ნომერი 10 ( თავი 2)
შეგრძნებები... ზოგჯერ აუტანელიც კია, გრძნობა იმის რომ გეშინია,იმის რომ უსუსური და დაუცველი ხარ,იმის რომ არ იცი როგორ იცხოვრო.. რთული და თანაც წრფელი მწუხარება დამიგროვდა სულში,ყველა სათითაოდ ერთმანეთზე ისეა მიბჯენილი რომ განცალკევება ჭირს,შეუძლებელიც კია,თითქოს დავმძიმდი,გონება და სხეული ტვირთს ეზიდებიან და ვიღლები.. რომ მკითხონ რა არის დაღლაო _ ვუპასუხებ რომ სულის დამძიმებაა.. ფეხაკრეფით მივყვები გიორგის უკან,აქა-იქ დაფეთებული ვიყურები და მგონია, რომ საიდანმე მიხა გველივით გამოძვრება ,თავის გესლიანი კბილებს ჩამასობს და ახლიდან მომიწამლავს არსებობას,მოაქცევს ჩემს უთავბოლო ცხოვრებას მინის ბანკაში და სამუდამოდ იქ დამტოვებს.. არასდროს მქონია მსგავსი ფიქრები,არასდროს ვყოფილვარ ასე განცალკევებული მისგან,ერთიანად მეკუმშება სხეულის თითოეული ნაწილი მღელვარებისგან და ვიცი,ვიცი რომ ეს დღე ახალი სუნთქვის საწინდარია. უკან ვიყურები,ვუყურებ სადარბაზოს რომლის მეორე სართულზეც ჩემი ნახევარი დაიარება,ჩემი მოჩვენება რომელიც მიხას არ მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას და ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს რომ მისი სიცოცხლეც ისეთივე უღიმღამოა როგორიც ჩემი. არ ვიცი რას ვგრძნობ მისადმი,არც ის ვიცი ადრე თუ ვგრძნობდი ნამდვილად რამეს,მაგრამ მენანება გონებაში შექმნილი ჩემი მიხას სილუეტი,რომლითაც ვინუგეშებდი ხოლმე თავს,იქნებ - შეეძლო შეცვლა, იქნებ - შეეგრძნო ერთ დღეს ჩემი ტკივილი.. ნაწვიმარ ბეტონს შიშველი ფეხებით გავდივარ,ვგრძნობ როგორ მტკივა სიცივისგან ფეხის თითები და დრო და დრო ვჩერდები,გიორგი უკან იყურება, ამოწმებს ისევ მივყვები თუ არა და რამდენჯერაც ვჩერდები იმდენჯერ მაიძულებს სიარულს " უკან დახევის დროს აღარაა" იმეორებს და მკლავებში მავლებს დიდრონ ხელებს,ტკივილისგან კიდევ უფრო ვიკუმშები,საბრალო თვალებით გაჩერდები ღია თაფლისფერი თვალებში და ისიც თითქოს რაღაცას ხვდება,მაშინვე მაშორებს ხელებს. ხელებში მიტაცებს და მანქანამდე სწრაფი ნაბიჯებით მივყავარ - ნახევარი საქმე გაკეთებულია - ხმა დაბლა მეუბნება და სავარძელში მსვამს. თვალებს ვლულავ,მანქანაში საოცარი სითბო და სიმშვიდეა.. მანქანა ადგილს სწყდება, ვადგებით ქალაქის მთავარ გზას და მანქანების კორეანტელში ვიკარგებით,როგორი ცოცხალია ყველაფერი,მეღიმება და თავს მინას ვაბჯენ მთელი ძალით,თვალებიდან ცრემლები მწყდება - ტირი ? - მშვიდად მეკითხება გიორგი და ნახევარი მზერით მაჩერდება - არა - ვპასუხობ.. გულის სიღრმეში ვიცი რომ ჩემი გადამრჩენელია ადამიანი რომლის გვერდზეც ახლა ვზივარ ,უფლება არ მაქვს მის წინაშე ტირილის,ცრემლებს შეუმჩნევლად ვიწმენდ და მისკენ ვტრიალდები მთელი სხეულით .. - თქვენი მადლიერი ვარ - ტუჩებს კუმავს და გზისკენ იყურება. ვცდებით ხმაურიან გზებსა და ახლა ხეთა ჯარს ვუვლით გვერდს,არ ვიცი რატომ მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ,ალბად ეს იმის ბრალია რომ შორს ვარ იმ ადგილიდან სადაც წლების მანძილზე ვიტანჯებოდი. რამდენიმე ხნიანი მგზავრობის შემდეგ გიორგის სახლში ვყოფ თავს,უზარმაზარი მისაღები ოთახის შუა გულში მდგარი კარგად ვათვალიერებ ყველაფერს. თავს უხერხულად ვგრძნობ, ასე მგონია იქ ვარ სადაც არ უნდა ვიყო. მერგო ბედნიერება შხაპის მიღებისა და რბილ საწოლში დაძინების,ჩემთვის უჩვეულოდ სასიამოვნო შეგრძნებები მესხმიან თავს,მაგრამ როგორც კი ჩემი შეგრძნებები სასიამოვნონი ხდებიან მაშინვე მიხა მახსენდება და წამიერად ვიქუფრები... ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც სიკეთეს უანგაროდ აკეთებენ ? საკუთარი სახლის კარს გიხსნიან და შიგნით უხმოდ გიშვებენ, ასეთ ადამიანებს თითქოს სიბოროტის ნატამალი არა აქვთ გულსა და გონებაში. მთავარი ადამიანის მატერიალური მდგომარეობა კი არა ისაა,თუ რამდენად ძლიერად გკიდებს ხელს საშველად მაშინ როცა თვითონაც უკიდეგანოდ ღრმა სიბნელეშია შეყუჟული და თავად სჭირდება დახმარება,არ არსებობს არაფერი იმაზე ნეტარი ვიდრე შეგრძნება იმის,რომ ვინმე შენს გვერდით არის , აზრი არ აქვს არც სქესს და არც წარმომავლობას,არც მის სახელსა და გვარს. ცაზე ცისარტყელასავით - ადამიანები არსებობენ, ცუდ ამინდში გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში და მოქუფრული ღრუბლებისგან გიხსნიან ხოლმე , შენ ხელებს ძლიერად ავლებ და არ უშვებ,შენი იმედია, შენი ბოლო იმედი რომლის ხელიდან გაშვებაც სისულელე იქნება,მთელი არსებით ებღაუჭები სულსა და სხეულზე , ადრე თუ გვიან მადლიერებისგან ლბები, იწმინდები და შენც მთა ხდები მისთვის,ადამიანი-ადამიანისთვის ყველაფერია.. რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ვხვდები, რომ მეტისმეტად ვწყდები რეალურ სამყაროს და ნელ-ნელა ოცნებებს ვეძალები,ამის გაანალიზება მიჭირს,თავი სულელი მგონია,ჭკვიანი ბავშვი რომელიც ეგუება ყველაფერს რაც მის წინაშეა და მეტი აღაფერი სურს. გიორგი ისევე როგორც სხვა დღეებში დღესაც არ არის სახლში,თითქმის არასდროს ვხვდებით სახლში ერთმანეთს,არ ვიცი სად და რატომ დადის მაგრამ გულის სიღრმეში ცოდნა არც მინდა. მადლიერების ნიშნად სახლის ლაგებას და საჭმლის კეთებას ავუდივარ,ღამ-ღამობით მოსული შემიმჩნევია, მისი სილუეტი დაბალი სინათლის ქვეშ, მოშიებული და დაღლილი. ჩვენ არ ვსაუბრობთ,არც კითხვებს მისვამს და არც თავისი რჩევებით მიბურღავს ტვინს,ასე მგონია ეს ის ადამიანია რომელიც გვერდით მყავს მაგრამ ვერასდროს ვამჩნევ, არ ვიცი.. კედელზე მიმაგრებულ დიდ,თეთრ საათს ავყურებ, შემოსასვლელი კარისკენ მივდივარ და ფეხებს მაღალ ყელიან ფეხსაცმელებში ვაძვრენ,ეს ის ფეხსაცმელებია რომელიც რამდენიმე დღის უკან გიორგიმ მიყიდა,შავ პაკეტებში განთავსებული ტანსაცმელიც დამახვედრა დილით ახალ გაღვიძებულს,მადლობის გადახდა ვერც კი მოვასწარი, თავს დღემდე უხერხულად ვგრძნობ, გადავწყვიტე მუშაობა დავიწყო. დღეს ჩემი პირველი დღეა თუმცა გიორგიმ ამის შესახებ ჯერ არ იცის,არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რომ არც უნდა იცოდეს. მოსაღამოვებამდე გადაწყვეტილი მაქვს ქალაქში გასეირნება,მივუყვები ვიწრო ბილიკებს და უკვე დიდი ხნის მონატრებულ შენობებს დიდი ინტერესით ვაკვირდები,ხალხი მაკვირდება, ალბათ მეტყობა კიდეც რომ დიდი ხანია არ გამივლია ნაცნობ ქუჩებში. გზად ეკლესიას ვამჩნევ და სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები,ცოტა ხანს შესასვლელთან ვჩერდები, ვიღიმი და ზღურბლს ვცდები,არავინაა,ისეთივე ცარიელია ეკლესიაც როგორც მე, გრძელ ვიწრო ხის სკამზე,რომელიც კუთხესთან დგას ვუახლოვდები და ვჯდები,ფრესკებს ვათვალიერებ,დიდი ხანია რაც ეკლესიაში არ ვყოფილვარ, უცნაური შეგრძნება მეუფლება,გული სიხარულითა და სიმშვიდით იწყებს ძგერას. ფეხზე ვდგები და ეკლესიის კედლებს მშვიდად ვუახლოვდები,სახე გაბადრული დაბალი ხმით ვიწყებ საუბარს ისე,რომ ჩემი მხოლოდ უფალმა გაიგოს - გამარჯობა - მეცინება და შუბლს ნერვიულად ვისრეს- დიდი ხანია შენს სახლში არ ვყოფილვარ,ვიცი რომ არ არის სწორი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა - თავს ვხრი, მრცხვენია - ალბათ იცი რაც გამოვიარე და რასაც ახლა გავდივარ,ისიც იცი რომ ყოველ ღამით მხოლოდ შენ გიყვებოდი ჩემს დარდებზე ... მე სხვა არავინ მყავს შენს მეტი ვისაც მივანდობ სრულებით საკუთარ თავს და მიხარია კიდეც, სამყარო სავსეა ბოროტი ადამიანებით. ალბათ ისიც იცი,რომ ახლა ჩემს გვერდით არის ადამიანი რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა,ძალიან კეთილია, იდუმალი და ვგრძნობ რომ გული სუფთა აქვს. ისიც კი ვიფიქრე რომ გიორგი შენ გამომიგზავნე,ხომ ხდება ხოლმე ასეც ? საჭირო დროს საჭირო ადამიანებს გვივლენ ხოლმე.. მივენდე მასაც,მაგრამ მეშინია ღმერთო.. უცნაური შიში მახლავს თან,მხრებს მიმძიმებს,განთავისუფლება მინდა..- თვალებიდან უნებლიედ მწყდება ცრემლები,წარბებს ვჭმუხნი და კედელს ვცილდები - კარგად ხარ შვილო ? - ეკლესიის შემოსასვლელთან გრძელ ანაფორაში გამოწყობილი მამაო დგას, სახე ისეთი მშვიდი აქვს,თვალები ისეთი გულწრფელი - დიახ კარგად ვარ - მისკენ ვიწყებ სვლას - დიდი ხანია ეკლესიაში არ ვყოფილვარ და გზად გადავწყვიტე შემოვსულიყავი - მიღიმის,შემოდის შიგნით და ჩემს წინ დგება - კარგია რომ მოხვედი,ეკლესიის კარები მუდამ ღიაა ადამიანებისთვის. რა გაწუხებს - მხარზე ხელს მადებს - ბევრი რამ მაწუხებს მამაო,ძალიან ბევრი, გული სავსე მაქვს დარდით,გონება კი ფიქრებით - უფალს მიენდე, ადამიანებს ყოველთვის აძლევს უფალი გამოცდას,მაგრამ ისეთს როგორსაც გაუძლებს, შენც გაივლი ამ გზას და მერე შვებით ამოისუნთქავ,მიხვდები რომ შეძელი და გადალახე ყველაფერი ის რაც ახლა გაწუხებს , ნუ იჩქარებ - მეუბნება და მომღიმარი სახით გვერდზე მივლის. ცოტა ხანს გაშეშებული ვდგავარ, მისი სიტყვები გონებაში მიტრიალებს და ვაანალიზებ რომ მართალი იყო , ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება არის .. უკან ვიყურები,კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ყველაფერს და ეკლესიიდან ეზოში ვინაცვლებ, ცოტა ხანს დასასვენებელ სკამზე ვჯდები, ჩემს ფეხებთან მიმოფანტულ პაწაწინა ქვებს დავყურებ - მარიანა - გიორგის ხმა ჩამესმის ყურებში,გვერდით მიჯდება - გიორგი - დაბნეული წელში ვსწორდები და მისკენ ვტრიალდები - არ ვიცოდი ეკლესიაში მოსვლას თუ გეგმავდი - არც მე ვიცოდი - ყველაფერი კარგად არის ? იმედი მაქვს კარგად ხარ - შეწუხებული მაყრის კითხვებს - კი მადლობთ, სახლში თითქმის ვერასდროს ვხვდებით ერთმანეთს , მიხარია რომ აქ შევხვდით - მეც მიხარია. შენი შეწუხება არ მინდა, დაღლილი ხარ ყველაფრით,დამშვიდება და დასვენება გინდა ამას კი მარტოობა სჭირდება - მე კი თქვენთან საუბარს ვარჩევდი მარტო ყოფნას - ვამბობ და მასაც უეცრად ეცვლება სახე,გაურკვევლობით სავსე თვალებით მაკვირდება,არ იცის რა მიპასუხოს, რა თქვას, წარბებს ზევით სწევს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს - ვერც ვიფიქრებდი - რატომ ? - არ ვიცი , სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირს, პირველი ადამიანი ხარ ვინც მსგავსი სიტყვები მითხრა, უცნაურად ვგრძნობ თავს - რატომ ? კარგი ადამიანი ხართ,კეთილი,დამეხმარეთ და მიიღეთ თქვენს სახლში, ჩემთვის ერთადერთი ადამიანი ხართ რომელსაც ვენდე - ვუღიმი და ხელზე ფრთხილად ვკიდებ ხელს,ისევ ვაცილებ და მზერა კვლავ ქვებისკენ გადამაქვს - არც ისეთი კარგი ადამიანი ვარ როგორც შენ გგონია, ჩემზე კარგები არსებობენ, მე რა ვარ - იდეალური არავინ არის . აზრი არ აქვს ვისთვის როგორი ხართ, ჩემთვის ზუსტად ის ხართ ვინც ავღწერე - საინტერესო ადამიანი ხარ - ეცინება, გულ-მკერდზე ხელს იდებს თავს ხრის - ალბათ ვარ კიდეც, არ ვიცი - სახლში ვაპირებდი მოსვლას ახლა, ჯერ ვიფიქრე ეკლესიაში შევივლი თქო, წამოხვალ ? - იცით ... გასეირნება გადავწყვიტე,თანაც სამსახური ვნახე - მოულოდნელად მცდება სიტყვები ბაგეებიდან - სამსახური? - გაოცებისგან თვალები უფართოვდება - დიახ, არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ - ტვირთად ? მე შენზე ავიღე პასუხისმგებლობა,რაც ნიშნავს იმას რომ მე გიფრთხილდები შენ და ვალდებული ვარ იქამდე გიპატრონო სადამდეც შენ მომცემ ამის საშუალებას - ასე არ შეიძლება გიორგი, მინდა რომ მეც გამოგადგეთ რამეში - საწყალი სახით ავყურებ ჩემს წინ მდჯარს,თავს ვერ იკავებს და სიცილს ტეხს,მხრებზე მადებს დიდრონ ხელებს - მიყვარს დამოუკიდებელი ქალები - გაკვირვებისგან ახლა მე მრჩება პირი ღია - ვერ მიგიხვდით - ადექი სახლში წავიდეთ - ფეხზე დგება და თან ხელზე მექაჩება - დროა განცხადება შეიტანო საპატრულოში - ეხება თემას რომლის განხილვისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, ხელს უხეშად ვაშვებინებ და მისკენ ზურგით ვდგები - არ შემიძლია - ვლუღლიღებ მე - სამუდამოდ ვერ დაემალები შენს ქმარს,განცხადება უნდა შეიტანო საპატრულოში , თავი უნდა დაიცვა რადგან შენზე ძალას იყენებდა და განქორწინდეთ, თავისუფლება არ არის ის სადაც ახლა ხარ - ჩემთვის ეს უკვე თავისუფლებაა - ცდები, გადადგი ეს ნაბიჯი და ნახავ რას ნიშნავს იყო რეალურად თავისუფალი,ჩიტივით - ვტრიალდები ისევ მისკენ და ვუახლოვდები,თავს გულ-მკერდზე ვადებ , თვალებს ძლიერად ვხუჭავ და მთელი ძალით ვაფრინდები მკლავებზე . არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ ადამიანთან თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში,ვიცი და მჯერა რომ არაფერი დამიშავდება და ისიც ვიცი,რომ საიმედო კაცია. მეშინია თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედვის,მეშინია რომ ჩემი უძლურება მიბიძკებს მასთან მეტად დაახლოვებისკენ. ახლა ვფიქრობ რომ ჩვენი ერთმანეთისკენ შორს ყოფნა მეტად აზრიანი გამოსავალი იყო, მაგრამ პირველად ცხოვრებაში ვხვდები,რომ არ მინდა ამ სიმართლის აღიარება და საკუთარ თავში ძლიერ ვიკეტები. გიორგი ფრთხილად ინთავისუფლებს მკლავებს ჩემი ხელების ტყვეობიდან,ფრთხილად მხვევს წელზე და უფრო მეტად მიზიდავს მისკენ. თვალებს დაფეთებული ვახელ,თავს ზევით ვწევ და ინტერესით ვაკვირდები - არც კი გაბედო დღეს ტირილი - მეუბნება და შუბლზე ნაზად მკოცნის. საერთოდ არ ვიცი რის გამო მომწონს მასთან ასეთი სიახლოვე,არც ის ვიცი რამდენი დამიჯდება და არც ის მისი ქმედებები რას ნიშნავს რეალურად. უცბად ვხვდები რომ ეს ყველაფერი სისულელეა მოულოდნელად ვშორდები, უკან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და თმის სწორებას ვიწყებ,გაურკვევლობაში მყოფი ხმას არ იღებს,გაჩუმებული მადევნებს თვალყურს - კარგი - ვამბობ უხეშად - ჩემი შვილის ნახვა მინდა - უფრო მეტად გაოგნებული თავს რამდენჯერმე აქეთ-იქით ატრიალებს,მერე მიახლოვდება და თვალს თვალში მიყრის - ვერ გავიგე ? - ლუკას ნახვა მჭირდება - თვითოულ სიტყვას უფრო მკვეთრად გამოვთქვამ და ისიც მაშინვი უკან იხევს, ხვდება რომ ჩემი ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა არსანიდან მოტანილი თამაში არ არის - გასაგებია, გინდა მე წაგიყვან ? - კი - ხელს ხელზე მკიდებს და ეზოს გასასვლელისკენ მიმარბენინებს.. მანქანაში ისე ვჯდები თითქოს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამების ათვლაა დაწყებული და გაქცევას ვლამობ,გიორგი მანქანას მაშინათვე ძრავს და ქალაქის შუა გულში მოსაღამოვებამდე მისვლას მთელი არსებით ცდილობს - აქ შეუხვია,ხელ მარჯვნივ - თითს ვიშვერ და ისიც უმალვე უხვევს - გააჩერე - ვეუბნები მე - ასე უცბად რა მოხდა ვერ მივხვდი - ყველაფერი რაც ხდება სისულელეა - მანქანის კარს ვხსნი- ახლა რაზეც უნდა ვიფიქრო ჩემი და ჩემი შვილის მომავალია - გადავდივარ და კარს ძლიერად ვიხურავ თან - და აქამდე რამე სხვაზე ფიქრობდი? - გადმოდის მანქანიდან ისიც და კითხვას ბოლო ხმაზე მაძახებს - ერთხელ - ვჩერდები - მაგრამ მივხვდი რომ არ არის საჭირო - გზას სწრაფი ნაბიჯებით განვაგრძობ,სამ სართულიანი შენობის მესამე სადარბაზოში შურდულივით ვვარდები,კიბეებს ორ-ორად ვახტები და მეორე სართულზე ასული ხელმარჯვნივ შავ რკინის კარებზე ვტეხავ ორივე ხელით ბრაგუნს. კარს მიხას დედა მიღებს,ჩემი დანახვისთანავე ღიმილი აცმევს სახეზე,სახე თანდათან ეკუმშება და სადაცაა ყურებიდან კვამლი უნდა გამოუშვას რომ უხეშად ვუვლი გვერდს და მხარს ვკრავ - ლუკა ! - ვყვირი მთელი ძალით და ოთახებში სიარულს ვიწყებ - შენ აქ რა გინდა ? - ლეილა უკან მომდევს და ჩემს გაჩერებას უხეშად ცდილობს,თმაზე მექაჩება და თავისკენ მქაჩავს. მოულოდნელობისგან მისკენ ვიძრები,ოდნავ ვეჯახები და ისიც კედელს ენარცხება. ხელს უცბად მიშვებს,იატაკზევე მუხლებით ემხობა - ჩემი შვილი სად არის - თავზე ვადგები და ზემოდან ქვემოთ დავყვირი - ლუკა მეთქი ! - დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახის კარი იხსნება,ჩემს წინ მონატრებული ქერა თმიანი ოთხი წლის ბიჭი ისვეტება,ცოტა ხანს ერთმანეთს ვაშტერდებით,მერე აანალიზებს ვინ ვარ და მთელი ძალით მიექანება ჩემკენ - დედა - ყვირის ხელებ გაშლილი ჩემთან მოსული პატარა ხელებს ფეხებზე მახვევს და ძლიერად მიჭერს - ლუკა ოთახში შედი - უკნიდან ლეილა ხმა ისმის. ლუკა ცივად მიშვებს ხელებს,დაბნეული უკან იხევს და ვერ ხვდება რა ქნას. ვანიშნებ რომ დარჩეს, უკან ვტრიალდები ლეილასკენ და ვხედავ როგორ მიექანება მისკენ გიორგი,მკლავებში კიდებს ხელებს და უკან-უკან მიათრევს - მოკიდე ხელი ბავშვს და ჩაიყვანე ქვემოთ - მკაცრად მიბრძანებს. - მოდი ჩემო პატარავ - ხელში ვიტაცებ ბავშვს,გასასვლელი კარისკენ მივდივარ და რაც კი ძალი და ღონე მაქვს კიბეებზე ჩავრბივარ მანქანამდე მისულები წინ ვთავსდებუთ,ლუკა ჩემს კალთაში იკუნტება და პაწაწინა ხელებს წელზე მხვევს. ცხვირს მის თმაში ვრგავ,ერთი ჩასუნთვქით შევიგრძნობ მის მონატრებულ სურნელს და თვალებზე ბედნიერების ცრემლები მადგება. ამაზე დიდი ნეტარი გრძნობა ჯერ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ! მთელ სახეს ვუკოცნი,ემოციებით სავსე ტირილს იწყებს და გულამობჯენილი ტუჩებს ბრიცავს - აღარ წახვიდე გთხოვ - მეუბნება და მკერდზე მადებს თავს. - აღარასდროს ! - დაბალი ხმით ვეუბმები.. თვალებს ვხუჭავ,გული წამიერად მევსება არნახული სიხარულით,სიცარიელეს რომელიც დიდ ხანს მტანჯავდა შვილი მივსებს,მთელი ძალით ვუჭერ ხელებს და ზედ ვიკრავ, არ მინდა რომ კიდევ დავკარგო,არ მინდა რომ ხელებიდან გამომგლიჯონ კიდევ .. მანქანში გიორგი ჯდება,ღრმად სუნთქავს,ჩვენკენ აპარებს მზერას და ნერვიულად ათამაშებს მარჯვენა ფეხს - სად არის - ვეკითხები ლეილაზე და ეზოსკენ ვიყურები - სახლში დავტოვე - გთხოვ წაგვიყვანს აქედან სადმე შორს , რომელიმე სასტუმროში დაგვტოვე - სახლში წავიდეთ - უეცრად ისევ მისკენ ვტრიალდები - სასტუმროში მირჩევნია, არ მინდა შეგაწუხოთ მე და ლუკამ - მზრუნველად აჩერდება ლუკას,იღიმის და თავზე ხელს ფრთხილად უსვამს - ჩასძინებია - ამბობს და ქურთუკს სხეულიდან გაჭირვებით იძრობს,ჩემს მკლავებში მოქცეული ლუკას აფარებს და სკამზე სწორდება - სახლში მივდივართ - ღვედზ იკრავს და მანქანას დაუყოვნებლივ ძრავს.. დღეს გაცილებით მშვიდად ვარ,თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.