შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (დასასრული)


4-01-2021, 00:48
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 172

უზომოდ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი როდესაც ანამ თვალები პირველად გაახილა და შემომხედა,
ამ მწვანე სფეროებში დავინახე მე ახალი სამყარო რომლის წყალობითაც მე დედა გავხდი, ის კი ჩემი შვილი!
-სად ვარ-მკითხა ჩავარდნილი ხმით მეორე დღეს როცა ისევ გაახილა თვალები
-საავადმყოფოში-ვუთხარი ძლივს შეკავებული ცრემლიანი თვალებით და შუბლზე ვაკოცე
-რა დამემართა-მკითხა ჩურჩულოთ
-ავარიაში მოყევი-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა
-არაფერი მახსოვს-დაიჩურჩულა და გაჩუმდა, მე სული მეტკინა, ძალიან მეტკინა მაგრამ მიხაროდა რომ ის საშინელი დღე აღარ ახსოვდა რადგან ფიზიკურ ტკივილთან ერთად სულიერი ტკივილის ატანაც მოუწევდა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ვერ მოერეოდა -დედა მტკივა-შემომხედა ცრემლიანი თვალებით, ღმერთო ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წამები იყო, ეს ის სიტყვებია რომლის წინაშეც უძლური ხარ და თავს ყველაზე საცოდავ არსებად გრძნობ რადგან იცი რომ მას სტკივა და შენ არაფერის გაკეთება არ შეგიძლია
-ახლავე ექიმს დავუძახებ-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა
-არ დამტოვო მეშინია-მითხრა და მარცხენა ხელით ძლიერად ჩამებღაუჭა ხელზე
-აქ ვარ შენთან ვარ ნუ გეშინია ჩემო პატარა-გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე, მოწოლილ ცრემლებს ვეღარ გავუძელი და მაინც გადმომცვივდა, ჩუმად მოვიწმინდე და თავი ავწიე -მე სულ შენს გვერდით ვიქნები არაფრის შეგეშინდეს კარგი?-ხელზე ვაკოცე და რეანიმაციიდან გამოვედი რომ ექთნისთვის დამეძახა, მალევე შემოვიდა და ანას გაუღიმა, მერე გაბრუნდა და ექიმთან ერთად დაბრუნდა
-როგორაა ჩვენი ლამაზი გოგო?-ჰკითხა ზაზა ექიმმა ანას
-მტკივა-ახედა ცრემლიანი თვალებით ანამ
-ეს ნორმალურია, არ შეგეშინდეს კარგი?- გაუღიმა და რაღაც ნემსი გაუკეთა, ანას მალევე დაეძინა და ექიმმა გარეთ გამომიყვანა
-მარიამ ახლა ყველაზე რთული პერიოდი იწყება, Გარდა იმისა რომ ტკივილები ექნება, ფსიქოლოგიურად ძალიᲜ გაუჭირდება ამ ყველაფერთან შეგუება, ის ჯერ ძლიან პატარაა...
-თქვენი აზრით ხელის მოძრაობას ისევ შეძლებს?
-რთული სათქმელია-Მითხრა ნაღვლიანი
თვალებით -ჯერ დაველოდოთ თაბაშირის მოხსნას, მერე ვნახოთ, მეორე ოპერაციის შემდეგ შიძლება მგრძნობელობა დაუბრუნდეს არაა გამორიცხული... ხომ იცი რომ...
-ვიცი ვიცი-ცრემლები მომეძალა ისევ
-ფეხის ტრამვა არც ისე რთულია საბედნიეროდ, მაგრამ ხელზე რა გითხრათ მარიამ, ძალიან ააქვს დაზიანებული მაჯა და მხარი... იმედი მაქვს რომ მეორე ოპერაცია შედეგს გამოიღებს
ვნახოთ-მითხრა და წავიდა.
-მარიამ-შეშფოთებული დედაჩემი
მომიახლოვდა -მოხდა რამე დედა?
-გაიღვიძა მაგრამ დააძინეს ისევ -ამოვიტირე და ხმა ჩამიწყდა
-ნუ ნერვიულობ მთავარია რომ გადარჩა, ამასაც გავუძლებთ-ჩამეხუტა და საფეთქელზე მაკოცა
-დედა ნეტა იცოდე როგო მიყურებდა-ამოვიტირე ისევ
-ესეც გაივლის გაივლის-დამიჩურჩულა და უფრო მეტად ჩამიკრა გულში
-ნეტავ მე დამმართნოდა დედა ნეტა მას არ უწვედეს ამ საშინელების გადატანა, ნეტავ შემეძლოს რომ ტკივილი შევუმსუბუქო
-ნუ გეშინია-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა -მარტო არ ხარ, ერთად ყველაფერს გავუძლებთ, ახლა ყველაზე ძლიერი უნდა იყო მარიამ, ახლა შენ უნდა გახდე ანას მარჯვენა ხელი და ფეხი რომ მან ეს ყველაფერი გადაიტანოს
-დედა ნეტა იცოდე როგორ მოყურებდა, მტკივაო მითხრ მეკი ვერაფერი გავაკეთე მის დასახმარებლად საერთოდ ვერაფერი გესმის? ვერაფრით დავეხმარე
-მარიამ ასე ნუ განიცდი ასე ნუ შეუშინდები მის ტკივილებს! შენ თუ დაეცემი და წაიქცევი ანაც დაეცემა, უარესად ეტკინება გესმის? შენ უნდა დაარწმუნო რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის შენ დაგიჯერებს ბოლომდე მოგენდობა
-დედა ნეტა იცოდე როგორ მმატებს ძალას შენი სიტყვები და მხარდაჭერა
-მარიამ ნეტა იცოდე როგორ მიყვარხართ-თმაზე ხწლი ჩᲛომისვა და გამიღიმა დედამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითოს მე და ის ახლა ვსწავლობდით დედობას ,თითქოს ამ საშინელებამ შეგვცვალა უფრო დაგვაახლოვა და ერთ ოჯახათ გვაქცია, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში რთული და საშინელი მაგრამ ამან გვაიძულა უფრო დავახლოვებოდით ერთმანეთს და ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეგვეხედა, ერთმანეთი მეტად შეგვეყვარებინა დაგვეფასებინᲐ და გაგვეძლიერებინა გვედში დგომით.
ასე გადიოდა დღეები და რაც მეტად უკეთ ხდებოდა ანა მით მეტად მიჭირდა მის ტკივილებთან გამკლავება, მით მეტად მიჭირდა თავის ხელში აყვანა და თავის ძლიერ ქალად წარმოჩენა, ანას თვალეზე მომდგარი თითოეული ცრემლი სულს მიწამლავდა, საშინელ ტკივილს მაყენებდა გულში და მანადგურებდა, მაგრამ მის წინ მაინც ამაყად ვიდექი და ვარწმუნებდი რომ ესეც გაივლის მაშინ როცა მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა და მეტირა რომ ასე იტაბჯებოდა ჩემი შვილი.
ყველზე დიდი დარტყმა მაშინ მიიღო ანამ როცა გააცნობიერა რომ ხელს და თითებს ვერ გრძნობდა და ეს თაბაშირის გამო არ იყო
-დედა შენ მე მატყუებ ხომ ასეა?-მკითხა მოულოდნელად პალატაში შესულს
-ამას რატომ მეუბნები ანა?-მეწყინა მე
-ფეხიც მოტეხილი მაქვს, აქ კოჭთან, მთელი ტერᲤი თავბაშირში მაქს მაგრამ ფეხის თითებს ვგრძნობ და ვამოძრავებ ხელს კი ვერ ვგრძნობ და ვერც თითებს
-ანა დედა მომისმინე-ხმა გამებზარა
-მთელი ეს დრო მატყუებდი არა? მატყუებდი რომ თაბაშირის გამო ვერ ვგრძნობდი
-ანა ასე არაა, ხომ გითხარი რომ მეორე ოპერაცია უნდა გაგიკეთონ
-დედა-ცრემლები გადმოსცვივდა
-სიმართლეს გეუბნები, არ გაყტუებ, ხომ იცი რომ გულს ასე არ გატკენ-მივუახლოვდი და მაგრად ჩავიხუტე გულში -მეორე ოპერაციას გაგიკეთებენ მაჯაზე, ხომ იცი რომ ძალიან დაზიანებული გაქვს...ხომ გითხარი რომ ფეხთან შედარებით ხელზე უფრო ცუდი მდგომარეობა გაქვს-მეთქი
-დედა რომ ვეღარ გავამოძრაო
თითები? -შემომხედა ცრემლიანი თვალებით
-მაგაზე ფიქრიც არ გაბედო, არ გაბედო, Მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ კარგად იყო გესმის?-ანა გულში ჩავიკარი და შუბლზე ვაკოცე.
ერთ საღამოს როცა მნახველები წავიდნენ და დედაც სახლში გავუშვი თიკასთან ერთად, ანას პალატაში შევედი და სანამ არ დაიძინა იქამდე გულში მყავდა ჩახუტებული, როცა დავრწმუნდი რომ დაიძინა ფრთხილად ავდექი და საპირფარეშოში წავედი, სახეზე წყალი შევისხი, რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს და მინდოდა ფხიზლად ვყოფილიყავი და არ ჩამძინებოდა, როცა ცოტა აზრზე მოვედი და უკან დავბრუნდი პალატის კარი შეღებული დამხვდა, დაფეთებული მივვარდი კარს და ადგილზე გავშეშდი როცა ალექსანდრეს ხმა მომესმა
-გთხოვ მაპატიე, ძალიან გთხოვ, გეფიცები შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა-ბუტბუტებდა მძინარე ანას წინ დაჩოქილი -ვიცი ვერასოდეს მაპატიებ, არც უნდა მაპატიო, მე ხომ შენ საშინელი ტკივილი მოგაყენე! შურისძიების სურვილით დაბრმავებულმა ლამის სიცოცხელე წაგართვი...მე შენ ბავშვობა და დედა ერთდროულად წავართვი, მაგრამ გეფიცები არ მინდოდა ასე მომხდარიყო... არ მინდოდა გტკენოდა... ანა შენ კარგი დედა გყავს! მას უყვარხარ ანა, მე კი... მე არვიცი, მე სიყვარული დამავიწყდა საერთოდ რა გრძნობაა, ასე ამიტომაც გაგიმეტე ალბათ... გულის ამრევი ადამინი ვარ ანა, ალბათ როგორ გეტკინა იმის გააზრებისას რომ ეს ზნედაცემული არარაობა მამაშენიᲐ, მაგრამ არა მე მამაშენი არ ვარ, მე ამას არ ვიმსახურებ... მე შენ გატკინე ძალინ გატკინე ჩემი ათ წლიანი ტანჯვის საფასური შენ გადაგახდევინე ანა მაპატიე
კარგი? -გაქვავებულივით ვიდექი და ვუსმენდი მის აღსარებას, თავი საშინლად ვიგრძენი, შემეცოდა, ცხოვრებში პირველად და უკანასკნელად შემეცოდა ალბათ რადგან მან ანა გაწირა!როცა ფეხზე წამოდგა და ანას შუბლზე აკოცა სული გამეყინა, სუნთქვა შემიწყდა და გული გამიჩერდა, როცა კარისკენ წამოვიდა ვერაფერი მოვახერხე და კარში შევეფეთე, მან არც კი შემომხედა გვერდი ამიარა და დერეფანს გᲣყვა, გვიან მოვედი გონს და გამოვეკიდე, დავუძახე მაგრამ არ გაჩერდა და უფრო აუჩქარა ფეხს, საავადმყოფოს ეზოდან რომ გავარდა ქუჩაში გავიქეცი და კარგახნის დევნის მერე დავეწიე, წინ გადავუდექი და გაჩერება ვაიძულე
-რა გინდა-მკითხა აგრესიული ტონით
-არ გაბედო-ვუთხარი ბრაზ ნარევი ტონით და გაოცებული მომაჩერდა
-რას ბოდავ-ვგრძნობდი რომ მე ისევე ვეზიზღებოდი როგორც მე ის
-ვიცი რატომაც მოხვედი-დავუღრინე
-შენ არაფერი იცი საერთოდ არაფერი-დამიღრიალა და გვერდის ავლა სცადა მაგრამ შევაჩერე ისევ
-ანას აკოცე, ცხოვრებში პირველად და უკანასკნელად?-ვკითხე აღელვებულმა
-ანას კარგი დედა ჰყავს, გაუმართლა, იმის მიუხედავად რომ მძულხარ-მითხრა გულწრფელად
-სამწუხაროდ მამაში არ გაუმართლა მაგრამ ასეც ხდება ხოლმე-ვუთხარი დანანებით
-არ გაბედო და არასოდეს არ უთხრა
სიმართლე! ვიცი... ექიმმა მითხრა რომ ის დღე დაავიწყდა... მე ყველაფერი ვიცი... ამიტომ-მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა, თვალებში ჩამაცქერდა და ზიზღით გამიმეორა -არ გაბედო მისთვის სიმართლის თქმა
-არ გინდა გაიგოს რა უსუსური და საცოდავი მამა ჰყავდა სინამდვილეში? არ გინდა იცოდეს რომ ისეთი საცოდავის შვილი იყო რომ იმ კაცმა რომელიც სამწუხაროდ მისი მამაა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასეულა? არ გინდა გაიგოს რომ ანა შენთვის კაცისთვის ვინც მისი მამა იყო არაფერს ნიშნავდა? არ გინდა იცოდეს თუ როგორ შესწირე შვილი საკუთარ შურისძიებას მსხვერპლად? არ გინდა იცოდეს რომ მისი გარდაცვლილი დედაც არ დაინდე და ასე მწარედ დასაჯე?
- მარიამ ჯიშკარიანო-დამიღრინა და ხელი გამიშვა
-თუ მაინც ამას გააკეთებ აუცილებალდ მოვუყვები როგორ აკოცე უკანასკნელად და როგორ არიგრძენი არაფერი, როგორ ვერ გაგილღვა მისი შეხებით ეგ გაყინული გული და როგორ მიატოვე შუა გზაზე უდანაშაულო ბავში-მივაყვირე მიმავალ ალექსანდრეს რომელიც გაჩერდა და ადგილზე გაიყინა -როცა თვარამეტის გახდება მე ყველაფერს მოვუყვები ანას გესმის? მოვუყვები, ეტკინება მაგრამ მან სიმართლე უნდა იცოდეს... თუ ამას მაინც გააკეთებ ვეტყვი რომ ნაბიჭვ.რი არაკაცი იყავი რომელმაც ასე გაიმეტა და მერე ასე ავადმყოფი მიატოვა! ვეტყვი რომ საცოდავი არარაობა იყავი, მაგრამ სულ მექნება იმედი რომ რვა წლის შემდეგ მასთან მიხვალ და მის წინაშე მოინანიებ! რვა წლის შემდეგ თუ დაბრუნდები მე უფლებას მოგცემ რომ შვილი დაიბრუნო თუ არ მოხვალ მივხვდები რომ მოკვდი და არაფერად ღირხარ!-დავუღრიალე და წამოვედი არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, რატომ ვცადე მისი დარწმუნება, რატომ მინდოდა რომ ეცოცხლა ალბათ ჩემი დანაშაულის გამოსყიდვაც მინდოდა, ზუსტად არ ვიცი მაგრამ ვიგრძენი რომ რაღაც დიდი საშინელი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან.
ის ღამე თეთრად გავათენე, ალექსანდრეზი ფიქრი ვერ მოვიშორე, საშინლად არ მინდოდა რომ საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა, ძალიან მტანჯავდა ამაზე ფიქრი... ამიტომ არავის არაფერი ვუთხარი და არც მოვიკითხე ალექსანდრეს ამბავი, მეშინოდა სიმართლის გაგების , გადავწყვიტე იმ იმედით მეცხოვრა რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და პატიებას სთხოვდა ანას.
ანას ძალიან გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ სანამ სიარულს ისევ შეძლებდა და თაბაშირს მოხსნიდნენ ფეხიდან ინვალიდის სავარძელით უნდა ესარგებლა, ყველა ვარწმუნებდით რომ ეს დროებითია და საშიში არაფერია მაგრამ გაწერის დღეს რომ მოგვიტანა მამაჩემმა რომ ჩაგვესვა ატირდა
-დედა არ მინდა გთხოვ-ამომხედა საცოდავად
-გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ, ნუ Გეშინია
-არ მინდა დედა ძალიან გთხოვ-ანას ცრემლები გადმოსცვივდა
-ნუ ტირი ჩემო ლამაზო, ხელით გატარებ ოღონდ შენს ლამაზ თვალებზე ცრემლი არ
დამანახო-უთხრა თორნიკემ და ექიმის ნებართვის შემდეგ ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა მანქანისკენ. სახლშიც ასე ხელში აყვანილმა მოიყვანა ჩემი გახარებული ანა და დივანზე დასვა, როცავდავლაგდით, ივანზე გავედით მოსაწევად
-თორნიკე რა კარგია რომ არსებობ-ჩავეხუტე და ცრემლები მომეძალა
-კარგი იცი რა არის? თქვენ რომ არსებობთ-გამიღიმა და თავზე მაკოცა
-ძალიან მიყვარხარ-ვუთხარი ჩურჩულით -შენ რომ არა არვიცი როგორ გავუძლებდი ამ საშინელებას
-ანას ამბავმა მარტო შენ კიარა მეც შემცვალა მარიამ, ასე მგონია რომ გავიზარდეთ
-ჰო მეც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შევიცვალე, თითქოს სხვა ადამიანად ვიქეცი
-სხვა ადამიანად კი არ იქეცი... დედა გახდი მარიამ-ხელი გადამხვია და გულზე მიმიკრო -დედა გახდი გესმის? შენს თვალეში ისეთი სიხარული და ისეთი ტკივილი იყო ერთდროულად როცა ანამ პირველად გაახილა თვალები რომ ასე მხოლოდ დედა შეიძება იყოს ერთდროულად ბედნიერიც და უბედურიც
-ძალიან მიყვარს, Მთელი არსებით მიყავრს, მასზე ფიქრში ხან სუნთქვა მიწყდებოდა ხოლმე, იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა რომ შეიძლებოდა...
-სუუ-ტუჩებზე ხელი მომადო-ანა გადარჩა, გადარჩებოდა სხვაგვარად არ შეიძლებოდა, მას პასუხი არ უნდა ეგო თქვენი დანაშაულისთვის, ეს უსამართლობა იქნებოდა
-ჰო მაგრამ ახლა ძალიან იტანჯება, ძალიან... ეშინია და მეც მეშინია რომ ვერ შევძლებთ...
-მარიამ ნუ გეშინია-თვალებში ჩამაცქერდა -ნუ გეშინია შეხედე ჩვენ ყველა თქვენს გვერდით
ვართ -და სახლში მოფუსფუსე ახლობლებზე მიმითითა -ჩვენ ბოლომდე თქვენთან ვიქნებით გესმის? შუა გზაზე არ მიგატოვებთ, თავს მოგაბეზრებთ როგორც საავადმყოფოში, იქამდე ვივლით სანამ დედაშენი მაშინდელივითბარ გაგვყრის გახსოვს?-გაეცინა
-რა დამავიწყებს-გამეცინა მეც
-აუ რაზე იცინით-თათია და ხატიაც გამოვიდნენ აივანზე
-ნანამ რომ გაგყარათ საავადმყოფოდან
-უიმე არ გამახსენო- დაიჯღარნა ხატია- ჩემი და ლუკას გამო ყველა გამოგვყარა, საწყალი თორნიკე მეორე დღეს შიშით ვეღარ მოდიოდᲐ საავადმყოფოში
-ბავშვებო ამდენ ლაპარაკს მოდით დამეხმარეთ სუფრა გავაწყოთ -გამოვიდა დედა აივანზე
-ნანა გაანებე ბავშვებს თავი თინი
დაგეხმარება-გამოვიდა მამაც
-მარიამმა არ მიდა მიაყოლოს და ათი ღერი მოწიოს თორემ რა დახმარება მინდა -გაბრაზდა დედაჩემი
-ჰო მა, ანას ამბების გამო უფრო მეტს ეწევი თუ ატყობ! -გამიბრაზდა მამა
-პირობას გაძლევთ მეტს აღარ მოვაწევინე-დაამშვიდა მამა თორნიკემ
-იცოდე სიტყვაზე გენდობი-წარბი აწკიპა მამა და სახლში შევიდა
-კაი აღარ მოვწევ- ერთი ღერის მოწევის მერე სახლშინ შევედი და ანას გვერდით დავჯექი დივანზე
-მარიამ მოეშვი ამ მოწევას რა-გამიბრაზდა თიკაც მივხვდი ჩემმა მშობლებმა აამხედრეს -რა მაგალითს აძევ ბავშვს
-აი ხო-თავზე წამომადგა იკაც -მართალს გეუბნება ჩემი გოგო
-უკაცრავად ?-თიკამ თვალები დააჭყიტა, მე და ანამ ერთმანეთს შევხედეთ და მოვემზადეთ სეირის საყურებლად, ეს სულელი ახლაგაზრდები ყოველთვის ახერხებდნენ რომ ჩვენი მძიმე და საშინელი განცდები გაეფანტათ -რას ბოდავ ხვდები? -ახედა იკას
-მარიამ ამას კიდევ უშაქრო ყავას ასმევ ხოლმე? ხომ გაგაფრთხილე შაქარი ჩაუყარე იქნებ ენა დაუტკბეს-მეთქი
-ეს იდიოტი მომაშორეთ-დაიღრინა თიკამ და მე შემომხედა
-უიმე თქვენ სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ?-შემოვიდა თინი და მაგიდაზე პური დადო -ისე ეგ დიდმა სიყვარულმა იცის ხოლმე -თქვა და გავიდა თიკამ გაოცებისგან პირი დააღო და სიცილი ამიტყდა მე, ჩემს სიცილზე ანას
-რაო? სიყვარულმაო თუ მომესმა?-შემოვარდა ხატია ოთახში -მოიცა რამე გამომრჩა?-იკას მიაჩერდა რომელსაც სახე წაეშალა
-რა სისულელეა-აზრზე რომ მოვიდა თიკა ხმა ამოიღო როგორც იქნა და საძინებელში შევარდა
-ანა შვილო გაგაგიჟებენ შენ ესენი-დედაჩემი მოვიდა ანას ჩაეხუტა
-ბე ძაან მიყვარს მათთან ყოფნა-ახედა ანამ დედაჩემს
-ჩვენ კიდევ შენ გვიყვარხარ -ჩაეხუტა თათია ანას
-და კიდევ ნიკა-წამოროშა ხატიამ და თათიამ მკვლელი მზერით რომ შეხედა მხრები აიჩეჩა რა ვთქვი ოსეთიო შეიცხადა
-ეს ვინმემ დააშოშმინეთ-გაბრაზდა ნიკა და აივანზე გავარდა
-უიმე რავა აირია ყველაფერი-შეიცხადა ხატიამ
-გეუბნები გრძელი ენა გაქვს-მეთქი-დაუღრინა ლუკამ
-მოკეტე
-აუტანელი ხარ
-შენ იდიოტი
-შენ არანორმალური
-დამპალო-არგუმენტი გამოელია ხატიას
-ვერ გიტან-მახალა ლუკამ და სახლიდან გავარდა
-რახდება სად გაიქცა ყველა?-გაოცებული მამაჩემი შემოვიდა მისაღებში
-დაიკიდეთ-დაამშვიდა ხატიამ და გიჟებივით ავხარხარდით მამაჩემმა პირი რომ დააღო გაოცებისგან -უკაცრავად გოგა ბიძია -დაიმორცხვა ხატიამ
-უიმე გააგიჟეს ჩემი პატარა -შეიცხადა დედამ და ანას აკოცა ისევ შუბლზე.
საბოლოოდ მაგიდასთან ყველას დავსხედით, ანას თორნიკე დაატარებდა ხელᲘთ და ძალიან ბედნიერი იყო ამის გამო ის, თუმცა ძალიან დაიმორცხვა როცა მარცხენა ხელით ვერ შეძლო ჭამა და Მე შევთავაზე რომ საჭმელს ვაჭევდი
-არ მინდა -გამომხედა აცრემლიანებული თვალებით
-ასე არ შეიძლება ჩემო ლამაზო-ჩაეხუტა
თორნიკე -რაც მეტად გაექცევი ამ რეალობას მეტად გაგიჭირდება შეგუება დამიჯერე, არაფერია იმაში სამარცხვინო რომ დედამ გაჭამოს
-მართალია-დაეთანხმა თინი -ჩვენ ვიცით რომ დიდი გოგო ხარ და შენით ჭამ, უბრალოდ ახლა რთული მდგომარობა გაქვს და ამიტომ გიწევს დედიკო დახმარებას-გაუღიმა ანას და მასაც გაეღიმა
-ჩვენ ხომ ამაზე ვილაპარაკეთ?-შევხედე ანას
-ჰო მაგრამ
-არავითარი მაგრამ ბებოს ცხოვრება, ახლა შენი დედიკო იქნება შენი მარჯვენა ხელი და ფეხი ხანდახან მე თიკა რომელიც აგერ ჩაგვისახლდა და ხან სხვები -Გავგეცინა ყველას თიკას რომ ყელში ლუკმა გაეჩხირა
-უიმე ნანა ბიცოლა რა-აბუზღუნდა თიკა, წყალი დალია და ძლივს გადაყლაპა ის ლუკმა
-კაი შვილო არ ინერვიულო ხუმრობს-გაუღიმა მამაჩემმა -ნეტა იცოდე როგორ უხარია აქ რომ ხარ და მარტოს არ ტოვებ
-ვიცი ვიცი-გაეცინა თიკას და დედაჩემს
მიეხუტა - არა კი ხარ ბუზღუნა ბიცოლა და ცოტა ბრაზიანი მაგრამ მაინც საყვარელი ხარ
-კაი მოდი ვჭამოთ-გამოაცხადა მამა და ანაც დამთანხმდა რომ ჩემი ხელით მეჭმია, ისეთი შწგრძნება მქონდა თითქოს ხელახლა ვიწყებდით ცხოვრებას მე და ანა.
ანას მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდით, სულ ვიღაც იყო ჩვენთან სტუმრად, თათია ხშირად რჩებოდა ხოლმე, მამა და თინიც ფაქტიურად სულ ჩვენთან იყვენე და ანას საშვალებას არ აძლევდნენ რომ ენერვიულა იმის გამო რომ ვერც დადიოდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა. მე სამსახურში ადგილი შემინახეს მაგრამ მაინც წამოვედი, ანას მარტო ერთი წამითაც არ ვტოვებდი, მართლა მის მარჯვენა ხელად ვიქეცი, ძალიან რცხვენოდა ხოლმე რომ ვერაფერს აკეთებდა და თლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერით, განსაკუთრებით მაშინ იტანჯებოდა როცა ვაცმევდი, ვბანდი ვაწვენდი
-დედა მგონია რომ გაწამებ-მითხრა ერთ საღამოს მოულოდნელად
-სისულელეს ნუ ამბობ-გამეცინა მე
-დედა ძალიან მრცხვენია -მითხრა
გულწრფელად -ისიც კი არ შემიძლია რომ ტუალეტით ვისარგებლო და შენ გაწვალებ ყველაფერზე
-ეს დროებითია და ასეც რომ არ იყოს დედისთვის შვილის მოვლა წამება არასდროს არაა, ეს ბედნიერებაა, გესმის? მე მიხარია რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში და ესეც კმარა რომ უზომოდ და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყო... მე შენ მიყვარხარ და შენი მოვლა ჩემთვის ბედნიერებაა ანა! ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ-გულში ჩავიკარი და შუბლზე ვაკოცე, თმა დავვარცხნე და თიკასთან ერთად საღამურები ჩავაცვი, როგორც ყოველთვის სამივემ ერთად დავწექით
-ჩემი გოგო, რა კარგი სურნელი გაქვს, დედაშენს კიდევ სიგარეტის სუნი აქვს თმაშიც -დაიჯღანა თიკა
-აუ ნუ შემაწუხეთ რა-გავბრაზდი მე
-მოეშვი რა, მე ხომ დავანებე შენც შეეშვი რა
-აუ მე რომ შემეშვათ ის ჯობია ვიდრე მე სიგარეტს
-რა ჯიუტი ხარ, სულ გკიდ.ა სხვისი ლაპარაკი
-აუ თიკა შენ იკას მიხედო ჯობიᲐ
-სულ მკიდ.ა იკა -თქვა უდარდელად
-აუ იკა ძაან კარგი ბიჭია -ჩაერთო ანაც -სულ შენ გიყურებს ხოლმე რომ მოდის
-ესეც მე ვარ? -გამეცინა მე
-ანა დედამ დაგარიგა ძილის წინ თიკა გააგიჟეო?
-არა ხომ იცო როგორ გვიყვარხარ-მოეფერა ანა სახეზე
-მე მიყურებს ხოლმე მართლა?-დაინტერესდა თიკა
-კიი-გაეცინა ანას და ასე ლაპარაკში ლამის დაგვათენდა, ანას რომ ჩაეძინა თიკა ადგა ვერ ვიძინებო გამომიცხადა, არც მე მეძინებოდა და ავდექი მასთან ერთად, ყავა გავაკეთე და სამზარეულᲝსი დავსხედით
-იკაზე ფიქრმა არ დაგაძინა? -გამეცინა მე
-აუ თავი დამანებე რა-გამიბრაზდა თიკა -არ მინდა ისევ იდიოტის როლში აღმოვჩნდე და ეხლა არ დაიწყო იკა კაირგი ბიჭიაო და ესაო და ისაო, ჩემო თოკასავით აკი ტიპიაო ვიცი რა დამპალიცაა-მეჩხუბა ფაქტიურად
-უიმე რა გაგიჟებული ხარ გოგო მართლა შეგიყვარდა?-გავოცდი მე
-მარიამ მოგკლავ
-უიმე მე რა შუაში ვარ?-შევიცხადე
-აუ თავი დამანებე-ასლუკუნდა და თავის საძინებელში გაიქცა და შეიკეტა, კარი აღარ გამიღო.
ასე ორ თვიანი წამების მერე ანას თაბაშირი მოხსნეს ფეხზე და სიარული შეძლო საბედნიეროდ, ხელზეც ერთიბთვის მერე და ოპერაციაც დანიშნეს, ეს ისეთივე რთული დღე იყო როგორც ის დღე როცა ავარია მოხდა, იმის მიუხედავად რომ ანას ვარწმუნებდით ყველაფერი მოგვარდებოდა ბოლომდე არც ჩვენ და არც ექიმი დარწმუნებული არ იყო ამაში, მაგრამ როცა ოპერაცია დასრულდა ანა გამოფხიზლდა და ექიმმა თითზე უჩხვლიტა რაღაც და ანამ შეკივლა ცრემლებად დავიღვარეთ სიხარულისგან, ანამ გვიან გააცნობიერა თუ რატომ ვტიროდით და გიჟებივით ვიცინოდით
-დედა მე ვიგრძენი -მასაც ცრემლები მოეძალა
-ჰო დედას სიხარულო იგრძენი, იგრძენი, შენ იგრძენი -სხვა ვერაფერს ვეუბნებოდი ისეთი ბედნიერი ვიყავი.
ხელის რეაბილიტაციამ რთულად ჩაიარა თავიდან ისწავლა ფაქტიურად წერა და ხელში ნივთების დაჭერა, ბევრჯერ იტირა მასჟების დროს მაგრამ ჩვენასას მივაღწიეთ და ანა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნეთ ზაფხულში რასაც მოჰყვა ლუკას და ხატიას გაუჩინარება, თორნიკეს გაგიჟება და მათი ძებნა კარდაკარ.
თორნიკე ჩვენთან იყო როცა იკამ დაურეკა და უთხრა მოვიდნენ სახლშიო, გიჟივით გავარდა
-გაყევი დედა -დედამ მანიშნა და მეც გავეკიდე მაშინვე მათ სახლში ძალიან დაძაბულობა იყო, როგორც კი სახლში შევედით თორნიკე საყელოში წვდა ლუკას და უღრიალა
-ასე როგორ მომექეცით!
-თორნიმე ნუ გაგიᲙდები ეხლა-ნიკა მივარდა და სცადა ხელიდან გამოეგლიჯა ლუკა
-შენ არ ჩაერიო-უყვირა ნიკას
-შეეშვი-იკამ უკან დახია ნიკა
-შენ იცი რომ მე ხატია მიყვარს-დაიწყო ლუკამ ყოყმანით -სამი წელია სიგიჟემდე მიყვარს... დაველოდე, გაიზარდა სკოლა დაამთავრა... მერე ანას ამბავი იყო და ამის გამო თავი შევიკავე თორემ აქამდე წავიყვანდი
-რა ნაბიჭვარ. ხარ-უყვირა თორნიკემ
-თორნიკე შვილო ნამდვილად ჩემი გაკეთებულია ეგ არანორმალური -მოგვესმა ლუკას მამის ბოხი ხმა, ჯერ ყველა გაჩუმდა გაისუსა მერე დედამის რომ აუტყდა გიჟივით სიცილი ჩვენც გაგვეცინა
-დიდი ბოდიში, თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენება არც მიფიქრია-თორნიკე ლუკას ხელი გაუშვა და მათ შეხედა
-არაუშავს -გაეცინა კობას და ცოლს გახედა
-წამოდი-ლუკას წაავლო ხელი და ეზოში გაათრია, მე და ნიკაც გავყევით
-ასე რატომ მოიქეცი? რატომ? რატომ წაიყვანე?
-მიყვარს უბრალოდ მიყვარს-ლუკა წინააღმდეგობას არ უწევდა და უფლებას აძლევდა თორნიკეს როგორც უნდოდა ისე ეჯანჯღარებინა
-ხომ გითხარი ჯერ პატარაა და ერ შეეᲮო-მეთქი
-რა პატარა მეკაიფები?-გაეცინა ლიკას და სულ გააგიჟა თორნიკე
-შემომაკვდება-ხელი გაუშვა მის საყელოს და ნიკას შეხედა
-შეეშვი რა ბავშვებს უყვართ ერთმანეთი
-მაშინ ძალით რატო ჩატენა მანქამაში და ისე რატომ წაიყვანა?-დაიყვირა თორნიკემ
-იმიტომ რომ გამაბრაზა, დამიკიდ. -ახსნა ლუკამ
-მოგკლავ-თორნიკე ისევ საყელოში წვდა
-კაი ნუ გიᲙდები, ხომ იცი რომ გულს არასოდეს ვატკენ, ხომ იცი რომ გაგიჟებით მიყვარს და მასაც ვუყვარვარ-საცოდავად შეხედა ლუკამ
-თვალით არ დამენახო მოღალატე ს.რო-უყვირა და წამოვედით ისე რომ ხატია არც უმახოა, შეშინებულმა ვერ გაბედა ძმას დანახვოდა.
-კაი ასე ნუ უჭედავ-ვუთხარი როცა სახლში მიმიყვანა და ოდნავ დამშვიდდა
-ნუ ამართლებ მარიამ
-კაი რა ბავშვები არიან ჯერ ისევ
-ძალით წაიყვანა ამას ვერვპატიო
-როგორ ფიქრობ ხატიას მასთან ყოფნა რომ არ უნდოდეს ლუკა რა ძალით დატოვებდა და რამეს დაუშავებდა? ხომ იცი რომ მასაც უყვარს და ეს ლუკას სულელური ქცევა უბრალოდ ბავშვური გაუაზრებელი ქმედებაა და სინამდვილეში ხატიასაც უნდა მასთან ყოფნა და ძალᲘთ არაფერი მომხდარა
-ვიცი მაგრამ მაინც უნდა გავუჭედო!-მითხრა სიცილით და დავმშვიდდი ასე რომ მითხრა.
ხატიას და ლუკას ქორწილი იმაზე გიჟურად და კარგი იყო ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ ყველამ, ანა ძალიან აღფრთოვანებული იყო ამ ყველაფრით მე კი მისით ვიყავი ბედნიერი, თორნიკეს მშობლების გაცნობამ ცოტა დამძაბა მაგრამ ისე თბილად მიგვიღეს მე და ანა რომ მალევე გაიარა იმ დაძაბულობამაც, თიკამ ჩემდა გასაკვირად იმდენი დალია რომ ფეხზე ძლივს იდგა და როცა თაიგულის სროლის დრო დადგა და ხატიამ პირდაპირ მას მიაჩეჩა ყვავილები გაოცებულმა შეხედა ჯერ მას მერე მე, მერე თაიგულს დახედა, ალბათ იფიქრა მეჩვენებაო
-რა ხდება?-ხატიას მივაჩერდი გაოცებული, მხრები აიჩეჩა არაფერი ვიციო და როცა შუქი ჩაქრა დარბაზში ცოტა დავიძაბე
-თორნიკე რა ხდება?-შევხედე ჩემზე უარესად დაბნეულს
-აზრზე არ ვარ-მითხრა გაოცებულმა და გავარდა რომ გაერკვია შუქი რატომ ჩაქრა, მოლლეთ მთელი დღე დ ა საღამო სულ საქმეებზე დარბოდა მოულოდნელად შუქი აინთო მხოლოდ ერთ ედგილას სადაც არანაკლებ მთვრალი იკა იდგა, გავოცდი, არ მწგონა ამ ექვს თვეში ასე თუ მოახერხეს დაახლოება, ჩვენს თვალწინ კი სულ ჩხუბობდნენ და , ცოტა გავბრაზდი თიკაზე
-თიკა ჯიშკარიანო მიყვარხარ-დაიყვირა მიკროფონში და შუქი აინთო მე ხომ გამოვშეტდი, თიკა ხომ საერთოდ და საერთოდ ყველა გამოშტერდა მგონი, ვიდექით და ვუყურებდით როგორ უახლოვდებოდა იკა სახე წაშლილ თიკას რომელსაც ხელები მოხვია წელზე და სხეულზე მიიკრო რაღაც უთხრა და ტუჩებში აკოცა, ამაზე თათიამ ანას თვალებზე ხელი ააფარა და გიჟივით გამეცინა, პირველმა Გაოცების ტალღამ რომ გადაგვიარა და ხალხი ისევ აირია და ყველამ ცეკვა დაიწყო თიკა და იკა ვეღარ ვიპოვეთ
-თორნიკე სად ჯანდაბაშია იკა? თიკასაც ვერსად ვპოულობ-ავბუზღუნდი როცა მთელი რესტორანი შემოვიარეთ მე ანა მდა თათიამ და ვერსად მივაგენით მის კვალს -ტელეფონიც გათიშული აქვს, იქნებ იკამ იცოდეს სადაა? დაურეკე
-იკასაც გათიშული აქვს უკვე დავურეკე-მითხრა გაოცებულმა
-ხატიას ეცოდინება რა ხდება -ვთქვი მუქარით და ხატიას დავადექი თავზე -იკა სად ჯანდაბაშია? თიკა სად წაიყვანა
-მე საიდან უნდა ვიცოდე?-ააფახულა საცოდავად თვალები
-ყვავილები მაშინ თიკას რატომ მიეცი?
-ნიკამ მითხრა
-ნიკა რაღა შუააა?-გამოვშტერდი მე
-მე რავიცი-შეიცხადა და თორნიკეს შეხედა საცოდავად -ძმაო მართლა არაფრის აზრზე არ ვარ
-იმიტომ არ სვამდა რომ ეგ ორი იდიოტი სადღაც წაეყვანა? -გაცეცხლდა თორნიკე -ხატია სულ გაგიჟდით? თიკა მთვრალი იყო
-არც შენი ძმაკაცი იყო ნაკლებად-გავუბრაზდი
-უიმე მე რას მეჩხუბებით, მთელი ქორწილი ერთმანეთს ზედ არ უყურებდნენ და ასე უცებ რამ გააგიჟათ? და რა ჩემი ბრალია?-მოკლეთ მე და თორნიკე გიჟებივით დავდიოდით წინ და უკან და დავეძებდით, მაგრამ ამაოდ, ცალკე ბიცოლაჩემს ვამშვიდებდი რომელიც ცრემლებად იღვრებოდა და გადაწყვიტა რომ რაღაც უბედურება დაემართა მის შვილს, მეც ვერ ვამშვიდებდი წესიერად საწყალ ქალს იმას ხომ არ ვეტყოდი მგონი გათხოვდა-მეთქი, მოკლეᲓ გაგვაწამეს იკამ და ლუკამ მე და თორნიკე, ბოლოს ისე გამოვიდა მდგომარეობიდან ყველას გაებუტა და ხმას Აღარ სცემდა არც ერთს, მე თიკას ვეჩხუბე რომ დაბრუნდნენ მეორე დღეს სიღნაღიდან ქორწინების მოწმობით, ვერ ვიჯერებდი რომ ასე შტერულად და სულელურად გათხოვდა
-რა ყველას ახლა მოგინდათ გათხოვება და ცოლის მოყვანა-ჩხუბობდა თორნიკე -აბა ნიკა შენც ჩაგვიტარე და რამ განსაკუთრებული მოაწყე დაგვაშტერე
-არა ძმაო რა დროს ცოლია -შეიცხადა და თათიას გახედა რომელიც სრულიად აიგნორებდა დღემდე, მგონი ამას მართლა დათუნა შეუყვარდა გავიფიქრე და გავბრაზდი თათიაზე.
ჩემსა და თორნიკეს შორის ურთიერთობა თითქოს გაცივდა, რაღაც ერთფეროვანი და მდორე გახდა, ამ ამბებმა საკუთარი თავი დაგვავიწყა თითქოს და ისე მივეჩვიეთ ასე ყოფნას რომ მოგვწონდა პასუხისმგებლობის გარეშე ურთიერთობა, მითუმეტეს რომ ჩვენს შორის ის სიახლოვა აღარ იყო რაც თავიდან და ახლა შეყვარებულებივით ვიქცეოდით რომელთათვისაც კოცნაც რაღაც განსაკუთრებული იყო, არათუ მეტი... ამ ყველაფერმა ისე შემცვალა გამაცია და დამთრგუნა რომ თორნიკესგან არასდროს წამოსულა სურვილი მეტი მიეღო ჩემგან, ისე როგორც თავიდან... ცდილობდა მაქსიმალურად გვერდში დამდგომოდა და არაფერი მოეთხოვა ჩემგან, მეც მივეჩვიე ამ ერთფეროვნებას და ისიც, მომწონდა ეს შეყვარებულობა, დაბნეულობა, გულის აჩქარება ისე თითქოს პირველად მკოცნიდა. მეგონა თორნიკესთვისაც ასე მარტივი და სასიმოვნო იყო ეს ჩვენი ერთფეროვანი ურთიერთობა მაგრამ შევცდი, თურმე ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოფმინების უნარის გამოცდა ყოფილა, რამდენჯერმე საუბარი წამოიწყო ქორწინებაზე მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ჩემთვის უბრალოდ მიმახვედრა რომ ასე ცხოვრება აღარ უნდა და სურს ოჯახი და შვილები, ჩემი აზრი აინტერესებდა როგორც ჩანს ამ ყველაფერზე, მე გაოგნებული ვიყავი ვერ ვიჯერებდი რომ ის ასე შეიცვალა, ერთხელ მანქანაში ვკითხე
-თორნიკე სერიოზულად ამბობ ამას?-არ ვუჯერებდი მე
-რა თქმა უნდა , მინდა რომ იჯახი მქონდეს და მინდა რომ ჩემი იჯახი შენ იყო-მითხრა მოულოდნელად
-თორნიკე -გავოცდი მე
-მინდა რომ ამაზე დაფიქრდე, არ მინდა რამე დაგაძალო არც ის მინდა დაგაჩქარო თავგზა აგიბნიო და მერე ინანო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე-მითხრა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის
-თორნიკე ეს ისეთი მოულოდნელია-ვუთხარი გულწრფელად გაოგნებულმა
-მოულოდნელი? მე შენ გაცნობის დღიდან მიყვარხარ მარიამ, ყველაფერის მიუხედავად მიყვარხარ და საერთოსდ არაფერს ნიშნავს ჩემთვის შენი წარსული, მითუმეტეს რომ შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე
-ჰო მაგრამ, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა
-სწორედ ამიტომ გეუბნები რომ დაფიქრდე და გაიაზრო გინდა თუ არა ეს შენ
-თორნიკე მაბნევ
-Მარიამ ხვდები რის ფასად მიჯდება ის რომ მე შენ სახლში მომყავხარ და გიშვებ? რომ შემეძლოს არასდროს არსად არ გაიგშვებდი, იმ ღამესვე არ უნდა გამეშვი არსად პირველად რომ გახდი
ჩემი -მითხრა ამღვრეული თვალებით და ხელი თმებში შემიცურა, სახე მომიახლოვა და ჩემს ტუჩებს მიაწება ათრთოლებული ტუჩები, ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს პირველად მაკოცა თითქოს ახლახანს გავიცანით
ერთმანეთი, ისევ ისე მიჩერდებოდა სუნთქვა და ისევ ისე მიჩერდებოდა გულის ცემა როგორც მაშინ. თორნიკეს ერთი კვირის მერე ვუთხარი რომ მეც მინდა რომ მისი ოჯახი გავხდე და ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ეს მინდა, ისე გადაირია რომ მაშინვე სახლში მოგვადგა მე და ანას და კაფეში დაგვპატიჟა
გადავწყვიტეთ ანას ერთად დაველაპარაკებოდით, ერთად აგვეხსნა რაც ხდებოდა
-ანა ხომ იცი რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ?-ჰკითხა ნაყინით მოფხუპნული პირიᲐნ ანას
-ვიცი
-ისიც ხომ იცი რომ მარიამი სიგიჟემდე მიყვარს
-ეგეც ვიცი-გაეღიმა მას და Მოთხუპნული პირი მოვწმინდე მე
-ანა მინდა რომ მარიამზე დავქორწინდე და მინდა რომ შენ ჩემი შვილი გახდე-უთხრა ისე რომ მისთვის თვᲚი არ მოუშორები
-ახლა?-გაოცდა ანა და ჯერ მე მომაჩერდა მერე თორნიკეს
-ახლა არა-გაეცინა მას -უბრალოდ გვინდა რომ ასე იყოს და გვინდა რომ შენი თანხმობა მივიღოთ რადგან შენს გარეშე ეს საქმე არ იქნება-გაეცინა თორნიკეს
-მე -ანას ხმაში ტირილის ნოტები გაერია
-ანა დედას სიყვარულო-გულში ჩავიკარი -შენ ხომ იცი რომ მე შენ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ?-თავი დამიქნია -ისიც ხომ იცი რომ შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, რომ შენ დედას სუნთქვა ხარ?
-ვიცი -შემომხედა ცრემლიანი თვᲚებᲘთ -ისიც ხომ იცი რომ თორნიკეს უყვარხარ-თავი
დამიქნია-ჩვენ თუ ერთად ვიქნებით მხოლოდ შენი თანხმობით და შენთᲜ ერთად, Გესმის ეს?
-დედა
-არ ინერვიულო არაფერზე-გაუღიმა თორნიკემ -ჩვენ ეს მოულოდნელად გადავწყვიტეთ მაგრამ შენ დაგელოდებით, შენს გადაწყვეტილებას დაველოდებით კარგი?
-კარგი-ანამ თავი დაუქნია და ეს საუბარი შევწყვიტეთ, იმის მისუხედავად რომ თორნიკე Ფაქტიურად სულ ჩვენს გვერდით იყო ანას მაინც გაიჭორდა იმ აზრთან შეგუება რომ შეიძლებოდა ამაზე მწტი ყოფილიყო ჩვენს შორის, დედასაც იგივე რეაქცია ჰქონდა, თითქოს თორნიკე ჩვენს ოჯახურ იდილიას არღვევდა, ისეთი განცდა Ჰქონდა ორივეს, ამ მდგომარეობას ძალიან მიეჩვივნენ და უჭირდათ ახალ ცხოვრებასთან შეგუება.
ბევრი ლაპარაკის საჩუქერბის და ამბების მერე დედა და ანას გული მოვიგეთ მე და თორნიკემ, მოკლეთ არ გვინდოდა მაგრამ ყველაფერი ასე უცნაურად გაოფიციალურდა და მშობლები გავაცანით ერთმანეთს, მერე ნათესავები.
თუმცა საბოლოოდ მაინც სხვაგვარად გააკეთა ყ ელაფერი თორნიკემ, ჩემს დაბადების დღეზე ღამის თორმეტზე მომაკითხა სახლში და რესტორანში დამპატიჟა რომელიც ჩემთვის ნამდვილად არ დაუკეტია, ზოგად თემებზე მესაუბრა და საერთოდ არ შეხებია ქორწილის თემას, მე ცოტა იმდგაცრეუებული დავრჩი კიდეც რადგან ყველაფერი უცნაურად გაიწელა და გაოფიციალირდა რაც ჩვენს ხასიათში არ ჯდებოდა მაგრამ ოჯახის გამო ასე გამოვიდა, რამდენიმე ჭიქა შამპანოური დავლიეთ და მალევე წამოვედით, სახლში რომ არ მივყავდი მხოლოდ მაშინ გვაცნობიერე როცა ისეთ გზაზე გავედით სადაც განათებაც კი არ იყო ქუჩაში
-სად მიგყავარ?-ვკითხე გაოცებულმა
-უნდა მოგიტაცო-მითხრა სიცილით
-მართლა? რა რომანტიკულია?-შევიცხადე და გიჟივით გამეცინა
-შენი აზრით ეგ რომანტიკულია?-ცოტა გაოცდა
-საყვარელი მამაკაცი თუ გიტაცებს კი, მითუმეტეს საქმრო-გამეცინა ისევ
-ანუ ცოლად მომყვები ხო? -მანქანა გააჩერა მოულოდნელად და შემომხედა
-ეს ხელის თხოვნაა?-გავოცდი მე
-შეიძლება ასეც ითქვას თუმცა შენს აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში-მაუბნება მკაცრი ტონით
-მაშინ არ მოგყვები-გავჭედე მე
-რას იზავ მანქანიდან გადამიხტები?
-კიი-ვუთხარი და გადავედი, ისიც გადმოვიდა და მაშინვე გამომეკიდა მაჯაში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა
-მგონი აქ სადღაც ბეჭედი უნდა მქონდეს-მითხრა მომღიმარი სახით და კოლოფი ამოიღო, გახსნა და ბეჭესი ამოიღო -ცოლად გამომყვები?-მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა
-თორნიკე-აშკარად გავოცდი მე
-მარიამ?-მკითხა გაბრაზებული ტონით, თავი დავიქნიე და ბეჭედი რომ გამიკეთა ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე და ადგილზე დამატრიალა
-ახლა უკვე ჩემი ხარ სამუდამოდ ჩემი და არსად გაგიშვებ -მითხრა მომღიმარი სახით და საფეთქელზე მაკოცა



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგია ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.ანაც გამოჯანმრთელდა.

 


№2  offline წევრი A.N.A

კარგია რომ კარგად დასრულდა, მაგრამ ბოლო თავს ყოველთვის ნაჩქარევად წერ მგონია და ისე გამოდის, თითქოს ერთი სული გქონდა დაგემთავრებინა.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nancho
კარგია ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.ანაც გამოჯანმრთელდა.

მიხარია რომ მოგეწონათ :)

A.N.A
კარგია რომ კარგად დასრულდა, მაგრამ ბოლო თავს ყოველთვის ნაჩქარევად წერ მგონია და ისე გამოდის, თითქოს ერთი სული გქონდა დაგემთავრებინა.

ბევრი ვიფიქრე დასასრულზე და გადავწყვიტე აღარ გამერთულებინა მეტად სიტუაცია, წინა ისტორიაც ასე გამოვიდა.
მადლობა აზრის გაზიარებისთვის :)

 


№4 სტუმარი თმთ

რატომ მიაფუჩეჩე

 


№5  offline მოდერი ნეაკო

თმთ
რატომ მიაფუჩეჩე

რატომ ფიქრობთ ასე, უბრალოდ მეტად აღარ გავწელე ისტორია

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

ახალი ისტორიით გელი!❣❣❣წარმატებები.

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ახალი ისტორიით გელი!❣❣❣წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა :)

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

კარგი იყო იმდენი ემოცია მოჰქონდა მთელ სტორია, იმდენი ტკივილი , სევდა, ცრემლი, დაუნდობლობა, ადამიანის ორმაგი სახე, მარიამის ტკივილით სევდით სავსე ცხოვრება, რომელმაც ამდენი ტანჯვის მიუხედავად თავისი ადამიანი იპოვა, და სიმშვიდე მოიპოვა, არნახულ რამეს გაუძლო და მასთან ერთად ჩვენც იმ ქაოსური ემოციებით მოგყვებოდით, რაც ჩვენამდე მთელი სიზუსტით მოიტანე,.. ძალიან კარგი ისტორიაა ძალიან

 


№9  offline მოდერი ნეაკო

Daldoni Daldoni
კარგი იყო იმდენი ემოცია მოჰქონდა მთელ სტორია, იმდენი ტკივილი , სევდა, ცრემლი, დაუნდობლობა, ადამიანის ორმაგი სახე, მარიამის ტკივილით სევდით სავსე ცხოვრება, რომელმაც ამდენი ტანჯვის მიუხედავად თავისი ადამიანი იპოვა, და სიმშვიდე მოიპოვა, არნახულ რამეს გაუძლო და მასთან ერთად ჩვენც იმ ქაოსური ემოციებით მოგყვებოდით, რაც ჩვენამდე მთელი სიზუსტით მოიტანე,.. ძალიან კარგი ისტორიაა ძალიან

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია და შევძელი თქვენამდე იმ ემოციების მოტანა რაც ამ ისტორიაში მქონდა ჩაფიქრებული.
კიდევ ერთხელ მადლობა რომ ყოველთვის მიზიარებთ ყოველთვის თქვენს აზრს :)

ანუკი ანუკი - ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ :)

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს ისტორია იყო, ჩემი საუკეთესო ისტორია ყველა, ისტორიას შორის და ზუსტად ისეთი დასასრული ქონდა, როგრიც მე მნდოდა.....საუკეთესო ხარ საუკეთესო ისტორიებით....ძალიან მიყვარხარ....იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიიი..

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ეს ისტორია იყო, ჩემი საუკეთესო ისტორია ყველა, ისტორიას შორის და ზუსტად ისეთი დასასრული ქონდა, როგრიც მე მნდოდა.....საუკეთესო ხარ საუკეთესო ისტორიებით....ძალიან მიყვარხარ....იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიიი..

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის :) ძალას მმატებს მე თქვენი სიტყვები :)
ახალი ისტორია დავიწყე და იმედია მოგეწონებათ... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :)

 


№12  offline წევრი -nastia-18

ძალიან მომეწონა მადლობა რო ასე კარგად ლამაზად და თბილად დაასრულე ეს ისტორია ❤️❤️

 


№13  offline მოდერი ნეაკო

-nastia-18
ძალიან მომეწონა მადლობა რო ასე კარგად ლამაზად და თბილად დაასრულე ეს ისტორია ❤️❤️

მადლობა თქვენასეთი თბილი სიტყვებისთვის

 


№14  offline წევრი Just__Mysteriousgirl

ანუ, რა მაინტერესებს.. თავებზე როგორ გადავიდე? საძიებო ველში რომ ვუთითებ მხოლოდ ბოლო თავიდან 10 თავამდე აგდებს, ვერა ნაირად ვერ ვიპოვე 1 თავი????

 


№15  offline მოდერი ნეაკო

Just__Mysteriousgirl
ანუ, რა მაინტერესებს.. თავებზე როგორ გადავიდე? საძიებო ველში რომ ვუთითებ მხოლოდ ბოლო თავიდან 10 თავამდე აგდებს, ვერა ნაირად ვერ ვიპოვე 1 თავი????

ახლა ხანს ვნახე გქვენი კომენტარი და ასე გვიან იმიტომ გპასუხობთ, ჩემს პირად გვერდზე გადმოდით და ,,ყველა სიახლე"-ზე გადადით და იქ ნახავთ ყველა ისტორიას თანამიმდევრულად თავებად.

ან საძიებო ველში ისტორიის სახსლი ჩაწერეთ და მითითეთ მაგ. 1 თავი, 10 თავი და ასე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent