შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (21 თავი)


30-12-2020, 13:43
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 947

ძალა მოვიკრიბე და ისევ ფეხზე წამოვდექი, ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი ჯიუტად და თვალი იქამდე არ მოვაშორე სანამ თავად არ ამარიდა მზერა, გახეთქილი ტუჩიდან გამოჟონილი სისხლის გემო მხოლოდ მაშინ შევიგრძენი პირში როცა უნებურად ხელი წავიღე ნატკენ გაბუჟებულ ადგილას და ვიგრძენი გაყინულ ხელზე რაღაც თბილი სითხე, ისე ვიყავი არეული რომ გვიან აღვიქვი რომ ეს სისხლი იყო, ჩემი სისხლი და მის საზიზღარ გემოს ვგრძნობდი პირშიც, ხელის ზურგით მოვიწმინდე მაგრამ კიდევ ვგრძნობდი რომ მდიოდა სისხლი , ამიტომ ქურთუკის მანჟეტიანი ხელი მივიჭირე და მალევე დენა შეწყდა
-ანას ახლოს არ გაეკარო, არ გაბედო!-ვუთხარი ზიზღნარევი ტონით
-შენ ვინ ხარ რომ საკუთარ შვილთან მიახლოებას მიკრძალავ?-მომიახლოვდა და დამიღრიალა
-რას აპირებ? უნდა უთხრა რომ მამამისი ხარ? გგონია ანა მამად მიგიღებს? ანასთვის რა გექნება მოსაყოლი? რაუნდა უთხრა?
-ანას წავიყვან
-ვერ წაიყვან, ვერსად ვერ წაიყვან! ანა ჩემი შვილია გესმის?!
-იცოდე მოგკლავ-ყელში ხელი წამიჭირა
-ანას სად წაიყვან? ძმის საყვარლის ბინაში? თუ შენი დის ნაქირავებ ქოხში? -ვუღრიალე და მის ხელს დავეჯაჯგურე რომ მომეშორებინᲐ
-ანა სიმართლეს გაიგებს და ყველას შეგიზიზღებათ, თავისი ნებით წამოვა ჩემთან, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ Მთელი არსებით შეგიზიზღოთ-მითხრა აგრესიული ტონით და ხელი გამიშვა
-არ გაბედო არ გაბედო! -ვუღრიალე ბოლო ხმაზე და ცრემლები მომეძალა -ეს არ გააკეთო, ცხოვრება არ დაუმახინჯო! გული არ ატკინო ის ხომ ძალიან პატარაა... უფლება არ გაქვს ასე მოექცე...
-ყველაფერს მოვუყვები! როგორ ატყუებდით მთელი ეს წლები! როგორ წამართვით მისი თავი და როგორ მოკალით დედამისი!
-არ გაბედო-მივვარდი და საყელოში წავავლე აკანკალებული ხელები-Უფლება არ გაქვს ასე მოექცე! ის ჯერ ძალიან პატარაა! ცხოვრებას დაუნგრევ ვერ ხვდები?
-ანა შეგიზიზღებთ ისევე შეგიზიზღებთ როგორც მე მეზიზღებით ყველა! -მაჯებში ხელი ჩამავლო და ძერად მომიჭირა თითები
-საკუთარი შურისძიებას გინდა რომ ანა მსხვერპლად შესწირო? გინდა რომ საკუთარ შვილს ცხოვრება დაუმახინჯო? გინდა რომ გაანადგურო მისი ბაᲕშვობა და მომავალი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გძულვართ?-თვალებში ჩავაცქერდი და გამაჟრჟოლა შიშისგან
-ანა ჩემი შვილია და ისე მოვექცევი როგორც საჭიროდ ჩავთვლი!-დამიღრინა და ხელი გამიშვა
-გთხოვ ეს არ გააკეთო-სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა -გთხოვ მას ნუ შეეხები, ის ხომ შენი შვილია, ვერ ხვდები რომ ცხოვრებას გაუნადგურებ? ვერ ხვდები რამხელა ტკივილს მიაყენებ? ვერ ხვდები რისი გადატანა მოუწევს სიმართლეს თუ გაიგებს? დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივიᲚით უნდა მოუწამლო ცხოვრება ათი წლის ბავშვს? გინდა რომ ეს სიმწარე შეიგრძნოს? ვერ ხვდები რა დაემართება როცა აღიქვავს რომ დედა არ ჰყავს ცოცხალი? ხვდები რისი გადატანა მოუწევს? ხვდები თუ არა რა წამებისთვის იმეტებ პატარა ვაბშვს? გგონია შენ მამად მიᲒიღებს? იმ კაცს დაუძახებს მამას რომელიც ათი წელი ციხეში იჯდა? რომელიც ნარკოტიკების და თამაშების გამო ცხოვრებას დღემდე ინგრევს და გარშემო ყველაფერს ანადგურებს თავისი ზიზღით და სიძულვილით? გგონია შენ შეგიყვარებს? გგონია მისთვის მამად იქცევი მაშინ როცა ცხოვრებას დაუნგრევ და აიძულებ ამ ქვეყნად ყველაზე მწარე გრძნობა, დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადაატანინო?
-ანა ჩემი შვილია და მე გადავწყვეტ რა ჯობია მისთვის!-კსე უდარდელად მითხრა რომ ცხოვრებაში მეორედ გამიჩნდა სურვილი რომ ადამიანი ჩემი ხელით დამეხრჩო... მომეკლა... ამეკუწა... ხელები უარესად ამიკანკალდა ზიზღისაგან
-ანას არ მიეკარო თორემ მოგკლავ-ვუთხარი გაცოფებულმა
-შენ ვინ ხარ? ვინ ხარ-მეთქი-დამიღრიალა და თმაში ჩამავლო ხელი -ანა მე მეკუთვნის
-მარიამ? მარიამ?-მომესმა თორნიკეს განწირული ხმა
-თორნიკე-გავძახე ხმა აკანკალებულმა და ალექსანდრემ მაშინვე გამიშვა ხელი, მე თორნიკეს სილუეტი რომ დავლანდე ჯერ გამიხარდა მერე შემეშინდა
-მარიამ-გიჟივით მომვარდა და ჩამეხუტა, მერე უკან დამწია და სახეზე დამაკვირდა, როგორც კი ჩემს ტუჩს კიდა თვალი მაშინვე აერია სახე და გაავებული Ალექსანდრესკენ შეტრიალდა რომელსაც დანა ჰქონდა უკვე
გაშლილი-შე ნაბიჭვ.რო-დაუღრინა თორნიკემ და მისკენ გაექანა, ინსტიქტურად ალექსანდრემ მოუქნია მაგრამ თორნიკემ აიცილა და ხელში ეცა, ისე ძლიერად მოუჭირა თითები რომ გააგდებინა დანა ხელიდან და ამოუწრიხა, ძირს დააგდო, ზემოდან მოექცა და რამდენჯერმე დაარტა მუშტი სახეში, მე შევკივლე შიშისგან და თორნიკეს მივვარდი როცა გავაცნობიერე რომ ის გაჩერებას არ აპირებდა, დავებღაუჭე მის ხელს და უება აღარ მივეცი რომ დაერტყა
-გთხოვ წავიდეთ გთხოვ ძალიან გთხოვ-ვუთხარი მუდარით,ამიტომ თავი დაანება ალექსანდრეს და წამოდგა ფეხზე, ხელი გადამხვია და მივტრიალᲓით რომ გასასვლელისკენ წავსულიყავით, რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგით მოგვესმა ალექსანდრე საზარელი ხმა ზურგს უკან
-კახპა და ს.რი-თორნიკე ელვის სისწრაფით შეტრიალდა ისე რომ მე მის უკან მომიქცია და ალექსანდრეს მოქნეული დანა ვეღარ აიცილა სათანადოდ, მე მის უკან ვიდექი და ვერ მივხვდი იმ წამში რა მოხდა, მხოლოდ მაშინ დავიწყე კივილი როცა ალექსანდრემ სისიანი დანა დააგდო ძირს და გიჟივით გავარდა, მე თორნიკეს წინ დავუდექი და შეშინებული მივაჩერდი, იმის აღქმამ რომ მკლავში დაიჭრა დამაშვიდა ოდნავ მაგრამ ბევრ სისხლს კარგავდა ამიტომ მაშინვე ქამარი მოვხსენი ჭრილობის ზემოთ გადავუჭირე და მანქანისაკენ წამოვედით, ამ ჯერად შიშს კიარ ვგრძნობდი არამედ ბრაზს ზიზღას სიძულვილს და ყველა საშინელ გრძნობას ალექსანდრეს მიმართ
-საჭესთან დაჯექი-მითხრა არეული ხმით და თავის მანქანის გასაღები გამომიწოდა, კარი გავაღე, თორნიკე დავსვი სავარძელზე, მერე საჭეს მივუჯექი და მანქანა დავქოქე, გაყინულ ხელებს ვერ ვიმორჩილებდი და გათბობა ჩავრთე, ოდნავ რომ ამოძრავდა სისხლი ძარღვებში საჭეს ჩავებღაუჭე
-გაითვალისწინე ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა როცა შენ ჩემი მანქანის საჭესთან ზიხარ-მითხრა მიბნედილი თვალებით თორნიკემ და დახუჭა
-ანუ უნდა დავტკბე ამ წუთებით?-გამეცინა მე და მანქანა ადგილიდან დავძარი
-ასეა-დამეთანხმა და თვალები გაახილა -მიდი კოჯორში წავიდეთ
-გაგᲘჟდი? საავადმყოფოში მიმყავხარ-ვუთხარი მკაცრად
-მარიამ ის გააკეთე რასაც გეუბნები!-დამიღრინა და მე ინსტიქტურად მას შევხედე
-გაგიჟდი ხო? ღრმა ჭრილობაა
-შენ მომხედავ-დამამშვიდა და ჩაწითლებული თვალები ისევ დახუჭა, ხელები ისევ ამიკანკალდა ბრაზისა და შიშისგან, თითქოს ახლა გავაცნობიერე თუ რა გადავიტანე და რა გადაიტანა თორნიკემ ჩემს გამო, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ მან ჩემს გამო თავი გასწირა... გონება დამებინდა და აზრზე ისევ თორნიკეს ხმამ მომიყვანა -გაზს მიაჭირე მარიამ ჯიშკარიანო!-მითხრა ჩავარდნილი ხმით და მეც მაშინვე შევასრულე მისი ბრძანება, კარგახნის სიარულის მერე გამახსნედა რომ კოჯორში ბამბის ბიმტის და იოდის გარდა არაფერი ჰქონდა, Ამ სამი რამით კი მის ჭრილობას ვერაფერს ვუშველიდი ამიტომ ჯიბეებში ჩემი ტელეფონის ძებნა დავიწყე და გამახსენდა რომ ჩანთაში მედო, ჩანთა ჩემს მანქანაში რომელიც თხრილში იყო გაჩხერილი...
-თორნიკე-შევეხმიანე რომ მისთვის გამომერთმია ტელეფონი მაგრამ ხმა არ გამცა და ვიფიქრე ალბათ გონება დაკარგა-მეთქი, ამიტომ სიჩქარე დავაგდე და მისი ტელეფონის ძებნა დავიწყე მანქანაში, რომ ვერ მივაგენი გადავწყვიტე მის ჯიბეებში მომეძებნა, ჯერ ქურთუკის ჯინბეები გავᲣჩხრიკე, არც იქ ჰქონდა, მივხვდი შარვლის ჯიბეში ექნებოდა, სულ ასე იცოდა ტელეფონის ტარება, ჩემს მხარეს შევუმოწმე არ ედო, ამიტომ ცალი ხელით მეორე ჯიბე მოვუსინჯე ტელწფონი რომ მომხვდა ფრთხილად ამოვაცალე
-მარიამ ხელებს ნუ მიფათურებ არაფრის თავი არ მაქვს ეხლა -მითხრა მომღიმარი სახით, თან ისე რომ თვალები არ გაუხელია, მე გაბრაზებული მივაჩერდი და მერე გამახსენდა რომ საჭესთან ვიჯექო და გზას გავხედე
-იცოდე გადაქსვამ მანქანიდან-დავემუქერ და იკას ნომრის ძებნა დავიწყე, მალევე მიპასუხა, მოკლეთ ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე მოეტანა ყველაფერი რაც საჭირო იყო
-მალე მანდ ვიქნები და ყველაფერს მოვიტან-მითხრა დაბნეული ტონით და გამითიშა, მე თიკას დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო, რადგან ვატყობდი საკუთარ თავს რომ რაც დრო გადიოდა და Აღვიქვამდი სიტუაციის სიმძიმეს მით უფრო მეტად მიჭირდა საკუთარ შიშებთან გამკლავება.
კოჯორში რომ მივედით თორნიკე ისევ გონზე იყო, მანქანიდან წვალებით გადავიყვანე და საზლში შევედით, საძინებლამდე ვეღარ წავიყვანე და იქვე დივანზე დავაწვინე, მაკრატელი ავიღე და აკანკალებული ხელებით გავუჭერი პერანგი, ქურთუკი და მოᲕაშორე მის სხეულს
-მარიამ ხომ გითხარი ტყუილად
ცდილობ-მეთქი-ამღვერული თვალებით მომაჩერდა თორნიკე
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ-ვუთხარი მკაცრი ტონით და ჭრილობას დავაკვირდი, მივხვდი რომ მართლაც ღრმა იყო
-აუ უნდა გამკერო?-მომაჩერდა საცოდავად და გამეცინა
-თუ იკა ვერ იშოვის გამაყუჩებელს... თან ასე პირდაპირ მომიწევს შენი გაკერვა
-შანსი არაა-გაბრაზდა თორნიკე
-მაშინ მოკვდები-ვუთხარი მკაცრად
-სიკვდილი მირჩევნია
-რა მშიშარა ყოფილხარ ბატონი თორნიკე
-მშიშარა არ ვარ!-გაბრაზდა და თვალები გაახილა
-მაშინ მოემზადე ოპერაციისთვის!-ვუბრძანე და ავდექი დივნიდან, სწორედ ამ დროს მოვიდა იკა და მომიტანა საჭირო ნივთები, მე კარგა ხანს ვარწმუნებდი თორნიკეს რომ არ ეტკინებოდა და ისე ჩაივლიდა ყველაფერი რომ არაფერი განსაკუთრებული არ დაემართებოდა ჩემს გამო, საბოლოოდ დავარწმუნე და დავიწყე ოპერაცია, როცა ყველაფერს მოვრჩი და ვუთხარი შეგიძლია თვალები გაახილო-მეთქი გაოცებული მომაჩერდა
-ანუ ცოცხᲚი ვარ?
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებოდა?-გავბრაზდი და ავდექი
-ეს მომაშორე-გადასხმის სისტემაზე მიმითითა
-მორჩება და მოგსხნი
-მაწუხებს
-თორნიკე ბევრს ლაპარაკობ, ჯობია გაჩუმდე და ძალები აღიდგინო
-მარიამ -თიკა შემოვიდა -როგორ
ხართ? -მომიახლოვდა და ჩამეხუტა
-ძალიან ბევრს წუწუნებს-თორნიკეზე მივუთითე და გავუღიმე -როდის მოხვედი?
-კარგა ხანია მაგრამ არ შემოვედი
-რა ხდება აბა მამამ მიხედა ჩემს მანქანას?
-ჰო თავის ნაცნობ ხელოსანთან წაიყვანა, დედაშენს ვუთხარი რომ თორნიკეს რაღაც შეემთხვა და მის სანახავდ მივდივართ-მეთქი მე და
მარიამი-თქო
-დედას მე ავუხსნი მერე
-ჰო ასე ჯობია
-აბა როგორაა ჩემი ბიჭი?-იკა შემოვიდა და თორნიკეს წამოადგა თავზე
-ცუდად-ახედა საცოდავად -მაწამა-ჩემზე მიუთითა და სიცილი აგვიტყდა ყველას
-თორნიკე შენებს გავაგებინოთ თუ რა ვქნათ?-კითხა იკამ
-არა რა უნდა გააგებინო, დედაჩემი გაგიჟდება არ იცი რა ტიპია? არც ხატიას უთხრა, არ მაქ მაგის თავი ახლა
-კაი მაგრამ ვინ მოგხედავს ამ ღამეს? თუ გგონია რომ მე მოგხედავ ძალიან ვდები
-მარიამი დარჩება ჩემთან-გამომხედა კითხვა ჩამდგარი თვალებით -ხომ დარჩები?-მე გამეღიმა და არაფერი ვუპასუხე -მარიამ იცოდე მაინც არ გაგიშვებ, ჯობია შენი ნებით დარჩე -მითხრა ბრაზ ნარევი ტონით
-ხომ გითხარი რომ ბევრს ლაპარაკობ-მეთქი?
-მარიამ მაბრაზებ
-რადგან ყველაფერი კარგადაა Მე წავალ ნანას დავაწყნარებ -ფეხზე წამოდგა თიკა -მარიამს აქ დაგიტოვებ -შეხედა თორნიკეს -როგორმე ნანას გავუმკლავდები -გაეცინა და მე გამომხედა
-ანუ რჩები?-შემომხედა თორნიკემ
-მარტოს ვერ დაგტოვებ ასეთ მდგომარეობაში
-მხოლოდ მაგიტომ?-გაბრაზდა თორნიკე
-მე წავედი-თიკა კართან მივიდა მაგრამ იკა გადაეღობა -გამატარე-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით
-მე წაგიყვან-შეხედა ირონიული ღიმილით იკამ
-შენი წაყვანა არ მჭირდება -გაბრაზდა თიკა
-მარტოს ვერ გაგიშვებ-ისევ იგივე ირონიით უთხრა
-რა მზეუნველი ხარ-თიკა ცდილობდა თავი მოეთოკა
-ანუ მომყვები?-მის ნერვებზე თამაშობდა იკა
-რა თქმა უნდა არა! შენი წაყვანა არ მჭირდება
-მაშინ აქედან ვერ წახვალ-კარში გაიჯგიმა იკა
-გამატარე-თიკას უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა
-თუ არ დამთანხმდები მაშინ ვერსად ვერ წახვალ
-თავი ვინ გგონია?-დაუღრინა თიკამ
-ირაკლი ჯიქია-ისე სასწრაფოდ უპასუხა რომ სიცილი აგვიტყდა მე და თორნიკეს, თიკამ გამოგვხედა და ორივე გავჩუმდით
-კარს მოშორდი-უთხრა მწყობრიდან გამოსულმა თიკამ
-თუ მეტყვი რომ გამომყვები მაშინ გავიწევი
-გიჟი ხარ? რა გინდა? -მოლაპარაკებაზე გადავიდა თიკა
-მინდა რომ ჩემს მანქანაში ჩაჯდე და სახლᲘს წაგიყვანო-უთხრა სერიოზული ტონით
-როდის აქეთია ასეთი მზრუნველი გახდი ჩემს მიმართ? -გაოცდა თიკა
-ნუ ქაჯობ -უთხრა მოულოდნელად და თვალებში ჩააცქერდა
-რას ბოდავ
-ნუ გეშინია შენს მოტაცებას არ ვაპირებ-გაეცინა იკას
-ვერ გიტან-უყვირა თიკამ და გვერდძე რომ გაიწია იკა სახლიდან გავარდა
-შენი აზრით რა მოხდება?-თორნიკეს შევხედე გაოცებულმა -დარწმუნებული ვარ თიკა იკას მანქანაში არ ჩაჯდება
-მე კი იმაში ვარ დარწმუნები რომ მარტოს არ გაუშვებს
-ანუ?-დავიბენი მე
-ეგ მარტო მათ და ღმერთმა იციᲜ თუ რა მოხდება
-თიკა მომკლავს
-ატყობ რა ძაან ევასებათ ერთმანეთი?-გაეცინა თორნიკეს
-შენი იდიოტი მეგობარი ასე გამოხთავს გრძნობებს? ირონიით და მისი გაღიზიანებით?
-ასეა, სამწუხაოდ ყველა ჩემსავით მომთმენი და საყვარელი არაა
-თორნიკე-გამეცინ მის თავის ქებაზე და წვეთოვანი მოვხსენი - რამე ხომ არ გჭირდება? -ვკითხე როცა ყველაფრის მილაგებას მოვრჩი და სავარძელზე დავჯექი
-მოდი ჩემთან-მითხრა არეული ხმით, მე Მის სახეს მივაჩერდი -მარიამ მინდა რომ მოხვიდე-გამიმეორა, მეც ავდექი და მივუახლოვდი, სანამ კიდევ რამეს მეტყოდა მის გვერდით დავწექი დივანზე , მან მაშინვე ხელი შემიცურა თავქვეშ და მეტად მიმიკრო სხეულზე, მე თავი მკერდზე დავადე და მისი გამალებული გულის ცემის ხმას დავუწყე მოსმენა რომელიც ნელ-ნელა უფრო გამალებით სცემდა
-გრძნოობ როგორ მოქმედებ ჩემზე?-მითხრა ჩურჩულით, მე თავი ავწიე და ავხედე
-მიყვარხარ-ვუთხარი მომღიმარი სახით და ტუჩები მივაწებე მის ტუჩებს
-გტკივა?-კოცნაზე არ მიპასუხა და თავი უკან გასწია, მე მხოლოდ ახლა აღვიქვი რომ ჩემი ტუჩი ჯერ ისევ მოუშუშებელი იყო
-ცოტა-ვითხარი დაღვრემილი სახით და თავი ისევ მის მკერდზე დავდე, თორნიკემ კი ჩემს თმებზე დაიწყო თითებით თამაში
-ნაბიჭვ.რი-დაიღრინა თორნიკე
-ანას ყველაფერს ეტყვის-ვუთხარი და ხმა გამებზარა
-ეს არ უნდა დავუშვათ-მითხრა დარწმუნებით
-ის არ გაჩერდება ხომ იცი-ავხედე ისევ და ცრემლები მომეძალა
-უნდა გავაჩეროთ, უნდა დავარწმუნოთ
-აზრი აქ აქვს, ხომ ნახე რა შეურაცხადია, რა ავადმყოფია, იმაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავ რომ შეიძლებოდა დანა ისეთ ადგილად დაერტყა რომ შენ...
-სუუ-ტუჩებზე თითი მომადო -ჩემს გამო ნუ გეშინია, ახლა მთავარია ანა მისგან დავიცვათ
-როგორ ამას როგორ Გავაკეთებთ? თავად თუ არ შეიგნო რომ სიმართლის გამხელით ჩვენ კი არ დაგვსჯის საკუთარ შვილს გაანადგურებს?
-მარიამ შენ რომ აუხსნა? ამაზე გიფიქრია? მე ძალიანვებრს ვფიქრობ ამაზე და ვხვსდები რომ აზრი არ აქვს ანას შენ ეტყვი სიმართლეს თუ ის ორივე შემთხვევაში დაიტანჯება ანა
-ასეა თორნიკე და ამიტომ ვერ ვბედავ მასთან ლაპარაკს, იგივე ტკივილს მივაყენებ მეც...
-როგორმე უნდა დავარწმუნოთ რომ Გაჩუმდეს
-როგორ?
-ნათიას სასაფლაოზე შევხვდეთ და დაველაპარაკოთ, იქნებ რამე შევაგნებინოთ მაგ სირ.
-გგონია რამე აზრი ექნება კიდევ ერთ შეხვედრას?
-მან მე დამჭრა, ახლა შეშინებული იქნება, სადმე გაიქცეოდა და დაიმალებოდა, ცოტახანს აღარ გამოჩნდება... ვაცალოთ აზრზე მოსვლა, ჩვენც უკეთ მოვიფიქრებთ რა და როგორ გავაკეთოთ და იქნებ შედეგი გამოიღოს?
-კარგი-დავეთანხმე მე და ისევ თავი დავადე მის მერდს, კარგახანს ასე ვიყავით ჩუმად, რომ დავმშვიდდი მერე დედას დავურეკე მოვიკითხე, მერე ანას... ჩემს ანას, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი აღტაცებული იქაურობით რომ ისევ ცრემლები მომეძალა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს მისი ბოლო ბედნიერი დღეები იყო
-იცი ხვალ გოგა ჩამოდის, მე და თინის ძაან გვიხარია
-ჰო ვიცი ჩემი საყვარელო
-დედა ძალიან მომენატრე
-მეც
-ხოარ გეწყინება ეს კვირა აქ რომ გავატარო?
-არა დედას სიხარულო, ძალიან მიხარია რომ ბედნიერი ხარ...-ვუთხარი და ხმა გამებზარა
-ანა როგორ ხარ ჩემო პატარა?-თორნიკემ ტელეფონი წამართვა რადგან ცრემლები ვეღარ შევიკავე და გადმომცვივდა, ცოტახანს ილაპარაკეს და მალევე გავუთიშე რომ არ შეეტყო ვტიროდი.
მამასთან თავი არ შემიკავებია, ტირილით ველაპარაკე, მითხრა რომ დავლოდებოდი და მათ რომ ჩამოიყვანდა ერთად გადაგვეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავით. ის ღამე თეთრად გავათენე, რაც დრო გადიოდა უფრო ვიკარგებოდი გრძნობებში და ემოციებში, ხაᲜ მიმძაფრდებოდა... ხან ყველაფერი აზრს კარგავდა, თორნიკეს რომ დაეძინა ავდექი და ტერასზე გავედი, თორნიკე სიგარეტი ვიპოვე კარადაში და მოვწიე რამდენიმე ღერი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ზუსტად მეც არ ვიცოდი რას ვგრზნობდი და განვიცდიდი... იმდენი რამ ხდებოდა რომ დავიკარგე, საკუთარ გრძნობებში დავიკარგე...
დილით თორნიკემ ლუკას დაურეკა და სთხოვა მოსვალა
-ლუკა მიგიყვამს სახლში, მერე სამსახურში და აქ მოვა მომხედავს
-პატარა და შენს ჭკუაზე ატარებ?-გამეცინა მე -არ შეაწუხო ჩემს გამო ტაქსით წავალ
-არა რა ტქასი-გაბრაზდა თორნიკე
-გთხოვ ჩემს გამო ნუ აწვალებ ამ ბიჭს
-საღამოს მოხვალ?-სიტყვა ბანზე ამიგდო
-გინდა რომ მოვიდე?-თვალებში ჩავაცქერდი
-შენი აზრით?-წარბი აწკიპა
-ვნახოთ-ბოლომდე იმედი არ მივეცი
-მოგწონს არა ჩემი წვალება?-გაბრაზდა მაშინვე
-კიი-ვუთხარი გულწრფელად.
ლუკამ სახლში მიმიყვანა, მე დედას მშვიდად ავუხსენი მომხდარი და გულწრფელად მოვუყევი სიმართლე, არ გაჰკვირვებია მხოლოდ ერთი მითხრა აბა რა გეგონა სიმართლეს რომ ეუბნებოდიო და სულ ეს იყო მისი შეფასება, მე თიკას ოთახში შევუვარდი როცა დედასთან ასხნა-განმარტებები დავამთავრე და გავაღვიძე
-აუ რა ხდება რა ჯანდაბაა?-აბუზღუნდა ის
-გუშინ ტელეფონი რატომ გათიშე? რატომ არ დამელაპარაკე? რა მოხდა? დედამ მითხრა მოვიდა და ეგრევე დაწვაო
-რა უნდა მომხდარიყო?-შეიცხადა და საწოლზე წამოჯდა -მიდი თავს მიხედე რას გავხარ-მითხრა დამცინავი ტონით და საწოლში დაწვა ისევ და საბანი გადაიფარა, მე მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო და საბანი ავაცალე
-მომიყევი გუშინ რა მოხდა
-არაფერი ტაქსი გამოვიძახე და დაველოდე
-მერე-საწოლზე ჩამოვჯექი
-მერე დავჯექი და სახლში მოვედი-მეუბენება მომღიმარი სახით
-რას მიმალავ მიხარი ნუ მაწვალებ
-ისიც ჩაჯდა ტაქსიში და სახლამდე მომაცილა
-რაა? -შევყვირე გაოცებულმა-მერე? მერე რა გითხრა ? რა ილაპარაკეთ?
-არაფერი მარიამ, საერთოდ არაფერი, დაშოშმინდი
-ანუ არ იჩხუბეთ მაინც?
-არა
-მერე, მომიყევი გოგო ნუ დამტანჯე-გავუბრაზდი მე
-რომ გგადმოვედით, გადმოვიდა ისიც და დამემშვიდობა
-ანუ?-ვერ მივხვდი
-არაფერი უბრალოდ დამემშვიდობა და სანამ მაღლა არ ამოვედი იქ იდგა.
ერთი სული მქონდა სამსახური რომ დასრულებულიყო და თორნიკესთან მივსულიყავი, ლუკა უკვე წასული დამიხვდა რომ მივედი
-მომენატრე-მითხრა მომღიმარი სახით და ჩანთის დადებაც არ მაცალა მომიახლოვდა წელზე შემომხვია ხელები და სხეულზე მიმიკრო, ტუჩები მომაწება ათრთოლებულ ტუჩებზე და უჩვეულოთ ნაზად მაკოცა -მარიამ -დამიჩურჩულა ყურთან და ცხელი ტუჩები ყელზე მომაწება
-ხელი უნდა გადაგიხვიო-ხელიდან დავუსხლტი და პირველადი დახმარების ყუთი გამოვიტანე სამზარეულოდან, ძალიან უკმაყოფილო სახით მიყურებდა, აშკარად გამებუტა და რასაც ვეუბნებოდი იმას აკეთებდა უგულოდ, ჭრილობა რომ დავუმუშავე და შევუხვიე ისევ სამზარეულოში გავედი და მაცივარი გავაღე
-რამე საჭმელი გვააქვს?-გავძახე
-შენ და საჭმელი? მეკაიფები ხო?-სამზარეულოში შემოვიდა
-მშია-ვუთხარი დამაჯერებლად და მაცივრიდან გამოვიღე კვერცხი -შეჭამ?
-Იცი საჭმლის კეთება?-შეიცხადა
-არა, კვერცის შეწვა მხოლოდ -გავუღიმე და მალევე მოვამზადე ნახევრად დამწვარი კვერცხის ვახშამი
-ამის ჭამას აპირებ?-შემომხედა გაოცებულმა
-არა-გამეცინა მე და ცოტა პურო შევჭამე, მართალ მშიოდა, სამსახურში ვერ მოვახერხე ჭამა, საუზმე ისედაც არ ვიცოდი რა იყო და შესაბამისად ვეღარ გავძელი მშიერმა
-დარჩები? -მკითხა კარგახნის დუმილის მერე
-არვიცი-მხრები ავიჩეჩე
-მარიამ-დამიღრინა გაბრაზებული ტონით და საძინებელში შევარდა, მეც შევყევი და აივანზე გავედი, მის უკან დავდექი და ხელები შუბუცურე პერანგის ქვეშ -მარიამ მაბრაზებ-მითხრა ისე რომ ჩემსკენ არ მოტრიალებულა
-მეე? რატომ?-შევიცხადე და განვაგრძე თითების ტაატი მის სხეულზე, ვეღრა გაძლო და შემოტრიალდა და თვალებში ჩამაცქერდა
-ცუდად იქცევი-მითხრა ბრაზნარევი ტონით და თვალებში ჩამაცქერდა, მე თითებიდან ავაცალე სიგარეტის ღერი და მოწევა განვაგრძე
-მოგწონს არა ჩემი წვალება?-მითხრა ჯერ ისევ გაღიზიანებული ტონით, მე მივტრიალდი ისე განვაგრძე სიგარეტის მოწევა თითქოს ვერაფერს მივხვდი, თორნიკე მაშინვე ზურგიდან ამეკრო და ხელები მუცელზე შემომაჭდო ძლიერად, თავი ჩემს თმებში ჩარგო და ცხვირის წვერით ლავიწის ძვალს გაჰყვა ისე რომ ტუჩებით არ
შემხებია -გრძნოობ?-უფრო მეტად მიმიკრო სხეულზე -როგორ საშინლად მოქმედებ
ჩემზე -მითხრა სუნთქვა არეულმა და ცხელი ტუჩები მომაწება მხარზე, მე მაშინვე გამაჟრჟოლა და მისკენ მივბრუნდი, თავლებში ჩავაცქერდი მინდოდა დამენახა თუ როგორ ვჭირდებოდი, როგორ ვუნდოდი, როგორ ვაგიჟებდი, მინდოდა მეგრძნო როგორ ვუყვარდი, დიდხანს მიყურებდა თვალებში, აშკარად გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო, ვერ ხვდებოდა რა მინდოდა მე... მე კი სწორედ ეს მინდოდა, მისი ეს მდგომარეობა... ეს მჭირდებოდა... მაინც ვერ მოერია თავს ვერ გასძლო და ისევ მომხვია წელზე ხელები და სხეულზე მიმიკრო, ისე რომ ამღვრეული თვალები არ მოუშორებია ჩემი თვალებისთვის
-თორნიკე-ვუთხარი გამომწვევად და სიგარეტის ნამწვი აივნიდან მოვისროლე, არაფერი მიპასუხა უბრალოდ გაბრაზებული მიყურებდა, მე ხელები თმაში შევუცურე და ვიგრძენი როგორ ვიმოქმედე მასზე, მაშინვე შეეცვალა მზერა და თვალები, ნელ-ნელა მივუახლოვე სახე და მის ტუჩებს მივწვდი, ისე იყო თავგზა აბნეული და ვნებას აყოლილი რომ მისი კოცნა ამჯერად უფრო აგრესიული მომთხოვნი და ვნებიანი იყო, მაშინვე საძინებლისკენ წამიყვანა ისე რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია და საწოლზე გადამაწვინა, მთელი სხეულის სიმძიმით დამაწვა და ჩემს ტუჩებს მოწყდა, მაშინვე ყელზე მიმაწება ცხელი ტუჩები და ჩემი პერანგის ღილები ათრთოლებული ხელებით გახსნა, ამჯერად არ იყო თავშეკავებული, ფრთხილი და თავდაჭერილი, არც გრძნობები და ემოციები არ მოუთოკია, მაგრამ მისი ყოველი შეხება მოძრაობა და მოქმედება ბედნიერებას განმაცდევინებდა, ზუსტად იმას ვგრძნობდი რასაც ის, მის საშინელ გიჟურ სურვილს, როცა საბოლოოდ მოწყდა ჩემს სხეულს თავი ჩემს თმებში ჩარგო
-მარიამ მაგიჟებ-მითხრა არეული ხმით და ზემოდან მომექცა ისევ -ხვდები რომ ჭკუიდან
გადაგყავარ?- მკითხა დაძაბული ტონით, მე არაფერი ვუპასუხე და ხელები მოვხვიე კისერზე და ტუჩები მივაწებე მის ვნებიან ცხელ ტუჩებს, ვიგრძენი ისევ როგორ აუდუღდა მოდუნებული სისხლი ძარღვებში და როგორ აუჩქარდა ძლივს დაწყნარებული გულის ცემა, ამიტომ მის ტუჩებს მოვწყდი და ხელები კერდზე მივაბჯინე
-წყალი უნდა გადავივლო -ვუთხარი გამომწვევი ტონით
-გინდა რომ გაგიშვა?-მკითხა სუნთქვა არეული ტონით
-კიი-ვცდილობდი არ გამცინებოდა
-ხვდები რა ცუდად ვარ?-უფრო მეტად მომეკრო სხეულზე
-გადაგივლის-გამეცინა და მისი მოშორება ვცადე
-მარიამ-დამიღრინა და მომშორდა, მე ავდექი და სააბაზანოში შევედი წყლის გადასავლებად, ტანზე ტილო შემოხვეული და ფეხშიშველი გამოვედი თორნიკე ფანჯარასთან დამხვდა სიგარეტს ეწეოდა, წელს ზემოთ შიშველი იყო და მხოლოდ შარვალი ეცვა ისიც ფეხშიშველი იყო ჩემსავით, მაშინვე ჩააქრო სიგარეტი და ფანჯარა დაკეტა, ნელ-ნელა მომიახლოვდა და სახეზე ჩამოყრილი სველი თმები ყურს უკან გადამიწია, დიდხანს ვუყურებდით ერთმᲜეთს თვალებში, ბოლოს ათრთოლებული თითები ჩემს თითებში ახლართა და ცხელი ტუჩები მომაწება საფეთᲥელზე, ნელ-ნელა თითები ჩემს ჯერ ისევ სველ მკლავებს ააყოლა, ისე რომ Პირდაპირ თვალეᲑსი მიყურებდა, ოდნავ დაიხარა და მთრთოლარე ტუჩები მხარზე მომაწება, ლავიწის ძვალს გამოჰყვა კოცნით, თან ისე რომ სველი კოცნის კვალი დამიტოვა, მე Ვიდექი და მისი ყოველი შეხებით, საოცარი Გიჟური შეგრძნებებით თავდავიწყებაში გადავრდნილი ვიყავი, ნელ-ნელა თითები ჩემს ბეჭებისაკენ წაიღო და Პირსახოცი მოაშორა ჩემს სხეულს, ძალიან ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და ისევ მიმისაკუთრა, ისევ თავი ამ ქვეყნად ყველაზე სასურველ ქალად მაგრძნობინა, ისევ შესძლო ჩემი გაბედნიერება.
რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მამაჩემმა ჩამოიყვანა ანა და თინიკო, ძალიან Დაძაბულები ვიᲧავით ყველანი რადგან სკოლიდან დაგვიბარეს რომ წლის ბოლო იყო და აუცილებლად უნდა დაეწერა საკონტროლო ყველა საგანში, ისეთი დაძაბულები ვიყავით რომ სკოლაში ხან მე და მამას, ხან მე და თიკას დაგვყვავდა. ალექსანდრე არ ჩანდა, მისმა ძმამ გამოგვიცხადა სადაა არ ვიციო და არც მᲘნტერესებსო, აქეთ დავუწყეთ ძებნა, არ გვინდოდა ანას ასე უცაბედად გადაჰყროდა, იმის მიუხედავად რომ ანას მარტოს არასდროს ვტოვებდით.
ბოლოსდაბოლოს ალექსანრემ დარეკა მამაჩემთან და ჰკითხრა რა ჯანდაბა გვინდოდა, რატომ დავეძებდით, მამამ შეხვედრა სთხოვა სასაფლაოზე და ჩემთან მოვიდა სამსახურში, მე დავეთხოვე და თორნიკეს დავურეკე, ამ აზრს შეგუებული ვიყავი რომ ისევ უნდა მენახა და უშიშრად მივედით სამივე ნათიას სასაფლაოზე და ალექსანდრეს გამოჩენას დაველოდეთ, ამჯერად ფხიზელ მდგომარეობაში იყო და იმედი გამიჩნდა რომ დავარწმუნებდით
-რატომ დამიბარეთ აქ?-Მაინცდამაინც მე მიყურებდა
-გვინდა რომ გაიაზრო რა საშინელების ჩადენას აპირებ-ვუთხარი აღელვებულმა
-ანა ჩემი შვილია და...
-აქ რომ ხარ და ამ სურათს უყურებ რას
გრძნობ?-ვუყვირე და ნათიას მომღიმარ სურათზე მივუთითე და მერე ისევ მას შევხედე -გრძნოობ რომ შენი რაღაც ნაწილი მასთან ერთადაა დამარხული ამ ცივ გაყინულ მიწაში? გრძნოობ როგორ გეყინება სისხლი ძარღვებში? გრძნოობ როგორ კვედება შენში ის დარჩენილი ნაწილიც რომელიც დღემდე სიცოცხლეს განაგრძობს? სუნთქვა არ გეკვრებ ხოლმე ტკივილისგან? ცრემლები არ გცვივა ხოლმე როცა ძალიან, ძალიან , გაგიჟებით მოგენატრება ხოლმე? ხანდახან არ გაქვს ხოლმე ისეთი შეგრძნება თითქოს მის სურნელს გრძნობ? მერე არ ხვდები ხოლმე რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია? რადგან მისი სურნელი ვერ გემახსოვრება იმიტომ რომ ... -ხმა ჩამიწყდა და ცრემლები გადმომცვივდა, არვიცი რამდენხანს ვიყავი ასე მაგრამ როგორღაც შევძელი თავის ხელში აყვანა და ისევ მას შევხედე თვალებში -გინდა რომ იგივე ტკივილი და ტანჯვა საკუთარ შვილსაც განაცდევინო? გინდა რომ ანა ისევე გაამწარო როგორც ჩვენ ყველა ვართ მისი დაკარგვით გამწარებულები? ეს გინდა? რატომ? იმიტომ რომ ჩვენზე შური იძიო? საკუთარი შვილით გინდა შური იძიო?
-ანას ყველაფერს მოვუყვებით... როცა დიდი გოგო იქნება-უთხრა მამაჩემმა -ყველაფერს ვეტყვით, ამას შენს გარეშეც ვიზავდით...
-გულს მირევთ -გვითხრა ზიზღით
-ყველაფერს ვეტყვი, თუ გინდა შენც მოდი და მოიყევი ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა გაიზრდება... გთხოვ ახლა ბავშვობას ნუ წაართმევ! შენ ხომ მამა ხარ, მამა, ნუთუ შეგიძლია ასე გაიმეტო? როცა გაიზრდება რაც გინდა მოიყევი, რაც გინდა უთხარი მაგრამ ახლა ნუ ატკენ... ის ჯერ ძალიან პატარაა
-Ის ხომ შენი სისხლი და ხორცია, შენი შვილია ნუ გაწირავ გთხოვ...-შეეხვეწა მამაც
-დაფიქრდი გთხოვ-ჩაერია თორნიკეც -ისე გაიცანი...დაუახლოვდი... უბრალოდ გაიცანი თუ გინდა
-ჰო თუ გინდა დაუახლოვდი, ემეგობრე, მაგრამ სიმართლე მხოლოდ მაშინ უთხარი როცა გაიზრდება-ვუთხარი ტირილით
-თქვენს დედას შვე.ი -დაგვიღრიალა და ისე წავიდა რომ უკან არ მოუხედია.
ამის მერე რაუნდა გვეფიქრა არ ვიცოდით, ყველაფერს ველოდით მისგან, ძალიან შეშინებული ვიყავი, იმდენად დავშინდი რომ კოლაში მე თიკას დედას და მამას დაგვყვავად ასულ მანქანით, თუ მამას არ ეცალა მე თიკას და თორნიკეს, მთელი ოჯახი ასე დავდიოდით წინ და უკან... ყველგან ის და მისი საზიზღარი სახე მელანდებოდა, სამახურშიც მამას ან თორნიკეს მივყავდი მარტოს მეშინოდა სიარული, თითქოს ვგრძნობდი რომ რაღაც უბედურება მოხდებოდა. იმის იმედი მაინც მქონდა რომ ანას არაფერს ეტყოდა და ამიტომ მეც თავს ვიკავებდი რომ რამე მეთქვა ანასთვის, ვფიქრობდი რომ ის ნაგავი შვილს არ გაიმეტებდა... სულ მქონდა იმედი დარეკავდა და გვეტყოდა რომ გაჩერდებოდა, შვილს არ გასწირავდა და სხვა გამოსავალს შემოგვთავაზებდა...
ერთ დილით მე და ანას ადგომა დაგვაგვიანდა, დედა ცუდად იყო და სკოლაში ვერ წამოვალო გამოაცხადა, მამას საქმეები ჰქონდა და თორნიკეს უნდა წავეყვანეთ, სწრაფად ჩავიცვით მე და ანამ თიკა აღარ გავაღვიძე და თორნიკეს დავურეკე
-აუ საცობში გავიჭედე მაგრამ მალე
მოვალ-მითხრა აღელვებული ხმით
-კაი ჩვენ ჩამოვალთ და მთავარ გზაზე დაგელოდებით
-არ გინდა, შემოვალ თქვენს ქუჩაზე
-არა დრო რომ აღარ დავკარგოთ ბარემ გამოვალთ და შენც მოხვალ-ვუთხარი და გავუთოშე, მე და ანამ ჩანეთები აᲕიღეთ და გავედით სახლიდან, Ქუჩა მაინც შემოვათვალიერე და მშვიდად განვაგრძეთ გზა მთავარი გზისკენ, დროდადრო მაინც ვიყურებოდი აქეთ-Იქით სულ მეშინოდა რომ გამოჩნდებოდა და მერე ვინანე რატომ წამოვედით-მეთქი, პარკთᲜ რომ მივედით და ნაცნობი სილუეტი დავინახე გული შემეკუმშა ძალიან ცუდად გავხდი
-ველოდი როდის დაუშვებდით შეცდომას-მომახალა ალექსანდრემ კმაყოფილი სახით -მთელი ერთი კვირაა აᲛ დღეს ველოდი -მითხრა და გიჟივით სიცილი დაიწყო
-დედა მეშინია-ანა
ამომხედა მე მაგრად ჩავკიდე ხელი და ჩემს უკან მოვიქციე რადგან ალექსანდრე ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა
-ჩემი რატომ გეშინია?-გახედა ალექსანდრემ ჩემს უკან მდგომ ანას, ისე დავიბენი და დავიძაბე რომ ხმა ჩამიწყდა შიშისგან
-დედა-ანას ხმამ გონს მომიყვანა, ჯერ ვიფიქრე ვეტყვი გაიქცეს სახლში-მეთაი მაგრამ შემეშინდა ალექსანდრე არ გაკიდებოდა ამიტომ უფრო მაგრად ჩავკიდე ხელი
-გთხოვ -შევხედე ამღვრეულ თვᲚებში, მივხვდი რომ რაღაც ჰქონდა მიღებული ისეთი არეული სახე და თვალები ჰქონდა
-ანა ჩემთან ერთად წამოდი-ანას წაეტანა Და შეშინებულმა იკივლა და მე მომეკრო
-დედა მეშინია-ატირდა ანა
-Მე მამაშენი ვარ ჩემი არ უნდა გეშინოდეს-უღრიალა ალექსანდრემ და ადგილზე გავშეშდი, გავქვავდი, გავიყინე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ნაწილებად დავიშალე
-დედა ეს კაცი რას ამბობს-ანამ ამომხედა მᲒრამ იმდენად დამიბნელდა თვალთ რომ ვერ გავარჩიე მისი სახე
-რაც გესმის მე მამაშენი ვარ
-დედა-მიღრიალა ანამ და ხელი გამიშვა მე გონს მოვედი და ანა ს მივაჩერდი -აე კაცი რას ამბობს
-აი ეს კახპა კი-ალექსანდრემ თმაში ხელი ჩამავლო და ანას შევხედე არეული სახით -დედაშენი არაა გატყუებს -ანამ უკან უკან დაიხია, ცრემლები გადმოსცვივდა
-ანა გთხოვ -ვიკივლე ბოლო ხმაზე და ალექსანდრეს ხელებეს დავებღაუჭე, ანა გაიქცა, ვიგრძენი, ვგრძნობდი რომ უბედურება მელოდა
-მძულხარ მძულხარ-ვუღრიალე ბოლო ხმაზე ალექსანდრეს და ფეხზე ფეხი დავადგი, ოდნავ აიბნა და ხელიდან გავუსხლტი, ამას გავეკიდე რომელიც მთავარი გზისკენ გარბოდა გიჟივით
-ანა გთხოვ გაჩერდი, გთხოვ ანა ანა -ვკიოდი ბოლო ხმაზე და მივრბოდი, ანა არ გაჩერდა და პირდაპირ მთავარ გზაზე გავარდა და მანქანების ნაკადში შევარდა... მახსოვს საზარელი მუხრუჭის ხმა... მერე დავინახე როგორ ავარდა ანა ერთერთი მაქანის წინა ცხვირზე, როგორ შეასკდა საქარე მინას და მერე ძირს დავარდა, რა დამემართა არ მახსოვს იმ წაᲛებში,ვიგრძენი რომ სული გამეყინა, ადგილზე გვშეშდი, გავიყინე, მთლიანად წამერთვა ძალა სხეულში და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი წინ, სულ ეს კადრები ტრიალებდა ჩემს გონებაში, შემეშინდა, მეშინოდა რომ მას დავკარგავდი... მერე არვიცი როგორ ინსტიქტურად იქით გავიქეცი გიჟივით ანას მივვარდი, რომელიც უგონოდ იწვა გარს შემო ხალხ შემოხვეული, მასთან ჩავიმუხლე და სახეზე შევეხე, ცივი იყო... საშინლად ცივი მისი სახე, მისი ხელი -ანა გთხოვ არ მიმატოვო-ვიღრიალე ბოლო ხმაზე და გიჟივით მივიხუტე სხეულზე
-მარიამ მარიამ-მესმოდა ვიღაცის ხმა, ამ ხმამ ანა გამომგლიჯა ხელიდან
-ხელი გამიშვი არ მომეკარო-ვუღრიალე თორნიკეს რომელმაც ძალით გამთრია გვერდძე, ფეხზე ამაყენა და უფლება აღარ მომცა ანას მივკარებოდი, -ანა ცოცხალია, ცოცხალი ნუ გეშინია-მითხრა არეული ხმით -მაგრამ ასე რამეს დაუშავებ, არ უნდა შეეხო-მითხრა და სახეზე ჩამოყრილი თამ გადამიწია აკანკალებული თითებით, სასწრაფოს მანქანა რომ მოვიდა და ანა გასინჯეს და დაიყვირეს რომ ანმდვილად სუნთქავდა მხოლოდ მაშინ დავიჯერე რომ მართლა ცოცხალი იყო, სასწრაფოს მანქანაში არ ამიშვეს
-გთხოვს ცუდად იმოქმედებს ეს -მითხრა ექიმმა და თორნიკემ მაშინვე ტაქსი გააჩერა და უკან გავეკიდეთ, სასწრაფოს მანქნაას, არაფერი მახსოვდა წესიერად იმ მომენტში, მხლოდ ის შეგრძნება მახსოვს როგოს ძლიერად ჩამკიდა აკანკალებულ ხელზე ასევე აკანკალებული ხელი თორნიკემ.
ექვსი საათი იატაკზე ვიჯექი რეანიმაციის კართან და ველოდი როდის გამომიტანდა ექიმი განაჩენს! როდის მეტყოდა უნდა მეცოცხლა თუ არა! რადგან ანას გარეშე მის გარეშე უბრალოდ სიცოცხლეს აღარ გავაგრძელებდი! თუ ის იცოცხლებდა მეც ვიცოცხლებდი! უამრავი ადამიანი გარშემო, დედა მამა, თორნიკე, თიკა თათია, მეგობრები ნათესავები, მაგრამ გრძნობ ამ მძიმე წუთებში რომ მარტო ხარ... სრულიად მარტო... მხოლოდ ღმერთის და ექიმის ინაბარა ხარ დარჩენილი... თუ ღმერთი გაგწირავს.... თუ ექიმს არ მისცემს უფლებას გადაარჩინოს ესეიგი დამთავრდა... საბოლოოდ დამთავრდა ცხოვრება... ამ მომენტში ყველაფერი აზრს კარგავს, საერთოდ ყველაფერი... შენი სიცოცხლეც კი და ფიქრობ მხოლოდ ერთს რომ ის გადარჩეს ... რადგან მის გარეშე უბრალოდ არ აქვს აზრი სამყაროს არსებობას შენთვის.
ექიმის გამოსვლა ჩემი მივარდნა და პასუხის მოლოდინი, მაგრამ თან არმინდა ხმა ამოიღოს მეშინია
-ძალიან მძიმე მდგომარეობაა... -დაიწყო და გაჩუმდა ცრემლები გადმომცვივდა -ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად... სხვა არაფერი არ შეგვიძლია სამწუხაროდ... -ადგილზე ჩავიკეცე და უნებურად გვრდზე გავიხედე ალექსანდრეს სახე დავლანდე, არვიცი მომეჩვენა თუ არა, გიჟივით წამოვვარდი და გავეკიდე ამ მოჩვენებას
-მარიამ
-არ გამომყვეთ-Ვუღრიალე თიკას და თათიას, ქუჩაში გაავარდი და მის მოჩვენებას მივდიე, ტაქსი გავაჩერე და ნათიას სასაფლაოზე წავედი, ვიცოდი იქ იქნებოდა, მივედი, იქ იყო, ნათიას სურათის წინ დამხობილი ტიროდა
-ბედნიერი ხარ? -ვკითხე ჩახლეჩილი ხმით -აბა სათანადოდ დაგვსაჯე? -მივვარდი და ვუღრიალე ბოლო ხმაზე -დასაჯე ნათია? ახლა სამართლიანობა აღდგა? შენმა შვილმა შენი ათი წლის ტანჯვა გამოისყოდა? ახლა გავსწორდით? ახლა ყველაფერი დამთავრდება? რადგან შენს შურისძიებას შენი ქალიშვილი შესწირე?...
ერთი კვირის ტანჯვის შიშის და უბედური ღამეების მერე ანამ თვალები გაახილა... გაახილა, გადარჩა და მე ვიგრძენი რომ ჩემში ახალი მარიამი დაიბადა, ახალი ქალი რომელიც იყო დედა



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმეე ძალიან გამახარე ახალი თავი რომ დადე.....მარიამი ძალიან მეცოდება.....ძალიან მომწონს ეს ისტორია, მხოლოდ ერთს გთხოვ, მარიამი თუ სიგარეტის მოწევას შეეშვება უფრო კარგი იქნება...იმედია ახალ ტავს მალე დადებბ...

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ვაიმეე ძალიან გამახარე ახალი თავი რომ დადე.....მარიამი ძალიან მეცოდება.....ძალიან მომწონს ეს ისტორია, მხოლოდ ერთს გთხოვ, მარიამი თუ სიგარეტის მოწევას შეეშვება უფრო კარგი იქნება...იმედია ახალ ტავს მალე დადებბ...

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია :) შემდეგ თავში ყველაფერი დალაგდება...
სავარეუდოდ 3 იანვარს დავდებ ახალ თავს
მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს რა იყო. გეფიცები ვტირი, ვტირი.ასე ისტორიაზე არ მიტირია დიდი ხანია. ეს, ეს უბრალოდ სასწაული იყო. არ ვიცი რა იყო. თქვენ წერთ, იცით რა უნდა მოხდეს, გრძნობთ თქვენებურად, კი ძალიან ემოციურადაც, მაგრამ როცა მკითხველი ამდენი ხანია ელის და უცებ ასეთი რამ ხდება, რთულია ემოციების გარეშე ჩაიაროს ამ ყველაფერმა. იმდენი დრამა, სიყვარული, შურისძიების გრძნობაა ამ ისტორიაში ეს თავისთავად ხდის ემოციურს. დიდი ხანია არ დამიწერია კომენტარები. ველოდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. ერთს გეტყვით, ძალიან კარგი იყო.
P.S და მაინც, ალექსანდრეც უზომოდ მეცოდება, მეცოდება რადგან დაკარგა საყვარელი ქალი, შვილი რომლის არსებობაზეც ცოტა ხანია გაიგო და ყველა ცდილობს ჩამოაშოროს საკუთარ სისხლსა და ხორცს. და ამდენი ზიზღისა და შურისძიების შემდეგ, იმის მაგივრად რომ ის ხალხი დაესაჯა ვინც ეზიზღება, სრულიად სხვა, უმწეო და უდანაშაულო, თანაც საკუთარი შვილის მკვლელი ხდებოდა. ალექსანდრე რომ არა ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი აზარტული. კი, ბევრი დრამაა მაგრამ ის სულ სხვაა, თან რა გავაკეთო, მაინც ვერ ვაქცევ ზურგს.❤❤

 


№4 სტუმარი Life is beautiful

ნეაკო♥️
მე შენთწნ. ერზტწდ მოვდივარ ფაქტიურად და ვხედავ განვითწრებას...
ეს თავი ყველასგან განსხვავებული იყო, ამ თავში მართლა დავინახე დედა და არა ქალი რომელსაც უბრალოდ დედას ეძახდა პატარა 10 წლის გოგონა...
იცი კიდევ რით იყო გამორჩეული? ნუ რათქმაუნდა იცი. უბრალოდ ჩემთვის იყო გამორჩეული რადგან ალექსანდრესადმი გაჩენილი ზიზღი( რომელიც არ ვიცი განელდება თუ არა მაგრამ ) სხვა რაღაცამ შეცვალა.. ეს სხვა რაღაცა კი სიმანულია.. რომელიც ძაან თავისებურად გაქვს წარმოჩენილი...
რამდენიმე დღის ეინ წავაწყდი შენს კომენტარს რომ ეს სათაურო.. უკანასკნელი კოცნა.. ზუსტად ასექსს და ანას ეხება. რამაც უფრო დიდი სითბო და უკმარისობა გამიჩინა.. რადგან სიტყვა უკანასკნელი იმდენად აუტანელია ჩემთვის რომ სიტყვები მეკარგება ამის ასაღწერად..


პ.ს. ბოლოს გეტყვი რომ შენი ეს რაღაცნაირობა რომელსაც შენს ისტორიებში ატნევ ძალიან მიზიდავს და ალბათ ასევე სხვებსაც... და კიდე ერთი თხოვნა მაქვს... :დდდ
მინდა რომ "გაყიდული ღირსება" სრულად ატვირთო... :)
ნუ მე უფლება არ მაქვს სურვილები წამოვაყენო მაგრამ.. სიტყვას მაინც ჩავაგდებ.. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სრულად ერთიან ასპექტში♥️

აბა წარმატებები ♥️

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ეს რა იყო. გეფიცები ვტირი, ვტირი.ასე ისტორიაზე არ მიტირია დიდი ხანია. ეს, ეს უბრალოდ სასწაული იყო. არ ვიცი რა იყო. თქვენ წერთ, იცით რა უნდა მოხდეს, გრძნობთ თქვენებურად, კი ძალიან ემოციურადაც, მაგრამ როცა მკითხველი ამდენი ხანია ელის და უცებ ასეთი რამ ხდება, რთულია ემოციების გარეშე ჩაიაროს ამ ყველაფერმა. იმდენი დრამა, სიყვარული, შურისძიების გრძნობაა ამ ისტორიაში ეს თავისთავად ხდის ემოციურს. დიდი ხანია არ დამიწერია კომენტარები. ველოდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. ერთს გეტყვით, ძალიან კარგი იყო.
P.S და მაინც, ალექსანდრეც უზომოდ მეცოდება, მეცოდება რადგან დაკარგა საყვარელი ქალი, შვილი რომლის არსებობაზეც ცოტა ხანია გაიგო და ყველა ცდილობს ჩამოაშოროს საკუთარ სისხლსა და ხორცს. და ამდენი ზიზღისა და შურისძიების შემდეგ, იმის მაგივრად რომ ის ხალხი დაესაჯა ვინც ეზიზღება, სრულიად სხვა, უმწეო და უდანაშაულო, თანაც საკუთარი შვილის მკვლელი ხდებოდა. ალექსანდრე რომ არა ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი აზარტული. კი, ბევრი დრამაა მაგრამ ის სულ სხვაა, თან რა გავაკეთო, მაინც ვერ ვაქცევ ზურგს.❤❤

ძალიან მიხარია რომ შევძელი თქვენამდე იმ ემოციების მოტანა რის გამოც ამ ისტორიის წერა დავიწყე...
საკმაოდ რთული გზა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად, დიდი კრიტიკა მოჰყვა ამ ისტორიასაც,როგორც ჩემს ყველა ისტორიას, მაგრამ მიხარია ძალიან რომ მაიც შევძელი და თქვენამდე მოვიტენე ის გრძნობა და ემოცია რაც ჩაფიქრებული მქონდა ამ ისტორიაში...
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3

Life is beautiful
ნეაკო♥️
მე შენთწნ. ერზტწდ მოვდივარ ფაქტიურად და ვხედავ განვითწრებას...
ეს თავი ყველასგან განსხვავებული იყო, ამ თავში მართლა დავინახე დედა და არა ქალი რომელსაც უბრალოდ დედას ეძახდა პატარა 10 წლის გოგონა...
იცი კიდევ რით იყო გამორჩეული? ნუ რათქმაუნდა იცი. უბრალოდ ჩემთვის იყო გამორჩეული რადგან ალექსანდრესადმი გაჩენილი ზიზღი( რომელიც არ ვიცი განელდება თუ არა მაგრამ ) სხვა რაღაცამ შეცვალა.. ეს სხვა რაღაცა კი სიმანულია.. რომელიც ძაან თავისებურად გაქვს წარმოჩენილი...
რამდენიმე დღის ეინ წავაწყდი შენს კომენტარს რომ ეს სათაურო.. უკანასკნელი კოცნა.. ზუსტად ასექსს და ანას ეხება. რამაც უფრო დიდი სითბო და უკმარისობა გამიჩინა.. რადგან სიტყვა უკანასკნელი იმდენად აუტანელია ჩემთვის რომ სიტყვები მეკარგება ამის ასაღწერად..


პ.ს. ბოლოს გეტყვი რომ შენი ეს რაღაცნაირობა რომელსაც შენს ისტორიებში ატნევ ძალიან მიზიდავს და ალბათ ასევე სხვებსაც... და კიდე ერთი თხოვნა მაქვს... :დდდ
მინდა რომ "გაყიდული ღირსება" სრულად ატვირთო... :)
ნუ მე უფლება არ მაქვს სურვილები წამოვაყენო მაგრამ.. სიტყვას მაინც ჩავაგდებ.. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სრულად ერთიან ასპექტში♥️

აბა წარმატებები ♥️

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ყოველთვის მოუთმენლად და შიშით ველი ხოლმე კომენტარებს, რადგან ამ ისტორიასაც საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა... იცით თქვენც ეს :)
რაც შეეხება ისტორიას, მაქსიმალურად ვეცადე რომ სწორად წარმომეჩინა მარიამი როგორც დედა და როგორც ქალი, ბევრი ნაკლის მიუხედავად და მგონი გამომივიდა რადგან მოგეწონათ თქვენ...
დასასრული სათაურიდან გამომდინარე მაინც ცუდი არ იქნება, რადგან ადამინები რომლებიც შეცდომებს უშვებენ ზოგჯერ ნანობენ და იმსახურებენ პატიებას...
რაც შეეხება ,,გაყიდულ ღირსებას" ერთიან ფორმატში ვერ ავტვირთავ რადგან ტელეფონით ან პლანშეტით ტვᲘრთავ ისტორიებს საიტზე და ამიტომ ვერ მოვახერხებ ამას სამწუხაროდ :(
ამიტომ მიწერია ხოლმე შეცდომით სიტყვებიც :D
მადლობა კიდევ ერთხელ

 


№6 სტუმარი კაკ კუკ

ღმერთოო ეს რა იყოო???? ამდენი არცერთ ისტორიაზე არ მიტირია, ძაან მეცოდება მარიამი. იმედია მალე დადებდ შემდეგ თავს❤️❤️

 


№7  offline მოდერი ნეაკო

კაკ კუკ
ღმერთოო ეს რა იყოო???? ამდენი არცერთ ისტორიაზე არ მიტირია, ძაან მეცოდება მარიამი. იმედია მალე დადებდ შემდეგ თავს❤️❤️

ძალიან მიხარია რომ შევძელი თქვენამდე ამ ემოციების მოტანა :) მადლობა გამოხმაურებისთვის
რაც შეეხება ახალ თავს 3 იანვარს დავდებ, თუ მანამადე მოვახერხე აუცილებლად ავტვირთავ

 


№8 სტუმარი TaTiA

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

ღმერთოოოო.ამდენი ბოლოს როდის ვიტირეეე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent