შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი4)


26-12-2020, 22:53
ავტორი ♡The moon
ნანახია 1 751

ანდრიამ ოთახში წიგნებს გადახედა,ინტერესით უჭვრეტდა და თან ხელს აყოლებდა წიგნების რიგს.
-რამდენი წიგნია რომელსაც მთელ ღამეს გავუთენებდი...
-მაინც რომელს?
-რომელს და აი ამას მაგალითად : ჟან-პოლ სარტრის გულისრევა.
მისი საუკეთესო წიგნია როგორც ვიცი, ამით გაითქვა ყველაზე მეტად სახელი. გიყვარს კითხვა?
-არა, უფროსწორად ვერ ვკითხულობ .
-ძალიან ცუდი და რატომ?
-არ ვიცი.
-საერთოდ რამე გაქვს წაკითხული, სკოლის წიგნების გარდა?
-რემარკის ,,ნასესხები სიცოცხლე"
წიგნი რომელიც ძალიან მომეწონა. ამის მერე ვერცერთ წიგნს ვერ მოვაბი თავი რომ ბოლომდე წამეკითხა.
-რამ გამოიწვია შენი აღტაცება ამ წიგნში?
-ის იმდენად ადამიანურ ტკივილზე და ემოციებზეა, კარგადაა აღწერილი და ის ისე ლამაზად სწორადაა ემოციები გადმოცემული მაგ.:..,,თუ შენ გინდა სადმე ცხოვრობდე, მაშასადამე გსურს იქ მოკვდე."
კიდევ, ,,..რა იციან რომ, ცხოვრება აფრიანი ნავია, რომელსაც საკმაოდ ბევრი აფრა აქვს და ყოველ წუთში შეიძლება გადაბრუნდეს.,,
-მე რომანიდან ეს ციტატა მახსოვს : ,,ზოგჯერ უფრო მძიმეა უცქერდე გარდაცვლილის ნივთებს, ვიდრე თვითონ მას.,,
-ესეიგი იცი?
-რათქმაუნდა. მოგიწევს ამის შემდეგ წაკითხვა, სხვა ბევრის და მიხვდები რომ არსებობს ბევრი საუკეთესო რომანი, რომელიც თავს ყოველთვის გაგახსენებს.
-აარა, არა ნამდვილად ვერ წავიკითხავ.
-მაშ დაჯექი და მოსმენისთვის მოემზადე. სკამიდან ადგა და წიგნებს კიდევ ერთხელ დაუწყო თვალიერება, ოღონდ ახლა მეტი ინტერესით.
-ჩარლზ დიკენსი ,,ორი ქალაქის ამბავი".
-მოიცა მოიცა,ახლა არ თქვა რომ მე აქ უნდა ვიჯდე და ვიღაცის ომის ამბავი უნდა მოვისმინო ? არ ვაპირებ.სჯობს ეგ წიგნი გვერდზე გადადო და რამე მომიყვე ისე ...
- მე შენს სწავლაში ფულს მიხდიან და არა ჩემი ამბების მოყოლაში, ამიტომ ნება იბოძე და მომისმინე. სრული სერიოზულობით მითხრა და მისი დიდრონი თვალები ჩემს თვალებს მოაპყრო, ცოტახნით დავმუნჯდი მაგრამ...
- მე მას ვეტყვი რომ შენ მასწავლი, მაგრამ მე ვერ ვიმახსოვრებ, სისულელა ეს ყველაფერი...
-ერთს გეტყვი რა უვიცი ხარ!
-რა, რა...
-გაჩუმდი და მომისმინე. უვიცი გოგო ხარ, ცხოვრებაში რამე გაგიკეთებია, ზიხარ და ხარჯავ მამაშწნის გამომუშავებულ ფულს, და რა ხარ შენ იმის გარდა რომ გქვია გიორგი წულუკიძეს შვილი? მის სახელს ამოფარებული უნიათო გოგო, რომელმაც საუბარი მხოლოდ კლუბებზე და გართობაზე იცის ?! მოდი ერთს გეტყვი, როგორც შენ ამაყობ მამაშენის სახელით უფლება მიეცი მანაც იამაყოს შენით, უკვე დიდი ხარ და გეყოფა ეს უაზრო დროის ფლანგავა, შენც შედი დიდ საზოგადოებაში არა მამაშენის სახელით არამედ შენი სახელით, შენი ნაშრომის და შენი შექმნილის სახელით.
პირველად ვიგრძენი რომ არარაობა ვიყავი და ცრემლები წამსკდა, ცრემლების დანახვაზე თავი დახარა და გაჩუმდა.
სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია თითქოს სიტვებს ეძებდა ...
-მომისმინე ემილია, უბრალოდ კარგისკენ მინდა შენი ცხოვრების შეცვლა...
ცრემლები მოვიშორე და ცრემლიანი თვალები მივანათე.
-მაშ ასე შენ მპირდები რომ თუ შენს სწავლებას გამოვყვები...
-მე არა ემილი,შენს ოცნებას უნდა გაჰყვე, ხომ გაქვს ოცნება არა? სად ხედავ მომავალში შენს თავს ?
-არვიცი, ისევ დარცხვენილად ვთქვი და ჩემი ცხოვრება ყელში მიჭერდა ის რომ მასთან შედარებით არაფერი ვიყავი, მიუხედავად ამ სიმდიდრისა და სოციალური მდგომარეობისა, მის წინ ვიჯსქი როგორც არაფრის მცოდნე, განებივრებული უვიცი ქმნილება.
-მიდი დამშვიდდი და დავიწყებ კითხვას ხო?
-დაიწყე მშვიდად ვარ.წიგნი ისევ აიღო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ამოისუნთქა და დაიწყო;
-ჩარლზ დიკენსი ბრიტანელი მწერალი 1812 წელს დაიბადა, 7 თებერვალს. ქალაქ პორტსმუტში.შვიდი და ძმა ჰყავდა.ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ლონდონში გადასვლის შემდეგ, ვალების გამო მამა ციხეში ჩასვეს და 12 წლის დიკენსი თავად ცდილობდა შავი სამუშაოს კეთებით ერჩინა ოჯახი.ამის მერე იუმორისტულ სკეჩებს აქვეყნებდა ფსევდონიმით.
24 წლისას უკვე თავისი ჟურნალი ჰქონდა, სადაც მისი პირველი რომანი ,, ოლივერ ტვისტი" დაიბეჭდა. მას როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე ამერიკაშიც წარმატება ხვდა წილად.
-ახლა ცოტა რამ წიგნზე:ეს წიგნი სამაგიდო წიგნადაა აღიარებული. ის საფრანგეთის რეოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენება, მოყვასის მიმართ სისასტიკეს, ქრისტიანული სიყვარული და თანგაწირვა უპირისპირდება.
,,იდგა საუცხოო ხანა..."
ადგილზე გავქვავდი, მისი წაკითხული იმდენად დიდი იყო, თითქოს ღვთის სიტყა მესმოდა. იმდენად გრძნობით და ემოციით კითხულობდა თითოეულ ხაზს, თითქოს არაამქვეყნიური ხმა შეეხიზნა ყურებს და სულის ამოთქმის უფლება წაგართვაო, ის კი აგრძელებდა კითხვას და მეტად მიმითრევდა მისკენ ასე ხდებოდა სანამ ტელეფონოს ზარმა არ გააწყვეტინა კითხვა.
-უკაცრავად.
ჩვენს შორის პატარა მაგიდა იდო, სავარძელში ვიჯექი და თითქოს მის ხმას დავემუნჯებინე, ისე ვუსმენდი, საათისკენ გავაპარე თვალი ექვსის ნახევარი იყო გავიცინე თავი ოდნავ გავაქნიე და ანდრიას გავხედე თვითონაც შემომხედა და გაიღიმა, ბიჭის მშვენება არ ვიცი მაგრამ ის ნამდვილად მშვენიერი იყო,მისი დახვეწილი მამაკაცური ქცევებით და Ბროლის კბილებით რომელსაც იშვიათად თუ გამოამზეურებდა...
-ხომ ხედავ იმდენად მოგეწონა რომ Დროის შეგრძნება დაკარგე გაიღიმა კიდევ ერთხელ.
-რას არ გავიღებდი მთელი ცხოვრება რომ მესმოდეს ეს ხმა სულამდე რომ აღწევს და მაჯადოებს.
მოჯადოებულივით ვთქვი და თვალები გავუსწორე...გაოცებული სახით მიყურებდა ნამდვილად არ მოელოდა ჩემგან ამას, ბოლოს პატარა ფურცელზე წიგნის გვერდი სადაც გავჩერდით მიანიშნა და წიგნში დაადო.
-სჯობს წავიდე იმედია წაიკითხავ.
ხმა არ გამიცია, ვიჯექი ჩემს ადგილზე და მის მოქმედებებს, კარიდან გასვლის ჩათვლით ვაკვირდებოდი, ის კი დაბნეული და დაფიქრებული სახით ალაგებდა წიგნებს....
ავდექი, აბაზანაში შევედი წყალი შევისხი სახეზე გამოფხიზლება მჭირდებოდა.-ეს რა იყო, რას მიშვრება მე ეს ბიჭი ,მგონი მაგიაა, უთუოდ მაგიაა. გამეცინა ჩემს ნათქვამზე გამოვედი, სამზარეულოს მივაშურე ძალიან მშიოდა.
-ანანო არ წასულხარ ?
-არა, და მთელი ორი საათი რას შვრებოდით?
-რა იყო ეჭვიანობ? ვკითხე ღიმილით და კარს მივეყრდენი.
-კი ძალიან ვეჭვიანობ და იცოდე, ერთი თუ გავიგე რომ მოგწონს ან მისი ხელში ჩაგდება განიძრახე ემი, იცოდე არ დაგინდობ !
-მეხუმრები ხომ? მის სერიოზულ სახეზე ისევ გამეღიმა.
-სულაც არა, წყლის ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და გვერდის ავლას აპირებდა რომ ხელი მკლავში ვტაცე და კედელთან მივაყენე.
-შენ რა შეიშალე? მითხარი რამდენი ხანია რაც ვიცნობთ ერთმანეთს ?
-ხელᲘ გამიშვი!
-მითხარი მეთქი!
-რაც თავი მახსოვს, ერთად დავიზარდეთ.
-მერე როგორ ბედავ მაგის თქმას?
-არ ვიცი ემილია არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს სიყვარულია, ერთი დანახვით სიყვარული და მთელი მსოფლიოც რომ წინ აღმიდგეს, მაინც ჩემი უნდა გახდეს ეს ბიჭი.
ხელიდან დამისხლტა და ცოფიანივით გაიქცა, მადა დამეკარგა, მაგრამ ტირილი არ ვიცი რატომ მომინდა ,ჩემს თავს ვერ ვცნობდი ,ყელში ბურთი გამეჩხირა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
მე და ანანო პირველ კლასიდან ერთად ვიზრდებოდით, ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩემზე ერთი თავით დაბალია,თმა ხუჭუჭა და ზღვისფერი თვალები აქვს,ამბიციური არასდროს ყოფილა და იშვიათად თუ რამე უთანხმოება გვქონია.ახლა კი არ ვიცი რა დაემართა, ან მე რა მჭირს რაგომ განვიცდი ასე ძალიან თუ უნდა ანდრიასთან იყოს ,მაგრამ ვგრძნობ რომ ვერ თუ არ მემეტება ... გული საშინლად მეკუმშება მათ ერთად წარმოდგენისას.
ბიბლიოთეკაში შევედი, მაგიდაზე იდო წიგნი რომელსაც ანდრია მიკითხავდა, სავარძელში მოვკალათდი და კითხვა იქიდან განვაგრძე სადაც მან შეწყვიტა.
საღამოს მამამ შემოვიდა.იქ დაჯდა სადაც მე ვიჯექი, ანდეიას აქ ყოფნინსას, დაჯდა და გაიღიმა.
-რა იყო მამა?
-ძალიან კარგად მოქმედებს ანდრია შენზე, როგორ დაგაინტერესა,რომ წაგეკითხა?
-მან უბრალოდ სიმართლე მითხრა ჩემზე ?
-რა სიმართლე?
-არაფერი დაივიწყე.
-რომ დაიწყე დაამთავრე.
-მაშინ შემპირდი რომ არ გაუბრაზდები,ჩემს თავს გაფიცებ მამა!
-შენ თავს გეფიცები, ხმას არ გავცემ ვითომ არც ვიცი...
-მან მითხრა რომ უვიცი და განებივრებული გოგო ვარ და აქამდე არაფერი შემიქმნია, მხოლოდ შენი ფულის ხარჯვა გამომდის. მამას სახე აენთო მაგრამ თავი ხელში როგორღაც აიყვანა.
-არაა ეგრე შვილო.
-ეგრეა მამა ეგრე, რაც არ უნდა თქვა.ვიცი რომ გიყვარვარ და ჩემთვის ცაც და მზეც გემეტება, მაგრამ ეგრეა, ის მართალია და მიხარია რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დამანახა ჩემი თავი სხვა რაკურსით.
მამა ადგა და ჩამეხუტა,თვალები სხვანაირად უბრწყინავდა ამაყი იყო ამ წუთას ჩემს გამო და მე ეს მსიამოვნებდა. შუბლზე მაკოცა და წიგნთან დამტოვა.
დილის ხუთ საათამდე ვკითხულობდი.
წიგნი მოვრჩი და აღტაცებულმა იქვე სავარძელში ჩამეძინა.
დღესაც არ მჯერა როგორ წავიკითხე მთელი წიგნი ერთ ღამეში მაგრამ კიდევ ასე მოვიქცეოდი.
მეორე დღეს უნივერსიტეტი არ მქონდა, დედამ გამაღვიძა ოთახში ადიო.იქამდე მეძინა სანამ ისევ დედამ არ გამაღვიძა
-შვილო, ანდრიაა მოსული ქვემოთ გელოდება.
-ანდრია? რომელი საათია ? ახლავე ჩამოვალ. სწრაფად ჩავიცვი და თმა გავისწორე ხუთ წუთში უკვე იქ ვიყავი.
-გამარჯობა ანდრია
-გამარჯობა ემილი, როგორ ხარ ?
-მადლობ, უკეთესად ალბათ პატარა რომ ვიყავი ისე...
-ძალიან კარგი მზად ხარ თუ დაგელოდო?
-არა მზად ვარ,წამოდი.
ისევ ისე დავსხედით როგორც გუშინ, წიგნი ისევ მაგიდაზე იდო სანიშნი კი ისევ იმ ადგილზე სადაც მან დატოვᲐ, პირველი რაც გააკეთა სანიშნი მოძებნა ისევ იქ რომ ნახა მოწყენით დახარა თავი.
-კარგი გავაგრძელებ კითხვას, მეგონა დაგაინტერესებდა.
-ნამდვილად საინტერესო წიგნია, დრო როცა რეოლუციამ უამრავი ადამიანი შეიწირა... ძალიან საინტერესო წიგნია,მაინც გული დამწყდა სიძეზე, სიკვდილით დასჯა რომ მიუსაჯეს, თან ამაში დიდი როლი სიმამრისა იყო ...
-როგორ სულ წაიკითხე?
-დიახ, იმდენად მიმიზიდა რომ გავათენე, მაგიტომ მეძინა აქამდე.
კმაყოფილების ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-ძალიან გამიხარდა, მართლა არ ველოდი.
-მე უნდა შევიცვალო ანდრია და ამში ლომის წილი შენი იქნება.
-რაც შემეძლება შენს გვერდით მიგულე ...
-გმადლობ, მინდა რომ წამიკითხო თუ შეიძლება.
-რომელი წიგნი ?
-არ ვიცი შენს გემოვნებას მივენდობი , ოღონდ შენ დაიწყე კითხვა და ისევ მე განვაგრძობ...
-კარგი, იქამდე კი ინგლისურის დავალებები უნდა მოგცე და საზეპირო, რომელსაც ხვალ ჩამაბარებ... ამაზე ორივეს გაგვეცინა .
შემდეგ კითხვა დაიწყო და მე ისევ მიმითრია მის გულთან,გულს უფლებას არ ვაძლევდი ,მაგრამ გული მე მეწინააღმდეგებოდა და ხელიდან მისხლტებოდა რომ მეორე გული ეპოვნა, თითქოს მაგნიტია და მისკენ შეუჩერებლად მიილტვის, შენ კი გეშინია რომ თუ ხელიდან გაგისხლტება ყველაფერს გაანადგურებს და რაც დარჩება შენს ირგვლივ ,მხოლოდ ის იქნება, სხვა ყველაფერი დაიმტვრევა Ყველა ძვირფასი ნივთი განადგურდება, განა გიღირს ამათ? არ ვიცი ...
-კარგი ამინდია და თუ გცალია გავისეირნოთ?
-რატომაც არა. უარი უნდა მეთქვა უარი ანანომ რომ დაგვინახოს, ჯანდაბა ჩვენ ხომ უბრალოდ უნდა გავისეირნოთ?!



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგია❤️❤️ ოთხივეთავი ერთად წავიკითხე,საინტერესოდ ვითარდება მოვლენები❤️❤️

 


№2  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი ნინი
ძალიან კარგია❤️❤️ ოთხივეთავი ერთად წავიკითხე,საინტერესოდ ვითარდება მოვლენები❤️❤️

დიდი მადლობა ვეცდები მალე დავამატო მომდევნო თავებიც <3
--------------------
მ.ზ

 


№3  offline წევრი EllaTriss

ერთად დავიზარდეთ არა - ერთად გავიზარდეთ.

იცი რომელი მომენტი განავითარე სწრაფად? აი ემილი, რომ ასე უცებ მოეგო გონს და საკუთარი ცხოვრების შეცვლა მოუნდა. ჩემი აზრით, ისეთი გოგო როგორიც ემილია,
(არ აინტერესებს სწავლა, უყვარს გართობა, კლუბები ა.შ) ასე უცებ, ვიღაც ბიჭის ნათქვამით ვერ შეეცვლებოდა შეხედულებები. შეიძლება მოსწონს, მაგრამ მოსწონს და მორჩა. ის ფაქტი, რომ მისი ხმა, კითხვის სტილი მოეწონა რაღაცნაირად არ ნიშნავს, რომ კითხვა მოუნდა და თავად წაიკითხა..
არვიცი, ეს ჩემი აზრია, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს ეს პრობლემა.
უბრალოდ ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით არ შეიცვლებოდა, ნიშნავს იმასაც, რომ ანდრიას ნერვებს მოუშლიდა და რაღაც სახალისო მომენტსაც ჩართავდი..

წერის სტილი კარგია, შინაარსი მომწონს.
კიდევ შეგიძლია, გამოქვეყნებამდე გადახედო ხოლმე(არვიცი, შეიძლება აკეთებ) ეს ძალიან ეხმარება, ზოგჯერ ისეთმა რაღაცამ შეიძლება გაგიელვოს თავში, სრულიად შეცვალო მოქმედებაც და დიალოგიც და უფრო უკეთესი გამოვიდეს

წარმატებები❤

 


№4  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
ერთად დავიზარდეთ არა - ერთად გავიზარდეთ.

იცი რომელი მომენტი განავითარე სწრაფად? აი ემილი, რომ ასე უცებ მოეგო გონს და საკუთარი ცხოვრების შეცვლა მოუნდა. ჩემი აზრით, ისეთი გოგო როგორიც ემილია,
(არ აინტერესებს სწავლა, უყვარს გართობა, კლუბები ა.შ) ასე უცებ, ვიღაც ბიჭის ნათქვამით ვერ შეეცვლებოდა შეხედულებები. შეიძლება მოსწონს, მაგრამ მოსწონს და მორჩა. ის ფაქტი, რომ მისი ხმა, კითხვის სტილი მოეწონა რაღაცნაირად არ ნიშნავს, რომ კითხვა მოუნდა და თავად წაიკითხა..
არვიცი, ეს ჩემი აზრია, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს ეს პრობლემა.
უბრალოდ ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით არ შეიცვლებოდა, ნიშნავს იმასაც, რომ ანდრიას ნერვებს მოუშლიდა და რაღაც სახალისო მომენტსაც ჩართავდი..

წერის სტილი კარგია, შინაარსი მომწონს.
კიდევ შეგიძლია, გამოქვეყნებამდე გადახედო ხოლმე(არვიცი, შეიძლება აკეთებ) ეს ძალიან ეხმარება, ზოგჯერ ისეთმა რაღაცამ შეიძლება გაგიელვოს თავში, სრულიად შეცვალო მოქმედებაც და დიალოგიც და უფრო უკეთესი გამოვიდეს

წარმატებები❤

მადლობა ჩემო კარგო, შენიშვნას გავითვალისწინებ... განვავრცობ მეტად მოვიფიქრებ კიდევ რაღაცეებს :დ
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent