შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს გადაიხევს ალბათ შეგრძნებები...


2-08-2018, 12:22
ნანახია 1 509

სულში ტკივილები
ისევ მეფრქვევიან,
ღამით მეღვიძება
შენი მოლოდინით...
ნეტავ წამიერად
გაგკრას მონატრებამ,
სხეულს გადაიხევს
ალბათ შეგრძნებები...
ვფიქრობ გადაწონა
გრძნობამ ყველაფერი,
უკვე უსაზღვროა
ჩემი მონატრებაც,
თუმცა ჯიუტი ვარ,
ვცდილობ უკუგაგდო
ჩემში ღრმად ჩავმარხო
ძველი ტკივილები...
მაშინ მიმატოვე
როცა არ ველოდი,
როცა სიყვარულმა
ჩემში დაიმკვიდრა,
როცა ჰაერივით გისრუტავდი,
როცა უშენობა
ვენებს მიხეთქავდა...
ახლა აზრიც არ აქვს
უღვთო მონატრებას,
უთავმოყვარეო გოგოს იმიჯია...
ვცდილობ სიძლიერე დაგანახო
მაგრამ ყველაფერი მაინც ამაოა...
რადგან ვერ შევძელი
შენი დავიწყება,
რადგან სიყვარულმა
სულში გადამტეხა...
ვფიქრობ ჯოჯოხეთი
ქვია ამგვარ არსებობას
როცა ღიმილებიც
ტკივილს ეკუთვნიან...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო.. ნეტავ ვინ ხარ...

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

მიყვარს მე შენი ლექსები. "ნეტავ წამიერად
გაგკრას მონატრებამ," ძალიან კარგი იყო ჩემო საყვარელო გოგო.ბოლომდე ვგრძნობ იმას რასაც გადმოცემ.ასეთი სიყვარული ბევრს არ შეუძლია და ეგეც ბედნიერება როცა ამ გრძნობას გამოცდი და ამის შეგრძნება გაქ უმაღლესი დონის თუნდაც ის ამას არ იმსახურებდეს.ყველაფერი კარგად იქნება.ნიჭიერი გოგო ხარ შენ.????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent