შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი სია (შაქრის მამიკო 2 / სრულად)


5-01-2021, 21:50
ავტორი Alice76
ნანახია 17 244

-ბოროტი ძუ/კნა ხარ!
უნდა ვაღიარო, ბევრჯერ მოუმართავთ ჩემთვის ამ სიტყვებით. მაგალითად, მაშინ, როდესაც აფთიაქში ბებო არ გავატარე, რომელსაც ხელში ორი წლის შვილიშვილი ეჭირა. რიგი რიგია! ის ბებო კი, ჩუმად რომ ჩაილაპარაკა ეს სიტყვები, ჩემზე უარესი ვინმეა!
მაშინაც, როცა მეზობლის ინტერნეტის კაბელი გადავჭერი, რადგანაც „ვაი ფაის“ პაროლი გამოცვალა; როცა ჩემს თანამშრომელს „ფარული სანტას“ თამაშში ფასდაკლების კუპონი ვაჩუქე (30% - იანი იყო, რაც ჩემი აზრით, არც ისე ცუდია), როდესაც მოწყალების მთხოვნელს მაკდონალდსის ჰამბურგერის ცარიელი ყუთი მივაწოდე (ნაგვის ურნა ვერსად ვნახე)...
ხო, ამგვარ მოვლენათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და ხშირ შემთხვევაში, ვიმსახურებდი კიდეც ამ სახელს, მაგრამ არ ვთვლი, რომ რაღაც გამორჩეულად ბოროტმოქმედური იმიჯი ან ხასიათი მაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი კაცობრიობაც ბოროტი ძუ/კნაა.
ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანისაგან, რომელზე სინდისგარეცხილიც მთელ მსოფლიოში არავინ დაიარება, ცოტა არ იყოს, გასაკვირია ამის მოსმენა. ჩემმა შეყვარებულმა სწორედ ასე მითხრა - ბოროტი ძუ/კნა ხარ-ო თანაც მას შემდეგ, რაც ჩემთან დაშორება გადაწყვიტა. ეს შეურაცხყოფაც ჩემ კითხვაზე პასუხს წარმოადგენდა - თუ რატომ მშორდებოდა.
იმისდა გათვალისწინებით, რომ თვითონ სანაგვეზე გადაგდებულ პრეზერვატივზე უფრო ბინძური სულის მატარებელია, მისგან ამგვარი სიტყვები არ მწყენია, თანაც მისი ორასი დოლარი მმართებდა, დაშორება კი იდეალური ვარიანტი იყო ამგვარი ვალდებულებებისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ მაინც, ცოტათი გულდასაწყვეტია, როცა გტოვებენ, თანაც ერთადერთი, ყოვლად გაუგებარი მოტივით.
როდესაც გამიცნო, მაშინაც ბოროტი ძუ/კნა არ ვიყავი? როდის დაიღალა ან როდის გახდა წმინდანების ფანი? და ამის დედაც, როდის დავეცი ისე, რომ ვიღაცამ ჩემი მიტოვება გაბედა?
როგორც შემდეგ გავიგე, გეგა მამამისის კომპანიის ერთ-ერთი მდიდარი პარტნიორის დედისერთა ქალიშვილს უმიზნებდა, მე კი მის გზაზე ლამაზი, სექსუალური, თუმცა ხელისშემშლელი ობიექტი ვიყავი. საქმე იმაში იყო, რომ გეგას ძუნწ მამას ოთხი სხვა ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ყოველი ოცნებობდა მამის ქონებაზე, მდიდარი ცოლი, თანაც დედისერთა კი საკმაოდ მსუყე დანამატი იქნებოდა ცხოვრებაში.
მე, როგორც დიზაინერი და მწერალი, საკმაო ფულს ვშოულობდი იმისთვის, რომ საკუთარი თავისათვის არაფერი მომეკლო, თუმცა გეგას თუ არ ვართმევდი, არაფერს ვაძლევდი. ან რა, ქალმა უნდა შეინახოს მამაკაცი? ამაზე დიდი საცოდაობის წარმოდგენა ჩემს ქალურ გონებას უბრალოდ არ შეეძლო! ამიტომაც არ გავხდი ალკოჰოლიკი დაშორების შემდეგ და დიდ დეპრესიასაც გადავურჩი. მხოლოდ რამდენიმე სევდიანი პოსტი გამოვაქვეყნე ფეისბუქზე და ორი დღე არ გამოვჩნდი ინსტაგრამზე, რათა გეგას ეფიქრა, რომ დეპრესიაში ვიყავი და ჩემთან ორას დოლარზე დარეკვა ვერასდროს გაებედა.
ისე კი, საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს მანამ, სანამ ის დაწყევლილი წერილი არ მივიღე ელ. ფოსტაზე. ჩვეულევბრივ, ინდოელი ინვესტორები მწერდნენ უცნაურ წინადადებებს საერთო ოჯახსა და ბიზნესზე, ვიღაც რალფ დიუნინი კი მატყობინებდა, რომ სანტა- კლაუსის შავ სიაში შემიყვანეს და ცუდი ქცევების გამო პასუხს ვაგებდი. ეს თავიდან სასაცილოდ არ მეყო და ეჭვი მაქვს, ყველას გაეცინება, მაგრამ აუცილებელია, იცნობდეთ წერილის შინაარსს, რადგან მან მთელი შემდგომი მოვლენები განაპირობა:
„ მოგესალმებით, ელეანორ.
გაცნობებთ, რომ მიუხედავად ქცევის გამოსწორების არაერთი მცდელობისა, აგერ უკვე ათი წელია, იმყოფებით მისტერ კლაუსის ნაცრისფერ სიაში, რაც თავისი არსით, გამოსასწორებელ მოზარდებს მოიცავს, თუმცა ვინაიდან ამა წლის ოც ნოემბერს, ლაპლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, სრულწლოვანი გახდით და თქვენი გამოსწორების შანსებიც მინიმუმამდე დავიდა, სამწუხაროდ მიწევს გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გადაინაცვლეთ სანტას შავ სიაში.
დამატებით სიის შესახებ:
1. შავი სია ურჩ ბავშვთა დაშინების ინსტიტუტი იყო მეცხრამეტე საუკუნემდე, თუმცა ამ იდეას ხორცი შეასხა რიგით სამიათას მეოთხასე მრ. კლაუსის უმცროსმა ძმამ და მას შემდეგ აქტიურად გამოიყენება, როგორც სადამსჯელო ღონისძიება.
2. შავი სიის გაწერა ხდება ნაფიც მსაჯულთა სხდომაზე და წევრები ემატება ყოველწლიურად.
3. სხდომას უძღვება თავად მისტერ კლაუსი, ხოლო თითოეულ შავი სიის პრეტენდენტს ჰყავს მოხალისე ადვოკატი (ლაპლანდიის მოქალაქე, რომელიც ნებაყოფლობით დაიცავს თქვენს ინტერესებს). თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, ლაპლანდიის არც ერთმა მოქალაქემ არ ისურვა თქვენი დაცვა, ამიტომაც თქვენი ცხოვრება მიმდინარე წლის ბოლომდე მოექცევა ელფების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც მოახდენენ ფაქტების კონსტანტირებას და წარდგენას მთავარ სხდომაზე, რომელიც გაიმართება 2 იანვარს.
4. ორი იანვრის ნაფიც მსაჯულთა სხდომა გადაწყვეტს თქვენი შავ სიაში სამუდამო ჩაწერის საკითხს.
5. შავ სიაში სამუდამო მოხვედრა ნიშნავს სამუდამო უიღბლობასა და უკუღმართ ცხოვრებას, ვინაიდან სიის მთავარი იდეა კარმის ცნებიდან მოდის. შავ სიაში მოხვედრისთანავე თქვენ სამყაროსაგან მიიღებთ იმას, რასაც გასცემდით, ვინაიდან, მოგეხსენებათ, კარმა თქვენზე დიდი არამზადაა.
6. მთავარ სხდომაზე მოხდება თქვენი საქმის საბოლოო გადაწყვეტა, ხოლო მანამდე, ამ წერილის გამოგზავნიდან, დაუყოვნებლივ, ირიცხებით დროებით შავ სიაში, რაც არსობრივად დაგანახებთ თქვენს მთელ მომავალ ცხოვრებას და იმას, თუ რას ჰკარგავთ ცუდი ქცევით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, არ დაგვიკავშირდეთ.
დანართი: 16 გვერდი.
პატივისცემით,
სანტას მეოთხე თანაშემწე,
რალფ დიუნინ უმცროსი.
პ.ს. მთავარი სხდომის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, თუმცა ამ წერილის მიღებიდან ერთ თვეში, უაღრესად კეთილშობილური საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მეტი შანსი გექნებათ, რომ მისტერ კლაუსმა საბოლოოდ არ გაგწიროთ სიისათვის. მიიღეთ ეს მეგობრული რჩევა ისწავლეთ ადამიანურად მოქცევა.“
დანართად ამ ვიღაც რალფს გამოეგზავნა უზარმაზარი დოკუმენტი, რომელშიც თითქმის ყველა ჩემი დიდი და პატარა ცოდვა იყო ჩამოთვლილი, ყოველ შემთხვევაში ისინი, რომლებიც 13 წლის ასაკიდან 23-მდე ჩამედინა.
მათი კითხვისას თმა ყალყზე დამიდგა და ყელი გამიშრა, საშინელება იყო, ნამდვილი საშინელება იმის გააზრება, რომ ვიღაცას ჩემზე ამდენი ინფორმაცია ჰქონდა. რალფის ჩამონათვალში ისიც კი ეწერა, რომ ძველი მეზობლის, ანეტას ზაზუნა გადავაგდე ფანჯრიდან. რაც, არსობრივად სწორი იყო, თუმცა ის ნამდვილად უსამართლო ბრალდება გახლდათ, რომ ეს განგებ გავაკეთე. უბრალოდ გადამივარდა! და ეს ამბავი არასდროს არავისთვის არ მომეყოლა!
შოკირებულმა კალენდარს და საათს დავხედე, შვიდი დეკემბრის რვა საათი იყო, წერილი ჩვიდმეტი დღის წინ გამოეგზავნათ, ზუსტად ჩემი დაბადების დღის შემდეგ! სწორედ მაშინ, როდეაც რალფმა ეს წერილი გამომიგზავნა, დამშორდა გაგი და თან ჩემთვის ნაჩუქარი გუჩის სუნამო წაიღო. ეს დამთხვევა იყო, მისტიკა თუ ჩემი იდიოტი ექსის შემოქმედება? იქნებ ნამდვილად არსებობდა კარმა?
საბოლოოდ, ორი ქილა ლუდისა და ერთი შეკვრა ჩიფსების შთანთქმის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ წერილი დიდი უაზრობა იყო, რომლისთვისაც ყურადღება არ უნდა მიმექცია. ბოლოს და ბოლოს, სანამ მას წავიკითხავდი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, ორ კვირაზე მეტი იყო, რაც იმ სულელურ სიაში ვყავდი ვიღაც შტერს შეყვანილი და რა? თანამედროვე სამყარო ისე შორს იყო წასული, ადამიანზე ყველაფრის გაგება შეიძლებოდა, მით უმეტეს, სოციალურ ქსელებში საკმაოდ ვაქტიურობდი. თავი დავიმშვიდე, რომ რაიმე ბოროტულ გამოწვევასთან მქონდა საქმე, სახელად იისფერი ნიანგი ან მწვანე გორილა. წერილი ელექტრონული ფოსტიდან წავშალე, სერიალი ჩავრთე და გულში ინტერნეტ-მეთევზეებს დავცინე, რომლებმაც პოტენციური მსხვერპლი, ანუ მე, ვერ გააბეს.
აი, ასე დაიწყო ჩემი ამბავი.
***
რვა დეკემბრის დილას კარის ბრახუნმა გამაღვიძა. ჩვეულებრივ, სამსახურში გვიან მივდიოდი ხოლმე, რადგანაც შანსი არ იყო, რომელიმე კლიენტი ჩვენს სტუდიაში დილით მოსულიყო, ამიტომაც იმას, ვინც ასე მონდომებით აკაკუნებდა კარზე, კაი გვარიანი გარჯა მოუწია. იქნებ გაგი დათვრა და მოვენატრე? მომადგა ხელში თაიგულითა და იმ სუნამოთი, რომელიც უკან წამართვა?
ამ ფიქრებით გამოვაღე სახლის კარი და ხელთ ოფლში გაწურული, ფუშფუშა, წითლადშეღებილთმიანი, შუახნის ქალი შემრჩა.
-დიახ? - თვალები ავახამხამე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ გამოსახულება რეალური იყო.
-მე ამ სახლის მეპატრონე ვარ - დასჭექა დეიდამ და თავისი სიტყვების ეფექტს დაელოდა.
-ასე უფრთხილდებით მერე საკუთარ ქონებას? კინაღამ ჩამოიღეთ ეს კარი - თავი გავიქნიე და ერთი-ორი „ნწ“-ც დავაყოლე.
-ორმოცი წუთია აქ ვდგავარ, იმ სქელცხვირა ბიჭმა... გეგია თუ გიგია...
-გაგი?- ინტერესით შევუსწორე.
-ხო. ვინც არი, გამომიცხადა, რო მე მანდ აღარ ვცხოვრობ და ქირაზე მიდი, იქ დაგხვდებიანო.
-ჰმ, ! - წამოვიძახე და თვალები მოვწკურე - ესე იგი, ჩემთან გამოგაგზავნათ ქირაზე? უღირსი ნეხვი...
-უღირსი? აბა საყვარელთან რომ ცხოვრობდი, რა გეგონა, ცხოვრების ბოლომდე შეგინახავდა?
-ვაიმე დეიდა, თუ ერთ დღეს ჩემი პირადი ცხოვრების ნეანდერტალელებთან განხილვა მომინდა, პირველს თქვენ დაგირეკავთ - გააფთრებულმა ვატაკე და სანამ მიხვდებოდა, რა ვუთხარი, თემა შევცვალე - რამდენია ქირა?
-ხუთასი დოლარი - ისეთი თვალებით მომაჩერდა, თითქოს მოლაპარაკე ბანკომატი ვყოფილიყავი და იქვე გადმოვულაგებდი დოლარებს. მე, ჩემი მხრივ, აღშფოთება არ დამიმალავს.
-ხუთასი დოლარი? გაგიჟდა? ერთოთახიანი ბინაა!
-ვაკეა გოგონა, ვარკეთილი კი არა - მრავლისმეტყველი თვალები დაქაჩა.
-ეგ მართალია - ამოვიოხრე- მისმინეთ, ხელფასს მიგვიანებენ, მაგრამ ორ-სამ დღეში უეჭველი დამირიცხავენ და მაშინვე მოგცემთ.
დაეჭვებულმა ამათვალიერა, ჩემი ბეწვიანი ჩუსტებიდან დაწყებული, ვარდისფერი პენუარით დამთავრებული.
-არ ჩანხარ შენ მთლად სანდო...
-ოჰ და გაგი ჩანდა ვითომ? სამი დღე მგონი არ დაღუპავს თქვენი უძრავი ქონების ბიზნესს!
-კაი, კაი, იყოს სამი დღე. იცოდე, მესამე დღეს ფულს თუ არ დამახვედრებ, მაშინვე პოლიციას დავურეკავ და გაგაგდებენ აქედან, თუ ნებით არ წახვალ.
-ძალიან გულისხმიერი ქალბატონი ბრძანდებით - ირონიულად გავუღიმე და კარი მივაჯახუნე.
ჯანდაბა, მანამდე რატომ არ ვიფიქრე, რომ გაგი ქირის გადახდას არ გააგრძელებდა? ან კომუნალური გადასახადების საქმე როგორ იყო? რატომ არ გამხსენებია ეს საკითხები ერთხელაც კი, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელი ვიყავი?
ყავა გავიკეთე, თბილი პიჟამები ჩავიცვი, დუტის ქურთუკი შემოვიცვი და „ჩემი“ ბინის აივანზე გავედი, სადაც ყოფნა ძალიან მიყვარდა. სიგარეტს მოვუკიდე, თავში კი ბოლის მსგავსად, ათასი გაურკვეველი ფიქრი და შიში დამიტრიალდა. ყოველთვის უზრუნველი ცხოვრება არ მქონია. დედაქალაქში ჩვიდმეტი წლის ჩავედი სასწავლებლად. ჩემი მშობლები მხოლოდ იმ პირობით თანხმდებოდნენ ჩემს ქალაქში გამოშვებას და სწავლის ფულის გადახდას, თუ კი სამეციდინოზე ჩავაბარებდი, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სასჯელი იყო, ვიდრე სამუდამოდ სოფელში დარჩენა. საავადმყოფოები, ისევე, როგორც სამედიცინო სფერო, ჭირივით მეზიზღება, თუმცა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ადამიანი ყველაფერში ყოჩაღი უნდა იყოს და ყველაფრიდან უნდა გამოძვრეს, ამიტომაც, გამალებით ვსწავლობდი და სამედიცინო უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, ერთი სემესტრის შემდეგ კი დიზაინის სკოლაში გადავედი სასწავლებლად ისე, რომ მშობლებისთვის არც კი მიკითხავს.
ახლა მათ ჰგონიათ, რომ გინეკოლოგის თანაშემწე ვარ რომელიღაც პრესტიჟულ კლინიკაში, რაც ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია. მთავარი ამ ისტორიაში ისაა, რომ თავის გატანა ყოველთვის შემეძლო, ცხრამეტ წლამდე მამიდასთან ვცხოვრობდი, მაგრამ მერე ციხიდან ახლადგამოსულმა მამიდაშვილმა ხელების ფათური დამიწყო და მეც ეგრევე ჩემ მეგობართან გადავედი საცხოვრებლად, ბინის ქირასაც ვაძლევდი და კომუნალურებსაც ვიყოფდით, სხვათა შორის, ის ჩემი მეგობარიც ვაკეში ცხოვრობდა, თუმცა, როგროც ჩანს, ფასებზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
დაუჯერებელია, მაგრამ 23 წლის ისე გავხდი, რომ განსაკუთრებული სიძნელე არ შემხვედრია, თითქოს ცხოვრება თავისით მაძლევდა იმას, რაც მჭირდებოდა, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სამსახურიც კი ისე მარტივად ვიშოვე, ბევრს არ სჯეროდა, რომ ორიათასლარიან ხელფასს ვინმესთან დაწოლის გარეშე გამოვკარი ხელი, ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა. არა და, ჩვენი დიზაინის კომპანიის დირექტორი გეია და არც არასდროს უფიქრია მსგავსი რამ, უბრალოდ ერთხელ, საერთო ნაცნობის წვეულებაზე დამინახა და ჩემი გადაკეთებული, მწვანე ხავერდის კაბა მოეწონა. აი, ასე ვიშოვე სამსახური, რომელიც უკვე სამი წელია, მქონდა. აქედან წარმოიშვა ჩემი ცხოვრების ლოზუნგიც - თუ ადამიანს გემოვნება გაქვს, ყველაფერს ეშველება.
ჩემი შორეული გეგმები მდიდარ ქმარს უკავშირდებოდა, რათა ბინის ყიდვასა და მსგავს წვრილმანებზე ჩემი ენერგია და რესურსები არ მეხარჯა, ჩემი ბიზნეს იდეისთვის კი მუდმივმოქმედი სპონსორი მყოლოდა. პოტენციურად, ასეთი ქმარი გაგი იყო, თუმცა მან...დამტოვა. ხუთასდოლარიან ბინაში, მოულოდნელად და შეუმზადებლად. ბინის ქირაში მთელი ხელფასის გადახდა მომიწევდა.
-ჯანდაბა, ვამბობდი, გააკეთე ეს დანაზოგი ბანკში-მეთქი - წამოვიძახე, სიგარეტის ნამწვი აივნიდან მოვისროლე და შევხტი, რადგან ტელეფონი, რომელიც ჯიბეში მედო, აზუზუნდა. ჩემი უფროსი და უახლოესი მეგობარი - უტუ მირეკავდა.
-ლეა, სად ხარ?- ხმაზე შევატყე, რომ აღელვებული იყო.
-სახლში, ყავას ვსვამ, რა არის?
-დედა გვაქვს სულ ყველა მო*ნული, გოგო - ამოიხავლა, ხმის განაზებაც კი დავიწებოდა. ისე ბღაოდა, როგორც დაჭრილი დათვი. გული ამიჩქარდა, ისევ ის წყეული წერილი გამახსენდა, ისევ სიგარეტს მოვუკიდე და აივანზე გადავეყუდე.
- უტუ, რა ჯანდაბა მოხდა, არ იტყვი?
მის ქვითინსა და ღრიალში ვერაფერი მესმოდა, ამიტომაც გემრიელად შევიკურთხე და ტელეფონი გავთიშე, წამით დავფიქრდი, სასწრაფოდ სამსახურში უნდა წავიდე-მეთქი და სიგარეტი მოვისროლე.
ეს იყო ყველაზე ცუდი მანევრი, რაც კი ცხოვრებაში, ოდესმე, ვინმეს, რაიმე ფორმით შეესრულებინოს. ეს იყო კატასტროფა, რასაც მთელი ჩემი არსების ნახევარი შეეწირა, ტორნადოსავით გადაუარა ყველა ბედნიერ მოგონებას და სამუდამო დაღი დაასვა მეხსიერებას. სიგარეტის ღერს, რატომღაც, ჩემი აიფონ 11 მივაყოლე. შენიშვნა : ხუთასდოლარიანი ბინა მეცამეტე სართულზე მდებარეობს.
შეიძლება უტუს ისტერიკამ დამძაბა, შეიძლება ბინის მეპატრონის ვიზიტმა ან წერილმა, რომელიც წინა ღამით მივიღე, იქნებ იმაზე მეტად განვიცდიდი დაშორებას , ვიდრე მეგონა? ყველაფერი ერთმანეთს დაეწყო და მაიძულა, იმდენად დავბნეულიყავი, რომ ყველაზე სანუკვარი ნივთი სასიკვდილოდ გამეწირა.
ნახევარი საათი ვიდექი აივანზე, გაყინული და შოკირებული სხეულის დამორჩილება არ შემეძლო, მხოლოდ ღრმად ვსუნთქავდი და ვაკვირდებოდი, როგორ მინადგურდებოდა ნერვები. პირდაპირ ვგრძნობდი, როგორ წყდებოდნენ და არარაობაში იკარგებოდნენ. ბოლოს სხეული ავითრიე, სახლში შევბრუნდი, ჩავიცვი და სამსახურში წავედი.
***
ჩემი სამსახური - „უტუს დიზაინის სახლი“ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა. უტუ საკმაოდ მდიდარი მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო (ხო, ვაჟი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მშობლებთან სტუმრობისას არც ხმას ინაზებდა და არც მაკიაჟს იკეთებდა), ამიტომაც ორსართულიანი კომერციული ფართის ყიდვა და იქ ოფისის მოწყობა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. ჩვენი მთავარი საქმიანობა გემოვნებიანი ცხოვრების შექმნა იყო ბინის მოწყობით დაწყებული, საღამოს კაბების შერჩევით დამთავრებული. უბრალოდ ყველამ იცოდა, რომ თუ რამეს ვერ ფიქრობდა, თუ რაიმე უნდოდა და არ იცოდა, კერძოდ -რა, თუ ქორწილში წინა დღეს დაპატიჟეს და ვერ აზრობდა, რა უნდა ჩაეცვა, ჩვენთან მოდიოდა და ორმაგ, არა, ოთხმაგ ფასში ყველაფერს ლანგრით მირთმეულს იღებდა.
საოცნებო სამსახური მქონდა, უტუ არც მკაცრი უფროსი იყო, არც ძუნწი. საახალწლო, სააღდგომო, კოკო შანელის ხსენების დღისა და მარიამობას პრემიებს გვირიცხავდა მის ოთხ თანამშრომელს, ოფისში კი მუდამ მოეპოვებოდა კარგი ყავა და შამპანური. როგორც აღმოჩნდა, უტუ უბრალო სულელი იყო, რომელსაც ბევრი ფული ჰქონდა.
ოფისში მისულს საოცარი სცენა დამხვდა, ჩემი თანამშრომელი - ანანო, რომელიც ჩვენს მენეჯერადაც ითვლებოდა, სასოწარკვეთილი ქვითინებდა თორმეტი ათას ლარიან სავარძელში, ყვითელ დივანზე კი, რომელიც ორი წლის წინ მე ვიპოვე მეორეული ავეჯის საწყობში და მივხვდი, რომ უბრალოდ განძი იყო, უტუ გადამხობილიყო, შუბლზე კი შამპანურის ბოთლი მიედო.
-რა გჭირთ, ხალხო, რა ამბავია?
-ვაიმე, ეს რაღას გავს? - ჩემკენ გამოიხედა უტუმ და ამოიზმუვლა - რა არის გოგო, რა გაცვია?
-ჩემი აიფოუნი დამემსხვრა - ხმამაღლა ნათქვამი კიდევ უფრო საშინლად ჟღერდა - თქვენ? რა ჭირისუფლობა გამიმართეთ?
უტუ დივანზე გადაბრუნდა და ზმუილი განაგრძო, ანანომ, რომელსაც თვალებიდან ტუში ჩამოსვლოდა, შამპანური დაისხა და მეორე თორმეტიათასლარიან სავარძელზე მანიშნა.
-დაჯექი, შენი აიფოუნი ყველაზე ნაკლებად ტრაგიკული ამბავია აქ.
-ლექსა სადაა? - მოვიკითხე მესამე თანამშრომელი გოგონა, რომელიც ჩემ თანაშემწედ ითვლებოდა.
-მგონი ტუალეტში ბოლდება, არ ვიცი... დაჯდები თუ არა? ღმერთო ჩემო, შენი სვიტერის ფერი საშინლად მთრგუნავს, საერთოდ რატომ იყიდე?
-ვაიმე ანანო, ხომ გითხარი, მგლოვიარე განწყობაზე ვარ, აბა რა ჩამეცვა, ჟოლოსფერი? - ჩემი ლავანდისფერი სვიტერიდან გამკიცხავი მზერა ანანოზე გადავიტანე და სავარძელში ჩავეშვი.
-დალიე - სავსე ჭიქა გამომიწოდა ანანომ.
-ჯერ მხოლოდ თორმეტი საათია - ვთქვი და მის არაფრის მთქმელ მზერაზე დავამატე - კაი ხო, მიზეზი მაინც მაქვს.
-და ახლა რა ტელეფონი გაქვს?
ამოვიოხრე, ჯიბიდან ძველი, ღილაკებიანი „ნოკია“ ამოვაძვრინე და დარცხვენილმა დავდე მაგიდაზე.
-აუ-უ, აი არ არსებობს - ანანოს კისკისი აუტყდა და შამპანური დაექცა - ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, რამე თუ გამაცინებდა...
-გოგო შენ შიგ ხო არ გაქ? - იღრიალა უტუმ, დივნიდან ელვის სისწრაფით წამოხტა და გააფთრებული მიაჩერდა ჯერ ანანოს, შემდეგ მე - ყელამდე ნეხვში ვართ და დგას აქ მარინე გიორგის ასული ფერაძესავით კნავის!
-ვაიმე ბოდიში, ისედაც ნაოჭები გავიჩინე ამ შენ სალონზე ნერვიულობით რა! - წამოიძახა ანანომ, შამპანურის ბოთლს ხელი დასტაცა და კაკუნით დატოვა მისაღები.
-დაგვერხა - დამასწრო უტუმ, სანამ ისევ უაზროდ ვიკითხავდი, რა ხდება - მეთქი - ჩემო ელეანორ, ჩვენი ბუღალტერი თაღლითი აღმოჩნდა. მთელი ქონება გაუფლანგავს, გუშინ ღამით კიდევ წაუღია რაც რამე ბრენდი გვქონდა და წათრეულა რუსეთში...
პირი დავაღე, თუმცა შესაბამისი რეაქციის გამოსახატად ძალა ვერ ვიპოვე და ისევ დავმუწე. უტუს უჩვეულო მეთოდი თანამშრომლების არჩევისა, ბოლოს და ბოლოს, ცუდად დამთავრდა.
-ბალენსიაგას ჩექმებიც? - ვიკითხე ხმაჩამწყდარმა.
-ეგენიც - უტუ ისევ აქვითინდა.
-ეგ ტიპი, აკაკი, ვაფშე ბუხჰალტერი თუ იყო, ეგეც არ ვიცოდი, ხომ გითხარი, არ გავს ჭკვიანს - მეთქი.
- რავი აბა, გაგუშას დამ მითხრა, მაგრად ერკვევა მათემატიკაში და ანგარიშშიო, მე კიდევ აზრზე არ ვიყავი ამ ხარჯთაღრიცხვა და ჯანდაბაში... რას ვიფიქრებდი, გოიმი ქურდი თუ იქნებოდა - უტუს ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.
გვერდით მივუჯექი და ჩემდა გასაკვირდად, შევეცადე, გამემხნევებინა.
-ცუდ ადამიანებს რა დალევს, უტუ. არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით...
-არა, შენ არ გესმის - თავისი გაჩეჩილი თმები გაიქნია და აწყლიანებული, შავი თვალები უსახლკარო ლეკვივით შემომანათა - საქმიანობის უფლება აღარ გვაქვს, დარღვევების გამო დაგვკეტეს. ერთი თეთრიც არ გვაქვს ანგარიშზე, ყველაფერი გაუტანია, ხელფასებსაც ვეღარ გადაგიხდით, მამაჩემი არაფერს მაძლევს...
-მაშინ ეს ფართი გაყიდე- სწრაფად მოვძებნე იმედი, რომელიც უტუს უიმედო მზერამ ბუშტივით გახეთქა.
-გახსოვს, დატუსუნასთან ერთად ჰავაიზე რომ წავედი, გითხარით ჩემი შეკერილი კაბა ბიონსეს დამ იყიდა მეთქი...
-არ არსებობს - თვალები დავქაჩე - უტუ...
-ბანკში ჩავდე ეს ფართი- ცრემლები კვლავ ღაპა-ღუპით ჩამოსცვივდა - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ერთ კაპიკსაც ვერ მოგცემთ, რაც ბრენდული ნივთი დარჩა, ყველაფერი შეგიძლიათ აიღოთ, ნივთებს თუ გავყიდი, იქნებ მასე მაინც მოვაგროვოთ თანხა...
-არა მგონია, ბევრი ადამიანი იყოს იმდენად სულელი, რომ სამასი წლის სავარძლებში მანქანის ფული იხადონ - ტუჩი მოვიკვნიტე და წამოვხტი - ჯანდაბა, ამის დედაც! ბინის ქირა როგორ გადავიხადო? ღმერთო ჩემო... - უტუს ჩაბღუჯული შამპანურის ბოთლი გამოვგლიჯე და მოვიყუდე - ბომჟი ვხდები? ორ დღეში მეპატრონეს ფულს თუ არ მივცემ, ბომჟი გავხდები...
-მშობლები? - საწლყად ამომცედა უტუმ, მაგრამ მისი მოჩვენებითი მწუხარების არ მჯეროდა, ვიცოდი, იმიტომ ისაწ....ბდა თავს, რომ ფული არ მომეთხოვა.
-იქ დაბრუნებას ქუჩაში გაყინვა მირჩევნია - ბოთლი კვლავ მოვიყუდე. უნდა დავმშვიდებულიყავი რაღაც გამოსავალი უნდა მომენახა იმ საშინელი სიტუაციიდან - ესეც წლის დასასრული, არა? ჰმ... ამ დივანის გაყიდვა შეიძლება -ოთახი მოვათვალიერე და შევამჩნიე, როგორ აწრიალდა უტუ - გირჩევნია, ხმა არ ამოიღო, თორემ მთელ თბილისს გავაგებინებ, რომ ვიღავ გოიმმა, ვაგზლის პადზემკაში შემოსილმა დაგაბოლა და ჰავაიში ბანკის სესხით წახვედი! მერე კი შენი საწყალი თანამშრომლები უსახლკარობისთვის გაწირე!
-უიმე-ე - გაწელა და სიგარეტს მოუკიდა - შენღა მაკლიხარ რა.
-ხოდა ჩუმად იყავი, რასაც გავყიდი, ჩემი იქნება... ტელეფონი მათხოვე, ფოტოებს გადავუღებ...
შამპანური კვლავ გამომელია, მაცივარში კიდევ ერთი ბოთლი დავძებნე და უტუს გახსნა ვთხოვე, რადგან შამპანურის გახსნის ხმის მეშინოდა და ყოველთვის მეგონა, რომ საცობს რამეს გავარტყავდი. როგორც ჩანს, ეს საქმე არც უტუს გამოსდიოდა კარგად, რადგანაც, თითქოს იმ დღეს რაიმე უბედურება მეკლდა, მისი მოხსნილი საცობი პირდაპირ თვალში მომხვდა.
ძალიან მწარე იყო. უზომოდ მტკივნეული, თუმცა უკვე მეცინებოდა. თითქოს ვიღაც ანც დემონს ჩემი წვალების და უბედური ცხოვრების მორევში ჩათრევის კონკრეტული გეგმა გაეწერა და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებდა ამ გეგმას.
ყიდვა- გაყიდვის ჯგუფში უამრავი ხარახურა ავტვირთე, მათ შორის ის დივანი, რომელზეც ჩემი იდიოტი ყოფილი უფროსი წამოსკუპებულიყო. ოფისი დავიარე, თვითმარქვია ბუხჰალტერს თითქმის ყველაფერი გაეზიდა. დაუჯერებელიც კი იყო, როგორ მოახერხა ასეთი პირწმინდა უსინდისობის ჩადენა. მეც კი ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ცივსისხლიანი იყო?
ყოველ წამს და წუთას გულში გამჭოლ ტკივილად მაჩნდა ჩემი ტელეფონის მოგონება, რომელიც ძალიან დიდ სამსახურს გამიწევდა იმ გაჭირვებულ დროში. ბოლოს და ბოლოს, შიშველ ფოტოებს გავყიდდი, ან ელექტრონული ფულის გამომუშავებას ვისწავლიდი! სამსახურის ლეპტოპიც კი აღარ მქონდა.
საოცრად დაბნეული ვიყავი, ფაქტების აღქმა და გააზრება მიჭირდა, სასოწარკვეთილი ვდებდი სხვადასვა ნივთს გასაყიდად, სანამ უტუმ თავისი მობილური არ წამართვა და სახლში არ წავიდა. როდესაც გონზე მოვედი, საღამოს რვა საათი იყო, მარტოდმარტო, შუქჩამქრალ ოფისში ვიჯექი დივანზე და ცრემლები მომდიოდა.
-რა დავაშავე? - ვიკითხე და საკუთარმა თავმა სწორედ იმგვარი სია გადმომილაგა, რომელიც სანტას მეოთხე თანაშემწემ გამომიგზავნა. - ნუთუ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბოროტი ვარ? ჩემზე ბოროტებიც ხომ არსებობენ? რატომ ისინი არ არიან შავ სიაში? მაგალითად გაგი...გავიფიქრე, იქნებ დავურეკო და მოვიკითხო, ხომ არ მოვენატრე - მეთქი? ცდუნების ათასი ვარიანტი განვიხილე, თუმცა უეცრად არსაიდან, მოულოდნელად და დაუპატიჟებლად გამოჩნდა სინდისი.
ეს ხომ სწორი არ იქნებოდა? მე ის მეზიზღებოდა, მთელი არსებით მძულდა, დამერეკა და დათაფლული ხმით მესაუბრა მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ მქონდა? ის პაწაწუნა ფეხებიც ხომ არ დამეკოცნა? როგორ ვერ ვიტანდი, სპეციალურად რამდენიმე ზომით დიდ ფეხსაცმელს რომ იცვამდა, რადგანაც ვიზუალურად დიდი ფეხი გამოსჩენოდა, საყოველთაოდ მიღებული ფაქტი ეგონა ის ამბავი, რომ ფეხის ზომა კავშირში იყო პენ*სის ზომასთან, თუმცა ეს მხოლოდ მის შემთხვევაში იყო მართალი... ან რატომ ვიყავი ამ ადამიანთან ერთი წელი... მთელი წელი მის გვერდით მეძინა!
გაგისთან დაკავშირება გამოვრიცხე და მეგობრებს ჩამოვურეკე. რიგ- რიგობით მივიღე უარი ყველანაირი თანხის სესხებაზე, როგორც ჩანდა, უტუს გაკოტრების ამბავი უკვე ქვეყანას მოსდებოდა. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მეგონა, მეგობრები მყავდა, რაც ნამდვილი მეგობრებისგან კოლოსალურად განსხვავებული რამეა. ყველა, ვინც ჩემთან ერთად კუჭის გახეთქვამდე სვამდა და ერთობოდა, ვინც სიყვარულს მეფიცებოდა და უნეტარესად მემეგობრებოდა, უკლებლივ ყველა ერთ დღეში განმიდგა. ერთმა კი, რომელიც გაგის ნაცნობიც იყო, საერთოდ მომაძახა, გაგის „გერლფრენდი“ რომ იყავი, მაგიტომ გესალმებოდიო.
ეს იყო დამთრგუნველი და არარეალური სიზმარი, კოშმარი, რომელიც იმიტომ მესიზმრა,რომ ის უაზრო წერილი მივიღე... ძილში ვბორგავდი, მწვალებელ სიზმრებს ვებრძოდი, ყველანაირი საშინელება ამოეტივტივებინა ჩემ ქვეცნობიერს, ვკანკალებდი, ტელეფონს ვამტვრევდი...
-ლეა! ლე-ე-აა! - ვიღაც ძლიერად მანჯღრევდა და სახეზე ცელებს მითათუნებდა, მგონი ყურებიც დამისრისა - გაიღვიძე! თავი ხოარ მოიკალი?
თვალები გაჭირვებით გავახილე, ძალიან მეძინებოდა და შამპანურის გამო თავი მისკდებოდა. რატომ უნდა მდომებოდა? ბოლოს და ბოლოს გავასწორე ფოკუსი , ჩემს წინ ჩემი ყოფილი თანაშემწე, ალექსანდა ჩამუხლულიყო, ჩაშავებული თვალები და გაფითრებული კანი ჰქონდა. ერთბაშად გამახსენდა წინა დღის ყველა მოვლენა და გულისრევა ვიგრძენი. რეალობა სიზმრებზე საშინელი იყო.
-გაიწიე, შეიძლება ვარწყიო - წამოვჯექი და ლექსა ხელის კვრით მოვიშორე. მიმოვიხედე, სავარძლები არსად ჩანდა, ისევე, როგორც ნახევარზე მეტი ავეჯი.- რა მოხდა?
-უტუს მოვალეების შემოსევა აქვს. დივანიც მიჰქონდათ, მაგრამ ვერ გაგაღვიძეს... ღმერთო ჩემო, თვალზე რა გჭირს?
-რა? დივანი? არა, არა, არა, ეს ჩემია...
-გაუღვიძია, ბიჭებო, აბა მოდით, ბარემ ესეც ჩავდოთ - მომესმა ხრინწიანი ხმა და მალე ტანდაბალი, შავგვრემანი კაციც გამოჩნდა, რომელსაც ხელში სანტიმეტრების საზომი და პატარა ბლოკნოტი ეჭირა - გოგონი-ი, ადექი, ბოლოს და ბოლოს, რას გაიშოტე ახალი პატარძალივით?
პირი დავაღე, დავმუწე, მერე ისევ დავაღე, ბოლოს დივანს ერთადერთი შვილივით გადავეფარე და ვიღრიალე - ეს დივანი უტუსი არაა, ჩემია! მე ვიყიდე, მე მოვიტანე, არ გაგატანთ!
-რაიმე საბუთი გაქვთ?
-რა საბუთი?
-დივნის ფლობის დამადასტურებელი!
-ვინმეს აქვს მასეთი რამე?
-მაშინ იგულისხმება, რომ რაც აქაა, ყველაფერი უტა გიორგაძის საკუთრებაა, ჯიგარს ჩემი ათი ათასი მართებს, ასე რომ აწიე ტაკუცები და მოშორდი აქედან, სანამ შენც არც წამიყვანიხარ!
-ვის ემუქრები, დებილო?!- სახელოები დავიკაპიწე და მუშტები შევკარი.
ათი წუთიც და მე და ლექსა იატაკზე ვისხედით.
-არ გინდა? ცოტას გიშველის - მოსაწევი გამომიწოდა, რომელიც ყოველთვის მოეპოვებოდა.
-არა-ა, მადლობა. ხო იცი, არ ვეწევი მაგას... სიგარეტი არ გაქვს? მე გამითავდა.
თავი გაიქნია.
-ეს როგორ გაგვიკეთა უტამ? მე კიდევ ხელფასის იმედით ის ფეხსაცმელი ვიყიდე...
-ლაშა-კოპწოსი? ხო გითხარი, ძაან მეძვირეა-მეთქი?
-ხო, სულელურად მოვიქეცი. ვერც გავყიდი ალბათ.
-შანსი არაა.
-შენ რაღატო ხარ აქ? - დავინტერესდი, რადგან ჩემზე უბედური იმ წუთას არავინ მეგონა.
-აბა სად უნდა ვიყო? - თვალები აახამხამა - მე ხო აქ ვცხოვრობ?
-რა? როდიდან?
-რაც მუშაობა დავიწყე... არ იცოდი?
-რავი, მე სულ გვიან მოვდიოდი და ადრე მივდიოდი, მეგონა, უბრალოდ პირნათლად რჩებოდი სამუშაო საათების განმავლობაში...
-ხო - ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა - უტუსაც მასე ეგონა და ვაფშე ძაან მარტივად ცდებით ხოლმე.
-ლექსა!
-ჰოუ...
-სახლი რატომ არ გაქვს?
-ჩემებთან ვიჩხუბე - მხრები აიჩეჩა - ჩემთვის და ჩემი ბოიფრენდისთვის მოსაწევს მე ვყიდლობ და საჭმელსაც, მეხარჯება რა, ქირისთვის აღარ მყოფნის...
-უიმე. ვერ ვიტან, როცა კაცი ქალის კმაყოფაზეა - დავიმანჭე.
-სიყვარული ერთმანეთის დახმარებაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვის ეხმარება?
არგუმენტის მოყვანა მინდოდა, მაგრამ არაფერი გამახსენდა, ბოლოს ამოვილუღლუღე, კაცი კაცია- მეთქი, თუმცა თავადვე ვიცოდი, რომ სისულელეს ვამბობდი. სიმართლე ის იყო, რომ სიყვარული არასდროს გამომეცადა.
-ხო აი შეგიყვარდება ვინმე და ნახავ, როგორ გაგახარებს მისი დახმარება.
-და ახლა ხომ შენ გჭირდება დახმარება? ახლა შენმა შეყვარებულმა უნდა იზრუნოს შენზე - პროვოკაციული ხმით წამოვიძახე.
-და იზრუნებს კიდეც- დარწმუნებით მიპასუხა ლექსამ.
იმ დროისთვის ურთიერთობებსა და სხვებზე ზრუნვაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, ამიტომ ჩემი ყოფილი თანამშრომელი თოქ-შოუს ფორმატიდან გამოვიყვანე და ცოტა ხანს თავის მწვანე პრინცზე ფიქრი ავუკრძალე. ორივე უსახლკაროები ვიყავით, არც ერთს არ გვქონდა არსად წასასვლელი, უფულოდ და უმეგობროდ ვიყავით დარჩენილები. განა ეს არაა გადარჩენის საიდუმლო? იპოვო შენნაირი, გაერთიანდე და გაძლიერდე! ლექსა უსახლკარო ცხოვრებაზე გამოვკითხე და შევეცადე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გადარჩენის გზა დამენახა.
-მთავარია, კარგი ტანსაცმელი გქონდეს. თუ მაგრად გაცვია, არავინ იფიქრებს რომ სადმე ღამეს იმიტომ ათევ, რადგანაც სახლი არ გაქვს. თუ არადა ეგეც არაფერი, შეგიძლია მაღაზიიდან წამოიღო რამე კაბა, ჩაიცვა და მეორე დღეს უკან დააბრუნო, ვითომ არ მოგერგო. ეგრე ხშირად ვაკეთებდი, მარა ახლა უკვე ყველა კონსულტანტი მცნობს... შენ ხო გაქვს კაი ტანსაცმელი?
-მაგის მეტი რა მაქვს? - ჩემი ერთადერთი შემორჩენილი ღირსება გავიხსენე.
-ბევრი მდიდრული ბარი და რესტორანი ვიცი. საკმარისია იქ ლამაზი ქალი შევიდეს, შანსი არაა, ვინმემ ცარიელი მუცლით და მშრალი ყელით გამოუშვას.
-და სანაცვლოდ რა უნდათ, სექსი? - თვალები გამიფართოვდა და წარმოვიდგინე, როგორ მიმათრევდა ვიღაც ღიპიანი კაცი ტუალეტისკენ. გამაჟრიალა.
-არა გოგო, რა სექსი. უმეტესობას უბრალოდ ლამაზი ქალი და ფლირტი უნდათ. საუბარი რა. ადამიანები ძალიან კეთილები ხდებიან, თუ მათ უსმენ. აი, მე, მაგალითად, ერთო ნაცნობი მყავს, ულვაშიან ძიას ვეძახი, სახელიც არ ვიცი. ცოლი ძაან უყვარს და ვაფშე არ უნდა იმის ღალატი, პროსტა ერთობა რა, სინდისიც სუფთა აქვს. კომპლიმენტებს მეუბნება, თითქოს თავისუფალი და ახალგაზრდა იყოს, ჩვეულებრივი იმიტაციაა, თავის მოკატუნება ღამით... გამთენიისას სახლში მიდის, მთვრალი და პატიოსანი, ცოლიც ვერ გრძნობს სხვა ქალის სუნს მის ტანზე და როდესაც ეკითხება - ხომ არ მღალატობ, წრფელ პასუხს იღებს.
ლექსას ხშირად ემართებოდა ასე, დაიწყებდა ყოვლად ჩვეულებრივ საუბარს, ამ ქვეყანაზე იყო, მერე ნელ-ნელა, თითქოს საკუთარ სიტყვებს თან მიჰყვება და აკვირდებაო, მზერა ებინდებოდა და მეოცნებესავით, ნაზი ხმითა და რბილი ტონით აგრელებდა საუბარს. ამას მარიხუანის გვერდით ეფექტად მივიჩნევდი, თუმცა ამ გოგოს ძალიანაც უხდებოდა.
-ანუ უვლაშიანი ვითომ- საყვარელიც გყავს ? - გაკვირვებულმა თავი მოწონების ნიშნად დავიქნიე- გენიალურია!
-სანამ რამე ფართს ვიშოვიდე, ასე მომიწევს ცხოვრება... ნიკა მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ამაში ვერ დამეხმარება - ნიკა ალბათ მისი ბოიფრენდი იყო. - თუ გინდა, შემომიერთდი.
სიმართლე რომ ვთქვა, ვითომ-საყვარლის იდეა დიდად არ მომეწონა. ლექსას დაბალი სტანდარტები ჰქონდა და ჯიბეგაფხეკილი ბოიფრენდი აკმაყოფილებდა, თუმცა მე ისეთ სიტუაციაში ვიყავი, ჩემს თავს ამგვარი სიმარტივის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემდი. მეორე მხრივ, შემეძლო ნამდვილი თაყვანისმცემელი შემეძინა. მე ხომ შესანიშნავი ტანი და კიდევ უფრო ლამაზი სახე მქონდა! სწორედ ამიტომ ვიტანდით მე და გეგა ერთმანეთს მთლი წელი - მე ლამაზი ვიყავი, ის კი მდიდარი! იმ ნაბიჭვარმა ახალი სილამაზე ნახა, მეც უნდა მომეძებნა ახალი სიმდიდრე. ხო, შეიძლება უტიფრობა და ქარაფშუტობაა, მაგრამ როცა სამსახურს კარგავ და ბინიდან გაგდებენ, მარადიულ სიყვარულზე ფიქრის დრო აღარ რჩება!
ლექსა სახლში წავიყვანე, რათა მის „ხრიკებსა“ და ნაცნობებზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო და თან ბარგი ჩავალაგე, რადგანაც ვიცოდი, ის საშინელი ქალი დიდ დროს აღარ მომცემდა მომზადებისთვის, როდესაც რიგით მესამე დღე დადგებოდა.
ჩემმა ნივთებმა ერთი დიდი ჩემოდანი, ხუთი დიდი ყუთი და ორი ნაგვის პარკი შეადგინა. ეს ყველაფერი ტანსაცმელი იყო, რომლებსაც ვერაფრის დიდებით ვერც გავყიდდი, ვერც სადმე დავტოვებდი. ეს იყო წლების შრომის შედეგი, სტილი, რომელიც ჩემ უნიკალურობას ავლენდა, ჩემი პიროვნება.
არ ვიცოდი, მთელი ეს ბარგი სად დამეტოვებინა, ან როგორ წამეღო.
-მანქანა მაინც მყავდეს - ამოვიოხრე დაღლილმა, როდესაც, საღამოს ექვს საათზე მივესვენე ლექსას გვერდით, დივანზე - ამდენს რატომ ეწევი?
-რავი, ასწორებს.
ვფიქრობდი, რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ არც დედამისი ვიყავი და არც ბაბუა, ჭკუის დარიგება რომ დამეწყო, საკუთარი პრობლემებიც მყოფნიდა,
-ორმოცდახუთი ლარი მაქვს დარჩენილი წინა ხელფასიდან - ხმამაღლა ფიქრი დავიწყე- არავის იცნობ, ნაკლული სუნამოები რომ უნდოდეს? ყველა ორიგინალი მაქვს.
-როგორ არა, წამოიღე დღეს ბარში და ვნახავ ვინმეს... შენი ზმანები დროებით ჩემ ბოიფრენდთან დავტოვოთ, გარაჟი აქვს, გინდა ვეტყვი, გამოგვივლის.
-მანქანა ჰყავს? - რატომღაც დაუჯერებლად მეჩვენა.
-ხო, რაღაც მასეთი.
ვინაიდან ბარში „სანადიროდ“ ვაპირებდი წასვლას, შესაბამისად „შევიარაღდი“ - ჩემი ულამაზესი, მოკლე, შავი, სამკუთხადეკოლტიანი კაბა ჩავიცვი, იმავე ფერის მაღალი ჩექმები მოვირგე, ჩემი გრძელი, ქერა თმები ტალღებად დავიყენე და წითელი პომადით საბოლოო შტრიხი დავასვი იდეალურ „ლუქს“.
მთავარი პრობლემა, იასამნისფერი სისხლჩაქცევა ჩემი თვალის გარშემო, როგორც შემეძლო, დავმალე. თვალი ოდნავ შესიებული დამრჩა, თუმცა ფერადი „სილამაზე“ მაკიაჟისა და ოდნავ შეფერილი სათვალით დავმალე.
დარწმუნებული ვიყავი, რომ სილამაზე ყველა კარს გამიღებდა ისე, როგორც აქამდე აკეთებდა. ვიცოდი, რომ თვალწარმტაცი ვიყავი, ბუნებამ იდეალური ფორმები მაჩუქა ისე, რომ ზედმეტი თავის ტკივილი არც უკანალის დასაყენებლად მჭირდებოდა და არც მკერდის. საერთოდ, მკერდი ჩემი უდიდესი ღირსება იყო, რომლითაც იმაზე მეტად ვამაყობდი, ვიდრე ბიცოლაჩემი ექიმის დიპლომით. ჩემში ყველაზე მეტად სწორედ ეს ნაწილი მომწონდა. როგორც არ უნდა ჩამეცვა, ჩემი დალოცვილი ძუძუები მაინც აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და მათზე ერთგული არავინ მყავდა. სწორედ მათთვის ზედგამოჭრილი დეკოლტე კიდევ უფრო მმატებდა თავდაჯერებას, თითქოს მიუხედავად დიდი წარუმატებლობისა, იღბალი ნელ-ნელა ისევ მიბრუნდებოდა.
-ნიკა ვერ მოვა - დაიძახა ლექსამ სააბაზანოდან, სადაც თავად ემზადებოდა.
-რა? რატო? - იმედგაცრუებულმა ამოვიკვნესე.
-რავი... ვერ ვახერხებო... გარაჟის გასაღებს დაგვიტოვებს და მივიდეთ. ვიცი, სადაცაა.
-რა მაგრად გეხმარება შენი ბოიფრენდი - დავიდუდღუნე ჩუმად, რადგან გამახსენდა, როგორ ჭიკჭიკებდა ლექსა ცოტა ხნის წინ სიყვარულსა და ურთიერთდახმარებაზე - პლანს სძალავს და იყენებს, ამას კიდევ...
-რამე მითხარი? - საბაზანოდან სრულიად სხვა ადამიანი გამოვიდა. ლექსა, როგორც წესი, მოდურად, მაგრამ უბრალოდ იცვამდა. ფართე შარვლებისა და მაისურების დიდი გულშემატკივარი იყო, ძალიან მოკლედ, ყურებამდე შეჭრილი შავი თმა და უპაწიესი წინამო, რომელიც მუდმივად აჩეჩილი ჰქონდა, ჩემი თმის უთოთი ელეგანტურად დაეყენებინა, ტანზე მომდგარი, წითელი კაბა უნაკლო, სიფრიფანა სხეულს უჩენდა, უსახლკაროს კვალობაზე, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, ჩემს შემდეგ.
აი ასე, გამოპრანჭულებმა, მაღალ ქუსლებზე შეკოწიწებულებმა, ძლივს ჩავათრიეთ ჩემი ბარგი ტაქსამდე, შემდეგ კი თითქმის ქურდულად გადავზიდეთ ტაქსიდან რომელიღაცა კორპუსის წინამდებარე სათავსოში.
***
-მორჩა, ოფიციალურად გარაჟში ვცხოვრობ - დავიჩურჩულე - თან ჩემი გარაჟიც რომ არაა?
პირველები ვიყავით, ვინც იმ დღეს ბარ „ცხელ ჰავას“ ესტუმრა. იქ ცხოვრება, როგორც ჩანდა, შუა ღამისას იწყებოდა. გამახსენდა, როგორ ვაწყობდით წინა ახალ წელს მე და ლექსა ერთ-ერთ მსგავს ბარს წვეულებისთვის. ის ცხოვრება სულ რაღაც ერთი დღის წინ დამთავრებულიყო, მაგრამ უკვე ძალიან მენატრებოდა.
საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, რადგანაც ჩემი ყოფილი ქვეშევრდომი და ახლა უკვე თანამზრახველი, ვიღაც ჩასუქებულ კაცთან ჩემი ძვირადღირებული სუნამოების ნახევარ ფასში გაყიდვით იყო დაკავებული. ბარის შემაღლებულ მაგიდასთან ვისხედით, ჯერ არაფერს ვსვამდით, რადგანაც მთელი ჩემი სუნამოების ფული არ ეყოფოდა ერთი კოქტეილის საფასურს. ბარმენმა, რომელსაც თვალები ნახევარი საათი ვუჟუჟუნე, ყინულიან წყალზე დამპატიჟა, მაგრამ ჩემს კაბაში მციოდა, ამიტომაც უარი ვუთხარი.
მანამ, სანამ ლექსა ვაჭრობას დაიწყებდა, განმანათლა რა და როგორ იყო. მეც, თითქოს ბარში პირველად ვიყავი, მოსწავლის მორჩილებით ვუსმენდი. ასე, მაგალითად:
ბარში მარტოდმარტო ყოფნა დაუშვებელია. თუ მაგიდასთან გამომწვევი პოზით, ეულად დაჯდები, თანაც სასმელის გარეშე, ან ბო/ზი ხარ, ანდა შაქრის მამიკოს მაძებარი. ასეთებს კი სიმპათიური კაცები არ ეკარებიან, ფულიანები და სიმპათიურები- მით უმეტეს. მოგადგება ვინმე უშნო, ვალით გიყიდის კოქტელის და იმის იმედი ექნება, რომ ამ სასმელის სანაცვლოდ ფეხებს გადაუშლი. მიზანი უნდა გახსოვდეს, და ეს ყველაფერი მიგახვედრებს, როგორ მოიქცე - მიზანი ისაა, რომ სასურველი ქალი იყო, სასურველი ქალი კი არასდროსაა მარტო. მას კაცი არ სჭირდება, კაცს სჭირდება ის. ასე სექსზე დაგეშილ ცინგლიანებსაც მოიშორებ, რადგან წინასწარ ეცოდინებათ, რომ შენისთანა ქალს ვერ გაწვდებიან.
აი, რაღაც ასეთი. საიდან ისწავლა ლექსამ მთელი ეს ფილოსოფია, არ ვიცი, მაგრამ ვეთანხმებოდი.
-სამას ორმოცი - ლექსამ თვალწინ კუპიურები გამიფრიალა და ხელებში ჩამჩქარა.
-სულ ესაა? - სასოწარკვეთილმა გადავთვალე - ერთი ცალიც კი არ ღირდა ოთხას ლარზე ნაკლები!
-სხვა დროა, სხვა ვითარება - მხრები აიჩეჩა- ოთხასი ლარის იყო, მაგრამ ჩემი წილი ავიღე.
-გეკითხა მაინც - აღვშფოთდი - ძალიან ბევრი ხომ არ აგიღია?
-კარგი რა, აღიარე, რომ კარგად დაგეხმარე.
ხმა აღარ ამომიღია, ფული ჩანთაში შევინახე და მიმოვიხედე.
-საათები არ უნდა? მაგრამ იყოს, ეს ძალიან ცოტას იძლევა, ხვალ საათები გავყიდოთ, ორი ძვირადღირებული მაქვს.
-ცოტა შეანელე, რაღაც დაიტოვე, თორემ ერთბაშად დაგეხარჯება და მერე მშრალზე დარჩები!
-სამსახური უნდა ვიშოვო- თავი დავუქნიე- ინტერნეტიც კი არ მაქვს, განცხადება რომ მოვძებნო!
-სამსახურის პოვნას აქაც მარტივად შეძლებ, უბრალოდ ტექნიკურად დაიწუწუნე, რომ მოწყენილი ხარ და რაიმე საქმეს გააკეთებდი - თვალი ჩამიკრა ლექსამ.
-აჰა, ბლოკნოტი უნდა ვიყიდო და ეგენი ჩავიწერო. ისე, რატომ მეხმარები?
-რა?
-რაღაცნაირად ისე მექცევი, როგორც... როგორც...
-მეგობარს?- შემომეშველა.
-ხო, როგორც დაქალს.
-შენ ყველაზე ნაკლებად ცუდი უფროსი იყავი, ვინც კი ოდესმე მყოლია.
-ოუ... მართლა?
-ხო, ვაფშე არ გქონდა თავში ავარდნილი... ანუ ის არ გქონდა თავში ავარდნილი, რომ ვიღაცის უფროსი ხარ, ხო ხვდები? ადამიანები ეგრევე იცვლებიან, როგორც კი პატარა ძალაუფლებას გრძნობენ, შენ კიდევ თითქოს ვერც ხვდებოდი, რომ ვინმეზე მაღლა იდექი...
-მაგაზე არასდროს მიფიქრია - ვთქვი გულწრფელად.
-ხო და, აი მაგიტომ გემეგობრები. თანაც ერთნაირად ვართ, ერთი ქოლგის ქვეშ.
-ერთი ქოლგის ქვეშ - გავიმეორე - მგონი მეგობარი არც არასდროს მყოლია აქამდე.
-არაუშავს, მეგობრის არჩევა საკმაოდ რთული საქმეა - გაგებით შემომხედა - არ გაიხედო, ჩემი ულვაშა მოდის.
ისე მოვაჩვენე თავი, თითქოს ჩანთაში რაღაცის მოძებნა მინდოდა და ნელა გავიჭყიტე შემოსასველისაკენ. ტანმაღალი, ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი ჩვენკენ, უფრო სწორად, ლექსასკენ იყურებოდა. საკმაოდ სოლიდურად ეცვა და, სიმართლე რომ ვთქვა, რაღაცნაირად სიმპათიურსაც დაარქმევდი.
გავიფიქრე, კარგი კაცი უნდა იყოს-მეთქი. ჩაფსკვნილი იყო. მაგრამ უხდებოდა, შავი ულვაშივიფ ხშირი თმა გულმოდგინედ დაევარცხნა, თითოქს ვინმე ელჩთან შესახვედრად მიდიოდა.
ჩვენკენ დაიძრა, ლექსას გვერდით სკამზე მოთავსდა და ბარმენს უხმო.
-ირა, მე როგორც ყოველთვის, ქალბატონებს კი შენი საფირმო კოქტეილი მოართვი.
-მიყვარს, როცა მამაკაცი მარტივად ერკვევა სიტუაციაში - ლექსის დადაბლებული ხმა უხეშად მომხვდა ყურზე.
-მშვენიერების ხილვა ჭეშმარიტებას მაახლოებს - ლექსის ხელი ცოტა ხნით ულვაშში დაიკარგა, შემდეგ კოცნის ხმა გაისმა და ისევ გამოჩნდა.
თავს უკვე ზედმეტად ვგრძნობდი, თანაც მახინჯ ზედმეტ დაქალად. აი იმად, მიმზიდველ მეგობრებს კარგ ადგილებში რომ დაჰყვება, მაგრამ მარტო მას არავინ, არც ერთ წვეულებაზე არ დაპატიჟებს.
კოქტეილიც კი მისი ხათრით მიყიდეს!
როცა ბარმენმა წინ დამიდგა, წარბშეკრულმა გადავწყვიტე, რომ არ დავლევდი, მაგრამ საზამთროსფერი, სასიამოვნოდ არომატული სითხე თითქოს ნერვებზე მიღიტინებდა. ჯერ ცოტა მოვსვი, შემდეგ კი ერთბაშად მოწრუპე - უგემრიელესი იყო!
-ლიმონათივით ნუ სვამ- გაეცინა ბარმენს - გემო არ იგრძნობა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია, მალე დაგათრობს.
-მე? - გადავიკისკისე- ნუ ისაუბრებ იმაზე, რაც არ იცი, ახალგაზრდავ.
ჩაიღიმა, ლოყაზე ფოსო დააჯდა. საყვარელი იყო, მაგრამ ჩემნაირად ჯიბეგაფხეკილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალზე არ დამპატიჟებდა.
მოკლე თმა ჰქონდა, თითქმის გადაპარსული და ძალიან მუქი. ხშირი წარბები და რბილი ნაკვთები, მსხვილი ტუჩები.
იდაყვს დავეყრდენი და უფრო კარგად დავაკვირდი, ბოლოს და ბოლოს, მეტი მოსაუბრე არც არავინ მყავდა, ლექსისა და ულვაშას ფლირტზე კი უკვე გული მერეოდა.
მოხდენილად, ზედმეტი მოძრაობების გარეშე ატრიალებდა ბოთლებს, ჭიქებს აქეთ-იქით აწყობდა, წმენდდა, ანჯღევდა, ასხამდა და ამ ყველაფერს საკმაოდ საინტერესოდ და თავშესაქცევად აკეთებდა.
-როგორც წესი, მაგას რომ ამბობენ, მერე ვინმეს სახლში შიშვლები იღვიძებენ ხოლმე - მიპასუხა ჩემს ტრაბახზე. - თანაც, ძირითადად, სურვილის საწინააღმდეგოდ.
-დამიჯერე, ძალიან გამიხარდება, ისე რომ დავთვრე, თავი დამავიწყდეს და ჩემი ცხოვრებაც, მაგრამ შანსი არაა, ალკოჰოლი მასე არ მომეკიდება. ყოველთვის ვინარჩუნებ საღ აზრს.
-ყველა მასე ამბობს.
-მაგ ვისკის საყიდელი ფული რომ მქონდეს, დაგიმტკიცებდი, მაგრამ...
-ზედმეტად ბევრი გალეშილი ქალი მინახავს იმისთვის, რომ ეგ მაინტერესებდეს - ირონიული მზერით შემათვალიერა.
თავი ცუდად ვიგრძენი, რიგითად, რაღაც ჩვეულებრივად.
ვიღაც ბარმენი დამცინოდა, თანაც უტიფრად, დაუფარავად, არანაირად არ გამომარჩევდა ბრბოდან, თითქოს ერთი ნორმალური გოგო ვყოფილიყავი, რომლის ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა და წინასწარ გაწერილი სცენარით გალევდა ამ ცხოვრების მოწყენილ დღეებს.
აქამდე ნებისმიერი ბარმენი სიხარულით ცას ეწეოდა, თუ გამოლაპარაკების ღირსად ჩავთვლიდი, ახლა კი ვიღაც ირა ინტერესსაც არ კადრულობდა, ნუთუ ასეთი შესამჩნევი იყო ჩემი მორალური დეგრადაცია? ჰო, ალბათ მართლაც არსებობს მეექვსე გრძნობა, რაღაც ფარული სენსორი, რომელიც იდიოტ და ბულერ ხალხს აცნობებს, რომ სუსტი ხარ, მოწყვლადი, რომ მარტივად მოგერევიან...
-ლეა? ნაღდად შენ ხარ? - ფიქრებში წასული, ჩემი სახელის ხსენებაზე შევხტი და დაფეთებული შევბრუნდი უკან, საიდანაც ეს საძულველი ხმა მოდიოდა.
ანია.
მოდელი.
რამდენიმე წლის წინ ბარბერის კატალოგში გადაიღეს. ეგ იყო და ეგ, მაგრამ მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამპარტავნობისაგან კოსმოსში გაჭრილიყო და სადღაც იუპიტერსა და ურანს შორის გამოკიდებულიყო.
-შენღა მაკლდი - გავიფიქრე და გავიბადრე - ანია?
-გოგო-ო! ვერ ვიფიქრებდი, ახლა ბარში თუ გნახავდი... ჩემო საბრალო!
ვგრძნობდი, როგორ იღიმოდა ჩემს უკან ბარმენი, თითქოს ჩემი დამცირების კიდევ ერთ შანსს ელოდებოდა.
-ვერ ვხვდები, რატომ - მხრები ავიჩეჩე.
ჩაისუნთქა, ახლოს მოიწია , თითქოს ყურთან ჩურჩული უნდოდა, მაგრამ იმხელა ხმაზე გამოაცხადა სათქმელი, მარჯვენა ყურში წუილი სამი დღე ვერ მოვიშორე.
-ბაბლში წერენ, ლეაკუშკა ძაან ცუდ დღეშია, უტუმ გააგდო და ახლა უხელფასოდ დარჩენილი, ყველას ფულზე ურეკავსო.
ვიგრძენი, როგორ წამეკიდა ცეცხლი ლოყებზე. წარმოვიდგინე, როგორ ვაპუტავდი იმ სამასლარიან ვარცხნილობას ღერა-ღერ.
-უტუმ გამაგდო? - ნერვიულად გადავიკისკისე- კი არ გამაგდო, ბანკის სესხებში დაიხრჩო თავის სალონიანად. წარმოუდგენელია, რას აღარ იჭორავებს ეს უსაქმური ხალხი!
-ხო? ანუ გეგეშა იტყუება?
-გეგეშას ურჩევნია, თავის პლანისგან დავარდნილ ღირსებას მიხედოს - თავი მაღლა ავწიე - ან მაგის ნათქვამს რომ უჯერებთ, თქვენი გამკვირვებია.
-ნუ... რას ვიზამთ სიხუ, მარტო გეგეშა ხოარაა...
ეჭვი შევატყე სახეზე, გადავწყვიტე, უკარება სახე მიმეღო და მალე მომეშორებინა თავიდან, ამ დროს მობილურის ხმა გაისმა და მთელი ჩემი პერფორმანსი წყალში ჩამივარდა.
-ეს რისი ხმაა? პრეისტორიული მობილურის? ანანომ დაწერა ამაზე- აკისკისდა ანია.
-პრეისტორიულ ტვინს მაინც ჯობია - ჩავიდუდღუნე, წამოვხტი და უმისამართოდ წავედი.
ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, თითქოს მთელმა სამყარომ ერთდროულად გადაწყვიტა ჩემი დამცირება.
ბარის უკანა გასასვლელს აცრემლებული მივაწექი, რკინის კარი გაჭირვებით გავაღე, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და სასოწარკვეთილი სახით, აქვითინებულმა მოვუკიდე.
-რა ჯანდაბა ხდება? - ამოვიზმუვლე და კედელს მიყრდნობილი ჩავიმუხლე - სად წავიდა ჩემი ძალა?
მოთქმა-გოდება დიდ ხანს ვერ გავაგრძელე, რადგან ეზოში ფარების სინათლე და ცოტა ხანში, ავტომობილი გამოჩნდა.
რაღაც უზარმაზარი, შავი ჯიპი იყო, რომლის სახელიც არ ვიცოდი, მარკა ძალიან ცნობილი იყო, ალბათ წარმოუდგენელი თანხა ღირდა.
ვიღაც მდიდარი და იღბლიანი თავის გასიებულ უკანალს ამ ლამაზმანის სავარძელზე ათბობდა, მე კი, მოკლე კაბასა და თხელ ქურთუკში გამოწყობილი, ბარის უკანა ეზოში ვიყინებოდი, ასე კი იმიტომ მეცვა, რომ ვიღაც არარსებული მილიონერის ყურადღება მიმეპყრო. არასდროს მიგრძვნია ასეთი რამ - საკუთარი თავი მეზიზღებოდა, არა და მასზე მეტად არასდროს არავინ მყვარებია.
ყველა მძულდა, იმიტომ რომ ცხოვრება მეზიზღებოდა. არავის დანახვა აღარ მინდოდა, არც იმ ბარში შებრუნება, თითქოს იქ ყველა ჩემს დასაჩაგრად შეკრებილიყო, ჩემს დასაცინად. ერთი ნამწვი გადავაგდე და ახალ ღერს მოვუკიდე, თითქოს საკუთარ თავს თუ მოვახრჩობდი, უკეთესად გავხდებოდი.
-ძალიან სევდიანი ჩანხარ - მომესმა დაბალი, ხავერდოვანი ხმა. ასეთი ხმის პატრონებზე ამბობდნენ ჩვენს სალონში მოსული გოგონები, დაუფიქრებლად მივცემდიო. მე დაუფიქრებლად არავის არაფერს მივცემდი, თუმცა ეს ხმა... უბრალოდ აჯადოებდა, რატომღაც თბილ ბუხარსა და წითელ ღვინოს მახსენებდა, მყუდროებას და რომანტიკას მანდომებდა... ხმა სევდიანიც იყო და მხიარულიც, აღელვებულიც და მშვიდიც, დამაწყნარებელი და გამაგიჟებელი, მხოლოდ ამგვარ რამეს თუ შეეძლო იმ სასოწარკვეთილების მორევიდან ჩემი ამოყვანა, რომელშიც ასეთი ტრაგიკიზმით დავცურავდი.
ცრემლებით სავსე თვალები მოვიწმინდე. იმ მანქანის წინ, რომელმაც დიდი შური აღმიძრა, გრძელ, შავ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი იდგა, თუმცა მამაკაცი ძალიან ჩვეულებრივი აღწერა იქნება, ამიტომაც ამ ზმანებას ოლიმპოელ რომელიმე ღმერთს უფრო შევადარებდი.
ძალიან მიმზიდველი იყო, ლამპიონის სუსტ ნათებაზეც კი გავარჩიე მისი ულამაზესი, მკაცრი ნაკვთები, წაბლისფერი წვერი, ნუშისებრი თვალები, მზერა...
მივხვდი, რომ თავიდან ბოლომდე შემათვალიერა და მზერითაც გამაშიშვლა (ვითომ სიშიშვლე მაკლდა).
რატომღაც მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი, თითქოს რაღაც ქალური თვითგადარჩენის ინსტიქტი ამიმოქმედდა, რომელიც ყველაფერს იზამდა, რომ იმ ღამეს ბარის წინ სასოწარკვეთილებაში არ გავყინულიყავი.
-ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით - ლოყაზე ჩამოვარდნილი, გაყინული ცრემლი დემონსტრაციულად მოვიწმინდე.
-ამის დედაც! - წამოიძახა და რადგანაც ასეთ რეაქციას არ ველოდი, თვალები გაკვირვებით ვჭყიტე - ეს ვინ ჩაიდინა?
ცოტა დრო დამჭირდა იმის აღსაქმელად, რომ სათვალე მოხსნილი მქონდა, იმიტომ რომ ვტიროდი, მაკიაჟიც ჩამომრეცხოდა ცრემლების გამო, ანუ ჩემი დიდი, მახინჯი სილურჯე მთელი თავისი სიდიადით მიჩანდა ამ ღმერთკაცის წინ. ისე ამიჩუყდა გული, როგორც პატარა ბავშვს დედის დაყვავებაზე. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა სახის ნაკვთები, სიგარეტი მოვისროლე, სახეზე ხელები ავიფარე და ავქვითინდი.
მთელი სხეული მითრთოდა, ოღონდ ეგ ნამდვილად იმ სიცივის დამსახურება იყო, დეკემბრის ღამეს რომ მოსდებოდა. ვიგრძენი, როგორ შემეხო, რაღაც მომაფარა, სითბომ და სასიამოვნო სუნმა ცხელი შოკოლადივით გამამხნევა.
-უბრალოდ მითხარი, ეს ვისი ბრალია და...
-არა... ეს ... სისულელეა, ამას აღარაფერი ეშველება. კარგია, რომ ასე მოხდა, უფრო ძლიერი გავხდები - მტკიცედ ვუთხარი და მხრებზე მოფარებული მისი პალტო გავისწორე. ვიფიქრე, რომ ამ სიტუაციაში მომგებიანი არ იქნებოდა იმის გამხელა, რომ თვალი შამპანურის საცობმა ჩამილურჯა- შენ არ შეგცივდება?
-კარგია, რომ რა? - არ მეშვებოდა.
-კარგია, რომ აღარავინ არ მყავს, აღარც მოჩვენებითი სიყვარულის იმედი მაქვს - ამოვიბურტუნე.
-გასაგებია - თავი დაიქნია, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. - კიდევ ერთი ქალი, რომელიც არაკაცმა დატანჯა, არა?
მთლად ეს არ მიგულისხმია, თუმცა რადგანაც გეგას გამოლანძღვის შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, თანაც ასეთ კაცთან, აღარ ჩამისწორებია, რომ ზოგადად ცხოვრებისგან დატანჯული ვიყავი. თავი უხმოდ დავუქნიე.
-მან დაგარტყა? - ხმა დაეძაბა. გაკვირვებულმა ავხედე, მანამდე ვერ ვბედავდი სახეზე დაკვირვებას, თითქოს ვუფრთხოდი, თუმცა ძალიან ბევრს ვკარგავდი. ცისფერი თვალები ჩემს სახეზე ისე დარბოდნენ, თითქოს ჩალურჯებებს ეძებენო.
არ ვიცი, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, ქუჩაში გაგდებულს, ძონძებში შემოსილს როგორ მირტყავდა და დამცინოდა გეგა, ისევ ქვითინი ამიტყდა, სიტყვას ვერ ვამბობდი, ეს კი მან თანხმობად ჩათვალა.
-არაკაცი! ნაბი/ჭვარი! მითხარი, სად ცხოვრობს და გეფიცები, ძვლებს ერთიანად დავუმსხვრევ, ეგ შემიძლია, ნამდვილად შემიძლია. მითხარი.
-არა... არა - ამოვისუნთქე და ჰაერს ამოვაყოლე - გთხოვ, ამაზე საუბარი არ მინდა.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიდექით, მივხვდი, რომ საშინელ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, უცნობი პრომეთე უნებურად მოვატყუე, მას სავარაუდოდ ეგონა, რომ ბოიფრენდმა მცემა და მე იმდენად სულელი ვიყავი, რომ თავს ვერ ვიცავდი. მეორე მხრივ, მისი პალტო ძალიან კომფორტული იყო, ძლიერი, დაკუნთული ხელი ისე მოეხვია, თითქოს იმ არარსებული ბოიფრენდისგან მიცავდა, მძიმედ სუნთქავდა, იმაზე გაბრაზებული იყო, ვიდრე თავად ვიქნებოდი, ვინმეს რომ ვეცემე.
-სახლში მინდა - ამოვიოხრე - მეზიზღება ბარები... დაქალმა მითხრა, გულს გადააყოლებო, მაგრამ...
-წაგიყვან.
-არა, ეს...
-უარი არ მიიღება, გაიგე? ორი წუთით დამელოდე, შევალ, ერთს ვნახავ და...
-ვერ წამიყვან...
-ჩემი პატარა ყველგან მივა - თავის უზარმაზარ ჯიპზე მანიშნა.
-მე სახლი არ მაქვს - ამოვთქვი და დარცხვენილმა თვალები დავხარე.
-ჯანდაბა - თავი გაიქნია - რა თქმა უნდა...
-წამოვედი, სანამ რაიმე უარესი მოხდებოდა. მისმინე, არ მინდა ჩემი პრობლემებით შეგაწუხო, ნივთები ერთ გარაჟში შევინახე, ღამეს იქ გავათევ, მგონი ძალიან არ უნდა ციოდეს...
-გამორიცხულია. მარტო, ღამით, ასეთი ლამაზი ქალი. მეუბნები, რომ გაგწირო? წამოდი ბარში, სულ ცოტა დრო მინდა, შემდეგ კი სახლში წაგიყვან და... და რამეს მოვიფიქრებთ, კარგი? ნუ გერიდება - დამასწრო, სანამ საწყალი სახით ვიტყოდი, ვერ შეგაწუხებ-მეთქი - არაფერია სასირცხვილო. ბედნიერი ვიქნები, თუ დაგეხმარები. წამოხვალ?მოიცა...- მანქანისაკენ გაიქცა, სალონში რაღაც დაძებნა, უკან დაბრუნდა და შანელის სათვალე გამომიწოდა - ეს ჩემ ბიძაშვილს დარჩა, შეგვიძლია ვეთხოვოთ...წავედით.-წელზე ფრთხილად მომხვია ხელი და უკან შემიყვანა.

სანამ ბარის მაგიდასთან არ მივედით, ჩემი წელისთვის ხელი არ გაუშვია, ვგრძნობდი, რომ ყველა იქ მყოფის თვალი ჩვენკენ იყო მოპყრობილი, უმეტესობა შურით გვიყურებდა, იქნებ ვინმე მდიდარი მეცენატი იყო, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა ხალხში და მის გვერდით მხოლოდ ულამაზესი ქალები დადიოდნენ? რაღაც ასეთი ნამდვილად იქნებოდა, რადგანაც ანიაც კი, რომელიც თავს ყველაზე ლამაზად მიიჩნევდა, აღშფოთებული მაკვირდებოდა. ისეთი მზერა ჰქონდა, მადლობელი ვიყავი იმ ლამაზი, მუქი სათვალისთვის, რომელიც ჩემმა პრინცმა გადმომცა.
ესეც ასე, კა/პავ! ბარში ორი საათიც არ ვიყავი და უკვე ყველაზე სასურველი კაცის გვერდს ვამშვენებდი და საერთოდ, ბარბერის კატალოგში მე იმიტომ არ აღმოვჩნდი, რომ უბრალოდ არავინ მიცნობდა. დაუფასებელი, სარეველებში დამალული ყვავილი ვიყავი, უდაბნოს ვარდი...
ამგვარი და კიდევ უფრო თავხედური აზრები მაშინ გამიწყდა, როდესაც ჩემმა პრინცმა ბარის მაგიდასთან მიმიყვანა და იმ ალიგატორს დაუძახა.
-ირაკლი! ამ მშვენებას მიმიხედე, რამე გამამხნევებელი დაუსხი, ოღონდ ძალიან ძლიერი არა. მალე მოვალ, კარგი? - ხელზე მეამბორა და ზურგი მაქცია.
გაბადრული სახე მაშინვე მომეღუშა, როგორც კი არამზადა ბარმენი წინ გამომეჭიმა.
-მისთვის არ გითქვამს, რომ მძიმე სასმელსაც მშვენივრად აიტან?- ირონიული მზერით მოავლო თვალი ჩემ მხრებზე შემოვლებულ მამაკაცის სამოსს.
-ისეთ ადამიანთან საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს, რომელიც დაუფიქრებლად ისვრის სიტყვებს, როცა წარმოდგენა არ აქვს არც პიროვნებაზე და არც სიტუაციაზე- თავი ღირსეულად ავწიე - შეგიძლია მშვიდად იყო იმ ხალხის ნაწილი, ვინც სხვების დამცირებით საზრდოობს, უბრალოდ პატიოსნად მაინც ნუ მოგაქვს თავი, ვითომ მთელი სამყარო კანალიზაცია იყოს და შენ წყარო ანკარა- ჩამოვარაკრაკე.
გაშტერებულს, თვალები გაუფართოვდა, ეტყობა მისი ჭარტალა ენაც კი დაიბნა ჩემს მონოლოგზე, მარტინი გაუაზრებლად ჩამომისხა და ხმის ამოუღებლად გამეცალა.
-ესეც ასე, გამახსენდა მგონი თავდაცვა - ჩავიღიმე და თვალებით ლექსა მოვძებნე.
თავის ულვაშასთან ერთად ერთ-ერთ შორეულ მაგიდასთან გადაენაცვლა, თავდავიწყებით იცინოდა და მუსიკას ნელა აყოლებდა ტაკს. ულვაშა ისე შეჰყურებდა, თითქოს ლექსა კარგად დაბრაწული, შესაჭმელად გამზადებული, გემრიელი ბარკალი ყოფილიყო, ის კი მშიერი ბულდოგი.
ეჰ, ლექსა, ლექსა, არ ვიცი, რას ფიქრობდი, როცა ამბობდი, რომ ამ კაცს ცოლი უყვარდა. შეუძლებელი იყო ამ კაცის მზერაში უპირობო თაყვანისცემა არ დაგენახა, თანაც არა ვინმე სხვა ან ზოგადად ქალის, არამედ ლექსას მიმართ.
მარტინი მოვწრუპე, ტრაგიკული განწყობა ნელ-ნელა გამომიკეთდა. თითქოს შეწყდა ის წნევა, რომელსაც თითოეული „სახლიანი“ ან „ფულიანი“ ადამიანისგან მეგონა, რომ მოდიოდა. იქნებ ყველაფერი ჩემ თავში ხდებოდა? უსახლკარობის კომპლექსი ავიკიდე, ან რამე მასეთი.
ბოლოს და ბოლოს, რაიმე იაფფასიანი სასტუმროს მოძებნა შემეძლო, ამისთვის საკმარისი ფული მქონდა. თუ ჭკუას ვიხმარდი, ჩემი ფართო სანაცნობო წრე რაიმე სამსახურსაც მაშოვნინებდა, ის წერილი კი , რომელიც ავბედითად მეჩვენებოდა, უბრალო წერილად დარჩებოდა.
-წავიდეთ? - ჩემი მხსნელის ხმა მომესმა. ნაზი ღიმილით შევბრუნდი.
-ვერ გადამიწყვეტია, ღიმილი უფრო გიხდება თუ ცრემლები- ლოყაზე თითი მომითათუნა.
-შენი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი.
-როგორც მე-შენი. იქნებ გამოგვეცნო?
-მხიარულად ჟღერს - გავუცინე.
-ოღონდ აქ არა... ზედმეტად ბევრი თვალია, დაითრგუნები. მომყევი- ისეთივე ელეგანტური ჟესტით ჩამომასკუპა მაღალი სკამიდან, როგორც დამსვა და თითქმის მიხუტებული გამიყვანა.
უზარმაზარ მანქანასთან მისულს, კარი გამიღო და დიდი პატივით შემიპატიჟა. სალონიდან სითბო და სასიამოვნო სუნი იღვრებოდა, და ისე, როგორც ბოროტი კუდიანის ტკბილეულის ქოხი, ჩემნაირ სულელ ბავშვებს იტყუებდა. ამ ასოციაციამ, რომელიც ჩემს გონებაში მოულოდნელად გაჩნდა, დამაეჭვა. რა გარანტია მქონდა, რომ სადმე არ წამათრევდა და ორგანოებს არ ამომჭრიდა? იქნებ ელენთების ვაჭრობით იყო ასეთი მდიდარი? თუ მანიაკი არ იყო, რატომ გაუჩნდებოდა ორი წუთის გაცნობილი, უსახლკარო და ქმრისგან ნაცემი (ეს კი ტყუილი იყო, მაგრამ მას ხომ ასე ეგონა?) გოგონას სახლში წაყვანა?
მანქანაში ასასვლელი ფეხი ჰაერში გამიშეშდა, იქნებ სიხარბე კიდევ უფრო დიდ უბედურებაში მიტყუებდა? ბოლოს და ბოლოს, მას ჩემგან მინიმუმ სექსი უნდოდა, მაქსიმუმ თირკმელი!
-ნუ გეშინია... - თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო - ვიცი, უცნაურად ჩანს ჩემი ასეთი დაინტერესება, მაგრამ დამიჯერე, არც ერთ ქალს არასდროს არაფერს ვატკენ, რა თქმა უნდა, მისი თანხმობის გარეშე - დაამატა დადაბლებული ხმით, თვალი ჩამიკრა და მანიშნა, ჩაჯექიო.
დამაჯერებლად ჟღერდა, მე კი მციოდა, მშიოდა და მეძინებოდა. უკან, ბარში შებრუნებაც აღარ გამოვიდოდა, ახლა მთელი ჩემი სანაცნობო ფიქრობდა, რომ ახალი, უცნობი, მდიდარი შეყვარებული მყავდა.
უცნობი იმიტომ, რომ ანია თუ ასეთ კაცს გაიცნობდა, ჩემამდე აღარ მოუშვებდა ანდა ისე მიეწებებოდა, სხვა ქალებს შანსს მოუსპობდა. ვხვდებოდი, რომ ეს ჯეელი ქალაქში ახალი ბრილიანტი იყო და ვაღიარებ, ინტერესით ვკვდებოდი, თუ ვინ იყო. ჩვეულებრივ, ყველა მდიდარისა და წარმატებულის ცხოვრებას ქართული უნიჭო ყვითელი პრესა მოსაწყენად აზიარებდა, თუმცა მასზე არაფერი მსმენოდა, არც მისი იდეალურად დაყენებული ვარცხნილობისა და წვერისთვის მომეკრა თვალი ადრე.
-აბა, გამოვიცნოთ?- თქვა, როდესაც მანქანა დაძრა - მოწევ?
სიგარეტი გამომიწოდა, ფრთხილად გამოვართვი.
-შეშინებული ჩანხარ, მოეშვი, გთხოვ.
-ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად გაუარესდა, მაპატიე, ცოტა ნდობის პრობლემა მაქვს.
-საბოდიშო არაფერი გაქვს. აქამდე არ დაურტყამს?
ჩემ წარმოსახვით ქმარს არ ეშვებოდა. ცოტა არ იყოს, ნერვები ამეშალა. ვაი და მართლა ვეცემე ვინმეს, გამუდმებით ამაზე საუბარი მენდომებოდა?
-კი - მხოლოდ ესღა ვთქვი.
-საბრალო - ხელი გამოიწოდა და ლოყაზე მომითათუნა. - აი, ნახავ, ცოტა ხანში ყველა შურით შემოგხედავს, ის კი შენთან მოახლოებას ვეღარ გაბედავს.
თავი დავუქნიე და გავიღიმე.
-ელენა - თქვა უცბად.
-რა?
-დაგავიწყდა, რომ სახელები უნდა გამოვიცნოთ?
-ა-ა, არა- გამეცინა - ჩემ სახელს ვერ გამოიცნობ,
-ნუთუ? ვნახოთ, ვნახოთ.
-ლილე?
-შანსი არ გაქვს- მეთქი.
-თუ გამოვიცნობ, ერთი სურვილი ჩემზეა- პატარა ბავშვივით გამხიარულდა. ასეთი ღიმილის პატრონს ათას სურვილს მივცემდი უფასოდ, თუმცა რადგანაც არ იშლიდა, განაზებულმა დავუქნიე თავი.
-ვიცი, რომ „ლ“ ფიგურირებს, დარწმუნებული ვარ- შუბლი შეჭმუხნა.
-ყავაში როდის ჩამიხედე? - გადავიხარხარე.
-ჩემს ინტუიციასთან ხუმრობის უფლება მხოლოდ მე მაქვს- საჩვენებელი თითი დამიქნია - ელი?
ჩავიფხუკუნე. ჩემი სახელი საკმაოდ მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და შესაბამისად, მისი წვალება უსასრულოდ შემეძლო, თუმცა ძალიან მომინდა, მისი ინტიუციისთვის ხოტბა შემესხა.
-შეიძლება მასეც ითქვას.
-ანუ ელით იწყება... ელენა არა... მაშ... ელენიკო? - ჩემს სიცილზე თავადაც დაიკრიჭა - ელისი? არა... ელიზაბეტი... ელეონორა... ელ...
-ყოჩაღ! - გულწრფელად შევყვირე.
-ელეანორ! რა უცნაურია! დარწმუბებული ხარ, რომ ეს ფსევდონიმი არაა?
-აბსოლუტურად!
-მაშინ სურვილი ჩემია!
-ნებისმიერი!- გავიბადრე.
-იმდენად პრიმიტიული არ გეგონო, რომ შენთან სექსი ასეთი ხერხით მოვინდომო - დასერიოზულდა.
-არა? - გაკვირვებულმა ვიკითხე, თუმცა დროზე მოვტვინე, რომ ასე ფიქრებს გავცემდი და გადავაკეთე- არა, ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ რათქმა უნდა, ასე არ ვიფიქრებ.
კმაყოფილმა დაიქნია თავი, კერძო დასახლებისაკენ გადაუხვია. აქაურ ადგილებს კარგად ვიცნობდი, რადგანაც უტუს მშობლები ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე სტუმრადაც ვიყავი მიპატიჟებული.
დედაქალაქის ეს ძველი უბანი ექსკლუზიურად მდიდრების საკუთრება იყო. როდესაც ამ კეთილმოწყობილ და სუფთა ქუჩაზე პირველად ჩავიარე, მახსოვს, გავიფიქრე, რომ ცხოვრების მიზნად აქ დასახლება უნდა მექცია. თუ საჯარო რეესტრში შენ მისამართად ამ ქუჩის სახელს გაფორმებდი, ადგილი ელიტურ საზოგადოებაში გარანტირებული გქონდა. და სახლები? უზარმაზარი გალავნებით შემოსაზღვრული, დიდეზოიანი სახლები სამი, ოთხი სართულით უბრალოდ ოცნება იყო!
ამ ფიქრებმა ჩემი მხსნელის ვინაობასთან დამაბრუნა, მისი სახელო ჯერ კიდევ არ ვიცოდი, შესაბამისად, არც სოციალურ ქსელებშოი დაძებნა და მისი რელევანტური შეფასება შემეძლო.
-და თუ მეც გამოვიცნობ, სურვილი მეკუთვნის?
-არა მგონია, ეგ გჭირდებოდეს - მითხრა სერიოზული ტონით - შენი ყველა სურვილი ისედაც ახდება.
-კი, იმიტომაც ვარ უსახლკარო - მწარედ გამეცინა.
-უკვე აღარ. ილია პაიჭაძე - თავი დამიკრა - თქვენი მონა-მორჩილი.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას?
-მეხმარები. შენ ხომ ისიც კი არ იცი, სიმართლეს გეუბნები თუ არა?
-არა მგონია, ბარის შესასვლელთან სასოწარკვეთილი ქვითინი და იმ ადამიანთან შემთხვევითი შეხვედრა დაგეგეგმა, რომელიც ქალაქში მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა. ამ ყველაფრისთვის კი თვალი ჩაგელურჯებინა.
-ჰო, ეგ ნამეტანი იქნებოდა - ვთქვი და გავიფიქრე, რომ უიღბლიანესი ადამიანი ვიყავი.
-აი, მოვედით - თეთრ, მაღალ ჭიშკართან რამდენიმე წამით შევიცადეთ, შემდეგ, ნელ - ნელა. ისე, როგორც შენელებულ კადრებშია ხოლმე, კარი გაიღო და სამსართულიანი, თეთრი სახლი გამოჩნდა.
ადრე, სამსახურში დროის გასაყვანად მობილურში ერთი აპლიკაცია მეწერა, სადაც ცხოვრებას ვიშენებდი. მთელი ინტერნეტ- ქონება მქონდა, რომელიც ერთოთახიანი ბინით დაიწყო, თუმცა იმდენად წარმატებული მოთამაშე გამოვდექი, რომ ზუსტად ორ კვირაში კერძო სახლისათვის საკმაო ქულების დაგროვება შევძელი.
ერთი კვირაც და ამ სახლზე ორი სართული დავაშენე და ინტერიერის მოწყობაზე გადავედი, იდეალური საცხოცრებელი გამომივიდა. ისეთი, რეალობაში რომ არ მენახა, იქამდე, სანამ ილიას სახლამდე არ მივიდოდი.
ეს ჩემი ოცნების შენობა იყო, ეზოს კენჭიდან დაწყებული, სახურავით დამთავრებული.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს მოკრძალებულ სამყოფელში- კარი გამიღო და პირდაღებულს, გზა დამითმო.
ღია ფერებში გადაწყვეტილმა, უზარმაზარმა მისაღებმა თვალი მომჭრა. თითოეული დეტალი მიცინოდა, ხელს მიქნევდა, თავს მაწონებდა. ავეჯი (და ამაში ნამდვილად კარგად ვერკვევი) უმაღლესი ხარისხის იყო, ჭაღები ალბათ იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე მთელი თბილისის ქალების სუნამოები ერთად აღებული, მარმარილოს ფილები ტირილს მანდომებდა, სურვილი მწვავდა, იატაკზე დავცემულიყავი და სიხარულისგან მეფორთხა.
ვიცი, ვაჭარბებ, მაგრამ უსახლკაროს, ყველაფერი იმაზე გაცილებით ლამაზი მეჩვენებოდა, ვიდრე რეალობა იყო. რეალობაში კი სახლი უზარმაზარი, ძვირფასი მასალით ნაკეთი და გემოვნებით მოწყობილი იყო.
-მოგწონს?- მკითხა და მხრებიდან საკუთარი პალტო მომხსნა.
-ერთადერთ შესწორებას შევიტანდი.
-ნუთუ? -გაკვირვებულმა შემომიარა და სავარძლებისაკენ წავიდა, რომლებიც დაბალი მაგიდის ირგვლივ კომფორტულად დაედგათ.
-საახალწლო სული არ იგრძნობა!
-ჯერ მხოლოდ ათი დეკემბერი დაიწყო - საათს დაჰხედა - ადრეა!
-ხუმრობ? დეკემბერს უკვე საახალწლო განწყობით უნდა შეხვდე! ეს ხომ გადასარევია! როცა შეგიძლია, უზარმაზარი ნაძვის ხე გქონდეს, როცა ამხელა მისაღები გაქვს, უბრალოდ დანაშაულია, რომელიმე კონკრეტულ დეკემბრის დღეს დაელოდო.
-როგორც გეტყობა, ძალიან გიყვარს ახალი წელი. მე ამხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ - მხრები აიჩეჩა.
-დღესასწაულები ხომ იმისთვისაა, რომ ხანდახან ადამიანებმა საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცენ - მის გვერდითა სავარძელში ჩავეშვი - ახალი წელი კი განსაკუთრებულია, ყველაფერი ბრწყინავს, ციმციმებს, ეს არარელიგიური დღესასწაული ყველასია, გამონაკლისის გარეშე! განა ეს მშვენიერი არაა?
-თუ მოინდომებ, შეგიძლია აქაურობა თავად მორთო - თქვა მოკლედ.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ვინაიდან, გაურკვევლობაში მყოფი, გამალებით ვფიქრობდი. ნუთუ იქ დარჩენას მთავაზობდა? თუ უბრალოდ პასუხი გამცა ჩემს თავგამოდებულ მტკიცებაზე, რომ საახალწლო განწყობა საჭირო იყო? ვიღაცები ამას ხელის თხოვნადაც კი ჩათვლიდნენ, მაგრამ...
-მომისმინე, ელეანორ - ჩემკენ შემობრუნდა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩემი ხელი მუჭში მოიქცია - ვიცი, რომ შენთვის ძალიან ნაადრევია ეს შემოთავაზება...
ვაი! ნუთუ ეს ისაა, რაც მე მგონია? არა, შეუძლებელია! - გამალებით კიოდა ჩემი გონება.
-მაგრამ ისიც ვიცი, რომ ახლა თანადგომა და რაც მთავარია, ადგილი გჭირდება, სადაც მშვიდად და უსაფრთხოდ იქნები. სადაც შენ თვალს და გულს მოიშუშებ...
არარსებობს! ნუთუ დარჩენას მთავაზობს?
-ამ სახლში ქალი არც თუ ისე ხშირად არის, რომ მას ის მყუდროება შესძინოს, როგორსაც ვისურვებდი...
ღმერთო, ახლა გული წამივა...
-ვიცი, რომ კარგი ადამიანი ხარ და დახმარება გჭირდება. მეც მჭირდება ასეთი ქალის დახმარება, ამიტომ გთხოვ...
აი, უკვე გული მიმდის...
-დარჩი აქ და იყავი ჩვენი დამლაგებელი.
სახის ნაკვთები გამიმაგრდა. ბედნიერებისაგან ლამის ჩამოცვენილი ცრემლი ისეთი სიჩქარით შემიბრუნდა საცრემლე ჯირკვლებში, თვალები ამტკივდა. ყელში გაჩხერილი ბედნიერების სიცილი მახრჩობელა გველივით დააწვა ხორხს და სუნთქვა გამიძნელდა.
დამლაგებელი? ამას ისევ ელენთის ამოჭრა სჯობდა! წაიღეთ ღვიძლი, ნაღველი და ფილტვებიც კი, ოღონდ ჩემი ღირსება დამიბრუნეთ, რომელიც ამ მდიდარმა იდიოტმა თავისი ძვირფასი ჩექმებით გათელა!
-ჯერ არაფერი თქვა - ისე შემაჩერა, თითქოს მეტყველების უნარი ორი წამის წინ არ წაერთმია - კარგად დაფიქრდი, ვიცი, რთულია უცხო ოჯახს ენდო... აქ მხოლოდ მე ვარ, ერთი დღეა, რაც სახლში დავბრუნდი, დახმარება მჭირდება! არა მხოლოდ სახლში, არამედ ისე, ფსიქოლოგიურადაც. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, სასწავლებლად ამერიკაში რომ წავედი, მას შემდეგ აქაურობა ჩემთვის შორეულ პლანეტად იქცა. დასაწყისისთვის კვირაში ოთხას დოლარს შემოგთავაზებ...
-ოთხას დოლარს? - საიდანღაც ლაპარაკის ძალა დამიბრუნდა, როგორც ჩანს, სიტყვა „დოლარს“ მაგიური მოქმედება აქვს.
-ხუთასი? ვიცი, ასეთი ლამაზი ქალის ჩემი სახლის დიასახლისად მოპატიჟება გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისისთვის... მოიცა...
მისი ტელეფონი აზუზუნდა და ცოტა ხნით დაფიქრების საშუალება მომეცა. ერთი მხრივ, ჩემი უაზრო და აბსურდული მოლოდინები არ გამართლდა და ყველაფერი ლოგიკურად გამართული გახდა - უცხო, მდიდარი და სიმპათიური მამაკაცი უბრალოდ ასე არ მეპატიჟებოდა სახლში. მე აქ უნდა მემუშავა, რაც სავსებით გასაგები იქნებოდა, მისთვის ხომ უსახლკარო და ნაცემი ქალი ვიყავი, რომელიც სიხარულით უნდა დასთანხმებოდა ასეთ შემოთავაზებას.
-ხო, დედა! - წამოდგა და ოდნავ მოშორებით გავიდა - როგორ თუ არ მოსულა? არ მოუტანია? ყველა წამალი ვიყიდე და ჩემი ხელით მივეცი... სამსახურიდან დავითხოვ, ხო... და ახლავე წამოვალ, კაი... არ ინერვიულო შენ...
მობილური სწრაფად გათიშა და მომიბრუნდა.
-ელეანორ! ძალიან ვწუხვარ, შენი მარტო დატოვება რომ მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, კარგი? აბა შენ იცი... კარი არავის გაუღო!

პირდაღებული დამტოვა, ზუსტად ისე, როგორც იმ წამს, ჩემი მოსამსახურე გახდიო, რომ მაჯახა.
ასეთ მდგომარეობაში მანამ ვიყავი, სანამ ეზოდან მანქანის საბურავებისა და სიგნალის ხმა არ გავიგე. თვალები ავახამხამე. წამოვდექი, უხერხულად გადავიწიე წინ და უკან, სიტუაციაში ჩამოყალიბება მივიჩნიე საჭიროდ.
მისაღები მოვათვალიერე, საშინლად მინდოდა ტუალეტში, მაგრამ არ ვიცოდი, ძებნა საიდან დამეწყო, თანაც იქნებ ვიღაც იყო სახლში და ვინმეს შევვარდნოდი გაზეთის კითხვისას ან „ქენდი ქრეშის“ თამაშისას?
-ხომ თქვა, მარტო ვარ ამ სახლშიო? - გავიხსენე მისი შოკისმომგვრელი სიტყვებიდან ყველაზე ნაკლებად შოკისმომგვრელები და გადავწყვიტე, მეტი აღარ მომეთმინა, ვინაიდან ძალზე რთულია რაციონალურად ფიქრი, როდესაც შარდის ბუშტი სავსე გაქვს.
ამ ძებნაში აღმოვაჩინე უზარმაზარი სამზარეულო (ზომებით მთელ ჩემ ყოფილ-ხუთასდოლარიან ბინას უდრიდა), მოსაწევი ოთახი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი და სასადილო ოთახი. არც ერთ მათგანში არ იმყოფებოდა სულიერი, სამაგიეროდ იმდენად ბევრი საინტერესო ნივთი შემხვდა, მათ შორის ძვირადღირებული ბრენდისა და სიგარეტების შეკვრა, რომ კინაღამ ტუალეტამდე ვეღარ მივაღწიე.
საპირფარეშო საკმაოდ დამაბნეველი აღმოჩნდა. სამნაირი უნიტაზიდან რომელზე დავმჯდარიყავი, ძლივს გადავწყვიტე, ინტერიერით აღფრთოვანებულმა კი ჩემ რჩეულ უნიტაზზე რაღაცას შემთხვევით დავაჭირე, საპასუხოდ კი საიდანღაც წყლის ჭავლმა იწყო დენა, თანაც ძალიან ძლიერად და დიდი რაოდენობით. ვეცადე რა ჩემი შეცდომის გამოსწროებას, იაპონურად მოლაპარაკე უნიტაზი კიდევ უფრო მეტად ავურიე და ახლა ცივი წყლით გავილუმპე, ბოლოს და ბოლოს, წყალი რომ შეწყდა, ქანც გაცლილი და ერთიანად აკანკალებული, ერთი ბეწო პირსაწმენდით ხელში დავბრუნდი მისაღებში.
-მგონი ეს ტრა/კის საწმენდადაა - სახე შევიმშრალე და პატარა თეთრ მატერიას დავხედე - ჯანდაბას.
კაბა გავიხადე, ერთ-ერთი დიდი მცენარის ქოთანში გავწურე და ცენტრალური გათბობის მილზე გადავკიდე.
თუ ილია დედიკოსთან წავიდა, დიდ ხანს არ დაბრუნდებოდა, თუმცა მაინც არ მასვენებდა იმის განცდა, რომ სახლში მარტო არ ვიყავი. იქნებ ვიტრაჟული შემოსასვლელის მიღმა დაცვა დადიოდა? ამიტომაც ჩემი მოკლე ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და მოსაწევ ოთახში გავედი.
-ესეც ასე - ვთქვი, როდესაც ტყავის სავარძელში ჩამხობილმა, ფეხები მაგიდაზე შემოვდე და სიგარეტი გავაბოლე - დღეს დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას- არა.
ბოლის რგოლები გამოვუშვი და გამეღიმა. საკუთარ თავს, როგორც წესი, არ ველაპარაკებოდი, ისედაც ზედმეტად ბევრ დროს ვატარებთ ერთად.
-განვიხილოთ შემოთავაზება. იდეალური ვარიანტი არაა, საერთოდ კარგიც კი არაა, მაგრამ ილია... ილია ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. გულისხმიერი, ჰუმანური, მარტოხელა! და ის მის სახლში ცხოვრებას მთავაზობს, ხუთას დოლარად კვირაში! ასე ორ კვირაში ახალი ტელეფონი მექნება, ერთ თვეში კი... ჰმ... მაგაზე ჯერ ადრეა ფიქრი, მაგრამ რატომაც არა? ვცადოთ, ვცადოთ.
რას ვკარგავ? რეპუტაციას, რომელიც თბილისის ქათმისტვინა ელიტაზე დგას? მიმიფურთხებია! - ჩავიცინე და ვისკი მოვსვი - ამიერიდან გააზრებულად უნდა ვიმოქმედო. კონკრეტული გეგმით და სხვა გზა არ მაქვს, გარდა ამ წინადადებაზე დათანხმებისა. სოფელში ვერ დავბრუნდები, თორემ დაუყოვნებლად შეეცდებიან ჩემს მოწყობას რომელიმე პოლიკლინიკის ლაბორანტად და გაღმა სოფლის რომელიმე ჯეელზე დაქორწინებას. ჩემს თავს თავად უნდა მივხედო, როგორც ყოველთვის... ღმერთო. როგორ მშია!
ვისკის რამდენიმე ყლუპმა მთელი დღის მშიერი კუჭი ამიწვა. სიგარეტი ჩავაქრე და სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი.
უზარმაზარი მაცივარი თითქმის ცარიელი დამხვდა. მართალია, მისი ფართის სრულიად გამოკვლევას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა, თუმცა ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რატომ სჭირდებოდა ილიას ასე ძალიან დიასახლისი. ყველაფერი სუფთა იყო, წკრიალა და მოვლილი, მაგრამ იქ ადამიანი ვერ იცხოვრებდა!
დავიხარე და რაიმეს მოძებნას შევეცადე.
რამდენიმე დამპალი ვაშლი, ერთი გაშავებული ბანანი და კრაბის ჩხირები ვიპოვე. საყინულესთან უფრო გამიმართლა, რადგანაც თითქმის მთლიანად შიგნით შემძვრალმა პელმენების შეკვრა აღმოვაჩინე.
-ჰალელუია! - შევძახე და ის იყო, ძიება უნდა გამეგრძელებინა, რომ მომესმა...
-რატომ ვხედავ ვიღაცის ტრა/კს ჩემ მაცივარში?
შევკივლე, შევბრუნდი და გაყინული პელმენები ხმის მიმართულებით გავისროლე, თანაც საკმაოდ წარმატებით. „თავდამხსმელს“ შეკვრა პირდაპირ თავში მოხვდებოდა, ხელები რომ არ აეფარებინა.
-რა აგრესიული ტრა/კი ყოფილა - საოცრად ნაცნობი სილუეტი წელში გაიმართა და ხელები ჩამოსწია. ჩემს წინ ბარმენის ირონიული ღიმილი ჩეშირის კატის ღიმილივით გასდაიფურჩქნა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - სულ გადამავიწყდა, რომ თითქმის შიშველი ვიდექი - გული გამიხეთქე, იდიოტო!
-მე რას ვაკეთებ საკუთარ სახლში? - ჩაიფრუტუნა და შემათვალიერა - ხომ გითხარი, ვიღაცის სახლში შიშველი აღმოჩნდები-მეთქი?!
ერთი ბეწო ტყავის ქურთუკი მჭიდროდ შემოვიჭირე და აწითლებულმა, რაც შემეძლო ღირსეულად ვუპასუხე.
-დავსველდი.
-ნუთუ? - წარბები აწკიპა.
-მე... იმის თქმა მინდოდა, რომ კაბა დამისველდა!
-აჰა, სხვა რამე არც მიფიქრია - უბრო ბედნიერი გაიბადრა.
-და მეგონა, რომ სახლში არავინ იყო!
-როცა ტანსაცმელს გხდიდა, ილიამ არ აგიხსნა, რომ სახლში სხვა ხალხიც შეიძლება იყოს და შიშველმა არ იტანტალოო? - ხმაში სიბრაზე გაერია. ამდენი სირცხვილი საერთოდ თუ შემეძლო განმეცადა, არ ვიცოდი.
-ხომ გითხარი, კაბა დამისველდა - მეთქი! - გავწიწმატდი, მაგიდის გადასაფარებელი გამწარებულმა გადავფერთხე და რომის პაპივით შემოვიხვიე - თუმცა ვის რას ვუხსნი, მომცლია რა! - ჩავიფრუტუნე და მოსაწევ ოთახში დაბრუნება გადავწყვიტე.
-ეგ თვალი სუტინიორმა ჩაგილურჯა? - უკვე თითქმის გასული ვიყავი სამზარეულოდან, როდესაც ეს სიტყვები მომაძახა.
განსაკუთრებული ადეკვატურობით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ მისმა სიტყვებმა იმაზე მეტად შელახა ჩემი თავმოყვარეობა, ვიდრე მოველოდი. სხვა დროს ამგვარი რეპლიკები შეიძლება უხმოდ გამეტარებინა, თუმცა მაშინ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ვერ ავიტანდი კიდევ უფრო მეტ დამცირებას.
გამწარებული შევბრუნდი და კივილით გავემართე გაშეშებული ბარმენისაკენ.
-ნაძირალა! - ვყვიროდი და სადაც ხელს ვაწვდენდი, ყველგან ვურტყამდი. თავის იდეალურად მრგვალ თავზე ხელები აიფარა, შემდეგ კი, როცა ერთი-ორჯერ მტკივნეულად მოვდე გვერდებში, გაბრაზდა და დასარტყამად აღმართული ხელი გამიკავა.
-გადასაფარებელი გაგძვრა - თვალით თეთრ ტილოზე მანიშნა, რომელიც მანამდე მაგიდას წავართვი . მეორე ხელიც დამიჭირა და მოხერხებულად შემაბრუნა ისე, რომ ხელები ზურგს უკან დამიკავა. - რამ გაგაბრაზა?
-არ გაქვს უფლება, ასე მელაპარაკო. - ხმა ამითრთოლდა, თუმცა მტკიცედ გადავწვიტე, რომ არ მეტირა.
-რაო, პატარა ჩიტუნა ატირდა? იტირე, იტირე, იქნებ შემეცოდო კიდ...
სიტყვა გაუწყდა, რადგან ჩემი აქნეული თავი პირდაპირ ცხვირ-პირში მოხვდა და ლაპარაკის ხალისი დაკარგა. ის იყო, ჩემს გადასაფარებელს დავწვდი და ისევ მასში გავეხვიე, რომ როგორც იქნა, ძალიან დროულად, მესამე ხმა შემოუერთდა ჩვენს დუეტს.
-რა ჯანდაბაა! ირაკლი? - სამზარეულოს კარში ილია იდგა, ხელში „მაკდონალდსის“ ორი ყავა ეჭირა და თვალებდაჭყეტილი, ხან მე მიყურებდა, ხანაც ბარმენს.
-ეს არამზადა სახლში შემოიჭრა და ჩემზე ძალადობდა! - ამოვთქვი კანკალით.
-ო, მე კიდევ ვთვლი, რომ ეს არამხადა შემოიძრა და იძალადა ჩემზე - ცხვირის ზელვით, მოგუდულად გამოთქვა ბარმენმა - სახლში თუ მოგყავდა, გეთქვა მაინც.
-აბა სხვაგან სად წავიყვანდი?
-რა ვიცი, ბოზ/ები, როგორც წესი, სასტუმროში მიყჰავთ ხოლმე.
რა თქმა უნდა, ისევ, შესაშური რეფლექსით, ადგილს მოვწყდი, თუმცა ამჯერად დანიშნულების წერტილამდე ვეღარ მივაღწიე - ილიამ ჩემი დაჭერა მოასწრო.
-კიდევ ერთხელ მიწოდებ მაგ სიტყვას - გამოვცერი გააფთრებულმა და თვალი თვალში გავუყარე. ჩემდა საამაყოდ, შეცბუნება შეეტყო - და გეფიცები, ძალიან ინანებ.
-მართლა? საინტერესოა, როგ...
-ირაკლი, გეყოფა - ილიას თავაზიანი ტონი მკაცრით შეიცვალა - როგორც ჩანს, გაუგებრობა მოხდა. ახლა ხელს გაგიშვებ და დამპირდი, რომ კარგად მოიქცევი - მითხრა ხმადაბლა. რამდენიმე გრძელი წამის შემდეგ, თავი დავუკარი და ჩემს მკლავზე მაგრად მოხვეული ხელი გამიშვა. - მაპატიე, ძალიან მომივიდა?
ნატკენი ადგილი ველურივით დავიზილე და თავი გავაქნიე.
-ნაადრევი დასკვნები შენი მთავარი მტერია - მიმართა ბარმენს და დაამატა - ეს ქალბატონი აქ იმ მიზნებით არ იმყოფება, რაც შენ გგონია. სანამ საკუთარ აზრს დაიჯერებდი, უბრალოდ რომ გეკითხა, ასეთი არეულობა სახლში არ მოხდებოდა!
-ხო? სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ქალი დატანტალებს სამზარეულოში და კიდევ მე გამომაქვს ნაადრევი დასკვნები? - ირონიულად იკითხა ბარმენმა.
-ოცდამეშვიდე წელში გადახვედი და ისევ პატარა ბიჭივით იქცევი! ელეანორ - მკაცრი სახით შემომხედა - ეს ჩემი უმცროსი ძმაა, ირაკლი. ირაკლი, ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, ელეანორი.
-ძმა?
-თანამშრომელი?
-მე მეგონა, მე არ გამიმართლა დედმამიშვილში!
-ამას რამის გაკეთება შეუძლია მანჭვის გარდა?
-გეყოფათ! - კიდევ ერთხელ დაიგრგვინა ილიამ - ელეანორ, თუ ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა ხარ, მაშინ ირაკლიც იმ სახლის ნაწილი გახდება, რომელზე ზრუნვაც გეკისრება, ამიტომ მისი პატივისცემა გმართებს. ირაკლი, შენ კი, როგორც დამსაქმებელს, წარმოგეშობა ვალდებულება, პატივისცემით მოექცე იმ ადამიანს, რომელიც შენი სახლის კეთილდღეობისთვის ზრუნავს!
-ანუ... ჩვენი მოსამსახურე უნდა იყოს? - როგორც იქნა, გაერკვა ვაჟბატონი.
-დიახ. და თუ შეიძლება, ამიხსენი, ლეა, რატომ ხარ შიშველი?
-მე... ისა... სააბაზანოში გავიწუწე და კაბას ვაშრობდი, როცა ეს იმბ... ეს იდი... ეს ბატონი შემოიჭრა სახლში.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ყველანი ცალ-ცალკე ვცდილობდით იმის ანალიზს, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. ანუ ბარმენი და ილია ძმები იყვნენ? აკი მარტო ვცხოვრობო? ან რატომ მუშაობდა ეს მუტრუკი ბარმენად, თუ მის ოჯახს ამდენი ფული ჰქონდა? იქნებ ადამიანად არ თვლიდნენ, რადგან ნარკომანი ან ლოთი იყო და ოჯახიდანაც მოკვეთილად ითვლებოდა? ამიტომაც იყო ასე გაბოროტებული?
-არ შემოვჭრილვარ - დაიდუდუნა ბარმენმა - მე აქ ვცხოვრობ.
-მე ხომ ეგ არ ვიცოდი! ილიამ მითხრა, რომ აქ მარტო ცხოვრობდა!
-მართალია, ასე ვუთხარი...
-ჩვენი ძვირფასი დედიკოსავით, აღარც შენ მაგდებ სათვალავში?
-გოგონა ცოტა ხნის წინ მისმა საყვარელმა მამაკაცმა სცემა. წარმოიდგინე, როგორი შეშინებული და ნდობადაკარგული იქნება ჩვენი სქესის მიმართ! - ხმას ოდნავ აუწია ილიამ - შეხედე მის სახეს, ნუთუ ვერ მიხვდი, რომ ასე რინგზე არ დაზიანებულა.
ბარმენმა ტუჩები ააცმაცუნა, ვიცოდი,სურვილი წვავდა, ეთქვა, მშვენივრად ჩხუბობსო, მაგრამ, გამოუვიდა და თავი შეიკავა.
-ვერ ვეტყოდი, რომ მარტომ უნდა იცხოვროს ორ უცნობ მამაკაცთან ერთად! ასე შეიძლება შეშინებოდა და გაქცეულიყო, ბოლოს კი ისევ მოძალადესთან ამოეყო თავი!
ნიშნის მოგებით მივაჩერდი ოდნავ დარცხვენილ ბარმენს, რომელმაც დაიდუდუნა, არ ვიცოდიო და თვალი ამარიდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი მისი დატუქსვით, რომ სულაც აღარ მადარდებდა ის ფაქტი, რომ ეს ტყუილი იყო.
ირაკლი მალევე გაიძურწა დასაძინებლად, ილიამ კი თავისი გარდერობიდან სპორტული სამოსი მათხოვა და მეორე სართულის ერთ-ერთი საძინებელი გამომიყო.
ისეთი დაღლილი ვიყავი, იმდენად დასტრესილი და მისავათებული, დავწექი თუ არა უქვეშაგო, ფუმფულა ლოგინზე, მაშინვე დამეძინა. ასეთი იყო ჩემი პირველი ღამე პაიჭაძეების სახლში, დილით უკვე მათ მოსამსახურედ გავიღვიძე.

***
მსახურად ყოფნა არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც იმ შავ-ბნელ ღამეს, ძილში წარმოვიდგენდი. მაშინდელ სიზმრებში ყველა ნაცნობი სათითაოდ დამცინოდა, ჩემი მშობლებიც კი, მოდელი- ანია კი ჩემს „ლაშა-კოპწოს“ ფეხსაცმელებს დასცინოდა და ამბობდა, რომ მეორეულ მაღაზიაში მქონდა შეძენილი, რადგანაც მოახლის ხელფასით ახალს ვერ გავწვდებოდი.
რეალობაში, იმაზე გაცილებით მეტი ხელფასი მქონდა, ვიდრე უტუსთან. თვეში ორიათასი დოლარის ხათრით სიმხნევე მალევე მომემატა და პირველივე დღეს გულმოდგინედ შევუდექი საქმეს.
სახლში სისუფთავე იყო, როგორც ჩანდა, ვიღაც რეგულარულად ალაგებდა იქაურობას. როგორც შემდეგ ილიამ ამიხსნა, დამლაგებელი მთელ სახლშ კვირაში ერთხელ ასუფთავებდა, მე კი უბრალოდ „დიასახლისის“ როლი უნდა მომერგო, ანუ იმ ეშმაკის ფეხისათვის და თავად ილიასთვის მომემზადებინა საკვები (თუმცაღა იშვიათად ჭამდნენ სახლში) და ზოგადად, წესრიგისთვის მიმეხედა.
უნდა ვაღიარო, რომ გაცილებით უფრო ცუდად წარმომედგინა ეს საქმე, ვიდრე სინამდვილეში იყო. მომწონდა კიდეც შრომით გამომუშავებული პირველი ხუთასი დოლარის სიხარული.
ჩემი ნივთები პაიჭაძეების სახლში დასახლებიდან მეორე დღესვე გადმოვიტანე და პირველი, რაც იმ სახლში დავალაგე, სწორედ ჩემი ოთახი იყო.
ჩემი ოთახი?
იდეალურად შეხამებული ავეჯი და მეფური ზომების საწოლი მქონდა. შემეძლო, ჩემ გარდა რამდენიმე უსახლკაროც კი შემეფარებინა, იმდენი ფართი იყო მხოლოდ ჩემს ოთახში!
მართალია, საზოგადოების გაცილებით დაბალ ფენაში გადავინაცვლე, თუმცა უკვე ვხვდებოდი იმას, რომ უბრალოდ „ფენა“ თანამედროვეობაში აღარაფერს ნიშნავდა. ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო შემორჩენილი, ვინც საკუთარი ეგოს ამაღლებას მარტივი მეთოდებით, მაგალიდად, წარმომავლობით ცდილობდა.
რომ ვუფიქრდებოდი, არც ერთ ჩემ ნაცნობს, რომლებსაც მანამდე საზოგადოების მაღალ ფენად მივიჩნევდი, არ გააჩნდა არანაირი დასაფასებელი ღირსება, ისევე, როგორც თავად მე. ეს იყო ხარბი, გაუმაძღარი, გაღატაკებული ხალხის ბრბო, რომლებიც ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ მაშინ, როდესაც დრო მიედინებოდა და დანარჩენი მსოფლიო მუშაობდა, ვითარდებოდა.
იმ დროისთვის ამის გააზრებას მხოლოდ ვიწყებდი. ერთია გააზრება, მეორე კი სულსა და გულში გამჯდარი პრინციპების შეცვლა. მე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა არ მომწონდა ის, რაც მომწონდა. წინააღმდეგობები დამეწყო. მსურდა ილიას ოთახში მოახლის სექსუალური ფორმით შევვარდნილიყავი და შემეცდინა, ასევე მსურდა, რომ აღარასდროს, არავითარ შემთხვევაში და არაფრის დიდებით არ გავმხდარიყავი დამოკიდებული მამაკაცზე. თუნდაც რაიმე ფორმით.
გარდამავალი პერიოდი იყო, რომელიც მარტივად არ მიდიოდა, თუმცა მხიარულად - კი ბატონო!
ჩემი იქ ყოფნიდან ერთ კვირაში თავად ირაკლისაც კი მოუწია ეღიარებინა, რომ საჭმელების კეთება შემეძლო.
ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგანაც ის ცოდნა, რომელიც თინეიჯერობისას დედის სამზარეულოში მიმეღო, სამუდამოდ დაკარგული მეგონა, თუმცა ტალანტი არ იკარგება!
მე და ბარმენმა უსიტყვო შეთანხმება დავდეთ იმაზე, რომ ერთმანეთის არსებობა არ შეგვემჩნია ან მაქსიმალურად ნაკლებად შეგვემჩნია.
ხანდახან გვიწევდა იმგვარი წინადადებების გაცვლა, როგორიცაა:
-დილა მშვიდობისა, ინებეთ ყავა, გმადლობთ, გთხოვთ... ესეც ძირითადად იმ შემთხვევებში, თუ ერთად ყოფნა ილიას თანდასწრებით გვიწევდა. სხვა დროს კი არც ერთი არ ვიწუხებდით თავს რაიმე თავაზიანობის გამოვლინებით და უბრალოდ ვაიგნორებდით ერთურთს.
ახალი წელი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა, მე კი სახლში გამოკეტილი, საჭმელებს ვაკეთებდი და საღამოობით უზარმაზარ ეკრანზე, სახლის კინოთეატრში საშობაო ფილმებს ვუყურებდი.
უცნაური თვისება შემომიჩნდა - ადრე მარტოოვას ვერ ვიტანდი, იმ დიდ სახლში დაფუძნების შემდეგ კი თითქოს ეული და სევდიანი გავხდი, ხალხს კი ვერიდებოდი. არა იმიტომ, რომ მრცხვენოდა, არამედ უბრალოდ არ მქონდა ურთიერთობის სურვილი. ლექსას რამდენჯერმე დავურეკე, თუმცა შემდეგ ჩემი „ნოკია“ გაითიშა,, დასატენი კაბელი კი არ მქონდა, ამიტომაც სრულ იზოლაციაში ვიყავი.
ლექსასგან გავიგე, რომ ჩემი მოსამსახურეობის ამბავი ფართოდ გავარდნილიყო, ასევე ისიც, ვინ იყო ილია.
-ჩემი ულვაშა იცნობს - მითხრა, როდესაც პირველად დავურეკე განდეგილობიდან - მაშინ ბარში რომ მოვიდა, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა! თურმე მაგათ ოჯახს დიდი ბიზნესი აქვთ, სამშენებლო. ნახევარი ქალაქი მაგათი აშენებულია! არა ნუ, მთლად ნახევარი არა, მაგრამ ეგრე თქვა რა. ხოდა, ეგ ილია კაი ხანია წასულია, ოჯახი მომავალ უფროსს ამზადებდა მაგისგან, ხოდა გამოიცანი ვინაა მაგისი ძმა!?
-ბარმენი - უხალისოდ დავიდუდუნე - ვიცი ხო.
-ისიც იცი, რომ მშობლებთან ურთიერთობა არ აქვს?
-ხო და არც მიკვირს!
-ულვაშამ ბევრი არაფერი თქვა, ჭორაობა არ მიყვარსო, მაგრამ მგონი მალე ვათქმევინებ, რატომ...
-მაგას ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება, მე რომ დედმისი ვიყო, აქამდე ათასჯერ გავაშვილებდი. ალბათ სცადეს კიდეც თავის დროზე, მაგრამ ამას ვინ იშვილებდა...
-ასეთი საზიზღარია? არა და არ ეტყობა.
-ალბათ ულვაშების მიღმა გიჭირს დანახვა - წავკბინე - შენი ბოიფრენდი როგორაა?
-არ ვიცი, არ შემხმიანებია რამდენიმე დღეა - ხმაზე მოწყენა დაეტყო და სწრაფად შეცვალა თემა - კვირას სავაჭრო ცენტრში შევხვდეთ, გინდა?

ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, თუმცა რამდენიმედღიანი განდეგილობისა და ათასობით საშობაო ფილმის ხილვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დრო იყო, მზეს დავნახვებოდი, თანაც უკვე დიდი ხანია მინდოდა სახლის საახალწლოდ მორთვა.
ერთხელაც ილია დავიმარტოხელე და ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
-ხელფასის მომატება გინდა? კარგი, შვიდასი იყოს - მიპასუხა და ტელეფონში ქექვა განაგრძო. მე მის მხრებზე პალტოს ვაცვამდი, თან ვეწუწუნებოდი.
-გმადლობ, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე. სახლი უნდა მოვრთო, საშინელი მოწყენილობა სუფევს!
-დააბარე გოჩას რაც გინდა და მოგიტანს- მითხრა მძღოლზე, რომელაც ჩემთვის პროდუქტები მოჰქონდა ხოლმე.
-გო-ჩა! - შევიცხადე - გოჩამ რა იცის, მერე? ნიახურის და ქინძის გარჩევა ვერ ვასწავლე!
-კარგი, მაშინ აი, აიღე ჩემი ბარათი - საფულიდან ოქროსფერი ბარათი ამოაძვრინა - ეცადე, არ დაკარგო და ათი ათას დოლარზე მეტი არ დახარჯო. შენი ხელფასიც აქედან გამოიტანე, კარგი?
-იდეალური უფროსი ხარ! - ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე.
-მხოლოდ საახალწლო მორთულობები იყიდე! - დამაწია უკვე კიბეზე მიმავალს.
-და სახლისთვის ერთი-ორი ნივთი! - გავძახე.
-და არა სამი ან მეტი!
საერთოდ, არასდროს აღმიქვია უტუს სალონში მუშაობა მუშაობად, ვინაიდან მორთვა, მოკაზმვა, შეხამება, გადაკეთება, არჩევა, გალამაზება- ეს ყველაფერი უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
ჩემთვის ბედიერება იყო ის ფაქტი, რომ თავზე საყრელი დრო და ფული მქონდა, შემეძლო მთელი დღე, ფეხების მოწყვეტამდე მევლო და შემეძინა ოცნების ნაძვის ხე, ოცნების მოსართავებთან, ოცნების ნათურებთან, ოცნების ფიფქებთან და ყველანაირ ოცნებასთან ერთად. ეს ისე ჩანდა, რომ საკუთარი თავისთვის არ ვყიდლობდი - მე ხომ სხვის სახლს ვრთავდი, თუმცა მაინც, ეს ყველაზე მეტად მე მახარებდა.
ოცი დეკემბრის მზიანი შუადღე იდგა, როდესაც ათდღიანი გაუჩინარების შემდეგ, პირველად ჩავისუნთქე თბილისის არც თუ ისე სუფთა ჰაერი.
ციოდა, ქუჩებში ხმაური იდგა, ყველგან ფუსფუსი იგრძნობოდა. გოჩას ვუთხარი, რომ ფეხით წავიდოდი და შემდეგ დავურეკავდი, რადგანაც უკანა გზაზე ბევრი ბარგი მექნებოდა და თავისუფლად გავუყევი ქალაქის ქუჩებს.
მსიამოვნებდა სეირნობა, მანამდე არც ფეხით სიარულით ვიკლავდი თავს და არც გარემოზე დაკვირვებით. მუდმივად ტელეფონში მქონდა ცხვირი ჩარგული, სმენას კი ყურსასმენები მიხშობდა. ისე გამოვიდა, რომ წლები იყო, ნორმალურად არ გამესეირნა.
მზიანი ამინდი დიდად არ მსიამოვნებდა, მე ხომ საახალწლოდ ვემზადებოდი! თუმცა თოვლი, ისეთი, როგორიც ახალ წელს უხდება, დიდი ხანი იყო, დედაქალაქში არ მენახა. ერთი-ორი ფიფქი და ცოტათი მოღეუბლული ამინდი მაინც უკეთესი იქნებოდა. ერთადერთი, რასაც მზე არ უხდება, ახალი წელია.
-დაგვდე პატივი და ჩაესვენე ცოტა ხნით - ავხედე მზეს, სანამ სავაჭრო ცენტრში შევიდოდი.
ცაზე პატარა, თეთრი ღრუბლები დაცურავდა, სასიამოვნო სანახავი იყო.
-დამეხმარეთ... გთხოვთ - ქალაქის ხმაურის ფონზე, რომელიც მანამდე ჩემთვის ერთი მთლიანობა იყო, ხმები გამოიკვეთა.
დიდი, მოძრავი კარიდან რამდენიმე მეტრში შავებში ჩაცმული, მოხუცი ქალი იჯდა. წინ და უკან ნელა ირხეოდა და ტიროდა, დრო და დრო იმეორებდა სიტყვას „დამეხმარეთ“.
მისგან რამდენიმე მეტრში მეორე მოწყალების მთხოვნელი იდგა, ხელში პლასტმასის ჭიქა ეჭირა და ჩამვლელებს უწვდიდა. ისიც იგივე სიტყვას იმეორებდა.
კარის მეორე მხარეს წინ და უკან რამენიმე პატარა ადამიანი მიმოდიოდა. გამურული და ჭუჭყით დაფარული, თმააბურძგნული ბავშვები ხალხს ფეხებსა და ტანსაცმელზე ეკიდებოდნენ, უცინოდნენ, უყვიროდნენ, ხურდას სთხოვდნენ.
ეს ყველაფერი ადრეც მენახა, ათასჯერ, ათიათასჯერ. ეს თბილისელების, ისევე, როგორც ბევრი დიდი ქალაქის ყოველდღიურობა იყო, თუმცა არასდროს, არც ერთ შემთხვევაში თავი მათ ადგილას ასე ცხადად არ წარმომიდგენია. მათი ცხოვრება ისე ნათლად შევიგრძენი, თითქოს მეც ისევე ვიდექი, ყავის მუყაოს ჭიქით ხელგაწვდილი, უსუსური, უიმედო, ყველასგან მოძულებული.
ხალხი ისე მოძრაობდა, მათ საერთოდ ვერ ამჩნევდა, თითქოს ძირს დაყრილი ნაგავივით ქუჩების უსიამოვნო, მაგრამ განუყოფელი ნაწილი ყოფილიყვნენ. ისინი ისევე ვერ ხედავდნენ მათ, როგორც მე უწინ. რა შეიცვალა? რატომ შემძრა ჩვეულებრივმა მოვლენამ ასე ძალიან? იქნებ აქამდე რომ დავკვირვებოდი, იგივე მეგრძნო? უბრალოდ არ მეცალა. ტელეფონში თავჩარგულს ან მეგობრებთან საუბრით გართულს არ მეცალა, დამენახა ცხოვრების რეალობა, სანამ სანტას შავ სიაში აღმოჩენილმა საკუთარ ტყავზე არ გამოვცადე.
და მე, ლეა ალავიძე ვემდურებოდი ცხოვრებას? შემრცხვა, რომ ეს მხოლოდ აშკარა მაგალითების წინ გავიაზრე. სხვა დროს ხომ ყველა ჩვენგანი ჩვეულებრივ უმადურებაშია ჩაფლული- მხოლოდ იმას ვუყურებთ, რა არ გვაქვს და ხანდახან, როდესაც უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს ვხვდებით, უდიერი სიამოვნებით, ჩუმად ვბედნიერდებით იმით, რაც გვაქვს, რაკიღა ვხედავთ, რომ ჩვენზე დაბლა კიდევ არიან სხვებიც.
არა, ჩვენ, უმადურებს, მათი სიბრალულის უფლებაც კი არ გვაქვს.
ვერ მივხვდი, როგორ მომადგა თვალზე ცრემლი. მოსართავებისა და საახალწლო სუვენირების ყიდვის სურვილი ერთიანად გამიქრა.
ბავშვებს მივუახლოვდი, ეჭვით შემომხედეს, ხურდა არ უთხოვიათ.
ოთხი ბიჭი და ერთი, მათთან შედარებით პატარა გოგონა რიგრიგობით მიდიოდენ გამვლელებთან. ხანდახან დაღლილები იქვე, ტროტუარზე სხდებოდნენ.
-რა გქვია, პატარავ? - ვკითხე გოგონას, რომელმაც ჩემთან გაბედა მოსვლა.
-ანა. - დაიწრიპინა - შენ?
-რა ლამაზი სახელია - შევიცხადე - მე ლეა.
-ლეა არაა ლამაზი - გამომიცხადა.
-რატო ვითომ?
-ლელას გავს! ლელა ბებოებს ჰქვიათ!
-მარტო ბებოებს არა - დავმოძღვრე - მასე შეიძლება ვინმე ლელას აწყენინო.
გაჩუმდა, ეტყობა ფიქრობდა, რა ვუთხარი.
-ესენი შენი ძმები არიან? - დანარჩენებზე ვანიშნე.
-ხო.
-ბევრი ძმა გყოლია! მე კიდევ ერთსაც ვერ ვუძლებდი!
-უფრო ბევრი მყავს, უბრალოდ აქ არ არიან!
-აჰ, რა თქმა უნდა, ანა!
-ხო!
-მითხარი, თოვლის ბაბუას წერილი არ მისწერე?
-წერა არ ვიცი და თოვლის ბაბუა არ არსებობს! -მაჯახა მოულოდნელად.
-რას ამბობ! საიდან მოიტანე, რომ არ არსებობს?
-გიორგიმ მითხრა!
-მერე, გიორგიმ რაღა იცის?
-დედამ უთხრა!
-იქნებ და იგონებს?
-ვინ, დედა?
-გიორგი!
-არა, გიორგიმ ყველაფერი იცის.
-არ იცის მაგ შენმა გიორგიმ არაფერი, ჯონ სნოუა სუფთა.
-ვინაა?
-დაივიწყე. თოვლის ბაბუ თუ არ არსებობს, აბა მე როგორ მივიღე მისი წერილი?
-რა? - დიდი, ცისფერი თვალები დაუმრგვალდა, მოთხუპნული პირი ფართოდ დააღო - თოვლის ბაბუსგან წერილი მიიღე?
-თან რომ მქონდეს, განახებდი, მაგრამ ელექტრონულად მივიღე - გავიბღინძე. თავადაც არ ვიცი, როდის მოვასწარი ამ წერილის ავთენტურობის დაჯერება, მაგრამ ფაქტი იყო მჯეროდა და მიუხედავად მისი ნეგატიური შინაარსისა, ძალიან მამხნევებდა ის ფაქტი, რომ ამ მისტიური ბაბუისგან წერილი მივიღე - ოღონდ წერილში სანტა ქვია!
-არ არსებობს.
-აჰამ, არსებობს.
-მერე, რა ეწერა? თვითონ მიწერე და პასუხი დაგიბრუნა? გიორგი! ნიკა! აკო! მათე-ე!- დაიწივლა მოულოდნელად - მოდით, რა გითხრათ!
ნახევარი საათი ვიჯექი მაწანაწალა ბავშვებთან ერთად და თავად ყველაზე სკეპტიკოსი, გიორგიც კი დავარწმუნე, რომ სანტა არსებობდა.
-ეტყობა, თქვენი მისამართი არ იცის, ან კიდევ დედათქვენს მეილი არ აქვს, რომ დაეკონტაქტოს! - ვივარაუდე სრული სერიოზულობით კითხვაზე, თუ რატომ არ მისდიოდათ საჩუქრები - ან ჩემსავით ცუდი ბავშვები ხართ!
-ხო-ო, ყველა მაგას გვეუბნება, ცუდები ვართ - მითხრა მოწყენილმა ანამ.
-მაშინ კარგად მოიქეცით და გპირდებით, თოვლის ბაბუს ვეტყვი, რომ საჩუქრები მოგიტანოთ!
მათი მისამართი დიდის ამბით ჩავიწერე, ისევ ბედნიერების მოზღვავება ვიგრძენი, გადავწყვიტე, როგორც კი ცოტა ფულს დავაგროვებდი, მათთვის საჩუქრები მიმეტანა.
ამ არხეინი ფიქრებით ჩავუქროლე დაბღვერილ დაცვის თანამშრომელს, რომელიც რატომღაც მაშტერდებოდა და ქარბორბალასავით დავიწყე მაღახიიდან მაღაზიაში ტრიალი.
ნაძვის ხე ონლაინ უკვე შეკვეთილი მქონდა, ამიტომაც, ძირითადად, ძვირფასი მოსართავები, ნაჭრები, სუვენირები, ყვავილები, ხელოვნური თოვლი, პატარ-პატარა ნივთები, რომლებიც სახლში მაკლდა.
ტექნიკის მაღაზიაშიც შევისეირნე, საკუთარი ხელფასის ფულით რაიმე იაფფასიანი მობილურის ყიდვას ვაპირებდი, ბოლოს ძვირიან მოდელებს შევყევი და რიგ-რიგობით დავათვალიერე ყველაფერი. იქ დიდ ხანს დარჩენა შეცომა აღმოჩნდა - ანია დავინახე, თავის რამდენიმე დაქალთან ერთად, რომლებსაც მუდამ კოიოტებს ვადარებდი. საკმაოდ გვიან შევამჩნიე იმისათვის, რომ დამალვა მომესწრო, ამიტომაც ბედის მორჩილად დაველოდე, სანამ მოვიდოდა და ჩემ გაპარტახებას შეუდგებოდა. ყველაფერს ველოდებოდი - დაცინვას, მოსამსახურის ძახილს, დაუფარავ ბულინგს, თუმცა იმ საშინელებას არა, რაც რეალურად მოხდა - იმ გველმა თვალი თვალში გამიყარა, ისე მომაშტერდა, თითქოს ნეხვის გროვა ვყოფილიყავი, შემდეგ კი მზერა ამარიდა და თავის დაქალებს გადაულაპარაკა:
-უიმე-ე, არ ვიცოდი, აქ მათხოვრებს თუ უშვებდნენ, რა უბედურებაა... წამო, წამო, სხვაგანაც ვნახავთ აიფოუნ ბოლოს...
ტელეფონი, რომლის ყიდვასაც ვაპირებდი, უკან დავაბრუნე. რად მინდოდა? ისევ იმ ქსელში დასაბრუნებლად, რომელიც ასეთ მონსტრებს ქმნიდა? რომელიც მე მაქცევდა ასეთად?
არ მწყენია, უფრო სწორად, ის მეწყინა, რომ ამ ქვეყნად ისეთი ადამიანები არსებობდნენ, როგორიც ანია ვოლკოვა იყო.
მე უნდა ვყოფილიყავი სანტას შავი სიის ნაწილი, ეს გამხდარი გომბეშო კი თავისი ბოროტი ცხოვრებით ბოლომდე დამტკბარიყო?
-იცით, გადავიფიქრე ყიდვა- მოვახსენე კონსუნტანტს, რომელიც უკვე ეჭვის თვალით მიყურებდა და აშკარად არ დაიჯერა ის, რომ საერთოდ ყიდვას ვაპირებდი - ამის დამტენი არ გაქვთ?- ჩემი „ღილაკა“ დავანახე.
-ეს? ასეთები აღარ გამოდის მგონი...
-დამტენი ყველას ერთნაირი აქვს, ანუ ძველ მოდელებს ვგულისხმობ...
-არა-ა, მასეთები აღარ გვაქვს... უკაცრავად, კლიენტი მელოდება - ისე სწრაფად მომშორდა, პასუხსაც არ დალოდებია.
მხრები ავიჩეჩე და გადავწყვიტე, მაინც შემეძინა ის მობილური, რომელზეც არჩევანი თავდაპირველად გავაკეთე, იმ პირობით, რომ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო საქმისთვის გამოვიყებენდი.
შენაძენებით ხელდამშვენებული, საბოლოოდ ბანკომატთან მივგოგმანდი, რომ ჩემი ხელფასის დარჩენილი ნაწილი გამომეტანა, სიამოვნებით დაველოდე აპარატის საამო გუგუნს, რომელიც თანხის გადმოსვლას მამცნობდა, თან გამალებული ვფიქრობდი ანიასა და მის ბანდაზე. ალბათ ყველა, უკლებლივ ყველა ჩემზე ჭორაობდა, არა და იყო დრო და ჟამი, როდესაც ცნობილი დიზაინერი, ლილიან რუხი ინსტაგრამ სთორებზე მე მთაგავდა და ანიას არა!
საოცარია, რამხელა ძალისხმევა სჭირდება ჩვენ თავს, რათა დაგვარწმუნოს იმაში, რომ რაღაც არ აინტერესებს.
გამუდმებით იმას ვამტკიცებდი, რომ არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდა ეს ბრბო, მაგრამ მაინც, მათ ვუბრუნდებოდი.
ნერვებმოშლილმა შევინახე ფული და ის იყო, გასასვლელისაკენ უნდა ამეღო გეზი, რომ ვიგრძენი, რაღაც, უფრო სწორად, ვიღაც მიჭერდა.
-ქალბატონო... არ გესმით? - გაღიზიანებულმა ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია - შეჩერდით მეთქი.
-რა გნებავთ? - აღშფოთბული გავიწიე, თუმცა ხელი ვერ გავითავისუფლე - ხელი გამიშვით!
-საბუთები წარმოდგინეთ, თუ შეიძლება - მკერდის ქვემოთ ამოქარგულ დაცვის პოლიციის ემბლემაზე მანიშნა.
-თქვენ წესრიგის დამცველი ხართ, როგორც ვიცი, არა? – ვკითხე ამრეზით.
-დიახ!
-მერე, რა უფლებით მიზღუდავთ გადაადგილების თავისუფლებას და აქეთ არღვევთ წესრიგს?
-მორჩი ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკს - ხელზე მომქაჩა და ჯერ კიდევ ჩაბღუჯული, ოქროსფერი ბარათი წამართვა - დაბრძანდება აქ მოპარული ბარათით, შენ პატარა და-ძმებთან დაბრუნდი, პირის დაბანა კი გისწავლია, მაგრამ ქურდობას ვერ გადაეჩვიე,არა? მაიმუნი ესა!
-რა? - პირი იმხელაზე დავაღე, ყბები მეტკინა - უკაცრავად?
-ილია პაიჭაძე - ამოიკითხა - აშკარად არც ილია ხარ და არც პაიჭაძე. შეტყობინება შემოვიდა, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში მოპარული ბარათით გადაიხადეს!
-და მე რა შუაში ვარ?
-იმაში, რომ ეს ბარათი შენ მოიპარე და შენვე იყენებდი, ახლავე პოლიციაში ვრეკავ!
დაცვამ უცნაური მოძრაობა გააკეთა, რადგანაც ხელის გაშვება არ უნდოდა, რაცია კი უკანა ჯიბიდან უნდა ამოეღო. გაოგნებული ვუცდიდი მისი ფორთხიალის დამთავრებას, შემდეგ კი სიცილით მოვახსენე.
-ალბათ რადგან იმ ბავშვებს ვესაუბრებოდი, რაღაც გაუგებრობა მოხდა... ჯერ ერთი, მაწანწალა არ ვარ, ეს შარვალი უბრალოდ ასეთი სტილისაა, დახეული, და- ხე -უ - ლი, შენ რა, პირველად ხედავ? და მეორეც, ილია ჩემი დამსაქმებელია, მე მისი სახლის საახალწლო მორთვით ვარ დაკავებული...
-ლეა? - ლექსას ყვირილმა სიტყვა გამაწყვეტინა, უკან მივბრუნდი, რამდენადაც ამის შესაძლებლობას გადაგრეხილი ხელი მაძლევდა და ჩემი მეგობარიც დავინახე.
-ლექსა! ხო, ხო, მე ვარ, მოდი- დავიძახე.
-მისმინე, გოგონი!- მივიწყებულმა დაცვის თანამშრომელმა მისკენ მიმაბრუნა - ახლა ამ შენ ნადავლს მე მომცემ და პოლიციის მოსვლას დაელოდები, ზედმეტი ტრიუკების გარეშე, გაიგე?
-მასე წადი და ბებიაშენს ელაპარაკე, მუწუკა! - ყელში ამომივიდა და ხელი მთელი ძალით გამოვგლიჯე - დარწმუნებული იყავი, რომ აქ შენი მუშაობის ბოლო დღეა... - უკან დავიხიე და გაქცევას შევეცადე, ყველაფერი სწრაფად მოხდა - იდიოტმა ორივე ხელი წელზე შემომხვია, იღრიალა რაღაც -დამნაშავე დავაკავესავით- და ჩემთან და ჩემს საახალწლო შენაძენთან ერთად აყირავდა მოპრიალებულ იატაკზე, სანამ დაეცემოდა კი იდაყვი აიქნია და ცხვირსა და თვალს შორის სივრცეში ისე მტკივნეულად ჩამარტყა, რომ წამით თვალთ დამიბნელდა.
***
-ელიანორა ალავიძე - გისოსებს მიღმა პოლიციელის გამხდარი, დაღლილი სახე გამოჩნდა.
-ელეანორა - შევუსწორე, ჩემს მხარზე მიძინებული ქალი, სახელად მარჯანჯა ფრთხილად გადავდე კედლის ზედაპირზე(სხვათა შორის, თაღლითობისათვის დააკავეს, თუმცა ბრწყინვალე ხელზე მკითხავი იყო, ჩემი აზრით, რადგან მითხრა, შენუ ცხოვრება პირდაპირ ტრა/კისაკენ მიექანებაო, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო) და წამოვდექი.
-თავისუფალი ხარ. ნივთები უკვე გამოგიტანეს...
-ნუთუ? მაწანწალა და ქურდი აღარ ვარ? რა კარგია! - წამოვიძახე და ხტუნია ნაბიჯებით ჩავუქროლე მოღუშულს - მადლობა თავისუფლების უმიზეზო და უკანონო შეზღუდვისათვის, ყოველთვის ვიცი, რომ თქვენი იმედი უნდა მქონდეს, თუ ტანჯვაში ჩავარდნა მომინდება - წავუსისინე და დაველოდე, როდის დახურავდა რკინის კარს.
უხმოდ მიმაცილა მიმღებამდე და ბედნიერმა იმით, რომ მიშორებდა, სასწრაფოდ დატოვა იქაურობა, სამაგიეროდ, მე აღმოვჩნდი კიდევ უფრო ცუდ ხელში, ვიდრე მანამდე და კინაღამ უკან, საკანში შებრუნებაც ვითხოვე - მოსაცდელ სკამზე ბარმენი, ირაკლი იჯდა.
-შენღა მაკლდი - ჩავიდუდუნე და ქალს, რომელმაც ჩემი ნივთები ჩამომართვა, შევუბღვირე - დიდ ხანს უნდა ველოდო ჩემი ქონების დაბრუნებას?
-აქ მოაწერე ხელი - მზესუმზირის ნაჭუჭუ გადმოაფურთხა და დორბლიანი თითით ქაღალდზე მანიშნა.
-რაო, პატარავ, დიდი ხანია, ორთაბრძოლა არ გქონია და მოიწყინე? - სანამ ფორმალურ პროცედურებს მოვრჩებოდი, ირაკლი გვერდით ამომიდგა, როგორც ჩანს იქ მოსვლაზე ერთი მიზნით დათანხმდა ილიას - ჩემი დაცინვის მიზეზი მიეცა.
ხმა არ გამიცია, მთავარი იყო, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა - ციხიდან გავყავდი, სხვა არაფერი მაინტერესებდა.
-დაელოდე ნივთებს - ქალმა კიდევ ერთი მზესუმზირის მარცვალი ჩაკვნიტა და ზანტი თვალები ნიშნისმოგებით დამიფახუნა, თითქოს ჩემი ბრალი იყო, უაზროდ რომ დამაკავეს.
-ველოდები, კიბატონო - თითებით რამდენიმე ჩენჩო გადავყარე, რომლებიც იქვე დაცვენოდა და ფეხი მოვიცვალე.
-ამაზე მაგარი რამე ცოვრებაში არ მინახავს - არ მეშვებოდა ბარმენი, რომელსაც ხელში მობილური მოემარჯვებინა და ცრემლები სდიოდა ხარხარისგან - მაგარი ვიდეოა, ნახე!
-არ მაინტერესებს - ცხვირი ავწიე.
-არა? არა და მთავარი გმირი შენ ხარ!
-ირაკლი!
-ჰოუ!- ტელეოფონიდან გადმომხედა.
-თავიდან მომწყდი!
-ჯერ ეს ნახე - ეკრანი შემოატრიალა. ფეისბუქის აპლიკაციაში ვიდეო ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ისევ და ისევ ერთი კადრი მეორდებოდა - პუტკუნა, წვერებიანი დაცვის წევრი პაკეტებით ხელდამშვენებულ, სირბილით მიმავალ გოგონას (ანუ მე) ხელში იყვანდა, ტორტმანდებოდა და მერე ზურგით ეცემოდა იმავე გოგონასთან ერთად. თვალში მტკივნეულად მომხვდა უამრავი „ჰა-ჰა“-ს ყვითელი რეაქცია, რომელც ვიდეოზე თოვლივით ეფანტებოდა.
ერთდროულად ყველა ის სალანძღავი სიტყვა მომადგა პირზე, რისთვისაც კი ოდესმე ყური მომიკრავს, ისიც კი მომინდა, რომ იმ გაკრეჭილი იდიოტებისათვის ტელეფონი გამომეგლიჯა და იატაკზე დამეხეთქებინა, მერე ფეხით შევმდგარიყავი და მანამდე მეხტუნა ზედ, სანამ მეტლახის ზედაპირთან არ გავასწორებდი, მაგრამ...
-ამ ვითომ დაცვაზე საცოდავი ისაა, ვისაც ამაზე ეცინება - მხრები ავიჩეჩე და ქალს ჩემი პაკეტები ჩამოვართვი.
-ბარათი? - ვიკითხე, როცა დავრწმუნდი, რომ სხვა ყველაფერი ადგილზე იყო.
-ბარათი უკვე გადავეცით ბატონს - პირველად გაიღიმა ქალმა, ოღონდ მე კი არა, ბარმენს უღიმოდა.
-აჰ, ძალიან კარგი. აბა, მარჯანჯას ჩემ მაგივრად დაემშვიდობეთ - ხელი დავუქნიე და უკანმოუხედავად გავეშურე გასასვლელისაკენ.
გავედი თუ არა, ჩემი ჩანთა დავძებნე და სიგარეტი ამოვაძვრინე. ვიცოდი, რომ არაფერში მიშველიდა, მაგრამ ყურადღების გადატანაც ხომ შველაა? ის კადრი მიტრიალებდა თავში, რაც ირაკლიმ ასე დიდსულოვნად მაჩვენა, ოღონდ არა თავად ვიდეო, არამედ ადამიანი, რომელსაც ეს ვიდეო აეტვირთა - ანია ვოლკოვა.
ანია.
ძალაუნებურად, ჩემმა გონებამ საკუთარი შავი სიის შემუშავება დაიწყო, რომელის სათავეშიც ეგ თხელტრაკა გიურზა მოვათავსე, მეორე ადგილი კი უპირობოდ იმ ვაჟბატონს ერგო, რომელიც ასე გულმოდგინედ იყენებდა ჩემი დამცირების ნებისმიერ შანსს. ჯერ არ ვიცოდი, როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ორივეს ვაზღვევინებდი, თანაც ყველანაირი კარმისა და ღვთიური სამართლის ლოდინის გარეშე.
-ეი, ლურჯთვალ! აღარ მოდიხარ? - გამომძახა მანქანამდე მისულმა.
-მე მწვანე თვალები მაქვს!
-მაგას არ ვგულისხმობ - გაბადრულმა შემომხედა - სარკეში ჩაიხედე.
სანამ მის რჩევას გავითვალისწინებდი და მანქანის სარკესთან მივიდოდი, უკვე ვიცოდი, რაც მელოდა - დაცვის წევრის იდაყვის იისფერ- მოლურჯო საჩუქარი ჩემს ქვედა ქუთუთოზე.
-ღმერთო ჩემო! - აღმომხდა, როდესაც ჩალურჯებას შევხედე, რომელიც თითქმის სახის მეოთხედზე მქონდა გადაჭიმული.
-ახლა კი ნამდვილად შეგიძლია შექმნა მსხვერპლის იმიჯი. ილიას რას ეტყვი, ეგ მსუქანი დაცვლა იყო ჩემი ქმარიო?
-ვერ ვხვდები, რას გულისხმობ - სარკეს თვალი ავარიდე და მას შევაჩერდი. გაბრაზებული იყო, ირონია, რომელიც ხმაზე ეტყობოდა, მის სახეზე აღარ შეიმჩნეოდა.
-კარგი რა! გგონია, მეც დავიჯერე ის პრინცესული მონაბოდი მოძალადე ქმარზე? უნდა გრცხვენოდეს, რომ მილიონობით ქალის პრობლემას ასე საშენოდ იყენებ, მაგრამ რა სირცხვილი...- ჩაიცინა და წვერზე ხელი მოისვა - იმედი გქონდა, ილია შეგიფარებდა და მეორე დღეს ცოლობას გთხოვდა, არა? ღმერთს მადლობა, რო ჩემი ძმა მასეთი ყ*ე არაა. დაჯე, დაჯე...
ანია ვოლკოვან დაუყოვნებლივ დატოვა ჩემი შავი სიის ლიდერის სტატუსი და ადგილი დაუთმო ირაკლი პაიჭაძეს. ჯანსაღი თვალი ამითამაშდა, მინდოდა ვცემოდი და სახე დამეკაწრა, თუმცა ბრძენს უთქვამს, რომ შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა იჭამოს. ესე იგი, სანტამ, კარმამ და ამ უსინდისო იდიოტმა, ყველამ ერთად გადაწყვიტა ჩემი განსჯა და დასჯა იმის გამო, რომ ვცდილობდი, საკუთარი ადგილი მომეძებნა ამ ნეხვის გროვაში, რასაც ცხოვრება ჰქვია? ჩემი შეცვლა უნდოდათ? მაშ, მიიღონ!
-ჰმმ, იცი, მადლობა, მაგრამ ფეხით გავლა მირჩევნია, საკანში დიდ ხანს ვიჯექი.
-უკვე ღამდება, რა ფეხით, იცი ვაფშე სად ვართ?
-ახლა არ მითხრა, რომ ჩემზე ზრუნავ - თვალები ავატრიალე - ამ ჩანთებში თქვენი სახლის განათებებია, ნაძვის ხეს წესით უკვე მიიტანდნენ. თუ არ შეწუხდები, წაიღე სახლში, მოგვიანებით მივხედავ, როცა დავბრუნდები.
ეჭვით შეათვალიერა ჩემი მშვიდი, არაფრისმთქმელი გამომეტყველება, როგორც ჩანდა, ცოტა გულიც კი დასწყდა, ალბათ იმიტომ, რომ მის უხეშობაზე ასფალტზე არ დავემხე და ცრემლებით არ დავასველე. ამას არავის ვაღირსებდი, ძალიან პატარა ასაკიდან ვისწავლე, რომ ცრემლები არაფერს ცვლის და თუ რაიმეს მიღწევა მინდა, მე თვითონვე უნდა ვიზრუნო ამაზე. მერე რა, რომ ადრე ყველაფერი მარტივად გამოდიოდა, ახლა კი გართულდა? მე ისევ მე ვიყავი!
-კაი, რადგან ასე მთხოვ - ჩემი იმდღევანდელი ნავაჭრი ჩამომართვა და თვალი ჩაფიქრებულმა გამომაყოლა, როდესაც შებინდებულ ქუჩას სწრაფი სვლით გავუყევი.
როგორც კი თვალს მიეფარა, ჩემი ახალი მობილური დავძებნე, ძლივს მოვათავსე სიმ ბარათი და ათასობით წაუკითხავი შეტყობინებისა თუ გამოტოვებული ზარის უნახავად, ლექსას ნომერი ავკრიფე.
-ჩვენს სამსახურთან რომ კაფე იყო, გახსოვს? იქ შემხვდი, ნახევარ საათში. - ვუთხარი, გავუთიშე და ტაქსის ხელი დავუქნიე.

***
ვიცოდი, რომ ქალაქში ერთდადერთი ბოროტი ძუ/კნა არ ვყოფილვარ. კიდევ ბევრი იყო. ჩემზე გაცილებით, გაცილებით უარესები. მაგალითად, ანჯელიკა აბაზაძე, ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელის ცოლი, რომელიც თავს დიდგვაროვნად ასაღებდა, ორი წლის წინ კი საქველმოქმედო საღამოდან მიღებული ფული მიითვისა და იმ თანხით, რომლებიც ობლებისთვის უნდა გადაერიცხათ, მკერდი გაიდიდა.
ან ბერო პაპუაშვილი, თბილისური ელიტის ცნობილი წევრი, ოცდაცხრამეტი წლის ყოფილი ფეხბურთელი - იმისათვის, რომ მამამთილის სამშენებლო ბიზნესისთვის ხელი შეეწყო და თავადაც მიეღო სარგებელი, როგორც ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა, რეპუტაციით ისარგებლა და ტყუილი დაპირებებით, ორმოცამდე ოჯახს ხელი მოაწერინა საკუთარი სახლის დანგრევის დასტურზე, რათა იქ მრავალსართულიანი სახლები აშენებულიყო. იმ ხალხს ანაზღაურება დღემდე არ მიუღია, პაპუაშვილმა კი ამას წინათ მშვენიერი სამსართულიანი სახლი აიშენა, ზუსტად იმ ქუჩაზე, სადაც ჩემი უფროსი - ილია ცხოვრობდა.
ჯერი (ჯემალ) ქოქოლაძე - მომღერალი, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა, რომ გეი იყო და ბავშვობაში დედა ძალადობდა მასზე, თუმცა ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე იყო, იმისთვის მოგონილი, რომ ერთ-ერთი უგემოვნო გადაცემის თანაწამყვანად დაენიშნათ.
ელენე აფციაური საკუთარი დედის საყვარელს გაჰყვა ცოლად - ალბათ ზედმეტად ბევრ სერიალს უყურებდა!
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იყო იმ ამბებისა, რომლებიც ჩემთვის ესოდენ ნაცნობ საზოგადოების ნაწილზე ვრცელდებოდა. რა თქმა უნდა, ამას არავინ ხმა მაღლა არ ამბობდა, თუმცა ლაპარაკი შეიძლება აკრძალო, მაგრამ ჩურჩული- ვერა.
დეკმებრის იმ საღამოს, როდესაც ცხოვრებისაგან გათამამებული ბარმენი დამცინოდა, ათასობით სხვა ადამიანთან ერთად, გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ყველას მოეკეტა და საკუთარ ცხოვრებაში ჩაეყო გრძელი ცხვირი. ამისთვის მყავდა ის, ვინც ყველას იცნობდა - ლექსა.
როდესაც იმ კაფეში შემხვდა, სადაც დავიბარე, ჩემი განელებული გონებით უკვე ვალაგებდი შესანიშნავ გეგმას, რომლის ბოლოშიც არც მეტი, არც ნაკლები, სანტა კლაუსის მხილება იდგა, მანამდე კი გრძელი და სასიამოვნო გზა უნდა გამევლო ყველა იმ იდიოტის გამოსავლენად, რომლებიც იმდენად ერთობოდნენ სხვების უბედურებით, რომ საკუთარ უვიცობას ვერ ამჩმნევდნენ.
-გახსოვს, ადრე რომ ახსენე, ჩემი ბიძაშვილი ამერიკაშო პაპარაცი იყოო? - ვკითხე ლექსას მას შემდეგ, რაც ჩემს თვალზე ვიშ-ვიშს მორჩა. უცნაურ კმაყოფილებას ვგრძნობდი მასთან საუბრისას - არც დამცინოდა, არც რაიმე მსგავსს ამჟღავნებდა, გულწრფელად განიცდიდა იმას, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ადრე ჩემ თანაშემწედ მუშაობდა, ერთმანეთთან ნორმალურად არც კი გვისაუბრია. ოფისში არც ისე დიდ დროს ვატარებდი, ლექსა კი სულ იქ იყო, თანაც აშკარად განვსხვავდებოდით, აქამდე.
-ხო, მერე? - თვალები დაქაჩა, თითქოს რა დროს ეგააო, ამბობდა.
-ახლა რას აკეთებს? ხომ ჩამოვიდა?
-ახლა რომელიღაც ტელევიზიაში მუშაობს, მგონი „მეუფე ტივი“-ში.
-ა-ა, ეგ ის არაა, გამდიდრებულმა მამაომ რომ დააარსა და ლოცვებს სახლიდან კითხულობს?
-ხო-ო.
-მაგ კაცზე გავიგე, ოცდაჩვიდმეტი აიფონი იყიდა თავისი მეგობარი მღვდლებისთვისო.
-დროა, აღვიკვეცოთ - ჩაიცინა ლექსამ - შენ ესეთი ჭორები სულ იცი.
-ზუსტად მანდ ვარ მეც - მიმტანს ჩემი შეკვეთილი კაპუჩინო ჩამოვართვი, დაველოდე, როდის დაუდგამდა ლექსას თავის ლატეს და როდესაც დავრწმუნდი, რომ ვეღარ გაიგებდა, ვიჩურჩულე - გადავწყვიტე, ყვითელი ბლოგი გავაკეთო.
-ყვითელი ბლოგი?
-ხო, სახელიც მოვიფიქრე, მხილება წერტილი ჯი. - ხელი დემონსტრაციულად გავშალე.
-და რაში გჭირდება ეგ ყვითელი ბლოგი?
-იმისთვის, რომ ჭორები ვწერო.
-და ჭორები რატომ უნდა წერო?
-ო-ო! იმიტომ, რომ მინდა! - გავღიზიანდი, რადგანაც ისეთი აღფრთოვანება ვერ შევატყე, როგორსაც ველოდი.
-კარგი, ჰო, მიდი, თავიდან ამიხსენი.
-ხომ ყველა ძალიან მხიარულობს იმით, რაც მე დამემართა? ანანოს კომენტარი ვნახე იმ ვიდეოზე. იცი, რა დაწერა?
-ხო, ვიცი.“ვიხევიო“.
-არა და მედაქალებოდა!
-ყურადღება არ უნდა მიაქციო, რა. გაივლის დრო და დაავიწყდებათ.
-მეც მაგას ვუმეორებდი ჩემ თავს, მერე ამ განვლილ დროზე ვფიქრობდი და იცი, რაზე შევჩერდი? რა უნდა ვაკეთო მომავალში? სამუდამოდ მოსამსახურე ხომ არ ვიქნები? რაღაც საქმე ხომ უნდა დავიწყო. ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავებ, მინიმუმ სამი-ოთხი წელი, გამორიცხულია რამე ნორმალურ ფირმაში ამიყვანონ, მაგის რეპუტაცია აღარ მაქვს და სიმართლე გითხრა, არც მინდა. ბლოგი, თუ ბევრი მკითხველი მყავდა, დამატებითი შემოსავალია, ასე შევძლებ, რომ თანხა დავაგროვო და ამ ლიფსიტებს სამაგიერო გადავუხადო.
-იცი, გენიალური იდეაა, მაგრამ ძალიან ისე ჟღერს...
-შეუძლებლად, ვიცი, მაგრამ... რატომღაც მგონია, რომ გამოვა! ეს არ იქნება დაბოღმილი სტატუსები და სხვისი განადგურების მცდელობა, ყველაფერს იუმორით შევფუთავ. აი, სანამ გელოდებოდი, საცდელად ეს დავწერე- მობილური მოვიმარჯვე და კითხვა დავიწყე - “მოეხსენებათ, რომ ბატონყმობა ჩვენს ქვეყანაში გაუქმდა, კერძოდ კი მთავრის - მიხეილ ნიკოლოზის ძის 1864 წლის ბრძანებით. ჩემი მოკრძალებული მათემატიკური უნარჩვევებითაც კი, არ მიძნელდება იმის გაგება, რომ ათას რვაას სამოცდა ოთხი წლიდან ორი ათას ოცდაერთ წლამდე საკმაო დროა გასული, რათა ადამიანებს ამ, აშკარად ნათელი განცხადების გააზრება მოესწროთ, თუმცა ვაი, რომ გამონაკლისები არსებობს.
ჩვენი პატივსაცემი მერის ოჯახის ყველა წევრი დიდად აფასებს კეთილშობილურ წარმომავლობას და მეტიც, ამას დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებს. ასე მაგალითად, იმავე მერის დედა, ხორეშან ბასილაშვილი, ოთხი წლის წინანდელ ინტერვიუში დაუფარავად ამბობს, რომ არასდროს დაუშვებს მის ოჯახში არაარისტოკრატიული წარმომავლობის პირის შესვლას და მისი ორივე ვაჟი ამ შეხედულებას იზიარებს ( ეს იმ პირობებში, როცა თვით ინგლისის პრინცმა საყვარელი მეგანი მოიყვანა ცოლად და რამდენადაც ცნობილია, ღვთის რისხვაც არ დასტყდომია თავს ამ ახალგაზრდა ოჯახს).
მაშინდელ ინტერვიუში ხორეშკა (ასე ეძახიან ახლობლები) სიამოვნებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ უფროსი შვილის, ანუ მერის არჩევანი ფრიად მოსაწონია, რადგანაც მისი ცოლი გამორჩეულად არისტოკრატიული ნაკვთებით გამოირჩევა, ასეთი ნატიფი ცხვირი კი მთელ თბილისში არავის მოეძებნება.
ალბათ იფიქრებთ, რომ ამგვარი ქებით თავად მერის ცოლი, სოფიო, ასევე მისი მშობლები და თავად ღმერთიც უნდა ამაყობდნენ ამ ცხვირის არსებობით, თუმცა არა, ერთადრთი, ვისაც ამით ტრაბახი შეუძლია, დანიელი პლასტიკური ქირურგი, ნიკს დიდრიკსენია, რომლის კლინიკასაც ქალქის ესოდენ “არისტოკრატიული” პირველი ლედი ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის ასაკში ესტუმრა და სამშობლოს სწორედ იმ ცხვირით დაუბრუნდა, რომელიც მის დედამთილს ასე ეამაყება.
დარწმუნებული ვარ, არც ერთ მკითხველს არ უნახავს ჩვენი აზნაური ლედი არააზნაური ცხვირით, თუმცა ვინაიდან თავადვე ასე ხშირად უსვამენ კეთილშობილური “სილამაზის” მნიშვნელობას და ბუთქუნა, ან სულაც, კეხიან ცხვირა ხალხს თავს, ცოტა არ იყოს, პლებეებად გვაგრძნობინებენ, ვფიქრობ, ნამდვილად ყველა ვიმსახურებთ იმ იშვიათი კადრის ხილვას, ბონუსად კი მერის უმცროსი ძმის საცოლის ფოტოებსაც მოვაყოლებთ, რომელსაც, განსხვავებით ინსტაგრამის დამუშავებული „სელფებისა“. რეალობაში არც ისე საამაყო ცხვირი აქვს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ხორეშკა? (იხ.ფოტოები)”.

კითხვა დავასრულე და ლექსას შევხედე, რომელიც ყურებამდე იღიმებოდა.
-ვიცოდი რა, აი, ვიცოდი, რო გაკეთებული ქონდა ეგ ცხვირი! ფოტო მართლა გაქვს, გოგო?
-ანუ მოგწონს?
-ხო! გაქვს?
-მაქვს, მაგრამ ძველ ტელეფონში, რომელიც დაიმტვრა და ახლა სადღაც ჩემოდანში მიგდია... როდესაც საკმაო სტატიებს დავწერ, იმ დროისთვის შევძლებ იგივე მოდელის ყიდვას, რომ ყველაფერი აღვადგინო, პაროლი მახსოვს, რაც მთავარია...
-მაგარია!
-მართლა?
-მართლა! ოღონდ დამპირდი, რომ პირველს მე მაჩვენებ ყველაფერს!
-ეგრეც იქნება, ოღონდ შენც უნდა დამეხმარო. ის შენი პაპარაცი ბიძაშვილი ზეგ აქ მომიყვანე. პაპარაცი დამჭირდება, მანამდე კი უნდა გავიკითხო და ქალაქის ყველაზე გამოუსწორებელი ჭორიკანები უნდა მოვიძიო.
-ეს ყველაფერი არ მომწონს და ამიტომ, ძალიან მომწონს - აჭყიპინდა ლექსა.
-ისე, შენ რაღახ სხვანაირი ხარ- ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რა მაკლდა - არ მოგიწევია?
-უკვე სამი დღეა - თავი დამიქნია.
-ნუთუ? იცი, მგონი კარგი გადაწყვეტილებაა, არ იფიქრო, რომ ვერევი ან რამე, მაგრამ...
-შენ ჩემი მეგობარი ხარ და სრული უფლება გაქვს მითხრა ის, რაც არ მოგწონს, ჩემი საქმეა, ამას გავითვალისწინებ თუ არა, მაგრამ ამის უფლება გაქვს - ჩამოარაკრაკა და ჩემს გაკვირვებულ სახეზე დაამატა - ჩემმა ულვაშამ ზუსტად ასე ამიხსნა მეგობრობის მნიშვნელობა და ვეთანხმები კიდეც.
-ულვაშა - ჩავიცინე - ძალიან კარგი კაცი ჩანს, არა?
-ძალიან კარგია - თავისებური, მეოცნებე სახით მითხრა - და ნიკას ამბებზეც ძაან დამეხმარა.
-რა ნიკას ამბებზე? - თვალები ვჭყიტე.
-ვიჩხუბეთ - ნერვიულად ააცეცა თვალები.
-მაგას ახლა უნდა ვიგებდე?
-ტელეფონი გამორთული გქონდა და დეპეშას ვერ გამოგიგზავნიდი წარწერით “ბოიფრენდმა წამლის ძალით გაჩხერა სცადა და მე დავშორდი”.
-რა? - წამოვიძახე ბოლო ხმაზე და ათიოდე წყვილი თვალი მომაჩერდა.
- ჰო, იმ დღეს ჩემთან მოვიდა, რაღაც წამალი ჰქონდა, არ ვიცი რა, თქვა, რომ მეგობარმა მისცა და პლანზე მაგრად მოქონდა. მე შემეშინდა, პლანი ერთია, მარა ეგეთი რამეები... ხომ ხვდები, ხალხი იხოცება! მერე კაიფში არ მიწყობ ხელსო, რაღაც სისულელეები დაიწყო, მგონი უკვე გაკეთებულიც ქონდა. შეეცადა, რო ძალით გაკეთებინა, მაგრამ გამოვუქეცი. ბარში გავვარდი, სხვაგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ულვაშა იქ იყო, თითქოს გრძნობდაო. ძალიან გამამხნევა... უბრალოდ ლაპარაკით, რამე კიარ იფიქრო...
-ძაან კაი.- ვთქვი მოკლედ.
-რა? რა არის კაი?
-ის, რომ ახლა თამამად შემიძლია დავუძახო სი*ი მაგ შენ ნიკას.
გაკვირვევულმა შემომხედა, შემდეგ კი სიცილი წასკდა,
-ნამდვილად შეშლილი ძუ*ნა ხარ - თავი გააქნია და ყავა მოსვა - ამას რატომ ვსვამთ, საერთოდ?
-თავადაც არ ვიცი... სად წავიდეთ?
-ცხელ ჰავაში?
-იმ ბარმენის სახის დანახვა არ მინდა... თუმცა, რატომაც არა - დავფიქრდი და ეშმაკურად გავიღიმე - რატომაც არა, ის ხომ სიაში პირველია!

***

ჩემი საძულველი ბარმენი იმ საღამოს არ მინახავს, შესაბამისად, იდეალური შანსი მომეცა, კარგად მემხიარულა და თან მასზე ინფორმაციაც მომეძიებინა. როგორც მისი შემცვლელისაგან გავიგე, რომლებიც დახლს მიღმა იმაზე გაცილებით მეგობრული ჩანდა, ვიდრე თავად ის სატანა, ირაკლი ბარმენად საკუთარ რესტორანში მუშაობდა.
-აქაურობა მამამისმა აჩუქა, როცა თვრამეტი წლის გახდა. - მითხრა გრძელთმიანმა, ზემოხსენებულმა ბარმენმა ლერიმ, რომელიც პარალელურად უხვად მისხამდა სასმელს ჭიქაში - იმის მერე უვლის, პატრონობს, ძირითადად სუ თვითონაა აქ, მარა ხანდახან ისვენებს რა... თავის ტკივილი იცის სუ აქ ყოფნამ...
-მეგონა, მშობლებთან ნაჩხუბარი იყო, ესე იგი, საჩუქრები დაიტოვა და ისე განუდგა? - ღიმილით ვიკითხე, რადგან მშვენიერი მასალამ მეძლეოდა მის გასაკიცხად,
-არა-ა, ვაფშე მანქანაც კი არ დაუტოვებია იმათი ნაყიდი - ხმა დაიმდაბლა ლერიმ - პროსტა აქაურობა ცარიელი კედლები იყო, როცა აჩუქეს, თავისი ხელებით შექმნა ყველაფერი... მარტო ეს დაიტოვა.
-და რა იჩხუბეს ამისთანა, კი მაგრამ? - ვითომ სასხვათაშორისოდ ვიკითხე. პაიჭაძეების ოჯახის დრამა ჩემი ბლოგის ზენიტი უნდა ყოფილიყო, ამ ინფორმაციას სანთლით დავეძებდი.
-რავი... მაგაზე ლაპარაკი არ შემილია, არ ევასება თვითონ იკას, დაგიმატო?
ზომიერად ნასვამი საკმაოდ გვიან დავბრუნდი სახლში, თუმცა მიუხედავად ალკოჰოლისა და უძილობისა, თავს საკმაოდ ფხიზლად ვგრძნობდი. ჩემი შურისძიების გეგმას მთელი სხეული მოეცვა, ახალი მუხტი გაეღვიძებინა ჩემ გონებაში, რაც გასაოცარ ენერგიას მაძლევდა.
-როგორც ვხედავ, კარგად გაერთე - კიბისაკენ მიმავალი ილიას ხმამ შემაჩერა, უფრო სწორად, შემახტუნა, რადგან იქ მას არ მოველოდი, როგორც წესი, სახლში ან ეძინა, ან თავის კაბინეტში მუშაობდა. მისაღების სავარძელში, სიბნელეში ჩაფლობილი, სასმლით ხელში ცოტა უჩვეულო მოვლენა იყო.
-ვაიმე დედა! გული გამიხეთქე - მკერდზე ხელი მივიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
-ვწუხვარ- ისე ჩაილაპარაკა, არაფერსაც არ ვწუხვარო, გულისხმობდა.
-კარგად ხარ? - თვალები მოვჭუტე და მისკენ წავედი, სავარძლის გვერდით ჩავიმუხლე. მის სახეს ბუნდოვნად ვხედავდი ფანჯრიდან შემოსული ლამპიონის შუქზე.
-კი, უბრალოდ მეგონა, დღეს სახლი მორთული დამხვდებოდა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ.
-ჰო, მეც ვუთხარი პოლიციელებს, გამიშვით ამ საკნიდან, სახლი მაქვს მოსართავი-მეთქი, მაგრამ დიდი უსულგულოები ვინმეები ყოფილან, არ გამომიშვეს - ირონიულად ჩავიფრუტუნე,
-შეგეძლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოგერთო - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
თვალები ავაფახუნე, ნუთუ მისთვის უნდა მეკითხა, როგორც უფროსისთვის, წავსულიყავი თუ არა ბარში? ალბათ ამან გააბრაზა? მაგრამ მეორე მხრივ, იმის შემდეგ, რაც მოხდა, ეს საყვედური უადგილოდ მეჩვენებოდა.
-შეიძლება არ გესიამოვნა, შენთან შეთანხმების გარეშე რომ გავატარე გარეთ რამდენიმე საათი - დავიწყე ფრთხილად - მაგრამ იმის შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრში, ასობით ადამიანის თვალწინ, უმიზეზოდ მაფორთხიალეს ძირს, თვალი ჩამილურჯეს და ციხეში ოთხი საათით გამომკეტეს, ცოტა ბოლის გამოშვება მჭირდებოდა! და საერთოდ, გამოსასვლელი დღეები არ მეკუთვნის?
-დამშვიდდი, დამშვიდდი - ხმა შეარბილა და სიბნელეში წინ გადმოიწია - უბრალოდ უცნაური იყო, სახლში რომ არ დამხვდი... იცი, ადამიანი კარგ რამეებს მარტივად ეჩვევა. არასდროს ყოფილა, სახლში მისულს, ვინმე ახლადგამომცხვარი კექსით შემხვედროდა და გაღიმებული სახით ჩაეტენა ეგ კექსი პირში - გაიცინა, რატომღაც უხერხულობა ვიგრძენი - ძირითადად ქალები მხვდებოდნენ თხელ, სექსუალურ მოსაცმელში, რომლის შიგნითაც არაფერი ეცვათ...
-მგონი, მთვრალი ხარ - ფრთხილად შევაპარე.
-მეგონა, შენც ასე იზამდი - ხმას ოდნავ აუწია - სანამ ჩემი ძმა მოვიდოდა, ასე ჩაიცვამდი და შენს იდეალურ სხეულს შემახარბებდი, რომ თავი ვერ შემეკავებინა და სრულად დავუფლებოდი შენს ცხოვრებას...
გაოგნებული ვუსმენდი. მე, სულელსა და პირწმინდა იდიოტს, მეგონა, რომ ილია ზედმეტად პატიოსანი იყო იმისათვის, რომ მისი შეცდენა მეცადა. დიახ, ერთი კვირის წინ ნამდვილად ვიყავი ის ადამიანი, რომელიც სტატუსის გამო, ანდა უზრუვნელი ცხოვრებისათვის ამას იზამდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა, რაღაც დამთავრდა. ილიასადმი პატივისცემამ საკუთარი ღირსება გამიღვიძა. იმან, რომ ის არ მიყურებდა, როგორც სათამაშოს, როგორც სიამოვნების ობიექტს, თვითშეფასება ამიმაღლა. მისი მოსამსახურეობით გაცილებით კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ოდესმე მისი საყვარლობით ვიქნებოდი.
-ილია - ხმაგაბზარულმა ამოვთქვი - რატომ შემიფარე?
-იმიტომ, რომ გჭირდებოდა. - სწრაფად მიპასუხა - არ იფიქრო, რომ სხვა მიზანი მქონდა. უბრალოდ არ მოველოდი შენს ასეთ ქცევას, გესმის. მეგონა, რომ იმას გააკეთებდი, ავტომატურად, რასაც სხვები აკეთებენ, ყოველთვის. მეგონა, მოგინდებოდი.
-შენ? - გადავიკისკისე - ილია, შენ ძალიან კარგი ხარ იმისთვის, რომ „მომინდე“. არ ვიცი, რა მოხდა ისეთი, რომ ასე ალაპარაკდი, რადგან შენ... შენ ნამდვილად იცი თაცის დაჭერა, მაგრამ ის ფაქტია, რომ დამეხმარე და შანსი მომეცი, ცხოვრება გამეგრძელებინა. ახლა ზედმეტად დაკავებული ვარ საკუთარი ცხოვრების აწყობით, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, ანუ შენზე ვიოცნებო.
-რატომ იოცნებო?
-შეხედე შენ თავს! დახვეწილი, თავაზიანი და ინტელიგენტი ხარ! ამხელა კომპანიას ფლობ, ალბათ რამე კოლექციაც გაქვს, ძვირფასი ნახატების ან ქანდაკებების... ორ კვირაში ერთხელ ოპერაშიც დადიხარ და რომელიმე მეცო- სოპრანოს მქონე, ფუმფულა ქალს ათასდოლარიან თაიგულს უგზავნი იდეალური ნამღერისთვის... შენი საცოლე ვინმე ვიოლინოს სოლისტი უნდა იყოს, მაღალი, საშუალო სიგრძის თაფლისფერი თმითა და თავაზიანი ღიმილით...
ხმამაღლა გადაიხარხარა, ჩემკენ გადმოიწია და ჩემი ხელი ჩაბღუჯა.
-უცნაური ვინმე ხარ. ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი დაგინახე. და ის პიანისტია - თქვა და უკან გადაწვა.
-რა?
-ჩემი საცოლე. პიანისტია, გერმანიაში ცხოვრობს.
-საცოლე გყავს? - გაკვირვებულმა შევძახე - დაუჯერებელია!
-რატომ?
-ეს... უბრალოდ... არ ვიცი... არ გავხარ საცოლიან კაცს - ამოვღერღე ბოლოს.
-გინდოდა გეთქვა, რომ შეყვარებულ კაცს არ ვგავარ?
-ამას მე ვერ გეტყვი. სიყვარული რა არის, ეგეც კი არ ვიცი. რატომ არ მითხარი, საცოლე თუ გყავდა?
-ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო შენთვის. რამდენიმე დღეში, შობისთვის, იგი აქ იქნება, ამიტომაც, მნიშვნელოვანია, სახლი მანამდე მოვრთოთ.
-არ ჯობია, მისი გემოვნებით მოვაწყოთ? იქნებ გვეკითხა კიდეც, რა მოეწონება...
-ის ზემდეტად კონსერვატულია... მაინტერესებს, შენი ბუნებით შექმნილი გარემო, ძალიან მაინტერესებს. თუ არ მოეწონება, ელზა თავად გადააკეთებს.
ძალიან ნაღვლიანი ჩანდა, დაახლოებით მივხვდი, რაც ხდებოდა მის თავს - საცოლე ჩამოდიოდა და სავარაუდოდ, იმ პირობას შეახსენებდა, რომელიც მანამდე დაედო - გერმანია და საქართველო ახლოს ნამდვილად არაა, წყვილის ზედმეტად დიდ ხანს ასეთი დისტანციით ცხოვრება კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ალბათ ეს ელზა ილიას ასაკის იყო, ოცდაათ წელს გადაცილებული, როგორც იტყვიან, შემდგარი ქალი, ერთადერთი, რაც მის იდეალურ ცხოვრებას ამჟამად ეკლდა, იყო ქმარი სქელი ჯიბითა და კარგი სტატუსით. ილიასაც მხოლოდ მეორე ნახევარიღა აკლდა სრული იდილიისათვის, თუმცაღა გულის სიღრმეში ისიც და მისი საცოლეც ხვდებოდნენ, რომ სულაც არ იყვნენ ერთმანეთის ნახევრები. შესაძლოა, სრულიად მთლიანები იყვნენ და ნახევარს არ საჭიროებდნენ, ანდა იმ ზედმეტად ბევრი მოთხოვნების გამო, რომლებიც მომავალი მეუღლეებისთვის წაეყენებინათ, საკმაოდ მწირი არჩევანი ჰქონდათ და რეალურად ძიების მეთოდების შეცვლა სჭირდებოდათ და არა ერთმანეთზე დაქორწინება.
ილია ამას ხვდებოდა, მაგრამ ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული იმ ვალდებულებით, რომელიც, სავარაუდოდ, მდიდრულ ვახშამზე, რომელიღაც ძვირიან გერმანულ რესტორანში თავისივე ხელებით დაიდო საკუთარი და ელზას ოჯახის წინაშე.
სიტუაციას საკმაოდ სწრაფად ჩავწვდი, რადგანაც ასეთი ისტორიები უკვე მრავლად მომესმინა. დაქორწინებიდან ორ წელში ელზა ბავშვს გააჩენდა, მერე ცალ-ცალკე საძინებლებში გადავიდოდნენ და ერთმანეთს მხოლოდ ვახშმისას გამოელაპარაკებოდნენ, უზარმაზარი მაგიდის ერთი ბოლოდან მეორესკენ.
-იცი, საერთოდ არ მეძინება- მხიარულად წამოვიძახე - მოდი, ახლავე მოვრთოთ სახლი, არ გინდა?
-მოვრთოთ? მე?
-საკმაოდ მაღალი ხარ, გამომადგები. თანაც, თუ ფეხი დამიცდა და რომელიმე ნათურის დაკიდებისას სკამიდან ჩამოვვარდი, დილით პოლიცია ჩემს თავგახეთქილ გვამსაც არ იპოვის, რადგან მანამდე შენ მომხედავ... დამმახრხავ ან მაცივარში შემინახავ...
-შენთვის უთქვამთ, რომ ძალიან უცნაური იუმორი გაქვს? - ხმა შეკავებული სიცილისგან აუთრთოლდა.
-აბა, მაგას დამიმალავდნენ? ადექი, რაღას ელოდები?
სასმელი დავამატეთ. სახლი გავაჩახჩახეთ და მუშაობა დავიწყეთ. ის, რაც ონლაინ შემეკვეთა, აურაცხელი რაოდენობის ციმციმა ნათურა, ვარსკვლავები, გირლიანდები, სანთლები, სათამაშო ელფები, ნაძვის ხელოვნური ტოტები, მბზინავი და პრიალა ნაჭრები...მოკლედ, ყველაფერი ერთად მისაღებში, უზარმაზარ გროვად დაეხვავებინათ. ბარმენს კი, რომელსაც ჩემი შენაძენი გამოვატანე, პაკეტები საახალწლო ვარკვლავივით დაესკუპებინა ამ ხროვაზე.
საქმეს დიდი ენთუზიაზმით შევუდექით, მიხაროდა ის ფაქტი, რომ შავ-ბნელი ილია გაქრა და კიდევ ერთი, მანამდე ჩემთვის უცნობი, მაგრამ ძალიან მხიარული ალტერ-ეგო გამოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სამზადისი ჩემი ყოველწლიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი იყო, ასე კარგად დიდი ხანია, არ მიმხიარულია.
პაიჭაძეების სახლი, ისე, როგორც მდიდარ ხალხს ეკადრებათ, ზედმეტად ფართო და მაღალჭერიანი იყო, მისაღები ოთახი კი ზომებით საკონცერტო დარბაზს სულ ოდნავ ჩამორჩებოდა. ამიტომ იყო, რომ დავხტოდით, სავარძლებს დავათრევდით, ციმციმა ნათურების ხვეულებს კოვბოებივით ვისროდით, რომ როგორმე სასურველ ადგილას შემოგვეხვია. როცა ჯერი ნაძვის ხეზე მიდგა, საქმე შედარებით გამარტივდა, ვინაიდან იგი უკვე აწყობილი მოგვიტანეს და ერთადერთი რაც რჩებოდა, მისი მორთვა იყო.
-მინიმალისტურად მოვრთოთ, არა? - მკითხა აწითლებულმა ილიამ. კაცი ისე ვამუშავე, რომ ოფლი გასდიოდა, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა და ოხრავდა. თბილი სვიტერი იქვე, კუთხეში მიეგდო და უმკლავებო მაისურის ამარა დატანტალებდა. რა თქმა უნდა, იმ ღამეს ათასჯერ მაინც გამიელვეს ბინძურმა ფანტაზიებმა იმის თაობაზე, თუ როგორ გვქონდა სექსი ნათურებში გახვეულებს, ანდა, სულაც ნაძვის ხის ქვეშ, ტოტებში აბლანდულებს... ამ ფანტაზიებში ილია სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ ნაყიდი სანტას ქუდის ამარა (სხვათა შორის, ასეთი ბევრი ვიყიდე, რადგან ძალიან მიყვარს).
ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი გარყვნილი ფიქრები მიტევდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ილია პატივისცემით გაეწყო ჩემდამი, რადგანაც მისი შეცდენა არ მიცდია, მაგრამ ის ახოვანი იყო, სექსუალური, შემ წინ თავისი დიდრონი კუნთებით დამდგარიყო, შემთვრალი და ბენდიერი თვალებით მიყურებდა.
-ლეა?
-ა, ჰა? ჰო! -გამოვერკვიე- ისა... ვფიქრობდი იმაზე... იმაზე, რომ მინიმალიზმი ზედმეტად გაპიარებულია თანამედროვეობაში. შეიძლება ადამიანებს სულაც არ მოსწონდეთ, მაგრამ მაინც ასე იქცეოდნენ იმიტომ, რომ ეს გემოვნებიანად ითვლება! ეს კი დაუშვებელია! ახალი წელი და მინიმალიზმი? ვისაც მოსწონს, კიბატონო, მაგრამ მე აქ ას ორმოცდაათი მეტრი ფერადი ნათურა მაქვს, რომლებიც უბრალოდ დააკვდება ამ მწვანე ტოტებს, მოსართავები კი ისეთი ვიყიდე, ისეთი...
ილიამ სიცილით მოისმინა ჩემი მონოლოგი მინიმალიზმის სწორ გამოყენებაზე ცხოვრებაში, შემდეგ კი გროვაში დარჩენილი ყუთები გადმოალაგა და ნაძვის ხის ტოტების გასწორებას მოჰყვა.
-დილის ხუთი საათია, საცაა გათენდება- მთქარებით გადავყარე ცარიელი ყუთები კუთხეში და უზარმაზარ ნაძვის ხეს მივაჩერდი. ასეთები მხოლოდ დიდ რესტორნებსა და საბანკეტო დარბაზებში მენახა. ანდა გარეთ, ქუჩაში. არასდროს მიცხოვრია ისეთ სახლში, სადაც ამ ზომების ნაძვი დაეტეოდა. ლამაზ ფერებად აბრდღვიალებული, ულამაზესი ხე გვქონდა. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, ვარსკვლავის დამაგრება იყო.
-ამას რა ვუყოთ? კიბე არ გაქვთ? - ვარსკვლავი ხელში ავიღე და ავწიე.
-არა მგონია... მოდი, ხელში აგიყვან და დაკიდე...
-არა-ა, შანსი არაა, დამეყუტუნება და ორივე წავიქცევით - ვიუკადრისე.
-მაშინ კისერზე შემაჯექი - ახალი იდეა დაებადა.
-მაინც ვერ მივწვდებით - მხერები ავიჩეჩე.
-მე ჯერ მაგიდაზე დავდგები - ხის ჟურნალების მაგიდა იმ წამსვე გამოაჩოჩა და ზედ შეხტა - ამოდი, ამოდი, ნუ გეშინია!
სკეპტიკური სახით შევუერთდი მაგიდაზე, რომელზეც ორნი გაჭირვებით ვეტეოდი და ვარსკვლავი იღლიაში ამოვიჩარე.
-მე დავიხრები და უცბად შემაჯექი.
-ვაიმე, მეშინია - ავკნავლდი.
-ჩვენ გარდა ამას არავინ იზამს, გინდა, რომ უვარსკვლავო ნაძვი გვქონდეს?
-არა..
-ხო და მიდი - ჩაიმუხლა და ორივე ხელით მანიშნა, შემაჯექიო.
-ჯერ არავის კისერზე არ ვმჯდარვარ, იცი? - უხერხულად შემოვუარე უკნიდან, თან ვცდილობდი, საჭირო კუთხე დამეჭირა - გამოცდილება არ მაქვს.
-არც მე შემისვამს ვინმე კისერზე... რამდენადაც მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ფხიზელს...
-არც ახლა ხარ ფხიზელი - შევახსენე და ერთი ფეხი გადავადე მხარზე.
-კარგია, მიდი, თამამად! - გამამხნევა.
-შენთვის მარტივია თქმა!
-ბალანსი არ დაგავიწყდეს!
-მეორე ფეხი როგორ ავწიო?
-მე დაგიკავებ და ისე, მიდი, რაღას უცდი?
-რა ჯანდაბა ხდება აქ ? - ირაკლის გაოგნებულმა შეძახილმა მეორე ფეხი ჰაერში გამიშეშა, ილიას უნებლიე მოძრაობამ კი წონასწორობა დამაკარგვინა და პირდაპირ თავით წავედი იატაკისაკენ. რომ არა ილიას სწრაფი რეაქცია, ალბათ ახლაც პაიჭაძეების მისაღებში იქნებოდა მიმოცხობილი ჩემი ტვინის პატარა ნაწილაკები და ამის დაწერასაც ვერ შევძლებდი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩემმა პრინცმა კიდევ ერთხელ გადამარჩინა.
-ჩვენ... - სწრაფად გავსწორდი წელში და დოინჯშემოყრილ ირაკლის გავხედე - ნაძვის ხეს ვრთავთ!
-მაგას ვხედავ - წარბი ასწია - რა საჭიროა ეს აკრობატიკა?
-შეიძლება შენთვის უცნობია, მაგრამ ადამიანებს ფრენა ჯერ არ გვისწავლია!
-სამაგიეროდ ტვინი გვაქვს, რომლის გამოყენებაზეც უნდა იფიქრო ხანდახან!
-თქვენ ორს ნორმალურად საუბარი ოდესმე გამოგივათ?- ღიმილით იკითხა ილიამ.
-არა! - ერთხმად ვუპასუხეთ და უფრო ფართოდ გაიღიმა.
-წავალ მე, დავიძინებ, მგონი მართლა ცუდი იდეაა აკრობატიკა - დაამთქნარა, რაც სრულიად შეუფერებელი იყო ჩემი და ირაკლის გააფთრებულ მზერათა ბრძოლის ფონზე - შუა დღისთვის დედა აპირებს შემოვლას, იქნებ ცოტა წავუძინო მანამდე...
ბარმენთან მარტო დარჩენა დიდად არ მეპიტნავებოდა, თანაც ზუსად ვიცოდი, რასაც ფიქრობდა - მე, ნაძვის ხის მორთვის საბაბით, ილია დავიმარტოხელე და მერე რატომღაც კისერზე ვაჯდებოდი, რომ სამუდამოდ დამეტყვევებინა მისი გული... ან, რა ვიცი, რამე მასეთი. ბოღმით სავსე გონებაში რა აღარ შეიძლება დაიბადოს? შემდეგ კი თავს ვალდებულად ჩათვლიდა, რომ ჩემთვის მორალი წაეკითხა და გამკიცხავი მზერით დავემცირებინე.
ამ ყველაფრის წარმოდგენისთანავე, ის იყო, ირაკლიმ პირი დააღო რაღაცის სათქმელად, წამოვიყვირე, ძალიან მეძინება მეთქი და მისაღებიდან ისეთი სისწრაფით გავქრი, ეჭვი მაქვს, ცოტა ოდენი მტვერიც კი დავაყენე.
თავის დაძვრენა მაშინ კი გამომივიდა, თუმცა ამ საუბარს, ვაი რომ, ვერ ავცდი.

***
ილიასა და ირაკლის დედა, პაიჭაძეების დედა-დედოფალი, მართლაც ეწვია დეკემბრის იმ მოქუფრულ შუადღეს ჩვენს სამყოფელს.
მე, გამოუძინებელი და წინა ღამის დაღლილობით თავბრუდახვეული, ილიას შეკვეთით , ქათმის წვნიანს ვამზადებდი, თავად ილია კაბინეტში შეყუჟულიყო და რაღაც ონლაინ-შეხვედრას აწარმოებდა ბიზნეს პარტნიორებთან. ირაკლი, საბედნიეროდ დილიდანვე გადაკარგულიყო (რაც საეჭვო გახლდათ, რადგან, ჩვეულებრივ, შუა დღის სამ საათამდე ეძინა), ბეღურები საამოდ უსტვენდნენ და მათი ჟივილ - ხივილი ოდნავ შეღებული ფანჯრიდან შემოდიოდა სამზარეულოში, სადაც თავატკიებული, თუმცა მაინც, კარგ განწყობაზე მყოფი ვფუსფუსებდი.
სახლის იდილია გაბმულმა ზარმა დაარღვია. კაცმა რომ თქვას, იმ ზარის ხმა საერთოდ პირველად გავიგე, რადგანაც მასზე არასდროს არავინ რეკავდა. შემოსასვლელი კარი ყოველთვის ღია იყო.
რეცეპტების წიგნში ცხვირით ჩამძვრალი, იმას ვეძებდი, რომელი მწვანილი უფრო უხდებოდა ქათმის ბულიონს, თანაც სულ გადავიწყებული მქონდა, რომ ილიამ დედამისის ვიზიტი ახსენა, ამდენად, როდესაც კარი გავაღე და მის მიღმა მაღალი, ფუმფულა, ვეება ქურქში გამოწყობილი, სამოც წლამდე ქალი დავინახე, წარბები გაკვირვებით ავწკიპე და დაბნეულად ვიკითხე - დიახ?
როგორც ჩანს, ძალიანაც დავაშავე, რადგან ქალმა ჩაიფრუტუნა, გვერდით გამწია და სწრაფად შემოიჭრა მისაღებში. პარალელურად, ის უზარმაზარი, ჟღალი ქურქი გაიხადა და უკანმოუხედავად მესროლა.
-სად არის ჩემი ვაჟი? - იკითხა და იქაურობა შავად შეღებილი თვალებით დაასკანერა. ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ დილით მისაღების დალაგება არ დამეზარა.
-ე-ე... რომელი?
-მე მხოლოდ ერთი ვაჟი მყავს - აუღელვებლად მამცნო - ილაია.
-ის... კაბინეტშია, ახლავე ვეტყვი, რომ მობრძანდით.
-არ არის საჭირო, ნუ შეაწუხებ. ის იმდენს მუშაობს... - თქვა ტრაგიკული მზერით და დივანზე დაეშვა - დაველოდები.
ყველაზე მეტად ეგ არ მინდოდა, მაგრამ რას ვიზამდი?
-როგორც გნებავთ, რამე მოგართვათ მანამდე? - ვკითხე უხალისოდ.
როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ ეკატერინეს ბევრი რამ ნებავდა. ჩაი, გრეიფრუტიანი წყალი, ორმოცდაათ გრადუსზე შემთბარი ყავა და ათასი ჯანდაბა. ჩემი ქათმის წვნიანის დარსულება გაურკვეველი ვადით გადავდე, სამაგიეროდ მთელი ორი საათი დავრბოდი სამზარეულოდან მისაღებამდე და ეკატერინეს ამოუწურავ კითხვებს ვპასუხობდი.
ბევრი დრო არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ირაკლი დედას ჰგავდა - ოღონდ მისი საშინელი ხასიათი დედამისში ორმაგად იყო წარმოდგენილი. თავაზიანად საუბრობდა, თუმცა მისი მოზომილი, ფრთხილი ფრაზები იმაზე მეტად მაშინებდა, ვიდრე ირაკლის აშკარა თავდასხმები. ეშმაკი იყო, გველივით ჩასაფრებული, მასთან საუბრისას ვერ ვიშორებდი განცდას, რომ გამოცდაზე ვიყავი და საცაა, ჩავიჭრებოდი. ზოგადად, მშვენიერი სიტყვა-პასუხით გამოვირჩევი და არც ისე ხშირად მებმება ენა. თუმცა ამ უცნაური ქალის წინ სრულიად დავჩლუნგდი, თითქოს ინტელექტი გორილის დონეზე დამეცა, ვერაფერს ვფიქრობდი მის კითხვებზე საპასუხოდ, გარდა „დიახ“ ან „არა“ -სი. უკვე ვლოცულობდი, ილია საქმეს მორჩეს მეთქი, როდესაც ჩემი პრინცი, რა თქმა უნდა, საშველად მოვიდა.
-ახალგაზრდა ხარ, რა სამომავლო გეგმები გაქვს? - მომდევნო კითხვა ეკატერინესაგან და ილიას ხმაც მოისმა.
-დედა! როდის მოხვედი? რატომ არ მითხარი? - ჯერ დედას გადაეხვია, შემდეგ კი მე შემომაჩერდა - ლეა, კარგად ხარ? ფერი არ გადევს!
-ემ... მე... მგონი ცოტა სუფთა ჰაერი არ მაწყენდა - ამოვიწიკვინე და სწრაფად გავშპი მისაღებიდან.
თბილ მოსაცმელს დავტაცე ხელი და სასწრაფოდ ეზოში გავვარდი. რატომღაც მოფარებული ადგილი ავარჩიე (მეგონა, რომ ის ქალი მითვალთვალებდა) და ქურდულად მოვუკიდე სიგარეტს.
დაკეტილი სარდაფის წინ აღელვებული გონების დამშვიდებას ვცდილობდი, როდესაც ჩემს უკან კარი გაიღო და არც მეტი, არც ნაკლები, ირაკლი გამოჩნდა.
როგორც ჩანს, ჩემი დანახვა ისევე არ ესიამოვნა, როგორც მე-მისი.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაოგნებულმა - შენ რა... იმალები?
-რა სისულელეა - ჩაიფრუტუნა, კისერი წაიგრძელა და როდესაც ეზოში მანქანა დაინახა, ისევ უკან შებრუნდა.
-აბა, სარდაფში რას აკეთებ?
-შენი საქმე არაა.
-დედაშენს ემალები!
-შენი საქმე არაა- მეთქი.
-ძალიან გავხარ, იცი? - მიუხედავად იმისა, რომ არავის შევუპატიჟებივარ, სარდაფში შესულს, უკან მივყევი.
-სისულელეა.
-ვიცი, აქ იმიტომ ხარ, რომ მისი ნახვა არ გინდა.
-იმაზე ნუ საუბრობ, რაც არ იცი და აქედან მოშორდი.
-შენ რა, ხატავ? - სარდაფის კარიდან მის სიღრმეში გადავინაცვლე, რათა უკეთ დამენახა ის ნახატები, რომლებიც ყველა მხრიდან მოჩანდა. კედლები სავსე იყო სხვადასხვა ნამუშევრით, ძირითადად, პორტრეტებით.
გაკვირვებული და ნასიამოვნები დავრჩი იმის გააზრებით, რომ ამ უხეშ, უტაქტო, არამკითხე მოამბის ბუნებაში ისეთი ადამიანური და ამავდროულად მშვენიერი ნაწილიც იმალებოდა, როგორიც შემოქმედებაა.
არ ვიცი, სად აირია ჩემი და ბარმენის ხასიათების თანწყობა, იქნებ პირველი შეხვედრისას ზედმეტად ნერვებაშლილი ვიყავი ვინმესთან ნორმალური ნაცნობობის დასაწყებად, თუმცა, ვუყურებდი მის ნამუშევრებს წამიერად გავიფიქრე, არც ისე ცუდი ადამიანი უნდა იყოს ამის შემქმნელი- მეთქი.
ეს იყო და ეს, მხოლოდ წამი - მეტი არ დამაცადა იმ არამზადამ.
-რა ლამაზია - ვთქვი პორტრეტზე, რომელიც ყველაზე შორეულ კუთხეში ეკიდა. სარდაფი ისე იყო მოწყობილი, რომ სავარძელი, რომელშიც ალბათ დასასვენებლად ჯდებოდა, პირდაპირ ამ ფოტოს უყურებდა.
ქერათმიანი გოგონა იცინოდა ნახატიდან, თავად, რა თქმა უნდა, ლამაზი იყო - კაშკაშა, ლურჯი თვალებითა და ალუბლისფერი ტუჩებით, მაგრამ მისი წრფელი ემოცია, გადმოტანილი ფუნჯით... ეს უბრალოდ სილამაზე იყო - ანგელოზია! - წამოვიძახე.
ალბათ ბარმენს (და ახლა უკვე, მხატვარსაც), კომპლიმენტები დიდად არ უყვარდა, ან , როგორც დემონს და სატანის ნაშიერს შეეფერება, სიტყვა “ანგელოზზე” მოიგიჟიანა თავი, შედეგი ერთი იყო, მკლავში ხელი ჩამკიდა და უპატიჟოდ გამომაბრძანა თავისი სახელოსნო- სარდაფიდან.
ჩემი სიტყვიერი პროტესტის მიუხედავად, კარი ცხვირ წინ მომიჯახუნა და შიგნიდან მიღრიალა, აქ აღარ დაგინახოო.
ისე მომექცა, როგორც უპატრონო ძაღლს რომელიმე ამატირებელ ფილმში, თუმცა იმდენად გაოგნებული ვიყავი მომხდარით, არც კი მწყენია, საერთოდ, იმ პერიოდში აშკარად უკვე ათვისებული მქონდა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ “ვირისგან წიხლი არ უნდა მეწყინოს”. თუმცაღა, გაოგნებულმა ახალ ღერს მოვუკიდე და იმ გოგოზე ფიქრი დავიწყე, ცოტა ხნის წინ ტილოდან რომ მიცინოდა.
საიდანღაც მეცნობოდა, საშინლად მეცნობოდა.

***
როგორც ჩანდა, ეკატერინე სატანოვნას სტუმრობა სულაც არ ყოფილა უბრალოდ აუდიტური შემოწმება ჩვენს სახლში - იმავე საღამოს ილიამ მამცნო, რომ ორიოდ დღეში გრანდიოზული წვეულებისათვის უნდა გვემასპინძლა.
ჯერ ერთი, მისი საცოლე ჩამოდიოდა (ამ ნაწილში ილიას მგლოვიარე სახე უარესად მოეღუშა), მეორეც, პაიჭაძეების ოჯახი ყოველწლიურ ტრადიციას არ არღვევდა და პატივსაცემ ელჩებსა და მაღალი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს შობის აღსანიშნად იწვევდა.
როგორც გავიგე, ილიასა და ირაკლის მამა წლების წინ ნეპალში საქართველოს ელჩი ყოფილა, ამიტომაც არ ეშვებოდა ამ დიპლომატიურ კორკუსს და ამიტომაც აღნიშნავდა შობას ოცდახუთ დეკემბერს, მისი ყოფილი კოლეგების მსგავსად.
კაცმა რომ თქვას, ილიამ წინასაშობაო სამზადისით არ დამტვირთა. მეტიც, გამომიცხადა, მხოლოდ წინა დღისით მჭირდები, რათა დარბაზი ისე მოვაწყოთ, როგორც მისაღებიო.
შობამდე დარჩენილი ერთი დღე კი საჩუქრების ყიდვაში გავხარჯე.
თითქმის არავინ მყავდა, მაგრამ ვინც მყავდა, მათზე ზრუნვის მოთხოვნილება გამიჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცებიც მექცეოდნენ კარგად, მაგალითად, მძღოლი გელა, რომელმაც ჩემი ხათრით მწვანილების გარჩევა ისწავლა - მას თბილი შარფი და შავი ტყავის ხელთათმანები გადავეცი, თან დავაყოლე, თუ ვინმეს მოხრჩობა მოგინდება, ამ ორს მშვენივრად გამოიყენებ- მეთქი, რაზეც, რა თქმა უნდა, მიპასუხა, რომ უცნაური იუმორი მქონდა.
შემდეგ აღმოვჩნდი იმ ბავშვების სახლში, რომლების გამოც ასე ლოგიკურად ვეგონე სავაჭრო ცენტრის დაცვას მაწანწალა.
მისამართი, რომელიც მაშინ ჩამაწერინეს, არც ისე ზუსტი იყო. ტაქსისტმა ტრიალ მინდორზე მიმიყვანა, სადაც აქა-იქ ასანთის კოლოფებივით ჩაედგათ პატარ-პატარა ნაგებობანი.
ანასა და მისი ძმების დედას ნახევარსაათიანი კითხვა- კითხვის შემდეგ მივაგენი, ერთ ერთ ასეთ ნაშენებ “სახლში”, რომელიც არც კი გაელესათ,
ერთადერთი ოთახი, რომლისგანაც სახლი შედგებოდა, ცარიელი სამშნებელო ბლოკებით იყო შემოსაზღვრული. მის გალესვასა და მოწყობაზე, როგორც ჩანს, არ ან უფრო, ვერ იზრუნეს.
ანას დედას, რომელსაც სანტა კლაუსის იმდენად არ სწამდა, რომ ამის შესახებ შვილებსაც უყვებოდა, ჩემი დანახვა დიდად არ გაჰხარებია, რადგანაც ვიღაც “ჩინოვნიკი” ვეგონე.
არ ვიცი, ეს ასოციაცია საიდან გაუჩნდა, მით უმეტეს, ფერად ქურთუკსა და ნაცრისფერ ჯინსში ვიყავი გამოწყობილი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სახლში შეიკეტა და რომ არა ის ფაქტი, რომ იმავე სახლის კარი მუყაოსი იყო, ალბათ გამიჭირდებოდა მისთვის იმის თქმა, რომ უბრალოდ მისი შვილების საჩუქრები მქონდა მისაცემი.
ბოლოს და ბოლოს, იმ უცნაურ ქალს, თითქმის ძალის გამოყენებით გადავეცი საგულდაგულოდ შეფუთული საჩუქრები და ლექსას შესახვედრად გავეშურე.
არ ვიცოდი, საახალწლოდ რა გეგმები ჰქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე, საჩუქარი მანამდე მიმეცა.
ლექსას ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, თუმცა მისი ამბები კარგად არ ვიცოდი, ამიტომაც იყო, თვალები გადმომცვივდა, როდესაც მისი დავარცხნილი თმა და ლამაზი, მწვანე მანტო დავინახე.
არა- მწეველ ლექსას თვალები ლამაზად უბრწყინავდა, ელეგანტურად ეცვა და თავიც, რაღაცნაირად ისე ეჭირა, კინაღამ თქვენობით მივმართე.
უცნაურად აჟიტირებული ჩანდა, ამიტომაც კაფეში შევათრიე, პიტნის ჩაი შევუკვეთე ორისთვის და ავალაპარაკე.
-მადლობა საჩუქრისთვის... მე რო არაფერი მიყიდია? - კოხტა, პატარა, კუბოკრული ნაჭრისაგან შეკერილი ქუდი მოიხადა და შეწუხებული მომაჩერდა.
-დაიკიდე, შენთვის კიარ გაჩუქე, მე მსიამოვნებს და იმიტომ - ვუთხარი გულწრფელად - აი, ჩემ თავს ეს ვუყიდე - დავანახე საათი, რომელიც ფასდაკლებით ვიყიდე იმ დღეს- და ესეც - წითელი ბერეტი ამოვაძვრინე ჩანთიდან.
-რაღაც შეცვლილი ჩანხარ?
-ეს ყველაფერი... განწყობაა! ისეთი საახალწლო განწყობა მაქვს, თითქოს, არ ვიცი... თითქოს შავი სია არ არსებობდეს და მუდამ ბედნიერი ვიქნები!
-რა? რა შავი სია?
-ლექსა, შენკენ რა ხდება? - სიტყვა ბანზე ავუგდე და ჩაი მოვხვრიპე - რატომ ჰგავხარ ინგლისელ ლედის?
-მუშაობა დავიწყე- მითხრა დარცხვენით.
-და რატომ გაქვს დამნაშავის სახე? ახლა არ მითხრა, სტრიპტიზიორადო... არა... ძაან გამხდარი ხარ მაგისთვის.
-დამაცდი? ულვაშამ არ მოისვენა და მაინც მიშოვა სამსახური. თავისთან არა, სხვაგან...
-სად?
-სამინისტროში - ამოიკვნესა და დაელოდა, როდის ამოვისუნთქებდი, რადგან ცხელი ჩაი გადამცდა და ხველა ამიტყდა.
-სამ... სად? - ამოვთქვი და გადავიხარხარე - სამინისტროში რას აკეთებ?
-ლოჯისტიკურ საკითხებს, ისეთი არაფერი, მაგრამ ხელფასი ნორმალურია.
-ეს... მაგარია! - ამოვთქვი სიცილით - უბრალოდ, ვერასდროს წარმოვიდგენდი შენ, სამინისტროსა და კლასიკურ ტანსაცმელს ერთ მთლიანობაში.
-არ მიყვარს, დავალებული რომ ვარ. არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო, თავს უხერხულად ვგრძნობდო და მერე მით უმეტეს.
-როდის მერე?
-როცა ალის ვეჩხუბე.
-მოიცა, ალი ვინღაა?
-ალბერტი. ულვაშას ასე ჰქვია.
-ანუ, გითხრა სახელი? - წარბი ავწიე.
-არა მარტო. თურმე ცოლი არ ჰყოლია და მთელი ეს დრო იმიტომ მატყუებდა, რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო.
ამჯერად უფრო მეტი დრო დამჭირდა მოსასულიერებლად. ძალიან რთული იყო, არ გაგეცინა მის სახეზე, როცა ამას ამბობდა და მით უმეტეს, ულვაშას ალბერტი ერქვა.
-ვიცოდი რა... იმ კაცს მაგრად უყვარხარ.
-ხო... - თქვა უცნაურად.
-და შენც არ ხარ გულგრილი, არა?
-რას ამბობ, გოგო. უბრალოდ მერიდება...
-რისი?
-თითქოს გამოვიყენე, სამსახური ვაშოვნინე და არ ვიცი, თითქოს “მპატრონობდა”. ეგ გრძნობა საშინელებაა...
-მოდი, სანამ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებას შეძლებ, მიიღე ეგ დახმარება - დავმოძღვრე - ჰო, ცუდად ჩანს, როცა იმ კაცისაგან იღებ დახმარებას, რომელსაც მოსწონხარ ან უყვარხარ, თუმცა, იცი რას გეტყვი? დახმარება უნდა მიიღო, უაზრო პრინციპების გამო ცხოვრების აწყობის შესაძლებლობა არ უნდა გაწირო. ხო, შეიძლება ვინმემ გაგკიცხოს ნეპოტიზნის გამოყენების გამო, მაგრამ ეს ვინმე ასევე სიამოვნებით დაიკავებდა ამგვარ ადგილს. ასე რომ, ბევრი არ იდარდო, ის გააკეთე, რაც გაგიხარდება, არც დავალებულად იგრძნო თავი, რადგანაც მან სამუშაო ადგილი მოგცა და არა უბრალოდ ფული. შენი თავისთვის შენვე იშრომებ, ისე, როგორც მე. ყოველ დღიურად ილიასა და იმ ამაზრზენი პირუტყვის თეთრეულს ვცვლი, მათ საცვლებსა და წინდებს ვკრეფ, ოთახს ვალაგებ, საუზმეს, სადილსა და ვახშამს ვუმზადებ, ნებისმიერ კაპრიზს ვუსრულებ და თავს ვერევი, რომ ყოველ ჯერზე იმ იდიოტ იტაკლის ყავაში არ ჩავუფურთხო, ან მისი კბილის კაგრისით ტუალეტი არ მოვხეხო... ამ ყველაფერს ვაკეთებ და სულაც არ ვგრძნობ ილისაგან დავალებულად თავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო ადგილი მან მომცა.
ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარი მონოლოგით კმაყოფილმა, სიგარეტს მოვუკიდე.
-ვუა! - ლექსას თვალები დაუმგრვალდა - მადლობა, ცოტა დამეხმარა.
- შეგარგოს უფალმა.
-მგონი, აჯობებს, რომ მაინც დაველაპარაკო და ... ემ... მოკლედ...
-უნდა შეურიგდე. ხო, ეგ სიტყვა გჭირდება, შერიგება. და არც ის იქნება სასწაული, თუ შენც გიყვარს, ის კარგი, სიმპათიური და თავაზიანი კაცია, ამ ნეხვის ხროვაში, რასაც მამაკაცთა საზოგადოება ჰქვია, ნამდვილი მარგალიტი შეგხვდა და სულაც არ ტეხავს მისი დაფასება.
ლექსამ დარცხვენით ამომხედა, ეტყობოდა, როგორ წინააღმდეგობებში იყო მისი გონება. იგი იმავე ცვლილებებს განიცდიდა, რასაც თავად მე, პიროვნულს. რაღაცებს ვამჩნევდით, რაღაცებს ვივიწყებდით, ვსწავლობდით დაფასებისა და თანადგომის მნიშვნელობას ადამიანისთვის. იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ზუსტად იმ დროს დავმეგობრდით, არც ადრე, არც გვიან.
საკუთარი ცხოვრების რადიკალური ცვლილება მოსწონდა, მაგრამ ისე უყურებდა ამას, როგორც ყველაფერს ახალს ადამიანი - ეჭვის თვალით. მისი მესმოდა. ძალიან კარგად მესმოდა.

***
ოცდაოთხი დეკემრის დილას თან დიდი არეულობა მოჰყვა. სახლს, რომელსაც მანამდე ერთადერთი, ბრწყინვალე დიასახლისი ჰყავდა, ანუ მე, აუარება დამლაგებელ- მზარეულ-მტვირთავ-მხვეტავი დაემატა და რაც მთავარია, ორი, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე ქალბატონი.
პირველი, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ეკატერინე იყო, შვილების რისხვა და დანარჩენი მსოფლიოს არმაგედონი, მეორე კი,ეკატერინეს ზუსტი ანალოგი, სამოციოდე კილოგრამისა და ოცდაათამდე წლის ჩამოკლებით.
ელზა გოცირიძე თბილისში დაბადებული და გაზრდილი გახლდათ, თუმცა გერმანულ აქცენტს ისეთი გულმოდგინებით გამოჰკვეთდა საუბარში, რომ არა მისი გვარი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საქართველოში ფეხი დაედგა.
ის ისეთივე ენერგოვამპირი იყო, როგორც მისი სადედამთილო, ისეთივე მკაცრად მოკუმული, თხელი ტუჩებით, ბასრი მზერითა და შუბლზე გადატკიცინებული თმით. ერთი ეგ იყო, ელზას კარგი სტილისტი ჰყავდა, რადგანაც იდეალური “პლატინის ქერა” ამშვენებდა პიანისტის ამაყ თავს.
კარგი ამბავი ის იყო, რომ ჩემთვის არც ერთს არ ეცალა, ზედმეტად იყვნენ ერთმანეთით დაკავებულნი.
-ეს უფრო მეტად გემოვნებიანი იქნება, ძვირფასო.
-გემოვნების სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული გახლავართ, გეთაყვა,
-გემოვნების კურსების დამაარსებელს ესაუბრებით.
-გემოვნევა ისაა, რაზეც ყველა დაობს, მაგრამ მე არ უნდა შემომედავოთ, საყვარელო დედა.
-გემოვნება ყოველთვის ჩემი უძლეველი მხარე იყო...
და ასე დაუსრულებლად. მართალია, ილიამ საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორად ყოფნა მთხოვა, თუმცა ამ ორის დუელში ჩაბმას არ ვაპირებდი, ამიტომაც სადღესასწაულო განწყობით ვსარგებლობდი, სამზარეულოდან შამპანურსა და შუ- ს ნამცხვარს ვიპარავდი, მოსაწევად ხშირ- ხშირად გავდიოდი და ისეთი სახე მეჭირა, თითქოს ძალიან საქმიანი ვიყავი.
ბოლოს პერსონალი ისე მომრავლდა, რომ მოვიმიზეზე, რაღაც უნდა მოვიტანო- მეთქი და სახლიდან გავვარდი. რატომ წავედი ფარდულისაკენ, არ ვიცი, იქნებ სიმშვიდეში საუბარი მსურდა, ანდა
ნერვებაშლილს, გულის მოოხება მწადდა?
ერთი ის იყო, ფეხებმა თავისით მიმიყვანეს ირაკლის სახელოსნოში და მისი იქ ყოფნა გამიხარდა კიდეც.
იმ დროისთვის, ვინაიდან არც ისე დაკავებული ვიყავი, აქტიურად ვაწარმოებდი ჩანაწერებს ჩემი ბლოგისთვის და ნელ-ნელა საიტის ჩონჩხსაც ვქმნიდი.
ლექსას ბიძაშვილი, რომელსაც ჩემმა მეგობარმა მალევე შემახვედრა, ნამდვილი განძი აღმოჩნდა - ის ბევრს იცნობდა და კიდევ უფრო ბევრი იცოდა.
ისტორიები, თავისი ფოტოებით დაგროვებული გვქონდა ისეთ ხალხზე, როგორებიც იყვნენ - პარლამენტარი ზვიად ზვიადაძე, რომელსაც ცოლი მილანის მოდის კვირეულზე ბიუჯეტის ხარჯებით დაჰყავდა, მსახიობი ელ გურჯენიძე, რომელიც თავის სამი წლის ქალიშვილს “გელ- მანიკიურს” უკეთებდა და თმას უღებავდა, რათა ერთი იმიჯით ევლოთ, გავლენიანი ბიძნესმენის ქალიშვილი - ეკუნა ბათიაშვილი, რომელსაც ინტიმურ ადგილას ნაცისტების ტატუ ჰქონდა ამოსვირინგებული და ეს რატომღაც მამამისის ახლო მეგობარმა, ასევე ბიზნესმენმა ოთარ მელიქიშვილმა იცოდა...
და ასე და ასე შემდეგ.
საკმაოდ კარგად მიდიოდა წერის საქმე, ხან ისეთი მუზა მეწვეოდა, ერთ ამბავში მთელი წუთი-სოფლის გაჭირვებას ვატევდი. ერთი სული მქონდა, ჩემი ნაწერების გამოქვეყნება დამეწყო, მაგრამ ვიცოდი- ეს საკმარისი არ იყო. ისე ბლოგის გამოქვეყნებას აზრი არ ექნებოდა, თუ ანიაზე და ირაკლიზე, ჩემი შავი სიის ლიდერებზე არ მოვიპოვებდი ინფორმაციას.
და საერთოდ, ირაკლი პაიჭაძის პიროვნებამ ზედმეტად შემიპყრო, რადგან მასზე არავინ არაფერს ამბობდა და რა თქმა უნდა, რადგანაც ასე ძალიან ვერ მიტანდა.
თუ ადამიანის ყურადღების მიქცევა გსურთ, შეიყვარეთ ის. თუ გსურთ, რომ ის თქვენით შეპყრობილი გახდეს - შეიძულეთ.
მით უმეტეს, უმიზეზოდ.
ფარდულის კარი ფრთხილად, ოდნავ გამოვაღე, შიგნით შევსხლტი და ისევ უხმაუროდ მივხურე.
ყავის სასიამოვნო არომატი და სითბო იდგა. საკმაოდ დიდი სივრცე ცელოფნის პარკებით ორად გაეყოთ, ალბათ, სითბოს შესაკავებლად.
დიდი, ნახევრად გამჭვირვალე ცელოფნები ჭერის ხის ძელიდან იატაკამდე წვდებოდა და მთელ ნახევარ ფარდულს ფარავდა. უკვე უკან გაბრუნებას ვაპირებდი, რადგანაც იქ არავინ ჩანდა, მაგრამ ხმა მომესმა.
-რატომ დაიპარები ჩემ ფარდულში?
ცელოფნის ფარდა გადაიწია და იქიდან ირაკლის უჟმური თავი გამოჩნდა.
-მე... -დავიბენი, რადგან ჩვეულებრივზე ნაკლებად უხეში ტონი ჰქონდა.
-მოდი, მოდი. ვიცი, მაინც ვერ მოგიშორებ თავიდან.
ისევ ფარდის მიღმა გაუჩინარდა, გაკვირვებული მივყევი უკან, როგორც კი ცელოფანი გადავწიე, სპირტისა და სიგარეტის საშინელი სუნი დამეტაკა.
-ფუ-უ - წამოვიძახე, რადგან გავიაზრე, რომ მისი “ნაკლებად მკაცრი ტონი” ტონობით სპირტიანი სასმელის დამსახურება იყო, თანაც, ძალიან ძლიერის - ჯერ ხომ მხოლოდ დღის ორი საათია!
-ოჰ!- წამოიძახა და დაასლოკინა - და ამას ამბობს დიდებული მსმელი და დაუმარცხებელი ალკოჰოლიკი, ელეანორ... რა გვარი ხარ?
-წადი დაიძინებაძე - თვალები დავაწვრილე - მანამდე მოფსიშვილი!
-ძაან უცნაური იუმორი გაქვს, ხოიცი...
-ვიცი!
-არა, ძვირფასო... რა დროს ძილია! დღეს ღირსშესანიშნავი დღეა!
-ხო? მეგონა, შენ ოჯახთან გაბუტული იყავი.
-გაბუტული? ეგ რა ქალიშვილობა სიტყვაა...-ამოიღრიალა და სავარძელში ჩაემხო-უბრალოდ ჩუმად ვიყავი, ეგ კი სხვა რამეა.
-დარწმუნებული ვარ, ძალიან დაისვენებდნენ შენი სიჩუმით - ამოვიოხრე და მის გვერდით, ლიმონათების ყუთზე ჩამოვჯექი - ახლა რა შეიცვლება?
-ახლა... ა-ახლა-ა - საშინელი ნოტებით წაიმღერა - ახლა ყველა პასუხს აგებს. მათ შორის, ჩემი ძვირფასი მამიკო და რა თქმა უნდა, დედიკო...
-რისთვის აგებენ პასუხს, ზედმეტად ხმამაღლა დაგტუქსეს, თუ კუთხეში დაგაყენეს და დაავიწყდი?
მთვრალი ადამიანისათვის დამახასიათებელი სასოწარკვეთილი ფრუტუნით ჩაიცინა
-რა უვიცი ხარ, პატარა, უვიცი ბეღურა...
-ბოდიში ახლა, აქამდე არ დავინტერესებულვარ პაიჭაძეების ოჯახის დრამით!
-არა? არა და მახსოვს, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდა... ახალგაზრდა, ლამაზი გოგო, ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის სარძლო...- მოულოდნელად ხმა გაუცივდა, თითქოს იოგები გაუშეშდა, რატომღაც შემაჟრჟოლა. ბოროტი, ველური სახე ჰქონდა - სკანდალში გაეხვა და თავი მოიკლა... ეს არ გაგიგია? - იღრიალა და ფეხზე წამოხტა. გულგახეთქილი, ჩემი ლიმონათის ბოთლიანად უკან გავცურდი - არ გაგიგია, როგორ მომიკლეს ელენე?..
მაშინღა მივხვდი, რატომ მეცნობოდა ის გოგონა, პორტრეტიდან ასე ძალიან. ელენე! ჰო, იყო დრო, როცა ყველა მასზე ლაპარაკობდა, როგორც ძალიან მდიდარი ოჯახის სარძლოსა და ულამაზეს მოდელზე, მაგრამ მერე... უბრალოდ გაქრა... ნუთუ?
-ღმერთო ჩემო!- ამოვიკვნესე - ირაკლი - ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. იმიტომ, რომ დაჭრილი მხეცივით შეშლილი, შეშინებული და გაწამებული სახე ჰქონდა და იმიტომ, რომ ამის გადატანა მოუხდა - არ ვიცოდი, მაპატიე... მე... არ ვიცოდი...
-წადი - მხოლოდ ესღა თქვა, თავისი მრგვალი, კვერცხისებრი თავი ხელებში მოიქცია და აქვითინდა.
მინდოდა, მოვხვეოდი, ან მხარზე ხელი მომეთათუნებინა, ან... არ ვიცი, რაიმე სახით გამომეხატა თანაგრძნობა, მაგრამ ვერ შევძელი. ფარდულიდან გამოვიქეცი და ჩემს ოთახს მივაშურე.
არ მქონდა არც წვეულებაზე დასწრებისა და არც რაიმეს აღნიშვნის სურვილი, გამუდმებით ირაკლიზე მეფიქრებოდა, ის, თუ როგორი გაბოროტებული იყო... იმ ლამაზსიილა გოგოზე, რომელიც მოკლეს... ვინ მოკლა? რატომ? ალბათ ამ ოჯახმა, ამ შეშლილმა ქალმა და მისმა ქმარმა... და ილია? არა, ილია ამაში არ იქნებოდა გარეული, რადგანაც ირაკლი ძმასთან ცხოვრობდა და მასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა... ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი, იქნებ ეს ჩვეულებრივი წვეულება კი არა, გავლენიან ფსიქოპატთა ნადიმი იყო, რომლებზეც რომელიმე მსხვერპლს ამოარჩევნდნენ და მერე მას სატანას შესწირავდნენ...
-ლეა! - ხმამაღალ კაკუნზე შევხტი და წამოვიკივლე - მზად ხარ? წვეულება უკვე იწყება, გთხოვ, სტუმრებს დახვდი და მათი ადგილი აჩვენე, კარგი? - ილიას ხმა ისმოდა კარს მიღმა. - ლეა! კარგად ხარ?
-კი-ი! კი! - დავიწიკვინე.
-მიხედავ?
-ისა...
-ძალიან კარგი, წავედი მე, ელზას სალონში უნდა მივაკითხო.
-ილია, მოიცა, მგონი გავცივდი, ვირუსი მაქვს, არც ისე კარგი იდეეაა მგონი... ილია?
ხმა აღარ ისმოდა.
გილიოტინაზე მიმავალივით მოვემზადე, ჩემი ყველაზე თამამი და ლამაზი, წითელი კაბა ამოვარჩიე, რომელიც იდეალურად აჩენდა წვრილ წელსა და მაღალ თეძოს, გრძელი ჭრილი კი არც ფეხებს ტოვებდა უყურადღებოდ. თავდაჯერება ჰაერივით მჭირდებოდა იმ კაციმჭამელთა წვეულებაზე მიმავალ გზაზე, ამიტომაც ჩემი საუკეთესო უნარი - გალამაზების ნიჭი მაქსიალურად დავხარჯე იმისათვის, რომ თავი კარგად და კომფორტულად მეგრძნო.
***
მზის ჩასვლასთან ერთად, როდესაც ილია პაიჭაძის სახლის უზარმაზარ ეზოში საახალწლო გირლიანდები აციმციმდა და თბილი, მოყვითალო განათებით აციმციმდა ხელოვნურად დადებული თოვლი (დიახ, ილიას დედამ სპეციალურად მოიყვანა რაღაც „თოვლის მანქანა“ და ეზოში ნამდვილი თოვლი დადო), სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს.
იმ დროისათვის ჩემი პანიკის შეტევა გადავლილი იყო, ირაკლის მთვრალი საუბარი ნაკლებად მაფრთხობდა - შესაძლოა, ეკატერინე ნამდვილად იყო მკვლელობაზე წამსვლელი, მაგრამ არა მთელი დიპლომატიური კორპუსის თვალ წინ, თანაც, რაღა მაინცდამაინც მე ამომარჩევდა, როდესაც მომავალი სარძლო ცხვირ წინ ჰყავდა?
მოკლედ, დავმშვიდდი, წყნარად და გაწონასწორებულად დავიწყე სტუმართა მიღებზა და ცოტა ხანში სახეც კი გამინათდა, რადგანაც იმგვარ სტუმრებს მოვკარი თვალი, რომლებიც შესაძლოა ჩემი მომავალი ბლოგის შესანიშნავი მუზები გამხდარიყვნენ.
მაგალითად, ერთი ტანდაბალი ქალბატონი გაცხარებით საუბრობდა რომელიღაც ქართველ პოლიტიკოსთან ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე და ამბობდა:
-ღოგოღ გეკადღებათ მუსიე, სულ ღამდენიმე თვეა, ღაც ჩამოვედი საქაღთველოში საფღანგეთიდან, და ღა თქმა უნდა, ფღანგულ ცხოვღებასთან ახლოს ვეღ მოვალთ, მაგღამ მთლად აფღიკის ქვეყნებივით ხომ არ ვაღთ? აი, იმღეს სუპერმაღკეთში ისეთი ღიგები იყო... თუ ხალხს ფული აღ აკვს, მაღაზიაში ღოგოღ დადიან?
კაცმა დაბნეულად ააფახუნა თვალები ამ „არგუმენტზე“, თავაზიანად გაიღიმა და სასრაფოდ გაეცალა, მე კი მაშინვე მოვინიშნე ამ ქალბატონის სახელი, შემდგომი სტატიებისთვის.
ერთმა ქალმაბოტნმაც არანაკლები ინტერესი გამოიწვია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი და ძალიან ეშხიანი გახლდათ, გამუდმებით საკუთარ გრძელ ფეხებზე ლაპარაკობდა.
დაახლოებით ასე:
-დიახ, მეც მსმენია ეს ისტორია, ჩემი ფეხებივით გრძელი და უსასრულოა...
საერთოდ, ძალიან რთული იყო, გვერდიდან გეცქირა ამ საზოგადოებისთვის და სიცილით არ მომკვდარიყავი. იქნებ ის გოგოც ასე მოკლეს? თავიანთი აფსურდულობით?
სულ ბოლოს სწორედ მასპინძლები გამოჩნდნენ პაიძაჭეების გრანდიოზულ სახლში. ილიასა და ელზას შემდეგ, რომელსაც ტალღოვანი ვარცხნილობა და შავი, ტანზე მომდგარი კაბა შეერჩია, ცოლ-ქმარი პაიჭაძეები გამოჩნდნენ.
ირაკლისა და ილიას მამა, თითქმის მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიის დამფუძნებელი, არკად პაიჭაძე სანდომიანი სახის, საშუალო სიმაღლის ჯელტმენი იყო. რომელსაც, ცოლისაგან განსხვავებით, მკვლელის არაფერი ეტყობოდა. გავიფიქრე, რომ სასიამოვნი ადამიანები, ბედის ირონიით, სწორედ კაციჭამია ადამიანების ირჩევდნენ ხოლმე ბედის მეგზურებად.
ვუყურებდი, როგორ დაიკავეს ადგილი დარბაზის ცენტრში პაიჭაძეებმა და მათმა უახლოესმა პიროვნებებმა, წესით, სტუმრების ნაკადიც უნდა შემწყდარიყო და საშუალება მომცემოდა, მშვიდად მომეწრუპა შამპანური, თუმცა...
-ნიკოლას კლაუსი - მომესმა ომახიანი შეძახილი და გულგახეთქილი მივბრუნდი კარისაკენ. ჩემს წინ გაბადრული, ჭაღარა კაცი იდგა. მაღალსა და წარმოსადეგს, თეთრი ულვაშები ამშვენებდა, ხოლო სამოსად შავი სმოკინგი შეერჩია, რომელიც მუცელზე სუუ-ულ ცოტათი უჭერდა.
-უკაცრავად?
-ჩემი სახელია ნიკოლას კლაუსი, სიაში უნდა ვიყო, გეთაყვა - მანიშნა ფურცელზე, რომელიც ხელში მეჭირა და რომელიც ნამდვილად სია იყო.
-ბოდიშს გიხდით - გავიცინე და თავი გავიქნიე- მაპატიეთ დაბნეულობა... ახლავე მოვძებნი თქვენს მაგიდას...
-სნოულენდის კუნძულების სრულუფლებიანი ელჩი - ხელი გამომიწოდა და ფურცლებიანად ჩამომართვა. ფუმფულა და საოცრად ნაზი ხელისგულები ჰქონდა.
-სნოულენდი? - თვალები დავქაჩე - არასდროს მსმენია!
-სულ რამდენიმე თვეა, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მანამდე სხვა, გაცილებით დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევდიოდით - თავი გაგებით დამიქნია.
-ვაუ! და ასე კარგად საუბრობთ ქართულად? - გაკვირვება ვერ დავმალე - შესანიშნავია, იცით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ენაა!
-დიახ, ვიცი! მსოფლიოში არსებულ ყველა ენას ვფლობ.
თვალები კიდევ უფრო მეტად დავაჭყიტე, ალბათ შევაშინე კიდეც ეს სასიამოვნო კაცი.
-ყველას? სულ ყველას?
-სი! - წამოიძახა და გადაიხარხარა - მაშ, ჩემი ადგილი?
-ა, უი... იცით... - ფურცლები გადავქექე - სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რაღაც აირია და თქვენ სახელს ვერ ვპოულობ, მაგრამ აუცილებლად მოვნახავ ადგილს, სულ ორი წამი დამჭირდება...
-აჰ, არ არის საჭირო, იცი, უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არ დავჯდები სუფრასთან... ამ ბოლო დროს ცოტა არ იყოს თავს მოდუნების უფლება მივეცი და შედეგმაც არ დააყოლა - ღიპზე დამნაშავესავით დაიხედა.
-აქეთ ალაფუშეტიც გვაქვს, ფეხზე მდგარი თუ შეჭამთ, საკვებს ნაკლები კალორია გამოუვა! - ვუთხარი გულწრფელად.
-მართლა?
-აჰამ.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიონობას მშვენიერი ელეანორი გამიწევს! - სანდომიანად გამიღიმა და ლოყები თვალებზე მიებჯინა. მეც გავუღიმე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი სახელი მისთვის არ მეთქვა.
-საიდან...
-ო, მე ჩემს ყველა ბავშვს ვიცნობ! კარგებსაც და ცუდებსაც - კითხვას დაასწრო კაცმა.
-ვერ მიგიხვდით?
-მე კი მგონია, რომ ისეთი საზრიანი გოგონა, როგორიც შენ ხარ, მშვენივრად მიხვდებოდა ყველაფერს!
-ნიკოლას კლაუსი... - ჩავიბუტბუტე - სნოულენდი...
-აჰამ - თავი მონდომებით დაიქნია.
-სანტა?! - წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე. ვიგრძენი, როგორ დამერჭო ზურგზე ასამდე წყვილი თვალი.
კაცმა თვალი ჩამიკრა, ხელკავი გამომდო, ფურცლები ჩამომართვა და სმოკინგის შიდა ჯიბეში ჩაიწყო - ესენი აღარ დაგჭირდება, მეტი სტუმარი დღეს არ მოვა, შამპანური?
ენაჩავარდნილმა თავი დავუქნიე, ალაფუშეტთან მიმიყვანა და ორი ბოკალი ცქრიალა სითხით გაავსო, შემდეგ ორივეს თავზე ხელი ისე გადაუსვა, თითქოს შუშხუნებს ამოწმებსო, მე კი დავინახე, ნამდვილად დავინახე, როგორ გაიელვა რამდენიმე იისფერმა ნაპერწკალმა ჭიქის თავზე.
-ეს დამშვიდებაში დაგეხმარება, აივანზე ხომ არ გავიდეთ?
თავი უხმოდ დავიქნიე, შამპანურის ჭიქას კი ისე დავაჩერდი, თითქოს ხელში ატომური ბობმი მეკავა. მხრებზე თავისი კოსტიუმი მომახვია და კარისაკენ გამიძღვა.
-ყოველთვის გიყვარდა ეს სასმელი - თქვა, როდესაც აივანზე მარტოები აღმოვჩნდით - ნერწყვებს ყლაპავდი, როცა შენი მშობლები სავსე ჭიქებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ, გეგონა რომ განსაკუთრებული ლიმონათი იყო, შემდეგ კი, როცა საჩუქრების გახსნის დრო მოვიდოდა, ჭიქაში დარჩენილ რამდენიმე წვეთს უსინჯავდი გემოს - მეოცნებე ხმით ჰყვებოდა და თან ხელოვნური თოვლით განათებულ ბაღს გასცქეროდა - გამორჩეულად მაიმუნი ბავშვი იყავი... დალიე, დალიე, გაგამხნევებს.
მისი რჩევა შევასრულე, ცივი სითხის მიუხედავად, სხეულში თბილმა ტალღებმა დამიარა, თითქოს გონებაც დამეწმინდა და ყურებიდან საცობები მომეხსნა. გავიფიქრე, ნეტავ ისიც ხომ არ იცის, მთლიანი ბოთლი რომ მოვიპარე და მაგიდის ქვეშ გამოვცალე- მეთქი.
გაიცინა და თავი დაიქნია.
-ეგეც ვიცი.
-ამის დედაც! აზრებს კითხულობთ?! - წამოვიძახე.
-ელეანორ, ბილწსიტყვაობა შავი სიიდან არ გამოგიყვანს.
-საიდან იცით ეს ყველაფერი ჩემზე?
-მე ყველა ბავშვს ვიცნობ.
-მაგრამ მე ხომ ბავშვი აღარ ვარ?
-ყველა ადამიანი ბავშვია, ძვირფასო, განსხვავება უბრალოდ ზომებშია.
გავჩუმდი. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კითხვა დამესვა მისთვის იმ უთვალავი კითხვიდან, რომლებიც ჩემ თავში ტრიალებდა და უკვე იმაზე მეტი საფიქრალი გამიჩინა თავისი პასუხებით, ვიდრე ოდესმე მქონოდა. ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი მაინც შავი სიის საკითხი რჩებოდა.
-რატომ შემიყვანეთ შავ სიაში? - ვერ მოვითმინე და წყრომით მივაჩერდი.
-ო, ეს ჩემი კომპეტენცია სულაც არაა, რალფი აუცილებლად ახსნიდა თავის წერილში...
-კი, კი , მაგრამ მეგონა მთავარი მაინც თქვენ იყავით!
-ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს მე ვწყვეტ. ლაპლანდიაში ერთ-ერთი საუკეთსო მოდელი გვაქვს დემოკრატიული მონარქიის, სამწუხაროა, რომ მსოფლიოსათვის ამის ჩვენება არ შეგვიძლია.
- და რატომ არ შეგიძლიათ?
- ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სიკეთის კეთებისას აუცილებლად უჩინარი უნდა იყო, თუ არა, პატივმოყვარეობა აუცილებლად გიპოვის. მაგრამ მე ხომ აქ ამგვარ თემებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ?
-სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ მოხვედით... სანტა ხომ ცუდ ადამიანებს არ ასაჩუქრებს, აბა აქ რა გინდათ?
-მაინტერესებდა, როგორი იყო შავი სიის ბავშვი, ძალიან მაინტერესებდა.
-კი მაგრამ, რატომ მაინც და მაინც მე? ან საერთოდ, რატომ აღმოვჩნდი მაგ სიაში მე, როდესაც ამდენი ბოროტი ადამიანი არსებობს? ხო, შეიძლება სიკეთის განსახიერება არ ვყოფილვარ და ცხოვრების არც ისე კარგი სტილი მაქვს, მაგრამ მე ხომ ბოროტი არ ვარ?
-არ ხარ? - თავისი ციმციმა, ცისფერი თვალებით ისე შემომხედა, თითქოს ტყუილზე მცდიდა. შეუძლებელი იყო ამ თვალებისთვის ტყუილის თქმა, არც კი ეცდებოდი.
-არა - ვუთხარი მტკიცედ.
-ძალიან კარგი. შენ კითხვას რაც შეეხება, სამართლიანია, ეგ რომ გაინტერესებს. შავ სიაში მხოლოდ შენ არ ხარ და არც მხოლოდ შენ მიგიღია რალფის წერილი. იცი, რა გამოგარჩევს ყველა აქ მყოფს შორის? - კარისაკენ მანიშნა, რომელიც დარბაზში შედიოდა. - შენ დაიჯერე.
რწმენა - ეს ყველაფრის გასაღებია. სწორედ ამან მომცა საშუალება, შენამდე მოვსულიყავი, მესაუბრა, ამეხსნა... რომ იცოდე, რამდენად ცოტას შერჩა ის, რაც პატარა ასაკში ცხოვრებამ ყველას გიბოძათ! წარმოსახვა, უნარი, მატერიალურ სამყაროს გვერდიდან შეჰხედო, დაინახო არარსებული, აი, ესაა ნიჭი, რომელიც გამოგარჩევს და რომელიც გეგონა, რომ არ გქონდა.
-გინდათ მითხრათ, რომ მორწმუნე გავხდი? - ყურებს არ ვუჯერებდი.
-ყოველთვის იყავი - ღიმილით სახე გაებადრა- და როცა ამის ბიძგი მიიღე, შენ სიკეთის კეთება დაიწყე. მოვხუცდი, ბევრი არაფერი მაკვირვებს, თუმცა უნდა ვაღიარო, ცრემლები მომადგა, როდესაც ვუყურებდი, როგორ გაახარე პატარა, უბედური ბავშვები შენი საჩუქრებით. სწორედ ახლა ჰქონდა ამას აზრი, ელეანორ. ახლა, როცა თავად არაფერი გაგაჩნია.
-მაგრამ მე... მე... - სიტყვებს ვეძებდი, მაგრამ სადღაც მეფანტებოდა. სანტა ჩემთან მოსულიყო და სახეგაბადრულს, ისე გამოჰყავდა, თითქოს ციდან მოვლენილი ანგელოზი ვიყავი, რაც თავს ძალიან უხერხულად მაგრძნობინებდა - ეს ყველაფერnი იმიტომ გავაკეთე, რომ შავ სიაში ვიყავი. არ მინდოდა, მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავი...
-მაგრამ შენ ეს გესიამოვნა. - კითხვა არ დაუსვამს.
-ნუ... ხო, რატომაც არა?
-ადამიანები ბოროტებად და კეთილებად არ იყოფიან, ელეანორ. სიკეთე და ბოროტება საერთოდ, ერთი მთლიანობაა და მათი დაყოფა წარმოუდგენელია, ამის ილუზიას ჩვენი არჩევანი ქმნის. ჩვენ ვიცით, რა არის კარგი, რა ცუდი. ნამდვილი გმირობა ისაა, როცა ერთი რამ გინდა, მეორეს კი აკეთებ, რადგან იცი, რომ ასეა სწორი. შავ სიაში ყოფნა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ შენი ბედი განწირულია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას დაიჯერებ. შენი ფიქრები ნაწილობრივ განსაზღვრავს შენ ცხოვრებას.
-ანუ, შავი სიის ბრალი არაა, ის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამოყირავდა? - ვთქვი შეძლებისდაგვარად მშვიდად.
-არანაირად. ეს სია ჩემი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ძმამ მოიგონა, რათა საზაოგადოების გარკვეული ნაწილი შერცხვენილად გამოეცხადებინა, მაგრამ არავის ლაპლანდიაში, მით უმეტეს მე, არ შეუძლუა თავისი მაგიის ადამიანის გადაუბედურებლად გამოყენება. რალფი ხანდახან ზედმეტად ემოციურია შავი სიის ხალხთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა ელფებმა შეცდომით აასრულეს ერთ-ერთი საახალწლო სურვილი. თავს ვერ პატიობს.
-ღმერთო ჩემო! დაწყევლილი არ ვარ!- წამოვიძახე, რამდენჯერმე შევხტი და ნიკოლასს ლოყაზე ვაკოცე - დიდი მადლობა, რომ მოხვედით და ეს მითხარით, მეგონა მთელი ჩემი ცხოვრება განწირული იყო!
-ვიმედოვნებ, რომ მაინც გაქვს სურვილი, იმ სიიდან ამოეწერო, რადგან ვფიქრობ, უნდა ხვდებოდე, რამდენი პრივილეგია აქვთ კლაუსების ფავორიტ ბავშვებს.
-მართლა? - ვკითხე ჯერ კიდევ ბედნიერების მწვერვალზე მყოფმა. იმდენად მომიცვა წარმატებისა და ძველი იღბალის დაბრუნების იმედმა, რომ მეგონა, ქვეყანაზე სხვა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. - უფრო სწორად, კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგ სიაში აღარ ვიყო!
-აუცილებლად მიხვდები, რისი გაკეთება იქნება საჭირო, ახლა კი, იმისთვის, რომ ნათლად დაინახო, რა სარგებლობა მოაქვს კარგ საქციელს და რამდენს კარგავენ ადამიანები თავიანთი არასწორი არჩევნით, საშობაო საჩუქრის დრო მოვიდა. ვიცი, რომ ეს შენი ქვეყნის დღესასწაული არაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს შანსი უნდა გამოვიყენო და ერთი სურვილი აგისრულო. არ იჩქარო, ოცდახუთი დეკემრბის დადგომისთანავე, ნებისმიერ დროს, უბრალოდ თქვი, რა გინდა და ის ასრულდება. გახსოვდეს, სურვილი მხოლოდ ერთია!
თვალები ავახამხამე.
-ასე... უბრალოდ? მე კიდევ მეგონა, ხალხს სათამაშოებს ჩუქნიდით!
-თუ გინდა, სათამაშო ისურვე! მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი ვარიანტებიც გექნება - თვალი ჩამიკრა - და საერთოდ, არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ცილისწამება, მაგრამ მე ბევრად უფრო პრაქტიკული საჩუქრები მაქვს, ვიდრე თოჯინა ან მანქანა! სათამაშოები დიდად არც მიყვარს, ყველაფერი ყალბი ჩემში არასწორ ასოციაციებს იწვევს, ეს ხომ იგივე ტყუილია? შეჰხედე და მიხვდები, რას ვგულისხმობ! განა გამაღიზიანებელი არაა ხელოვნური თოვლი? ფერიც კი უცნაური აქვს...
-ხო-ო, მგონი წეღან რომელიღაც სტუმრის ძაღლმა დააფსა - დანანებით დავხედე შემდნარ თოვლს - გლობალური დათბობის დედაც! უკაცრავად - დავამატე მის მკაცრ მზერაზე.
-მსხვილი, ლამაზი, ფარფატა ფანტელები მოუხდებოდა ამ საღამოს - ჩაილაპარაკა და თითქმის მაშინვე, ჩუმი, თოვლისათვის დამახასიათებელი იდუმალი, თითქმის შეუმჩნეველი ხმით, ციდან უმსხვილესმა ფანტელებმა იწყეს ცვენა.
ძალიან დიდ ხანს, მდუმარედ ვუცქერდი ამ სანახაობას, ფანტელები აივანზეც დაქროდა, თმასა და წამწამებზე მეფინებოდა, ნამდვილი, ჯადოსნული განწყობა მოჰქონდათ.
- ჩემი წასვლის დროა- თქვა ნიკოლასმა და ჩემი ხელი საკუთარ ფუმფულა მტევანში მოიქცია - კარგად მოიქეცი, ელეანორ.
-აუცილებლად - მტკიცედ დავუქნიე თავი - მისტერ კლაუს!
-დიახ?
-ირაკლი... ისიც არის შავ სიაში?
-ირაკლი პაიჭაძე? - ჩაფიქრდა, თითქოს გონებაში რაღაც წიგნაკი გადაშალაო - ოცდაექვსი წლისა და ხუთნახევარი თვის, ბოლოს სახატავი ფუნჯები და საღებავები მთხოვა, როცა რვა წლის იყო...ჰმ... არა? ის ძალიან კარგი ადამიანია.
-რაღაცები გეშლებათ მაგ სიის შედგენის დროს მგონი - ჩავიცინე - კარგი კი არა, საერთოდ ადამიანს ვერ დავარქმევდი.
-ო, ხანდახან უბრალოდ უკეთ უნდა დავაკვირდეთ. მშვიდობით, ელეანორ - ხელზე მეამბორა, თვალი კიდევ ერთხელ ჩამიკრა და დარბაზში შესასვლელ კარში გაუჩინარდა.
როდესაც მეც შევუერთდი დარბაზში შეკრებილებს, ნიკოლას კლაუსი იქ აღარ ჩანდა.

***
წვეულებაზე ყოფნის არანაირი სურვილი აღარ მქონდა, იმდენ რამეზე მჭირდებოდა ფიქრი! ჩემი სურვილი უნდა გამესაზღვრა და რაც მთავარია, რაიმე სისულელეში არ უნდა გამეხარჯა. გამწარებული ვწრუპავდი შამპანურს და ცალი ყურით ვუსმენდი წვეულების წამყვანს, რომელიც რაღაც საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის მოუწოდებდა ხალხს და იშვიათი შავი ბატის თუ გედის გადარჩენისათვის საინფორმაციო პრეზენტაციას აკეთებდა.
სტუმრები კიდევ უფრო მომრავლებულიყვნენ, მათი უმრავლესობა მაგიდებთან აღარ ისხდა, მიმოდიოდნენ, საუბრობდნენ, ჭორაობდნენ, ერთმანეთს ეტრაბაზებოდნენ, მოწყენილი ვიყავი, მაგრამ წასვლას და ოთახში გამოკეტვას ჯერ ვერ ვბედავდი, ის იყო, ისევ აივანზე გასვლასა და ფანტელებით ტკბობას ვაპირებდი, რომ ყვირილი და ალიაქოთი მომესმა.
-ხელი გამიშვი, შენი... - არა, სმენა არ მატყუებდა, მართლა ბარმენის ხმა იყო. მალე დავინახე კიდეც, როგორ მოათრევდა სამი დაცვის წევრი გააფთრებულ ირაკლის, რომელიც ხელ-ფეხს იქნევდა და გათავისუფლებას ცდილობდა.
-მაინც დაპატიჟეთ არა, ეგ ბო/ზი? მე თავიდან მომიშორეთ და დაპატიჟეთ... ილია! ილია! შენც, არა? ბო/ზების შეკრებაა, მეტი არაფერი, მკვდარი, აყროლებული ბო/ზები ხართ ყველანი. საბედნიდეროდ, სტუმართა ორ მესამედს, ენის ბარირიდან გამომდინარე, საერთოდ არ ესმოდა, რას ყვიროდა გალეშილი ბარმენი, რომელსაც უკვე გასასვლელისაკენ მიათრევდნენ, თუმცა თავად ქცევა, არც ისე მისაღები იყო, როგორსაც ალბათ, ქალბატონი ეკატერინე ისურვებდა. სწორედ ეს უკანასკნელი მიჰყვა დაცვის წევრების კვალს თავისი გრძელი კაბის ფრიალითა და თვალების ბრიალით.
პარალელურად, მისი მეუღლის ხმაც მოისმა, რომელიც სტუმრებს ინციდენტისთვის ბოდიშს უხდიდა. ვერ მოვითმინე, უკან მივყევი, მეორე სართულის ფოიეში გავედი და ეკატერინეს კაბის ფარფატა ბოლოს მოვკარი თვალი, ქალი პირველ სართულზე ეშვებოდა, საიდანაც ირაკლის ღრიალი ისმოდა.
ჩავიმუხლე და მოაჯირის სვეტებს შორის გავიჭყიტე.
ეკატერინე, მიუხედავად თავისი ფართო ზომებისა და ნაპატიები მკერდისა, მკვირცხლად დაეშვა კიბეზე, ისე გაექანა ორი კაცის მიერ გაკავებული შვილისაკენ, როგორც საკბენად მომზადებული გველი და მისგან ორიოდე ნაბიჯში მოწყვეტით შედგა.
მეგონა, რომ იკივლებდა ან ფეხებ შუა ამოარტყამდა რამეს, სილას გაულაწუნებდა, ბოლო-ბოლო, თუმცა ცოტა ხანს მოცდა მომიხდა, რადგანაც ქალი უბრალოდ იდგა და მზერით ატყავებდა შვილს. ირაკლის სახეს კარგად ვერ ვხედავდი, თუმცა ვხედავდი ეკატერინეს და ნამდვილად არ მომინდა იმ წამს ბარმენის ადგილას ყოფნა.
-გაუშვით - თქვა მტკიცედ ქალმა და ხელი აიქნია.
დაცვა მაშინვე უკან გადგა და შორი-ახლოს, მზადმყოფ პოზაში გახევდა.
-არ ვიცოდი, რომ მოვიდოდა - მშვიდი ხმით, ხმამაღლა გამოაცხადა - ახლახანს დაქორწინებულა შვედეთის თავდაცვის ატაშეზე...
-არ მაინტერესებს - ისე იღრიალა ირაკლიმ, რომ შევკრთი, თუმცა მის პირისპირ მდგარ ეკატერინეს წარბი არ შეუხრია.
-სუსტი ხარ. - თქვა ქალმა - როცა მუცლით გატარებდი, როცა ხელში გარწევდი, როცა მძინარეს გიყურებდი, გამუდმებით ერთ რამეს წარმოვიდგენდი - როგორი იქნებოდი წლების შემდეგ, როგორ მამაკაცად გაგზრდიდი. ძალასა და ღონეს არ ვიშურებდი, მაგრამ მთელი ჩემი ოცდაექვსწლიანი ბრძოლაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, როგორც ჩანს, სიძლიერე ის თვისებაა, რომელიც მხოლოდ ბუნებას შეუძლია გაჩუქოს და არა დედას.
-ყოველთვის ერთი და იგივე, არ დაიღალე, ეკა? - ბარმენს ენა ერეოდა, თითქოს ბარბაცებდა კიდეც.
-ყოველთვის, როცა ჩვენი გზები იკვეთება, ცდილობ მაიძულო ვიფიქრო, რომ დამნაშავე ვარ. რომ რაღაც წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ცხოვრების სიყვარულად უღირსი ქალი აირჩიე. ეს მე არ ვარ, არც ისაა დამნაშავე. ბრალი მხოლოდ შენია, შეცდომა დაუშვი, ამ შეცდომამ ცხვირში მაგარი მუშტი ამოგცხო და სისხლი გადინა, მაგრამ მაინც სხვებს აბრალებ საკუთარ უვიცობას. სხვებს, დედას, მამას, საზოგადოებას, მაგრამ არა საკუთარ თავს. სულ იმას გეჩიჩინები, როგორ არ ვცადე შენს ტვინში, რომელიც მემკვირდრეობით ცუდი ნამდვილად არ გერგო, რაიმე ძალით ჩამეტენა და მეიძულებინა გაგეგო, რომ ყველა უბედურების საწყისი საკუთარ თავში უნდა ეძებო.
-არ გვინდა ეგ სისულელეები... წადი, ვაფშე რატო იწუხებ თავს? შენ ხო აღარ ერევი ჩემ ცხოვრებაში უკვე ორი წელია! - ირაკლი იქვე მდგარ სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ეკატერინე ადგილიდან არ ინძრეოდა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი ერთი შეხედვით ამპარტავან და უმეცარ, მაგრამ ნამდვილად ბრძენ ქალს.
-შენ ცხოვრებაში ჩარევა არც მიფიქრია. არასდროს!
-ა, და ჩემი სიყვარული პროსტა ასე მოკალი? შემთხვევით?- ხმა ჩაუწყდა ირაკლის. ტანჯვა იგრძნობოდა მის თითოეულ ბგერაში.
-აჰ, თუ ღმერთი გწამს! რა აუტანლად პათეტიკურია! შეწყვიტე მუდმივად იმის გამეორება, თითქოს მე რამე ან ვინმე მოვკალი. გოგო მშვენივრად გრძნობს თავს, ფული აიღო, შვედეთში ცხოვრობდა და ახლა სარფიანადაც გათხოვდა. - ეკატერინემ ხელი ისე ჩაიქნია, თითქოს აღარ უნდოდა აბსოლუტურად აშკარა საკითხის განმარტება, მე კი უფრო დავიბენი. ვისზე საუბრობდნენ? იმ ლამაზსიცილა გოგოზე, რომლის პორტრეტიც სარდაფში ეკიდა? ირაკლი ამბობდა, რომ მოკვდა, მაგრამ ეკატერინე აშკარად არ თვლიდა ასე, მეტიც, გათხოვდაო, თქვა, შვედ ატაშეებს კი, როგორც ჩემთვის ცნობილი იყო, მკვდრები არ მოჰყავდათ ცოლად - ყოველთვის, როცა ამბობ, რომ შენ ცხოვრებაში ჩავერიე, ამის მნიშვნელობაც კი არ გესმის. უბრალოდ სიტყვებს ისვრი, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, თითქოს შენთვის არ მესწავლებინოს, რომ პირი დამუწული უნდა გქონდეს მაგრად, სანამ აუცილებელი არ გახდება საუბარი! გგონია, რომ შენ ცხოვრებაში ჩავერიე, როცა იმ გოგოს ფული შევთავაზე ნიშნობის გაუქმების სანაცვლოდ. არ გიფიქრია, რამდენად მნიშვნელოვანია შენი გავლენა შენ ოჯახზე? შენ არ ერევი ოჯახის ყოველდღიურობაში შენი თითოეული საქციელით? წეღანდელი შენი გამოხტომა არ იყო ჩარევა? ნუთუ არაფრით ზემოქმედებ მამაშენზე, ან შენ ძმაზე, რომელიც წლებია, შენს უმსგავს საქციელს ხმაამოუღებლად ითმენს, რადგან როცა პირველად, ოთხი წლისამ დაგინახა, მას შემდეგ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ, ახლა კი საკუთარი საცოლის დაცვა უწევს იმ სირცხვილისგან, რომელსაც მისი ესოდენ საყვარელი ძმა აყენებს მთელი ქვეყნის თვალწინ... სულ სხვები, სხვები, ირაკლი პაიჭაძე კი არავის ცხოვრებაში არ ერევა, არა? და როგორი იქნებოდა ჩემი ოჯახი, თუ ეს ფულზე გაყიდული მასხარა, ახლა მთელი დიპლომატიური კორპუსის თვალწინ რომ ამოუყრია მკერდი, ჩემი რძალი გახდებოდა, ჩემი შვილიშვილების დედა? ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმ შეცდომებს დასტირის, რომელიც არ უნდა დაეშვა, მაგრამ დაუშვა სიზარმაცისა და უმოქმედობის გამო, მე კი ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია და რადგანაც სიკვდილი ჯერ ჩემთვის ადრეა, მოქმედებას ვამჯობინებ!
ირაკლის სიგარეტი ბოლომდე ჩაიწვა, მე კი მუხლები საშინლად დამიბუჟდა. უკვე ნათლად ვხედავდი სურათს, რომელიც მანამდე დაბუნდული იყო ჩემს წარმოსახვაში,. ესეიგი, ირაკლის ლამაზი საცოლე, რომელიც მე მკვდარი მეგონა, სინამდვილეში ეკატერინეს ფულზე გაყიდულა, აქედან მოუცოცხია, შეყვარებული მიუტოვებია და ახლა მისსავე სახლში ახალ ქმართან ერთად მისულიყო?
ამის დედაც! აი, ცხოვრება!
გონებაში ეკატერინეს მხარეს გადავინაცვლე და მისი მხარდამჭერი დროშა ავაფრიალე.
სისულელე იყო ვინმეს დანაშაულება ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი სწორი გამოსავალი წინ წასვლა და ყველაფრის დავიწყება იყო, რაც აშკარა იყო, ირაკლის ვერ გამოსდიოდა.
-ხომ იცი, რომ ამის პატიებას ვერასდროს შევძლებ - თქვა ირაკლიმ ბოლოს.
-ბრაზი შხამია, რომელსაც შენ სვამ და ელოდები, რომ სხვა მოკვდება - ღირსეული მზერით ასწია თავი ეკატერინემ - მე შენი პატიება არ მჭირდება, ერთადერთი, რასაც მოვითხოვ, შენი ძმის პატივისცემაა. ის ამას იმსახურებს.
ქალი აღარ დალოდებია შვილის პასუხს, ან, როგორც თავად იტყოდა, ექს-
შვილის და სწრაფი ნაბიჯებით ამოუყვა გზას, რომლის ბოლოშიც მე ვიმალებოდი.
სასწრაფოდ გავბობღდი უკან, თან ჯერ კიდევ ამ პორტუგალიური სერიალის მსგავსი სცენის დეტალებზე ვფიქრობდი, წასასვლელი კი მარტივი საპოვნელი არ იყო, ჩემი წითელი კაბის ბოლოთი, დაჩოქილმა მთელი ფოიე მოვწმინდე თავშესაფრის ძებნაში, ბოლოს კი ჩემ ცხვირ წინ კარი გაიღო და შესანიშნავი, “Dolche & Gabbana” –ს პრიალა შავი ფეხსაცმელები გამოჩნდა.
-ლეა? რას აკეთებ? - ილიას გაკვირვებული ხმა მომესმა.
-ემ... მე... ბეჭედი დავკარგე და ვერ ვპოულობ - წამში გამოვიგონე და ავწითლდი, რადგანაც ეკატერინეს ნაბიჯების ხმა სულ ახლოს მოისმა. დამნაშავე სახით ავიხედე, თუმცა ქალმა ისე ჩამიქროლა, თითქოს იატაკზე მიკრული საღეჭი რეზინი ვყოფილიყავი.
ილიას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია ჩემი დაკარგული ბეჭდის მიმართ, მაშინვე დარბაზში შესულ დედას დაედევნა და სწორედ ამ დროს გაისმა საათის გუგუნი - შობა დამდგარიყო.
მართალია, ჩვენი რელიგიით შობა უფრო გვიან დგებოდა, მაგრამ განწყობას რას უზამ? ეზოში ხმაური მომესმა, ხალხი აივნებზე გაეფინა, რომლებიც სახლს მრავლად ჰქონდა, ცოტა ხანში კი, საერთო ჟრიამულის თანხლებით, უზარმაზარი ფეიერვერკის ათინათებით განათდა ფანჯრები.
საშინლად მომინდა მარტო ყოფნა და ამ მშვნიერი განწყობის მხოლოდ საკუთარ თავთან გაზიარება. ყოველთვის მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პერსონა ვიყავი, ამ მცირე ხანმა კი, რომელიც შობა-ახალი წლის ჯადოსნურობით დამატყდა თავს და მთელი ჩემი ცხოვრება ამოატრიალა, ეს სურვილი გამიქრო.
ჩემს ოთახს დავუბრუნდი, ფეხსაცმელები გავიხადე. ვის დავჭირდებოდი ასეთ დროს? ალბათ არც არავის ვახსოვდი, ხო და, რატომაც არ უნდა ამესრულებინა ჩემი ძალიან პატარა სურვილი?
კაბაზე თბილი „უგები“ და დუტის ქურთუკი შემოვიცვი, დარბაზიდან მოპარული შამპანურის ბოთლი წვალებით გავხსენი, ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი და მსხვილ ფანტელებს გავხედე, რომლებიც ისეთივე სიხშირით მოდიოდნენ, როგორც თოვლის ბაბუამ, იგივე, ნიკოლას კლაუსმა დაიწყო.
ჩემი ფიქრები არაფრიდან კვლავ ირაკლიზე შეჩერდა. თავში ბევრი აზრი მიტრიალებდა მასთან დაკავშირებით, არ ვიცოდი, როგორი შეგრძნებები მქონდა მის ამბავზე. მე ის მებრალებოდა და ამიტომ, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ვიცოდი, ეს მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო. მას ამ სასირცხვილო სიყვარულს სიკვდილი ერჩია, ალბათ იმიტომ იმეორებდა იმას, რომ ეს გოგონა, ელენე მკვდარი იყო. სიკვდილი ერჩია, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა - ვერც სიყვარულს იბრუნებდა, ვერც ივიწყებდა და ამ ბრძოლაში საკუთარ თავს კარგავდა.
ნიკოლასმა თქვა, რომ ის კარგი ადამიანი იყო. თოვლის ბაბუა ხომ არასდროს სცდება? მან ჩემზე ყველაფერი იცოდა, შესაბამისად, ირაკლიზეც ეცოდინებოდა! იქნებ ბარმენი, ეს უჟმური, შეუბრალებელი, ეგოისტი ადამიანი ასეთი სულაც არ იყო და უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა? იქნებ ჩავსულიყავი სარდაფში და მენუგეშებინა?
მიუხედავად ამ ტრაგიკული ფიქრებისა, ფხუკუნი ამიტყდა, როცა წარმოვიდგინე, როგორ ვცდილობდი ირაკლი პაიჭაძის გამხნევებას. ეს ან ორთაბრძოლით, ან კვლავ მარცხენა თვალის ჩალურჯებით დასრულდებოდა, მით უმეტეს, თუ იგრძნობდა, რომ მებრალებოდა.
-და საერთოდ, რატომ ვფიქრობ ამ მუტრუკზე ამდენს? - წამოვიძახე ხმამაღლა და სიგარეტს მოვუკიდე - მეტი საქმე არ მაქვს? საკუთარი ცხოვრება საძირკვლიდან მაქვს ასაშენებელი, მე კიდევ ვიღაცის გრძნობებზე ვფიქრობ- ჩავიფრუტუნე და სიგარეტი მოვქაჩე - პირველ რიგში შენ უნდა გამოგეთხოვო - წითლად აბრიალებულ ღერს დავხედე - ვიცი, განშორება რთული იქნება, მაგრამ შენ ჩემთვის ტოქსიკური ხარ, როგორც ის იდიოტი გეგა - ჩემი ყოფილი შეყვარებულის გახსენებაზე კიდევ ერთხელ გამეცინა - აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა, რომ საკუთარი თავისგან თვითონვე მიხსნა. იქნებ ღია ბარათი გავუგზავნო?..
ეს მხიარული მონოლოგი კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა. უკვე კარგა ხანი გასულიყო, რაც ფიქრებში გართული, ფანჯარაზე ვიყავი შემოსკუპებული. წვეულებაზე ყველა უკვე ან ძალიან მთვრალი, ან ძალიან დაღლილი უნდა ყოფილიყო. დაბუჟებული და გაყინული დუნდულები გაჭირვებით ჩამოვიღე რაფიდან, ტკივილისაგან დავიმანჭე, ერთი-ორჯერ შევხტი, რომ ცოტა შევმთბარიყავი და კარი გამოვაღე.
-ელეანორ - დამტკბარი, დაბალი ხმა მოისმა სიბნელეში, რომელიც თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ როცა სტუმარი ჩემთან ახლოს მოიწია, გაოგნებულმა დავაღე პირი.
-ელზა?
-ია, ია, მე ვარ - წაუგერმანულა და შუბლზე ჩამოვარდნილი, ქერა კულული უკან გადაიგდო - წვეულებიდან მალე წახვედი, რატომ?
-ისა... ფეხსაცმელმა მომიჭირა...
-ძალიან მოსაწყენი გახდა იქ ყოფნა, მით უმეტეს, არავინ საინტერესო არ იყო... ერთადერთი, რაც გამოტოვე, ესაა - მარჯვენა ხელი ასწია და სიბნელეშიც კი დავინახე, როგორ აციმციმდა მის არათითზე ძალიანბევრკარატიანი ბრილიანტი.
-ოჰო! ისა... გილოცავთ! ძაან კაი ამბავია...
-მე და ილაიამ წვეულება მოსაწევ ოთახში გადავიტანეთ, არ გინდა, შემოგვიერთდი?
-მე? - თვალები დავქაჩე. რას მეუბნებოდა, ახალდანიშნულებს მურმანის ეკალივით უნდა შევჩხეროდი? შევეცადე, ეს ფიქრი დელიკატურად გადმომეცა - მგონია, რომ ხელს შეგიშლით, ახლა ხომ მარტოები უნდა იყოთ და იმასქნათ, რაქვია, დატკბეთ...
-ოჰ, საყვარელო, არიან წყვილები, რომლებიც მეგობრების კომპანიაში უფრო ერთობიან, ვიდრე მარტოები, თანაც ჩემმა საქმრომ მითხრა, რომ საკმაოდ მხიარული ადამიანი ხარ! წამოდი, ძალიან გთხოვ...
-ისა... კარგი, გამოვიცვლი მაშინ და...
-არა, არა, მშვენივრად გამოიყურები, თანაც თბილად იქნები - ხელი ჩამკიდა და დასაკლავი ქათამივით გამაფრიალა ოთახიდან.
ჩემზე დაახლოებით ათი სანტიმეტრით მაღალი იყო, ამას ისიც ემატებოდა, რომ მე თბილი „უგები“ მეცვა, მას კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მის გვერდით თავს რაღაცნაირად, უმწეოდ ვგრძნობდი, მით უმეტეს, ზედმეტად მომთხოვნად მიმათრევდა დერეფანში.
მოსაწევ ოთახში რომ შევდიოდით, მინიმუმ ათ ადამიანს მაინც მოველოდი, როგორც ელზამ აღნიშნა, „მეგობრების კომპანიას“. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მთელი ეს „კომპანია“ ერთ ადამიანს ითვლიდა და ის ერთი მე ვიყავი.
-ლეა, მოხვედი!? - ილია, რომელიც სავარძელში, განგსტერულ პოზაში გადაწოლილი ეწეოდა სიგარას, წამოდგა და ხელი დაგვიქნია - ორი მშვენიერი ქალბატონი და მხოლოდ მე... რა პატივია - ჩვენკენ წამოვიდა, ორივეს ხელი აიღო და სათითაოდ გვეამბორა. ისეთი გაკვირვებული ვიყავი, ცოტა ხნის წინ შეპარული ძილის სურვილი ერთბაშად გამიქრა. რაღაც უცნაური ხდებოდა, ეს წყვილი უცნაურად იქცეოდა. ილიას ინტონაციით ვხვდებოდი, რომ იმაზე მეტად იყო მთვრალი, ვიდრე წინა ჯერზე, როდესაც ჩემს ბარში გასეირნებაზე იეჭვიანა.
-რა დაგისხა? - ელზამ ჩემი თმის კულული აიღო და ყურს უკან ნაზად გადამიწია, საჩვენებელი თითიც კი მომითათუნა ლოყაზე.
-ვალერიანის წვეთები - ამოვთქვი აღელვებულმა.
ელზამ სიცილით შემიშვა ხელი, რომელიც მანამდე წელზე შემომხვია და ხელი ჩაიქნია - მე უკეთესი ვიცი, ჩემი მომავალი ქმრის საყვარელი სასმელი - ილიასთან მივიდა, ტუჩებზე დაეწაფა და ვნებიანად აკოცა. ისიც კი დავინახე, როგორ შესრიალდა მისი ენა ილიას სქელ ტუჩებში. არა, ვალერიანზე მაგარი რამე მჭირდებოდა, ნამდვილად.
ჩავახველე და ხელი ავწიე.
-ხომ არ დაგტოვოთ? - უხერხულად ჩავიცინე, როდესაც ელზა, ბოლოს და ბოლოს, მოეშვა იმ ტუჩებს, რომლებიც თითქოს იმ წუთას აღმოეჩინა.
-არა, არა, ჩემო ლამაზო - ქალმა საჩვენებელი თითი გაიქნია და სასმელი ჩამომისხა - გამომართვი და მომისმინე. ოღონდ არ დაჯდე, ასე ძალიან ლამაზად დგახარ... ქურთუკი მომეცი...
მისი ბრძანება დაუფიქრებლად შევასრულე და სასმელი წამში გამოვცალე.
-როცა ჩამოვედი და შენ დაგინახე...- დაიწყო ელზამ, რომელიც საქმროს მუხლებზე მოკალათდა და ფეხები სექსუალურად გადააჯვარედინა - მაშინ ძალიან ბევრი აზრი ერთდროულად მომაწვა. მაგალითად, რატომ უნდა მოეძებნა ილაიას ისეთი მოახლე, რომელიც ზე-სექსუალურია? ნუთუ ჩემი კაცი ამ ქალს ხელუხლებელს დატოვებდა? მე ხომ ვიცი და ჩემ საკუთარ სხეულზე გამომიცდია მისი ტემპერამენტი...
-გეფიცებით, მსგავსი არაფერი...
-დამასრულებინე, თუ შეიძლება - ალერსიანად, მაგრამ მტკიცედ თქვა ელზამ - მერე გავიკითხე ერთი-ორგან და გავიგე, რომ არც მოძალადე ყოფილი ქმარი გყავს, საკმაოდ ცნობილი ხარ სხვადასხვა წრეებში და იმის გაგებაც არ იყო რთილი, რომ ფინანსური პრობლემები იყო შენი ერთადერთი საფიქრალი, ასე არაა?
-მე... ტყუილი არ მინდოდა - სირცხვილისაგან ავწითლდი, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ილია ამას გაიგებდა, მაგრამ არ მეგონა, ასე საშინლად თუ მოხდებოდა ეს - უბრალოდ ილიამ ასე იფიქრა, მე კი დახმარება ძალიან მჭირდებოდა...
-მისი ფული გჭირდებოდა - თავი დამიქნია - იფიქრე, რომ მისი პატრონაჟი, მისი ყოლა საყვარლის ამპლუაში გაგიმარტივებდა ყოფას, თუნდაც დროებით, თუმცა რა მოხდა? ის საყვარლის სტატუსს ვერ მოგცემდა, რადგან საცოლე ჰყავდა, ამიტომაც მოგიწია მოახლის როლის მორგება.
-არა, ასე არ იყო, ასე კი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში...
-ვფიქრობდი, შეუძლებელია, რომ ეს გოგო აქ უბრალოდ და უმწიკვლოდ იყოს, ანდა შეხედეთ ამ ტუჩებს? ვფიქრობდი, რომ ჩემმა მომავალმა ქმარმა ჩემი ღალატი ქორწილამდე დაიწყო, ეს ტუჩები კი იმ მარტოსულ ღამეებს ჩემს არ ყოფნას უმსუბუქებდნენ, მანაცვლებდნენ, იმ ადგილებს ეხებოდნენ, რომლებიც წესით, ჩემი უნდა ყოფილიყო... და უნდა ვაღიარო, იმის წარმოდგენამ, თუ როგორ დაასრიალებ იგივე ტუჩებს ჩემი საქმროს ა*ოზე უბრალოდ ნეტარების ზღვაში ჩამაგდო... არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის განცდა, უბრალოდ საშინლად მომინდა, რომ ერთად დამენახეთ, ერთმანეთზე გადახლართულები, ერთმანეთით აღგზნებულები, ის შენში ჩაკარგული, გემოს გისინჯავს ყველგან და სიამოვნებისგან გმინავს...
დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგად ან თანმიმდევრულად მახსოვს ის, რაც მაშინ ხდებოდა, მაგრამ ბუბდოვნად ვიხსენებ, თუ როგორ ამოვუშვი რაღაც გაბმულ, სასოწარკვეთილი წიკვინი ელზას სიტყვებზე. საშველად ილიასაც გავხედე, თუმცა მის თვალებში ისეთივე სურვილი დავინახე, როგორიც მის საცოლეს ედგა მზერაში. ორივე საშინლად მთვრალი და აღგზნებულუი იყო, მე კი იქ ჩემი წითელი კაბით და თბილი ფაჩუჩებით ვიდექი, დაბნეულობისგან მუხლები მიკანკალებდა და არაადამიანურ ხმებს გამოვცემდი გაკვირვებისგან. ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე, იქნებ მთვრალებმა ჩემი გამასხარავება გადაწყვიტეს, ანდა ელზა რაიმე სადისტურ-გერმანული მეთოდით ჩემ გამოცდას ცდილობდა?
-სამწუხაროდ ილაიამ დამარწმუნა, რომ თქვენ შორის მსგავსი არაფერი მომხდარა, მეტიც, თურმე ერთმანეთთან გულითადი მეგობრობაც გაკავშირებდათ - განაგრძობდა ელზა - მე კი ვკითხე, რას იტყვი, საყვარელო, მაგ შენ გულითად მეგობარს სექსი რომ შესთავაზო ჩემთან ერთად-მეთქი? დარწმუნებული ვარ, რომ უნდიხარ, შენც გინდა და მეც, რა პრობლემა უნდა იყოს მეთქი? ილაიას ძალიან გაუკვირდა ეს წინადადება, მაგრამ მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნამდვილად კარგი იდეა იყო. ერთადერთი პრობლემა, რაც წარმოიშვა, ხარ შენ.
-მე? - საცოდავად ამოვიწიკვინე.
-ხო, შენ. ილაიამ თქვა, იქნებ ელეანორს არც უნდოდეს ჩვენთან სექსუალური კავშირი, ხომ არ დავაძალებთო? და აი აქ მასაც და მეც გაგვახსენდა, რომ შენ ფინანსური პრობლემები გაქვს. რას იტყვი იმაზე, რომ ყველა შენი ეს პრობლემა ჩემმა საქმრომ ერთი ხელის მოსმით მოგიგვაროს, მე კი საზოგადოებაში ღირსეულ დაბრუნებას უზრუველგიყოფ. ილაია შენი „შაგარ დედი“ იქნება, ანუ შაქრის მამიკო... და მე... ვინ ვიქნები მე? - ილიას ნიკაპი საჩვენებელი თითით ასწია და მწველი მზერით დააკვირდა მის ტუჩებს - ვინ?
-დედიკო - იჩურჩულა ილიამ და მომთხოვნად დაეწაფა ქალის ტუჩებს. ცოტა ხანს მათი გმინვა და კვნესა ისმოდა, მე კი სიტუაციასთან სრულიად შეუფერებელი და აფსურდული საქმიანობით ვიყავი დაკავებული - ვლოცულობდი. ღმერთს ვევედრებოდი, მიწა გამსკდომოდა, ან რამე მასეთი, ოღონდ იმ სიტუაციისგან დავეხსენი.
როგორ მოხდა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი? ვაღიარებ, სულ ერთი წამით იმაზე დავფიქრდი, რა იქნებოდა, რომ დავთანხმებოდი, თუმცა ეს იმდენად გიჟურ და ჩემთვის შეუფერებელ იდეად მეჩვენა, რომ შემეშინდა. ისევ ირაკლი გამახსენდა, რას იფიქრებდა, რომ გაეგო? ირონიულად გაიცინებდა და იტყოდა, რომ თავიდანვე იცოდა, რასაც წარმოვადგენდი...
-ეს შენთვის საუკეთესო გამოსავალია, ლეა... - ელზა წამოდგა, ჩემკენ წამოვიდა და შიშველ მკლავზე ნაზად შემეხო - და ვიცი, რომ ეს შენც გინდა...
-არა... ეს... - ენა დამება, სასოწარკვეთილს, ტირილი მინდოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, იმაზე ფიქრი კი ნერვებს მიშლიდა, რომ რამდენიმე კვირის წინ ამ წინადადებას ალბათ სიხარულითაც დავთანხმდებოდი.
-ო, უკარებას როლი ძალიან გიხდება, იცი? განაგრძე, ძალიან მომწონს - ყურში ჩამჩურჩულა, ბიბილოზე მიკბინა და თვალებდაჭყეტილს, იდუმალი ხმით გამიმეორა - განაგრძე.
-არა, არა , ვერ გაიგეთ - უკან დავიხიე და ჩემი მკლავი გამოვტაცე - მე არ მსურს... არ მინდა, მართლა!
-მართლა? - გადაიხარხარა- რა კარგი გოგოა, არა? - ილიას გაჰხედა, რომელიც თვალებანთებული მაკვირდებოდა - შესანიშნავად თამაშობს, მითხარი, არ მინდა, დედიკო!
გიჟივით გამეცინა, ამ კომიკურ სიტუაციაში თავის ამოყოფა მხოლოდ ჩემნაირ იდიოტს თუ გამოუვიცოდა, ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ამ ორ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ და რამდენადაც მე ვიცოდი, ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ვერ ვარწმუნებდი, რომ ფულის სანაცვლოდ სექსი არ მინდოდა. უბრალოდ არ სჯეროდათ!
-არ მინდა! უბრალოდ არ მინდა...
-თქვი, დედიკო!
-არა!
-კი!
-არა, მე წავედი!
-მე წავედი, დედიკო! - ელზა აშკარად ძალიან ხალისობდა.
-თავი გამანებე, დედიკო - ყელში ამომივიდა, მკაცრად დავაკვესე თვალები და ჩემ ქურთუკს დავტაცე ხელი.
-ღმერთო - ამოიგმინა - მინდა ეს მაშინ მოვისმინო, როდესაც სიამოვნებისგან დაღლილი, შველას მთხოვ...
-ეგ არ მოხდება - დარწმუნებით გავიქნიე თავი - ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიხდება, როცა ვხედავ, რას ელით, მაგრამ მე არ მსურს...
-ახლა უნდა დაგვემალო - ელზა არც კი მისმენდა - წადი, შენს ოთახში დაიმალე... ან არა, არ მითხრა, სადმე დაიმალე, მოვალთ... იმედია, სექსუალური საცვლები გაქვს...
-ვერ გაიგეთ? ა-რა!
-წადი! დროულად, თორემ აქვე და ახლავე დაგაკავებ და არსად აღარ გაგიშვებ, სანამ არაქათს არ გაგაცლი...
შეშლილი სახით გამოვვარდი მოსაწევი ოთახიდან, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიუხედავად ტირილის დიდი სურვილისა, სიცილით ვკვდებოდი. მივრბოდი და ორად ვიკეცებოდი ხარხარისაგან. იმის ფიქრზეც კი, თუ სად დავმალულიყავი, სანამ ელზა, რომელსაც აშკარად რაღაც ნარკოტიკი მიეღო ილისათან ერთად, გამოფხიზლდებოდა და მის დარწმუნებას შევძლებდი იმაში, რომ ეს „ სამთა კავშირი“ არ მსურდა.
ფეხებმა ფარდულამდე თავისით მიმიყვანეს. სიცილ-ტირილის ცრემლები მოვიწმინდე და კარზე კაკუნი ავტეხე. დაახლოებით ხუთ წუთში, როდესაც კაკუნს შედეგუ არ მოჰყოლია, ბრახუნზე გადავედი.
-გამიღე, შენი დედაც! - კარს წიხლი წავკარი.
-რა გინდა? - მოისმა ბურტყუნი - წადი!
-ვერ წავალ, ირაკლი, კარი გამიღე!- მომთხოვნი ტონით დავუძახე და კარს ავეკარი, რომ უკეთ გაეგო ჩემი სიტყვები - შენი მთვრალი ძმა და მისი გიჟი საცოლე ფიქრობენ, რომ მათთან დაწოლა მინდა, ჩემი უარი თამაში ჰგონიათ და თუ არ შემიფარებ, შეიძლება მიპოვონ და შემოვეპატიურო ამ სიკეთის ჟამს, გააღებ თუ არა ამ წყეულ კარს?!
რამდენიმე წამის გამავლობაში დუმდა, ვიფიქრე, გამწირავს-მეთქი, მაგრამ მალე ურდულის გაწევის ხმაც შემომესმა. შურდულივით შევვარდი სარდაფში და კარს სწრაფად მივაწექი.
-დაკეტე და არ გაუღო! - მივაძახე თმააბურძგნულსა და როგორც ჩანდა, ცოტა გამოფხიზლებულს.
-რა თქვი წეღან? - ინტერესით ამედევნა - გაიმეორე რა.
-მგონი ერთხელ მოსასმენადაც საკმარისად საშინელია - ცხვირი ავიბზუე და სარწეველა სავარძელში ჩავენარცხე.
-ეგ გატ... - ტკაცუნის ხმა მოისმა და ირაკლის სიტყვა გაუწყდა, რამდენიმე წამში იატაკზე აღმოვჩნდი, ფეხებს ჰაერში ვასავსავებდი და ვკიოდი - გატეხილია- დაასრულა და ხელი მომკიდა - სულ ასეთ უიღბლობებში როგორ ეხვევი? - მიმიზიდა და ცალი ხელით წამომაყენა. შორიდან უფრო სუსტი ჩანდა, თურმე ძალაც ჰქონია!
-პირველად გამიტყდა სკამი - შევიცხადე და კაბის გახეული ნაჭრი დანანებით შევათვალიერე.
-ჯგუფურ სექსს ვგულისხმობ, რომელიც შემოგთავაზეს - ჩაეცინა და ისე შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა - შენ რა უპასუხე?
-არა-მეთქი და არ დამიჯერეს - შეღონებულმა ამოვთქვი - ნუთუ ასე რთულია იმის დაჯერება, რომ ადამიანი ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე არ წავა?
-აჰამ - თავი დამიქნია - რთულია.
მივხვდი, რაზეც ფიქრობდა. ელენე, მისი ცხოვრების სიყვარულიც ხომ ასე იყიდეს? ნუ ... დაახლოებით.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ილიასაგან თუ ამ შემოთავაზებას მოვისმენდი ოდესმე, აი, მაგას ვერა - სიგარეტს მოვუკიდე, ჩემთვის ნაცნობ და მყარ ლიმონათის ბოთლზე ჩამოვჯექი და ფეხები განზე გავწიე.
-ნამდვილ ბირჟის ბურჯს გავხარ - ჩაიცინა - არყის ბოთლი და პურის ნატეხი გაკლია.
-სასმელი აღარ მიხსენო, შენი ჭირიმე - თავი გავიქნიე -ან ვინ მოიგონა საერთოდ, ასე თუ აგიჟებს ხალხს?
-შენ უბრალოდ არ იცნობ ილიას, ორიოდე კვირაა, რაც შენი უფროსია, აქედან ნახევარი დრო სახლში არც ყოფილა. საიდან უნდა იცოდე, როგორია?
-ანუ ასეთი შემოთავაზება მისგან გასაკვირი არაა?
-მიამიტი თუ იყავი, საერთოდ არ ვიცოდი, არა და თურმე ხარ, თანაც ძალიამ - თავი გაიქნია, არ გაუღიმია, სერიოზული ჩანდა - აბა შენი აზრით იმ პირობებში, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში ხუთასი ლარია, შენ შვიდას დოლარს გიხდიდნენ სახლის „დიასახლისობაში“? ხალხი შენზე ათჯერ მძიმე სამუშაოს ეწევა, მთელ სახლს ალაგებენ, სამივე სართულს და ილია მათ კაპიკებს უხდის.
-ანუ სულელი ვარ? - ამოვიოხრე.
-კი, ძალიან.
-რატომ არ მითხარი, რა ჰქონდა გეგმაში?
-ჯერ ერთი, არ ვიცოდი, ზუსტად რა უნდოდა, ნაშები მისი საქმეა, რატო უნდა ჩავერიო? -სანთებელა ვესროლე, რადგან მისმა ამგვარმა მიმართვამ ქალებისადმი გამაბრაზა - შენზე არ მითქვამს, ზოგადად რა... თან მეგონა, რო შენც ეგრე გინდოდა, მეორეც - პირველივე შეხვედიდან არ დამიმალავს ჩემი აზრები თქვენ ორთან მიმართებით.
-ღმერთო... მე კი მეგონა, რომ უბრალოდ კეთილი იყო!
-კეთილი არის, მაგრამ ბიზნესმენია, მოწყენილი მილიონერი - მხრები აიჩეჩა - საცოლე არ უყვარს, იცის, რომ არც საცოლეს უყვარს, რაღაცით ხომ უნდა გაირთოს თავი?
-მერე, ადგეს და მაგანაც ხეები გადარგოს, ან, რა ვიცი, ზვიგენის ახალი ჯიშები მოამრავლოს...
- ნაჰ, ფლორა და ფაუნა დიდად არ ევასება.
-რა მეშველება? ახლა, როცა უარს ვეტყვი, გამაგდებს?
მხრები აიჩეჩა.
-არა მგონია, შენ მოგინდება მუშაობის გაგრძელება?
სწორი კითხვა იყო. დაბნეული ვიყავი, იმდენად შეცბუნებული, რომ საკუთარი თავი აღარც კი მახსოვდა. როგორ გამეგრძელებინა იმ ხალხის გვერდით ცხოვრება, რომლებიც ასე მექცეოდნენ? მინიმუმ, უხერხული იქნებოდა ილიასაგან ფულის მიღება. ფიქრებში წავედი, ისევ ქაოსურ სიტყუაციაში ვეხვეოდი მაშინ, როდესაც წესით უიღბლობათა პიკი გადასული უნდა ყოფილიყო.
-ამაზე ხვალ ვიფიქრებ - მარტივი გამოსავალი ვიპოვე და მიმოვიხედე - აქ დაძინება სადმე შეიძლება?
-კი, ეს დივანი იშლება, მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილია - მხრები აიჩეჩა - დათმობას არ ვაპირებ.
-შენ გაუპატიურებას არავინ გიპირებს, ამიტომ შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე და იქ დაიძინო - აღშფოთებით წამოვიყვირე- მე უფრო გაჭირვებული ვარ.
-ეს ჩემი სარდაფი და ჩემი დივანია, თანაც იქ ასვლა არ მინდა...
-დედაშენი ალბათ უკვე წავიდა - მხრები ავიჩეჩე - სხვა რა პრობლემაა?
-რატომ ფიქრობ, რომ დედაჩემი პრობლემაა? - თვალები დააწვრილა.
-მაგას დიდი გენიოსობა არ სჭირდება, მაგრამ... ა, შეიძლება ისაა პრობლემა - იმ მხარეს გავიხედე, სადაც ირაკლის ყოფილი შეყვარებულის სურათი ეკიდა.
-ესე იგი, უკვე გაერკვიე - ეტყობოდა, ეწყინა, თუმცა რა გასაკვირი იყო ის ამბავი, რომ მასზე სიმართლეს გავიგებდი, როცა ასეულობით ადამიანით სავსე დარბაზში მთვრალი იდიოტის სცენა მოაწყო?
--იცი, დარწმუნებული ვარ მეტყვი, რომ ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ცხოვრება ერთხელ გეძლევა და ეგ ერთი ცხოვრება ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტსა და მოღალატეებზე ფიქრში არ უნდა გალიო. შეიძლება დედაშენი სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და არც ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ის სიმართლეს დაუფარავად და შეულამაზებლად განახებს, ამიტომაც ვერ იტან.
-მართალი ხარ - მიპასუხა ჩუმი ხმით- ნამდვილად გეუბნები, რომ შენი საქმე არაა.
-ნეტავ შეძლო და ის გოგო რამდენიმე დღით მაინც დაივიწყო, გადაგიყვარდეს, აპატიო, უბრალოდ გაუშვა - ჩავიფრუტუნე - დარწმუნებული ვარ, შენი ცხოვრებაც ისევე ამოყირავდებოდა, როგორც ჩემი, ოღონდ კარგ მხარეს.
-მისი ხსენება კარგს არაფერს მოგიტანს - სახე სულ უფრო და უფრო ექუფრებოდა, წარბები საავდრო ღრუბლებივით შეკრა.
-კარგი, კარგი - ხელები ავწიე - არ მაინტერესებს, იცი? ხვალ ახალი დღე იქნება, მე კი უნდა მოვიფიქრო, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ სექსუალური თავისუფლება შევინარჩუნო. დივანს არ გაშლი?
-ხომ გითხარი, აქ მხოლოდ ერთი ადგილია!
-არა უშავს, არა მგონია, ჩემი გაუპატიურების სურვილი გქონდეს, ამ ეტაპზე ეგეც საკმარისია.
ძლივს დავითანხმე დივნის გაშლაზე. არ ვიცი, ასე სასოწარკვეთით რატომ არ სურდა სახლში ასვლა და თავის კომფორტულ საწოლში ძილი, ალბათ ნამდვილად ეშინოდა, რომ იქ ვინმე არასასურველი დახვდებოდა? ან იქნებ ძალიან სასურველიც კი...
გაშლილი დივანი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა, როგორც მისი პატრონი აღწერდა, თუმცა დავწექი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ წინ დიდი უსიამოვნებები მელოდა - ზამბარები სპარტანელთა შუბებივით აღმართულიყვნენ თხელი საფარის ქვემოდან და ხან ერთ ნეკნში მერჭობოდნენ, ხანაც მეორეში. ამას დამატებული ირაკლის წუწუნი, რომელიც წამდაუწუმ ფორთხავდა და მეჩხუბებოდა, ნუ მეხები, ნუ სუნთქავ, ნუ ფიქრობ, ნუ მოძრაობ და ნუ არსებობო. ამ რეპლიკებზე თავაზიანად მივუთითე, რომ მოეკეტა და უკანალი დაეყენებინა, შემდეგ, როგორც იქნა, ჩაეძინა და მეც, მადლობა ღმერთს, რამდენიმე საათით თვალის მოხუჭვის საშუალება მომეცა.
რა თქმა უნდა, სიზმრებიც ისეთივე არეული, უცნაური და ამაფორიაქებელი მეწვია, როგორიც შობის ღამე იყო. ვნახე ლამაზსიცილა გოგონა, რომელიც ჯაჭვმობმულ ძაღლს ასეირნებდა, ამ ძაღლს კი რატომღაც ირაკლის სახე ჰქონდა და ლაპარაკობდა კიდეც, თუ არ ვცდები, ამბობდა, თოვლი არ მიყვარსო; სიზმარში ასევე მეწვია ეკატერინე, ირაკლისა და ილიას „ბუმბერაზი“ დედა, რომელიც გაეროს სამიტზე სიტყვით გამოდიოდა და სულელ ადამიანთა დანარჩენი კაცობრიობისაგან გამოყოფა და მათი მარსზე გაგზავნა სურდა, რაზეც ანტონიუ გუტერეშმა უპასუხა, რომ ამდენ ხალხს მარსი ვერ დაიტევდა... და ვნახე თოვლის ბაბუა, ნიკოლაუსი, ზუსტად ისეთი, როგორიც რეალობაში მეწვია, თუმცა უცნაური, წითელი მოსასხამი ეხურა და მეუბნებოდა, რომ ჩემი სურვილი ასრულებული იქნებოდა დილით...
რა?
მოიცა, მოიცა...
ჩემი სურვლი?
კი მაგრამ, მე არაფერი მინატრია!
დაბუჟებული გვერდი ვიცვალე, ძილის შებრუნება ვცადე, აბეზარი ფიქრი ამეკვიატა, თითქოს რაღაც გამომრჩა, რაღაც მნიშვნელოვანი, რაზეც დიდ იმედს ვამყარებდი...
ფიქრი არ მომეშვა, ყველა მხრიდან უტრიალებდა ჩემს გონებას, თითქოს სადღაც რაღაც ნაპრალს ეძებდა. თვალები გავახილე, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში ბარმენი იწვა, ორივე ხელის მტევანი თავ ქვეშ ამოედო და ბედნიერი ღიმილით ფშვინავდა.
ნორმალური ადამიანის ღიმილი უხდებოდა, არა და, ჩვეულებრივ, თუ ტუჩებს აბზეკდა, ეგეც ირონიის ან ბოროტი ხუმრობის ხათრით.
რამ გაამხიარულა ასე - მეთქი, გავიფიქრე და სწორედ აი აქ, იმ აბეზარმა ფიქრმა, ბოლოს და ბოლოს იპოვა, რასაც ეძებდა, მეხსიერების კუნჭულები მისწი-მოსწია, მოგონება ამოაძვრინა და ლანგრით მომართვა. მოგონებას გულგახეთქილმა დავხედე, რადგანაც ვიცოდი, კარგი და სასიამოვნო არაფერი მელოდა, ის კი სულ რაღაც წინაღამინდელი აღმოჩნდა, ჩანაწერივით ვუსმენდი საკუთარ ხმას, რომელიც ამბობდა: „ ნეტავ შეძლო და ის გოგო რამდენიმე დღით მაინც დაივიწყო, გადაგიყვარდეს, აპატიო, უბრალოდ გაუშვა...“ ესეც ჩემი საშობაო სურვილი, რომელიც სანტამ იმიტომ მაჩუქა, რომ კარგი და კეთილი ვიყავი!
ფეთიანივით წამოვხტი და ვიკივლე - არა-ა!


***
-არ იტყვი, რა გატირებს? - დასიებული თვალებიდან ძლივს ამოვიცანი ირაკლის სახე.
ის ჩემი კივილით გავაღვიძე, როდესაც პანიკაში მყოფს ვერაფერი მათქმევინა, ცივი წყლის მოსატანად გაიქცა და რადგანაც არ გამოვართვი და სასოწარკვეთილ გოდებას განვაგრძობდი, პირდაპირ სახეში შემასხა.
ამან არ მიშველა, კიდევ უფრო ხმამაღლა ავბღავლდი და მისი პერანგის სახელოთი მოვიწმინდე ცხვირი.
-ეს ორასი დოლარი ღირდა - შეიცხადა- და ინგლისში ვიყიდე.
მეორე სახელო მოვიმარჯვე და კიდევ ერთხელ ჩავბერე „საყვირში“.
-ფუჰ... მისმინე - ორი თითით გადასდო თავისი ყოფილი პერანგი და ჩემთან ახლოს მოჩოჩდა - წუხელ რამე გაწყენინე? ვაფშე არ მახსოვს, რა ხდებოდა, მაგრად დავთვერი... მგონი ეკას ვეჩხუბე, მარა აქ რა მინდა, ან შენ რა გინდა? უხეშად ხო არ მოგექეცი ან რამე, გთხოვ, მაპატიე, თუ ცუდად მოვიქეცი...
მისი სიტყვების ეფექტი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, ცოტა ხნით სლუკუნიც შევწყვიტე და გაოგნებულმა, დამრგვალებული თვალებით შევხედე.
-მართლა არ გახსოვს? - ჩაბოხებული და მოგუდული ხმა მქონდა.
-არა, ცოტა უცნაურად ვარ, რა დავლიე ამისთანა, არ ვიცი, მარა... ძაან გაშეშებული მაქვს ტვინი - თავი გაიქნია - თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დამავიწყდა.
-ესე იგი, იმუშავა-ა - კვლავ გავაბი და დივანზე მივებერტყე - იმუშავა, ჩემი სურვილი ახდა, ამის დედაც, შემეძლო ნებისმიერი რამე მენატრა, ნებისმიერი, რა სულელი ვარ - წამოვიწიე და ისევ მას შევაჩერდი - და შენ ამას ვერასდროს მიხვდები.
-რას?
-რაც გავაკეთე, შენთვის.
-წუხელ რამე გამიკეთე? მაპატიე, ხო გითხარი, არ მახსოვს-მეთქი, იმედია, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფერი მომხდარა, მარა სიმართლე გითხრა, დიდად ვერ ვგრძნობ, რომ რამე მოხდა - თითით დაბლა მაჩვენა და ცოტა ხნის შემდეგ, გავიაზრე, რასაც გულისხმობდა - ხომ ხვდები, შევამჩნევდი ძმაკაკს...
-ფუ-უ - წამოვიკივლე და წამოვხტი. ზამბარებისგან ნატკენი ადგილები დავიზილე და დავიმანჭე- მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, მთელი ღამე ქალიშვილივით წიოდი, არ მომეკაროო.
-რა? -გადაიხარხარა - შანსი არაა!
-აჰა - თავი დავიქნიე.
- და მაგის გამო ტიროდი? - სულ გამოშტერდა.
-ეგღა მაგლია - ჩავიფრუტუნე - იმიტომ ვტიროდი, რომ ღარიბ-ღატაკი, უსახლკარო იდიოტი ვარ, რომელსაც წინა ღამით სექს მუშაკობა შესთავაზეს და რომელსაც სანტა კლაუსმა ჯადოსნური სურვილი აჩუქა, მან კი არც აცია, არც აცხელა, ეს სურვილი მეორე იდიოტის უიმედო სიყვარულზე გამოიყენა!
-ღადაობ?
-არა-ა!
-და ეგ მეორე იდიოტი ვინაა? ვიცნობ?
-თანაც ძალიან კარგად.
-მგონი ერთად მოვწიეთ წუხელ რამე სასწაული - მცირეხნიანი ფიქრისა და ჩემზე უტყვი დაკვირვების შემდეგ დადო დასკვნა.
-მართლა არ გახსოვს? - თვალები დავაწვრილე.
-რა?
-ვინ. ელენე. შენი შეყვარებული.
თვალები გაკვირვების ნიშნად გაუფართოვდა.
-მაგარი უცნაური ვინმე ყოფილხარ. -თქვა ბოლოს - რაებს იგონებ, ვინ ელენე? მე შეყვარებული არ მყავს.
-არც ვინმეზე უიმედოდ ხარ შეყვარებული? - დავაზუსტე,
-ბოლოს რომ შევამოწმე, ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ვიყავი - მხრები აიჩეჩა - და არც დიდად წავუგოიმებდი.
სიმწრით ჩამეცინა. სანტას მართლაც საუკეთესოდ შეესრულებინა თავისი დანაპირები. ასეთივე წარმატებით შემეძლო მესურვა კარგი ბედი ან, არ ვიცი, იღბალი ლატარეისთვის, ანდა ქეილი ჯერერზე მეტი ფოლოუერი ინსტაგრამზე, მაგრამ არა! ირაკლი პაიჭაძის სასიყვარულო ცხოვრება ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ყოფილა! მაინც უნდა გადამემოწმებინა, იქნებ და ირაკლი თავს ისულელებდა, ან რამეს თამაშობდა?
-კაი, მაშინ ელენე დებილი და უშნოა - ფრთხილად, სასხვათაშორისოდ წავილაპარაკე.
-ვინ ელენე?
-აი, ის - იმ კუთხისაკენ გავიშვირე საჩვენებელი თითი, საითაც გოგონას პორტრეტი ეკიდა.
თვალები დააწვრილა და ნახატთან ახლოს მივიდა.
-ჰმ, ეს როდის დავხატე? მგონი ადრე კლუბში შემხვდა და აქ გამომყვა... არაა, იმას ირინა ერქვა...
მაშ, ასე არა?
-ელენე ბო/ზია! - წამოვიყვირე და მაშინვე ხელები ავიფარე პირზე. თვალებგაფართოებულმა შემომხედა, ვიფიქრე, წამიც და ჩემკენ ღრიალით გამოექანება და დანას ჩამარჭობს-მეთქი, მაგრამ მხრები აიჩეჩა და სურათს მოშორდა.
-მერე რა, მაგის გამო ადამიანს ხო არ აითვალწუნებ? წამო, სახლში ამოდი, ნუ გეშინია, ფხიზლები არაფერს გიზამენ, ნუ, არ გაგაუპატიურებენ მაინც.
რადგანაც სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, თანაც უზომოდ დამაინტერესა ირაკლის ახალმა მდგომარეობამ, დავუჯერე. თანაც, მთელი ჩემი ნივთები იქ, ჩემ ოთახში ინახებოდა, უბრალოდ ასე ვერ ავდგებოდი და ვერ წავიდოდი.
ოცდახუთი დეკემბრის დილა იმაზე უცნაურად განვითარდა, ვიდრე ამას მოველოდი და მე არც ისე კარგი მოლოდინები მქონდა. სარდაფიდან სახლისაკენ მიმავალი, არხეინად მოღიღინე ირაკლისთან ერთად მუხლამდე დადებულ თოვლში მივიკვლევდი გზას, ტანთ ჯერ კიდევ ჩემი წითელი კაბა მეცვა, კბილებს ვაკაწკაწებდი, ცალკე სიცივის გამო, ცალკე შიშის - შიგნით ის ორი ადამიანი მელოდა, რომლებთანაც თვალის გასწორებაც დიდად არ მეპიტნავებოდა.
საუბედუროდ, ორივე მათგანი მისაღებში დაგვხვდა. ელზას ყინულის შეკვრა ეჭირა და დროდადრო საფეთქელზე იდებდა, ილია წაშლილი სახით სვამდა კოკა-კოლას, როგორც ჩანდა, საშინელ ნაბახუსევს ებრძოდნენ, ეგრეც მოუხდებოდათ!
უხერხულად მივესამლე ორივეს და ისე, რომ სიტყვის თქმაც არ დავაცადე , ჩემი ოთახისაკენ გავვარდი. ჩემი მობილური დავძებნე და არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთადერთ ადამიანს დავურეკე, რომელიც ვიცოდი, რომ ყველაფერს დამიჯერებდა.

***
-მაგარ შარში გახვეულხარ, დაო - თავისებური მშვიდი, მეოცნებე ტონითა და ფართოდ გახელილი თვალებით მახარა ლექსამ, როდესაც ჩემი წინაღამინდელი თავგადასავალი ჩურჩულით მოვუყევი იმ კაფეში, სადაც უკვე ჩვევად გვქონდა სალაპარაკოდ შეკრება.
-ჯერ სად ხარ - ჩავიფრუტუნე და ეჭვით შევაჩერდი -მართლა გჯერა, რომ გიჟი არ ვარ და სანტამ სურვილი ამისრულა?
-მჯერა, აბა? - გაიკვირვა - პირველი და უკანასკნელი კი არ ხარ, ვისთანაც მივიდა?
-შენ რა იცი?
-ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს მაგაზე, ერთი გოგოა, ლენა, აქაურია, ორი წლის წინ ტელევიზორშიც კი იყო, არ გახსოვს?
მეხსიერება დავძაბე.
-ლეონარდ ავალიშვილის ცოლი? მახსოვს, როგორ არა!
-ხოდა ასე აშკარად არა, მაგრამ მითხრეს, რომ ლენამ აღიარა, თავის დროზე ის ამბები, რაც ლეოს და მე გადაგვხდა, სწორედ ჩემ საახალწლო სურვილს უკავშირდებოდა, რომელიც სანტამ ამიხდინაო...
-სისულელეა, მასე ბევრი მოიგონებს - თავი გავიქნიე.
-ა, უფრო სწორად სანტას მეოთხე თანაშემწე, რალფი თუ რულფი, ლენა თურმე ყველას აფრთხილებს, რომ მეილები აუცილებლად შეამოწმონ და ამ თანაშემწის მოსული წერილები ყურადღებით წაიკითხონ. თქვენ ცხოვრებას შეცვლისო, აი, ასე. მოდი და არ დაიჯერო, მისი ცხოვრება ხო ასე შეიცვალა? მილიონერი ქმარი ჰყავს, ახლა მგონი ბავშვსაც ელოდება, არა და მიმტანად მუშაობდა ავალიშვილების რესტორანში!
-მოიცა, რა დროს ლენაა - ხელი ჩავიქნიე - მთავარია, რომ გჯერა.
-ხო-ო, მეთქი, გააგრძელე, მერე?
-მერე ის, რომ ირაკლი სრულიად ახალი პიროვნებაა... მეშინია, იცი? ჩემი ბრალია, ასე რომ შეიცვალა, ფიფქია რომ დადის და ჩიტებს ეჭიკჭიკება, ტიპმა ლამის მასე იფარფატოს. მგონია, რომ გამოვაშტერე ჩემი სურვილით ან თავისუფალი ნება წავართვი...
-ან მხრებიდან ტვირთი მოხსენი, რომელიც ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა - ფორთოხლის წვენი ხმაურით მოხვრიპა ლექსამ.
-ხო, მაგრამ ეს მაინც არასწორი მგონია, თანაც ჩემ სურვილში გარკვევით ვთქვი, რამდენიმე დღე- მეთქი, მთელი ცხოვრება მაინც მეთქვა!
-იცი, არა მგონია, სანტას ისე აესრულებინა ეგ სურვილი, თუ ვინმეს საზიანო იქნებოდა- თქვა ფიქრის შემდეგ ლექსამ.
-ო, ჩემთვის საზიანო ნამდვილად იყო! - თვალები ავატრიალე - თან ყველაფერი არ მითქვამს - გადაწყვეტილი მქონდა იმ სახლიდან წამოსვლა და სადმე სასტუმროში დაბინავება ცოტა ხნით, მაგრამ ილია ლამის მუხლებში ჩამივარდა, არ წახვიდეო.
-ისევ აქვს რამის იმედი?
-მეც ეგ ვკითხე, გამოვუცხადე შანსი არაა-მეთქი და ბოდიშებით ამავსო. არ ვიცი, რა დამემართაო, დაბნეულები ვართ მე და ელზაო, რაღაც ახალის ცდა გვინდოდა, სანამ ქორწილი იქნებაო... თებერვალში გეგმავენ ქორწილს და ჯერ კიდევ არ იციან, რა უნდათ ერთმანეთისგან... პფფ - ჩავიფრუტუნე - ბაკურიანში რაღაც დიდი სასტუმრო ჰქონიათ, იქ გეგმავენ საახალწლო ზეიმის გადახდას და უნდა, რომ ორგანიზატორი მე ვიყო.
ლექსას სახეზე ორაზროვანი გამომეტყველება გამოიხატა.
-ასეთი დაუვიწყარი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინე?
მხრები ავიჩეჩე.
-დამარწმუნა, რომ იმდაგვარი არაფერი გამეორდება და თუ ამ თხოვნას შევუსრულებ და თუ ამის შემდეგაც მენდომება წასვლა, სხვა სამუშაოს პოვნაშიც დამეხმარება.
-უცნაურია - ჩაილაპარაკა ლექსამ - იცი, ულვაშა კარგად იცნობს მაგათ მამას.
-მართლა? მერე, რამეს ამბობს ამ ოჯახზე?
-გარკვევით არაფერს, მგონი, თავისებური ხალხია...
უცბად თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძენი. ლექსას დავიბარებდი, შევხვდებოდი და ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემს პრობლემებზე, ზღაპრებზე და ოცნებებზე, იმაზე კი არც მიფიქრია კითხვა, თუ როგორ მიდიოდა მისი ახალი ურთიერთობა.
-მაპატიე, ძალიან გავერთე ამ ჩემი ამბებით, როგორაა შენი ულვაშა? - ვკითხე საწყალი მზერით.
-საპატიებელი არაფერია, სანტაკლაუსი ყველასთან არ მიდის სურვილების რიგებით და არც მდიდარი უფროსი სთავაზობს ჯგუფურს ყოველ მეორეს - ჩაიფხუკუნა - კარგადაა, მას შემდეგ, რაც ვეჩხუბე, სერიოზული საუბარი გვქონდა, მითხრა, რომ ვუყვარვარ.
-რა? - წამოვიძაზე .
-ეგ ისედაც ვიცოდი - თვალები აატრიალა ლექსამ - შენც იცოდი, საქმე ისაა, მე რას ვგრძნობ. ნამდვილად არ მინდა, გული ვატკინო...
-თუ ეგ არ გინდა, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს, ხო იცი - თვალები მრავალმნიშვნელოვნად დავქაჩე.
-ხო, მაგრამ ეს იმ გრძნობას არ ჰგავს, სხვა ბიჭებთან რომ მქონია... ანუ სექსუალურად და რამე ნაკლებად მიზიდავს, უბრალოდ ისეთი კარგი ადამიანია... მასთან საუბარს არაფერი მირჩევნია,
-მგონი ეგ იმიტომ, რომ თავად ფრთხილობს, ნაზად გექცევა, არ უნდა, დაგაფრთხოს - მარავლისმცოდნე სახით ვუთხარი - შენზე დიდია, სხვა წრიდანაა, არ უნდა ურთიერთობას სხვა სახე მისცეს, რომ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნო... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ვფიქორბ, არ სურს გეგონოს, რომ სექსის სანაცვლოდ გეხმარება. ცოტა დრო მიეცი და თავად გაიხსენი მასთან.
-ალბათ მართალი ხარ- ფიქრებში წასულმა დამიქნია თავი - საახალწლოდ სამოგზაუროდ წასვლა შემომთავაზა, ანუ დავთანხმდე?
-თუ წასვლა გინდა, ასეც უნდა მოიქცე.
-ალბათ ბაკურიანში შევხვდებით, მაშინ - ეშმაკურად გაიღიმა.
-შე გაიძვერა - ჩავიცინე - ეჰ, ალბათ მეც დავთანხმდები ილიას წინადადებას... იმას არა! - დავამატე სასწრაფოდ, როცა თვალები დააჭყიტა - ორგანიზატორობა ვიგულისხმე.
ლექსასთან ერთად ნახევარი საათი მხიარულ დაგეგმვაში გავატარე. მან ათასი ვარტიატი წარმოიდგინა იმაზე, თუ როგორ მთავაზობდა ილია სხვადასხვა სექსუალურ თანამშრომლობას, ხან საცოლის, ხან ძმის, ხან გაზის კაცისა და ხანაც მებაღის მონაწილეობით. მართალია, თავის დროზე ორიგინალი წინადადება სახალისოდ სულაც არ მომჩვენებია, სამაგიეროდ ლექსას ვარიანტებზე მუცლის ატკიებამდე ვიცინე.
არც მე დავაკელი და ათასერთი სცენა დავხატე, თუ როგორ ცდილობდა მისი ულვაშა ლექსაში სექსის ქალღმერთის გაღვიძებას. ერთ-ერთ მათგანში კაცს წითელი ვარდი პირდაპირ ულვაშებში ჰქონდა გარჭმული, ტანთ კი საახალწლო პრინტით გაფორმებული ტრუსი ეცვა.
სახლში ემოციებისგან სასიამოვნოდ დაცლილი დავბრუნდი. ილიას ვამცნე, რომ თანახმა ვიყავი, საახალწლო ზეიმის ორგანიზატორობა საკუთარ თავზე ამეღო, ამიტომაც, ვახშმის შემდეგომ მასთან, ელზასთან და ირაკლისთან ერთად ჩამოვჯექი იმ დაწყევლილ ოთახში, რომელსაც მოსაწევად იყენებდნენ და ყველა ის დეტალი შევუთანხმე, რომლებიც წვეულების მოწყობისათვის მჭირდებოდა.
საკმაოდ ბევრი იდეა მქონდა, დრო კი კრიტიკულად ცოტა, ამიტომაც გადავწყვიტე, მეორე დღესვე გავმგზავრებულიყავი კურორტზე, რაზეც ყველა დამეთანხმა, ჩემდა საბედნიეროდ.
მეორე დილით უკვე ყველაფერი შეკვეთილი და გამოწერილი მქონდა საახალწლო მორთულობის უზრუნველსაყოფად. ბედნიერი სახით შევკარი ჩემოდანი და იმით გახარებული დავეშვი კიბეზე, რომ რამდენიმე დღით ამ სახლს და, მაშასადამე ამ შეშლილ წყვილს მოვშორდებოდი. იქნებ „ნორმალური“ ირაკლიც ისე დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რომ მე მინიმალურად მქონოდა შემხებლობა და სავალალოც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ...
-ლეა! - მომესმა უკვე მთავარ კარამდე მისულს. ჩემს დიდ დუტში საკურორტედ გამოწყობილი და სამ შარფში გახვეული გაჭირვებით მივტრიალდი. თითქმის ჩემნაირად ჩაცმულ-დახურული ირაკლი ზურგჩანთააკიდებული, კბილების კრეჭვით მოდიოდა - მე წაგიყვან.
-სად? - ვკითხე გამოშტერებულმა.
-ბაკურიანში - წარბები ასწია.
-აა, არა, გმადლობ, გელას მივყავარ!
-გელა ელზას სჭირდება, მთხოვა, იქნებ შენ გაჰყვე ელეანორსო - უდარდელად ჩამომართვა ჩემოდანი და გვერდით სწრაფად ჩამიარა- ჰა, არ მოდიხარ?
-ამის დედაც- ამოვიბურტყუნე და დასჯილი ბავშვივით მივყევი უკან.
-ილია თავის მანქანას მაძლევს - ამოიჭყიპინა ბედნიერმა - ეს თოვლი კიდევ აღარ აპირებს გადაღებას? - ცას აჰხედა. სანტას ჯადოქრობა არ ჩერდებოდა. რამდენიმე დღე გადაბმით თოვდა, თუმცა მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში, დანარჩენი გზები თავისუფალი იყო.
-შენ არ გყავს მანქანა?
-გამიყიდია, აზზე ხარ? - გადაიხარხარა - ეს დღეები ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავი რაღაცას მივარტყი და რაღაცები ამომივარდა ტვინიდან. ან ვინმემ დამაჰიპნოზა.
-რატომ გგონია მასე? - ვეცადე, ძალიან ჩვეულებრივი ტონი მქონოდა და არა დამნაშავის, თუმცა მაინც, ცოტა უნდობლად შემათვალიერა და მანქანის კარი გამომიღო.
-იმიტომ , რომ მახსოვს, მანქანა როგორ გავყიდე, მაგრამ რატომ - ეგ არა. დედაჩემი არ მელაპარაკება, ეგეც არ ვიცი, რატო. გუშინ ჩემი მშობლების სახლში მივედი და დაცვამ არ შემიშვა - მანქანა დაქოქა და კმაყოფილი სახით ააბღუილა - უცნაურია, არა?
მხრები ავიჩეჩე, ხმის ამოღების მეშინოდა, რომ თავი არ გამეცა.
-დღეს დილით ჩემ ოთახში შესულს ვიღაც ქერა, ცისფერთვალება ნაშა დამხვდა - ხმას დაუწია - ჩემ საწოლზე იწვა, იცი, რა მითხრა? მომენატრეო! ცხოვრებაში პიველად ვხედავდი...
გულმა რეჩხი მიყო. ესე იგი, ამიტომ არ სურდა „ნორმალურ“ ირაკლის იმ ღამით თავის ოთახში მისვლა. იცოდა, რომ ის გოგო იქ დახვდებოდა!
მაინც რა უსინდისობაა? ნუთუ ასე აწამდებდა საწყალ ბიჭს? ნეტავ მენატრა, თუ ნატვრა იყო, რომ მთელი ცხოვრება არ გახსენებოდა ეს საშინელი ადამიანი.
-ვკითხე ვინ ხარ-მეთქი, რა ვიცი, ვინ იყო ან რა უნდოდა, სექსს დახამებულივით ხოარ დავეტაკებოდი. აშკარად ეწყინა და მაშინვე ოთახიდან გავარდა...
-ეტყობა ჟურნალისტი იყო - ამოვღერღე ბოლოს.
-მერე ჩემგან რა უნდოდა?
-რა ვიცი, მდიდარი ოჯახი გაქვს, მამაშენი დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან მეგობრობს, ალბათ რამის გამოცინცვლა უნდოდა - უტიფარი სახით მოვატყუე.
-მართალი ხარ, ე - წამოიძახა გაკვირვებულმა - მაგდენს კი ვერ მივხვდი. ჭკვიანი გოგო ხარ, ისე - თვალი ჩამიკრა და მხიარულად გადმომხედა.
-მადლობა - წარბი ავწიე - ვწუხვარ, რომ დედაშენი არ გელაპარაკება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგირიგდება.
-ხო-ო, მე და ეგ სულ ვჩხუბობთ, იმიტო რო ძაან ვგავართ ერთმანეთს.
-ჰმ! მეც ეგ გითხარი და ისე შეიცხადე! - წამომცდა.
-როდის? არ მახსენდება...
-ანუ, ისე, გაკვრით, ალბათ კარგად ვერ გაიგე - სასწრაფოდ გავაუქმე ჩემი შეცდომა და ვეცადე, საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
მასთან მგზავრობა სასიამოვნოც კი იყო. ძალიან მეხამუშებოდა ის ამბავი, ერთმანეთს ნორმალურებივით რომ ვექცეოდით, მაგრამ კარგი იყო, ნამდვილად კარგი.
აღმოჩნდა, რომ ირაკლი და ნავიგაცია კარგად ვერ მეგობრობდნენ, გუგლს კი უფრო ენდობოდა, ვიდრე ჩემ სიტყვას, ამიტომაც ორჯერ დავიკარგეთ.
-გელა აქამდე მთვარეზე მივიდოდა - ამოვიბურტყუნე ოთხი საათის შემდეგ - აქ უნდა გადაუხვიო, იქით სხვა სოფელია!
-არა, აქ მიჩვენებს მთავარ გზას! - კვლავ ჯიუტად დააჩერდა მობილურში გახსნილ „გუგლ მეფს“ და ტელეფონი ამოატრიალა - თუ იქით?
-ვაიმე, შეეშვი ამ რუკას, ორანგუტანგს გავხარ, როცა ამის წაკითხვას ცდილობ - ხელიდან მობილური გამოვტაცე - გეუბნები მოაბრუნე -მეთქი და გზას უყურე, თორემ აილეწები და რომ გადარჩე, ილია მაინც მოგკლავს ამ მანქანის დამტვრევისთვის!
-შენ რა იცი, ნეტა?
-ვიცი, იმიტომ, რომ აქ გავიზარდე და ფეხით მაქვს მოვლილი აქაურობა ! - მოთმინება ამომეწურა.
-რა-ა? - გაკვირვებულმა შემომხედა და გადაიხარხარა - სოფლელი ხარ, გოგო? აი, თურმე რატომ გვაქვს ასეთი წითელი ლოყები - ხელი ლოყაზე მომითათუნა.
-მაგ თითებს დაგამტვრევ, თუ დროზე არ გასწევ - ხელი მოვიშორრე - ვერ ვხვდები, რა გიხარია, გეგონა, წეროებს ბავშვები მარტო ქალაქში მიჰყავდათ?
-არა, არაფერი, ანუ შენ ხო ისეთი „ძერსკი“ ხარ - უშნოდ დაიმანჭა - სოფელი პარალელურ სამყაროში რომ ჰგონიათ. თან აშკარად გეტყობა, რო არ გიყვარს აქაურობა.
-აქაურობა ძალიან მიყვარს - ვუპასუხე სერიოზული სახით.
-აბა, თუ აქ გაიზარდე, უსახლკაროს რატო ეძახი შენ თავს?
-იმიტომ, რომ ასეა. მე აქ არავინ მელოდება - ტუჩები მკაცრად მოვმუწე.
-შენც ნაჩხუბი ხარ მშობლებთან?
ამოვიოხრე.
-ეს შენი საქმე არაა - ვთქვი სწრაფად.
-არც შენი საქმეა ბევრი რამე, მარა მაინც ხო ერევი? მოდი, ახლა შენ სახლში მივიდეთ - მანქანას აუჩქარა და სოფლის უსწორმასწორო გზაზე გადავიდა.
-მალე არ მიაგნო - ჩავიფრუტუნე.
-ხო-ო? - ეშმაკურად გაიცინა.
-შენი და რუკის ურთიერთობიდან გამომდინარე ვიძახი მაგას - უდარდელად ვუპასუხე.
სახლში მისვლას სიკვდილი მერჩია, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი მას ვერ მიაგნებდა, ცოტა ხანში მოსწყინდებოდა და უკან გავბრუნდებოდით. ჩემდა საუბედუროდ, მთელი თავისი საორიენტაციო უნარები მაში შეკრიბა ერთად, ერთი-ორჯერ გააჩერდა მანქანა სოფლის ბირჟებთან, რომ ჩემი გვარის მიხედვით სახლის მისამართი ეკითხა და ათ წუთში იმ შენობის კართან მიმაყენა, სადაც მთელი თვრამეტი წელი გამეტარებინა.
-ჯანდაბა - ამოვილაპარაკე, როდესაც კმაყოფილი სახით შეიხსნა ღვედი და მანქანიდან გადავიდა, გარედან კი ხელების ქნევა და „მასპინძელოს“ ძახილი დაიწყო.
-ირაკლი - ფანჯარა ჩავწიე და ვეცადე, დაბალი ხმით დამეძახა - მოდი აქ! მოდი! გთხოვ!
-ელეანორ, გადმოდი, ახლა მამალსაც დაგვიკლავენ... აი, იქ ქათამი დადის!
-ეგ სხვისი ეზოა, მოდი-მეთქი!
-არა, შენ მოდი, მერე რა, რომ სხვისი ეზოა, ქათამი ქათამია!
-რომელი ხარ მანდ? - მესამე ხმა გაისმა და მასში ელმირა ბებოს ხმა ამოვიცანი - ქათამს შეეშვი,
თორე...
-ელმირა ბებო, მე ვარ, მე - თვალები ავატრიალე და მანქანიდან ჩავედი.
იქაურობა მოშიშვლებული ხეებისგან და სამი ერთმანეთზე ახლოს მიმდგარი სახლისგან შედგებოდა. ჩემი სახლი დანარჩენი სოფლისგან ცოტა მოშორებით იდგა. ეზოს ჭიშკარი დაბალი და გისოსებით დაქსელილი იყო, კარგად მოჩანდა აბალახებული ეზო და ჩამუქებული სახლი. ერთ დროს იმ ეზოში დავრბოდი და ბაბუაჩემის მიერ დარგული ვაზის ხეივანში სახლობანას ვთამაშობდი.
ჩვენი სახლი სამში შუათანა იყო, მარცხნივ ელმირა ბებო ცხოვრობდა, რომლის შვილები და შვილიშვილებიც ქალაქში იყვნენ და ქალს ზაფხულობით ნახულობდნენ, მარჯვნივ კი მოხუცი ცოლ-ქმარი, ნიკა და კატო ბებო ცხოვრობდნენ.
-რო ყვირი მე-ე-ს, თხასავით, ვინ შენა ხარ, ამ სიშორიდან ტელესკოპი კიარ მიდგა, რო დაგინახო - გამომძახა ბებომ.
-მე, ანუ ნორა - დავიძახე და ირაკლის ხორხოცზე დავამატე - ავთოს და ლელას შვილი, რა გჭირს, კაცო.
-ნორა? - იკითხა და მერე დასჭექა - ნორა, გოგო!
ერთი ამბავი ატეხა. ლამის მთელი სოფელი შემოირბინა ამ ოთხმოცი წლის მოხუცმა, ბოლოს კი მომიახლოვდა და ჩამეხუტა. თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული, ალბათ მხოლოდ ჩემს ჩრდილსღა ხედავდა, ბედნიერების ცრემლებით დანამვოდა სახე - შენა ხარ, ბები?
ასე თბილად საკუთარი მშობლები არ დამხვდებოდნენ, იქ რომ ყოფილიყვნენ. გული ამიჩუყდა, ჩემი სახელის ახლებური ვერსიით გამხიარულებული ირაკლიც კი გაჩუმდა და ქალს მორიდებით მიაჩერდა.
-მე ვარ, მე - ამოვღერღე, ხმის ამოღება მიჭირდა მოხუცის რეაქციის გამო, ტირილი მინდოდა.
-იმდენი ხანია, აღარავინ ჩამოსულა ქალაქიდან. სულ დაგვივიწყეს ახალგაზრდებმა... ე, კატოს გასვენებაში ვნახე ბოლოს ჩემი შვილი...
-კატო ბებო დაიღუპა? - ხმა ამიკანკალდა. გამახსენდა, როგორ მჩუქნიდა ყოველ ზამთარს ახალ წყვილ წინდას ეს ქალი.
-ორ თვეში ნიკოც მიეწია, მარა დიდი თოვლი იყო, ვერ ამოვიდნენ მანქანები... აქაურებმა დამარხეს, მაშ... რას უდგახარ, შვილო, წამო, შემო!
-იცით, ჩვენ ნორას მშობლებთან მოვედით - ჩემი სახელი გამოკვეთა ირაკლიმ.
-მოხვედით, კაია - წამოიძახა ქალმა - ეგენი გენაცვალე, გაქალაქელდნენ. ორი წლის წინ გადავიდნენ თბილისს, ბიჭს კაი განათლება უნდა მივცეთო...
-რა? - კითხვა კი არა, ყვირილი გამომივიდა.
როგორც აღმოჩნდა, ჩემ მშობლებს ბინა ეყიდათ იმ ქალაქში, სადაც მე ვცხორობდი და ორი წლის განმავლობაში ერთხელად არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ ეს ჩემთვის ეთქვათ.
მათი ამბავი ელმირა ბებომ მაშინ მიამბო, როდესაც მაინც დაგვითანხმა ჩაის დალევაზე და ბუხართან მყუდროდ მოგაკალათა.
მისი სამყოფელი ერთი ოთახისა და სამზარეულოსაგან შედგებოდა. სახლის დანარჩენი ნაწილი სიცივის გამო გამოეკეტა და არც კი შედიოდა.
-სახლს ადამიანები ათბობენ და არა საწვავი, შვილო - უპასუხა ირაკლის, რომელმაც ურჩია, „კარმა“ უკეთ გაგათბობთ, ვიდრე შეშაო. - ჩემო საბრალო - მხარზე ხელი მომითათუნა - ვიცი,რატოც მოიწყინე. არ გითხრეს, არა?
-არ მგონია, საერთოდ ჩემი ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ, ბებო. - ვთქვი მშრალად.
-ასეთი რა დააშავე? - ჩაის ხვრეპით მკითხა ირაკლიმ.
-ეჰ, კაცებმა აბა რა უნდა გაიგოთ? - ავიშვიშდა ბებო - რვა წლის იყო ეს გოგო, ჩემთან ტირილით რომ მოირბინა. მაშინ განა ასეთი ბრუციანი ვიყავი! კარგად ვხედავდი, როგორ მოსდიოდა კურცხლები ლოყებზე, ვერაფრით დავამშვიდე. იცი, რას ამბობდა? დედა და მამა გამაშვილებენო.
თურმე იმ დოყლაპიებს, ბიჭი რომ გაუჩნდათ, წამოსცდენიათ, ახლა კი ნამდვილი შვილი გვეყოლაო. წარმოიდგინე, რას იფიქრებს რვა წლის კუდრაჭა გოგო, ამას რომ გაიგებს.
რვა წელი გვარის გამგრძელებელს ელოდნენ, როცა ოცნება აუხდათ, ისე დაბრმავდნენ, პირველი შვილი სულ დაივიწყეს. დედამისს, ლელას, ათასჯერ მივუვარდი, ნუ ანერვიულებ ბავშვს - მეთქი, იცი, რას ამბობდა? გოგოა, ეგ გაფრინდება, ბიჭმა უნდა გვიპატრონოს სიბერეშიო. სამწუხაროა, შვილო, სამწუხარო, მაგრამ არიან ადამიანები ასეთი უვიცებიც, შვილში საკუთარ მოგებას რომ ხედავენ და არა ბედნიერებას. ნორა ჩემთან, აი ამ ბუხრის წინ სლუკუნებდა ხოლმე, ჩემი ძმა უყვართ და მე არაო. მე კი ვფიქრობდი, რომ არც მისი ძმა უყვარდათ მშობლებს, იმათ მარტო საკუთარი თავი ადარდებდათ! მაგრამ როგორ ვეტყოდი ამას ერთი ბეწო გოგოს, ან როგორ გავაგებინებდი, რომ დედამისი სულელი იყო და არა ბოროტი. რა უნდა იყოს ქალიშვილზე ძვირფასი, ჰა? ორი ბიჭი გავზარდე, ორივე ქალაქს გაეშურა, წელიწადში ერთხელ მოვლენ, ქალაქურ ბანბანერკას ჩამომიტანენ და თბილისს მეპატიჟებიან. მე იქ რა დამადგომებს? შვილები ჩემია, სახლი - სხვისი!
კიდევ ბევრი ივიშვიშა ელმირა ბებომ, უკვე შებინდებული იყო, როდესაც გამოგვიშვა. მანამდე ხან რას გვთავაზობდა, ხან რას. მეც აღარ გამომიდია თავი მალე წამოსვლაზე, მივხვდი, საუბარი მონატრებოდა.
მდუმარედ ვუსმენდით მე და ირაკლი მის ლაპარაკს, მოხუცის უიმედო სიბრძნეს.

***
თოვლის ფანტელები თავისებური ფრთხილი, არაამქვეყნიური ხმით ეცემოდნენ დედამიწაზე. ხშირად ბარდნიდა, მანქანის საქარე მინა წამდაუწუმ ივსებოდა ფიფქებით, ავტომატური საწმენდები წრიპინით, გაჭრვებით წმენდნენ უხვ ნალექს.
პაიჭაძეების სასტუმრო „პლუტონში“ გვიან ღამით მივაღწიეთ. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ ნავიგაციის სისტემა საუბრობდა ინგლისურ ენაზე და გამაღიზიანებლად ისროდა უცნაურად დამახინჯებულ ქართული ქუჩების სახელებს.
გაბრდღვიალებული სასტუმროს შთამბეჭდავი ფონი კიდევ უფრო მეტად მოქმედებდა ჩემს წარკვეთილ სასოზე. შორიდანაც მოჩანდა, ნელ-ნელა ახლოვდებოდა და ზომაში იზრდებოდა, დიდებულ სასახლეს ემსგავსებოდა. და რა იქნებოდა ეს ყველაფერი ჩემი რომ ყოფილიყო? ის მანქანაც, რომელსაც ირაკლი ასეთი სისათუთით დაატარებდა, ის ყველაფერი, რაც მის ოჯახს ჰქონდა? სხვა დროს ვიტყოდი, რომ ეგ ბევრ რამეს შეცვლიდა, მაგრამ იმ დროს, ჭეშმარიტად მარტოსული და დასევდიანებული, ვფიქრობდი, რომ ფული მახე იყო, რომელსაც ბედნიერების მაძებრებს უგებდნენ. ირაკლის მაგალითიც კმაროდა იმისთვის, რომ გამეგო, რა როლს თამაშობდა ფინანსები ადამიანის ბედნიერებაში - ის ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის შვილი იყო და მაინც, სულ სხვა რამეზე ოცნებობდა - სურდა, ჰყვარებოდათ.
სასტუმროს ინტერიერი კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. წარმოუდგენელი ზომის
ჭაღები უზარმაზარ ფოიეს ანათებდნენ, ოქროსფერის სიჭარბე და სიბზინვარე მეც კი მეზედმეტებოდა, თუმცა მნახველში აღფრთოვანებას იწვევდა. ირგვლივ ყველაფერი იმას ამბობდა, ჩვენს პატრონებს უამრავი ფული აქვთო, დაფიქრებაც არ მინდოდა, რა ღირდა იქ ერთი ღამის გათენება.
ჩვენ-ჩვენი ოთახების გასაღებები ავიღეთ და, მდუმარების პაქტდადებულებივით, ჩუმად გადავინაცვლეთ ლიფტში.
ჭრიჭინას ხმაღა გვაკლდა იდეალურად უხერხული სიჩუმის მისაღწევად, რაც ირაკლიმ ჩუმი სტვენით ჩაანაცვლა.
ხელში ჩემი ჩემოდანი გააქანავა და გადმომხედა.
-ჩუმად ყოფნა არ გიხდება - მითხრა მხიარულად.
ღრმად ჩავისუნთქე და დავაკვირდი, როგორ იცვლებოდა სართულის მანიშნებელი ციფრები ლიფტის ეკრანზე, სანამ მე-14 არ აინთო.
-კარგი, გასაგებია, არ უნდა დამეძალებინა იქ მისვლა - ლიფტიდან სწრაფად გასულს უკან დამედევნა - ვწუხვარ, კაი?
ჩემი ნომერი მოვძებნე და კარი გავაღე. უკან მივუბრუნდი, რათა ჩემოდანი გამომერთმია.
-კაი - ვუთხარი კუშტად, თუმცა თავი ვეღარ შევიკავე მის თვალებზე, რომლებიც საწყალი კნუტივით დაემრგვალებინა და გამეღიმა - შენი ბრალი არაა, ვიცი, რომ სხვა რამე გინდოდა.
-ხო, ვერც ვიფიქრებდი, რო... ნუ, ხო ხვდები...
-ვხვდები, სოფლის დედლისა და გემრიელი ღვინის იმედი გქონდა, მაგრამ მამაჩემი ვერასდროს აყენებდა კარგ ღვინოს, დედაჩემი კი ქათმებს ვერ იტანდა, ასე რომ, ხანდახან უნდა მომისმინო ხოლმე.
-არის, მემ!- გაშლილი ხელისგული საფეთქელთან მიიტანა - შენ არ მოიწყინო, კაი?
-შენ ახლა გაიგე, რომ იდიოტი მშობლები მყავს, მე კი მთელი ცხოვრებაა, ეგ ვიცი - მხრები ავიჩეჩე - კარგად ვარ.
-მართლა?
-მართლა.
ჩემოდანი მომაწოდა და ლოყაზე მიჩქმიტა. დამიბარა, კარგად დაისვენე, რადგანაც ხვალ ბევრი საქმე გვაქვსო. რეალურად მას რა საქმე ჰქონდა, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, აი მე კი იმდენ რამესე უნდა მეფიქრა, იმ ღამით ძილის საშუალებაც არ მექნებოდა.
ირაკლის დავემშვიდობე თუ არა, მდიდრულ ნომერს მოწყენილმა მოვავლე თვალი, რომელიც სამი ოთახისგან შედგებოდა. რა ჯანდაბად უნდოდა ერთ ადამიანს ამდენი ადგილი?
ისე, რომ ოთახი ნორმალურად არ დამითვალიერებია, მინი-ბარს მივაშურე.
ბოლოს და ბოლოს, სასტუმროს მეპატრონის ბრძანებით ვიყავი იქ!
წითელი ღვინო გამოვაძვრინე, სააბაზანოსკენ მოვკურცხლე და კმაყოფილმა შევათვალიერე პატარა აუზის ზომების ჯაკუზი.
-ო, დიახ! - წამოვიძახე და ცხელი წყალი მოვუშვი.
ტანსაცმელი სასწრაფოდ დავიხადე, ღვინის ბოთლი და ბოკალი აბაზანის კიდეზე დავდე, ქაფქაფა წყალს სიამოვნებით შევავლე ხელი და ის იყო, ნეტარებაში გადასვლას ვაპირებდი, რომ გამახსენდა - ღვინის სახსნელი უნდა მეპოვნა.
ბურტყუნით გავბრუნდი ჯერ საძინებელში, შემდეგ კი მისაღებში, მინი-ბართან ვაპირებდი დაძებნას, როცა ხმაური მომესმა და ზუტად ბართან ჩაცუცქული ირაკლი დავლანდე.
წამოვიკივლე და ფარდას მივახტი, რათა სრულიად შიშველი სხეული დამემალა.
-რა სწრაფი ყოფილხარ გახდაში - ვითომც აქ არაფერიო, ბარიდან პატარა “ჯეკ დენიელსი” გამოიღო და მოიყუდა - ჩემთან არ იყო ესენი, მგონი ვიღაცამ მოტეხა.
-უკაცრავად!?- გაოგნებულმა წამოვიყვირე.
-რა?
-ჩემ ნომერში ხარ!
-მერე?
-დაუკითხავად! და საერთოდ, როგორ შემოხვედი?
-ელეანორ, კარგი რა - წარბები ასწია - ეს ჩემი სასტუმროა.
-კი, აბა, როდის გადმოგიფორმა დედაშენმა? - ენა გამოვუყავი.
-პირადობაზე წაწერილი ჩემი გვარიც საკმარისია მიმღების გოგოებისთვის - თვალი ჩამიკრა და გვერდით გადაიწია, რომ ჩემი სხეულის დაუფარავი ნაწილი უკეთესად შეეთვალიერებინა - არ მახსოვდა, ასეთი კოხტა უკანალი თუ გქონდა, რატომ არ იცვამ მოტკეცილ ჯინსებს?
-ირაკლი!
-ბატონო?
-აქ რა გინდა-მეთქი!?
-ა, ჰო. საქმე იმაშია, რომ ვიფიქრე, მეგობრული თანადგომა გესაჭიროებოდა, მას შემდეგ, რაც ჩემი მიზეზით მოიწყინე.
ბოთლი გამოცალა, მოისროლა და მეორე გამოაძვრინა ბარიდან.
-მართლა? მე რატომ მგონია, რომ მინი-ბარს მოაკითხე?
-მართლა გგონია, რომ სასმელს სხვაგან ვერ ვიშოვიდი?- ჩაიცინა და ქურთუკი გადაიწია, საიდანაც ბოთლის თავი გამოჩნდა.
-აბაზანაში განმარტოებას და წითელი ღვინის დალევას ვაპირებდი - ამოვთქვი შეღონებულმა.
-გახსოვს, რომ ტრაბახობდი, ვერავინ დამათრობსო? სულ მინდოდა მაგის გადამოწმება.
ფარდაში უფრო მჭიდროდ გავეხვიე და ამოვიფრუტუნე, ჩემს პროვოცირებას ცდილობდა.
-ლეა, ლეა, ფილმებში რომ დეპრესიული ქალები ხვრეპენ წითელ ღვინოს, მაინცდამაინც მასე გინდა, რომ მიეცე სასოწარკვეთას? და უარი თქვა ამ უსიმპათიურესი ბიჭის კომპანიაზე? - საკუთარ თავზე თითით მანიშნა - კაი, თუ მაინცდამაინც აბაზანა გინდა, მე იქ დაგელოდები, ბარიდან მიწისთხილი გამოაყოლე რა.

ამ სიტყვებით დამტოვა ფარდაში, თავად კი სააბაზანოსკენ გაემართა.
-ეს ვერარი ხო?- წამოვიძახე და კისერი წავიგრძელე - რას აკეთებ მანდ?
-ნუ გეშინია, ტრუსიკს არ გავიხდი! - იღრიალა შორიდან.
-ჩემი წყალია ეგ!
-უკვე აღარ!
-ჯანდაბა!
-თვალებს ვხუჭავ, მხოლოდ ერთი წუთით, მანამდე უნდა მოხვიდე, თუ მოსვლა-ა!
ამოვიწკმუვლე. ჩემ ერთ ნაწილს სცხვენოდა, არ სურდა, ერიდებოდა, სინდისი აჩერებდა, მეორეს კი საშინლად უნდოდა მხიარულ და ასე საოცრად შეცვლილ ირაკლის გვერდით დალევა და აბაზანის მიღებაც კი. თანაც ის ამ ყველაფერს სულ სხვანაირად აკეთებდა, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, თამამად და გულწრფელად.
სულ სხვა იყო ეს ირაკლი.
როდემდე უნდა ვმდგარიყავი ფარდაში გახვეული?
სწრაფად ავხვეტე ყველა სასუსნავი, რაც ბარში დავინახე, სააბაზანოსაკენ გავვარდი და შევძახე.
-თვალები დახუჭე?
-მსოფლიოში ყველაზე დახუჭული თვალები მაქვს!
კარში თავი შევყავი, არ იტყუებოდა. სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. მაისურით ჩამჯდარიყო აქაფებულ წყალში.
ფეხაკრეფით მივედი ჯაკუზიმდე, ჩემი საცვლები წამოვკრიფე და ჩავიცვი. მეტი სიმტკიცისთვის მაისურიც გადავიცვი.
-შეგიძლია გაახილო - ვუთხარი, როდესაც წყალში მოვთავსდი.
-როგორი პატიოსანი გოგო აღარ მინახავს- ჩაიხითხითა-მაგრამ ჩაცმული რომ ბანაობდეს, პირველად.
-რას ვიზამთ - ხელიდან ბოთლი ჩამოვართვი და პირდაპირ მოვიყუდე - უპატიოსნესი ბიჭი მიზის წინ.

ირაკლი ჩემთან არც მხარდასაჭერად იყო მოსული და არც დასალევად. მას საუბარი სჭირდებოდა, თანადგომა, უბრალოდ ადამიანი გვერდით. ისევე, როგორც მე.
ჩვენ ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები ვიყავით, ოჯახისგან მოშორებულნი, გარიყულნი, მგრძნობიარე, ჯიუტი არსებები.
აბაზანაში წყალი რომ გაცივდა, თბილ ხალათებში გავეხვიეთ და მისაღებში გადავინაცვლეთ.
ირაკლი საკმაოდ შემთვრალი იყო, მე კი, რა თქმა უნდა, ძველებური გამძლეობით ვებრძოდი ალკოჰოლს, თუმცა დაღლილობა უფრო რთული დასამარცხებელი იყო.
მახსოვს, რომ ირაკლი რაღაც ისტორიას ჰყვებოდა თავისი და ილიას ბავშვობიდან, მე კი იმხელაზე დავამთქნარე, მითხრა, მეშინა, ბოთლი არ გადაგეყლაპოსო და თითქმის გამოცლილი ჭურჭელი ხელიდან გამომტაცა.
მერე მის მხარზე ჩამოვდე თავი, დილით კი ღუნღულა საწოლში ჩაფლობილს გამომეღვიძა.
ირაკლი წასულიყო.

***
ახალწლამდე დარჩენილმა დღეებმა სინათლის სისწრაფეზე მეტი ძალა აჩვენეს და დაუჯერებელი სისწრაფით ჩაიქროლეს.
ოცდათერთმეტი დეკემბრის დილას, რვა საათზე გამეღვიძა და მუცელში ისეთი პეპლები ამიფრიალდა, თითქოს ჩემი ქორწილის დღე მოდიოდა და არა უბრალოდ მომდევნო წლის დასაწყისი.
გასული დღეების განმავლობაში დაფიქრებუა დროც კი არ მქონდა, ამიტომაც ფიქრები, რომლებიც ირაკლისთან დაკავშირებით მოფრინავდნენ, ჩემი გონების მიერ გაუხსნელ-განუხილველად იგზავნებოდა უკან, იმ ადგილას, საიდანაც მოდიოდნენ.
იმ დილით კი, ჩემმა დასვენებულმა გონებამ (რადგან თითქმის ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე შესრულებული მქონდა) განიხილა ეს ფიქრები.
ჯერ ის, თუ რა კარგად გავერთეთ იმ საღამოს. თავი ასეთი ლაღად და უდარდელად ბოლოს როდის მიგრძვნია? იქნებ არასდროს!
მერე ის, თუ რა კარგი ბიჭი იყო ირაკლი. უფრო სწორად, იქნებოდა, რომ არა მისი დანგრეული სიყვარული.
მთელი დღეები მეხმარებოდა, თბილისიდან ჩამოსულ შეკვეთებს იღებდა, ჩემი თხოვნით არიგებდა და დეტალებს უთანხმებდა სასტუმროს პერსონალს, მარჩევინებდა ფერებს შეხამებისთვის, ნაძვის ხის მორთვაშიც კი იაქტიურა!
მხოლოდ მე და ის... თითქოს სასტუმროს მეპატრონეებად ვიქეცით, ცოტა ხნით, სანამ დანარჩენები ჩამოვიდოდნენ კურორტზე, ეს ცოტა ხანი კი ჩემთვის სრულიად ახალ ცხოვრებად იქცა.
აქ, ამ თოვლიან, გაყინულ და გადაპენტილ მხარეში სამუდამოდ დავრჩებოდი, სამუდამოდ დავგეგმავდი ახალ წელს მასთან ერთად...
-ჰა? - წამოვიძახე და საწოლიდან წამოვიწიე - შენ აშკარად გაწყინა სუფთა ჰაერმა ხო?
ბურტყუნით ავდექი, ხალათში გავეხვიე. ეს ხალათი სპეციალურად გადავმალე კარადაში, რათა დამლაგებელს არ წაეღო გასარეცხად. ეს ის ხალათი იყო, ირაკლის რომ ეცვა და მისი სუნი ჰქონდა.
ამ ფიქრზე, ისევ გავიხადე და თბილი სპორტულები გადავიცვი.
-არც მასე ძვირფასია - ცხვირაბზუებულმა მოვისროლე ხალათი - თანაც ხვალ აქედან წავალთ.
ირაკლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გახსენებოდა ის გოგონა. ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი ჩემი სურვილის ძალის დაკარგვა.
რატომ ვყვებოდი უაზრო ოცნებებს?
შხაპი მივიღე, ვცდილობდი, რაიმე ისეთზე მეფიქრა, რაც ირაკლის მომაშორებდა და მომავალსაც ნათელ ფერებში დამიხატავდა, მაგრამ მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ მთელი ოცი წუთი წარმოსახვითი კამათი მქონდა ჩემ მშობლებთან გენდერულ თანასწორობაზე.
უარესად ავიშალე ნერვები, გაბრაზებული, გინებით გამოვვარდი სააბაზანოდან და ჰაერში შევხტი, რადგან ირაკლი, როგორც ყოველთვის, დაუპატიჟებლად შემოპარულიყო.
-როდის უნდა მიეჩვიო? - მკითხა, როდესაც კივილს მოვრჩი.
-არასდროს. ამას არასდროს მივეჩვევი და არც მომიწევს - ვუპასუხე კუშტად - ნაძვის ტოტები უნდა მოეტანათ დამატებით...
-გუშინ მოიტანეს, დაგავიწყდა?
-მაშინ უნდა ჩავამატო...
-წუხელ, როცა შენ მაგიდის გადასაფარებლებს იმ უაზრო ორნამენტებს აკერებდი, მაშინ ჩავამატე...
-სტუმრებიდან ორი ადამიანი უნდა გავაუქმოთ და სამი ჩავამატოთ...
-ოთხი, ვიღაც ატაშე და იმის ცოლიც მოდიან - გამიღიმა - და უკვე ჩავამატე.
-მაშინ...
-არ შეგიძლია, რომ მოეშვა? უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. მოდი, დაჯექი, მოყევი, როგორ ხარ. - დივანზე თავის გვერდით ხელი მოათათუნა - მკერდი გაგეზარდა? შენ რა, შეულოცე თუ PMS - ი გაქვს?
გამახსენდა, რომ ზუსტად პრემენსტრუალური კვირა მქონდა, რომელიც ყოველ ჯერზე საშინელ ხასიათზე გადამქონდა, აი, თურმე რატომ ვიყავი ასეთი აღრენილი.
-მადლობა, რომ გამახსენე- ამოვიოხრე- მეგონა, მთელი ცხოვრება თავზე დამემხო და ვერც ვერასდროს ავამხობდი უკან. - გვერდით მივუჯექი და გავუღიმე.
-რთულია ქალობა, არა?
-ვერც კი წარმოიდგენ - თავი დავუქნიე.
-ნუ ღელავ, მე შენ გვერდით ვიქნები, რომ ციკლი შეგახსენო და მოდუნების ნება არ მოგცე.
-ჰაჰ - ნაძალადევად გავიცინე. - ეჭვი მეპარება.
-რაში?
-იმაში, რომ ჩემ გვერდით იქნები. ახალი წლის შემდეგ ჩვენ... ანუ მე სხვა გზით წავალ, შენ კი სხვით.
-ვითომ? - ხელი გადამხვია და პულტი მოიმარჯვა. სხვადასხვა არხებზე გადართვა და ამით ნერვების მოშლა მისი საყვარელი საქმიანობა იყო.
-ჰო, მე ხომ აღარ ვიმუშავებ თქვენთან.
-აბა რას გააკეთებ?
-რა ვიცი, რამეს მოვიფიქრებ - გული ამიჩქარდა და დაბნეულად ამოვიბუტბუტე, რადგანაც ჩემს თმაზე დაიწყო თამაში.
-ჯერ რომ მოიფიქრო და მერე წახვიდე?
-ირაკლი.
-რა?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ თუ რა? - ჩემი თმის კულული თითზე დაიხვია და არხების გადართვა განაგრძო - მომწონს შენთან ყოფნა,
-არა და ვერ მიტანდი.
-არ მახსენდება ეგეთი რამე.
-როგორ არა, სულ ზიზღით მიყურებდი.
-სულაც არა.
-რატომ ისულელებ თავს, შეიძლება რაღაცები არ გახსოვს, მაგრამ მე... როგორც მექცეოდი, ეგ უნდა გახსოვდეს.
-არც შენ უკლებდი სწერვობას და რა, გეზიზღები?
-არა.
-აბა, რას გრძნობ?
-მეც მომწონს შენთან ყოფნა.
მოულოდნელად, სრულიად გაუფრთხილებლად, შეუმზადებლად და ძალიან სწრაფად, ჩემკენ შემობრუნდა და მაკოცა.
შემდეგ უკან გაიწია, გაკვირვებულმა შემათვალიერა, გაიღიმა და მიმიხუტა.
ძალიან დიდ ხანს რთავდა არხებს, მეც ძალიან დიდ ხანს ვიყავი მიხუტებული.
ხომ ვამბობდი, უცნაური ბიჭია-მეთქი?
ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.
მინდოდა, დრო შემეჩერებინა, ახალი წლის მოსვლა გადამედო, გამეყინა ის წამი, როცა შემეძლო, მშვიდად ვმჯდარიყავი მის გვერდით, მის კისერში თავჩარგობილი და არაფერზე მეფიქრა.
ალბათ ზუსტად იმიტომ ვიყავი მის მკლავებში ასე ბედნიერი იმ წამს, რომ შეუძლებელია დროის გაჩერება.
იმ ფიქრების შეკავებაც შეუძლებელია, რომლებიც გახსენებენ, რომ ადამიანი, რომელიც ასე გაბედნიერებს, შენთან მხოლოდ შეცდომით ჩაფიქრებული სურვილისა და თითქმის ტყუილის გამოა.
რომ გაიხსენებს და შენი შანსებიც მის კმაყოფილებასთან ერთად წავა...
ტრანსიდან ჩემი მობილურის ხმამ გამომაფხიზლა. ტელეფონს დავხედე, ეკრანზე უცხო, ზედმეტზე ზედმეტად გრძელი ნომერი ეწერა, გაკვირვებულმა დავაჭირე მწვანე ღილაკს თითი.
-გისმენთ.
-მის ელანორს ვესაუბრები?- გაისმა მჭახე, გამჭოლი ხმა, რომელიც ვერაფრით მივხვდი, ქალის იყო თუ კაცის.
-დიახ?
-მოგესალმებით, მის. ლაპლანდიიდან გიკავშირდებით, სანტას შავი სიის საკითხზე... - ხმამ პაუზა გააკეთა, სავარაუდოდ, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად მესმოდა, რასაც გულისხმობდა.
-ე-ე, დიახ - ირაკლისაგან შეძლებისდაგვარად შორს გამოვიწიე.
-რალფი გახლავართ, ელექტრონული ფოსტიდათ გეკონტაქტეთ, სანტას მეოთხე თანაშემწე, კომუნიკაციებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
-რალფ!- ამოვიკიკინე - კი, კი, მახსოვს.
-ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის, მის. სანტამ გასაწყვიტა, ორი იანვრის მთავარ სხდომაზე თქვენი სიიდან ამოწერის საკითხი დააყენოს. თქვენმა სურვილმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ნამდვილად იმსახურებთ ამას!
-მართლა? ვაუ... მე... სიტყვები არ მყოფნის, ძალიან მიხარია, უბრალოდ... ისა... ეგ რომ შემთხვევით მოხდა?
-სანტა ასე არ ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ ეს თქვენი ნამდვილი სურვილი იყო, რომელიც თავადაც არ იცოდით!
-ა-ა. ნუ, სანტამ უკეთ იცის- ვუპასუხე და ირაკლის დავეღრიჭე, რომელიც გამოშტერებული მიყურებდა - სეკრეტ სანტას ვთამაშობ - გადავუჩურჩულე და კიდევ უფრო შორს გავიჩოჩე- დიდი მადლობა, რომ გამაგებინეთ.
-არაფრის! და კიდევ, თქვენს წინა სურვილს რაც შეეხება, პირადად სანტამ მთხოვა თქვენთვის გადმომეცა, რომ ახალ წელთან ერთად მისი მოქმედებაც შეწყდება, თუმცა არაფერია ამ ქვეყანაზე მიზეზის გარეშე და არაფერი ჩაივლის უკვალოდ.
ტანში გამაცია, შემდეგ კი ძალიან დამცხა.
-ახალი წელი, ანუ?
-ანუ პირველი იანვარი, გეთაყვა.
-აჰა, ანუ ბოლო დღეა.
-ნამდვილად.
რალფს დავემშვიდობე. გული ისეთი დამძიმებული მქონდა, კითვის ნიშნად გადაქცეულ ირაკლის ხმასაც ვერ ვცემდი. უბრალოდ მის გვერდით დაბრუნება და ჩახუტება მინდოდა, ყველანაირი სიტყვების გარეშე, ოცდათერთმეტი დეკემბრის დასრულებამდე. მერე ისევ ის გახდებოდა, ვინც ასე ვერ მიტანდა.
-რა რალფი, რა სანტა? ხო კარგად ხარ?- გაიცინა და ჩემკენ მოიწია - ისეთი სახე გაქვს, თითქოს დიდ ბებიას ესაუბრე იმქვეყნად.
-რაღაც მასეთი, ხო - ნაძალადევად გავიღიმე.
-რა მოხდა?
-ჰა? რა? არაფერი!
-ხმა დაიწვრილე, ეგრე შვები, როცა იტყუები ხოლმე.
-მოკეტე და მაკოცე, კარგი?
არ ვიცი, საიდან მოვიკრიფე ამდენი სითავხედე და გამბედაობა, მივეხუტე და ყელი ჩავუკოცნე, ტირილი მინდოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი, ასე ფაქტობრივად თავს გავცემდი. ადრე თუ გვიან ყველაფერს მიხვდებოდა, იეჭვებდა, რომ მე ვიცოდი და განგებ ვუმალავდი ყველაფერს. შეიძლება ვერასდროს ეფიქრა, რომ სანტას მაგიის წყალობით მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მარტივი იყო ჩემი დაკავშირება იმასთან, რაც მის თავს ხდებოდა.
ჩემი ორიცე ლოყა ხელებში მოიქცია და ხანგრძლივად, ვნებიანად მაკოცა.
-რა ხდება? - ვიკითხე სრულიად არეულმა.
-უბრალოდ ერთად ყოფნა მოგვწონს - მიმიზიდა და სპორტული ზედის ქვეშ შეაძვრინა თბილი ხელები - არც ისე ბევრი საქმე გვაქვს, არა?
ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩემ მკერდამდე მიაღწია და უკვე გონებას ვკარგავდი, კიდევ ერთხელ მოისმა ტელეფონის ზარი, ამჯერად - ირაკლისი.
-ჯანდაბა! - ამოვთქვი, ვიცოდი, რომ გადავრჩი, მაგრამ სულაც არ მინდოდა გადარჩენა.
-დაივიწყე, რეკოს - ტუჩებზე დამაცხრა და ხელი ზურგზე ჩააცურა - ზედმეტად დიდი ხანია, მინდიხარ. მგონი, ჯობია, თამაშს მოვრჩეთ.
-მე არ გეთამაშებოდი - სუსტი ხმით შევეწინააღმდეგე.
-მე-კი.
-რატომ?
-ელეანორ - ოდნავ უკან გასწია სახე და ლამაზი, მუქი თვალებით შემათვალიერა - რა მნიშვნელობა აქვს?
-არანაირი.
ხელში ამიყვანა, მის წელზე ფეხები შემოვაჭდე, სრულიად გონებადაკარგულმა, ამოვიკივლე, როდესაც კედელზე მივეჯახე, ის ჩემს წინ იყო, მაგრად ვეჭირე და ცდილობდა, ზედატანი გაეხადა.
-სადაცაა შენები ჩამოვლენ...-ამოვთქვი მის ტუჩებს შორის.
-ჩვენთვის არ ეცლებათ!
-იქნებ... იქნებ გადაგვედო?
გახევდა, უკან დაიხია და სერიოზული მზერით მომაჩერდა.
-გინდა, რომ გავჩერდე?
-არა-დაუფიქრებლად ვუპასუხე- მაგრამ...
სიტყვა გამიწყდა, კარზე მომთხოვნი კაკუნი გაისმა, რასაც ძახილი მოჰყვა. ილიას ხმა იყო.
-ლეა, აქ ხარ? ჩემ ძმას ვერ ვპოულობ, ხომ არ იცი, სადაა? ლეა?
გასაკვირია, მაგრამ შვებით ამოვისუნთქე. რაღაც ჩემში უიმედოდ ეწინააღმდეგებოდა ირაკლისთან ყოფნის დაუძლეველ სურვილს. ჩემი ნებისყოფა მისი მკლავებიდან დაღწევის საშუალებას არ მომცემდა და მხოლოდ გარე ძალები თუ შეძლებდნენ ჩემ გადარჩენას.
კაკუნი განმეორდა.
-ამან სულ ასეთ შეუფერებელ დროს იცის - ამოიოხრა ირაკლიმ, დანანებით მომეფერა თმაზე და მოწყვეტით მაკოცა - წვეულების შემდეგ, იგივე ადგილას გავაგრძელოთ.
-მე...
-ეს კითხვავარ ყოფილა - ისე გამიღიმა, უნებლიეთ დავუქნიე თავი.
ქაოსი- აი, რა ხდებოდა მაშინ ჩემ თავში. ამიტომაა, მიჭირს გახსნება, რა ვუპასუხე, როგორ მოვახერხე მისი ტუჩებიდან სხვა რამესე ყურადღების გადატანა ან როგორ გამოველაპარაკე ილიას, რომელსაც წვეულების ყველა დეტალი აინტერესებდა.
არც სირცხვილი მაწუხებდა, როცა ირაკლიმ ჩემი ნომრის კარი გაუღო თავის ძმას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ფულის სანაცვლოდ სექსს მთავაზობდა და გაბადრულმა აუწყა, ელეანორი არ გადატვირთო, საღამოს ბევრი საქმე აქვსო.
ეს ყველაფერი ერთი დიდი სიგიჟე იყო, რომელშიც თავით გადავეშვი და უკან დასახევი გზა არ მქონდა, სანამ განგება თავისივე ხელით არ გამომათრევდა უკან.
საახალწლო გიჟური მორევი კიდევ უფრო ღრმავდებოდა და სწრაფდებოდა, მე კი ის ადამიანი ვიყავი, რომელსაც ეგონა, მორევისგან შორს დაცურავდა, ამ დროს კი ზუსტად ეპიცენტრში იმყოფებოდა.

***

მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ახალი წლის წინა დღეს საკუთარი ძალების მაქსიმუმს ვიყენებდი, რომ უბრალოდ გადამწვარი, გაფუჭებული რობოტივით არ ავყირავებულიყავი სადმე კუთხეში.
ეს წელიც არ იყო გამონაკლისი, მიუხედავად ვნებებით აღსავსე დილისა და მინი-ატომური ბომბისა, რომელიც საკუთარ თავს მოვუვმზადე ახალი წლისთვის, საქმეზე ასი პროცენტით კონცენტრირებული, შურდულივით დავქროდი მთელ სასტუმროში, რათა საზეიმო ნადიმი, რომელიც საღამოს შვიდ საათზე იწყებოდა, უნაკლო ყოფილიყო.
ამჯერად სტუმრების მიღება ჩემს ნაცვლად სასტუმროს ადმინისტრატორმა ითავა, მე კი სრულიად სადა, მუქი მწვანე კაბით დამშვენებული, მაგიდიდან მაგიდამდე დავაბიჯებდი, რათა თითოეული დეტალი მეათასედ გადამემოწმებინა.
თვალებით ყოველ წამს ირაკლის დავეძებდი, თუმცა ეს უკანასკნელი არსად ჩანდა, სამაგიეროდ ნელ-ნელა მოედინებოდა სტუმართა დაუსრულებელი ნაკადი.
ნაწილი მათგანი ჩემთვის რამდენიმე დღის წინანდელი წვეულებიდან იყო ნაცნობი, დანარჩენები კი ინტერნეტ-ჟურნალებიდან, სხვადასხვა გამოცემებიდან, ანდა ტელევიზორიდან.
აქ ყველა ის ადამიანი იქნებოდა შეკრებილი, ვისზეც ოდესმე რაიმე ჭორი გამეგო. ამან ჩემი განუხორციელებელი ბლოგის იდეა მომაგონა, რომლის მიხედვითაც “ჭორიკანას” ქართული ვარიანტის შექმნას ვაპირებდი.
ის, რაც რამდენიმე დღის წინ ასე აღმაფრთოვანებდა, საშინელ იდეად მეჩვენა.
რატომ მსურდა სხვების გაუბედურება? როგორ ვიქნებოდი ანიაზე უკეთესი, თუ მის ბინძურ ცხოვრებაში ქექვას დავიწყებდი?
რაში მჭირდებოდა ამ ბოროტი, უინტერესო და გამაღიზიანებელი ადამიანის ცხოვრების აღწერა, როცა საკუთარი უფრო საინტერესო მქონდა?
მოულოდნელად გავიაზრე, რომ სრულიად ახალ მე-ს ვესაუბრებოდი. ახალი თავი აღმოვაჩინე, იქნებ ეს შავი სიიდან ამორიცხვის გამო იყო, ანდა იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველანაირი მიზეზის გარეშე მომწონდა ადამიანი.
მომწონდა?
არა, ეს მოწონება არ იყო. ირაკლის მიმართ რაღაც უცნაური, ჯერ გამოუცდელი გრძნობა მქონდა, მის გამოჩენას ყოველ კუთხეში ველოდი, ყოველი ნაბიჯის ხმა მისი მეგონა, წარმოვიდგენდი, როგორ მაკვირდებოდა შორეული კუთხიდან და უნებლიეთ ვიპრანჭებოდი, წარმოვიდგენდი, რას იზამდა, როდესაც ახალი წლის ღამეს ჩემს ნომერში ამიყვანდა, ამ ტანზე მომდგარ, მწვანე კაბას გამხდიდა და...
-ლეა!
ჩემი სახელის გაბმული ძახილი მომესმა ზურგს უკან.
ილია, ელზასთან ერთად, ზურგიდან მომდგომოდა, დამფრთხალი შევბრუნდი და კიდევ უფრო შეცბუნებულმა შევათვალიერე წყვილი.
-ყველაფერი კარგადაა?
-კი, კი-ი, მეძახდით? ფიქრებში წავედი... იმდენი დეტალია- ხელი ჩავიქნიე და გავიცინე - დიახ?
-რამდენიმე გაუთვალისწინებელი სტუმარი გვემატება...
-ა, რა თქმა უნდა, ორი სათადარიგო მაგიდა და სკამები მომზადებულია, ადგილიც გამოყოფილი გვაქვს დარბაზში.
-მართლა? ყოჩაღ! - შემაქო ელზამ და ისეთი კმაყოფილებით შემათვალიერა, დაუფიქრებლად უკან გადავდგი ნაბიჯი.
-ეს... ჩვეულებრივი ამბავია...
-ის გოგო მოდის ისევ - ჩუმად თქვა ილიამ და გარშემო ხალხი მოათვალიერა.
-ვინ?- გამოვშტერდი.
-ელენე. ირაკლის ყოფილი...
სიბრაზის ტალღა დამეტაკა. იმაზე მეტად გავღიზიანდი, ვიდრე ამას მოველოდი. რით ვერ მიხვდა ის აბეზარი წერო, რომ ეს კაცი უკვე მისი აღარ იყო?
ამ ფიქრზე ჩემი გონების საღი ნაწილი სიცილისაგან გადაბჟირდა, მეორე ნაწილმა კი სახელოები დაიკაპიწა და საბრძოლად მოემზადა.
-არ შეიძლება, რომ არ შემოვუშვათ? ის ხომ არაა სტუმრების სიაში...
-სასტუმროში ნომერი იქირავა დღეს დილით - თავი გააქნია ილიამ - თავის ქმართან ერთად. არ ვიცი, რა უნდა, მაგრამ ასე ვერ მოვიშორებთ.
-აბა, რა ვქნათ?
-ირაკლის მიხედე, ეცადე...
ილიას სიტყვა შუაზე გაუწყდა, ჩემს უკან მზერა გაუშეშდა, მივხვდი, რაც ხდებოდა,
-ჩემს უკან დგას, არა?
წყვილმა თავი ღიმილით დამიქნია.
-ამ მშვენიერმა ქალიშვილმა უნდა მომხედოს? - ირაკლის ხმასთან ერთად, მისი შეხებაც ვიგრძენი, ხელი გადამხვია და უდარდელად მოგვესალმა - რატომ?
-რათა კიდევ ერთი სკანდალი არ მოაწყო - შეულამაზებლად უპასუხა ილიამ.
-ხო გითხარი, რაღაც ბომბა მქონდა დალეული, დღეს კიდევ არ ვსვამ, ასე რომ, მშვიდად, ძმაო.
-ხო, არ სვამს - გავიკრიჭე და ვეცადე, სანამ ვინმე დამინახავდა, მისი ხელი, რომელიც ყელზე მეფერებოდა, მომეშორებინა.
-ძალიან კარგი... ა, აი, დედაც - წამოიძახა ილიამ, მოღუშულ ელზას ხელი დასტაცა და შემოსასვლელი კარის მიმართულებით გააქანა.
სიამაყით მოვავლე თვალი ჩემ მიერ მორთულ დარბაზს, რომელიც უკვე ხალხით ივსებოდა.
თვალუწვდენელი ჭერიდან თბილი განათების, მოციმციმე ნათურები ეშვებოდა, რაც წვიმის ეფექტს ქმნიდა, გირლიანდები და თოვლის ეფექტის მქონე ნაძვის ტოტები მყუდრო იერს მატებდა დარბაზს, შავი სანთლები კედლებსა და მაგიდებზე განლაგებულ შანდლებზე ციმციმებდნენ და ეფექტით ხელოვნურ განათებასაც მეორე ადგილზე ანაცვლებდნენ, საგანგებოდ შერჩეული საახალწლო მუსიკა ნაზად იღვრებოდა მთელ სივრცეში, ირაკლი ჩემი თმის კულულს ეთამაშებოდა, ისევ ისე მომინდა წამის გაყინვა და აი, ისიც გამოჩნდა...
მთავარი შემოსასვლელი კარიდან, მაღალი, ქერა კაცის გვერდით მოაბიჯებდა ულამაზესი გოგონა.
გულში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს პატარა ხანჯალი ჩაარჭესო. ელენე გოგორელიანი, იმ მამაკაცის დაუვიწყარი სიყვარული, რომელიც ერთ დღეში შევიყვარე, უბრალოდ უღმერთოდ ლამაზი იყო.
შევიყვარე ვთქვი? მინდოდა მეთქვა, მოვიწონე!
მაშინვე ვიცანი, მისი სახასიათო სიცილით, რომელიც ასე უხდებოდა.
გრძელი, ოქროსფერი კაბა ეცვა, ასევე დიდი სიგრძის ჭრილით თეძოსთან.
უწვრილესი წელი და ისეთი კანი ჰქონდა, შორიდანაც კი ვხედავდი სიგლუესა და სინაზეს.
წარმოუდგენლად შემძულდა მისი მშობლებიც, ასეთი უნაკლო რომ შეექმნათ.
-ა, აი, ის გოგო - წამოიძახა ირაკლიმ.
-რა? იცანი?
-ეს იყო, ჩემ ოთახში რომ დამხვდა და მერე სადღაც გავარდა!- წარბები შეჭმუხნა და საფეთქლები დაისრისა - ჯანდაბა, სხვაგანაც მყავს ნანახი... თითქოს მე დამდევსო... უნდა დაველაპარაკო, ვკითხო, რა უნდოდა მაშინ...
-არა! - სწრაფად წამოვიძახე, რადგანაც წარმოვიდგინე, რა საშინელი გაუგებრობა დატრიალდებოდა, ირაკლის რომ თავისი დაკარგული მეხსიერებით ეკონტაქტა ყოფილთან. და ახლიდან რომ შეჰყვარებოდა? ბოლოს და ბოლოს, სულ ტყუილად გავხარჯე ჩემი სურვილი?
-რატო? ეჭვიანობ? ლამაზი კია, მარა შენნაირი ტრა*ი არ აქვს, მთავარი კი ეგაა.
-უცხო ქვეყნის დიპლომატის ცოლს ფლირტი ყველას თვალწინ, დედაშენის თანდასწრებით რომ გაუბა, როგორ ფიქრობ, რაიმე შანსი გექნება შერიგებისთვის? - მისი უტაქტო “კომპლიმენტი” დავაიგნორე- მაგრამ თუ ძალიან გინდა...
გაიცინა, თავი დაიქნია და მაუწყა:
-ხო, ეჭვიანობ.
-მეტი საქმე არ მაქვს - თმა მხარს უკან გადავიყარე და გულზე ხელი დავიკრიფე - წადი და დაელაპარაკე, არსად დაგეკარგოს!
- სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს - მითხრა, სწრაფად მიმაბრუნა, ორივე ხელი შემომხვია და მაკოცა.
გარშემო ყველაფერი დატრიალდა. მე, რომელიც ასე ვცდილობდი, ყველა დეტალი იდეალური ყოფილიყო წვეულებაზე, დარბაზის შუა ცენტრში ვიდექი და ყველა სტუმარის თვალწინ სასტუმროს მეპატრონის შვილს ვკოცნიდი.
-რა ჯანდაბაა- აწითლებულმა დავიხიე უკან, მეგონა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, თუმცა პირველი, ვინც ჩემი ყურადღება მიიქცია, გააფთრებული ცისფერი თვალები იყო, რომლებიც ზიზღითა და მუქარით მიყურებდნენ.
თუ ასეთი ლამაზი ქალი შურით შემოგხედავს, ავტომატურად თავს ულამაზესად იგრძნობ, აბა რა იქნება?
სირცხვილი დავივიწყე და გადავწყვიტე, ჩემი სურვილის მხარდაჭერა მანამდე გამეგრძელებინა, სანამ ამის შესაძლებლობა მექნებოდა.
ირაკლის ლოყაზე მივეფერე და ავად მომზირალს ღიმილით გავხედე.
შეიძლება სიკეთეს ვაკეთებდი და შავ სიაში მოხვედრას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მავნებლობა ხომ დასაშვები იყო სხვისი კეთილი მიზნებისთვის?
კიდევ ერთი წამიც და ირაკლის “საბედისწერო ქალი” სადღაც გაქრა, მუსიკა შეწყდა და საღამოს წამყვანის, ცნობილი ქართველი მოდელის ხმამ გვამცნო, რომ ნადიმი იწყებოდა.
ჩემი ადგილი სასტუმროს პერსონალთან ერთად მეგულებოდა, თუმცა ირაკლიმ ძალის გამოყენებით წამათრია მისი ოჯახის მაგიდასთან.
მიუხედავად იმისა, რომ მათგან მალე წასვლა და ცხოვრების სხვა ფურცლიდან დაწყება მქონდა გადაწყვეტილი და მალე არც მათი მოახლე ვიქნებოდი, არც ხელქვეითი, მაინც ძალიან, ძალიან დაძაბული ვიყავი.
ის სხვა სამყარო იყო. იმ მაგიდის გარშემო, რომელიც დარბაზის ცენტრში პაიჭაძეების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის პირადად გავშალე, გამორჩეული აურა ტრიალებდა, რომელიც უსიტყვოდ და ნიშნის გარეშე მაგრძნობინებდა, რომ იქაურობას არ ვეკუთვნოდი.
არ ვიცი, რატომ უყვართ ადამიანებს დანარჩენებისგან გამორჩევა, რაღაცებისთვის განსხვავებული სახელების დარქმევა, თითქოს ამით რაიმეს ცვლიდნენ და ადამიანთა საერთო მასისგან თავს აღწევდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ზედმეტად ხელოვნური იყო. მაგიდას მივუჯექი თუ არა, ყველას ფიქრი ერთიანად გავიგე - ამას აქ რა უნდა?
თვით ილია და ელზაც, რომლებიც ჩემთან უშუალო (ზედმეტად უშუალო) კავშირს ამყარებდნენ, თვალებგაფართოებულები მიყურებდნენ, თითქოს რაიმე სიგიჟე ჩამედინა.
ირაკლი დედის გვერდით მოთავსდა და მეც გვერდით მიმისვა, ძალიან არხეინად გამოიყურებოდა, რაც აშკარად არ გამოუვიდოდა, რომ არა მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა.
ქალბატონი ეკატერინე, რომელიც ამჯერად წითელი კაბითა და ბრილიანტის კოლიეთი იწონებდა თავს, შვილს ინტერესით მიაჩერდა, მეგონა, გაუწყრებოდა ჩემი მაგიდაზე მიწვევისთვის, მაგრამ ერთი წამით, რატომღაც მის თვალში იგივე ანცი ნაპერწკალი დავინახე, რომელსაც ირაკლის მზერაში ხშირად ვამჩნევდი. ისიც მოთამაშე იყო, მეამბოხე და ჯიუტი. დიახ, ნამდვილად ჰგავდნენ ერთმანეთს.
-ჩვენი საერთო მეგობრის მოსვლამ ისევ არ გადმოგაგდო რელსებიდან? - გადმოულაპარაკა შვილს, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ მასთან ახლო მყოფებს გაგვეგო.
-ვის გულისხმობ, დედიკო?
-ელენეს, რა თქმა უნდა!- პირდაპირ თქვა ეკატერინემ და თვალებით დარბაზი დაათვალიერა - როგორც ჩანს, მის ატაშე ქმარს ბევრს არ უხდიან და ძველი საშემოსავლო არხების გამოყენებას გეგმავს.
-ელენე ვინაა? - გულუბრყვილო თვალებით შეაჩერდა ირაკლი.
გაშეშებული ვიჯექი, ვიცოდი, რომ დრო იყო, ჩავრეულიყავი და თემა გადამეტანა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
-მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, გონს მოხვედი.
ვიგრძენი, როგორ დაიძაბა მაგიდის თითოეული წევრი. ილიას პირთან მიტანილი ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა, ელზამ დეკოლტით დამშვენებულ ძუძუებზე ჩამოისხა შამპანური, ილიასა და ირაკლის ბიძაშვილს, მათსავით წარმოსადეგ ბიჭს, რომელის სახელიც არ მახსოვდა, ღვინო გადასცდა და ხველება აუტყდა.
-გაიგეთ, რომ ჩინეთში ახალი ჯიშის კომბოსტო გამოუყვანიათ? - წამოვიძახე უცბად - იასამნისფერია და ბრწყინავი ფურცლები აქვს. პირდაპირ ბრწყინავს, როგორც გლიტერი!
რა თქმა უნდა, ყველა მე შემომაჩერდა, მხოლოდ იმ ბიჭის ხველა ისმოდა რუტინულად, შამპანური რომ გადასცდა.
-მართლა? - მკითხა ირაკლიმ სერიოზული სახით - გადამუშავების შემდეგაც ბრწყინავს?
-ეგ არ ვიცი.
-საინტერესოა! მე კიდევ მეგონა, ჩინეთში მხოლოდ პატენტებს და ვირუსებს იგონებდნენ!
-არა, რას ამბობ, ძალიან შემოქმედი ხალხია, წარმოუდგენელ რაღაცებს ყიდიან, მაგალითად, თავზე მისამაგრებელ სათავსოებს ქათლღალდისთვის. პირდაპირ კეფაზე იმაგრებ, თუ გაციებული ხარ, პირადპირ მოიწმენდ ცხვირს, ზედმეტი მოძრაობების გარეშე.
-და თავზე ტუალეტის ქაღალდის რულონით ივლი?
-გეყოფათ, ღმერთო ჩემო - ამოიოხრა ეკატერინემ და პირველად იმ საღამოს განმავლობაში, თვალი თვალში გამიყარა - ვერ ვიტან ჩინელებს!
-დედა, რამდენჯერ გითხარი, რასიზმის შემცველ განცხადებებს ნუ ავრცელებ მეთქი!- წყენით მიმართა ილიამ.
-საყვარელო, ეს სულაც არაა რასიზმი, მე ყველა მძულს, რასა და ერი არაფერ შუაშია - ღიმილით მიუგო ქალმა.
-დედაჩემი ყოველთვის უსაზღვრო სიკეთით გამოირჩეოდა - გადმომილაპარაკა ირაკლიმ - არ გინდა, ვიცეკვოთ?
სიამოვნებით მოვაშორებდი იქაურობას საკუთარ თავს და ირაკლის, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვისათვის გამოყოფილ ადგილას ჯერ არავინ იყო, სიხარულით დავთანხმდი შემოთავაზებას.
დიდ ხანს ვცეკვავდით. ალბათ საათობით. წყნარ, ჩქარ, სევდიან, მხიარულ, რიტმულ, გაუგებარ, ყველანაირ მუსიკაზე.
ეს იყო საღამო, რომელზეც არაფერი მესაქმებოდა, მაგრამ შესანიშნავად გავერთე. ეს ირაკლის დამსახურება იყო, მას შესანიშნავად შეეძლო ადამიანის მხარში დგომა, მისი გამხნევება და რაც მთავარია, ეს ბუნებრივად გამოსდიოდა.
აუტანლად კარგი იყო. ყურში ათას სისულელეს მეჩურჩულებოდა, გულიანად მაცინებდა, იმდენად სასიამოვნო იყო მასთან ცეკვა, რომ ყოველ წამს გული სინანულით მეგლიჯებოდა. ვნანობდი, რომ ჩემი სურვილით მეტი დრო არ მივეცი ირაკლის ბედნიერებისთვის და მხიარულებისთვის, მეტი დრო ტრაგიკული სიყვარულისა და მიტოვებული ადამიანის კომპლექსის გარეშე.
-ძალიან ბევრი ხალხია - თქვა, როდესაც ცეკვისგან ისე დავიღალე, რომ ერთ-ერთ კუთხეში ფუმფულა დივანზე მივესვენე და შამპანურის ჭიქა გამომიწოდა- არ მოწევ?
-გარეთ მინუს თხუთმეტი გრადუსია- მრავალმნიშვნელოვნად ავატრიალე თვალები - არაფრის გამო არ გავალ იქ.
-არც ჩემ გამო?
დაჟინებით მომაჩერდა.
-იცი, მგონი ხვალ დილით მაინც არ გაგახსენდება ეს სიტყვები... ან დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებ, ამიტომ... ხო, შენი გულისთვის გავიდოდი იქ.
-მეცოდინება - ჩაიღიმა - მაგრამ დამტკიცება არ მჭირდება. სიყვარულის მტკიცება უაზროა.
-სიყვარულის? -გადავიხარხარე- საიდან მოიტანე?
-ელეანორ, ყველაფერზე გეტყობა, რომ პირველივე დანახვისას შეგიყვარდი!
-პირველი დანახვისას ერთადერთი, რაც ვიგრძენი, ხელების ქავილი იყო, ისე მინდოდა, ის ბოთლები, ბარში რომ გაქვს ჩამწკრივებული, სათითაოდ გადამემსხვრია თავზე!
-სწორედ ეგაა სიყვარული!
-მაზოხიზმი სიყვარულში გერევა, თანაც საკმაოდ ხშირად!
-წამოდი გარეთ. თოვს!
-უკვე ძალიან დიდი ხანია თოვს.
-ახლა სხვანაირად თოვს.
-მაინც, როგორ?
-თითქოს უკანასკნელად.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და დიდ ხანს ვისეირნეთ. იქამდე, სანამ კიდურები არ მომეყინა და ტუჩები არ გამილურჯდა. აკანკალებული, მის მკლავებში მოქცეული ვუყურებდი გრანდიოზულ ფოიერვერკს, რომლებიც პაიჭაძეების სტუმრების საპატივსაცემოდ გაიმართა.
ეს თვალწარმტაცი და გამაყრუებელი სანახაობა ჩემთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - პირველი იანვარი დამდგარიყო.
როგორ გაქრებოდა ჩემი სურვილის ძალა? იმ წამსვე თუ გამთენიისას? იქნებ მზის ამოსვლა გადაწყვეტდა ყველაფერს?
-მგონი, დროა დავბრუნდეთ - ფიქრებისან მისმა ხმამ გამომარკვია.
-უკვე? - კბილების კაწკაწით ვკითხე.
მისი ხელები მომშორებოდა, სიცივე უფრო შესამჩნევი გახდა. ან იქნებ სხვა სითბო დამაკლდა?
-აღარ თოვს - ცას ახედა და მხრები აიჩეჩა.
გულდაწყვეტილი გავყევი უკან, წინ მიმავალი, სწრაფად მიიჩქაროდა ახლადადებულ თოვლზე, სასტუმროს შესასვლელისაკენ.
თოვლის მსხვილი ფანტელები აღარსად ჩანდა, ჯადოსნურად სუფთა ჰაერი პიროტექნიკის სუნით დაბინძურებულიყო, აღარც ლამპიონების შუქზე ბრწყინავდა თოვლი ძველებურად, სასტუმროს მთავარი კარი კი ფართოდ გაეღოთ, სტუმრები ჯერ კიდევ გარეთ იდგნენ და ცას შეჰყურებდნენ. ყველაზე შესამჩნევი ოქროსკაბიანი გოგონა იყო, რომელიც ამჯერად კავალერის გარეშე, მარტო იდგა, მხრებზე ძვირფასი ქურქი მოეგდო, სევდიანი სილამაზით აჰყურებდა მოქუფრულ ზეცას, თითქოს სასწაულს ელისო.
-ელენე - ირაკლის ხმა მომესმა. გულში რაღაც ჩამწყდა. ვიცოდი, რომ გაიხსნებდა, ვიცოდი, რომ აღარ ვიქნებოდი მნიშვნელოვანი და ჩემ წილ ყურადღებასაც ეს ლამაზმანი წაიღებდა, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად აუტანელი იყო.
გოგონამ აწყლიანებული თვალებით გამოიხედა და სახეზე სიხარულის სხივმა გადაუარა.
-იკი!
არ მინდოდა იმის დანახვა, როგორ გაებმებოდა კიდევ ერთხელ უბედურების მახეში. არ მინდოდა მისი სასოწარკვეთილი ბედნიერების დანახვა. გამწარებული გავიქეცი კარისაკენ, სტუმრებს შორის გავსხლტი და ცრემლების მშრალებით გავვარდი ლიფტისაკენ. ის იყო, სლუკუნს ვიწყებდი და ალბათ მალე ავბღალვლდებოდი კიდეც, რომ ვიღაცას მთელი ძალით შევეჯახე.
ეს ვიღაც გამხდარი, მსუბუქი და უძლური იყო, რადგანაც მაშინვე გადაყირავდა და მეც თან გამიყოლა.
-ამის დედაც... ლეა?
ავფართხალდი და მწვანე მაქმანებში გახლართულმა, ძლივს ამოვწიე თავი.
-ლექსა?
-რამ გაგაგიჟა? გაიწიე, მიჩანს...
-ეს რა გაცვია?
-ხმა არ ამოიღო...
წამოვდექი და ისიც წამოვაყენე. სიცილი ძლივს შევიკავე, უცნაური, ძალიან გრძელი, ზურმუხტისფერი კაბა ეცვა, რომელსაც სახელოები გრძლად ჩამოშვებოდა და რამდენიმე მეტრის მანძილზე დასდევდა.
-დროში იმოგზაურე და მოულოდნელად აქ დაბრუნდი? ეს რა ბაროკო კაბა გაცვია?
-რაღაც სალონში მიმიყვანა, მითხრა იდეალურად ჩაგაცმევენ საღამოსთვისო - გაღიზიანებულმა წამოიძახა ლექსამ, თმაზე დაყენებულ კულულებზე ხელი გადაისვა, ეტყობოდა, ცდილობდა, თმის ლაქით გამაგრებული ვარცხნილობა როგორმე დაეშალა - ყველა მე მიყურებდა! ვაფშე რას დავუჯერე? ახია ჩემზე, შტერი ვარ!
-მოიცა, ვისზე საუბრობ, ულვაშაზე? - მიუხედავად ჩემი ტრაგიკული განწყობისა, მაინც გამეცინა.
-ხო. მაგაზე. გული გამისკდება, ისეთი გაბრაზებული ვარ - დაიღრინა და თვალები ავად მოატარა ფოიეს- წამოდი, დიდ ხანს ნუ გავჩერდებით, ძებნას დამიწყებს...
-რა მოხდა?
-რაღა რა მოხდა? არ მიყურებ? ქვეყნის დასაცინი გამხადა, მაგის გამო მოვითმინე ეს ყველაფერი, ამ იდიოტების პრანჭვას ვუყურე მთელი საღამო, მერე ადგა და ყველას თვალწინ ხელი მთხოვა...
-რა?
-ხო! ვუთხარი, რომ პასუხს მოგვიანებით ვეტყოდი, იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი წინადადება. სინამდვილეში შემეცოდა, არ მინდოდა სხვებთან გამებანძებინა, რაის ცოლი, რისი ქორწილი, წესიერად არც მიცნობს!- სხაპა-სხუპით მიყვებოდა და ლიფტისაკენ მიმათრევდა -რომელ სართულზე ხარ? მიაჭირე რა... სასმელს გამოვიძახებთ... კაცის დანახვა აღარ მინდა, დედას გეფიცები, სიყვარული და ჯანდაბა! როგორ მინდა ახლა მოწევა, ნეტა არ ექნება არავის? ხო, ვიცი, რომ შევეშვი, მარა ამ ერთხელ გაასწორებდა!
-ულვაშამ ხელი გთხოვა? - ჩემი ამბავი სულ გადამავიწყდა ამ სიახლეზე - გაგიჟდა? ჯერ ძალიან ადრე იყო!
-ჯერ? ეგ ყოველთვის ადრე იქნებოდა! მინიმუმ სამოც წლამდე არ ვხედავ ჩემ თავს დიასახლისის ამპულაში... თუ ამპ... როგორცაა!
-ბევრი დალიე?
-ჯერ არასაკმარისად, ან ისე როგორ გავუძლებდი აქაურობას? შენც არ მპასუხობდი, მთელი დღეა გირეკავ, იქნებ აქამდე რომ აგეღო ეს წყეული ტელეფონი, გადავრჩენოდი ამ საშინელებას...
-გეხვეწები, ძლივს ამომწერეს შავი სიიდან და უკან ნუღა დააბრუნებინებ ჩემ თავს- ვთხოვე და ნომერში შევიპატიჟე. გული მომეწურა. მთელი საღამო იმედი მქონდა, რომ იქ ირაკლისთან ერთად დავბრუნდებოდი და ისიც ისე მომეფერებოდა, როგორც წინა ღამეს, თავდავიწყებით, საოცრად, ფრთხილად...
-ვა-ა, რა მაგარი ნომერია... რა სახე ჩამოგტირის, რა მოხდა?
-მოდი, ჯერ ეგ კაბა გაიხადე, მერე სასმელი მოვატანინოთ და მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები.
მე და ლექსა გამთენიამდე ვსაუბრობდით. ყოველ წამს იმედი მქონდა, რომ კარზე კაკუნს გავიგებდი, გამოვაღებდი და ირაკლის ანც სახეს დავინახავდი. კანი მტკიოდა, ისე მსურდა, შევხებოდი და შემხებოდა. ხანდახან ლაპარაკისას ვშეშდებოდი და წარმოვიდგენდი იმ სიტუაციებს, რომლებშიც ის თავის ქერა ელენეს ტოვებდა და ჩემთან მოიჩქაროდა. მამცირებდა იმის ცოდნა, რომ სხვა უყვარდა და მხოლოდ მაშინ შემამჩნია, როცა ის სხვა დაავიწყდა.
რომ მაშინვე დამტოვა, როგორც კი ის სხვა გაახსენდა.
მამცირებდა იმის გააზრება, რომ ასეთი უტვინო ვიყავი, ვიცოდი, რაც მელოდა და საკუთარი ნებით გავები ხაფანგში.
-რას აპირებ? -მთქნარებით მკითხა ჩემ ხალათში გახვეულმა ლექსამ. ფანჯარასთან ვიდექი და ფიქრებში წასული ვეწეოდი - მე იმ სამსახურში აღარ დავბრუნდები.
-რავი- წავილაპარაკე უგულოდ - იქნებ დამლაგებლობას მივაწვე? დიასახლისობა კარგად გამომდის.
-ეგ არაა ცუდი იდეა, მეც შემიძლია ხეხვა და წმენდა, იცი, ვაფშე არ მინდა ასეთ ხალხში ცხოვრება... მაღიზიანებენ.
-ყველგან უნდა შეგეძლოს ცხოვრება ლექსა, მთავარი ისაა, ვინ იქნება შენ გვერდით.
-მაგრად გაები, დაო. უკვე ასე აჭიკჭიკდი? იქნებ მთაშიც გაიხიზნო, მწყემსად?
-შენ შენ ულვაშას მიხედე, რა.- შევუბღვირე და სიგარეტი წყლით სავსე ჭიქაში ჩავაგდე - აქედან მალე მინდა წასვლა.
-სად?
-არ ვიცი. ილიას ჩემ ხელფასს გამოვართმევ და მერე წავალ.
-შეიძლება, მეც წამოვიდე?
-რა თქმა უნდა.

***

მეორე დღის ნაშუადღევს ძლივს გავიღვიძე. მინდოდა, საწოლს შევზრდოდი, იმ ფუმფულა ქვეშაგების ნაწილი გავმხდარიყავი და არასდროს მქონოდა ქვეყნიერებასთან დაბრუნების საჭიროება.
გადავბრუნდი და ცარიელ ბალიშს შევხედე.
ალბათ რა კარგია ბალიშობა. შენი ერთადერთი საქმე საწოლში დებაა, არც ვინმე გადარდებს, ოჯახიც - საწოლი და მეორე ბალიში, საბანთან ერთად, შენთან არიან, არც სხვა ბალიშები აწყენინებდნენ და გრძნობებით დაღლიდნენ...
კარზე მომთხოვნი კაკუნი გაისმა. ისევ და ისევ, გავიფიქრე, რომ ირაკლი იყო. მაგრამ სანამ რაღაც ძალიან გვინდა, არ მოხდება.
თანაც ირაკლი არასდროს აკაკუნებდა.
კარი გამოვაღე, ცოტა დრო ფოკუსის გასწორებაზე დამჭირდა, რათა ჩემ წინ ასვეტილი, უზარმაზარი, წვერებიანი გამოსახულება სწორად აღმექვა.
ულვაშა მხოლოდ ერთხელ მენახა მანამდე, თუმცა ასეთი გარეგნობის მამაკაცის დავიწყება რთული იყო, მით უმეტეს, ასეთი ნაპატიები ულვაშით. ისე, ულვაშისათვის წვერიც მიემატებინა და ახლა რომელიღაც ფილმის მეომარ პერსონაჟს გავდა.
-აქ არის? - მკითხა ყოველგვარი შესავლების გარეშე და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ დაძინებამდე ლექსა ჩემთან იყო. სად წავიდა? იქნებ სადმე იქვე ეძინა და ვერ შევამჩნიე? ნომერში შევტრიალდი და იქაურობა მოვათვალიერე.
-არა-ა- ულვაშას მივუბრუნდი .
-დარწმუნებული ხარ?
-არა.
-შეიძლება შემოვიდე?
-არა.
-მისმინე, ლია...
-ლეა-მოუთმენლად შევუსწორე-ვიცი, აქ რატომაც მოხვედი. ხო, ლექსას მეგობარი ვარ, მაგრამ მე ვერ გამოვდგები იმის სარჩევად, როგორ მოექცე ჩემ მეგობარს. ეს ან თავად უნდა იცოდე, ანდა სულაც დაივიწყო და დაასამარო იმის იმედი, რომ ოდესმე შენი იქნება.
-სულელურად მოვიქეცი?
-მეკითხები კიდეც? მას მოწყენილობის ეშინია, ისევე, როგორც ყველა ქალს! ეშინია, რომ ერთფეროვნებაში ეპატიჟები და დიდი ეჭვი მაქვს, ასეცაა, თორემ ხელის თხოვნაზე უკეთეს რამეს მოიფიქრებდი საახალწლო საჩუქრად...
-რატომ ბრაზდებით დაქალები ერთმანეთის კაცებზე ასე ძალიან? - ჩაიღიმა კაცმა.
-იმიტომ, რომ საკუთარ კაცებზე გაბრაზება არ შეგვიძლია- მხრები ავიჩეჩე-
-მაინც, არაფერს მირჩევ?
-გირჩევ, რომ ბევრი არ იფიქრო- წყლის ხმა გავიგე და მივხვდი, ლექსა აბაზანაში იყო- და მიიღო ისეთი, როგორიცაა. თავადაც ვერ ხვდება, მაგრამ ის აწუხებს, რომ მის შეცვლას ცდილობ. ვიცი, კარგი გგონია სამინისტროში მუშაობა და დახვეწილი სამოსის ტარება, მაგრამ...ის, რაც ჩვენ კარგი გვგონია, ყველას არ ერგება. თითქმის ყველა ურთიერთობას ეგ ანგრევს.
-მის გარეშე ცხოვრება არ მინდა.- ამხელა კაცი ჩემ თვალწინ საწყალ, ნაშიმშილებ ენოტს დაემსგავსა - არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
-უბრალოდ მაცადე, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და შენც გათავისუფლდი-მოისმა ლექსას ხმა ჩემს ზურგს უკან- სტერეოტიპებით ხარ გატენილი, აქამდე თითიც კი არ დაგიკარებია და ცოლობა მთხოვე, იქნებ როგორ მინდა, გამოვცადო...
-ალექსა! -კაცმა გვერდით უბოდიშოდ გამწია და ჩემ მეგობრამდე მანძილი ორ ნაბიჯში დაფარა, მოხვევა სცადა, თუმცა ლექსამ უკან დაიხია და დოინჯი შემოიყარა.
-ახლა რაღა გინდა? მესამე ბავშვის სახელი უნდა მოვიფიქროთ?
-უბრალოდ არ ვიცი! არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ გასიამოვნო... მას შემდეგ, რაც ლორა დაიღუპა, არცერთ ქალთან არ მქონია კონტაქტი, ახლა კი შენ გამოჩნდი...
როგორც ჩანდა, ულვაშას ბევრი სალაპარაკო ჰქონდა, ლექსა კი ამის წინააღმდეგი არ იყო, ამიტომაც ერთადერთი, რაც დამრჩენოდა, ჩემი ზურგჩანთის აღება და იქაურობის უჩუმრად დატოვება იყო... ვიღაცას მაინც გაეხარა? შანსი მაინც ჰქონოდა ბედნიერებისთვის!
მე კი... მე... დასვენება მჭირდებოდა.
სასტუმრო ახალი წლის გრანდიოზული ზეიმის შემდეგ ომგამოვლილს ჰგავდა, დერეფნები ცარიელი იყო, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, მგონი მომსახურე პერსონალსაც კი, რაც ხელს მაძლევდა.
ბანკისაგან მოსულმა მესიჯმა მამცნო, რომ ილიას ჩემი გასამრჯელო ჩაერიცხა ანგარიშზე, რაც იმდენი იყო, ახალი სამსახურის პოვნამდე მეყოფოდა.
გადავწყვიტე, სახლში წავსულიყავი. იმ ერთადერთ სახლში, რომელსაც ჯერ კიდევ ჩემი ერქვა, რომელიც ცარიელი და ცივი იყო, მაგრამ მაინც, ჩემი.
სწორედ მაშინ, როდესაც სასტუმროს მიმღებში ნომრის ბარათი უნდა ჩამებარებინა და გამეფრთხილებინა, რომ დასალაგებლად ჯერ არავინ მისულიყო, კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა- ადმინისტრატორმა გოგონამ პატარა, ბრჭყვიალა ფურცლით შეფუთული ყუთი გადმომცა და მითხრა, რომ ჩემთვის ვიღაც ბავშვმა დატოვა.
-ბავშვმა? - ვკითხე გაკვირვებულმა- მაგრამ რომ არ ვიცნობ?
-ოთახის ნომერიც იცოდა და თქვენი გვარიც, როცორც ჩანს, ვიღაცამ გამოგზავნა, ასე ხდება ხოლმე, როცა ვინაობის გამჟღავნება არ სურთ - ღიმილით მამცნო გოგონამ და თვალი ჩამიკრა- ისე, ბატონმა ირაკლიმაც გიკითხათ.
-არა-ა, ეგ მასეთი რომანტიკული არაა - თავი გავიქნიე - თან საჩუქარი კი არა, მეეჭვება, საერთოდ ჩემი დანახვა უნდოდეს.
-გახსენით, იქნებ ბარათი იყოს!
მადლობა გადავუხადე, იქვე ჩამოვჯექი და ყუთს ქაღალდი შემოვახიე.
პატარა, ერთი ციცქნა ფლაკონი გაჭირვებით ამოვაძვრინე, ისეთი მცირე ზომის იყო, გამიჭირდა იმის დანახვა, რაც მის შიგნით იყო- ერთი წვეთი ვარდისფერი სითხე.
ადმინისტრატორი მართალი აღმოჩნდა- ყუთში მინიატურული ბარათიც იყო, თითქოს პატარა ხალხზე გათვლილი ტექნიკით იყო ეს ყველაფერი დამზადებული!
ბარათში ეწერა:
“ძვირფასო მის ლეა.
საბჭომ სხდომისწინა შეხვედრაზე, წინასწარი დასკვნით დაადგინა, რომ სანტას შუამდგომლობა თქვენს სიიდან ამორიცხვაზე დაკმაყოფილდეს.
ელექტრონულად არ გწერთ, რადგან ბარემ სანტას კიდევ ერთ საჩუქარს -სიყვარულის ელექსირს გიგზავნით. თქვენ ეს დაიმსახურეთ.
პატივისცემით,
რალფი.

პ.ს. იმედი მაქვს , ისეთივე სიბრძნით გამოიყენებთ, როგორც წინა საჩუქარს, სიმცირემ არ მოგატყუოთ, საკმაოდ ძლიერი ელექა, მოქმედება კი შესაძლოა წლობითაც გაგრძელდეს.”

გაოგნებულმა, ათჯერ მაინც გადავიკითხე წერილი. ნამდვილად სიყვარულის ელექ ეწერა!
რაში მჭირდებოდა ეს საჩუქარი? ნუთუ სანტა ფიქრობდა, რომ ირაკლისთვის თავი უნდა შემეყვარებინა და ასე გავბედნიერდებოდი?
არა, ისე, ძალიან კარგი კი იქნებოდა... იმის წარმოდგენამ, რომ ირაკლი ისევ ისეთი (ან იქნებ მეტი) სითბოთი შემომხედავდა და მის თვალებში გაკიცხვასაც არ დავინახავდი, პირდაპირ თითებს მიქავებდა!
რა იქნებოდა, რომ გამებედა?
-თაყვანისმცემლებისგან ყურადღება არ გაკლია, არა? - გული ამომიტრიალდა, ისე ახლოდან გაისმა ხმა. ფიქრებში გართულს, ეკატერინე ფუმფულა, მაგრამ უხმაურო კატასავით მომპარვოდა. ძლივს ვიცანი მაკიაჟისა და მბრწყინავი კაბის გარეშე. გაცილებით უფრო ხნიერად გამოიყურებოდა, დაღლილი და უძილო ჩანდა.
-მე...
-გამოვლილი მაქვს ეგ დრო. კაცები საჩურებითაც და საყვედურებითაც, მოფერებითაც და ჩხუბითაც ჩვენ დამორჩილებას ცდილობენ... არაფერი მიიღო და არაფრით ისიამოვნო, დამოუკიდებლობას მხოლოდ ასე მიაღწევ.
-მგონი მართალი ხართ- ჩავიცინე - სურვილების ასრულებას ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია.
-სურვილის სწორად ჩაფიქრება ძალიან რთული საქმეა. მიდიხარ სადმე?- ჩემს ზურგჩანთაზე მანიშნა თვალით.
-ა, ეს... კი, მგონი, აქ აღარაფერი მესაქმება.
-უცნაურია, მეგონა, ჩემი შვილი გიყვარდა-ისე წაილაპარაკა, თითქოს ამინდის მდგომარეობა აღენიშნოს.
გადავიკისკიდე და თავი მონდომებით გავიქნიე.
-არა, რას ამბობთ, მშვენივრად ვიცი ჩემი ადგილი.
-და სადაა შენი ადგილი?
-იმ კაცის გვერდით არა, ვისაც სხვა უყვარს.
-აქამდე ხომ არ შეუშლია შენთვის ამას ხელი?
-აქამდე... მეგონა, რომ აღარ უყვარდა.
-და რამ გაფიქრებინა, რომ საქმე სხვაგვარადაა?
-მე... უბრალოდ ვიცი. მივხვდი. რაღაცებს ფაქტებით განმტკიცება არ სჭირდება.
-და იქნებ ცდები?
-დარწმუნებული ვარ - ამოვიოხრე - ასე რომც არ იყოს, თქვენ რა, გენდომებოდათ ჩემნაირი რძალი?
-შენნაირი? როგორი?
-კარგით რა! მშვენივრად ვხედავდი გუშინ, როგორც მიყურებდით. თქვენ ისიც კი არ გსურდათ, რომ იმ მაგიდასთან ვმჯდარიყავი!
-მე ბრძოლას და გამარჯვებას ვაფასებ, ძვირფასო. იმედია მიხვდი, რომ ისეთი ბანალური არ ვარ, ვიფიქრო, მთავარია ჩემ შვილს უყვარს-მეთქი. კარგად იცი, რომ ადამიანებს ბევრი არასწორი არჩევანის გაკეთება უყვართ, განსაკუთრებით, სიყვარულში.
-ბრძოლას და გამარჯვებას - გავიმეორე - არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად ერევით შვილების ცხოვრებაში?
-ჩვენ ყველა ყველას ცხოვრებაში ვერევით. მთავარია, ვის რამდენის უფლებას მისცემ. ბრმა მორჩილებით თუ ვინმე გმართავს, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება და ამ ვინმესი და მეტიც, ვფიქრობ, თუ ასეთი სუსტი ხარ, უმჯობესიცაა, შენზე ძლიერმა გმართოს.
აღარაფერი მიპასუხია. ლაპარაკი ნამდვილად იცოდა, ვერაფრით მოუგებდი არგუმენტს, პირდაპირი და შეუბრალებელი იყო, თუმცა, ამავდროულად, მასთან საუბარი ძალიან მიმზიდველად მეჩვენებოდა.
-რას იზამდი, შენთვის ნახევარი მილიონი რომ შემომეთავაზებინა, იმის სანაცვლოდ, რომ ჩემ შვილს მარტო დატოვებდი.
-თქვენი შვილი ისედაც მარტო დავტოვე.
-მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, თქვენთან ყველაფერი ახლა იწყება- მშვიდად დაიხედა გრძელ ფრჩხილებზე.
-მართლა? -წარბები ავწიე- თეორიულად... ნახევარი მილიონი... ჰმ, ალბათ უარს ვერ ვიტყოდი. გამოგართმევდით, შემდეგ კი ირაკლის მოვიტაცევბდი და მალდივებიდან მანამდე არ დავბრუნდებოდი, სანამ ჩემი კანი ღამესავით ბნელი არ გახდებოდა.
ჩემ ნათქვამზე გამეცინა, ეკატერინე კი უფრო მოიღუშა. მგონი, ასე გამოხატავდა მხიარულებას. - ნუთუ მართლა გამოგართვათ იმ გოგონამ ფული?
-შენთან სხვაზე საჭორაოდ არ მოვსულვარ.
-აბა, რისთვის მოხვედით?
-იმიტომ, რომ ფული მოგცე.
-ხომ გითხარით, არ ვუყვარვარ ირაკლის. არც ჩემთან უნდა. არაფერი უნდა ჩემგან, ვისაც გადაუხადეთ, ისევ მისკენ მიიწევს, მეგონა, რომ რამდენიმე დღით იმ გოგონას დავიწყება ახალ შანსს მისცემდა, მაგრამ შევცდი, მისი სიყვარული ძლიერია, იმაზე ძლიერი, ვიდრე მეგონა...
-ეს სიყვარული არ ყოფილა, ამიტომ აიღო ელენემ ფული და ამიტომ იქცეოდა ჩემი შვილი მდაბიოსავით. ეს მხოლოდ თვითშეფასების კომპლექსის რთული და უნიათო გამოვლინებები იყო, რაც ირაკლიმ შენთან შეხვედრის შემდეგ გადალახა.
-ვწუხვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე გადალახა...
-ო, დიახ.
-როგორ, ელენეს მკლავებში?- ჩავიცინე.
-უფრო სწორად, პოლიციის განყოფილებაში - ეკატერინემ ჩანთიდან საფულე ამოიღო და ტკაცუნით გახსნა, რამდენიმე მსხვილი კუპიურა გამოჩნდა.- წუხელ თავის ყოფილ სიყვარულს ბოროტი კა*პა უწოდა, ყველას თვალწინ. ელენე დიპლომატიური წარმომადგენლობის ოჯახის წევრია, ამგვარი შეურაცხყოფა კანონით ისჯება. ელენემ მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილობრიცი პოლიციის უფროსს უკვე მოველაპარაკე, ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვებენ, თუმცა...
-არ გინდათ, რომ იცოდეს, ვინ დაეხმარა?
-არ მინდა, რომ ჩემი იმედი ჰქონდეს. გამომართვი ფული და წადი მასთან. თუ გკითხავს, ეტყვი, რომ ილია დაეხმარა.
-და ნამდვილად რატომ არ დაეხმარა ილია?
-ო, მან არაფერი იცის. ვეცადე, ძალიან ცოტა ადამიანს გაეგო ამის შესახებ.
ფული მაგიდაზე დააწყო და წამოდგა.
-მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, ჩემო კარგო. როგორც კი ადამიანს ვხედავ, მაშინვე ვხვდები, რა ნაკლი აქვს. შენი ნაკლი ისაა, რომ თავი გაცილებით ცუდი ადამიანი გგონია, ვიდრე სინამდვილეში ხარ. საკუთარი თავის შეყვარება არ გაწყენდა.
ეს იყო და ეს. არც კი გამომმშვიდობებია, ისე დატოვა იქაურობა და მაღალი ქუსლების კაკუნით გაემართა ლიფტისაკენ.
დიდ ხანს პირდაღებული ვუყურებდი იმ ადგილს, სადაც ეს ქალი იჯდა, შემდეგ ფულს ხელი დავავლე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი სასტუმროდან.

***
-მეგონა, ჩემი დანახვა არ მოგინდებოდა.
-მეც მასე მეგონა.
-შენ რატომ?
-იმიტომ, რომ სანტამ სურვილი მაჩუქა და ეს სურვილი იმაში დავხარჯე, რომ შენი ცხოვრების სიყვარული დაგვიწყებოდა.
-რა?
-ხო, მართლა!
-სანტა?
-ხო, სანტა.
-რა სულელი ხარ!
-ამას ვის ეუბნები? დიპლომატის ცოლს აგინე და ამის გამო მთელი ღამე საკანში გაატარე, როცა შეგეძლო, თბილ ლოგინში დაგეძინა. ჩემ თბილ ლოგინში.
-და ახლა გვიანია?
-ახლა ლოგინი საერთოდ აღარ მაქვს, ალბათ ულვაშამ და ლექსამ დაიპყრეს.
-შენ საწოლში სხვები კოტრიალობენ? როდის გახდი ასეთი კეთილი? რაც სანტა გაიცანი?
-იცინე, იცინე. და როგორ ახსნი იმას, რომ ელენე არ გახსოვდა?
-არ მახსოვს, როდის არ მახსოვდა!
-ჰმ... მე კიდევ მეგონა... სანტა ნამდვილად ჭკვიანია!
-კიდევ რა გაჩუქა სანტამ?
-სიყვარულის ელექ.
-და მე დამალევინე?
-ასე გგონია?
-კი, მთელი გულით ვგრძნობ და კიდევ ერთი ადგილით. გულიც და ის ადგილიც მთელი ღამე შენზე ფიქრობდნენ.
-საზიზღარი და უზრდელი ხარ!
-რატომ? ტვინი ვიგულისხმე.
-ტვინი არ გაქვს!
-ეგ იმიტომ, რომ სიყვარულის ელექ დამალევინე!
-სისულელეა. ხომ გითხარი, არა-მეთქი?
-აბა, რა უყავი?
-მერე გეტყვი.
-იცი, თბილი საწოლი მეც მაქვს.


პოლიციის სადგურიდან სასტუმრომდე გზა ფეხით გავიარეთ. ჩემი ხელი მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული. ბევრს ლაპარაკობდა, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე. წარსული ელენეს ეხებოდა, აწმყო მას, მომავალი კი - ჩვენ.
მართალია, მოკლევადიანი მომავალი იყო - მაგალითად, გზიდან სასტუმრომდე, სასტუმროს ფოიედან საწოლამდრ, საწოლიდან აბაზანამდე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ეს მოკლე მომავალი უფრო მხიბლავდა.
ყოფილი სიყვარულის გახსენებამ მასზე ზუსრად ისე იმოქმედა, როგორც ჩემ სურვილში ჩამეფიქრებინა. ის უბრალოდ რაღაცებს მიხვდა.
იქნებ სანტამ იმაზე კარგად გაიგო ჩემი სურვილი, ვიდრე მე ვთქვი? იქნებ ის ირაკლის არა მხოლოდ ელენეს დავიწყებაში, არამედ საკუთარი თავის გახსენებაშიც დაეხმარა?
ამაზე ბევრს აღარ ვფიქრობდი. ყოველთვის შესაძლოა ეჭვის გამონახვა ურთიერთობაში. ბედნიერებას აუცილებლად ვუპოვით ხინჯს, თუ მოვინდომებთ, მაგრამ მთავარია რა გსურს და ვისთვის.
ირაკლის აღარ უკითხავს, თუ რა ვუყავი სიყვარულის ელექსირს,რადგან აღარ მოგვიცლია ამაზე სასაუბროდ და, რა თქმა უნდა, არც სჯეროდა ამ ამბის, მაგრამ რომ ეკითხა, ალბათ ვეტყოდი, რომ პოლიციის ფოიეში მომლოდინემ, ელექ თავად დავლიე.



მოგესალმებით,

მინდა ორიოდ სიტყვით გაცნობოთ, რომ ეს საახალწლო ისტორია იდეურ ბმაშია ჩემს წინა საახალწლო ისტორიასთან, რომლის სახელიც არის "შაქრის მამიკო".
ამ ისტორიის გმირი, ისევე, როგორც "შაქრის მამიკოსი", აღმოჩნდება საახალწლო, დაუგეგმავ და სრულიად დაუჯერებელ, ჯადოსნურ ორომტრიალში, სადაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მისი საახალწლო სურვილი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ისტორია არის სრულიად დამოუკიდებელი "შაქრის მამიკოსაგან" და მხოლოდ იდეური კავშირისა და მსგავსი სიუჟეტის გამო არის მითითებული მეორე სათაური, წინა ისტორიის გმირების ამბავი აქ არ გაგრძელდება.

იმედი მაქვს, ისიამოვნებთ.
"შაქრის მამიკო" საიტზე აღარ დევს, რადგანაც ისტორიების ნაწილი ჩემი პირადი გვერდის გასააქტიურებლად გადავიტანე, თუმცა მისი მოძებნა "გუგლის" საშუალებით მარტივად შეგიძლიათ, სახელის დაგუგვლით.

სიყვარულით,
ალისა.







№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს ისტორია ბლოგზე რომ ატვირთე ჯერ მაშინ ვეტაკე ეგრევე მაგრამ კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე♥️
ახლა ისე გამიხარდა ამის შესაძლებლობა რომ მაქვს ვერ წარმოიდგენ♥️
შენი ჯადოსნობა და მაგია იმდენად მითრევს და იმდენად მიყვარს სიტყვებით ალბათ ვერ გადმოვცემ♥️

აი ისეთ სტიმულს მაძლევ რომ მჯეროდეს საოცრებების♥️

განწყობა ამინაღლე სასწაულად♥️
და ეს ამ უნიკალური ისტორიის დამსახურებაა♥️♥️
როგორი ტკბილი თბილი და სიგიჟე იყო♥️♥️ აი შენებური რა♥️

მიხარია რომ დაბრუნდი ასე უეცრად და ასე ტკბილად♥️♥️♥️

ყოველთვის მიხარიხარ♥️

რაც შეეხება ,,პერსონაჟებს" იმდენად ახლოს მოიტანე ჩვენთან რომ არ ვიცოდე გამოგონილია რეალური მეგონებოდა♥️
და მიხარია რომ ყველა ხუმრობაში და ტკბილიბაში რაღაც ძლიერს და ემოციურს დებ♥️

მადლობა კარამელო ასეთი კარგი ისტორიის შექმნისთვის♥️♥️♥️

და ისევ გელოდები სიგიჟეებით დაგვიბრუნდი რა როგორც იცი ხოლმე♥️

 


მემგონი ძალიან მეძინება და მელანდება რასაც ვხედავ. დილით შემოვირბენ და შევამოწმებ. თუ არ მელანდები იცოდე რომ უსაზღვროდ გამახარე და გყვარობ❤

 


№3  offline წევრი goddess

პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს <3 ისე გამიხარდა შენი ისტორიის ხილვა რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 ძალიან კარგი იყო, რაც მთავარია შენებური გიჟური და სასიამოვნო ♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ვფიქრობ ბოლოში უფრო მეტი განვრცომა კარგი იქნებოდა

 


№5 სტუმარი Dakarguli

როგორ მომენატრა ალისა ♡♡♡
შაქრის მამიკო,როგორ მიყვარს... წავიკითხავ და მერე ამ ნაწილზეც დავწერ ♥︎♥︎♥︎

 


№6  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7  offline წევრი duchi_duchi

ახლა მოვრჩი კითხვას სასწაული იყო.ირაკლი შემიყვარდა ძალიან❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანანასკა

შენს პირად ბლოგს რატომ ვეღარ ვპოულობ, ალისა? აღარ იგუგლება :/

 


№9  offline წევრი სიბილა

kissing_heart kissing_heart აქაც გაქებთ გოგონი)))

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკოთაკო

ძალიან მომეწონა... ძალიან

 


№11  offline წევრი Maia G.

პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ❤ბლოგზე ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა და აქ მოგესიყვარულები❤ძალიან მომეწონა და ზოგადად ყველა შენი ისტორია მიყვარს."ჯადოქრების"დედოფალი ტყუილად არ გქვია❤შენეული მაგიასთან არეული იუმორი ხომ ყველაზე სასიამოვნო ემოციებს მგვრის❤❤ გელი ახალი ისტორიით❤❤❤

 


№12 სტუმარი ტაისა

ვაიმე დავფრინავ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
ეს ისტორია ბლოგზე რომ ატვირთე ჯერ მაშინ ვეტაკე ეგრევე მაგრამ კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე♥️
ახლა ისე გამიხარდა ამის შესაძლებლობა რომ მაქვს ვერ წარმოიდგენ♥️
შენი ჯადოსნობა და მაგია იმდენად მითრევს და იმდენად მიყვარს სიტყვებით ალბათ ვერ გადმოვცემ♥️

აი ისეთ სტიმულს მაძლევ რომ მჯეროდეს საოცრებების♥️

განწყობა ამინაღლე სასწაულად♥️
და ეს ამ უნიკალური ისტორიის დამსახურებაა♥️♥️
როგორი ტკბილი თბილი და სიგიჟე იყო♥️♥️ აი შენებური რა♥️

მიხარია რომ დაბრუნდი ასე უეცრად და ასე ტკბილად♥️♥️♥️

ყოველთვის მიხარიხარ♥️

რაც შეეხება ,,პერსონაჟებს" იმდენად ახლოს მოიტანე ჩვენთან რომ არ ვიცოდე გამოგონილია რეალური მეგონებოდა♥️
და მიხარია რომ ყველა ხუმრობაში და ტკბილიბაში რაღაც ძლიერს და ემოციურს დებ♥️

მადლობა კარამელო ასეთი კარგი ისტორიის შექმნისთვის♥️♥️♥️

და ისევ გელოდები სიგიჟეებით დაგვიბრუნდი რა როგორც იცი ხოლმე♥️


ტკბილო, როგორ მომნატრებია შენი კომენტარები, მეც ძალიან მიხარია, რომ მოგეცა საშუალება შენებური უტკბესი რამეების დაწერისა❤️
დიდი მადლიბა შენ, ასე რომ მანებივრებ ❤️

რუსკიმარუსია
მემგონი ძალიან მეძინება და მელანდება რასაც ვხედავ. დილით შემოვირბენ და შევამოწმებ. თუ არ მელანდები იცოდე რომ უსაზღვროდ გამახარე და გყვარობ❤

ნოუუ ნოუუ არ გელანდება ჩემო მარუსი❤️ მომენატრე და გელი ;დ ❤️

goddess
პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს <3 ისე გამიხარდა შენი ისტორიის ხილვა რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 ძალიან კარგი იყო, რაც მთავარია შენებური გიჟური და სასიამოვნო ♥️♥️♥️

უდიდესი მადლობა ❤️ ძალიან მეხმარება ასეთი კომენტარები ❤️

სტუმარი მარი
ვფიქრობ ბოლოში უფრო მეტი განვრცომა კარგი იქნებოდა

კიი, ეტყობა ისტორიას, რომ მე თვითონაც მეტის დაწერა მინდოდა :/ მაგრამ ძალიან ვერ გავწელავდი, ბევრი მიზეზის გამო❤️

Dakarguli
როგორ მომენატრა ალისა ♡♡♡
შაქრის მამიკო,როგორ მიყვარს... წავიკითხავ და მერე ამ ნაწილზეც დავწერ ♥︎♥︎♥︎

ალისასაც ძალიან რომ მოენატრე?
❤️❤️❤️

პენელოპე
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ნახეთ, ვინ მოსულა :O ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

duchi_duchi
ახლა მოვრჩი კითხვას სასწაული იყო.ირაკლი შემიყვარდა ძალიან❤️

ძალიან დიდი მადლობა ❤️
გაცილებით მეტ დროს დავუთმობდი ამ პერსონაჟს, მაგრამ დრო არ მელოდა ❤️

სტუმარი ანანასკა
შენს პირად ბლოგს რატომ ვეღარ ვპოულობ, ალისა? აღარ იგუგლება :/

უი, რას ამბობ:( გუგლიდან ბევრი გადმოდის არადა :(
თუ მოახერხებ, ფბ-ზე დამიკავშირდი და მოგაწვდი ლინკს ❤️

სოფიო-სოფიო
ალისაა რა ჯადოქარი გოგო ხარ შენ ????❤️ საიდუმლოდ გაგიმხელ რასაც მეც გვიან მივხვდი ???? ყოველი შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ შენს ფეისბუქ გვერდზე გადმოვდივარ და ვეძებ პერსონაჟებს იმდენად რეალურები არიან ან მე მინდა იყვნენ ???? აბა სხვაგან სად ვეძებო არ ვიცი და ????‍♀️ ❤️

როგორ მიყვარს, ასე რომ მეძახის ჩემი უსაყვარლესი მკითხველი <3

ეგ არ ვიცოდი, კარგია, რომ მითხარი, იქნებ მართლაც არიან?
მაგალითად, ირაკლის პერსონაჟი ისე ნათლად მყავს გონებაში, მეც მგონია, რომ არსებობს :დდ აი, ხალი სად აქვს და თმა როგორ ტალღაზე აქვს დაყენებული, ეგეც კი ვიცი :დდ

სიბილა
kissing_heart kissing_heart აქაც გაქებთ გოგონი)))

ძალიან მახარებ ❤️❤️❤️

სტუმარი თაკოთაკო
ძალიან მომეწონა... ძალიან

უდიდესი მადლობა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს❤️

Maia G.
პირველ რიგში ახალ წელს გილოცავ❤ბლოგზე ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა და აქ მოგესიყვარულები❤ძალიან მომეწონა და ზოგადად ყველა შენი ისტორია მიყვარს."ჯადოქრების"დედოფალი ტყუილად არ გქვია❤შენეული მაგიასთან არეული იუმორი ხომ ყველაზე სასიამოვნო ემოციებს მგვრის❤❤ გელი ახალი ისტორიით❤❤❤

როგორ ამავსე კომპლიმენტებით, გავიბადრე ❤️ ძალიან დიდი მადლობა ❤️

ტაისა
ვაიმე დავფრინავ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მეც - თქვენ გამო❤️

 


№14  offline წევრი შამხათი

როგორ მიყვარს შენი საოცარი და ჯადოსნური ისტორიები♥️

 


№15 სტუმარი მარო

ვაიმეეეეე ალისაააა არ გადავფსიხდეეეეეეეეეეე როგორ მომენატრაა შენიი ისტორიეებიიიიიი????????????????????????????????????

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამხათი
როგორ მიყვარს შენი საოცარი და ჯადოსნური ისტორიები♥️

სად დამეკარგე გოგონი? ძალიან გვიყვარხარ მეც და ჩემ ფანტაზიასაც ❤️

მარო
ვაიმეეეეე ალისაააა არ გადავფსიხდეეეეეეეეეეე როგორ მომენატრაა შენიი ისტორიეებიიიიიი????????????????????????????????????

უჰ, მიხარია ეგ ძალიან❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი რუსკიმარუსია

შობას გილოცავ ❤ და ბოდიში ცოტა დამაგვიანდა.
უკვე გითხარი მგონი შენი მუზის და ფანტაზიის ფანი რომ ვარ და რომ სასწაული გოგო ხარ❤ აბა ისე ეგეთ ამბებს ვერ უნდა იფიქრებდე❤
იცი მე რა გავაკეთე? მაილი შევამოწმე იქნებ მეც მაქვს რალფისგან წერილი-თქო და ცოტა გავწბილდი :) სანტასაც კი ველოდებოდი :) ❤ მიყვარს შენი გმირები თავიანთი უცნაური იუმორით❤
"სახლს ადამიანები ათბობენ და არა საწვავი" ❤ ასეთი ტკბილი ბებოს მიტოვება შეიძლება? ლეა მშობლებზე გავბრაზდი და ლეას ძმაც შემეცოდა მაგათ ხელში. ლეამ თითქოს თავს უშველაბდა მათგან გაიქცა და ის საწყალი ვერასდროს დააღწევს თავს დედიკოს და მამიკოს. ერთი სანტა მოგვიანებით მასაც გაუგზავნე, გაახალისებს. :)
ელეანორა - ლამაზი სახალია❤

ალის, შენი ყოველი გამოჩენა მახარებს❤ ისევ აქ ვარ და დაველოდები მორიგ ჯადოქრობას❤❤❤
შემდეგამდე❤

 


№18  offline წევრი ირო

ვაუ ეს იყო საოცრება,სასიამოვნო,სახალისო ბედნიერება გულს რომ გაათბობს და თან გაახალისებს.ლეას რამხელა დარტყმა აქვს მიყენებული მშიბლებისგან.რამდენ ადამიანს უწამლავენ ბავშვობას ნანატრი ვაჟის გაჩენის მერე,თითქოს გოგო შვილი არაა ითრგუნება და ჩნდება კომპლექსები.ძლიერი დედაა ეკატერინე.
გამახარე ალისას შენი გამოჩენით.

 


№19 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია.საოცარი იყო ეს სანტას ამბები.ირაკლიც მომწონდა თავიდანვე და გაამართლა კიდეც.ძალიან კარგი გამოვიდა

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
შობას გილოცავ ❤ და ბოდიში ცოტა დამაგვიანდა.
უკვე გითხარი მგონი შენი მუზის და ფანტაზიის ფანი რომ ვარ და რომ სასწაული გოგო ხარ❤ აბა ისე ეგეთ ამბებს ვერ უნდა იფიქრებდე❤
იცი მე რა გავაკეთე? მაილი შევამოწმე იქნებ მეც მაქვს რალფისგან წერილი-თქო და ცოტა გავწბილდი :) სანტასაც კი ველოდებოდი :) ❤ მიყვარს შენი გმირები თავიანთი უცნაური იუმორით❤
"სახლს ადამიანები ათბობენ და არა საწვავი" ❤ ასეთი ტკბილი ბებოს მიტოვება შეიძლება? ლეა მშობლებზე გავბრაზდი და ლეას ძმაც შემეცოდა მაგათ ხელში. ლეამ თითქოს თავს უშველაბდა მათგან გაიქცა და ის საწყალი ვერასდროს დააღწევს თავს დედიკოს და მამიკოს. ერთი სანტა მოგვიანებით მასაც გაუგზავნე, გაახალისებს. :)
ელეანორა - ლამაზი სახალია❤

ალის, შენი ყოველი გამოჩენა მახარებს❤ ისევ აქ ვარ და დაველოდები მორიგ ჯადოქრობას❤❤❤
შემდეგამდე❤

მარუსი, ძაან რომ მიყვარს შენი კომენტარები❤️ სულ მატკბობ და მადიდგულებ, დიდი მადლობა ამისთვის❤️

ირო
ვაუ ეს იყო საოცრება,სასიამოვნო,სახალისო ბედნიერება გულს რომ გაათბობს და თან გაახალისებს.ლეას რამხელა დარტყმა აქვს მიყენებული მშიბლებისგან.რამდენ ადამიანს უწამლავენ ბავშვობას ნანატრი ვაჟის გაჩენის მერე,თითქოს გოგო შვილი არაა ითრგუნება და ჩნდება კომპლექსები.ძლიერი დედაა ეკატერინე.
გამახარე ალისას შენი გამოჩენით.

ძალიან მიხარია, რომ ასე გაგახალისე ამ ისტორიით ❤️

სტუმარი თამო
ძალიან კარგია.საოცარი იყო ეს სანტას ამბები.ირაკლიც მომწონდა თავიდანვე და გაამართლა კიდეც.ძალიან კარგი გამოვიდა

დიდი მადლობა❤️ ირაკლიკო კარგი გვყავს ნამდვილად ❤️

 


№21 სტუმარი Xato

Sayvareli xar anushki

 


№22  offline წევრი ფუმფულა❤️

რამდენიხანი ველოდედა როგორციქნა წავიკითხე❤️❤️❤️ მიყვარს ეს ისტორია უკვე❤️❤️ და მიყვარს მწერლის ფანტაზია რომელმაც ეს შექმნა❤️❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

ფუმფულა❤️
რამდენიხანი ველოდედა როგორციქნა წავიკითხე❤️❤️❤️ მიყვარს ეს ისტორია უკვე❤️❤️ და მიყვარს მწერლის ფანტაზია რომელმაც ეს შექმნა❤️❤️

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№24  offline წევრი დელირიუმი

ორი დღის წინ წავიკითხე გუგლში და ახლა რომ დავინახე აქაც მეთქი კომენტარს დავუტოვებთქო.......❤❤
1 ნაწილზე ხო ვაფრენ მარააააა მეორეც არ აკლებს❤ ძალიანმიყვარს შენი ყველა ისტორია.. რაღაცნაირი განსხვავებულია

რაც მთავარია კარგად წერ და მკითხველისთვისაც სასიამოვნოა მისი კითხვა❤❤❤

ძალიან ძალიან კარგი ხარ❤❤

 


№25  offline ახალბედა მწერალი Alice76

დელირიუმი
ორი დღის წინ წავიკითხე გუგლში და ახლა რომ დავინახე აქაც მეთქი კომენტარს დავუტოვებთქო.......❤❤
1 ნაწილზე ხო ვაფრენ მარააააა მეორეც არ აკლებს❤ ძალიანმიყვარს შენი ყველა ისტორია.. რაღაცნაირი განსხვავებულია

რაც მთავარია კარგად წერ და მკითხველისთვისაც სასიამოვნოა მისი კითხვა❤❤❤

ძალიან ძალიან კარგი ხარ❤❤

როგორი დადებითი ემოციებით ამავსე ❤️ ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Maybilline

ალისა, ისე მენატრებოდი. heart_eyes
უბევრესი სამეცადინოს გამო საიტს თვალს ვეღარ ვადევნებ, მიუხედავად ამისა არ არსებობს თვე რომელიც "ხახვი და ლუდი"-ს გარეშე გავიდა, რაღაც განტვირთვასავით მაქვს რა ;დ
ამ ისტორიასაც ამდენი დღის დაგვიანებით ვკითხულობ. sorry for that. შენი დიდსულოვნების იმედი მაქვს, ვიცი მაპატიებ. relieved
ბევრი ჯადოქრობა 2021-ში. heart_eyes
XXXmaybilline

 


№27 სტუმარი სტუმარი nancho

ჩემი საუკეთესო სანტას დედოფალი ხარ შენ.მიყვარხარ დიდ ბავშვს რომ მაბრუნებ პატარა ბავშვობაში.

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი Maybilline
ალისა, ისე მენატრებოდი. heart_eyes
უბევრესი სამეცადინოს გამო საიტს თვალს ვეღარ ვადევნებ, მიუხედავად ამისა არ არსებობს თვე რომელიც "ხახვი და ლუდი"-ს გარეშე გავიდა, რაღაც განტვირთვასავით მაქვს რა ;დ
ამ ისტორიასაც ამდენი დღის დაგვიანებით ვკითხულობ. sorry for that. შენი დიდსულოვნების იმედი მაქვს, ვიცი მაპატიებ. relieved
ბევრი ჯადოქრობა 2021-ში. heart_eyes
XXXmaybilline

ვუიმე, შენ ისეთი საყვარელი და მონატრებული ხარ, რას არ მოგიტევებ, ჰა? ❤️❤️❤️

სტუმარი nancho
ჩემი საუკეთესო სანტას დედოფალი ხარ შენ.მიყვარხარ დიდ ბავშვს რომ მაბრუნებ პატარა ბავშვობაში.

საუკეთესო შეფასებაა ❤️ თავადაც სწორედ ეგ მიყვარს, დიიდი მადლობა❤️

 


№29  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№30  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ალისა სად დაიკარგე? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent