შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ! -2


2-07-2019, 17:06
ნანახია 1 498

ზაფხულში ევა მიდის სამი თვით დასასვენებლად თავის ოჯახთან ერთად და თავის საუკეთესო მეგობარ ემასთან და მის ოჯახთან ერთად ბათუმში,სადაც შეხვდება ბიჭს სახელად ანდრიას!მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და წინ ძალიან ბევრი თავგადასავალი ელით!

საღამოს,რომ გავიღვიძე გარეთ გამოვედი.
ემა გარეთ მელოდებოდა და მან მითხრა,რომ ის ბიჭი ქვემოთ ჩავიდა.
მეც ქვემოთ ჩავედი და დავინახე,რომ სასტუმროს შემოსასვლელში,სავარძელზე იჯდა და მასთან მივედი.
-საღამო მშვიდობისა!-მივესალმე მე.
-საღამო მშვიდობის ევა!როგორ ხარ?
-შენი წყალობით კარგად ვარ!მინდა,რომ მადლობა მოგიხადო იმისათვის,რომ დღეს გადამარჩინე.
-არ არის მადლობა საჭირო!ჩემს ადგილას ასე ყველა მოიქცეოდა!მე ანდრია მქვია.
-მე ევა,თუმცა ჩემი სახელი უკვე იცი.
ანდრიასთან ვიღაც ბიჭი მოვიდა.
-ძმაო,ეს ის გოგოა,რომელიც დღეს წყლიდან გამოიყვანე?-იკითხა მან.
-დიახ,ის გოგოა.-უპასუხა ანდრიამ.
-გამარჯობა!მე გაბრიელი ვარ,ანდრიას საუკეთესო მეგობარი.
-მე ევა ვარ!
-ჩვენ ბულვარში ვაპირებთ გასეირნებას.წამოხვალ?
-ევა წამოდი გავისეირნებთ,თან ის შენი საუკეთესო მეგობარიც წამოიყვანე!-მითხრა ანდრიამ.
-არა, მე ვერ წამოვალ,ჩემმა მშოლებმა არ იციან და ინერვიულებენ!-ვუთხარი მე.
ამ დროს,ემა მოვიდა ჩვენთან.
-საღამო შვიდობის ემა!-მიესალმა ანდრია.
-საღამო მშვიდობის!
-გამარჯობა!მე გაბრიელი ვარ,ანდრიას საუკეთესო მეგობარი.-უთხრა გაბრიელმა ემას.
-მე კი,ევას საუკეთესო მეგობარი ვარ!-უპასუხა ემამ.
-მოკლედ,ჩვენ ვაპირებთ ბულვარში გასეირნებას და ევა უარს გვეუბნება,მშობლები ინერვიულებენო!-უთხრა გაბრიელმა ემას.
-ევა,თუ გინდა მე ავალ მშობლებთან და ვეტყვი!-მითხრა ანდრიამ.
-არა,საჭირო არაა!-ვუპასუხე მე.
-ევა,პატარები აღარ ვართ!მშობლებს მე დავურეკავ და ვეტყვი,რომ გასვლას ვაპირებთ!აუცილებლად წამოვალთ!-თქვა ემამ.
ემამ დაურეკა მშობლებს და გააფრთხილა,რომ გარეთ ვაპირებდით გასვლას.შემდეგ კი გარეთ გავედით.ბულვარი ხალხით იყო სავსე,რაც მე დიდად არ მომწონდა!ამას მერჩივნა ჩემს ოთახში დავრჩენილიყავი და წიგნი წამეკითხა!
-რამდენი წლის ხართ?-იკითხა გაბრიელმა.
-მე უკვე თვრამეტის ვარ,ხოლო ევა თვრამეტი წლის 26 ივნისს გახდება!-თქვა ემამ.
-კარგია!ჩვენ უკვე თვრამეტი წლის ვართ!-უთხრა გაბრიელმა ემას.
-აქ რამდენი ხნით უნდა დარჩეთ?-იკითხა ემამ.
-მთელი ზაფხული აქ ვაპირებთ გაჩერებას!-თქვა ანდრიამ.
-აბა,ნაყინი ვის უნდა?-იკითხა გაბრიელმა.
-მე მინდა ძალიანნ!-უპასუხა ემამ.
-ევა,შენ არ გინდა ნაყინი?-მკითხა ანდრიამ.
-არა,მე არ მიყვარს ნაყინი.-ვუპასუხე მე.
-პიველ ადამიანს ვხედავ ცხოვრებაში ვისაც ნაყინი არ უყვარს.-თქვა გაბრიელმა.
-დიდად არც მე არ მიყვარს ნაყინი!-მითხრა ანდრიამ.
-კარგით,მაშინ ორ ერთნაირს აქ დაგტოვებთ და ჩვენ ნაყინის საჭმელად წავალთ!-თქვა გაბრიელმა და ემა წაიყვანა.
-აბა,მაშინ რა გიყვარს ის მითხარი.-მკითხა ანდრიამ.
-მე წიგნების კითხვა მიყვარს ძალიან!-ვუპასუხე მე.
-მაშინ,ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო!
-სად?
-აი,რომ მივალთ მაშინ გაიგებ!
ანდრიამ თავისი მანქანა მოიყვანა და შემდეგ წავედით იმ ადგილას.გზაში სიმღერა ჩართო,რომელსაც ჰქვია "i know i amn't the only one".ეს სიმღერა მე ყველაზე მეტად მიყვარს!
-მოგწონს ეს სიმღერა?-იკითხა მან.
-დიახ,ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა!-ვუპასუხე მე.
-მართლაა?მეც ძალიან მიყვარს!-მითხრა ანდრიამ.
ცოტახანში უკვე იმ ადგილას ვიყავით.
-ეს ხომ კაფეა?-ვკითხე მე.
-მარტო კაფე არა!შემოდი და ნახავ!-მიპასუხა ანდრიამ.
რომ შევედით იქაურობა სამოთხე მეგონა,რადგან ძალიან სიწყნარე იყო და თანაც ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად კაფეში მაგიდებთან არსებულმა კარადებმა მიიქცია!ჩვენ ერთ მაგიდასთან დავჯექით და ოფიციანტიც მოვიდა.
-გამარჯობათ, ბატონო ანდრია!-მიესალმა ანდრიას ოფიციანტი.
-გამარჯობა!-მიესალმა ისიც.
-რას შეუკვეთავთ?-იკითხა ოფიციანტმა.
-ევა,რა გინდა რომ შევუკვეთოთ?
-დასაყენებელი ჩაი.
-სხვა არაფერი?-მკითხა ანდრიამ.
-არა,სხვა არაფერი მინდა!-ვუპასუხე მე.
-კარგით,მაშინ ორი ჩაი მოგვიტანეთ.-უთხრა ოფიციანტს ანდრიამ.
-ევა,ეს ჩემი კაფეა და ეს არამარტო კაფეა,არამედ წიგნების მაღაზიაცაა.ადრე მამაჩემის იყო,მაგრამ ახლა უკვე თვრამეტის ვარ და ეს კაფე მამაჩემმა მე გადმომიფორმა.-მითხრა ანდრიამ.
-ძალიან კარგი ადგილია!-ვუთხარი მე.
-კარგია,რომ მოგწონს!ახლა კი კარადა გამოაღე და რომელი წიგნიც მოგეწონება ის აიღე!
-კარგი!-ვუპასუხე მე და წიგნის ძებნას შევუდექი.
ის წიგნი,რომელიც მე ავიღე უკვე წაკითხული მქონდა,მაგრამ კიდევ მინდოდა წაკითხვა,რადგან ძალიან მიყვარს!ამ წიგნს ჰქვია "აღიარება ხელისგულზე".
-ეს წიგნი წაკითხული გაქვს?-მკითხა ანდრიამ.
-დიახ,მაგრამ მინდა,რომ კიდევ თავიდან წავიკითხო,რადგან ძალიან მიყვარს!შენ გაქვს წაკითხული?-ვკითხე ანდრიას.
-ამ წიგნის შესახებ კი მსმენია,მაგრამ არ წამიკითხავს.-მიპასუხა მან.
-გირჩევ,რომ წაიკითხო!
-შეგიძლია შინაარსი მომიყვე?
-რა თქმა უნდა!მოკლედ, რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
-რაღაც დამაინტერესა!მაშინ მეც ავიღებ ამ წიგნს და წავიკითხავ!-მითხრა ანდრიამ.
ოფიციანტმა ჩაი მოგვიტანა ჩვენ კი წიგნის კითხვას შევუდექით.მასთან ერთად დრო ისე გავიდა,რომ სულ გადამავიწყდა სასტუმროში წასვლა!
-ანდრია უკვე ძალიან გვიანია!სჯობს სასტუმროში წავიდეთ კარგი?თანაც ემამ და გაბრიელმა ხომ არ იციან,რომ იქიდან წამოვედით და ალბათ გვეძებენ!სულ დამავიწყდა,რომ ტელეფონის ხმა გათიშული მაქვს!-ვუთხარი ანდრიას.
-არ ინერვიულო!მე გაბრიელს მივწერე ცოტა ხნის წინ და იციან!ახლა კი წავიდეთ და ეს წიგნი ჩემგან საჩუქრად გქონდეს!-მითხრა ანდრიამ და გარეთ გავედით.
სასტუმროში,რომ ავედით გარეთ არავინ არ იყო.
-ანდრია!დიდი მადლობა წიგნისთვის და კიდევ იმისთვის,რომ ასეთ კარგ ადგილას წამიყვანე!-ვუთხარი ანდრიას.
-არაფერს!ხვალამდე ევა!
-ხვალამდე!-დავემშვიდობე ანდრიას და ჩემს ოთახში შევედი.
ოთახში,რომ შევედი ემას ჯერ კიდევ ეღვიძა.
-ევა,ამდენი ხანი სად ხარ?იცი,რომ უკვე ღამის თერთმეტი საათია?
-დრო ისე გავიდა,რომ ვერც გავიგე,მშობლები გაბრაზდნენ ჩემზე?
-არაა!ვუთხარი,რომ უკვე მოხვედი და გძინავს!აბა რა მოხვდა?სად იყავით?რას აკეთედით?
-ანდრიამ თავის კაფეში წამიყვანა,სადაც წიგნების მაღაზიაცაა!იქაურობა სამოთხეს ჰგავდა!
-აუ რა მაგარია!
-შენ რას შვრებოდი?
-ჯერ ნაყინებზე ვიყავით,შემდეგ კი სანაპიროზე წავედით ბარში!
-რომელ ბარში?
-პარადაისში,იქიდან,რომ მოვედით კი ასე ცხრა საათი იქნებოდა!
-კარგი,ძალიან მეძინება!დავიძინოთ.
-ძილინებისა ევა!
-ძილინებისა!



№1 სტუმარი სტუმარი ბუტია

აუ 3 ნაწილი დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent