შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (17 თავი)


23-12-2020, 23:37
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 372

ქორწილი გვიან ღამემდე გაგრძელა. როგორც წესი, იმდენჯერ მაცეკვეს არაქათი გამომელია, ძალიან დავირალე. დიმასაც არავინ მიყენებდა გვერიდით. მიუხედავად იმისა, რომ მხიარული სასიმაოვნო გარემო იყო, მაინც ერთი სული მქონდა, ჩემს სიყვარულთან ერთად იქაურობას გავცლოდი. ყელში მქონდა უკვე იმ ნახევრად შიშველი ქალბატონების ქცევები, რომლებიც მთელი დღე მის ირგვლივ ტრიალებდნენ. მაინც როგორ არიან ასეთი უსირცხვილოები? ქორწილში, სიძეს, რომ შებმას დაუწყებ, ამ საქციელს სხვა რა ქვია, თუ არა ბ***ბა?! ავდექი და დარბაზს თვალი მოვავლე იმ იმედით, რომ სადმე მეუღლეს დავინახავდი. პირველად მისი მეგობრების მაგიდა შევათვალიერე. არც შევმცდარვარ მათთან იყო, ვიღაც ქერათმიანის გვერდით იჯდა და მშვენივრად ერთობოდა. ცოტა არ იყოს, ძალიან მეეჭვიანა. არა, კი ვენდობოდი მაგრამ, მაინც... დამინახა და ხელით მანიშნა მასთან მივსული. უარის ნიშნად თავი გავაქნიე და გაბუსხული სკამზე დავბრუნდი.

–რას იბერები თუ იცი ? – მკაცრი ტონით მკითხა, ლილემ.

–საიდან მოიტანე? – ისე გავიკვირვე თითქოს არ ვიცოდი , მოხარშულსაც რომ მიცნობდა.

–კარგი ახლა, რა !

– შეხედე, რა მშვენივრად ერთობა.

– მერე, რა პრობლემა გაქ ?

– მე აქ მარტო დამტოვა.

– ანუ, მე არ ვითვლები?

– მშვენივრად ხვდები, რასაც ვგულისხმობ და შენ თავს სულელურად ნუ გარევ ახლა.

– ერთადერთი რასაც ვხვდები ისაა რომ ძლიან მიეჯაჭვე და მეშინია ავადმყოფობაში არ გადაგეზარდოს.

– მაგის, მეც მეშინია. თანაც იმდენად, რომ ზედმეტად მშვიდი და დამთმობი გავხდი. მემგონი ქვეცნობიერი გამოცდას მიწობს.

– მაგ ქვეცნობიერს უთხარი, დღეს ჭკვიანად იყოს და ტყუილად ნუ გადარევს კაცს.

– ლილე, იქებ შენ ბოლოს და ბოლოს გაერკვიო, ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი.

– აი, გეწყება უკვე. – გაეცინა – ისე, რომ არ მოგატყუო მაგ კითხვას ამ ბოლოს, მეც ვუსვამ ჩემ თავს.

– დროზე უპასუხე თორემ, შენზე ამოვიყრი გულისჯავრს.

– რას ერჩი, ის მაინ მითხარი!

– რამდენიმე გოგოსთან დავინახე დღეს, ისე ტკბილად ეჭუკჭუკებოდა.

– თაკო, დღეს თითქმის ყველა მამაკაცს ეცეკვე ვინც კი ქორწილშია და კიდე მასზე ეჭვიანობ?

– მათი ინიციატივით ლილე. თან, დედოფლისგან ცეკვაზე უარის თქმა, ცოტა უხერხული მგონია.

– იქნებ, მასაც ეუხერხულა მათი უპასუხოდ დატოვება. ზურაც მასთან ერთად იყო, მგრამ სულაც არ მიმიჩნევია პრობლემად.

– აი, ხომ გითხარი, მისი მეგობარი ხართქო.

– თაკო ზუსტად ვიცი, ყველაფერს მშვენივრად ხედავ, გესმის და ხვდები, მაგრამ უცნაური სენი გაქ შეყრილი უკვე და სწორად განსჯის მიუხედავად ქცევებ გიუკუღმართებს.

– მჭამს, ეგ სენი მჭამს. ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობს. ეჭვიანს მას ვეძახდი, მაგრამ მგონი გადავასწარი.

– მე ის მიკვირს, აქამდე თავის შეკავებას როგორ ახერხებდი.

– ვენდობი.

– ენდობი, მაგრამ მაინც ეჭვიანობ. როგორ მეცოდება შენს ხელში.

– შეიძლება, მართლა არ ვიყო ნორმალური ამ საკითხში მაგრამ დღეს მიზეზი მომცა. თან ის ნახევრად გახდილი გოგონები უსირცხვილოდ ეფლირტავებოდნენ. ამ დროს, ძალიან ღირსეულად კი ვიქცევი ხოლმე სხვის დასანახად, მაგრამ სინამდვილეში მათი შუაზე გაგლეჯვა მინდება. ხო, მიდი დამცინე შენ. – მძიმედ ამოვისუნთქე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.

– მაგ დროს დამიძახე, მეც დაგეხმარები. – ისე გულიანად იცინოდა, მეც ამიყოლა. – მოდის და გთხოვ , ჭკვიანად მოიქეცი, ნუ გააგიჟებ.

– კარგი, მაგრამ ცოტას ვაწვალებ. მერე უფრო ტკბილად, რომ შევურიგდე.

– მაგის მერე უფრო ტკბილია ? – ჩუმად, სიცილით მკითხა

– მაგის ახსნა ზურას პრეროგატივაა. ვერ წავართმევ მაგ უფლებას. ისე შენც ახლა დიდ გამოცდილ ქალს კითხე. დიმა, რომ არა...

– შენ ისევ დასაწყისში ხარ? – ლამის ყბა ჩამოუვარდა.

– ხო!

– საეჭვიანოდ კი გქონია მაშინ საქმე. ამისთანა კაცის ხელში, როგორ ვერ ისწავლე გოგო?!

– როგორ იცი შენ ჩემზე მეტი ვერ ვხვდები?

– რატომ და მე, რომ ასეთი ამბებებით ვინტერესდებოდი შენ, ფუ გულს ნუ მირევო გაიძახოდი. მოგესინა და გეცოდინებოდა, რომ ტანჯავ ახლა ბიჭს.

– საზიზღარო! ხომ იცი არ მაინტერესებდა ეგეთი თემები.

– შენ გათხოვებაც არ გინდოდა, მაგრამ კი გყავავს ახლა ლომივით კაცი გვერდით. თაკო, რომ არ ვიცოდე სხვა საკითხებში, როგორი შემდგარი და ჩამოყალიბებული ხარ და ხელს რასაც მოკიდებ ყველაფერი ბოლომდე, რომ მიგყავს, ვიფიქრებდი დებილიათქო. მე ის მიკვირს, დიმასთან რატომ იჭედები?

– არ ვიცი !

– მე მჭორავთ, თუ ზურას ? – იკითხა და გვერდით მომიჯდა.

– ყოფის ამაოებაზე ვსაუბრობთ. – ღიმილიანი, გამაფრთხილებელი მზერით უპასუხა ლილემ.

– მშვენიერი თემა აგირჩევიათ ახლა სასაუბროდ. – ცოტა ნასვამი იყო. ისეთი საყვარელი თვალებით მიყურებდა კინაღამ გადავიფიქრე მისი გაბრაზება.

– აბა, რაზე უნდა გვესაუბრა? იმაზე ხომ არა, თუ როგორ უნდა მიიქციო მამაკაცის ყურადღება ნახევრად გახდილმა კეკლუცობით ?

– ლილე, ხომ არ იცი ამას რა სჭირს?

– წარმოდგენა არ მაქვს. მე წავალ და იქნებ, შენ მაინც გაარკვი.– მხრები აიჩეჩა და თავის ქნევით მოგვშორდა.

– როგორც ჩანს, ის უკვე გადარიე. ახლა, ჩემი ჯერია?

– სახლში მინდა წასვლა, დავიღალე.

– კარგი, სტუმრებს დავემშვიდობოთ და წავიდეთ.

– მიდი, მიდი ის ქერათმიანი არ დაგრჩეს.

– ახლა გასაგებია!

ხელი მომკიდა და დარბაზიდან ისე სწრაფად გამიყვანა არავის დავმშვიდობებივართ. მხოლოლოდ ლილესთვის მოვასწარი თქმა, გარეთ გამომყოლოდა. მასთან სასაუბროდ დამტოვა და თავად ავტომობილთან დამელოდა.

– ჩემს მაგივრად დაემშვიდობე ვისაც საჭიროა. წასვლის მიზეზს დარწმუნებული ვარ მოიგონებ.

– კარგი, მაგრამ შენ ახლა რას აპირებ?

– არაფერს, სახლში წავალ და დავიძინებ.

– ნუ მაცინებ. შენი აზრით ამ კაბას თავად არ გაგხდის?

– ნერვები თუ შერჩება გამხადოს. ოღონ ზუსტად არ ვიცი შევძლებ თუ არა მის გაბრაზება. შეხედე, რა საყვარელია.

– ღირსი ხარ, ამაღამ სული ამოგხადოს, მაგრამ ისეთი კარგი ბიჭია შეიძლება, მართლა მოგცეს დაძინების უფლება.

– ისე ამ კაბას, მისი დახმარების გარეშე მაინც ვერ გავიხდი. – თვალი ჩავუკარი და დავემშვიდობე.

– მაგ მაიმუნობებს, სჯობს სთხოვო ყოველღამე გავარჯიშოს. იქნება ისწავლო რამე .

შევბრუნდი და ჩემს ბედნიერებას გავხედე, რომელიც ჩემს უკან იყურებოდა და საეჭვოდ იღიმოდა. სავარაუდოდ ლილე ჟესტებით რღაცას აჩვენებდა. უცებ უკან გავიხედე. ქალბატონი უხერხულად შეიშმუშნა და ძალით გამეკრიჭა. მისი დანახვით გამოწვეული ემოცია დავმალე და მეუღლეს, სერიოზული სახით მივუახლოვდი.

– ნასვამი ხარ, საჭესთან ვერ დაჯდები.

– არც იმდენად, რომ სახლში დედოფალმა მიმიყვანოს.

– ანუ, შეძლებ ?

– მაგასაც და სხვა, ბევრ რამესაც. – კარი გამიღო.

– სხვა რამის იმედი ნუ გექნება. – ჩავუსისინე და სავარძელზე მოვთავსდი.

ცოტახანს მიყურა. მე, ცხვირაბზუებული წინ გავჩერებოდი. მერე კარები უთქმელად მომიხურა და საჭეს მიუჯდა. დრო და დრო ღიმილით გადმომხედავდა და თავს აქნევდა. ყოველ მის შემოხედვაზე მისი გაბრაზების შანსი მიმცირდებოდა.

– რატომ გაიღვიძა შენში ბუტია ქალმა მაინც და მაინც დღეს? – გაიჟღერა ჩემმა საყვარელმა ხმამ.

– რომ ვიბუტებოდე ხმას საერთოდ არ გაგცემდი.

– რაც არუნდა გაბრაზებული იყო, პასუხს ყოველთვის გამცემ, რადგან ენა არ გიჩერდება. – გაეცინა.– ასე რომ გისმენ, რა მოხდა?

– არაფერი არ მომხდარა.

– სანამ დანიშნულების ადგილას მივალთ, შანსს გაძლევ მანამდე მითხრა თორემ, მერე მაგისთვის აღარ გვეცლება.

– თავი დამანებე!

– მოდი, მაშინ მე გეტყვი – დღეს ყველა იმ ქალზე იეჭვიანე ვისაც კი დაველაპარაკე და არც გაბედო უარყოფა ! რაც არ უნდა ღირსეულად გეჭიროს თავი მაინც გამჩნევ. სიმართლე გითხრა, მომენატრა შენი გადარეული მხარე. მომწონს, როცა ჩემზე ეჭვიანობ. – საჩვენებელი თითი, ნაზად ჩამომისვა ცხვირზე. – მაგ დროს განსაკუთრებულად მიმზიდველი ხდები. ასე, რომ რაც არ უნდა თქვა და გააკეთო, მაინც ვერ გამაბრაზებ. პირიით, უფრო და უფრო მეტად მომინდები... ახლაც ძლივს ვიკავებ თავს... დღეს მაგ კაბის გახდის უფლებას ვერ წამართმევ, ისედაც მაღიზიანებს ჩემს ნაცვლად, რომ გეხება სხეულზე. მინდა ახლავე შემოგახიო... მთელი დღეა ნერწყვები მგუდავს შენი მკერდის ყურებით. ისე, რომ იცოდე, მასეთი დეკოლტე პირევლად და უკანსკნელად გაცვია.

თვალებ დაჭყეტილი ვუსმენდი. გული სულ ამომივარდა საგულედან. ეს რა ესმოდა ჩემს ყურებს, ასეთი აღგზნებული პირველად ვნახე, ასეთი სიტყვები პირველად მითხრა. გადავიფიქრე მისი გაგიჟება. ანდა, მეტს რაღას დავუმატებდი ისედაც გაგიჟებული იყო. დამცხა, გამახურა ჟრუანტელმა ამიარ–დამიარა. მასთან ალერსზე არც თავში არ ვიყავი დიდ უარზე, მაგრამ ამის შემდეგ ყველა შანსი დავკარგე. დღეს მისი ვნება ნამდვილად გადამწვავდა. თავისივე სიტყვებმა ისეე აანთო პიჯაკი გაიხადა
და პერანგი რამდენიმე ღილით შეიხსნა. მეც ცეცხლი მომეკიდა, მაგრამ ერთი კაბა მეცვა და მას ხომ არ გავიხდიდი. თან ის კაბა მეცვა, რომლის გახდის უფლებაც უპირობოდ დაიკანონა. ძაფსაც ვერ შევწყვეტდი. ამ ფიქრებში გართულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ სახლში არ მივდიოდით.

– სად მიგყავარ ?

- სასტუმროში.

- სახლს რას ერჩოდი?

- სრულიად მარტო მინდა შენთან ყოფნა.

- დიმა რამეს მიპირებ და არ ვიცი?

- კი, გაზრდაში უნდა დაგეხმარო.

– იქამდე გული თუარ გამისკდა. – ღრმად ამოვისუნთქე და დავინიავე. – ჩემმა გამოხტომებმა მგონი, ახლა იმოქმედა და შეიშალა. – ჩუმად ჩავილაპარაკე.

– რამე მითხარი? – წარბების აწევით მკითხა.

– თუ რამეს მოვიფიქრებ გეტყვი. – ორივეს გაგვეცინა.

სასტუმროს წინ შეჩერდა, კარი გამიღო და გადასვლაში დამეხმარა. კართან შვეიცარი შეგვეგება, მოწიწებით მოგვესალმა. იგივე განმეორდა მისაღებში. ნომრის გასაღები აიღო და ლიფტში შევედით. ბოლო სართულის ღილაკს დააჭირა ხელი. ვიდრე ავიდოდით ანთებული, სულ მე მიყურებდა. უხერხულად ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს
პირველად მხედავდა და ამ კაცთან უამრავი ლამაზი ღამე არ მქონოდა გატარებული. დაიწვა იქაურობა, ჰაერი შემცირდა. ციებ–ცხელება დამეწყო. მისგან ზურგით შევბრუნდი და როგორც კი კარი გაიღო მდუღარე გადასხმულივით გაავარდი. გვერდით ამომიდგა ხელი ჩამჭიდა და სასტუმროს მდიდრულ ჰოლს უხმოდ ჩავუყევით. დიდი მოლაპარაკე არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა სულ დადუმდა და მხოლოდ მაცდური ღიმილით შემოიფარგლებოდა. ნომრის კარი შეაღო. საქორწინო აპარტამენტში შევდგი თუ არა ფეხი, აღტაცებულმა შევკივლე :

–რა ლამაზია !

იქ საოცრება დამხვდა. ყველგან ვარდის ფურცლები ეყარა. ირგვლივ სურნელოვანი სანთლების სუნი ტრიალებდა. საშინლად რომანტიკული გარემო იყო.

– შენთვისაა და მინდა, ამ ღამის დედოფალი იყო, ყველა მნიშვნელობით.

– მადლობა, მაგრამ მგონი ვერ მივხვდი, რა იგულისხმე !

– მიდი დაჯექი, ცოტახანს დაისვენე, თუ გინდა ცოტა დალიე და მერე აგიხსნი.

– კარგი, დავჯდები დავისვენებ, მაგრამ დალევა რაში მჭირდება? – ამ საუბარში კომფორტულ დივანში ჩავესვენე.

– გამბედაობას შეგმატებს.

– დიმა შენთან გასაბედი რაც იყო უკვე ყველაფერი გავბედე და ახლა ალბათ აქედან გადასახტომად მამზადებ თორემ, სხვა არაფერი მომდის თავში. – ხმაურიანდა გამეცინა.

– ჩემი ჯერ კიდევ, რომ გრცხვენია მაგაზე რას მეტყვი ?! – როგორც სჩვეოდა, ჩემს წინ ჩამოჯდა და ყველა გზა მომიჭრა. ასე როცა იქცევოდა საუბრი გარდაუვალი იყო.

– ახლა ის დროა გავრბოდე ხო? – გული ამომივარდა მის სიტყვებზე, მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი და არ მესიამოვნა.

– ახლა ის დროა, მითხრა, რა გავაკეთო, რომ ბოლომდე გაიხსნა. ორი თვე გავიდა უკვე...

– გაქცევა არ გამოვა ხო?

– არა !

– აბა, რომ არ ვიცი რანაირადა აგიხსნა?!

– პრობლემა ჩემშია?

– ახლა ჩემს დასამშვიდებლად შენი თავის გამტყუნებას თუ დაიწყებ უფრო შემრცხვება. მართალია მაგ საქმეში სრულიად დებილი ვარ, მაგრამ შენი გამოცდილების შემჩნევა ნამდვილად შემიძლია.

– დებილი კი არა, გამოუცდელი და შებოჭილი ხარ. არ იფიქრო, რომ მე რაიმე პრობლემა მაქვს, მთელი ცხოვრება შემიძლია ასე გავაგრძელო და მხოლოდ მე მოგანიჭო ბედნიერება. მაგ დროს მე უფრო ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა შენც მიიღო ამით სიამოვნება.

– ვიღებ, შენს უბრალო შეხებაზეც კი სადღაც ვიკარგები... მეტი მართლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. – ახლა ალბათ, თქვენც გიკვირთ ოცდასამი წლის გოგო, ასეთი მოუხერხებელი როგორ იყოვო, მაგრამ ასეთი საკითხებისგან თავიდანვე იმდენად შორს ვიყავი, ახლა ქმართან დაბდურობაში გადამდიოდა.

– მაგას არ ვგულისხმობ... უუფ ! – პირიდან დაგუბებული ჰაერი გამოუშვა, მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობდა ამაზე, რომ უწევდა საუბარი. – როგორ აგიხსნა არ ვიცი. უფრო სწორად კი ვიცი, მაგრამ ისეთი, რაღაცნაირი ხარ ვცდილობ, სიტყვები სწორად შევარჩიო უფრო, რომ არ დაგაფრთხო. მგონი მეც დამაკომპლექსე. – გაეცინა.– თაკო, ჩემგან ნუ ელოდები ხოლმე ინიციატივას. როცა ჩემთან სექ... – სიტყვა შუაგზაში გაწყვიტა, რადგან მასთან ამ სიტყვასაც კი ნაცვალსახელით ვახსენებდი ხოლმე. – მაგის სურვილი გექნება შეგიძლია უბრალოდ მითხრა ან რაღაცნაირად მიმახვედრო.

– შენ ისედაც ხვდები.

– მე მინდა შენ მორიდების გარეშე მითხრა. და რაც მთავარია ყველა სურვილი მითხრა რისი გაკეთებაც გინდა. გაიხსენი და მიეცი თავს უფლება ბოლომდე გაუგო გემო.

– მეშინია, რომ შენისთანა გამოცდილების კაცს ვერაფრით გაგაკვირვებ. ამიტომ სისულელეების კეთებას, ვამჯობინებ სულ შენ მოგანდო.

– მართლა სულელი ხარ ! სკოლის მოსწავლესაც კი შენზე მეტი ეცოდინება დარწმუნებული ვარ. – გაეცინა და შუბლზე მაკოცა. – მე ისედაც გაკვირვებული ვარ შენით. თაკო, მხოლოდ ის მჭირდება ჩემი ცოლი ჩემს გვერდით ყველაფერით ბედნიერი და კმაყოფილი იყოს.

– ასეთი შესამჩნევია? შენ, მაგის გამო ხომ არსად წახვალ ? დიმა შეიძლება მე იმ ქალებივით არ გამომივიდეს ვისთანაც ურთიერთობა გქონია, მაგრამ ძალიან ვეცდები. – თავლები ამემღვრა.

– სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს, შენთან ამაზე საუბარისგან აქამდე... არ მინდა არასწორად გაიგო. თაკო, მე შენ მიყვარხარ და საერთოდ არ მინდა ვინმეს რამეში დაემგვანო. მე შენ მჭირდები. თავშიც გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, ამას ჩემს გამო არა, შენს გამო გთხოვ. მოდი ახლა, მაგ საკითხ საერთოდ გადავახტეთ და თავში არასდროს გაივლო.

– ისინი სულ შენს ცხვირწინ არაიან.

– შენ კი ყოველ ღამე ჩემს საწოლში ჩემს გვერდით გძინავს. განსხვავებას ხედავ? შენი გამოუცდელობა ათასჯერ მირჩევნია მათ გამოცდილებას. და საერთოდ, რატომ მაიძულებ შენს გვერდით ეგენი ვახსენო.

– კარგი ჩუმად ვარ. ახლა რა ვქნათ, უნდა მავარჯიშო? – გამეცინა.

– შენ თუ გინდა...

– შენ?

– კარგი ახლა1 რას მეკითხები?! მაგ კაბა იმდენჯერ გაგხადე უკვე გონებაში ...

– მე მეგონა საერთოდ ავტომობილში გამხდიდი ... ახლა, მგონი განელდი.

– ესეიგი გავნელდი?! – წამოდგა და მეც ამიყოლა.– რომ იცოდე, რა მოთმინების ფასად დამიჯდა ეგ მშვიდი საუბარი, მაგას არ მეტყოდი. – თავლები ისევ აერია, აუელვარდა. გულისცემაც გაუშირდა.

– იცი? ნასვამი კიდევ უფრო მესაყვარლები.

– ახლა, ისე მინდა შენთან ყოფნა, როგორც არასდროს. – ცოტახნისწინანდელი ჟინი დაუბრუნდა. – ალბათ, მაგ კაბის ბრალია. – ზურგზე ხელი ამიცურა და ელვა ჩახსნა.

– ახლა ისე ვნერვიულობ მგონი, პირველად არ მინერვიულია ამდენი.

– ხო, მთელი სხეული გითრთის, ცახცახებ და ეს უფრო მეტად მირევს გონებას.

– ახლა, უკვე ყველა კანონის ძალით შენი ვარ... მგონი დღეს მართლა შევძლებ, ამ ღამის დედოფალი ვიყო.

– ესეიგი, სინათლეს აღარ გამოვრთავთ.

– ეე, შენ კიდე ყველა დეტალში, როგორ გამომიჭირე?

– ეგ დეტალი კი არა ბოროტება იყო. მაგ დროს, შენი სხეულის ყურების უფლებას რომ არ მაძლევდი. არადა, როგორი ლამაზი ფორმები გაქვს.

– ესეიგი დღეს ყველა დაფარულს ვამჟღავნებთ...

– კომპლექსების გარეშე... ამიტომ მოვედით აქ. არც ხმა, არც ემოცია და არც სურვილები არ შეზღუდო. ეს ღამე ისეთი იქნება, დილით რომ გაიღვიძებ მიხვდები, ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი ქალი ხარ და საერთოდ არ გაქვს მიზეზი სხვებზე იეჭვიანო...

ასეც იყო. დილით, რომ გავიღვიძე ვფიქრობდი, ის ქალი ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. მას კიდევ ეძინა. ერთი სული მქონდა გაეღვიძა და რამე ეთქვა. როგორც იქნა ჩემი საყვარელი გიშრები დავინახე. გაფართოებული თვალებით, მოლოდინით შევხედე.

– რომელი საათია ? – ეს კითხვა უნდა დაესვა ახლა? გავიფიქრე გაბრაზებულმა.

– თერთმეტი.

–კარგი მაშინ ცოტას კიდევ დავიძინებ, ისევ დაღლილი ვარ. – ნაზად მაკოცა და გადაბრუნდა. ამას ახლა ისევ შავი იუმორი მოაწვა? კიდევ უფრო დავქაჩე გაკვირვებულმა თვალები. – რამის თქმა გინდა? ლამისაა გამხვრიტო მზერით.

–არაფრის ... – პაუზის შემდეგ– დიმა ! – უფრო ვიყვირე, ვიდრე დავუძახე. იკადრა ჩემსკენ გადმობრუნება.

– რა გაყვირებს? დააფრთხობ მობინადრეებს.

– ახლა დავაფრთხობ ხო?

–მართალი ხარ ! ალბათ უყვე ყველა გაიქცა სართულიდან. ასეთი გაგიჟება კიდევ თუ მოგინდება, წინასწარ გამაფრთხილე და სადმე ტყის პირას წავიდეთ... ოღონდ, რამდენხანს გაგიძლებ არ ვიცი... ისე, ამდენხანს სად მალავდი მაგ ცეცხლოვან ქალს? – ისე გულიანად იცინოდა, თავს მეც ძლივს ვიკავებდი. ბალიშები დავუშინე.

–ნუ იცინი! იცოდე ხმას აღარ გაგცემ! – გაბრაზებულმა ადგომა დავაპირე, მაგრამ წელზე ხელი მომხვი და საწოლზე დამაგდო. ნელი მოძრაობებით ჩემს ზემოთ მოექცა.

– ბუსია ქალბატონო – ლოყაზე მაკოცა.– ხომ ხედავ, თუ მოინდომებ – ახლა მეორე ლოყაზე.– შეგიძლია ყველაფერში საუკეთესო. – ამჯერად ცხვირზე. – იცოდე, ამის შემდეგ არ გაბედო ამაზე ნაკლები ღამე მაკადრო . – ბოლოს ტუჩებზე დამაცხრა.

თითქმის შუადღე იყო შინ, რომ დავბრუნდით. ლილე, სანდრო, გუგა, ზურა, ჩარლი და კიდევ რამდენიმე მეგობარი სახლში დაგვხვდნენ და თურმე წინ ღამითაც აქ დარჩენილან გართობა არ გვეყოვო. ყველას ნაბახუსევი ეტყობოდა. დიმას ჩუმად გადავულაპარაკე:– კიდევ კარგი გუშინ სასტუმროში წავედით თორემ, აქ ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნებოდათქო.

– თქვენც სმაში გაათენეთ? რა სახეები გაქვთ ? – ეშმაკურად გვკითხა ჩემმა ენამოსწრებულმა მეგობარმა.

–ხო. – დაჭიმული ყბებით ვუპასუხე და თვალები დავუბრიალე. ჩემს სახეზე განსაკუთრებთ გამხიარულდა. ახლოს მოვიდა და ჩამჩურჩულა:

–ის მოხდა რასაც ვფიქრობ?

– ლილე, დაასვენე ეგ თავი ცოტახანს ფიქრებისგან.

–ოჰ, ოჰ ! როგორი გადაღლილი თვალებით იყურები. – წარბები შეათამაშა.

–გოგო, აქ ჩემი ძმაც ზის. როგორ ლაპარაკობ?!

–ვის ცალია ახლა ჩვენს მოსასმენად. შეხედე, როგორ მხიარულობენ. მიდი, მითხარი და დავმშვიდდები!

–ნეტა საძინებელში კამერას არ დაგვიმონტაჟებდე ჭორიკანა. ხო, დავამარცხე კომპლექსები ! დაისვენე ახლა.

– რა კამერა გოგო, ნამდვილად არ მინდა შიშველი დიმას დანახვა. ალბათ, შენც წუხელ დაინახე პირველად გაბედულად. იმედია ჩემო ფისო, ან გიჟო არ ეძახე. – ჩუმად ფხუკუნებდა.

– ვაიმე, გადამშორდი ახლა აქედან ! ნამდვილად შემომაკვდები.

– ხოარ შეგეშინდა?

– რისი ლილე, ახლა რა მოიგონე?

– შიშველი რომ დაინახე. იმხელა კაცია მაინც, რავიცი... – ნეტა იცოდეთ, როგორ ერთობოდა ჩემი დაცინვით.

–ასეთი გაფუჭებული, როგორ ხარ. სად ჯანდაბაში გაქ ამხელა გამოცდილება შე უნამუსო !

–თეორიულად ჩემო გოგო თეორიულად. პრაქტიკას იმ ყმაწვილს ვუნახავ, იქ, რომ ზის და ლამაზად აჟუჟუნებს თვალებს.

– მაგ საწყალმა, რომ იცოდეს რა არანორმალური უყვარს, უკან მოუხედვად გაიქცეოდა.

–შენ წარმოიდგინე იცის. ისე, არც ისაა მთლად დალაგებული. – ლოყაზე მაკოცა და კუნტრუშით მიირბინა ზურასთან.

–ბავშვებო, სუფრა მზადაა წამოდით ! – თბილი ტონით მიგვიპატიჟა ნანამ.

მასთან უცებ მივირბინე, რადგან წინ დღით წესიერად ნახვა ვერ მოვახერხე. ჩავეხუტე, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და ლოყაზეც ვაკოცე. ცოტახანში გოგიც გამოჩნდა. მას ჩვენზე გაუბედურებული სახე ჰქონდა, როგორც სჩანს ერთი ჭიქაც არ დაუკლია. ან, როგორ დაიკლებდა ქართულ სუფრაზე, ღვინის სმაზე უარის თქმა ხომ, სირცხვილის ტოლფასია. მჟავე მწნილი მოითხოვა და კვდარ–ცოცხალი მიუჯდა სუფრას. წინ დღით დაწყებული მხიარულება, ოჯახურ გარემოში განვაგრძეთ. ყველას ჩვენი მიზეზი გვქონდა ბედნიერებისთვის. მე და ჩემს ქმარს კი განსაკუთრებული. ხანდახან ფიქრებსაც მირევდა. ხშირად გადმომხედავდა ხოლმე და ჩემს დაბნეულ მზერას რომ დაიჭერდა, შეუმჩნევლად ეღიმებოდა. მას არ დაულევია, რადგან იმ ღამით თაფლობის თვეში მივდიოდით.

შუა მხიარულებაში სანდრომ მითხრა, დედა გირეკავს და ტელეფონი გამორთული გაქვსო. მაშინღა გამახსენდა, ელემენტი სულ დამჯდარი რომ ქონდა. ჩემს ოთახში ავედი დასატენად. წინ დღიდან მოყოლებული ჩანთა, რომელშიც მობილური მედო პირველად გავხსენი. ტელეფონს, რომ ვიღებდი და მას პატარა შავი ყუთი ამოყვა. ძალიან გამიკვირდა რადგან ზუსტად ვიცოდი მე არ ჩამიდია. გავხსენი. შიგ გულსაბნევი იყო, შავი თვლებით გაწყობილი და წერილი. „ ვიზიარებ ! მაგ ბედნიერებას არასოდეს გაპატიებთ“. გული შემიქანდა შიშით. მთელი სხეულით ავკანკალდი და ცივმა ოფლმა დამასხა. ორი ვარიანტი იყო – ნინა, ან ნიკა. არ ვიცოდი დიმასთვის მეთქვა თუ არა. არ მინდოდა ეს დღე ჩამეშხამებია. თან გაურკვევლეს არ დატოვებდა საჩუქრის ავტორს და რამე უბედურებას დაატრიალებდა. ყუთი საგულდაგულოს დავმალე. გადავწყვიტე, სწორი დრო შემერჩია მის საჩვენებლად. ვერაფრით ვერ მოვახერხე დამშვიდება და მათთან ჩასვლაც შევაგვიანე. კიბეებზე მისი ფეხის ხმა ვიცანი.

– რატომ არ ჩამოხვედი? – მკითხა კარებიდან. ახლოს რომ მოვიდა სახე შეეცვალა. – ცუდად ხარ, რა ფერი გაქვს?

–არაფერი. დაღლილობის ბრალია.

– კარგი საღამომდე დაისვენე. მე და ჩარლი სალაპარაკოდ გავდივართ.

– სად გადიხართ? აქაც ხომ შეგიძლიათ საუბარი.

– მოწმეები და მსაჯულებიც ხომ არ დავისწრო კიდევ?

– დიმა, რაღა დღეს აიტეხე ეს საუბარი. რომ გადადოთ?

– ჩვენ რომ დავბრუნდებით აქ აღარ იქნება.

– იქნებ, ჯერ ანასთვის გეკითხა რამე?

– რა უნდა ვკითხო, ისედაც სახეზე აწერია ყველაფერი.

– მაშინ მეც წამოვალ.

– ახლა ჭკუა, რომელიც მაგ ლამაზ თავში გიდევს სად წაიღე?

– უუუფფფ, რა უაზრო მიდგომები გაქვთ კაცებს ხანდახან !

– ბუზღუნა, ნუ გეშინია, არ ვიჩხუბებთ.

– შენც არ გჯერა ახლა მაგის ხო? დიმა ჩემზე უკეთ იცი იქ ჩვენგან განსხვავებულად უყურებენ ყველაფერს და ნუ მოსთხოვ ახლა „კაი ბიჭობას“

– კაცობას არც ეროვნება სჭირდება და არც „კაი ბიჭობა“. კარგი კაცი, რომაა მიტო ვანდე ჩემი და.

– ხოდა კარგი თუა, რა პრობლემა გაქვს, უყვარდეთ ერთმანეთი.

– პრობლემაა, მეჭედება !

– მენტალურად გეჭედება. შენ ახლა კი ხარ ღირს, ჩემი ძმა გადავრიო და ვაცემინო შენი თავი. – გამეცინა.

– ისეთი კაცია, ხელს ნამდვილად ვერ შევუბრუნებ. კარგი წავედი და შენ ჭკვიანად იყავი იცოდე ! უკეთესია თუ დაიძინებ.

რა დამაძინებდა. როგორც კი ეზოდან გავიდნენ, სტუმრებს საპატიო მიზეზი ვუთახარი, ანას ხელი დავსტაცე და უკან გავეკიდეთ. საწყალი მთელი გზა კანკალებდა მოკლავს ჩემი ძმაო. ოფისში მივიდნენ. ჩვენც ფეხდაფეხ შეუმჩნევლად შევყევით. თანამშრომლები გააფრთხილა სართული დატოვეთო. თავის კაბინეტში შეიყვანა და კარები მოხურა. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. მე და ანა, კარებთან ავიტუზეთ და სმენა დავძაბეთ ერთი სიტყვაც, რომ არ გამოგვპარვოდა. თუ ხმაური შემოგვესმებოდა მანდილით შევვარდებოდით. ცოტახანს ისეთი სიჩუმე ჩამოწვა შიშმა აგვიტანა, მთელი სხეული დაგვეჭიმა. როგორც იქნა ჩემმა ქმარმა დაიწყო.

– აბა, ჩემო მეგობარო გისმენ. – წარმოვიდგინე რა ირონიული სახით ეუბნებოდა ამ სიტყვებს.

– დიმა, პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო იმისთვის, რომ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ.

– ცუდი დასაწყისია ჩარლი.

– დიმა, მე, ანა მიყვარს!

– მასაც უყვარხარ? – ისე მშვიდად ჰკითხა, მე კი მეგონა ლომივით დაიწებდა ღრიალს.

– კი. ოღონდ მას არ აწყენინო გთხოვ ! ყველაფერი ჩემი ბრალია. ის, ძალიან გიფრთხილდებოდა.

– ესეიგი შენ არ მიფრთხილდებოდი? რატომ ჩარლი, ხომ იცოდი ჩემი ხასიათი?

– ვიცოდი და ახლაც ვიცი მაგრამ...

– მე, შენ, ანას თავი განდე.

– ვიცავდი, სინდისს გეფიცები შენსავით ვუფრთხილდებოდი.

– შენი თავისგან რატომ არ დაიცავი?

– ვერ შევძელი ! ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი.

– ამის დედაც... ამერიკაში ქალები დაილია? მაინცდამაინც ანა, რატომ? – ამჯერად თავი ვეღარ მოთოკა და მართლა ლომის ხმით იღრიალა. შიშისაგან ორივე შევხტით.

– თაკო, მოკლავს, შევიდთ გთხოვ ! – ცრემლად იღვრებოდა ანა.

– ნუ გეშინია, არაფერს დაუშავებს მისი მეგობარია და დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარს. ამიტომაა ასე გაცოფებული.

– იცი რამდენი ხანია საკუთარ გრძნობებს ვებრძვი? იცი რის ფასად დამიჯდა? გაქცევაც მინდოდა, მაგრამ შენთვის მოცემულ პირობეს ვერ გავტეხდი და მას, ჩემი მფარველობის გარეშე ვერ დავტოვებდი.

– სანდო ხელში კი დამიტოვებია.

– მაგას ნუ მეტყვი და თუ გინდა მომკალი.

იარაღის ჩხაკუნის ხმა მომესმა. მუხლები მომეკვეთა შიშით, მაგრამ შესვლა მაინც ვერ გავბედე. იქ, რომ დავენახეთ მართლა გაგჟდებოდა.

– მოაშორე. პრობლემებს იარაღით არ ვაგვარებ.

– ვიცი, მაგრამ შენ თუ ფიქრობ, რომ ჩემი ანასადმი სიყვარულით ჩვენ მეგობრობას რამე დავუშავე, მაშინ მირჩევნია მომკლა.

– ჩარლი თქვენ ხომ ერთად... თქვენ ხომ არაფერი დაგიშავებიათ? ანუ ჭკვიანად იყავით? – ძლივს მოაბა სათქმელს თავი, თუ რათქმაუნდა მობმა ქვია.

– დიმა რას მეკითხები ?! მასე მიცნობ ?! ასე უღირსი კაცი გგონივარ?!

– მართლა რას ეკითხება თაკო სულ გაგიჟდა? – გაფართოებული შეშინებული თვალებით მკითხა ანამ.

– არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ უნდა გავუგოთ ძმაა და ღელავს. – ნამუსის გამოწმენდა ვცადე არა და გულში უსაშველოდ ვლანძრავდი. ჩარლის ადგილას ნამდვილად გავგუდავდი.

– კარგი ჩარლი, ბოდიში ! მოაშორე ეგ იარაღი !

– მესმის შენი, მაგრამ მაინც ზედმეტი მოგივიდა.

ისეთი კარგად აღზრდილი, განათლებული, გაწონასწორებული ადამიანი იყო, უკეთესს ვერც ვინატრებდით ანასთვის, მაგრამ ჩემი ქმარი შეჯდა ვირზე. უაზრო მეგობრობის წესის გამო. არა, სხვა წესებს კი ვეთანხმებოდი, მაგრამ სიყვარული, მაინც გამართლებულად მიმაჩნდა. თანაც, მაგის გაკონტროლება ხომ არ შეუძლია ადამიანს და რატომ უნდა იტანჯოს ვიღაცის ხათრის გამო, თუ ეს სიყვრული წმინდაა და არაფერს აშავებს. ასეთივე უდანაშაულო იყო მათი სიყვარულიც. მხოლოდ დიმას „კაცობას“ უშავებდა.

– რომ გესმოდეს ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.

– დიმა, შენც ხომ იცი რას ნიშნავს, როცა ვინმე გიყვარს. ხომ იცი რომ მის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი !

– ხო, მაგრამ მე, ჩემი საუკეთესო მეგობრის და, არ შემყვარებია !

– ანუ შენი საუკეთესო მეგობრის და, რომ ყოფილიყო მასზე უარს იტყოდი? დათმობდი? შეელეოდი?

– საღოლ ანა, ეს რა კარგი ბიჭი აგირჩევია.– აღფრთოვანებულმა ვუთხარი. – ახლა კი დააყრევინა, შენს ძმას ფარ–ხმალი.

– ვერ დავთმობდი. მასზე უარს ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებდა.

– იქნებ, მეც მასე მიყვარს ანა !

ცოტახანს ხმას არცერთი არ იღებდა. დავწყდით კარებთან ორი, „ასინეთა“ პასუხის მოლოდინით.

– ჩარლი, იცოდე არასოდეს აწყენინო, ვერ გაპატიებ. – ტონი შეურბილდა.

– მაგას პირველ რიგში მე, ვერ ვაპატიებ ჩემს თავს.

– კარგი, მაშინ შენ ჩემს ჩამოსვლას დაელოდე. მერე, კი ჩვენთან ანას ხელის სათხოვნელად მოდი. არ მინდა არაოფიციალურ ურთიერთობაში იყოთ.

– შევთანხმდით !

– შენს ძმას მგონი, დაუკითხავად გათხოვებები ჰობად ექცა.– გახარებულმა ვუთხარი ანას და შვებით ამოვისუნთქე.

– გამათხოვოს ! რახან ერთმანეთს ცხვირ–პირი არ დაამტვრიეს გათხოვება რაღა მოსატანია ! – სიცილით მიპასუხა

რახან ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, უკან შეუმჩნებლად წასვლა დავაპირეთ. სხეული, ნერვიულობით ისე გვქონდა დაჭიმული ნაბიჯი ძლივს გადავდგით. ცოტაღა გვაკლდა და სამშვიდობოს გავიდოდით, მაგრამ, ჰოპ! ჩემი სახელი მომესმა.

– თაკო ! – ძალიან გაბრაზებული ტონი ჰქონდა. ადგილზე გავქვავდი. მომიახლოვდა. – მე შენ რა გაგაფრთხილე ?

– ბოდიში !

– ჩარლი, ანა სახლდი წაიყვანე. შენ სხვადროს დაგელაპარაკები ქალბატონო. შენ კი კაბინეტში წამომყევი. – ხელი მომკიდა და ძალით წამათრია. თავის სავარძელში ჩამსვა და ტრადიციულად წინ დამიჯდა. – თაკო რა ქვია ახლა შენს საქციელს?

– ბოდიში ხომ მოგიხადე ! – მოვიბუზე, ნაწყენი ჩანდა.

– ახლა, შენი აზრით ბოდიშია მნიშვნელოვანი?

– არა !

– აბა?

– ის, რომ შენს თხოვნას პატივი არ ვეცი და მოღალატესავით მოვიქეცი.

– ნუ, მასე მწვავედაც არ შევაფასებ, მაგრამ დაახლოებით ხო.

– ძალიან ცუდად მოვიქეცი ხო?

– არ შეგეფერება !

– კარგი, პირველია და უკანასკნელი.

– მჯერა !

– ისე, ხომ იცი, რატომაც გავაკეთე?

– ვიცი !

– დღეს ძალიან ღირსეულად მოიქეცი, ცოტა გადასვლები კი გქონდა, მაგრამ მაინც.

– მადლობა !

– ჩარლიც კარგი ბიჭია. იმსახურებს ანას.

– მაგიტომ ვატან !

– ისე, მასეთ ადამიანს, რომ დაუტოვე ანა საპატრონოდ,არც ჭკუა აკლია არც განათლება არც გარეგნობა, თანაც ძალიან უხდებიან ერთმანეთს. როგორ არ ივარაუდე, რომ შეიძლებოდა ასეთი ფინალი ჰქონოდა?

– რაიყო, შხამი მოგეძალა?

– რა შუაშია? ჩემთან მაინც აღიარე, რომ ცოტათი შენი ბრალიცაა.

– უკვე ვაღიარე !

– ხო, მაგიტომაც ატან. – თვალი ჩავუკარი და გემრიელად ვაკოცე. – წავიდეთ ახლა.

აეროპორტში ნახევრად მთვრალმა მეგობრებმა გაგვაცილეს...





















№1  offline წევრი Veronika

ვგიჟდები მე ამ ორზე! არასდროს არ მყოფნიან, სულ მინდა ვკითხულობდე და ვკითხულობდე.
დიმა მიყვაააარს, იდეალურია ყველანაირად. და ცოტა მშურს თაკოსი, მეც მინდა დიმასნაირი :დდ
ანუ ისე შემიყვარდა ეს ისტორია, რომ თავიდან ვიწყებ კითხვას. და დარწმუნებული ვარ კიდე მილიონჯერ გადავიკითცავ :დ
ძალიან,ძალიან მაგარი და სასწაული გოგო ხარ შენ!❤️❤️

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

Veronika
ვგიჟდები მე ამ ორზე! არასდროს არ მყოფნიან, სულ მინდა ვკითხულობდე და ვკითხულობდე.
დიმა მიყვაააარს, იდეალურია ყველანაირად. და ცოტა მშურს თაკოსი, მეც მინდა დიმასნაირი :დდ
ანუ ისე შემიყვარდა ეს ისტორია, რომ თავიდან ვიწყებ კითხვას. და დარწმუნებული ვარ კიდე მილიონჯერ გადავიკითცავ :დ
ძალიან,ძალიან მაგარი და სასწაული გოგო ხარ შენ!❤️❤️

უფ, რა გემრიელი შეფასება იყო. დიდი მადლობა ! ♥️♥️

 


№3 სტუმარი Life is beautiful

ამ კორონას დროს დასტრესილი ვართ ხალხი... ნუ ზოგი ძალიან ოპტიმისტია და ძალიან კარგი მაგრამ პირადად მე სულ სახლში ყოფნა ყელში მაქ ამოსული და ნაწილობრივ დეპრესიაშიც ვარ ხოდა რატო ვამბობ ახლა ამას.. დდდ
ხო იცი დამამშვიდებელის როქმედებასავითაა ეს შენი ისტორი ნამდვილი ანტიდეპრესანტი და ამისთვის გულრწფელ მადლობას გიხდი❤️♥️

კარგი ახლა თვითონ ამ თავზე ნამდვილად ვისიამოვნე.. დდდდ
აი ნიკა და ნინა რომ ასე ჩუმად არ გაქრებოდნენ ცხადი იყო.. დდდ
მემგონი ესენი ერთად მოქმედებენ ხო? :)

პ.ს..... შენ ჩემს გულს ახარებ♥️

.... და იმისთვის რომ წერტილ მძიმეს არ ვწერ ბოდიში.... ნერვები მეშლება თორე ვიცი ^_^❤️♥️..
კარგი წავედი.. იმედია ჩემი კომენტარი გაგახარებს მაგრამ იმაში მე უფრო დარწმუნებული ვარ რომ მე უფრო დიდ სიამოვნებას ვიღრბ შენი ისტორიით♥️❤️

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
ამ კორონას დროს დასტრესილი ვართ ხალხი... ნუ ზოგი ძალიან ოპტიმისტია და ძალიან კარგი მაგრამ პირადად მე სულ სახლში ყოფნა ყელში მაქ ამოსული და ნაწილობრივ დეპრესიაშიც ვარ ხოდა რატო ვამბობ ახლა ამას.. დდდ
ხო იცი დამამშვიდებელის როქმედებასავითაა ეს შენი ისტორი ნამდვილი ანტიდეპრესანტი და ამისთვის გულრწფელ მადლობას გიხდი❤️♥️

კარგი ახლა თვითონ ამ თავზე ნამდვილად ვისიამოვნე.. დდდდ
აი ნიკა და ნინა რომ ასე ჩუმად არ გაქრებოდნენ ცხადი იყო.. დდდ
მემგონი ესენი ერთად მოქმედებენ ხო? :)

პ.ს..... შენ ჩემს გულს ახარებ♥️

.... და იმისთვის რომ წერტილ მძიმეს არ ვწერ ბოდიში.... ნერვები მეშლება თორე ვიცი ^_^❤️♥️..
კარგი წავედი.. იმედია ჩემი კომენტარი გაგახარებს მაგრამ იმაში მე უფრო დარწმუნებული ვარ რომ მე უფრო დიდ სიამოვნებას ვიღრბ შენი ისტორიით♥️❤️

გამახარა, ძალიან გამახარა! დიდი მადლობა ! ♥️♥️♥️ კი ერთად მოქმედებენ.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში შიში გული მისკდება ვინმეს ახლობელს არ დაემართოს კორონა,სახში ჯდომით დავისტრესე ერთად ერთია ამ მოთხრობით ვერთობი ველოდები ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო კარგი წყვილია მიხარია ბედნიერები არიან ოღონდ ის წერილი და საჩუქარი არ მომეწონა ნიკა იყო თუ ნინა რა შურიანი ადამიანები არიან ვერ იტანენ ზოგძერ სხვის ბედნიერებას ველოდები მომდევნო თავს მადლობა ჩარმატებები

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში შიში გული მისკდება ვინმეს ახლობელს არ დაემართოს კორონა,სახში ჯდომით დავისტრესე ერთად ერთია ამ მოთხრობით ვერთობი ველოდები ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო კარგი წყვილია მიხარია ბედნიერები არიან ოღონდ ის წერილი და საჩუქარი არ მომეწონა ნიკა იყო თუ ნინა რა შურიანი ადამიანები არიან ვერ იტანენ ზოგძერ სხვის ბედნიერებას ველოდები მომდევნო თავს მადლობა ჩარმატებები

♥️♥️♥️♥️

 


№7 წევრი OKI ME

ოოო, საკმაოდ საინტერესო თავი იყო. გაიგე ახლა ვინ გაუგზავნა წერილი. ჩემს საფიქრალთა სიას ესეც დაემატა ახლა (((( :დ

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
ოოო, საკმაოდ საინტერესო თავი იყო. გაიგე ახლა ვინ გაუგზავნა წერილი. ჩემს საფიქრალთა სიას ესეც დაემატა ახლა (((( :დ

არ ასვენებენ ამ ბედნიერ წყვილს. მოდი და ნუ იფიქრებ ახლა :) ჩემო პოზიტივო ♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

რამდენი ხანია ასეთი საინტერესო ისტორია არ წამიკითხავს...
მალე დადეეე

 


№10 სტუმარი მკითხველი

ნორმალური სექსის აღწერა რაგახდა

 


№11  offline მოდერი თამარი აჩბა

მკითხველი
ნორმალური სექსის აღწერა რაგახდა

ანუ, გინდა სექსის პროცესი დეტალურად აღვწერო? :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent