შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადაც არა ხარ...


2-03-2018, 01:52
ავტორი dikunia
ნანახია 1 845

შენ მიყვებოდი ამბებს ჩემამდელს,
მე კი შენამდელ აზრთან ვდაობდი.
განცდა მწვდებოდა ლამის ყელამდე,
ისე მარტივი თავისთაობით...
მერე შეწყვიტეს თხრობა ტუჩებმა,
და მხოლოდ მზერა ალაპარაკდა.
ყურთან კი ფიქრმა წაიჩურჩულა,
-კარგი იქ არის, სადაც არა ხარ!..
დრომ გაიხსენა წუთი მსგავსების,
ეს უკვე იყო-ს მინიშნებებით,
ნახევარ მთვარეს სურდა ავსება
იმ ცალი გვერდის, ღამის ვნებებთან...
ყვებოდა წამი ამბავს წუთებთან,
შეჩერების რომ იყო თანახმა.
ფიქრი კი ცდილობს ჩემს დარწმუნებას,
რომ იქ უფრო სჯობს, სადაც არა ხარ!..



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

open_mouth open_mouth heart_eyes ძალიან ლამაზი ლექსია
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

საამო იყო, ნანასავით.. შენი ლექსია? heart_eyes

 


№3  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Mchedlo

Seriozulia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent