შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9 რჩევა იმისთვის თუ როგორ ვწეროთ უკეთ.


24-02-2019, 14:43
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 2 209

1. შეიმუშავეთ საკუთარი წერის სტილი!.


ყველა ადამიანს წერის თავისებური სტილი აქვს, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს და მის ნამუშევრებს სხვებისგან განასხვავებს. რაც ძალიან კარგია და თუ გვინდა, რომ მკითხველის გული მოვიგოთ და საკუთარი თავითაც კმაყოფილები ვიყოთ მაშინ აუცილებელია გვქონდეს საკუთარი წერის სტილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ უნდა შევიცვალოთ, რომ ვიღაცას ის არ მოსწონს . არამედ უნდა ვწეროთ ისე როგორც გვინდა. მთავარი ისაა , რომ მკითხველი ჩვენს სათქმელს ადვილად ხვდებოდეს და კითხვით სიამოვნებას იღებდეს. ჩვენც ხომ ზუსტად ეს გვაბედნიერებს არა?

2. არ მიბაძოთ სხვებს!


იყავით გამორჩეულები და წერისას მოუხმეთ თქვენს ფანტაზიებს. არ გადმოიღოთ სხვების იდეები, რადგან ასე განვითარებას ვერ შეძლებთ.

3. წერეთ მაშინაც კი, როცა მოწყენილი ხართ!


წერეთ მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობთ. მე მაგალითად ყველაზე ემოციური ჩანახატები მხოლოდ მაშინ გამომდის, როცა ძალიან მოწყენილი და სევდიანი ვარ. ამიტომაც მელანქოლია ჩემთვის როგორც ხელოვანისთვის აუცილებელიც კია, რადგან მის გარეშე ნაწარმოები ვერ იქნება სრულყოფილი .

4. შეიყვარეთ საკუთარი ნაწარმოებები!


მწერალს საკუთარი ნაშრომები უნდა უყვარდეს. თუმცა რათქმაუნდა ზომიერად. არც კი იფიქროთ საკუთარი ნაწერების სხვებთან ქება, რადგან ამით უცხო ადამიანებს თქვენზე არასწორ წარმოდგენას შეუქმნით და დამერწმუნეთ ამის შემდეგ თქვენი მოთხრობებით აღარც კი დაინტერესდებიან. ამით თქვენ მათ კითხვის სურვილს დაუკარგავთ .
ეცადეთ არ დაკარგოთ თავმდაბლობა და იყავით მადლიერები როგორც დადებითი შეფასებების ისე კრიტიკის მიმართ. ამ გზით მკითხველის ნდობას მოიპოვებთ და თვითგანვითარებაზეც იზრუნებთ.

5. იყავით მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ.


არასოდეს დაკმაყოფილდეთ იმით რაც უკვე გააკეთეთ და კარგად გამოგივიდათ. ნუ გაათამამებთ საკუთარ თავს და იყავით უფრო მომთხოვნები, რათა უკეთესად წეროთ. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ , რადგან ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მოვითხოვო, ვიდრე შემიძლია. ალბათ ყველაზე კარგი კრიტიკოსი ჩემი შემოქმედებისთვის მე ვარ , რადგან მათ ყოველთვის მკითხველის თვალით ვუყურებ და ვცდილობ ის ხარვეზები დავინახო , რომელსაც მკითხველი ამჩნევს. ავტორი კი ვერა. იმისთვის კი , რომ ეს შეამჩნიო საკმარისია საკუთარ ნაწერებს ისე შეხოდო, როგორც სხვის ნამუშევარს. ეს კი უფრო გაგიადვილებს იყო საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი.

6. შეიყვარეთ თქვენი მკითხველები!


დააფასეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი შემოქმედება მოსწონს და მხარს გიჭერთ . სწორედ მათგან იღებთ წერის სტიმულს . გაითვალისწინეთ მათი რჩევებიც ვინც ხშირად გაკრიტიკებთ, რადგან მათი დახმარებით შეძლებთ უფრო დაიხვეწოთ.

7. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება წერის პროცესში.


მოიწყვეთ მყუდრო და კომფორტული გარემო წერისთვის, რათა ვერაფერმა გაგიფანტოთ გონება. მოუსმინეთ თქვენს საყვარელ სიმღერებს და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება წერის პროცესში.

8. იკითხეთ უფრო მეტი!


თავისუფალი დრო კითხვას დაუთმეთ, იკითხეთ როგორც კლასიკოსი მწერლები ისე თანამედროვე მწერლებიც. ამით მეტ გამოცდილებას შეიძენთ და რაც მთავარია ლექსიკონსაც გაიღრმავებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კითხვა ისეთივე სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ , როვორსაც წერა.

9. არასოდეს დანებდეთ!


ნურასოდეს დაიხევთ უკან და ნუ იტყვით, რომ რაღაცას ვერ შეძლებთ, რადგან თუ მოინდომებთ მაშინ ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. საკუთარ თავს ხშირად უნდა უმეოროთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ!


პს. იმედი მაქვს ჩემი რჩევები გამოგადგებათ იმისთვის, რომ წეროთ ისე, როგორც გინდათ, რომ წერდეთ და იამაყოთ საკუთარი თავით.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

განსაკუთრებით მე-9 რჩევა მომეწონა ;)

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

სტუმარი ნათია
განსაკუთრებით მე-9 რჩევა მომეწონა ;)


heart_eyes heart_eyes მიხარია ძალიან innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent