შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 5)


23-12-2020, 14:46
ავტორი სესილია
ნანახია 1 488

***
ჩვენთვის, ქართველებისთვის სიტყვა „დედა“ ძალიან ემოციური და მრავლისმეტყველია, დედა ღვთისმშობელი, დედა ენა, დედა ბოძი და ა.შ. ამ სიტყვებს კი ბოლო წლებია „ემიგრანტი დედა“ მიემატა.
- დინა, ახლა სადმე მიდიხარ?
- კი, სახლში. რატომ მეკითხები? - მიუბრუნდა ნატას.
- იცი, ეფემია სოციალურ ქსელში ჯგუფ „ემიგრანტი დედები და მათი შვილები“-ს შემქმენლია, სადაც ასი ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და პერიოდულად ვიკრიბებით, რათა დავეხმაროთ ისეთ ოჯახებს ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით.
- აჰ, ძალიან კარგია და მერე?
- დღეს ვიკრიბებით და თუ სურვილი გაქვს შემოგვიერთდი, შენც ხომ ემიგრანტი მშობლების შვილი ხარ.
- კარგი, წავიდეთ.

მანქანები ავტოსადგომზე გვერდი გვერდ გააჩერეს.
- ეს რა ადგილია?
- არხის ქუჩა ქვია.
- ვაა, რა უცნაური სახელია. აქ რესტორანიც არის?
- კი, სანაპირო.
თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ რესტორნის ეზოში შევიდნენ.
- ვაუ, რა კარგი ადგილია, ამდენხანს აქ რატომ არ მოვედით? - მდინარისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა დინა, სასიამოვნოდ დგაფუნებდა რიონი, თოლიებიც მაღლა-მაღლა დაფრინავდნენ.
- მოგწონს?
- კიი, რიონი ისე სასიამოვნო ხმას გამოსცემს, დღეიდან ხშირად ვესტუმრები ამ ადგილს და მდინარის პირას მდგომ მაგიდასთან მოვკალათდები.
- კარგი, წავალ ახლა გოგოებს ვნახავ და შემოგვიერთდი მე-17 ნომერ მაგიდასთან ვსხედვართ.
- ნატა, რატომ მოიყვანე ის აქ? - თვალები მკაცრად დაკვესა ეფემიამ.
- სუ, რა გაყვირებს? - ტუჩზე ხელი ააფარა დაქალს, - ხომ იცი, რომ ქუთაისში არავინ ყავს, ისიც ემიგრანტი დედის შვილია და ვიფიქრე, აქ თავს უცხოდ არ იგრძნობდა.
- ოხ, რაა. ხომ იცი რაღაცნაირად არ მომწონს ეგ გოგო. - ცხვირი აიბზუა ეფემიამ.
- რა დაგიშავა ვერ ვხდები?
- არ მომწონს მისი გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება, რაღაცას მალავს ასე მგონია.
- ბევრ დეტექტივს ნუ კითხულობ. - ხელკავი გამოდო ნატამ და გოგოებისკენ წაიყვანა.
- როგორ ხარ, ნატა?
- კარგად, გოგონებო და თქვენ? - გადაკოცნა ყველა, - მიხარია, რომ შევიკრიბეთ. დღეს ჩემი მეგობარი შემოგვიერთდება და მინდა, რომ გაგაცნოთ. - უკან მოიხედა ნატამ, დინას ეძებდა.
- გამარჯობათ, - მეორე მხრიდან გაისმა ხმა.
- აი, ისიც. დინა დიდმანიძე. - წარუდგინა მისი თავი ნატამ მეგობრებს.
- ძალიან, სასიამოვნო. ქუთაისელი ხართ? - იკითხა ერთ-ერთმა.
- არა, თბილისელი, თუმცა ამ ეტაპზე ქუთაისში ვცხოვრობ.
- ვაა, რა მაგარია. მოგწონს ჩვენი ქალაქი?
- კი, ძალიან. - წყალი მოსვა დინამ.
- ჩვენს ჯგუფში გაწევრიანებული ხართ?
- არაა.
- რატომ? მოწვევას გამოგიგზავნით.
- სამწუხაროდ, სოციალური ანგარიშები არ მაქვს.
- რაა? - ისე შეიცხადა ყველამ, დინას თვალები გაუფართოვდა.
- რატომ? როგორ ხართ მის გარეშე?
- ორი წელია გავაუქმე და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
- და მიზეზი გაუქმების? - ცივად გაისმა ეფემიას ხმა.
- მიზეზი? - ჩაფიქრდა დინა, - სიყალბე... ადამიანების თვალთმაქცობა... ისე, მარტივად ისვრიან სიტყვას მიყვარხარ, მენატრები... სინამდვილეში, კი ეს სიტყვები ყალბია, უგრძნობი და მარტივი გამოსათქმელი გახდა, რადგან მხოლოდ გულებიანი სტიკერის დაწკაპუნებაც კმარა შენი „გრძნობების“ გამოსახატად. სოციალურმა ქსელმა, ჩემს თვალში, ნამდვილი გრძნობები გააუფერულა, დავინახე ადამიანები როგორ საჯაროდ იტყუებოდნენ, მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელო ახლა მშვიდად ვარ.
- კი, მაგ კუთხით მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ სოციალურმა ქსელმა გაგვაცნო ერთმანეთი და ახლა ვმეგობრობთ, აქვს მას დადებითი მხარეებიც.
- კი, ზოგადად ყველაფერს ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. გააჩნია, ადამიანი, რომელ მხარეს დაინახავს.
- შენი დედიკო, რომელ ქვეყანაშია?
- ჩემი ორივე მშობელი ამერიკაშია.
- რა აზრის ხარ? უნდა მიდიოდნენ ემიგრაციაში მშობლები?
- ოჯახი სადაც დედა არ არის, ოჯახი არ არის, მითუმეტს როცა ორივე მშობელი წასულია. ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა და სიმდიდრე ვერ ავსებს მშობლების გარეშე გატარებული წლების სიცარიელეს. ფსიქოლოგიური ტრამვა-რომელიც თითქოს გარედან არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში აისახება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა თავი გადაირჩინოს. გვერდით ისეთი სჭირდება, ვინც გადარჩენაში დაეხმარება, მაგრამ იმის შიშით, რომ ამ ეგოისტურ საზოგადოებაში მის ტკივილს ვერავინ იგებს, ბევრი სმას იწყებს, ან წამალზე დამოკიდებული ხდება ან თუნდაც თვითმკვლელობას მიმართავს. თუმცა ხსნა არსაიდან ჩანს, რომ არა ისინი დღეს საქართველოს მოსახლეობის ნახავარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნებოდა. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ მათი დახმარების გარეშე შევძლოთ სრულფასოვნად ცხოვრება.
- ნამდვილად, ხელფასები მაღალი არ არის, მე ბანკში ვმუშაობ, ჩემი ხელფასი 800 ლარია, მაგრამ ორი შვილი მყავს და დედაჩემი, რომ არ მეხმარებოდეს ეს თანხა არაფერში მეყოფა.
- ხო, ზოგს კიდე 400 ლარი გვაქვს.
- დიახ, ეგ პრობლემაა, ამიტომაც გვყავს ამდენი ემიგრანტი და კიდევ მიდიან და მიდიან.
- თვითმკვლელობა რატომ ახსენე? - გამჭოლ მზერას არ აცილებდა ეფემია დინას.
- იმიტომ, რომ ხდება ხოლმე... ყველას არ აქვს ძლიერი ფსიქიკა, გააჩნია იმ ფაქტსაც თუ რომელ ასაკში მიდის მშობელი და ტოვებს ბავშვს... სხვადასხვა რიგი ფაქტორებია...
- კი, არის. მე პირადად მართალია თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა, რომ წავიდა, მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი სტრესი იყო.
- დეიდაჩემმა კი ერთი თვის ასაკში დატოვა ჩემი დეიდაშვილი, დედაჩემმა გაზარდა ორ წლამდე, არ ვიცი მასზე რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა, მაგრამ პერიოდულად გულისწყვეტა აქვს.
- ხო ყველას გვაქვს რაღაც გულისწყევტა, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს ჩვენც ანალოგიურად მოვიქცევით და დავადგებით ემიგრაციის გზას.
- ბევრი გვყავს ჯგუფში, ვისაც იმ გზის გავლა მოუწია რაც მის დედას... რთულია ნამდვილად.
- უკაცრავად, - წამოდგა დინა,- მობილურს ვუპასუხებ.
- ნატაა, ვინ არის ეს გოგო? - ჰკითხა ქეთიმ.
- ჩემთან მუშაობს.
- რაღაც უცნაური შარმი აქვს, ეს ვარცხნილობა როგორ უხდება, ჩაცმულობაც არაორდინალური, ფართხუნა, მაგრამ მისი სტილი. ცუდია, რომ სოციალურ ქსელში არ არის.
- როცა შევიკრიბებით, წამოიყვანე ისევ.
- კი, აქვს ეს ხიბლი, უცებ გნუსხავს... - უკლამყოფილოდ ჩაილაპარაკა ეფემიამ, - მაგრამ მე არ ვენდობი, რადგან მის წასრულს მალავს... რაც არ უნდა ჰკითხო მის თბილისურ ცხოვრებაზე, არაფერზე გიპასუხებს.
- მართლაა? - გახედა მაგიდისკენ მომავალ დინას მარიტამ, - აბა ვკითხავ. დინა, თბილისში რომელ უბანში ცხოვრობ?
- რატომ მეკითხები? - თვალებში ჩააშტერდა.
- თბილისში ვსწავლობდი და მიყვარს თბილისი...
- აჰ, გასაგებია. - ღიმილით უპასუხა, მაგრამ ნაძალადევი გამოუვიდა. - იცით, მე უნდა წავიდე, დამირეკეს. - წამოდგა, - მიხარია, რომ გაგიცანით. წარმატებებს გისურვებთ ყველას.
- აბა დროებით. - დაემშვიდობნენ გოგონები.
- ხომ გითხარით? როგორც კი წარსულზე ეკითხები, მაშინვე გარბის. - ჯიბრიანი ღიმილი აუთამაშადა, ეფემიას, სახეზე.
- მისი ცხოვრება და მისი პირადი სივრცეა, არ საუბრობს და მორჩა.
- ნუ იცავ შენ, - შეუბღვირა ნატას, - გავიგებთ, თუ რას მალავს და ნუ ენდობი შენ ასე მარტივად.
- მოდით, აქ რის გამოც შევიკრიბეთ ის საკითხი განვიხილოთ, - სიტუაციის განმუხტვა სცადა ქეთიმ, - ე.ი. მადონა დეიდას ოჯახში ვართ მისასვლელი, საჭირო ნივთები და პროდუქტები უნდა მივიტანოთ. ანგარიშზე 500 ლარი მაქვს, ვფიქრობ გვეყოფა.
- ხო, სია ჩამოვწეროთ და გავნაწილდეთ. საოჯახო ნივთებზე დავპოსტოთ ჯგუფში და მოგვაწვდიან ვისაც შეეძლება.
- კარგი, მაგრამ ჯერ მივიდეთ, ვნახოთ რა სჭირდება და კონკრეტული ნივთები ჩამოვწეროთ, იქნებ საბანი სჭირდება და ვინმემ ლეიბი მოიტანოს.
- ხო, მერე აქვე ავანგარდში ცხოვრობს და ხვალ გავალ საღამოს.
- კარგი, მოიწერე მერე ჩატში.

***
სიცარიელე, შინაგანი სიცარიელე, ემოციისგან დაცლილი სხეულის, ყველა, უჯრედი. ეძებ გზას შეივსო, ისევ შეიგრძნო სიცოცხლის ხალისი, უაზროდ ჭამ ან სვამ, ან ტირი, ან ვარჯიშობ, ან... ან... თუმცა სიცარიელეს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვა იწვევს, ვერაფერი ავსებს, უბრალოდ ვსწავლობთ ცხოვრებას მის გარეშე.
- აჩიი? - კიბეები სწრაფად აირბინა დინამ.
- დიინ, მოხვედი? - რაღაცნაირად, უმწეოდ იღიმოდა.
- როგორც მხედავ, - ღიმილით უპასუხა, მაგრამ უფრო ნაძალადევი გამოუვიდა. - შენ ახლა ჩამოხვედი?
- კი და ძალიან გამოფიტული ვარ. - კედელს მიეყრდნო.
- მესმის, მაგრამ შენ ამას შეძლებ... - მხარზე ხელი მოუთათუნა დინამ.
- იმედია... - სევდანარევი ღიმილი მოეფინა აჩის სახეს და თვალები აუწყლიანდა.
- მისმინე, შედი სახლში, მოწესრიგდი და მერე ჩემთან გამოდი, კარებს არ ჩავკეტავ და ვივახშმოთ.
- კარგი, მოვიფიქრებ.
- რას ნიშნავს მოიფიქრებ, მშიერს ნუ დამტოვებ, - მიუბრუნდა დინა, - ჩემთვის შიმშილი არ შეიძლება. - შესცინა და კარებში გაუჩინარდა.
შიში, რომ სიცარიელე შენში დიდხანს გაგრძლდება და ამ უწონადობას თავს ვერ დააღწევ, უფრო მეტად გთრგუნავს, გზებს ეძებ, თუმცა ტკივილი არადა არ ყუჩდება, ჭრილობა რაც უფრო ღრმაა, მით მეტი დრო სჭირდება მოსაშუშებლად, იარა კი მუდამ თან გაჰყვება ჩვენს ცხოვრებას.
- დიინ, სამზარეულოში ხარ? - შემოსასვლელში აჩის ხმა გაისმა.
- კიი, მოდი.
- რა კარგი სურნელია, აბა რას მიკეთებ? - ზურგიდან ჩაეხუტა დინას აჩი და თავი მხარეზე ჩამოადო.
- რას აკეთებ, ნელა არ დავიწვა. - ახედა ბიჭს დინამ.
- ხომ, იცი ჩახუტება ადამიანს ძალიან ეხმარება ძალების აღდგენაში? - უფრო მეტად მიიკრა გულთან.
- და თერაპიას ჩემთან გადიხარ? - გაეცინა დინას.
- აჰამ.
- მერე ვერ შემითანხმდი? იქნებ ფასიანია? ან არ მომწონს თერაპიის ეს მეთოდი და სხვა მეთოდს გთავაზობ?
- სხვა მეთოდს? მაგალითად რას? - თეფშები გამოიღო კარადიდან აჩიმ და მაგიდის გაშლა დაიწყო.
- საღამოს საუბრები დინასთან ერთად.
- მომწონს, ავირჩევ შერეულ მეთოდს საუბრებსაც და ჩახუტებას.
- ღმერთო, - ჭერს ახედა დინამ, - ასეთი მოძალადე მეზობელი რატომ მარგუნე?
- მოძალადე არ იცი შენ როგორია, თორემ ჩემზე მაგას არ იტყოდი. - თავი დახარა და ქვემოდან ახედა გოგოს.
- ოხ, ვინც არ გიცნობს, - თავი გადააქნია დინამ და კერძი მაგიდაზე დადგა. - საჭმელიც მე ხო არ უნდა გაჭამო? - მოჭუტული თვალებით გახედა.
- წინააღმდეგი არ ვიქნები, - სასაცილოდ გააღო პირი აჩიმ.
- აშკარად გჭირდება თერაპია, - ხელები უიმედოდ ჩაიქნია დინამ, - რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სიცარიელის შევსება, მაგრამ ვეცდები ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და შეგიმსუბუქო ეს პერიოდი.
- შენც დაკარგე მეგობარი? - ყრუდ გაისმა აჩის ხმა.
- მეგობრები... შენი და ჩემი სიტუაცია განსხვავდება, ჩემი უფრო რთულადაა, ამიტომაც შევძლებ შენს დახმარებას... მე მარტომ გადავლახე ეს სტრესი, შენ კი მე და სხვა მეგობრები გყავართ.
- იცი ვერ მივხვდი მრავლობითში რატომ ახსენე მეგობრები? ყველა ასე როგორ გარდაიცვალა?
- მათთვის გარდავიცვალე... - მტკივნეულმა ღიმილმა, გაუპო ბაგე, დინას, - მაგრამ ეს სხვა დროს იყოს... ახლა მთავარია შენი თერაპია, რომ დროულად ისწავლო ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება...
- რთულია, - ჩანგლით ხორცს აწვალებდა აჩი, - ჭამ, იძინებ, თითქოს ჩვეულებრივ მიდის ცხოვრება და უცებ გაგახსენდება, რომ ფაქტიურად ძმა აღარ გყავს... საშინელი ტკივილი მიწვავს გულს... სუნთქვა მეკვრის, მინდა ხმამაღლა ვიღრიალო... ვერ ვიაზრებ ჯერ კიდევ... - გულზე ხელი დაირტყა და ხამამაღლა ამოიოხრა.
- გინდა გავისეირნოთ? წამო, ბაგრატზე ავიდეთ ფეხით. ღამის ქალაქს გადმოვხედოთ.
- კარგი, წავიდეთ.

ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდოვან ბორცვზე, რომელსაც უქიმერიონს უწოდებენ.
ბაგრატის ტაძარი აგებულია 1003 წელს, ბაგრატ მე-3-ის მეფობის დროს. ის ქართული კულტურის უმნიშნელოვანესი ძეგლია, როგორც არქიტექტურული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობით.
- ძალიან მომწონს ბაგრატის ტაძარი... - ღია ჭიშკარში შევიდა დინა.
- ხო, ლამაზია. თუმცა თანამედროვე ელემენტები არ მომწონს, რომ აქვს, რის გამოც იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.
- მართლა? ეგ არ ვიცოდი. - მინდორს ჩაუყვა დინა, რათა ქალაქის ხედით დამტკბარიყო.
- მოიცა, დაგეხმარო ასვლაში. - ხელი შეაშველა აჩიმ.
- რა სილამაზეა, - ხელები გაშალა დინამ და რიონის პირიდან მონაბერ სიოს სახე შეუშვირა. - მიდი, შენც გაშალე ხელები, დახუჭე თვალები და მოდუნდი, ნახე როგორი სასიამოვნო განცდაა.
- ვაა, რა კარგია, თითქოს სხვაგან ვარ... სხვა სამყაროში... შენ მართლა ფსიქოლოგი ხომ არ ხარ? - ჩამოჯდა აჩი და ქალაქს გახედა.
- ჩვენ ყველა ფსიქოლოგები ვართ. ექიმი ვერაფერს გიშველის თუ საკუთარი თავი, ემოციები, ფიქრები არ აკონტროლე. ჩვენივე თავის მკურნალები ჩვენ ვართ. რთულია, მაგრამ მერე ნელნელა ვსწავლობთ, ვეჩვევით... ხანდახან არის ამოვარდნები, მე მაქვს პერიოდულად...
- კი, დრო ნამდვილად დამჭირდება, თან არ ვიცი რამდენი... მე და სერგო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ჯერ ბაღი, მერე სკოლა, უნივერსიტეტი. ბევრი მოგონება, ბევრი ემოცია... - ცრემლი მოიწმინდა აჩიმ.
- განსაკუთრებულად რთულია, ადამიანის დაკარგვა, რომელიც შენი ცხოვრებს განუყოფელი ნაწილია.
- იცი, ბაღში არ მიყვარდა მანის ქაში, რადგან კარაქს აგდებდნენ, სამაგიეროდ სერგოს უყვარდა და ჩემს წილსაც ის ჭამდა. ერთხელ სკოლაში მინა ჩავტეხე და სერგომ თავის თავზე აიღო, მე ფული მაქვს და ჩავსვამო. იმ დროს ფინანსურად გვიჭირდა. რაც მობილურები შემოვიდა და სოციალური ქსელი, ყველა ნაბიჯი, ყველა ემოცია ვიცოდით ერთმანეთის... ისე მაკლია ეს ყურადღება, ეს ზრუნვა...
- სიტყვები არ მაქვს... - თავი მხარზე ჩამოადო დინამ, - უბრალოდ, უნდა ეცადო ბევრი არ იფიქრო... ეცადე, ისე მოიქცე როგორც მას გაუხარდებოდა...
- შენ რატომ არ მიყვები შენს ამბავს, მეგობრებზე?
- ჩემს ამბავს, მეგობრებზე ... - თავი ასწია დინამ და სივრცეს გახედა, - ამ ჩემს მუშტს ხედავ? ამბობენ, რამხელა მუშტი გაქვს, გულიც იმ ზომისაა. ამ პატარა გულში იმდენი ლახვარი ჩამარტყეს, ჯერ კიდევ სისხლი მდის, იარები არ მოშუშებულა... მიკვირს, როგორ გაძლო, როგორ ძლებს ან მომავალში როგორ გაუძლებს? როცა შენს სილაღეს, გულწრფელობას ბოროტად იყენებენ, როცა ნდობას გითელავენ... რთულია, ფეხზე წამოდგე და ისევ ლაღად გაიღიმო... ისევ ენდო ადამიანებს...
- ანუ არ მენდობი?
- ჯერ არა...
- არც ნატას?
- არა...
- აბა, მანქანა რატომ მიეცი? ჩემზე ასე რატომ ზრუნავ? ამდენ დროს ერთად რატომ ვატარებთ თუ არ ვენდობით ერთმანეთს?
- სწორი შენიშვნაა, უბრალოდ, ვისწავლე, რომ მედალიონს ორი მხარე აქვს : ჩემი და სხვისი... კარგია, როცა ორივე მხარეს წარმოიდგენ თავს და გაანალიზებ ყველა სიტუაციას. ასე ცხოვრება უფრო ლაღია, ბედნიერია და რაც მთავარია ნულამდეა დაყვანილი გულისტკივილები, გულისწყვეტები და მსგავსი აბსურდები. - გახედა ჩაფიქრებულ აჩის, - ისე უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ უფრო მეშინია, ვიდრე ნდობა არ მაქვს თქვენს მიმართ...
- გეშინია? რისი? - მძიმედ ლაპარაკობდა.
- თქვენი დაკარგვის... - შინაგანმა თრთოლვამ აიტანა დინა, მთლიანად აცახცახდა. - აცივდა, ხომ არ წავიდეთ? - მკლავები შემოიჭდო სხეულზე. აჩიმ, უხმოდ მოაფარა მოსაცმელი და ნელა გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას.

***
ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძნელად ღებულობენ ახალ ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ მართვას ვერ ახერხებენ, უჭირთ გათავისება იმ ფაქტის, რომ სხვა ინდივიდებიც არსებობენ თავიანთი პირადი სივრცით, მიზნებით, იდეებით, ოცნებებით... ამიტომ, ცდილობენ შემოიჭრან შენს ცხოვრებაში, როგორღაც შეგცვალონ თავისი სურვილისამებრ და თუ არ იცვლები, მაქსიმალურად ცდილობენ გზიდან ჩამოგიშორონ.
- აბა, თქვით როგორია თბილისური ცხოვრება? - თითები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და ნიკაპით ზედ დაეყრდნო ეფემია.
- რავი, კარანტინული, უნივერსიტეტში ჩვენ არ დავდივართ.
- მერე რატომ ხართ იქეთ და იხდით ქირის ფულს?
- მე ვმუშაობ, ეფემია. - სამზარეულოდან თავი გამოყო მარიანამ. - თან ისეთ კარგ ადგილას, ისეთ დაბალ ფასში გვიშოვა დინამ ბინა, აქეთ რომც ვიყოთ, მაინც გადავიხდიდით ქირის თანხას.
- აჰ, ხო, დინამ გიშოვათ ბინა?! - ტუჩები მოკუმა და ჯიუტად გახედა მარიანას.
- აჰამ, სპორტის სასახლის უკან ვართ.
- მისი სახლია?
- არა, მისი ახლობლისაა.
- დარწმუნებული ვარ მისია.
- მეჩვენება თუ შენ მართლა არ მოგწონს, დინა? - წინ ჩამოუჯდა ანანია ეფემიას და თვალი თვალში გაუყარა.
- არ გეჩვენება, არ მომწონს! - მხრები და წარბები ერთიანად აზიდა, - არ ვენდობი, ყველაფერს მალავს მისი წარსულიდან, რა ვიცით მის შესახებ? ერთი ის, რომ ამერიკაში ყავს მშობლები და მორჩა დამთავრდა კინო. ან მეგობარი არ ყავს, ან ბიძაშვილი ან რავიცი არავინ? რამეს თუ კითხავ, ისე ოსტატურად გადააქვს სხვა თემაზე საუბარი, მინდა გავწიწკნო.
- ხო, წარსულზე არ საუბრობს. - ხმა ამოიღო, ჩუმად მყოფმა, ნატამ. - ამიტომ არც მე ვეკირკიტები.
- აი რატომ მერე? - წამოხტა ეფემია, - იქნებ და მანიაკია? ან აგენტი? ან ქურდი? - დებს ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გაუფართოვდათ, სიტყვა ვერ თქვეს. - ხო, მიყურეთ მასე პირდაღებულებმა, ადამიანს კარს და გულს, რომ უღებ, მეგობარს უწოდებ, მის შესახებ ცოტაოდენი ინფორმაციაც უნდა გქონდეს.
- რავი, ცუდი გოგო არ ჩანს, თან ბატონი თენგო საეჭვო წარსულის მქონე ადამიანს სამსახურში არ მიიღებდა, - იჭვნეულად ჩაილაპარაკა ნატამ.
- მიდი მისამართი მიკარნახეთ და საჯარო რეესტრის გვერდზე ვნახავ ვის სახელზეა სახლი. - მარიანამ ჩუმად ამოიბუტბუტა მისამართი, - აჰა, გავხსნათ საჯარო რეესტრის ამონაწერი და მესაკუთრეა დინარა მეტრეველი. - იმედგაცრუება დაეტყო ხმაზე ეფემიას.
- აჰ, ხო ხედავ, არ არის მისი ის ბინა. - ტაში შემოკრა ანანიამ, რადგან არ მოსწონდა ის აზრი, რომ დინა მატყუარა ადამიანი იყო.
- მოიცა რა ქვია? დინარა? - ჩახედა ამონაწერს ნატამ.
- კი. - გულთან ჩაიმწყვდია ხელები ეფემიამ.
- დინას ბებიას დინარა ჰქვია.
- აჰა, მაშინ ეგაა. ბებიას სახლი მოგაქირავათ და არ გითხრათ. რატომ? - ბოლთას ცემა დაიწყო ეფემიამ.
- რავი. ალბათ მიზეზი ჰქონდა. - ბოლომდე ცდილობდა დინას დაცვას ანანია.
- კარებზე ზარია, გააღეთ ვინმემ, - გასცა ბრძანება მარიანამ.
- არ ადგე შენს ფეხზე, წელი არ მოგწყდეს, - ბუზღუნით გაემართა ანანია კარების გასაღებად, - დინაა? - მოულოდნელობისგან გაშეშდა და არ იცოდა რა ექნა.
- ანანია, აქ ხარ? - იღიმოდა ის, თუმცა გოგოს ქმედებამ ცოტა დააბნია. - თუ ცუდ დროს მოვედი, წავალ.
- არა, არა შემოდი. - გონს მოეგო ანანია, - უბრალოდ, არ გელოდი და ...
- ხო, აქეთ ვიყავი და მეთქი ნატას შევუვლითქო. - მისაღებში შევიდა დინა, - გამარჯობათ.
- დინა? - ყველა ფეხზე წამოხტა.
- რამე ხდება და არ ვიცი? - ეუცნაურა გოგოების დაძაბულობა დინას.
- არა, არ გელოდით. - უხეხრულად შეიშმუშნენ. - მოდი, დაჯექი. რას დალევ? - ჰკითხა ნატამ.
- არაფერი მინდა, მარტო მეგონე და ამიტომ შემოგიარე ასე გაუფრთხილებლად.
- რა უჭირს, ხომ იცი ჩვენი კარები მუდამ ღიაა შენთვის.
- ვიცი და მიხარია ეს.
- როგორც შენი კარები ხომ? - ირონიულად იკითხა ეფემიამ.
- დიახ. - გვერდულად გახედა დინამ ეფემიას.
- კარგ ადგილას კი გქონია ბინა.
- ეფემია, - მისი გაჩერება სცადა ნატამ.
- რატომ მაჩერებ? თუ მეგობრები ხართ, სიმართლეც უნდა იცოდე.
- პირდაპირ, რომ მკითხოთ არა? - ოდნავ გაუცივდა ხმა დინას.
- გოგოებს შენი ბინა მიაქირავე? - გამჭოლი მზერა სტყორცნა ეფემიამ.
- და თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ძვირად მივაქირავე? - ღიმილისგან ტუჩის კუთხე დამცინავად აეწია.
- სიმართლე რატომ დაუმალე?
- სიმართლე არც დამიმალავს, ვთქვი, რომ ჩემი ნათესავი აქირავებდა ბინას და მათთვის სასურველ თანხაში მივაქირავე.
- რატომ არ თქვი შენი, რომ იყო? - არ ჩერდებოდა ეფემია.
- იმიტომ, რომ ნატა არ დაუშვებდა ასე იაფად ექირავებინა, უხერხულად იგრძნობდა თავს და ამიტომ. მე კი მინდოდა ამ ოჯახისთვის რაღაც კეთილი საქმე გამეკეთებინა, რადგან რაც ქუთაისში გადმოვედი მათი ყურადღება და ზრუნვა ჩემს მიმართ დიდია, ეს კი მცირედი იყო რაც შემეძლო მათთვის. - ოთახს თვალი მოავლო დინამ, - მგონი ცუდი და გასაკიცხი საქციელი არ ჩამიდენია და თუ ასეა, ბოდიშის ვიხდი.
- არა, რას ამბობ. - გალახული ბავშვივით იღიმოდა ნატა, - პირიქით, მადლობელი ვარ, უხერხულად გამოვიდა.
- არაუშავს, ადრე თუ გვიან სიმართლე გამჟღავნდებოდა, თუმცა ეფემიას წყალობით ყველაფერი დალაგდა.
- დიახ, მე არ მიყვარს საიდუმლოებები, - ვერ მიუხვდა ირონიას და წელში ამაყად გასწორდა, აქაო და შემომხედეთ, ყველგან მე ვიმარჯვებო.
- ვხდები, - ჩაეღიმა დინას, თუმცა უკვე იგრძნო იქ გაჩერება აღარ სურდა და წამოდგა, - რადგან ყველაფერი გაირკვა, წავალ, აღარ მოგაცდენთ.
- რას გვაცდენ, მოიცადე.
- კარგაად. - კარებში გაუჩინდარდა დინა.

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი არ უნდა ვცადოთ, სიმართლე არ დაიმალება, ის აუცილებლად იპოვის გზას და ჩაკეტილი ნაჭუჭიდან გამოვა. მთავარია, გამჟღავნება ისე მოხდეს, ამას გულისტკივილი არ მოჰყვეს და გაუგებრობა, რადგან ადამიანები თავიანთი საქციელებით ან აბედნიერებენ ან ანადგურებენ ერთმანეთს, ბევრჯერ კი ჯობია სიმართლე დაფარული იყოს.
- საღამო მშვიდობის, აჩი. - უემოციოდ ჩაუარა გვერდი ბიჭს და სადარბაზოში გაუჩინარდა.
- დინა? - მანქანიდან გადმოვიდა მელო. - ეს დინა იყო? - ხელი გაიშვირა.
- შენ რა, იცნობ? - გაოცება გამოეხატა აჩის.
- დინა დიდმანიძე თუ არის კი. - სადარბაზოს შესასვლელს თვალს არ აცილებდა მელო.
- აუ, რა მაგარია. - ტაში შემოკრა აჩიმ, - ახლოს იცნობ? - მხრებზე მოსჭიდა ხელი.
- ახლოს არა, მაგრამ ... როგორი შეცვლილია, სიარულის მანერით და ხმით ვიცანი.
- შეცვლილი რას ნიშნავს?
- გრძელ თმებს ატარებდა და ფერად ტანსაცმელს, ახლა კი თითქოს სხვა არის. - ჩაფიქრდა მელო, - შენ საიდან იცნობ?
- ჩემი მეზობელია და ერთ შენობაში ვმუშაობთ.
- წამო, ავიდეთ რაა, მინდა ვნახო.
- მოიცა, მოიცა. - შეაჩერა მეგობარი აჩიმ. - არ მეტყვი ასე რატომ გინდა მისი ნახვა?
- წლებია არ მინახავს, ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა რამოდენიმე „ივენთზე“ გადაკვეთილა ჩვენი გზები, მოიცა ერთხელ შენც იყავი ნანჩო თოლორდავას აგარაკზე, საგურამოში. არ გახსოვს? ფერად ტანსაცმელში, გრძელი ნაწნავით მაღალი გოგო, ბენდთან ერთად მღეროდა.
- მოიცა, ეს ის გოგოა? - პირი დააღო აჩიმ, - არ არსებობს! - თმებში შეიცურა ხელი. - მელო, შენი დახმარება მჭირდება.
- რაზე?
- დინას შესახებ შეგიძლია ყველა ინფორმაცია მომიპოვო?
- რათ გინდა?
- ძალიან იდუმალია, არაფერს ლაპარაკობს წარსულზე, მხოლოდ ერთი მითხრა, რომ მისი მეგობრებისთვის ის გარდაიცვალა. რაღაც მოხდა, რამაც მისი ფერადი სამყარო თავდაყირა დააყენა. ერთხელაც არ უხსენებია, რომ მღეროდა ან მსგავსი რამ.
- მოგწონს? - სიგარეტს მოუკიდა მელომ და მეგობარს მრავლისმეტყველად გახედა.
- რომ არ მომწონდეს, გასაკვირი არ იქნება? უცნაურად მიზიდავს.
- ანუ უხილავი კავშირებია თქვენს შორის.
- ეგ მერე განვიხილოთ, მითხარი დამეხმარები?
- კიი, აბა რას ვიზამ? - მხარზე ხელი დაარტყა აჩის, - რასაც გავიგებ, შეგატყობინებ.
- ძმა ხარ.
- კარგი, წავედი ახლა. - მანქანაში ჩაჯდა მელო, - მიხედე დინას.
- შენს ზარს ველოდები, აბა მაგრად. - აჩი დაელოდა მანქანა, როდის მიეფარებოდა თვალს და სადარბაზოში სიხარულით შევარდა.

ადამიანებს იმედი ასულდგმულებს, განსაკუთრებით კი ერთმანეთის იმედი, მაგრამ გულს გვიტეხს იმედგაცრუება და ამის გამო გავიკიცხავთ მათ, ვიზეც დიდ მოლოდინებს ვამყარებდით, თუმცა საყვედური მათ კი არა ჩვენს თავს ეკუთვნის, რადგან მათგან იმაზე მეტს მოველოდით, ვიდრე საჭირო იყო.
დინას კარები ღია რატომ არის? - ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სახლს აჩი, - დინაა, დინა სახლში ხარ? - კარები შეაღო და კინაღამ წაიქცა, - ეს რა არის? - ძირს დაანათა შუქი აჩიმ და გულწასული გოგო დაინახა. - დინა? დინა, რა დაგემართა? - პულსი შეუმოწმა, გულზე ყური დაადო, - დინა, არა გთხოვ, გონს მოდი, ნუ მაშინებ? მოიცადე, სასწრაფოს გამოვიძახებ, - მობილურზე 112 აკრიფა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent