთან ერთად იკოტრიალო, არ იქნება სამარცხვინო?
- ჩვენ ხომ არ გვაქვს ოფიციალური ურთიერთობა და ვალდებულება ერთმანეთის მიმართ? - ენა დამება დაბნეულობისგან.
- სწორედ, ამაზე სალაპარაკოდ შემოვვარდი.
- რაზე?
- ჩვენზე.
- ანუ იმაზე თუ როგორ ვერ ვიტანთ ჩვენ ერთმანეთს? - შევეცადე, მეხუმრა, თუმცა წარბიც არ შეურხევია. ეტყობოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ, კარგად შემზადებული და მოწადინებული იყო.
- იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებით. - ამიხსნა გასაგებად. მე კი სასაცილოდ არ მეყო.
- შენ ჩემზე გიჟდები? - ვერ ვიკავებდი სიცილს.
- დამცინი?
- ჰო. - უარყოფას მაინც არ ჰქონდა აზრი, სახეზე მეტყობოდა ყველაფერი.
- ეგრე ჯერ არც ერთი გოგო მომქცევია, როგორც შენ იქცევი.
- იმიტომ, რომ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური ვარ - შევიქე თავი.
- ზოგჯერ, ზედმეტად ამაზრზენი ხარ. უკვე აღარ ვიცი, როგორ მოგიდგე. ცივილურად ვცადე შენთან ლაპარაკი და ხელი მკარი. ცოტა უხეში ვიყავი და... - ცოტახანს დაფიქრდა.
- რა ხდება?
- უხეში კაცები მოგწონს?
- საიდან მოიტანე?
- ძალით რომ გაკოცე, მხოლოდ მაშინ დამიბრუნე პასუხი კოცნითვე.
- თუ გახსოვს, სილა გაგარტყი.
- მერე ხომ მაკოცე?
- რადგან გატკინე, თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
- ანუ ყველა კაცს კოცნი, ვის მიმართაც თავს დამნაშავედ გრძნობ?
- მხოლოდ შენ მიმართ ვიგრძენი ასე თავი.
- ანუ თავად ხარ უხეში, მოძალადე ქალი?
- აუ შაკო, დავიღალე. თუ გინდა მოძალადე დამიძახე, თუ გინდა, ანგელოზი.
- ვეღარ გავიგე უკვე, რანაირი დასათრევი ხარ - შეწუხებულმა, თვალები გადაატრიალა.
- დაითრიე ბებიაშენი! - თითქმის ყურში ჩავკივლე.
- იცი რა? ყველაზე რთული, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ქალი ხარ. სულ კივი, ხელებს იქნებ, კმაყოფილი არასოდეს მინახიხარ. ერთი სილამაზე დაგაბედა დედაბუნებამ და მაგითი მანიპულირებ. იმენა, მტრის ოჯახს უნდა ვუსურვო შენი თავი.
- აბა, რატომ ოცნებობ ჩემზე? - ვკითხე ეშმაკურად.
- ჰოდა, აღარ ვიოცნებებ! - თქვა ჯიბრიანად და გავიდა.
- აბა, შენ იცი - მივაძახე სიცილით.
იმ ღამით, კორპორატიული გვქონდა და ვინ შეწყვეტდა ოცნებას და ვისი სანუკვარი ნატვრა გავხდებოდი, მაგასაც ვნახავდით!
საღამოს, ისე გამოვეწყე, შუბლზე მეწერა რომ შაკოს ჯინაზე, ყველაზე ლამაზი უნდა ვყოფილიყავი. ათას სურათს ვაღებინებდი დემუს, მერე თავის სოციალურ ქსელში ვატვირთვინებდი და ჩემს თავს ვთაგავდი. თვითონ რომ ვდებთ სურათებს ქალები, გასაგებია, ესეიგი, ის სურათი მოგვწონს, მაგრამ როცა მეგობარი ტვირთავს და აწერს „ჩემი ყველაფერი“, მაშინ ჭეშმარიტ სილამაზესთან გვაქვს ხოლმე საქმე და ეს მარტო ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა. ალბათ, ზოგადადაც ასეა.
იმ საღამოს, ბედი უკუღმა შემოტრიალდა და დამცინავად მომაპყრო თავისი ირონიული მზერა, როცა შაკო დავინახე გიტარით ხელში სცენაზე.
მე მიყურებდა.
თვალები ისეთი ცისფერი ჰქონდა, როგორც არასდროს. ცა იყო, რომელიც დაუნდობლად დამნათოდა მაღლიდან და თავის უპირატესობას მიმტკიცებდა. მიმტკიცებდა, რომ ყველა გაბრძოლება ამაო იყო მის წინააღმდეგ. გრიგალს შორის, ძლიერად გატყორცნილ მზის სხივს გავდა, რომელიც საბოლოოდ, მაინც დაამკვიდრებდა სითბოს ქუჩებში და იბატონებდა სამყაროზე. ამაო იყო მასთან შეჭიდება, რადგან ბოლოს, მაინც თავისას გაიტანდა და ამაყად შემოახვევდა ძლიერ მკლავებს ძეგლივით გაქვავებულ ჩემს უსუსურ სხეულს.
- ეჭვი მაქვს, რომ მაგრად დაგერხა - ყურში ჩამჩურჩულა დემუმ.
მართალი იყო.
შაკომ თავისი მშვენიერი, დაბურცული ბაგეები გახსნა და ჩემზე გაშეშებული თვალებიდან მთელი თავისი სითბო უხვად დამაბერტყა. აღიღინდა ნელი, არაამქვეყნიური ხმით:
„ცვივა თოვლის ფანტელი,
მოდი, სანამ ვინმე მოვა,
შენზე ფიქრებს განდევნის.
დაღამდება, სევდა მოვა,
გული რითი გავართო?
დავჯდები და ბარათს მოგწერ,
მოგწერ უმისამართოდ...
ისევ უმისამართოდ...
ნაღველს ვებრძვი ამაოდ,
ვისაც ვკითხე, მიპასუხა:
თავისთავად წავაო.
„ცვივა თოვლის ფანტელი,
მოდი, სანამ ვინმე მოვა,
შენზე ფიქრებს განდევნის.
დაღამდება, სევდა მოვა,
გული რითი გავართო?
დავჯდები და ბარათს მოგწერ,
მოგწერ უმისამართოდ...“
ეს პირველი და უკანასკნელი მომენტი იყო, მისი სახალხოდ სიმღერის.საერთოდაც, როგორ მივცემდი უფლებას, ასეთი მშვენიერება სხვებისთვისაც გაენაწილებინა? მსურდა, გულში ჩამესვა, იქ დამემწყვდია და არავისთვის გამენაწილებინა. შაკო ღმერთი იყო ჩემთვის. ალბათ, დანახვისთანავე ღმერთად მივიჩნიე, თუმცა იმ მომენტში ყველაზე ცხადად გავაანალიზე მისი არაამქვეყნიურობა.
სიგარეტის ნამწვავი ხელუხლებლად დამეფერფლა იატაკზე.
მსურდა, ნაბიჯი გადამედგა, თუმცა აკანკალებული ფეხები არ მემორჩილებოდნენ.
უნდა წამეყვანა, მარტო ჩემთვის წამეყვანა. აბა, ისე როგორ გაძლებდა ჩემი ძუ*ნა, ეგოისტი ხასიათი, რომ შაკო ყველასთვის ყოფილიყო?
ჩემთვის უნდა ეცოცხლა.
ჩემთვის ესუნთქა.
სიკვდილიც შესძლებოდა ჩემთვის, რადგან მართლა ღმერთი იყო და მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
შამპანურის ერთი, ორი, სამი ჭიქა შევსვი ზედიზედ.. კარგახანს, უკრავდნენ ტაშს და შემდეგ, მის მხურვალე მზერას აყოლებდნენ თვალს, რომელიც ჩემზე ჩერდებოდა. ნელა დაიძრა. ნელა მოიწევდა სასიამოვნო, თბილი ღიმილით და ვგრძნობდი, როგორ მეკიდებოდა ცეცხლი, როგორ უგზოუკვლოდ დაბნეული, თავგზაარეული ვიყავი, როგორ არ შემეძლო, გამომეხატა ემოციები, როგორ მეშინოდა იმ გრძნობის, რომელიც მთელი ძალით მაწვებოდა გულზე, სადაცაა გამოსკდებოდა და გარშემო გადმოიღვრებოდა ყველას დასანახად, რათა შევერცხვინე.
უკან დავიხიე ნელ-ნელა.
- რას აკეთებ,იდიოტო? - ვკითხე საკუთარ თავს და დარბაზიდან გავიქეცი.
ისე გავრბოდი, გეგონება, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი მომსდევდა. პასუხი არ მქონდა ჩემს სულელურ ქმედებაზე. რა მიმარბენინებდა? რატომ ვებრძოდი იმას, რაც ჩემში ყველაფერზე ძლიერი და სასიამოვნო იყო?
ეზოში, ერთ დიდ ნაძვს შევაფარე თავი.
საშინლად ციოდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ სიმხურვალეს ვგრძნობდი.
- რატომ გაიქეცი? - მომესმა აქოშინებული შაკოს ხმა. ჯანდაბა! ეტყობა, გამომეკიდა.
- ისა რა ქვია - ავბლუყუნდი - დილაობით, ვარჯიში დავიწყე და უცებ, მივხვდი, რომ დღეს არ მივარჯიშია, ხოდა გავიქეცი. ხომ იცი, ერთ დღეს თუ ჩააგდებ, მერე ამოვარდები ფორმიდან.
- ასეთ რაღაცეებს როგორ იგონებ? - გაეცინა შაკოს.
- ექსტრემალურ სიტუაციებში, ტყუილის რამდენიმე ვარიანტს წარმოვიდგენ ხოლმე, შემდეგ მათგან, ყველაზე რეალურს ვარჩევ და მაგას ვამბობ.
- ძალიან გონებაგახსნილი გოგო ხარ.
- შენ კი არაჩვეულებრივად მღერი და მე მოწევას უნდა დავანებო თავი, თორემ ორასი მეტრის გარბენის შემდეგ, მზად ვარ, მოვკვდე.
ძალიან საყვარლად გაეცინა
მთელი სახე უციმციმებდა.
ცოტათი ავკანკალდი და თავი დამნაშავედ იგრძნო, არაფერი ისეთი რომ არ ეცვა, რასაც მომასხამდა. ამიტომ, ნელა მომიახლოვდა, თავისი მკვრივი მხრები მომხვია და ჩამეხუტა.
გავიტრუნე. მის სუნთქვას დავუდარაჯდი და ყოველთვის, როცა ამოისუნთქავდა, მე მის ჰაერს ჩავისუნთქავდი ხოლმე.
ისევ თმაზე დამყნოსა.
დემუს თქმით, მხოლოდ იმას ყნოსავენ, ვინც უყვართ.
- არ შევიდეთ?
- არ ვიცი - მხრები დაბნეულად ავიჩეჩე.
- აბა, აქ დგომა გინდა?
- არც ეგ ვიცი.
- და რატომ გაიქეცი?
- შემეშინდა.
- ვისი?
- შენი.
- გაგიჟდი? შენ უკანასკნელი ხარ, ვისაც ჩემი უნდა ეშინოდეს. რომც მომკლა, ჩემი მოჩვენება მაინც არ გადაგემტერება - გაეცინა შაკოს. როგორ ამეხსნა, რომ ზუსტად მაგ სიცილის მეშინოდა, რომელიც გულში უკვე ისე ღრმად ჩამმარხვოდა, მისი მოშრება შეუძლებელი იყო.
- უნდა წავიდე - ვუთხარი და დარბაზისკენ დავიძარი.
- სხვანაირად, როგორღა გაგანდო, რომ შენთან მინდა? - მკითხა მოულოდნელად.
- ჩემთან რატომ გინდა?
- იმიტომ, რომ ერთადერთი ხარ, ვინც თავიდან მიშორებს და მე მაინც სულელივით ვცდილობ, ყველანაირ გზას მივმართო, რომ ვერ მომიშოროს.
- რა მოგწონს ჩემში?
- თავიდან მეგონა, მხოლოდ გარეგნობა მხიბლავდა, მაგრამ როცა მიბრაზდები, მსურს სამუდამოდ მივეყინო ერთ ადგილს და გამუდმებით შენი ხმა ვისმინო. როცა ვერ გხედავ, ბავშვივით ვცქმუტავ, სულ შენთან მოვიწევ. ასე რომ, რამდენი ოინიც გინდა, იმდენი მომიწყე. მთავარია, სხვას არ დაახვიო თავბრუ. ისე ნუ დაახვევ, როგორც მე. ისე ნუ გაუბრაზდები, როგორც მე მიბრაზდები, თორემ ვიფიქრებ, რომ მისთვისაც თავის შეყვარება გაქვს განზრახული.
- არავის ვაბრაზებ, შენ გარდა - გამეცინა.
- შენი სიცილით ძალიან არაადამიანურს მხდის.
- ყველგან გეძებდი, რა კონკიასავით დაადე თავი და გაიქეცი ღამის 12 საათზე? - შორიდან მომესმა დემუს ხმა. ვერ მივხვდი, იმ წამს, გადამარჩინა თუ დამღუპა, მაგრამ ფაქტი იყო, რაღაც სულელურის გაკეთებისგან მიხსნა, თორემ ისეთ ხასიათზე ვიყავი, ამ ღიაცისქვეშ შემოვახევდი შაკოს ტანსაცმელს და თავადაც შემოვიხევდი.
- დღეს, ვარჯიში დავიწყებია და ასანაზღაურებლად ირბინა - განუმარტა შაკომ.
- რაის ვარჯიში? პირველ სართულამდე ასასვლელ კიბეზეც ქოშინით დადის - ჩამიშვა იმ წამვსვე.
- ეგრეც ვიცოდი.
- ხვალიდან რომ ქალაქგარეთ გაქვთ გადაღებები, მეც მოვდივარ. - გამოაცხადა დემუმ - არხის დირექტორი მკერავდა და წამოსვლა შემომთავაზა. მაგან არ იცის, შენს ნომერში დაძინებას რომ დავაპირებ.
- შენს ნომერში რატომ უნდა დაიძინოს? - მკითხა შაკომ ეჭვისთვალით.
- იმიტომ, რომ, როგორც სერიალის ვარსკვლავს, ყველაზე ფუმფულა საწოლი, დიდი ჯაკუზი და ლამაზი ნომერი ექნება.
- ალბათ მეც წამოვალ - გამოაცხადა შაკომ.
- შენც ჩვენთან დაიძინე თუ გინდა. შუაში ჩაგაწვენთ - შესთავაზა დემუმ.
- არა, გმადლობ. ჩემთვისაც გამოინახება ალბათ ერთი პატარა ოთახი. დროებით - დაგვემშვიდობა და ლოყაზე მაკოცა.
- კატასავით კრუტუნიღა გაკლია, ისეთი სახე გაქვს - მითხრა დემუმ, როცა შაკო ჩამოგვშორდა - და იქამდე აყოლებ თვალს, სანამ კარში არ შევა? რაზე ჩხუბობდით ამჯერად?
- მემგონი, ახლახანს, სიყვარული ამიხსნა - ვთქვი გაბრწყინებული თვალებით.
- რას ამბობ? რაო? ყველაფერი მომიყევი.
- თქვა, რომ ჩემთან ყოფნა უნდა და ძალიან იეჭვიანებს თუ სხვასაც ისე მოვუშვლი ნერვებს, როგორც მას ვუშლი.
- მაზოხისტია?
- როგორც ჩანს.
- ანგელოზივით კი გიმღერა და მეტი რაღა გინდა კაცისგან.
- იმიტომაც მეცოდება. არ ღირს, ასეთი კაცის გაფუჭება - ამოვიოხრე საცოდავად.
- შენც გიყვარს - შემომხედა დემუმ - გიყვარს და იმიტომ გეშინია. გირჩევნია, ახლა უთხრა უარი, ვიდრე ურთირთობა ჩაგიშხამოს საკუთარმა საზიზღარმა ხასიათმა. თან შენი ამბავი რომ ვიცი, რამე თუ მოხდა, შენი ბრალი იქნება და არა იმ კამფეტის, მრგვალი ტაკო რომ აქვს.
- ჩემს ბიჭს ნუ უყურებ უკანალზე! მაგარი საკბეჩი კი აქვს, მართლა - ვთქვი სიცილით.
- ჰოდა უკბიჩე.
- ვნახოთ, როგორ მოიქცევა.

* * *

5 საათი გაგრძელდა გადაღება და მთელი ეს დრო, რობოტივით ვამბობდი დაზეპირებულ ტექსტს. თან ინტერესი მკლავდა, შაკოს ისევ ჩემს სახლში ეძინა თუ გამოღვიძებული, გაოგნებული და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გაიპარა თავისთან. ისე გამოვიქეცი გადაღების დასრულებისთანავე, მაკიჟიც არ მომიშორებია. არადა, ვერ ვიტანდი, ტოლალური კრემი ნიღაბივით რომ მქონდა სახეზე აკრული.
სამზარეულუში დემუ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
- ისევ აქაა - თქვა ჩურჩულით - მხარიც კი არ უცვლია. მართლა შემეშინდა და შენი არ იყოს, მეც რამდენჯერმე შევამოწმე თუ ცოცხალი იყო.
მძიმე ნაბიჯების ხმა შემოგვესმა ოთახიდან.
ორივენი გავიტრუნეთ.
მე შევტრიალდი და ყავის მოდუღება დავიწყე.
- თავიდან, ვერ მივხვდი, სად ვიყავი - თქვა შაკომ. არ მინდოდა, მისკენ გამეხედა. გაბუშტული, გამოშტერებული სახე ექნებოდა და თავს მომანდომებდა ასეთი მდგომარეობით.
- შენს ქერა სატრფოსთან გეგონა ალბათ თავი - ახლა დემუმ დაუწყო გატ*აკება, რახან მე არ ვაპირებდი მასთან საუბარს.
- ელენა - ჩაილაპარაკა შაკომ.
ხმა არ გამიცია.
- გამებუტა? - ჰკითხა დემუს.
- დილის ტექსტები თუ გახსოვს, ადვილი სარწმუნოა, რომ კი არ გაგებუტა, ხმას არასოდეს გაგცემს.
- მახსოვს. ყავას მიდუღებ? - მკითხა და ჯიუტად დაიტოვა იმისი მოლოდინი, რომ ვუპასუხებდი. ნამდვილად ვაპირებდი, პასუხის გაცემას, თუმცა თავში იმდენი საზარელი ფრაზა მიტრიალებდა, არც კი ვიცოდი, რითი დამეწყო.
- თავისთვის იდუღებს - აუხსნა ჩემმა მეგობარმა.
- საჭმელი გაქვთ რამე?
- დარიშხანი! - ვერ მოვითმინე და ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
- ოღონდ შემომხედე და მაგასაც შევჭამ. - საჩვენებელი თითი მომიტანა და ნაზად გადამიწია თმა ყურზე.
ვერ მოვითმინე.
ყველა ემოციამ ერთად ამომასხა, ყველა სიბრაზემ, ყველა გულმოკლულმა სიტყვამ და რა თქმა უნდა, იმ ცისფერთვალება გოგომაც. ორივე ხელით მაგრად დავეჯაჯგურე და ისე ვკარი ხელი, ლამის ძირს დაენარცხა ამხელა კაცი.
სიმართლეს გავამხელ და კაცების მორევის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ შეუტიოთ ფიზიკურად, როცა არ ელიან, შემდეგ გაიქცე.
- გაგიჟდი ელენა? - დამიყვირა.
- როგორ ბედავ? როგორ ბედავ ჩემთან ლაპარაკს, ჩემთან შეხებას და ჩემთვის თვალის გასწორებას? იმ სისაძაგლეების შემდეგ, რაც მითხარი... ხომ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც შეგრცხვეს? გინდა სიმართლე გაგიმხილო? გინდა ეს დამპალი სიმართლე გითხრა?
- მითხარი.
- გიო მაშინ გავიცანი, როცა შენზე და ნატალიზე გავიგე. ჩვენმა მეზობელმა დამირეკა, შენი ქმარი ვიღაცა ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას ხვდებაო და ისეთი თავზარი დამეცა, მსურდა იქვე გამომეჭრა ყელი. გადასასვლელზე ინტუიციით გადავედი, როცა მაჯაში ხელი ჩამავლო ვიღაცამ და ათასი გაავებული მანქანისგან მიხსნა. აი, ესაა სიმართლე. კაცი, რომელზეც მხეცურად იეჭვიანე, რომლის გამოც ამდენი სისაძაგლე მითხარი, ზუსტად შენი დამსახურებით გავიცანი... შენი და ნატალის დამსახურებით. ამიტომ, როცა მორიგ პაემანს დაუნიშნავ და კეკლუცი სიცილით დაგიჯდება წინ, თვალებში ჩაჰხედე, რომ ბარემ საკუთარი თავიც დაინახო, რადგან სულ ორ ადამიანს მოგეწერებათ ჩემი და გიორგის ერთად ყოფნა. ახლა წადი ჩემი სახლიდან და აღარასდროს დამენახო. ხვალვე მოვაწეროთ ხელი გაყრის საბუთებს. შენ ნატალი მოიყვანე ცოლად, მე გიორგის გავყვები.
- ელენა, რას ამბობ? - შუბლთან სიმწრის ძარღვი გამოებაურცა, რომელიც ისევე მიცხელებდა ძარღვებში სისხლს, როგორც მისივე სიცილი. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მასთან დაკავშირებული, ყველაფერი მაფორიაქებდა.
- გაეთრიე! - არაადამიანურად დავიკივლე. ამ კივილის მერე, ვინმეს თუ კიდევ ვეყვარებოდი, ეგ იქნებოდა ჩემი უაკნასკნელი სიყვარული დედამიწაზე.
წავიდა.
თან გაიყოლა ყველაფერი, როგორც ყოველი წასვლისას მიჰქონდა. არ ვიცი, რამდენჯერ მოიხედა უკან ან ახლა ან მაშინ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: უკანასკნელ მოთმინების ძაფსაც გავუწყვეტდი და როცა საბოლოოდ, ჩემს მოსაკლავად გამოექანებოდა, იმის იმედით მაინც დავლევდი სულს, რომ შაკოს მკლავებში მომიწევდა სიკვდილი.
- მართლა გაუწერ ხელს? - მკითხა დემუმ.
- აბა რა ჩემ ფეხებს ვიზამ?
გიორგიმ დამირეკა.
მხოლოდ მისი ხმის გაგონება თუ გამომიყვანდა ისტერიკიდან.
- მითხარი, რომ უნდა მნახო, მითხარი რაა - ჯერ ხმა არ ჰონდა ამოღებული რომ ისე შევევედრე, როგორც გაწრეწილი მთვრალი ვევედრები ხოლმე ღმერთს ოღონდ ამ ერთხელაც გადამარჩინე-თქო.
- კი, უნდა გნახო, აბა როგორ? რა გჭირს შენ, აპოკალიფსი გამოიარე?
- კი - ვთქვი ხმადაბლა და ხმა ჩამიწყდა. ტირილის მოლოდინში, სახე დავჯღანე და ცრემლებს ჩემი ყვრიმალების დასველების საშუალება მივეცი.
- არა რაა, მართლა ვცემ მაგ კაცს. ვცემ და მერე არ მითხრა, ცუდად იქცევიო.
- არ სცემო, მოგერევა - ავქვითინდი.
- ახლა მეორედაც მოგიწევს იცოდე კაცთან ჩხუბი.
- დაივიწყე, ვიხუმრე. სად წავიდეთ?
- ბავშვთა სახლში ვარ მისასვლელი. წინასაახალწლოდ, საჩუქრები უნდა დავარიგო. გინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე?
- წამოვალ.
- გიყვარს ბავშვები?
- არა.
ორივეს გაგვეცინა.
- სხვა პასუხს მაინც არ ველოდი შენგან. ერთ საათში გამოგივლი, შეხვედრამდე.
- ბავშვთა სახლში მივდივარ - ვუთხარი დემუს საკუთარი სიტყვებით გაოგნებულმა.
- საწყალი ბავშვები.
* * *

უცნაური სევდით ავივსეთ მეც და გიორგიც. უამრავი საჩუქარი ბავშვური სიმცხეცით კი არა, მოთმინებითა და მორიდებული სახეებით გამოგვართვეს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, რაღაც განსხვავებული მელანქოლიას გამომეჭირა მათ თვალებში.
რატომ მსურდა, რომ ყველა ტანჯვით ყოფილიყო შეპყრობილი? ან ბავშვებს საერთოდ რას ვერჩოდი? ჯერ ბოლომდე ვერ მეპოვნა პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვიყავი გამოუთქმელად ეგოისტი.
- რა გჭირს? - მკითხა გიომ. სახეზეც შემეტყო, რომ ცუდად ვიყავი.
- ნერვები მეშლება.
- რაზე?
- იმაზე, რომ ვიღაც განსაკუთრებულს შეიძლება შვილი არ ჰყავდეს, ვიღაცა კი ისე დაუფიქრებლად მოისვრის სანაგვეზე, თითქოს გაფუჭებული სათამაშო იყოს.
- შვილი ვერ გეყოლება? - მკითხა ფრთხილად.
ეტყობა, სახეზე შემეტყო, რომ ჩემი გულისტკივილი, გლობალურს კი არა, პირადს ეხებოდა.
- ზოგადად მეშლება ნერვები.
- ყველას არ მიუტოვებია. ზოგს, უბრალოდ საშუალება არ აქვს მათი გაზრდის და მუდამ აკითხავენ.
- მდიდარი ოჯახიდან არც მე ვყოფილვარ მაგრამ.... დაივიწყე, საშინელ ხასიათზე ვარ, მემგონი ბავშვებსაც დავძაბავ მალე - ამოვილუღლუღე ჩემთვის და ღიმილით მოვავლე თვალი სასადილო ოთახს.
ყველა თავის საჩუქარს შეჰყურებდა.
მერე გიორგიმ ზღაპრები წაუკითხა, თუმცა მხოლოდ ერთი ბავშვი იჯდა განცალკევებით.
ყველასგან ზურგშექცევით.
ფანჯარაში იხედებოდა.
ნელა მივუახლოვდი.
- შენ არ აიღე სათამაშო? - ვკითხე პატარა გოგონას.
მოულოდნელად, შეხტა.
არ იცოდა, რომ უკან ვედექი.
- მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება, მაპატიე - მისკენ დავიხარე და ბოდიშები ვუხადე - მეგონა, პირდაპირ რომ დამეძახა შენთვის, ეგ უფრო უხერხული იქნებოდა. - ვუხსნიდი, დაახლოებით, 6 წლის ბავშვს.
საოცარი თვალები ჰქონდა - ცისფერი, ღია კანი და შავი თმა. პუტკუნა ლოყები ვარდისფრად შეფარკვლოდა. როცა გაეცინა, დავინახე, რომ ორ კბილს შორის პატარა დაშორება ჰქონდა და კიდევ უფრო მეტად საყვარელი მომეჩვენა.
- მე არ მიყვარს სათამაშოები - გამოაცხადა.
- აბა, რა გიყვარს?
- შოკოლადი, წიგნები და გიტარა, მაგრამ დაკვრა არ ვიცი. პიანინოც, მაგრამ არც მაგაზე ვიცი დაკვრა. - მომაყარა ერთიანად.
- შემოქმედი გოგო ყოფილხარ. - გამეცინა და გვერდზე მივუჯექი - მოიცადე, გინდა ცხელი შოკოლადი მოგიტანო?
- არა, დღეს ორი შოკოლადი უკვე ვჭამე და მესამესაც თუ შევჭამ, მუცელი ამტკივდება.
- ჭკვიანიც ყოფილხარ. იქნებ, წიგნი მოგიტანო?
- სურათებიანი?
- ჰო, ილუსტრაციებიანი - ვთქვი და წამოვხდი. სანამ ვიღაცა ბავშვი დაწვდებოდა, ცხვირწინ ავწაპნე ზღაპრების კრებული და ამ პატარას მივურბენინე. - ნახე, მოვიტანე.
- რა ლამაზი თმა გაქვს - გაოგნებულმა მოიქცია პატარა, ბუთქუნა თითებში ჩემი კულული. - მეც მინდა, მაგრამ არ მეზრდება.
- გაგეზრდება.
- ადრე, ტილები შემეყარა და გადამხოტრეს. მერე, დიდხანს ველოდებოდი რო გაზრდილიყო.
- არაუშავს, ბავშვობაში მეც მყავდა ტილები. - ვანუგეშე - რომელი ზღაპარი გიყვარს ყველაზე მეტად? კონკია, ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი თუ ხუთკუნჭულა? მოიცადე, ხუთკუნჭლას ამათთან რა უნდა? - წიგნი გადავფურცლე და სარჩევს ჩავხედე. - რას არ ნახავ.
- მე ფერად პრინცესაზე მინდა.
- ეგ რომელია?
- ფერადი პრინცესა, რომელიც ფერად სახლში ცხოვრობდა.
- ასეთი ზღაპარი არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა, მოვიფიქრებ რამეს.
- მინდა. - გამეკრიჭა საყვარლად.
- იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ შორეულ კუნძულზე, სადაც მუდამ მზე ანათებდა და თბილოდა, ფერადი პრინცესა ცხოვრობდა. პრინცესა მარტო ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარი მზე, მუდამ მის ოთახში ანათებდა, მაინც მარტოსულად გრძნობდა თავს. ერთ მშვენიერ დღეს, ერთი პრინცი გამოჩნდა კუნძულზე. ამ პრინცისთვის თურმე მამამისს უთქვამს, რომ თუ დაქორწინდებოდა, მაშინ ეს სამეფო შენი გახდება და მე პენსიაზე გავალო. პრინცს არ უნდოდა დაქორწინება, კუნძულზე გამოიქცა და თავისთვის დაბორიალობდა.
ბავშვმა ხარხარი ატეხა.
- დაბორიალობდა რა სიტყვაა?
- ანუ დახეტიალობდა. თუ გინდა, აღარ გავაგრძელებ.
- მინდა, გააგრძელე რაა. - ყელი მოიწიწკნა თითებით და ისე მთხოვა.
- პრინცმა სრულიად მოულოდნელად, პრინცესა დაინახა და ძალიან შეუყვარდა, როგორც თავად ამბობს. პრინცესა, თავიდან ჯიუტობდა, პრინცს დასცინოდა, ეჩხუბებოდა, თუმცა საბოლოოდ, მისი ცოლი გახდა და ამის შემდეგ, იმ კუნძულის მაცხოვრებლებმა ფერადი პრინცესა შეარქვეს, რადგან მუდამ იცინოდა, ფერადი კაბების ჩაცმა დაიწყო, ფერადად შეღება თავისი და პრინცის ოთახი.
- მერე რა მოხდა?
- დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ - ვიცრუე.
- ასე სწრაფად?
- ჰო, ზოგი სწრაფად ბედნიერდება, ზოგი ნელა.
- შენ გგავს ფერადი პრინცესა?
- არა, მე არ ვარ ფერადი პრინცესა. მე შავი ვარ.
ისევ გაეცინა.
კაი ხანს იცინა.
- მე შენ მინახიხარ ტელევიზორში. ვიღაც ქალს უყვიროდი.
- ზოგადად, არავის ვუყვირი ხოლმე, ეგ ფილმი იყო. ხომ იცი, რომ ფილმის პერსონაჟები და ნამდვილი ადამიანები განსხვავდებიან?
- ანუ არ ყვირი და არც ის სახელი გქვია?
- არა, ელენა მქვია და არ ვყვირი, არასოდეს - მაგრად მოვატყუე ბავშვი.
- მე ლიზა მქვია.
- ლიზა, ბავშვები სადილად სხდებიან. მიდი შენც მაგიდას მიუჯექი.
- შენ არ შეჭამ?
- არა, მე არ მშია.
- მაშინ არც მე მშია.
- შენ უნდა გშიოდეს. გრძელი თმა თუ გინდა, კარგად უნდა ჭამო. განსაკუთრებით, ხილი და სუპები.
- ფუ, ეგ ყველაზე მეტად არ მიყვარს - დაიჯღანა.
- გრძელი თმა ხომ გინდა?
- კი.
- მაშინ გაიქეცი.
ძალით მივიტყუე სასადილო მაგიდასთან და მე გიოსთან მივედი. ბავშვი დროდადრო მიყურებდა, მამოწმებდა, ხომ არ წავედი.
ეღიმებოდა.
ხელს მიქნევდა.
- მოსაწევად მინდა გასვლა - ვუთხარი გიორგის.
- ეზოში გავიდეთ კარგი?
- ჰო, სადმე მოფარებულში, რომ ბავშვებმა არ დამინახონ და არ მომბაძონ.
- კარგი - გაეცინა მას.
მოუვლელი ეზო იყო, თუმცა რამდენიმე საქანელა მაინც ეკიდა.
მანქანის უკან დავდექით. იმხელა ჯიპი ჰყავდა, მთლინად გვფარავდა.
- დე ენ ემის ანალიზი ჩავუტაროთ ბავშვს? - მკითხა გიომ.
- რატომ?
- შაკოს ჰგავს. შენც ხომ მაგიტომ მიგიზიდა?
- ჭკვიანი კაცი ხარ - გამეცინა. - შაკოს ჰგავს, თუმცა მისი შვილი ვერ იქნება. შაკოს არ შეუძლია. - ხმა ცოტათი ჩამიწყდა - ანუ ხომ გესმის? ყველაფერი შეუძლია, მაგრამ...
- მაგრამ თვითონ ტოზოიდები არ არიან ყოჩაღები?
- ჰო - მაინც გამაცინა.
შენობიდან ვიღაცა გამოვიდა.
მანქანის დაბურული ფანჯრიდან დავინახე, რომ პატარა ბავშვი ქურთუკის გარეშე გამოვიდა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.
- ჯანდაბა! გამომართვი - სიგარეტი გიორგის შევაჩეჩე და მერე ხმამაღლა ვუთხარი: - მოწევა ძალიან ცუდია, ნუ ეწევი! ახლავე ურნაში გადააგდე!
გიო გააოგნა ჩემმა საქციელმა.
ბავშვი ჩემი ხმის ტრაექტორიას გამოჰყვა.
მოზული, იყინებოდა.
- არ წასულხარ? - მკითხა მე.
- არა. სჯობს შენობაში შევიდეთ, ცივა აქ. - ხელი მოვკიდე და შიგნით შევიყვანე. პატარა პლიტასთან რომ დავსვი და ღიმილით შევხედე, ისევ თმაზე მომეფერა.
- შენ დედიკო გყავს? - მკითხა წყნარად.
- არა.
- მამიკო?
- არც მამიკო.
- არც მე მყავს - თქვა ჯერ კიდევ სიცივისგან მოკაკულმა.
- ეგ არაფერი - ვუთხარი ისე, თითქოს მართლა პატარა ამბავი ყოფილიყო. არც კი ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა პატარა ბავშვი. ის თითქმის ერთადერთი მცირეწლოვანი იყო, ვისთანაც ოდესმე მქონია კონტაქტი.
- შვილი გყავს?
- არა.
- და პრინცი მართლა შენი ქმარია? - მკითხა კიდევ უფრო მოულოდნელად. თითქოს ხომ ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ზღაპრის გაშიფვრა შეუძლიათ.
- არა, აღარ.
- იმიტომ ხარ ახლა შავი პრინცესა?
- ჰო, მაგრამ შავ ფერში ცუდი არაფერია. შავი კაბები უფრო ლამაზ ტანს მიჩენს.
- მაგრამ შენ ხომ ისედაც ლამაზი ტანი გაქვს?
- ეგ არ ვიცოდი - გამეღიმა.
- ახლა წახვალ ხო? და მომავალ წლამდე აღარ მოხვალ. ეს კაციც შარშან იყო მოსული. ახლა გამახსენდა, შარშანაც თბილი ქურთუკები, შოკოლადები და სათამაშოები მოგვიტანა.
- მე ვეცდები, რომ უფრო ადრე მოვიდე.
- ადრე როდის?
- არ ვიცი, მაგრამ მალე.
- თუ ბევრი საქმე გამოგიჩნდა, არაუშავს. ტელევიზორში გნახავ. ზოგჯერ, დიდებს რომ აქვთ ჩართული ტელევიზორი, ჩუმად ვუყურებ და ზუსტად მაშინ გნახე.
ცრემლები მომადგა.
ვერაფერი ვუთხარი.
წამოვდექი და გიორგისთან მივედი.
ბავშვთა სახლის დირექტორთან ერთად იდგა.
- იმ გოგონას არ აკითხავენ ხოლმე? - ვკითხე მას.
- არა. სამშობიაროშივე დატოვეს, იმის შემდეგ, არავინ გამოჩენილა.
* * *

საღამოს, პირდაპირ შაკოსთან მივაყვანინე თავი გიორგის. თავიდან, ეჭვისთვალით მიყურებდა, რაღა გინდა მაგ კაცთანო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ავუხსენი და ზედმეტი წუწუნის გარეშე მიაჩერა მანქანა სადარბაზოსთან.
ვხვდებოდი, რომ უფრო თავდაჯერებულად შევაბიჯე ლიფტში. გული ნამდვილად ამიჩქარდა, იმასაც ვერ ვიტყვი, ვერაფერი ვიგრძენი, როდესაც მის კართან ავიტუზე-თქო, მაგრამ რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა. მივედი არა როგორც მიტოვებული ან ამ სახლის ყოფილი ბინადარი, არამედ, როგორც მებრძოლი, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ იარაღს ფლობდა.
მე თავად ვიყავი იარაღი.
მთელი ეს დრო, გამომრჩა იმისი გაცნობიერება, რომ შაკოს გრძნობებთან ბრძოლა თუ მინდოდა, თუ მინდოდა, ისე სტკენოდა, ისე განეცადა, როგორც მე განვიცდიდი, მაშინ მხოლოდ მე ვიყავი საჭირო.
არც გიო.
არც დემუ.
არც ვინმე საეჭვიანო იბიექტები.
მხოლოდ მე.
- ვა, რა ხდება? - მკითხა გაკვირვებულმა და კარის ზღურბლს ჩამოეცალა. გზა დამითმო.
- სამკაულები, კაბები და კიდევ რაღაც ნივთები დამრჩა, რომელიც ყოველდღიურად მჭირდება. ტანსაცმლის ჩასალაგებელი დიდი ჩანთაც კი შენთან მაქვს. თან ჩიჩი მომენატრა - ვთქვი თუ არა, ჩემსკენ გამოქცეული ძაღლი გულში ჩავიკარი და ხელში ავიტაცე - დედას გოგო... - თავზე ვკოცნიდი გემრიელად.
- ყავას დალევ? - მკითხა სამზარეულოსკენ შეტრიალებულმა. მივხვდი, რომ მილიონი ემოცია აჩნდა სახეზე და არ სურდა, ასეთ დროს დამენახა.
- შენს საშინელ ყავაზე უარს ვერ ვიტყვი - მაინც წავკბინე.
გაეცინა.
მისი სიცილი მაინც დავინახე. ამას ვერასოდეს დამიმალავდა, ვერც მომაკლებდა, ვერც მომტაცებდა. უნდოდა ეს თუ არა, ეგ სიცილი მარტო ჩემს საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო და თუ კი ოციფიალურად გავშორდებოდით, სიცილის უფლებას ჩამოვართმევდი...
- შენ ხომ ქამელეონი თვალები გაქვს? - ვკითხე სრულიად უადგილოდ - კარგ ამინდში ძალიან ცისფერია და მოღრუბლულ ამინდში მუქი ლურჯი ან უბრალოდ ლურჯი.
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. შეიძლება, მოღრუბლულ ამინდში, ისედაც ვერ ვხედავთ ძალიან გარკვევით და მაგიტომ გეჩვენება ცისფერი.
ჯანდაბა!
იმიტომაც მიმიზიდა იმ ბავშვმა. კანი, თვალები, სახეზე გამოსახული მიმიკებიც კი იგივე ჰქონდა საუბრისას. მემგონი, სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობდი აქ მოსვლით: მაინტერესებდა, რამდენად ჰგავდნენ ერთმანეთს.
- დღეს თქვენი სურათები ვნახე. ბავშვთა სახლში ყოფილხართ, ერთად. - სიტყვა „ერთადზე“ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება.
- ჰო, სასიამოვნო და სევდიანი იყო იქ ყოფნა. ალბათ, აღარასოდეს მივალ.
- რატომ?
- მაშინებენ ბავშვები.
- გიორგის ბავშვები ჰყავს?
- არა - მერე დავფიქრდი - ჯანდაბა, არ ვიცი. მემგონი არა. არასოდეს მიკითხავს. რომ ჰყოლოდა, ალბათ ერთხელ მაინც იტყოდა რამეს თავის შვილზე ხო?
- ალბათ - გაეცინა შაკოს.
შეიძლება, უნდოდა ეთქვა „მე რომ შვილები მყოლოდა, სულ მათზე ვილაპარაკებდიო“, თუმცა არ მიუშვეს ფიქრებმა. ასეთი გულახდილი ვეღარ იქნებოდა ჩემთან. უფლებაწართმეულები ვიყავით, გულის ჭეშმარიტი ნადები კვლავ გაგვენდო ერთმანეთისთვის და მეც ვეღარ მოვუყევი, როგორ ძალიან ჰგავდა პატარა ლიზა. როგორ ძალიან მომეწონა პატარა ლიზა.
- იცი, უნდა წავიდე - ვთქვი და გასასვლელისკენ დავიძარი.
- მერე ნივთები?
- დაივიწყე.
- ნივთებისთვის არ მოსულხარ?
- არა. რაღაცის დასამტკიცებლად მოვედი საკუთარი თავისთვის - ვთქვი და ნაბიჯს მოვუჩქარე.
- რისი? ელენა, მითხარი რა - ამედევნა ჩიჩისთან ერთად.
- ვერ გეტყვი, მაპატიე - კარში გავედი და ლიფტს გვერდი ავუარე. კიბეს ჩავუყევი სირბილით.
ტაქსი საჩქაროდ გავაჩერე და გიჟივით შევხდი.
გიორგის დავურეკე.
- ასე სწრაფად მოგენატრე? - მკითხა სიცილით.
- შენი დახმარება მჭირდება - ვუთხარი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, დაძაბულმა.
- რა ხდება?
- რაღაცა ხდება და სწრაფად უნდა დამეხმარო ყველაფერში, სანამ ამ საოცარმა შეგრძნებამ გადამიარა, რომელიც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებით არის გამოწვეული და რომელიც მთელს სხეულს მიგიზგიზებს - შევძახე მაქსიმალურად ხატოვნად. ზუსტად ეგეთ განწყობაზე ვიყავი. წამითაც არ მიხუმრია.
- თუ არ მეტყვი, როგორ დაგეხმარო?
- ვიცი, ბევრი ნაცნობი გყავს და ყველაფერს სწრაფად მოაგვარებენ შენ თუ ჩაერევი. ბავშვთა სახლში დარეკე ან თუ საჭიროა, ახლავე მივიდეთ.
- რა გინდა იქ?
- ლიზას შვილად აყვანაში დამეხმარე. - ამოვღერღე და ენა ჩამივარდა. გიოც დადუმდა. - შეძლებ? - ვკითხე საკუთარი მოქმედებით გაოგნებულმა.
- შენ? ბავშვის აყვანა? - თვითონაც შოკში იყო. - ამას ბევრი ფიქრი სჭირდება და ერთ დღეში გადასაწყვეტი ამბავი არ არის ელენა.
- ვიცი, რომ წლობით არიან რიგში და ა.შ. არ მაინტერესებს! ისიც ვიცი, რომ ძირითადად, წყვილს აჰყავს ხოლმე. ამიტომ გთხოვ დახმარებას შენ და არა ვიღაც ნოდარის. დამეხმარები თუ არა?
- დაგეხმარები, მაგრამ ჯერ ცოტახნით მნახე, დავილაპარაკოთ და...
- არ გნახავ იმისთვის, რომ გადამაფიქრებინო - გავაწყვეტინე წინადადება - უკვე გადავწყვიტე. შეიძლება, გგონია, ნაჩქარევია, ეს გოგო სრულიად გაგიჟდა რა ეშვილებაო და მართალიც იქნები, თუმცა ჩემი მთელი ცხოვრება ყველაფერს ვყოყმანობდი, ყველაფერს ვწელავდი, ყველაფერს ვართულებდი. ერთხელ მაინც მჭირდება მარტივად გადავწყვიტო რაღაც ძალიან სერიოზული. ამიტომ, უბრალოდ მითხარი, შეძლებ თუ არა, რამდენიმე დღეში მომიგვარო ეგ საქმე?
- შევძლებ!
* * *
მის კაბინეტში ვიჯექი. არ იცოდა, რა ეთქვა. აქეთ-იქით დადიოდა და თან ისეთი სახით მიყურებდა დროდადრო, აშკარა იყო, სიტყვები არ ჰქონდა, თუმცა რაღაცის გადმოცემას ცდილობდა. მიყვარდა, მამაკაცის სამუშაო ადგილას როცა ახალთახალი ტყავის ავეჯის სურნელი იდგა, თუმცა იმ წამს, ჰაერით ტკბობას და მსგავს წვრილმანებს არავინ მაცლიდა.
ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი გიორგიმ და მე შემომხედა.
- თქვი, რისი თქმაც გინდა - აქეთ მე მომმმართა.
- მე ყველაფერი გითხარი ძვირფასო, მაგრამ გამწარებული ქმრის სახე გაქვს, რომლის ცოლმაც მასთან შეუთანხმებლად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
- გგონია, იმიტომ ვბრაზობ, რომ რჩევა არ მკითხე?
- ჰო.
- რა თქმა უნდა, მაგიტომ ვბრაზობ. გამოუცდელი ქალი ხარ, რომელსაც ბავშვებიც კი არ უყვარს და უცებ პატარა გოგონას შვილად აყვანა მოგინდა შაკოსნაირი თვალების გამო. ის ბავშვი მაინც არ გეცოდება? ეს თამაში არაა და ყოფილი ქმრით მანიპულაციისთვის ადამიანის სახლში მიყვანა არ შეიძლება.
- გგონია, შაკოს გასაბრაზებლად ან გასახარებლად მინდა ის ბავშვი? უბრალოდ მომეწონა, საყვარელი და ჭკვიანი იყო. თან, ყველაზე მეტად, იმ ასაკის ღლაპები მეზიზღებიან აი, თან სიარულს რომ სწავლობენ თან ნორმალურად არ აქვთ ფეხი ადგმული და სულ კუდში დევნა სჭირდებათ. ხელი უნდა მოკიდო, წელში მოკაკულმა მოატარო მთელი ქუჩა. ლიზა კი უკვე გამართულად დადის და წვალებაც აღარ მომიწევს.
- ელენა, უკვე მაგიჟებ - ძალიან სერიოზულად მითხრა. რამდენჯერმე, შევეცადე ეშმაკურად გამეცინა, რომ მასაც დასცდომოდა სახეზე პატარა ღიმილი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სიხარულის კვალიც კი არ ემჩნეოდა. ახლა მართლა მინისტრს ჰგავდა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლის დაკითხვაში იღებდა მონაწილეობას.
- სერიოზულობა ძალიან სექსუალურს გხდის. თინეიჯერი რომ ვიყო, შენი ფანი გავხდებოდი და თვალთვალს დაგიწყებდი.
- ეგ შეუძლებელია. სიარულისას, 5 მანქანა დამყვება და მეეჭვება, ფეხი ამიწყოს თინეიჯერმა. საერთოდაც, ნუ ცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადამატანინო. თან ვიცი, შენ შაკოს გარდა, არავინ გესექსუალურება და ეს ნაირ-ნაირი სიტყვებიც ანკესია! - საჩვენებელი თითი მომიშვირა და ისე დაასრულა წინადადება.
- ასეთი ჟესტებით ვინმეს ემუქრები ხოლმე?
- ძალიან ხშირად.
- ღმერთო, როგორ გაგიშვა ცოლმა ხელიდან?
- ელენა, საკმარისია. ჩემი შებმით საუბარს ვერ დაასრულებ.
- მეგონა, რომ ობოლი ვიყავი, თურმე ძალიან მკაცრი მამიკო მყოლია - ვთქვი და წამოვდექი, ჩანდიდან სიგარეტი ამოვიღე, ფანჯარა გავაღე და მოწევას შევუდექი - მინდა ეს ბავშვი და მორჩა. ზედმეტად ბევრ ფილოსოფიას ეძებ, პასუხი მარტივია.
- შენი რომ გააჩინო არ გიფიქრია?
- აყვანილი ბავშვი ჩემი არ იქნება? - გამოვიჭირე და შევარცხვინე. ცოტახანს, დადუმდა კიდეც - ან შაკო იქნებოდა მამა ან არავინ - გავუმხილე საბოლოოდ - არ მინდა ისეთი, რომლის ბიოლოგიური დედა მე ვიქნები, მამა კი სხვა. რომც დავფეხმძიმდე, სხვის ნაწილს ვერ შეითვისებს ჩემი სხეული. იქვე ჩაკლავს, ჩაჰქოლავს, მიასიკვდილებს და მართალიც იქნება. ან საერთოდ, შაკოს როგორღა ჩავხედავ თვალებში?
გიომ ამოიოხრა.
საბოლოოდ, ყველაფერი მშვენივრად გაიგო როგორც ჩანს. თავის ტელეფონზე, საქმიანად აკრიფა ნომერი და თან თვალი ჩამიკრა.
* * *

- დარწმუნებული ხარ, რომ ამდენი დრო გაქვს ჩემთვის? - ვკითხე გიოს, როცა ბავშვთა სახლის გზას დავადექით მისი მანქანებით. - ქვეყანას როდის უნდა მიხედო?
- შენც ქვეყანაში შედიხარ - გამომხედა სიცილით.
- ღმერთო გიო, რა სიგიჟეს ვაკეთებ?
- მეც მაგის კითხვა მინდოდა მთელი ეს დრო.
- ბავშვის ნივთებიც კი არ მაქვს. საწოლის გარდა სჭირდებათ რამე?
- ალბათ საწერი მაგიდა, სათამაშოები - მერე კაი ხანს ჩაფიქრდა - შენ გგონია, მე რამე ვიცი ბავშვებზე? უბრალოდ, რაღაცას სასაცილოდ ვეკითხები ხოლმე, ვართობ და სულ ესაა. სხვანაირი შეხება მეც არ მქონია. ისე, რომელ სკოლაში მიიყვან?
- სკოლა? ღმერთო, ის ხომ 6 წლისაა. წესით, პირველ კლასში უნდა იყოს.
- არის კიდეც. თავიანთი სკოლა აქვთ და ასწავლიან.
- კერძოში უნდა გადავიყვანო თუ საჯაროში?
- ეგ შენი გადასაწყვეტია და საერთოდ, ისიც შენი გადასაწყვეტი იქნება დღეიდან რას შეჭამს, რა აქტივობებით დაკავდება.
- მუსიკაზე შევიყვან - ვთქვი დარწმუნებით. რაღაც მომენტში, ვიფიქრე, შაკოსნაირი ნიჭი თუ აქვს სიმღერის, იქნებ სამომავლოდ, კარგი მომღერალი დადგეს-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შაკო მამამისი არ იყო და გენეტიკურად, მისი ნიჭი ვერ ექნებოდა. - ჭამას რაც შეეხება, ჯანსაღ კვებას მივაჩვევ, ვავარჯიშებ, ცურვაზე ვატარებ. მემგონი, ხატვაც მოუხდება, მათემატიკას ვასწავლი. მე მათემატიკის არაფერი გამეგება და ის მაინც მყავდეს გენიოსი.
- მოდი, რაღაც კონკრეტულები აირჩიე. ასეც ნუ დატვირთავ.
- საჭმლის გაკეთებაც არ ვიცი. რას ვაკეთებ? ღმერთო, რას ვაკეთებ? ავად რომ გახდეს, სიცხემ რომ მისცეს როგორ მივხედო?
- ახლა უკვე ვუახლოვდებით და პანიკაში ხარ. დამშვიდდი. რა იყო, ყველა მშობლად კი არ იბადება.
- დემუა მშობლად დაბადებული. გიჟდება ბავშვებზე და 10 წელია ცდილობს დამარწმუნოს, რომ მისი სუროგატი დედა ვიყო. მისთვისაც კი არ მითქვამს ლიზას შესახებ. ალბათ გადაირევა,როცა ბავშვს დაინახავს. უეჭველი იცი, რომ გამატანენ?
- რა თქმა უნდა. შენს მონაცემებს დატოვებ და ეგაა. უბრალოდ ხელი რომც წაავლო და ქვეყნიდან გაიქცე, არამგონია გამოგეკიდონ.
- რა მაგარია მინისტრი მეგობარი - შევძახე აღფრთოვანებულმა - პრეზიდენტსაც უნდა ჩავუდაქალდე, ცხოვრებას ავიწყობ.
- საპრეზიდენტოდაც უნდა გაიხადო საქმე?
- კი. შაკოს ტრ*კისთვის უნდა დავადებინო ვეტო.
- ისევ ჩაჩხირა თავისი შაკო - თვალები გადაატრიალა - ნეტა, ლიზაზე რა რეაქცია ექნება?
- ეგ მეც მაინტერესებს - ვთქვი ჩაფიქრებულმა.
მანქანიდან გადავედით, გული ისე მიცემდა, მეგონა ორ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგავდი. მშობიარე ქალის ტკივილები დამეწყო ლამის. ადგილზე გავიყინე და გიოს დავეყრდენი.
- კარგად ხარ? - მკითხა შეშინებულმა.
- ძალიან ვნერვიულობ. ბავშვისთვის აზრიც კი არ მიკითხავს. იქნება, არ უნდა ჩემთან? იქნებ, დედაზე, მამაზე, ბებიაზე და კატაზე ოცნებოდა? იქნებ, ისეთი მშობელი უნდოდა, ბლინების და კექსების გამოცხობა რომ იცის?
- ელენა, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრებაში შეიჭრა და მან იმაზე გააგრძელოს ოცნება, რაზეც შენამდე ოცნებობდა. ზედმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ ვინმემ სხვა ინატროს.
- გმადლობ - ვუთხარი გულაჩუყებულმა და ბავშვთა სახლში შევაბიჯე.
ბავშვები სკოლაში იყვნენ. მათ შორის, ლიზაც. ჯერ არავის არაფერი ეთქვა მისთვის. ახსნა-განმარტება და ლაპარაკი ჩემთვის მოენდოთ და ძალიან ცუდიც ექნათ, რადგან აზრზე არ ვიყავი, როგორ და რანაირად დავლაპარაკებოდი ბავშვს იმის თაობაზე, რომ დღეიდან მისი დედიკო ვიყავი. ცხოვრებაში არ ვგეგმავდი, ვინმეს „დედათი“ მოემართა ჩემთვის. ისიც არ ვიცოდი, ამ სახელს დამიძახებდა თუ ელენას. ლიზასაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დღეიდან, მის ცხოვრებას თავდაყირა დავაყენებდი.
სკოლიდან ნახევარ საათში დაბრუნდა.
თავისი დიდი, ცისფერი თვალები შემომანათა და მთელი სახე გაებადრა, როცა დამინახა. ჩემთან გამოიქცა. ძალიან თავშეკავებული ბავშვი იყო, რადგან ვგრძნობდი, ჩახუტება უნდოდა, თუმცა ერიდებოდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ასეთი მანერები ჰქონოდა მას, ვისთვისაც არავის არაფერი უსწავლებია? ალბათ, ნაწილობრივ, ამითიც მომაწონა თავი: მე ცოტა მრჩებოდა მისთვის დასარიგებელი.
- დამპირდი და მოხვედი? - მკითხა გახარებულმა.
- ჰო, მოვედი.
- დიდხანს დარჩები?
- არა, ცოტახანს უნდა დავრჩე. - ვუპასუხე. ეწყინა და ცოტათი მოიღუშა. ახლა, როგორმე, მსუბუქად უნდა ამეხსნა, რომ თავადაც ცოტახანს იქნებოდა აქ. დაახლოებით, რამდენიმე წუთი. შემდეგ, ხელს დავტაცებდი და არეულ სახლში მივიყვანდი, სადაც, მაცივარში ერთი ტორტი მქონდა შედგმული. ტორტს ეწერა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა, ლიზა“.
ჰო, ზოგჯერ მეც უზომოდ ბანალური ვიყავი და ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა არ ვიცოდი, რა ჯანდაბა გამეკეთებინა.
- კიდევ მოხვალ? - კვლავ მკითხა. გიორგი, ცოტა მოშორებით დადგა. გარშემო, ყველა ადამიანი გამომეცალა, რომ მასთან პირისპირ დავრჩენილიყავი და ქორწინების შემდეგ, ეს იქნებოდა, ცხოვრებასთან პირველი სერიოზული შეჯახება (კაცმა რომ თქვას, ქორწინებაზე უარესი შეჯახებაც).
- არა, აღარ მომიწევს მოსვლა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თუ გინდა, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ - გამოვუცხადე.
ცოტა მკაცრად ჟღერდა.
მაგრამ მკაცრად არ მიუღია.
დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვა. რაღაც მომენტში, თვალი გაუშტერდა ერთ ადგილას. ალბათ, იმაზე ფიქრობდა, რა ვიგულისხმე, მის წაყვანაში.
- შენთან ერთად წამოვალ ცოტა ხნით და მერე უკან დავბრუნდებით? - მკითხა.
- არამგონია, უკან დავბრუნდეთ. მიმყევხარ ჩემთან საცხოვრებლად და თუ შენც მოგინდება, სულ ჩემთან დარჩები - ლამის დავუმარცვლე.
კიდევ დადუმდა.
ხმას ვერ იღებდა.
პრინციპში, წივილ-კივილს და სიხარულის ალიაქოთს არც ველოდი. ის ხომ ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო? ალბათ რთული, ყველასგან განსხვავებული რეაქცია უნდა ჰქონოდა.
- წავიდეთ? - ვკითხე ფრთხილად.
თავი დაახლოებით ათჯერ დამიქნია...
უსიტყვოდ.
ასე უთქმელად მივედით მის ნივთებთან. ჩემს პატარა ჩანთაში დავიწყე მისი სამოსის ჩალაგება. ბევრი არაფერი იყო, რაც იყო, იმათაც მთელ სიგრძეზე, საჭმლის ლაქები ჰქონდა. ცოტა, მეუხერხულებოდა ამის კითხვა, მაგრამ მერე ძალ-ღონე მოვიკრიბე და გავბედე:
- ლიზა, თუ რამე არ მოგწონს, არ წამოიღო. ისედაც ახლებს ვიყიდით.
- ახალ ტანსაცმელს მიყიდი? - გამოუხატავი გრძნობებისგან სრულიად დაუძლურებულმა მკითხა.
- კი. ახალ სათამაშოებსაც და ოთახსაც ისე მოვაწყობთ, როგორც შენ მოგეწონება.
- ოთახიც მექნება?
- საკუთარი ოთახი გექნება, თავისი საწერი მაგიდით.
- მაშინ, შეიძლება, რომ არაფერი არ წამოვიღო? ჩემს მეგობარს, მარიამს დავუტოვებ.
- რა თქმა უნდა. თუ მარიამი მოგენატრება, მოგიყვან ხოლმე.
- და მერე ისევ უკან წამიყვან?
- აბა რაა - გამეცინა და დიდ ლოყებზე ვაკოცე. - აქ აღარ დარჩები.
კალთაზე მომეკრო. ასე ნელი ნაბიჯით მივედით მანქანამდე და უკანა სავარძლებზე დავნაწილდით. ცოტახანში, გადმოიწია, მომეხვია და თვალები დახუჭა. გიო გვიყურებდა და გვიღიმოდა. ბავშვი კი კალთაში გადმოვისვი. თავი მკერდზე დამადო, მომენტალურად ჩაეძინა.
ყველაზე საოცარი დასაწყისი იყო ახალი ცხოვრების, რომელიც ალბათ ძალიან რთული აღმოჩნდებოდა, თუმცა სასიამოვნო.
ნეტა, შაკო რას იგრძნობდა ჩვენი დანახვისას?
შეიძლებოდა, გული დასწყდომოდა, რადგან ამ ყველაფრის ნაწილი ვერ გახდა, ვერ მოასწრო...
მოგონებები მთელი სისწრაფით მასკდებოდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ.
ცრემლები წამომივიდა.
გიოს ეგონა, ლიზას გამო ვტიროდი და ხმა არ ამოუღია. სინამდვილეში კი როგორ გადმომეცა, რომ ამ ძვირფას, ზღაპრულ მომენტშიც კი ჩავჩხირე შაკო? საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები. წამითაც არ ისვენებდა ჩემი სულელური გონება ისე, რომ ყოველი დეტალი ყოფილი ქმრისთვის არ დამეკავშირებინებინა.
6 წლის წინ გავიცანი...
დიდი შანსია, ეს ბავშვი ჩვენი ყოფილიყო.
იქნებ, მართლა ჩვენი იყო?
იქნებ, მე გამოვიგონე ის სისულელე, თითქოს, ბავშვები არ მიყვარდა ან მათ ვერ ვუგებდი? იქნებ, რეალურად, მყავდა ქალიშვილი? მე და შაკოს გვყავდა!

6 წლის წინ, გადაღების დასრულების შემდეგ, როცა დაღლილი ხალხი თავის ნომრებში დანაწილდა, მე მაინც ეშმაკურად გამოვნახე შაკოსთან მისვლის გზები და მორიგი ოინი დავგეგმე.
მამაკაცის სმოკინის მაგვარი ჩავიცვი, პერნაგზე ჰალსტუხი გავიკეთე და თმა მთელი თავისი ბზინვარებით გავიშალე.
ბარში ჩავედი.
შაკოც იქ იყო.
თავიდან, ვერ შემამჩნია. ისიც არ გამოჰპარვიათ ჩემი აფთრის თვალებს, როგორ მიუახლოვდა ლამაზი ქალბატონი და სასმელზე დაპატიჟა.
- ქალებზე ნადირობ ძმაო? - შევძახე მოულოდნელად და მხარზე წავკარი ხელი.
დამფრთხალი ჩიტივით შეხტა.
ხმა ვერ ამოიღო.
თმის ღერიდან, ფეხის ტერფებამდე ჩამომიგორა მზერა რამდენჯერმე.
- მეც ის მომიტანე, რასაც ეს ბიჭი სვამს ჯიგარო - მივმართე ოფიციანტს და შუაში ჩავუხტი შაკოსა და იმ გოგოს. ფეხები განზე დავაწყვე კაცივით. რაღაც, ასეთი მანერებით მომინდა შაკოს გამოშტერება - აბა, რას საქმიანობ? - ვკითხე ქალს.
ძალიან დაიბნა.
რა იფიქრა, წარმოდგენა არ მაქვს.
- რა ვიცი. მოდელი ვიყავი, ახლა იურიდიულზე ვსწავლობ.
- ვა, ყოჩაღ, ყოჩაღ. შორიდანვე დავაფიქსირე შენი აღნაგობა და ვიფიქრე, რა დასანანი იქნებოდა, ამ ქალბატონს ეს მშვენიერება რომ გაეფლანგა-თქო. ხომ იცი, გარეგნობით როცა შეგიძლია ფულის კეთება, ეს კიდე ცალკე ბედნიერებაა. მართალია, დაახლოებით ოცი, ოცდაათი წელი ქაჩავს ეგეთი ბიზნესი, მაგრამ მაინც. შემოგხედავს თუ არა, ეგრევე მიხვდება კაცი რო მოდელი ხარ ან იყავი.
- მადლობა - თქვა აწითლებულმა.
- მოგწონს ხო ეს სიმპათიური ვაჟკაცი? - ვანიშნე შაკოზე, რომელსაც ჩემი დამსახურებით, ენა კუჭში ჩავარდნოდა.
- ჰო, რა ვიცი - მიპასუხა ქალმა.
- ეჰ, დასანანია. თავიდან, მეც მომეწონა. როცა დავინახე, პირველად იცი რა ვიფიქრე? მეთქი, დავიჭერ, დავაგდებ საწოლზე, ტანსაცმელს მთლიანად შემოვახევ, ზემოდან მოვაჯდები და ჟი*აობაში სულს ამოვხდ-თქო, მაგრამ ჩემი ძმაკაცის შებმა რომ დაიწყო, მანდ ჩამივარდა კოვზი ნაცარში... - დაღვრემილმა მოვსვი ჩემი ვისკი.
შაკო ისეთი თვალებით მიყურებდა, გაბრაზებულს კი არა, აღგზნებულს უფრო ჰგავდა.
გოგო რომ წავიდა, მერე შაკო მე შემომიტრიალდა.
- რა ჩაატარე? რატომ მაყ*ევებ?
- ვგიჟდები, როცა ეგრე საყვარლად *ლევდები - ვისკით სავსე ჭიქა მთლიანად გამოვცალე.
- მე ვგიჟდები, როცა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი გაქვს. ახლა უკვე, ამ ყველაფერს დამატებული, ეგ სასწაული ტანსაცმელი - თავი ახლოს მომიტანა, ტუჩის კუთხესთან შემახო ბაგეები. არ უკოცნია, რამდენიმე წამს, ასე მიხახუნა თავისი ტკბილი, რბილი და მადისაღმძვრელი ტუჩები.
მზად ვიყავი, ბარზევე შემოვმჯდარიყავი და ფეხებშუა შაკო შემომეძვრინა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა. ორივე თამაშის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის წამების ხასიათზე ვიყავით.
- ცოტა, უცნაური გემოვნება გაქვს.
- შენ კი საოცარი ფანტაზია. რას ამბობდი, რა მომინდა, როცა პირველად დავინახეო?
- დაწოლზე დაგდება, ტანსაცმლის მთლიანად შემოხევა და სულის ამოხდამდე...- ამოვიკვნესე - სულის ამოხდამდე ჟ*მაობა. მაგრამ ეს მხოლოდ ფანტაზიაა საყვარელო. სინამდვილეში, დასანახად ვერ გიტან. ხომ იცი არა? - ჩავჩურჩულე ყურში.
თვალებში შემომხედა...
- გინდა ბილიარდი ვითამაშოთ? - მკითხა მაცდურად.
- რაზე ვითამაშოთ?
- გამარჯვებულს შენ დარჩები.
- ჩემი თავი ისედაც მე მეკუთვნის.
- შენ თუ გაიმარჯვე, მე დაგრჩები - მითხრა სიცილით.
- არ მინდა, ნერვები მოგიშალო, მაგრამ მემგონი შენც ძირითადად, ისედაც ჩემი ხარ.
- რომც მინდოდეს, ვერ შეგეკამათები.
- ერთი პრობლემა გვაქვს.
- რა პრობლემა? - თავი ყელში ჩამირგო და კისერში მაკოცა.
ჟრუანტელი მჭამდა, მსანსლავდა, მკლავდა.
მთელი სხეული, ვნებააშლილი მევედრებოდა, ამ კაცის მკლავებში მომექცია მთელი ჩემი არსება და არასოდეს დავხსნილიყავი მის სუნთქვას.
- ბილიარდის თამაში არ ვიცი. თან მე მხოლოდ შენს ნერვებზე თამაში მიყვარს.
-საკმარისია! აღარ შემიძლია! - ელვის სისწრაფით წამოიწია ჩემი ტუჩებისკენ.
ჩვენს ბაგეებს შორის ორი თითი აღვამრთე, რომელიც ალბათ წამსვე შესძულდა შაკოს.
- ამდენ ხალხში ვერა ჩემო ბაჭია - ვთქვი სიცილით.
- ბაჭიას ნუ მეძახი. - ყურის ბიბილოზე მიკბინა.
- რას აკეთებ ბაჭია - შევკივლე და გადავიხარხარე. - შენს ნომერში ადი, ორ წუთში ამოვალ.... კნუტო!
- ელენა გეყოფა, თორემ უარს გეტყვი! - დამემუქრა და ნომერში ავარდა ქარიშხალივით.
- სასწრაფოდ, ორი ჭიქა ვისკი მინდა, გთხოვთ - შევევედრე მიმტანს.
ისე საშინლად მინდოდა შაკო, რომ ფხიზელი ალბათ ხელში ჩავაკვდებოდი.
საჩქაროდ გადავკარი ორივე ჭიქა, ნახევარი წუთი, ჯღანვას მოვუნდი და სამი სართული სირბილით ავრფინდი. მის კართან ავიტუზე.
დაკაკუნებული არ მქონდა, რომ კარი გააღო, ხელში ამიტაცა და საწოლზე დამანარცხა.
- არა ბაჭია, ასე არ გამოვა - ვთქვი კისკისით - აქ მე ვარ მთავარი.
- შენ ისედაც მთავარი ხარ ყველაფერში. - ტუჩებზე დამაცხრა... ისე ღრმად მიყოფდა ენას, დემუს ეს რო დაენახა, ათასგვარ ხუმრობას მოიფიქრებდა. მე კი სიამოვნებისგან კრუტუნის გარდა, არაფერი დამრჩენოდა.
ჯერ საჯდომზე მომიჭირა ხელები, მერე მკერდზე ამომისრიალა.
პიჯაკი გადავუგდე, პერანგი მთლიანად შემოვახიე და მხოლოდ ჰალსტუხი დავუტოვე ხელზე.
რა ვქნა, მომწონდა ჰალსტუხი.
- ლიფი არ გაცვია?
- ლიფის არჩაცმა გაკვირვებს?
- არა... ტანსაცმელი არ გაიხადო - საწოლიდან წამოხტა, სამზარეულოში გავარდა და ცოტახანში, ჭიქით ხელში გამოტანტალდა.
- რას აპირებ ბაჭია?
- ბაჭიას ნუ მეძახი! - გამაფრთხილა მეათასედ და წყალი პირდაპირ მკერდზე შემასხა. - ამაზე აღგზნებული ცხოვრებაში ვეღარასოდეს ვიქნები - თქვა ამაყად და მკერდზე მომაშტერდა.
დასველებული, ფითქინა პერანგი მაგრად მომტმასნოდა მკერდზე და ყველაფერი მიჩანდა.
გიჟივით მომვარდა ძუ*უებზე, ხან მკოცნიდა, ხან მკბენდა. ორივე ხელით ვიხუტებდი, სურნელოვან თმაზე ტუჩებით ვეხებოდი და ვტკბებოდი იმ წამებით, რომელიც ვიცოდი, კიდევ ბევრჯერ განმეორდებოდა.
მხეცებივით დავუკოცნეთ ერთმანეთს მთელი სხეული. თუმცა ის განსხვავება იყო, რომ მე მართლა სხეულს ვუკოცნიდი, შაკო კი სახეს თუ არ ჩავთვლით, ტანსაცმელზე მკოცნიდა, მჩქმეტდა და უკანალზე ისე მიბრახუნებდა, მეორე დღეს, სკამზე დაჯდომასაც ვეღარ შევძლებდი. შარვალი, უბის ადგილას გამიხია.
ასე ტანსაცმლიანად შემოვაჯექი ზემოდან მის ღირსებას.
ხმამაღლა დავიკივლე, როცა ამდენი ხნის ნანატრმა, მისმა გავარვარებულმა ა*ომ ჩემს სხეულში შემოაღწია და თამამად დაიწყო თავისი კუთვნილი ტერიტორიით ტკბობა.
- ამხელა როგორ გაქვს? - ვკითხე კივილით.
- მხოლოდ შენი კვნესა რომ მესმოსდეს ცხოვრების ბოლომდე... - თქვა ქოშინით.
ნელ-ნელა, ტანსაცმელი გახადა მის ას*ზე ოხვრით აცეკვებულ ჩემს სხეულს და რბილი ტუჩები ახლა უფრო მძაფრად მოატარა თითოეულ ნაწილზე.
ორგა*მისგან ჭკუიდანშეშლილი და შაკოს გულისცემას დამონებული რომ დავენარცხე მის მკერდს, ცოტახანს, თვალები მქონდა დახუჭული. ერთმანეთს ტუჩებით ვეხახუნებოდით, ერთიმეორის ჰაერს ვსუნთავდით.
ორივეს, მხოლოდ ჰალსტუხებიღა შეგვრჩენოდა ყელზე.
- რატო არ მითხარი? - მკითხა რამდენიმე წუთში. ჩემს ყელსა და თმაში შემალა თავისი მშვენიერი სახე. ვნებები და გრძნობა დაებალანსებინა, ახლა ისე ნაზად მკოცნიდა, თითქოს სურდა, ჩემი გემო დიდხანს დარჩენოდა ენისწვერზე.
- როგორ უნდა მეთქვა? - კითხვითვე ვუპასუხე.
- დაახლოებით, აი ასე: შაკო, პირველად ვაკეთებ ამას და იქნებ, ნადირივით არ მოიქცე?
- ნადირივით არ მომქცევიხარ. ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მაგარი დღე იყო და ღამეც, რომელიც ჯერ არ დასრულებულა... ჟ*მაობაში სულის ამოხდას გიპირებ - გამობურცული ტუჩები დავუკოცნე და ისევ მის მკერდს მივეკარი.
- მთლიანად შენს განკარგულებაშია ჩემი მოკვდავი სული და ხორცი. უბრალოდ, არ მეგონა, რომ აქამდე არავინ გყოლია. მაგაზე არც მიფიქრია. - მაინც უკვირდა. - ისეთი ქალივით იქცეოდი, ბევრი პარტნიორი რომ გამოიცვალა და ვერაფრით გააკვირვებ.
- კა*პასავით ვიქცეოდი?
- ეგ რა შუაშია ელენა? შენი აზრით, კა*პა მეგონე?
- კარგი, კარგი, არ გამიბრაზდე, ვიხუმრე - შუბლზე, ცხვირზე და ნიკაბზე კოცნით ჩამოვუყევი. - აქამდე, არავინ მომდომებია, არც მყვარებია და რა მექნა?
- არ უნდა გექნა - მთელი ძალით ჩამიკრა გულში და ზემოდან მომექცა. ახლა მართლა ერთნი ვიყავით: ერთსხეულებად ქცეულნი, ერთ ჰაერს ვსუნთქავდით, მკერდები ერთმანეთისთვის მიგვეწებებინა და გულისცემაც კი ერთი გაგვხდომოდა.
შაკო ჩემი იყო.
მეგონა, სამუდამოდ ჩემი იქნებოდა.

შაკოსთან გატარებული ღამის შემდეგ, ისე მკვდარივით ჩამეძინა, ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ვერაფერს გავიგებდი, თუმცა დემუმ მაინც გამონახა ჩემი გამოფხიზლების გზა და ყურში დაუნდობლად ჩამძახა:
- გაიღვიძე!
- ამის დედაც! - შევფართხალდი და გაგიჟებული წამოვხტი. მთლად წამოხტომასაც ვერ დავარქმევდი, უბრალოდ, გვერდი ვიცვალე და სრულიად შიშველი, იატაკზე დავენარცხე. - შენ სულ გამო*ირდი? - დავუჯაჯღანე დემუს.
უშაკოო ჰაერი სხეულზე დამეჯახა და სიცივისგან ამაკანკალა. არ მესიამოვნა ეს ამბავი, ისევ საწოლში შევიყუჟე, თბილ, მძნარე შაკოს მივეკარი.
- კაი იყო? - მკითხა ეშმაკურად.
- დემუ, მიყვარხარ, მაგრამ არ გაქვს უფლება, ასეთ დროს შემოგვივარდე - დავუცაცხანე ხმადაბლა.
შაკო ჩემზე უარესი ძილის გუდა აღმოჩნდა. ვერაფერმა გატეხა.
- ღამის ორ საათამდე რომ არ ამოხვედი, მერე შაკოს კარს მივაყურადე და შენი წივილ-კივილი გავიგონე. ასეთს რას გიშვრებოდა?
- ძალიან ბევრი მაგარი რამე მიქნა - კმაყოფილმა გადავხედე. დემუ რომ არ ყოფილიყო, სასწრაფოდ დავაცხრებოდი ტუჩებზე და აბუზღუნებულს, მადიანადაც გადავსანსლავდი, თუმცა მოწმის წინაშე, მომერიდა.
- ხალხი გეძებს. მივდივართ და სადაა ელენაო.
- უთხარი, რომ არ მოვდივარ. რამე მოიფიქრე რაა. რამდენიმე დღით დავრჩებით მე და შაკო.
- უკვე მარტო მტოვებ? ეს გამოჩნდა შენს ცხოვრებაში და 24 საათი ამას უნდა დაუთმო?
- დემუ, რა გჭირს? არც ერთ კაცთან არ გაგიტარებია რამდენიმე დღე ზედიზედ?
- ჩემზე ეჭვიანობს? - თავი წამოყო შაკომ. თვალები ჯერ ნორმალურად არ ჰქონდა გახელილი და იმაზე საყვარელი სანახავი იყო, ვიდრე წარმომედგინა.
მაინც ვერ მოვითმინე, ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
- გულის სიღრმეში, მაინც დავიტოვებ იმედს, რომ კაცებიც გიზიდავს - თავი დანანებით გააქნია დემუმ.
- სამში ხომ არ გვეცადა? - ვიკითხე სიცილით.
დემუმ თავი დამიქნია.
დაფეთებულმა შაკომ ისე შემომხედა, აშკარა იყო, ჩემი მოკვლა უნდოდა.
- ვიხუმრე, დაწყნარდი - ისევ ვაკოცე.
დემუ ბუზღუნით გავიდა და მარტო დაგვტოვა.
კმაყოფილი შაკო უსიტყვოდ შემომყურებდა, ღიმილით.
- ყველაზე ლამაზი დილით ყოფილხარ. - მითხრა გახარებულმა.
- დაუბანელი, ნაბახუსევი და თმააწეწილი მოგწონვარ?
- არ მომწონხარ, მიყვარხარ.
- ეგ დიდი ამბავია, იცი? - ვკითხე ჩემს მკერდზე შემოხვეულს.
- ვითომ, აქამდე არ იცოდი. თითქმის, ერთი წელია, პატარა ძაღლივით დაგსდევ და აბა, შენი აზრით, უბრალოდ მომწონხარ?
აბურძგნულ თმაზე ვაკოცე.
ყელშიც ვაკოცე, მხრები ერთი ამოსუნთქვით დავუკოცნე და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე.
- ასეთი ალერსიანი როცა ხარ, საწოლიდან ადგომის სურვილი აღარ მიჩნდება. არასდროს! - გამომიცხადა გატრუნულმა.
- ძალიან რომ მშია?
- დილის სექსს ნუ წამართმევ რა. ჯერ კოტრიალი, მერე საჭმელი.
- არ გართმევ.
- მისმინე, ზოგჯერ რომ გაგაბრაზო, შეიძლება?
- რატომ უნდა გამაბრაზო შაკო?
- ძალიან საყვარელი ხარ გაბრაზებულიც.
- აბა მე მკითხე, როგორი საყვარელი ხარ, როცა მაბრაზებ?
შაკო ჩემსკენ გადმოკოტრიალდა. შეიძლება ითქვას, ჩემზე გადმოკოტრიალდა და კისერში სველი კოცნის ათასი კვალი დამიტოვა.
საშინელებაა იმის გახსენება, როგორი ბედნიერი და უდარდელი ვიყავი მის გვერდით. ლიზას თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, რისთვის დავშორდი ქმარს რომელიც მიყვარდა. უცნაურია, თუმცა მაშინდელი სკანდალი, ჩემი ისტერიკა, აყეფებული ჩიჩი და შაკოს მომაჯადოებელი ხმით ნათქვამი სიტყვები, რომელმაც გული მომიკლა, აღარაფრად მიმაჩნდა...
აღარც კი მახსოვდა.
მართალი ყოფილა, თურმე ბრაზი როცა გადაგივლის, მხოლოდ გრძნობები გრჩება და მზად ხარ, ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რაც კი ოდესმე გწყენია.
ბავშვი სახლში მივიყვანე. გიოც დავპატიჟე, მაგრამ უარი მითხრა, ახლა ცოტახანს, მარტონი უნდა იყოთ დედა-შვილიო, გამომიცხადა და წავიდა. რა გაეწყობოდა? მართალი იყო.
ღამის პიჟამა და სახლში ჩასაცმელი სამოსი უკვე ნაყიდი მქონდა მისთვის. არ მსურდა, საკუთარ თოჯინად მექცია, თუმცა ყოველთვის მომწონდა, პატარა პანდის ფორმებში გამოწყობილი ბავშვები და ჩემი ბავშვიც იძულებული გავხადე, ასე ჩაეცვა.
უხაროდა, იცინოდა და სულ აქა-იქ აცეცებდა თავის დიდ, ცისფერ თვალებს.
- აქ ვიცხოვრებთ? - მკითხა ლიზამ.
- ჰო. მე, შენ და ზოგჯერ შენი სულიერი ბიძა, რომელსაც დემუ ერქმევა.
- და ის? - მკითხა შაკოზე. რა უცნაურია, ასეთი მოკლე ნაცვალსახელებითაც კი მაგებინებდა სათქმელს.
- ის ჩვენთან არ ცხოვრობს ან ჩვენ არ ვცხოვრობთ მასთან - სახეზე შემეტყო, რომ ოხვრით ვამბობდი ამ ყველაფერს. არადა, ჩვენს მშვენიერ სახლში გაცილებით ლამაზი წარმოსადგენი იქნებოდა ბავშვის ყოლა. თითქოს, ის სახლი აგვარებდა ყველა პრობლემას და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოჯახია, რომელიც მასში ცხოვრობს, მე მასაც პიროვნებად ვთვლიდი. არ ვიცი, ალბათ დედობა ან მამობა შეეფერებოდა ჩვენს სახლს.
- ჩემზე იცის?
- არა.
- არ უნდა უთხრა?
- თვითონაც გაიგებს.
- რომ არ მოვეწონო? - გამაგონა თავისი კითხვებით.
- მისმინე - პატარა, დაბნეულ თვალებთან ჩავიმუხლე და ღიმილით მივაპყარი მზერა - მე მომეწონე. ამიტომაც ვართ მე და შენ ერთად, თუმცა დარწმუნებული ვარ, დაგინახავს თუ არა, მაშინვე შეუყვარდები.
- რა კარგია.
- ძალიან მაგარია! ახლა ნაღების წვნიანს შევჭამთ, რომელიც რესტორანში ვიყიდე და გემრიელ ტორტსაც დავაყოლებთ.
- ტორტი მიყვარს - ტაში შემოჰკრა და გაეცინა.
- თუ ძალიან არ დავიღლებით, რაღაცეების საყიდლადაც წავალთ. თუ არადა, ხვალ შევიძენთ ყველა საჭირო ნივთს. არდადეგების პერიოდში, გადაღებებზე მომიწევს შენი მიყვანა. ცოტა ლოდინით კი დაიღლები, მაგრამ არ მოგაწყენენ. ანეგდოტებს მოგიყვებიან, ჩემზეც მოგიყვებიან რაღაც ისტორიებს, რომლებიც არ უნდა დაიჯერო.
- კარგი.
- მამიკო დაბრუნდაა - მომესმა დემუს ხმა. ჯერ კარში არ იყო ნორმალურად შემოსული და უკვე რაღაცას მიყვებოდა - შენი არხის დირექტორი ნამდვილი სექსუალური მანიაკია. ვერ გავაძღე.
- დემუ მოკეტე - ბავშვს ყურებზე ხელები ავაფარე.
- მოიცა, ბავშვი? - მზერა ლიზაზე შეაჩერა და თვალები დააწვრილა - ბავშვი გვყავს? - შემდეგ უფრო კარგად შეათვალიერა ბავშვის ნაქვთები - შენ და შაკოს ბავშვი გყავთ თუ მე და შენ გვყავს ბავშვი?
- არა, მხოლოდ მე მყავს - ვუპასუხე ღიმილით.
- რაა? როგორ?
- გრძელი ამბავია. თუ დაჯდები, მოყოლას შევძლებ.
- ბავშვი გყავდა და ამდენი ხანი მიმალავდი? ახლადგაჩენილს არ ჰგავს.
- ვიშვილე.
- რა?
- ჰო, ვიშვილე დემუ.
- ასეთ რაღაცეებს ოჯახის წევრებთან ათანხმებენ. ანუ ჩემთან. კორვალოლი ჩამიწვეთე ჭიქაში, ჩქარა!
- დამშვიდდი რაა. - ბავშვი ბარის სკამზე შემოვსვი და ცხელი წვნიანი ჩავუსხი ლამაზ ფინჯანში. ცოტა შეშინებული, დამფრთხალი იყო. ვცდილობდი, მისი დაბნეულობა მზრუნველი ღიმილით განმემუხტა და თან ვერც ვიჯერებდი, რომ ბავშვთან ურთიერთობა მშვენივრად გამომდიოდა. - გაიცანი, მას ლიზა ჰქვია, 6 წლისაა და გვინდა, რომ დღეს ან ხვალ შენთან ერთად წავიდეთ ახალი ნივთების შესაძენად.
- ელენა, მოგაჯადოვეს?
- კი. შეხედე რა საყვარელია? მოვჯადოვდი - ვუთხარი უდარდელად და ერთი ნაჭერი ტორტი ჩამოვუჭერი.
- იმედია, ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები, რადგან ჯერ კიდევ დამრჩა ათასობით შეკითხვა.
- ელენა ჩვენთან მოვიდა იმ კაცთან ერთად და საჩუქრები მოგვიტანა - დაიწყო მოულოდნელად ლიზამ - შემდეგ ზღაპრები მომიყვა. მითხრა, თუ შეჭამ, გრძელი თმა გექნებაო და ბოსტნეულის სუპი მაჭამა. მერე დამპირდა, რომ კვლავ შემოივლიდა, მაგრამ უბრალოდ კი არ მოვიდა, მეც თან წამომიყვანა - აუხსნა ლიზამ.
- მემგონი ყველაფერი ამომწურავად თქვა. - გამეღიმა და ბავშვს თავზე ვაკოცე.
- ვინ ხარ, რა უქენი ჩემს კაცთმოძულე მეგობარს? - მკითხა დემუმ.
- უმრავლესობა ჯერ ისევ მძულს.
- შაკოს რა პასუხს გასცემ?
- რა პასუხი უნდა გავცე? რა კითხვას დამისვამს, ეგეც არ ვიცი - ჩავიხითხითე. სინამდვილეში, ერთი სული მქონდა, მე და ლიზა ერთად დავენახეთ და ისეთ შოკში ჩავარდნილიყო რომ სასწრაფო დახმარება დასჭირვებოდა.
კი, ნამდვილად შებერტყილი და ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ზომის ფარგლებში. საერთოდ, მიმაჩნდა, რომ როცა საქმე შაკოს ეხებოდა, ყველანაირი წყალწაღებული თვისება მეპატიებოდა.
- მაგალითად იმას გკითხავს, ოფიციალურად მის ცოლად როცა ითვლები, ეგ ბავშვი საერთო გამოდის თუ მარტო შენი.
- ფუ ამის - პირი დავაღე. ცოტახანს, თვალებგაფართოებული ვიდექი და დემუს ნათქვამს ვიაზრებდი. - ლიზა აბაშიძეა. ქმარი თუ გყავსო, ერთი ეგ მკითხეს და არა-მეთქი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვთა სახლიდან გამოგატანეს და არა მეტროდან? რადგან შვილად აყვანა ეგრე არ ხდება. შენ საერთოდ ვინ განდობდა ბავშვს? ფსიქოს ვერ გაივლიდი.
- გიომ ამაყვანინა. მივედი და წამოვიყვანე, ერთი-ორ ქაღალდზეც მოვაწერე ხელი. სულ ეს იყო.
- აი პატარავ, უყურე და დაიმახსოვრე, რომ ნეპოტიზმს კარგი არაფერი მოაქვს - გახედა დემუმ ლიზას.
- ახლა ჩემი უკან წაყვანა მოგიწევს? - მკითხა ლიზამ.
- არა, რა სისულელეა. ან ჩემთან დარჩები ან კანარის კუნძულებზე გავიქცევით. ამიტომ, ორივე ვარიანტში ჩემი ხარ - ვუთხარი ღიმილით.
დემუს გავხედე.
ცხვირს იხოცავდა და ცრემლებს იწმენდდა ჩუმად.
გული აუჩუყდა ალბათ.
- ტირი? - ვკითხე ხმადაბლა.
- არა. ტორტზე ალერგია მაქვს, ტუალეტში უნდა შევიდე.
- აბა შენ იცი, მაგრად იზლუქუნე.
- მე მეგონა იმის ჯინაზე აიყვანე, თურმე მართლა გიყვარს.
- ყველას ჰგონია, რომ ყველაფერს მის ჯინაზე ვაკეთებ და მართლებიც არიან, თუმცა ამ შემთხვევაში, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ახლა კი, ბავშვის ოთახისთვის საჭირო ნივთების ყიდვას ვაპირებ და თუ გინდა, წამოდი.
- წამოვალ. თავს ნამდვილ მამასავით ვიგრძნობ.
- თუმცა მხოლოდ ბიძაშენია - ავუხსენი ბავშვს.
- მამის გაცნობის დრო ბლომად გექნება - ეშმაკურად ჩაეცინა დემუს.
- მამა არ გვყავს ოჯახში არავის - წარბები დავუქაჩე მეგობარს და ბავშვი სკამიდან ჩამოვსვი.
დემუს ტელეფონმა დაურეკა.
ნომერს დახედა და გადიდებული თვალებით შემომხედა.
- შაკოა. ყოველთვის მირეკავს, როცა მასზე ვლაპარაკობ. ჩემს სხეულში მოსასმენი აპარატი ჩამიმონტაჟა?
- უპასუხე.
- გამარჯობა ლამაზო - ეგრევე დადნა. - ანუ მე არ მირეკავდი? რა იყო, ისე არ გაგახსენდები არასოდეს? - თავისი მობილური გამომიწოდა - შენთან უნდოდა დარეკვდა, მაგრამ გათიშული გაქვს.
- გისმენ შაკო - შევეცადე, ნერვები მომეთოკა და არ ავქვითინებულიყავი, როცა ყურში მისი ხმა ჩამესმოდა, წინ კი ლიზა მეჯდა.
- ჩვენი ბოლო შეხვედრა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, კრახით დამთავრდა, რადგან ჭიქა გატეხე, გამლანძღე და შემდეგ პიჯაკზე ჩიზქეიქი წამისვი და იქნებ, დღეს საღამოს შევხვდეთ სადმე, საბოლოოდ განვიხილოთ ყველაფერი?
- ჩიზქეიქი როდის წაგისვი?
- ჭიქის გატეხვის შემდეგ და თან ნაბი*ვარი მიწოდე.
- ეტყობა, ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ კადრები ტვინიდან ამომიფრინდა. რას იზამ, ასე ხდება, როცა ვინმეს ძაღლს ართმევ.
- პარასკევს საღამოს წაიყვანე და შაბათს დილას დამიბრუნე. მეტი რა გავაკეთო?
- მე უფრო ვუყვარვარ!
- იოცნებე! - ისევ ბავშვებივით ავღლიცინდით. - კარგი, მაპატიე, დავასრულოთ.
- კარგი ჰოო. საღამოს შევხვდეთ, ჩვენს კაფეში. - გავთიშე და დემუს შევხედე - თუ იცი, რამ მათქმევინა სიტყვა „ჩვენი“?
- უბრალო ჩვევაა. - მანუგეშა.
ტელეფონის მოსაძებნად წავედი და დასატენად შეერთებული ჩავრთე თუ არა, ეგრევე სერიალის რეჟისორმა დამირეკა. მთხოვდა,სასწრაფოდ მივსულიყავი რომ პატარა საახალწლო ვიდეორგოლი გაგვეკეთებინა მე და ჩემს პარტნიორს.
- სამსახურში ვარ წასასვლელი - ამოვიოხრე საცოდავად. ბავშვს ჯერ დედა არ ჰყავდა ნორმალურად ნანახი და უკვე ართმევდნენ.
- მეც წამოვიდე? - მკითხა ლიზამ.
- შემიძლია მე წაგიყვანო და გიყიდო ყველაფერი. ელენაზე უკეთესი გემოვნება მაქვს.
- მაგაში მართალია, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვანდო შენი თავი ამ ბიძიას - დემუს თავზე მოვეფერე. ჩიჩივით აღრუტუნდა სიამოვნებისგან.
- არაფერს დავაშავებ.

* * *
ბავშვი მართლა დემუს დავუტოვე. ანუ აქედანვე ვრწმუნდებოდი, რომ ვერ ვიყავი იდეალური მშობელი. გაიზრდებოდა - მიჩივლებდა. ეს სერიალიც უკვე სერიებს ითვლიდა. 6 წლის განმავლობაში რომ ჰყავს თავისი მაყურებელი, უკვე დიდი მოვლენაა. ახლა ახალს ვერც ვერაფერს იგონებდნენ და სისულელეებს აკეთებინებდნენ ჩემს პერსონაჟს: ხან ციხეში ჩამაყუდეს, ხან საგიჟეთში მოვხვდი, ხან გავთხოვდი, ხან გავშორდი. მე იმაზე უფრო მეფიქრებოდა, ახალი სამსახური როგორ მეშოვნა. ალბათ, რომელიმე გადაცემას წამაყვანინებდნენ, პლიუს, რეკლამებიდან აღებული შემოსავალი და გავიტანდი როგორმე თავს ბავშვიანად. არა რაა, ზედმეტად ცუდ დროს ვშორდებოდი შაკოს.
გადაღების პერიოდში, არც ისე სასიამოვნო რამ დამემართა. წარმოვიდგენდი რომ კამერების მიღმა, შაკო იდგა და მომღიმარი, ამაყი მზერით მაკვირდებოდა. უწინ, არასოდეს მიშლიდა ხელს შაკოს იქ ყოფნა, პირიქით, უფრო გამბედავი და თავდაჯერებული ვხდებოდი. მას კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მზად იყო, ხელი გამოეშვირა და ხმამაღლა ეყვირა: „ეს მაგარი ქალი ჩემი ცოლია“.
ბოლო დროს, ხშირად მემართებოდა მსგავსი რამ. ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს წარმოსახვა იყო, მონატრება თუ ოცნება, მაგრამ ფაქტია რომ მინდოდა, ძველი დრო დაბრუნებულიყო. მსურდა, ზღვაზე წავსულიყავი დიდი ბოთლით ხელში, რომელსაც „საშინელი პერიოდი“ ერქმეოდა და მის აზვირთებულ ტალღებში ჩამექცია უშაკოობა.
საღამო ისე მალე მოახლოვდა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. ჩემზე დიდი ხნით ადრე მისული ქმარი, მაგიდასთან იჯდა და ცდილობდა, საქმიანი გამომეტყველებით გადაეფარა მღელვარება.
- გამარჯობა - მივესალმე. საკოცნელად გამოიწია, თუმცა თავი გავწიე და წინ დავუჯექი. კიდევ ერთი რამ ქალების შესახებ: თუ გვინდა, კაცს ვაგრძნობინოთ რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, მისი გამოწვდილი ხელი ჩამორთმევის გარეშე უნდა დავტოვოთ, კითხვაზე „როგორ ხარ?“ ვუპასუხოთ „ძაანაც კარგად“ და რაც მთავარია, ბავშვური სიჯიუტით გავიწიოთ, როცა კოცნა მოუნდება, თუნდაც ლოყაზე.
- სასმლით დავიწყოთ? - მკითხა ღიმილით.
- რამე ისეთი მჭირდება, ორ ჭიქაში მაინც რომ დამავიწყოს, ვისთან ერთადაც ვზივარ. - ვუთხარი და სინამდვილეში ის ვიგულისხმე, რომ მისი თვალებისგან მჭირდებოდა თავის არიდება. ეს თვალები ხომ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა? დაახლოებით ისე, როგორც მისთვის ჩემი გაშლილი თმის ცალ მხარზე გადმოყრა, ირონიული ჩაცინება ცალი ტუჩით, მოშიშვლებული დეკოლტე და სუნამოს სურნელი, რომელსაც დიდი ხანი ვერ ამოიყვანდა თავისი თეთრეულიდან ან არც უნდოდა მათი ამოყვანა და თვეების განმავლობაში, არ რეცხავდა. ვიცი, არც ისე ესთეტიკურად ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა ზოგჯერ ამაშიცაა რომანტიკის მარცვალი.
- ყოველთვის გამოგდის მასიამოვნო - ოფიციანტს წითელი, მშრალი ღვინო შეუკვეთა და სასხვათაშორისოდ მითხრა - დღეს დემუს გადავეყარე პატარა გოგონასთან ერთად.
- ჰოო? - თავი დავხარე. ჯანდაბა, ნეტა რა ტყუილი მოიფიქრა დემუმ და რად გაასაღა ბავშვი?
- ჰო. ასე თქვა, ჩემი ახალი შეყვარებულის შვილიაო.
- ეგრეა - დავეთანხმე წამსვე.
- ლამაზი ბავშვი იყო, საყვარელი ღიმილით.
- ანუ მოგეწონა?
- ჰო, ძალია. არადა, კარგები იყვნენ ეგ და მათე. რატომ დაშორნენ?
- ალბათ მათემ უთხრა, გიჟი ხარ და შენთან დარჩენილ ცხოვრებას ვერ გავატარებო ან რამე მაგდაგვარი - პასუხი შევაგებე ირონიულად.
- ცდილობ, სინდისი გამიღვიძო?
- არა, მაგისი იმედი არ მაქვს, რადგან ზედმეტად ღრმად სძინავს. მისი ხვრინვაც კი მესმის.
- ისევ ვჩხუბობთ?
- მე რა ვიცი, გინდა ჩხუბი?
- შენ ხომ ყოველთვის მომზადებული ხარ მაგისთვის - გაეცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს წარსულიდან პატარ-პატარა მოგონებები უღრღნიდნენ სულს.
- მოდი დავიწყოთ რა - ღვინო მოვსვსი.
- საჭმელი არ გინდა? მე ძალიან მშია.
- კი, შევჭამ რამეს.
- ისევ სტეიკი?
- არა, რამე ბევრი ყველით. სპაგეტს შევჭამ ალბათ, სხვა არაფერი მახსენდება.
- ორი სპაგეტი, ოთხი ყველით - სთხოვა მიმტანს - რითი დავიწყოთ? - შემომხედა.
- სახლით.
- აკი აღარ მინდაო?
- გადავიფიქრე, ისევ მინდა. ზედმეტად ლამაზია იმისთვის, რომ უარი ვთქვა. თან ჩემს სერიალს ასრულებენ ასე რომ უძრავი, მოძრავი და ყველანაირი ქონება დამჭირდება. ახლა შესაძლოა, ვნანობ კიდეც შენთან განშორებას. კარგი დრო იყო, ჩემი ხელფასი მთელი ექვსი წლის განმავლობაში, არ დახარჯულა.
- შემიძლია, ფინანსურად დაგეხმარო... ანუ ამ ყველაფრის გარეშეც.
- არა, გმადლობ. ისედაც მეხმარები, ნახევარ ქონებას მაძლევ ჩიჩის გარეშე და მეტად აღარ შეგაწუხებ, ეგენიც საკმარისი იქნება.
თავი დაბლა დახარა.
გაეცინა.
მემგონი, საერთოდ არ უშლიდა ნერვებს ჩემი ანგარებიანი საუბარი, პირიქით, ამხიარულებდა.
- პატარა, ჯიბრიანი ბავშვივით ხარ. წინასწარ ვგრძნობ, რომ რაც არ უნდა ვთქვა, შენ მაინც საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებ. რომც მეთანხმებოდე, მაინც.
- დღეს მაგის ხასიათზე არ ვარ. ნუ იდარდებ.
- კარგი, ანუ სახლს ვინაწილებთ?
- ჰო, შუაზე გავყოთ.
- რომელ სართულზე გინდა ცხოვრება?
- შაკო მეხუმრები?
- არა. თუ გინდა, მართლა გავყოთ და ბოლოზე მე ვიცხოვრებ, მეორეზე შენ, პირველზე დემუ.
- ნუ სულელობ! - არადა, საკმაოდ მაცდური წინადადება იყო.
- ანუ სახლს ვყიდით?
- არა, რას ამბობ - გული ლამის გამისკდა - ჯანდაბა, არ ვიცი შაკო. იდგეს ეგ სახლი თავის ადგილზე და ცხრილი გავაკეთოთ. კვირაში სამჯერ შენ იცხოვრე, ოთხჯერ მე ვიცხოვრებ.
- ეგ კაცების დისკრიმინაციაა.
- კაცი რომ ხარ, მაგის გამო არ გჩაგრავ.
- აბა?
- სულელი რომ ხარ და გული მატკინე, მაგის გამო გჩაგრავ.
- ძლიერი არგუმენტია - ამოიოხრა. - ჩვენი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ქონებიდან ასეთი თანხა დაგრჩება ალბათ შენ - საქმიანად ამოიღო ჯიბიდან საწერი კალამი, ხელსახოცზე რაღაც დაწერა და გამომიცურა.
- უხ შენი, ამის დედაც... - ენა ჩამივარდა - მოიცა, ეს ალბათ შუაზე გაიყოფა ხო?
- უკვე ნახევარია.
- ნახევარი? შემიძლია დღესვე გავიდე პენსიაზე - ვთქვი სიცილით. სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ მეცინებოდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი, აქამდე როგორ დავეშვი. შაკოსთან ერთად ვარჩევდი, ვის რამდენი თანხა დაგვრჩებოდა განქორწინების შემდეგ და ეს სამარცხვინო იყო, თავისმომჭრელი.
მე ვიყავი განსაკუთრებულად სამარცხვინო და ამას წყალი არ გაუვიდოდა.
- იცი რა? მეც მქონდა რაღაც შემოსავალი. - მონდომებით გამოვართვი საწერი კალამი და მეც დავწერე რიცხვი.
შაკოს რაოდენობასთან შედარებით, ნამდვილი დაცინვა იყო.
- ელენა მეხუმრები? - არც გამოურთმევია ხელსახოცი. - შენგან ფულის აღებას არ ვაპირებ.
- ანუ მე ცუდი ვარ და შენ კარგი? ეს უკვე ქალის დისკრიმინაციაა, ცოლის დისკრიმინაცია! - შევუღრინე ცოფიანივით.
- არა, ორივენი კარგები ვართ.
- ჰო და ეს ფული ანგარიშზე რომ დაგერიცხება, არც დამცინო და არც უკან დაბრუნება გაბედო! - ისევ ნერვიულად ვუბღვერდი.
ღმერთო, ვყვლეფდი კაცს.
ჩემს საყვარელ კაცს ძალიან ბევრ რამეს ვაკლებდი და თავად არაფერი მქონდა მისთვის შესათავაზებელი.
- საერთოდ, არ მინდა არაფერი. უბრალოდ ვეყრებით და მორჩა - ნერვები მომეშალა.
- გაგიჟდი ხო? ეს ყველაფერი შენია ელენა. არ მენანება.
- არაა ჩემი. მე რომ სახლში ვმჯდარიყავი და მედიასახლისა ან ბავშვები მეზარდა, მაშინ სწორი იქნებოდა მაგისი გამორთმევა, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკეთებდი, შოპინგი, მოგზაურობა, დასვენება, ძილი და კარგად ყოფნა იყო. არ შემიძლია. ღორობაა! ეგ შენი ოფლით ნაშოვნი ფულია. საერთოდ, რატომ ვსაუბრობთ ამაზე? ჩემი ბრალია, მე წამოვიწყე ეს დიალოგი.
- ელენა მაინც ჩაგირიცხავ ამ ფულს, ნუ ჯიუტობ. აი, ზუსტად ვიწინასწარმეტყველე. სულ სხვანაირად იყავი მომართული, ახლა კი ბავშვივით ცდილობ, ჩემი საპირისპირო აკეთო.
- მე ბავშვი ავიყვანე - წამოვიყვირე მოულოდნელად - ბავშვთასახლიდან ვიშვილე გოგონა და დემუსთან ვინც ნახე, ჩემი შვილია.
შაკო გაჩუმდა.
დაიძაბა.
დასერიოზულდა და ასე მეგონა, რომ იმ ძვირფას, მშვენირ თვალებში, ჩემი სიძულვილი ჩაჰგუბებოდა.
- გეხვეწები, ხმა ამოიღო - შევთხოვე ჩურჩულით.
თვალებს მაინც ახამხამებდა საბედნიეროდ, თუმცა ღვინით სავსე გამჭვირვალე ჭიქას მიშტერებოდა და ჩემსკენ არ იხედებოდა.
ან უბრალოდ, ეგონა რომ სჯობდა, არ დავენახე.
თავს იზღვევდა, ჩემი მოკვლისგან.
- შაკუნა! - წამომცდა სახელი, რომელსაც მოფერებით ვეძახდი ხოლმე.
წამოდგა, ვახშმის ფული მაგიდაზე დადო და გავიდა.
დავედევნე.
ცხოვრებაში პირველად, არეული, დაბნეული და დანაშაულის გრძნობით გაბერილი მივსდევდი კაცს, რომელიც ჩემგან გარბოდა.
თავის მანქანასთან მივიდა. წინ გადავეღობე და ჯიბიდან ამოღებული მანქანის გასაღები ხელიდან გამოვგლიჯე.
- გადაირიე? - დაიღრიალა.
- აი, ზუსტად ეს მინდოდა. მიყვირე, მეჩხუბე, გამიბრაზდი, ოღონდ ასე ჩუმად არ იყო.
- მომეცი გასაღები! - ხელი წამატანა. ვიცი, მომერეოდა, ამიტომ ავდექი და შორს მოვისროლე. ღამე იყო და მაინც არ დაუწყებდა ძებნას. - ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ხარ! - დაამატა ჩემს ქცევას.
- ნამდვილად შესაფერისი კომენტარია, არ მწყინს - წამოვიძახე ცოტა ნაწყენმა.
- ეს როგორ გაბედე? როგორ გაბედე? ტვინში აზრად როგორ მოგივიდა? - თითი საფეთქელზე მომადო.
- ბავშვთა სახლში ვიყავით. ის ყველაზე გამორჩეული იყო და... - თავს ვერ ვიკავებდი, მეტირებოდა.
- შენ და გიორგი იყავით ბავშვთა სახლში, როგორც მახსოვს. რა იყო, საერთო შვილი მოგინდათ? - ტონს არ უწევდა. მისი სიჩუმე უფრო მანერვიულებდა და მაშინებდა.
- რას ამბობ შაკო, რა საერთო შვილი? გიორგი არაფერშუაშია. ოდნავადაც არაა ამ საქმეში გარეული. უფრო სწორედ, გარეულია, მაგრამ იმ კუთხით არა, რომ მაგაზე ინერვიულო.
- აა, დიდი მადლობა, რომ გიორგიზე არ უნდა ვინერვიულო. სხვა ისედაც ბევრი მაქვს ხო სანერვიულო?
ქუჩის კუთხეში დადგა. ალბათ, იფიქრა, ტაქსს გავაჩერებო, მაგრამ ვცდილობდი, მაგაშიც შემეშალა ხელი და წინ გადავუდექი.
- მოდი ჩვეულებრივად, ცივილურად დავილაპარაკოთ - შევევდრე ცრემლებადქცეულმა.
- ეს მაგარი იცი. ერთ-ორ ცრემლს ჩამოაგდებ და მოწინააღმდეგე განიარაღებულია. მე რა გავაკეთო? მეც ვიტირო, რათა შენი სულელური საქციელები ავირიდო თავიდან?
- სატირლად ნამდვილად არ გაქვს საქმე. დავმშვიდეთ, დავსხდეთ და ჩვეულებრივად დავილაპარაკოთ. ან შეგიძლია, მაგიდა ამოაყირავო, ჭიქა მესროლო და ამაცილო, ოღონდაც ასე ავადმყოფურად მშვიდი ნუ ხარ.
- ჰო, შენთვის ადვილი სათქმელია, მე ხომ არ ამიყვანია ბავშვი - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. ოდნავ აბურდული ჰქონდა და სახეზეც ისეთი მანიაკური ქაოსი დამჩნეოდა, რომ ნორმალური ქალი ჩემს ადგილას, უკანმოუხედავად გაიქცეოდა. თუმცა, როგორც სხვა დანარჩენი ავადმყოფბა, ესეც გიჟივით მიზიდავდა. - წარმოდგენაც არ მინდა, რა ისტერიკებს გამართავდი, მე რომ იგივე გამეკეთებინა.
- ჰო, საშინელ ისტერიკას გავმართავდი - თავი დავუქნიე აკანკალებულმა. ახლა ის დრო იყო, სულ გარეწარიც რომ ეძახა ჩემთვის, ასე გავაგრძელებდი თანხმობის ნიშნად თავის ქანქარს.
- შენი დანახვა არ შემიძლია. მინდება, რომ რამე დაგიშავო - ზურგი მაქცია. არ განძრეულა, ასე ზურგშექცევით იდგა და ალბათ ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. აანალიზებდა ჩემს მიერ ჩადენილ საქციელს რამე გამართლება ან ლოგიკური ახსნა თუ ჰქონდა და პასუხს ისევე ვერ პოულობდა, როგორც მე.
- რაც გინდა, ის დამიშავე. უფლებას გაძლევ. - ვთქვი სლუკუნით. ვიცი, ტირილიც აღიზიანებდა, ამიტომ, სანამ არ მიყურებდა, იქამდე ვცდილობდი, სახისმანჭვით შემეკავებინა ცრემლები. რაღაც მომენტში, მიხაროდა რომ ვერ მხედავდა, რადგან საოცრად მახინჯი დასანახი ვიქნებოდი.
ცხვირსახოცი ამოიღო და ისე გამომიწოდა, არც შემოტრიალებულა.
- მადლობ. - ერთი მაგრად ჩავბერე.
- გამოყენებული იყო უკვე. ჩემ მიერ - მომაძახა ჩუმად.
- არაუშავს - ყველა მხრიდან გავანადგურე. - დაბრუნებას ალბათ არ მოინდომებ - ცრემლებიც მოვიწმინდე და ჩანთაში ჩავიდე. კაცმა რომ თქვას, გადასაგდები კი იყო, მაგრამ ვერ გავიმეტებდი ნაზი ნაჭრისა და პატარა, ცისფერი ყვავილებით მოქაგულ ცხვირსახოცს, რომელიც რატომ იყო მოსახოცი, ვერ ვხვდებოდი.
ღრმად ჩაისუნთქა.
- რატომ გააკეთე? - მკითხა წყნარად.
- შემიძლია ახსნა, თუმცა არ ვარ ამისთვის მზად.
- ბავშვი გინდოდა?
- არა იქამდე, სანამ მას დავინახავდი.
- შენი ვერ გააჩინე? - მკითხა ირონიულად. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ თავს დავდებ, ცხვირი რაღაცნაირად შეუთამაშდა და ცალი ტუჩით დამცინავად ჩაეცინა. თვალებიც სასტიკი გაუხდა ალბათ ამ დროს.
- მაგას როგორ მეუბნები შე საზიზღარო! - ზურგზე დაუნდობლად ჩავუბრახუნე.
კი შეიშმუშნა, მაგრამ მაინც არ გამოუხედავს ჩემსკენ. ალბათ გადამეტებულად ვეზიზღებოდი, ამ დროს რომ ვერაფრით შემოვაბრუნე.
- შენგან დღეს ისეთი რაღაცეები მოვისმინე, რომ მე რაც არ უნდა მოვინდომო, უარესს მაინც ვერ გეტყვი.
- კარგი, მართალი ხარ. – რამდენჯერმე მეც ღრმად ჩავისუნთქე ბრაზისა და ემოციის გასაკონტროლებლად. არ მიშველა. მაინც მიკანკალებდა ხელები და მუხლები. - პირველ რიგში, შემიძლია გითხრა, რომ გიორგი არაფერ შუაშია.
- აბა როგორ გამოგატანეს ბავშვი ასე უცებ?
- მაგ მხრივ, გიორგიც ჩავრიე, თუმცა ცდილობდა, ასეთი ნაჩქარევი დასკვნებისგან დავეზღვიე, ცდილობდა, გადაეფიქრებინა ჩემთვის. თუმცა უცნაურად, აუხსნელად ჩავიხვიე იდეა, რომ ლიზა ჩემი შვილი უნდა გამხდარიყო. არავინ არ მინდოდა მის გარდა. მომინდა, მეზრუნა მასზე ისე, როგორც არავიზე მიზრუნია. მომინდა, რომ ვიღაც ჩემზე დამოკიდებული ყოფილიყო. ვიცი, რა ეგოისტურადაც ჟღერს. აბა სხვა როგორ იქნებოდა? რა სულელური აკვიატებაა იმის სურვილი, რომ ვიღაცას სჭირდებოდე, ვიღაცა შენზე დამოკიდებული იყოს. ნებისმიერი ვიღაცა კი არა, ლიზა მინდოდა.
- ჰო, მაგარია. იქნებ მეც ჩამიწყოს გიომ და ვინმე ავიყვანო? შეთვალიერებული გექნება და ბარემ, რომელს მირჩევ?
- მოკეტე შაკო! - დავუყვირე - სათამაშო კი არ არის, ჩემმა ცოლმა აიყვანა, მოდი სამაგიერო გადავუხადო და მეც ავიყვანო, ბავშვზე საუბრობ.
- და შენ ვის ჯინაზე აიყვანე?
- ღმერთო, რა ხისთავიანი ხარ. ყველანი ხისთავიანები ხართ - დავიჭყივლე გაურკვეველი ჯიშის ჩიტივით - რატომ გგონია, რომ ასეთ ნაბიჯს შენ ჯინაზე გადავდგავდი? მართალია, შემიძლია უცებ გავბრაზდე და გავთხოვდე, რათა დაიტანჯო, დეპრესია დაგემართოს, ჩემი სახელის გამუდმებული ბოდვით გარდაიცვალო. ან შეიძლება, შუბლზე შაკო მივიწერო და მანქანას შევუვარდრე, რომ სინდისის ქენჯნამ გაგაწამოს დარჩენილი სიცოცხლე, საბოოლოოდ კი თავადაც სუიციდამდე მიხვიდე, მაგრამ ბავშვს არ ავიყვანდი შენს ჯინაზე. სხვა სიტყვებით როგორღა ავხსნა?
- ისეთი რამეები ჩამოთვალე, რომ ბავშვის აყვანის ფაქტმა ძალა დაკარგა - შემომხედა ოდნავ შეშინებულმა.
- შაკო, დაფიქრდი და გულახდილად მითხარი, არის ამაში რამე, ასეთი გასაბრაზებელი?
- გაბრაზებული არ ვარ.
- ნაწყენი ხარ, ვიცი.
- არც ნაწყენი ვარ. არ შეეფერება კაცს სიტყვა „წყენა“.
- კარგი, ანუ უბრალოდ არ გესიამოვნა, გასაგებია, მაგრამ ისე იქცევი, გეგონება კარადაში საყვარელი დამემალოს.
- ბავშვი კი დამალე კარადაში და... არ ვიცი, შეიძლება, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ შენი დანახვა არ მინდა ცოტა ხნით. - შემოტრიალდა და ხელიდან დამისხლტა, ტაქსი გააჩერა.
- მე წაგიყვან სახლში.
- არ მინდა, ვერ გაიგონე, რა ვთქვი?
- გავიგონე - ძალით მივუხურე ტაქსის კარი და მძღოლს თავი გავუქნიე, არ გვინდა-თქო. - სახლში მიგიყვან, მერე აღარ დამინახავ და ბედნიერი იქნები. - ნამდვილი ჯენლტმენივით გავუღე წინა სავარძლის კარი.
ეცადა, არ გასცინებოდა ჩაჯდომისას.
მე კი ახლა ის გამახსენდა, რომ როგორც სხვა დანარჩენი, ეს მანქანაც შაკოს ნაყიდი იყო.
- ეს თითქმის ადამიანის გატაცებაა - ამოილუღლუღა შაკომ.
- ცოტა უხერხულია იმის თქმა, რომ ამხელა კაცი გაგიტაცე - ნერვები მომეშალა, თან არც იყო ახლა ჩემი ნერვების მოშლის დრო, რადგან შაკო მყავდა დასაწყნარებელი.
არაფერი უთქვამს, ფანჯარაში იხედებოდა.
- შაკო - ვთქვი ჩურჩულით.
შენც არ მომიკვდე. სრული იგნორი შემაგება.
- იმაზე უარესად იქცევი, ვიდრე მე ოდესმე.
ისევ არ იხედებოდა ჩემკენ.
- ძალიან კარგი. ჩემი ნახვა და ჩემთან ლაპარაკი არ გინდა ხო? გაბუტვაღა აკლდა შენს იდეალურ თვისებებს. ახლა უკვე თავისუფლად ამოგშლი ჩემი ოცნების მამაკაცის ფანტაზიიდან.
სახლამდე მივიყვანე.
არც კი დამშვიდობებია.
ერთხელ დავუძახე და გამომხედა, ჯერ დაფიქრდა, ღირდა თუ არა იმის გაკეთება, რასაც აპირებდა. შემდეგ, ალბათ გადაწყვიტა რომ ღირდა და ძალიანაც შეცდა.
მომიახლოვდა.
- სჯობს ცოტახანს, საერთოდ არ ვიკონტაქტოდ. მემგონი, ორივესთვის უკეთესი იქნება. - გამომიცხადა სერიოზულად.
- ჰო, რა თქმა უნდა - დავეთანხმე ღიმილით.
სახლში სანამ მივიდოდი, იმაზე ვფიქრობდი, მისი სიტყვების შემდეგ, რომელიმე ბოძს თუ შევასკდი, ნეტა რამდენად ძლიერად შეაწუხებს სინდისი-თქო, თუმცა სისულელე იყო ასეთი აზრები, რადგან ბავშვი მყავდა, რომელსაც ვერ დავტოვებდი.
ვერც დემუს დავტოვებდი.
ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ საჭირო ვიყავი გარშემომყოფთათვის.
სახლში რომ დავბრუნდი, ლიზას ეძინა.
ახალი ღიავარდისფერი საწოლი ეყიდა დემუს, გვერდით ტუმბო ედო და იმავე ფერის ლამაზი სანათიც.
- ელენა, მოხვედი? - მკითხა და თვალები გაახილა.
- ჰო, მაპატიე, რომ ვერ მოგისწარი, ჩვეულებრივ, სახლში უფრო მეტ დროს ვატარებ.
- არაუშავს, ბიძიასთან ერთად ბევრი ვიმხიარულე.
- ბიძიასთან? - გამიკვირდა და გამეცინა.
- ასე მითხრა, ბიძია დამიძახეო.
- ჰო, ლოგიკურად ჟღერს - გვერდით მივუწექი. - რეები გააკეთეთ?
- თავისი საყვარელი მაღაზიები მომატარა. ასე თქვა, აქ ბევრი არაფერია, რაც მიყვარს, თუმცა ზარას არაუშავსო.
- მაგას ამერიკაში აქვს საყვარელი მაღაზიები.
- მანჰეტენზე ხო? მომიყვა, როგორ დადიოდით შენ, ის, შაკო ბიძია და შენ ყველაფერს ყიდულობდი, რაც ხელში მოგხვდებოდა.
- მოდი, შაკოს ბიძიას ნუ დავუძახებთ კარგი? უბრალოდ შაკო იყოს, თორემ შეიძლება მე და დემუს გაგვიბრაზდეს მსგავსი სახელწოდებისთვის. მიდი, გააგრძელე ძილი. ხვალ დილიდანვე მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, კარგი?
- კარგი - თქვა ბედნიერად და თვალები დახუჭა. - არ მაკოცებ? - მკითხა მოულოდნელად.
- რა თქმა უნდა - ორივე ლოყაზე ვაკოცე ღიმილით.
- კარგი სუნი გაქვს - მომესმა კომპლიმენტი.
ღიმილით გამოვედი სამზარეულოში.
რა თქმა უნდა, დემუ ჩვენთან ერთად იყო.
- არაჩვეულებრივი ბავშვია - ეგრევე მახარა - პელმენები ვიყიდეთ, თუ გინდა გაგიკეთებ და ვჭამოთ.
- არა, გმადლობ. სპაგეტი ვჭამე. მართალია, ვერც გემო გავიგე და ბოლომდეც არ დამცალდა მირთმევა, მაგრამ მეყო.
- რა მოხდა? იჩხუბეთ?
- მემგონი ვეზიზღები. ლიზაზე ვუთხარი.
- ეგ ჯერ არ უნდა გექნა. მაგისთვის წინაპირობა მქონდა შემზადებული. სადმე, სკვერში შევეჩეხებოდით ბავშვთან ერთად, გვეთამაშებოდა. თან ლიზა ძალიან საყვარელია, შეხედავს თუ არა ადამიანს, ეგრევე აიძულებს, რომ უყვარდეს. შემდეგ ვახშამზე დავპატიჟებდით, ბავშვიც თან გვეყოლებოდა, ვითომ ჩემმა შეყვარებულმა დაგვიტოვა. თან შეყვარებულიც მარტოხელა, მელანქოლიურ და სექსუალურ მამიკოდ წარმოვიდგინე. ნელ-ნელა შეუყვარდებოდა ბავშვი. ერთ მშვენიერ დღეს, მივაჩეჩებდი და ვეტყოდი, ძალიან მეჩქარება, ცოტახნით დაიტოვე-მეთქი და შეეჩვეოდა. ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ, მადლობაც გადაეხადა შენთვის, რომ აიყვანე.
- აშკარად შენი გეგმა სჯობდა.
- ჰო, მაგრამ მოუთმენელი ხარ. ეწყინა ხო?
- ხმას აღარ მცემს. ბოლოს გამომიცხადა, სჯობს ერთმანეთს საერთოდ თუ არ შევხვდებითო.
- რამდენიმე დღეც ვერ გაძლებს - ხელი გადამხვია - როგორ შეიძლება, ნატურალმა კაცმა ერთხელ მაინც დაგინახოს და მერე შენზე ოცნება ამოიგდოს თავიდან? დებილია ეგ შენი შაკო. ისე უყვარხარ, ყველაფრის ეშინია, მაგრამ მისიც მესმის. გადამეტებული სიყვარული ზოგჯერ ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხელს.
- ნუ ამართლებ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და არა შაკოსი. როცა მოვკვდები, შენს თავს მას არ დავუტოვებ!
- ეგრე ქენი.
- ვერ ვიჯერებ, რომ მასზე გაბრაზებულად ყოფნის მაგივრად, იმას ვფიქრობ, როგორ შემოვირიგო - სიგარეტს გავუკიდე და ფანჯარა გამოვაღე - სხვათაშორის, ეს ბოლო საღამოა. ამის შემდეგ, აივანზე ვეწევით.
- რატო?
- ბავშვმა არ უნდა ისუნთქოს სიგარეტის კვამლი. მისი თანდასწრებითაც თუ არ მოვწევთ, უკეთესი იქნება.
- მე ჯანდაბას, მაინც სხვა სახლი მაქვს და იქ მოვწევ, მაგრამ შენ როგორ იზავ მაგას?
- ტუალეტში ჩავიკეტები და გამწოვს ჩავრთავ.
- ერთად როგორ დავლევთ?
- დავაძინებთ.
- მერე რომ გარეთ გასვლა და შაკოსთვის საშინელებების გაკეთება გინდება?
- მოტყუებით მოვიყვანთ და აქვე გავუკეთებთ საშინელებებს, რომ ბავშვი მარტო არ დარჩეს.
- მემგონი, არაჩვეულებრივი მშობელი, თუმცა საშინელი ადამიანი ხარ - გამომიცხადა დემუმ.
- ჰო არა? - ლოყაზე ვაკოცე. ზოგჯერ, სიყვარულის ბუშტი მისკდებოდა, დავიჭერდი და მთელ სახეზე ვკოცნიდი. ახლაც ასე დამემართა. ლოყებზეც ვეძგერე, შუბლზეც, ყელშიც.
- ამას შაკო ვგონივარ - ჯუჯღუნებდა ვითომ შეწუხებული. არადა, ძალიანაც მოსწონდა. ნამდვილი პატარა ბავშვი იყო. როგორც კი ფერებას დავუწყებდი, მაშინვე ეღვრებოდა გულში სითბო.
- შაკოს უფრო სხვანაირად ვეფერებოდი ხოლმე.
- ნანახი მაქვს როგორ ჰგლეჯდი კისერს. აუ რო ჭიდაობდით, გახსოვს?
- კი.
- ძიუდოზე უნდა შეეყვანე მშობლებს თავის დროზე. იმდენი ენერგია გაქვს, ვინ გადაჯოგო, აღარ იცი. ნუ გეშინია დაო, შაკოსთან მე შეგარიგებ.
- მომიყვან და ნეკი-ნეკისას გაგვაკეთებინებ?
- პირდაპირ საწოლში ჩაგიგორებ.
- მორჩი სისულელეებს.
დემუ რომ თავის სახლში წავიდა, ცოტახანს, ისევ საჭმლით შევიქციე თავი, სიგარეტი მოვწიე კვლავ ღია ფანჯარაში და შემდეგ გიორგის დავურეკე. ვიცოდი, გვიანობამდე ეღვიძა. ზოგჯერ, არც კი იძნებდა.
- აბა, როგორ მიდის საქმეები? - მკითხა მისალმებისა და ყოველგვარი შესავლის გარეშე.
- ცოტა მძიმე დღე მქონდა, თუმცა არამიშავს, საბოლოოდ, კარგად ვარ... ალბათ. შენსკენ რა ხდება?
- ჩემი ყოფილი ცოლი თხოვდება.
- ამას არ მოველოდი - უსიამოვნებისგან გამაჟრიალა. - გინდა, ჩემთან ამოხვიდე? დავილაპარაკებთ და ცოტა ვისკის დავლევთ.
- მინდა. ლიზას სძინავს?
- ჰო.
- 15 წუთში მოვალ.
- კარგი, რამეს მოგაფიქრებინებ, არ ინერვიულო.
ჩუმი სიცილის შემდეგ, ტელეფონი გათიშა და ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ათ წუთში, კართან ამეტუზა.
ისეთი შენიღბული იყო, ცოტახანს ვაკვირდებოდი, მართლა გიო იყო თუ ვინმე მძარცვავდა.
- მოიცადე, შენ აქ იდექი, როცა დაგირეკე? - ვკითხე სიცილით.
- ნერვები როცა მეშლება, მარტო ვსეირნობ მანქანით. თან ღამეა და საცობებიც არაა.
- მოდი, მოდი - ვისკის ჭიქა უკვე გამზადებული მქონდა მისთვის - იმ დებილს მიჰყვება?
- ჰო.
- დალაპარაკება არ სცადე?
- არა.
- გინდა, ქორწილიდან მოვიტაცო? - ვკითხე სრული სერიოზულობით.
- რას ამბობ?
- არა, მართლა. შენ რომ მოიტაცო, ეგ ამბავი მალე გასკდება, მთელი ინტერნეტსივრცე მოძალადეს დაგიძახებს და მე შემიძლია, ეგ ყველაფერი ხმაურის გარეშე გავაკეთო. მართლა გეუბნები. მის სახლში ავძვრები ფანჯრიდან, დაველაპარაკები და წამოვიყვან.
- სერიოზულად გიჟი ხარ. თან მეცხრე სართულზე ცხოვრობს - გაეცინა და დალია. - ძალიანაც არ შემძრა ამ ამბავმა. თითქოს, ამოვისუნთქე. ასე მეგონა, მასზე ფიქრს მხოლოდ სიკვდილი შემაწყვეტინებდა: ან მე რომ მოვმკვდარიყავი და ან ის. ახლა კი, უბრალოდ დასრულდა ყველაფერი.
- გამოგიტყდები და მეგონა, ერთი-ორ ჭიქას მიამსხვრევდი სიმწრისგან, ვენებს გადაიჭრიდი ან საქმროს დაუჭერდი.
- ადრე მეც ეგრე წარმომედგინა.
- ნატალის თუ მოიყვანს ცოლად, უბრალოდ ავდგები და მოვკლავ. მაგრამ შაკოს მემგონი ვერ მოვკლავ, იმ გოგოს ადვილად გავიმეტებ. შემდეგ შეგევედრები, რამდენიმე საათი მომცე, რომ მე, დემუ და ლიზა ქვეყნიდან გავიქცეთ... ნაბადში გახვეულ შაკოსაც გავიყოლებ.
- საშინლად ჟღერს.
- აი, ხომ ხედავ რა ეგოისტი ვარ? შენ უნდა გესაუბრა შენს გრძნობებზე და ისევ შაკო ჩავაკვეხე.
- არა, გრძნობებზე არაფერია სალაპარაკო. იცი, ჩემი ყველაზე უცნაური ამბავი ეგ არ არის.
- აბა, გისმენ.
- დღეს სკოლიდან ბავშვები მოვიდნენ პარლამენტის სასახლის დასათვალიერებლად. მასწავლებელიც მოჰყვა. ძალიან ლამაზი ქალი იყო. შენნაირი, გრძელი თმა ჰქონდა, ხავერდოვანი, ოღონდ ღიაწაბლისფერი. თაფლისფერ თვალებს ყველა მიმართულებით აცეცებდა, არ უნდოდა, ბავშვები დაჰკარგვოდა. რაღაცნაირი, მკაცრი იყო. იცი რამდენი ხუმრობა ვუთხარი ბავშვებს, ოღონდაც კი ამ ქალს გაეცინა? წარბიც არ შეუხრია.
- მერე, მერე? - ძალიან დამაინტერესა. თან ისეთი გრძნობით ყვებოდა, მივხვდი, როგორც იქნა, რაღაცაზე ან ვიღაცაზე გადაიტანა ყურადღება.
- რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვებს. სამი გრამატიკული შეცდომა შემისწორა იმ ქალმა საუბრისას. კიდევ კარგი, ჟურნალისტები არ იყვნენ. მეც უფრო დავიბენი და რა სისულელეები ვილაპარაკე, კაცმა არ იცის. იცი რა? მეც ხო ადამიანი ვარ?
- გიოს გოგო მოეწონა, გიოს გოგო მოეწონა - წავიღიღინე.
- ეტყობა, მაგრად ვერ იტანს მთავრობას. ისეთი სახით მიყურებდა, ლამის არსებობისთვის მოვიხადე ბოდიში. ვერ წარმოიდგენ, რაები ვაკეთე. ფოკუზები ჩავუტარე ბავშვებს და ამ ქალს ერთი ღიმილიც არ დასცდა.
- ეგრე ძალიან მოგეწონა?
- აქამდე ხომ შენ მეგონე ყველაზე ლამაზი ქალი დედამიწაზე? ახლა ის მგონია - გამომიტყდა.
- დიდი მადლობა, ნამდვილი კომპლიმენტია. ის გოგო შაკოს არ ანახო!
- არც ვაპირებ. ისე აქებ მაგის ტრ*კს, უკვე მეც მეშინია რომ უკანა ხედს დავუნახავ და შემიყვარდება.
- გამებუტა და ხმას აღარ მცემს, იცი?
- ლიზაზე გაიგო?
- ჰო, მაგრამ შაკოზე ლაპრაკი არ გვინდა. ახლა შენ მაგ ქალის მისამართს გაიგებ და ყველაზე ლამაზ თაიგულს გაუგზავნი.
- გაგიკვირდება და ჩემგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ცხოვრობს.
- გაუგია უკვე.
- ელე, ქართულზე ხო არ შევიდე? - მკითხა სერიოზულად. - ქართულის მასწავლებელია.
- კი, უთხარი, აბიტურიენტი ვარ-თქო და გაგატარებს ეროვნულების მასალას.
- არა, სერიოზულად გეუბნები. ვეტყვი, რომ გამართულად მინდა ვიმეტყველო კამერის წინ.
- არ ვიცი, მაგ ქალმა რა შეცდომები გიპოვნა, მშვენიერი ორატორი ხარ. აქამდე, თვალ-ყურს არ გადევნებდი, თუმცა მერე იუთუბში ჩაგწერე და მშვენივრად მეტყველებ ყველანაირი გამოსვლისას.
- ისევ თაიგულს გავუგზავნი.
- იქნება გათხოვილია?
- არა - თავი დარწმუნებით გააქნია - არც ქმარი ჰყოლია, არც შვილი. შეყვარებულიც კი ვერ გამოვუნახე ბოლო 5 წლის განმავლობაში. სახლი-სამსახური, სახლი-სამსახური. მხოლოდ ასეთი ბიოგრაფია აქვს. მემგონი, ადამიანებსაც ვერ იტანს იცი?
- ეგ საიდანღა დაასკვენი?
- ბავშვებს ცოტა ზიზღით უყურებდა.
- ჩემი კლონი შეგიყვარდა?
- ვიხუმრე. მოიცა, კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა - თქვა სიცილით. - ნასამართლევია.
- რაა ბიჭო? - სკამიდან წამოვხტი და ისტერიკული სიცილი ამივარდა. რამდენიმე წუთს, ვერ მოვსულიერდი.
გიოსაც მაგრად ეცინებოდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა იმ ქალის ნასამართლეობის ფაქტი.
- ჰო, ნასამართლევია.
- რაზე?
- აუ, არ გაგეცინოს იცოდე.
- კარგი, კარგი - ვისკის ორი ყლუპი დამატებით მოვწრუპე და მივხვდი, ცოტა შეჟუჟუნებული ვიყავი, თან კარგ ხასიათზეც.
- მეზობელს კატა მოჰპარა.
ამის თქმა იყო და იმხელაზე ვიკივლე, კიდევ კარგი, ბავშვს არ გაეღვიძა.
იმდენხანს ვიცინოდი, სანამ უხერხული არ გახდა ჩემ საქციელი.
- არ დააპატიმრეს?
- არა. განაცხადა, რომ ცუდად ექცევა, უკანალში პანღურებს ურტყამსო.
- კატა ვის დარჩა?
- არ ვიცი.
- რა ჰქვია?
- ყველაზე ლამაზი სახელი - მითხრა ღიმილით - ლიდია კამილია.
- როგორ მელოდიურად ჟღერს? ჰო და, ლიდიას გაუმარჯოს - ჭიქები მივუჭახუნეთ ერთმანეთს.
მერე დაახლოებით, ნახევარი საათი, ყვავილებს ვარჩევინებდი.
ვურჩიე, წითელი ლილიები გაეგზავნა. ვარდი უკვე მოძველებული იყო.
- ისე შეყევი შენ ამ თაიგულის არჩევას, რომ სჯობს, შენც გაჩუქო.
- არა, მე არ მინდა. დიდად არ მიყვარს ყვავილები, თუმცა შაკოს გავუგზავნი. შენ ლიდიას გაუგზავნე, მე - შაკოს.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. ახლა არ მოელოდება, რომ ნაბიჯს გადავდგამ. მიყვარს, როცა შოკირებულს ვტოვებ. ყველაზე საყვარელია გაოგნებული, თავისი ლამაზი თვალები გაუფართოვდება მოულოდნელობისგან და მერე გაუცნობიერებლად ჩაიღიმებს.
- შენნაირი შეყვარებული ჯერ არავინ მინახავს.
- კარგი ერთი. შენს თავს შეხედე. ერთხელ ნახე ქალი და უკვე გულები გინთია თვალის გუგების მაგივრად - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა.
- ვუგზავნით უკვე?
- ხვალ დილას. რამე წარწერას არ გაუკეთებ?
- არ ვიცი. მირჩევნია, არ იცოდეს, ვისგანაა.
- აბა რა მნიშვნელობა აქვს ეგრე?
- ესიამოვნება უბრალოდ.
- ღმერთო, რა უანგარო ხარ. - თვალები დავუქაჩე - ასეთი რამე მაინც დავურთოთ „ყველაზე მშვენიერ ქალს სამყაროში“.
- ეგ შეიძლება. შენ რას მიაწერ? „ყველაზე მშვენიერ კაცს სამყაროში“? ან თუ გინდა, ხალხს შემოვიკრებ და ყველას დავაგზავნინებ მესიჯებს წარწერით: „შაკო, შეურიგდი ელენას“.
- ეგღა მაკლია - ისე ჩავიფხუკუნე, სიცილი კი არა, მომაკვდავის ხროტინი გეგონებოდა.
- დათვერი?
- მაგრად. დილას გავაგზავნოთ ხო?
- ახლა მაინც არავინ მუშაობს ელენა, ღამის 3 საათია. ხვალ ორივეს მე გავგზავნი და ვნახოთ, რომელი უფრო ადრე შევაბამთ.
- შაკოს შებმა არ მინდა - შევიცხადე.
- მე მაინც ნუ მატყუებ.
- არ გატყუებ.
- კარგი, ვითომ დავიჯერე. წავალ სახლში და დავფიქრდები, თაიგულის მომდევნო ნაბიჯი როგორი უნდა იყოს.
- მაგას მე მოგაფიქრებინებ. მთავარია, რომ ყველაფერზე თავი უქნიო და არ გააბრაზო, თორემ ხომ ხედავ, შაკოს ერთი წელი დასჭირდა ჩემს ხელში ჩასაგდებად.
- მემგონი, სჯობს პირდაპირ შაკოს მივადგე რჩევისთვის.
- ვითომ რატომ? - არ მესიამოვნა.
- იმიტომ, რომ საბოლოოდ, ისე ჩაგიგდო ხელში, ერთ წინადადებასაც ვეღარ ამბობ მისი სახელის უხსენებლად.
- რაღაც აღარ მომწონხარ, იცი? - ნერვები მომეშალა.
- კარგი, მე ახლა წავალ. შენც დაიძინე. თაიგულების ამბავს მე მივხედავ და მალევე შევიკრიბოთ სათათბიროდ. ისე, მათი რეაქციებიც მაინტერესებს. ნეტავ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შემეძლოს, ვიდეოთვალს დავუმონტაჟებდი სახლში.
- მოიცადე, ასეთი რამ შეგიძლია? - დავიძაბე. - სიგნალიზაციიან სახლშიც?
- რა თქმა უნდა - ისე გაეცინა, თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს - მაგრამ ახლა თუ აპირებ მთხოვო, რომ შაკოს სახლში ჩემი ხალხი ჩუმად შევგზავნო და სათვალთვალო კამერასთან ერთად, მოსასმენი აპარატურაც დავუყენო, უარს გეტყვი.
- ნახვამდის - ვუთხარი გაბუსხულმა.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
მისი წასვლის შემდეგ, ლიზას დავხედე. დაახლოებით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რაიმე ძალიან ძვირფასს, სასურველს რომ შეიძენ და რამდენიმე წუთში ერთხელ ამოწმებ, რწმუნდები, რომ რეალურია.
ასე მჭირდა ლიზაზეც - ზოგჯერ სიზმარი მეგონა.
ნამდვილ სიზმრებს რაც შეეხება, იმ ღამით, ძალიან ღრმად ჩამეძინა და შაკო ვნახე. ორი რამით მივხვდი, რომ რეალობა არ იყო: შაკო აღარ ბრაზობდა და თან გვერდითაც მეწვა.
- როდემდე უნდა გაგრძელდეს? - მკითხა ღიმილით. სახით ჩემკენ გადმობრუნდა.
ვინ თქვა, სიზმარში სუნს ვერ იგებენო? იმდენად მძაფრად მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი მისი სურნელი, რომ ძილშიც ცხადად ვგრძნობდი.
- იქამდე, სანამ რომელიმე არ გავტყდებით - ვუპასუხე მე.
- გავტყდებით? უკვე ნაწილებად ვართ დაშლილები პატარავ.
- ეტყობა, არასაკმარისად დაიშალე, რადგან სხვა გაიჩინე ბაჭია! - ქვეცნობიერს მაინც არ ტოვებდა ჩემი ეჭვიანი ბუნება.
- ბაჭიას ნუ მეძახი! - თვალები დამიბრიალა - იქნებ, უბრალოდ ხმის გამცემი მჭირდებოდა? დემუ თან წაიყვანე და ვერაფერს ვეტყვი ჩემს გრძნობებზე, ეგრევე შენთან დაფქვავს ყველაფერს. ძმაკაცებთან კი ცრემლებად ვერ დავიღვრები. ჩიჩისთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც ვერ მპასუხობს სათანადოდ.
- ცრემლად დაღვრამდეც მიგიყვანე?
- შეიძლება.
- მერე რას შვრება ფერია ნატალი, სათანადოდ გწმენდს ცრემლებს?
- შენგან განსხვავებით, ცოტათი მაინც მიმსუბუქებს...
- უჩემობას?
- ჰო.
- მე რომ არავინ მიმსუბუქებს? მე რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები, როგორ მენატრები?
- შენ ბავშვები გყავს - სიზმარშიც გაახსენდა, რომ გაბრაზებული იყო მგონი.
- ბავშვები?
- ჰო.
- დემუსაც გულისხმობ?
- რა თქმა უნდა.
ორივეს გაგვეცინა.
- ნეტავ, როდის მიხვდები, რომ დამნაშავე ხარ? - მკითხა მოულოდნელად.
- დანაშაულის აღიარება არაა ჩემი სტილი.
- არც ჩემი.
- მაშინ, რა ვქნათ? - ორივე დავსერიოზულდით.
- მაშინ გვტკიოდეს.
- კარგი - თვალები დავხუჭე და მის სუნთქვას დავუდარაჯდი.
დილით, ჭურჭლის ბრახუნმა გამაღვიძა. დემუ და ლიზა მაგრად ჟრიამულობდნენ. რთული აღმჩნდა ორშვილიანი მარტოხელა დედობა. ცოტახანში, სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგონე და ლიზაც ვიხილე ჩემს საწოლთან ატუზული, ყურებამდე გაკრეჭილი.
- დილა მშვიდობისა - მივესალმე და წამოვდექი, ხელში ავიყვანე. ამ აყვანის ასაკს კი კაი ბლომად იყო გადაცილებული, მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა, რთული იყო, მისგან თავი შორს დამეჭირა. თავადაც არ დაბნეულა, კენგურუსავით შემომახვია ფეხები და თავი კისერში ჩამირგო.
- დილა მშვიდობისა - მითხრა სიცილით. - ბიძიამ სენდვიჩები გააკეთა. იტალიური ტოსტებიაო, ამბობს.
- ბიძია რომ არ გვყავდეს, შიმშილით მოვკვდებოდით.
საუზმის შემდეგ, დემუ სამსახურში წავიდა. მე კი ჯერ ბავშვი დავბანე, მერე მე გადავივლე და იმდენ ხანს დავსვი გამათბობელთან, სანამ არ შემომჩივლა, გავხმიო. სადმე, გასართობად მინდოდა გამეყვანა და დედაჩემისგან ვიცოდი, რომ ახლადაბანილს შეიძლებოდა, მენინგიტი დამართნოდა.
დემუმ დამირეკა.
მკაცრად მომთხოვა, ბავშვი ზოოპარკში კი არა, იქვე, ახლოს, სკვერში წამეყვანა. ვიფიქრე, მორიგი შიზოფრენიული შემოტევა აქვს-თქო და დავემორჩილე, მაგაზე როგორ ვაწყენინებდი?
კარგა ხანს, საქანელაზე ვიქანავეთ მე და ლიზამ. ბავშვებს რომ არ ვსვამდი და ამხელა ქალი, პატარასავით მხიარულად ვიქნევდი ფეხებს, ეგ უკვე მეათასედ ამტკიცებდა იმას, რომ ჩემთვის ადამიანის ნდობა, დიდი სისულელე იყო.
არაუშავს. მაგაზე მეც და ლიზაც, თვალს ვხუჭავდით.
ძალიან დავიღალეთ. სკამზე ჩამოვსხედით და იმაზე ვბჭობდით, ბურგერები გვეჭამა თუ პიცა. ძალიანაც არ მინდოდა, ბავშვი ამ ყველაფერს მისჩვეოდა, თუმცა თან არაფერი ჰქონდა გასინჯული და ვერ მოვაკლებდი პირველად პიცის ჭამის სიამოვნებას.
სრულიდან მოულოდნელად, შაკო დავინახე. უფრო სწორედ, მისი მანქანის ხმამ წაგვართვა ყურთასმენა. ჯერ ისეთი სიჩქარით მოვიდა, კილომეტრის მოშორებიდან თავზარი დაგვეცა ყველა იქ მყოფს. შემდეგ გადმოვიდა და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ასეთ დროს, ვიჯექი, თორემ უთუოდ, დავარდნისთვის ვიქნებოდი განწირული.
ჩემთან მოირბინა. თვალებში მაინც არ გვიყურებდა არც ერთს.
- დემუ სადაა? - მკითხა აფორიაქებულმა.
- სამსახურშია - ვუპასუხე, ჯერ კიდევ, შოკში მყოფმა.
- რას ამბობ? მესიჯი მომწერა, სასრიალოდან გადმოვვარდი და ბეტონზე ვგდივარ პარალიზებულიო.
მაგრად გამეცინა.
არ ვიცი, იმ დროს, შაკოს შემხედვარემ როგორ შევძელი, მაგრამ რიგიანად კი ვიცინე. აი, ზუსტად მაგაში მდგომარეობდა დემუს განსაკუთრებულობა, შეეძლო, მაშინაც გავეცინე, როცა მღელვარებისგან ფეხები მეკვეთებოდა და თავად, საერთოდ არ იყო შორეახლოს.
- და შენც დაიჯერე, რომ ამხელა კაცი, სასრიალოდან ჩამოვარდა?
- რა თქმა უნდა. ის ხომ დემუა!
- ეგეც მართალია. პრინციპში, დამაჯერებელი იქნებოდა.
წამით, მდუმარება ჩამოწვა.
ისევ მე დავარღვიე.
- ეს შაკოა, შაკო, ეს ლიზაა... ჩემი ბავშვი - ვეცადე, ბოლო ფრაზისთვის ხაზი არ გამესვა, მაგრამ რაც არ უნდა ჩურჩულით მეთქვა ეს სიტყვები, მაინც ხმამაღლა ჟღერდა.
- ვიცნობთ ერთმანეთს - ისე თქვა შაკომ, გეგონება, თავისი ხნის ადამიანზე ამბობდა და არა პატარა ბავშვზე.
ასეთი ტიპი იყო.
შეეძლო, ხელი ჩამოერთმია და თავისი აქციების ფასით ეტრაბახა. მერე მიმხვდარიყო, რომ ზედმეტად უადგილო იყო ბავშვთან ამ თემის განხილვა და გასცინებოდა უხერხულად.
ბავშვს ნაძალადევი ღიმილით გახედა, თუმცა ალბათ ყველა ის თვისება და დეტალი დააფიქსირა მასში, რამაც მე გადამიყვანა ჭკუიდან და შემდგომ უკვე, რეალური ღიმილიც გადაეფინა სახეზე.
- თაიგული მივიღე.
- რა თაიგული? - ვითომ არ ვიცოდი. თან იმასაც ვერ ვხვდებოდი, უნდა შემმჩნეოდა, რომ მე გავუგზავნე თუ არა.
- ლალიო, მიმოზაო თუ რაღაცაო. აღარ მახოვს, რა მითხრა კურიერმა.
- ლილიები დებილო! - ნერვები ამეშალა - არა, არ ვიცი, რა თაიგულზეა ლაპარაკი - ცაში ავიხედე. სხვა რა მექნა ასეთ დროს?
- ჰო, ნადმვილად არანაირი კავშირი არ გქონია. ახლა დავრწმუნდი - გვერდზე ჩამომიჯდა სიცილით.
- მისმინე, დემუ ცოტა ვერაა და არ გაუბრაზდე. ხო იცი, გიჟდება მაჭანკლობაზე და ჩვენზეც.
- თემა ნუ გადაგაქ! დემუს როდის ვეჩხუბებოდი? ისევ ყვავილებს დავუბრუნდეთ.
- კარგი, აბა რა გაინტერესებს ყვავილებთან დაკავშირებით?
- რას ნიშნავდა?
- სახლში მე აღარ გყევარ, ჩემი დანახვა აღარ გინდოდა და ვიფიქრე, სინაზე, სილამაზე, მშვენიერება სხვანაირად როგორ გავახსენო, რა არის-თქო? ამიტომ, ყვავილები გამომიგზავნე.
- ეგ მიზეზი ახლა მოიფიქრე?
- ჰო და ვამაყობ საკუთარი გონებით - ვთქვი გაკრეჭილმა.
მერე ჯერ შაკოს შევხედე, მერე ლიზას.
ჯანდაბა! მაგრად ჰგავდნენ.
შაკოც კი ამჩნევდა, თუმცა არ იმჩნევდა.
- ანუ ცრუ განგაში იყო და არანაირი დაზიანებული კაცი არ გორავს - ფეხზე წამოდგა.
- და შენც მიდიხარ - წამოვილუღლუღე.
- აბა რა ვქნათ? ბავშვი ერთად ვასეირნოთ, ვივახშმოდ და თავი მოვიკატუნოთ, ვითომ ბედნიერი ოჯახი ვართ? - მკითხა ირონიულად.
- შენი გასეირნება არ გვჭირდება - წამოაძახა ლიზამ.
ლამის თვალთ დამიბნელდა ჯერ შაკოს კითხვაზე, მერე ლიზას პასუხზე.
შაკოც გაოგნებული ჩანდა და სიტყვებს ვერ პოულობდა.
- არც შენი გასეირნება გვჭირდება და არც ისე დიდი ხანია, რაც ოჯახი აღარ ვართ - ბავშვს ხელი მოვკიდე და შაკოსგან წავედით.
- ელენა, სხვა რამის თქმა მინდოდა - აღელდა ის.
გამოვხედე.
ცალი წარბი გაჭირვებით ავწიე (კი არასოდეს გამომდიოდა, მაგრამ ძალიან მომწონდა, როდესაც ლამაზი, დახვეწილი ქალები აკეთებდნენ ასე დაძაბულ მომენტებში).
- ყველამ კარგად ვიცით, რომ პირდაპირ აყრანტალებ ყველაფერს...ყოველთვის! - მივაძახე და იქაურობას გავშორდით.
ცოტახანი, ხმას ვერ ვიღებდი.
არ მსურდა, ბავშვთან შემემჩნია, რომ ცუდად გავხდი. ასე ხდებოდა ყოველთვის, როცა შაკოსთან დაძაბული საუბარი მქონდა: მე წნევა მიწევდა, ის ალბათ ნატალისთან მიდიოდა. მეც წავიდოდი დიდი სიამოვნებით სხვა კაცთან, თუმცა ყოველთვის ხომ ვერ ხერხდება ასე? სხვა ვერასოდეს გვეხმარება იმ ტკივილის დაძლევაში, ვინც კონკრეტულმა ადამიანმა მოგვაყენა. სხვა მაინც სხვად რჩება, ვერც გართობს, ვერც გამსუბუქებს, და საბოლოოდ, ვერც იყვარებ.
ნატალიც სხვა იყო.
არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან შაკოს ან ჰქონდა თუ არა საერთოდ, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადათ, ის მაინც ვერ გახდებოდა ელენა.
- უზრდელურად ვუთხარი? - მკითხა ლიზამ.
- არა. იმაზე კარგად უთხარი, ვიდრე მე ვცდილობ ხოლმე.
- გაწყენინა?
- კი.
- არადა, ძალიან ლამაზია - თავი დანანებით გააქნია.
გამეცინა.
დიდი გოგოსავით იქცეოდა უკვე.
- კარგი კაცია - ვუთხარი გულწრფელად - ძალიან კარგი, უბრალოდ, გაბრაზებულია და ზოგჯერ, მართლა არ გულისხმობს იმას, რასაც ამბობს.
- შენ რომ სხვა რამე უთხარი?
- იმიტომ, რომ ზოგჯერ ყველაფერი თუ არ გადაუმლაშე, სენტიმენტალური ვერ ხდება.
- ვერ გავიგე.
- ღმერთო, ზოგჯერ მავიწყდება, რომ პაწაწუნა ხარ და დიდივით გელაპარაკები - გამეცინა - ვცდილობდი, მისთვის თავი დამნაშავედ მეგრძნობინებინა.
- ასეთი ხრიკები საიდან იცი?
- გასწავლი ყველაფერს თანმიმდევრობით, მაგაზე არ ინერვიულო.
პიცერიაში შევედით. თან დემუს დავურეკე და მაჭანკლობისთვის მაგრად გავთათხე. პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც გალიაში გვამწყვდევდა მე და შაკოს, თუმცა ცოტათი უნიჭო იყო და არაფერი გამოსდიოდა. პრინციპში, სულ ტყუილად ვეძახდი უნიჭოს, მარტოსული, მარტოხელა მე ვიყავი და არა ის. თან ვინ იცის, ყველა დემუს რჩევა რომ გამეთვალისწინებინა, იქნებ ნაკლებად რთული ასატანი გამხდარიყო სამყარო. ცოტახანში, გიორგიმაც დამირეკა.
- აბა, რა ხდება შეყვარებულო ბიჭო? - ვკითხე მოუთმენლად. ძალიან მაინტერესებდა, იმ თაიგულის შემდეგ, რამე საინტერესო თუ მოხდა, თუმცა დარეკვა რაღაცნაირად მეუხერხულებოდა, არ მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ გამოუსწორებელი ცნობისმოყვარე ვიყავი.
- საშინელება, სრული კრახი - თქვა უგუნებოდ. თავიდან, ვიფიქრე ხუმრობს-თქო. აბა, ჩვეულებრივ, ნორმალურ ქალს თუ უგზავნი ყვავილებს, რატომ მოგტეხავს კისერს? ეს ხომ უბრალოდ ყვავილებია. ამით არც სექსს სთხოვ და არც იმას, გინდა თუ არა, რომანი გააბი ჩემთანო. ეს უბრალოდ ნაბიჯია, იმის ნიშანი, რომ ვიღაცას მოსწონხარ. აიღე ეს დაწყევლილი ყვავილები და შემდეგ გამოუცხადე, სხვა მყავს, შენთან არაფერი მესაქმებაო, მაგრამ ხომ უნდა გამოვნახოთ ქალებმა იმისი გზა, რომ ჩავუმწაროთ კაცს ყველაფერი?
მემგონი, ძალიან ნაადრევი დასკვნები გამომქონდა.
არც კი ვუსმენდი ნორმალურად.
- რა მოხდა გიო?
- უკან მომიბრუნეს. ქალბატონმა ლიდიამ კურიერს გამოუცხადა, არავითან გიორგი დავითაიას არ ვიცნობ, უთუოდ შეეშალათო და რომც არ შეშლოდათ, უცნობისგან საჩუქარს ვერ ავიღებო.
- უყურე შენ... რთული ქალბატონი ჩანს ლიდია. ძალიან გაბრაზდი?
- გავღიზიანდი. ვიფიქრე, როგორ არ ვახსოვარ. ან საერთოდაც, რას მეხუმრება ამხელა კაცს, თუ დავავიწყდი, ადგეს და დამგუგლოს-თქო. მერე გადავწყვიტე, რომ საერთოდ აღარ მჭირდებოდა მასთან ურთიერთობის ცდები, მაგრამ 15 წუთში გადამიარა, როცა დავინახე და გამახსენდა, რა ლამაზი იყო.
- სად დაინახე?
- მის სახლთან.
- მის სახლთან რა გინდოდა?
- ვუთვალთვალებდი - გამომიტყდა დარცხვენილად.
- აბა კარგად, საინტერესი იყო შენთან მეგობრობა, მშვიდობით - ვუთხარი სიცილით.
- ხომ იცი, რომ მანიაკი არ ვარ?
- აქამდე, ვერ გატყობდი, მაგრამ ახლა ცოტა დამაფიქრა შენმა ქმედებამ.
- კარგი რაა, დავიჯერო, შაკოსთვის არასოდეს გითვალთვალია?
- მოსაკლავი ხარ!
- რატომ?
- არასოდეს მითვალთვალია, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მემგონი, სჯობს ვუთვალთვალო, სად დაწანწალებს.
- არ მინდოდა, შენც ჩემნაირი გამეხადე - გაეცინა. - ახლა, რა გავაკეთო, ხომ არ იცი?
- არ ვიცი ჯერ. მე და ლიზა ზოოპარკში ვსეირნობთ, საღამოს რომ შემომიარო და მოვიფიქროთ რამე? ხომ გესმის, ბავშვიანი ქალი ვარ, რესტორნებში ვეღარ დავდივარ ჩემს ნებაზე.
- კარგი, აღარ მოგაცდენ და საღამოს გამოგივლი.
- ისე, ქვეყანას თუ მიხედავ მოქალაქეების თვალთვალის მაგივრად, უკეთესი იქნება - დავაგვირგვინე საფირმო ფრაზით და ბავშვს შევხედე - მაპატიე ლიზა, გიორგიმ დამირეკა და ცოტახანს, უყურადღებოდ დაგტოვე.
- არაფერია. გიორგი უფრო მოგწონს თუ შაკო?
- რეებს მეკითხები. გიორგი ჩემი მეგობარია, შაკო არაა მეგობარი. ახლა არ ვიცი, შაკოს რა ჰქვია, მაგრამ ოდესღაც, ჩემი ქმარი იყო.
- ანუ შაკო გიყვარს - სერიოზული დასკვნა დამიდო. - მასზე უფრო მეტს ლაპარაკობ და ეჩხუბები. მე ერთხელ, ლუკა მიყვარდა და სულ ვურტყამდი.
- ერთმანეთს რომ ვურტყამდით, მაგიტო დავშორდით.
- თქვენც ურტყამდით? - გული გაუსკდა.
- არა, გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი. უბრალოდ, ცუდად ვიქცეოდით. რთული ასახსნელია, შეიძლება, სერიოზულს არაფერს აშავებდე, მაგრამ მაინც არ ვარგოდეს შენი საქციელი.
- გასაგებია. ისე, აქედან თუთიყუშებს ვერ წავიყვანთ?
- ვერა საყვარელო. სხვათაშორის, შაკოსთან ჩემი ძაღლი ცხოვრობს და ზოგჯერ, შემიძლია მოვიყვანო.
- მართლა?
- ჰო.
- სულ რომ მოიყვანო?
- არ შემიძლია, კანონით, შაკოს ეკუთვნის, მაგრამ გულით მე... მე უფრო ვუყვარვარ, შაკოს ფაჩუჩებში აფსამდა, ჩემსაში არა.
- მაგარია - ჩაიხითხითა და ენოტის გალიაში შეჰყო ხელი.
- გამოწიე! - სასწრაფოდ გამოვაწევინე - ენოტის ცოფიღა გვაკლია, ისედაც ცოფიანი მშობელი ჰყავს და ეგ იკმარე.
ბამბის ნაყინიც ვჭამეთ.
კი არ მინდოდა, ერთი დღისთვის ამდენი კალორია, მაგრამ ბავშვის ყოლა თურმე მსხვერპლს მოითხოვს. სანამ ძილის დრო მოვიდოდა, კითხვაში ვამეცადინე. „ძ“ და „ხ“-სთან ცუდად გვქონია საქმე. დანარჩენი ასოები კარგად იცოდა, მაგრამ ერთად ვერ კითხულობდა გამართულად. მათემატიკაში უფრო გამართული იყო. შეიძლება ითქვას, მომავალი გენიოსიც მეზრდებოდა.
ზღაპარიც წავუკითხე ძილის წინ. ამ ბოლო დღეებს, მისი დაძინების შემდეგ, დიდხანს ვატარებდი ფხიზლად გიორგის ახალი დრამის გადამკიდე (რაც ძალიან მახალისებდა), მაგრამ მერე მთელი დღე, უძილობითა და შაკოთი გამოწვეულ ნევროზს ვებრძოდი.
გიორგი ისეთი ნერვებმოშლილი სახით მოვიდა, ვერც კი ვიცანი, რომ წინათ ნანახი მხიარული, საყვარელი კაცი და ეს გაღიზიანებული მინისტრი, რომელიც ეს-ესაა, ვინმეს უკანონოდ დააკავებდა, ერთი და იმავე ადამიანი იყო. აი, რა შეუძლია გაუკეთოს ქალმა სათნო მამაკაცს.
- აღარ ვიცი, რა გავაკეთო - შემომჩივლა.
- რა აღარ იცი? ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჩაგიფლავდა. შაკოს იცი რამდენი ჩაუფლავდა?
- ათასი?
- დიახაც.
- კარგი, სანამ მეათასემდე ავალ, რაღაც ეტაპები ხომ უნდა გავიარო? არც ვუყვარვარ, არც ვძულვარ, საერთოდ ვერ მიხსენებს. იქნება, მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?
- რაღაც მეეჭვება. ის ხომ მასწავლებელია? ვინ აიყვანდა თუ სკლეროზი აქვს?
- აღარაა მასწავლებელი, გამოაგდეს - თქვა დაღვრემილმა და უკვე თავისით მიაკითხა კარადაში ვისკის.
- რატომ გამოაგდეს?
- მშობელს ეჩხუბა.
- რაზე? - სიცილს გაჭირვებით ვიკავებდი. ესეც შენი ლიდია! საწყალმა გიორგიმაც შეძლო და არანორმალური მოიწონა.
- ისედაც უთვალთვალებ, მანიაკივით იქცევი და ბარემ, ვითომ სადმე გადაეყარე შემთხვევით. გაესაუბრე, სასაუზმოდ დაპატიჟე, დროდადრო, მსუბუქი კომპლიმენტებიც შეაპარე, მაგალითად, ძალიან ლამაზი სახელი გაქვს, ღიმილი გიხდება და მსგავსი სისულელეები.
- მთელს მსოფლიოში, ყველაზე მაგარი მასწავლებელი მყავს - ვერ მოითმინა და გადამეხვია. - მაგრამ მემგონი, ძალიან ამაყი და თავისებურია. მაგისი დათხოვნის ამბავი რომ გავიგე, ვიფიქრე, თავიდან ავაყვანინებ-თქო. დირექტორის დარეკილს არ პასუხობდა, მერე, სახლში მიადგა და ასე უთქვამს, არ გიცნობო.
- გიო - ვთქვი ხმადაბლა.
- რა იყო?
- შეიძლება იატაკზე დავვარდე და ვიცინო?
- მიდი.
თანხმობა გამომცხადა თუ არა, მართლა მოვიკეცე სიცილისგან. ისე, მაგარი იღბალი იყო ჩემთვის გიორგის გაცნობა, ცხოვრების რთულ ეტაპებზე, ცხოველივით ხარხარს არ მაკლებდა.
- გიჟია, გაანებე თავი. კიდე ეგეთი შარი გინდა? მერე, ახალ ამბებში ილაპარაკებენ, რომ ავადმყოფი გიყვარს.
- შენც ავადმყოფი ხარ და ათას ჭორს გვიგონებენ, მაგრამ პირდაპირ ჯერ მაგისი თქმა არავის უკადრებია.
- მე უბრალოდ, ჭკუამხიარული ვარ, სულ ესაა. არ გეჩვენება, რომ ძალიან უცნაურად იქცევა ეგ შენი ლიდია? იქნებ მისი ჯანმრთელობის ისტორიისთვისაც გადაგეხედა? ბიოგრაფია კი აითვისე და ეგეც არ გაგიჭირდება.
- ჯანმრთელია. გადავხედე უკვე. ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ ამ საოცარი ქცევებით უფრო მიზიდავს. წარმოიდგინე, რა მაგარი გოგო იქნება, როცა გავიცნობთ ან როცა... რა ვიცი...
- როცა ერთად იქნებით?
- თუნდაც.
- ჯანდაბა ბიჭო, სულ სამჯერ გყავს ნანახი. რაის ერთად ყოფნა, გაგიჟდი?
- მემგონი გავგიჟდი.
- ასეთი რა გარეგნობა აქვს?
- მარტო გარეგნობაზე არაა. სპეციფიური ხასიათი, სასიამოვნო მეტყველება, ხმაც ძალიან მაგარი აქვს, აბრეშუმივით თმა და კიდევ, ყველაზე მეტად რა მხიბლავს იცი ადამიანებში?
- არ ვიცი.
- საუბრისას, თითქოს ჰიპნოზს რომ გიკეთებს. შეიძლება, შენ საერთოდ არ გელაპარაკება, მაგრამ მისი ყველა მოქმედება და სიტყვა გაბრუებს, ოღონდ ძალიან სასიამოვნოდ გაბრუებს, გადუნებს, გთენთავს.
- ენერგო ვამპირია?
- პირიქით. სიამოვნებისგან, სად წამოწვე, აღარ იცი.
- მოგიკვდი შენ - თავზე მოვეფერე.
დემუ როცა მოვიდა, მე და გიორგი ჯერ კიდევ იმას ვბჭობდით, რა ტიპის ადამიანი იყო ლიდია ან საერთოდ იყო თუ არა ადამიანი.
- ვერ დაიჯერებთ, რა მოხდა - თქვა აღფთოვანებულმა.
- მოყევი და დავიჯერებთ.
- მათემ მითხრა, რატიანი აპირებს ახალი ფილმის გადაღებას, ქასთინგები დაიწყო და ალბათ ელენას მთავარ როლზე მიიწვევენო.
- მართლა? - გული ამიჩქარდა.
- ჰო და მაგ როლს თუ დაითრევ, აღარ იქნები უმუშევარი, მარტოხელა დედა, რომელიც ყოფილი ქმრის ფინანსებზეა დამოკიდებული. შაკოს ფულებით მხოლოდ შოპინგი მოგვიწევს.
- ანუ თავისი თავიც გაიყვანა წილში? - მკითხა გიომ.
- კი, როგორც საერთო შვილმა, წინა კვირაში, ალიმენტიც მოსთხოვა.
- იმან რაო?
- დასთანხმდა ის სულელიც.
- საიდან გავიცანი ამდენი დარტყმული, არც კი ვიცი - თვალები დაბრიალა გიორგიმ.
- რაზეა ფილმი?
- რაღაც ისტორიულია და თუ გაგიმართლებს, თავადის ქალი იქნები. თან შინაბერა თავადის ქალი, თმას ოდნავ გაგიჭაღარავებენ, თუმცა საბოლოოდ, ვიღაცა გიყვარდება და აღარ ხარ შინარება. - ამაზე გასაგებ ახსნას, არც მოველოდებოდი.
- ყველაზე ამომწურავი ინფორმაციაა - გამეცინა - რამეს შეჭამ ან დალევ?
- არა, დავიღალე. წამოვწვები, წიგნს წავიკითხავ და მერე დავიძინებ.
- მაშინ, ცოტახნით გავისეირნებთ მე და გიორგი. ჰაერზე გვინდა გასვლა, თან ღიაცისქვეშ უფრო გვეხსნება გონება, რამე აზრიანის მოფიქრება გვინდა.
- წადით, ოღონდ ზედმეტები არ მოგივიდეთ, თორემ გავბრაზდები და მამასთან გადავალ საცხოვრებლად.
- გადაებით შენ და ის სულელი ერთმანეთს - მივაწყევლე უტიფარი დედაკაცივით.
- თავიდან კი მინდოდა გადავბმოდი, მაგრამ შენთან გადაბმა არჩია. - მომაძახა სიცილით.
ქუდი ვესროლე.
- აი ასეთი დალაგებული ცხოვრება მაქვს - ვუთხარი გიოს გასვლისას.
- ნუ გეშინია, ლიდიას გადამკიდე, მეც ძალიან დამილაგდა ყველაფერი. ზოგჯერ მგონია, რომ ყვავილების ჩუქებას, სჯობდა მაჩვი მეჩუქნა.
- მაჩვი რატომ?
- ისეთი ქალია, ალბათ ეგეთები უფრო იზიდავს: მაჩვი, ლემური, ენოტი...
- ენოტები ძალიან საყვარლები არიან, გუშინ მყავდა ბავშვი ზოოპარკში და ძალიან მომინდა ენოტის მოპარვა.
- ახლა ზოოპარკშიც არ დამარეკინო, მაგის წამოსაყვანად.
- არა, ნუ გეშინია. ბავშვი მყავს და მაქსიმუმ, ჩიჩის თუ მოვიყვან სახლში. თავს ვიკავებ ეგზოტიკური ცხოველებისგან, დემუს ისედაც მრავამხრივი დანიშნულება აქვს და თუ ძალიან ვთხოვე, ენოტიც გახდება.
- ახლა ვუყურებ ამ ქუჩებს და ძალიან მომწონს. რატომ არასდროს მიფიქრია, აქ ცხოვრება? - მკითხა მან.
- იმიტომ, რომ ქალაქგარეთ გიყვართ პოლიტიკოსებს უზარმაზარი სახლების აშენება. თან რა გენაღვლებათ, თქვენ გამო გადაკეტავენ მოძრაობას და თავად საცობების გარეშე დაიარებით.
- ნუ გამათახსირე!
- არა, შენ საყვარელი ხარ. ალბათ მხოლოდ შენ ხარ ასეთი საყვარელი, თორემ მართლა აშენდებოდა ეს ქვეყანა, რამდენიმე გიორგი რომ მართავდეს.
- ჰო, მემგონი მართლა არა ვარ ცუდი. ჯერ არც ერთი მილიონი არ მიმითვისებია.
- ეს „ჯერ“ რაღაც ცუდად ჟღერდა.
- ვიხუმრე. ისედაც მაღალი ხელფასი მაქ, გვეყოფა მე და ლიდიას.
- სერიოზული ურთიერთობისკენ ძალიან ყოფილხარ მიდრეკილი. ნამდვილი, ოცნების პრინცი ხარ. ერთხელ ნახე ქალი და უკვე ცოლად მოყვანას გეგმავ.
- იდეალური ვარ ერთი შეხედვით - სიამოვნებით დამეთანხმა - მაგრამ ჩემი უცნაურობებიც მახასიათებს.
- უცნაურობები ჩემი უნდა გენახა.
- მაგალითად?
- სანამ სახლიდან გავიდოდა ჩემი ქმარი, ჩვევა მქონდა, რომ დამეყნოსა. ნახევარი საათის განმავლობაში ვეკვროდი, კისერზე, ყელზე, ტუჩებზე, ლოყებზე, თმებზე ვუხახუნებდი ცხვირს. მოსულსაც იგივეს ვუკეთებდი.
- ალბათ სასიამოვნოა კაცისთვის - გაეცინა გიორგის - ასე არ დავუყნოსივარ არავის, მაგრამ შემაწუხებელი ნამდვილად არ უნდა იყოს, დასაჩივლი არ ჰქონია შაკოს. მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ იქცეოდი ასე?
- არ ვიცი. ალბათ, მსურდა, შაკოს მარაგი მქონოდა მაშინ, როცა სხვაგან იყო. ნამდვილი მანიაკი ვიყავი. მისი დაბრუნებისას, ისე მიხაროდა, ვრწმუნდებოდი ნამდვილი იყო თუ არა. თან ვამოწმებდი, სხვა ქალის სურნელი არ ჰქონოდა.
- ეჭვიანობდი?
- ჰო. მუდამ ვენდობოდი. ექვსი წლის განმავლობაში, ფლირტიც კი არავისთან ჰქონია, ღალატზე ხომ ზედმეტია საუბარი. მაგრამ სულ მეშინოდა, რადგან მოლოდინი მქონდა, რომ უზაზღვრო სიყვარულს კარგი დასასრული ვერ ექნებოდა. ისე მიყვარდა, არ მომბეზრდებოდა, კალთაში რომ ჩავესვი და მთელი დღე მასზე მიკრული ვყოფილიყავი. ხელის ჩაკიდებაც ძალიან მიყვარდა. არასდროს გვიოფლიანდებოდა და შაკო კი ბუზღუნებდა ხოლმე, ცალი ხელით ვეღარაფერს ვაკეთებ, გამიშვიო, მაგრამ არ ვუშვებდი. ახლა ვფიქრობ და რას ვხვდები იცი? მე ვყოფილვარ საკუთარი თავის მტერი. სულ ხომ ვშფოთავდი, სულ ხომ ფათერაკის მოახლოების ლოდინში ვიყავი და უეცრად, თავადვე აღმოვჩნდი ყველაფრის მიზეზი.
- ელენა, თავს რატომ იტანჯავ? არაფერს გააფუჭებ, არც აქამდე გაგიფუჭებია, უბრალოდ პატარა ბავშვივით იქცევი და რაღაც უაზრობებში ხედავ საფრთხეს. შაკო სულელია თუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ უნდა იბრძოლოს. ეტყობა, ჯერ ისე მაგრად ვერ წაუჭირა ყელში უშენობამ რომ სასუნთქი არხი გადაჰკეტვოდა და ოთხით მოეხოხა შენამდე. არ იბრძოლებს და ნუ იბრძილებს, გგონია, შაკოს მეტს ვერავის შეიყვარებ?
- ვერა.
- რა სისულელეა. მეც ეგრე მეგონა, როცა ცოლი დამშორდა, თუმცა ყურადღება სხვაზე მაინც გადავიტანე საბოლოოდ. შენ რომ არა, ლიდიასკენ არც გავიხედავდი. ვფიქრობ, ჩემი ჭრილობების მომშუშებელი ხარ. გამომაცოცხლე, გამახსენე, რომ დედამიწაზე სხცვა ქალებიც არსებობენ. ყვავილივით იყავი, ზუსტად იმ ლილიებს ჰგავდი, ჩვენს საყვარლებს რომ დავუგზავნეთ. ტიტების ბაღში ამოსული წითელი ლილია იყავი და მოულოდნელად გონება გამინათდა: თურმე ტიტების გარდა, სხვა ყვავილებიც არსებობენ - მშვენიერი, სურნელოვანი, მომაჯადოებელი ყვავილები. არ ვიცი, ლილიებს თუ აქვს სურნელი, ალეგორიულად ვსაუბრობ.
- ჰო, მივხვდი გიო - გამეცინა.
- სამწუხაროდ, იგივნაირად ვერ ვიმოქმედე შენზე, რადგან მხოლოდ შეყვარებული კი არ ხარ, ჩაციკლული ხარ, მიჯაჭვილი.
- დაავადებული - დავაგვირგვინე მე.
- გინდა გითხრა, რატომაც არ მიდიხარ შაკოსთან შესარიგებლად?
- იმიტომ, რომ ღირსების ამბავია.
- ღირსება რა შუაშია? მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ. შაკოსთან რომ მიხვიდე და ხელი შეახო, თვითონ აღარ მოგცემს გაშვების უფლებას. უბრალოდ, ბარგით და ბავშვით რომ მიადგე, სიხარულისგან შეიძლება, გული გაუსკდეს და მოკვდეს, მაგრამ შენ მაზოხისტი ხარ. მოგწონს, რომ იტანჯები, რომანტიკულად, ამაღლებულად გრძნობ თავს.
- You’re a fucking psychologist.
- ჰო. ისეთ სფეროში მიწევს მოღვაწეობა, მინდა თუ არა, ადამიანის ფსიქიკას კარგად ვფლობ უკვე.
- მართლა ოცნების პრინცი ხარ - ვუთხარი და მკლავში ხელი მხიარულად გავუყარე.
ძაღლის ყეფა გავიგონე. უცნაურია, მაგრამ ჩიჩის ყოველთვის ვცნობდი. ათას ძაღლში გამოვარჩევდი ისევე, როგორც შაკოს ზარს. აი, ხომ მართლა სისულელეა? როცა ვინმე გირეკავს, ნებისმიერი ზარი ერთი და იმავე ხმას გამოსცემს, მაგრამ გულით ყოველთვის ვგრძნობდი, როცა შაკო რეკავდა. ეტყობა, ჩემს ტელეფონსაც უყვარდა ეს კაცი და სულ სხვა ხმას გამოსცემდა, მისით შეპყრობილი.
ასე იყო ჩიჩიც.
ჩიჩის ხმა ვიცანი და შემდეგ, ნაბიჯს მოვუკელი, გაყინული გავქვავდი ერთ ადგილას, როდესაც შაკო და ნატალი დავინახე, მომღიმარი საახებით რომ მოსეინობდნენ. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ჩიჩი ნატალის მოჰყავდა.
შაკოც გაიყინა. სახეზე შეშლილის იერი დაეხატა. ხან მე მიყურებდა, ხან გიორგის...
- ჩიჩი - მხოლოდ ეს ამოვღერღე და ძაღლთან მივირბინე - ჩემი სიყვარული, ჩემი ლამაზი - ვეხვეოდი ძაღლს. ნატალი იძულებული იყო, თიოკისთვის ხელი გაეშვა და ამ შემთხვევაში, მთელი ძალაუფლება ჩემთან გადმოვიდა.
ო ღმერთო, მძულდა ეს გოგო. ეს ფერიასავით გოგო, რომელსაც ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვოდა, რომ სიმპათიური ბიჭი მოეწონა ან შეყვარდა.
მთელი არსით მთელი სიცხადით, მთელი ორგანიზმით მძულდა.
შაკო და გიო ერთმანეთს მიესალმნენ. გიორგი თვალებით მეუბნებოდა, რომ ძალიან წუხდა ჩემს გამო. სწორადაც იქცეოდა, რადგან თანაგრძნობის გარდა, ვერაფრით გამამხნევებდა. ვერც თანაგრძნობა მშველოდა დიდად, თუმცა მაინც მიმსუბუქებდა ტკივილს იმისი წარმოდგენა, რომ მარტო არ ვიყავი ამ ნატალითა და შაკოთი სავსე სამყაროში.
მიდი გიო, შეგეცოდოო, ვფიქრობდი ჩემთვის, სხვას მაინც არაფერს იმეტებს განგება ჩემთვის და შენი თანადგომაღა შემრჩება, სხვა თუ არაფერი.
- შაკო, ორი წამით გამოდი, სალაპარაკო მაქვს - ვთქვი ზუსტად ისეთი ბავშვივით, მთელი ძალით რომ ცდილობს, ზრდილობიანი ტონი შეინარჩუნოს, თუმცა მაინც ვერ იტანს თავის ფიზიკის მასწავლებელს.
შაკოს გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მიხვდა, როგორი „დარხეული“ ჰქონდა.
მოშორებით გავედით...
- როგორ ბედავ, რომ ჩემს ძაღლს ეს ვიღაცა ასეირნებს? - ბრაზისგან ყვირილიც კი არ შემეძლო და უსუსურად ვბუტბუტებდი.
- ვიღაც არ არის ჯერ ეს ერთი და მეორეც, ძაღლის გასეირნებაზე რა ცოფებს ყრი, გაგიჟდი?
- იდიოტი ხარ! ალბათ, შენი თვალით უნდა ნახო, რა განცდაა, როცა საკუთრებას თვალსადახელს შუა გწაპნის ვიღაც პატარა ლაწირაკი. დიახაც, ვიღაცაა.
- საკუთრებაში მე მგულისხმობ თუ ჩიჩის?
- შენ ვისი საკუთრებაც გინდა, იმისი იყავი... ამის შემდეგ, ისე მოვიქცევი, რომ მიხვდე, რადენ სი*ულად იქცევი - საჩვენებელი თითი თითქმის ცხვირთან მივუტანე და ასე ვეტლიკინებოდი. ბედი ჩემი, მოთმინების უნარი ჰქონდა, თორემ მის ადგილსა, ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ქამრით ვეყოლებოდი ნაცემი არაერთხელ.
- ლაწირაკი არაა ნატალი. როგორ ბედავ, უცხო ადამიანზე ასე ილაპარაკო? შენც ბევრი რამ გაქვს ასახსნელი, როცა იმ კაცთან ერთად სეირნობ, ვისზეც მეფიცებოდი, არანაირი გრძნობა არ მაკავშირებსო.
- დღეიდან, დამაკავშირებს. თან ისე დამაკავშირებს, რომ მოგინდება.
- ნუ მემუქრები ელენა და ნუ ცდილობ, დამნაშავედ გამომიყვანო მაშინ, როცა შენც იმავეს აკეთებ.
არც ვუსმენდი, რას მელაპარაკებოდა. მხოლოდ ერთადერთ რამეს ვგრძნობდი - სურვილს, ხელები მაგრად ჩამევლო მისთვის და ისე მეცემა, ერთი კვირა ფეხზე ვერ ამდგარიყო.
- მაგრად დაგე*ნძა შაკო, ისე დაგენ*რა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოიდგენდი და გეფიცები, ყოველ დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ. ზუსტად დღეიდან დავიწყებ - გავუღიმე დამპლურად.
- როგორ მომწონს, მწობრიდან როცა გამოდიხარ და შენს ნამდვილ სახეს აჩენ. ძალიან გიხდება. ლამაზმანის ნიღაბს ამოფარებული ეშმაკი მიქნევს ხელს. ეჭვიანობაც გიხდება - თქვა აუღელვებელი, მშვიდი ტონით.
ზურგი ვაქციე. ჩიჩი ხელში მეჭირა და ვიფიქრე, იქნება ვერ გაბედოს გამორთმევა-თქო, მაგრამ ეტყობა, საკადრისად ვერ შევაშინე.
- ჩიჩი დატოვე - მომაძახა.
ავდექი და ნატალის მივაჩეჩე ძაღლი.
იმედი მქონდა, რომ მაგრად უკბენდა, ხორცებს დააგლეჯდა და ტრავმატოლოგიურში წაიყვანდნენ გადარჩენის მცირე იმედით, თუმცა მაგხელა ღრჯოლები არ ჰქონდა ამ პაწაწუნა ძაღლს.
წამოვედით მე და გიო.
- თუ არ დაწყნარდები, სასწრაფოში დავრეკავ - მითხრა ჩემი ფიზიკური მდგომარეობით შეშფოთებულმა. ხმამაღლა ვსუნთქავდი, ყოველი ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ვქოშინებდი და პულსი ისეთი აჩქარებული მქონდა, მის ბრაგუნს იღლიაშიც ვგრძნობდი. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ნერვიულ შეტევას ჰგავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ გულის გაცრუება უფრო იყო.
- რამე მითხარი, თორემ გავგიჟდები - შევევდრე გიოს.
- გინდა, რამე საშინელება ჩაგადედინო?
- მაინც?
- ჩიჩის მოგატაცებინებ. - შემომთავაზა მან. ეტყობა, მართლა ისეთ სიკვდილამდე მისულს ვგავდი, რომ ყველა კანონის დარღვევაზე იყო წამსვლელი ეს ანგელოზივით ბიჭი, ოღონდაც გადავრჩენილიყავი.
- მომატაცებინე და ნატალის მკვლელობაც დამაგეგმინე რაა.
- მეორეს ვერ ვიზამ, მაგრამ შაკო რომ დაიძინებს, ძაღლს წამოვაყვანინებ ვინმე ჩემს ტიპს.
- რამე უარესიც რომ დავმართო, გაქვს იდეები?
- შენ იყავი კარგად და რამეს მოვიფიქრებ.
- რა საყვარელი ხარ გიო. დღე რომ იყოს, ლიდიას სათვალთვალოდ წამოგყვებოდი.
- ახლაც შეგიძლია. ღამ-ღამობით, გარეთ გამოდის. მე კი ჩუმად დავყვები, მეშინია, ვინმე მანიაკი არ გადაეყაროს.
- ყოველ ჯერზე უფრო მესაყვარლები. რა იცის, იმ საწყალმა ქალმა, რომ მთავარი მანიაკი გადაიკიდა და სხვა მანიაკებს უფრთხობს? მე მომიყვანე ცოლად და ლიდია შენი საყვარელი იყოს, არ გავბრაზდები.
- დიდი სიამოვნებით.
- შენც ყველასნაირი ხარ! - ისევ გავბრაზდი - მოუნდა ბიჭს კარგი ცხოვრება და ორი ქალი.
- მაპატიე, აღარ ვიზამ მეტს.
- მიპატიებია. წავიდეთ ლიდიასთან? - ვკითხე ეშმაკურად.
გიომ საათს დახედა.
- მემგონი დროა, ნახევარ საათში, გამოისეირნებს. იმასაც ჩვენსავით, ინსონია სტანჯავს ეტყობა.
- სად შევიყარეთ ამდენი უძინარი?
- არ ვიცი.
გიორგის მანქანასთან მივედით.
- დღეს ბოლომდე გადავი*ვათ თავზე და ხვალიდან ძილსაც შევუდგები, თორემ სამსახურის სტრესს დამატებული ფხიზელი საათები, უკვე ნამეტანია. მეც ხომ ადამიანი ვარ?
- კი, მინისტრიც ადამიანია - გამეცინა.
ლიდიას სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წამომედგინა - აგურის. 90-იანების იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. შიგნითაც წარმოვიდგინე ხის ავეჯი, პატარა ბუხარი, მაღალი ჭერი და თეთრი, ფითქინა კედლები, რომელიც ყოველდღიურად ახსენებდა მარტოობას. საბოლოო ჯამში, ჩემს სიბერეს უფრო ჰგავდა, მაგრამ ამჯერად, მართლა ლიდია იყო მთავარი გმირი.
გამოვიდა.
15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ლიდია გამოვიდა. 5 სანტიმეტრიანი ქუსლები ეცვა. მემგონი, პირველი ქალი იყო, რომლისთვისაც ეჭვისთვალით არ შემიხედავს. არ ვიცი რატომ... მხოლოდ იმასაც ვერ დავაბრალებ, რომ არ ვეჭიანობდი მასზე, ის ხომ ჩემი მეგობრის ტრფობის ობიექტი იყო. შეიძლებოდა, უბრალო, ქუჩაში გამვლელი ქალიც კი რაღაცნაირი, მზაკვრული მზერით შემეთვალიერებინა, მაგრამ არა ლიდია. მასში რაღაც მისტიკური, ამოუცნობი იყო, რომელიც გარშემო ყველა ადამიანს აფრთხობდა. აი, დაახლოებით იმას ჰგავდა ეს ყველაფერი: „ოჰ, რა შესანიშნავი ქალია, მაგრამ არ მინდა, მოდი, არ მივეკარები“.
მოხუცი რომ ვყოფილიყავი, უთუოდ ვიტყოდი, რომელიმე ალქაჯს თვალში ცუდად მოხვდა და რაღაც დისტანციის ჯადო გაუკეთა, რათა ცხოვრებაში, არავინ მიჰკარებოდა-თქო. თავიდან მეგონა, მელირება ჰქონდა, თუმცა შემდეგ შევნიშნე ზედმეტად თეთრი, მრავალი თმის ღერი, რომელიც შეუფერებელი ასაკის მიუხედავად, შესაძლოა ცხოვრების სირთულეებს ჭაღარებად უმხელდა. მშვენიერი თმა თავზე რამდენიმე ხვეულად შეეკრა. ზედმეტად გამხდარ, უსუსურ სხეულს ყავისფერი, ძველმოდური მანტო უმშვენებდა.
მშვენიერი იყო ლიდია და იმდენად უცნაური, რომ მხოლოდ ქალი თუ ინატრებდა კაცად ყოფნას, რათა მოენუსხა.
- რა ლამაზია - ვუთხარი გიორგის. - ახლა თქვენი კუპიდონი გავხდები.
მანქანიდან გადავედი.
- რას აკეთებ - გადმომძახა გიორგიმ, მაგრამ უნებურად, ქალის ყურადღება მივიპყარით და ისე ჩაცურდა წინა სავარძლიდან ქვევით, რომ თითქმის აღარ ჩანდა.
ძალიან გამეცინა.
- უკაცრავად ქალბატონო - დავუძახე ლიდიას.
ჩემსკენ გამოიხედა.
იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ქალი ვიყავი და თან ძალიან ეფექტური, მოვლილი, დახვეწილი და ლამაზი, სახეზე შეეტყო, რომ არ შეშინებია.
- გისმენთ - თქვა სერიოზულად.
- შემთხვევით დაგინახეთ, აქვე ვსეირნობდით მე და ჩემი მეგობარი და გამახსენდა, რომ ჩემი გოგონასთვის თქვენი თავი მირჩიეს ქართულის მასწავლებლად. ვიცი, ახლა ძალიან შეუფერებელია, მაგრამ სხვა დროს, ვერ მოვახერხე.
- მართლა? ვინ გირჩიათ? - გაეცინა ლიდიას.
ლამაზი კბილები ჰქონდა.
ალბათ ეწეოდა ჩემსავით თორემ უფრო თეთრიც ექნებოდა.
- თქვენთან ერთად მუშაობდა ადრე, მარიამი ჰქვია, გვარი აღარ მახსოვს - ვიცრუე. ასიდან, 50 ადამიანს მარიამი ჰქვია და ვიფიქრე, ეგება გავარტყა-თქო.
- მარიამ მაისურაძემ?
- დიახ, კი - თავი დავუქნიე.
- რამდენისაა თქვენი გოგონა?
- 6 წლის. ვიცი, ძალიან პატარაა მასწავლებლებთან სიარულისთვის, თუმცა ძალიან გონებაგახსნილია. იქნებ, მომავალი ილია ჭავჭავაძე მეზრდება, რა ვიცი.
- არამგონია, ილიას რეპეტიტორები ჰყოლოდა. - ზუსტად ისე ასწია წარბი მაღლა, მე რომ არასოდეს გამომდიოდა.
- დიახ, მაგრამ ახლა ისეთი დრო მოვიდა, ხელი თუ არ შევაშველეთ, თავისით არ გაიღვიძებს ადამიანში ილია - რაღაც სისულელე მოვროშე, მაგრამ მემგონი, კარგად გამომივიდა, რადგან კვლავ დაიბრუნა ლიდიას სახემ ოდნავი ღიმილი.
- იცით, მოსწავლეებს მხოლოდ სახლში ვიღებ. თავად არ დავდივარ მათთან.
- რა თქმა უნდა. არაა პრობლემა. ხან მე ვატარებ, ხან ბიძამისი. თან ის აქვე ცხოვრობს და ადვილად გამოიყვანთ.
- მემგონი, შევძლებ მისთვის დროის გამოყოფას.
სავიზიტო ბარათი მომცა.
ძალიან მოწესრიგებული ქალი ჩანდა, რადგან მასწავლებლებზე თითქმის არასოდეს შემინიშნავს სავიზიტო ბარათები.
- გმადლობ და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ დროს შეგაწუხეთ.
- არაფერია, უბრალოდ, როგორც მშობელმა, უნდა იცოდეთ, რომ სკოლიდან დამითხოვეს შეუფერებლად მოქცევის გამო. გავიგებ თუ ეს პრობლემა გახდება და არ მოგინდებათ.
- არაფერია. მაინც ვიცი, რომ პროფესიონალი ხართ.
- მიხარია, შეხვედრამდე
- შეხვედრამდე- დამშვიდობების შემდეგ, წავიდა.
თავდაჯერებული ღიმილით დავბრუნდი გიორგისთან.
- რაზე ელაპარაკე, სულ გაგიჟდი? - შეშლილს ჰგავდა ნერვიულობისგან.
- არ გესმოდა?
- არა, ვიმალებოდი.
- ლიზა ამ წუთას ქართულზე შევიყვანე. ზოგჯერ, ბიძია გიორგი გამოიყვანს მასწავლებლისგან და ზოგჯერ, ბიძია გიორგი მიიყვანს მასწავლებელთან - ვუთხარი კმაყოფილმა. -ერთი სიტყვით, ადექი და ატარე ბავშვი.
- სერიოზულად ამბობ? როგორ დაეკონტაქტე, როგორ დაამყარე მასთან კომუნიკაცია?
სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
- ქალებისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია. ისე, ბავშვს რაღას ვერჩოდი. მოსაკლავი ვარ, ჩემი გოგონა რომ იარაღად გამოვიყენე, მაგრამ მტრის ბანაკში ხომ არ გადამყავს? ქართულზე შევიყვანე ბოლოს და ბოლოს. ისე, კი გააგიჟებს ლიდიას თავისი ტლიკინით - მეცინებოდა - მას, თქვენ ქმარი გყავთ? მას, თქვენ შეყვარებულები გყოლიათ? ოდესმე, გყვარებიათ? რომელი პრინცესა მოგწონთ ყველაზე მეტად? - ლიზასავით დავიწვრილე ხმა.
- მიყვარხარ - აღმოხდა გიორგის და მაგრად მაკოცა. - ახლა, ნატალისაც დაუფიქრებლად მოგაკვლევინებ - „ბარდაჩოკი“ გახსნა და იარაღი დამანახა - წავიდეთ?
- არ მინდა ადამიანის მოკვლა. - ჩემში მაგარი გოგო ეგრევე ჩაკვდა.
- გეხუმრები, რა დამფრთხალი ლეკვივით შემომხედე.
- ვიფიქრე, ისეთი ბედნიერია, მართლა არ დამეხმაროს-თქო.
- არა, მხოლოდ ჩიჩის მოტაცებაში დაგეხმარები - ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა - დათუნა ჯიგარო, ხო არ გაგაღვიძე?... ძალიან კარგი. ვინმე ხელმარჯვე მთასვლელი მინდა, რომ ჯერ სიგნალიზაცია გამოურთოს სახლს, შემდეგ აივნიდან აძვრეს და ძაღლი მომაპარინოს.... არა, რას ვღადაობ, ჩემს მეგობარს ყოფილი ქმრისგან თავისი ლეკვის წამოყვანა უნდა და არ ატანს ის ცხოველი.
- შაკო ცხოველი არაა - ჩავიბურტყუე საწყლად.
- კარგი, მისამართს მოგწერ და ჩვენც იქ ვიქნებით ცოტახანში. - ყურმილი გათიშა, შემდეგ შემომხედა - და სად დამალავ ჩიჩის?
- მთავარია, რომ მოვიტაცო და იგრძნოს, რისი ჩადენა შემიძლია, თორემ მერე უკან წამართმევს თუ რას იზამს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
- არადა, მეგონა ძაღლი გიყვარდა. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- მიყვარს, მაგრამ შაკოა მისი პატრონი. მხოლოდ მის ფაჩუჩებში აფსამდა. ასე რომ, ჩემს თავს ურჩევნია თავისი მამიკო - ვთქვი გულწრფელად.


რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ჩიჩი ჩემთან ბინადრობდა მოტაცებულის სტატუსით. ვიცოდი, შაკო გაცოფებული იყო. ისიც ვიცოდი, რახან აქამდე არაფერი გამეგო მისგან, ეს იმას ნიშნავდა, რაღაც დიდებულსა და ტრიუმფალურს გეგმავდა.
აი, რისი მეშინოდა.
მისი სიჩუმის მეშინოდა. მეშინოდა, რომ გამძვინვარებული, გაცოფებული შაკო რაღაც ისეთს მიმზადებდა, რაც თავიდან ბოლომდე ამაორთქლებდა და მომისპობდა არსებობას. მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემგან გაანჩხლებული, ნატალიზე არ იქორწინებდა.
დემუ სახლში არ იყო, გიორგის ბავშვი ჰყავდა ლიდიასთან წაყვანილი და სრული სიმშვიდე სუფევდა. რაღაც მხრივ, არ ვიყავი სიმშვიდეში ცხოვრებას მიჩვეული. ადამიანების ჭიჭყინი, ბავშვის საუბარი და ჟივილ-ხივილი რომ არ ისმოდა, ძალაუნებურად, შაკოზე მეფიქრებოდა. ერთი სიტყვით, თუ ვინმე არ მალაპარაკებდა ან არ მელაპარაკებოდა, ყოველთვის შაკოზე ვფიქრობდი. ჩიჩი კი ნამდვილად არ იყო ყოფილი ქმრის დავიწყების ხერხი. პირიქით, რამდენჯერაც მოვეფერებოდი, იმდენჯერ თვალებიდან ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, თუმცა მოუფერებლადაც ვერ ვძლებდი და ასე ტირილ-ტირილში გადავცემდით ერთმანეთს სიყვარულს.
შუადღის ორ საათზე, ისეთი ბრაგუნი ატყდა ჩემს კარზე, გული ლამის გამიჩერდა. შაკო რომ არ დამენახა ჭუჭურუტანიდან, უთუოდ პოლიციაში დავრეკავდი. ჩიჩი ოთახში შევიყვანე, კარი გამოვკეტე, ვითომ შაკოს ხმას რომ გაიგონებდა, ყეფას არ ატეხდა ეგრევე. ესეც ასე, ის მოსული იყო, რათა საპასუხო ნაბიჯი გადმოედგა, საპასუხო დარტყმა მოეყენებინა ჩემთვის. მე კი ისე მოუთმენლად ველოდი ამ წუთებს, როგორც საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ქალი ელის თავისი საქმროს მოახლოებას...
კარი გავაღე.
შემოვიდა.
მისი ოდეკოლონის სურნელმა ცხვირზე მომიღიტინა. იმის მიუხედავად, რომ კარი თითქმის შემოამტვრია, ძალიან წყნარი, აუღელვებელი ჩანდა. ღიმილით შემომხედა, თან ისეთი თბილი ღიმილით, რომ ერთ ადგილას გავშეშდი და ძარღვებში ადუღებული სისხლის ფრენას ვგრძნობდი სხეულის ყველა მიმართულებით.
- გამაბრაზე - თქვა ჩურჩულით და მომიახლოვდა. კედელს მივეწებე. მართლა ვერ ვინძრეოდი. თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორ მერეოდა მთელი ცხოვრება მხოლოდ ამ თვალების გამო.
მიმაჯაჭვეს...
მიმაბეს...
დამამუნჯეს....
ასჯერ მომკლეს და ასჯერ გამაცოცხლეს ამ თვალებმა.
- ვიცი, რომ გაგაბრაზე.
- გინდა, მეც გაგაბრაზო? - მკითხა მან. თმა ყურზე გადამიწია, კისერთან მომიტანა სახე და ისე ჩაისუნთქა, როგორც მე ვინახავდი მისი სურნელის მარაგს ფილტვებში.
- არა - ამოვილუღლუღე საცოდავად.
მე ვიყავი ქალი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, რომელიც მაშინაც მართალი ჩანდა თავისი გრძელი ენის წყალობით, როდესაც დამნაშავე იყო. მემგონი, ძლიერი ქალიც მეთქმეოდა მომენტებში, მაგრამ ახლა ჩემი ეს ყველა სიდიადე პატარა მდინარეს მიჰქონდა და ყველა ერთად მიქნევდა ხელს: „ნახვამდის ელენა, არაფერსაც არ წარმოადგენ, როცა შაკოსთან ერთად ხარ“ - ჩამძახოდნენ ჩემი ღირსებები.
- მე მინდა, რომ ძალიან, გაგაბრაზო - მის ტუჩებსა და ჩემს სახეს მილიმეტრები აშორებდა. მისი ჰაერი მთელი ძალით მეხეთქებოდა ტუჩებზე და მახსენებდა, რომ ცხოვრებაში, არასოდეს მქონია რაიმე, მასზე ძვირფასი.
- ისედაც ძალიან გაბრაზებული ვარ. - ოღონდაც ისევ არ ამოესუნთქა, ოღონდაც ისევ არ მეგრძნო მისი ტკბილი, თბილი ჰაერი, თორემ ერთიადან დამეშლებოდა სხეული.
- გიხდება, გაბრაზება.
- ამ მდარე ქცევებით გინდა, რომ შემომირიგო, უფრო გამაბრაზო, დამატკბო თუ რა ჯანდაბას აპირებ? - ვეღარ მოვითმინე. საკმარისი იყო. უკვე მეგონა, რომ იმაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე, ვიდრე მე მასზე და ამის წარმოდგენამ, თავდაჯერებულობა შემისუსტა. ვერ ვიტანდი, როცა ეს გრძნობა მეცხრე ციდან, მიწაზე მანარცხებდა.
- მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გავსწორდეთ! - აბრეშუმის ხალათი ისე ოსტატურად შემომაცალა მხრებიდან, იატაკზე დაფენილი რომ დავინახე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სიშიშვლე. ჩემი გაოგნებით ისარგებლა და ტუჩებზე დამაცხრა.
ვერ ვიჯერებდი.
საპასუხოდ, არც კოცნა შემეძლო, არც სახეში გალაწუნება, რადგან გარშემო მხოლოდ შაკოს სურნელი მეხვია. სწორედ ის სურნელი, მთელი გრძნობით რომ ვისრუტავდი, ჩემთან ვტოვებდი და მის მოსვლამდე, სხეულიდან არ ვუშვებდი. ამის დედაც! - ვიფიქრე და კისერზე მოვხვიე ხელი, წელზე შემოვახტი.
ნაბი*ვრულად იქცეოდა.... იცოდა, ორივენი სუსტები ვიყავით თავის შესაკავებლად და სარგებლობდა როგორც ჩემი, ისე თავისი აბსურდული უძლურობით.
სასწრაფოდ, სამზარეულოს მაგიდისკენ აიღო გეზი და შემომსვა.
ვკოცნიდი... ისე, ვკოცნიდი, როგორც თვეების მშიერი, თვეების მწყურვალი, თვეების უჰაეროდ დარჩენილი გვამი. ტუჩებიდან, ლოყებზე, ცხვირზე, მის ყელზე გადავინაცვლე. ორი ნადირი ვიყავით - მიწიერ ცდუნებასა და გრძნობებს აყოლილები, ერთმანეთის მონებად ქცეულნი, სიყვარულზე დამოკიდებულნი.
მისი ტუჩები ელვის სისწრაფით დაცურავდნენ ჩემი მკერდის ყველა უჯრედზე. ღმერთო, რამდენი ტანსაცმელი ეცვა. ნეტა, ყველას ერთად გახევა შემძლებოდა: ჯერ პიჯაკი გავხადე, მერე პერანდგი.
ჰალსტუხი დავუტოვე... მხოლოდ ჰალსტუხი, როგორც მაშინ, როცა ჩემი ქალიშვილობა ისე შევწირე, აზრზე რომ არ იყო თვითონ და მეც რომ დიდად არ მახსოვდა ეგ ამბავი.
წელზე ვუჭერდი ფეხებს, სანამ ჩემში შემოვიდოდა, ისე ვეხახუნებოდი გარედან, ლამის შაკოსგარეშე გავა*ავე. მხრებში ამოვდე მკლავები, ისე მივიხუტე, ერთი მილიმეტრიც აღარ იყო დარჩენილი ჩვენს შორის. როგორი თბილი იყო.
რატომ ჰქონდა, მუდამ თბილი სხეული ჩემგან განსხვავებით? რატომ იყო ასეთი განსაკუთრებული, როცა შუა ზამთარში, იმის მაგივრად, რომ ჩემთან მოხუტებული გამთბარიყო, მე ვუხახუნებდი გათოშილ ტერფებს ფეხებზე.
მთელი გრძნობით ამოვიკვნესე, როდესაც მისი მხურვალე ღირსება საჩქაროდ დაეუფლა ჩემს სხეულს. თავს ვერ ვიკავებდით, ისიც არ შეგვეძლო, ნაზი, ნატიფი მოძრაობებით გაგვეხანგრძლივებინა სიამოვნება.ერთმანეთის სხეულებს ხარბად აძღებოდნენ ჩვენი დაუკმაყოფილებელი ტუჩები. მკერდზე მკბენდა, მკოცნიდა, ხელებს მიჭერდა. მე კი მის თმაზე ჩაფრენილს, კვნესის მეტი, არაფერი ძალმიძდა.
სხეულის ყველა ძარღვში, სულის ყველა ნაწილში დალივლივებდნენ სიამოვნების უზარმაზარი ნაფოტები. ყოველ ჯერზე, სულისშემძვრელად ნეტარებისმომგვრელი ხდებოდა ჩვენი შერწყმული სხეულების დაუღალავი ჭილიდი.
შაკოს ქოშინი და ორგაზმისას, მისი კვნესა ზუსტად ისე მომნატრებია, როგორც მასთან სექსი. ასეთ დროს, ვხვდებოდი, რომ სიამოვნება და სიყვარული ორივეს ერთნაირად გვაჩოქებდა მიწაზე. მას, მამაკაცური ღირსებითა და აღუწერელი ძლიერებით სავსეს, შეეძლო ისევე შეეგრძნო სიამოვნება, ისეთივე განცდით, ოხვრით აჰყოლოდა ჩემთან ტკბობას, როგორც მე.
სწრაფად გავათავეთ. ალბათ, მაგანაც მიმახვედრა, რომ ჩემს შემდეგ არავისთან გაუტარებია დრო. ჩვეულებრივ, ორივე, გაცილებით მეტ ხანს ვქაჩავდით. გამეღიმა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ან რას შევიმჩნევდი, ჯერ კიდევ გამოთაყვანებულები ვიყავით, ერთმანეთზე „გადაბმულები“ და არ ვინძრეოდით.
ცოტახანში, ეს ვნებათაღელვა რომ ჩაცხრა, დამეხსნა(ჩაცხრომა რამდენად დამაჯერებლად ჟღერს არ ვიცი, რადგან მე კიდევ მინდოდა).
უთქმელად ჩაიცვა ტანსაცმელი და შემომხედა.
- ახლა იქნება მიხვდე, რა საშინელი განცდაა, როცა ვიღაცა მაგრად გხმარობს, ზუსტად ისე, როგორც შენ აკეთებდი ამას მთელი ეს დრო, ოღონდ სექსის გარეშე.
თავიდან, მის ნათქვამს ვიაზრებდი. მერე მაგარი სიცილი ამიტყდა.
- მოიცა, შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საშინელი განცდაა და მიხმარე?
- საშინელ განცდაში იმის გააზრებას ვგულისხმობ, რომ ვიღაცამ გიხმარა.
- რამე უფრო ცუდი ახსნა ვერ მოიფიქრე? - ისევ მეცინებოდა - და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მიხმარე. პირიქით, შენ უფრო გავხარ ნახმარს და კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებ ამ სიტყვას, ტავტოლოგია გამოვა.
- რაც გინდა, ის დაუძახე - ქამარი შეიკრა. სახეზე დიდი წარმატება და ცოტაოდენი, განდიდების მანიაც ჰქონდა გამოსახული.
- კი ბატონო. ნახვამდის, კიდევ ერთხელ ნახმარო, იმისი იმედით, რომ შენ გერქმეოდა მომხმარებელი.
- რას ამბობ? გამარჯვებას ვზეიმობ მთელი სულით. ასეთი ადვილი თუ იქნებოდა შენთან სექსი, რაღას ვიფიქრებდი.
- ჰო, ვინმესთან ჟ*მაობას, ისევ შენთან მერჩივნა ჰორმონების დაკმაყოფილება. თან, ჯერ არავინ შემყვარებია და როცა შემიყვარდება, სექსის შემდგომ სურათს გამოგიგზავნი, ჩემი და გიორგისას. - ბოროტულად გავუღიმე.
გამწარებული გავარდა.
იმედი მქონდა, ამ დროს, არავინ შემომიღებდა კარს.
იატაკზე ჩამოვხტი, ხალათი ისევ ჩავიცვი და დემუს დავურეკე, ვთხოვე, სასწრაფოდ მოსულიყო, როცა ვუთხარი, შაკოზე ახალი ამბებია-მეთქი, ყურმილი გათიშული არ მქონდა, გიჟივით მოვარდა.
როცა დამინახა, სველი ტილოთი ვხეხავდი მაგიდას, ჩიჩი გამწარებული დარბოდა და თამაშის ხასიათზე იყო, თუმცა არავინ ეთამაშებოდა.
- შენ რაა, სახლს ალაგებ? - მკითხა გაოგნებულმა.
- მხოლოდ იმ ადგილებს, რომელზეც სექსი მქონდა.
- რას ამბობ? - ვერ მიხვდა, რა ემოცია გამოეხატა და ამიტომ, ძალიან გაუხარდა - შერიგდით?
- არა, უბრალოდ... - ღრმად ჩავისუნთქე, სანამ ამ დაწყევლილ წინადადებას ვიტყოდი - მოვარდა, მაგრად გამ*იმა და გავარდა. თავისი სიძლიერე დამიმტკიცა ბიჭმა. - გაგიჟებული ვხეხავდი მაგიდას, შეპყრობილივით.
- ელენა მორჩი, გახეხილია, აღარ აქვს შენი ტ*აკის კვალი - შემეხვეწა დემუ.
- ეს როგორ გამიბედა?
- რა როგორ გაგიბედა? სექსი? - სასაცილოდ არ ეყო.
- ჰო. თითქოს, ვიღაც ქუჩის ქალი ვყოფილიყავი, ვისთანაც მივა, დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს და წავა.
- ზუსტადაც მაგაშია საქმე, რომ ვიღაც ქუჩის ქალთან არ მივა. ამდენი ხანი ნაჩხუბრები იყავით და იმის მაგივრად, სხვასთან წასულიყო, შენ მოგადგა. მემგონი, სხვაზე არც უ*გება მაგ საწყალს.
- საწყალი არაა. როცა ვინმე გიყვარს, სხვასთან არ გინდება.
- ხომ ხედავ? უკვე იცავ. ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ და თქვენ სექსი გქონდათ.
- ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, არ შევარჩენ!
- სამაგიეროს გადაუხდი და ახლა შენ გა*იმავ? - მკითხა დემუმ სიცილით.
- დიახაც! - ვთქვი ამაყად. აღელვებისგან ხელები მიკანკალებდა. ყველგან შაკოს ნაკვალევი მეტყობოდა, მის სურნელსაც საკუთარ სხეულზე, საკუთარ სახეზე ვგრძნობდი. ალბათ, შაკოსაც იგივენაირად დამჩნეოდა ჩემი სიახლოვე.
ჯანაბა, ბანაობა აღარ მინდოდა!
- თქვენ გართობა გინდოდეთ და ერთმანეთს აბრალებდეთ, რა ჩემი სადარდებელია. ბავშვს საჭმელი აქვს? მალე მასწავლებლისგან დაბრუნდება.
- წვნიანი, უცხიმოდ შემწვარი ქათმის ფილე და პიურე.
- რეებს აჭმევ?
- იმას, რაც ბავშვს სჭირდება. აბა, სწრაფი კვების ობიექტში ნაყიდი ხაჭაპური დავახვედრო?
- დედა შენ ხარ - ხელები ასწია.
- რომელი საათია?
- 4-ის ნახევარია.
- ბავშვს მალე მომიყვანს რომეო.
- რომეო გიორგის ახალი მეტსახელია?
- ჰო. მოიყვანოს ბავშვი და წავიდეთ რამდენიმე დღით სადმე, არ გინდა?
- შაკოსგან გარბიხარ?
- ჰო, თორემ საშინელი იდეები მიჩნდება. მსურს, რომ მის ოფისში მივიდე, კარი ჩავკეტო და... - ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპე. - მაგრამ ისევ თვითონ უნდა გატყდეს, ყველა ჩხუბის მერე რომ ვაძახო, უჩემობას ვერ იტან-თქო.
- თუ მაგის ძახილს აპირებ, საბოლოოდ, შაკო არა, მაგრამ მე გცემ.
ძალიან ირონიულად ჩამეცინა.
არ მინდოდა ეფიქრა, რომ დავცინოდი, მაგრამ მართლა დავცინოდი....
- რა სახე გაქ? - რა თქმა უნდა, გამომიჭირა.
- არანაირი.
- გგონია, რომ ვერ მოგერევი?
- მომერევი, რა თქმა უნდა.
- მაშინ გაგეცინებოდა და მეტყოდი, ვერ მომერევიო. გგონია, ბავშვობაში ჭიდაობაზე რომ დაყავდი მამაშენს, კიდევ გახსოვს რამე?
- კაი, ნუ მიხსენებ მაგ კოშმარს.
- ჯერ კიდევ შენს საშანტაჟოდ ვიყენებ ინფორმაციას, მაგრამ მაინც გგონია, რომ მომერევი. ასე რომ დამეჭიდე.
- რა ვქნა?
- დამეჭიდე!
- მოდი - შევთავაზე სიცილით. მოახლოებული არ იყო, რომ „ფეხკავი“ გამოვდე და იატაკზე დავანარცხე.
თავადაც შევშინდი, ამხელა კაცი რომ დაემხო.
- თხა ხარ! - დამიყვირა და წამოხტა. თან გვერდები სტკიოდა აშკარად.
- მაპატიე - ცოტათი შემრცხვა.
ბავშვი როცა მოვიდა, გიორგის თვალები უბრწყინავდა.
- როგორც იქნა, დაველაპარაკე - მითხრა აღფრთოვანებულმა - როგორი წყნარი, გაწონასწორებული და ნაზი ხმა აქვს, აკვირდები?
- კი, ნამდვილი ქალღმერთია - მეც ცეცხლი შევუნთე.
თვალები უკაშკაშებდა.
ასე ერთი ნახვით მოხიბლული, მარტო შაკო მყავდა და ეგეც, ზოგჯერ მავიწყდებოდა, რა თავდავიწყებით იყო ჩემზე შეყვარებული, სანამ მართლაც რომ თხად ვიქცეოდი.
- ჩაიზე შემიპატიჟა. ვიფიქრე, წავეფლირტავები-თქო, მაგრამ ფლირტი არ ვიცი ნორმალურად. შენ მაინც გგავდეს, იარაღიდან გავასროლინებდი და მოინუსხებოდა.
- გგონია, ეგეთი რამეებით შეიძლება ჩემი შებმა? - ცოტა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
- კი.
- ძალიანაც ცდები.
- კაი, ბოდიში.
- ისე, რო რამე, მასროლინებ?
- ბოდიში ტყუილად მომახდევინე?
- კი, მიყვარს იარაღი, მათ შორის, ანკესი.
- ზოგჯერ მაოგნებ - გაეცინა.
- არ მოყვები, რა გითხრა ლიდიამ?
- არაფერი, ბავშვზე მელაპარაკა. მერე ვკითხე, აქამდე ხომ არ შევხვედრილვართ, ძალიან მეცნობით-თქო და არამგონიაო. მერე ყავაზე დავპატიჟე და უარი მითხრა. მოსწავლეების მამებთან არ დავდივარ პაემანზეო.
- მეთქი, ბიძა ვარ და ცოლი არ მყავს.
- არც ბიძებთანო, უბრალოდ ბავშვზე მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ჭკვიანია, თუმცა ზოგჯერ გაფანტული, სულ სადღაც დაფრინავსო.
- სად დაფრინავ ლიზა? - გავხედე ბავშვს.
- სპეციალურად ცუდად ვიქცევი, რომ მერე გიორგი დატოვოს და ჩემზე ელაპარაკოს.
- გიორგი უშენოდაც მიხედავს თავის თავს. ჭამას რომ დაამთავრებ, შედი ოთახში და პეპის ნახევარი გვერდი წაიკითხე. ჩიჩის არ ეთამაშო, სანამ არ მორჩები.
- კარგი - მოიღუშა საცოდავად.
სულ გული მიჩუყდებოდა, შენიშვნას როცა ვაძლევდი, მაგრამ აღზრდა მოითხოვსო თუ რაღაცა მსგავსს ამბობდა ხოლმე დედაჩემი.
- არადა, სადმე თოვლიან ადგილას მინდოდა გამეყვანე ერთი კვირით. ყინულზე ვისრიალებდით, თხილამურებით სრიალსაც ისწავლიდი, მაგრამ ცუდად თუ იქცევი...
- არ იქცევა ცუდად - შეეხიდა გიორგი. - არაჩვეულებრივი ბავშვია. ლექსი ისწავლა ზეპირად, იცოდი?
- ერთი კვირის წინ ისწავლა ეგ ლექსი და მხარს ნუ უბამ, როცა შენიშვნას ვაძლევ!
- მართლა აღარ წავალთ? - მკითხა გულდაწყვეტილი სახით ბავშვმა.
- წავალთ თუ კარგად კითხვით ისწავლი ნახევარ გვერდს.
- მაგარია - საჭმელი დააგდო და ოთახში შევარდა.
- ჩემი ტრ*აკუცა - ხმამაღლა გავიფიქრე ღიმილით.
გიომ და დემუმ სიცილით გამომხედეს.
- სად მიდიხართ?
- არ ვიცი, სადმე მაღლა, თოვლში.
- ჩიჩის გაგზავნა მოგიწევს მამასთან ხო?
- ჰო, ეტყობა. რამე ნორმალური ადგილი მოიფიქრე დემუ, სასტუმრო დაჯავშნე. მე მანამდე გავემზადები და ჩიჩის წავიყვან პატრონთან.
- საქორწინო კაბაში გამოეწყვე და ისე წადი.
- თუ მომინდა, მაგასაც ვიზამ. - ვთქვი ეშმაკურად და ოთახში შევედი. ერთი საათის განმავლობაში ვემზადებოდი. საბოლოოდ, როგორც ცუდმა დედიკომ, ბავშვი კაცებში დავტოვე და ძაღლთან ერთად, ჩემს ძველ სახლში გავეშურე. შინ რომ არ დამხვდარიყო, ალბათ მთელი გარჯა წყალში ჩამეყრებოდა.
კარგი გაოგნებულმა გამიღო. არ მინდა აღაირება, რომ ძაღლის ნახვა ჩემს დანახვაზე მეტად გაუხარდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მე ყოველთვის ფათერაკის ნიშანი ვიყავი. ჩიჩი კი სიყვარულის სიმბოლო გამხდარიყო.
სულელ ძაღლსაც გაეხარდა შაკოს დანახვა.
სანამ ერთმანეთს კოცნიდნენ და ლოკავდნენ, მე შურისთვალით შევყურებდი და ცოტა არ იყოს, დაბოღმილიც ვიყავი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
- ყავას დალევ? - მკითხა შაკომ.
- არა - ვუთხარი მკაცრად და პალტო გავიხადე, პირდაპირ სავარძელდე დავაგდე. შიგნით ბევრი არაფერი მეცვა: ერთი უბრალო ტანგა და გამჭვირვალე ლიფი, რომლის მაქმანებიც ზურგსა და მკერდის სხვა ნაწილებში მიმზიდველად გაბნეულიყო.
- ეს... რ..რა? - ენა დაება შაკოს. თვალები ჩემზე გაუშეშდა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. იმაზე დაბნეული ჩანდა, ვიდრე ამ დილით, მე ვიყავი.
- აქ არ მინდა - ვთქვი სასხვათაშორისოდ. - იმედია, ჩვენს საძინელებში ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არ დაგყავს.
- არავინ... - ძლივს წარმოთქვა. თითოეულ ბგერას ისე გაჭირვებით გამოთქვამდა, გული შეგეკუმშებოდა მაგისი წვალების ყურებით.
- ძალიან კარგი. პირი მოიბანე ძალიან გთხოვ, არ მინდა ძაღლის დორბლები მომაცხო. პირადული არაფერი, მიყვარს ჩიჩი, თუმცა სახლში ბავშვი მყავს და ბაქტერიებს ვერ მივუტან.
- ჰო - თავი დააქნია. ასეთი უსუსური იშვიათად თუ იყო და იმ იშვიათ შემთხვევებშიც, ისე მესაყვარლებოდა, მსურდა, მასზე სექსუალურად მეძალადა მთელი დღე და ღამე.
ჩემი ჩანთა ავიყოლე და კიბეზე ნელა ავედი. თვალი იქამდე გამომაყოლა, სანამ შესამჩნევად უხერხული არ გახდა მისი დაბნეულობა.
საწოლზე დავწექი, ორი წყვილი ბორკილი ამოვიღე და ბალიშის ქვეშ დავმალე. შაკოს რეაქციით, შურისძიების წყურვილითა და მოსალოდნელი გამარჯვებით უკვე ვზეიმობდი.
კიბეზე თავპირისმტვრევით ამოვარდა, მისი ნაბიჯის ბრაგაბრუგი მესმოდა და ვცდილობდი, სიცილით არ გავმსკდარიყავი.
- არ ვიცი, რა თამაშს მეთამაშები, მაგრამ...
- ყველა თამაშზე თანახმა ხარ ხო?
- მემგონი კი.
- სულელი ბიჭი, როგორ მაბრაზებს - მაისურზე დავეჯაჯგურე და ჩემსკენ მოვიზიდე. ერთმანეთს ვაკოცეთ, ერთმანეთი შევისრუტეთ, შევჭამეთ. მსურდა, მის ვნებაში ჩავმხვრჩვალიყავი, ერთი ფილტვი გვქონოდა და მხოლოდ ის ჰაერი მესუნთქა, რომელსაც შაკო ამოისუნთქავდა.
საწოლზე დაენარცხა. როგორც იქნა, მის სხეულს ზემოდან მოვექეცი და კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი დედოფალი, მთელი იმ რიტუალისა, რომელიც გვეგონა, ჩვენ გამოვიგონეთ მხოლოდ. ხელები დავუჭირე.
- ვიცი, რომ რაღაც საშნელებას აპირებ - თქვა უკვე დანებებულმა. - მაგრამ !
- ანუ დანებებული ხარ? - გამეღიმა. ყურთან ნაზად დავუწყე მოფერება.
სანამ ჩემს მკერდთან ალერსით ტკბებოდა, ბალიშის ქვეშიდან ხელბორკილები ამოვიღე და ორივე მაჯა საწოლზე მივუბი. ნამდვილად ფარხმალდაყრილს ჰგავდა.
მოვნატრებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გვქონოდა სექსი.
მისი რბილი ტუჩების თითოეული ამბორი, თითოეული შეხება, სხეულში მრავალჯერ ჩამარხულსა და მრავალჯერ ამოთხრილ ჟრუანტელს ახელებდა, ათავისუფლებდა, ისევ აძლევდა საშუალებას, მთელი სისხლი დაეპატრონებინა და ამაყად ემოძრავა ყველა მიმართულებით.
- მოგინდა, ბოლომდე მიწასთან გამასწორო? - მკითხა შაკომ.
ახლა ნამდვილად უბრწყინავდნენ თვალები. ვერც კი ხვდებოდა, რა საშინელება შეიძლება დამეგეგმა მის გასამწარებლად, მაგრამ თვალები მაინც ბედნიერებისგან კრთოდნენ, ზეიმობდნენ.
- ჰო.
- მზად ვარ, ოღონდ შენს სხეულს ტუჩებიდან ნუ მომწყვეტ, კარგი?
- კარგი - გამეღიმა და მის სიტკბოს დავეწაფე. ნაზად, აუღელვებლად ვკოცნიდი ტუჩებში. ნელა დავაცურებდით ერთმანეთში გადაჯაჭვულ, სამუდამოდ ერთმანეთზე მისაკუთრებულ ენებს და ვგრძნობდი, მართლა ჩემი იყო. მთლიანად მე მეკუთვნოდა. - აღიარე. - ვუთხარი ალერსში გართულს.
- რა ვაღიარო?
- ჩემი უპირატესობა აღიარე, თორემ გავჩერდები.
- ქალღმერთი ხარ, მე კი ჩვეულებრივი მოკვდავი - თქვა დაუფიქრებლად.
- შენი დღევანდელი ვიზიტი?
- თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და როცა შენზე ვცოფდები, ძალიან მინდები.
- ანუ საბოლოოდ, გამოდის, რომ მე გიხმარე?
- ეგრე გამოდის - გაეცინა.
მეც გამეცინა.
თან მწარედ.
ფეხზე წამოვდექი.
- რატო დგები? - მკითხა გაგიჟებულმა.
- იმიტომ, რომ უფრო აშკარა გავხადო ჩემი უპირატესობა.
- იცოდე, ახლა თუ წახვალ, არასოდეს გაპატიებ, შემძულდები!
- შენ მე არასოდეს შეგძულდები - ვთქვი მხიარულად და გავედი. საწოლზე ხელბორკილით მიბმული შაკო, ასევე დავტოვე.
ვიცოდი, რომ იმაზე სერიოზული თამაში წამოვიწყე, ვიდრე ოდესმე. ისიც ვიცოდი, რა გაცეცხლებული პასუხი მომელოდა მისგან, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე დაბრუნებოდა, მე კი დავხვდებოდი.
* * *
სახლში აკანკალებული მივედი. სინდისი მქენჯნიდა და თან ცოტა არ იყოს, აღგზნებულიც ვიყავი. ამავე დროს, მისგან წამოსული, ყოველთვის იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ ძალიან მენატრებოდა.
მიუხედავად, სენტიმენტალური ფიქრებისა, მაინც შევძელი, დრო ბავშვთან ერთად გამეტარებინა. გარეთ გავისეირნეთ, ვითამაშეთ, შემდეგ ისევ სახლში დავბრუნდით და ზღაპრები ვიკითხეთ.
ტვინში მაინც გამუდმებით მიმეორებდა პატარა, ამაზრზენი ხმა, რომ შაკო მიჯაჭვული იყო საწოლზე, შიოდა, ტუალეტში უდნოდა და ხელები სტკიოდა. ზოგადად, ეგ ხმა ყოველთვის მის სახელს ჩამძახოდა. სუნთქვასაც კი არ მაცლიდა ნორმალურად. საღამოს, დემუ მოვიდა და ისეთი მტრული სახით შემომხედა, შემეშინდა კიდეც.
- ეგ რა გააკეთე? - მკითხა თავის ქნევით. თითქოს, ბებია იყო, რომელმაც უჭმელობაში გამომიჭირა.
- რა გავაკეთე?
- შაკოს რა გაუკეთე?
- გითხრა?
- კი. სამსახურის შესვენებაზე გამომიარა და ყველაფერი მომიყვა.
- შესვენებაზე? რა იყო, ნახევარი საათიც არ უტანჯია, ეგრევე აიწყვიტა?
- ორი საათის განმავლობაში იტანჯებოდა შე ალქაჯო. მერე აიწყვიტა.
- ჩემი მიჯაჭვული ამირანი. - გამეცინა სიყვარულით.
- ვერ გიტანს იცი?
- ცივი წყალი დალიოს.
- იმდენს სვამს, რომ ღვიძლი გაუდიდდა უკვე.
დემუსთან ლაპარაკი არ მქონდა დასრულებული, რომ ტელეფონზე დამირეკა. ისეთი მშვიდი იყო, როგორც ამ ბოლო პერიოდში. აი, ხმას რომ ძლივს გაიგებ და იმ ჩურჩულიდანაც, ძალიან საშიში დასკვნები გამოგაქვს.
- მეზიზღები - მითხრა ალბათ ღიმილით, არ დამინახავს, თუმცა ხმის ტემბრის მიხედვით მივხვდი.
- რამდენჯერ უნდა მითხრა ეგ და რამდენჯერ უნდა მოიქცე შენი ნათქვამის საპირისპიროდ?
- აღარ მოვიქცევი ჩემი ნათქვამის საპირირსპიროდ. არ ვიცი, შესაძლოა, აქამდე ვცდილობდი, შენთვის შანსი მომეცა, თუმცა სისულელეა. ეშმაკი ეშმაკად რჩება.
- და პრადას ატარებს - დავაგვირგვინე. თან საკუთარი თავით ვამაყობდი, ასეთი ენამოსწრებული რომ ვიყავი.
- შენი სერიალი მთავრდება. მე კი იმაზე ვიზრუნებ, რომ ჩემგან რა სარგებელიც გეკუთვნის, იმისი მეასედიც ვერ მიიღო. აქამდე, მეცოდებოდი. ვფიქრობდი, მე ნატალი მყავს, ელენა კი გულგატეხილი იქნება და ცოტაოდენი შემოსავალი მაინც მივუგდო-თქო. ახლა დავიჯერე, რომ შენი გული არ ტყდება. საერთოდ არ გაგაჩნია.
- მოდი და პირისპირ მითხარი ეგ ყველაფერი თუ იმის არ გეშინია, რომ კვლავ ის მეცმევა, რაც დღეს და შენ კვლავაც ვერ შეიკავებ თავს.
- არა. თავის ვერშეკავების მეშინია. ოღონდ, ამჯერად, ვშიშობ რომ შემომაკვდები და ამიტომ, უმჯობესია თუ არ გნახავ.
- ერთს ამბობ, მეორეს ამტკიცებ - კვლავ დავცინე. - შენგან სარგებელს რაც შეეხება, სულ ფეხებზე დამიტოვებ თუ არა რამეს.
- ძალიან კარგი. ბედნიერ სიღარიბეს გისურვებ.
- შენ ბედნიერ უსექსობას. ან ნატალისთან გქონდეს პატიოსანი, მისიონერული კავშირი. იმედია, მაგისი კადრებაც არ გიტყდება მაგ გოგოსთვის.
- ეგ შენი საქმე არაა - გამითიშა.
- გადამრევს ეს კაცი - ამოვიოხრე.
- ჰო, ნამდვილად უნდა გაბრაზდე. როგორ გაბედა და ბორკილებიდან დაიხსნა თავი?
- შენც მის მხარეს ხარ?
- რა თქმა უნდა. კარგი, დავუშვათ, სექსუალური კუნთები და მიმზიდველი თვალები არ ჰქონოდა, იქამდე უნდა ყოფილიყო საწოლზე მიჯაჭვული, სანამ მეზობლებს მისი გახრწნილი გვამის სუნი არ შეაწუხებდათ?
- მაქამდე არ მივიყვანდი საქმეს. საერთოდაც, მიმზიდველი თვალები რა შუაშია ამ ყველაფერთან?
- აქვს და ხაზი გავუსვი.
- იდიოტი ხარ!
- შენ კი ნამდვილი ეგოისტი და სადისტი. ვერ გამიგია, რატომ გევლება მთელი ქალაქი თავს, როცა ზუსტად საკუთარი თავის როლს თამაშობ სერიალში? ადამიანებს რატომ მოსწონთ უარყოფითი, სნობი პერსონაჟები?
- იმიტომ, რომ დადებითი პერსონაჟები ბანალურები არიან, მიზანს მალე აღწევენ და საკმაოდ პატიოსნადაც.
- ეგ ყველაზე საშინელი ახსნაა. სხვათაშორის, ხვალ საღამოს ივენთი ეწყობა. სერიალის დამთავრებასთან დაკავშირებული.
- ვიცი. შენც დაპატიჟებული ხარ?
- კი, მაგრამ რომ არ ვიყო, არ წამიყვანდი?
- არა.
- დამპალო!
- ამ ბოლო დროს, განსაკუთრებულად მიშლი ნერვებს! - ვუთხარი დაბღვერილმა და ლიზასთან შევედი. ეძინა უკვე. თავიდან, გვერდზე მივუწექი, ცოტახანს ვეფერე.
მეც ჩამეძინა.
მთელი ღამე, რაღაც სიგიჟეები მესიზმრებოდა. არ ვიცი, მაინცდამაინც ახლა რატომ განვიცდიდი ასე მძაფრად საფრთხის და სულიერი მარტოობის მოახლოებას, მაგრამ ფაქტი იყო, ჩემს სიზმრებსაც რიგიანად დამჩნეოდა კვალი.
მეორე დღეს, სენდვიჩი გავუკეთე და დილით, თავადვე წავიყვანე სკოლაში. მოულოდნელად გაზრდილს ვგავგდი მემგონი. ალბათ იმიტომაც, რომ რაღაცას ვშიშობდი, ვშფოთავდი, ვკანკალებდი და ეს ყველაფერი, ცანცარა გოგოს მაგივრად, დათრგუნულ ქალად გარდამქმნიდა.
შაკო განრისხებული იქნებოდა...
ისეთი გარისხებული, რომ ღმერთს დავეფარე, სჯობდა.
ერთი მშვენიერი გეგმა შევიმუშავე ბავშვის მოვლასა და გაწამაწიაში მყოფმა: რაც არ უნდა ჩაედინა შაკოს, მშვიდად შევხვდებოდი. მეტიც, პირდაპირ ხახაში ჩავუვარდებოდი მოდუნებული და ბრძოლისუნარდაკარგული. ასეთი იყო ჩემი გეგმა. იმედია, მოსაკლავად არ გამიმეტებდა და სხვა ოხუნჯობებიდან, მშრალი გამოვიდოდი. ხოლო როცა საპასუხო დარტყმის მოლოდინში, მოსვენება დაეკარგებოდა, მე გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი და კითხვაში ვავარჯიშებდი ბავშვს.
აი, ყველაზე მშვენიერი გეგმა უგეგმობა ყოფილა და აქამდე, ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.
- რას იცმევ დღეს? - მკითხა დემუმ, როცა ივენთის დრო მოახლოვდა.
- არ მოვდივარ - ვუპასუხე სრული სერიოზულობით და ყავა დავლიე. ამ ბოლო დროს, მუდამ მეძინებოდა. გასაკუთრებით, საღამოს 6 საათიდან.
- გაგიჟდი? ფაქტობრივად, შენს გამო ხდება ეს ყველაფერი.
- ყოველთვის ყველაფერი ჩემს გამო ხდება და ცოტა არ იყოს, დავიღალე.
- ელენა, ეს სრული ეგოიზმია.
- მიჩვეული ვარ, ეგოისტად ყოფნას - თან წინა დღის საუბრის მერე, დემუზე გულმოსული ვიყავი. არ მომწონდა, როცა შაკოს მხარეს იჭერდა. მაშინაც თუ მართლა დამნაშავე ვიყავი, შაკო კი სრული ანგელოზი.
- ჯიბრზე მელაპარაკები?
- დიახ.
- ჩემ ჯინაზე არ მოდიხარ?
- ყველას ჯინაზე! და ბავშვი ვის დავუტოვო, ხომ ვერ მეტყვი?
- გუშინ, გიორგიმ შემომთავაზა, მე დავიტოვებო.
- ხომ არ გეჩვენება, რომ გიორგის ისედაც მუდამ ბევრი საქმე აქვს? ძლივს, ერთი გასართობი იპოვნა, რომ საშინელი საქმეებიდან, ხალხის დაჭერიდან და მკვლელობებიდან, ყურადღება ქალზე გადაეტანა. ჩვენ კი ბონუსად, ძიძაც უნდა გავხადოთ?
- თავად შემომთავაზა. ლიზას უყვარს გიორგი. გიორგისაც მოსწონს ბავშვთან ერთად დროის გატარება. რატო შლი ფაფარს მაშინ, როცა საერთოდ არაფერია გასაბრაზებელი?
- არ ვიცი. რთული პერიოდი მაქვს. მემგონი, დეპრესია მეწყება. - გამოვუტყდი., დემუს ჯინაზე, ფრთიანი ფრაზების მოფიქრებასაც დავეღალე უკვე. საერთოდ, ყველაფრისგან დაღლილად ვგრძნობდი თავს.
- ჰო და, შენი ახალი, ლამაზი კაბა ჩაიცვი და წავიდეთ.
- გარეთ ცივა. კაბის ხასიათზე არ ვარ.
- მაშინ ლამაზი შარვალი ჩაიცვი და ის ბოდე, მკერდი რო ნახევრად გიჩანს.
- ივენთი თუა, სიმღერებიც იქნება და ერთი-ორს რომ წავიცეკვებ, მერე მთლიანად გადმომვარდება. ამიტომ, არც ეგ მინდა.
- მაშინ ჩიხტიკოპი გაიკეთე და ადექი!
საბოლოოდ, დამიყოლია. საერთოდ, როდის იყო, დემუს თავისი არ გაჰქონდა? ბავშვი გიორგისთან მივიყვანეთ. ჩვენ იქ ადამიანთა დიდ თივის ზვინში შევედით, სადაც შაკო ჩაკარგული ნემსის ალეგორიას წარმოადგენდა და მისი მოძებნა თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა გამახსენდა, რომ არც უნდა მეძებნა. თვითონ მოაკითხავდა თავის ერთგულ ყოფილსა და ახლანდელ მტერს.
იმ წამებში, კიდევ უფრო უარესად ვიყავი. ბოლო დროს, ალკოჰოლს აღარ ვეტანებოდი, თუმცა იმ საღამომ მაინც მაიძულა რომ ჩემი წილი წუხილი ტეკილასთვის გამეტანებინა.
- მემგონი, ექიმთან უნდა იარო - მომესმა შაკოს ხმა.
აი, ზუსტად ამას ვერიდებოდი. მისი ხმის გაგონებას ვერიდებოდი, რომელიც, ძირითადად, ზურგს უკნიდან ჩამესმოდა და შეტრიალებისას, სულში მიფათურებდა ხელებს. ვერიდებოდი, ისევ დამენახა მისი თვალები, ისევ მომნატრებოდა და სანაცვლოდ, კვლავ მტრული დამოკიდებულება დაგვეთესა ერთმანეთში.
მოხუცებულს ვგავდი.
დაბერებულს, ბრძოლისგან გადამწვარს. ადამიანურ ცხოვრებაზე, ჰარმონიაზე და ყოველ ღამით, საყვარელი კაცის მკლავებზე ვოცნებობდი, რომელიც დილით არ გამომეცლებოდა ხელიდან.
- კი, ალკოჰოლიკი ვარ - დავუდასტურე. ცოტათი შეცბა. მემგონი, არ ელოდა, რომ ამ საღამოს, საჭესთან თვითონ იჯდებოდა მე კი დამყოლი გოგონას როლს ვითამაშებდი. ერთი სიტყვით, მეორე ნატალი ვხდებოდი ვგონებ.
- მერე, რას აპირებ?
- სამკურნალო დაწესებულებას მივაკითხავ რამდენიმე თვით. - ვუპსუხე აუღელვებლად. აშკარად, დაბნეული ჩანდა ჩემი წყნარი ქცევით. ვიცი, შაკოს უნდოდა, პატარა ბავშვივით ძირს დავვარდნილიყავი და იატაკზე ფეხების ბაკუნით მეკივლა, მაგრამ ამისგანაც ძალიან დაღლილი ვიყავი.
- არ გრცხვენია მაინც, რაც გამიკეთე?
- ძალიან.
- გეყოფა ცინიზმი. მართლა გეკითხები.
- მართლა მრცხვენია შაკო. - შუბლზე ხელი მოვისვი. - რამე, გემრიელი მინდა.
- ფეიხოას კოქტეილი? - მკითხა მან. ზუსტად იცოდა, რაც მიყვარდა.
- კი.
- ცუდად ხომ არ ხარ ელენა? - უკვე, შიშობდა ჩემზე, რაც ძალიან მაწყობდა, მაგრამ რეალურად, მართლა ცუდად ვგრძნობდი თავს.
- მშვენივრად ვარ. ნატალი სად გყავს?
- მასთან ურთიერთობა გავწყვიტე. არც არასოდეს მქონია... მართლა.
- რას ამბობ? - ცოტათი მიჭირდა მისი სიტყვებიდან აზრის გამოტანა.
- არაფერუ გვქონია. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მაქსიმუმ, ერთად ვვახშმობდით.
- აბა, რატომ გაწყვიტე ურთიერთობა?
- არ მოგწონდა. ღიზიანდებოდი. ბოლო დროს რაც მოხდა, იმის მერე, ჩემგან მორიგ დარტყმას ელოდი ალბათ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ შენი გაღიზიანება არ მინდოდა. ბავშვი გყავს, ნერვიულობ, განიცდი... არ მინდოდა, დამატებით, ჩემ გამო გენერვიულა. - მიხსნიდა შაკო.
მე ვბედნიერდებოდი.
მაგრამ ფიზიკურად, სხეული მიბუჟდებოდა.
- მგონი, ცუდად ვარ - ვუთხარი შაკოს და პირადპირ მკლავებში ჩავუვარდი.
- ელენა, ელე! - რამდენჯერმე, ხმამაღლა დამიყვირა.
მესმოდა, მაგრამ პაუხსი მიჭირდა.
- უძოლობამ მიქნა - როგორც შემეძლო, ავუხსენი - და საჭმელიც არ მიჭამია.
- ჰაერზე გავიდეთ. მოდი, ჰაერზე გავიდეთ. - მხრები მაგრად შემომხვია და ხელში ამიყვანა.
ცივი ნიავი სასიამოვნოდ მომხვდა სხეულზე.
თითქოს, ყელში გაცხერილი ბურთულა გაქრა.
თავისუფლად ვსუნთქავდი.
- რა სჭირს? - მომესმა დემუს ხმა.
- ცუდადაა. - შაკოს პასუხიც გავიგონე.
მერე ჩემს კაცს ჩამოვეხსენი.
უფრო მეტი ჰაერი მჭირდებოდა.
თუმცა მის სურნელს როცა მოვწყდი, მაშინ ვიგრძენი, შაკო ჰაერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
მოულოდნელად, საყვარელი კაცის ღრიალი გავიგე.
ისეთი გათიშული ვიყავი, ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი.
ერთი სიტყვით, ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი დღე იყო, რადგან მასთან თითქმის შევრიგდი. მეორე მხირვ, კრახით დასრულდა, რადგამ მანქანამ დამარტყა.
* * *
ისეთი უძლური ვიყავი, თვალის გახელის მცდელობაც სასიკვდილო ზარალს მაყენებდა. რამდენიმეჯერ, ფუჭად ვეცადე რამე დამენახა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. მთელი დღის ნარბენივით დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერც ტკივილს და ვერც სხეულს ვგრძნობდი, ხმები მაინც მესმოდა. ხმებთან ერთად, ნაცნობი, გრილი და სუფთა სურნელი მოჰქონდა ჰაერს და ვხვდებოდი, შაკო ჩემთან იყო.
ალბათ ნატანჯი... ნაგლოვი...ნაგვემი.
შაკოს სურნელის მიუხედავად, წამლებიც საშინელი არომატიც მხვდებოდა ცხვირზე და ამით ვაცნობიერებდი, რომ ჯერ არ ვესვენე გარდაცვლილთათვის განკუთვნილ სასახლეში. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ მდგომარეობაშიც არ მტოვებდა ჩემი ეთგული ეგოიზმი და სრული სიხარულით ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ ახლა ჩემი ყოფილი ქმარი ისე ნერვიულობდა, როგორც არასოდეს. კარგად მივაყურადე ქაოსიდან გამოცალკევებულ ხმებს და შაკოსიც გავიგე.
- მთავარია, გამოვიდეს - თქვა მან ხმის კანკალით. კიდევ უნდოდა წინადადების გაგრძელება, მაგრამ გაუწყდა აზრი. ან უბრალოდ, აზრიც აღარ ებადა. მისი სხეულის ცახცახსა და შიშს ისე აღვიქვამდი, გეგონება რაღაც ზებუნებრივი ძალა და შესაძლებლობები მქონოდა. თუმცა ეს ხომ ყოველთვის ასეა არა? შეყვარებული ადამიანი მუდამ არაამქვეყნიური ნიჭით დასაჩუქრებული ხდება, რადგან ისე გრძნობს პარტნიორის განცდებს, როგორც საკუთარს.
ცრემლების კვალიც დავიჭირე მის ხმაში. ჯანდაბა! ანუ ცუდად იყო საქმე და ტიროდა ვითომ? ნეტავ, ცალი თითის განძრევა მაინც შემძლებოდა, რომ შუა თითი ამეწია და ამით ორი რამ გამომეხატა: 1) ცოცხალი ვარ და ნუ ტირი. 2) საბოლოოდ, მაინც მე მოგიწყვე ისეთი ოინი, თავიდან ფეხებამდე, აგათრთოლა და აგატირა. Elena always wins- ასეთია ბუნების კანონი, იმ შემთხვევაშიც თუ ელენა ცალი ფეხით სამარეშია მოთავსებული.
შაკო ჩემს საწოლთან დაჯდა. ისე მძიმედ სუნთქავდა, მივხვდი, ტიროდა. სამყაროში, ყველაფრის ატანა შემეძლო, მაგრამ მისი ტირილის არა. არც არასდროს მენახა შაკოს ცრემლები. სიმწრის ნაპერწკლებიც უყრია გაცოფებულს, როდესაც სიბრაზის უმაღლეს წერტილამდე ამყავდა და მოკვლითაც დავმუქრებივართ ერთმანეთს, თუმცა ჩვენ ორს შორის, მე ვიყავი მტირალა. დემუც კი ხშირად ტიროდა, თუმცა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა შაკოს ცრემლები, მხოლოდ მითის დონეზე არსებობდა თეორიები.
ახლა ტიროდა.
„კმაყოფილი ხარ ძუ*ნა?“ - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. „შენ ხომ გსურდა, ისეთი გამწარებული ყოფილიყო, სიცოცხლის ყველანაირი ხალისი დაჰკარგვოდა? ჰოდა, უყურე და დატკბი“.
ჩემი თავი მძულდა. წეღან, მთელი არსებით თუ ვზეიმობდი მასზე გაამრჯვებას, ახლა ჩემი თავი მძულდა ამის გამო. ვინ იცის, რას განიცდიდა? რამდენჯერ წარმომედგინა ჩემს ყველაზე შემზარავ ფიქრებში, რომ შაკოს ვკარგავდი და ასეთ დროს, სამუდამო გამოსავლად მხოლოდ თავის მოკვდა მიმაჩნდა. ახლა ნუთუ ისიც იგივეს გრძნობდა? ნუთუ იმაზე უარესად იტანჯებოდა, ვიდრე ყველაზე საზარელ კოშმარში ვიტანჯებოდი თავად?
შაკოს სურნელს დემუს არომატიც მოჰყვა. მისი ემოციები იმდენად შეუკავებელი იყო, დამარხულიც რომ ვყოფილიყავი, უთუოდ წამომაგდებდა.
- მე როგორ გამიკეთა? - ტიროდა ხმამაღლა. იმდენად მომიკლა გული მისმა გოდებამ, ახლა მთელი არსით შევეცადე, რამე მაინც გამეტოკებინა. მემგონი, სანახევროდ, გამომივიდა, თუმცა მტირალა კაცების გარემოცვაში, ვინ შეამჩნევდა? - ეს მე როგორ გამიკეთა? ან მე რა დავაშავე ასეთი? კარგი ადამიანი ვიყავი, ერთი ისეთი ცოდვაც არ მახსენდებოდა, რომ ასეთი სასჯელი მიმეღო.
შაკო რატომ არ აწყნარებდა? სად ჯანდაბაში იყო, რატომ არაფერს ამბობდა მის დასამშვიდებლად? რა უცნაური ყოფილა ცხოვრება, გგონია, დასაკარგი არაფერი გაქვს და უცებ აღმოაჩენ, რომ შენი წასვლით, შეიძლება სხვების სიცოცხლეს სამუდამო ზიანი მიაყენო.
- ჩემი ბრალია - თქვა შაკომ. მხოლოდ ეს აღმოხდა. ისიც ტიროდა. მისი სხეულის ცახცახსა და სულის ტკივილს, კვლავ საკუთარივით ვგრძნობდი. გავიდა. ჩემგან გავიდა. ეტყობა, დემუსთვის არც თვალის გასწორება შეეძლო და ის ძალუძდა, მისი თანდასწრებით, მთელი ტანჯვა გარეთ გადმოექცია.
სად წავიდა?
რატომ მიდიოდა?
პარალიზებულს, მოძრაობის უფლებაწართმეულს, ჩემს მდგომარეობაზე მეტად, შაკოს არყოფნა უფრო მადარდებდა. მოულოდნელად, რომ შუაზე გადაგჭრიან და წარმოდგენა არ გაქვს, შენი სხეულის მეორე ნაწილი სად ჯანდაბაშია, ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავი. არ ჰქონდ აუფლება, წყლის დასალევადაც კი გასულიყო, როდესაც მე მხოლოდ მისი სიახლოვე მჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად.
დემუ ხელზე შემეხო.
- ვიცი, რომ ჩემი გესმის, ვიცი, რომ სადაც არ უნდა იყო, ჩემს ხმას მაინც გაიგებ. ამიტომ, თუ რამე საშინელებას აპირებ, უთუოდ უკან მოგეწევი ელენა! - თქვა სრული სერიოზულობით. ღმერთო, მართლა ხვდებოდა, რომ მისი მესმოდა. ჩვენ ხომ ცხოვრებისეული სასჯელი გვქონდა სამყაროსგან მონიჭებული: ყველგან და ყოველთვის ერთად უნდა ვყოფილიყავით და ერთმანეთის ხმა გაგვეგო.
ისევ შემოვიდა შაკო.
ექიმმა, გააფრთხილა, ერთ-ერთი დარჩითო და მოულოდნელად, დემუს ცივი ხელი შაკოს შეხებამ შეცვალა. ის თბილი იყო. ისეთი თბილი, არც ერთი ადამიანი რომ არაა სამყაროში. მის რბილ კანთან ერთად, სველი, ცხელი და მწარე ცრემლების შეხებას ვგრძნობდი საკუთარ მტევანზე.
ისეთი უთქმელი იყო შაკო... ისეთი უთქმელი, რომ მეშინოდა, რამე არ დამართნოდა ამდენი გრძნობის სულში ჩაკვლის გამო.
ტუჩები შუბლზე შემახო. ახლა ჩვენი, ორივეს სახეები მისი ცრემლისგან სველი და სიკვდილმისჯილივით დამფრთხალი იყო. „არ წახვიდე რაა, კიდევ მაკოცე“ ვევედრებოდი უსიტყვოდ. გული ამიჩქარდა. ისე ამიჩქარდა, რომ აპარატმა გასცა ჩემი აღელვებული ემოციები და ექიმიც შეუდგა გასინჯვას.
ეს თანამედროვე ტექნიკა ან გადაგარჩენს ან დაგღუპავსო, ნათქვამია და ჩემი დასმენისთვის, ახლა გულში ქოქოლას ვაყრიდი.
- რა დაემართა? - შემოვარდა დემუ.
- ვაკოცე და გული აუჩქარდა. რა უბედურებები დავმართე და როგორ ვანერვიულე - საკუთარი თავი შეიძულა ჩემმა ქმარმა.
- დარწმუნებული ვარ, უკვე აღარც ახსოვს.
- სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება, რანაირადაც გავაწამე- თქვა შაკომ. სუნთქვა აუჩქარდა. ვშიშობ, წარმოიდგინა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები არც თუ ისე შორს მქონდა და უჩვეულოდ ღონედაცლილი ჩამოჯდა სკამზე, სახე ჩემს ხელს დაადო და ტუჩებით შეეხო.
უნდოდა, სამუდამოდ ასე დარჩენილიო. ან იქამდე, სანამ გონს არ მოვიდოდი. მეც მინდოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში მეგრძნო მისი სიახლოვე. ასეთი სიახლოვე ყველაზე მშვენიერ შეგრძნებებს მიღვიძებდა. გადაღლილ სულში ახლა მხოლოდ სიყვარული დარჩენილიყო. აღარც ვბრაზობდი, აღარც ვღელავდი. ვგრძნობდი სიყვარულს. მთელი არსით შაკო ვიყავი, რადგან ის იყო ჩემი სიყვარულის ერთადერთი და უკანასკნელი სინონიმი.
- ხომ იცი, მალე გაიღვიძებს. დაბეჟილობისგანაა გონებაწართმეული. - ანუგეშა დემუმ, მაგრამ ეტყობოდა, ისეთი შეშინებული იყო, ეჭვებს ვერ ერეოდა.- უბედური შემთხვევაა. ის კი არა, ელენას ბრალი იყო, დაუფიქრებლად გადარბოდა. იმედია, საჭესთან მჯდომი კაცი არ გვიჩივლებს.
ორივეს გაეცინა.
მეც გამეცინა.
კარგად გამოუვიდა. ანუ სასიკვდილოდ დაშავებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც გარდაცვლილივით დამტიროდა ამდენი კაცი.
- საბოლოოდ, როცა სამუდამოდ ერთად უნდა ვყოფილიყავით, რაღაც უბედურება შეგვემთხვა.
- იცი რა? საერთოდ, როგორ გაძელით ამდენ ხანს? როგორ გაგიძლო გულმა, რომ ვიღაცა სხვა გაგეჩინა? აქამდე, თავს ვიკავებდი ზედმეტი კითხვების დასმისგან, მაგრამ ამაზე შესაფერისი მომენტი აღარასოდეს ჩამივარდება ხელში. მაინტერესებს, ელენას გარეშე როგორ იყავი ან რატომ იყავი?
- საერთოდ, ყოფნა ერქვა? - კითხვითვე უპასუხა შაკომ, ისე რომ მისი გაწამებული სახის სითბო ხელიდან არ მომშორებია.
ვფიქრობ, ამომწურავი პასუხი იყო.
ვფიქრობ, საკმარისი იყო პატიებისთვის.
- ბავშვს რას უზამთ? - კიდევ შეაწუხა დემუმ. გეგონება, თავისი სადარდებელი არ ჰყოფნიდა. გეგონება, ადვილი იყო მისთვის, რომ დაბეჟილსა და უგუონოდ დაგდებულს შემომცქეროდა. დამატებით, ცხოვრებისეულ და ოჯახურ კითხვებს მაინც არ წყვეტდა დემუ.
- რა უნდა ვუქნათ, ნივთი ხო არაა? მე და ელენა ისედაც ვაპრებდით მაგ საკითხის მოგვარებას. ხომ ხედავ, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იმდენი პასუხისმგებლობა დაიდო ზურგზე, მე რომ ვერასოდეს შევძლებდი მარტოდ დარჩენილი, ამ ყველაფრის გაძღოლას. ელენაა იმის დასტური თუ როგორი სუსტი, მშიშარა და საცოდავი ვარ.
- სუსტი არა ის ხარ. ათას აჯიმანიას აკეთებ - შეეშველა დემუ.
- ეგ ლეგენდაა, რომელიც რეალურად არავის დაუნახავს და რომელიც ელენას წამოსცდა მარტო იმიტომ, რომ ლეკასთვის დაემტკიცებინა, ჩემი ქმარი შენსას სჯობსო.
- რაა?
- ჰო. ჩემი ძმაკაცის ცოლია და ერთხელ, ქმრებზე მოუვიდათ მსგავსი დიალოგი: ჩემი ქმარი მდიდარია, სამაგიეროდ ჩემი ქმარი მაღალია და ა.შ. ელენამ არც აცია, არც აცხელა და ჩემი ქმარი ათას აჯიმანიას აკეთებსო, წამოაყრანტალა. გული გამისკდა, ვინმე არ შემომტრიალებოდა, დამიმტკიცეო, არ ეთქვა.
- რამდენი ეგეთი სისულელე აქვს მოფიქრებული. - გაეცინა დემუს. - ისე, რა მაინტერესებს იცი? შენც გერევა თუ მარტო მე დამაგდო დედამიწაზე ხერხემლით?
- დაგაგდო? - თავი ასწია. არ მესიამოვნა, რომ მისი სახის მაგივრად, ცივი ჰაერი მომესიყვარულა, მაგრამ ცოტა არ იყოს, ვერთობოდი მათი დიალოგით.
- ჰო. მოგერევიო მითხრა, დამეჭიდა და დამაგდო.
- ჩვენც ვჭიდაობდით, მაგრამ ეგრე სერიოზულად არა. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ძირითადად, ფსიქოლოგიურად მანადგურებდა. საბოლოო დარტყმა ის იყო, რომ გიორგი გაიჩინა.
- გიორგი გაიჩინა?
- ჰო.
- გიორგი არ გაუჩენია. ჩვენი მეგობარია, რომელსაც თავისი ოცნების ქალის შებმაში ვეხმარებით.
- რას ამბობ? აბა მე მაშინებდა?
- ჰო, რა თქმა უნდა, შენ გაშინებდა.
ჯანდაბა! ყველა კარტი გამიხსნა ამ დროს, საუკეთესო მეგობარმა.
- რა სულელი ვარ, ღმერთო - გადმომწვდა და ლოყები დამიკოცნა.
- შენ და ნატალი?
- რა დროს ნატალია, კარგი რაა - კვლავ აგრძელებდა ჩემი დაუზიანებელი და მოშიშვლებული სახის ნაწილების დამუშავებას თავისი რბილი ბაგეებით.
ნეტა, ტუჩებამდეც გადმომწვდებოდეს-თქო, ვნატრობდი.
- ბარემ აქვე დაგისვამ კითხვას.
- დემუ, რატომ სარგებლობ ჩემი სისუსტით? არ შეიძლება ავადმყოფის შეწუხება.
- არ წუხდება. მე მაგას არასოდეს ვაწუხებ.
- კარგი, გისმენ.
- რა ურთიერთობა გქონდა იმ გოგოსთან?
- მაქსიმუმ, გვესეირნა.
- ღადაობ ხომ?
- არა. რით ვერ გაიგე, რომ როცა ვინმე გიყვარს, სხვასთან დაწოლა არ გინდება. ამას მარტო ქალები კი არ ამბობენ, კაცებიც აღიარებენ ზოგჯერ. ჰოდა, „ზოგჯერ“ კაცთა რიცხვს მივეკუთვნები. ან საერთოდ, ელენას შემდეგ, სხვა ქალზე რომელ ნორმალურ კაცს აუ*გება?
- ახლა ავწირპლდები - აღმოხდა დემუს. აწირპლება ატირებას ნიშნავდა მის მრავალფეროვან ენაზე.
- უკვე მეორე დღეა... გეყოფა ასეთი ხუმრობები და გამოფხიზლდი - მითხრა შაკომ და ისევ ლოყებზე მაკოცა. - ბოლოს და ბოლოს, ჩემი და ნატალის ქორწილში თამადა ხომ უნდა იყო?
რა თქვა?
მომესმა?
თვალები ისე გაუაზრებლად გავახილე, თავადაც გამიკვირდა. უეცარ გამოღვიძებას ერთი დიდი პლიუსი ჰქონდა და ერთიც მინუსი. კარგი ამბავი ის იყო, რომ ენას სრულად ვფლობდი.
- ხო არ გაგიჟდი? - ვკითხე შაკოს.
- ცოცხალია! გაიღვიძა! - იყვირა დემუმ.
სახე დავჯღანე. ასეთი ხმამაღალი ჰანგებისთვის ჯერ არ ვიყავი მზად.
- ელენა - აღმოხდა შაკოს. მისი ტუჩები დაუნდობლად დამეძგერდნენ და სახის ყველა უჯრედი ხელთ იგდეს.
- უშენოდ მოვკვდები - მეჩურჩულებოდა ყველაზე საამური ხმა. ეს ზუსტად ის იყო, რაც აქამდე მჭირდებოდა: ბრაზგამოცლილი, გულწრფელი, გრძნობებით აღსავსე და წმინდა.
- კიდევ მითხარი რამე ეგეთი - შევევედრე ბანალურ სასიყვარულო ფრაზებს მონატრებული, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, ექიმი შემოვარდა. კარგა ხანს, მსინჯავდა და ბიჭებს პატარა ბავშვივით არიგებდა, რომ ცოტახანს, დასვენება და კარგი ცხოვრება მესაჭიროებოდა.
- სექსუალური კავშირი შეიძლება? - ჰკითხა დემუმ ჩემი და შაკოს მაგივრად.
- რა თქმა უნდა. თუ მოუნდება.
- აბა ძალით დაუფლებას არ ვაპირებთ - მასვე გაეცინა.
- თქვენ მეუღლე? - ჰკითხა განსაკუთრებით ვინც აქტიურობდა, იმას. ანუ ჩემს საუკეთესო მეგობარს.
- ეგ ცოტა რთული თემაა. გრაფიკი გვაქვს და ხან მე ვარ მისი მეუღლე, ხან ის. ამ ბოლო თვეებში, შაკომ ცოტა მოიკოჭლა, სამაგიეროდ, მე არ დამიკლია.
- ნუ გადარიე კაცი - შევაწყვეტინე დემუს. - არ ვარ მსუბუქი ყოფაქცევის.
- ვერ ვიჯერებ, რომ ასე განერვიულე... მერე ისე დამეხსენი, შენი შეკავება ვერ მოვასწარი - მომიბრუნდა შაკო და ისევ მაკოცა. ისეთი გატრუნული ვიყავი, საერთოდ აღარაფერი მახსოვდა.
- ახლა უკვე ა*რაკებ! გამომწერენ და ქამრით აგიჭრელებ ფითქინა ტაკოს.
- გულისფანცქალით დაველოდები ამ დღეს - წამოჯდომაში დამეხმარა და ბალიში ამიფუმფულა. მართლა რიგიანად შეშინებული იყო. ალბათ, პირველი რამდენიმე თვე ყველა პრეტენზიასა და ახირებას უსიტყვოდ შემისრულებდა და მერე ისევ კატა თაგვობანას ვითამაშებდით. ეგ არაფერი, თამაშებიც მოგვენატრებოდა მანამდე.
- ბავშვი როგორაა? - ვკითხე დემუს.
- ცოტახნით, ძიძა ვუქირავე. სულ შენ გკითხულობს და ვუთხარი, ვირუსი აქვს, პატარებისთვის მასთან მიახლოება არ შეიძლება, რადგან გადაედებათ-თქო.
- ჩემი გოგონა - ამოვიოხრე საცოდავად - იმისთვის მოვიყვანე, რომ მაინც შორს მყავდეს?
- ძალიან საყვარელია. იცი რა მითხრა? დედებისგან შვილებზე ვირუსები და სიცხე არ გადადისო.
ამის გაგონების შემდეგ, ცოტახნით ავიფარე სახეზე ხელი და მრავალი ცრემლი ჩამოვაგდე. შაკო უსიტყვოდ მიმასაჟებდა ზურგს.
* * *
ერთი კვირის შემდეგ:
- შაკო! შაკო! - ვკიოდი მის სახელს. თვალის გუგები უსსასრულობაში ჩამკარგვოდა სიამოვნებისგან და ისე მაგრად ვუჭერდი ხელს მის უკანალს, ალბათ ჩემი ხუთივე თითი დამჩნეული ექნებოდა ცოტახანში. გადარეული მხეცივით ქშინავდა. ისიც ისეთივე გაუმაძღარი და სექსსდამონებული იყო, როგორც მე.
ვკიოდი.
არ მადრებდნენ არც მეზობლები, არც ცხოველები და არც ფრინველები. მის სახელს შეუჩერებლად ვკიოდი. ზოგჯერ, მხოლოდ ჩემი ხმამაღალი ტონალობით აფორიაქებული საყვარელი კაცი მიხშობდა ჰანგებს და გადარეული, ახლა მის ცერა თითს ვწუწნიდი ხარბად.
ორივე ოფლიანები ვიყავით, მიწიერ ცხოვრებაში, საუკეთესო რაც არსებობდა, ყველაფერს ერთდროულად განვიცდიდით ჩვენი გადაჯაჭვული სხეულების ხარჯზე.
- საუკეთესო ხარ! - წარმოვთქვი გულაჩქარებულმა. ჯერ კიდევ ვერ ვსუნთქავდი ნორმალურად.
- მინდა, რომ დღეს საწოლიდან არ ავდგეთ. - გამომიცხადა მან.
- ლიზა სკოლიდან დაბრუნდება და მოგვიწევს.
- ლიდია მასწავლებელთან არ მიდის? - მკითხა სიცილით.
- ავადაც რომ გახდეს, ძალით წაიყვანს გიორგი. იცი, წინა გაკვეთილზე ყვავილები მიართვა და ყველანი სახტად დავრჩით, როცა იმ ქალმა თავში არ ჩასცხო.
- საწოლში გიორგიზე რატო ვლაპარაკობთ? - ჩემი სხეულიდან დაიძრა, გვერდზე გადაბრუნდა და ხელი მომხვია.
- ბავშვზეც ვლაპრაკობთ. ეს ცოდვაა?
- ჩვენზე არ ვილაპარაკოთ?
- კი. მე თუ მკითხავ, დიდი ხნის წინ უნდა გველაპარაკა.
- მაგრამ ორივე გავურბოდით დაძაბულ თემას?
- აბა, როდის ვეყრებით? - ვკითხე ეშმაკურად
- არასოდეს!
- შაკუნა, ხომ აღარასოდეს დავშორდებით? - კისერში ჩავურგე თავი.
- რას ამბობ. ყოველთვის მე მოგიხდი ბოდიშს ამის შემდეგ.
- ეგ კარგი აზრი იქნება, მაგრამ ვშიშობ, რომ იდეალური ცოლი ვერასოდეს ვიქნები.
- მხოლოდ ჩემთან ყოფნა მოგეთხოვება. სხვა ვალდებულებებს არ გაკისრებ.
- და ბავშვი რომ სკოლაში მრჩება?
- ხო იცი, ყველა დანარჩენი ფეხებზე , მაგრამ იმ დღეს, როგორ დაგავიწყდა წამოყვანა? ბოლოს და ბოლოს, ჯერ შენი იყო და მერე ჩემი.
- ვიცი, საშინელი ქალი ვარ, მაგრამ ქასთინგის შემდეგ, ძალიან დაბნეული ვიყავი. ტექსტი ვერ წავიკითხე ნორმალურად, საშინლად ვითამაშე და საკუთარ თავზე გამწარებულს, ლიზა დამავიწყდა.
- მაინც აგიყვანენ, ნუ გეშინია.
- შენ საიდან იცი? - თავი წამოვყავი და ნიკაპზე მივადე ტუჩები.
- ამ ქვეყანაში, ყველაფერი ნეპოტიზმით კეთდება.
- მერე?
- სერიალის დაფინანსება შევთავაზე და ეგრევე უსიტყვოდ დამთანხმდნენ. მემგონი, იმას კითხვაც აღარ უნდა, რომ მთავარ როლში, ჩემი ცოლი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არანაირი ეროტიკული სცენა, შინაბერა ქალს ითამაშებ.
- შე დამპალო! - ტუჩზე ვუკბინე.
- გაგიჟდი ელენა? - ლამის საწოლიდან გადმოვარდა. მადლობელი ვიყავი, რომ სიმწრისგან, მუშტი არ ჩამაზილა.
- მაპატიე, არ ვბრაზობ, უბრალოდ ძალიან მაცდურად მიმზერდნა და ვუკბინე. მოდი, დაგიზილო.
- ხელი არ მახლო - ხელი გამაწევინა. - საშიში ხარ იცი? თავს დაცულად და მოდუნებულად ვერასოდეს იგრძნობს კაცი შენთან - აწუწუნდა პატარა ბავშვივით და წამოდგა, ხალათი მოიცვა.
უკან დავედევნე.
- მთელი ხუთი წუთი, კბილს კბილზე ახახუნებდი, ისე მკბენდი და მე ცუდი ტიპი გავხდი? მეც ხომ მინდა რამის კბენა?
მისი საყვარელი აბრეშუმის წითელი კაბა გადავიცვი.
სამზარეულოში ჩავედით.
- ჩიჩიზე უარესო! - ძაღლს საჭმელი დაუყარა. - არ ამაწკმუტუნა ამხელა კაცი?
- მე შენ კაი ხნის წინ აგაწკმუტუნე.
- ერთ მეტრზე ახლოს ნუ მეკარები!
- ბავშვივით იქცევი ახლა - ყავის აპარატი ჩავრთე.
- მეორედ აღარ მიქნა ასე.
- აღარ ვიზამ... გაკოცო? - კალთაში ჩავუჯექი.
- კი, ოღონდ სხვაგან!
- კარგი საყვარელო - საფეთქელთან ვეამბორე დიდი მოწიწებით და გამეცინა - საახალწლოდ, რას ვაკეთებთ?
- ნაჩხუბრები რომ ვიყავით, შენთან შერიგებას ვაპირებდი. ახლა კი თოვლის ბაბუის ამპლუაში ჩავჯდები და დაგირიგებთ საჩუქრებს ყველას.
- მე რა გაჩუქო?
- მე რასაც გაჩუქებ, იმ ყველაფრის ჩაცმა და მერე სექსი მაჩუქე.
- არაა პრობლემა - გულიანად გამეცინა. - იცი, გადავწყვიტე, რომ წიგნი დავწერო - გამოვუტყდი ჩურჩულით.
- რაზე?
- იმაზე, თუ როგორი საშინელება იყო, როცა წახვედი.
- იქნებ, დაბრუნებაზე დაგეწერა?
- არა! „როცა წახვედი“ უფრო კარგად ჟღერს.














№1  offline წევრი OKI ME

დავასწარი ყველას. პირველი ვარ :დდ წავედი, წავიკითხო შაკოს და ელენას მონატრებული ისტორია ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

უფ.ეს სიგიჟე ისტორია როგორ მენატრებოდა❤️

 


№3 წევრი დარინა

ეს ორი რომ განსაკუთრებული გყავს ისე არცერთი, აი ძალიან მომნატრებიან ეს ორი გიჟიი თავისი უამრავი სიგიჟეებით და განსაკუთრულად გადაგიჟებელი სიყვარულის გამოხატვით, მახსოვს პირველად რომ წავიკითხე როგორი ემოციები შემომეყარაა და ძალიან გამაბედნიერააა, ახლაც ისეთივე ემოციები დამეუფლააა, განსაკუთრებულად კარგები გამოგივიდა წაიკითხავ და ბედნიერებისგან გაგებადება სახეე, ალბათ სიყვარულიც ეს არის შენს მეორე ნახევარს ისეთს იტან როგორი გიჟიც, გადარეულიც და ზოგჯერ არადეკვატურიც არის, მიხარია რომ დაგვიბრუნე ისევ რადგან სულ მეფიქრებოდაა, შემომათენებინა ღამეე ისე დახარბებული ვკითხულობდიი, მადლობა შენ კიდევ ერთხელ ასეთი ემოციებისთვის ❤️❤️

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

ახლა ისე მჭირდებოდა ეესს. განვიტვირთე და ვისიამოვნე. დიდი სიყვარულის. ვნებწბის. სიგიჟის და ბედნიერების ატრაქციონზე ვიჯექი. საოცრად შეყვარწბული ორი მაწილის ერთი მთლიანობა და გახლეჩილი მთელის გაუსაძლისობა იყო აგწერილი. ისე განვიცადე ტიტეული ემოცია, თითქოს ჩა რეალობაში მოხდა. ზალიან ნიჭიერი გოგო ხარ ენ. მადლობა ამ წუთებისთვის. დამდეგს გილოცავ!
წარმატებები

 


№5 სტუმარი ტაისა

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მწერალი ხარ და ეს ისტორიაც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა heart_eyes
სრული სიგიჟე იყო , დილას ადრე რომ გაიღვიძებ,რამეს წაიკითხავ და მთელი დღე საოცარ ხასიათზე ხარ აი ზუსტად ისეთი heart_eyes
მადლობა, რომ წერ!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Megioki
დავასწარი ყველას. პირველი ვარ :დდ წავედი, წავიკითხო შაკოს და ელენას მონატრებული ისტორია ❤️❤️

მიდი სიყვარულო <3

Nuki-rocks
მგონი ეს შემიყვარდა.მგონი? არა,შემიყვარდა.ისეთი კარგი შეგრძნებები მომიტანა,ისეთი სასიამოვნო,მეძინებოდა და გამომაფხიზლა,თან სასიამოვნოდ... ისე ჩამითრია,წამითაც არ მომინდა მოწყვეტა.
ეს კი იმის დამსახურებაა,რომ ავტორს ძალიან დიდი ნიჭი აქვს.
მადლობა ყველა კარგი გრძნობისთვის, ყველა სევდიანი მომენტისთვისაც..
რა კარგია რომ წერ და ჩვენც ვკითხულობთ ამ ნაწერებს.ისე მამოგზაურე ამ სამყაროში,გამოსვლა არ მინდა!დდ (ახლა ფეხებს დავაბაკუნებ და ეგაა,იქნებ ვინმე დამემორჩილოს, მაცადოს ცოტა ხანს მაინც ტკბობა.)
რაც შეეხება პერსონაჟებს,ყველა ძალიან მომეწონა.ელენა განსაკუთრებით. თავისებური პერსონაჟია,ხასიათების. პატარა ლიზა საყვარელი ვინმეა,მართლა განსხვავებულია.გიორგი,შაკო და დემუ.. რა გითხრა აბა?!თავადაც ხომ იცი,რომ ძალიან კარგები არიან.
ენ ჯეინ,ბოლოს ტრადიციულად წარმატებებს გისურვებთ❤.


მე წერა იმიტომ მიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ <3 ძალიან დიდი მადლობა, შევეცდები, კიდევ ბევრი ტკბილი და საყვარელი ისტორია დავწერო. შენც წარმატებები ყველაფერში <3

დარინა
ეს ორი რომ განსაკუთრებული გყავს ისე არცერთი, აი ძალიან მომნატრებიან ეს ორი გიჟიი თავისი უამრავი სიგიჟეებით და განსაკუთრულად გადაგიჟებელი სიყვარულის გამოხატვით, მახსოვს პირველად რომ წავიკითხე როგორი ემოციები შემომეყარაა და ძალიან გამაბედნიერააა, ახლაც ისეთივე ემოციები დამეუფლააა, განსაკუთრებულად კარგები გამოგივიდა წაიკითხავ და ბედნიერებისგან გაგებადება სახეე, ალბათ სიყვარულიც ეს არის შენს მეორე ნახევარს ისეთს იტან როგორი გიჟიც, გადარეულიც და ზოგჯერ არადეკვატურიც არის, მიხარია რომ დაგვიბრუნე ისევ რადგან სულ მეფიქრებოდაა, შემომათენებინა ღამეე ისე დახარბებული ვკითხულობდიი, მადლობა შენ კიდევ ერთხელ ასეთი ემოციებისთვის ❤️❤️


დარედაქტირებისას მივხვდი, რომ მეც მაგრად მომნატრებიან. დიდი მადლობა, რომ ასე გულთან მიიტანე და შეიყვარე ჩემი პერსონაჟები <3

Qeti qimucadze
ახლა ისე მჭირდებოდა ეესს. განვიტვირთე და ვისიამოვნე. დიდი სიყვარულის. ვნებწბის. სიგიჟის და ბედნიერების ატრაქციონზე ვიჯექი. საოცრად შეყვარწბული ორი მაწილის ერთი მთლიანობა და გახლეჩილი მთელის გაუსაძლისობა იყო აგწერილი. ისე განვიცადე ტიტეული ემოცია, თითქოს ჩა რეალობაში მოხდა. ზალიან ნიჭიერი გოგო ხარ ენ. მადლობა ამ წუთებისთვის. დამდეგს გილოცავ!
წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ საჭირო დროს შემოგიღე კარი და გაგამხიარულე <3

ტაისა
ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი მწერალი ხარ და ეს ისტორიაც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა heart_eyes
სრული სიგიჟე იყო , დილას ადრე რომ გაიღვიძებ,რამეს წაიკითხავ და მთელი დღე საოცარ ხასიათზე ხარ აი ზუსტად ისეთი heart_eyes
მადლობა, რომ წერ!

უდიდესი მადლობა <3 უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე მკითხველი რომ მაგას გეუბნება. ძალიან ძალიან გამახარე <3 ბედნიერ დღეს გისურვებ :*

 


№7  offline წევრი ელენე (ნენე)

მწამს იმ სიყვარულის ერთმანეთით დაავადებას რომ იწვევს, ნარკომანივით ლომკა რომ გაქვს მის გარეშე. მჯერა თითოეული შეყვარებული ადამიანი დამონებულია, დამონებულია თავის, პირად ღმერთზე. მომწონს შენს ისტორიებში მუდამ ორიგინალური პერსონაჟები რომ ცოცხლობენ. სულაც არ მაღაზიანებს გადაჭარბებული, განსხვავებული,ზოგისთვის საგიჟეთში ამოსაყოფი ხალხი. მიყვარს სიურპრიზები, გაურკვევლობა, ფორიაქი... ეგოისტობა ჩემი სისუტეცაა, მეც დამიმონა მაგ შავმა სენმა.
მუდამ მაღფრთოვანებს შენი წერის სტილი, ათას ნაწარმოებშიც რომ აღმოვაჩენ. ენ, წარმატებები!
და ხო, მომწონს ნენეკოს რომ მეძახი.

 


№8 სტუმარი Nia

Am istoriit gagicani, en, da dzalian shemiyvardi))))
Dzalian dzalian gamixarda rom isev dade da amdeni emocia machuqe

 


№9 სტუმარი სტუმარი gvnca

DzAlin sayvfeli isstoria

 


აუ, ძალიან ძალიან კარგი იყო ❤️ თან მატირა, თან მაცინა, აი, რა გითხრა, ძალიან ვისიამოვნე, უკარგესი იყო, მადლობა ამ ისტორიისთვის ❤️

 


№11  offline წევრი ანა გუგე

????????მაინც გამათენებინე და შემრჩა სასწავლი და ხვალინდელი დღე გამოუძინებელიი????????მარა კარგახანია ახეთი სასიამოვნო და ჩამთრევი არ წამიკითხავს და მადლობააა????????????????

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

შენ ყოველთვის განსხვავენულად წერ და არ მახსენდება ისტორია რომელმაც არ ჩამითრია , მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს რამე თუ გამაღიმებდა არ მეგონა .
ამ ქალის შემხედვარე ცოტა იმედიც გამიჩნდა სადაც ეს აუტანელი ალქაჯი შეუყვარდა იქნებ ჩემი შეყვრებაც არაა ასეთი შეუძლებელითქო მაგრამ ხუთ წუთში დავუბრუნდი რეალობას და შევაფასე ჩემი თავი რეალურად ...
მადლობა ამ ისტორიისთვის ენ ♡

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ენ ჯეინ, განსაკუთრებული ავტორი განსაკუთრებული შარმით. წერ ისე, თითქოს დაბადებული ხარ ამ საქმისთვის, წერ ისე თითქოს შენ სხვა ნაპირზე ცხოვრობ და ჩვენ მეორე ნაპირიდან პირდაღებულები გიყურებთ, წერ ისე თითქოს ეს სამყარო შენია და ტახტზე ხარ მოკალათებული. მოკლედ, ენ ჯეინ, საუკეთესო ხარ აქაც და ყველგანაც❤️სუპერ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელენე (ნენე)
მწამს, იმ სიყვარულის ერთმანეთით დაავადებას რომ იწვევს, ნარკომანივით ლომკა რომ გაქვს მის გარეშე. მჯერა, თითოეული შეყვარებული ადამიანი დამონებულია, დამონებულია თავის, პირად ღმერთზე. მომწონს შენს ისტორიებში მუდამ ორიგინალური პერსონაჟები რომ ცოცხლობენ. სულაც არ მაღაზიანებს გადაჭარბებული, განსხვავევული,ზოგისთვის საგიჟეთში ამოსაყოფი ხალხი. მიყვარს სიურპრიზები, გაურკვეობა, ფორიაქი... ეგოისტობა ჩემი სისუტეცაა, მეც დამიმონა მაგ შავმა სენმა.
მუდამ მაღფრთოვანებს შენი წერის სტილი, ათას ნაწარმოებშიც რომ აღმოვაჩენ. ენ, წარმატებები!
და ხო, მომწონს ნენეკოს რომ მეძახი.

ნენეკოოო <3 უდიდესი მადლობა. მომენატრე რაღაცნაირად. მეც მგონია, რომ შეყვარებული ადამიანი დამონებულია და ეგ ყველაზე კარგი მონობაა, რაც კი არსებობს. თავისუფლებასაც სჯობს ალბათ. ნუ, ვარაუდის დონეზე, მე ჯერ არ გამომიცდია :დდდ
შენც წარმატებები ჩემო საყვარელო <3



Nia
Am istoriit gagicani, en, da dzalian shemiyvardi))))
Dzalian dzalian gamixarda rom isev dade da amdeni emocia machuqe

ძლაიან მიხარია ნია ამ მოთხრობამ თუ გაგაცნო ჩემითავი <3 მადლობა დიდი

სტუმარი gvnca
DzAlin sayvfeli isstoria

გაიხარე გვაანც <3

გამოგონილი პერსონაჟი
აუ, ძალიან ძალიან კარგი იყო ❤️ თან მატირა, თან მაცინა, აი, რა გითხრა, ძალიან ვისიამოვნე, უკარგესი იყო, მადლობა ამ ისტორიისთვის ❤️

უღრმესი მადლობა შენ რომ ჩემი მკითხველი იყავი ამ ისტორიის განმავლობაში <3

ანა გუგე
????????მაინც გამათენებინე და შემრჩა სასწავლი და ხვალინდელი დღე გამოუძინებელიი????????მარა კარგახანია ახეთი სასიამოვნო და ჩამთრევი არ წამიკითხავს და მადლობააა????????????????

მაპატიე :დდ დიდი მადლობა შენ და წარმატებები გამოცდაში <3 იმედია, არ ჩაგჭრი :დდ

sameone crazy girl
შენ ყოველთვის განსხვავენულად წერ და არ მახსენდება ისტორია რომელმაც არ ჩამითრია , მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს რამე თუ გამაღიმებდა არ მეგონა .
ამ ქალის შემხედვარე ცოტა იმედიც გამიჩნდა სადაც ეს აუტანელი ალქაჯი შეუყვარდა იქნებ ჩემი შეყვრებაც არაა ასეთი შეუძლებელითქო მაგრამ ხუთ წუთში დავუბრუნდი რეალობას და შევაფასე ჩემი თავი რეალურად ...
მადლობა ამ ისტორიისთვის ენ ♡

ეჰ, ჩემო კარგოოო, მე კი ვწერ აქ რაღაცეებს, მაგრამ რეავიცი აბა, თვითონაც ცოტათი უიმედოდ ვარ :დდდ
ძალიან მიხარია, რომ კითხულობ ჩემს ისტორიეს. კი იცი, რამდენსაც ნიშნავს შენი აზრი ჩემთვის <3 დიდი მადლობა

სტუმარი ნანა
ენ ჯეინ, განსაკუთრებული ავტორი განსაკუთრებული შარმით. წერ ისე, თითქოს დაბადებული ხარ ამ საქმისთვის, წერ ისე თითქოს შენ სხვა ნაპირზე ცხოვრობ და ჩვენ მეორე ნაპირიდან პირდაღებულები გიყურებთ, წერ ისე თითქოს ეს სამყარო შენია და ტახტზე ხარ მოკალათებული. მოკლედ, ენ ჯეინ, საუკეთესო ხარ აქაც და ყველგანაც❤️სუპერ.

უღრმესი მადლობა ნანა. ღმერთმა ქნას, მართლა ამ საქმისთვის ვიყო დაბადებული თორე სხვა საქმე ჯერ არ ვიცი, რა შეიძლება შემეფერებოდეს :დდ
ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

ესეც წაკითხული მქონდა ენ ჯეინ და სხვა ყველაც წაკითხული მაქვს კაი ხანია უკვე. კაი ხანია გაღიარე კიდევაც და ველი ახალ ნაწარმოებებს. რომ გადაწყვეტ ახლის შექმნას და მიუჯდები შთაგონებით გაბრუებული კომპიუტერს, იცოდე რომ მე გელოდები თვალებანთებული და კიდევ ბევრი ჩემნაირი. ჩვენ ბევრნი ვართ და ამ ეტაპზე ყველა შენი ფერი და ყველა შენი სუნთქვა ჩვენ გვეკუთნის. არ დააგვიანო ახლის შექმნა, გელოდებიან მონათესავე სულები...

 


№16  offline წევრი Mary Alice In Wonderland

უბრალოდ მიყვარს ! არა მარტო ეს ისტორია. შენი სხვა ისტორიებიც ძალიან მიყვარს, უბრალოდ ეს განსაკუთრებულად და გამორჩეულად heart_eyes heart_eyes

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნანა
ესეც წაკითხული მქონდა ენ ჯეინ და სხვა ყველაც წაკითხული მაქვს კაი ხანია უკვე. კაი ხანია გაღიარე კიდევაც და ველი ახალ ნაწარმოებებს. რომ გადაწყვეტ ახლის შექმნას და მიუჯდები შთაგონებით გაბრუებული კომპიუტერს, იცოდე რომ მე გელოდები თვალებანთებული და კიდევ ბევრი ჩემნაირი. ჩვენ ბევრნი ვართ და ამ ეტაპზე ყველა შენი ფერი და ყველა შენი სუნთქვა ჩვენ გვეკუთნის. არ დააგვიანო ახლის შექმნა, გელოდებიან მონათესავე სულები...

ძალიან მიხარია რომ მელით ჩემო საყვარელოო <3 ახალი ისტორია დაწყებული მაქვს. მოკლე იქნება და საახალწლო, ასე რომ ნამდვილად ვაფასებ შენს ლოდინს.
ძალიან მიყვარხართ ყველა და ვამაყობ რომ ასეთები ხართ <3

Mary Alice In Wonderland
უბრალოდ მიყვარს ! არა მარტო ეს ისტორია. შენი სხვა ისტორიებიც ძალიან მიყვარს, უბრალოდ ეს განსაკუთრებულად და გამორჩეულად heart_eyes heart_eyes

აუუ ძალიან დიდი მადლობაა <3 საოცრად მიხარია, რომ კითხულობ და ჩემთან ხარ

 


№18  offline მოდერი ნეაკო

ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან სასიმოვნო წასაკითხი, წარმატებები :)

 


№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნეაკო
ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან სასიმოვნო წასაკითხი, წარმატებები :)

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა <33

 


№20  offline წევრი TamoTi

ე.ი. მერამდენედ ვკითხულობ არც ვიცი,თითქმის ზეპირად მახსოვს ყველა მონაკვეთი მაგრამ მაინც ისევ ისეთი ემოციებით ვკითხულობ როგორც პირველად♥️♥️ძალიან მომწონს შენი სტილი♥️♥️ძალიან მაგარია

 


№21 სტუმარი anna

შენი ქალი პერსონაჟები მანდომებენ,რომ ვიყო უფრო გაბედული,თამამი,მაგრამ საერთოდ არ არის ადვილი grin
ისტორიას რაც შეეხება,რომ ვერ მოწყდები ისეთია. რაც მთავარია, ისეთი იუმორი გაქვს გამოყენებული,რომ ნებისმიერს გააცინებ.
დემუ არის უსაყვარლესი! heart_eyes

 


№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Tamuna Gogaladze
ე.ი. მერამდენედ ვკითხულობ არც ვიცი,თითქმის ზეპირად მახსოვს ყველა მონაკვეთი მაგრამ მაინც ისევ ისეთი ემოციებით ვკითხულობ როგორც პირველად♥️♥️ძალიან მომწონს შენი სტილი♥️♥️ძალიან მაგარია

თამუ მადლობა დიდი, მიხარია, რომ მოგეწონა <3

anna
შენი ქალი პერსონაჟები მანდომებენ,რომ ვიყო უფრო გაბედული,თამამი,მაგრამ საერთოდ არ არის ადვილი grin
ისტორიას რაც შეეხება,რომ ვერ მოწყდები ისეთია. რაც მთავარია, ისეთი იუმორი გაქვს გამოყენებული,რომ ნებისმიერს გააცინებ.
დემუ არის უსაყვარლესი! heart_eyes

ეჰ არ თქვა, საერთოდ არაა დვილი ასეთ ქალად ყოფნა :( არადა, წერით ადვილია.

 


№23  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე გავგიჟდი ეს რა გემრიელობა წავიკითხეე <3 წარმატებებუ და ბევრი ასეთის შექმნას გისურვეებ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინა

მესამედ წავიკითხე ????????????

 


№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

uchveulo
ვაიმე გავგიჟდი ეს რა გემრიელობა წავიკითხეე <3 წარმატებებუ და ბევრი ასეთის შექმნას გისურვეებ <3

უდიდესი მადლობაა <3

სტუმარი ნინა
მესამედ წავიკითხე ????????????

მეოთხე და სამართალი ნინა smile

 


№26  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჰეჰ როგორ მომენატრეთ რომ იცოდე უბრალოდ ვერ წარმოიდგენდი♥️

ღმერთო ვგიჟდები რა ამ წყვილე!
და საერთოდ შენს პერსონაჟებზე!!

შეიძლება თითოეულმა მათგანმა ამხელა ემოციები მოახდინოს ჩემზე??
რათქმაუნდა შეიძლება ეს ხომ თავად ენ ჯეინის ქმნილებანია♥️

ენ ჯეინ ნეტა იცოდე როგორი იმედი ჩამისახა ამ ისტორიამ და მაინც როგორი მეოცნებე ვარ რომ მჯერა ახდება..
იყოს რაიცი რახთებააა... :დ

მაგრამ მაინც საოცრებაა რაა
აი ისეთია რომ ვერ დაივიწყებ და სულ მოუბრუნდებუ♥️

ჰო შენზე რაუნდა ვთქვა ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონიხარ რომელსაც დიადი ნიჭი გერგო რომ ასეთ საოცრებებს ქმნი♥️ თანმერომ მიყვარს ისეთებს ხიხი♥️

ჰოდაააა გელოდებირა
მე სულ აქავაარ
დღეცა და ღამეცააა
...
თვალს გადევნებ
და წარმატებები
♥️

 


№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ჰეჰ როგორ მომენატრეთ რომ იცოდე უბრალოდ ვერ წარმოიდგენდი♥️

ღმერთო ვგიჟდები რა ამ წყვილე!
და საერთოდ შენს პერსონაჟებზე!!

შეიძლება თითოეულმა მათგანმა ამხელა ემოციები მოახდინოს ჩემზე??
რათქმაუნდა შეიძლება ეს ხომ თავად ენ ჯეინის ქმნილებანია♥️

ენ ჯეინ ნეტა იცოდე როგორი იმედი ჩამისახა ამ ისტორიამ და მაინც როგორი მეოცნებე ვარ რომ მჯერა ახდება..
იყოს რაიცი რახთებააა... :დ

მაგრამ მაინც საოცრებაა რაა
აი ისეთია რომ ვერ დაივიწყებ და სულ მოუბრუნდებუ♥️

ჰო შენზე რაუნდა ვთქვა ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონიხარ რომელსაც დიადი ნიჭი გერგო რომ ასეთ საოცრებებს ქმნი♥️ თანმერომ მიყვარს ისეთებს ხიხი♥️

ჰოდაააა გელოდებირა
მე სულ აქავაარ
დღეცა და ღამეცააა
...
თვალს გადევნებ
და წარმატებები
♥️

ძალიან დიდი მადლობა სიყვარულო. სულ მეიმედებდა ხოლმე შენს კომენტარებს რომ ვკითხულობ <3
ვეცდები, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს, ისეთები ვწერო მუდამ <3

 


№28  offline წევრი დელირიუმი

აუ რა კარგი იყოო❤❤❤ ძალიან მომეწონა

 


№29  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დელირიუმი
აუ რა კარგი იყოო❤❤❤ ძალიან მომეწონა

მიხარია <3 გმადლოობ <3

 


№30  offline წევრი beshqen

აი,ხომ წაკითხული მქონდა,მაგრამ ისევ დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე,სულს და გულს ესიამოვნა ასეთი გამართული და ლამაზი ისტორიის კითხვა,შენ ხარ უნიჭიერესი,ბევრჯერ გაგეხარებინოს მკითხველი და არ შეგეწყვიტოს წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent