შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის საჩუქარი 1 თავი


30-12-2020, 19:13
ავტორი laelake
ნანახია 1 645

წვიმის საჩუქარი
ჩემს ცხოვრებაში დადგა ყველასთვის სანატრელი დღე, ორ დღეში ბანკეტი მაქვს. არ ვიცი ეს გრძნობა როგორ უნდა ავღწერო, მოუთმენელად ველი სამშაბათს. როგორც ყოველთვის ბოლო დღისთვის მოვიტოვე კაბის ყიდვა, არც კი ვიცი როგორი კაბა მინდა საერთოდ. იმედი მაქვს ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი დაქალი დამეხმარება. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, გართულება საერთოდ არ მაქვს მაღვიძარის ხმაზე, ძალიან საჭირო ნივთია ვითუმეტეს ჩემნაიირებისთვის. უცებ გავემზადე ყავა დავლიე და ანამარიასთან წავედი. შორს არ ცხოვრობს მაგრამ ფეხით სიარული სასტიკად მეზარება, მარშუტკა გავაჩერე და ანამარიას კორპუსთან ჩამოვედი. ეს გოგო გამაგიჟებს, აშკარად არ ღვიძავს კარი დეაკომ გამიღო. დეა დედამისია, პატარობიდან ერთად ვიზრდებით, დეაკო ჩემთვის დედასავითაა. პატარა ინფორმაციას მოგაწოდებთ ჩემზე და ანამარიაზე ( მე თებე გერგეშელიძე ვარ, 18 წლის. არ მყავს დედმამიშვილი თუ არ ჩავთვლით ანამარიას, მასთან ერთად გავიზარდე მეეჭვება ჩემი და მასზე მეტად მყვარებოდა. ანამარიაც 18 წლისაა , რაც არ უნდა ვთქვა მის გიჟ ძმას ვერ დავმალავ 25 წლისაა მაგრამ ისეთი ცანცარაა ჩვენზე პატარა გეგონება. ანამარია და გიორგი გეგეჭკორიები, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები.)
_დეაკოო, როგორ ხაარ? იმ უმაქნისს კიდევ სძინავს?
_აბა რას მეკითხები, ხომ იცი სძინავს გაგუდულს. წყალი სამზარეულოშია მიდი გააღვიძე.
როგორც ყოველთვის ისევ მე მხვდა წილად ანამარიას გაღვიძება. წყალი ავიღე და ოთახში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი ხელები წყალში დავისველე და ანამარიას შევასხი.
_ანამარია, ჩემო ანამარია, გაიღვიძეე შენ არ გადიხარ გარეთ და ნახე წვიმა მოვიდა შენთან.
ვხვდები ახლა გამომლანძღავს და თუ დაწყნარდება ალბათ ადგომასაც იკადრებს.
_კარგი რა თებეე რას აკეთებ? მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო ხელები დააყენე მეთქი?
_მისმინე ქალბატონო მოეშვი ლაყბობას და ადექი კაბის საყიდლად მივდივართ.
_კაი გადი და გამოვალ მეც ხუთ წუთში
წინადადება დაამთავრა თუ არა კარი გიორგიმ შემოგლიჯა და თავზე დაგვახტა
_რას შვებიან ჩემი ურჩხული გოგოები?
_რავიცი ბატონო გიორგი, ეს ურჩხული გოგო იქნება ახლა ენას რომ ამოგადღლიზავს.
_რამ გაგამწარა გოგო? ხომ ვამბობ ამას ბიჭი ვუპოვოთ დაიკო თორე ისე ვერ დატკბება.
_რატომ მიმწარებ დაქალს? გადი აქედან ჩქარა ნერვებს ნუ მომიშლი რა დილაადრიან.
ალბათ რომ შეგეხედათ იფიქრებდით სერიოზულად ლაპარაკობსო მაგრამ არა რათქმაუნდა ხუმრობდა, გიოც ადგა ბლა ბლა ბლაო და გავიდა მეც უკან გავყევი. ორი საათისთვის უკვე მოლში ვიყავით. იმდენი მატარა ფეხები მომძვრა კინაღამ, თვითონ ორი წლით ადრე შეარჩია კაბა, ორშაბათს ღამის თერთმეტზე მოუტანენ ქალბატონს. ისე უხარია სულ ცქმუტავს.
_მოდი რა თებეე აქაც შევიდეეთ იქნებ იყოს რამეე.
_გეფიცები ცუდად ვარ ჩამოვჯდეთ რა გთხოვ, აღარ შემიძლია მოვკვდები სადაცაა.
_მისმინე აქაც და მორჩა მერე ონლლაინ ვნახოთ რამე, დებილი ხარ ვის გაუგია ორი დღით ადრე კაბის ყიდვა?
_აუცილებლად დავარიგებ ჩემს შვილებს ოღონდ მალე მოვრჩეთ რა
ამ მაღაზიაშიც შევედით, იმედი გადამეწურა მგონი მომიწევს შარვლით წავიდე ბანკეტზე. მაგრამ არა თვალები გამინათდა წიტელი ულამაზესი კაბა რომ დავინახე. კაბასთან მივედი, წრეეები დავარტყი. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს კაბა ჩემი გახდებოდა. ზუზუსაც მოეწონა კაბა(ზუზუს ვეძახი ანამარიას მოფერებით) გადავწყვიტე დეაკოსთან და ზუზუსთან დავრჩე დღეს.
_აუუ ზუზუუუ!
_ხო პაწუ
_ კარგი კაბა ვიყიდე ხო?
_კი გოგო ძაან მომეწონა, ჩემიც ეგეთი არაა? ოღონდ შავი და გრძელი.
_ხო რავი, დავიძინოთ რაა, ისე დავიღალე თვალები მეხუჭება.
_დაიძინე მერე მე ფეისბუქს ჩამოვსქროლავ ცოტახნით.
თვალები დავხუჭე თუ არა, ეგრევე დამეძინა. ვერაფრით მოვისვენე, ღამის ოთხი იყო, რომ გამეღვიძა. ზუზუ კი შემეცოდა გასაღვიძებლად მაგრამ მარტო ხომ არ გავიდოდი სამზარეულოში? მართლა გამიჭირდა ზუზუს გაღვიძება მაგრამ ნამდვილად არ მინანია. ჩუმათ გავიპარეთ სამზარეულოში, კარადების ჩხრეკა დავიწყეთ რაიმე სასუსნავი რომ გვეპოვა. ვაიმე ეს გოგო ისე აჯახუნებს კარადის კარებს მთელ ოჯახს გააღვიძებს, ზუსტად ამიტომ არ გამიკვირდა ნახევრად მძინარე გიორგი რომ დაგვადგა თავს.
_რას შვებით გოგოებო?
_გიოო, რა ბოთე და გყავს გაგაღვიძა ხო?
_აუ გამაღვიძა მაგრამ ახლა ვეღარ მომიშორებთ, მშია და რამე ნახეთ რა.
_ვიპოვეე!
გამარჯვებულის სახით წამოიძახა ზუზუმ.
_გოგოებო, ქაჯებო, ალქაჯებო შემიძლია ჩემს ოთახში დაგპატიჯოთ ფილმის საყურებლად ჩემს ოთახში.
_აუ კიი რაა , გვინდა და ჰარი პოტერს ვუყუროთ.
_დაიკო შენს გემოვნებას რა ვუთხარი, რა ჰარი პოტერი, ბეჭდების მბრძანებელს ვუყუროთ.
სიცილი ამიტყდა
_გიო მგონი არც შენ გაქვს დიდად განსხვავებული გემოვნება.
ლაპარაკით შევედით გიოს ოთახში, საწოლზე დავჯექით და საბოლოოდ ბეჭდების მბრძანებელს ვუყურეთ, ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა მაგრამ დილით მე გიოს და ზუზუს ერთმანეთზე გვეძინა. გველურად ჩამეღიმა ზუსტად ვიცოდი გიოს გასამწარებლად რაც უნდა გამეკეთებინა. ფეხზე დავდექი და კივილი დავიწყე
_გველიი, ვაიმეეეე გველიიიი, გველიიი საწოლზე წეეევს.
გირგი დარეტიანებული წამოხტა, ისე გადახტა საწოლიდან თვალი ძლივს მოვკარი
_სადდდააა სადდდ სად გველ აბაა?
შეშინებული სახით დავიწყე ლაპარაკი
_გიო სარკის წინ დგახარ, ბარემ ჩაიხედე და დაინახავ.
აშკარად მიხვდა რომ ვატყუებდი
_მგონი შენ უფრო გჭირდება თებე სარკე, ფუ ფუ ეშმაკი გადააშენეთ.
სიცილ სიცილით გამოვედით გიოს ოთახიდან, მთელი დღე უაზროდ ვიჯექით ზუზუს ოთახში, ღამის თერთმეტი იყო უკვე და ზუზუს კაბას ველოდით მოუთმენლად. ზუზუს დაურეკეს
_ალბათ მოიტანეეს, აიღე ჩქარაა, სპიკერზე ჩართე.
_ალო!
_გამარჯობათ, ანამარია გეგეჭკორი ხართ?
_დიახ, კაბა უნდა მოგეტანათ ჩამოვიდე უკვე?
_იცით პრობლემა შეიქმნა, ქსოვილი გვიან ჩამოიტანეს და მინიმუმ სამი დღე ვერ იქნება მზად კაბა.
_უკაცრავაად? რას ქვია სამი დღე ვერ იქნება? ხვალ ბანკეტი მაქვს და რითი წავიდე? საღამურებით? არ მაინტერესებს დღეს მზად უნდა იყოს.
_ბოდიშით ქალბატონო მაგრამ დღეს ვერანაირად ვერ იქნება მზად
არც დაამთავრებინა საუბარი ისე გაუთიშა.
_თებეეე, ხომ იცი ორი წლის წინ ვიცოდი, რომ ეს კაბა ჩემი უნდა გამხდარიყო, ახლა რაღა ვქნაა? დედიიი, დეეე, დდ....ეეა კო რა ვქნა?
სამზარეულოში გავიყვანეთ, სამი ადამიანი ვამშვიდებდით ზუზუს, ძალიან შემეცოდა ორი წლის წინ შეარჩია ეს კაბა და ესე ნაგვურად როგორ მოექცნენ.
_დედიკო, ანამარია მისმინე, ჩემი ბანკეტის კაბა ჩაიცვი იცი რა ლამაზია? დაიცა მოვძებნი მოგიტან ეხლავე.
დეაკო გავიდა და თხუთმეტ წუთში ატლასის კაბით დაბრუნდა.
_აი დე, ნახე რა ლამაზია.
ანამარიამ კაბა აიღო ხელში დაიჭირა, ათასნაირად გადაატრიალა და ისევ ტირილი დაიწყო. ჩემი აზრით ლამაზი კაბაა, ძალიან მომეწონა.
_აუუ ანამარია კარგი რაა ნახე დედას კააბა მაგარია, მარა დედა შენ რა ეს გეცვა ბანკეტზე? მე კიდე მეგონა მონაზონი იყავი სკოლლაში.
_ბევრს ნუ ტლიკინებ გიორგი, შენი და დაამშვიდე მაგის მაგივრად.
_აუ ზუზუ ნახე მართლა ლამაზი კაბაა,აბა ჩაიცვი ვნახოთ.
_აუ თებე კარგი რაა, რას გაავს ვერ ხედაავ ამაში ჩავძვრები, დიდი მექნება რაა.
სლუკუნით ლაპარაკობდა.
_იდეა მაქვს, ზუზუ ჩემი კაბა ხო გავს შენსას? ხოდა ჩემი ჩაიცვი მე ამ კაბას ჩავიცმევ, ხო მათხოვებ დეაკო?
_არა თებეე, რამდენი ვეძებეთ ეს კკ...აბა და ეხხა მე ხო არ ჩავიცმევ?
_მისმინე შენ ეგრე ორი წლის წინ შეარჩიე ეგ კაბა, თან ჩემს კაბას დავაპატარავებთ კორსეტისავითაა, დეაკო თავის კაბას მათხოვებს ძაან მომეწონა მე ეს კაბა.
_აუუ მართლა? არ მინდა რო შენც ჩაგიშხამო ბანკეტი
_ვაიმე ზუზუ მეორედ ეგეთ სისულელეს იტყვი და შემოგარტყავ.
_ხო დედიკო თან ჩვენს თებეს ეს კაბა ძალიან მოუხდება, შენ კიდე როგორი წვრილი მყავხარ, ჭამე თქო ხომ გეუბნებოდი?
ჯუჯღუნზე გადავიდა დეაკო, ვგიჟდები ამ ქალზე უსაყვარლესია, თან ჩვენზე ისე ზრუნავს გული მითბება. საბოლოოდ გადავწყვიტეთ დეაკოს კაბა მე ჩამეცვა ჩემი ზუზუს. დილით ადრე გავიღვიძეთ და მზადება დავიწყეთ, მგონი ეს კაბა დამაკვდა, ოღონდ სერიოზულად, მოვარდისფრო ატლასის კაბა იყო, გრძელი, ყელი დაფარული ჰქონდა, ხოლო უკან ზურგი მთლიანად ამოღებული. ზუზუმ ჩემი წითელი კაბა ჩაიცვა წინ ღრმა დეკოლტე ჰქონდა უკან კორსეტისნაირი შესაკრავი, ულამაზესი იყო, მის თეთრ კანს ძალიან მოუხდა წითელი ფერი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთეთ. ჯერ სკოლაში უნდა წავსულიყავით შემდეგ კახეთში მივდიოდით, საღამოსთვის კიდევ თბილისში ვბრუნდებოდით და წვეულებას ვაწყობდით, კახეთში გადასაღებად მივდიოდით. კლიპის გაკეთება გადავწყვიტეთ კლასმა. სახლიდან გიომ გაგვიყვანა, ორივე ძალიან ვნერვიულობდით ზუზუმ კინაღამ ხელები დაიმტვრია ნერვიულობისგან.
_ზუზუუ კარგი რა, ასე ნუ ნერვიულობ! საერთოდ რა განერვიულებს ბანკეტი გვაქვს
_ხო მაგრამ ბანკეტის მერე კლასთან ურთიერთობა რომ გვაწყვიტოთ?
_არ გავწყვიტავთ, ეგეთები არ არიან.
_არ ვიცი, აი გიომ როდის დაამთავრა და აღარც ეკონტაქტება არავის.
_როგორ არ ვექონტაქტები? დუდუს ვეკონტაქტები ურჩხულო.
_ეგ ვინაა? მე არ მინახავს, რატომ მატყუებ?
_აუუ კაი რაა არ გატყუებ საქართველოში არაა და მაგიტომ არ იცი, გაგაცნობ მერე.
როგორც იქნა ცოტათი დამშვიდდა, სკოლაშიც მივედით, ოთხი საათისკენ გადავნაწილდით მანქანებში, მე, ზუზუ, დათა, გეგა და გაბრო ვიჯექით ერთ მანქანაში.გეგა საჭესთან იჯდა გაბრო მის გვერდით ჩვენ სამი კი უკან.
_აუუ მალე ჩავალთ?
_ვაიმეე ანამარია შენ რა მოუთმენელი ხარ? ჩქარა ვატარებ და არ ატარო ჩქარაო მეტი რაღა ვქნა?
_ვაიმე გეგა ბოდიში თუ ზუზუს თავისივე ბანკეტზე სიკვდილი არ უნდა
_არა ესენი არ უნდა ჩაგვესვა მანქანაში.
გაიცინა და გაზს დააჭირა, მთელი სიჩქარით მიქროდა ჩვენი ყვირილის მიუხედავად, ვერ ვხვდები ბიჭებს ესეთი რაღაცეები რატომ სიამოვნებთ? როგორც იქნა ჩავედით კახეთში, კლიპის გადაღებაზე იმდენი ვიწვალეთ მანქანაში კინაღამ ჩამეძინა, არა ენერგია რამით უნდა აღმედგინა დღეს ბოლომდე უნდა გავერთო.
_გეგაა სადმე მაღაზიასთან გააჩერე რამეს ვიყიდი თორე ჩამეძინება სადაცაა
_კაი თუ ვნახე მაღაზია გაგიჩერებ ლოთო
_ოო არ დაიწყო ეხა ეგეთები ნახე ზუზუსაც ეძინება.
_კაი კაი გავაჩერებ, არ დაიძინოთ რა, დაიცა მანამდე ვიცი რაც უნდა ვქნა
უცებ ჩართო ხმამაღალ ხმაზე სიმღერები, მე და ზუზუ შიშისგან შევხტით ამათმა კიდევ სიცილი დაიწყეს.
_აუუუ კაი ხო თუ ვერთობით გავერთოთ, ფანჯარა ჩაწიე გეგაა.
_თებეეე არ ქნა გადავარდებიი
ფანჯარასთან მივედი, სავარძელზე დავდექი და ფანჯრიდან გადავიწიე.
_ვუუუუუ
ბოლო ხმაზე ვიყვირე, სახეზე ჰაერის ნაკადი მეხეთქებოდა უმაგრესია, თან ადრენალინს გრძნობ.
სამ საათში თბილისში ვიყავით უკვე თერთმეტი საათი იყო, დარბაზი გვქონდა დაქირავებული შევედით ყველა აჟიტირებული იყო. ერთმა კლასელმა იმღერა კიდეც ამასობაში გარეთაც გაწვიმდა. ვგიჟდები წვიმაზე, ამიტომ გადავწყვიტე გარეთ გასვლა და გასეირნება, დარბაზიდან გავედი ხელები გავშალე მაღლა ავიხედე და ერთ ადგილზე გავჩერდი. ვიგრძენი როგორ დასეირნობდნენ წვიმის წვეთები ჩემს სხეულზე ძალიან მესიამოვნა, ამაზე კარგი გრძნობა მგონი არ არსებობს. კიბეები ჩავირბინე და გზას გავუყევი, ნელ-ნელა მივსეირნობდი. ხალხი კი სახლისკენ მიიჩქაროდა, აქაურობას ახლა ნელი სიმღერა და ცეკვა დაამშვენებდა. წინ გავიხედე და ბიჭი დავინახე ისიც ნელა მოსეირნობდა, მომიახლოვდა მეც არ დავაყოვნე ისე გადავუდექი წინ. წვიმის გამო ხმამაღლა უნდა მელაპარაკა. გაკვირვებული მიყურებდა, ტელეფონში ნაზი სიმღერა მოვძებნე და დავასტოპე.
_უკაცრავად, მეცეკვებით? ძალიან გთხოვთ ვიცი შეიძლება გიჟურად ჟღერდეს მაგრამ მართლა ძალიან მინდა ახლა ცეკვა.
_ნამდვილად გიჟურად ჟღერს, წვიმაში ცეკვა გინდა მაინცდამაინც? ან უცხო ადამიანს რატომ უნდა ვეცეკვო?
_უბრალოდ მოგონება გექნებათ, ვიღაც გოგო მოვიდა წვიმაში და გთხოვათ მეცეკვეო. თან სულ მთლად სველი ვარ 10 წუთს წაგართმევთ მხოლოდ.
_კარგი მაგრამ შენი სახელიც არ ვიცი
_საიდუმლოდ დავტოვოთ, უცნობი გოგონა ვარ.
მუსიკა ჩავრთე, წვიმის ბიჭმა ერთი ხელი წელზე შემიცურა მეორე ხელით ჩემი ხელი დაიჭირა და სხეულზე ამიკრა, ჟრუანტელმა დამიარა ალბთ სიცივის გამო. აი ასე ვცეკვავდით ქუჩაში ხალხი გაკვირვებული გვაკვირდებოდა ზოგი იღიმოდა ზოგიც გვლანძღავდა. ორივენი ვიცინოდით სალანძღავ სიტყვებს რომ ვიგებდით. რა ლამაზად იღიმის. სიმღერა მორჩა გამიღიმა
_ წამომყევი
_სად უნდა წამოგყვე? მანიაკი ხარ და ჩემით გავები შენს მახეში?
_ არა აარა აქვეა ჩემი მანქანა, ბარემ წაგიყვან წამოდი
_არა, არა ბანკეტი მაქვს აქვე, უბრალოდ წვიმა რომ დავინახე თავი ვერ შევიკავე და სასეირნოდ გამოვედი.
ლაპარაკში მის მანქანასაც მივადექით
_ანუ სკოლა დაასრულე უკვე? კარგი მაშინ აი ეს აიღე
მანქანიდან ჟაკეტი აიიღო და მომცა.
_არ იყო საჭირო მაგრამ მადლობა.
გავუღიმე ჟაკეტი გამოვართვი, მოვიცვი და დარბაზისკენ წავედი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

მომწონს ძალიაააააან ???? ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline წევრი laelake

სტუმარი ანი
მომწონს ძალიაააააან ???? ველოდები გაგრძელებას

გამიხარდა რომ მოგეწონათ, ვეცდები მალე დავდო ახალი თავი heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი ელლე

აუუუუ ძააან მომწონს

 


№4 სტუმარი გიორგი გერგეშელიძე

მეც ველოდები მომეწონა

 


№5  offline წევრი laelake

ელლე
აუუუუ ძააან მომწონს

მიხარიაააა❤❤❤❤❤

გიორგი გერგეშელიძე
მეც ველოდები მომეწონა

დავდე მეორე ნაწილი❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ ძაAAAAAნ მაგარია

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაც განსხვავებული დასაწყისი აქვს საოცარია საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე წვიმაში ცეკვა მაგარია მომეწონა ძალიან მადლობა წარტებები ????

 


№8  offline წევრი laelake

სტუმარი ნესტანი
რაც განსხვავებული დასაწყისი აქვს საოცარია საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე წვიმაში ცეკვა მაგარია მომეწონა ძალიან მადლობა წარტებები ????

მადლობა თქვეენ❤ მარტო მაგარი? იცით რა სასიამოვნოაა❤❤❤ ცადეთ❤ მაგრამ ტანსაცმელი არ შეიშროთ თორემ გაცივდებით❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent