შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ! (სრულად)


4-01-2021, 21:48
ავტორი Artificiality
ნანახია 5 652

მოგესალმებით მეგობრებო! სანამ ისტორიის წაკითხვაზე გადახვალთ გთხოვთ, რომ მანამდე ეს წაიკითხოთ.
მინდა გითხრათ, რომ ეს ისტორიის პირველი ნაწილია, შეიძლება ბევრს ეცნოს, ადრე იდო ამ საიტზე, ახლა შეცვლილია ბევრი რამე და დარედაქტირებული უკეთესად. იმედი მაქვს მოგეწონებათ, მეორე ნაწილი წერის პროცესშია, მხოლოდ რამდენიმე გვერდიღა აკლია, მაგრამ მინდოდა მანამდე გაცნობოდით, მოტივაციაც მჭირდება დასასრულებლად, რაც თქვენგან ყოველთვის მოდის. გთხოვთ დამიწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა მოგეწონათ და რა არა, რამე თუ იყო ზედმეტი ან რამე ხომ არ აკლდა. მკითხველის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის, წერის პროცესში სასწაულად შემიყვარდნენ ეს პერსონაჟები, ვერ ავღწერ რამდენი ვიტირე და ვიცინე, ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა და იმედი მაქვს შევძელი ჩემი ემოციების სწორად გადმოტანა თქვენთვის. ისიამოვნეთ!





"სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,

ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე..."- გალაკტიონ ტაბიძე.


ხშირად უფიქრია სახლში მიმავალს ' განა რამდენის ატანა და მოთმენა შეუძლია ადამიანს?! ' და მაშინვე თავით ეშვება წარსულის ისტორიაში, ბიბლიაში, სახარებაში და წამში იაზრებს, რომ ის, რაც მისმა სულმა გადაიტანა, არაფერია იმასთან შედარებით, რისი ატანაც უფალს უწევდა.
სულმა იმიტომ, რომ სხეულს ახლა ჩალის ფასიც არ აქვს... ცენტადაც არ გაყიდდა მის სხეულს, პირდაპირ ეშმაკს მიუგდებდა საძიძგნად. განა რა არის ის ხორცი, რითიც დედამიწაზე არსებობის საშვი გვაქვს?! არაფერია! კაპიკიც არ ღირს! თუ სული არ გაქვს ლამაზი, კაპიკიც არ ღირს!
ამ ფიქრებში ჩაფლულს, გაუაზრებელად მიადგა ტაძრის ჭიშკარს და მოწიწებით გადაიწერა პირჯვარი. შიგნით შესვლა შერცხვა გოგონას, ტანს მოკლე ქვედაბოლო უმშვენებდა. შარფის ძებნა დაიწყო ჩანთაში და ბოლოს გახარებულმა მოკლე კაბაზე ლამაზად დაიმაგრა. მეორეს კი თავზე უბრალოდ, მაგრამ ძალიან მოხდენილად ირგებს. ახლა კი იგრძნო, რომ ჭიშკრის იქეთ ღირსეულად შეეძლო შეებიჯებინა.
სანთლებს ყიდულობს და ცდილობს ყველა სასანთლეში დაანთოს.
ფრთხილად იჩოქებს თავისი პატარა სხეულით და ღმერთს მადლობას უხდის, მის დიდ და მეტყველ თვალებზე ცრემლ მომდგარი კი მთელი გულით შენდობას ითხოვს.
ბოლოს სევდიანი ნაბიჯებით მამაოს უახლოვდება.
- დამლოცე მამაო.- მუდარის ტონით შესთხოვს და თავს ხრის.
- დალოცვილი იყავი შვილო ჩემო!- სითბო ჩამდგარი ხმით ეუბნება გოგონას და თავზე ნაზად ადებს ხელს.

ამაღლებული განწყობით ტოვებს უფლის სახლს და სახლისკენ მიმავალ გზაზე, ახლა უკვე დამშვიდებული მიაბიჯებს.

სახლში შესულს ბედნიერი ეგებება თავისი ლეკვი, გოგონაც თავისი თხელი სხეულით გარბის მისკენ და მთელი ძალით ეხუტება.
- პრინცოო, ჩემო პრინცოო, დედას პრინცო, მაპატიე კარგი?! მაპატიე ამდენი ხნით, რომ დაგტოვე მარტოს.- ეხუტება და თბილად კოცნის. სულ რაღაც ერთი თვისაა და უკვე იმხელაა ხელში ვეღარ იყვანს, დიდი და ფუმფულა!
საჭმელს უყრის თავის ჯამში და ფეხშიშველი მიაბიჯებს მეორე სართულისკენ, მაშინვე აბაზანისკენ მიიწევს, ონკანს უშვებს და ყველანაირი მატერიისგან სხეულს ათავისუფლებს.
სასტიკად უყვარს გოგონას ცხელი წყლის ქვეშ ნებივრობა და ამ დროს, წუთები თავისით გარბის.
წყლის ქვეშ, როგორც კი მოდუნდა მაშინვე თვალწინ ფირივით გადაურბინა მისმა წარსულმა.

15 წლის იყო გოგონა, როდესაც საკუთარმა მამამ გააუპატიურა. ეს იყო პირველი მიწაზე დახეთქება მისი ლაღი ბავშვობიდან. ერთი წელი იწვა სასოწარკვეთილი ფსიქიატრიულ კლინიკაში და ცდილობდა მოგონებები მთლიანად ამოეშალა. მაშინ პირველად შეეშინდა და შესძულდა თავისი სხეულის თითოეული ნაკვთი. მაშინ პირველად იგრძნო რა იყო სულიერად განადგურება, ეგონა გული ამოგლიჯეს, დაუფლითეს, შემდეგ თითოეული მოლეკულა შეაწებეს და უკან დედამიწაზე დააბრუნეს.
მაშინ ჩამოიმსხვრა გოგონას ცხოვრება, დაეცა, მოკვდა და იქამდე არ დაიბადა სანამ უფლის სახლში არ შეაბიჯა და არ მოინათლა.
როგორც კი მამაომ მირონი სცხო, მაშინვე იგრძნო, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო, ეს იყო ღვთისგან ბოძებული შანსი, შანსი ცხოვრების გაგრძელებისა. სუიციდის მოზღვავებული სურვილი გაუქრა და დამეფიცება სიცოცხლე მოუნდა.

მეორედ სულიერად დედას თვითმკვლელობამ დასცა.
დღემდე ვერ პატიობს! არ ქონდა უფლება ასე მიეტოვებინა. არ ქონდა უფლება ღმერთის ნაჩუქარი სიცოცხლე საკუთარი ხელით მოესპო. არ ქონდა უფლება 18 წლისას მარტოს მიეგდო რეალობისთვის საჯიჯგნად.
როგორ კარგად ახსოვს! უნივერსიტეტის მეორე კვირა იყო, სემინარზე მაღალი ქულა აიღო და გახარებული, ბავშვური აჟიტირებით გარბოდა მთელი სისწრაფით სახლში. კარები ბედნიერმა შეაღო და დედას ძახილი დაიწყო.
- დეე, დეე, დედუციი, სად ხაარ? უნდა ამაყობდე შენი შვილიით, დეე ძალიან ბედნიერი ვაარ. - გაყვიროდა გოგონა და ოთახიდან ოთახში დარბოდა მის საპოვნელად.
ბოლოს აბაზანის კარები შეაღო და ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი, გოგონა დაეცა! მის წინ, მის თვალწინ, შუბლში ტყვია დახლილი დედამისი იწვა! იმ მომენტის შემდეგ აღარაფერი ახსოვს გოგონას, გარდა იმისა, რომ რეალობას პირდაპირ სახით შეეჯახა.

ახლა სად არის?! სად დგას?! და რატომ ცოცხლობს?! უბრალოდ მიაბიჯებს, მაღალი ქუსლებით, ამაყად, დინჯად და არავის აძლევს მისი ქალურობის იქეთ გახედვის უფლებას. სასაცილოა, ფიქრობს, რომ დედამიწას მისნაირი ადამიანი არ უნდა ამძიმებდეს. თავისი თავი იმაზე მეტად ეზიზღება, ვიდრე მის მტერს შესძულდებოდა.
ხალათი ნაზად შემოიხვია ტანზე გოგონამ და აბაზანა დატოვა. თავისი გრძელი წითური თმა სავარცხლით, სულ ტანჯვით ჩამოივარცხნა და თმაზე ნიღაბი წაისვა. სახე და სხეული ათასი კრემით დაფარა და საღამური მოირგო.
გოგონას არ ეძინებოდა, ამიტომ ვერანდაზე გადაწყვიტა გასულიყო. წითელი ღვინის ბოთლით და ბოკალით ხელში მოხდენილად ჩაეშვა ჰამაკში, ცაში აიხედა და ვარსკვლავების თვლა დაიწყო. წითელი ღვინის სითხეს ნაზად სვავდა და თვლას იქამდე აგრძელებდა, სანამ ღვინომ თავბრუ არ დაახვია და ვარსკვლავების გარჩევა შეუძლებელი არ გახადა.
ეს გოგონას საყვარელი საქმიანობა არის, სადღაც ათასამდე ვარსკვლავი აქვს დათვლილი და არასდროს ბეზრდება. ჰო მეც ვთვლი, რომ გიჟია, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებს, ვარსკვლავები გოგონას თავისთან იზიდავს, ბოჭავს და ატყვევებს თავის სილამაზეში ჩაფლულს. დრო ჩერდება და ამ დროს მთელი დედამიწა მისია...
იქამდე დაატყვევა გოგონა სანამ სიცივემ არ შეაწუხა და ზანტად, ნაბიჯების არევით, სხეულის ნაზი რხევით შევიდა სახლში, კიბეებზე მშვიდად ავიდა და თავის ოთახში, თავისივე საწოლის, თავისივე საბანში გაეხვია.
დილით გოგონა სხეულზე ურცხვად მონარნარე მზის სხივებმა გააღვიძა, თუმცა შეწინააღმდეგება არც უცდია. სპორტული შარვალი და მაისური მოირგო და პრინცთან გავიდა.
- დედას პრინცო, დილამშვიდობისა.- ჯერ კიდევ თვალდახუჭული ეხუტებოდა გოგონა პრინცს. - წავიდეთ გარეთ, ჰო დე?!- გარეთ გავიდნენ ლამაზად მოწყობილი ბაღი გაიარეს და ჭიშკარიც მალე დატოვეს. გათიშული მიუყვებოდა ქუჩებს და გოგონას გონება ვერაფერზე ფიქრობდა. ალბათ ოც წუთამდე იარა ფეხით და იქვე მდებარე ჯიხურში ყავა იყიდა. სანამ სახლამდე მივიდა გამოფხიზლებაც მოასწრო და სწრაფად დაიწყო მომზადება. ატლასის დავარდნილი კაბა გადაიცვა წვრილ ბრეტელზე და მის ლავიწზე არსებული ვარსკვლავების ტატუ ამაყად გამოაჩინა. თმა დაუდევრად ჩამოიშალა და მაღლები მოირგო.
პირველ სართულზე ჩავიდა და პრინციც წამებში მასთან გაჩნდა. ისეთი თვალებით უყურებდა გოგონას, რომ ისედაც გუშინ მარტო დატოვებული, დღეს ვეღარ გაიმეტა, ყელზე ნაზად გაუკეთა თავისი თოკი და სახლი ერთად დატოვეს.
ერთნაირი თვალები აქვთ გოგონას და პრინცს, ცალი ცისფერი და ცალი ყავისფერი.
მანქანის კარი ფრთხილად გამოხსნა და ბატონი პრინცი უკანა სავარძელზე ნაზად დაასკუპა.
გეზი კი თავისი კაფისკენ აიღო.
კაფე უნივერსიტეტთან ახლოს სპეციალურად გახსნა, რომ უფრო მომგებიანი ყოფილიყო მისი საქმიანობა. ყველაფერი ისეა, როგორც პატარაობაში ოცნებობდა, ვინტაჟური სტილი და ძალიან ბევრი ყვავილები. ისეთი სილამაზეა, რომ მთელი დღე ვერ შორდება. თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს, როდესაც თავის კუთხეში ზის და უბრალოდ რეალობისგან გადაკარგული კითხულობს.
მანქანა დააპარკინგა და პრინცი თავის პატარა სახლში, კაფის ეზოში დატოვა. თვითონ კი შიდა სივრცისკენ გაეშურა.
- ქალბატონო კესანე, დილამშვიდობისა!- კაფის მენეჯერი ნინია შეეგება ღიმილით გოგონას.
- დილა მშვიდობისა ნინია, როგორ ხარ? რა ხდება აბა კაფეში?- ნაზად გაუღიმა და ტანის რხევით ერთ-ერთ მაგიდასთან მოთავსდა.
- კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? კაფეში ყველაფრი კარგადაა, ჯერ ადრეა და მხოლოდ ყავის წასაღებად შემოდიან.- უთხრა და გოგონასთან გაჩერდა.
- კარგია, ახლა შეგიძლია შენ საქმეს მიხედო.- ისიც პირუჩუმრა გატრიალდა და - ნინია, ყავა და ჩემი ნამცხვარი მომიტანე!-ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ და ნინიასაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
- დიახ, რა თქმა უნდა ქალბატონო კესანე.- პასუხის ნიშნად თავი ოდნავ დახარა და ტელეფონში სოციალური ქსელების დათვალიერება დაიწყო.
რამდენიმე წამში სტუმარი შემოვიდა, მაგრამ ნინია არ ჩანდა და სხვა მიმტანებს ჯერ სამუშაო საათები არ დაწყებიათ, ამიტომ გოგონა წამოდგა და მაგიდისკენ გაეშურა.
- დილამშვიდობისა, რას შეუკვეთავთ?- გაკვირვებულმა ახედა გოგონას სიმპათიურმა მამაკაცმა და თავისი მწვანე თვალები დაბნეულმა შეანათა. როგორც ჩანს ეუცნაურა, მსგავს ფორმაში ჩაცმული მიმტანი.
- დილამშვიდობისა, ორმაგი...- ვეღარ შეძლო დასრულება, რადგან ნინია მიუახლოვდათ.
- ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო კესანე, სამზარეულოში რაღაც პრობლემა იყო, თქვენი ყავა და ნამცხვარი მაგიდაზე დავტოვე, ბატონს მე მოვემსახურები.- შეშინებულმა დაუწყო გოგონას ახსნა განმარტება, რაზეც უცნობს ტუჩი ჩაუტყდა.
- ნინია, საქმეს მიხედე. - ნაძალადევად გაუღიმა და ნინია უარესად აანერვიულა. - და ჰო, დღეს პრინცი მოვიყვანე და საჭმელი აჭამე!
- დიახ, რა თქმა უნდა.- სწრაფად და ელეგანტურად დატოვა იქაურობა, თავისი მაგიდიდან ყავა აიღო და კაბინეტში გაუჩინარდა.
სიმართლე გითხრათ, გოგონას თავისი 25 წლის მანძილზე, არცერთი მამაკაცისკენ არ გაუხედავს. შეიძლება ეს მის წარსულთანაა კავშირში ან უბრალოდ ვერ იპოვნა ისეთი ადამიანი ვინც მიიზიდავს, ჰო ეს საუკეთესო მიზეზია კითხვებისგან თავის დასაღწევად.
ბევრი საქმე არ იყო კაბინეტში ამიტომ გოგონა ისევ კაფეში დაბრუნდა და ახლახან მოსულ მიმტანებს მიესალმა.
მამაკაცი ისევ იქ იჯდა და ამჯერად რაღაც ფურცლებში ჩამძვრალიყო.
გოგონამ პრინცისკენ აიღო გეზი და კაფის ეზოში გავიდა.
- პრინცოო, სად ხარ დედას პრინცო?- გოგონას ხმაზე მაშინვე გამოიქცა, ისიც დაიხარა და მთელი ძალით მოეხვია.- მოდი ვითამაშოთ პრინცო, ცოტა გავმხიარულდეთ.- პრინცის საყვარელი ბურთი აიღო და თავისი სიფრიფანა და გალეული სხეულით აქეთ იქით დარბოდა, პრინცი კი წასართმევად დასდევდა. ისეთი სასაცილო სურათი შეიქმნა, რომ გოგონა ბოლოს გადაღლილი, იქვე სკამზე ჩამოჯდა და კისკისებდა. დიდი ხანია გულით აღარ გაუცინია.
მთელი ეს პერიოდი გოგონა მწველ მზერას გრძნობდა და დისკომფორტს უქმნიდა.
პრინცს ბურთი მისცა და მის გვერძე ჩამომჯდარს თავი დაადო და ეფერებოდა.
- ჩემი პრინცი, დედას პრინცი, როგორ ძალიან მიყვარხარ პრინცო, როგორ ძალიან. - მონოტონურად იმეორებდა და მოფერებას აგრძელებდა.
რამდენიმე წუთი ჯდომის შემდეგ, გოგონამ დაინახა, როგორ გამოვიდა მამაკაცი კაფიდან და მისკენ დაიძრა. ახლაღა შეათვალიერა მისი უნაკლო სახის ნაკვთები, მკაცრი იერი და ნავარჯიშები სხეული. მომენტში ტანში გასცრა მისმა აღნაგობამ, ზედმეტად მაღალია და აშკარად არაა დედამიწელი.
მალევე მივიდა გოგონასთან და ისიც ფეხზე წამოდგა.
- კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე დემეტრე ვარ. - ოდნავ გაუღიმა კესანეს და ხელი გაუწოდა.
- სასიამოვნოა, მე კესანე. - ეცადა გაეღიმა, მაგრამ ვერ გეტყვით რამდენად გამოუვიდა. ხელი ჩამოართვა და ჰოი საოცრებავ, დემეტრესთან შედარებით ისეთი პატარა ხელი აქვს, ალბათ, რომ მოინდომოს თავისუფლად გადატეხავს. არადა რა ლამაზი თითები აქვს.
- ჩემთვისაც. იცით თქვენი კაფე ძალიან მომეწონა, მაგრამ თქვენი მიმტანი, ნინია ჰო?- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.- ისეთი შეშინებული იყო, როცა მიმტანის როლში თქვენ დაგინახათ...- ღმერთო ჩემო რა უტაქტოა. ახლა, ხო არის ღირსი ვეჩხუბო. მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს ამ უტაქტო ადამიანზე სიტყვები დავხარჯო. ცინიკურად ჩამეღიმა. უცბად დავალაგე სახე და ვუპასუხე.
- იცით, არამგონია თქვენი საქმე იყოს.- სწრაფად წამოვედი იქედან. უკვე კაფეში ვიყავი, რომ ვიღაც ხელზე შემეხო და შემომატრიალა. უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, თუმცა დავაიგნორე.
- დამშვიდობება დაგავიწყდათ. ბედნიერ დღეს გისურვებთ კესანე.- თქვა, და ლოყაზე მაკოცა თავისი ზომაზე დიდი ტუჩებით, კანი ამეწვა, თუმცა უცბად შევხტი. წარსული თავს არ მანებებს. თვალები ტკივილისგან დამიწითლდა და გამწარებულმა ავხედე.
- მეორედ არც კი გაბედოთ!- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი, ერთი შევავლე მის გაოცებულ სახეს თვალი და სწრაფად დავტოვე იქაურობა. მანქანაში ჩავჯექი და ადგილს სწრაფად მოვწყდი.

დავდიოდი ქალაქში და ყველაფერს ვიაზრებდი. ახლა ვხვდები, რატომ არავინ მიზიდავს. ეს უბრალოდ ლოყაზე კოცნა იყო და სხვა რამეზე წარმომიდგენია რა დამემართება. კოცნის გახსენებაზე ლოყა ამეწვა, ხელი ნაზად მოვისვი, მაგრამ სწრაფად გადავიტანე ყურადღება.
იქვე გავაჩერე მანქანა და ბოლო ხმაზე დავიკივლე.
- მეზიზღები მამაჩემო, მეზიზღებიი, ათი წელი გავიდა, ათი წელი და ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ. რატომ გამწირე, რატომ. იმედი მაქვს ამოლპები ციხეში ჩემი გამწარებისთვის. იმედი მაქვს. - სული მტკივა, ვინმეს ესმის ჩემი?! სული მტკივა ხალხო, სული! ტირილი მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. თვალები მეწვის და ვერ ვტირი. ღმერთო ჩემო რა დავაშავე შეგიძლია მითხრა?!

რამდენიმე წამი ვაიძულებდი ჩემ თავს, რომ დავმშვიდებულიყავი. ახლა კი გამომივიდა, მაგრამ მერე რა იქნება?! ფსიქოლოგიც ვერ მშველის, წამლების მიღება კი ყველაზე ნაკლებად მინდა.
განადგურებული დავბრუნდი უკან. კაფეში შევედი, ჩემს კუთხეში დავჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე. მგონი ამან უფრო დამამძიმა, ვაყოლებდი სტრიქონებს თვალს, მაგრამ სიტყვა არ რჩებოდა გონების არცერთ კუნჭულში. მაგრამ მაინც ვაგრძელებდი, იქამდე სანამ თავის მოტყუებით არ დავიღალე. მერე კი ავდექი და მეც მაგიდების მომსახურება დავიწყე.
ერთი ოჯახი შემოვიდა, პატარა გოგონა ყავდათ, გულში ჩამწვა ყველაფერი ამის დანახვამ, მაგრამ ბედნიერი ღიმილით მოვემსახურე.
- დეიდა, დეიდა. - უკან გაბრუნებულს გოგონას ხმამ გამაჩერა.
- გისმენ პრინცესავ.- თბილად გავუღიმე და მივუახლოვდი.
- თვალებზე რა გჭირს?- თავისი ტიტინა ხმით მკითხა.
- შვილო რა კითხვებია.- შერცხვენილმა დედამისმა ბავშვის გაჩუმება სცადა.
- რას იძახით არაფერია, პრინცესავ მე ასეთი თვალებით დავიბადე. ძალიან ცოტა ადამიანი იბადება მსგავსი თვალებით. არაფერი არ მჭირს ცუდი.- გავუცინე და მის გაკვირვებულ სახეს დავაკვირდი.
- ანუ შენ ჯადოქარი ხარ? ბოროტი ჯადოქარი?- გაოცებული და შეშინებული ხმით მკითხა, მინდოდა გამეცინა, მაგრამ შერცხვებოდა, ამიტომ თავი შევიკავე.
- პრინცესავ, იცი მე კბილის ფერია ვარ. ღამე შენნაირ ლამაზ გოგონებთან და ბიჭებთან დავდივარ ვინც კბილს იღებს, ბალიშის ქვეშ დებს და მე მიმაქვს, სამაგიეროდ ფულის მონეტებს ვტოვებ. შენ არ ამოგიღია ჯერ კბილი?- ჩემს ისტორიაზე გოგონას მშობლებს გაეცინათ.
- დედა, ეს ლამაზი გოგონა კბილის ფერიაა. მე ჯერ არ ამომიღია კბილი, მაგრამ როცა ამოვიღებ ხომ მოხვალ?- ბედნიერმა მკითხა.
- აუცილებლად პრინცესავ.- ისეთი გახარებული იყო გამოექანა და ჩამეხუტა მთელი ძალით. რა იქნებოდა მეც მყოლოდა ასეთი შვილი?! მისგან იმხელა სითბო მოდიოდა, რომ ბედნიერებით გავიბერე. სამაგიეროდ მილიონ თვალს ვგრძნობდი ზურგზე, რომლებიც ალბათ გაოცებულები მიყურებდნენ, რადგან მე ასე არასდროს ვიქცევი.
დღეს სერიოზულად ემოციურად დატვირთული დღე იყო და ზედმეტად გადავიღალე. სახლში შესულ მე და პრინცს კი წამებში ჩაგვეძინა.

"განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე."- გალაკტიონ ტაბიძე.
....

იმის მერე, რაც თვრამეტი წლისას რეალობას შევასკდი, ჩემი დარჩენილი, შეგნებული გონებით, გავიაზრე, რომ არ მინდოდა რაიმე პასუხისმგებლობით ცხოვრება. არ მინდოდა ჩემი სიცოცხლე ნებისმიერ წამს, რომ მომსპარიყო, ერთ ადამიანს მაინც ეარსება ვისაც ეს ოდნავ მაინც დაწყვეტდა გულს ან ობოლი ცრემლი მაინც ჩამოუგორდებოდა. აღარ მინდოდა, რომ ჩემს საფლავზე ვინმეს მოსვლის მიზეზი ჰქონოდა. არ მინდოდა ვინმეს მოგონებებში მეცხოვრა. არ მინდოდა სიკვდილის შემშინებოდა და დიახ, მე ეს შევძელი. ოცდახუთი წლის ვარ და ახლა, რომ მოვკვდე, მშვიდად წავალ, პირიქით შეიძლება გამიხარდეს კიდეც. არაფერი მექნება დასაკარგი.
სრულიად თავისუფალი ცხოვრება მაქვს, პასუხისმგებლობის და შიშის გარეშე. მინდა სამუდამოდ ასე ვიცხოვრო... ამაზე დიდ ბედნიერებას ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება ვერ მაჩუქებს.
ახლა კი მეშინია, მეშინია. ჩემი გრძნობების შემეშინდა. იმ ერთი შეხების შემეშინდა. არ მინდა რუტინა შეიცვალოს, არ მინდა გრძნობა შემემატოს. არ მინდა, არ მინდა, არ მინდა.
მაქსიმალურად ვეცადე კაფემდე ისე მიმეღწია, რომ რუტინული დღე და ფიქრები არ ამერია. მაქსიმალურად ვეცადე გზაში მყოფს ისევ სამსახურზე მეფიქრა. არადა ვგრძნობდი, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ დემეტრე დაბრუნდებოდა.
ზუსტად რუტინულ დროს, რუტინული ფიქრებით, რუტინული მანერით შევედი და რუტინულად ნინია შემომეგება.
- დილამშვიდობისა ქალბატონო კესანე!- როგორც ყოველთვის შეშინებული ღიმილით და ხმის კანკალით მეგებება. მე კიდევ ეგოისტურად მსიამოვნებს, რომ ეს არ იცვლება და ყველაფერს ვიზამ, რომ ასე იყოს სამუდამოდ.
- დილამშვიდობისა ნინია, დღის დასაწყისი როგორია მითხარი და ძალიან ცხელი ყავა და ნამცხვარი მომიტანე.- მგონი დღეს ძალიან ვცდილობ განრიგის დაცვას და ეს კარგად არ დამთავრდება.
- როგორც ყოველთვის ქალბატონო კესანე- ამაზე ბედნიერად ჩამეღიმა. - ახლავე მოგიტანთ შეკვეთას. - ნინია წავიდა, მე კი კარებს დავუწყე ყურება და ზუსტად ვიცოდი რამდენიმე წამში დემეტრე შემოვიდოდა. და აი არც დააყოვნა, იგივე მაგიდასთან დაჯდა და ტუჩის ჩატეხვით გამომხედა.
მეც წამოვდექი და ვეცადე ირონიული ღიმილი დამემალა.
- დილამშვიდობისა, რას ინებებთ?- ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი.
- თქვენთან საუბარს შევუკვეთავ.- სერიოზული ტონით მითხრა.
- ვშიშობ მენიუში მსგავსი რამ არ შედის. - დანანებით ვთქვი და სიცილის შეკავება ვცადე.
- მოვითხოვ, პერსონალურად! - ტონი არ შეუცვლია.
- ლანგარით მორთმეულს თუ პირდაპირ?- არ ვნებდებოდი და ირონიულად ვიღიმოდი.
- კესანე! შენთან საუბარი მინდა. - ტონი შეარბილა და თხოვნის ბგერებიც დავიჭირე უცბად.
- მე არ მომიცია უფლება შენობით ფორმაზე. თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თუ რამის შეკვეთას არ აპირებთ.- გაბრაზებულმა ვუთხარი და წასასვლელად გავბრუნდი.
- კესანე.- ჩემი სახელი წარმოთქვა და მაჯაში დამიჭირა.
- ხელი გამიშვით სასწრაფოდ და მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახოთ.- იმხელა ხმაზე დავიყვირე, რომ მოულოდნელობისგან ხელი შემიშვა და ნინიაც გამოჩნდა.- სასწრაფოდ!- კიდევ დავიყვირე და თითით კარისკენ ვანიშნე.
ისიც პირუჩუმრა ადგა და შენობა დატოვა.
ვეცადე ხელების კანკალი დამემალა და ნინიას მოტანილ ყავას დავწვდი, მაგრამ მგონი ეს ცუდი იდეა იყო, იმდენად მიკანკალებდა ხელები, რომ პირდაპირ ზედ გადავისხი.
როგორ მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა ტკივილისგან, მაგრამ გავიღიმე. ნინიას გავუღიმე. რაღა მაინც და მაინც მე შემიყვარდა ქაფქაფა ყავის სმა?!
- სახლში წავალ, აქაურობას შენ გიტოვებ.- ჩემი მშვიდი ხმის გამიკვირდა და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.
გეზი საავადმყოფოსკენ ავიღე. ვგრძნობდი, როგორ მიწვავდა კანს ცხელი სითხე და მატერია ზედ ეკრობოდა. ისე ძალიან მტკიოდა, რომ გონება დამებინდა, თუმცა მაინც მშვიდად მივაღწიე. მიმღებში შევედი, ერთი სიტყვა წარმოვთქვი 'მიშველეთ' და გავითიშე.

გონს მოსული პალატაში ვიწექი და ექიმი დამწვარ ადგილს მიმუშავებდა. ტკივილისგან თვალები ამეწვა და დავიგმინე.
- როგორ გრძნობთ თავს?- სანდომიანი ღიმილი ჰქონდა ჩემ მოხუც ექიმს.
- მტკივა.- ჩამწყდარი ხმით ვთქვი და შევიშმუმშნე. რაზეც უარესად მეტკინა.
- ნუ მოძრაობთ. კიდევ გაგიკეთებთ ტკივილგამაყუჩებელს და გაგივლით. მეორე ხარისხის დამწვრობა გაქვთ. სტერილური საფენები უნდა დაიდოთ და ხშირად შეცვალოთ. შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს ძილის მხრივ და თუ ტკივილმა შეგაწუხათ შემიძლია გამაყუჩებელი გირჩიოთ. გონება ტკივილისგან დაკარგეთ. საშიში არაფერია.- გარკვევით ამიხსნა და გამიღიმა.
- მადლობა ძალიან დიდი, შემიძლია წავიდე?
- რა თქმა უნდა. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ყველაზე კარგ სიტუაციაში ერთ თვეში გაგივლით, აუცილებლად მოდით შემოწმებაზე. - მითხრა და პალატა დატოვა.

სახლში ჩამონგრეული, ჩამომსხვრეული დავბრუნდი. წებო ავიღე და საკუთარი თავის გამთელება დავიწყე.
ერთი თვე ისე გავიდა სახლიდან ფეხი არ გამიდგავს. წებოს გაშრობას ველოდი და ბოლოს მივხვდი, რომ კესანე დაბრუნდა. ჩემი დამწვარი გულმკერდიც გამთელებულად გამოიყურებოდა და ნამდვილად არ შემიწუხებია თავი ექიმთან ვიზიტისთვის.
მთელი თვე ვგრძნობდი, როგორ ტკიოდა ჩემთან ერთად პრინცს და სულ ცდილობდა გვერდიდან არ მომშორებოდა. ადამიანზე მეტად, როცა ძაღლს შეგიძლია ენდო, აი მანდ მთავრდება ჩვენი ადამიანობა!
აი სამსახურში დაბრუნების დროც დადგა. მომზადება დავიწყე და საბოლოოდ სარკეში, რომ ჩავიხედე, დავინახე როგორ მიმზერდა ქალი, რომელიც არც კი ვიცი საიდან გაჩნდა. ნუთუ ასე ცუდად ვიცი წებოს გამოყენება. ისეთი ცივი თვალები დავლანდე, რომ საკუთარი თავის შემეშინდა, აღარ მინდოდა მემზირა ჩემთვის უცნობი ქალისთვის, ამიტომ სწრაფად დავტოვე სახლი და კაფეში გავიქეცი, იქნებ იქ მეპოვნა ჩემი თავი.
- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ქალბატონო კესანე. - მის თვალებში მონატრება დავინახე და შემეშინდა. მაქსიმალურად ცივი მზერა ვტყორცნე და ახლა ჩემთვის სასურველი შიშის რეფლექსები დავინახე.
- კეთილი იყოს.- ეს უფრო ჩემი თავის დასამშვიდებლად ვთქვი და კაბინეტში შევედი. ისიც უკან ამედევნა ენა გადმოგდებული ლეკვივით.- მომიყევი რა მოხდა განსაკუთრებული!
- გარდა იმისა, რომ ყოველ დღე ბატონი დემეტრე გკითხულობდათ არაფერი.
- ეგ არ მაინტერესებს, უბრალოდ შეგეძლო გეთქვა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. - დემეტრეზე გაბრაზებულმა ნინიას წავკბინე.
- ბოდიში.- თავი დახარა დამნაშავედ.
- ამიერიდან ისე მოიქეცი, რომ შენი საქციელი ბოდიშის მოხდას არ საჭიროებდეს.- ვუთხარი და ხელი კარისკენ გავიშვირე.- ახლა მიბრძანდი.- დავინახე, როგორ აუწყლიანდა თვალები და ბედნიერებისგან გამეღიმა.
საბუთებში ჩაფლულს კარებზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა.
- მობრძანდით.- ვთქვით და თავი ავწიე ფურცლებიდან.
- ქალბატონო კესანე ეს განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. - შეშინებულმა, თუმცა მტკიცე ხმით მითხრა ნინიამ და ფურცელი წინ დამიდო.
- ნახვამდის ნინია, რეკომენდაციას დაგიწერ, შეგიძლია წახვიდე. მადლობა იმისთვის რაც ამ კაფისთვის გააკეთე. ბონუსი დაგერიცხება ერთი თვე ჩემი საქმის კეთებისთვის. - დავინახე, როგორი გაკვირვებული სახე ჰქონდა. რამდენიმე ვარიანტია, ან ის გაუკვირდა, რომ ასე მარტივად გავუშვი ან, ან არ ვიცი, დანარჩენი ზრდილობის ფარგლებში ვუთხარი და არა მგონია ჩემი მადლობა ან ბონუსი გაკვირვებოდა, ეს ადამიანური საქციელია, ან შეიძლება ადამიანად ვერც აღმიქვამს.
თავის დაკვრით დამემშვიდობა და ოთახი დატოვა.
კაბინეტიდან გასული დემეტრეს მწვანეებს შევეჩეხე და მაშინვე თვალი ავარიდე. მიმტანები ადგილზე იყვნენ და თავიც არ შემიწუხებია მისი მომსახურებით. სამზარეულოში შევიხედე და ყველაფერი შევამოწმე. ცოტახანში დავინახე, როგორი დაბნეული მოდიოდა ერთ-ერთი მიმტანი ჩემსკენ.
- ქალბატონო კესანე, ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ ერთ-ერთი კლიენტს მენეჯერის ნახვა უნდა და ნინია არ არის აქ, რა გავაკეთო?- შეშინებულმა მითხრა და პასუხის მოლოდინში თითების წვალება დაიწყო. რცხვენოდა ჩემთან ნინიას ჩაშვების...
- ნინია აღარასდროს იქნება აქ და ამ კლიენტს მე შევხვდები მარია, შენ უბრალოდ მითხარი, რომელ მაგიდასთან ზის.
- მეხუთე მაგიდა. - მითხრა და სწრაფად დამტოვა.
ირონიულია, ჰო სწორად მიხვდით, დემეტრე აღმოჩნდა ის კლიენტი.
დინჯად მივუახლოვდი და ვეცადე ემოციების გაკონტროლებას.
- ბატონო დემეტრე რა პრობლემა გაქვთ?- არ ელოდა ჩემს გამოჩენას, თუმცა არ შეიტყო და ირონიულად გაიღიმა. როგორ უხდება ღმერთო ჩემო ეს ღიმილი. თითქოს თავისი ბუნებრივი მდგომარეობააო.
- ღმერთმანი ასეთ რა პატივში ვარ მენეჯერის მაგივრად შენ, რომ მოხვედი კესანე.- ირონიას არ კარგავდა.
- თქვენი საქმე არაა, თუ რამე პრობლემა გაქვთ მითხარით.
- მე ნინიას დავუძახე და არა შენ კესანე.- ნეტა ამით რის დამტკიცებას ცდილობს?! რა უხეში გამოხტომაა!
- ნინია აქ აღარ მუშაობს, ამიტომ დამდეთ პატივი და თქვით რა გაწუხებთ.- უკვე დავიღალე მასთან კამათით.
- ალბათ შენს კლანჭებს ვეღარ გაუძლო. ისე რამდენი წელი გიტანდა? ორი?! სამი?!- ინტერსიანი მზერით ამბობდა, თითქოს, რომელიმე ფილოსოფიური ნაშრომს იკვლევსო. ნეტა არ ბეზრდება?! ჩემზე მაინც არ მოქმედებს. არა და სიმართლის მარცვალი გდია იქვე კუთხეში.
- რა გინდოდათ დემეტრე?- დაღლილმა ამოვიხვნეშე.
- რა უემოციოდ იქცევი.
- ვერ ვხედავ ემოციის გამოწვევ მიზეზს. სამაგიეროდ იმას ვხედავ, რომ არაფერი გინდათ და წავალ მე ჩემს საქმეს მივხედავ.
- მოიცადე კესანე. მინდა დასალევად დაგპატიჟო.- ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ მომეწონა, რომ ბანალურად რესტორანში, რომანტიკულ გარემოში არ დამპატიჟა. გამეღიმა, თუმცა არ ვიცი რამდენად შეამჩნია.
- რა თქმა უნდა არა! ჰაჰ, როგორ გაიფიქრე, რომ დაგთანხმდებოდი. - ირონიულად გამეცინა.
- შენობით მომმართე, ეს უკვე წინსვლაა, ამიტომ შეთავაზება ისევ ძალაშია. არაფერი დაშავდება ერთხელ ეგ ირონიული ღიმილი, რომ მოიშორო და მარტო უარყოფითი ფორმით არ მელაპარაკო. ხვალ 10 საათზე გამოგივლი თუ დამთანხმდები, აი ჩემი ნომერი. გთხოვ კარგად დაფიქრდი, ამით შენი სიამაყე არ გაქრება, ნუ ღელავ, თუ ეს გადარდებს მხოლოდ.- დავინახე, როგორი გაბრაზებული იყო ჩემს პასუხზე, სწრაფად დატოვა პატარა ფურცელი რაზეც მისი ნომერი ეწერა და თვალის დახამხამებაში გაქრა. მაინც არ მითხრა რატომ ეძახდა ნინიას.
ნინიას გარეშე საშინელება ყოფილა აქ ყოფნა, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. სასწრაფოდ მისი შემცვლელი უნდა ვიპოვნო და ვფიქრობ ძალიან გამიჭირდება. იმ საღამოსვე დავწერე ვაკანსიის შესახებ და სხვადასხვა გვერდებზე გავავრცელე.
სახლში დავბრუნდი, პრინცს მივხედე, სააბაზანოში შევიკეტე და დემეტრეს შემოთავაზებაზე დავიწყე ფიქრი.
რომ დავთანხმდე იქნებ იფიქროს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ და სიმთვრალით ისარგებლოს. მაგრამ ის ფაქტი ცნობილია, რომ სასმელი დიდად არ მოქმედებს ჩემზე. იქნებ მანიაკია ვიღაც და ჩემს შეტყუებას ცდილობს. მაგრამ ეს ნამდვილად არ ეტყობა, პირიქით ზედმეტად კარგი და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მაგრამ მაინც მეშინია, ცვლილებების მეშინია. ნინია გავუშვი სამსახურიდან, ეს ცვლილება და კიდევ ეგეც რომ დაემატება ალბათ შევიშლები.
ჩემ თავთან კამათში დრო ისე გავიდა ვერც გავიგე.
აბაზანა დავტოვე და საწოლში ჩავწექი. გადავწყვიტე ჩემ თავს ცოტათი გადავაბიჯო და დავთანხმდე. როდემდე უნდა გავაგრძელო ასე ყოფნა. არაფერი დაშავდება უბრალოდ დალევით. თან ჩემი თავის კონტროლი შემიძლია. ნახევარ საათში კიდევ სახლში წამოვალ და ეგ იქნება, არაფერი განსაკუთრებული.
ჩემ თავში დარწმუნებულმა ტელეფონში დემეტრეს ნომერი ავკრიფე და მესიჯის წერას შევუდექი.
" მხოლოდ ერთი პირობით წამოვალ შენთან ერთად დასალევად."- გავაგზავნე და რამდენიმე წუთში პასუხსაც არ დააყოვნა.
" ოჰო, რა პატივია, ღამის სამ საათზე ჩემზე ფიქრობ?!
პ.ს გისმენ აბა." - ფუუ, მგონი ვნანობ, რომ დათანხმება გადავწყვიტე.
" მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვალთ თუ მეცოდინება, რომ არ შემეხები იქამდე სანამ ამის უფლებას არ მოგცემ. ( რაც მეეჭვება)"- რაც შემეძლო სწრაფად გავაგზავნე, რომ არ გადამეფიქრებინა.
" გამიჭირდება, მაგრამ თანახმა ვარ, ოღონდ მეც მაქვს ერთი პირობა."
"გისმენ!"
" იქნები მაქსიმალურად გულახდილი ყველა საკითხში. " - მოინდომა ბიჭმა მთვარეზე გაფრენა.
" შენ რა ჩემ გაცნობას აპირებ?"
" ღამე მშვიდობისა! " - ფუ იდიოტი. თანხმობის ნიშნად სახლის ლოკაცია გავუგზავნე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, პრინციპები მთელი ძალით ეწინააღმდეგება ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა აზრი აღარ აქვს, უკვე დავთანხმდი.
....
"ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის."- გალაქტიონ ტაბიძე.

მთელი დღე გონებადაბინდული, ინსტიქტურად ვმოძრაობდი. რა თქმა უნდა დემეტრე არ გამოჩნდა და უარესად არ ამაფორიაქა. ისიც ზედმეტი იყო რაც ხდებოდა და მადლობელი ვარ, რომ ფიქრებთან მარტოს დამტოვა, ბოლო ბოლო სიმარტოვე, ხომ ის ერთადერთია, რაც ჩემს სულს მალამოდ ედება.
ცხრა საათი იყო, როცა აბანოდან გამოვაღწიე და სარკეში ჩემს სახეს და სხეულს დავუწყე ყურება.
პირველ რიგში ყურადღება ჩემს ნაიარევზე გავამახვილე, რომელიც ჭიპის დაბლა სწორ ხაზად იყო. ეს ნაიარევი 20 წლის ასაკში გამიჩნდა, როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო მთლიანი საშვილოსნო ამომკვეთეს და ფსიქიკა დამინგრიეს იმ ფაქტით, რომ ვეღარასდროს მეყოლება საკუთარი შვილი. ამის გახსენებაზე ცრემლებმა დაიწყეს მთელ სახეზე დენა და თითქოს მუცელში, საშვილოსნოს ადგილას სასტიკი წვა ვიგრძენი, სავარაუდოდ მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყო და ეს ჩემი ფანტაზიაა, თუმცა გაუსაძლისი იყო ის ტკივილი რაც ვიგრძენი.
შემდეგ ჩემი თავის ყველა წერტილში მამაჩემის შეხება ვიგრძენი და მომინდა. სისასტიკით, ზიზღით და სიცივით ამევსო თვალები. ჩემ სახეს დავუწყე ყურება და დედას სახე დავინახე თავში ტყვია დახლილი და ამაზე უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე დავიწყე განწირული კივილი, კივილი, რომელშიც სასოწარკვეთილება ყვიროდა, ალბათ იმდენად შევეცოდე, რომ ჩემ მაგივრად ითხოვდა დახმარებას.
ახლა კი მითხარით, კიდევ ღირს ასეთი ადამიანის დედამიწაზე სიარული?! მე ქალიც კი არ ვარ, ბავშვის გაჩენა არ შემიძლია და მე რანაირი ქალი ვარ?! სრულიად უსარგებლო ხორცის ნაჭერი ვარ, რომლის შეჭმა მხეცსაც კი არ მოუნდება, რადგან ცოცხალი ვლპები, ვიხრწნები და შინაგანად ვყარვარ, მოსიარულე ლეში ვარ.

უცბად გონზე მოვედი, ფეხზე მყარად დავდექი, ცრემლები მოვიშორე და გაყინული მზერით მაკიაჟის კეთება დავიწყე, ბოლოს აბრეშუმის მოკლე კაბა გადავიცვი, რომელიც ზურგზე ამოღებული იყო და წინ ჩემს ტატუს აჩენდა. მაღლები ჩავიცვი, თმა ავიწიე, ყელზე ნაზი კულონი გავიკეთე, ზიზღით შევხედე ჩემ თავს და ტელეფონზე მოსულ მესიჯს დავხედე.
"გამოდი, მოვედი."
კოსტუმი და ჩანთა ავიღე, დაბლა ჩავედი, პრინცს დავემშვიდობე და გარეთ გასული წამებში ჩავჯექი მანქანაში, ღვედი გავიკეთე და მხოლოდ მაშინღა გავხედე დემეტრეს.
- გამარჯობა. - ზრდილობის გულისთვის ვუთხარი, თორემ საერთოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე.
- გამარჯობა კესანე, ძალიან დახვეწილად გამოიყურები. - ნეტა სხვის სიტყვებს შეეძლოთ იმ წარმოდგენის შეცვლა, რაც საკუთარ თავზე მაქვს, ჰაჰ, ანგელოზი ვიქნებოდი.
- მადლობა.- ცივად ვუთხარი და გზას მივაშტერდი. მანქანაში გამეფებული მისი სურნელი მაბრუებდა და რაღაც მომენტში რეალობის კედელს მაშორებდა. ზედმეტად უხდება თეთრი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი. პროფილი ისეთი დახვეწილი აქვს, რომ მინდება მთელი დღე ვუყურო. ჩემი მინდა, როცა მსგავს რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არაფრის დამალვას ვაპირებ, თქვენთან მაინც, თავს არ მოვიტყუბ.
- მომიყევი ცოტა რამ შენზე. - რეალობაში დამაბრუნა მისმა სიტყვებმა, არ ვიცი ამაზე რა ვუპასუხო. განა რა მაქვს მოსაყოლი.
- მკითხე რაც გაინტერესებს და გეტყვი.- სხვანაირად არ ვიცი რა მოვუყვე.
- კარგი, რომ მივალთ იქ ვისაუბროთ, ერთ თამაშს შემოგთავაზებ და ეს დაგვეხმარება ერთმანეთის გაცნობაში.
- კარგი დემეტრე. - ამოვიხვნეშე და დაველოდე როდის მივიდოდით. დიდი დრო არ დაგვჭირდა, მანქანიდან გადავედით და ვიგრძენი, როგორ უნდოდა ხელის მოხვევა, მაგრამ შეჩერდა, ალბათ ჩემი პირობა გაახსენდა და ნამდვილად არ სურდა ასე ნაადრევად ჩემი წასვლა.
შესასვლელთან დემეტრეს მიესალმა დაცვა და მაშინვე შეგვატარეს. ალბათ ხშირად დადის აქ.
როგორც მოგეხსენებათ არ მიყვარს ხმაურიანი გარემო, მაგრამ აქ სასიამოვნო ატმოსფერო იყო. დაცვა ზედმეტად აკონტროლებდა ხალხს. როგორც კი ვინმეს ზედმეტად მთვრალს ხედავდნენ, გაყავდათ, ან თუ ვინმეს აწუხებდნენ.
ბართან დავჯექით და დემეტრე მომიბრუნდა.
- ახლა ჩვენი თამაშის წესები ასეთია, ერთამენთს ვუსვამთ კითხვებს და თუ პასუხის გაცემა არ გვინდა მაშინ ამის ნიშნად ვსვათ სასმელს. თანახმა ხარ?- თავი დავუქნიე, მან კი სასმელი შეუკვეთა. - მაშინ მე ვიწყებ. რამდენი წლის ხარ?
- 25.
- როდის გაქვს დაბადების დღე?
- არ მახსოვს.
- და ან ძმა გყავს?
- არა
- მშობლები?
- დედა მოკვდა.
- მამა?- ამ კითხვაზე პირველი ჭიქა დავლიე. - ახლა შენ აგრძელებ იქამდე სანამ მე არ მომიწევს დალევა.
- რამდენი წლის ხარ?
- 28.
- რას ვერ აპატიებ შენ თავს?
- ღალატს.
- მოგონება, რომელიც გძულს. - ამაზე ჭიქა აიღო და დალია.
- ახლა მე ვაგრძელებ, რას ვერ აპატიებ სხვას?
- სიკვდილს.- ეს ვთქვი და თვალები ამეწვა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა არ შეიმჩნია.
- რამდენად გიყვარს შენი თავი?
- ჯერ ცნება „სიყვარული“ ამიხსენი!
- ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?
- ჩემი ლეკვი.
- მომენტი, რომელიც გინდა გაქრეს.
- ჩემი დაბადება.
- ვინ გძულს ყველაზე მეტად?- ამაზე უკვე მეორე ჭიქა დავლიე და ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ სიმთვრალეს.
- ახლა ჩემი ჯერია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენს ცხოვრებაში.
- ჩემი და.
- რისი გეშინია?
- სიკვდილის.
- შენი საყვარელი სასმელი.
- ვისკი.
- რატო ვისკი?
- მისი სიძლიერე მომწონს.
- მშობლები?- ახლა ის აგრძელებს დალევას და კითხვის დასმას იწყებს.
- რატომ ცხოვრობ?
- იმიტომ, რომ დავიბადე!
- ბოლოს, როდის იტირე?- ამაზე დალევას ვაპირებდი, ჭიქა ავიღე, მაგრამ უკან დავაბრუნე. საათს დავხედე და ვუთხარი.
- საათ ნახევრის წინ.- გაკვირვება დაეტყო სახეზე, მაგრამ გააგრძელა.
- რა გატირებდა?
- ჩემ თავს დავტიროდი.- ისეთი ზიზღით ვთქვი და ისეთი ცივი თვალებით ავხედე, მივხვდი, რომ ეშმაკი იჯდა ჩემში და ის ცხოვრობდა ჩემს მაგივრად, მე კიდევ შინაგან ვლპებოდი. შეშფოთდა, მაგრამ მისმა მშვიდმა სახემ მეც გამიქრო ზიზღი და ორი ჭიქა ზედიზედ დავლიე, არაფერი უნდა მეთქვა, უნდა გავჩუმებულიყავი. ჩემ თავს ვეჩხუბებოდი, მაგრამ აზრი აღარ ქონდა. დრო გადიოდა, ვდუმდით და მხოლოდ მომენტებში სასმლის დალევა არღვევდა სიჩუმეს, "ჩვენ" სიჩუმეს, თორემ ჩვენს უკან მთელი ცხოვრება იდგა, უდიდესი ხმაურით.
- ვიცეკვოთ?- სიჩუმე მოულოდნელად დაარღვია, არ ვიცი რა ვუპასუხო, მისი შეხება, მისი შეხება არ ვიცი, როგორ იმოქმედებს.
- კი ოღონდ მეთვითონ. - ვერ ხვდებოდა დემეტრე ამას რატომ ვეუბნებოდი, მაგრამ დამთანხმდა. საცეკვაოდ გავედით, არ ვიცოდი რა მექნა, არასდროს არავისთან მიცეკვია. ჯერ მხრებზე დავაწყვე ნაზად ხელები, არაფერი მიგვრძნია, შემდეგ ოდნავ ახლოს დავდექი მასთან, მაგრამ შემეშინდა და ისევ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ხელები შეცბუნებულმა ჩამოვწიე.
-თუ გინდა დავსხდეთ.- ალბათ შევეცოდე.
- არა!- ბრძანებასავით გაიჟღერა ჩემმა ხმამ და ახლა უფრო თამამად შემოვხვიე ხელები, თითქოს ახლა უკვე სიმშვიდე ვიგრძენი. შემდეგ უფრო ახლოს დავდექი მასთან. გაკვირვებას დაეფარა მისი სახე, მაგრამ მოთმინებით იტანდა, ჩემ „მიჩვევის“ პროცესს, არ ვიცი ამას, რატომ აკეთებდა, მაგრამ ეს ნამდვილად ეგოისტურად მსიამოვნებდა. შემდეგი რაც გავბედე იყო, რომ კისერზე მოვეხვიე და იმდენად მესიამოვნა და იმდენად დამამშვიდა, რომ გაუაზრებელად ვუთხარი.
- ახლა შეგიძლია.- როგორც კი დავამთავრე, მაშინვე მომხვია წელზე ხელები და იმის მაგივრად, რომ ზიზღი გამოეწვია, სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა და დავინახე, როგორ ჩაეღიმა ამის გააზრებისას. ვიგრძენი ცხოვრებაში პირველად, როგორ ამიწითლდა ლოყები და მადლობა ღმერთს დაბალი განათება იყო. არ ვიცი საერთოდ რას ვცეკვავდი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომ ამას დემეტრეს წყალობით ვაკეთებდი. გაუაზრებელად ვცეკვავდი და ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ უბრალოდ არ ვიცი ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ლაღი და თავისუფალი.
მინდოდა ჩემი ცხოვრების გამო მეტირა, მაგრამ ამ საღამოს არ ჩავაშხამებ, ამის ძალა ნამდვილად არ მაქვს. - წავიდეთ დემეტრე. - როცა აზრზე მოვედი, ცივად მოვშორდი და თვალებში ვერ ჩავხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, მე კოსტუმი მოვიცვი, ჩანთა ავიღე და გარეთ გასულები მალევე ჩავჯექით მანქანაში.
- კარგად ხარ?
- მშვენივრად.- ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
- რატომ ხარ ასე?
- როგორ?
- რატომ გეშინია?
- სისულელეა! არ მეშინა!- ნერვულად გამეცინა.
- თავს ისტყუებ თუ მე მატყუებ?!
-ალბათ ორივე.
- რა მოხდა წარსულში?- ვგრძნობდი, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს კითხვები არ იყო მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ეგო დაეკმაყოფილებინა, ვგრძნობდი, რომ ვაინტერესებ და უნდა, რომ დამეხმაროს, მე კიდევ დახმარება არ მჭირდება.
- დემეტრე დახმარება არ მჭირდება, მადლობა საღამოსთვის. - ვუთხარი და იმ წამს მისულები მანქანიდან გადავედი.
- არ გეხმარები, უბრალოდ შენი გაცნობა მინდა.- ისიც გადმომყვა და ჩემი სახლის ეზოში უკან მომყვებოდა, კარებთან გავჩერდი და მივუბრუნდი.
- არც შეცოდება მჭირდება.
- არ ვაპირებ შენს შეცოდებას.
- ისეთი პასუხი მაქვს შენს კითხვებზე, რომ უბრალოდ შეგეცოდები, მიხედავად იმისა, რომ ამის სურვილი ოდნავადაც არ მაქვს.
- მომიყევი, გეუბნები არ შემეცოდებითქო. - ღმერთო ჩემოო, რატომ გამოვყავარ სიმშვიდიდან? არ ეყო ის რაც გაიგო?!
- ისედაც საკმარისზე მეტი იცი, არ მინდა ჩემ თავზე საუბარი, ამას არასდროს ვაკეთებდი ამ მომენტამდე.
- ჰოდა ესეც გააკეთე.- მინდოდა ყველაფერი პირში მეთქვა იქნებ მერე მაინც წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან.
- დემეტრე დავიღალე გესმის?! არ მინდა არაფრის მოყოლა, არ მინდა. - ახლა მეტად გავიმკაცრე ტონი, მაგრამ ის არ ნებდება.
- მომიყევი და ეს გიშველის, ხმას არ ამოვიღებ უბრალოდ მოგისმენ.
- ოდნავადაც არ მიშველის, ტყუილად! წლებია ვლაპარაკობ.
- მსმენელს გააჩნია კესანე.
- შესაძლოა მართალიც ხარ.- ჩამაფიქრა ამ აზრმა და ნამდვილად დავინახე ამაში სიმართლე.
- ჰოდა მოყევი, ისაუბრე, გიშველის დამერწმუნე!
- რა მიშველის?! როგორ მიშველის?! რამე არსებობს რაც მიშველის და მე არ ვიცი?! შენი აზრით არ ვიზამდი, ეს რომ მშველოდეს?! რომელი ლაპარაკი დამავიწყებს მამის ამაზრზენ შეხებას, იმ კადრებს, როდესაც წამითაც არ შევეცოდე 15 წლის ბავშვი, ისე მაუპატიურებდა ერთი კვირის განმავლობაში. საკუთარმა მამამ გესმის?! იმან ვისი სისხლითაც ვმოძრაობ ახლა. და დედა სად იყო ამ დროს?! ადგა და თავი მოიკლა, წავიდა გესმის?! დამტოვა! არ შევეცოდე, მანაც მამასავით უმოწყალოდ გამწირა, თავში ტყვია დაიხალა და პასუხისმგებლობა აიცილა, ალბათ მისგან არაფრითაც არ განსხვავდება. უკვე აღარც კი ვიცი, რომელმა უფრო დიდი ზინი მომაყენა. რაც მეტად ვიაზრებ ამ ყველაფერს, მით მეტად ვეღარ ვხვდები რატომ უნდა ვიარსებო. არავისთვის ვვარსებობ, ყველაზე უსარგებლო ხორცის ნაჭერი ვარ, რომელიც შინაგანად იხრწნება და ვყარვარ. ეს დავივიწყო?! - ბოლო ხმაზე გავკიოდი და ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებდი, მთელი სხეულით ვკანკალებდი და არ ვიცოდი ეს, რატომ გავაკეთე. მის თვალებში არ ვიცი რა დავინახე, მაგრამ იმან გამახარა, რომ არ შევეცოდე, ის მითანაგრძნობდა. - ახლა შეგიძლია წახვიდე და აღარასდროს დაბრუნდე! აღარასდროს!- მშვიდი და ირონიული ხმით ვამბობდი და მისი უემოციობა მაგიჟებდა.
წამებში გაჩნდა ჩემთან და მთელი ძალით მომეხვია, მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვეწინააღმდეგებოდი მის ძლიერ მკლავებ, გამეტებით ვურტყავდი, მაგრამ ხელს არ მიშვებდა. იქამდე ვიბრძოლე სანამ არ დაიღალა წინააღმდეგობით და არ შემეშვა. - დამანებე თავი! წადი! სასწრაფოდ!
- ასეთს ვერ დაგტოვებ!
- არ ხარ ვალდებული, შეგიძლია წახვიდე, მე კარგად ვარ.- ბოლო სიტყვები ჩამწყდარი ხმით არ ვიცი რამდენად გასაგებად ვუთხარი.
- მე მინდა აქ ყოფნა, ვალდებული არ ვარ.- თვალებში შემომხედა, მაგრამ მე მზერის გასწორება არ შემეძლო.- ყავას დავლევდი.- ამას *იგ ხომ არ აქვს?! რაებს მეუბნება.
- შემოდი. - პირდაპირ არ ვახალე ეგ კითხვრა რაც გამიჩნდა და შინ შევიპატიჟე, ღირსი იყო გამეგდო, მაგრამ რა ვუთხარი ადამიანურობას. კარები გავხსენი და მაშინვე პრინცი გამოექანა ჩემსკენ და ზედ შემომახტა.
- რაო პრინცო, მოგენატრე?!- მისმა საქციელმა ცოტათი მომიყვანა აზრზე და დამათბო. მოვეფერე და დემეტრესაც მივეცი ამის უფლება.
სამზარეულოში გავედი და მადუღარას ჩამრთველს თითი დავაჭირე.
- რას დალევ? - უემოციოდ გავხედე, ის კი ჩემი ღვინის კოლექციას აკვირდებოდა უდარდელად, სიამოვნებით დავთხრიდი იმ თვალებს, პროსტა რა უსინდისოა.
- მარტო წითელი ღვინო გაქვს?
- კი.
- რატომ?!
- რა კითხვაა, მიყვარს და მორჩა!
-გეყოფა უხეშობა!
- მწარე ყავას დალევ?! მარტო ეს მაქვს.- მისი სიტყვები დავაიგნორე და ორმაგად ცივად ავხედე.
- კი. - აბა არ დამთანხმებოდი რა! ორივესთვის გავაკეთე ყავა და მაცივრიდან შოკოლადები გამოვალაგე, ის კი გაოცებული ათვარიელებდა ჩემ მაცივარს, რომელშიც არაფერი ჯანსაღი არ იყო.
- შოკოლადის მეტს არაფერს ჭამ?
- არა!
-რატომ?!
- შენი საქმე არაა!- უცბად წამოვიყვირე, მაგრამ მალევე გავჩუმდი, უტაქტოდ გამომდიოდა.
ერთი ამოიოხრა, ყავა მოსვა და მითხრა.- არაფერი გაინტერესებს ჩემზე?!- მინდოდა ეგრევე მეთქვა, რომ არა, მაგრამ თავი შევიკავე.
- რას საქმიანობ?!- ზედმეტად „რამე ხომ უნდა მეკითხა“ კითხვა გამოვიდა, მაგრამ კითხვაა.
- ის ბარი სადაც ვიყავით ჩემია, სამი ბარი მაქვს და ჯერჯერობით ესაა ჩემი საქმიანობა. შენზე რას იტყვი?
- მენეჯერს ვეძებ! რაც ნინია გავუშვი ყველა საქმე ჩემზეა და აუტანელია უკვე!
- აქამდე, როგორ გაგიძლო? - ცინიკურად გამიცინა და ყავა მოსვა.
- ფული ჯოჯოხეთს ანათებს. - არც მე დავაკლე ირონია.
- ვერ შეგეწინააღმდეგები- კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, მაინც ამიყოლია საუბარში და გეგმა „მობეზრდება და წავა“ ჩამეშალა. ძირითადად წითელი ღვინო იყო ჩვენი განხილვის საგანი, გაოგნებული დავრჩი იმდენი რამე იცის. სანდო და სასიამოვნო მოსაუბრე ჩანს.-ახლა ჩემი წასვლის დროა, მადლობა ყავისთვის.- კარებამდე მივაცილე და როდესაც საკოცნელად გადმოიწია იქეთ გავიწე.
- ღამე მშვიდობისა!- უხეშად ვუთხარი.
- მადლობა ყავისთვის, ღამე მშვიდობისა.- ერთი ამოიხვნეშა და წავიდა.
ჩემ თავთან მარტო დარჩენილს კი ისევე სიახლეების შიშმა შემიპყრო, ყველა მომენტი განმეორდა და სხეულში გამცრა ყველაფრის გააზრებისას. პირველი ეტაპი „ის ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა.“- დასასრული....
....

საათები ვიწექი საწოლში და მოსვენება არ მქონდა, ყველა დეტალმა, ყველა სიტყვამ, ყველა შეხებამ, არ ვიცი მერამდენედ ჩამიარა ფირივით თვალწინ, მაგრამ ეს ყველაფერი მაგიჟებდა.
სხვა გზა არ მქონდა წამოვდექი, ჩემ წითელ ღვინოს და ბოკალს დავტაცე ხელი, ჰამაკში კომფორტულად ჩავეშვი და ჩემი ძველი საქმიანობით ვეცადე ყველაფრის დავიწყება, გამომივიდა, იმდენად შევყევი, რომ ორი საათით გონება არაფერზე ფიქრობდა ვარსკვლავების გარდა.
სიცივემ, როცა შემაწუხა იქვე დაკეცილ პლედს დავწვდი და მომენტალურად გავთბი, როდის, როგორ და რის გამო გავითიშე ასე სულელურად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია ოთახში არ ავსულვარ.
დილით მზის სხივებმა შემაწუხა, უკვე აუტანელი, რომ გახდა თვლების გახელა გადავწყვიტე, მაგრამ უცბად ისევ გაქრა, რაც მეუცნაურა და თვალები გავახილე, ჰოი ირონიავ ვის ვხედავ!
- დემეტრე?! შენ აქ რა გინდა? რომელი საათია!- გაბრაზებული წამოვდექი და ტკივილისგან სახე უცნაურად დამემანჭა.- აჰ... ყველაფერი მტკივა, რა მოუხერხებელია, აქ როგორ ჩამეძინა.
- დილამშვიდობისა, თერთმეტი საათია და შენ აგვიანებ, მიმტანები გაოცებულები იდგნენ, როდესაც მივედი და ვუთხარი, რომ წამოგიყვანდი, ტელეფონზე გირეკავდი, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ადექი სწრაფად და მოემზადე.
- რა იდიოტი ვარ ღმერთებო, ეს როგორ დამემართა? ცხოვრებაში არასდროს დამიგვიანია.- თან ჩემ თავს ვეჩხუბებოდი და თან სახლისკენ გავრბოდი, იმაზე სულ არ მიფიქრია, რომ უმოკლესი პენუარი მეცვა და ამას დემეტრე ხედავდა. სახლში შესული სწრაფად ავედი ოთახში და ხელში მოხვედრილი ჯინსის შარვალი და გამჭვირვალე პერანგი გადავიცვი, მაღლებზე შევხტი, ჩანთას და ტელეფონს დავწვდი და ქვემოთ თავქუდმოგლეჯილი ჩავირბინე, მაკიაჟი ვის გაახსენდა?! თმის დავარცხნა, რომ არ დამავიწყდა მადლობა უნდა ვთქვა. დემეტრე დაბლა მელოდებოდა და პრინცს ეთამაშებოდა.
- მაპატიე პრინცო, რომ დამავიწყდი, დღესაც ვერ წაგიყვან თან, მოდი ახლა გაჭამო. - აწყლიანებული თვალებით ვუყურებდი და ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები. საჭმელი ჯამში ჩავუყარე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
- წავედით?!- დემეტრემ გამომაფხიზლა.
- ჰო რა თქმა უნდა.- სწრაფად დავტოვეთ სახლი და დემეტრეს მანქანაში ჩავჯექით.
- უმაკიაჟოდ განსხვავებული ხარ. - უცბად ჩამოვწიე სარკე და გული გამისკდა ჩემი თავის დანახვისას.
- ჰო, როგორ არა, შაბათის ალქაჯს ვგავარ.- ამაზე გულიანად გაეცინა და გადმომხედა.
- რას გავხარ?- სიცილს არ წყვეტდა, ჯანდაბას! გაბრაზებული ვარ, მაგრამ მაინც როგორ უხდება ეს მომაკვდინებელი სიცილი, მისი ქათქათა კბილები, დაწვრილებული მწვანე თვალები და დიდი ზომის ტუჩები საოცარ კონტრასტს ქმნიან.
- შაბათის ალქაჯს.- მისი მომაჯადოვებელი სიცილის გამო, გაუაზრებლად მეც გამეცინა.
- გიხდება სიცილი.- ჯანდაბა, კომპლიმენტმა იმოქმედა ჩემს სახეზე.- და ეს მარწყვივით აწითლებული ლოყები. დილით უმოკლესი პენუარიც გიხდებოდა.- ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ისეთი თვალებით ამომხედა, რომ ლამისაა იქვე დავახვრჩე მსგავსი სიტყვების გამო, მაგრამ სამწუხაროდ უკვე კაფესთან ვიყავით და მეც მანქანიდან გადავედი.
- საქმეს მივხედოთ!- აქ კი ვეცადე, ქალური იერი მიმეღო, ჩემი სიმკაცრე დამებრუნებინა, რაზეც დემეტრეს უკმაყოფილო სახეს წავაწყდი. ყველა მომესალმა და კაფე, როგორც კი გავხსენი მოხდენილად და დინჯად შევაბიჯე შიგნით.
- რა იყო ეს სიმკაცრე?! წეღან იცინოდი და აწითლებული ლოყები გქონდა. - ვცემო თუ თქვენ ცემთ?! როგორ მინდა, რომ ეს ყველა დაპირება ავასრულო, უბრალოდ ქაჯი არ ვარ სამწუხაროდ.
- თავს ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ დემეტრე. ვფიქრობ შენი გადასაწყვეტი არაა მე ვის როგორ დაველაპარაკები.- არა მართალი ვარ, მიუხედავად იმ ღამისა, ჩემთან ამდენის უფლება არ აქვს არანაირად, არც იმ ვნებიანი სიტყვების, არც კომპლიმენტების და საერთოდ ჩემთან მიმართებაში.
- ეს კაფე მოქმედებს შენზე ცუდად თუ რა ხდება?- მის ხმაში წყენის და ბრაზის ბგერები ერია.
- პირიქით, ეს კაფე მახსენებს ჩემ თავს, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ.- ვუთხარი გაბრაზებულმა და კაბინეტში შევიკეტე.
მაშინვე სივებს დავწვდი და საჭირო კადრის ძებნა დავიწყე. ასე აღარ შეიძლება.
პირველივე სივი, რომელიც შემხვდა, ვფიქრობ იდეალური კანდიდატია, სხვებისთვის არც შემიხედავს ისე ავკრიფე მისი ნომერი და დაველოდე, როდის მიპასუხებდა.
- გისმენთ?!- გაისმა გოგონას ნაზი და სასიამოვნო ხმა.
- გამარჯობა! ქალბატონ ლილიანას ველაპარაკები?
-გ გამარჯობა! დიახ მე ვარ, რა გნებავთ?
- მენეჯერის პოზიციაზე თქვენი სივი იყო წარმოდგენილი.
- დიახ, დიახ. - ბედნიერებისგან ხმა აუკანკალდა.
- თუ შეძლებთ გასაუბრებაზე მოსვლას დღეს 4 საათზე, ან თუ არ გცალიათ ხვალ პირველ საათზე.- მიდი რა მიდი დღესვე გეცალოს.
- დიახ, დღეს მცალია, აუცილებლად მოვალ.- ჩემი თავით კმაყოფილს ჩამეღიმა.
- მაშინ შეხვედრამდე.
- შეხვედრამდე.- ვფიქრობ მეტი სივის სანახავად არ ღირს დროის ფლანგვა.
ცოტახანში კარებზე კაკუნი გაისმა და თანხმობის შემდეგ მარია შემოვიდა ლანგრით ხელში, რომელზეც ომლეტი, სალათა და ნატურალური წვენი იდო.
- მარია ეს რა არის? მე არაფერი მითხოვია.- გაბრაზებული და გაოცებული ვიყავი ასეთი საქციელით.
- ბატონმა დემეტრემ მთხოვა ქალბატონო.- შეშინებული კარებთან აიტუზა.
- კარგი მე მივხედავ, შეგიძლია წახვიდე.- მარიას გასვლისთანავე ლანგარი ავიღე, გარეთ გავედი და დემეტრეს ძებნა დავიწყე. გეგმაში მისი გემრიელად გამოლანძღვა მქონდა, ამიტომ იქვე დამჯდარი როგორც კი შევამჩნიე, მაშინვე მასთან მივაჭერი.
- ეს რა არის დემეტრე?- გამწარებულმა ავხედე და ლანგარი მაგიდაზე დავუდე, მას კი მიმიკაც არ შეტოკებია.
- დილის საუზმე კესანე.- მისი სიმშვიდე მაგიჟებს.
- მე გთხოვე?
- არა.
- მერე რა უფლება გაქვს?
- იქნებ მზრუნველობა შეირგო და სიკეთეს აგრესიით არ შეხვდე?- ახლა უკვე ისიც გაბრაზდა ჩემს სიტყვებზე, მაგრამ არანაირი უფლება არ აქვს.
- მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს ვგავარ?
- ეგ საერთოდ რა შუაშია? უბრალოდ შენ ისედაც ბევრი საქმე გაქვს და ენერგია გჭირდება.- მისი სიტყვები დავაიგნორე და მარიას დავუძახე.
- მარია ძლიერი ყავა და ჩემი ნამცხვარი მომიტანე.- ვუთხარი და სწრაფად დავტოვე იქაურობა.
არა და მართალია, რატომ გავბრაზდი?! რომ დავფიქრდეთ, რეალურად მას არ აქვს ჩემს პირად ცხოვრებაში უაზროდ ხელების ფათურის უფლება და მე იმ ღამეს მგონი პირიქით დავანახე. ჩემ თავზე ნერვებ მოშლილი მთელი ძალით დავარტყი მაგიდას მუშტი და ტკივილისგან ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან.
დემეტრემ შემოაღო კარები და მის გამწარებულ თვალებს წავაწყდი.
- ეს რას ნიშნავს კესანე? ვერ ვხვდები რაზე ბრაზდები. რა იყო ამაში სასწაული, რაც მე გავაკეთე? პირიქით მეგონა გაგიხარდებოდა.- ამას 18 წლის გოგო ხომ არ ვგონივარ, პატარა დეტალზეც, რომ დნება?!
- მიუხედავად იმისა, რომ შენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალები იცი, მაინც არ გაქვს უფლება ჩაერიო ჩემს პირად ცხოვრებაში, რაც ჩემს კვებასაც მოიცავს. არც იმის უფლება დილით მომაკითხო და შემთხვევით თუ სპეციალურად მიხილო იმ ფორმაში, როგორც დღეს დაგხვდი. მინდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, მე არ ვარ მიჩვეული ასე ცხოვრებას და ნუ მაიძულებ, ზედმეტია უკვე!- მშვიდი, მაგრამ კატეგორიული ტონით ვუთხარი.
- კარგი, მართალი ხარ. ნუ ვიკამათებთ, მითხარი რა ქენი მენეჯერის თაობაზე.- ისე ოსტატურად აარიდა თავი კამათს, გამიკვირდა, თუმცა არც მე ვარ დიდად ამის ხასითზე.
- ვიპოვნე დემეტრე, ისაა ვინც მე მჭირდება, დანარჩენი აღარც მინახავს. ოთხ სათზე დავიბარე.
- რა არაპროფესიოანალიზმია შენგან კესანე? იქნებ სხვები უკეთესები არიან? რატომ უკარგავ შანსს სხვას?- ამაზე არ მიფიქრია და შესაძლოა მართალიც არის.
- გადავხედავ ყველას თუ ეს გოგო არ აღმოაჩნდა ის ვისაც ვეძებ.- ოდნავ გავუღიმე, მარიას შემოტანილ ყავას დავწვდი და ცხელი სითხე გემრიელად გადავუშვი ყელში.
- ახლა უნდა წავიდე მე, საქმეები მაქვს და სანამ კაფეს დაკეტავ მოვალ, სადმე წავიდეთ.
- არსად წასვლა არ მინდა!- პოზიციას არ ვთმობდი.
- არაფერი მოგივა ოდნავ თუ შეიცვლი დამოკიდებულებას ჩემს მიმართ!- დავიღალე იმით, რომ მისი ასეთი სიტყვები ასე მოქმედებს ჩემზე.
- შეგვიძლია პრინცი გავასეირნოთ. - დათმობაზე წავედი.
- როგორც გინდა, შეხვედრამდე.- თბილად გამიღიმა და ლოყაზე ტუჩთან ახლოს ნაზად მაკოცა, თან ისე, რომ შედავებას ვერ შევძლებდი, ფორმალურად ითვლებოდა, რომ ლოყაზე მაკოცა.
- შეხვედრამდე.- ეს მგონი ჩემთვის ჩავიბუტბუტე, გაბრაზების უფლებაც არ მქონდა, რაზეც ორმაგად გავწამდი.

ოთხი საათი მალევე მოვიდა და ჩემი კაბინეტის კარიც სასიამოვნო გოგონამ შემოაღო,რომელიც მომენტალურად ვიღაცას ძალიან მივამსგავსე, მაგრამ ცოცხალი თავით ვერ გავიხსენე ვის.
- გამარჯობა ქალბატონო კესანე, მე ლილიანა ვარ.- საკმაოდ დახვეწილი გოგონა იყო, მოვიხიბლე მისით.
- გამარჯობა ლილია, დაბრძანდი გთხოვ.- ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მკაცრ ტონს აღარ ვინარჩუნებ.
ბევრი საუბრის შემდეგ, იმდენად მოვიხიბლე მისით, რომ გადავწყვიტე უპრობლემოდ ამეყვანა.- იცი ლილია, ზოგადად გასაუბრების შემდეგ პასუხს ერთ კვირაში ვეუბნები ხოლმე, მაგრამ ახლა ერთი კვირა ნამდვილად არ მაქვს ამიტომ მინდა, რომ ხვალიდან დაიწყო მუშაობა, თან გამოცდილება გაქვს და ჩემი დახმარება დიდად არ დაგჭირდება.ხვალ 10 საათზე გელოდები, დეტალებს მეილზე მოგწერ თუ თანახმა ხარ რა თქმა უნდა.
- დიახ, თანახმა ვარ, მადლობა ქალბატონო კესანე.- წამებში თვალებში ბედნიერების სხივი გაუკრთა და კარებისკენ დაიძრა.
- შეხვედრამდე.
- შეხვედრამდე.
დღეს ძალიან ბევრი ხალხი იყო, თავი რობოტი მეგონა, რომელიც ცოტახანში გადაიწვებოდა, თუმცა, როგორღაც გადავურჩი.
და აი ძლივს კაფის დაკეტვის დროც დადგა, როგორც კი დალაგებას მოვრჩით, ყველანი გავუშვი და დემეტრეც გამოჩნდა.
- წარმოუდგენლად კარგი გოგოა ლილია, იდეალურია, სწორედ ის ვინც მე მჭირდება, ლამაზი, დახვეწილი, ჭკვიანი და საკმაოდ მონდომებული. გავოცდი მისით.- აღელვებული ვლაპარაკობდი ხელების დახმარებით, რასაც დემეტრე ღიმილით ადევნებდა თვალს და ელოდა როდის დავამთავრებდი. მივხვდი, რომ ზედმეტად გამოვხატე ემოციები და გავჩერდი.
- მიხარია, რომ ბედნიერი ხარ.- ამხელა ქალს ლოყები ამიწითლდა ჯანდაბა.- პატარა ბავშვი ხარ.- მითხთრა, რაზეც გაბრაზებულმა გავხედე და გაჩერდა.
- წავედით?- კაფე დავკეტე და თმაზე ხელი ჩამოვისვი.
- წავედით.
პირველ რიგში ჩემ სახლში გავიარეთ, სპორტულად გამოვეწყვე და პრინცს საყელური დავუმაგრე.
- მანქანა აქ დავტოვოთ ხო? ფეხით გავისეირნოთ, სკვერი აქვეა.- თან ვეუბნებოდი და თან თმას ვიწევდი მაღლა.
- კარგი, წავედით მალე.- გარეთ გასულები ქუჩას მივუყვებოდით და შემოდგომის მოახლოება უკვე საგრძნობლად ეტყობოდა. ვუყურებდი, როგორ გვიყურებდა ხალხი ბედნიერი სახით და ბევრ შურიან სახესაც წავაწყდი პლასტმასის თოჯინებისგან, რომ მოდიოდა და სიამაყით ვიბერებოდი. ისეთი სიჩუმე იყო ჩვენ შორის, რომ თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და სალაპარაკო თემა შემოგველიაო. ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე.
- დღეს რას აკეთებდი?
- იდიოტი ბარმენი გავაგდე სამსახურიდან, რომელიც ფულს იპარავდა უკვე დღეებია. იცი რას ვერ ვხვდები კესანე?! იმხელა ხელფასს ვუხდი, რომ რაში სჭირდებათ ეს მოპარული კაპიკები?!
- დემეტრე, მე გითხარი, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. არავის ეზედმეტება ის კაპიკები. თან არც ვიცით რა უჭირს, იქნებ მართლა სჭირდება ის თანხა რასაც იპარავდა, იქნებ ოჯახი ყავს და არ ყოფნის.
- კი, მაგრამ რატომ არ მოვიდა და არ მითხრა თუ უჭირს.
- ისედაც ამხელა თანხას უხდი და შეიძლება შერცხვა კიდეც რამე, რომ მოეთხოვა.
- მართალი ხარ, აუცილებლად დაველაპარაკები, შეიძლება უჭირს და მე კიდევ სამსახურიდან გავაგდე. მადლობა კესანე.- მასთან ურთიერთობაში სწორედ, რომ ეს მომეწონა, როცა სპონტანურ გადაწყვეტილებები მივიღეთ, ამ დროს სიტუაციას მეორე მხრიდან დავანახეთ ერთმანეთს და ეს სწორ გადაწყვეტილებაში დაგვეხმარა. ერთმანეთს ვასწავლეთ რაღაცეები.
- მადლობა საჭირო არ არის.- შედარებით თბილად გავუღიმე ვიდრე აქამდე, მგონი ღამე რომაა ეგ მოქმედებს ჩემზე. სკვერში მდგომ ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექით.- გამაგებინე, როგორ ჩაივლის მასთან საუბარი.
- აუცილებლად.- მასთან ახლოს დავჯექი და იქვე მოთამაშე ბავშვებს დავაკვირდი.
- შვილის აყვანა მინდა.- გაუაზრებლად წარმოვთქვი და საშინლად ვინანე.
- საკუთარი გააჩინე.- ეჰ დემეტრე, როგორ გითხრა სიმართლე?!
- არა, აყვანა მინდა თქო!
- და რას უცდი?!
- რთულია ჩემნაირი ცხოვრების ადამიანმა ბავშვს ბედნიერება აჩუქოს, გავუნადგურებ ცხოვრებას, ამდენად ეგოისტიც არ ვარ!
- მე ვფიქრობ, რომ პირიქით, იმაზე ფიქრი, რომ მას ფსიქიკა არ დაენგრას, შენ მოტივაციას მოგცემს და გაიძულებს, რომ მუდამ ბედნიერი იყო. თუმცა პატარებს ისედაც მოაქვთ ბედნიერება.
- ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ხალხი წლობით ელოდება ბავშვს, მაგრამ უშედეგოდ.
- შეგიძლია ისეთი ადამიანი იპოვნო, ვისაც არ შეუძლია ბავშვის აღზრდა და ყველაფერი რიგის გარეშე მოგვარდება, სააგენტოში ერთად მიხვალთ და მისივე ნებაყოფლობით იშვილებ.- ამ იდეაზე შინაგანად ავფორიქდი.
- დარწმუნებული ხარ, რომ შესაძლებელია?- არ ვიცოდი აფორიაქება, როგორ დამემალა.
- ასი პროცენტით, კარგად დაფიქრდი ამ გადაწყვეტილებას სანამ მიიღებ.
- უშენოდაც კარგად ვიცი!- ამ საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ და მგონი სიხარული დამეტყო და ეს დემეტრემ შეამჩნია.

სახლში მოსული ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ არ ვიცოდი რა მექნა. ჯერ მთლიანად მოვყევი და სახლი დავალაგე, შემდეგ ტორტი გამოვაცხვე შოკოლადის და ისე გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ ვერც გავიაზრე დრო, როგორ გავიდა, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, რომ მე შემეძლო დედა ვყოფილიყავი. დედა პატარა ადამიანის, რომელსაც ჩემი მზრუნველობა სჭირდება და პიროვნებად ჩამოყალიბება, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს და ბოლოს მაინც მეშინოდა პასუხისმგებლობების. მაგრამ სურვილი შიშებს გადაწონის.
დედამიწა ტრიალებს და ჩვენ ვალდებულნი ვართ მას ხელი შევუწყოთ კეთილი საქმეებით, მივყვეთ დინებას და სწორი გზისკენ მივიწევდეთ. იმ გზისკენ, რომელიც იქ ღმერთთან მიდის.
ცხოვრება სავსეა საჩუქრებით, ისეთი საჩუქრებით როგორსაც დაბადების დღეზე ვიღებთ, შეიძლება მოგვეწონოს ან არა, შეიძლება გადაგდება მოგვინდეს ან გაჩუქება, თუმცა საქმე იმაშია, რომ თითოეულ საჩუქარს თავისი დატვირთვა და ხიბლი აქვს, უნდა მივიღოთ და მისი სწორად გამოყენება ვისწავლოთ.
ისე გახდა დილის ექვსი საათი, რომ მეგონა ფილმს ვუყურებდი და წამის მეასედში გადახვევის ღილაკს თითი დავაჭირე.
ჩემ ტორტს ერთი ნაჭერი ჩამოვაჭერი, ღვინის ბოთლი ავიღე, იქვე დადებული წიგნი " ნასესხები სიცოცხლე" და ჰამაკში ჩავეშვი.

"- განა არასდროს არ ყოფილხარ ბედნიერი? - იკითხა ლილიანმა.
- ხშირად.
ლილიანმა კლერფეს შეხედა.
- ყოველთვის სხვადასხვანაირად, - მიუგო კლერფემ.
- როდის ყოფილხართ ყველაზე მეტად?
- მარტოდ ყოფნისას."

და აი საათის ისარმა რვისკენ მიმითითა და მეც მშვიდად, ღვინისგან გაბრუებული ნაბიჯებით წავედი აბაზანისკენ და იქ შესული გრილმა წყალმა სიფხიზლისკენ გადამისროლა.
აბანოდან გამოსული პრინცს ეზოში გასვლის უფლება მივეცი და მომზადება დავიწყე. ჩემი თმის გაშრობას იმდენი დრო უნდა, რომ ადამიანი ჩვეულებრივ შეძლებს გამოფხიზლებას. როგორც იქნა გაშრა და ღმერთს მადლობა, რომ სწორი თმა მაქვს და ცალკე მაგაზე არ მიწევს დროის ფლანგვა. მაკიაჟი გავიკეთე, გრილი დღეა, ამიტომ შარვალი და პიჯაკი ჩავიცვი, ტელეფონში ჩავძვერი და მაცნობა, რომ პროდუქტების ყიდვის დღეა.
პრინცი სახლში შევიყვანე და მე კაფისკენ ავიღე გეზი.
რა ბედნიერბაა, რომ დღეიდან კაფის გაღება მე აღარ მომიწევს და არც წვრილმანებზე ზრუნვა.

შიგნით შესული ყველაფერი მოვაწესრიგე და ლილიანას მოსვლას დაველოდე. მიხარია, რომ არ დააგვიანა და დროულად მოვიდა.
- დილამშვიდობისა! - თავისი ლამაზი ღიმილით შემომეგება და დადებითი მუხტი შემოიტანა.
- დილამშვიდობისა ლილია.- მივესალმე და უცბათ ვუთხარი.- რამე პრობლემა ხომ არ გაქვს სახელის შემოკლებაზე?
- ნუ ღელავთ, ყველა მიმოკლებს სახელს, მიჩვეული ვარ.- მითხრა და კლიენტს ყავა მიაწოდა წასაღებად.
- მშვენიერი. ახლა რა მინდა, გასაღებს ჩაგაბარებ და დილით შენ გახსნი ხოლმე კაფეს, მერე მეც მოვალ და აქ ვიქნები ძირითადად.
- კარგით, მიმტანები როდის მოვლენ?- საათს დავხედე და ვუპასუხე.
- წესით ოც წუთში.- ამის თქმა და ტელეფონზე მესიჯის მოსვლა ერთი იყო.
" დილამშვიდობისა! შენთან მოვდივარ კაფეში და გთხოვ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთე, არ მიყვარს ლოდინი. :))"-გულუბრყვილოდ გამეღიმა და ლილიას ჩაღიმებასაც წავაწყდი, რაზეც სახე დავალაგე.- ლილია მეხუთე მაგიდასთან, მარწყვის ტორტი და ამერიკანო.
- ახლავე.- გამეცინა, რომ ზუსტად მახსოვს რას უკვეთავს ხოლმე.
ლილია გასული იყო დემეტრე, რომ მოვიდა.
- როგორ ხარ ქალბატონო?- ლოყაზე მაკოცა და სკამზე ჩამოჯდა.
- რა ქარმა გადმოგაგდოთ ბატონო დემეტრე?- მაცდური მზერით ავხედე.
- ახალი მენეჯერი მაინტერესებს. ჩაწითლებული გაქვს თვალები, საერთოდ არ გეძინა?
- ჰო ვერ დავიძინე, თან დავლიე და ახალი გამოფხიზლებული ვარ.- რა მემართება, რატომ მოვლბი მის მიმართ?!
- ოჰო! აბა სადაა ახალი მენეჯერი, ნუთუ ასეთი არაპუნქტუალური გოგო მოგეწონა.
- შენი შეკვეთის მოსატანადაა, აი გამოჩნდა კიდეც.- ლილია ჯერ ლანგარს დაჰყურებდა და დემეტრეს, როცა გახედა პირი დააღო გაოცებისგან და თვალები გააფართოვა. მოიცა და რა ნახა ასეთი დემეტრეში, რომ გაოცდა.
- ძმაოო? აქ რას აკეთებ?- ძმაა? ღმერთო ჩემო ახლა ვხვდები რატომ მივამსგავსე ვიღაცას.
- ლილიი? კესანე, ნუთუ ჩემი და არის ის, ვიზეც ასე აღფრთოვანებით მელაპარაკებოდი.- გაოცებას ვერ მალავდა და ლილიას ეხვეოდა.
- რამდენი ხანია არ მინახიხარ უნამუსო ბავშვო, შენ ძმა ხარ საერთოდ? - რა საყვარლები არიან.
- კესანე, ამას არ ენდო, გაგაკოტრებს ან დილით ჩაეძინება და დაავიწყდება საერთოდ აქ, რომ მუშაობს. წინა სამსახური მგონი გადაწვა და გამოაგდეს.- ამაზე ჩამეღიმა.
- ნუ ხარ იდიოტი, უბრალოდ ნაგავი უფროსი მყავდა, ყველა დეტალზე ჩხუბობდა.- ამაზე დემეტრეს ჩაეცინა და ზუსტად ვიცი რატომაც.
- შენ კესანე არ გაგიცვნია ჯერ, წინა მენეჯერი მხოლოდ იმიტომ გააგდო, რომ არასწორი პასუხი გასცა კითხვაზე. მალე აქედანაც გაიქცევი შენი ფეხით.
- ჯერაც ერთი, არ გამიგდია, თვითონ მოუნდა წასვლა, სიმკაცრეს ვეღარ გაუძლო. და მეორეც ლილია მომწონს, ამას არ ვეჩხუბები. კარგი გოგოა.- ბოლო პატარა ბავშვივით გამომივიდა რაზეც ორივეს გაეცინა.
- დაო, პირველად ვისმენ შენზე კარგ შეფასებას, სკოლაში შენი დამრიგებელი სულ მე მლანძღავდა შენ დაგემსგავსაო. ერთი ჩემი ყავა მომაწოდე, გაცივდებოდა.
- მოიცა შენ მისწერე კესანეს? დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- ერთ თვეზე მეტია.- დემეტრემ უპასუხა.
- ძალიან კარგი, აი მიმტანებიც მოსულან.- ყველას თბილად გავაცანი ლილია, რაზეც პასუხად მათი გაკვირვებული სახეები მივიღე. - ახლა კი საქმეს შეუდექით, აქ საჭოროაოდ არ მოსულხართ.- ბოლოს ჩემებური დავაყოლე და ყველა გასახდელისკენ გაიქცა.
- ამან ბოლოს თავისებურად თუ არ დააშინა ყველა არ შეუძლია.- ამოილაპარაკა დემეტრემ.
- ამას კიდევ თუ ყველა მკაცრ ტონზე არ გამომეკიდა ისე არ შეუძლია.
- ვგიჟდები მე თქვენზე, მიხარია აქ, რომ დავიწყე მუშაობა.- დალაგებული არაა, მაგრამ გავუძლებ.
- არანორმალური ხარ დაო, მომცილდი თავიდან.
- დემე ვერ იტანს სიყვარულის გამოხატვას, მაგის მიყვარხარ, მსგავსი სიტყვებია.
- დემეტრე იმასაც ვერ იტანს სახელს, რომ უმოკლებენ.- ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა.
- ოოოო. იმედი მაქვს არ დაგავიწყდა ერთ კვირაში დაბადების დღე, რომ მაქვს.
- ნუ ღელავ შენი წყალობით არ მავიწყდება. რა გადაწყვიტე რას აპირებ?
- მმმმმმ.... დემეტრე ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?- კნუტის თვალებით ახედა დემეტრეს.
- რა გინდა ადამიანო, გისმენ!- მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და მოემზადა საოცარი პასუხისთვის.
- შენი აგარაკი ორი დღით, გთხოვ რაა, იქ მოვაწყობ წვეულებას სულ 15 ადამიანი ვიქნებით.
- შენი იყოს, ოღონდ ყველას მეტყვი ვისაც პატიჟებ და თუ არ მომეწონა არ მოვლენ. - ოჰ, ძმურები გაუშვა.
- კარგი გპირდები, ოღონდ შენ და კესანეც მოდით, ხომ წამოხვალ?- გაოცებისგან თითი ჩემ თავს დავადე და უხმოდ ვთქვი "მე?!"- ჰო მიდი რაა.
- არ ვიცი ლილია, ვნახოთ, ალბათ არა!- სრული სიგიჟეა, მე წვეულებაზე?! შანსი არაა, ვერ გავუძლებ იმ სიტუაციას, თანაც იქ იმდენი კითხვა იქნება, ყველა გამეცნობა, ეს კი სასტიკად არ მინდა.
- კარგი რაა, რა არის ამაში რთული?!- მაინც აგრძელებს წუწუნს ჩემი დათანხმების მიზნით.
- ლილიანა, რასაც გეუბნება გაიგე და მორჩი წუწუნს.- აქ დემეტრემ დაუსერიოზულა, დარწმუნებული ვარ მიხვდა ჩემი ყოყმანის მიზეზს.
- კარგი ჰო.- მოწყენილმა ჩაილაპარაკა და დემეტრეს ნამცხვარი შეუჭამა.
- წავედი ახლა მე, დღეს ბევრი საქმე მაქვს. ლილია, კესანეს ნერვები არ მოუშალო და ყველაფერი ხარისხიანად გააკეთე. - ლოყები დაუკოცნა დას, მე გამიღიმა და წავიდა.

ისეთი ჰიპერაქტიურია ლილია, რომ მთელი დღე ენა არ გაუჩერებია, ყველაფრი მომიყვა და ყველა თემაზე მელაპარაკა, თან აქეთ იქით დარბოდა და ყველა საქმეს აკეთებდა. ახლა ვხვდები რატომ ნახულობს იშვიათად დემეტრე, დარწმუნებული ვარ ერთი დღე, რომ მოუსმენს რამდენიმე თვე გაჰყვება.
კაფე დავკეტეთ და წასასვლელად მოვემზადეთ.
- მანქანით ხარ თუ გაგიყვანო?
- არა იყოს, მეგობარი მომაკითხავს.- მითხრა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია.
ამან რაც დღეს ილაპარაკა, თუ კიდევ აპირებს გაგრძელებას, საღოლ. ნეტა ამდენი ენერგია მომცა.
მანქანაში ჩავჯექი და დემეტრეს ზარს ვუპასუხე.
- გისმენ!
- რას შვრები? არ გინდა ვილაპარაკოთ?
- ახლა პროდუქტების საყიდლად უნდა წავიდე და შემდეგ შეიძლება.
- კარგი საათ ნახევარში გამოგივლი ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო.
- კარგი შეხვედრამდე.
- შეხვედრამდე.- ამ შუა ღამისას სად უნდა წამიყვანოს?! საერთოდ ასე მარტივად რატომ ვენდობი?! იქნებ შევეცოდე და იმიტომ არის ჩემთან?! იმედი მაქვს ასე არაა, თორემ ამ იმედგაცრუებას ვერ გადავიტან.

პროდუქტები რაც შემეძლო სწრაფად ვიყიდე და სახლში მისული მომზადებას შევუდექი. ჯინსის შარვალი და ფრიალა პერანგი მოვირგე, თმა ავიწიე და ფეხშიშველმა პირველ სართულზე ჩავირბინე.
სამზარეულოში ყავა გავაკეთე და პატარა თერმოსებში გადავანაწილე.
ცოტახანში მესიჯიც გამოჩნდა ტელეფონზე.
" გამოდი კესანე, მოვედი."
სწრაფად ამოვიცვი ბოტასები და მალევე ავღმოჩნდი დემეტრეს მანქანაში.
- ყავა მინდოდა და შენთვისაც გავამზადე.- ვუთხარი და უკვე გახსნილი მივაწოდე.
- მმმ... გზაში მეც ყავაზე ვფიქრობდი.- ნელა მოსვა და როცა დარწმუნდა, რომ ცხელი არ იყო, გემრიელად მოიყუდა. - აბა მოყევი ჩემმა დამ გამოგწურა მთელი ენერგია ხომ?
- საყვარელია, მართალია ჰიპერაქტიურია, მაგრამ სასიამოვნო ადამიანია.
- კესანე დღეს ის ბიჭი ვნახე სამსახურიდან, რომ გავაგდე. ვესაუბრე, ორი შვილი და ცოლი ყავს, ქირით ცხოვრობს და არ ყოფნის ხელფასი. - დანანებით თქვა და მომენტალურად დაუსევდიანდა თვალები.
- მერე რა გადაწყვიტე?
- დაბრუნება შევთავაზე და ხელფასის გაზრდა, თავიდან სასტიკი წინააღმდეგი იყო. თუმცა მერე მიხვდა, რომ ოჯახის გამო სიამაყის თვის უნდა გადაებიჯებინა.
- ძალიან კარგი. - იმედიანად გავხედე და გავუღიმე.- სად მივდივართ?- ცოტახნის შემდეგ დუმილი ცნობისმოყვარეობამ დაარღვია.
- ცოტაც მოიცადე და მივალთ.- თვალი ჩამიკრა და ისევ გზას გახედა.
აშკარა იყო, რომ ქალაქიდან გავედით და მალევე მივედით დანიშნულების ადგილას.
- გადმოდი მოვედით. - მანქანიდან გადმოსული დემეტრემ ხელი ჩამკიდა და სწრაფად წავიდა ორანჟერიისკენ.- ეს ის ერთადერთი ადგილია, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ, საერთოდ არავინ იცის ჩემს ამ მხარეზე.- შესვლისთანავე შუქი აანთო და დამეფიცება ასეთი სილამაზე არსად მინახავს. ყველაფერი ყვავილებით იყო სავსე, თანაც ვერ ავღწერ იმდენი სახეობის. იქვე კუთხეში მრგვალი მაგიდა და სკამები იდგა, გვერდით კი პატარა წიგნების თარო იყო ძალიან ძველი წიგნებით.
- რა სილამაზეა, ეს... დემეტრე ეს საოცრებაა. ამ ყველაფერს მარტო შენ უვლი?- გაოცებული დავდიოდი და ნაზად დავატარებდი თითებს ქოთნებზე.
- როგორც გითხარი არავინ იცის, ამიტომ ჰო მარტო მე ვუვლი. ყვავილი ერთადერთი ნაზი არსებაა, რომელიც ადამიანის სულს ძალიან ჰგავს. თუ უხეში იქნები არ გაიხარებს, თუ ლამაზი სიტყვებით შეამკობ, უფრო დამშვენდება. ხელოვნება განუწყვეტლივი მცდელობაა ყვავილების სილამაზის კონკურენციასთან ბრძოლაში, რომელიც ყოველთვის წარმატების გარეშე მთავრდება. დედამიწა ყვავილებით იცინის!- ისე საუბრობდა ყვავილებზე, თითქოს სულიერი არსებები იყვნენ, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება და ამით ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.
- და მე რატომ გამიზიარე შენი განსაკუთრებული ადგილი?- ის ნელნელა ჩემსკენ მოდიოდა, მე კი გაუაზრებელად უკანუკან მივაბიჯებდი.
-არსებობს ერთი ლეგენდა: როცა ქალღმერთი ფლორა მცენარეებს სახელებს არქმევდა, კესანესთვის სახელის შერჩევა დაავიწყდა. მშვენიერი ყვავილი თვითონ ეახლა ფლორას, სთხოვა, არ დავიწყნოდა და ფლორამაც შეურჩია სახელი, რომელიც ბევრ ენაში ისმის, როგორც "არ დამივიწყო." როცა პირველად დაგინახე მივხვდი, რომ შენ ის ერთადერთი ბედნიერების ყვავილი ხარ, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.- წამებში ჩემთან გაჩნდა და ბოლოს ის მახსოვს, რომ ჩემს შიშველ წელზე ხელებს ნაზად დაატარებდა და ტუჩებს ისე მიკოცნიდა, რომ მეგონა ოზონის შრე გავარღვიე და მარსზეც სიამოვნებისგან დავრბოდი. ეს იყო იდეალური ბედნიერება, სადაც სიყვარული გარდაუვალი დასასრულია.
ცხოვრება, ცხოვრობა.... ცხოვრებაზე იმდენი მოსაზრებაა დაწერილი, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რაიმე ახალი გეთქმოდეს. მხოლოდ მონოტონურად თუ გავიმეორებთ ყველა ერთიდაიგივეს, ყოველ ჯერზე, ყოველთვის, ისიც იმიტომ, რომ ეს სიტყვები დამტკიცდა და ჩვენ საოცრებად მივიჩნიეთ, რაც რეალურად ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რითიც ვერავის ვერასდროს გავაკვირვებთ.
რა უცნაურია არა?! მე არ ვიყავი ის ვინც დემეტრეს ეუხეშებოდა და უნდოდა გაექრო თავისი ცხოვრებიდან?! და ახლა რას ვაკეთებ?! ვდგავარ და არც კი ვიცი რანაირად შემიძლია მისი კოცნისგან ამხელა სიამოვნება მივიღო, როდესაც აქამდე ერთი შეხებაც კი ცუდად მხდიდა?! იქნებ უბრალოდ სწორი ადამიანის პოვნაა საჭირო ყველაფრის გადასატანად?! ან უბრალოდ ახლა როდესაც მის ტუჩებს მოვწყდები, რეალობა იმაზე მწარე აღმოჩნდეს ვიდრე მეგონა?! ან იქნებ პირიქით?! რა შედეგს მოიტანს ჩვენი ქმედებები წინასწარ არავინ ვიცით, მაგრამ ვეთანხმები იმ ჰიპოთეზას, რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ და ყველაფერი საჭიროა მომავლის უკეთ წარმართვაში.

არც ისე დიდია ჩვენი ცხოვრება, რომ თავი სიმარტოვეს და სხვის სიტყვებზე ფიქრს შევალიოთ. მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ამას ვერ ხვდება და სიკვდილის წინ მისი სიტყვები მხოლოდ ასე ჟღერს " რა ხანმოკლეა ცხოვრობა, რა ცოტა მიცხოვრია." და მსგავსი, ათასი, ვარიაცია...
დემეტრე ის ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც სახეში გემრიელად გამილაწუნა, აზრზე მოსვლის მიზნით. ახლა არ შემიძლია ვთქვა, რომ ამან იმოქმედა, ყველაფერი ისტორიის ბოლოს გადაწყდება, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდა ქალბატონი კესანე, რამდენად შეძლო საჩუქრით ტკბობა, მხოლოდ ამაზე საუბარი დასასრულის ჟამს შემოვინახოთ. ახლა ცხოვრება მიდის და მომავალზე საუბარი კალაპოტის არევას მოასწავებს, ჯობს გზას არასდროს, არასდროს გადავუხვიოთ...
მის მკლავებში მონარნარეს, ყველა გრძნობა აიშალა, ქაოსი ქარიშხალს პროგნოზირებდა, ამ ქაოსშიც დემეტრე იდგა, ქარიშხალს მოახლოების უფლებას არ აძლევდა, ის კი გაუაზრებელად უძლიერეს საყრდენს ქმნიდა.
ათრთოლებული სხეულით, მის ბაგეებს მოვწყდი და სირცხვილისგან დაბნეული მის კისერში ჩავმალე სახე და ვიგრძენი მფეთქავი არტერია მის გულისცემას როგორ ითვლიდა.
- შენ უბრალოდ საოცარი ადამიანი ხარ კესანე, ყველაზე ნაზი და ყველაზე ძლიერი. ყველაზე ქალური და ამავდროულად ისეთი ბავშვური, რომ მაგიჟებს შეთან ერთად ყოფნა. იმდენად წრფელი და სუფთა ხარ, ანგელოზი შერბილებული ნათქვამი იქნება.- ისეთი ვნებიანი ხმით მელაპარაკებოდა, რომ გაუაზრებელად დავიწყე კისერში კოცნა, რომელიც ნელნელა ადგილებს იცვლიდა და ყოველი ასეთი მოქმედება, დემეტრეს დაჭიმულ ხელებს იწვევდა ჩემს შიშველ წელზე და ჟრუანტელს მთელ სხეულზე, მე კი ეს ყველაფერი გონებას მიტრიალებდა, ვნებამ იმდენად მომიცვა, დედამიწაზე ვერ ვგრძნობდი თავს, სხვა გალაქტიკაში, ყველაზე მანათობელ ვარსკვლავზე ვიჯექი და სილამაზით ვტკბებოდი.
- მადლობა დემეტრე, მადლობა, რომ არსებობ და ჩემთან ხარ.- ცრემლები მოედინებოდა, ის კი შეუჩერებლად ნაზად მაშორებდა თითოეულ ჩამოგორებულ ცრემლს და სითბოთი სავსე თვალებით მიყურებდა.
რა იქნება ამის შემდეგ?! სტატუსი?! ურთიერთობა?! იქნებ სულაც არაა ამაზე ფიქრი საჭირო და უბრალოდ დინებას უნდა მივყვეთ.

თბილისის გზაზე ლილიას დაბადების დღეს განვიხილავდით.
- კესანე, თუ გინდა არ წამოხვიდე, ვიცი რთულია შენთვის. ლილიასთან მე მოვაგვარებ.- მის ხელს ნაზად დავადე ჩემი ხელი და მისკენ მივბრუნდი.
- დამშვიდდი, ყველაფერი რიგზე იქნება. ჩემი თავის კონტროლი შემიძლია, არ მინდა ლილიანს უარი ვუთხრა და ვაწყენინო.
- როგორც გინდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამე არ მოხდეს.
- ნუ ნერვიულობ, არაფერი არ მოხდება. მაგრამ ერთი პრობლემაა, რა უნდა ვაჩუქო?
- მე ვიცი რასაც ვჩუქნი, შენ კიდევ გოგო ხარ და მარტივად მოიფიქრებ.
- რას ჩუქნი?- ინტერესისგან თვალები გამიბრწყინდა.
- არ გეტყვი, სურპრიზია. ამაზე დიდხანს ოცნებობდა და ჩემები უფლებას არ აძლევდნენ.
- ანუ შენი მშობლები შენივე ხელით უნდა ააჯანყო შენ წინააღმდეგ?- ბოროტებისგან მოციმციმე თვალებით ავხედე.
- მგონი მიზეზი ეგ უფრო იყო.- ამის თქმა და ორივეს ბოროტული სიცილის დაწყება ერთი იყო.
მანქანაში კი ის ბედნიერება სუფევდა, რასაც ხალხი წლობით დაეძებს.
როცა სახლის კარი შევაღე, წამსვე დარჩენილი ძალით კარებს ავეკარი და უღონოდ ჩავიკეცე. გაუჩერებლად იკვლევდა გზას სახეზე ჩემი ცხელი ცრემლები და მის არსებობის გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო.
იქნებ ეს ბედნიერების ცრემლებია?! მაგრამ ვის ვატყუებ?! ეს ბედნიერების შიშის ცრემლებია!
მეშინია, როგორც ყოველთვის მეშინია. არ მინდა ბედნიერება, რადგან შემდეგ მისი დაკარგვის შემეშინდება, იმედგაცრუების შემეშინდება.
ვერცერთ ნამსხვრევს ვეღარ გაუძლებს ჩემი გული, ერთი ბზარიც კი საკმარისია და ყველაფერი გაქრება, მე სულიერად მოვკვდები. სწორედ ამ საბედისწერო ბზარის მეშინია, რომელიც სიხარულის ჟამს აუცილებლად გამოვა და დამანგრევს, შანსს აუცილებლად გამოიყენებს.
თუმცა მომავალზე, რომ არ ვფიქრობდე, წესით ახლა ბედნიერი უნდა ვიყო. მაგრამ არანაირად მჭირდება ვარდისფერ სათვალეებიანი ბედნიერება, თავის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამისთვის მხოლოდ წამიერი ტკბობაა საჭირო.
აი ის რეალობა რაზეც წეღან ვსაუბრობდი, სამწუხაროდ....
გზადაგზა ტანსაცმელს ვიხდიდი და ბოლოს, როდესაც წყლით მთლიანად დაიფარა ჯაკუზი, მთელი სხეულით ჩავწექი შიგნით.
მთლიანი სახე წყალში ჩავუშვი და სუნთქვა შემეკრა, თვალები დამეხუჭა და ფიქრები გონებას მირევდა, ფიქრი იმაზე თუ რა იქნება ახლა თავი, რომ მოვიკლა?! წყალში ჩავიხრჩო, დედამიწა გაჩერდეს და მე ბედნიერი ჩავიდე, გავქრე. მაგრამ რაღაც ძალა წამსვე მაჩერებს და წყლიდან თავი ამომაქვს. როგორც კი ჟანგბადი მიეწოდა ტვინს და გავიაზრე წამის წინ რას ვაკეთებდი, ჩემი თავის ცემა მომინდა. სწრაფად დავტოვე აბაზანა, საღამური გადავიცვი და სხეულის კანკალით, საწოლში ემბრიონის ფორმა მივიღე, ერთ წერტილს მივაშტერდი და ეგ მომენტი იყო, რის შემდეგაც არაფერი მახსოვს. როდის ჩამეძინა ან რაზე ვფიქრობდი არაფერი მახსოვს, მხოლოდ დილით ტელეფონზე დაყენებულმა მაღვიძარამ გამაღვიძა.

იმ დღეს კაფეში არ წავსულვარ. მთლიანად დახურული, კოჭებამდე კაბა ჩავიცვი, სახეზე არაფერი მიმიკარებია, თავშალი ავიღე და ფეხით დავადექი ტაძრის გზას. წირვას ბოლომდე დავესწარი და ვცდილობდი მამაოს ნათქვამი ყველა სიტყვა გამეაზრებინა. როგორც კი დამთავრდა და ხალხმა ტაძარი დატოვა, მამაოსთან მივედი.
- მამაო შეიძლება რამდენიმე წუთით დაგელაპარაკოთ?- თავი დამეხარა და ისე ვესაუბრებოდი.
- რამ შეგაწუხა შვილო ჩემო, მოდი ჩამოჯექი ვისაუბროთ.
- მამაო, საშინელი ცოდვა ჩავიდინე, როცა წესით ყველაზე ბედნიერები უნდა ვყოფილიყავი, მე თვითმკვლელობა ვცადე, ამაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა და როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი, ძალიან ვინანე.- ტირილი მინდოდა, ჩამწყდარი ხმით ველაპარაკებოდი და ჩემი ცხოვრებისეული ისტორიებიც ვუამბე.
- უპატიებელი ცოდვა არ არსებობს შვილო, შენ თვითმკვლელობა არ ჩაგიდენია, მხოლოდ ამაზე ფიქრობდი და ცუდ ფიქრებს აუცილებლად შეძლებ მოინანიო. შენ ძალიან ძლიერი გოგონა ყოფილხარ. ყველაფერს გაუძელი და ამ შიშებსაც გაუმკლავდები, მე მესმის შენი. გუშინ ღმერთისგან ბოძებულმა ძალამ შეგაჩერა, უფრო ძლიერი უნდა გახდე, კარგია, რომ ნანობ შენს საქციელს. ეცადე ის ბედნიერება მიიღო, რასაც უფალი გჩუქნის, ამ ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერი უფლის ნებაა, ყველა ცუდს რაც კი ხდება, აქვს მეორე დადებითი მხარე, ეს არ დაგავიწყდეს. აუცილებლად მოდი, აღსარება ჩააბარე და ეზიარე, ეს დაგეხმარება.
- ძალიან დიდი მადლობა მამაო, ძალიან დამეხმარეთ.
- დალოცვილი იყავი შვილო ჩემო. უფალი შენთან არს.

სახლი შედარებით თავისუფალი მივედი, სულ სხვანაირი გრძნობაა როცა სული გაქვს თავისუფალი.
მთელი დღე ონლაინ მაღაზიებში ლილიასთვის საჩუქარს ვეძებდი, რა აღარ ვნახე, მაგრამ უშედეგოდ. უკვე იმედი მქონდა გადაწურული, როდესაც ერთ-ერთ მაღაზიას წავაწყდი და გოგონასთვის სპეციალური სასაჩუქრე ყუთი დავამზადებინე, ცალკე იმის არჩევაში დავიტანჯე შიგნით რაები უნდა ჩამეწყო და ერთსაათიანი ტანჯვის შემდეგ დავამთავრე, როგორც იქნა.
შემდეგ ლილიასთან დავრეკე ამბების გასაგებად.
- ჰო კესანე.- გაისმა გოგონას წკრიალა ხმა.
- რა ხდება აბა ლილიან?
- ყველაფერი იდეალურადაა, ყველა მშვენივრად მუშაობს, ჩემი ძმა არ შემოსულა დღეს და შენ უთხარი, რომ არ იქნებოდი?
- კი. - ვიცრუე.
- კარგი მაშინ წავედი ახლა, ორ საათში დავკეტავ კაფეს, გკოცნიი, კარგად.
- კარგად ლილია.

ვაფასებ დემეტრეს, თავისი საქციელებით მეტად მაღლდება ჩემს თვალში. არ მკითხულობს რადგან იცის ეს ჩემთვის უჩვეულოა და არეული ვარ, მაცდის დავლაგდე და როცა მზად ვიქნები იცის, რომ თავად მივაკითხავ.
მთელმა კვირამ მშვიდად ჩაიარა, დემეტრე არ მინახავს, აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე და შევიგრძენი სულის ბედნიერება. ლილიას დაბადების დღე ხვალაა, ამიტომ ორი დღით კაფის დაკეტვა მომიწევს, ლილიას დავაბარე, რომ მომსახურე პერსონალი გაეფრთხილებინა და დემეტრეს სახლის მისამართი გამოვართვი.
კაფეში დღეს არ წავალ, მინდა მთელი დღე დემეტრესთან გავატარო.

დილით ადრე ავდექი, რომ სამსახურში არ წასულიყო ჩემს მისვლამდე. მოკლე სარაფანზე კოსტუმი შემოვიცვი, ბოტასები ამოვიცვი, თმა გავიშალე და პრინცის დაპურების შემდეგ სახლის ლოკაცია გავხსენი, ტელეფონი მანქანაში დავამაგრე და აჩქარებული გულისცემით დემეტრესთან წავედი.
დაახლოებით ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ მისი სახლიც ვიპოვნე, ძალიან დახვეწილად გამოიყურება, ნუ რა თქმა უნდა პატრონივით. ეზო სწრაფად გავიარე და კართან მისული, ღრმად ჩავისუნთქე პულსაციის დასარეგულირებლად, რაც შემეძლო მოვიკრიბე ძალა და დავაკაკუნე. რამდენიმე წუთში კი, სპორტული შარვლით, ახალგაღვიძებულმა დემეტრემ კარი გამიღო.
- როგორ ხარ დემეტრე?- ეს უფრო ის კითხვა იყო, რომელიც გამოსავალია მაშინ, როცა არ იცი რა თქვა. მის სახეს მომენტალურად სიხარულმა გადაურბინა, წამსვე ხელი დამტაცა, შიგნით შესული კი დახურულ კარზე ამაკრა და ტუჩებზე დამაცხრა, ღმერთო ჩემო როგორ მომნატრებია, ისე ნაზად და მომთხოვნად მკოცნიდა, მისი ხელები, რომ არა ჩემს წელზე, იქვე ჩავიკეცებოდი. კაბის ისედაც მოკლე ბოლოები მაღლა ასწია და ხელებს ჩემს ტანზე ვნებიანად დაატარებდა, მეტის გაძლება აღარ შემეძლო, მეტი სიამოვნება გამთიშავდა და ზედმეტს მოითხოვდა. დემეტრე ყელზე გადმოვიდა, სველ კოცნებს მიტოვებდა და ხელებს არ აჩერებდა, ტუჩებს მთელი ძალით ჩავეჭიდე კვნესის შესაკავებლად, მაგრამ ბოლოს მაინც დასცდა ჩემს ბაგეებს, ამიტომ დემეტრეს თმაში შევუცურე თითები და ტუჩებზე დავაბრუნე, მაგრამ მგონი ეს უფრო ცუდი იდეა იყო, რადგან კოცნა გააღრმავა და ახლა უკვე ენით ცდილობდა ჩემი გონების არევას.
- გვეყოს თავს ვეღარ ვიკავებ.- ბოლოს მაინც დემეტრე გაჩერდა და მთელი ძალით ჩამეხუტა. - მენატრებოდი. - ყურში ვნებამორეულმა ჩამჩურჩულა და იქვე ნაზად მაკოცა.
- მეც ძალიან.- ხმა ჩამწყდარი, ძალიან დაბალ ხმაზე ამოვთქვი ეს ბგერები და მის შიშველ ტანს უფრო მეტად ავეკარი.
ბოლოს ერთმანეთს ჩამოვშორდით, დემეტრემ ხელი ჩამკიდა და მისაღებ ოთახში წამიყვანა, სახლიც, როგორ დახვეწილად და ორიგინალურადაა მოწყობილი, გემოვნებას ვერ დაუკარგავ.
- არ გშია?- ახლაღა გაახსენდა ჩემს კუჭს საჭმელი და ხმაურიანად ამომძახა.
- ცოტა კი, მაგრამ მანამდე ყავას დავლევ კარგი?
- კარგი, წამოდი სამზარეულოში.- სამზარეულოსკენ გამიძღვა და შიგნით შესული იქვე არსებულ სკამზე ჩამოვჯექი და მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის შიშველ სხეულს, როგორი ნავარჯიშები და მიმზიდველია, მიკვირს აქამდე მარტო როგორ იყო, დარწმუნებული ვარ მთელი რიგი აქვს გოგონების და ეგოსიტურად მსიამოვნებს, რომ ის მე მეკუთვნის. - მომიყევი აბა, როგორ გაატარე უჩემოდ მთელი კვირა.
- რავი, ახლანდელი გადმოსახედიდან ცუდად, ძველი გადმოსახედიდან ჩვეულებრივ.- მომიახლოვდა და ცხვირზე მაკოცა.
- ჩემ გარეშე ცუდი იქნებოდა აბა რა. - ეშმაკურად ჩაეღიმა.
- დამპალო. - თვალებ დაწვრილებულმა ავხედე. - ხვალ რას ვშვრებით დემეტრე?- წამოვდექი და მასთან მივედი.
- დილით გამოგივლი 10 საათზე, დაახლოებით ორ საათში იქ ვიქნებით. ლილიას დავეხმარებით სახლის მოწყობაში და ოთხი საათისკენ სტუმრებიც მოვლენ. თუ არ ვცდები დილით მაგის დაქალიც იქნება, ნუ მოკლედ ჯერ ჩავიდეთ და ვნახოთ რა იქნება.- მოკლედ ჩამოაყალიბა და გამზადებული ყავა მომაწოდა.
- საჩუქარი ვუყიდე იმდღეს, მთელი დღე ვარჩევდი, ძლივს გადავწვიტე რა მეჩუქებინა.
- რა გადაწყვიტე?
- მოკლედ...- ნელნელა მთელი ყუთის შესახებ მოვუყევი და ისიც კმაყოფილი თავს მიქნევდა.
- მშვენიერი, დარწმუნებული ვარ მოეწონება. ახლა კი რას შეჭამ აბა?- მკითხა და მაცივარი გამოხსნა.
- ყველაფერს რაც იჭმევა.
- კარგი მაშინ სპაგეტზე რას იტყვი? სოსისით და მდნარი ყველით?
- მმმ, გემრიელად ჟღერს.
- მაშინ დავიწყოთ.- სპაგეტი დაადგა და პრიპასების მზადება დავიწყეთ.
- კოსტუმს გავიხდი და მოვალ.- მისაღებში, დივანზე გადავკიდე, თმა ავიწიე და მასთან დავბრუნდი. ერთი ამათვალიერა და კმაყოფილი ღიმილით დანა გამომიწოდა.
- ლამაზად გამოიყურები.
- გმადლობთ.

დაახლოებით ოც წუთში ჩვენი სპაგეტიც მზად იყო და ტაფას თეფშით და ჩანგლით მივადექი.
- მმმ... გემრიელად გამოიყურება. - დავყნოსე და არომატი შევიგრძენი თვალდახუჭულმა.
- შენსავით.- მოულოდნელად ჩამჩურჩულა დემეტრემ, წელზე ხელები შემომიცურა და უკნიდან ამეკრო, ყელს ნაზად და ვნებიანად მიკოცნიდა და მეც თავს გვერდით ვხრიდი, კოცნის გამარტივების მიზნით.
- გეყოფა, დამივარდება, მე კიდევ მშია.
- შენზე გემრიელი მაინც ვერ იქნება.
- დემეტრე.- ბოლოჯერ გავიბრძოლე და მანად დანებების ნიშნად, ჯერ ფრთხილად მომაშორა ხელები და შემდეგ ჰაერში აღმართა.
- კარგი ვჭამოთ.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა და ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, მთელი მისაღები ჩავაბნელეთ, შოკოლადები და ჩიფსები მოვიმარაგეთ, სასმელად ლუდი ავირჩიეთ და ტელეფონი ტელევიზორის დიდ ეკრანს დავუკავშირეთ. - რას ვუყუროთ აბა?
- რამდენი ხანია მინდა ვუყურო "ეშმაკი ატარებს პრადას" და ვერცერთხელ მოვაბი თავი.
- მე ნაყურები მაქვს ლილიასთან ერთად, მაგრამ მოდი ვუყუროთ.- მალევე მოძებნა და ჩართო. ორივენი დივანზე მოვკალათდით, დემეტრეს მივეხუტე და " ალპენ გოლდის" შოკოლადი გავხსენი, ერთი გემრიელად ჩავკბიჩე და დემეტრეს მიამიტური თვალებით ავხედე.
- გინდა?- ვუთხარი და პირთან მივუტანე.
- მინდა!- სიცილით მიპასუხა და ჩემი ტუჩებიდან, თავისი ტუჩებით დარჩენილი შოკოლადი მომაშორა. - გემრიელია.- ახლა კი ფილას დაწვდა და მოკბიჩა.
- უზრდელო.- ენა გამოვუყავი და ახლად დაწყებულ ფილმს მივაშტერდი.

შუა ფილმში ჩემმა ცნობისმოყვარეობამ დაიყვირა.
- რა უბედურებაა, ბოლოს ვისთან რჩება? თავის შეყვარებული საერთოდ არ უყვარს?
- გაჩუმდი და უყურე თუ გაინტერესებს.- დამადუმა და ლუდი გემრიელად მოიყუდა.
..........
სახლში მისული კარებთან ჩავიკეცე და ყველაფრის შიშმა ერთად მომიცვა...
რამდენად ძლიერები ვართ ადამიანები?! რანაირად შეგვიძლია სახლში მოვკვდეთ და გარეთ გასულები სიცოცხლის წყურვილით სავსე სიცილით ვაყრუებდეთ გარემოს?!
ადამიანის ბუნება ამოუცნობია და ამის გამეორების მიზეზი ყოველ წამს მაქვს. სამწუხაროა, რომ მსგავსი სიძლიერის შემდეგ ადამიანები სიცოცხლეს სიკვდილში პოულობენ...
ემოციურად გადატვირთული ჩემ თავს ტირილის უფლება მივეცი, რომელიც არც კი ვიცი რატომ ჩნდება, წესით ბედნიერებისგან ბოძებული ფრთები უნდა მქონდეს და დავფრინავდე, მაგრამ არც კი ვიცი რატომ ხდება, რატომ ვარ ასეთი?! მოგონებები თავს არ მანებებს, ტრაგიკული წარსული მარტო დარჩენილს მთელი ძალით ჩამყვირის, რომ ბოლომდე ბედნიერი ვერასდროს ვიქნები. ჩემი ბედისწერა სამუდამო ტანჯვაა, ბედნიერება კი მხოლოდ წამიერი.

რამდენიმე წუთიანი ტირილის შემდეგ, დამშვიდებული წამოვდექი და ორი დღის სამყოფი ტანისამოსი ჩავაწყვე პატარა ზურგჩანთაში, თავის მოვლის საშუალებებიც, შხაპი მივიღე და ჩემ ჩვეულ ტრადიციას დავუბრუნდი, თბილად ჩავიცვი და ჰამაკს მივაშურე ჩემი წითელი ღვინით.
ჰამაკში ჩაწოლილი ვარსკვლავების თვლას მოვყევი, მაგრამ ოცსაც ვერ გავცდი, სულ დემეტრეზე და ჩვენზე მეფიქრებოდა, შეიძლება, რომ მიყვარდეს?! არა შეუძლებელია, აქამდე ამაზე არც კი ვვოცნებობდი, არასდროს გამიფიქრია, რომ შეიძლება ოდესმე ვინმე შემყვარებოდა.
მაგრამ ახლა ნელნელა ვუფიქრდები და ჩემივე წინააღმდეგობის მახეში გავები, ხო შემიყვარდა, ამქვეყნად იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ოდესმე ამას წარმოვიდგენდი.
ჩემი ჩაშლილი გეგმით, უკან გავბრუნდი და საწოლს მივაშურე, დემეტრეს მივწერე
" ტკბილად იძინე დემეტრე, გკოცნი!" და სიზმრების მორევში თავით გადავეშვი.
ცხოვრება ხშირად პატარ პატარა ნამიოკებს გვესვრის და ჩვენ ძირითადად ამას ვერ ვიყენებთ და ვამბობთ, რომ რაც მოხდა მოულოდნელი იყო.
ესეც ნამიოკი იყო მკითხველო, კარგად დაფიქრდი და ყველაფერს დაინახავ.

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ძლივს გავარჩიე ზარის ადრესატის სახელი და დემეტრეს ამოკითხვის შემდეგ, დებილივით გაღიმებულმა ვუპასუხე.
- მმმ რა გინდა?- თვალები მეწვოდა ტელეფონის შუქის გამო, ამიტომ გახელაზე არც კი ვფიქრობდი.
- აბა დახედე რომელი საათია.
- რომელია? ვერ დავხედავ თვალები მეწვის.
- ათი დაიწყო და შენი ამბავი, რომ ვიცი ეს დრო არ გეყოფა.
- აუუ ცოტა ადრე რატომ არ გამაღვიძე? წავედი ახლა დამანებე თავი ისედაც არ მაქვს დრო.- ტელეფონის მეორე მხრიდან სიცილის ხმა გაისმა და მეც სწრაფად გავუთიშე.
როცა ფათიფუთით წამოვხტი, მხოლოდ მაშინღა გავიაზრე დემეტრეს სიცილის მიზეზს, რომ რეალურად არსად არ გვაგვიანდება და საერთოდ არაა საჭირო ზუსტად ათ საათზე გასვლა და მაგის ცემა მომინდა. რაღას ვიზამთ, რახან გავიღვიძე ბარემ დავიწყებ გამზადებას. არჩევანი ნაჭრის, კრემისფერ მაღალწელიან შარვალზე, მისივე კოსტუმზე და შავ ატლასის ტოპზე შევაჩერე, ფეხზე მაღლები მოვირგე, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, თმა ლამაზად ავიწიე და სულ ეს არის! საათს, რომ დავხედე უკვე თერთმეტი იყო დაწყებული და მალევე დემეტრეს მესიჯიც გამოჩნდა. " გამო პრინცესავ." ეს ახლა ამ პრინცესათი ჩემს მოთაფვლას თუ ცდილობს არ გამოუვა. გარეთ გასული მანქანაზე იყო მიყრდნობილი შავ ჯინსში, თეთრ პერანგში და ლურჯ კოსტუმში. როცა დამინახა, თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიცურა.
მასთან მისული გვერდი ავუარე და სიტყვის უთქმელად მანქანაში ჩავჯექი.
- დამცინი?- ირონიულად ჩაიცინა და იმ მომაკვდინებელი მზერით გამომხედა მე, რომ მაქვავებს.
- არა შენ დამცინოდი ერთი საათის წინ.- აზრზე მოსულმა ვუპასუხე.
- რამდენიმე წუთით ადრე გაგაღვიძე უბრალოდ.,- ეს თქვა, თავისთან მიმიზიდა და ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა. - ულამაზესი ხარ. - ვნება მორეულმა ჩამჩურჩულა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა, რაზეც სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია.- ვგიჟდები შენს რეაქციებზე.- ესღა მითხრა და აგარაკის გზას დაადგა, მე კი ვდუმდი დაშტერებული და სიამოვნებისგან გაბრუებული.
- შენი საჩუქარი სადაა?- ძლივს რეალობაში დაბრუნებულმა ხმადაბლა ვიკითხე.
- ოჰ აზრზე მოსულხარ ქალბატონო. უკვე იქაა და წვეულების დაწყებას ელოდება.
- ახლაც არ მეტყვი რა არის?
- რა თქმა უნდა არა. - გაბუტული მზერით გავხედე და ტელეფონში ჩავძვერი. ცოტახანში მანქანაში მელოდია გაისმა "ნინი ნუცუბიძე- the moon". ეს არის ყველა დროის ყველაზე დახვეწილი სიმღერა, უბრალოდ საოცარია.

we've been waiting for so long,
if the time was right as the Situations wrong.
you're still moving my head
and I'm convincing myself,
o move on.

- ვგიჟდებიი!- გაცისკროვნებული თვალებით ავხედე და მთელი გულით გავუღიმე. მანაც თბილად გადმომხედა და ლოყაზე ნაზად მომეფერა.
- რა ტკბილი ხარ.- ამ სიტყვებზე მთელი სხეულით გამაჟრჟოლა, ვგიჟდები მე მასზე.
დარჩენილი დრო ორივე ვდუმდით, მხოლოდ მის ხელზე ჩაჭიდებული ჩემი ხელი ლაპარაკობდა ყველაფერს და მეტი საჭირო არც იყო.
იქ მოსულები მანქანა შეიყვანა ეზოში და გადმოსულები დემეტრემ წელზე მომხვია ხელი და ისე განვაგრძეთ გზა.
- დემეტრე.- უხერხულად შევიშმუშნე და მისი ხელის მოცილება ვცადე.
- არ გინდა, რომ გაიგონ?- ისეთი ნდობით სავსე მზერა ჰქონდა, რომ უბრალოდ რამის დამალვის სურვილიც არ მაქვს.
- დღეს არა, შენ დას ვუთხრათ, მაგრამ ასე მასშტაბურად რთული იქნება.
- კარგი. - თბილად გამომხედა და მზრუნველად მაკოცა შუბლზე. - როგორც შენთვის კომფორტული იქნება.

როდესაც კარები შევხსენით ლილიას და კიდევ ერთი გოგოს ხმა ისმოდა.
- ლილია რას აკეთებ, ეგ მანდ არ შეიძლება.
- ოო ნუ სულელობ, მე აქ მინდა და აქ იქნება.
- ცხოვრებით ბატი ხარ რაა.,- ესღა მიაძახა და ჩვენც შეგვამჩნია.
- ვაა დემეტრეეე. - ულამაზესი გოგონა გადაეხვია დემეტრეს და რაღაც აქამდე ჩემთვის უცხო, ჯერ არ განცდილი რამ ვიგრძენი, ჯერჯერობით მიჭირს სახელის დარქმევა, შეიძლება ეჭვიანობა?! ან ეგოისტობა?! მაგრამ ეჭვიანობა ხომ ისედაც ეგოისტობის გამო მოდის?! ჩემ თავთან მსჯელობა შევწყვიტე და მეც გავუღიმე გოგონას.
- ნატა როგორ შეცვლილხარ.- ამაზე ცალკე ავიშალე, ანუ იმდენად ახლოს არიან, რომ ცვლილებებს ამჩნევს.- ეს კესანეა, ჩემი...- აი აქ გაიჭედა, მაგრამ ეჭვიანი ქალი რას აღარ იზავს.
- მისი შეყვარებული.- ამის თქმა და დემეტრეს გაბრწყინებული თვალები ერთი იყო.
- სასიამოვნოა, მე ნატა ვარ, ლილიას საუკეთესო მეგობარი.- ფაქტია არ ელოდა მსგავს პასუხს, მაგრამ ხელი მაინც ჩამომართვა.
- ჩემთვისაც.- ნაძალადევად გავუღიმე და დემეტრეს ხელი უფრო მეტად მოვუჭირე. ლილია გამოვარდა და როცა ჩვენი ჩაჭიდებული ხელები დაინახა გაკვირვებისგან თვალები დააჭყიტა და პირზე ხელი აიფარა.
- მართლა? სერიოზულად? თქვენ ერთად ხართ?- ორივემ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ, გოგონა გამოიქცა და მთელი ძალით ჩაგვეხუტა.- აუ, როგორ ვგიჟდები თქვენზეე! საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარია.
- გილოცავ საყვარელო მინდა სულ ბედნიერი იყო და ყველა სურვილი აგსრულებოდეს, შენი საჩუქარი მანქანაშია და მერე გადმოვიღოთ.
- აუ ძალიან დიდი მადლობა კესანე.- მთელი ძალით ჩამეხუტა.
- მოდი ახლა ჩემთან შე ჭინკა, უკვე გაზრდილხარ რაღა დაგიჭერს. - გადაეხვია და ჩაჩურჩულა.- შენ ხარ საუკეთესო, ძალიან მიყვარხარ ხომ იცი და ყველაფერს საუკეთესოს შენ გისურვებ.- ამ სიტყვაზე გამაჟრჟოლა, წარმომიდგენია როგორი შეგრძნება იქნება, როცა თავისი ბოხი, ვნებიანი ხმით მეტყვის, რომ ვუყვარვარ ან იქნებ სულაც არ ვუყვარვარ?! აბა რატომაა ახლა ჩემთან?! შეიძლება უბრალოდ მოვწონვარ.
- ახლა წამოდით და დაგვეხმარეთ, აქ საყურებლად ხომ არ მოსულხართ არა?! დემეტრე ცოტახანი კესანე უნდა წაგართვა, შენ და ნატან აი იმ ბუშტებს მიხედეთ და გაბერეთ.
- არ გააგიჟო ლილია გაფრთხილებ!- გოგონამ ენა გამოუყო და სულ სიცილ კისკისით გამათრია სამზარეულოში, მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეს დატოვება სასტიკად არ მინდოდა.
- ღადაობ მართლა ერთად ხართ? როდიდან გაფიცებ, ორივე ერთად, რომ არ ჩანდით მაშინ რა მოხდა? - როგორც კი შევედით დაიწყო.
- ერთი კვირა გავიდა დღეს.- ლოყები ამიწითლდა, აბა როგორია შეყვარებულის დასთან მსგავს თემაზე საუბარი.
- აუ რა მაგარია, როგორ აგიხსნა სიყვარული?- აჟიტირებული მელაპარაკებოდა და ეტყობოდა კიდევ რამდენი კითხვა ქონდა.
- და რატომ გადაწყვიტე, რომ დემეტრემ ამიხსნა და პირიქით არა?! და საერთოდ საიდან დაასკვენი, რომ სიყვარული რომელიმემ ავუხსენით?
- მოიცა შენ აუხსენი? საერთოდ არ გითქვამთ, რომ გიყვართ ერთმანეთი?!- თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
- არა, არა.- სიცილი ამიტყდა- დემეტრე თუ მოინდომებს გეტყვის, მე დამანებე ახლა თავი წავედი. მან უკეთ იცის საკუთარი გრძნობების შესახებ.- ჭიქაში დასხმულ წვენს დავწვდი და იქაურობა დავტოვე. დემეტრე და ნატა დივანზე ისხდნენ და ბუშტებს ბერავდნენ, თან ლაპარაკობდნენ. გვერდით მივუჯექი დემეს და ყურში ჩავჩურჩულე.- შენ დას ძალიან ბევრი კითხვა აქვს და არ ვიცი, როგორ მოვიგერიო.- რაზეც ორივეს გაგვეცინა.
- დაივიწყე, მაინც გაიგებს ყველაფერს შენს უთქმელად.- მითხრა და ლოყაზე ტუჩთან ახლოს მაკოცა.- რომ გიყურებ მინდა, რომ ეგ დაბუშტული ტუჩები მოგაჭამო, რომელსაც ასე აწვალებ კბილებით და უარესად მიწვევ.- ისეთი ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, მთლიანად ავხურდი და აღარ ვიცოდი მაკიაჟი თუ შეძლებდა მის დაფარვას.
- გეყოფა ცუდად ვარ.- ხელებით დავინიავე სახე.- ძალიან ცხელა, ნატა შენ არ გცხელა? აშკარად დახუთულია აქაურობა.- სიტუაციიდან გამოსვლას ვცდილობდი.
- არა ნატას არ სცხელა, რა დაგემართა კესანე? რატომ დაგცხა?- ნატას სიცილი აუტყდა და მე დემეტრეს მკვლელი თვალებით გავხედე.
- საოცარი წყვილი ხართ რაა.- ეს თქვა და კისკისით დატოვა იქაურობა.
- გცემ დემეტრე, გცემ.
- მოდი.- ხელები გაშალა, მაგრამ ცემის მაგივრად, მის კისერში ჩავრგე თავი და მისი გემრიელი სუნი ხარბად ჩავისუნთქე.- ახლა შენ გეყოფა.- დაძარღვული ხელები წელზე შემიცურა და მეც უცბად მოვშორდი.

ორ საათიანი დალაგების შემდეგ ოთხივე დივანზე მივესვენეთ.
- ეს ერთი საათი აზრზე უნდა მოვიდეთ, თორემ ვერ გავერთობი.- სვენებ სვენებით ამოთქვა ლილიამ.
- ახლა ყავა თუ არ დავლიე მოვკვდები.- ეს უკვე მე ვიყავი დემეტრეზე მიკრული.
- გინდა გაგიკეთო?- მზრუნველად ამომხედა და დამსწრე საზოგადოების ღიმილიც დავიმსახურეთ.
- აუ კი რა, მადლობა. - სიყვარულით სავსე მზერით გავხედე.
- კიდევ ვინმეს გინდათ?- ყველამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- რა უქენი კესანე? ცხოვრებაში სხვისთვის ყავა არ გაუკეთებია.
- მე სხვა არ ვარ, როგორც ხედავ.- გავუღიმე და ტელეფონზე საათს დავხედე.
- ვერ შეგედავები.- ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად.
- ნატა რას საქმიანობ?- სიჩუმის გასაფანტად დავსვი კითხვა.
- პიარ მენეჯერი ვარ.
- უი ძალიან კარგია. რამდენი წლის ხარ?
- 24 ლილიაზე ერთი წლით დიდი. შენ რამდენის ხარ?
- 26 ის ვხვდები ორ თვეში.
- უფრო პატარა მეგონე.- გაკვირვებული იყო ნატა. ამ დროდ დემეტრეც შემოვიდა და ყავა მომაწოდა.
- ფრთხილად ცხელია, თუ გინდა მაგიდაზე დადგი.
- ჰო ჯობს.- ყავა დავდგი და დემეტრეს მხარზე ჩამოვდე თავი.

ერთი საათი მალევე გავიდა და სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა, ნატა და ლილია გაფრთხილებულები იყვნენ, რომ არ ვამბობდით ერთად ყოფნის შესახებ.
ყველაზე საშინელება ის იყო, რომ დემეტრესთან ვერ ვიყავი და ამდენ ხალხში მარტოს თავი დაკარგული მეგონა, არავის გაცნობის სურვილი არ მქონდა, მაგრამ მე კი ვხვდებოდი მზერებს ჩემს მიმართ. დემეტრესთან თვალებით კონტაქტი მქონდა და ეს მამშვიდებდა, მაგრამ მაინც საშინელი სიტუაცია იყო. სიმღერები ბოლო ხმაზე, ცეკვა და საუბარი ერთმანეთში არეული, ქაოსი იდგა ჩემს გონებაში, ცოტაც და კივილს დავიწყებდი, რომ შეეწყვიტათ ეს ალიაქოთი.
ცოტახანში ყველანი გარეთ ვიყავით და დემეტრემ ლილია მოიხმო.
- ყველამ მოგცა საჩუქარი, ახლა კი ჩემი ჯერია პრინცესავ. - ავტოფარეხი გახსნა და იქედან ვიღაცამ ულამაზესი მანქანა გამოიყვანა, დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ საოცარი მანქანაა. ლილიამ ემოციები ვერ დამალა და კივილით ჩაეხუტა დემეტრეს.
- საუკეთესო ხარ, საუკეთესოთა შორის.- სიხარულისგან დახტოდა და მანქანას ეფერებოდა. - მაგრამ დედა და მამა?- მოწყენილი დაბრუნდა ძმასთან.
- ჩემ ნაყიდ საჩუქარს აბა გაბედონ და თითი დააკარონ, შენ ნუ ღელავ თუ რამეს გეტყვიან მე დამირეკე. - გახარებული ისევ მანქანას დაუბრუნდა და ახლა შიგნითაც ჩაჯდა. მე დრო ვიხელთე და დემეტრესთან მივედი.
- ანუ ეს არის შენი აჯანყების ბომბი?- არ მელოდა, შეკრთა და მე, რომ დამინახა თბილად გამიღიმა.
- ნუ ღელავ შენც მოგიწევს აჯანყებით ტკბობა. - თვალი ჩამიკრა და წავიდა.
შიგნით შესულები ყველა მალევე დაუბრუნდა ძველ გართობას და ცოტახანში გაისმა ნაცნობი მელოდია.
love you more than see,
she loves you more than see,
hold my hand and you'll see,
you see the way i feel.

დემეტრემ საცეკვაოდ გამიყვანა, წელზე ხელები შემომიცურა და მთელი ძალით სხეულზე ამიკრა, ისე, რომ ფურცელიც კი ვერ ჩაეტეოდა ჩვენს შორის, მე მის კისერს ნაზად შემოვხვიე ხელები. ცოტათი მოვშორდი და თვალებში ჩავხედე, იქ კი მთელი სამყარო დამხვდა, ღმერთო ჩემო მისი თვალები უკიდეგანო სამყაროში მაგდებდნებ, მასში მთელი ძალით ვიძირებოდი, მისი თვალები ყველაფერს უთქმელად მეუბნებოდნენ, მის გონებაში ვტრიალებდი და ურცხვად ვიპარავდი მის ფიქრებს. სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი, სადაც მარტო მე და დემეტრე ვართ.

read my thoughts from the moon. we've been waiting for so long,
it's the time the past of sponges when could cross,
i'm still moving your head
and there's a lot to be shared.

საოცარი შეგრძნებები დამეუფლა, მინდოდა მეყვირა, რომ მთელი არსებით მიყვარს, რომ ის მხოლოდ ჩემია და რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს მას ვერ დავთმობ.
- შვილი მინდა გვყავდეს.- ხელებზე გადამიწვინა, თვალების დახმარებით ჩემს გონებაში შემოძვრა და გონება გადამიტრიალა. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
- რა?
- კესანე ცოლად გამომყევი...

read my thoughts from the moon....


ამ ფრაზამ ყველა გრძნობა ამიშალა, რაც კი დედამიწაზე გაგონილა ან ვინმეს უგრძვნია.
მაგრამ ყველაზე მეტად შემეშინდა, შიში ჩემი ცხოვრების სამუდამო თანამგზავრია, რომელიც ყოველთვის ხელს მიშლის ყველა საკითხში. შემეშინდა, რომ როდესაც სიმართლეს მოვუყვებოდი ის წავიდოდა, წავიდოდა ჩემგან და ისევ მარტო დავრჩებოდი რეალობის წინაშე და ალბათ დიდხანს ვღარც ავუწყობდი ფეხს დედამიწის სიარულს. იმდენად არეული ვარ, იმდენად უცბად ხდება ყველაფერი, ისეთი ჩქარია, ისეთი მოულოდნელი, იმდენად სანატრელი, რომ ბოლომდე უარის თქმა არ შეგიძლია, არ შეგიძლია ბედნიერი მომავლის დათმობა, ეგოისტი ხდები ყველანაირი შიშის მიუხედავად, ყველანაირი რეალობის მიუხედავად, მაინც გინდა, რომ გარისკო და უკვე აღარაფერი რჩება მნიშვნელობავი მოზღვავებული სურვილების გარდა, რომელიც სიამოვნებას მოასწავებს და მისი ხელიდან გაშვება შენს ძალებს აღემატება.
ისევ ძველ პოზიციას დავუბრუნდით, მისი თვალები პასუხს ჩემს თვალებში ეძებდნენ, სადაც სრული ქაოსი და განურჩევლობა იყო.
მაქსიმალურად ვეცადე გამეღიმა და მუსიკის დასრულების თანავე მშვიდად გავედი სახლიდან, ისე, რომ ვერავის ეგრძნო დემეტრეს გარდა. ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ ასე დავტოვე დემეტრე, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვები ბოლო შესაძლებლობა იყო რაც გამაჩნდა.
იქვე კუთხეში კედელს მივეყრდენი და ტკივილისგან ჩავიკეცე, სულის ტკივილისგან, მთელი სახე ცრემლებით დამეფარა და აღარ ვიცოდი ვის კარზე დამეკაკუნებინა დახმარების სათხოვნელად.
მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა, მაგრამ არ შემეძლო. კოსტუმს დავადე ბაგეები და ბოლო ხმაზე დავიკივლე, რამდენიმე წამი ვკიოდი და თავი, რომ ავწიე დემეტრეს შევეჩეხე.
- მაპატიე...- მხოლოდ ეს ფრაზა ამომივიდა ყელიდან და ცრემლებმა ჩემს სახეზე ორმაგად დაიწყეს დენა. დემეტრე ჩემთან ჩაიმუხლა, გულში მთელი ძალით ჩამიკრა და წამომაყენა. ხელებს მხვევდა, თმაზე მკოცნიდა და მამშვიდებდა.
- რას გრძნობ კესანე?- ხმა გამტყდარმა მკითხა, ალბათ ახლა ნანობს თავის შემოთავაზებას, რაც ყველაზე მეტად არ მინდა.
- მეშინია დემეტრე.- აშკარად არ ელოდა ამ პასუხს, შეცბუნდა.
- რისი?
- მომავლის დემეტრე... მეშინია, რომ დაგკარგავ, მეშინია ბედნიერების, რადგან ყველაზე მეტად მისი დაკარგვის შემეშინდება და ზუსტად ვიცი ეს მოხდება, ყველა ბედნიერი წამი დაინგრევა, მინასავით ჩამოიმსხვრევა და მოლეკულურ დონეზე დასულს, უკან ვეღარ დავაბრუნებ. - ტირილიდან სლუკუნზე გადავედი და ვეღარ ვჩერდებოდი.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მე სულ შენთან ვიქნები და ერთად ყველაფერს გავუძლებთ. შენ მე გჭირდები, მე კი შენ. ერთმანეთს ვავსებთ და ეს მთავარია.- არ მინდა მისი დაკარგვა, მთელი არსებით მინდა მასთან, მინდა ამ დედამიწაზე მხოლოდ მას ვეკუთვნოდე.
- შენ სიმართლე არ იცი დემეტრე.- ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი და შემეშინდა სიმართლის მოყოლის.
- რა სიმართლის.- გაოცებული მზერით შემომხედა და შეცბა.
- მე... დემეტრე მე....- ტირილი ამიტყდა, თუმცა მაინც შევაჩერე ცრემლების ნაკადი. დემეტრე გაკვირვებული მიყურებდა, არ მინდა მისი დაკარგვა, ვერ გადავიტან.- მე შვილი ვერასდროს მეყოლება.- დემეტრეს გაშეშდა, მგონი ყველაფერი დამთავრდა, აღარ შემიძლია.- მე საშვილოსნო ამომაჭრეს ოცი წლის ასაკში. - რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წასასვლელად, რადგან დემეტრე ისევ ისე უემოციოდ იდგა და მივხვდი, რომ აქ ყველაფერი მორჩა, აქ დამთავრდა ჩემი ბედნიერი მომავლის მოლოდინი, მივხვდი, რომ ახლა რეალობასთან ცხოვრება ორმაგი ტკივილით უნდა გამეგრძელებინა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ვნანობდი იმ ბედნიერ წუთებს, რაც მასთან გავატარე, არც იმას რაც მან მასწავლა, თურმე მართალი ყოფილა, რომ არავინ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში უმიზეზოდ. თითოეული ადამიანი რაღაც კვალს ტოვებს ჩვენს პიროვნებაში, შემდეგ კი ზოგი მიდის, ზოგიც კი სამუდამოდ შენთან რჩება. საბოლოოდ წასვლა გადავწყვიტე, როდესაც დამიჭირა და უკან დამაბრუნა.
- მოიცადე, კესანე... მე, როდესაც შენ აგირჩიე და გადავწყვიტე, რომ შენთან ცხოვრება მინდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა შენს „ნაკლებს“, თუ ამას შენ ასე ეძახი და თუ თვლი, რომ ადამიანი შეიძლება ამის გამო დაგშორდეს. არ ვიცი შეიძლება ასეც ხდება ურთიერთობებში, მაგრამ მაშინ იქ უკვე წრფელი არც არაფერია და არც არაფერი ყოფილა. მე იმან უფრო შემაშფოთა, რომ იფიქრე დაგშორდებოდი და უარს ვიტყოდი შენზე. სიმართლე გითხრა ძალიან მეწყინა ასეთი ცუდი წარმოდგენა, რომ გაქვს ჩემზე. არ ვიცი ახლა ეგ ფიქრები როგორ გაპატიო, მაგრამ ჩემი წინადადება ძალაშია, მინდა უბრალოდ ერთად ვიცხოვროთ, არაა საჭირო ოფიციალური სახე მივცეთ თუ არ გინდა ეს და ამის გეშინია. გთხოვ დაფიქრდი და როცა მოგინდება მაშინ გამეცი პასუხი, უბრალოდ მინდა შენი ოცნება ავასრულო და შვილს როდესაც აიყვან აღარ შეგეშინდეს, რომ ან მამა არ ეყოლება ან ცუდი ცხოვრება ექნება.- ლოყაზე ნაზად დამიტოვა სველი კოცნა, წელზე ხელი შემომხვია და წამიყვანა.- წამოდი უკანა მხრიდან შევიდეთ და სახე მოიწესრიგე. - ჩემთან ერთად იდგა აბაზანაში და სახეს ნაზად მბანდა. ბოლოს თავისი ხელითვე გამიმშრალა სახე და შუბლზე მაკოცა. - მშვენიერია, მაკიაჟი სულ არ გჭირდება, ამ ლამაზ ჭორფლებს გიფარავს.- ახლა ღაწვებზე მაკოცა, ცხვირზე, ლოყაზე და ბოლოს ტუჩებიც გემრიელად დააგემოვნა.
- მადლობა დემეტრე. - კისერში ვაკოცე და გავუღიმე. არ ვიცი რა ვიგრძნო, შეშფოთებული ვარ, აღფრთოვანებული მისი არაამქვეყნიური ადამიანობით, როგორ შეიძლება ამდენად კარგი იყოს ადამიანი?! მგონი ეს ერთადერთია ასეთი და ისიც ჩემი, ღმერთო მადლობა.
- გეყოფა, მადლობას ნუ მიხდი, ბოლო ბოლო ჩემი მომავალი ცოლი ხარ.
- დემეტრეეე!- ლოყები ამიწითლდა და მანაც სიცილი დაიწყო, ხელი გადამხვია და წვეულებას ერთად დავუბრუნდით.

ის მე მჭირდება, მას კი მე ვჭირდები...
წვეულება ღამის სამ საათზე დამთავრდა, ყველანი სახლში წავიდნენ ჩემი, დემეტრეს, ლილეს და ნატას გარდა. ლილემ ოთახებში გადაგვანაწილა, ყველანი სხვადასხვა ოთახში ვიყავით. გაოცებული ვარ ნატას და ლილეს წამებში ჩაეძინათ, აი მე კი თვალი არ მომიხუჭია დაღლილობის მიუხედავად, სულ ჩემი და დემეტრეს საუბარი მიტრიალებდა და ფრაზა " კესანე ცოლად გამომყევი".
აივანზე გავედი უკვე გადაღლილი და დემეტრეც იქ დამხვდა.
- შენი აზრით რა იქნება მომავალში?
- ბედნიერება, ბედნიერება და მხოლოდ ბედნიერება.
- ჩვენ?
- ჩვენ გვეყოლება ბევრი შვილები და ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით.
- მე, რომ ბავშვის გაჩენა არ შემიძლია?
- ვიშვილებთ, ეს ყველაზე დიდი სიკეთეა.
- ფიქრობ, რომ მარტივი იქნება?
- არა, რადგან ყველაზე ტკბილი, რთული გზის შემდგომ მოდის.
- მებედნიერები!
- მებედნიერები!
- ტკბილად იძინე დემეტრე!
- ტკბილად იძინე კესანე!

დარწმუნებული ვარ ვერც დემეტრემ შეძლო იმ ღამით დაძინება, ორივე სხვადასხვა ოთახებში, მაგრამ საერთო ფიქრებში ვიყავით, არაა მარტივი მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და გათავისება... უკვე მზე ამოსული იყო, როცა ძლივს ჩამეძინა.
სიზმარში ვხედავდი, ჩვენს ლამაზ ოჯახს, მე დემეტრე და პატარა უფლისწული, საყვარელი ბიჭუნა, რომელიც ბედნიერების სიცილით კისკისებდა და სიხარულით მავსებდა, მაგრამ ცოტახანში ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, ბოროტების ზარმა ჩამოჰკრა, ავის მომასწავებელი სიცილი გაისმა და მომაკვდინებელი აურა ჩამოწვა, ყველაფერი გაქრა და ამ უკუნით სიბნელეში მარტოს ვიდექი, "შავი სინათლე" თავისთან მიმათრევდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ მქონდა, მინდოდა მთლიანად შევეჭამე და გავექრე. შეშინებულს გამეღვიძა, გულის ცემის ხმა ყურებში მირტყავდა და მინდოდა დემეტრეს ჩავხუტებოდი. საათს დავხედე უკვე შუადღის ორი საათი იყო, სწრაფად ჩავიცვი ჯინსის შარვალი და ჰუდი, რადგან სასტიკად მციოდა, ბოტასები ამოვიცვი და თმის შეკვრით დაბლა ჩავედი. ლილია და ნატა მაგიდას შლიდნენ, დემეტრე კი იქვე იჯდა ყავის ფინჯნით ხელში.
- დილამშვიდობისა. - ყველას მივესალმე, დემეტრეს ხელიდან ყავა წავართვი, გემრიელად მოვიყუდე და თითქმის დაცლილი ჭიქა ხელებში დავუბრუნდე, ბოლოს კი მის გვერდით დავჯექი და მივეხუტე.
- რა გჭირს? რამე მოხდა?- აშკარად სახეზე მეტყობოდა სიზმარის კვალი, რამაც დემეტრეს შეშფოთება გამოიწვია.
- არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე.- უფრო კომფორტულად მოვთავსდი.- მმჰ... მეძინება.- ვთქვი და თვალები დავხუჭე. სახეზე ნაზად მომეფერა და მზრუნველად შუბლზე მაკოცა.
- კესანე შენ, როდის გაქვს დაბადების დღე?- ნატამ გამომძახა და თვალები არ გამიხილია ისე ვუპასუხე.
- 17 სექტემბერს, სამ კვირაში.
- რას აპირებ?- ახლა ლილია დაინტერესდა.
- საერთოდ არაფერს.
- ჰოდა ჩვენ მოგიწყობთ.- სიხარულის ტაში შემოჰკრა ლილიამ.
- არცერთმა არ გაბედოთ რამის გაკეთება, თორემ ჩემზე მეტი მტერი არ გეყოლებათ. - ისეთი ცივი ხმით ვთქვი მეც კი შემეშინდა, დემეტრემ ხელი ჩამჭიდა და ნაზად მომიჭირა, ამან ასე თუ ისე აზრზე მომიყვანა, აი რატომ ვაფასებ დემეტრეს, მას ჩემი ყოველთვის ესმის. - უბრალოდ.... მიზეზი მაქვს და გთხოვთ გაითვალისწინეთ, ზედმეტი კითხვების გარეშე.- ეს რაც შემეძლო თბილად ვუთხარი და დემეტრეს გავხედე, მანაც გამიღიმა და თავი დამიქნია, კარგად მოიქეციო.
- კარგი.- ორივემ ერთდროულად თქვა და სამზარეულოში გავიდნენ.
- ცუდად გამომივიდა? უბრალოდ ძალიან გავბრაზდი, ბოდიში, მაგრამ არ აქვთ უფლება ჩემი დაბადების დღე ჩემ მაგივრად გადაწყვიტონ, ერთადერთი ვისაც უფლება აქვს შენ ხარ, მეტი არავინ.
- დამშვიდდი, მე უკვე მოვიფიქრე რასაც ვიზამთ, მხოლოდ მე და შენ, მეტი არავინ. - მთელი გულით გავუღიმე და მოწყვეტით ვაკოცე მონატრებულ ბაგეებზე.
- გამოდით ვისაუზმოთ.- ლილიამ დაიძახა და ჩვენც მათთან მივედით.
პირი არ დამიკარებია არაფრისთვის, მხოლოდ ყავას ვსვამდი და სანამ ისინი ჭამდნენ, მეორეს დალევაც მოვასწარი, ამ პერიოდში განიხილავდნენ გუშინდელ დღეს და ძალიან ბევრს იცინოდნენ, მაგრამ მე ვდუმდი, ჩვემივე ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული და ამ სამყაროსთან მხოლოდ დემეტრეს ხელს ჩაჭიდებული ჩემი ხელი მაკავშირებდა.
- რატომ არაფერს ჭამ კესანე? ცუდად გახდები. - დიდხანს მელოდა დემეტრე და მაინც, რომ არ ვჭამე უკვე გაბრაზდა.
- არ მშია დემეტრე.
- ჭამე კესანე, მიდი მალე. - თეფშზე ომლეტი გადმომიღო და თავისივე ხელით დაჭრა.
- არ მინდა დემეტრე.- ახლა უკვე წუწუნით ვცდილობდი არ მეჭამა.
- არ მაინტერესებს, მალე, ორი ლუკმა მაინც.- პირველი ლუკმა გაამზადა და პირთან მომიტანა.
- მხოლოდ ორი ლუკმა. - თითებით ვაჩვენე ორი და მანაც თავი დამიქნია. მისი თანხმობის და ჩემი წუწუნის მიუხედავად, მთელი თეფში მაჭამა და გოგონებიც სიცილისგან კვდებოდნენ, თან ფოტოებს გვიღებდნენ. - ოოო პატარა ბავშვი ვაარ?- ბოლოს ამოვიწუწუნე.
- ამ ჯინსში და ჰუდში, მართლა 2 წლის ბავშვს გავხარ, სადაა ქალბატონი კესანე?
- დღეს დასვენება გადაწყვიტა. - ენა გამოვუყავი და უფრო დავამტკიცე, რომ ორი წლის ბავშვი ვარ.
- კარგი, ბავშვის მოვლა მეხერხება. - თქვა და ხელში პატარა ბავშვივით ამიყვანა.
- ააა, დემეტრე, იდიოტოო, გცეემ, დამსვიი. - ხელებს ვურტყავდი, მაგრამ გულზე მიმიწვინა სერიოზული სახით.
- მეზიზღები დემეტრე, დამსვიი, რანაირად იქცევი.- ბოლოს, როცა მივხვდი წუწუნს აზრი არ ქონდა, გაბრაზებული გავჩუმდი და ცოტახანში ძირს დასმაც დავიმსახურე. - დამპალო ხმა არ გამცე, ვირი ეს.
- გოგოებო თვალები დახუჭეთ. - ეს თქვა და ტუჩებზე მეცა, მაქსიმალურად ვცდილობდი შეეწინააღმდეგებას, მაგრამ ისე ვნებიანად მკოცნიდა, რომ ბოლოს მაგის ძალა აღარ მქონდა. ჩავდნი, დავდნი და დავიფერფლე სიამოვნებისგან. როცა მომშორდა მთლიანად ავხურდი და დემეტრეს კისერს ვეღარ ვშორდებოდი სიამოვნებისგან. - რომ კითხოთ ვერ მიტანს და ხმას არ გამცემს.
- ასე აღარ მოიქცე მეორედ, თორემ დაგახრჩობ.- ისეთი გაბრაზებული ხმით ჩავჩურჩულე, რომ სიცილი შეახმა სახეზე.
- ორი წამით გოგოებო დაგტოვებთ. - ოთახში გამიყვანა და გაბრაზებულმა კარებზე ამაკრა.- რას ნიშნავს შენი სიტყვები კესანე. - ისეთი გამწარებული თვალები ჰქონდა, რომ ისიც კი ვიფიქრე, არაფერი მეთქვა.
- შენი საქციელი რას ნიშნავს დემეტრე? ამიხსენი რანაირი საქციელია, რატომ დამამცირე გოგოებთან?
- დაგამცირე? ანუ შენ ამბობ, რომ მე შენი დაგამცირე და საერთოდ ეს შემიძლია?- თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა.
- შეგიძლია კი არა უკვე გააკეთე, საერთოდ არაა სასიამოვნო, როცა ვინმე ხედავს ჩემს სისუსტეს შენს მიმართ. დამამცირებელია დიახ.
- კარგად დაფიქრდი კესანე რას ამბობ, კარგად დაფიქრდი, უკვე მეორედ შეცდი ჩემში, თან ძალიან მწარედ. - სრაფად დავტოვე ოთახი და უკან გავიგე, როგორ დაარტყა მთელი ძალით კარებს დემეტრემ.- ამის დედაც შევეცი.
ქაჯობას ნამდვილად არ ვაპირებდი და სახლიდან გაქცევას, ამიტომ გოგონებთან დავჯექი გავუღიმე და ომლეტი გადმოვიღე თეფშზე, თითქოს ამით დანაშაულის გამოსყიდვა შემეძლო. სანამ ჭამას დავიწყებდი დემეტრე დაბრუნდა, შედარებით მშვიდი სახით, გამყინავი მზერით გამომხედა, რის გამოც ტანში უსიამოვნოდ გამცრა, ის კი თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და ისევ გვერდით დამიჯდა. ჩემი ხელი კვლავ თავისაში მოიქცია და ამით თითქოს ჩვენ შორის გაჩენილი ჩხუბის დამალვას ცდილობდა. მთელი სხეული მიხურდა მისი ხელების გამო, მთელი სხეულით ვგრძნობდი მის გაბრაზებას და ამავდროულად სასტიკად მსიამოვნებდა მისი შეხება. მე დანაშაულის შეგრძნების გამო ომლეტს ვჭამდი და პლიუს ორი ნაჭერი პიცაც დავაყოლე, თითქოს ამით რამეს შევცვლიდი.
საუზმეს, რომ მოვრჩით, გოგოებს ალაგებაში დავეხმარე და დისტანციის დაცვით, ფრთხილად, ისე, რომ დემეტრე უარესად არ გამებრაზებინა, მის გვერდით დავჯექი დივანზე. ფრთხილად უფრო ახლოს მივიჩოჩე მასთან. არ ქონია რეაქცია, ამიტომ ძალიან ნაზად თავი დავადე ტელეფონში ჩამძვრალს მხარზე და თავისუფალი ხელის თითებში ჩემები ავხლართე., როდესაც შემეშინდა, რომ გამიშვებდა გოგონებიც გამოჩნდნენ და ახლა უკვე ბუნებრივი სიტუაცია შეიქმნა ჩვენს შორის და აღარ შეეძლო ჩემი მოშორება. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი ბედნიერება.
- ჩემი და კესანეს წასვლის დროა, აქაურობას თქვენ მიხედეთ და მერე ლილია გასაღები მომიტანე გასაგებია? ჭკვიანად იცოდეთ!- სწრაფად წამოდგა და ჩემი თითებიც მოიშორა.
- კარგი არაა პრობლემა, შეგიძლიათ წახვიდეთ.- თბილად მოგვეხვია ორივეს ლილია და მე ყურში ჩამჩურჩულა. - ნუ ღელავ, მალე შეგირიგდება.- თვალი ჩამიკრა და პერიმეტრი დატოვა.
ბოლოს ნატა მოგვეხვია და ჩვენც მაღლა ოთახებში ავედით ნივთების შესაგროვებლად. ხუთ წუთში უკვე ყველაფერი მზად მქონდა და ახლა უკვე დემეტრეს მანქანასთან ვიდექით.
- ტაქსით წახვალ, თუ ჩაჯდები ჩემ მანქანაში?!- ახლა ნამდვილად ვერ გავუძლებდი დემეტრეს გარეშე ყოფნას.
- შენთან მირჩევნია.- კარგიო მითხრა და მანქანის კარი გამიღო, თვითონაც მალევე ჩაჯდა და სწრაფად დატოვა ტერიტორია. მთელი გზა ხმა არ გაუცია ჩემთვის, რამდენჯერმე ვეცადე თვალებში შემეხედა მისთვის, მაგრამ იმდენად ცივი და გაბრაზებული იყო, რომ მაშინვე ვინანე ტაქსით, რომ არ წამოვედი თბილისში. ორ საათში უკვე ჩემს სახლში ვიყავი. სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და სანამ რამეს მეტყოდა მანქანიდან გადმოვხტი, სახლის კარები გავაღა და იმ წამს გამოვარდნილ პრინცსს მოვეხვიე.
ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, იქნებ სულ ტყუილად გავბრაზდი?! მაგრამ ნამდვილად არ იყო მისი საქციელი სასიამოვნო, მარტო ლილია, რომ ყოფილიყო კიდევ შეიძლება გადამეხარშა როგორმე, მაგრამ ნატას საერთოდ არ მინდოდა მსგავსი ვენახე. მე პირველ რიგში ქალი ვარ და ჩემი სიამაყე გამაჩნია ყველაფრის მიუხედავად, ყველა სერიოზულს და მკაცრს მიცნობს და საერთოდ არ მაქვს სურვილი ვინმემ ისეთი დამთმობი დამინახოს, როგორიც დემეტრესთან ვარ, ის მიყვარს და იქ უკვე ზედმეტია სიამაყე, მასთან სხვა კესანე ვხდები და არ მინდა ვინმემ ასეთი დამინახოს. არ ვარ ქარაფშუტა გოგო, როგორიც იმ მომენტში გამოვჩნდი. მხოლოდ ამიტომ გავბრაზდი და ვფიქრობ არ არის უსაფუძვლო ბრაზი. მიუხედავად ამისა მეც დამნაშავე ვარ, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლი.

ამ დღის შემდეგ უკვე ორი კვირა გავიდა, კაფეში ლილიას ავუკრძალე საუბარი დემეტრეზე, მან მე მითხრა, რომ მალე შემირიგდებოდა, რაც ასე არ მოხდა ამიტომ, პირველ რიგში საქმე და იქ არავითარ შემთხვევაში პირადი ცხოვრება. იმაზე ორჯერ ცივი, ბრაზიანი და მომთხოვნი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მთელი ორი კვირა არც კი გამიღიმია, ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ღიმილის მიზეზი დემეტრე იყო და ის არ არის ჩემთან.

ერთი ჩვეულებრივი დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მისული კონვერტი დამხვდა, სწრაფად შევედი სახლში და ფათიფუთით გავხსენი. როდესაც გავხსენი შიგნით ორი ბილეთი იყო პარიზის მიმართულებით და წერილი
" შენი დაბადების დღის საჩუქარია, რეისი ზეგ არის, იქ ვაპირებდი შენი დაბადების დღის აღნიშვნას, მაგრამ ახლა შეგიძლია მარტოს წახვიდე ან ვისთან ერთადაც გინდა.
სიყვარულით დემეტრე."

ცრემლებმა გაუაზრებელად დაიწყეს დენა, სწრაფად დავტაცე ხელი მანქანის გასაღებს და გეზი დემეტრეს სახლისკენ ავიღე. იქ მისული მთელი ძალით ვაბრახუნებდი კარებზე და ძლივს, როგორც იქნა გაიღო და კარებში, დემეტრეს მაისურში გამოწყობილი გოგონა დამხვდა, აჩეჩილი თმით.
- თიკო ვინ არის?- წელს ზემოთ შიშველი დემეტრე გამოჩნდა და ჩემს გაფითრებულ სახეს, რომ შეხედა სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა.
- კესანე?- ეს თქვა, მაგრამ მე გავიქეცი, დემეტრეს ყვირილს ყურადღება არ მივაქციე, ისე ჩავჯექი მანქანაში და მთელი სისწრაფით დავტოვე იქაურობა.
ნუთუ მან მე მიღალატა?! ნუთუ მან ეს ქნა?! საბოლოოდ გამთელა! ღმერთო ჩემო ეს საბოლოოა, ამას ვეღარ გავუძლებ, არ გეყო გამოცდები?! აღარ შეუძლია ჩემს სულს! აღარ! ამდენს ვეღარ იტევს! შეუძლებელია იმის აღწერა რაც ვიგრძენი, თითქოს უმძიმესი ლოდი დამადეს გულზე და მაიძულეს, რომ ამ სიმძიმისთვის გამეძლო.
სწრაფად მივედი სახლში, კარებში სწრაფად შევედი და რაც ხელში მომხვდა ყველაფერი ძირს გადმოვყარე, ბოლო ხმაზე ვკიოდი და აღარაფერი მაინტერესებდა, აღარაფერი! ერთადერთი რაც მინდოდა, დედამიწის გაჩერება იყო და იქედან მშვიდად ჩასვლა! რაიმე არსებობს, რაც ყველაფერს გაამთელებს, მეტამორფოზას შეაჩერებს და ისევ ჩვენი თავები ვიქნებით?!
მძულს ცხოვრება, აღარ მინდა აქ სიარული, აღარ მინდა ადამიანი მერქვას, რადგან ამის გარდა ყველაფერი ვარ. სული ნაფლეთებად იქცა, შეწებებაც, რომ ვეღარ უშველის.
ყველაფერი რაც მომხვდა მოლეკულებად ვაქციე, ხმა აღარ მივარგოდა, ყველაზე მეტად ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ ბედნიერების უფლება მივეცი. ასე არ მოხდებოდა, რომ გავჩერებულიყავი და დემეტრე მთლიანად გამექრო ისე, რომ ჩემ ცხოვრებაში საერთოდ ვერ შემოსულიყო.
მაგრამ ახლა რა აზრი აქვს იმას, თუ რა იქნებოდა. მთავარია ახლა რა ხდება და რა მოხდება.
უკვე ემოციურად გადაღლილი დივანზე ემბრიონის ფორმაში დავწექი, უმწეო არსებას დავემსგავსე, რომელსაც ნებისმიერი გადათელავდა.
რამდენიმე წუთში დემეტრემ შემოაღო სახლის კარი და მე მის დანახვაზე ამაზე ძლიერი არასდროს ვყოფილვარ, არ ვიცი იმხელა ძალა საიდან მქონდა. მთელი სახე გამეყინა, ცრემლები დამიშრა, ფეხზე იმაზე მყარად დავდექი ვიდრე ოდესმე, მასთან მივედი, მთელი ძალით სახეში გავარტყი და გაყინული თვალებითვე მის თვალებს ჩავხედე და ვაგრძნობინე, რომ არარაობაა.
- აქედან გაეთრიე.- მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ ისე მკაცრად ვუთხარი, რომ ლამისაა მე დავტოვე სახლი.
- ამის დედაც კესანე! ნორმალური თუ ხარ, არც კი ცდილობ მომისმინო.
- დიახ არ ვარ ნორმალური, მე მხოლოდ იმის მჯერა რაც დავინახე და არა იაფფასიანი სიტყვების.
- კესანე, ჩემი ბიძაშვილი იყო.- ბოლო ხმაზე დაიყვირა და აქ კიდევ ერთხელ დავეცი, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი თავის შეძულების, ამდენად იდიოტი, როგორ აღმოვჩნდი, რომ არც კი მოვუსმინე ისე წამოვედი.
- რა?- ეს ორი ასო ძლივს ამომივიდა ყელიდან.
- ჰო კესანე, მაგრამ შენ არც კი მომისმინე, ისე გაიქეცი. ახალი ჩამოსულია გერმანიიდან და ორი დღით ჩემთან დარჩა. როგორ იფიქრე, რომ გიღალატებდი, რა გემართება კესანე. - გვერდით გაიწია, ოთახში შევიდა და მე გაშეშებული, აღარც ვიცი რას ვგრძნობდი, ვიდექი და გონება გამეყინა. - რას დაამსგავსე სახლი. რა ხდება აქ, რა გემართება კესანე, რა გემართება.
- ეს ვარ მე დემეტრე. არაფერი მემართება, თუ ასეთს ვერ მგუობ შეგიძლია წახვიდე, არავის უთხოვია ჩემი გაძლება.- ისეთი გამტყდარი ხმით ვამბობდი, რომ ბოლო სიტყვები აღარ დაიჯერებოდა. მაშინვე ჩემთან გაჩნდა დემეტრე და გამწარებული სახით შემომხედა.
- მე უკვე გავაკეთე არჩევანი, შენი გაძლება არ მჭირდება, მე შენ მიყვარხარ, ეს სრულებით საკმარისია, რომ ჩემი შემოთავაზება მყარი იყოს. მინდა ჩემი იყო სამუდამოდ. - ისეთი სიყვარულით მითხრა ეს სიტყვები, რომ ენდორფინები გაბატონდნენ ჩემს ორგანიზმში და ღიმილმა გადამირბინა.
- მეც ძალიან შემიყვარდი, არც კი ვიცი როდის, მაგრამ ამ გრძნობამ ისე შემიპყრო, რომ ამად მაქცია, ეგოისტი გავხდი, მინდა მხოლოდ ჩემი იყო.- მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცხოვრებაში პირველად, ჩემი ინიციატივით წავეტანე მის ბაგეებს, იმდენ ხანს ვერ მოვშორდი, სამამ უჰაერობა გაუსაძლისი არ გახდა. - მადლობა დემეტრე, მადლობა, რომ ყველაფერის მიუხედავად ჩემთან ხარ, გპირდები მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ის ჩხუბიც სისულელე იყო, აგარაკზე. უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა, მაპატიე გთხოვ.
- ყველაფერი რიგზეა კესანე. - სითბო ჩამდგარმა გამიღიმა და შუბლზე მზრუნველად მაკოცა.
- წავიდეთ პარიზში ჰო?- თვალები სიხარულისგან გამიბრწყინდა.
- ჰო, ჰო წავიდეთ.- სიცილით მიპასუხა და გულში ჩამიკრა.
შემდეგი რაც გავაკეთეთ სახლის დალაგება იყო, რომელიც არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ბევრი რამ მაქვს საყიდელი. დემეტრე ყველაფერს მახსენებდა და დამცინოდა, ახლა ნამდვილად სასაცილოა რაც მოხდა, მაგრამ მაშინ ორმაგად დამანგრეველი იყო.
საბოლოოდ ქანც გამოცლილები დივანზე მივესვენეთ სიცილით.
- სიამოვნებით მოგკლავდი კესანე.
- ნუ ღელავ მანამდე ჩემი ხელით მოვიკლავდი.
- ყავა გააკეთე რა. - მავედრებელი მზერით გამომხედა.
- აუ მეც კი მომინდა ახლა. - წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, მადუღარას თითი ჩამოვკარი, ყავა და შაქარი გადავანაწილე ჭიქებში და იმ წამს შემოსულ დემეტრეს გავხედე. - ფილმს ვუყუროთ? - არ მინდოდა წასულიყო.
- ვუყუროთ.- რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დამთანხმდა.
- ისა და...- სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა.- შენმა ბიძაშვილმა რა თქვა დღევანდელ ინციდენტზე? - დემეტრეს სიცილი აუტყდა.
- მეჩხუბა რას უდგახარ აქ დაეწიეო და მაგარი გოგოა მერე აუცილებლად გამაცანიო.
- იდიოტი ვარ რაა.- ხელი ავიქნიე და უკვე ადუღებული წყალი ჭიქებში ჩამოვასხი.
- მაგარი ტიპია თიკო, მოგეწონება.- კისერში მაკოცა და ყავა აიღო დახლიდან.
- ძალიან კარგი.- მაცივარი გამოვხსენი და შოკოლადები გადმოვიღე. - წავედით .- ნაწილი დემეტრეს მივაჩეჩე, მისაღებში დივანთან არსებულ მაგიდაზე დავტოვე ტკბილეულობა და კიბეებზე ავედი ლეპტოპის ჩამოსატანად. - ლეპტოპს ავიღებ და მოვალ. - გავძახე და ოთახში შესული, სწრაფად დავწვდი საწოლზე დაგდებულ ნოუთბუქს და დაბლა სწრაფად ჩავირბინე.

დივანზე დავსხედით, ლეპტოპი დემეტრეს მუხლებზე დავუდე და ინტერესით ავხედე.
- რას ვუყუროთ?
- რამე საშიშს.
- უჰ, საშინელებათა ფილმების დედოფალი ვარ დემეტრე, ვგიჟდები ისე მიყვარს.
- ჰოდა აარჩიე.
- ერთი ფილმია, ახალი გამოსულია და არ მიყურებია.- სწრაფად ჩავრთე " ჰანა გრეის ეგზორციზმი." და დემეტრეს მივეხუტე.
- ამის თრეილერი ნანახი მაქვს, მეც ველოდებოდი.
- ჰოდა ძალიან კარგი.- ნახევარი ფილმიც არ იყო გასული, როცა ემოციებისგან გადატვირთულს მკვდარივით ჩამეძინა. ერთადერთი რაც ვიგრძენი დემეტრეს მკლავები იყო და ვიგრძენი საწოლზე დამაწვინა, თვითონ შუბლზე მაკოცა და წასვლას აპირებდა ხელი, რომ დავუჭირე.
- არ წახვიდე, დარჩი გთხოვ. - ესღა ვთქვი და მეტი არაფერი მახსოვს გასული ღამიდან, აი დილით კი დემეტრეზე ჩახუტებულს, რომ გამეღვიძა, აი ეგ კი ცხადად ვიგრძენი.
მისი მშვიდი სახე, უნაკლო ნაკვთები, რომელიც ასე ძალიან მხიბლავს და თავისთან მთელი ძალით მიზიდავს, მისი ზომაზე დიდი ტუჩები, რომელსაც ისე ძალიან მინდა ახლა შევეხო, რომ შეიძლება მოვკვდე ეს, რომ არ გავაკეთო. ფრთხილად დავიხარე მისი სახისკენ და ძალიან ნაზად შევეხე მის რბილ და ცხელ ტუჩებს, მინდოდა გაშმაგებით დამეკოცნა სათითაოდ, მაგრამ მისი გაღვიძება და ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა ნამდვილად არ მაწყობდა. ამიტომ ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი, მის კისერში ცხვირი შევაძვრინე და ხარბად შევისუნთქე მისი თავბრუდამხვევი სურნელი, რომელიც ასე ძალიან მირევს გონებას. ამ ქმედებაზე დემეტრე შეიშმუშნა, ამიტომ სწრაფად დავხუჭე თვალები და თავი მოვიმძინარე.
- ვიცი, რომ გღვიძავს და წეღან მკოცნიდი ტუჩებში.- ახალგაღვიძებულზე ხმა უფრო დაბოხებოდა, რაზეც ჟრუანტელმა დამიარა, დემეტრე ზემოდან მომექცა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვახელდი თვალებს, სამაგიეროდ მთელი სახე ამიწითლდა.- გაახილე, გაახილე თვალები მორცხვო.- უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, რაზეც მისი ჩაცინების ხმა გაისმა.- კარგი რა გაეწყობა.- მითხრა და ტუჩებზე ძალიან ნაზად შემეხო, რაზეც ბაგეები გამეხსნა და თავისი ტუჩებით ჩემს ტუჩებში შემოძვრა, ნელნელა ენით უფრო გააღრმავა კოცნა, მაისური ამიწია, ნაზად დამისვა წელზე ხელები, რაზეც ჟრუანტელმა დამიარა, ხელები იქვე მომიჭირა და ეს პიკი იყო, კვნესა დასცდა ჩემს ბაგეებს და დემეტრემ ყელში გადმოინაცვლა, სველ კოცნებს მიტოვებდა, იმავე ადგილზე მტკივნეულად მკბენდა და შემდეგ ენით აცხრობდა ტკივილის შეგრძნებას. - მინდიხარ კესანე. - ისეთი ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, რომ გონება დამებინდა. ამღვრეული თვალებით შემომხედა და ჩემი ფიქრების წაკითხვა სცადა, სადაც დარწმუნებული ვარ დიდი სურვილი დაინახა.
- მეც სასტიკად. - მზერასთან ერთად, სიტყვებითაც დავადასტურე სურვილი და ის ის იყო მაისური უნდა გაეხადა ჩემთვის, როცა მისმა ტელეფონმა დარეკა.
- ფუ ამისი ბ*ად, ყველაფერი ახლა მოუნდებათ ხოლმე. - სწრაფად აიღო ტელეფონი და ეკრანს თითი გადაუსვა.
- რა ჯანდაბა გინდა ზურაბ! რა დაემართა? კარგი მოვდივარ! - იქვე მიაგდო ტელეფონი, სახე დაიმშვიდა და მომიბრუნდა.- დედაჩემს გული წაუვიდა და საავადმყოფოში წევს, უნდა წავიდე. - მცდელობის მიუხედავად, მაინც გაბრაზებული ხმით მითხრა.
- რა თქმა უნდა წადი, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს საშიში არაფერია.
- მეეჭვება საშიში იყოს, ეგ ისეთია ძალით იზავს ისე, რომ წაუვიდეს გული, ოღონდ მე მივიდე და ვნახო.
- რა მნიშვნელობა აქვს, დედაშენია და უნდა წახვიდე, ადექი ახლა. - ხელით ვეცადე მის გაწევას, მაგრამ უშედეგოდ.
- დაწყებულს აუცილებლად გავაგრძელებთ.- დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
- წადი დემეტრე, წადი გელოდება დედაშენი.- სულ ძალით ავაყენე საწოლიდან და დაბლა ჩავიყვანე.
მოწყვეტით მაკოცა და მალევე დატოვა სახლი.

.....

დარწმუნებული ვარ არაფერი უჭირს დედაჩემს, რამეს გაიგებდა, გაბერავდა ბეჰემოტივით და აწევდა პანიკას. როგორ არ მინდა ახლა მისი ნახვა და როგორ მინდა ჩემს კესანესთან ყოფნა. ყველაზე ლამაზი რამ არის ჩემს ცხოვრებაში, უკვე დამოკიდებული გავხდი მასზე და რაც არ უნდა გააკეთოს ვერ ვუბრაზდები, მინდა მაინც ჩემთან იყოს სამუდამოდ. ნეტავ როდის დამთავრდება და საბოლოოდ ჩემთან იქნება სულ.
რაც დაკარგა, ყველაფერი ერთიანად უნდა ავუნაზღაურო, ოღონდ ჯერ დედაჩემის ქარიშხალს უნდა გავუძლო.
გზად საცობში მოვხვდი.
- ფუ შენი კარგიც მოვ*ყან! ახლა მოგინდებათ ყველაფერი ხომ?! თქვე მართლა ბო*ებო. - ერთი საათი საცობს ვერ დავაღწიე თავი და ბოლოს ჩემი ნერვები ბეწვზე ეკიდა, როცა განთავისუფლდა გზა და სწრაფად მივედი საავადმყოფოში. შიგნით შევედი და მიმღებში გოგონასთან მივედი. - გამარჯობა! ეკატერინე ტოგონიძესთან ვარ. - როგორც კი ამომხედა გოგომ, მაშინვე გაინაზა და თვალები ამიფახუნა, ფუ როგორ ვერ ვიტან ასეთებს, ზიზღის გრძნობა დამეუფლა და ეს ვაგრძნობინე.
- ას მეექვსე პალატა.- მითხრა და მეც სწრაფად დავიწყე პალატის მოძებნა, მაგრამ დიდად არ მიწვალია, ზურა და ლილია შემომეგებნენ.
- როგორ არის?- ლილიას ჩავეხუტე.
- მშვენივრად, შენ გელოდება.
- რა დაემართა?
- ძმაო ჩემი ბრალი არაფერია, რომ მოუსმენ დედას მიხვდები.- ახლა ლილია ჩაერთო და დამნაშავეს თვალებით ამომხედა.
- რა უთხარი ასეთი?- იმედი მაქვს სერიოზული არაფერია.
- შედი გთხოვ და გაიგებ.- პალატის კარები შევაღე და დედაჩემი იოგურტს მიირთმევდა, თითქოს ოპერაცია გაუკეთესო, გადამრევს, როგორ იცის ყველაფრის გაბუქება.
- როგორ ხარ დე?- მივედი და შუბლზე ვაკოცე, საპასუხოდ კი გაბრაზებული მზერა მივიღე.
- ეს გოგო ვინ არის?- ტელეფონი აიღო და ფოტო მაჩვენა, ჰო სწორად მიხვდით, აგარაკზე ჩემს გვერდით მჯდარ კესანეს მაჩვენებდა.
- კესანე დედა.- ვეცადე სიბრაზე დამემალა.
- შენი ვინ არის?- ჩამაცივდა.
- საცოლე დედა. - თვალები გაუფართოვდა, ალბათ ლილიამ მხოლოდ შეყვარებულიაო უთხრა.
- რააა?- ბოლო ხმაზე დაიკივლა. - ეს ობოლი გოგო გინდა სახლში მომითრიო? რომელიც შვილიშვილსაც ვერ მაჩუქებს? ამან უნდა შელახოს ჩვენი სახელი?- აი აქ სისხლი კაპილარებში მომაწვა და სიბრაზემ საღი აზროვნება გადამიკეტა.
- ეკატერინე მისმინე, საერთოდ არ მაინტერესებს მისი ობლობა და არც ის უშვილოა თუ არა! მე ის მიყვარს და ეს საკმარისია, შვილიც გვეყოლება, ძალიან ბევრი შვილი. არც ის მაინტერესებს ვინ რას იტყვის და დაწერს! კარგად მიცნობ დედაჩემო და მშვენიერად იცი თქვენი აზრი, მაგარი ფეხებზე, რადგან თქვენ ადამიანურად ვერ აზროვნებთ, მარტო ფული და სახელი გაინტერესებთ. არ დაგავიწყდეთ რატომ წავედი სახლიდან, არ დაგავიწყდეთ! მეორედ მსგავსი ფრაზა აღარ გავიგო კესანეზე თორემ დღესასწაულებზე კი არა, საერთოდ ვეღარ მნახავთ. - სიბრაზისგან თვალები ჩამიწითლდა და ლამისაა კაპილარები დამაწყდა. სწრაფად დავტოვე პალატა და ესღა გავიგონე დედასგან.
- რა გაგიკეთა ამ გოგომ რაა!-
გარეთ გასულს შეშინებული ლილია დამხვდა და მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
- მისმინე დემეტრე, ხომ იცნობ დედას, ცოტახანი მოიცადე და მიიღებს კესანეს აი ნახავ.
- ამ სახლში როგორ ჩერდები საერთოდ ლილია.
- დედაშენი მართალია ვერ შეედავები შვილო.- ზურა გამოხტა და აი ეს ბოლო წვეთი იყო.
- შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ, არ დაგავიწყდეს, რომ ამ ოჯახში არაფერი ხარ და დედაჩემის ხათრით დგახარ აი აქ. შენი ფულები და სახელი *რაკში გაიკეთე.
- მე, რომ არა ახლა ქუჩის მაწანწალა იქნებოდი. - ცოტაც დამაკლდა, რომ სიფათში არ მეთავაზა.
- გითხარი სადაც უნდა გაიკეთო შენი ფულები.- ესღა ვთქვი, სახეში მთელი ძალით დავარტყი, წაქცეულს კი მთელი ზიზღით მივაფურთხე. - საავადმყოფოში ვართ, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებოდი.- გამწარებულმა დავტოვე შენობა და მანქანაში ჩავჯექი. ტელეფონი ავიღე და კესანეს მივწერე.
" შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?" ტელეფონი იქვე მივაგდე და გაზს მთელი ძალით მივაჭირე ფეხი.

....

დემეტრესგან მესიჯი, რომ მივიღე ავნერვიულდი, ნეტა დედამისს ხომ არ მოუვიდა რამე, სწრაფად ჩავიცვი ჯინსი და თბილი ჯემპრი, ბოტასები ამოვიცვი, ტელეფონი ავიღე და რაც შემეძლო სწრაფად წავედი მანქანით. ნახევარ საათში უკვე მაგის სახლთან ვიყავი.
კარებზე დავაკაკუნე და მოუთმენლად დაველოდე როდის გახსნიდა კარებს.
კარები გაიხსნა და ასეთი გამწარებული დემეტრე ჯერ არ მინახავს, თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა და შეშლილი სახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავისუფლად შეძლებდა ვინმესთვის სულის ამოხდამდე ცემას.
როგორც კი გაიაზრა, რომ ზღურბლს იქით მე ვიდექი, მაშინვე მთელი ძალით ჩამეხუტა და ლარივით დაჭიმული სხეული წამებში მოეშვა ისე, რომ მეგონა ჩაიკეცებოდა.
- მიყვარხარ კესანე.
- მიყვარხარ დემეტრე.


ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ლამაზ ისტორიებსა და რომანებშია. სადაც სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, სადაც დასასრული ყოველთვის ბედნიერია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, სტერეოტიპებითა და უსამართლობით გაჟღენთილი, სადაც ძირითადად ბოროტი ამარცხებს კეთილს, სადაც ტანჯვა სამუდამო განაჩენია და ამას მხოლოდ ჩვენ ვქმნით და ამის დაჯერება არც გვინდა. არ გვინდა კარგი დავინახოთ ცუდში, მაგრამ ლამაზ ისტორიებში ყველაფერი ჩანს, უშეცდომო და უდარდელი ადამიანები სახლობენ, რომელებიც იმედის ნაპერწკალს გვიღვივებს, მაგრამ ამის გამო რეალობა ორმაგად მწარეა, რადგან იმედგაცრუება მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ახლა კითხულობთ დაწერილ სტრიქონებს, რომლის აზრიც ბევრს არ ესმის, ან იაზრებს, მაგრამ მაინც ფუჭია ამ სტრიქონებში მოხეტიალე მწერლის დაკარგული დრო.


"სიყვარული, სიყვარული მშობელია ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას- პლიუს მინუს, ემ ცე კვადრატ, ეფ ფუძე, ვნებათა ღელვის, უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ."

ჩვენ შორის ის კავშირია, რომელსაც ადამიანები წლობით ეძებენ, უსიტყვო კავშირი, სადაც ურთიერთგაგება დაუწერელი კანონია. სადაც სიტყვები ყოველთვის ზედმეტია, სადაც თვალები ყველაფერს ლაპარაკობენ, სადაც ჩახუტება სიმშვიდის აკვანია, სადაც ხელები ყველაფერს გრძნობენ და სადაც ერთი კოცნა ჭაობში ცურვას გვასწავლის.
არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა, თუმცა ვიგრძენი, როგორ დამშვიდდა დემეტრე, ახლა უკვე მონოტონურად, მშვიდად ისმოდა მისი ძლიერი გულისცემა, რომელიც ჩემს გონებას ენდორფინების გარკვეულ დოზას აწვდიდა.
ნელნელა ჩამოშორდა ჩემს სხეულს, თვალებში ჩამხედა და უდიდესი სიყვარულით გამიღიმა, ისე, რომ გულში პეპლები აიშალნენ, გულში და არა მუცელში.
- უკვე გითხარი, რომ შენს თვალებზე ვგიჟდები?! აი ამ სხვადასხვა ფერის თვალებზე, რომლებიც ასე ძალიან გყიდიან?! აი ამ ჭორფლებზე, რომლებიც გაზაფხულივით ანათებენ?! ამ პატარა ცხვირზე, რომელიც ჩემს კისერში ურცხვად დაძვრება ხოლმე?! ამ ფაფუკ ბაგეებზე, რომელიც ყველაზე გემრიელია და მალე შემომეჭმება?! შენს ლამაზ სულზე, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის?! შენს ცეცხლისფერ თმაზე, რომელსაც ისეთი სურნელი ასდის, რომ წყალშიც კი დამწვამს?!- სახეზე ნაზად მეფერებოდა, მე კი სიამოვნებისგან ნაყინივით დამდნარს, თვალები დამეხუჭა და დებილივით ვიღიმოდი. - დარწმუნებული ვარ არასდროს მითქვამს, რადგან რომანტიკოსი არ ვარ, შენ კი ჯადოქარი ხარ, რომელიც რომანტიკოსად მაქცევს, ჰიპნოზს მიკეთებს მაგ თვალებით და ჩემს გონებაში შემომძვრალი, ისე აფათურებს ხელებს თითქოს თავისი სახლი იყოს, მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები, რადგან მე მთლიანად მაგ ჯადოქარს ვეკუთვნი.- ისე ლაპარაკობდა, თითქოს მართლაც დაჰიპნოზებული იყოსო. ემოციებს ვერ ავღწერ, მხოლოდ ერთი სიტყვა შემიძლია ვთქვა, საოცარი იყო. ავიშალე, ავირიე, მაგრამ ამავდროულად თავს ყველაზე დალაგებულად და ბედნიერად ვგრძნობდი, ორმაგი გრძნობით ავივსე, ის ჩემში ყოველთვის ორმაგ გრძნობას აღძრავს.- როცა გეხები, მგონია ხელებში შემომატყდები, შუშისებრი ხარ, თითქოს ამოუცნობი, მაგრამ მაინც გამჭირვალე, ყოველთვის ვხვდები, როდის ტირიხარ სახლში მისული. - აი აქ დავიბენი, ნუთუ ამდენად კარგად გამიცნო?! შეუძლებელია, ჯანდაბა! შეუძლებელია!- ნუ გიკვირს და ნურც გეშინია, რადგან ვიცი მაგ ცრემლების მიზეზი, რომელიც აუცილებლად აღმოიფხვრება, ამას ერთად გავუმკლავდებით.- სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ის იმდენად ახლოსაა ჩემს სულთან, ღმერთო ჩემო არ ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადო მსგავსი ადამიანისთვის.
- გამოგყვები ცოლად დემეტრე!- დამეფიცება, რომ ეს სიტყვები არც კი გამივლია გონებაში, არა თუ გამეაზრებინა. ნუთუ სწორედ ესაა სულის ამოძახილი, რომელიც გონებას საერთოდ არ ემორჩილება?! ცრემლები გაუაზრებელად წამომივიდა, ეს ნამდვილად ბედნიერების ცრემლები იყო, რომლის ერთი პაწაწინა მოლეკულაც კი არ შეიცავდა შიშის ატომს. უბრალოდ
შეუძლებელია მისი გაბრწყინებული თვალების აღწერა ჩემი სიტყვების შემდეგ, ტუჩებზე დამაცხრა, ეს კოცნა არ გავდა წინებს, ეს კოცნა ყველაზე ნაზი და ფაქიზი იყო, ყველა გრძნობა, რომ მოჰქონდა და არცერთის უგულებელყოფა არ შედიოდა ჩემს ინტერესებში, ყველა ერთად, ერთ სრულყოფილ გრძნობას ქმნიდა "სიყვარულს", რომელიც იდეალურობას დაკარგავს თუ, ჩვენ რომელიმე გრძნობას უკუვაგდებთ.
ყველაზე ბედნიერები მომენტი კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა, ძალა გამოცლილი დემეტრეს ძლივს მოვშორდი და წავბარბაცდი.
- ფრთხილად.- უცბად დამიჭირა და რამდენიმე წამიანი გონზე მოსვლის შემდეგ კარები გახსნა.
- შეიძლება?- კარს მიღმა, ზღურბლზე ლილია იდგა და შეწუხებული სახე ჰქონდა. დემეტრემ ერთი ამოიხვნეშა და წელზე მოხვეული ხელით უკან გამიყვანა.
- შემოდი. - პატარა ბავშვივით თავჩაქინდრული შემოვიდა და მისაღებში დივანზე დაჯდა, მის წინ სავარძელში დემეტრე ჩაჯდა, მე იმავე სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი და დემეტრეს დავეყრდენი. - გისმენ!- ისევ გაუფუჭდა დემეტრეს ხასიათი და მფეთქავი არტერია დაეჭიმა. მხარზე ხელი დამშვიდების მიზნით მოვუჭირე, რაზეც მისგან თბილი ღიმილი მივიღე.
- შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ?
- გავალ მე.- უცბად წამოვდექი, მაგრამ დემეტრემ დამიჭირა.
- დაუბრუნდი შენს ადგილს! მაინც უნდა მოვუყვე კესანეს, ამიტომ არანაირი პრობლემაა, მასთან დასამალი არაფერი მაქვს, ამიერიდან ასე იქნება!- გაურკვეველობა და დემეტრეს გაბრაზება მაგიჟებს, ინტერესი კი მკლავს. ისევ დავუბრუნდი ჩემს ადგილს, იმ განსხვავებით, რომ დემეტრეს ჩემი ხელი კვლავ ეჭირა.
- კარგი მაშინ.- ერთი ამოიხვნეშა და დაიწყო.- დედამ გამომგზავნა და სანამ პანიკას აწევ მომისმინე.- ბოლო სიტყვები სწრაფად მიაყარა. - ნანობს თავის სიტყვებს, დავფიქრდი და მის გემოვნებას და შეხედულებებს პატივი უნდა ვცეო, ბოლო ბოლო ჩემი შვილი და მისი მომავალი ცოლიაო.- ღმერთო ჩემო არ მინდა ის ხდებოდეს რაც გავიფიქრე. მინდა არ გამართლდეს ის ფიქრი, რომ ობლობის და უშვილობის გამო დამიწუნა და დემეტრე ამის გამო იყო გაბრაზებული.- მინდა სტუმრად მოვიდნენ ჩვენთანო და დანაშაული გამოვისყიდოო.- ჩემს ხელზე ჩაჭიდებული ხელი უფრო მეტად მომიჭირა, ისე მეტკინა ლამისაა ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ უბრალოდ სიბრაზე ვერ მოთოკა. დაველოდე სანამ თვითონ არ მოადუნა ხელი, მართალია სასტიკად მტკიოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
- რაებს ხლართავს აღიარე!- მაქსიმალურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
- არაფერი ეტყობოდა მსგავსი.- შეშინებული იყო ლილია და იმას მიხვდა, რომ ხელი მეტკინა, რადგან მზერა გაუჩერდა.
- აბა თვითონ რატომ არ დამირეკა?
- იცოდა, რომ არ უპასუხებდი.
- გადაეცი, რომ არ ვიცი, ჯერ პარიზში მივდივართ და მერე გადავწყვიტავთ მოვალთ თუ არა, მაგრამ მეეჭვება.
- კარგი! მაგრამ გთხოვ დედას გამო მე ნუ მიბრაზდები კარგი?!- სახე მოეღუშა გოგოს, დემეტრე კი მოეშვა.
- მოდი ჩემთან პატარა პრინცესა.- ლილიასაც მეტი რა უნდოდა, სწრაფად გამოიქცა და ჩაეხუტა.
- წავალ ყავას გავაკეთებ.- სწრაფად წამოვდექი და ხელი დავმალე.
- მიდი.- გამიღიმა დემეტრემ და და კალთაში ჩაისვა.
სწრაფად გავედი სამზარეულოში, წყალი უცბად დავადგი და საყინულედან ყინულები გამოვიღე, პარკში ჩავაწყვე და ხელზე დავიდე, რომ არ დამლურჯებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მაინც დაეტყო. ჯანდაბას! არ მინდა მიხვდეს, რომ სიბრაზისგან მატკინა, არ მინდა თავი დამნაშავედ იგრძნოს.
ნაბიჯების ხმა გავიგე და სწრაფად დავმალე ყინული, მაგრამ გამიმართლა ლილია აღმოჩნდა ნაბიჯების პატრონი. ამიტომ ისევ დავიბრუნე ყინული.
- ძალიან გტკივა?!- სწრაფად გაჩნდა ჩემთან, ყინული მოვიშორე და რომ დავხედე უარესად დამლურჯებოდა.- ღმერთო ჩემო რა ველურია.- შეშფოთდა ძმის ნახელავი, რომ ნახა.
- გააკეთე რა ყავა, იქნებ მაინც მიშველოს ყინულმა.- ტკივილისგან სახე დამემანჭა.
- კარგი ახლავე, მიდი ცოტახანი საპირფარეშოში შედი, დემეტრე ოთახშია.- აზრი არ ქონდა, ხუთი წუთი გავჩერდი, მაგრამ უშედეგოდ, თანაც მტკიოდა, დამალვას აზრი აღარ ქონდა რამე უნდა მოვიფიქრო.
მისაღებში დაბრუნდა და ჩემს ყავას მარცხენა ხელით დავწვდი და დემეტრესთან დავჯექი, რომ ტყუილი დამაჯერებელი ყოფილიყო.
- აუ დემეტრე, წეღან კარადას ხელი გავარტყი და დამილურჯდა, თან ძალიან მტკივა. - არ ვიცი რამდენად გამომივიდა ტყუილი, რადგან არასდროს მომიტყუებია დემეტრე. შეწუხებული სახით დააკვირდა ნატკენ ხელს.
- ასე რანაირად მიარტყი ორივე გვერდზე, რომ გაქვს დალურჯებული.
- არ ვიცი.- სახე დავმანჭე ტკივილისგან. მგონი გამომივიდა, რადგან ხელზე მაკოცა და ნაზად მომეფერა. მართალია მომენტში სახე შეეცვალა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ჩავთვალე.
- გინდა ექიმთან წავიდეთ?
- არა იყოს, დღეს საყიდლებზე წავიდეთ რა, ხვალ ექვს საათზეა ფრენა ეხუმრები? იმდენი რამე მაქვს ჩასალაგებელი.- გავაქტიურდი ყურადღების გადასატანად.
- ნუ ღელავ ყველაფერს მოვასწრებთ, გავიდეთ მოლში ცოტახანში.- მგონი გამომივიდა ყველაფერი.
- ლილია, კაფეს შენ გაბარებ. იცოდე თუ რამე მოხდა მაშინვე მეტყვი, ამდენი ხნით არასდროს დამიტოვებია კაფე, მაგრამ შენ გენდობი.- სერიოზულად ვნერვიულობდი კაფეზე.
- არაა პრობლემა ნუ ღელავ. პრინცს რას უპირებ?- ღმერთო ჩემო პრინცი.
- ვაიმეე! ისე დაეწყო მოვლენები, რომ მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია. დემეტრე რა გავაკეთო?!- ახლა მეორე სადარდებელიც მაქვს.
- დემეტრეს დაანებე თავი, მაგასაც მე მივხედავ, შენ უბრალოდ ყველაფერი მითხარი.
- ოქრო ხარ ლილია! ოქრო!- თვალები გამიბრწყინდა და ყველაფერი დაწვრილებით ვუთხარი, ისიც ნაწილს ტელეფონში იწერდა, ბოლოს კი ისევ რაღაც გამახსენდა.- პრობლემა ხომ არ შეგექმნება მაგის გამო? მგონი ძალიან გაწუხებ.
- გეხვეწები კესანე რა! რამე პრობლემას, რომ მიქმნიდეს შემოგთავაზებდი?! მშვიდად, ყველაფერი რიგზეა.
- აუ მართლა ძალიან დიდი მადლობა!- მივედი და მაგრად ჩავეხუტე.
- ეე მეც აქ ვარ!- გამოხტა დემეტრე.
- ოო სულ შენი არ არის?- ხელი აიქნია ლილიამ და სამივეს სიცილი აგვიტყდა.
- მიხარიხართ!- ბედნიერებისგან გავიბერე და დემეტრეს დავადექი.- ადექი წავიდეთ მოლში, მიდი რა.- ხელზე დავექაჩე, აყენების მიზნით, მაგრამ ტკივილმა თავი შემახსენა და სიმწრისგან ცრემლი ჩამომიგორდა. - ხედაავ?! სულ არ გეცოდები?! როგორ მოგერევი, ადექი.- ვგრძნობდი როგორ სტკიოდა ჩემთან ერთად, მაგრამ არ იმჩნევდა.
- ჰო ვდგები! ლილია შენც ხომ არ გაგიყვანო? დღეს მძღოლად ვარ გამწესებული.- ადგა და ხელი გადამხვია.
- არა იყოს მანქანით ვარ.- სიცილით წამოდგა და მანქანის გასაღები მოიძია.- აბა წარმატებები!
- კაფეში მოგიყვან პრინცს კარგი?
- როგორც გინდა, გკოცნით წავედი.- სწრაფად დატოვა სახლი და ახლა დადგა მომენტი იმის გასაგებად მიხვდა თუ არა, მაგრამ რეაქცია არ ქონია.
- გამოვიცვლი და მოვალ.
- აუ მოდი მე წავალ სახლში, მანქანას მივიყვან, შენ გამომიარე, პრინცი ლილიას მივუყვანოთ და წავიდეთ მოლში. ჯერ პირველი საათია მაინც.- უცბად გადავწვიტე.
- კარგი მაწყობს, შხაპსაც მივიღებ მაშინ.
- კარგი, წავედი აბა მე.- მოწყვეტით ვაკოცე და სახლი დავტოვე. გზაში ჩვენზე ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო მის ცოლობას დავთანხმდი, ისე სპონტანურად მოხდა შემოთავაზებაც და პასუხიც, რომ ბეჭედი ვისღა ახსოვდა. სიმართლე, რომ გითხრათ, იმიტომ წამოვედი ჯერ სახლში, რომ ექიმთან გავიარო და გავიგო ხელის მდგომარეობა, ღმერთო ჩემო ასეთი რა ძალა აქვს, რომ ასე ძალიან მატკინა.

ექიმმა ნაღრძობი გაქვს, ერთ კვირაში გაგივლისო, ხელი დამიფიქსირა და გამომიშვა.
სახლში მისული სულ წვალებით გამოვიცვალე, სარაფანი გადავიცვი, მაღლები მოვირგე, რაც შევძელი მაკიაჟი გავიკეთე და თმის აწევის ძალა ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ მხოლოდ დავივარცხნე და დემეტრეს დავურეკე.
- რას შვრები დემე?
- ხუთ წუთში მანდ ვარ.- მიკვირს შემოკლებულ სახელზე არაფერი, რომ არ მითხრა.
- კარგი.- გავუთიშე და პრინცის ნივთები შევაგროვე პატარა ჩანთაში და ამ დროს დემეტრეც გამოჩნდა, ჩანთა ავიღე და პრინცთან ერთად ჩავჯექი მანქანაში.
- მზად ვარ გემსახუროთ!- შუბლზე მიიდო ხელი და ისე მითხრა.
- პატივია! შენ არაფერი გინდა?
- მნიშვნელოვანი არაფერი. ექიმთან იყავი?- ხელზე გაამახვილა ყურადღება და სახე დაუსერიოზულდა.
- ჰო ბარემ გავიარე, რამე, რომ ყოფილიყო?! მნიშვნელოვანი არაფერია, პატარაზე ვიღრძე და ერთ კვირაში აღარაფერი იქნება.
- კარგია.- ესღა მითხრა და მალევე მივედით კაფეში. ბევრი ჩახუტების და მოფერების შემდეგ მაინც დავტოვე პრინცი ლილიასთან. დემეტრე მანქანიდან არ გადმოსულა, რამაც გამაკვირვა, უცნაურად იქცევა.
- ვსო მოვედი, აუ არ შემიძლია, ამდენი ხნით მის გარეშე არასდროს ვყოფილვარ....- რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვიწუწუნე, იქნებ რამე ეთქვა.
- ნუ ღელავ ლილიასთან კარგად იქნება.- არც კი გამოუხედავს ისე მითხრა. რაღაც სჭირს, ასე უცბად რამ შეცვალა?!
- დედაშენს რატომ ეჩხუბე?- ეს კითხვა მღრღნიდა.
- ცუდად ილაპარაკა შენზე და რისი თქმაც მინდოდა დიდი ხანია ის ვუთხარი.- ემოციები არც კი ეცვლება.
- გთხოვ ჩემს გამო არ ეჩხუბო არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის, მთავარია შენ რას ფიქრობ.- ჩემი ეჭვები გამართლდა და შევწუხდი ჩემს გამო დედამისს, რომ ეჩხუბა.
- შენ არაფერ შუაშია ხარ ისედაც უნდა მეთქვა ეგ ყველაფერი.- არ მიყურებს და მაგიჟებს, გავაფრენ გეფიცებით რანაირად იქცევა. ხელი დავადე მის ხელს და ნაზად მოვუჭირე. რამდენიმე წამში კი სიჩქარის გადართვა აქცია მიზეზად, რომ ჩემს ხელს მოშორებოდა ან მე მომეჩვენა.
ხასიათი მეც გამიფუჭდა.

რამდენიმე საათი სრულ მდუმარებაში გავატარეთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვსაუბრობდით და ყველა ჩემს ნაჩვენებ ნივთზე უემოციოდ მპასუხობდა, აგონიაში ჩავვარდი. ალბათ დედამისის გამოა ასე, დღეს არაფერს ვეტყვი, ხვალ ისევ ისეთი დამიბრუნდება ალბათ.
სახლში, როცა მიმიყვანა, უკვე ბნელდებოდა.
- დილით ხუთზე შენთან ვიქნები და აეროპორტში წავალთ.- იკადრა და შემომხედა.
- კარგი.- რამდენიმე წამი ვუყურებდი თვალებში, მაგრამ თავს მარიდებდა. - რამე ხდება დემეტრე?- დამთბარი ხმით ვკითხე.
-არაფერი კესანე.- ცივად მიპასუხა.
- შეგიძლია დამელაპარაკო, მომიყვე, რამით შემიძლია დაგეხმარო?! ვერ გიყურებ ასეთს.
- შეხვედრამდე კესანე.- ძალიან მეწყინა, მაგრამ მაინც საკოცნელად გადავიწიე და მის ტუჩებს დავწვდი, არ ამყვა კოცნაში, გაღრმავება ვცადე, მაგრამ, როგორც კი ჩემი ენა იგრძნო არ დამაცადა, ოდნავ მაკოცა და სწრაფად მომიშორა, ხელიც კი არ მოუხვევია. ცრემლები მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე.- კარგად.- მაინც ამიკანკალდა ხმა, სწრაფად გადავედი, ოლიმპიური სიმშვიდით გავიარე ეზო, სახლში შესულს კი ცრემლებს გასაქანი მივეცი და ავტირდი. რა დავუშავე?! რამე გავაკეთე ცუდად?! თუ დედამისზეა გაბრაზებული მე რა დავაშავე?! იქნებ მე, რომ ვარ მიზეზი ჩხუბის მაგის გამოა.
არ ვიცი, მაგრამ გულს საშინლად მტკენს მისი უყურადღებობა და უემოციობა.
მაგრამ რა გავაკეთო, მაგის გამო პანიკას ვერ ავწევ, რაც იქნება იქნება, მოვა ისევ ხასიათზე, მანამდე კი მე შევეცდები რამე ვუშველო.
ბარგი ჩავალაგე, მაგრამ დემეტრეზე ფიქრები არ მშორდებოდა, ისე გავიდა ორი საათი ვერც მივხვდი, ამ პერიოდში კი ათასი ახსნა მოვუფიქრე დემეტრეს საქციელს, მაგრამ არცერთი მეჩვენა მართებულად.
ნამდვილად ვერ დამეძინებოდა ამ ღამეს, ამიტომ გამოძინება თვითმფრივაში მივჩურთე და ეს დროც ჩემს უცვლელ ტრადიციას დავუთმე.
ბევრი არ დამილევია, მაგრამ ვარსკვლავების დათვლა ასეთი რთული არასდროს ყოფილა, საათები ვწვალობდი ათ ვარსკვლავს გავცდენოდი ისე, რომ დემეტრეზე ფიქრებს არ შეეშალათ ხელი და არ ვიცი მერამდენე მცდელობაზე, მაგრამ მაინც გამომივიდა და ერთი ბოთლი ღვინოც დაიცალა ამ პერიოდში.
საათი სამს აჩვენებდა, წამოვდექი და აბაზანაში წყალი დავაგუბე. წყალში ნებივრობის შემდეგ ოდნავ გრილი წყლით გამოფხიზლება ვცადე და ცოტათი გამომივიდა. ჩემი ხელი სასტიკად მაწამებდა და ყველაფერში ხელს მიშლიდა.
აბაზანიდან გამოვედი და ყავა გავიკეთე, უკვე ისრები ოთხთან მივიდნენ. ჩემი თმის გაშრობა ჩემი ნაღრძობი ხელით იმხელა ძალისხმევას მოითხოვდა, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდი კიდევაც. რაც შემეძლო კომფორტულად ჩავიცვი და უკვე გაციებული ყავა მაინც დავლიე. რამდენიმე წუთი ჩემი სახის აზრზე მოყვანას მოვუნდი და ტელეფონმაც დარეკა.
- მოვედი კესანე.- არაფერი ვუპასუხე, გავუთიშე და ჩემ ბარგს ჩაბღუჯული ძლივს მივაღწიე მანქანამდე. მანქანიდან გადმოვიდა და ჩაწყობაში დამეხმარა. არც კი ჩამხუტებია, არც მოვუკითხივარ ისე ჩავჯექით მანქანაში. არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთია, აუცილებლად დაველაპარაკები, რომ ჩავალთ, შესაფერის დროს.
კარებს მივეყრდენი და ცრემლებმა გაუაზრებელად დაიწყეს დენა, თუმცა ჰუდის კაპიშონი მქონდა წამოფარებული, თანაც სიბნელე იყო, ამიტომ არაფერი შეუმჩნევია ისე შემაშრა თითოეული ცრემლი.
როცა აეროპორტში მივედით უკვე თენდებოდა, შიგნით შევედით და ჩვენს რეისს დაველოდეთ, დიდხანს არ მოგვიწია ლოდინი, მალევე დაიწყო ჩასხდომა. კომფორტულად მოვწყვეთ, ფანჯრისკენ დემეტრე იჯდა, ახლა ასე, რომ არ ვიყოთ ერთმანეთთან აუცილებლად გავუცვლიდი ადგილს, მაგრამ ხმაც არ ამომიღია. როგორც კი აფრენა დაიწყო, მაშინვე დემეტრეს ხელს ჩავეჭიდე მთელი ძალით, რადგან ამ მომენტის ყველაზე მეტად მეშინია. საბედნიეროდ არ შემწინააღმდეგებია, როცა დასტაბილურდა სიტუაცია ძილი გადავწვიტე და მხარზე დავადე თავი. არც ამაზე უთქვამს უარი, უბრალოდ ისე იჯდა თითქოს არ ვაინტერესებო.
მაგრამ გავითიშე, წინა დღის გადაღლილს და უძილოს გათიშულს დამეძინა.
მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, როდესაც გამოაცხადეს, რომ უკვე ჯდებოდა თვითმფრინავი. ამ დროს ყოველთვის თავისით მეღვიძება. შეშინებული წამოვხტი და ამავე დროს მთელი სხეული მეტკინა ცუდი ძილის გამო.
- კარგად ხარ?- ყველანაირი ემოციის გარეშე მკითხა და მადლობა ღმერთს მსგავსი ყურადღება მაინც, რომ გამოიჩინა.
- მადლობა! კარგად ვარ.- მადლობაზე ყურადღება გავამახვილე იქნებ რამეს მიხვდეს თქო, მაგრამ დარწმუნებული ვარ უშედეგო მცდელობა იყო ჩემი მხრიდან.
დაშვებისასაც მის ხელს ჩავეჭიდე და თვალები დავხუჭე, საბედნიეროდ მშვიდად დაჯდა თვითმფრინავი და ჩვენც მალევე დავტოვეთ იქაურობა.
აეროპორტიდან გამოსულებმა ტაქსი გავაჩერეთ და დემეტრემ ფრანგულად უთხრა სასტუმროს მისამართი.
- ფრანგული იცი?- სასიამოვნოდ გაოცებულმა ვკითხე.
- როგორც ხედავ კი.- მაგრამ მისგან ისევ უემოციობა მივიღე.
არც ისე დიდი დრო დაგვჭირდა მისასვლელად და არც დიდი გზა გაგვივლია, მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით, ისეთი ლამაზი ქუჩები იყო, იმდენად დახვეწილი, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი არქიტექტურით, ისეთი გემოვნებიანად მოწყობილი კაფეები იყო. და ეიფელის კოშკი, რომ დავინახე ბედნიერმა დემეტრეს ჩავკიდე ხელი.
- დემეტრე შეხედე! ეიფელის კოშკი, ღმერთო ჩემო რა ლამაზია.- ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ ბედნიერებამ მომიცვა.
- ნამყოფი ვარ აქ კესანე.- სწრაფად გავუშვი ხელი და ყველანაირი ემოცია დავკარგე რამაც კი მომიცვა.
უკვე აღარაფერს ვაკვირდებოდი, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა მალე ავსულიყავი ნომერში.
და როგორც იქნა მივაღწიეთ, ბარგი აიტანეს და დემეტრემ გასაღებები გამოართვა, ერთი მე მომცა და ლიფტის მეშვეობით მალევე შევედით ნომერში. შიგნით შესული დემეტრეს ავეკარი სხეულზე და კისერში ვაკოცე.
- მომენატრე!- ახლა უკვე ტუჩებში ვაკოცე და ახლა მართლა ძალიან მინდოდა მისი კოცნა, სერიოზულად მომენატრა მისი შეხება და სიყვარულით სავსე თვალები. მისგან არანაირი რეაქცია, რომ არ წამოვიდა გავმწარდი.- ჯანდაბა! მაკოცე დემეტრე, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ, აღარ შემიძლია მოთმენა, შენი შეხება მინდა.- დავიყვირე და მგონი შედეგი გამოიღო ამან, რადგან წელში შემიცურა ხელები და კოცნაში ამყვა, ვნებამ ამომატრიალა, მაგრამ სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე მოწყდა ჩემს ბაგეებს და ჩემოდანი გახსნა.
- წავალ წყალს გადავივლებ, ვჭამოთ და მერე გავისეირნოთ.
- კარგი.- ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და საწოლზე მივწექი.
დემეტრეს შემდეგ მე შევედი წყლის გადასავლებად, ის კი დაბლა ჩავიდა საჭმლის შესაკვეთან. წყალი მალევე დავთმე და ოთახიდან გამოსული საფრანგეთის თვის დამახასიათებელი სტილით გამოვეწყვე, მათი მოდა განსაკუთრებით მომწონს და კარგად მაქვს შესწავლილი. ნომერი სწრაფად დავტოვე და სასტუმროს რესტორანში ჩავედი, დემეტრეს პოვნა არ გამჭირვებია, ამიტომ მის წინ დავჯექი.
- ძალიან მომწონს პარიზი, მალე წავიდეთ რაა გასასეირნებლად.- პატარა ბავშვივით მიხაროდა, შევამჩნიე, როგორ ამათვალიერა და კმაყოფილს ჩაეღიმა, მსგავს სტილში არასდროს ვყავარ ნანახი.
- ძალიან მშია და წავიდეთ მერე, ნუ ღელავ წინ სამი დღე გვაქვს. უბრალოდ მეტი დროით ვერ დავაღწიე საქმეებს თავი, სხვა დროს მეტი ხნით წამოვიდეთ, შენ აირჩიე რისი ნახვა გინდა და ამ სამ დღეში მოვასწროთ.- არაფრის ნახვა მინდა თუ ამ განწყობით იქნება ჩემს მიმართ, ეს სიყვარულის ქალაქია, ამიტომ აქაურობა არ მინდა სხვა გრძნობით დავტოვო.
- კარგი.- მაინც ბედნიერი ვიყავი მისი საქციელის მიუხედავად.
მალევე მოიტანეს შეკვეთა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლება ჩემი ხელია, რის გამოც ვერ შევჭამ.- გთხოვ, უნდა დამეხმარო დემეტრე, მაპატიე.- წარმოიდგინეთ იმდენად სასტიკად მექცეოდა, რომ ამის თხოვნაც კი შემრცხვა.
უსიტყვოდ დაჯდა ჩემს გვერდით და თან მე მაჭმევდა და თან თვითონაც ჭამდა, რაც შემეძლო მარცხენა ხელით ვჭამდი.- მადლობა.- უბრალოდ სირცხვილია მომავალ ქმარს, რომ მადლობას უხდი მსგავსი რამის გამო.
სასტუმრო დავტოვეთ და ქუჩებს ფეხით დავუყევით.
ახლა კი ცოტას გიამბობთ პარიზზე.
სიყვარულის დედაქალაქი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, ის ადგილია, სადაც იქმნება სილამაზე, ხელოვნება, მოდა… მისი ნახვაც კი სუნთქვას გიჩერებს, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლება.
პარიზი გამოირჩევა უნიკალური ხედებით, რადგან ქალაქის არქიტექტურა თავის მხრივ ორიგინალურია. სწორედ ეს დეტალი ქმნის მყუდრო გარემოსა და რომანტიკულ განწყობას.
კინემატოგრაფია ეს ისაა რამაც საფრანგეთის დედაქალაქს სიყვარულის ქალაქის იმიჯი შეუქმნა. პარიზში გადაღებულია უამრავი რომანტიკული ჟანრის ფილმი, ყველაზე გამორჩეული: Funny Face, Midnight in Paris.
ასევე პარიზი წარმოადგენს კულტურისა და ხელოვნების კერას. ჰიუგო, მონე, შოპენი, მატისი- სწორედ ესენი და კიდევ ძალიან ბევრნი ქმნიდნენ ხელოვნებას და წარმოაჩენდნენ ქალაქს, როგორც რომანტიზმის სიმბოლოს.
პარიზში თქვენ შეხვდებით ხიდს, რომელსაც შეყვარებულების ხიდს უწოდებენ. აქ წყვილები, ხიდის ბადეზე ბოქლომს მყარად ჩამოკიდებენ, გასაღებს მდინარეში ჩააგდებენ და ამით ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს პირდებიან.
ახლა კი წარმოიდგინეთ თუ, როგორ მისეირნობთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზის ვიწრო ქუჩებში, რომელსაც გაყავხართ ქალაქის უნიკალურ ტაძრებთან და მუზეუმებთან. წარმოიდგინეთ, როგორ შეიგრძნობთ ფრანგული კრუასანების სურნელს და მიირთმევთ ჩინებულ წითელ ღვინოს, შემდეგ კი ტკბებით პარიზის ულამაზესი ხედებით ეიფელის კოშკიდან.
ეს უბრალოდ გასაოცარია....


დემეტრე ყველაფერს მიყვებოდა რაც კი გაეგებოდა, იცოდა ან წაუკითხავს. ემოციებით დატვირთული დღე იყო, მართალია სრულყოფილი ვერა, რადგან დემეტრე ისევ ისეთი ცივი იყო, მაგრამ გადავწვიტე, როცა დავბრუნდებით ნომერში აუცილებლად დაველაპარაკები. ახლა კი ეს გასეირნება კრუასანების სურნელით უნდა დავამთავროთ.
- დემეტრე კრუასანები ვჭამოთ გთხოვ რა.- პატარა ბავშვივით დავიწყე მისი დაყოლიება.
- ვჭამოთ ჰო, ისედაც ვაპირებდი. - ერთ-ერთ კაფეში დავსხედით, როგორც დემეტრემ თქვა აქ ყველაზე გემრიელი კრუასანები მზადდება.
შევუკვეთეთ და ხელების დაბანის შემდეგ ხასიათზე მოვედი, რომ დემეტრესთვის ბავშვობის ამბები მომეყოლა.
- როცა პატარა ვიყავი, დედა შოკოლადებს მიმალავდა ხოლმე კარადებში, იმ იმედით, რომ ვერ ვიპოვნიდი. სიმართლე გითხრა დღემდე არ ვიცი რანაირად და რატომ, მაგრამ პირველივე ცდაზე ვპოულობდი, თანაც ისეთ ადგილებში, რომ წესით არც უნდა მეფიქრა მაგაზე. დედა ამბობდა, რომ უბრალოდ ძალიან მიყვარდა და მაგის გამო ხდებოდა, მაგრამ ეგ რა შუაშია იყო ჩემს ამ ნიჭთან არ ვიცი. შოკოლადის ქურდს მეძახდნენ, მაგრამ ბავშვებს ვუყვარდი, რადგან ყოველთვის ყველას ვუნაწილებდი. - ვყვებოდი და მოგონებებში დავძვრებოდი. - ზოგჯერ ვუფიქრდები და ბევრი კარგი მოგონებაც მაქვს ბავშვობიდან, მართალია მოსიყვარულე ოჯახი არასდროს მყოლია, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი და ახლა ამის გახსენებისას ისევ იგივეს ვგრძნობ.- თვალზე ცრემლი მომადგა, მაგრამ გავიღიმე და დემეტრეს ჩავხედე თვალებში, ჩემი მზერით მიყურებდა. მე, რომ ძალიან მიყვარს, სიყვარულს მიხსნიდა მისი თვალები, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ზოგჯერ ქმედება აუცილებელია.

მიმტანიც გამოჩნდა და სანატრელი კრუასანები დაგვიწყო მაგიდაზე. პირველი ლუკმა, რომ გავსინჯე და დამეფიცება ასეთი გემრიელი არანაირი ტკბილეული არ ახსოვს ჩემ გემოს რეცეპტორებს. ღმერთო ჩემო საოცარია, ნეტავ საქართველოშიც მოიპოვებოდეს რა იქნებოდა.
თვალები დავხუჭე და მთლიანად გადავეშვი ფრანგულ გემოებში.
- დემეტრე, ეს უბრალოდ.... არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის იმდენად გემრიელია.- ემოციებში გადავარდნილს დრო თავისით გაიპარა. კაფე, რომ დავტოვეთ და სასტუმროს მივუახლოვდით უკვე თორმეტი საათი ხდებოდა.

ხელი ჩავკიდე და ისე შევედით სასტუმროში, მაგრამ მაშინვე გამიშვა, ლიფტში შევედით და არ დავნებდი.
- გრეის ორმოცდაათი ელფერის ლიფტის სცენა ყოველთვის მიზიდავდა.- ეს ვთქვი და მის ბაგეებს ჩემები შევახე, მაგრამ ისევ არ დამაცადა.
- გაჩერდი კესანე.- გაბრაზებულმა მითხრა და აი აქ დამთავრდა ჩემი მოთმინება, ლიფტი გაიღო, ნომერში შევედით და კარები მთელი ძალით მივაჯახუნე.
- რანაირად იქცევი დემეტრე?!- ბოლო ხმაზე დავიყვირე, რაზეც იკადრა და ყურადღება მომაქცია.- ორი დღეა ვითმენ შენს სიცივეს და აგდებულ დამოკიდებულებას! კოცნა ზედმეტია, ხელის მოკიდებაც კი ვერ შევძელი. რამე დაგიშავე?! რამე ჩავიდინე ისეთი, რითიც შენი სიცივე დავიმსახურე?! მითხარი ხო! თორემ აღარ შემიძლია, ცუდად ვარ გესმის?! მაშინ როცა მჭირდება ჩემი ემოციები გაგიზიარო, შენ უბრალოდ დგახარ და ყველაფერ კარგს აქრობ ჩემს გარშემო და მაინც მთხოვ კარგი დავინახო!- უკვე ცრემლებმა დაიწყეს დენა თვალებიდან და სხეულმა კანკალი.- იმიტომ მექცევი ასე, რომ შენს ოჯახთან ჩხუბის მიზეზი ვარ?!- ეს სიტყვები ჩამწყდარი ხმით ვთქვი და ხელი შემთხვევით კარებს მივარტყი, რაზეც ტკივილისგან ღმუილი აღმომხდა და მოვიკეცე.
მაშინვე შეშინებული ჩემთან გაჩნდა და საწოლზე დამაჯინა.
- ძალიან გტკივა?- უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, მხოლოდ მომენტალურად მეტკინა და ახლა უკვე ქრებოდა.- ეს ხელი სიბრაზისგან მე დაგიზიანე ხო?!- განადგურებული ხმით მკითხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- შენ არაფერ შუაში ხარ, ხომ ვთქვი გავარტყი ხელითქო.- ვეღარ ვიტყუებოდი და ეს უკვე შესამჩნევი გახდა.
- ვიცი, რომ ჩემი ბრალია მაშინვე მივხვდი და ამიტომ აღარ გეკარებოდი, მეშინოდა კიდევ არ დამეშავებინა რამე შენთვის. საშინელი შეგრძნება იყო, რომ ვუყურებდი, როგორ გტკიოდა ჩემს გამო და ამის დამალვას ისევ ჩემს გამო ცდილობდი. უბრალოდ არ შემეძლო შენთან ყოფნა, როდესაც დამნაშავე ვიყავი და შენ უსიტყვოდ მაპატიე ის ტკივილი.- დანაშაულის შეგრძნებამ ერთიანად დააპატარავა, ჩემს ძალებს კი ნამდვილად აღემატებოდა ასეთი დემეტრეს ნახვა. ერთ რამეს მივხვდი: ერთმანეთის განადგურება ისევე შეგვიძლია, როგორც გაბედნიერება, მთავარია ოქროს ბალანსი დავიჭიროთ და ხელი არასდროს, არასდროს გავუშვათ...
ფეხზე წამოვდექი მასთან ერთად და მთელი ძალით ჩავეხუტე, სხეულზე წებოსავით ავეკარი და მისი სურნელი მთლიანად შევისრუტე.
- ერთადერთი ბედნიერება ხარ, რომელიც ღმერთს ჩემთვის არ დაენანა.- ყურში მთელი სიყვარულით ჩავჩურჩულე.- დემეტრე ჯაჭვლიანო ცამდე მიყვარხარ და ცას იქეთ ღმერთამდე.- ბოლო ხმაზე დავიყვირე და მის ტუჩებს მთელი სინაზით დავეწაფე, ჩემთან ბოლომდე მივიზიდე და ამ ბაგეების დათმობა უკვე შეუძლებელი გახდა..
მისი ხელები ჩემს შიშველ წელზე აღმოჩნდა, ისეთი სინაზით დაატარებდა მის ხელებს ჩემს სხეულზე, თითქოს შუშის ან ფაიფურის ვიყო, რომელიც მალე ხელებში შემოატყდება, მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო იყო... რომ ოო... დომენიკო დედამიწას სიყვარული კი არა ვნება ატრიალებს...
გრძნობების ზეიმი იყო ჩვენს შორის, რომლის დათმობაც იმ მომენტში არცერთს შეგვეძლო. მე გამოუცდელი ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, მოფერებას კი მხოლოდ გულს მინდობილი ვაგრძელებდი, სადაც ჩემი გრძნობები წაიღებდნენ. მთლიანად მივენდე დემეტრეს და ვაღიარებ ამდენად სასიამოვნოც არ მეგონა, არ მეგონა სიყვარული და ვნება თუ ერთად ამხელა საოცრებებს ახდენდნენ.
- რამდენი რამე გაქვს სასწავლი კესანე, მაგრამ არა უშავს ერთად ვისწავლით.- თვალი ჩამიკრა და საწოლზე ნაზად გადამაწვინა, კოცნას არ წყვეტდა ჩემს სხეულზე, სველ კოცნებს მიტოვებდა და ხელებით თლიანად შემისწავლა. მკერდიდან მუცლამდე ჩამოვიდა და საცვლამდე ჩამოღწეულმა ფრთხილად მომაშორა რბილი მატერია და ფეხები ნაზად გამაშლევინა, კვნესას ბაგეები ვეღარ იტევდნენ, ტუჩები მთლიანად დავიჭამე, ზეწარს მთელი ძალით ვეჭიდებოდი გრძნობების დასატევად, რადგან უფლება, რომ მიმეცა საზღვრებს გასცდენოდა, ჭკუიდან შევიშლებოდი. ტუჩებს დაუბრუნდა და ძალიან ნაზად ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, ახლა უკვე ერთი მთლიანობა ვიყავით, თავიდან ბოლომდე დემეტრეს ვეკუთვნოდი და საერთოდ არცერთ წამს არ ვნანობდი.
სიამოვნების შრე ერთად, რომ გავარღვიეთ, მის სხეულზე მივესვენე და თვალები დავხუჭე რეალობის აღსაქმელად.
- დაბადების დღეს გილოცავ კესანე!

"ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ოვალური."

წესით საყვარელი ადამიანის მკლავებში ჩაძირულს, ღამე ღვთაებრივად მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება და რეალობა ყოველთვის მწარეა.
ღამე კოშმარი მაღვიძებს, კოშმარი, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ რეალურად შევიგრძენი და დღემდე ჩემს ცხოვრების განუყოფელ ნაწილს ეკუთვნის, ყველაზე გარდამტეხ პერიოდს.
რატომ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე?!
პასუხი ცხადია!
სწორედ ამ "ბედნიერ" დღეს მამაჩემმა ჩემზე იძალადა და ამ დაწყევლილ დღეს მას პატიმრობა მიესაჯა 11 წლით. 11 წელი ჭუჭყით და სინესტით გაჟღენთილ საკანში. კიდევ ერთი წელი დარჩა და ის ციხიდან გამოვა, განთავისუფლდება ყველაფრისგან. მე კი ღმერთმა უწყის, როდის მოვიპოვებ სულის თავისუფლებას. ზოგჯერ ვფიქრობ და მირჩევნია თერთმეტი წელი ოთხ კედელ შორის გამომწყვდეული ვიყო, ვიდრე ახლა ამ სიტუაციაში. ან შესაძლებელია, რომ ეს დამთავრდეს?! რა იქნება აქაც დაწესებული, რომ იყოს გარკვეული დრო, ასე ხომ ბევრად მარტივი იქნებოდა.
სხეულის კანკალი მიმძაფრდება, მგონია ვეღარ ვსუნთქავ, თითქოს ის ქრომოსომა ამომაცალეს, რომელიც სუნთქვის ინსტინქტზე აგებს პასუხს. შეშინებული სასწრაფოდ წამოვდექი საწოლიდან და აივანზე გავედი პლედმოხვეული.
სული მეწვოდა და ამ შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი, მთელი ძალით ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს, მაგრამ თითქოს ჩემს სხეულს მისი მიღება არ უნდოდა, თითქოს სიკვდილს მთხოვდა და ამიტომ ჟანგბადს უგულებელყოფდა.
შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, რომ ჩემი ორგანიზმი აირია, თითქოს ახლა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული და მე ნამდვილად არ მქონდა სურვილი ამ მოსიარულე ლეშს ეარსება და უკვე აღარც ინსტიქტები აიძულებდა ამას.
სუნთქვა არეული ოთახში დავბრუნდი და ვისკის ბოთლი მოვძებნე, ჩემს ჩემოდანში ჩამალული თამბაქოც ამოვაძვრინე, პლედი კარგად მოვიჭირე და აივანზე დავბრუნდი. მაქსიმალურად ვცდილობდი დემეტრე არ გამეღვიძებინა და მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია .
სიფრიფანა გრძელ აკანკალებულ თითებში სიგარა მოვიმარჯვე, ცეცხლი წავუკიდე და მეორე ხელით ვისკის ბოთლი მოვიყუდე. ბოლი იქამდე გავიჩერე ფილტვებში სანამ თვალები არ ამეწვა და გაგუდვის პირას არ მივედი.
მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა, მეტირა, გული წამსვლოდა, მაგრამ წყეული ჩემი თავი ამას არ აკეთებდა. ნახევრამდე, რომ ჩავიყვანე ვისკის ბოთლი, წესივრად ფეხზეც ვეღარ ვიდექი, ახლა სიცილი მომინდა, სასტიკად ბოროტული სიცილი, ეშმაკსაც, რომ დააფრთხობდა.
მაგრამ ამჯერად ჩავიკეცე, აივნის კუთხეში უსუსურად ჩავიკეცე და აქედან ადგომის სურვილიც აღარ მქონდა.
ერთ გადაკარგულ წერტილს მივაშტერდი, სადღაც უსასრულობაში, ცაში ადიოდა, ალბათ დახმარების სათხოვნელად ღმერთთან, მაგრამ დავიღალე აღარ მინდა ძალა მქონდეს ყველაფრის, მინდა წავიდე, წავიდე იქ ჩემი ბინძური სულით ეშმაკთან და ჩემი წამებით გავართო.
ცხარე ცრემლები ჩამომდიოდა და გონება გაყინული იგივე წერტილს მიშტერებული, ღამეც დამათენდა და კიდევ რამდენიმე საათიც გასულიყო, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობდი, დროის აღქმის და სიცივის შეგრძნება დამეკარგა და აღარც მაინტერესებდა მომავალში რა იქნებოდა.
მკითხველო, თქვენ ხომ მაინც ხედავთ, რომ არ შემიძლია, უბრალოდ არ გამომდის ნორმალური ცხოვრება, მცდელობა კი ყოველთვის ასე მთავრდება. მითხარით ღირს გაგრძელება?! რამდენჯერღა უნდა დამიმტკიცოს რეალობამ, რომ ეს ჩემი მომავალი არ არის და სიმშვიდე მხოლოდ სიკვდილშია.
ამდენი წამოდგომა დაცემის შემდეგ ღირს ჩემს დანგრეულ ბედნიერებად?! ღირს ოცნება იმაზე, რაც ვიცი, რომ არ იქნება?! ბედნიერება მხოლოდ წამიერია და ამას ყოველ წუთს მიმტკიცებს.... ვინ მიმტკიცებს? ღმერთი?! ცხოვრება?! ან იქნებ ეშმაკი?!
არ ვიცი, პასუხები არ მაქვს, ჩემი პასუხი მხოლოდ ერთია "ცაში მინდა"! შეიძლება უმადურად ჩამთვალოთ, რომ არ ვიღებ იმას რასაც ღმერთი მაძლევს და ყველაფერში ცუდს ვხედავ, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ დავიღალე, ბრძოლით დავიღალე! უშედეგო ბრძოლით, როცა უკვე დასასრულისაც აღარ მწამს.
შემძრა, ჩემი ცხოვრების სასჯელმა შემძრა!
რამ დაარღვია ჩემი საათობრივი გაყინვა?!
რა თქმა უნდა კვლავ დემეტრემ, ადამიანმა, რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმის. მხოლოდ ისაა, ვის გამოც ჩემ თავს ვაიძულებ, რომ ფეხზე ვიდგე და აი ხედავთ?! ის პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომელსაც ასე ძალიან გავურბოდი ამდენი წელი. არ შემიხედავს, ისევ ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჭედილი, უსიტყვოდ გამომაცალა თითებს შორის ჩამწვარი სიგარეტი, ბოთლიც გვერდით გადადო, ჩემი გაყინული სხეული კი ხელში აიყვანა და მთელი ძალით გულზე მიიკრა. ცრემლები წამომივიდა, დემეტრეს მაისურს ვებღაუჭებოდი და რამდენიმე წამში პანიკური შემოტევა დამეწყო, ვეღარ ვსუნთქავდი და გაუჩერებლად ვტიროდი. შეშინებულმა სწრაფად შემიყვანა ოთახში და საწოლზე დამაწვინა, ზემოდან მომექცა, ხელები ჩამკიდა და თვალებში მიყურებდა.
- ჩემთან ერთად ისუნთქე კესანე, მიდი ღრმად ისუნთქე, ნუ იკავებ თავს! ჯანდაბა კესანე ისუნთქე!- თვალები აუცრემლიანდა, შეშლილივით მიყურებდა, თითქოს ხელებიდან ვეცლებოდე. თვალებში ვუყურებდი, მაგრამ ვერაფერს ვიაზრებდი, თითქოს ეს სიზმარი ყოფილიყოს. ხმას ვერ ვიღებდი, ბგერა არ ამოდიოდა, მხოლოდ სასოწარკვეთილი თვალებით ვუყურებდი და ბოლოს ძლივს წვალებით შევძელი ერთი ღრმად ამოსუნთქვა და შემდეგ მშვიდი, მონოტონური, სტაბილური გახდა. ყოველ წელს, როდესაც იმ მომენტს ახალი ერთი წელი უსრულდება, მსგავსი რამ მემართება, მაგრამ სამწუხაროდ ამ დროს არავინ არ არის ხოლმე ჩემთან ვინც სუნთქვას მაიძულებს.
გაფითრებული წამოდგა, სახეზე ხელები ჩამოისვა, გონზე მოსვლის მიზნით, შემდეგ ისევ საწოლზე მიწვა და გულზე ამიკრა მთელი ძალით, თავი რომ დავადე მეგონა გასკდებოდა ისეთი სიჩქარით უცემდა.
შუბლზე მკოცნიდა და თმაზე მეფერებოდა, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდა.
გავითიშე, ჩამეძინა, მეგონა ხუთი წუთი გავიდა, მაგრამ საათს, რომ ავხედე სამი საათი გასულიყო, მეგონა მასაც ეძინა, ამიტომ ფრთხილად დავადე მკერდზე ხელი და უფრო კომფორტულად მოვკალათდი, მისი ხელი, რომ ვიგრძენი ჩემს ხელზე მაშინ მივხვდი, რომ მასაც ეღვიძა.
- მაპატიე.- ესღა ამოვიდა ჩემი ჩახლეჩილი ხმით ყელიდან.
- ჩშ.- შუბლზე ნაზად მაკოცა.
- ყოველ წელს, ყოველ წელს, ამ დროს ასე მემართება, მაგრამ არასდროს არავინ არაა ჩემს გვერდით, ახლა, ვხედავ, რომ შენზე ასე ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- ჩშ!
-დავიღალე!
- რით?
- დაუსრულებელი ტკივილით.
- რას გრძნობ?
- წინააღმდეგობას.
- რა გინდა?
- წარსულის დავიწყება.
- დაივიწყებ.
- როდის?
- როცა ბედნიერი იქნები.
- მე ახლაც ბედნიერი ვარ.
- ცოტაც მოიცადე, ერთი დეტალიღა დარჩა.
- რა დეტალი?
- სურპრიზია.
- როდის ვნახავ სურპრიზს?
- საქართველოში, რომ დავბრუნდებით.
- როგორია?
- ამაზე უკეთესს ვერც კი ინატრებდი.
- მიყვარხარ დემეტრე!
- მიყვარხარ კესანე!



№1  offline წევრი OKI ME

აბა ვნახოთ, რაღაც საინტერესო ჩანს. წავიკითხავ ერთი და შთაბეჭდილებებით დაგიბრუნდები :დდ ❤️

 


№2  offline წევრი Artificiality

Megioki
აბა ვნახოთ, რაღაც საინტერესო ჩანს. წავიკითხავ ერთი და შთაბეჭდილებებით დაგიბრუნდები :დდ ❤️

მადლობა! სულმოუთქმელად დაგელოდები! ♥♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№3 სტუმარი ინა

ვაიმე რა საოცრება ადამიანი ხარ და რა მაგარი თავი იყო ნეტა იცოდე ♥️♥️♥️ ძალიან გთხოვ არ დაშორო ერთმანეთს უფრო მაგარი იქნება ♥️♥️♥️ მადლობა ასეთი რომანისთვის

 


№4  offline წევრი Artificiality

ინა
ვაიმე რა საოცრება ადამიანი ხარ და რა მაგარი თავი იყო ნეტა იცოდე ♥️♥️♥️ ძალიან გთხოვ არ დაშორო ერთმანეთს უფრო მაგარი იქნება ♥️♥️♥️ მადლობა ასეთი რომანისთვის

უსაზღვროდ დიდი მადლობა! ძალიან მიხარია, რომ ასე ძალიან მოგეწონა, აი დასასრულზე კი ერთად ვისაუბროთ, როდესაც ავტვირთავ. ♥♥♥ მადლობა, რომ არ დაგეზარა კომენტარის დატოვება. ♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№5  offline წევრი EllaTriss

მე ჯერ კიდევ, სულ სულ თავიდან ვიცი ეს ისტორია❤ მაშინაც რაღაც განსაკუთრებულად მომწონდა და მიზიდავდა მისკენ წასაკითხად :დ მახსოვს, როგორ ველოდი ხოლმე ახალ თავს.. მერე, რომ აღარ დებდი და წაშალე რაღაცნაირად მომხვდა გულზე, მაინტერესებდა დასასრული

ძალიან სასიამოვნოა ერთიან ასპექტში წაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი წაკითხული მქონდა, მაინც ჩავუჯექი❤
გელი, აღარ დაიკარგო❤

 


№6  offline წევრი Artificiality

EllaTriss
მე ჯერ კიდევ, სულ სულ თავიდან ვიცი ეს ისტორია❤ მაშინაც რაღაც განსაკუთრებულად მომწონდა და მიზიდავდა მისკენ წასაკითხად :დ მახსოვს, როგორ ველოდი ხოლმე ახალ თავს.. მერე, რომ აღარ დებდი და წაშალე რაღაცნაირად მომხვდა გულზე, მაინტერესებდა დასასრული

ძალიან სასიამოვნოა ერთიან ასპექტში წაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი წაკითხული მქონდა, მაინც ჩავუჯექი❤
გელი, აღარ დაიკარგო❤

მიხარია შენი გამოჩენა! მადლობა ყველაფრისთვის, შენი გულშემატკივრობა განსაკუთრებით მეხმარებოდა. გპირდები აღარ დავიკარგები და ბოლო ნაწილი სულ მალე აიტვირთება. ♥♥♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№7 სტუმარი kati

Zvel variatsac vkitxulobdi da vegar vipove.zalian kargi iyo.

 


№8  offline წევრი Artificiality

kati
Zvel variatsac vkitxulobdi da vegar vipove.zalian kargi iyo.

მადლობა დიდი, მიხარია, რომ მოგეწონა. ♥️♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე როგორ გამახარეთ, ვერც კი წარმოიდგენთ. მეგონა აღარ გააგრძელებდით. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ისტორიაა, რაც კი წამიკითხავს. ძალიან მიხარია, ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.❤❤❤

 


№10  offline წევრი Artificiality

სტუმარი თიკო
ვაიმე როგორ გამახარეთ, ვერც კი წარმოიდგენთ. მეგონა აღარ გააგრძელებდით. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ისტორიაა, რაც კი წამიკითხავს. ძალიან მიხარია, ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.❤❤❤

უსაზღვროდ დიდი მადლობა, არ მეგონა ვინმეს თუ ემახსოვრებოდა, ძალიან მახარებს ასეთი კომენტარები. აღარ დავიკარგები და აუცილებლად დავბრუნდები. ♥️♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიხარია რომ გამოჩნდი♥️ მახსოვს ამ ისტორიას როგორ ვადევნებდი თვალს და სულ ველოდებოდი ხოლმე მაგრამ მერე გაქრით ორივე და ყოველთვის დამსდევდა თქვენზე ფიქრი იმის მიუხედავად რომ არ ვჩნდებოდი ხოლმე ახლა კი როდესაც აქ ხარ შანსი არ გავუშვი ხელიდან რომ მეთქვა შენთვის ის ბედნიერება და სიხარული რაც შენ და ამ ისტორიის დაბრუნებამ მომიტანეთ♥️

მომწონს ეს ისტორია და მერე როგორ♥️♥️
ხოიცი რომ გაგრძელებას ახლაც მთელი სულით და გულით ველოდები უბრალოდ დამიჯერე მართლა კარგად წერ და მართლა იმსახურებს იმ ყურადღებას რაც ისტორიას მკითხველისგან სჭირდება♥️♥️

წარმატებები და გელოდები მოუთმენლდ♥️

 


№12  offline წევრი Artificiality

ტკბილიწიწაკა
მიხარია რომ გამოჩნდი♥️ მახსოვს ამ ისტორიას როგორ ვადევნებდი თვალს და სულ ველოდებოდი ხოლმე მაგრამ მერე გაქრით ორივე და ყოველთვის დამსდევდა თქვენზე ფიქრი იმის მიუხედავად რომ არ ვჩნდებოდი ხოლმე ახლა კი როდესაც აქ ხარ შანსი არ გავუშვი ხელიდან რომ მეთქვა შენთვის ის ბედნიერება და სიხარული რაც შენ და ამ ისტორიის დაბრუნებამ მომიტანეთ♥️

მომწონს ეს ისტორია და მერე როგორ♥️♥️
ხოიცი რომ გაგრძელებას ახლაც მთელი სულით და გულით ველოდები უბრალოდ დამიჯერე მართლა კარგად წერ და მართლა იმსახურებს იმ ყურადღებას რაც ისტორიას მკითხველისგან სჭირდება♥️♥️

წარმატებები და გელოდები მოუთმენლდ♥️


ამატირე! ისე მეამაყებით ჩემი მკითხველი, არ ვიცი, როგორ გადმოგცე ხოლმე მადლიერების შეგრძნება. მაბედნიერებს, მაბედნიერებს, რომ მოგწონთ და გიყვართ! მაქსიმალურად ვეცდები მალე დავდო ბოლო ნაწილი. ძალიან მიყვარხართ ასეთი კარგები, რომ ხართ! ♥♥
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№13  offline წევრი ელენე (ნენე)

საინტერესო ისტორიაა!
“კესანე” სახელიც ძალიან მომწონს და თავად მისი მატარებელი პიროვნებაც. ძლიერი გოგოა შენი კესანე.
დემეტრე მიზანდასახულია, იცის რა უნდა ცხოვრებისგან.
წარმატებები! ბედნიერი წელი!

 


№14  offline წევრი Artificiality

ელენე (ნენე)
აინტერესო ისტორიაა!
“კესანე” სახელიც ძალიან მომწონს და თავად მისი მატარებელი პიროვნებაც. ძლიერი გოგოა შენი კესანე.
დემეტრე მიზანდასახულია, იცის რა უნდა ცხოვრებისგან.
წარმატებები! ბედნიერი წელი!

მადლობა უდიდესი! მიხარია, რომ ისე ძლიერ პერსონაჟად დაგანახეთ, როგორც მინდოდა! მადლობა, მეც გისურვებთ ბედნიერ წელს.♥️♥️♥️
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№15  offline წევრი svien

vaime es raiyo....gmerto saocreba xar...male dade ra gtxov❤

 


№16  offline წევრი Artificiality

svien
vaime es raiyo....gmerto saocreba xar...male dade ra gtxov❤

მადლობა დიდი! ვეცდები მალე დავდო. ♥️
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№17  offline წევრი დუ სია

კარგი იყო ძალიან, შემიყვარდნენ კესანე და დემეტრე!
დემეს დიდსულოვნებამ მომნუსხა!
წარმატებები.

 


№18  offline წევრი Artificiality

დუ სია
კარგი იყო ძალიან, შემიყვარდნენ კესანე და დემეტრე!
დემეს დიდსულოვნებამ მომნუსხა!
წარმატებები.

მადლობა დიდი! ძალიან მიხარია ასე, რომ ფიქრობთ.
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№19  offline წევრი ენნე

ჯერ არ წამიკითხავს, უბრალოდ მაინტერესებს სრულია ეს ისტორია თუ გრძელდება?
იმედია მალე მიპასუხებთ❤️❤️❤️

 


№20  offline წევრი Artificiality

ენნე
ჯერ არ წამიკითხავს, უბრალოდ მაინტერესებს სრულია ეს ისტორია თუ გრძელდება?
იმედია მალე მიპასუხებთ❤️❤️❤️

გრძელდება! დასაწყისშივე მითითებულია. ♥️
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№21  offline მოდერი guroo

ანლაიქი დაწერილია. ისტორია - წაუკითხავი.
რადგან ჩემთან საუბარი მოინდომე, მაგის ხათრით რამდენიმე დღეში ისევ გამოვჩნდები და ნაწერს შევაფასებ. ჯერ მცალია.
გულწრფელობისთვის დავამატებ: ლამის ვიტირე იმის გამო, რომ ისტორია მოცულობითი, გრძელზე გრძელი და მსუქანზე მსუქანია. გუშინვე მინდოდა წაკითხვა.

 


№22  offline წევრი Artificiality

guroo
ანლაიქი დაწერილია. ისტორია - წაუკითხავი.
რადგან ჩემთან საუბარი მოინდომე, მაგის ხათრით რამდენიმე დღეში ისევ გამოვჩნდები და ნაწერს შევაფასებ. ჯერ მცალია.
გულწრფელობისთვის დავამატებ: ლამის ვიტირე იმის გამო, რომ ისტორია მოცულობითი, გრძელზე გრძელი და მსუქანზე მსუქანია. გუშინვე მინდოდა წაკითხვა.

გელი... მეც ვიქნები გულრწრფელი და გეტყვი:- უფრო გამიხარდებოდა, რომ გეტირა...
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№23 სტუმარი stumari

როდის დადებ ბოლო თავს? :(((

 


№24  offline წევრი Artificiality

stumari
როდის დადებ ბოლო თავს? :(((

სულ ცოტა დარჩა და დავბრუნდები. heart_eyes
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№25  offline წევრი likuu_s

მალე იქნება მეორე ნაწილი? :დ გელოდები, თან მოუთმელად! ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. წარმატებები!<33

 


№26 სტუმარი ინა

მეორე ნაწილს როდის დადებ?

 


№27 სტუმარი სტუმარი სტუმარი

იქნებ გვითხრათ შემდეგი თავი როდის დაიდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent