შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 7)


27-12-2020, 19:05
ავტორი სესილია
ნანახია 1 192

***
დროთა განმავლობაში წარსულის იარებს ვივიწყებთ და აწყმოთი ვცხოვრობთ მომავლის იმედით, თუმცა წარსული ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს აწყმოსა და მომავალზე. შეიძლება ჩვენ დავივიწყოთ, არ მივცეთ თავს უფლება მუდმივად მოვექცეთ წარსულის ბრჭყალებში, მაგრამ ის ჩვენი წარსულია და მასთან ჯაჭვი არასოდეს გაწყდება...
- ნატაა, - კარებში იდგა მომღიმარი ეფემია.
- ვაა, ქალუკ როგორ ხარ?
- მგონი შესვენება უნდა გქონდეს.
- შენ უფრო იცი ჩემი შესვენების დროები, ვიდრე მე. - გადაეხვია დაქალს.
- ის სად არის? - ხელი გაიშვირა დინას მაგიდისკენ.
- გასულია, რატომ მეკითხები?
- ჰმ, - ცინიკურად ჩაეღიმა, - გუშინ ქეთიმ დამირეკა, დინა დაუნახავს და იცი რა გაუკეთებია?
- რა?
- მოედანზე გაუჩერებია მანქანა, ვიღაც კაცი დიდ ბუბკებს ყიდდა თურმე და ამას ყველა უყიდია, თან ორმაგ ფასში.
- მერე?
- რა მერე? რათ უნდოდა ამდენი ბუბკა? ან ორმაგ ფასში რატომ იყიდა? თან ქეთიმ ისე სწრაფად ქნა ეს ყველაფერი, ვიდეოს გადაღებაც ვერ მოვასწარიო, ის კაცი კიდე სიხარულისგან ტიროდაო.
- რა არის ამაში საგანგაშო და საეჭვო?
- ჰმ, - თვალები მოწკურა, - როგორი გულუბრყვილო ხარ? არის ზუსტადაც საეჭვო და ამას აუცილებლად გავარკვევ, მე არ ვიყო ეფემია!
- გამარჯობა, - კარებში, ლიმნებით სავსე ცელოფნებით, იდგა დინა.
- ოჰ, შავი პრინცესა მოსულა, - ცალყბად გაუღიმა ეფემიამ, - როგორ ხაარ?
- მე კარგად და შენ?
- ეტყობა ცივდები... ამდენი ლიმონი რათ გინდა?
- მოხუცი ბებო ყიდდა, შემეცოდა და ყველა ვიყიდე, - ცელოფნები ჰაერში დააბზრიალა, - შენც გიწილადებ თუ გინდა, მჟავე შენ ძალიან გეყვარება. - ირიბად გახედა გოგოს და სამზარეულოში გაბრუნდა.
- ახ! როგორ მაღიზიანებს ამ გოგოს ეს ცინკური თვითდაჯერებულობა და ქველმოქმედება, ჰმ! გმირის როლს თამაშობს? რას ნიშნავს ყველა ლიმონი იყიდა? - ნერვიულად შეირხა ეფემია და ტუჩები გაბუსხა.
- რატომ არის ჩემი გოგო გაბუსხული?
- ეკეე, - ხელებ გაშლილი გაიქცა შეყვარებულისკენ და დაჩაგრული ბავშვივით კნუტუნი დაიწყო.
- გამარჯობა ეფემია, - მიესალმა აჩი გულაჩუყებულ გოგოს. - ვინმემ ხომ არ იძალადა, რატომ ხარ ასე?
- არაფერია, - გამოესარჩლა ნატა ეფემიას ბავშვურ საქციელს, - ცოტა დრო კიდე მაქვს შესვენების დასრულებამდე და სანამ ნოტარიუსიც მოვა იქნებ ყავა დავლიოთ?
- არ არის ცუდი აზრი და დინა სად არის?
- აქ ვარ, - მაგიდასთან იჯდა და ყავას მიირთმევდა დიდმანიძე.
- ჩემო ლამაზო მეზობელო, მეც მინდა შენი გემრიელი ყავა.
- კარგი, მოგიმზადებ, - წამოდგა, - თქვენც დალევთ? - მიმართა ეკეს და ეფემიას.
- კი, თუ არ შეწუხდები. - დემონსტრაციულად მიუჯდა მაგიდას.
- მისმინე, - ჩუმად გადასჩურჩულა აჩიმ დინას, - მარილი არ ჩაუყარო შაქრის ნაცვლად.
- არაა, ცუდი იდეა, უბრალოდ ბოროტი არ ვარ. - გაეღიმა დინას.
- უკაცრავად და თქვენ ორნი მანდ რას ბუტბუტებთ? - ვერ ისვენებდა ეფემია.
- რადგანაც ჩუმად ვბუტბუტებთ ე.ი ჩვენ ორის საქმეა და არა სხვების. - თვალი ჩაუკრა დინამ და ყავის ჭიქები მაგიდაზე დაულაგა წყვილს.
- ისე თქვენ ორს ერთმანეთი მოგწონთ, ხომ? - ამის გაგონებაზე აჩის ყავა გადაცდა და ხველება აუტყდა.
- უფრო ვიტყოდი, რომ ჩვენ ორს ერთმანეთი არ გვძულს... - გვერდულად გახედა აწითლებულ მერკვილაძეს დიდმანიძემ და ეშმაკურად ჩაეღიმა.
- ეს როგორ გავიგოთ? - თვალები ააფახულა ჩუმად მყოფმა ნატამ.
- იცი, კარგია როცა მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს, მაგრამ თუ სხვა ადამიანსაც შეუშვებ შენს ცხოვრებაში, მაშინ ყველაფერი რთულდება, ხომ ასეა? დამეთანხმება ეკე. როცა გიყვარს, უფრო რთული ხომ არის, ვიდრე როცა მარტო ხარ?
- ეკე ესეა? - სახეზე წამოწითლდა ეფემია, - მე სირთულე ვარ შენთვის?
- არა, ჩემო ლამაზო, რა სირთულე. ჩემი ბედნიერება ხარ, - ლოყაზე აკოცა. - ზოგადად ამბობს დინა. შენც ხომ იცი, როცა მარტო ხარ უფრო მარტივია ვიდრე როცა ორი ხარ, დაგავწყდა იზოლაციაში ყოფნისას როგორი შემოტევები გქონდა? სიყვარული რთულია, მისი შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როცა მარტო ხარ არც ძალისხმევა გჭირდება და არც არაფერი.
- ზუსტად, სწორად გაიგე, რაც ვიგულისხმე.
- არადა მეგონა ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო... - თავისთვის, ისე რომ არავის გაუგონია, ჩაილაპარაკა აჩიმ და ოთახიდან გავიდა.

***
- ჯოჯოხეთში ვიბადებით თუ ჯოჯოხეთი ამოვიდა დედამიწაზე? მშვიდი საუკუნე ვის ახსოვს ნეტა? მე-20 საუკუნეც საკმარისია ვიფიქროთ, იმაზე რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი სუფევს... ახლა 21-ე საუკუნე აიღე, 20 წელიც არაა გასული და უკვე პანდემიას ვებრძვით... რთულია ცხოვრება, - დაორთქლილი მინა გაწმინდა დინამ და სარკეში ჩაიხედა, - საუკუნიდან საუკუნემდე ვებრძვით პანდემიებს, ომებს... ჯოჯოხეთიდან ალბათ სამოთხეში ვხდებით, უფალო მე მოვხდები იმ ცოდვის მიუხედავად სამოთხეში, ჰა? - ჭერს ახედა. - წავედი, ახლა მოვწესრიგდე, - აბაზანის კარები გამოაღო და აჩიმ და დინამ ერთდოულად შეჰკივლეს. - აქ რას აკეთებ? - შემოხვეულ პირსახოცს უფრო მჭიდროდ იხვევდა დიდმანიძე.
- მე, მე - ენა აებნა მერკვილაძეს.
- კედლისკენ შებრუნდი, რას მომშტერებიხარ!
- კი, ახლავე. - დამჯერე ბავშვით შებრუნდა.
- რატომ ხარ ჩემს სახლში?
- რომ არ მიპასუხე შემეშინდა, მეთქი გონება ხომ არ დაკარგათქო.
- ჩემზე ასე, რატომ ღელავ?
- ვერ ხვდები? - ოდანავ შემოაბრუნა თავი აჩიმ.
- კი ვხდები, მაგრამ არ არის საჭირო ყურადღების გამახვილება.
- კარგი არ გავამახვილებ. - თავი ჩახარა.
- შედი სამზარეულოში და გამოვალ მალე.
- კარგი, - სახე აწითლებული ფანჯარასთან მივარდა აჩი. - დიახ, - უპასუხა მობილურს, - დიახ ქეთი, გისმენთ.
- გამარჯობა ბატონო აჩი, გცალიათ?
- კი, გისმენთ.
- ბატონო აჩი, მორიგებას ვაუქმებ ჩემს მეუღლესთან.
- რატომ?
- ნახევარი საათის წინ იყო მის მეორე ცოლთან ერთად მოსული ჩემთან, კიდევ კარგი ინამუსა იმ გოგომ და სახლში არ შემოვიდა. ე.ი ჩემმა ყოფილმა განმიცხადა, რომ იმიტომ გამშორდა, რომ სექსუალურად ვერ ვაკმაყოფილებდი, მე ქალმა, რომელმაც 3 წლის მანძილზე ორი ბავშვი გავაჩინე, წესიერად ღამე არ მიძინია, მე რომელიც ქმარს, ოჯახს, ბავშვებს იდიალურად ვუვლიდი, თურმე ქმარი იმიტომ კი არ გამცილდა, რომ აღარ ვუყვარვარ, იმიტომ რომ მე არ შემეძლო დღე-ღამეში მინიმუმ 3-ჯერ მასთან სექსი, გესმით? თურმე მისთვის რა ყოფილა მთავარი, მაგრამ მიხარია, რომ ეს გავიგე, აწინ ჩემს თავს აღარ დავადანაშაულებ, არ მექნება იმის შეგრძნება, რომ ოჯახი ვერ შევინარჩუნე, დავიჯერო ყველა კაცი ასეთია? ანუ ოჯახში მთავარი ეგაა და მერე შვილები? ანუ ჩემზე არ უნდა ეფიქრა როგორ ვიყავი? იქნებ რამე მტკიოდა, ან სიცხიანი რომ იყვნენ ბავშვები მაგ საკითხზე როგორ უნდა მეფიქრა? ნაგავი ეგა, მორჩა ის შეთანხმება რაც დავდეთ, შეგიძიათ გადახიოთ და ხვალ მოვალ ოფისში, ახალი შევადგინოთ.
- ქეთი დამშვიდდით, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, ამ შეთანხმების დარღვევით იმ ბინასაც დაკარგავთ.
- არ მითხრათ, რომ მას იცავთ! - ქალს სიბრაზე უფრო ემატებოდა ხმაში, - მაგრამ ყველა კაცი ხომ ერთნაირია, ალბათ თქვენც მასავით ფიქრობთ. ცოლი გყავთ?
- არა არ მყავს და ...
- აჰა, დამიჯერეთ ასე არ იფიქროთ, თორემ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ სამუდამოდ!
- კარგით, არ ვიფიქრებ.
- ხვალ დაგირეკავთ და მოვალ ახალი შეთანხმების დასადებად.
- კარგით, დამირეკეთ წინასწარ, რომ ოფისში დაგხვდეთ.
- დროებით.
- დროებით. - მობილური გათიშა და თამარ მეფის ქუჩას გახედა, კვირა დღეს საერთოდ არ შეინიშნებოდა მოძრაობა.
- ჩაის დალევ თუ ყავას? - შეფრატუნდა დინა.
- არცერთს...
- რატომ?
- გული მაქვს აჩქარებული...
- ვის გამო? - ცხელი ყავა მოსვა.
- ყურადღებას არ ვამახვილებ...
- კარგს შვრები, ჭკვიანი ბიჭი ხარ. - შესცინა. - ვის ელაპარაკებოდი?
- კლიენტმა დამირეკა, სამი თვეა ვიბრძვით შეთანხმებაზე, ძლივს მივაღწიე მის ყოფილ ქმართან სასურველ მოლაპარაებას და ახლა ეს გადავიდა ჭკუიდან, ქმარი იმიტომ გამცილებია, რომ ღამეში სამჯერ უნდოდა სექსი და მე ორ თოთო ბავშვიანს სად მქონდა მაგდენის თავიო.
- ნაგავი!
- ვინ?
- ის კაცი...
- რატომ?
- აბა თუ სექსი გინდა, მაშინ ზედიზედ რას აჩენინებ ცოლს შვილებს? დატკბი საყვარელ ქალთან ცხოვრებით და მერე გააჩინე შვილები! და თუ შვილებს აჩენ, მერე რა უბედურებაა ეს პრეტენზიები და სხვა ქალებში სირბილი? თუ ქალებს არ აქვთ ჰორმონები და მოთხოვნილებები? არა, რაა ყველა კაცი ერთნაირია!
- ვაა, ასე უცებ რატომ ყრით ყველა ქალი ყველა მამაკაცს ერთ ქვაბში? - წარბები შეკრა აჩიმ.
- სხვათაშორის დედაჩემიდან ვიცი, რომ მამაჩემი ჩემზე ისე ზრუნავდა, როცა თოთო ვიყავი, თან იმ პერიოდში უფრო უცხო იყო მამა, რომ ღამეს უთევდა შვილს, ახლა უფრო სხვა თაობა წამოვიდა, უფრო მზრუნველი მამები მოდიან, მაგრამ აი, მამაჩემი პამპერსაც მიცვლიდა თურმე და ღამე დედაჩემს ცოტა მაინც, რომ ძინებოდა მეთამაშებოდა, მაჭმევდა და ა.შ. ბუ ვიყავი, ღამე მეღვიძა და დღე მეძინა. დედაჩემს კი პირიქით დღე არ შეეძლო ძილი და მამაჩემი ისე ეხმარებოდა თურმე, აი ძალიან. სულ ეგონათ, რომ ბევრი შვილები ეყოლებოდათ, მაგრამ აჰა შევრჩი ერთი და განუმეორებელი მე. - გადაიკისკისა.
- განუმეორებელი მართლაც ხარ...
- ძაან შემაჩვიე შენ მე ენა, - თითი დაუქნია.
- ვის გავხარ ასეთი მკაცრი? მეშინია მალე გამარჯობის თქმაც არ ამიკრძალო.
- თუ ჭკვიანად არ იქნები, მაგ საკითხსაც განვიხილავ.
- ღმერთო ჩემო, - თავი ხელებში ჩარგო აჩიმ.

***
- ხო ბებო. - უპასუხა მობილურს მელომ.
- სად ხარ, ბებო გენაცვალოს?
- საბურთალოზე ვარ.
- ძალიანაც კარგი, ვაკეში მომაკითხე ჩემს ძველ მეგობართან ვარ.
- ვაკეშიი? აუუ, ბებოო, მანდ არა რაა, ახალი წესების მერე, მეზარება ვაკეში მანქანით გამოსვლა.
- მისამართს გიგზავნი, ბებო გენაცვალოს. - გაუთიშა შვილიშვილს.
- ამ კორონობის ჟამს რა დროს დაქალებთან სიარულია? - ბუზღუნით მოაბრუნა მანქანა და ვაკის გზას დაადგა. - ბებო მოვედი.
- ბებო გადმოდი მანქანიდან, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო.
- დღეს რა დღე მაქვს? - ნაძალადევი ღიმილით გადმოვიდა და მიუახლოვდა ორ ქალბატონს, - გამარჯობათ.
- დინარა, გაიცანი ეს არის ჩემი საამაყო შვილისშვილი მელო.
- ღმერთო ჩემო, როგორი ტანადი და სიმპატიურია, - ხელი გაუწოდა საამბოროდ.
- მადლობა, - ხელზე აკოცა ბიჭმა.
- ჩემი შვილისშვილი დინაც ისეთი ლამაზი გოგოა, თუმცა მისებური.
„დინა?“ ამ სახელის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა მელოს „ნუთუ ეს იმ დინას ბებიაა? არ არსებობს!!!“ გულში ზეიმობდა.
- უკაცრავად, დინარა ბებო, დინა რა გვარია? რადგან ერთ დინას მეც ვიცნობ ვაკეში, ცხოვრობდა.
- წლებია საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ როცაა იყო შეიძლება მაშინ იცნობდით, დინა დიდმანიძეს, მისი წკრიალა ხმა ყველა შეკრებაზე ისმოდა.
- არ არსებობს, - სიხარულისგენა ტუჩებს ვერ უყრიდა თავს მელო, - როგორ არ ვიცნობ, მართლაც წლებია არ მინახავს, როგორ არის? სად არის?
- ამერიკაშია. - მოკლედ მოუჭრა დინარა ბებომ.
- აჰ, გასაგებია. მიხარია, რომ გაგიცანით.
- წავედით ახლა, დინარა, შემომირა მერე შენც.
- აბა ნახვამდის. - ლამის ხტუნვა-ხტუნვით ჩახტა მანქანაში მელო. - როგორი სიურპრიზებითაა სავსე ეს ცხოვრება, გავახარებ აჩის.
- ვის გაახარებ?
- არავის ბებო, ჩემს თავს ვესაუბრები.
- ცოლი უნდა მოგაყვანინო ბებო, თორემ ასე შენს თავთან რამდენხანს უნდა ისაუბრო? მე, ბაბუაშენი, რომ დავინახე ეგრევე შემიყვარდა, შენ არავის უყვარდები ბებო?
- კი ვუყვარდები.
- მერე?
- მე არ მიყვარდება.
- არ ვარგა ე.ი ის ვისაც უყვარდები, თორემ მე მთელი მისი საძმაკაცო ავაწრიალე სანამ ჩემი არ გავხადე ბაბუაშენი მევლუდი. - მორცხვად ჩაიცინა.
- ბებოო, მართლაა? - თვალებ გაფართოებული უყურებდა მელო ლოყებაწითლებულ ბებიას.
- აბაა, სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო შვილო.
- ვაა. დღეს ძაან საოცარი დღე მაქვს. - ტაში შემოკრა აღელვებულმა ბიჭმა.
- საჭეს ხელი მოჰკიდე, წინ იყურე, ნელა მართე მანქანა და ჩემს ისტორიას მერე მოგიყვები, დაწვრილებით. - სიგარეტი გააბოლა ბებომ.



№1 სტუმარი Marimari

Erti es efemia gamawiwknina, ra unda dinasgan, tu rames aketeb kargs aketeb cuds xom ara ara, mgoni ver mounelebia ro utxra fulis gamo ufro xar ekestan da ara siyvaruliso chaicikla raa uuff. Dina da achi minda ertad iyvnen, Imedia xval dadeb velodebodi es dgeebi. Warmatebebi :-)

 


№2  offline წევრი სესილია

Marimari
Erti es efemia gamawiwknina, ra unda dinasgan, tu rames aketeb kargs aketeb cuds xom ara ara, mgoni ver mounelebia ro utxra fulis gamo ufro xar ekestan da ara siyvaruliso chaicikla raa uuff. Dina da achi minda ertad iyvnen, Imedia xval dadeb velodebodi es dgeebi. Warmatebebi :-)


მიხარია მარიამ, რომ მოგწონს ☺ ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი ????

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოოო დინა არ გვახედებს წარსულში მაგრამ იმდენი კეთილისმსურველი ყავს ირგვლივ ნელნელა მივდივართ ამოუცნობი ქალბატონის ცხოვრების საიდუმლოს გაგებისკენნ, ინტერესით ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები

 


№4  offline წევრი სესილია

Daldoni Daldoni
ოჰოოო დინა არ გვახედებს წარსულში მაგრამ იმდენი კეთილისმსურველი ყავს ირგვლივ ნელნელა მივდივართ ამოუცნობი ქალბატონის ცხოვრების საიდუმლოს გაგებისკენნ, ინტერესით ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები



<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent