შენზე (დასაწყისი)
ეცადო დაივიწყო ის , ვინც ძალიან გიყვარს ჰგავს მცდელობას გაიხსენო ადამიანი, რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ. მცდელობის პროცესი კი - დაბურულ ხეივანში გზის გაკვლევას, მიმართულებების გარეშე, თუმცა თუ შენ ამას მთელი ძალით ცდი, თუ ყველა რესურსს გამოიყენებ დასავიწყებლად იქნებ ერთ მშვენიერ დღეს შეძლო და ისევ ისუნთქო თავისუფლად. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ეს ისტორია მეამბო თქვენთვის.. იქნებ იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს? იქნებ იმიტომ, რომ მინდა აღარავინ გაიმეოროს? ჭრილობები ნელ-ნელა შეხორცების გზას ადგა. ტკივილებიც აღარ იყო იმდენად ძლიერი, თუმცა მამაკაცის სახეს და სხეულს ისევ აჩნდა უამრავი სისხლჩაქცევა და დაბეჟილობა. თეთრ, ბამბასავით საწოლში იწვა, მაგრამ თავს საერთოდ არ გრძნობდა კომფორტულად. უსიამოვნო შეგრძნებებს მოეცვათ მთელ მისი სხეული. აშკარა გახლდათ ვერ გაერკვია სად იყო და რატომ. გონზე რომ მოვიდა ეცადა თვალები გაეხილა, გამაყრუებლად ჩაესმოდა ხმები, რომლებსაც ირგვლივ მყოფი საგნები გამოსცემდნენ. გამოსახულებას ბინდი გადაჰკვროდა, ვერ გაარჩია რას ხედავდა, გონება უკან ითრევდა მის ფანტაზიებს. რეალობასა და სიზმარს შუაში მოექციათ მამაკაცის გონება და ცდილობდნენ უფრო მეტად აერიათ მისი ფიქრები. გადაწმენდილ ჰორიზონტზე ქალს თეთრ, ფრიალა სარაფანში ხედავდა, მისი ყორანივით შავი თმები ავისმომასწავლებლად ფრიალებდნენ მატერიაზე, თვალს ვერ წყვეტდა გამოსახულებას, თუმცა ვერც მკაფიოდ აღიქვამდა რამეს. ბორგავდა ოხრავდა და ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა გაურკვეველ ბგერებს. ოთახში აპარატის გამაყრუებელი ხმა გაისმა. მამაკაცს ყურები დაეხშო, გამოსახულება გაუფერულდა , მაგრამ მალევე შეცვალა სხვა კადრებმა. ახლა ქალი პირსახით მამაკაცისკენ იმზირებოდა, ბრიალა თვალებს ანათებდა და ტუჩის მოძრაობით ანიშნებდა მასთან მისულიყო. ადგომა სურდა, მაგრამ სხეული ოდნავადაც არ აჰყოლია მის სურვილებს, გაქცევა და ქალთან მისვლას სთხოვდა გონება, თუმცა ფიზიკურად ადგილიდანაც ვერ იძროდა. რაც უფრო ცდილობდა გაქცევას, მით უფრო უკან იხევდა, თეთრ კაბიანი კი პატარავდებოდა და პატარავდბოდა, თვალებში ათასფერი ნაპერწკალი ერთად გაუკრთა, გონება ერთმეოდა და სხეულიც უფრო მსუბუქი ხდებოდა, აპარატი კი ისევ გულის წამღებად წრიპინებდა. სხეულზე რაღაც ცივი და გლუვი ნივთების შეხებას გრძნობდა, ხმებიც ესმოდა, ვერ არჩევდა, მაგრამ რაღაცისკენ მოუწოდებნენ , ვერ ერეოდა თეთრკაბიანს, მის დალალებს და ვარდისფერ ტუჩებს დაბურულ გამოსახულებაშიც რომ ასე იოლად გამოერკვია ვის ეკუთვნოდა , თუმცა დაიკარგა.. გაწყდა გამოსახულება და აპარატმაც როგორც იქნა შეწყვიტა გულის გამაწვრილებელი ხმაური. მძიმედ დაუშვა პალატაში მყოფმა ექიმმა ხელები. იქვე, საოპერაციო მაგიდასთან მოიკეცა მუხლი და თავით ხელებს ჩამოეყრდნო, რამდენიმე დღიან ბრძოლას ასრულებდნენ, თუმცა პაციენტი საერთოდ არ ცდილობდა მის დახმარებას, პირიქით წინააღდეგობას გრძნობდა მისგან, თითქოს გადაეწყვიტა აქაურობას გასცლოდა და სხვაგან გადასახლებულიყო.. რამდენიმე წამი დაჰყო მხოლოდ ჩამუხლულმა, ფიქრის დრო არ იყო, უნდა გაერისკა, ადგა და დაუფიქრებლად გადადგა ნაბიჯი.. საბედნიეროდ. სკალპერი ხელში მოიტრიალა და გულში უკუთვლა დაიწყო. ხუთი, ოთხი.. სამი.. ორი.. თვალები დახუჭა კარგი ამბის მოლოდინში და მალევე გულსაკლავი წრიპინი შეწყდა. ბედნიერებამ მოიცვა მთელი მისი სხეული, ღრმად სუნთქავდა , უნდოდა ბოლომდე შეეგრძნო ის განცდა, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას რომ სდევს თან. ფრთხილად დააცილა ქუთუთოები ერთმანეთს და მამაკაცის გაცრეცილ სახეს შეხედა, გადაეღალა სიკვდილთან ბრძოლას, უპეები ჩაშავებოდა. ადამიანური სევდით ეცოდებოდა მისი სხეული იმ ტრამვებისთვის, რაც სხეულზე ეწერა მამაკაცს, ყველაფერი გააკეთა მისთვის, თუმცა იცოდა, რომ ეს მინიმუმი იყო, რაც მას სიცოცხლისკენ მობრუნებაში დაეხმარებოდა. ერთხანს ასე იდგა, მდუმარედ და აკვირდებოდა მის ნაკვთებს, მერე კი ექთნების და მთავარი ექიმის ხმებმა გამოაფხიზლა, რომლებიც წარმატებულ ოპერაციას ულოცავდნენ. თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა ყველას, ერიდებოდა ამდენი საქებარი სიტყვის მოსმენა, თუმცა გულწრფელად უხაროდა მოსმენილი. სწრაფად დატოვა პალატა, უნდოდა მალე ეხარებინა კარგი ამბავი პაციენტის ოჯახისთვის. კარის გაღებისთანავე წამოიშალნენ იქ მყოფნი და მომლოდინე თვალებით შეაცქერდნენ გოგონას. - გილოცავთ, წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი სტაბილურადაა . გაღიმებულმა ახარა ხალხს და ბიჭებს შორის მდგარ შავებში ჩაცმულ ქალისკენ გაექცა მზერა , იქ იდგა და უმზერდა მისი თვალები ცრემლით და მადლიერებით იყო სავსე. - აუცილებლად გადაგიხდის ღმერთი ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი შვილის გადარჩენას არასდროს დაგივიწყებ. ქალმა გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და ეამბორა. - უფალია მოწმე, შენ საქმეს არასდროს დავივიწყებ.. ქალმა აღარ იცოდა როგორ გამოეხატა მადლიერება, ექმი კი უფრო და უფრო ვარდებოდა უხერხულში - თქვენი შვილი იყოს ჯანმრთელად, ეს იქნება თქვენი მადლობაც, ახლა კი უნდა დაგტოვოთ, პალატა უნდა მოვამზადოთ. კარგი იქნება თუ დაისვენებთ, უკვე მერამდენე დღეა აქ ხართ, მას ახლა დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, თქვენც უნდა დაისვენოთ, თორემ ასეთ მდგომარეობაში თუ დაგინახავთ ინერვიულებს და ეს ყველაზე ნაკლებად გვაწყობს. მნახველებს დაემშვიდობა და ღიმილით გაეშურა მიმღებისკენ, გოგონებს დაუბარა სწრაფად მოეგვარებინათ ოთახის ამბები და კაბინეტის კარი შეაღო. თიქოს ახლა იგრძნო ხუთი ღამის დაღლილობა, პაციენტის შემოყვანისდღიდან სულ რამდენიმე საათი თუ ეძინა, ძირითადად საოპერაციოში ატარებდა. მას შემდეგ რაც მედიცინამ დააინტერესა სულ მოლოდინში იყო, როდესმე მოუწევდა ადამიანის გადარჩენა, მისივე ხელებით, ეს განუსაზღვრელ ბედნიერებას იწვევდა მის გულსა და სულში, ამიტომაც თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის , რომ იქამდე მოსულიყო, სადაც დღეს არის. სავარძელში მძიმედ ჩაესვენა და გულზე დაიკრიფა ხელები, ძილი თავს ართმევდა და ქუთუთოებიც ზანტად ეწეპებოდნენ ერთმანეთ, სულიერ გადაღლილობას გრძნობდა ფიზიკურზე მეტად, ემოციური შოკი ჰქონდა, როცა მთავარმა ექიმმა ოპერაციის ჩატარება უფლება მისცა , თუმცა წამის მეასედებში გაიზარდა მისი პასუხისმგებლობა, მას უკვე გაეაზრებინა რას ნიშნავს ჩაერიო ბედისწერის საქმეში, რას ნიშნავს კიდევ ერთი შანსი მისცე სიცოცხლეს. იქამდეც ბევრ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა და ბევრჯერ გაუზიარებია მთავარი ექიმების მიერ გადარჩენილი ადამიანების ბედნიერება, თუმცა, როცა ამას შენივე ხელებით აკეთებ, როცა მხოლოდ შენზეა გადაწყვეტილება, მეტი ხიბლია და მეტი სიხარულია. გადაღლილს სავარძელშივე მიეძინა თუმცა კარზე კაკუნმა არ მისცა უფლება ბოლომდე გადასულიყო მორფეოსის სამყაროში. - ევა, ბოდიში გაგაღვიძე, მინდოდა კიდევ ერთხელ მომელოცა ექიმი კართან იდგა და ეტყობოდა სულ ეს არ იყო, რის სათქმელადაც შევიდა. - მობრძანდით ბატონო დავით, დიდი მადლობა, თქვენი დამსახურებაა. წამოდგა და ექიმს ხელი შეაგება. -ევა, დიდი ხანია ჩემი მოსწავლე ხარ, როდესაც პრაკტიკანტებთან ერთად ჩემს კაბინეტში პივრელად შეგხვდი ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იქნებოდი. შენი მონდომება და პოტენციალი ყოველთვის გეტყობოდა - ევას ლოყები უფრო და უფრო წითლდებოდნენ. - ძალიან მინდა გეგას შენ მიხედო. გოგონა ცოტა დააბნია მამაკაცის სიტყვებმა. - მინდა შენ იყო მისი მკურნალი ექიმი, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. - ხო, მაგრამ კარდიოლოგიურ განყოფილებას რა ბედი ეწევა - კაკუშაძის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ყველაფერი , სანამ შენ გეგას მიხედავ - რა თქმა უნდა, ბატონო დავით. ჩემი იმედი გქონდეთ - გაეღიმა გოგონას. - გეგა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც მინდა შენს ხელში იყოს, დარწმუნებული ვარ ამ საქმეს თავს გაართმევ, თანაც შენ, ის უკვე გადაარჩინე, ამიტომაც გამახარებ თუ რეაბილიტაციაში შენვე დაეხმარები . ახლა კი უნდა წავიდე, საქმეები მიხმობენ. წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ცოტახნით დაფიქრება სჭირდებოდა, მისი გონება მობილიზებას ვერ ახერხებდა, იცოდა რომ რეაბილიტაციის კურსი საკმაოდ დატვირთული და მძიმე იქნებოდა, ამიტომ თავი წინასწარ უნდა შეემზადებინა ამ მდგომარეობისთვის. კარადიდან თერმოსი აიღო და ცხელი სითხე სრიალით ჩაუშვა ორგანიზმში, გადაწყვიტა ჯერ პაციენტის პირადი საქმე განეხილა და შემდეგ დაესვენა . ხუთი ღამის წინ , როდესაც მამაკაცის ცოცხალ-მკვდარი სხეული შემოიყვანეს საოპერაციოში , ვერავინ იფიქრებდა რომ გადარჩებოდა, მაგრამ რამდენიმე დღიანმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. თუმცა მთავარი წინ იყო, ქვედა კიდურებში მიყენებული ტრავმებმა, სრულიად მოშალა ძვლების ფუნქციონირება, ამიტომ წინ ძალიან გრძელი და რთული პროცესი იყო გასავლელი, რათა ორგანიზმს ისევ აღედგიმა სასიცოცხლო ძალები. პირად საქმეზე დაგრულ ფოტოსურათსა და ინფორმაციას დააკვირდა, ეცნობოდა ეს სახელი და გვარი - გეგა გეგეჭკორი, გონებაში ატრიალებდა და ცდილობდა გაეხსენებინა , რატომ ეცნობოდა ასე ძალიან, თუმცა ვერაფრით გაიხსენა. საქაღალდე დახურა და ოთახში მდგარ დივანზე მიესვენა, მისი ნება რომ ყოფილიყო ზამთრის ძილით გამოიძინებდა და კარგა ხანს არ გავიდოდა კაბინეტიდან თუმცა საქმეები მხოლოდ გათენებამდე მოიცდიდნენ, შემდეგ კი დაიწყებოდა რაღაც ახალი, რაღაც სხვა, რაც აქამდე არ გამოუცდია. გაღვიძებისთანავე მოიწესრიგა თავი და თეთრ ხალათში კოხტად გამოწყობილმა დატოვა კაბინეტი. სწრაფად გაიარა მკრთალი დერეფნები და ფრთხილად შეაღო პალატის კარი. ჩუმი ნაბიჯებით მივიდა საწოლთან და მამაკაცის ნაკვთებს დააკვირდა. ძალიან იყო ნაცემი, გამეტებულად. ავადმყოფურად მოეჩვენა მისი ფიქრები, როდესაც დაბეჟილი კაცის ნაკვთები სილამაზედ აღიქვა, თუმცა ფაქტი იყო. გარეგან დათვალიერებას რომ მორჩა და დარწმუნდა , რომ სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურზე უკეთესი იყო გამოსვლა დააპირა, ზურგს უკან მოესმა ჩუმი ბორგვა . პაციენტი ძილბურანში გახვეულიყო.. ძალდატანებით დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, თუმცა ვერ შეძლო იმდენად კარგად აღექვა გამოსახულება, რომ გაერკვია სად იყო ან რას აკეთებდა. ტკივილს გრძნობდა მორალურს და ფიზიკურს, ერთდროულად . მისი სხეულზე გადაყვლეფილი კანი საზარლად გამოიყურებოდა, თვალი მოარიდა და ყელი ჩახველებით ჩაიწმინდა. დაბინდული მზერა მოავლო ოთახს, სივრცეში თეთრხალათიანი შენიშნა და კარგად დააკვირდა მის სახეს. გაუკვირდა, შეცბა. ფიქრობდა რომ ეჩვენებოდა. ალბათ ყველაზე ნაკლებად თავის წარსულთან დაკავშირებულ ადამიანს თუ ისურვებდა მისსავე ექიმად, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ოხვრას ამოაყალა - ევა ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.