ანიკო
შენ ყოველთვის იქნები ჩემი პატარა ანიკო და .... მე , აუცილებლად ვიქნები შენს გვერდით , როცა უბრალოდ სიბნელის და მარტო დაძინების შეგეშინდება ! მე აუცილებლად ვიქნები შენს გვერდით ,როცა პირველად წაიქცევი ,ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი და აუცილებლად გეტყვი, რომ არაუშავს ეს ნორმალურია და აუცილებლად გიბიძგებ , რომ უშიშრად შეძლო წამოდგომა. რამოდენიმე წელში კი ,ვეცდები აგიხსნა რომ კიდევ უამრავჯერ წაიქცევი და არასდროს ,არასდროს უნდა შეგეშინდეს ფეხზე ადგომის. მე აუცილებლად ვიდგები შენი ბაღის კართან , როცა პირველად წახვალ და შეგეშინდბა უცხო გარემოში, ერთად გადავიტანთ შენს ყველა გაციებას , კამათს თანატოლებთან და პრობლემებს სკოლაში . შენ ყოველთვის ერთით მეტი დაქალი ან თუნდაც სულიერი მეგობარი გეყოლება გვერდით და გპირდები არასდროს შეგეშინდება შენი საიდუმლოს გამხელა ჩემთვის ,მხოლოდ იმიტომ , რომ დედა ვარ და უფლება მაქვს გისაყვედურო, აუცილებლად მიგითითებ შენს, პლიუსებზე რომ ისწავლო და ირწმუნო საკუთარი თავი , ისევე როგორც ნაკლზე . მე აუცილებლად ვიქნები შენს გვერდით როცა დაიბნევი და არ გეცოდინება ვინ გინდა იყო ( მნიშვნელობა არ აქვს , ვინ ან რა პროფესიის იქნები) მე აუცილებლად პატივს ვცემ შენს არჩევანს ცხოვრების თანამგზავრთან დაკავშირებით ( მნიშვნელობა არ აქვს , მომწონს ის თუ არა ) . მე აუცილებლად მოგექცევი ისე როგორც მექცეოდნენ და მსურდა ,რომ მომქცეოდნენ ,რადგან დედის მგრძნობელობამ არ უნდა შეზღუდოს შენი თავისუფლება . მე აუცულებლად გაპატიებ , შენთნ ერთად გავივლი სწორ და დანგრეულ გზაზე და გპირდები რომ არასდროს შეგეშინდება ფეხის წამოკვრის რადგან პირველი და შეიძლება ერთადერთი ვიყო ვინც ხელს გამოგიწვდის.შენთან ერთად ვიზეიმებ შენს წარმატებას , შენთან ერთად მოვიწყენ და თუ მოისურვებ შეგვიძლია ერთადაც ვიგიჟოთ. აუცილებლად გაგიხარდება დილით ჩემთან ერთად ყავის ან ჩაის დალევა ( ჯერ არ ვიცი რომელი გეყვარება ) და საათობით ლაყბობა. მე აუცილებლად ვიქნები შენს გვერდით ვერა მაგრამ შენთან როცა წავალ და გპირდები, რომ სანამ ერთად ვიქნები გასწავლი მარტო ცხოვრებასაც . დამოუკიდებლობასაც... გპირდები, რომ არასდროს იქნები მარტო , თუ ამას შენ არ მოისურვებ და ერთ დღეს თუ გადაწყვეტ, რომ ზედმეტად ვერევი შენს ცხოვრებაში ღიმილით გეტყვი: "გაკეთე როგორც შენ გინდა ???? შენ ის გოგონა ხარ , პირველი ბანაობისას გულზე რომ ჩამომეკიდა შეშინებული და მას შემდეგ ყოველდღე ვგრძნობ შენს ხელს ჩემს გულზე , ზუსტად ვიცი რომ გაიზრდები და შეიძლება შენ დაგავიწყდეს ჩემი გული , გაბრაზდე ანაც უბრალოდ აღარ დაგჭირდე... მაგრამ გპირდები გაიფიქრებ თუ არა ჩემზე შენ აუცილებლად მიგრძნობ , შენ თუ გამიშვი მე არასდროს გაგიშვებ. მინდა იცოდე რომ შეიძლება შენთვის დედა ვარ , მაგრამ შენ არ ხარ ჩემთვის უბრალოდ შვილი, შენ ის გოგონა ხარ ჩემი გოგოობა რომ მეორეხარისხოვანი გახადა , შენ ის ხარ , ვიზეც ვიტყვი ჯერ ანა და მერე მე... მე აუცილებლად ვიქნები შენთან და შენს გვერდით და გპირდები რომ შენ ჩემი პატარა გოგონა იქნები ყოველთვის , მაგრამ არასდროს შეგიშლის ეს ხელს იყო დიდი პ.ს საკმაოდ ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები რადგან ჩემს გოგონას დავუწერე ჯერ კიდევ მშინ როცა იყო 3 თვის და გააზრებულიც არ მქონდა რას ნიშნავდა რომ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში თუ გადაწყვეტთ რომ დააკოპიროთ , გადაიტანეთ მთელი ტექსტი და ნუ ამახინჯებთ, მოარგეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანის სახელს , მაგრამ მიუთითეთ ავტორი ან უბრალოდ გადაიტანეთ ისე როგორცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.