შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

40 საშობაო ანგელოზი (თავი 6)


28-12-2020, 18:42
ავტორი ერკე
ნანახია 1 227

თავი 6
ორმოცი ანგელოზი

მეორე დღესვე ბანკის უზარმაზარ რიგში მოუწია დგომა, ჩეკის გასანაღდებლად. ისმოდა შეძახილები, ვიღაც ბანკს ლანძღავდა, ვიღაც მის წინ მდგომ ხალხს, ვინც აყოვნებდა მის საქმეებს, თუმცა ბანკის თანამშრომლები მშვიდად და ნორმების ფარგლებში სთხოვდნენ უკან დახევას და რიგის დაცვას, ასევე მკაცრად მოითხოვებოდა დისტანციის დაცვა. საბას გული ხელით ეჭირა, ხმას არ იღებდა, მაგრამ გრძნობდა რაღაც დიდის მონაწილე შეიქნა და ხელს ვეღარ ჰკრავდა, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. გვერდით ლეოც ედგა, პირბადე აფარებული კეისარივით გამოწყობოდა, ისეთი შლაპა ეხურა სპექტაკლზე გეგონებოდათ წასასვლელი, ან იქიდან მოდიოდაო იფიქრებდით, თუმც მეტისმეტი სიამაყით ეფარა. წინა დღეს ქალბატონების გაცილების შემდეგ დასხდნენ და ისაუბრეს, საბამ დახმარება სთხოვა, ლეოც სიამოვნებით დასთანხმდა უსაქმურობას და უმუშევრად ყოფნას ისევ რაღაცის კეთება მირჩევნიაო, თან საბასთან ერთად მით უმეტეს, ამდენი წელი ერთად მსახურობდნენ, ერთმანეთის ისე ესმოდათ თითქოს აზრების კითხვა შეეძლოთ და ულაპარაკოდ უგებდნენ, ამიტომაც დილის დამქანცველ რიგში ერთად მდგარნი აქოთებული ენის მქონე ადამიანების მწარე გნიასს უსმენდნენ და ამაზე ხალისობდნენ, თავად კი ჩუმად ყოფნა ერჩივნათ.
-როგორ მხატვრულად გამოწყობილხარ. - საბამ დაარღვია დუმილი, როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწივნენ.
-რა იყო იცი? დღეს ავდექი თუ არა და კარადა გამოვაღე, რაღაც მაგიური თვალსაზრისით სწორედ ეს სამოსი მოსწყდა საკიდს და თავში დამეცა, გამორიცხული ფაქტია რომ ასე მომხდარიყო სხვანაირად, ისე გულდასმით ვკიდებ ხოლმე, ჰოდა ვინაიდან ასე მოხდა ვიფიქრე ეს მაგიური დამთხვევა არ უნდა იყოს-თქო და ამ სამოსით გამოვეწყვე. კარგია არა? - გაიჭიმა და ოდნავ მოშორებით გადგა.
-ნამდვილად. - ცერა თითით მოწონების ნიშანი აჩვენა და თვალიც ჩაუკრა მეტი პოზიტიურობისთვის.
-ნიშანი არ წამოგიღია?
-არა, მე დავითას დავუტოვე ისე წამოვედი.
-აა, არა რა ვიფიქრე იცი? ვაჩვენოთ იქნებ ურიგოდაც შევიდეთ-მეთქი, აბა ამ ჯუჯღუნა ქალს როდემდე უნდა ველოდოთ, ჩვენს წინ რომ ჩამომდგარა და მოლარეს ერთიდაიგივეს უხსნის. მე დავიღალე იმ გოგონას მაგივრად გეფიცები...
-ჰოო, - ერთიანად ამოიგმინა საბამ. - ცხოვრება ზოგს აძლევს, ზოგს ართმევს რაიმეს, ისე რომ არც კი გეკითხება გინდა ეს, თუ არა. ნუ დაგიკრეჭია ეგ კბილები, - წამოარტყა თავში და ქუდი წააძრო ლეოს, იგი დაიხარა ასაღებად რომ მის წინ მდგომ ქალს, რომელსაც მწვანე კაბა და შავი სქელი მოსასხამი ეცვა უკანალზე გაეხახუნა, ამაზე ნამდვილად გაეცინა საბას, როგორ მოუხადა უამრავჯერ ბოდიში და შემთხვევითობას დააბრალა ლეომ.
-ტრუსი არ აცვია ბიჯო. - ჩუმად ჩაულაპარაკა ბოლოს ყურში ძმაკაცს.
-რა? - გაოცებით ხმამაღლა იკითხა დოლიძემ.
-რა და ტრუსი არ აცვია, თან ამ სიცივეში როგორ გინდა ასე გამოწყობილმა იარო, მინუს ათ გრადუსს აცხადებენ.
ლეოს საბასგან კიდევ ერთხელ მოხვდა კეფაში. - ცოლი გყავს ხომ არ დაგავიწყდა? იმის ნაცვლად რომ ყოველ წუთს მასზე იფიქრო დგახარ და ვიღაცებს ტრაკში უძვრები? კარგი რა ლეო, ასეთს არ გიცნობ და ნუ დაემსგავსები იმ პირუტყვებს ვინც სხვების კაბის ქვეშ აფათურებენ ხელებს, მიუხედავად იმისა რომ დიდებული ცხოვრება აქვთ და ულამაზესი ცოლი და საყვარელი შვილები სახლში ელოდებათ.
-ბოდიში, ბოდიში. რეალურად შემთხვევითობა იყო, აბა რა გეგონა რომ წამარტყი და ქუდი დამაგდებინე. დავიხარე, აღებას ვაპირებდი რომ აუფრიალდა ეს დედანატირები კაბა, - უეცრად გოგონას გაეღიმა, ლეომ იფიქრა ხომ არ ესმისო და კიდევ უფრო დაუწია ხმას. - და გამოუჩნდა ყველაფერი. ეგეთები ძმაო ვიღაცების ასაგდებად გამოდიან ასე ქუჩაში, ისე დაემთხვა რომ ერთ რიგში ვართ რა გავაკეთო, თვალები ყველაფერს ხედავენ, მთავარია რა გაქვს გულში და არა რას ხედავ. ასე შეიძლება წინ დაგიდგან პირდაპირ და შეხედო, მაგრამ მთავარი გულში რა გაქვს ისაა ძმაო.
-ჰოდა წინ იყურე, მალე ჩვენი რიგიც მოვა.
ბანკიდან პირდაპირ რესტორანში წავიდნენ, რათა ეს ამბავი დასაწყისიდანვე აღენიშნათ. იქამდე სანამ საბას როუზიმ არ დაურეკა გაგიჟებულმა. ხმა გაცოფებული ქალისას უგავდა. ითხოვდა რაღაც-რაღაცებში გარკვევას და სწრაფად სახლში რომ მოსულიყო. მაშინვე გააგდო ჭიქა საბამ, ანგარიში მოითხოვეს, გადაიხადეს და ტაქსიც გამოიძახეს.
სახლში მისულს საგიჟეთი დახვდა. სახლის წინ ეზოში რამდენიმე ბიჭი დამალობანას თამაშობდა, წინ კარში ორი გოგონა ჩამომჯდარიყო და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. პირის დახურვა ვერ შეძლო ისე შებანცალდა საკუთარ სახლში, რომელიც მეზობლისა ეგონა და სადაც კვლავ აურაცხელი ბავშვის ჟრიამული ისმოდა. თვალებით საკუთარ შვილებს ეძებდა და მეუღლეს, ასევე ეძებდა ანთიმოზს, რომელიც საბოლოოდ სასტუმრო ოთახში იპოვა მარტო მჯდარი, თავისთვის რვეულში რაღაცას წერდა.
-ანთიმოზ, სად არის როუზი?
ბიჭმა მეორე სართულისკენ ანიშნა. რაც უფრო ადიოდა და უახლოვდებოდა მეუღლის სამყოფელს, მით უფრო ხმამაღლა ესმოდა მისი ხმა.
-მაქედან ჩამოდი, არ დასვარო!.. დადე თავის ადგილზე... დროზე გამოდი ოთახიდან. არა... არა... მანდ არ ახვიდე! მანდ არ ახვიდე-მეთქი, ლარნაკი არ ჩამოაგდო, იცი რა ძვირფასი ლარნაკია? ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს... საბააააააააააა!
მამაკაცი ხვდებოდა რომ ისე იყო გამძვინვარებული როუზი როგორც არასდროს. მისი ყვირილი კი დრაკონის მიერ ამოფრქვეულ ცეცხლს ჰგავდა, რომელსაც უნდა მორიდებოდი. მორიდებული ღიმილით და დამნაშავის იერით შეუძღვა საკუთარ თავს, ზეიმისებრ მუსიკას ახმიანებდა როგორც შეეძლო ტუჩებით და მიახლოებისას ხელები გაშალა, რომ ჩახუტებოდა მეუღლეს. თუმცა ამან არ გაჭრა და მაშინვე სილა მიიღო სახეში.
-ეს რისთვის? - ხელი მიიდო მტკივან ლოყაზე საბამ და ბავშვური უბრალოებით შეხედა ქალს.
-რა არის ეს საბა? რა პარადი მომიწყვე სახლში?
-როუზ... ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა მეც ვერ ვასწრებ გააზრებას.
-სამსახური დაკარგე, ორი ბავშვი გყავს გასაზრდელი, მესამე მომიყენე ორი დღის წინ კარზე, მივიღე, არ გაგიწიე წინააღმდეგობა, მაგრამ ეს? აქ ოცდაათამდე ბავშვი მაინც იქნება საბა, ოცდაათი! მათ რჩენა არ უნდა? სად გვაქვს ამდენი ადგილი... ან სად მიაკვლიე.
-გეუბნები, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჩარევის გარეშე ხდება, გუშინ დამავიწყდა მეთქვა და არ მეგონა ასე უცებ თუ...
-მადლობა საბა, დიდი მადლობა რომ ასე უფრთხილდები ოჯახს. აქ, ამდენ ბავშვში თუ მათ დატოვებას აპირებ ჩვენ შვილებს ვერ გავზრდი. - ამოაფრქვია ცეცხლი როუზმა, სახე გასწითლებოდა თითქოსდა ნამდვილად ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს ესაუბრებოდეს საბა, ლეო მანქანაში უცდიდა თავადაც გაკვირვებული ამდენი ბავშვის შემხედვარე, ისიც ფიქრობდა, ასე სწრაფად?
-გთხოვ როუზი, ახსნის საშუალება მაინც მომეცი. ასე არ მომექცე.
-გისმენ. - უხეშად ამოსტყორცნა ერთი სიტყვა.
-გუშინ ვიღაც ქალი დამადგა თავზე შენ რომ არ იყავი და ჯერ სახლის მიშენების საკითხზე მოვედიო, გესაუბრეო, არადა არავისთან მისაუბრია შენ თავს ვფიცავარ, არც კი ვიცი რა ხდება! შემდეგ კიდევ ორი ქალბატონი მომადგა, იმათ კი რაღაც გადამალულ ანდერძზე მიამბეს, ბაბუაჩემის ანდერძზე, რომელსაც ათი წელი ინახავდნენ. ათი წელი გესმის?
-იცი რა? ეგ ზღაპრები აი ამ ბავშვებს მოუყევი ძილის წინ, სათითაოდ არ გინდა, ძალიან დაიღლები, ერთად შეკრიბე შენს გარშემო და ისე უამბე, გირჩევ, მე წავედი... დედაჩემთან მივდივარ და ბავშვებიც თან მიმყავს.
-მოიცა, მოიცა... რას ჰქვია თან მიგყავს. შენ თუ დამტოვებ ისინი ჩემთან დარჩებიან. - მკაცრი ტონით უთხრა საბამ და მკლავში ჩასჭიდა ხელი.
-ხელი გამიშვი საბა... - კვლავ სტკიცა სახეში სილა ქალმა, თუმცა მამაკაცი უძრავად იდგა და ხელს არ უშვებდა.
-არ გაგიშვებ. ვერ გაბედავ ჩემგან წასვლას. ეს არ გამოგივა.
-რით შემაშინებ?
-... რით და... - მცირე ხნიანი დუმილი ჩამოწვა. ვერ მოეფიქრა რა ეთქვა, შემდეგ უძრავად მდგარმა მყისიერად ახსნა ბორკილები ქალს. როგორც კი ეს მოხდა როუზმა მუშტები დაუშინა გულის ფიცარზე მამაკაცს, დაუძახა შვილებს, ხელი მოჰკიდა ორივეს და ძალით, თუმცა მაინც თავისკენ მიათრევდა.
უყურებდა, შორიდან უცქერდა მამაკაცი თუ როგორ ტოვებდა მისი ძვირფასი ადამიანი მას, მიდიოდა, ნელ-ნელა ცილდებოდა და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ან შეეძლო, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებდა. გაქვავდა, ისე გატყდა და გაიბზარა, როგორც ქვა და მთლიანად კლდესავით ჩამოიშალა. გოგონა სტოვებდა, მიდიოდა, კვლავ მიდიოდა და სტაცებდა ორ საყვარელ ადამიანს, ისე წავიდა უკან არც მოუხედავს.
ამან ატკინა გული საბას. სხვა ბავშები ეჯახებოდნენ, ხან შემთხვევით, ხანაც ძალით მის წაქცევას ლამობდნენ, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. როგორც კი დაინახა ლეომ თუ როგორ ტოვებდა სახლს როუზი, მანაც სცადა გარკვეულიყო ვითარებაში და იგივე სიცივე, უხეშობა მიიღო როგორც მისმა ქმარმა. სასწრაფოდ აირბინა კიბეებზე, საბას დაუწყო ძებნა და ბავშვების საძინებლის წინ გაშეშებული რომ იპოვა ყველაფერს მიხვდა. ხელი მოჰკიდა და სასტუმრო ოთახში ჩაიყვანა. შეეცადა ერთად მოეყარა ყველა ბავშვი რაოდენობა მაინც გაეგო მათი და ამასობაში საბას ტელეფონმაც დარეკა. ლეომ უპასუხა.
-გისმენთ, დიახ.. დიახ... ახლა სათანადო მდგომარეობაში არ გახლავთ ქალბატონო ელა, მაგრამ ყველაფერს გადავცემ. დიახ, უკაცრავად ხომ არ იცით ბავშვები ვინ მოიყვანა იქამდე სანამ ბინაში არ ვიმყოფებოდით? პირადად თქვენ? გაუფრთხილებლად როგორ შეიძლებოდა მერე ქალბატონო, ცოტა ხომ უნდა მოგეცათ დრო... აა... გასაგებია გასაგები... ურეკავდით საბას და ვერ დაუკავშირდით, რატომ ვიმეორებ? უბრალოდ... არა არა... გასაგებია, დიახ... დიახ... დიახ...დიახ ყველაფერს მოვიყვანთ წესრიგში, ვეცდებით მაინც. ვიმედოვნებთ საწყის მდგომარეობაში დახმარებას გაგვიწევთ. კარგით გელოდებით როდის გვესტუმრებით.
-ე, ბიჯო, ადე ოჩოპინტრე, ელა არის თუ მელა უნდა მოვიდეს. ის ქალი ხო, რო აქვს მზერა სასურველი, რო გქაცავს მისი სურნელი, ადე ეეთრიე-თქო. - ფეხს ურტყამდა ბარძაყში, საბა კი გაურკვევლად იყურებოდა. - ამათ დაშოშიმენაბში მაინც მომეშველე. - ბავშვებო! გეყოფათ ცელქობა, ბავშვებო... გაჩერდით-მეთქი! ოეე... რას აკეთებთ, ეგ არა.. ეგ არ ქნათ-თქო.. აეე. - რამდენიმე შვიდი თუ რვა წლის ბიჭუნა წრეს ურტყამდა ლეოს, ჯერ მწყობრიდან გამოიყვანეს, თავბრუ დაახვიეს და ბოლოს ერთიანად შეეჯახნენ და წააქციეს... თავი ჩამოჰკრა ბუხრის თავს, რომელიც მარმარილოთი იყო მოპირკეთებული და გათიშული პირი-სახით იატაკს დაენარცხა. ერთი ისღა მოახერხა რომ ჩაილაპარაკა: - ბევრი გვაქვს ამათთან სამუშაო... - ამის შემდგომ ბინდი გადაეკრა თვალებზე და მხოლოდ საავადმყოფოში მოვიდა გონს, როდესაც მზე ახალი ამოსული იყო და ის ბავშვები კი მის გვერდით მჯდარნი დანაშაულის გრძნობით სავსე მზერით უყურებდნენ.
-აჰ... - წამოდგომა სცადა უეცრად თავში რომ რაღაცამ დაჰკრა და მაშინვე უკან დაეშვა.
-არ ადგე. ექიმმა ჯერ კიდევ უნდა იწვესო. - თავზე საბაც ედგა. ოდნავ აზრზე მოსულიყო და მომავლის შემყურე კვლავ ფეხზე იდგა.
-ჰო... ეს...
-ავუხსენი უკვე ყველაფერი და მიხვდნენ საკუთარ დანაშაულს. ბოდიშს გიხდი რომ ვერ მოგაქციე ყურადღება. რა დამემართა არ ვიცი. - თავის მართლებას მოჰყვა საბა და გულის სიღრმეში ჩაიძირა.
-ე, არაუშავს საბჩო. - გაეღიმა ლეოს და ეს ღიმილი კვლავ შეეცვალა ტკივილნარევ გამომეტყველებად. - ჩემი ცოლი აქ არის? იდეალურ შობაზე ვოცნებობდი და ასე ამიხდეს ყველაფერი... - გაეცინა თუმცა კვლავ ტკივილმა შეაწუხა. საბამ დაამშვიდა.
-კი აქ არის და ახლა ექიმს ეჩხუბება გაქანებული ახალ წლამდე აუცილებლად უნდა გამოწეროთო, დამშვიდდი, კარგ ხელში ხარ, შობას და ახალ წელს აუცილებლად სახლში შეხვდები, ჩვენთან.
-ჰო? - ჩაიქირქილა ლეომ.
-დიახ, აბა რა! ერთი ოჯახი არ ვართ? - ბავშვები ჩაეხუტნენ და მოიბოდიშეს თავიანთი საქციელის გამო.
-აბა პირველი ვინ მეტყვის რა ჰქვია სანტა კლაუსს.
-სანტას სანტა ჰქვია, - წამოიყვირა ერთმა.
-თოვლის ბაბუ! - მეორემ არ დააყოვნა და მაშინვე დაიყვირა.
-სახელი არ აქვს. - მესამემ ჯიბეში ხელები ჩაიყო. ხოლო მეოთხე დუმდა. გარეთ ანთიმოზიც დაინახა და დაუძახა ხელით. შევიდა პალატაში და ნელა გადაეხვია დაზიანებულ ადგილებზე ტკივილი რომ არ მიეყენებინა, რეალურად სახის მიდამოებში ოდნავ ჰქონდა ჩალეწილი ცხვირის არე, თავი გასტეხვოდა და მხარი ამოვარდნოდა დაცემის გამო. მარცხენა ხელი თაბაშირში ჰქონდა და გამოძრავება არ შეეძლო.
-გადარჩით? - ვითომდა იხუმრა ანთიმოზმა.
-გადავრჩი, გადავრჩი ანთიმოზ. ყველაფერი რიგზეა. ისეთი ამბებისთვის გამიძლია ეს არაფერია.
-მაინც როგორი?
-ოო, ჯერ პატარები ხართ ამის მოსასმენად, ტყვიების ზუზუნიდან ცოცხლები გამოვსულვართ მე და საბა, მაფიოზებთან შეტაკებაშიც ვიღებდით მონაწილეობას და სერიულ მკვლელებსაც დავსდევდით. ერთი სიტყვით ხალხის სამსახურში უამრავი დაზიანება მიგვიღია მაგრამ ერთმანეთის თანადგომამ დღემდე მოგვიყვანა. ეს არის ადამიანობა, ეს არის მეგობრობა და ეს არის იგრძნო თავი სიცოცხლის უნარიანად. გეუბნები ყველაზე მაგარ ადამიანს ჩაუვარდი ხელში-თქო. - იმ ხელით რომლის გამოძრავებაც შეეძლო თმებში მოეფერა ანთიმოზს და შესამჩნევად გაუღიმა.
ამ დროს ექიმი შემოვიდა პალატაში. პაციენტს ამცნო მისი გამოჯანმრთელების ამბები და ისიც რომ მალე გაეწერებოდა საავადმყოფოდან. ასევე ყურადღება მიაქცევინა იმ ფაქტს რომ პალატაში ტელევიზორიც იდგა და შეეძლო ესარგებლა როცა მოუნდებოდა, თუკი მარტო დარჩენით მოიწყენდა.
-აბა ერთი, ექიმო, გასვლამდე ჩართეთ ეგ ყუთი, გავიგოთ რა ხდება ქვეყანაზე. - შესაძლოა ნამდვილად აინტერესებდა, ან თავს აჩვენებდა ექიმს რათა დაენახა რომ უკეთ იყო და იმაზე ადრე გაეწერათ ვიდრე მისი მეუღლე, უსაყვარლესი სოფო შეუთანხმდა მათ. ერთი სული ჰქონდა როდის ჩაიკრავდა კვლავ, როდის მოიცლიდა მისთვისაც და როდის შემოაკითხავდა, როდესაც მას დაინახავდა აღარაფერი ეტკინებოდა ამაში დარწმუნებული იყო.
-მოგესალმებით სრულიად საქართველოვ, ცხრა საათი შესრულდა და მთავარი გადაცემის, ახალი ამბების დროა. - გაიჟღერა პლაზმურმა „ყუთმა“, ლეოს თქმით. სანდომიანი წამყვანი საუბრობდა და კადრებიც ერთვოდა მის ხმას. - ვირუსი მძვინვარებს, ეპიდემიოლოგები ვერაფერს ვარაუდობენ ახალს და მხოლოდ ურჩევენ ხალხს რომ დარჩნენ სახლში, გამოიყენონ პირბადეები და ხელთათმანები, ეს არის უპირველესი რაც შედარებით დაიცავს ადამიანს დაუძინებელი მტრის დამარცხებაში. გუშინდელი დღის სტატისტიკას ხედავთ ახლა ეკრანზე, თხუთმეტი დეკემბრის მონაცემებით კორონა ვირუსით დაინფიცირებულია ორას ორმოცდარვა ადამიანი, გამოჯანმრთელებულია ორმოცდა ექვსი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია თხუთმეტი ადამიანი. ამ თვის საერთო მაჩვენებლით, ვირუსი დაუდასტურდა სამი ათას ხუთასზე მეტ ადამიანს, გამოჯანმრთელებულია ოთხას ორმოცდაათი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ხუთას თვრამეტი ადამიანი. როგორც ხედავთ გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მიმდინარეობს კვლევები და ბრძოლა, რათა ეს პანდემია საბოლოოდ გაქრეს, ვიყოთ მომთმენნი და ვიყოთ მშვიდად, არ მივცეთ საშუალება ჩვენში პანიკა დათესოს ამ მდგომარეობამ. საუბარია ასევე კომენდანტის საათის უფრო მეტად გამკაცრებაზე, თუმცა ჯერ მხოლოდ თათბირობენ და წინასწარ არაფერია ცნობილი. - გამოჩნდა მომღიმარი ქერა ქალბატონი კამერის წინ, რომელიც ამცნობდა უფრო მეტ დეტალს საზოგადოებას და დაწვრილებით გადმოსცემდა თუ რა ხდებოდა პარლამენტში და რაზე მიმდინარეობდა თათბირი. - სხვა სიახლეები, სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე ერთ-ერთ მღვდელს, ამ ტაძარში მოღვაწეს, რომელიც უამრავ ადამიანს უყვარს და იცნობს, მამა იოანეს ვხედავთ კადრებში, რომელიც სრულიად მოულოდნელად დადგა ეკლესიის წინ და ერთი ბავშვის ამბავს ეკითხება ყველას. ცდილობს აღუწეროს ბავშვის გარეგნობა, მისი წლოვანება და ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში შედის ის, თუ უბრალოდ ტაძარს გვერდს უვლის, ეკითხება მის ადგილსამყოფელს, ან თუ უნახავთ ეს ბიჭი. უფლისთვის აღთქმა აქვს დადებული, რომ მოძებნის ამ ყმაწვილს, მანამდე კი უარს ამბობს ყველანაირ საჭმელსა თუ სასმელზე. უკვე მეოთხე დღეა ის ამ ეკლესიის წინ ხვდება ადამიანებს ერთი კითხვით ხოლო ბიჭებში კი ერთი ყმაწვილის ამოცნობას ცდილობს. ჩვენ და ჩვენი გუნდიც ვცდილობთ ამ სათნო ადამიანის დახმარებას და ვაშუქებთ ინფორმაციას, თუკი ეს თქვენ ხართ, ვისაც მამა იოანე ეძებს, აღწერილობით...
-ეჰეჰე, საბა, ეს ის მღვდელი არ არის? შენი მეზობელი?
-კი ის არის. - ლეოს სიტყვებზე ეკრანს თავადაც შეხედა და ამოიცნო. ყველამ ეკრანს შეხედა. ბავშვებიც უყურებდნენ სათნო მამაკაცის მზერას, რომელიც გამვლელებს დახმარებას სთხოვდა.
-ვიცნობ... - თქვა ანთიმოზმა.
-იცნობ? - გაოცებულმა გადახედეს ჯერ ერთმანეთს საბამ და ლეომ, შემდეგ კი ბიჭს შეხედეს.
-კი ვიცნობ მას, და ისიც ვიცი ვისაც ეძებს.
-აგაშენა ღმერთმა. - თაბაშირიანი ხელი ჩაარტყა უნებლიეთ ბიჭს თავში, ანთიმოზმა წამოიყვირა ტკივილისგან. - ბოდიში ძმაო. არ მახსოვდა, ხომ ხვდები... - თაბაშირზე მიანიშნა ლეომ.
-მაშ შეგვიძლია დავასრულოთ იმ კაცის ტანჯვაც, ასე რომ გაუწამებია... - საბამ თავი მოიფხანა და კიდევ უფრო გაკვირვებულმა ამოთქვა. - ამდენი დამთხვევები? უფლის ნებაა ეს ყველაფერი სხვა არაფერი.
-რა თქმა უნდა. - წარმოთქვა ბიჭუნამ და თავისზე წლოვანებით დიდ მამაკაცებს გაუღიმა. - მართალია არც ისეა საქმე, როგორც მამაოს გაუხარდებოდა, მაგრამ შემიძლია შევხვდე და ყველაფერს მოვუყვე.
-ჩვენ რატომ არ გვეტყვი... - დაინტერესდა საბა.
-მხოლოდ მის თანდასწრებით მოვყვები ამას, მაშინ გაიგებთ ყველაფერს. - მტკიცედ თქვა ანთიმოზმა და ზურგით პალატის კედელს მიეყრდნო.
ხშირად ცოდნაა ცოდვის საფუძველი, ხშირად კი არ ცოდნა აღვიძებს ცოდვის ჩადენის სურვილს ადამიანში. მთელ გულს სწვდება, ბოლომდე ხრავს და ერთ ციცქნა სიკეთის მარცვალსაც არ ტოვებს მასში. რა არის საერთოდ ცოდნა? რისამე ცოდნა რას გვარგებს? სიკეთის მომტანია ის თუ მაცდურია მხოლოდ? ისევე როგორც ცოდნის სამყოფელში შეცდა ადამი და მოწამლულ ხილს გემო გაუსინჯა, რა გვაკავებს იგივე ჩავიდინოთ და მარტო გემო კი არა მთლიანად შევისისხლხორცოთ იგი. გრძნობით თავაშვებულმა ვიგრძნოთ უკიდეგანო ღვაწლი ჩვენი არსებისა და იქით გავყვეთ ალმოდებულ ხიდს საითაც ის წაგვიყვანს, უფიქრებლად.

პ.ს.
საკუთარ ნაწერში რაღაც შეცდომები აღმოვაჩინე რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მაგალითად წინა თავი მიდევს სათაურით "40 საშობაო ზღაპარი" და არა "40 საშობაო ანგელოზი" ხოლო მესამე თავში თუ არ ვცდები, სადაც პირველად ჩნდება საბას მეუღლე ანას სახელით მოვიხსენიებ, შემდეგ კი ხდება როუზი... სინამდვილეში როუზი მქონდა ჩაფიქრებული, ანა ეს ალბათ იმ დღევანდელი მექანიკური შეცდომაა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ესეც თქვენ. მჭირდება თქვენი ემოციები გავიგო... დამენახეთ.



№1  offline წევრი EllaTriss

დავიწყებ იქიდან, რომ ელას გამოჩენას ყოველთვის განსაკუთრებულად ველი-ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამ თავში დიდად არ ვყოფილვარ :დ ის მონაკვეთი რაც იყო, მაინც ყველაფრად ღირდა.
ჯერ იმაზე ვიხალისე ბევრი, საბას რომ ამდენი ბავშვი დახვდა სახლში და მერე იმაზე, ეს ყველაფერი რომ ელას გაკეთებული აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, მისგან სხვა სიგიჟეებსაც ველი და ვიმედოვნებ, მასეც იქნება.

როუზის წასვლას რაც შეეხებაა.. რავიცი, რაღაც მომენტში შემეცოდა საბა, რაც არ უნდა იყოს მოესმინა, იქნებ და რას ეუბნებოდა.
ჩემი აზრით, არც იმ სილას არ იმსახურებდა.
თუმცა, ალბათ კიდევ რაღაცისთვის იყო ეს ჩხუბი საჭირო და დასაბამიც აქედან იმიტომ დაედო.

პერსონაჟებს და მის გრძნობებს იმდენად კარგად გადმოსცემ, რომ კითხვის პროცესში მთლიანად მათთან ერთად ვარ-ხოლმე. ნუ კი ისედაც მათთან ერთად ვარ, მაგრამ ვფიქრობ ხვდები,რასაც ვგულისხმობ

სათაურის შეცდომა არ შემიმჩნევია, მაგრამ როუზისთვის ანას დაბრუნება აღარც იფიქრო :დ როუზად შევიყვარე მე..

მუზას შეუძახე ცოტა და მალე დაბრუნდი : დ გელი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent