შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (19 თავი)

2-01-2021, 17:08
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 4 679

აბაზანიდან გამოსულმა კიდევ რამდენჯერმე შემავლო თვალი და მერე გვერდით ფრთხილად მომიწვა, ჩემსკენ გადმობრუნდა და სახე ახლოს მომიტანა. აუტანლად ძნელი იყო მისი სიახლოვე. გული ყელში მიცემდა. ისე ხმაურობდა შემეშინდა, მიხვდებოდა, რომ არ მეძინა. კვლავ თმებზე მომეალერსა. მთელი სხეული მის ჩახუტებას მთხოვდა, მე კი უკანასკნელი ძალით უკან ვექაჩებოდი. არ მქონდა უფლება, მერიდებოდა მისი. თან რაიმე, რომ ეკითხა პასუხსაც ვერ გავცემდი.

– გული, არასდროს გვემორჩილება ხო? ახლა დამშვიდდი, ხვალ ვისაუბროთ.

მისმა ხმამ, სხეულში მრავალჯერ დავლილი ჟრუანტელი წრეზე დაატრიალა. ასე, გულისა და გონების ბრძოლაში, როგორღაც გამოვათნე. მშვენივრად ვხვდებოდი, წინა დღის მოვლენები, დიდი პრობლემების დასაწყისი იყო ჩვენს ურთიერთობაში. მას, რომ გაეღვიძა მე, უკვე მოწესრიგებული ვიჯექი მისგან ზურგით, საწოლზე. გაუნძრევლად იწვა, თუმცა მაინც მივხვდი, არ ეძინა. მისკენ არ გამიხედავს ისე, ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყე:

-დიდი ხანია ვხვდები, ბაკურიანში მომხდარი, საბაბი იყო, ჩემს ცოლად მოსაყვანად. იმასაც ვხვდები, ეს ამბავი გაცილებით ადრე დაიწო და ალბათ, სერიოზული მიზეზიც გექნებოდა, მაგრამ შენი აზრით, მე ეს ყველაფერი არ უნდა ვიცოდე? ... ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ მიმალავ სიმართლეს. ამის გამო ოცდაორი წლის ასაკში მომიწია გათხოვებამ. ისეთ დროს, როცა ეს დაგეგმილი კი არა, თავში აზრად, წამითაც არ მქონდა გავლებული. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე შორეული გეგმა იყო. მომკიდე ხელი და ყველაფრის აუხსნელად გამათხოვე. ყველა ჩემი გეგმა, ერთ დღეში ამოტრიალდა. დიმა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას უჩემოდ მიიღებდი, ხომ ჯობდა ჩემთვის აგეხსნა და მერე ერთად გადაგვეწყვიტა ღირდა, თუ არა?! ნამდვილად ჯობდა, მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი რადგან ფიქრობდი და ახლაც ფიქრობ, ამის არ თქმა უფრო სწორი იქნებოდა და ამით მე მიცავ. – ვცდილობდი მისი წუხანდელი კითხვებისთვის ცოტათი მაინც, შემოვლით ისე მეპასუხა, ვერ მიმმხვდარიყო, რომ გავიგონე.

– თაკო, საით მიგყავს ეს საუბარი? – გატეხილი ხმით მკითხა, ერთიანდ ფამოფხიზლდა და ადგა.

– არსად არ მიმყავს, უბრალოდ რაღაცის ახსნას ვცდილობ. რთული ყოფილა. ვერასდროს მოამზადებ წინასწარ სიტყვას, როდესაც შენს თავზე და გრძნობებზე საუბრობ. არ გავს იმ გამოცდლებას, რომელიც აქამდე სიტყვით გამოსვლის დროს მიმიღია. თავს ძლივს ვუყრი და გთხოვ, მაცადე !

– რამეს ნანობ?

– არაფერს და არასოდეს ! არ ვიცი რას გეტყვი, ისიც არ ვიცი შენ როგორ გაიგებ, მაგრამ ერთი რამ თავშივე იცოდე, შენთან გატარებულ ერთ წამსაც არ ვნანობ. ახლა გავაგრძელებ, რამდენად დალაგებულად არ ვიცი, მაგრამ მინდა სწორად გაიგო.

– ვეცდები !

– მე, შენი მესმის. მე, შენი ამ ნაბიჯის გაგება შევძელი და არასდროს დამცდენია საყვედური. არ გეთანხმებოდი, არც ახლა არ გეთანხმები, მაგრამ მესმის. თუმცა არ ნიშნავს, რომ ამან ჩემზე გავლენა არ იქონია... რამდენჯერაც გკითხე, იმდენჯერ უარი მითხარი მოყოლაზე, თუცა არ დაგიმალავს რაღაც, ნამდვილად რომ იყო. იცი რატო არ დამიმალე? მიუხედავად იმისა, ზოგჯერ უცნაური საქციელები მახასიათებს და რაციონალურ საზღვრებს ვცდები, მაინ იცოდი, დიდი ინტერესის მიუხედავად არ ჩაგეძიებოდი და შენს უთქმელად გაგებას შევძლებდი. ამის გამო არც ვიყვირებდი, არც ისტერიკას მოვაწყობდი და არც იმას გეტყოდი, რომ მასულელებ. დიმა, მე ძალიან მინდა ვიცოდე, მაგრამ მაინც მესმის და არ გაძალებ, სანამ თავად არ გადაწყვეტ მოყოლას. მესმის, რომ მიცავ, არვიცი რისგან, მაგრამ შენ რახან ასე თვლი ესეიგი მართლაც ასეა საჭირო... მე ამ ყველაფერს ხაზი მაშინ გადავუსვი, როდესაც ჩემ თავთან ვაღიარე, რომ მიყვარხარ და იმაზეც თანახმა ვარ, რომ არასდროს მითხრა... მოდი, ახლა ადგილები გავცვალოთ და გკითხავ, თუ შენ შეგიძლია რაღაც არ მითხრა, მე რატომ არ შემიძლია, თუ ჩემი მიზანიც იგივეა? თავადვე გიპასუხებ, იმიტომ, რომ მე ქალი ვარ. შენზე გაცილებით სუსტი პირდაპირი გაგებით, პიროვნულად და სტატუსითაც. მე შენი დაცვა არ შემიძლია... ასე ფიქრობ ხო? – დაველოდე, მაგრამ პასუხი რომ არ გამცა და ეს სიჩუმე კის ნიშნავდა, ცოტა ხმამაღალი ტონით ვუთხარი. – მე არ ვარ სუსტი დიმა ! მე არ შემიძლია მუდმივად შენი ჩრდილის ქვეშ ცხოვრება. მე ყოველ დაბრკოლებაზე შენთან არ მოვირბენ და შენს ზურგს არ ამოვეფარები. ეს ჩემს შინაგანს ეწინააღმდეგება... მარტო შენ ვერ იზრუნებ... თუ ზრუნვა და დაცვაა მაშინ მხარდამხარ იყოს...

დიდი პაუზებით ვსაუბრობდი. ისე ვნერვიულობდი ყელი გამიშრა. წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა. გამოვართვი და ლამის ერთ ყლუპზე გამოვცალე. მთელი ეს დრო მოთმინებით მისმენდა.

–დამშვიდდი და განაგრძე ! – მისი ხმაში იმხელა ზრუნვა იგრძნობოდა იმედი მომეცა, ჩემს ნათქვამს სწორად იგებდა.

– არასდროს მიფიქრია, რომ ვიღაცითვის ანგარიში უნდა ჩამებარებინა და ჩემი წესები მისასთან შემეთავსებინა. ახლა მიწევს და ვცდილობ ვისწავლო. ვცდილობ, შენთან ერთად ცხოვრება ვისწავლო.ვიცი, არ გამომდის, არ ვარ კარგი ცოლი. რაც არუნდა ძალიან ვეცადო, მაინც რაღაც მექაჩება უკან. ჯერ კიდევ ჩემ თავთან რაღაცეებზე ვმუშაობ.ბევრი რამის ერთად გადახარშვა მიწევს და ამ დროს ერთმანეთში ვირევი. დამიჯერე არ არის ადვილი ...

– თაკო, მე შენთვის არ მითხოვია იდეალური ცოლი იყო. არასდროს გთხოვ გახდე ისეთი, როგორიც არ ხარ.

– ვიცი არ გითხოვია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავ,არ გინდა? როგორია შენთვის იდეალური ცოლი დიმა?

– ისეთი, როგორიც მიყვარს ! მე შენგან მხოლოდ ერთს ვითხოვ, არ მომატყუო.

– ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად შენი მოტყუება მინდა.

– აბა, რატომ არ მითხარი გუშინ?

– იცი, რატომ არ გეუბნები თუნდაც იმას, რომ „რაღაც“ მოხდა? მეშინია, რადგან შენ მხოლოდ ამ სიტყვებს არ დასჯერდები და ბოლომდე გარკვევას მოინდომებ. არ დამაცდი თავად გადავწყვიტო, როდის გეტყვი სრულად... ეს ერთი და მეორე– ახლა, ის რომ გითხრა რის გამოც გუშინ ერთმენეთი ასეთ მდგომარეობამდე მივიყვანეთ, იცი რას გააკეთებ? ისე მოაგვარებ მე გვერდზე გამწევ, მეტყვი, ამ საქმეში არ უნდა ჩავერიო და რომ მიცავ. მერე წახვალ და ქვეყანა გადაატრიალებ...მე ამჯერადაც არ შეგეწინააღმდეგები, გაგიგებ მაგრამ მერე, სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს...ჩემი თავი მარტო მე, რომ აღარ მეკუთვნის და შენი სიყვარული ყველაზე ძვირფასი რომ არის ჩემთვის ამის დასტური ჯვრისწერა იყო, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნვს, ჩვენ ერთმანეთი ბოლომდე შევისრუტოთ ხო? დიმა შენ ყოველთვის ჩემს გვერდით დგახარ, მაგრამ ისეთ სივრცეებში მზღუდავ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის...ვიცი, შენი იმედი ყოველთის და ყველაფერში უნდა მქონდეს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს მე ხელები დავიფერთხო და ყველაფერი ჩემს მაგივრად შენ აკეთო? ყველა გადაწყვეტილება შენ მიიღო? მე, საყრდენი და იმედი სხვანაირად მესმის– როდესაც ჩემი გადადგმული ნაბიჯებით, თუნდაც ის მცდარი იყოს, დაღლილი და დამარცხებული დავბრუნდები ის დამეხმაროს წამოდგომაში, იმედი მომცეს და არა ჩემს მაგივრად აკეთოს ჩემი საკეთებელი. სულ ეს იყო. იმედი მაქვს ისე ვთქვი, როგორც მინდოდა, მეთქვა. – დავასრულე და ერთიანად დაჭიმულ სხეულს თავისუფლება მივეცი.

– ესეიგი „რაღაც“ მოხდა?

– მე, მაგის გარდა სხვა, ბევრი რამ გითხარი.

– ყველაფერი გავიგე !

– გააჩნია, როგორ ?

– როგორც გინდოდა. ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს, ასე გინდოდა. არ მინდა მაგ სიტყვების სიღრმეებში ჩავიხედო.

– რომც ჩაიხედო ზუსტად იგივეს დაინახავ და კიდევ შენდამი იმაზე მეტ სიყვარულს ვიდრე გგონია. რაც შეხება ჩვენს პირველ შეხვედრას იმდენი ხანი ვდუმდი ახლა მიჭდებოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მეთქვა.

– თაკო, მე მეგონა ყველაფერს ვაკეთებდი ...

– აკეთებ! ყოველდღე ცდილობ თანაცხოვრებაში გავიზარდოთ მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება ვერ გეწევი.

– იცი, რა მაგიჟებს? ყველასთან ახერხებ იდეალური ურთიერთობის აწყობას, ერთი დღეც კი საკმარისია მათი სიყვარული მოიპოვო და ჩემთან რა გჭირს ? რას ვაკეთებ არასწორად?

– ჩემდამი ნდობა გაკლია !

– საიდან მოიტანე?

– ცდილობ მარტო არსად გამიშვა ან შენ მომყვები ან დაცვა დამსდევს. გინდა, ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდე. დიმა, გგონია არ ვიცი, ჯერ კიდევ რომ აკონტროლებ ჩემს ტელეფონს? – ეს ყველაზე დიდი, პრობლემა იყო რაც მას ან ურთიერთობაში მაწუხებდა.

– ეგ ნდობასთან არაფერ შუაშია.

– აბა რასთანაა შუაში დიმა?

– შენი დაკარგვის შიშთან.

– შენ გეშინია ჩემი დაკარგვის იმდროს, როცა მე შენს იქით ვერავის ვერ ვხედავ? ჩემს გულში და გონებაში შენს გარდა არავის ადგილი, რომ არ არის ამის დამტკიცება ვერ შევძელი? – გაცეცხლებული მივვარდი მასთან თვალებში ჩავაშტერდი.

– მაგაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც საკუთარ თავში. – თბილად გამიღიმა.

– აბა როგორ აიხსნება შენი საქციელი?

– თაკო რაც არუნდა ძალიან გინდოდეს დამაჯერო, რომ ძლიერი ხარ, თავის დაცვა შეგიძლია და ჩემს ზურგს უკან დგომა არ გინდა, მე ისე ავადმყოფურად მაქვს სულში გამჯდარი შენი დაცვის სურვილი, მაინც იგივეს გავაკეთებ. მაინც დავითვლი შენს ნაბიჯებს, ყოველთვის ჩაგეძიები როდესაც შენს სახეზე ღელვას დავინახავ და ზუსტადაც, მერე გვერდზე გაგწევ და ის მოვაგვარებ შენს გასაკეთებელს, არ ჩაგრევ რომ არ ინერვიულო. არ დავუშვებ ოდესმე დაეცე, რადგან მეც შენთან ერთად დავეცემი და მერე წამოდგომაში ვეღარ დაგეხმარები. ყველა შენს ტკივილს მარტო ჩემად ვაქცევ ოღონდ შენ აგარიდო. შენს საყვარელ თავისუფლებასაც კი შევზღუდავ თუ საჭირო გახდა. არაფერი არ გამტეხს ცხოვრებაში შენს გარდა. ახლა მითხარი რა მოხდა გუშინ!

– და შენი აზრით ამ დროს მე არ ვინერვიულებ, მშვიდად ვიჯდები როდესაც შენ ჩემს მაგივრად ცეცხლში ჩახტომას დააპირებ? კიდე ვერ ხვდები, ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი და სანერვიულო შენ რომ ხარ ?! კიდე ვერ ხვდები, რატომ გიმალავ იმას რაც გუშინ მოხდა?

– ვხვდები, მაგრამ არ მაინტერესეს !

– ასე თუ შემბოჭავ მართლა გამაგიჟებ. სულ ტყუილად ვილაპარაკე იმდენი? სულ ტყუილად ვცადე შენთვის გული გადამეშალა და ჩემი პრობლემები, ჩემი დამოკიდებულება მეთქვა?

– თუ გინდა გაგიჟდი, ავიტან. თაკო არ გეგონოს ვერ გავიგე რაც მითხარი. ახლა უფრო მეტად ვეცდები შენს გაგებას, მაგრამ ამ საკითხში ვერა. სხვა დანარჩენი შენს ჭკუაზე აკეთე, მაგრამ ამას არ დაგითმობ. ტყუილად არ მთხოვო !

– ვაიმეეე ! რა ვქნა ახლა ? ახლა, რა გავაკეთო?

– მოყევი ! – უცებ მომვარდა და ხელებში მომიმწყვდია.

– დიმა ახლა სულ რომ დავივიწყო მე რა მინდა, პრობლემად ის კი არ რჩება, მე რომ მოვყვები არამედ ის, მის შემდეგ რას გააკეთებ.

– იმას რასაც საჭიროდ ჩავთვლი.

– მაგ „საჭიროს“ ვგულისხმობ მეც.

– ნუ სარგებლობ, იმით რომ შენთვის ყველაფრის პატიება შემიძლია. მოყევი !

– არასოდეს გავაკეთებ იმას რასაც არ და ვერ მაპატიებ. უბრალოდ ცოტა დრო მომეცი ...

– ეგ დრო უკვე გავიდა.

– მართლა გიჟად მაქცევ !

– ეგ ჯერ კიდევ საკითხავია გიჟად ვინ, ვის აქცევს ! ამევსო მოთმინება ! – თვალები ისე დამიბრიალა სხვა გზა აღარ დამიტოვა.

– კარგი, ოღონდ დამპირდი, რამე სისულელეს არ გააკეთებ და ნერვიულობით არ მომკლავ !

– ეგ იმაზეა დამოკიდებული შენ, რას მეტყვი.

– დიმა დამპირდი თორემ, კრინტს არ დავძრავ. დამპირდი, რომ მშვიდად მომისმენ და ცივი გონებით იმოქმედებ !

– თაკო, არ მიყვარს ტყუილი დაპირებები, მითუმეტეს იმაზე რაც არ ვიცი.

– გთხოვ, არ მანანო, რომ გითხარი თორემ ამის შემდეგ არასდროს აღაფერს გეტყვი !

მის მკლავებს დავეხსენი და დამალული საჩუქარი გამოვიტანე. წერილი, რომ წაიკითხა სახეზე იმხელა სიბრაზე დაეტყო მივხვდი, ნიკას ამბავსაც რომ გაიგებდა მხეცს დაემგვანებოდა.მას არ შეეძლო ასეთ დროს თავის კონტროლი. მისთვის რამე რომ დაეშავებინა მთელი ცხოვრება ინანდებდა. ეს სინანული კი ორივეს გაგვანადგურებდა. სწორედ ამის არიდება მინდოდა.

– სულ ეს იყო? სამიკვირისწინანდელმა საჩუქარმა, გუშინ შეგაშინა? – ამ, დაჭიმული ყბებიდან გამოცრილ რამდნიმე სტყვაში, მთელი ირონიით ჩააქსოვა საყვედური და აწი, უფრო ცუდი რომ უნდა მეთქვა, მიხვდა და აფეთქებისთვის შემამზადა.

– ლილეს წერდა და ჩემზე ეკითხებოდა. – ლილეს ნათქვამი ყველა სიტყვა ვერ ვუთხარი, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა.

– ვინ ? – ისე მკითხა, უპასუხოდაც იცოდა.

– ნიკა. გუშინ კორპუსთანაც ის იყო.

– ნიკაააა ... მოგკლავ შე არაკაცო ! – იმხელაზე იღრიალა კედლები შეზანზარდა. წასვლა დააპირა. კარებში გადავუდექი.

– გთხოვ დამშვიდდი. იქნებ მას არ გამოუგზავნია.

– ის ბინასთან იდგა და შენ გელოდა, მარტო ესაა საკმარისის ჩემი ხელით რომ გავგუდო. – მის ხმაურზე ყველა ერთიანად ამოცვივდა.

– დიმა ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ ახლა არ წახვიდე ! ხომ გთხოვე არა? ხომ გთხოვე... – სიბრაზით ყველა ძარღვი ეტყობოდა. შემეშინდა, რომ სშინელებაას ჩაიდენდა და ისტერიკული ტირილი ამივარდა.

– თაკო, გაიწიე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ !

– არ გავიწევი ! რაც გინდა ის გამიკეთე, ოღონდ ახლა არ წახვიდე. გთხოვ დიმა ... გთხოვ... – არც ჩემი სიტყვები ესმოდა და არც გარშემომყოფთა ხვერწნა–მუდარი. ხელით გამწია და კიბებეზე ქარივით დაეშვა. ავედევნე.

– თუ არ ჩერდები მაშინ მეც წამოვალ. – წამში მოტრიალდა, დამიჭირა და შემაჯანჯღარა.

– კიდევ ერთხელ, რომ მივცე შენი ცქერის ბედნიერება? ბოლო წამს შენ, რომ გიყურებდეს? – ბოლო სიტყვებზე სხეული მომეცელა, თავი ძლივს შევიკავე, არ წავქცეულიყავი.

– დიმა ისე ნუ იზამ ეს, ჩვენი ბოლო წამი იყოს ! – მრავალმნიშვნელოვნად, მუდარით ვუთხარი.

– ჩვენს ბოლო წამს მე გადავწყვეტ ! კბილების კრაჭუნით გამოსცრა. – ახლა კი სახლში შედი თორემ, მომიწევს განახო ნამდვილი დიმა, როგორია! – მის თვალები ისეთი შეცვლილი იყო, მათში იმხელა რისხვა დავინახე შიშისაგან ერთიანად გავიყინე. ჩემი საყვარელი გიშრებისგან მისხალიც არ დარჩენოდა. – ნანა, ეს, სახლიდან ფეხს თუ გადადგავს პასუხს შენ მოგთხოვ! – ისევ იღრიალა. მანქანაში ჩაჯდა და წამის მეასედში გაქრა ჩემი თვალსაწიერიდან.

– სანდროს დაურეკე, გაყვეს. – იმ წუთას ვინმეს სიტყვას თუ შეისმენდა, ეს სანდრო იყო.

ეს სიტყვები ანას ვუთხარი. მის მერე აღარაფერი მახსოვს, სხეულში სიმძიმე ვიგრძენი და ჩავიკეცე. გონზე, რომ მოვედი თვაზე, სამი წყვილი შეშინებული თვალი დამჩერებოდა. განსაკუთრებულ ღელვას ნანას დასტყობოდა. ხელზე მოვუჭირე და უთქმელად ვანიშნე, რომ კარგად ვიყავი.

შუადღე მიიწურა, მასზე საერთოდ არაფერი ვიცოდით, არსად არ სჩანდა. არც თავად პაუხობდა ზარებს და არც სანდრო. ზურა და გუგაც საქმის კურსში იყვნენ და ეძებდნენ. მთელი ეს დრო მისაღებში მოკეცილი ვიჯექი, მუხლებზე ხელები მქონდა შემოხვეული და წინდა და უკან ნერვიულად ვქანაობდი. ასეთი გაურკვევლობით და შიშით სავსე პირველად ვიყავი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ან, რომც მცოდნოდა ნანას ისეთი ტონით დაემუქრა არსად გამიშვებდა. საღამო ისევ სრული გაურკვევლობით დადგა. გოგიც დაბრუნდა, მაგრამ არც მან მოგვიტანა ახალი ამბავი გარდა იმისა რომ ნიკაც არსად ჩანდა. არც გამკვირვებია რათქმაუნდა არ გამოჩნდებოდა, თავისთან ეყოლებდა და კაცმა არ იცის რას გააკეთებდა. როგორ მინდოდა ის უნამუსო საკუთარი ხელებით გამეგუდა მაგრამ იმწუთას მისი უღირსი სიცოცხლისთვის ვლოცულობდი. იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა მართლა მოეკლა ჭკუიდან მშლიდა. ეს რომ გაეკეთებინა ორივე უფსკრულში ჩავცვივდებოდით. ან, პირიქით, მას რომ დაეშავეინა რამე? ... ყველა მოთმინება გადამეწურა. იქ ჯდომა და ლოდინი აღარ შემეძლო. ფეხზე შეშლილივით წამოვვარდი და კარებისკენ გავიქეცი. არც ის ვიცოდი სად გავრბოდი და არც ის რას გავაკეთებდი, მაგრამ რამე უნდა გამეკეთებია. პირდაპირ ჩემი ავტომობილისკენ ავიღე გეზი. ის იყო, კარს ვაღებდი და ვჯდებოდი სახლიდან ყველა ხმაურით გამოცვივდა და მომვარდა, დიმამ კი მანქანა პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა. მისკენ შევბრუნდი და ლამპიონების შუქზე შავად მოელვარე თვალებში მივაშტერდი. შედარებით მშვიდი ჩანდა მაგრამ რომ შემომხედეს ერთიანად აიმღვრნენ. როგორც ჩანს მე გამოვიყურებოდი ძალიან ცუდად. სახეზე მზერა მოვატარე და რამდენიმე სისიხლის კვალი შევნიშნე.

– მე შენ რა გითხარი? სად მიდიოდი? – მოჩვენებითი სიმკაცრე გაურია ხმაში.

ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ვუყურებდი. ათასი სიტყვა მქონდა სათქმელი მაგრამ ვერ და ვერ მოვახერხე ამოთქმა. მიხაროდა, სახსალამათს რომ ვხედავდი, მაგრამ მასზე მეტი წყენა და სინანული იყო. ვნანობდი რომ ვუთხარი. მერჩივნა ჩემზე ყოფილიყო გაბრაზებული ვიდრე ეს დღე გამოგვევლო. მწყინდა, ჩემი არჩერთი სიტყვა რომ არ გაითვალისწინა. განსაკუთრებით კი მისი ბოლო სიტყვები მწყინდა. მთელი დღის ნანერვიულებს და ძალაგამოცლილს, წესით იმ წუთას ფეხებსი ძალა უნდა გამომცლოდა, მაგრამ პირიქით, ქვასავით გავხდი. მის უკან მდგომ ჩემს ძმას გავხედე. თვალებით მანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

– სანდრო შეგიძლია ახლა შენთან წამიყვანო? – ამ სიტყვებმა იმდენად მოულოდნელად გაიჟღერა, ყველას გაკვირვებულმა მზერამ ჩემსკენ გადმოინაცვლა.

– თაკო ! – დიმამ გაყინული, გამაფრთხილებელი სახით პირდაპირ თვალებში ჩაშტერებულმა მომმართა. მზერა ავარიდე და კვლავ გავიმეორე:

– სანდრო შეგიძლია დღეს შენთან წამიყვანო?

ის გაოგნებული იდგა. ხან მე, ხან დიმას გვიყურებდა და დაბნეული ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

– სანდრო, ან კი, ან არა !

– თაკო, რათქმაუნდა შემიძლია, მაგრამ უკეთესი იქნება აქ თუ დარჩები და დაილაპარაკებთ.

– ყველა ჩემს მაგივრად ნუ წყვეტთ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. უკვე ძალიან დავიღალე ამით !

– ცუდ მდგომარეობაში მაყენებ !

– სანდრო, მე, შენი და ვარ და გთხოვ, შენთან წამიყვანო !

– თაკო, გთხოვ !

– სანდრო, შენ ყველაფერი იცი?

– კი !

– ისიც, მოგიყვა რაც მე არ ვიცი? – პასუხი ვერ გამცა. – კარგი, გასაგებია !

ყველა დაძაბული უსმენდა ჩვენს დიალოგს. რათქმაუნდა ვერავინ ხვდებოდა რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ იმდენად დაძაბული ატმოსფერო იყო ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა მათთვის, არც თუ ისე სასიმოვნო თემა, რომ არ გვქონდა. დიმა ეს დრო ქანდაკებასავით იდგა და თვალმოუშორებლად მიყურებდა. მეტი აღარაფერი მითქვამს. შევტრიალდი, ოთახში ჩავიკეტე და იმდენი ვიტირე სანამ ცრემლი არ გამიშრა და ბოლო ემოციაც არ გამოვუშვი. მერე როგორღაც დამშვიდება მოვახერხე. მოვწესრიგდი და მისაღებისკენ ღიმილით გავემართე. ამ ხნის მანძილზე კართან მდგომს გვერდი ისე ავუარე ვითომ არც შემიმჩნევია. ჩემსკენ მომზირალ ყველა განერვიულებულ, მოწყენილ, აცრემლებულ და გაურკვევლობა ჩამდგარ სახეს ისეთი ბედნიერი ღიმილი შევანათე თითქოს არც არაფერი მომხდარა. მათ გვერდით დივანზე მოვკალათდი და დაბნეულ სანდროს ლოყაზე ვაკოცე. თან რამდენიმე კითხვა დავუსვი მისი ამბებით დაინტერესებულმა. ნამდვილად ვიცი, იმ წუტას ყველა უკლებლივ ფიქრობდა, რომ სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. არა და მშვენიერ ჭკუაზე ვიყავი. ყველა ნელ–ნელა ავიყოლიე მხიარულ საუბარში. შნო კიარავის ჰქონდა, მაგრამ ხათრს ვერ მიტეხავდნენ. მხოლოდ დიმა იდგა მთავარ სვეტზე მიყრდნობილი, გაბზარული მზერით მიყურებდა და ყველა ჩემი ქმედების ანალიზს ცდილობდა. ხვდებოდა, ყველაფერს კარგად ხვდებოდა.

– მანდ რატომ დგახარ, მოდი დაჯექი ალბათ დაღლილი იქნები ! – მთელი მზრუნველობა გავურიე ხმაში მივედი და ხელკავით დივნამდე მოვიყვანე. – ვაიმე ! ხელები როგორ გადაგყვლეფია? არ უნდა მითხრა? ასე ხომ ინფექცია შეგეჭრება. დაჯექი, ახლავე დაგიმუშავებ.

საოჯახო აფთიაქის მოსატანად ისეთი სისწრაფით გავიქეცი თითქოს უკან ვინმე დამედევნებოდა და ჩემს გატეხილ თავსაჯწრებულობას დაინხავდა. როგორც კი მათ თვალს მივეფარე გულზე ხელი ისე მივიჭირე თითქოს მის შეკოწიწებას ვცდილობდი. მისი სისხლით გაჟღენთილი, მთლიანად გადატყაული ხელების დანახვაზე, ტკივილისგან ათას ნაწილად ქცეულიყო. ყუთი ავიღე და უკანასკნელი მოკრებილი ძალით კვლავინდებურად ამაყად დავბრუნდი მასთან. მის წინ ჩავიმუხლე და ხელზე დავეჯაჯგურე. ან რას ვეჯიკავებოდი, ისედაც უპრობლემოდ გამომიწოდა. გამზადებული ტამპონი ხელზე, რომ დავადე და ტკივილისგან შეიშმუშნა, კინაღამ ადგილზე დავლიე სული. სიმწრით ცხვირპირი მეწვოდა. მთელი გულით ვემუდარებოდი თავს, ცრემლებს არ გავეყიდე. მემგონი მიხვდა რაც მჭირდა და ისე მედგრად გაუძლო ორივე ხელის დამუშავებას, სახეზე მიმიკაც კი აღარ შეცვლია. ეს უფრო მკლავდა. ტუჩისა და წარბის ჯერიც დადგა. რამდენადაც შემეძლო მზერას ვარიდებდი. სამაგიეროდ ის მყინავდა ადგილზე მწველი თვალებით.

– თაკო, თავლები გყიდიან !

ჩუმად ჩამჩურჩულა, როდესაც ჩემი სახე მასთან ახლოს დაიგულა. სპირტიანი ტამპონი ტუჩთან ძლიერად დავაჭირე. სიმწრით თვალები დახუჭა. იქ ღმა ჭრილობა არ ქონდა ვიცოდი ისე ძალიან არ ეტკინებოდა, რომ მეც მტკენოდა. მოვრჩი და კვალვ მის ხელებს დავუბრუნდი.

– სანდრო ესეიგი ყველაფერი რიგზეა? ასე მითხარი ხო?

– რიგზეა თაკო, რიგზეა ! – ჩემი უცნაურობების ყურებით დაღლილმა, მობეზრებულად ამოილაპარაკა.

– აბა ამან, ხელები რულის ტრიალის დროს დაიზიანა? – მინდოდა მეტი სიცხადით გამეგო ეს ამბავი და დავრწმუნებულიყავი, რომ ნიკას ნახევდად მკვდარი ლეში სადმე არ ეგდო და სულს არ ებრძოდა.

– უფრო კედლების ფერებით !

– სახე?

– ცოტა ერთმანეთსაც მოეფერენ !

– ესეიგი, მას უკვე ანახე, როგორია ნამდვილი დიმა ხო? – ამჯერად ჩემს ქმარს მივუბრუნდი და ირონიული ღიმილით ვკითხე.

– მტკივნეულ ადგილზე მაჭერ ! – დამნაშავის ტონით მიპასუხა.

– კარგია !

– უკვე გვიანია, მე წავალ. – ყველას დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა სანდრო.

– მე გაგაცილებ ! – დიმაც წამოდგა.

– ჩემი ძმაა და მე თვითონ გავაცილებ. – ეჭვიანი მზერით გადავხედე.

– არ გართმევ. – ღიმილი შეეპარა სახეზე.

ჩემმა ძმა თავის ქნევით ხელი მრებზე შემომხვია და ეზოში გამიყვანა.

– არ გეგონოს შენთან დავასრულე ! – თითის ქნევით ვუთხარი.

– არც მიფიქრია. საერთოდ არ შეცვლილხარ თაკო, ისევ ძველი წესებით იბრძვი.

– ჩვევა, რჯულზე უმტკიცესიაო, ხომ გაგიგია?

– ის კარგი ადამიანია ! ერთი წამითაც რო მეპარებოდეს ეჭვი მის შენდამი სიყვარულში, ხომ იცი, რომ ახლა აქ არ დაგტოვებდი?!

– ვიცი ! მაგაში, არც მე მეპარება ეჭვი.

– აბა, სხვა დანარჩენს თავად მოაგვარებთ. უბრალოდ ერთი იცოდე, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. – შუბლზე მაკოცა და წავიდა.

უკან დაბრუნებულს ნანამ, ძალიან ფრთხილი და თითქოს თხოვნის ტონით შემახსენა, რომ ორ დღეში ჩარლის ოჯახი, ანას დასანიშნად მოდიოდა. ახლაღა გამახსენდა, რომ არცერთს ანასთვის არ გვიკითხავს ამ ნაბიჯში დარწმუნებული იყო თუ არა. დიმამ ისე გადაწყვიტა მისი გათხოვების ამბავი მის აზრს არ დალოდებია. მართალია ძალიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მაინც მომინდა მისთვის ეს ახლა მეკითხა:

– ანა, ხომ არაფრის შეცვლა გინდა? ხომ ნამდვილად გსურს ეს?

– კი თაკო, მიყვარს !

– მიხარია ! მაგრამ იცოდე, მარტო სიყვარული არ კმარა.

ვიცი, ცოტა ბოროტულად ჟღერდა, მაგრამ იმ წუტას აბსოლიტურად გულრწფელი ვიყავი. თუ ის, ურყევად დარწმუნებული იყო მისი ნაბიჯის სისწორეში, ჩემი ნათქვამი გავლენას არ მოახდენდა და თუ მოახდენდა, ესეიგი ასეც უნდა ყოფილიყო. დავასრულე და კიბეებზე ჩემი კითხვის გაგონებისას ერთიანად შემოტრიალებულ და გაშეშებულ დიმას დავეწი, გავუპირისპირდი.

– თუ გგონია, რაც შენ დღეს გააკეთე ჩემი დაცვაა, თუ გგონია, შენი ასეთი ქმედებებით მე ნერვიულობას ამარიდებ ძალიან ცდები. მე ეს არ მჭირდება !

გველივით ჩავუსისინე, გადავასწარი და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე...

ახალ წელს გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო ! ბედნიერება და მშვიდობა მოეტანოს.

№1 სტუმარი სტუმარი ნინი

თაკოს ადგილზე ბეჭედს მოვიხსნიდი და საᲮეში შემოვარტყავდი.
ადამიანს როგორ უწოდებს ქმარს რომელსაც ელემენტარული თხოვნა არ ესმის, იმით ემუქრება ცოლს რომ მის ნამდვილ სახეს დაანახებს და სახლში კეტავს. სრულ სიმართლეს არ ეუბნება და აქეთ იმაზე აქვს პრეტენზია რატომ ყველაფერს არ უყვება?

პ.ს და ამ გოგოს ღიმილიანი სახით მოძრაობა რა იყო ვერ მივხვდი. ჰოპ და წამში დაავიწყდა ყველაფერი? დიმას უბრალო 'წაკბენებით' იჯერა გული?

№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გამიხარდა რომ ვნახე იდო ახალი თავი გილოცავთ ახალ წელს ბედობას საუკეთესო სურვილებით ♥️♥️ ძალიან მაგარი იყო მომეწონა იმდენი ვიცინე თაკოს საქციელზე ვითომ კარის ჩაკეტვით დასაჯა საკუთარი ქმარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????

№3  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნინი
თაკოს ადგილზე ბეჭედს მოვიხსნიდი და საᲮეში შემოვარტყავდი.
ადამიანს როგორ უწოდებს ქმარს რომელსაც ელემენტარული თხოვნა არ ესმის, იმით ემუქრება ცოლს რომ მის ნამდვილ სახეს დაანახებს და სახლში კეტავს. სრულ სიმართლეს არ ეუბნება და აქეთ იმაზე აქვს პრეტენზია რატომ ყველაფერს არ უყვება?

პ.ს და ამ გოგოს ღიმილიანი სახით მოძრაობა რა იყო ვერ მივხვდი. ჰოპ და წამში დაავიწყდა ყველაფერი? დიმას უბრალო 'წაკბენებით' იჯერა გული?

მე იმდენჯერ შემოვცხე წერის დროს თაკოს საკმარიც იყო :):) რაც შეეხება შენ კითხვებს- დიმა, თაკოსგან ზუსტად ქვეყნის დამხობას ელოდა, ეგონა ქარიშხალი ამოვარდებოდა მერე გადაივლიდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ჰოპ! მან რა გააკეთა? იმედები გაუცრუა ვაჟბატონს... ახლა მისი "წაკბენებით" უფრო გამწარდება ...

სტუმარი ნესტანი
გამიხარდა რომ ვნახე იდო ახალი თავი გილოცავთ ახალ წელს ბედობას საუკეთესო სურვილებით ♥️♥️ ძალიან მაგარი იყო მომეწონა იმდენი ვიცინე თაკოს საქციელზე ვითომ კარის ჩაკეტვით დასაჯა საკუთარი ქმარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????

ჩემი ერთგული ნესტანი ❤️ მადლობა ! ❤️ მაგ სასჯელს არ აკმარებს...

№4 სტუმარი სტტ

ანუ აი მართლა შემოსაცხობი კია თაკო :დდდ ანუ ახლა როგორ გინდა შენს ცოლს დასდევდნენ, საფრთხე ემუქრებოდეს და შენ არაფერს აკეთებდე ახლა რაარის :( თუ რო ჩააგდებენ მანქანაში და წაიყვანენ დასალიერში მაშინ დაწყნარდება ეგ გოგო :დდდ დიმას რომ დაუჯეროს ზოგჯერ არ მოკვდება, ახლა რაღაცეებში კი მართალია, რომ თავისუფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა ხომ უნდა გამოიჩინოს კაცო სიფრთხილე, წინდაუხედავია რა :( იმედია ლანძღვაში არ ჩამითვლი :დდ უბრალოდ ნერვებს მიშლის :დდდ სხვა ყველაფერი კარგია, ველი შემდეეგგსს :**

№5  offline მოდერი თამარი აჩბა

სტტ

ორივე საცემი მე თუ მკითხავ :) ამათმა მომისპეს მე ნერვები :) ახლა უნდა ვთქვათ,რომ დიმამ ახლა ნამდვილად "გაუტია" ცოტა დაწყნარებულზე, რომ ემოქმედა არ აწყენდა. დაიცვას კაცო ვინ უშლის მაგრამ ასე, დასაბმელ მხეცს, რომ ემსგავსება ხოლმე? :):) ❤️❤️

№6 სტუმარი სტუმარი ნინი

თამარი აჩბა

ამ თავში დიმას უფრო შემოვცხებდი ვიდრე თაკოს, მაგრამ ბოლო მომენტში თაკომ Ხააან გაუბერა

№7  offline წევრი OKI ME

ამათ შეიწირეს ჩემი ნერვები. თაკომ განსაკუთრებით. სულ მინდა გავუგო, და ვცდილობ გავუგო. ნუ ციტათი მესმის კიდევაც ხოლმე თუმცა აი ზოგჯერ რომ გაჭედავს ვსიო, მორჩა :დდ დამანახე ეს გოგო გაღიმებული რა იქნება? ამ თავში დიმას ვერ ვამტყუნებ და რა ვქნა? პრინციპში, მემგონი არც არასდროს გამიმტყუნებია დიმა. :დდდ ვერ იჯდებოდა მშვიდათ. ფეთქებადი ხასიათი აქვს, აშკარად დიმას და რაც არ უნდა სიმშვიდისკენ მოუწოდო, ასეთ დროს შეუძლებელია რამე გააგებინო.

ჰო, კიდევ, მეორე და მთავარი რამ, რაც ორივეს აქვს. ერთმანეთს ისე უფრთხილდებიან სიმართლეს არ ამბობენ. თუ ოჯახი ქვიათ, თუ წყვილი ქვიათ, თუ უყვართ ერთმანეთი, მაშინ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას. რა საიდულოები და რა დამალვები? პრობლემაა? დაილაპარაკე შე კაი ადამიანო და გადასაჭრელ გზამდე ორივე ერთად მიდით. ეს ცალკე ცდილობს რაღაცეებს ის ცალკე. :დდ

ფაქტი ერთია, ორივეს ძალიან რთული ხასიათი აქვს. დიდი იმედი მაქვს რომ ორივე დამშვიდდებიან. დიმა საბოლოოდ ისწავლის ცოტა დათმობას და სიტუაციის ცივი გონებით შეფასებას. ასევე იგივე შემიძლია თაკოზეც ვთქვა. გავიგე, რომ თაკო, ნერვიულობს დიმაზე და მისიც მესმის თაკოზე როგორც ნერვიულობს, მაგრამ ძაან ართულებენ ურთიერთობას და ცხოვრებასაც ირთულებენ.

ადგეს ეს დიმაც და უთხრას სიმართლე. დავიტანჯე ამ სიმართლის ლოდინში :დდ სინამდვილეში ჩემ თავზე უფრო ვზრუნავ ეხლა. მე მაინტერესებს, განა რა არის ასეთი :დდდ

გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი. საუკეთესო სურვილებით. წარმატებებს გისურვებ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♥️♥️❤️❤️

№8 სტუმარი სტტ

ნუ კი, რაღაც მხრივ ხო, მართალი ხარ უნდა დაწყნარებულიყო და ესე მხეცივით არ უნდა მოქცეულიყო, ერთი იმაში იყო მართალი თაკო რომ გაუბრაზდა ბოლოს ასეთი მოქცევის გამო. დანარჩენში ვერ ვამართლებ და მომკალი :დდდ მარა დიმაც არ უნდა უმალავდეს რაღაცეებს, რა დაუშავდება გამხელით ნეტა :)

№9  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki

მადლობა ჩემო megioki ❤️ ნევებზე და გულის გახეთქვაზე აღარ მითხრა. ბოლო წვეთი სისხლი გამომწურეს. დალაპარაკება რომ შეძლებოდათ აქამდე მოვიდოდნენ?! ორი დიპლომატი ადამიანი ყველაგან რომ უპრობლემოდ აგავარებენ საქმეებს , პირად ცხოვრებაში უვარგისი დიპლომატები გამოდგნენ :):) არც საუბარი უყვართ და არც დათმობა. დახოცეს ერთმანეთი უპირატესობების დამტკიცებაში. :):) არადა წყდებიან ერთმანეთი სიყვარულში. ეს დიმა კიდე ასე უკითხავად აცლის თაკოს ხელიდან უპირატესობებს. გაგიჯდება გადაირევა და სდიოს უნდა დასაწყნარებლად. :) არადა რამდენი ილაპარაკა ჩემმა გოგო ძლივს ამოთქვა "შფოთვები". ამან რა გააკეთა ?! გაიგო, გადასარევად გაიგო მარა მაინც გაჭედა ნიკაზე. ეგ ნიკაა რაცაა... ( შენს ინტერეს ვაკმაყოფილებ ცოტათი) :(:) ❤️

სტტ
თამარი აჩბა
სტტ
ანუ აი მართლა შემოსაცხობი კია თაკო :დდდ ანუ ახლა როგორ გინდა შენს ცოლს დასდევდნენ, საფრთხე ემუქრებოდეს და შენ არაფერს აკეთებდე ახლა რაარის :( თუ რო ჩააგდებენ მანქანაში და წაიყვანენ დასალიერში მაშინ დაწყნარდება ეგ გოგო :დდდ დიმას რომ დაუჯეროს ზოგჯერ არ მოკვდება, ახლა რაღაცეებში კი მართალია, რომ თავისუფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა ხომ უნდა გამოიჩინოს კაცო სიფრთხილე, წინდაუხედავია რა :( იმედია ლანძღვაში არ ჩამითვლი :დდ უბრალოდ ნერვებს მიშლის :დდდ სხვა ყველაფერი კარგია, ველი შემდეეგგსს :**

ორივე საცემი მე თუ მკითხავ :) ამათმა მომისპეს მე ნერვები :) ახლა უნდა ვთქვათ,რომ დიმამ ახლა ნამდვილად "გაუტია" ცოტა დაწყნარებულზე, რომ ემოქმედა არ აწყენდა. დაიცვას კაცო ვინ უშლის მაგრამ ასე, დასაბმელ მხეცს, რომ ემსგავსება ხოლმე? :):) ❤️❤️
ნუ კი, რაღაც მხრივ ხო, მართალი ხარ უნდა დაწყნარებულიყო და ესე მხეცივით არ უნდა მოქცეულიყო, ერთი იმაში იყო მართალი თაკო რომ გაუბრაზდა ბოლოს ასეთი მოქცევის გამო. დანარჩენში ვერ ვამართლებ და მომკალი :დდდ მარა დიმაც არ უნდა უმალავდეს რაღაცეებს, რა დაუშავდება გამხელით ნეტა :)

იცავს ბიჭი და ამ დაცვაში გადაწვეს ერთმანეთი.:):) ახლა სანდროს რომ ჩაითრია. არცერთს არ მოუვა აზრად სხვა ზომებს მიმართოს ნიკას მოსაშორებლად. ცოდნა არა აქვთ თუ გამოცდილება, მაგრამ მერე რაღაზე გაგიჟდებიან :) ეგ ეკადრება ახლა თავად აბაშიძეს ცოლის "დაცვის" საკითხებში ზედმეტი ხალხი ჩარიოს. ეს ნიკაც რა გაიძვერაა, რომ იცოდეთ?

სტუმარი ნინი
თამარი აჩბა
სტუმარი ნინი
თაკოს ადგილზე ბეჭედს მოვიხსნიდი და საᲮეში შემოვარტყავდი.
ადამიანს როგორ უწოდებს ქმარს რომელსაც ელემენტარული თხოვნა არ ესმის, იმით ემუქრება ცოლს რომ მის ნამდვილ სახეს დაანახებს და სახლში კეტავს. სრულ სიმართლეს არ ეუბნება და აქეთ იმაზე აქვს პრეტენზია რატომ ყველაფერს არ უყვება?

პ.ს და ამ გოგოს ღიმილიანი სახით მოძრაობა რა იყო ვერ მივხვდი. ჰოპ და წამში დაავიწყდა ყველაფერი? დიმას უბრალო 'წაკბენებით' იჯერა გული?

მე იმდენჯერ შემოვცხე წერის დროს თაკოს საკმარიც იყო :):) რაც შეეხება შენ კითხვებს- დიმა, თაკოსგან ზუსტად ქვეყნის დამხობას ელოდა, ეგონა ქარიშხალი ამოვარდებოდა მერე გადაივლიდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ჰოპ! მან რა გააკეთა? იმედები გაუცრუა ვაჟბატონს... ახლა მისი "წაკბენებით" უფრო გამწარდება ...

სტუმარი ნესტანი
გამიხარდა რომ ვნახე იდო ახალი თავი გილოცავთ ახალ წელს ბედობას საუკეთესო სურვილებით ♥️♥️ ძალიან მაგარი იყო მომეწონა იმდენი ვიცინე თაკოს საქციელზე ვითომ კარის ჩაკეტვით დასაჯა საკუთარი ქმარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????

ჩემი ერთგული ნესტანი ❤️ მადლობა ! ❤️ მაგ სასჯელს არ აკმარებს...

ამ თავში დიმას უფრო შემოვცხებდი ვიდრე თაკოს, მაგრამ ბოლო მომენტში თაკომ Ხააან გაუბერა

თაკო, ისტერიკების ახალ განზომილებაში გადავიდა :)

№10 სტუმარი Life is beautiful

მომეწონა ალაპარაკდა თაკო..
ამომასუნთქა. ჩემი აზრით უმდა ეჩხუბათ
უარესად.. ნუუ კარგი ხო ესეც კარგი იყო.. :)).
ვისიამოვნე❤️
აბა ვნახოთ როგორ შერიგდებიან. დიმას იმედი მაქ... :დდ
ერთი სიტყვით ერთი სახეშიც უნდა ეთავაზებინა დიმასთვის თუმცა ძალიან დაუნახავობა იქნებოდა თაკოს მხრიდან...
კარგი მე კი ვთქვი რაც მომეწონა და ახლა ისეთი შეარიგე ფეიერვერკი აუფეთქე. :D
როგოც მოგესურვება პრინციპში....
.......

ახალ წელს გილოცავ ძვურფასო ❤️ მრავლს დაესწარი❤️ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, ჯარმრთელობა, მომრჺვლება :)))
ერთი სიტყვით რაც გინდოდეს აგსრულებიდეს ასმაგად❤️

№11 სტუმარი Life is beautiful

აუ ახლა მივხვდი აქ რა "მაფია" ტრიალებს.. მემგონი მივხვდი ის პერიოდი მოდის დიმასთან. აი ფაქტიურად მუხლზე დაჩოქილი რო სთხოვს პატიებას კიარა( პრინციპში მაგის სურვილს დააკარგვინებს ხო?)ჩხუბს სხთოვს..-ოღონდ ჩუმად ნუ ხარ თაკო.... - გეხვეწები მეჩხუბე.. დააცარიელე ეგ დარდი.. და ასე შემდეგ მაგრამ მაინც დიმას მხარეს ვიჭერ.. : D
^_^

№12  offline მოდერი თამარი აჩბა

აი, შენ როგორი ტკბილი ხარ არ იცი ! მადლოობააა❤️❤️❤️ კი იყო დიმა ღირსი, მაგრამ თაკო არც იმდენად გადარეულია, ყველას თვალწინ შემოერტყა და ორივეს სიამაყე გაეთელა... ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ.... არ ექნებათ მარტივი ამბები ...

Life is beautiful

აჰა, მოყვა ამან ყველაფერი :):):) სტრატეგიას მიუხვდი ბერიძის ქალბატონს.

№13 სტუმარი Life is beautiful

ვაიმე ასეთი საყვარელი თუ იყავი სად დადიოდი აქამდე ^_^ პირდაწირი მწარე და თან ტკბილი❤️

№14  offline მოდერი თამარი აჩბა

ჩემი საყვარლობა არ გაიშვა ჩემს იქით :):) ასეთი გამოთქმა გვაქვს იმერეთში. ❤️❤️

№15 სტუმარი ატბ

როდის დადებ

№16 სტუმარი Anj

გვეღირსება ახალი თავი ? :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent