შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მოხვალ (სრულად)


6-01-2021, 03:15
ავტორი ტესსა
ნანახია 11 307

-მია მზად ხარ?
მეკითხება აჩი. შობის ღამეა, ჩვენ კი კულისებში ვდგავართ და ვლოცულობთ, რომ ჩვენიგამოსვლა წარმატებული იყოს, რადგან ეს კონკურსი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიცოცხლეზე მეტიც კია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. აქამდე საერთოდ როდის ანროგორ მოვედით? ეს ის დღეა რასაც მთელი ცხოვრება ველოდი. ის მიღიმის, მე კი ერთიანადვკანკალებ. გული არაფრით მიწყნარდება. ნუთუ ეს მართლა ხდება? რატომ მგონია რომ ახლაცსადაცაა უნდა გამომეღვიძოს? თურმე ტყუილად არ უთქვამთ შობის ღამეს სასწაულებიხდებაო! ეს ყველაზე ემოციური შობა იყო მთელი ჩემი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში!
-არ ვიცი...აჩი თუ გადავვარდები ხომ დამიჭერ?
ჩემს წითელ კაბაზე ვიხედები და ყოველ ორ წუთში ერთხელ ნერვულად ვისწორებ. ვკანკალებ, სხეულსვერ ვიმორჩილებ და არც კი ვიცი ეს უბრალოდ ჩემი სცენის შიშის გამო და ბოლოს მომხდარიინციდენტის გამოა თუ იმის გამო რომ ცოტაც, სულ ცოტაც და ჩემი ამდენი ხნის ნანატრიოცნება ახდება და მე მასთან ერთად ვიცეკვებ. ვინ წარმოიდგენდა?
-მია რას სულელობ?
სიბნელეა თუმცა მაინც ვხედავ როგორ ეცინება ყურებამდე. ეს სიცილი...
-არ ვიცი...მემგონი პანიკური შეტევა მეწყება.
თავს ვხრი. ნელა მიახლოვდება და ხელებს მხრებზე ნაზად მხვევს.
-ყველაფერი კარგად იქნება...
-ხო?
-დიახ! როდის არ იყო რო?
ისევ ჩამჭრელი კითხვა! ყოველთვის ამას რატომ აკეთებს?როდის არ იყო? როდის და მთელიცხოვრება! ვხურვარ, სადაცაა ჩემს შიგნით არსებული ვულკანი ამოხეთქავს, სადაცააყველაფერს მივახლი! მეტი აღარ შემიძლია...
-აჩი...რატომ? რატომ მეცეკვე?
-რას გულისხმობ?
თავს აქნევს ვითომ და ფიქრობს...
-ძალიან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ...
მისი ეს საქციელი ჩემთვის უკვე იმდენად ნაცნობია წამითაც არ მეპარება ეჭვი რომ რა თქმაუნდა აფერისტობს. მღელვარება იმატებს, ჰაერი ზედმეტად იმუხტება...ღმერთო, უკვე მინდაკიდეც სცენაზე მალე გავიდეთ...
-ამაზე ცეკვის შემდეგ ვილაპარაკებთ!
მეუბნება და შუბლზე მკოცნის. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რაზე გვაქვს სალაპარაკო? ამდენიმღელვარებისგან მუცელში უცნაურ შეგრძნებას ვგრძნობ. სულ მალე წამყვანის ხმაც ისმის. მედა აჩი ერთნაირად ვინაბებით.
-და ახლა თქვენს წინაშე არიან მია აბაშიძე და აჩი ცნობილაძე ცეცხლოვანიტანგოთი “La Cumparsita” ანსამბლი “ყმაწვილები”, ქორეოგრაფი ქალბატონი რუსუდან ბერიძე!
-გაიხსენე რას გვეუბნებოდა რუსკა მასწავლებელი და ისიც თუ რატომ აგვირჩია მე და შენ მია! სცენაზე ცეცხლი უნდა დავანთოთ!
-სცენაზე ცეცხლი უნდა დავანთოთ!
ვიმეორებ მის სიტყვებს და ღრმად ვსუნთქავ. ყველაფერი კარგად იქნება...ყველაფერი კარგადიქნება...ვუმეორებ ჩემს თავს.უბრალოდ დინებას მიყევი, შენი გრძნობები გამოუშვი, ეს ხომამდენი ხანი გინდოდა...გაიხსენე რამდენჯერ დაცემულხარ, შემდეგ ისევ შენითწამომდგარხარ ფეხზე და ცდა გაგიგრძელებია მხოლოდ იმიტომ რომ ეს დღე დამდგარიყო, რამდენჯერ გიცდია, თავი არ დაგიზოგავს, არაფრით დაგიზოგავს...შენ ეს ნამდვილადდაიმსახურე! მოძრაობებს მიენდე, შენს თავს, აჩის მიენდე...მალე სცენაზე შუქი ქრება. მე დააჩი გავდივართ ხელებს ერთმანეთს ვხვევთ. მახსენდება თავიდან როგორ მიჭირდა ამყველაფრის ყოველ დღე ასჯერ გამეორება, მახსენდება მისი ის სიტყვები რომლებიც ორიწუთის წინ მითხრა: “ ამაზე ცეკვის მერე ვილაპარაკებთ”...მახსენდება ის დღე როდესაცსტუდიაში პირველად მომიყვანა დედამ...მალევე შუქი ჩვენზე ინაცვლებს და ძლიერი ჰანგებისხმაც უკვე ისმის, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება, როგორც ჩემი მისდამი გრძნობა ამწლების განმავლობაში. ჩემი ის მღელვარება, რომელიც ცოტა ხნის წინ მჭამდა და მოსვენებასარ მაძლევდა ახლა რაღაც ახალი და უფრო მგზნებარე, ცეცხლოვანი ანაცვლებს. გახშირებულსუნთქვას ვიწყებ და მასთან ისე ახლოს ვარ, მგონია სადაცაა მოვკვდები. განა პირველად? თუმცა ეს სულ სხვაა. მერე ვდუნდები, უბრალოდ ჩემს გრძნობებს ვენდობი. რამდენჯერ...განარამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი ცეკვა დიდ სცენაზე, თუმცა ჩემს წარმოდგენებში ის უფრონაზი და ლივლივა იყო როგორც ვალსი...და ეს აღარაა უბრალოდ ცეკვა...ეს მართლაც რაღაცგანსხვავებულია! ჩვენ მართლაც დავანთეთ სცენაზე ცეცხლი! რუსკა მასწავლებელი არცდებოდა ამ მაგიას რომ გრძნობდა ჩვენს შორის. “რამდენი მოცეკვავე წყვილი აღარმინახავს” _ამბობდა ის_ “თუმცა თქვენ? არ ვიცი ბავშვებო სასწაული ხართ!”. ეს სიტყვებიყოველთვის იმედს მისახავდა. რამდენჯერ გაუღრმავებია უკვე სადღაც გულის კუნჭულშიმარტოდმარტოდ მინაბული რწმენა, რუსკა მასწავლებელს...რწმენა იმისი რომ მისთვის ჩემიარსებობა არ იყო უბრალო...და ეს ჩემი ილუზიებიც არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემიმდიდარი ფანტაზიის ნაყოფი.



***

დიდების ანსამბლში გადასვლა ჩემი ოცნება იყო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. პირველ ცდაზე რუსკა მასწავლებელმა მე არ ამირჩია. მახსოვს სახლში მისული როგორვტიროდი და დედაჩემი და ტასო თავთან როგორ მესხდნენ და მაწყნარებდნენ. აჩი ცხრაწლიდან, აი იმდღიდან რაც დედამ ცეკვაზე პირველად მომიყვანა ჩემი გატაცება იყო. ჩემზეერთი წლით დიდი იყო, თითქოს ასე პირდაპირ ჩემს თვალწინ იზრდებოდა! მე კი მას შიშითვერასდროს ვეკარებოდი. ბევრჯელ, ძალიან ბევრჯელ მგონებია რომ ის უბრალოდ ჩემიწარმოსახვა იყო და მეტი არაფერი. ილუზია რომელიც მხოლოდ ღამით სიზმრებში მოდის დადილით როდესაც იღვიძებ ისევ გაიძულებს რომ დღე ახლიდან დაიწყო, ახლიდანმარიონეტივით ისევ ადგე და ჭამო, იმეცადინო, დრო ოჯახთან ერთად გაატარო, ცეკვისრეპეტიციებზე შენს “ილუზიას” ისევ შორიდან უცქირო და დღის ბოლოს როდესაც დაქანცულისაწოლში დაეგდები ისევ შემოუშვა შენი ტკბილი ძილის მორევში. ასე როდესაც წლებისგანმავლობაში გრძელდება, შენც როგორღაც ამ ყოველივეს ეჩვევი. შენთვის თითქოსსულერთიც კი ხდება რომ ამ ყველაფერთან ერთად გიწევს ცხოვრება. ის ტკივილი რომელსაცგანიცდი და არც არსად ქრება თითქოს მოგწონს კიდეც, თითქოს აღარც გინდა რომ გაქრეს. ისუბრალოდ შენში იდებს ბინას...

მამას ყოველთვის სურდა მოცეკვავე გოგონა ჰყოლოდა თურმე. ექვსი წლის ვიყავი ავარიაშირომ დავკარგე. მისი ეს სურვილი აუხდენელი დარჩა, ვერ მიხილა დიდ სცენაზე. მართალიამაშინ ზედმეტად პატარა ვიყავი ყოველივეს გასააზრებლად, თუმცა მამის დანაპირებისშესრულების სურვილი არ მინელდებოდა, გულში ღრმად მქონდა გამჯდარი და აბა მაშინ რავიცოდი რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ სტუდიაში დამხვდებოდა...ამ ყველაფრის გარეშესუნთქვაც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ახლა. ვიცი მამა ჩემით იამაყებდა. ის წამიროდესაც პირველად დავინახე აჩი, ჩემს გონებას არასდროს გამომშვიდობებია. პატარაბავშვური ჭკუით იმ წამიდანვე ჩავიციკლე მასზე...ავადმყოფურად. თხუთმეტი წლის ასაკშიმეგონა რაიმე დაავადება მჭირდა. ამაზე სერიოულად დავიწყე ფიქრი. ფაქტიურად ვერგეყვარება ის ადამიანი, რომელთანაც დიალოგიც კი არ გქონია, არა? და თუ ეს ყოველივესიყვარული არ არის აბა რა არის? ვფიქრობდი და ბევრი ფიქრის მერე დავასკვენი რომ მედაავადება მჭირდა. არა, ამ დასკვნის გამოტანაში რომ ვაღიარო ტასო ჩაერია. ტასო ჩემისაუკეთესო მეგობარია, ერთად გავიზარდეთ და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. ბევრი ცუდი და კარგი დღე გამოგვივლია. მახსოვს ერთ დღესაც, როდესაც ამდენი ხნის მერეცისევ ვახსენე “ჩემი გმირი”, მითხრა რომ ექიმთან წავსულიყავი და ანალიზები გამეკეთებინა, განსაკუთრებით ტვინის ნაწილი შეიმოწმე, თორემ უკვე მართლა სერიოზულად მგონია რომ ეგბიჭი შენი გამოგონილიაო. ტასოსგან ეს სარკასტულობა ნამდვილად არავის გაუკვირდებოდაბავშვობიდან, პირიქით ამის გარეშე ხომ ის ტასო ტასო არ იქნებოდა, რომელიც თავისი მწარეხუმრობებით ხასიათს ყველას უშხამავდა, თუმცა რეალურად სწორედ ამ თვისების გამო იყო ისყველასთვის საყვარელი და განსაკუთრებული. მისი “ვიხუმრეს” უკან რაღაც სიმართლისნასახი აუცილებლად სულ იყო ხოლმე, უბრალოდ მისი ეს სიტყვები გულზე ისე საშინლადმომხვდა რომ გავბრაზდი. მაგრამ მასზე არა, მე ჩემს თავზე გავბრაზდი.

-მია ბოლოს რამე შენი თავისთვის როდის გააკეთე?
მკითხა, როდესაც პატარა წვეულების მერე ცეკვისგან დაღლილები და ნასვამები ჩემსლოგინზე დავენარცხეთ, მე კიდევ ტირილი და მოთქმა დავიწყე, ბოლოს კი როგორც მჩვევიაგეგმების დასახვას შევუდექი.

-რას გულისხმობ?

კითხვითვე ვუპასუხე ტასოს.

-რას ვგულისხმობ? მია ეგ ბიჭი არც კი გიცნობს შენ კიდევ დგახარ და მის საყვარელ ფილმებსდღიურში ინიშნავ, იმ იმედით რომ ერთ დღეს ერთად უყურებთ...განა ეს სიგიჟე არაა?

როცა დავფიქრდი ტასოს სიტყვების სინამდვილე გავითავისე. დავიჟინე რომ ამყველაფრისთვის უკვე საკმარისად გაზრდილი ვიყავი და

იმ დღიდან მკაცრად გადავწყვიტე რომ აჩიზე დაკვირვებას შევწყვეტდი, მიუხედავად იმისარომ მე უკვე ვიცოდი მისი ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი, დაბადების თარიღი დაყოფილების სია...ღმერთო როგორ მაღიზიანებდნენ ეგ გრძელ ფეხება ალქაჯები, მონაცვლეობით რომ აკითხავდნენ აჩის რეპეტიციებზე. თავიდან ჩვენ ერთ ჯგუფში ვიყავით. როდესაც ის გადავიდა და დააწინაურეს ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავის სახელით, ყველაზეეგოისტი მაგ დღეს გავხდი და ოდნავადაც არ გამხარებია. ის ფაქტი რომ სიხარულით აღარდაველოდებოდი ყოველ შაბათ-კვირა ხუთი საათის მოსვლას რომ ის მენახა, მთრგუნავდა. ცოტა ხანს დეპრესიაში ჩავვარდი. არა ხოტა ხანს არა, ამან რამოდენიმე თვე გასტანა. ხშირადვაცდენდი კიდევ ცეკვებს, სწავლასაც საგრძნობლად მოვუკელი. ბავშვები კვირაში ორჯელმაინც მაკითხავდნენ და ჩემთან სასუსნავები და ლუდი ამოჰქონდათ, მერე ერთად ფილმებსჩავუჯდებოდით ხოლმე. ასეთი საღამოების ბოლოს, როდესაც სასმელი გახსნიდა, ტასოყოველთვის მღეროდა, ამის მერე ყველა თავის გასაჭირზე იწყებდა მოყოლას, მე კი ვიყავიჩუმად, ანდაც რა მეთქვა? როგორ მოვდავებოდი საუკეთესო მეგობარს იმის გამო რომ ჩემი არესმოდა, როდესაც ამას მეთვითონაც ვერ ვახერხებდი? მერე ისევ ჩვენმა ძვირფასმა ფერიანათლია რუსკამ თავისი ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და შერჩევა გამოაცხადა. მივხვდი რომ ასეუაზროდ ჯდომა და ქვითინი არაფერს შეცვლიდა და მოქმედებაზე უნდა გადავსულიყავი. ესჩემი შანსი იყო. მეცადინეობა დავიწყე იმისათვის რომ მეც მის ჯგუფში გადავსულიყავი. მახსოვს როგორ ვათენებდი ღამეებს და ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლიც ნელ-ნელა სიმაღლეში როგორ იზრდებოდა ჩემს იმედებთან ერთად. პირველ ცდაზე რუსკასგანუარი რომ მივიღე, ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. გადავწყვიტე რომ ამდენი შრომასაერთოდ არ დამიფასდა და ყველაფერი ამაო იყო. ტასო რაღაც საკითხში ნამდვილადცდებოდა. ეს მხოლოდ აჩის ჯგუფში მოხვედრის სურვილი არ იყო, მე თავი საშინლადდამცირებულად ვიგრძენი როდესაც რუსკასგან უარი მივიღე, თუმცა შემდეგ როდესაც ჩემიმეტოქეების შესრულება ვნახე, მის სამართლიანობაში ეჭვი ვეღარ შევიტანე. უკეთესად უნდამეცადა, უფრო მეტად უნდა მომენდომებინა, იმაზე მეტად ამბიციური უნდა გავმხდარიყავივიდრე ვიყავი! ჩვიდმეტი წლის იუბილეზე რუსკამ საჩუქარი გამიკეთა და დამაწინაურა. ეგდღე მეგობრებთან ერთად ავღნიშნე. მაგრამ რადგან ახლა მის ჯგუფში ვიქნებოდი ესარაფერს ნიშნავდა. ეს ყველაფერიც უშედეგო გამოდგა, ყველაფერი ისევ ისე იყო...უაზროდ, უფერულად...ოდნავი ნიშანიც კი რომ შემემჩნია აჩისგან, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მაინც რომგადმოედგა ჩემსკენ...თუმცა ყოველი იმედის ჩასახვისგან, რაც ფაქტიურად არაფრისგანმესახებოდა, გული უფრო საშინლად მტკიოდა ხოლმე ვიდრე წინა ჯერზე როდესაც სხვასთანვხედავდი. ზოგჯერ ვხედავდი როგორ ეხვეოდა და კოცნიდა, ანდაც ხელიხელ ჩაკიდებულიროგორ მიუყვებოდა ბულვარს...მე კი მესამე შობას ავღნიშნავდი იმაზე ოცნებაში რომ მასთანერთად ვიცეკვებდი. ეს სურვილი ვედრებად გადამექცა. ვედრებად, რომელსაც ყოველ ღამედაძინებამდე უფალს ვევედრებოდი...



***

და სულ რაღაც ორი თვით ადრე ამ დღემდე, როდესაც ყველა იმედი სამუდამოდ გამქრალიმქონდა, უბრალოდ ოცნებას ვაგრძელებდი. იმ ოცნებას რომელზეც ერთ დღესაც აუცილებლადდავწერდი...და ეს ყოველივე უბრალოდ დარჩებოდა არარსებულ კონკიას ზღაპრად! მეგონარომ დარბაზიდან ყველა წასული იყო ჩემი და რუსკა მასწავლებლის გარდა, რომელიც როგორცყოველთვის თავის სამუშაო ოთახში წასვლამდე ფუსფუსებდა, გადავწყვიტე რომ მთავარისცენის ფარდები ამეწია. ვუცოდი დასჯას ვერ ავცდებოდი, თუმცა რუსკას მე ყოველთვისგამსაკუთრებულად ვუყვარდი და ზუსტად ვიცოდი ცეკვას არ ჩამომართმევდა ამიტომგაბედულად ჩამოვქაჩე თოკს და დინამიკზე ჩემი ტელეფონი დავაკავშირე. საერთოდ მესმოდარას ჩავდიოდი? ყველაფერი ჩემი სისულელით დამემართა, მაგრამ ამას საერთოდ არვნანობდი. სრულიად დარწმუნებულმა იმაში რომ იქ ჩემს გარდა სხვა არავინ იყო, ჩემისაყვარელი სიმღერა “Royal bliss-Dreamer” ჩავრთე. ჩემ თავს ხომ სწორედ მასე ვუწოდებდი, როგორც მეოცნებეს ისეთ რაღაცეებზე, რაც არასოდეს მოხდებოდა. ხმას ავუწიე. ჰანგებიჰაერში ტკბილად და უდარდელად გაიჭრა, მე კი სიბნელეში ამაყად ავაბიჯე სცენაზე დამელოდიას ავყევი. უბრალოდ წარმოვიდგენდი ახლაც სწორედ ისე წარმოვიდგენდი, როგორცყოველ ღამე ძილის წინ თუ როგორ ვიდექით მე და აჩი ძალიან დიდ სცენაზე ერთად და როგორვუამბობდით ცეკვით ჩვენს სიყვარულზე ერთმანეთს. ხალხი კი, ხედავდა თუ როგორვგრძნობდით ერთმანეთის გულის ცემას...მოულოდნელად ჩემი გაქნეული ხელი ვიღაცასმოხვდა. შიშისგან წამოვიკივლე, თუმცა ჩემი ხმა დინამიკის ხმამ გადაფარა. მუსიკადამთავრდა და მერე თავისით ახლიდან ჩაირთო. სიბნელეში ვერ გავარჩიე ვინ იყო უცნობი. მერე კი უცებ, როგორც ფილმებში მთელი დარბაზი ერთიანად განათდა და აჩის ლამაზთვალებს პირდაპირ შევეჯახე! პირდაპირ დიდ სცენაზე მე და ის შემთხვევით აღმოვჩნდითჩემი საყვარელი სიმღერის ფონზე. უბრალოდ დავიწვი სირცხვილით, ეგ კი არა თავი დავიწვი, თავი! მერჩივნა უბრალოდ გავმქრალიყავი, მიწას ჩავეყლაპე იმ მომენტში...ეგ სიმღერა დაჩემი მოძრაობები ისე თითქოს ვინმეს ვეცეკვებოდი ხომ ყველაფერს ამბობდა არა? თითქმისყველაფერს...უბრალოდ სცენიდან გაქცევა და ტირილი მომინდა, რადგან ეს ყველაფერი არიყო ჩემი გამოგონილი ან არ იყო როგორც სიზმარში და ისე ვერ მოხდებოდა როგორც მემსურდა რომ მომხდარიყო ასე რომ არ ვიცოდი რა მექნა. უბრალოდ მინდოდა დავმალულიყავი. დავმალულიყავი მისი მწვანე თვალებისაგან, გამტკიცებული მზერისგან...მინდოდადავმალულიყავი რადგან ასე ახლოს ცხოვრებაში პირველად მყავდა, აქამდე ხომ ჩემსარსებობას ვერც კი ამჩნევდა, მე კი გიჟივით მის ყველა ქმედებას ტვინში მჭიდროდვიბეჭდავდი. ალბათ მართლა რომ გადამეღო თავზე რენდგენი, იქ აჩის გარდა სხვა არაფერიიქნებოდა. ტასოს ზუსტად იმდენჯერ უკითხავს თუ რატომ არასდროს მიცდია მასთანგამოლაპარაკება, რამდენჯერაც აჩიზე მიფიქრია, მაგრამ მე უბრალოდ პასუხი არ მქონდა ამკითხვაზეე. მე ერთი უბრალო არაფრით გამორჩეული გოგო ვიყავი, რომელიც თავისსავეგამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. ის გოგონები კი რომლებიც აჩის აკითავდნენ, სინამდვილეში ნამდვილი მოდელები იყვნენ, უბრალოდ მე მათი მშურდა...ვიცოდი რომ თავსშევირცხვენდი და მეც ვიყავი ჩუმად...ან რა მეთქვა? პირველად მისთვის რა უნდა მეთქვა? ცხოვრებაში პირველად ჩვენი დიალოგი როგორი უნდა ყოფილიყო? ერთ გარემოცვაში, ყოველი კვირის ბოლოს ერთ სტუდიაში ვტრიალებდით და აქამდე გამარჯობაც კი არ ჰქონდანათქვამი ახლა კი...





***

აჩი ხელზე ხელი მკიდებს. გაოცებას ვერაფრით ვმალავ.
-რას აკეთებ?
ვჩურჩულებ მღელვარედ და თრთოლვა მიტანს. ჩემ ხმას მეთვითონაც ვერ ვცნობ.

-ჩშშშშ!
თავისი თითი ჩემს ტუჩებთან მოაქვს, მერე შიშველ მკლავზე ხელს მიცურებს. ჟრუანტელიმივლის. ვიყინები. უეცრად ადგილზე მაბზრიალებს და მერე ისე ვიძირებით გამაბრუებელიმელოდიის ჰანგებში, რომ სანამ რუსკას ტაშის დაკვრის ხმა და შეძახილები არ გვესმის, იქამდე რეალობის გათავისება უბრალოდ არარსებულია. ერთად თითქოს სხვა სამყაროშიგადავეშვით, სხვა განზომილებაში ანდაც კოსმოსში...ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ერთივარსკვლავიდან მეორეზე დავაბიჯებდით. მე მასთან ვიცეკვე? წამების წინ მომხდარსვერაფრით ვიჯერებდი. როდესაც მუსიკა საბოლოოდ მიწყნარდა გული გალიაში გამოკეტილიაფრთხიალებული ჩიტივით მიცემდა. აჩის შუბლი ჩემს შუბლზე მოედო. როდესაც სულიმოვითქვით გაეღიმა და გამეცალა. ადგილზე გაყინული დავრჩი. როგორ? რანაირად? არმესმოდა რა მოხდა...ბოლომდე დღემდე არ მესმოდა თუ რა ხდებოდა ჩემს თავს! ნუთუოცნებებს მართლა შეუძლიათ ახდენა? იმ დღის მერე რუსკამ გადაწყვიტა რომ საშობაოკონკურსზე ჩვენი ცეკვა გაეტანა. ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იყო. მეცადინეობაპირველი დეკემბრიდან უნდა დაგვეწყო. პირველი დეკემბრიდან ჩემთვის ახალი ცხოვრებაიწყებოდა. ახლა ყოველ დღე ცხადში მომიწევდა მისი დანახვა, მასთან შეხება და მასთანცეკვა...ამაზე მეტი აბა რაღა უნდა მენატრა? პირველი დეკემბრიდან დღეები აშკარადაჯობებდა ღამეებს და რეალობა, სიზმრებს...





1დეკემბერი (2020)



-მია, მიააა გაიღვიძე!
მაფხიზლებს დედას გაყინული ხელები.
-დედა რა ხდება ამ დილა ადრიან?
-სტუმარი გყავს.
-აუუ, ხო ვუთხარი ტასოს რო არ გამაღვიძო მეთქი?
-არა, ტასო არაა.
-აბა ვინ არის?
-გამოდი და ნახავ.
მეუცნაურება სოფის ეს სიტყვები. საერთოდ ასე გამოცანებით არასდროს საუბრობს. არ ვიცირა ჩემმა ფეხებმა მაფიქრებინა რომ ბაჭიის პიჟამათი და გაწეწილი თმით უნდადავხვედროდი დილის სტუმარს. საერთოდ დილის ადამიანი არ ვარ, არც ისე ვარ ტკბილი, მაგრამ დილაობით? მტრისას! მისაღებში მთქნარებით გავდივარ.
-აუ ყავა გამიკეთე რაა დეე...
ვთხოვ დედას ისე რომ საერთოდ არ მახსოვს ცოტა ხნის წინ რის გამო გამაღვიძა. იქ გასულიმოჭუტულ თვალებს სასწრაფოდ ვაჭყეტ. ჯანდაბა! რატომ არ მითხრა თუ ის ჩემთან იყომოსული? ან საერთოდ აქ რა უნდა? ჩავფლავდი! ისევ ჩავფლავდი...მერამდენედღა უნდაშევრცხვე მის წინ? და ახლა ყოველდღე ასე ჩემს სახლში ივლიდა და თანაც ამ დროს? მშვენიერია! საოცრად დაიწყო ჩემი “ახალი ცხოვრება” და მზადება საშობაოდ და ალბათიქამდე ინსულტსაც გადავიტანდი და მერე მხოლოდ აჩის მოუწევდა ცეკვა. რომ დამინახასიცილი წასკდა. ღმერთო ეგ სიცილი...აქამდე მხოლოდ შორიდან ჩამესმოდა. მის ყველაჰანგსაც კი ვიზეპირებდი. ზუსტად ვიცოდი რომ ახლა ძლივს ამოისუნთქებდა, მერე მარჯვენათვალი ოდნავ მოეჭუტებოდა და ბოლოს ხოტახნით თავს დაბლა ჩახრიდა. ასე ყოველთვისაკეთებდა როდესაც რაღაცაზე გულიანად ეცინებოდა.
-ვაიმე, სირცხვილო!
იძახის სოფი და ეგრევე სამზარეულოში ქანდება.
-აქ შენ? მოიცა რას აკეთებ? მე...მე რავიცოდი!
დამბლად ვვარდები, ვერაფრის თქმას ვახერხებ. მარცხენა მხრიდან დიდი სარკე მიმზერს, თუმცა ჩახედვის ძალიან მეშინია.
-რაგინდა რას უწუნებ?
მანიშნებს პიჟამაზე და სიცილს აგრძელებს.
-მოიცა მართლა, მეღადავები?
-პინგვინები არ სჯობდა?
-აჩი!
ვუყვირი შერცხვენილი და მალევე ვაანალიზებ რომ პირველად მივმართე სახელით. სამზარეულოდან ქალბატონი სოფიო აშკარად გვაყურადებს.
-კარგი ხო, აქ რუსკას დაბარებით ვარ, მითხრა რომ რეპეტიციები დღეიდან ადრიანადდაგვეწყო და ისიც მითხრა რომ დილით ვერ დგება ხოლმე და გააღვიძეო. მე კიდევ შენინომერიც კიარ მქონდა და...
-და მისამართი გქონდა? ღმერთო აუცილებელი იყო ასეთ ფორმაში გენახე?
ვუბღვერ და ვხვდები აქ რაღაც რიგზე ვერ არის და უეჭველი რუსკას ეშმაკობები ურევია. სულაცარ მინდოდა აჩის რომ შევყვარებოდი, მაგრამ ამ დღის მერე მეეჭვებოდა ეს დღე ოდესმედამდგარიყო.
-მიბრაზდები?
მეკითხება და ისეთი საყვარელია იმ მომენტში რომ ღიმილს ვერ ვიკავებ.
-ბაჭიავ...
მეუბნება და ვედრების ნიშნად, არ გეწყინოსო ქვედა ტუჩს პატარა ბუტია ბავშვივითსასაცილოდ ბურცავს.
-შენ რა მეფლირტავები?
-რას ბრძანებთ ბაჭიავ...
-ასე ნუ მეძახი.
-ვაიმე, მიაკო დედა აღარ იცმევ?
გამოდის სამზარეულოდან სოფი და თვალებით მანიშნებს შედი ოთხშიო. სულ გამოვშტერდი.
-უი ჰო, ახლავე მოვემზადები და გავიდეთ.
-სად უნდა გახვიდეთ დედა, მერე საუზმე ?
-გზაში შევჭამთ დეიდა, არ გვიწყინოთ.
ეუბნება აჩი.
-აბა რას ამბობ შვილო, რა ვიცი ბარემ აქა ხართ და...
-სხვა დროს იყოს, რა. თანაც ჩვენს გოგოს სადმე დავპატიჟებდი, მომეცით საშუალება.

რაო? ჩვენს გოგოსო...სხვა დროს? რომელ სხვა დროს? ეს ის აჩია მე რომ ვიცნობ? ანუამდენი წლების განმავლობაში საერთოდ არ მცოდნია მისი ნამდვილი სახე? თუ რა ჯანდაბა ხდება...იქნებ ფარული კამერაა? ჩვენ ხომ ერთმანეთს არც ვესალმებოდით, ის ხომყოველთვის ისეთი სრულყოფილი იყო...მისი მშურდა კიდეც. მაშინაც მშურდა როდესაც ჩემსმაგივრად ის დააწინაურეს. და მეორედაც კი ტასოს ნათესავი აირჩიეს, მაგრამ მე,_არა. ყოველთვის მეგონა რომ მე მეორე ვიყავი, არა სასურველი, ადვილად მიღწევადი, მოსაწყენიგოგო. ახლა კი ჩემს სახლში თავად სრულყოფილებაა მოსული...ის ვისი თვალებიც ბევრადუფრო ლამაზია ახლოდან და მისი იუმორის შეგრძნებაც ბევრად უფრო კარგი. ჩემთან ისაა, ვისზეც ყველა გოგო გიჟდება და მათ შორის მეც. ის ფაქტი მეზიზღებოდა რომ მეც უბრალოდმათ რიცხვს მივეკუთვნები და მეტი არაფერი. ვინ იცის ვის და რამდენჯერ უტირია მხოლოდიმის გამო რომ აჩიმ თვალებში არ ჩახედა, ანდაც მის ხუმრობაზე არ გასცინებია...მეც ერთერთი მათგანი ვარ უბრალოდ და არაფერი განსაკუთრებული. ჩემთვის ისიც კმარა რომ ამდენი წლის ნანატრი ოცნება როგორც იქნა ამიხდება და მასთან ერთად საშობაოკარნავალზე ვიცეკვებ.ეს არის და ეს...





***

-არ არსებობს!
ტასო ბაჭიის პიჟამის ნაწილზე ბევრს კისკისებს.
-ის აჩი? შენი აჩი? მასთან ერთად უნდაიცეკვო?
მხრებს ვიჩეჩავ.
-როგორც ჩანს.
-არ გიხარია?
-რა ვიცი, უფრო ზუსტად რომ აგიხსნა არ მჯერა.
-დღეს გქონდათ პირველი რეპეტიცია?
-არა, დღეს ჩვენ კაფეში წავიყვანე. უნდოდა სადმე დავეპატიჟე და არ იცოდა სად...
-ვაიმე, საყვარელი.
-გაჩერდი ახლა თორემ დავდნები!
-ამ საშინელი წლის ბოლოს რამე ასე თუ გამახარებდა არ მეგონა მია!
-ხო მართლა, როგორაა დედაშენი?
-როგორ იქნება? არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ასე...ნეტავ სასწაული მოხდებოდეს...
-ნეტავ...

ვბუტბუტებ და მეგობარს ვეხვევი. ტასოს დედას დაბადებიდან ასთმური შეტევები აწუხებდა ისედაც და მერე საერთოდ ''კორონა ვირუსი'' შეეყარა. ამან მისი მდგომარეობა საბოლოოდ შეარყია. ძალიან მეცოდებოდა ტასო რადგან მშობლის დაკარგვა გამოცდილი მაქვს, მართალია მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ამ ტკივილის აზრზს ვერ ვწვდებოდი, როცა იზრდები კი ყველა გრძნობა შენთან ერთად იზრდება, ტკივილიც და სიხარულიც...ასე რომ ყველანაირად ვცდილობდი ჩემი მეგობრის გვერდში დავმდგარიყავი და ცოტა ხნით ყველაფერი გადავდე. უმეტეს წილად მასთან ვრჩები, ან თვითონ რჩება ჩემთან. ლექციებზედა სწრებასაც მოვუკელი და სულ მსაყვედურობს ჩემს გამო რამე საგანი არ “შეგეტენოსო”, მაგრამ ვის ადარდებს?! ვირუსის გამო ისედაც მთელი საქართველო ონლაინ სწავლებაზე ვართთ გადასულები. ტასო გიტარაზე უკრავს, ხოდა თავისებს გამოუცხადა მუსიკა ჩემი სამყაროა, არ ვაპირებ სადმე სწავლასო. მე კი მეორე კურსზე ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ. წლის ბოლოს ერთდროულად იმდენი რამე დამატყდა...ნეტავ როგორი იქნება ჩემი ახალი წელი? ისევ ოცნებების მორევში ვეშვები რომ ტასოს ჩქმეტა მაფხიზლებს და ტკივილისგან ვწკნავი.
-გოგო სად დაფრინავ?
-არსააად!
-არ გინდა რამე ვჭამოთ?
-ჩვენ კაფეში?
-ჰო წამო...დავურეკო ბიჭებს ?
-რავი დაურეკე...

თავისუფალ დროს ჩვენი სასტავი ყოველთვის ვიკრიბებით. მე, ტასო, რატი და შალვა. კლასელები ვართ და ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ხშირად ხალხს წყვილიც ვგონებივართ, რადგან ყოველთვის ასე ოთხად დავდიოდით. მართალია ტასო და რატის შორის ქიმია ყოველთვის შეინიშნებოდა, რასაც ორივე გიჟივით უარყოფდა, თუმცა ჩემზე და შალვაზეიგივეს ვერ ვიტყოდით...უფრო სწორად, ამაზე არც არასდროს მეფიქრა მე თავად. მე ხომ 'მონოგამია' მჭირდა ერთ ადამიანზე, მხოლოდ ერთზე...ბავშვობიდნ! როდესაც აჩის რეპეტიციაზე გოგომ პირველად მოაკითხა, მაგ დღეს გამწარებულმა ყველა ის დღიური დავწვი, რომელსაც ბავშვობიდან ვუწერდი. ვიცი სისულელე იყო, მაგრამ იმის იმედი რომ ამყველაფერს ოდესმე წაიკითხავდა, მაინც ყოველთვის მქონდა. ცამეტი წლისამ კი ისინი გავანადგურე, მერე საშინლად ვინანე. ზოგადად ასეთი ხასიათი მაქვს, უზომოდ ფეთქებადივარ. ხშირად გამწარებულზე საშინელ რაღაცეებს ვჩადივარ, აი ზუსტად ისეთებს რაც მერე ვეღარაფრით გამოსწორდება როგორც არ უნდა მოინდომო...

კაფეში ჩვენ ოთხნი ფრის და ბურგერებს ლუდთან ერთად გემრიელად შევექცევით რომ უცებკარებში აჩის ვავლებ თვალს ვიღაც გოგოსთან ერთად. ლუკმა ყელში მეჩხირება. როგორც კი მხედავს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენსკენ იღებს გეზს.
-მია გამარჯობა, ისევ შევხვდით, რა მაგარია არა?
ერთი მოზრდილი ნერვწყვს ვყლაპავ და ღრმად ვსუნთქავ.
-ხო ძაან, არ შემოგვიერთდებით?
ეს რა იდიოტობა ვუთხარი?
-რა თქმა უნდა, ნატა რას იტყვი?
ეკითხება მასთან მყოფ ქერა სუსტ გოგონას, რომელიც დაბნეული შემოგვცქერის. ცოტახანში თანხმობის ნიშნად თავს აქნევს, რადგან ხვდება სხვა გზა არ აქვს და მალე გვიერთდებიან კიდეც. ჩემს მეგობრებს აჩის როგორც ჩემი ცეკვის პარტნიორს ისე ვაცნობ. ტასო მღელვარებისგან ადგილს ძლივს პოულობს და “თურმე მართლა არსებობს” მზერით მაშტერდება. მეშინია კიდეც რამე არ წამოსცდეს და ყველაფერი გააფუჭოს.
-ისე აქ რა გინდა?
მემგონი ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ ნატას სილამაზე მალაპარაკებს ასე. აჩი ჯერ გაკვირვების ნიშნად ცოტახანს ფიქრობს მერე კი ზუსტად ისე ეღიმება როგორც მე მიყვარს, თუმცა მე ხომ მისი ყველაფერი მიყვარს?
-შენი არჩევანი მომეწონა!
მპასუხობს და თვალს მიკრავს. ჩემი არჩევანი არა? რა თქმა უნდა, კაზანოვა! ამისგან სხვას რას ველოდი? იმ აჩისგან, რომელიც მთელი ცხოვრება ვერც კი მამჩნევდა როცა მე მის გამო ღამეებს ვათენებდი, დღიურებს ვავსებდი, დაუღალავად ვშრომობდი და კიდევ სხვა მრავალ სისულელეს ჩავდიოდი...როგორ ვიფიქრე რომ ჩვენს შორის რამე შეიძლებოდა ყოფილიყო ოდესმე?
-უკაცრავად, საპირფარეშოში გავალ და ახლავე დავბრუნდები.
ვამბობ
-მეც გამოგყვები.
მეკიდება ტასო. როგორც კი სალირფარეშოს კარებს ვიხურავ ყელში რაღაც საშინელიმეჩხირება და ეგრევე ტირილი მიტყდება.
-მიააა რას აკეთებ, მაკიაჟი გაგიფუჭდება, გაგიჟდი? ყველა შეგატყობს.
-ამის ატანა არ შემიძლია ტასო! საერთოდ რატომ? რატომ მეცეკვა იმ წყეულ დღეს? ან ამრუსკამაც რა აიჩემა რომ “ცეცხლი წყვილი” ვიყავით?
-იმიტომ რომ ხართ!
-კარგი რა, ნუ მაცინებ...
-მია, განა ეს შენი ოცნება არ იყო? აქამდე არ იცოდი როგორიც იყო? მაგრამ მაინც გინდოდა მასთან ცეკვა, მაინც აგრძელებდი მის სიყვარულს.
-ეგ იმიტომ რომ მაშინ დილის რვა საათზე სახლში არ მადგებოდა და არც ერთადვსაუზმობდით ჩემს საყვარელ კაფეში! ღმერთო როგორ ვიფიქრე რომ ეს რამეს ნიშნავდა? ახლა კი ჩვენს ადგილას ვიღაც სხვა მოჰყავს, ხვალ მეორეს მოიყვანს, მერე მესამეს დამეცხრეს...დააკვირდი რა ლამაზია ის ნატა?
-შენ მაინც ვერ გჯობს!
-როგორარა, ზუსტად შესაფერისები არიან! და ყველა მისი გოგო ერთმანეთზე ლამაზია, მეკიდევ...
სარკეში ვიხედები და ტირილს ვუმატებ.
-მია ნუ ბოდავ, ახლა არ გამაფრენინო! შენ თავს სწორად რატომ ვერ აფასებ? შეხედეყველაზე ლამაზი ხარ, ჩემი ეშხიანი გოგო ხარ, შენ ვის ვერ შეაყვარებ თავს?
-მე ყოველთვის მეორე ვიყავი!
-რა მეორე გოგო? განა სანდრო შენზე არ გიჟდება დღემდე? და ტატო? არ გახსოვს წინა ზაფხულს რა დამართე? შალვა? და დანარჩენები არ ჩამომათვლევინო კიდე, უკვე სათვალავიც კი ამერია.
-შალვა საიდანღა მოიტანე?
-მია თავს ნუ ისულელებ, მაგას მეცხრე კლასიდან უყვარხარ.
-მართლა?
-ხო შენ რას შეამჩნევდი? გადაკიდებული ხარ მაგ შენს ვაჟბატონს, უტვინო! გავიდეთ ახლაშეიმშრალე ცრემლები თორემ რაღაც არ ჩანს ლამაზად ჩვენი გაქრობის ამბავი.
-სულელო!
მაინც გაცინებს ტასო. თვალებ ჩასიებული გავდივარ ჩვენს მაგიდასთან. ნატა ერთხანსუხმოდ შემომცქერის. ცოტა ხანში მკვახედ გვემშვიდობება, აჩის ლოყაზე კოცნის და მიდის...



იმ ღამეს იგივე უაზრო ფიქრებში ვათენებ, რომ მე საკმარისი არ ვარ, მე აჩის გოგონებს არაფრით ვჯობივარ და ეს იქნება უბრალოდ ცეკვა, მართალია ჩემი ცხოვრების ერთადერთი ოცნება, მაგრამ მაინც ცეკვა და მეტი არაფერი და თავს ვაჯერებ რომ უკვე გავიზარდე და ის ბავშვური დაუცხრომელი ოცნებები, სურვილები თუ ვნებები საბოლოოდ უნდა ჩავაცხრო ჩემში. ხვალ ახალი დღე იწყება....




2დეკემბერი(2020)



სანამ რეპეტიციაზე წავიდოდი, ტასოს დედის მონახულება გადავწყვიტე. ცეკვა ჯერ კიდევ არგვქონდა არჩეული, დღეისთვის მხოლოდ ეს გვქონდა დაგეგმილი, რადგან ისიც კიარ ვიცოდითრა ჟანრში ჩავდგებიდოდით ერთად...ერთად! გზად ტასოს საყვარელ კესანებს ვყიდულობ. მასთან მისულს კი ბიჭები მხვდებიან. ნანა დეიდას ჩემი დანახვა ძალიან უხარია.
-ბავშვებო, გულს უხარია ისევ ერთად რომ გხედავთ!
გვეუბნება და ტასოს სთხოვს ერთი მიმღერეო. ტასოც ეგრევე იმარჯვებს თავის საყვარელწარწერებიან გიტარას და სიმებს ლამაზად ეხება. ცოტა ხანში მისი ხმა ყველას მალამოსავითგვეფინება. ნანა დეიდა სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს.



“Tell me something, you never told before before

I walk through the door, I adore you I adore you

I do...I do...

Smile with me and cry with me I won’t ever tell a soul

Hold my hand I’ll squeeze it back and I’ll never let go...

“Never give up, never look back,

I won’t give up, I’ll keep on trying...

Dry your tears up, all your crying

Can not fix me up my darling...”

ეს ჩვენი საყვარელი სიმღერაა “fix me up” ფილმიდან “ღრუბლები” და ტასოც დედასუძღვნიდა ხოლმე. მერე სიმღერაში რატი ჰყვება, ტასო ვეღარ ეწიმააღმდეგება:



“Don’t you lose hope the sky’s not falling,

Please just listen cause I’ll be calling

Stay with me just one more moment...

I know you’re in pain, just please don’t show it...

One more moment please...

One more moment please...

One more moment please...”


ერთად ისინი ძალიან საყვარლები არიან და მათი ხმაც დუეტში უფრო სასიამოვნოდ ჟღერს. წამით მწუხარე დუმილი ვარდება ოთახში, რადგან სიმღერა საშინელ რეალობას ზუსტად შეესაბამება. მერე ტასოს ხმა უკანკალდება ბოლოს კი უწყდება. სიტუაციის განსამუხტადემზარი ბიძია, ტასოს მამა ბოდიშს გვიხდის, ექიმმა ძალიან გადატვირთვა არ შეიძლებანანასთვისო და ქალი ეტლით სხვა ოთახში გაჰყავს. ტასო ეგრევე ტირილს იწყებს. მეგობარსვეხვევი და რამდენიმე ცრემლს მეც ვაგდებ. რატი და შალვა უხმოდ დაძაბულებიშემოგვცქერიან და არიციან რა გააკეთონ.
-იქნებ ჯერ სულაც არაა გვიანი?
იძახის რატი...
-ჰო, რატომ ჩამოყარე ყურები ტას?
შალვა ჩემს მოტანილ კესანებს ტასოს აწვდის მას კი ეღიმება. მეც აღარ ვაყოვნებ დაბავშვებს ვემშვიდობები, რეპეტიციაზე ვარ წასასვლელი კონკურსისთვის ვემზადები მეთქი. სახლიდან გასული არ ვარ რომ ტასო შეტყობინებას შეტყობინებაზე მაყრის. მაოცებს ეგ გოგო.


“იცოდე მაგ შენი აჩისთვის ცხვირ-პირი არ ჩამანგრევინო :)) ”

“ჭკვიანად იყავი!”

“და ხო, ეგ სულელობები აღარ გაიმეორო რო მისი ნაშობა შენზე უკეთესია ამ რამე ეგეთი! ინატრონ მიას ადგილზე ყოფნა გაიგე?”

“არ დანებდე, ყველაფერი გამოგივა...მიყვარხარ!”

მის მონაწერებზე როგორც ყოველთვის მეღიმება. აი მესმის დღის განწყობა. იქნებ ტასო მართალია? რამდენი ოცნებობს ახლა ჩემს ადგილას ყოფნაზე ვინ იცის? ჩვენ თითქმის მთელ დღეს ერთად გავატარებთ, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას რომ მასში ის გრძნობა გაიღვიძებს, რომელიც ჩემში წლების განმავლობაში ღვინდებოდა. ეგ კი არა სადაც იყო დამძმარებოდა მგონი უკვე. ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე მისი მწვანე თვალების ახლოდან ცქერას. დავიჯერო ამდენი ხანი ჩემს სულელურ დაკვირვებებს ვერ ამჩნევდა? ისე როგორ იქცეოდა თითქოს ამის შესახებ არ იცოდა, ან მისთვის სულერთი იყო? თუმცა ის ფაქტი საეჭვოდ მეჩვენა რომ ასე მარტივად, ერთიანად დაიწყო ჩემთან საუბრის გაბმა და მეგობრობა, თითქოს მომენტს არჩევდაო. ანდაც, იქნებ ისევ მე ვაბუქებ ყველაფერს...


კაშნს და ყურსასმენებს ვიხსნი შენობაში შესული და რუსკას და აჩის ვუწყებ ძებნას.
-ტანგოზე რას იტყოდი?
მეჯახება აჩი.
-შენც გამარჯობა. კარგად მადლობა, თავად??
-კარგი ხო რა იყო, აფორიაქებული ვარ უბრალოდ!
იმართლებს თავს.
-ვა, ყოველთვის მშვიდ და დალაგებულ აჩის აფორიაქება საიდან?
-შენ რა იცი?
ისევ ეშმაკურად იღიმის.
-რა?
ჩემი ენა დამღუპავს სხვა თუ არაფერი! ეს როგორ ჩამჭრელ კითხვებს მისვამს? ვითომვერაფერს ვხვდები თავი ვაჩვენებ, თუმცა ვგრძნობ როგორ მეფაკლება ღაწვები.
-შენ რა იცი რომ ყოველთვის მშვიდი და დალაგებული ვარ?
-რავიცი, ასე მომეჩვენა.
-ასე მოგეჩვენა?
-შენ მემგონი არ ხარ კარგად.
ნაძალადევად ვიცინი და რუსკასთან მივდივარ.
-ესეიგი ტანგო?
ვეკითხები. და ვცდილობ დაბნეულობა არ შევიმჩნიო. რუსკა ნიშნისმოგებით მიყურებს, მერეკი აჩის ეძახის.
-ბავშვებო, გესმით თუ რას ნიშნავს “ტანგო”? აქედანვე გაფრთხილებთ მას თუ ვერშეიგრძნობთ, ისე ვერ იცეკვებთ. ასე რომ კარგად მისმინეთ. “ტანგო” ნიგერიული თემის_იბიბოს ენაზე ნიშნავს_ “ცეკვა დოლის ხმაზე”. საინტერესო კი იცით რა არის? ის ფაქტი რომთურმე თავდაპირველად მას მხოლოდ კაცები ასრულებდნენ, რადგან მანდილოსნებისათვის ყურადღება მიექციათ.
თავს ვერ ვიკავებ. უეცრად მახსენდება ჩემი ის ფიქრები, რომ ახალ წლამდე თუ ყოველ დღეისე ვინერვიულებდი, როგორც წინა დღეს მართლა ინსულტი დამემართებოდა და მერე აჩისმარტო მოუწევდა ტანგოს შესრულება და ამის წარმოდგენაზე სიცილს ვიწყებ.
-მია, მეტი მობილიზება, თუ შეიძლება!
მიჯავრდება რუსკა.
-მასწ, ახლაც რამე გენიალური აზრი დაარტყავდა თავში, ამისას რას გაიგებთ?
ნეტა ამან რა იცის რო ჩემი ყველა გენიალური აზრის სათავეში თვითონვეა წამოჭიმული.მაგსიტყვების გამო მუცელში ერთ გემრიელი მუშტს ვთავაზობ.
-ეგეც შენი გენიალური აზრი!
აჩი კარ მორტყმული ლეკვივით წკნავილს იწყებს მე ისევ სიცილი მიტყდება.
-ბავშვებო! ტანგო აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ვნებიან ცეკვად...
-ოჰოოო!
-მასწ, მერე მე და ეს და ვნება? მემგონი არაფერი გამოგვივა!
ვეუბნები მე.
-თუ სულ ასე ბაღის ბავშვებივით იკინკლავებთ, რა თქმა უნდა არ გამოგივათ მაგრამ მე ესდავინახე, ჩემი თვალით! რამდენი მოცეკვავე წყვილი აღარ მინახავს, თუმცა თქვენ? არვიციბავშვებო, სასწაული ხართ!
-ეგ იმიტომ რომ მე თვითონ ვარ სასწაული!
და ისევ აჩის ჰუმორი! აქამდე ასე ახლოდან რომ მცნობოდა ალბათ ასმაგად შემიყვარდებოდა, თუმცა თან ამავდროულად სიკვდილამდე მაღიზიანებდა მისი ესწამოკრომები.
-მისმენთ თუ არა?
ყვირილზე გადადის მასწავლებელი. რუსკა შუა ხნის ულამაზესი ქალბატონი გახლდათ. ჩემთვის ის ნამდვილად მისაბაძი პიროვნება იყო და გამორჩეულადაც მიყვარდა, მეორე დედადაც კი მივიჩნევდი. როდესაც ის ბრაზობდა გულთან ძალიან ახლოს მიმქონდა.
-ცეკვის დროს თვალებში ერთმანეთის ყურება გეკრძალებათ, გასაგებია?
კიდევ კარგი...შუა ცეკვის დროს რომ ისევ მოვნუსხულიყავი და გული წამსვლოდა ანდაც მოძრაობები დამვიწყნოდა? არაფერს გამოვრიცხავდი როცა საქმე მე მეხებოდა.
-ყველაზე მთავარი ტანგოში არის პაუზა...ისმის მუსიკა და წყვილი ჩერდება ჩახუტებული!
აქ კი ჯანდაბა! ჩახუტებული? და ანუ რა გამოდის რამდენჯერ მომიწევს მისი ჩახუტება? ღმერთო...აჩის ხითხითი მესმის.
-უსიტყვო დიალოგში, თითქოს თქვენ ცეკვით უნდა გადმოსცეთ ერთმანეთს სათქმელი, თურისი ახსნაც გსურთ, რასაც ამდენ ხანს გულში სათუთად იმარხავდით...
რას ამბობს? სულ გაგიჟდა? რისი თქმა უნდა ამით? მე და აჩიმ ერთმანეთს საეჭვოდ გადავხედეთ.
-ხედავთ? აი ზუსტად ასე ოღონდ თვალებში შეხედვა სასტიკად გეკრძალებათ!
-და მე ვიცი რომ სიტყვებით თუ ტყუიან, ანდაც საერთოდ არ ამბობენ სიმართლეს, თვალებიუშვებენ...და თუ საერთოდ არ უნდა ჩავხედოთ ცეკვის დროს თვალებში, აბა ისე როგორ გადმოვცემთ სათქმელს?
ეკითხება აჩი. ლოგიკური კითხვაა. პასუხის მოსმენის მოლოდინში ვინაბები. ეს ნამიოკი იყო? ძალაუნებურად დაბლა ვხრი თვალებს.
-ოჰ, ეს მხოლოდ თეორიული გაკვეთილი იყო, პრაქტიკაზე მოგვიანებით გადავალთ.
-ჩვენ ახლა გვინდა!
შევძახე.
-კარგი მაშინ მიუახლოვდი!
-რა?
-მია აბა ისე როგორ მეცეკვები, კი არ შეგჭამ?
სულაც არ არის სასაცილო. ღმერთო ამას მარტო თემა მიეცი...რა აცინებს?

ნელა ვუახლოვდები. გული ისე მიცემს მგონია ყველა გაიგონებს და ერთხელ და სამუდამოდგავიყიდები.
-ახლა კი წელში რაც შეგიძლია გაიმართე და ნიკაპი მაღლა ასწიე. ტანგოს პირველი ნაბიჯია “გასეირნება” ამისათვის საჭიროა ერთმანეთს ჩაეხუტოთ...სინქრონულად გადადგათ ნაბიჯებიწრიული მიმართულებით. ადვილია აბა ჯერ თქვენით სცადეთ.
-რა? ჩახუტებითვე იწყება?
-მია რა გჭირს?
-არაფერი მასწ.
-ზუსტია, კარგია, ბრავო! აჩი ხელი გაამაგრე, მიყურე...ახლა უკარება უნდა ითამაშოთ და თავები რაც შეიძლება შეატრიალოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. ახლოს ხართ, მაგრამ მაინც ერიდებით ერთმანეთს. მია ერთდროულად თან ამაყი უნდა იყო და თან უკარება, თან სიმკაცრე უნდა გამოაჩინო და თან ვნება...მიხვდი?
-მივხვდი.
ისედაც მთელი ცხოვრება ამის მეტს რას ვაკეთებ? რა თქმა უნდა რომ მივხვდი. მისი შორიდან ყურების მეტი რა საქმე მქონია საერთოდ ოდესმე? და როგორც კი მომხედავდა ისევიხედებოდი, ვითომც აქ არაფერიო. უკვე დახელოვნებული ვიყავი ამ საქმეში. მახსოვს ერთხელ თმისსამაგრი სცენაზე როგორ დამივარდა. ზუსტად მაგ დროს გამოიარა და როგორც ყოველთვის “იკაცა”. დაიხარა და თმისსამაგრი მომაწოდა. გამომართვიო მითხრა და გამიღიმა. თვალები უნათოდა. თითქოს მათში ვარსკვლავები ცეკვავდნენ. ენა ისე ჩამივარდა მადლობაც ვერ მოვუხადე. მაშინაც ასეთი საზიზღარი ჩაცინება იცოდა, რეალობის აღქმის უნარს რომ მაკარგვინებდა. მას მერე იმ თმისსამაგრს არ ვიხსნიდი. ესეც კი რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის. მისი მოწვდილი თმისსამაგრი მე მეჭირა ხელში. მაგ დღეს აჩიმ პირველად გამიღიმა...და სწორედ მაგ დღესვე ჩვენი ყველა მოგონება, რომელიც უფრო მხოლოდ ჩემი იყოვიდრე იმისიც, ერთიანად იქცა ფერფლად...





3დეკემბერი (2020)



-მია ის ახალგაზრდა...აი ის მაღალი, ზედმეტად ზრდილობიანი...
მეუბნება სოფი. ვიცი გარშემო მივლის და პირდაპირ სათქმელს ვერ მიბედავს.
-აჩი?
მეცინება. ამ ბოლო დროს მისი სახელის ხსენება ხმამაღლა უფრო მეტჯერ მიწევს ვიდრე ფიქრებში.
-ის არის?
-ჰო...
მოტყუებას აზრი არ აქვს, ის ხომ დედაჩემია, ყოველთვის უთქმელად იცის რა მწყინს და რამიხარია. ჩვენ საუკეთესო მეგობრებივით უფრო ვართ ვიდრე დედა-შვილივით.
-და რა ხდება?
-არაფერი, უბრალოდ რუსუდანმა ჩვენი ტანგოს წყვილი შექმნა.
-ვაა, და აქამდე სად იყო?
-დედაა!
-რა მოხდა? ატირებული სახლში რომ ბრუნდებოდი ყოველ შაბათ კვირა მაშინ სად იყო ეგ შენი რუსუდანი?
-რა მაგის ბრალია ?
-არ გახსოვს იგივე კურსზე როგორ ჩაგტოვა?
-ხო, რადგან სხვები ჩემზე უკეთესები იყვნენ!
-შვილო იმ წელს ფეხი იღრძე!
-ეგ არ გამახსენო...
-აი ხედავ?
-კარგი, გვეყო რა ამაზე. ყავას შენ დაადგავ თუ მე დავადგა?
-ვაიმე სულ როგორ უნდა გეძინოს? რამდენი ხანია მაგიდაზე დაგიდგი, გაგეყინებოდა უკვე...დაფრინავ რა...

უკვე გაციებულ ჩემს ყავის ფინჯანს ხელს ვავლებ და გემრიელად ვწრუპავ რომ ტელეფონიმირეკავს. შალვაა.
-გისმენ შაკო.
-მია სასწრაფოდ ცეკვის სტუდიაში უნდა მოხვიდე.
-რა ხდება ? ან შენ მანდ რა გინდა.
-მიდი მალე წამოდი და გეტყვი. მე გამოგიარო?
მეკითხება.
-საჭირო არაა, მე გავუვლი.
მესმის ყურმილში აჩის ხმა.
-მაგას რაღა უნდა ჩემით ვერ წამოვალ? გადაეცი თავი არ შეიწუხოს!
-უკვე გამოვარდა გიჟივით!
-სულელი!
-მია.
-შაკო?
-რამე ხდება?
-სად?
-კაი დაიკიდე. მალე მოდით იცოდე.
-okay.

სანამ სოფი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში ჩასასვლელად ემზადება, მე ვაფრთხილებრომ მერე გაგიჟებულმა რეკვები არ დამიწყოს როგორც სჩვევია. კარებს რომ აღებსგასასვლელად აჩი ეჩეხება.
-ვაიმე შვილო შემაშინე.
ეუბნება სოფი მერე თვალს მიკრავს და სახლიდან შეუმჩნევლად იპარება. ვცდილობ მისი ესბავშვური საქციელი დავაიგნორო და შეტევაზე გადავდივარ.
-რა იყო რაკეტით გამოფრინდი?
-შენს გამო რატომაც არა?
იკრიჭება დებილივით.
-შენ რა მართლა გიჟი ხარ? საერთოდ არ მესმის რა მოსწონთ ამ სულელ გოგოებს შენში...
ვეკითხები ოსტატურად და მისი რეაქციის მოლოდინში ვაშტერდები. იმედია ის არ იცის რომიმ სულელი გოგონების სიაში მე პირველ ადგილას ვარ და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს.
-რავიცი აბა, შენ თვითონ რა მოგეწონებოდა?
ცალ წარბს მაღლა ზიდავს და ვხედავ როგორ უთრთის ტუჩის კუთხეები, ისე თითქოს სადაცაასიცილი უნდა წასკდეს მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებს და ამის დასაფარავად სახესსპეციალურად იმკაცრებსო. ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოა რომ მე თავადაც მინდებაგიჟივით გადავიხარხარო მაგრამ ასე ხომ თავს დავიწვავ? ღმერთო...ამდენ ხანს ასე უხმოდროგორი მარტივი ყოფილა აქამდე ყველაფერი, ახლა კი...როცა ის მე მესაუბრება და თანაცასეთ ეშმაკურ კითხვებს სვამს...ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება რატომ მრჩება რომთითქოს და ჩემს გამოტეხვას ცდილობს?
-მე რატო უნდა მომწონდებოდი? სულელი კი არვარ.
ვუბღვერ.
-ჰო ჰო არ ხარ.
ნიშნის მოგებით მაჯავრებს და მზერას მარიდებს.
-წავიდეთ უკვე, გავიგო რა ამბავია ჩვენს თავს...
სახლიდან გავდივართ და მის მერსედესში ვსხდებით. ეს რა დღე დადგა...გზაში ორივენიჩუმად ვართ. მერე სიმღერებს რთავს. მოულოდნელად “Royal bliss-Dreamer” ირთვება. ჩემსგაოცებას საზღვარი არ აქვს.
-ჩემი სიმღერა შენ რატო გაქვს?
ვეჩხუბები ისევ, რადგან რომ არ ვეჩხუბო, აგრესია რომ არ გამოვაჩინო მეშინია არ გავტყდე, რადგან მისი ეს ქცევები უკვე მაისტერიკებს, მაბნევს!
-ახლა უკვე ჩემიცაა.
-სულაც არა!
გულხელს ვიკრეფ მას კი ისევ ეცინება. დარჩენილი გზა ხმას აღარ ვიღებ და ფიქრებში მივდივარ. მახსენდება ზუსტად ერთი წლის წინანდელი ტურნე, როდესაც ანაკლიაში აჩისთან ერთად საცეკვაო ტიტულისათვის თავს არ ვიზოგავდი, თუმცა ის რაღათქმაუნდა კვლავ ჩემზე უკეთესს, გრძელფეხება წითურ სალომეს ერგო. სიმაღლეში ზუსტად ტოლები იყვნენ. ყველა რეპეტიციისას მათი ცეკვისთვის მიწევდა ყურება. ამ ცეკვის გამო სულ ერთად იყვნენ. მალე ხმა გავარდა რომ შეხვედრა დაიწყეს. მაგ დღიდან წითურებზე სერიოზული ალერგია დამემართა, ჯინჯერფობია შემეყარა და წითურებს ვეღარ ვიტანდი. სადღაც სამ თვეში მათი ძვირფასი რომანი დაინგრა და ვიღაც ახლად გამოჩენილმა ლილემ ჩაანაცვლა, რომელიც რუსუდანმა ანსამბლიდან მალევე გააძევა...კიდევ რამდენი ასეთი ამბავი იყო ამ თერთმეტიწლის განმავლობაში აბა ვინ მოთვლიდა. მე კიდევ უშედეგოდ ვცდილობდი მაგ გოგონებს დავმგვანებოდი, ვცდილობდი მათგან მანერები, ქცევები და ჩაცმის სტილი ამეღო. აი ზუსტად ისეთი “აჩის გოგოს” რომ შეეფერებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში არაფერი გამომდიოდა, ყოველთვის ვნებდებოდი ხოლმე. მე მაინც “მედ” ვრჩებოდი, უბრალო “მედ”. ყოველთვის წაგებულის როლში ვიყავი. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ცხოვრებაში არაფერი შემეძლო. და სწორედ მაშინ როდესაც ჩემმა ყველა გეგმამ ძალა დაკარგა, მთელი ეს მცდელობები ყელში ამომივიდა და საბოლოოდ ცხოვრების უკან ჩამოტოვება გადავწყვიტე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვეცადე მთელი ყურადღება სწავლაზე გადამეტანა, ზუსტად მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი მომენტით მომინდა ბავშვობაში დაბრუნება, იმ ოცნებების გაცოცხლება ჩემში, რომლებიც მეგონა მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა, სწორედ იმ წამს შეიცვალა მთელი ჩემიცხოვრება და საერთოდ ყველაფერი!
სტუდიაში მისულებს შაკო გვეგებება. რუსუდანს საქმეები გამოუჩნდა, თქვენი და საშუალოჯგუფი დღეს დაითხოვა, პატარები კი შემოგითვალა რომ თქვენ ამეცადინეთო.
-ამისთვის დამიბარე? მარა შენ რა შუაში ხარ?
-არა მია, დამაცადე რა სულსწრაფი ხარ...
-ხო, ასეთია.
ისევ საუბარში ეჩრება აჩი. ნეტავ მაგან რა იცის?
-შენ რაიცი როგორია?
ეკითხება შალვა. ჩემს გულში იჯდა?
-რავიცი, ვიცი ეტყობა. წავედი მე ნატას უნდა შევხვდე აბა ჰე, მაგრად.
გვეუბნება აჩი და წამებში უჩინარდება. ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს გახურებულ ღუმელში შემსვეს, მთელი სხეულით ვხურვარ სიმწრისგან. ყელში ამომივიდა, რანაირად იქცევა? სახლში დაუკითხავად მეჭრება, ჩემს მუსიკებს უსმენს, ჩემს კაფეში ჭამს და ამ დროს სხვას ხვდება ისე რომ სინდისი საერთოდ არ აწუხებს? არ მესმის რაღა მაბრაზებს ეს ხომ თავიდანვე ვიცოდი? თუმცა მისი ეს გაუწონასწორებელი ქცევები...
-მიააა...
-რა?
-სად წახვედი?
-ოხ, ეს ისევ გავაკეთე?
-ხო კარგად ხარ...
-რავიცი ცოტა გადავიღალე.
-არ გინდა გავისეირნოთ სადმე?
-მერე ბავშვები?
-დავურეკავ რუსუდანს და ვეტყვი რომ შეუძლოდ ხარ და გავუშვათ დღეს, არაუშავრს. შენცდაისვენებ და ეგენიც.
-ისე ცუდად არ ჟღერს.
შალვა რუსუდანის ნომერს მალე კრეფს და ზარს უშვებს. ბავშვებს ეს სიახლე ახარებთ და ჟრუამულით მიემართებიან სახლებისაკენ. მე და შაკო ბულვარში ვსეირნობთ, მერე სკამზევსხდებით.
-არ გცივა?
მეკითხება.
-არა, პირიქით ჰაერი მსიამოვნებს...
-მია მისმინე...მე და რატიმ ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ. ხომ იცი შენისაშობაო კონკურსი? თხუთმეტი ანსამბლი იღებს მონაწილეობას, მათ შორის სამი უცხოელია. ზოგი მხოლოდ დუეტი ან ტრიოა და შუალედებში დროის გასაყვანად რომ მონაწილეებმაგამოცვლა მოასწრონ რამოდენიმე სასიმღერო ნომერია ჩასმული, როგორც ხდრბა ხოლმერა...თუმცა ჯერ მომღერლებს ისევ ეძებენ.
-ეგ ვიცი...
-ხოდა, რუსუდანმა დამირეკა დღეს დილით და მთხოვა ვინმეს თუ იცნობ იქნებდავიქირავოთო.
-მერე?
-მია, აბა დაფიქრდი?
ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობდი აჩი და ნატა იყვნენ...ნეტავ სად იყვნენ ან რასაკეთებდნენ? ისევ ჩვენს კაფეში? თუ ამჯერად მის სახლში? ღმერთო არა! ამ ფიქრობსსასწრაფოდ ვდევნი ჩემი გონებიდან და ვცდილობ შალვას სიტყვებზე ვკონცენტრირდე.
-რა?
-მე დაველაპარაკე რუსუდანს და ვთხოვე თუ მოვიგებდით, თანხა შუაზე გაეყო ტასოს დედისსამკურნალოდ. ამის სანაცვლოდ კი მე ტასოს და რატის მივუყვანდი. არ გახსოვს მათისიმღერა?
-ვაიმე რა მაგარი იდეაა! როგორ მოიფიქრე?
-ჯერ სად ხარ...რუსკას არ იცნობ? რომ გაიგო ფული რისთვსაც მჭირდებოდა შემპირდა რომ ნახევარს კიარა, მთლიანს მოგვცემდა!
-ღმერთო ჩემო...ნუთუ ნანა დეიდა გამოკეთდება?
-ეგ კი უკვე აღარ ვიცი ძვირფასო. ვირუსის ვაქცინა ჯერ გამოგონილი არ აქვთ.
-ხომ ამბობდნენ რაღაცას არა?
-რომ ამბობდნენ მერე ნაღდს საქართველოში ვინ შემოიტანს?
-ეგეც მართალია. აბა რა ვქნათ?
ვეკითხები.
-არ ვიცი, მერეზე მერე ვიფიქროთ. ჯერ ტასო უნდა დავითანხმოთ.
-აქ დასათანხმებელი რაღაა? გაგიჟდება სიხარულისგნ.
-ხო...

•••

-არ გინდა რამე ვჭამოთ?
მეკითხება ცოტახანში შალვა.
-აუუ რავი, მადა აქ მაქვს.
-წამო რა ჩვენ ადგილას.
-ოღონდ იქ არა, გთხოვ.
-ეე, რატო ერთი?
ზუსტად მაგ დროს ტელეფონი მირეკავს და მადლობას ვუხდი რომ ამ კითხვაზე პასუხისგანმიხსნა, თუმცა სახელი არ აწერია, უცხო ნომერია. უცხო ნომრებს არასდროს ვპასუხობ, მაგრამამას რატომღაც დაუფიქრებლად ვიღებ. ყურმილის აღება და აჩის ხმის გაგონება ერთია.
-სად ხარ? სტუდიაში არ დამხვდი!
-რა ჯანდაბაა? შენ თვითონ გაიქეცი!
-ხო ასე მოხდა, გადავიფიქრე. სად ხარ? გამოგივლი ავიდეთ ჩემთან და ვიმეცადინოთ.
-რაო?
ამან სულ გააფრინა? მის სახლში ასულმა როგორ ვიმეცადინო? ან მის სახლში რა მინდა? სადაც არის ხომ დაღამდება...
-მიააა, კონკურსი დაგავიწყდა? ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!
უცებ ტასოს დედა მახსენდება. მართალია, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.
-კარგი, მაგრამ ადგილი გაქვს?
-ადგილის მეტი რა მაქვს?
-ბულვარში ვართ.
ვგონებ შაკო ხვდება ვისაც ვესაუბრები და ვხედავ ნელ-ნელა სიბრაზისაგან როგორ ეჭუტებათვალები.
-თ? ვინ თ?
-მე და შაკო.
-ააა, იცოდე არ გაინძრე, სამ წუთში მანდ ვარ.
-ამ მანქანას კიდე ნუ მოაქროლებ ხოლმე მთვრალი კაცივით.
-კაი ხო, დამელოდე შენ.
-ვაიმე აბა ხომარ ავვორთქლდები?

ყურმილს ვუთიშავ და ვგრძნობ სახის კუნთები ღიმილისგან როგორ მეჭიმება. სულელი...

-ის იყო?
მეკითხება შალვა.
-აუ შაკო, შენ თვითონ არ მითხარი რომ მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო? რატომ არგიყვართ შენ და აჩის ერთმანეთი?
-და რატომ უნდა გვიყვარდეს მია? შენი ბავშვობის მეგობრებს ორი დღის გაცნობილ ტიპში ცვლი?
სასაცილო ისაა რომ შაკომდე აჩის ვიცნობდი, ასე შორიდან, თუმცა ამის შესახებ ხმასაც ვერამოვიღებდი და სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ასე ვერ გავრისკავდი. თანაც მითუმეტეს თუ ტასოს სიტყვები სინამდვილე იყო და შალვას მართლა...ვუყვარდი.
-შაკო ეს მხოლოდ კონკურსია! მხოლოდ ცეკვაა და მეტი არაფერი! ჩვენ ჩვენს მეგობარს დავეხმარებით, გასაგებია?
ვამბობ და ჩემივე სიტყვების თავადვე არ მჯერა. ვგულისხმობ იმ ნაწილს, სადაც ვამბობ რომ ეს მხოლოდ კონკურსია ჩემთვის. სინამდვილეში უკვე ვგრძნობ მუცელში მღელვარებისგან თითქოს დანებს მესვრიან. ვერ გავიგე რატომ გადაიფიქრა. ნეტავ ნატამ დაადო? არაადეკვატური! ნამდვილი შეშლილი!
მართლაც წამის მეასედში გვპოულობს აჩი. ასე მალე რანაირადღა მოგვაგნო?
-მია ჩაჯექი.
მეძახის მანქანიდან. თავს ვიმშვიდებ და ვეუბნები რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. შაკოსლოყაზე ვკოცნი და ნაძალადევად ვუღიმი. მეშინია არ შემატყოს ჩემი ეს მღელვარება. დამალევე ვჯდები დღეს უნვე მეორედ ჩემი გმირის ვერცხლისფერ “რაშში”.


***

აჩი ღვინის ბოთლს ხსნის და ჭიქებში ასხავს სანამ მე ინტერნეტში იგივე ტანგოს ვეძებ, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ვცდილობ მთელი გულისყურით მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე გადავერთო თუმცა ის ფაქტი რომ ახლა მის სახლში მე და ის მარტოები ვართ არანაირ საშუალებას არ მაძლევს საღად აზროვნებისას. შესრულებას ვუყურებთ, მე თავიდან ვრთავ. ისეთი მღელვარეა...ისეთი მღელვარე...წარმოვიდგენ რომ მათ ადგილას ჩვენ ვართ და ვიცი ეს სულ მალე ისედაც მოხდება და ამჟამად მართლა მოხდება...ჩემს როლს ვეღარავინ წამართმევს...თითო ჭიქა ღვინოს ვცლით. ზედმეტად გემრიელი მეჩვენება, მიუხედავად იმისარომ ღვინის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვცდილობ ეს არ შევიმჩნიო.
-ჩვენს პარტნიორობას გაუმარჯოს!
ამბობს აჩი და მეც ჭიქას ჭიქაზე ვუჭახუნებ. როდესაც ბოლომდე ვცლი თვალი ფანჯრისკენგამირბის. უკვე ღამეა.
-აბა რა ვქნათ დავიწყოთ?
მეკითხება.
-დავიწყოთ.
ჩემი თანხმობის მოსმენისას აჩის მისაღებ ოთახში გავყავარ. მისი სახლი კერძოა დაზედმეტად მყუდრო. როგორც მივხვდი მარტო ცხოვრობდა, ეს კი აქამდე როგორ გამომრჩა აზრზე არ ვიყავი. თურმე სახლში საკუთარი პატარა ცეკვის დარბაზი ქონია. ახლა გასაგებია. მერე ჩვენს მელოდიას “La Cumparsita”-ს რთავს და ხმას უწევს...ყველაფერი ზედმეტად ზღაპრულად მეჩვენება. ალბათ ორასჯერ მაინც ვიმეორებთ პირველ ილეთს “გასეირნებას” მეკი მისი ჩახუტება მაინც არ მყოფნის. პირდაპირ სარკეებში ჩვენს თავებს ვუყურებ და უცნაური შეგრძნება მეუფლება. თითქოს “დე ჟა ვიუ” მაქვს...ან იქნებ როდესმე მენახა მსგავსი მომენტი სიზმარში, ვინ იცის...მეორე ილეთი, ეს არის “შეტრიალება” და “გაჩერება” მთავარი ელემენტი...რაღაც მაინც არ გამოგვდის.
-გაჩერებამდე შეტრიალებას რატომ არ აკეთებ, სად გეჩქარება?
ვუბღვერ აჩის.
-მოვიდა პატარა რუსუდანი!
-აი უყურე!
ჰაერში ხელებს ისე ვწევ თითქოს მას ვეცეკვები. ოდნავ უკან ვიხრები და ნახევარ მხარეს ვტრიალდები შემდეგ კი ერთი მოძრაობით ორივე ფეხს ვასწორებ და ვხტები ერთ ადგილას. ეს არის ის მომენტი როდესაც პაუზას იღებ! აი ზუსტად იმ პაუზას რომელზეც რუსკაგ ვესაუბრებოდა. ჩემი პაუზა კი რატომღაც მთელი თერთმეტი წელი გაგრძელდა.
-ეგრე არ უნდა.
რამეზე ხომ უნდა მომედაოს?
-რას მეუბნები?
-აი უყურე, სანამ სწორდები შენ ფეხის ჩატეხვას არ აკეთებ, მე კიდევ ტრიალს,ორივეს დასახვეწი გვაქვს.
-მერე არ გახსოვს ვიდეოში როგორ იყო?
ვეკითხები.
-მემგონი რომ არა.
-მერე წამოდი და ისევ ვუყუროთ.
სანამ ჩვენს ცეკვას ისევ ვრთავ, მანამდე აჩი მეორე ჭიქა ღვინოს ავსებს. უკვე მეეჭვება რომ ცეკვა მართლა დაავიწყდა.
-სულ გაგიჟდი? ვეღარ ვიმეცადინებთ!
ვსაყვედურობ და ვგრძნობ ორგანიზმში როგორ მემატება ტემპერატურა, სისხლძარღვები მიდუღს, ღაწვები ისე მეფაკლება სადაცაა გამისკდება! აჩის სახლში ღამით წითელ ღვინოს ვსვამ და ვცეკვავ? რაღაც ჩემს თავს საერთოდ არ ჰგავს...
-ისე კარგად ვიცეკვებთ...
ჭიქას მაწვდის. მასზე და ჩემს თავზე უფრო გამწარებული ეგრევე ვიყურებ და ბოლომდე ვსვამ მეორე ჭიქას.
აჩი იღიმის.
-ასე ნუ აკეთებ.
ვბუტბუტებ მე და ვგრძნობ რომ ჩემს გარშემო ნელ-ნელა ყველაფერი ტრიალს იწყებს.
-როგორ?
ღიმილს აგრძელებს.
-შენი ბრალია ყველაფერი! ძაან მშვენივრად იცი რაზეც გეუბნები! აფერისტი ხარ!
ვახლი პირში და ღვინის ბოთლს ვწვდები. გაკვირვებული შემომყურებს. მე კიდევ მისი თვალების სიღრმეში გაუაზრებლად ვიკარგები. ერთი ბოთლი მალევე იცლება მეორე ბოთლის გახსნისას თვითინ აღარ სვამს.
-რატომ გაჩერდი?
ვეკითხები მე.
-უბრალოდ აღარ მინდა.
-ძალიან კარგი, მე მეტი დამრჩება!_ ვხარხარებ გიჟივით, მერე კი უცებვსერიოზულდები_რატომ მეცეკვე?
-მია რას ამბობ?
-იცი რასაც ვამბობ, შენი ეს გაუთავებელი თამაშები ყელში ამომივიდა! მია არ წახვიდე ვიცეკვოთ, მია მივდივარ...მია დამელოდე მოვდივარ... ამას რატომ აკეთებ?



და მერე უბრალოდ ჩემს მახსოვრობაში კადრი წყდება.



4 დეკემბერი (2020)


ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ეკრანზე ვიხედები და ტასოსგან ზუსტად ცამეტი გამოტოვებული ზარი დედასგან კი სამი შეტყობინება მხვდება. რა ხდება? უცებ ოთახს თვალს ვავლებ და გული მისკდება. ვაიმე! სასწრაფოდ ვიხდი საბანს და რას ვხედავ? პიჟამები მაცვია. პინგვინებიანი პიჟამები...ეგრევე ვვარდები ლოგინიდან და უეცრად თავში გასული ღამიდან ჩემს გონებაში გამწყდარი კადრი მიტივტივდება.

-ჯანდაბა, ეშმაკმა დაგწყევლოს მია, ჯანდაბა!
-რა ხდება ვის წყევლი ამ დილა ადრიან?
ოთახში ყურებამდე გაკრეჭილი აჩი შემოდის ლიმნიანი წყლის ჭიქით ხელში.
-შე არამზადავ!
ვუყვირი და ჭიქას ხელიდან ვტაცებ.
-ვაიმე თავი მისკდება!
-არამზადა კიდე მე ვარ? გაგახსენო წუხელ რა ცირკები ჩამიტარე?
-რა? რა გითხარი?
-რა მითხარი?
გიჟივით სიცილს იწყებს.
-გოგო რა რა მითხარი, მთელი ღამე გამაწამე. ზუსტად სამჯერ არწყიე, მერე იძახდი უნდაგავფრინდეო და აივანზე გამეპარე.
-რა?
-ხო მერე ბოდავდი, რაღაც დამწვარ დღიურებს ახსენებდი...
თავიდან მეგონა რომ როგორც ყოველთვის ახლაც ხუმრობდა, მაგრამ დამწვარი დღიურები რომ ახსენა ერთიანად დავიშალე.
-მანდ გაჩერდი, აღარ გააგრძელო.
ვემუდარები.
-რაღა უნდა გავაგრძელო ბოლოს კულმინაცია იყო, აბაზანაში შევვარდი და მეც მთლიანად გადამწუწე. წვიმა მოდისო ყვიროდი. შენს გამო მეზობლებმა მაგინეს!
-გაჩუმდი, თორემ თავს მოვიკლავ, ეს რა სირცხვილია?
-არაუშავრს, ვის არ დამართნია, ბაჭიავ...
-და ეს პიჟამა?
-მე ჩაგაცვი.
-რა?
-საერთოდაც ეს პიჟამა მე ვიყიდე სპეციალურად შენთვის. მალე ხომ დაბადების დღე გაქვსდა...
-შენ რა იცი?

-აბა გგონია მარტო შენ შეგიძლია ინფორმაციების შესრუტვა?

-საერთოდ რაზე ლაპარაკობ? ღმერთო მომკალი!

-ახლა თუარ მოემზადები და სტუდიაში არ წავალთ ღმერთი კი არა რუსიკო ბებია მოგვკლავს. საუზმე მზადაა მალე ჩაიცვი, გარეთ მოვიცდი.
-სანახავი უკვე გინახავს ახლა მოიცდი გარეთ?
-მია რას მეუბნები? მთლიანად სველი ასე რომ დამეტოვებინე ხომ გაცივდებოდი?
-ჰაჰა და რა გინდა თქვა რომ ჩემზე იზრუნე?
-არა სულელო, შენ რომ გაციებულიყავი აბა დაფიქრდი, ტანგოს მეწყვილე ვინღა მეყოლებოდა? მართლა მარტო მომიწევდა ცეკვა. ასე ვთქვათ შენზე კიარა ჩემს თავზე ვიზრუნე.
-იდიოტო!
ერთ ბალიშს ვიღებ და პირდაპირ თავში ვუქანებ. ბალიშიც კი თავისნაირი უხარისხო რომ აქვს, ჰაერშივე იშლება და ბუმბულების წვიმა მოდის.
-ასე არა? ახლა განახებ!
-ნეტავ რას იმუქრები როცა არაფრის ტრ.აკი არ გაქვს...
-მეცოდები თორემ განახებდი რისი ტრ.აკი მაქვს და რისი არა...
ცოტახანში ორივე თავიდან ბოლომდე ბუმბულებიანები ვართ. ტელეფონი ისევ მირეკავს.
-გადი უნდა ჩავიცვა!
ვუყვირი და კარებს ცხვირ წინ ვუჯახუნებ. მერე აბაზანაში გავდივარ და წყალს ვრთავ რომჩემი ხმა ვერ გაიგოს.
-გოგო შენ რა შეიშალე?
მესმის ტასოს განწირული ხმა და ზუსტად ვიცოდი რომ საუბარს რაიმე მაგავსი წინადადებითდაიწყებდა.
-იძულებული გავხდი დედაშენი მომეტყუებინა რომ ჩემთან დარჩი. სად ჯანდაბაში გდიხარ?
-ტასო ვერც კი დაიჯერებ.
-რას?
-იმას რომ ახლა აჩის აბაზანიდან გესაუბრები და თანაც თავიდან ბოლომდე ბუმბულებიანივარ.
-რააააოოოოოოო???? რა მოხდა ???? მარა რას გეკითხები? როდისღა მოასწარი? ან მე რატო არმითხარი?
-არა არა საქმე სულ სხვაგვარადაა, წუხელ შალვასთან ვიყავი ამან მომაკითხა და თავისთანსახლში ამომიყვანა რომ გვემეცადინა, მერე დავლიეთ და მე როგორც ყოველთვის ცირკებიმოვაწყე. კიდევ კარგი არაფერი არ წამომცდა.
-ვაიმე და შენ რა იცი იქნებ წამოგცდა?
-მე რა ვიცი წამომცდა?
-კითხეე!
-არა, გაგიჟდი? ეგ როგორ ვკითხო?
-აი ასე ჩვეულებრივად, იცი? თერთმეტი წელია მიყვარხარ და გიმალავდი, ეგ კიარა ჩემსდაქალს ჩემი გამოგონილიც კი ეგონე. მერე რაღაც კოსმიური ძალით შენს სახლში მთვრალი აღმოვჩნდი და მაინტერესებს სიყვარული აგიხსენი თუ არა?
-საბოლოოდ გარეკე მემგონი შენ. კაი ახლა უნდა გავთიშო თორე რუსკა დაგვხოცავს ორივეს, აუ თავი მისკდება.
-ისე მართლა შალვასთან რაღა გინდოდა?
-აუ რავი გოგო მემგონი მართალი იყავი მაგაზე...
-როგორ მიყვარს მაგას რო მეუბნები ხოლმე...




***

იმ დღეს რუსკასგან უამრავი შენიშვნა მივიღე. ისიც კი მითხრა თავს ხელში თუარ აიყვან დამობილიზებას არ მოახდენ იძულებული ვიქნები ჩაგანაცვლოვო. ორი კვირა სტუდიაში რვასაათი მხოლოდ ერთი შესვენებით ვმეცადინეობდით. მეც ნელ-ნელა ვეჩვეოდი მისსიახლოვეს, მაგრამ გული მაინც მიფრთხიალდებოდა ყოველ მის შეხებაზე. ტასო შემოთავაზებაზე სიხარულით დაგვთანხმდა, თუმცა ის ფაქტი რომ რატისთან მოუწევდა მთელი დღე მეცადინეობა მაინცდა მაინც არ გახარებია. მემგონი ზუსტად ერთნაირ დღეშივი ყავით. ის ორი კვირა მეცადინეობაზე მეტად იმას ვცდილობდი რომ ეს ჩემი აჩისდამი გრძნობები ცოტახნით მაინც ჩამეკლა. რუსკას რომ მართლა შევეცვალე, ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი და მართლა სამუდამოდ მივატოვებდი ცეკვას და ამასთან ერთად დავტოვებდი ჩემს მთელ ცხოვრებას. უბრალოდ როდესაც მასთან ახლოს ვიყავი, ჩემი თავის მართვა მიჭირდა და სხეული აღარ მემორჩილებოდა. ეს უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. რაღაც ნამდვილად უნდა მექნა...ეს ემოციები სადმე სხვაგან უნდა წამეღო, თორემ ვეღარ ვუძლებდი უკვე. გადავწყვიტე რომ ამდენი წლის მერე ისევ გამეხსნა დღიური. არვიცი რაზედავწერდი, უბრალოდ დაცლა მჭირდებოდა. ალბათ ყველაფერზე...დავწერდი ჩვენს შემთხვევით პირველ ცეკვაზე, საშობაო კონკურსზე, რომელსაც შეიძლებოდა ტასოს დედის სიცოცხლე ეხსნა და იმაზეც თუ როგორ განსხვავებულად ველოდი იმ წელს შობისმოსვლას...მერე უნივერსიტეტში არდადეგები დამეწყო და მთელი სულითა და გულით ამამბებზე გადმოვერთე. სულ რაღაც ორი კვირა გვრჩებოდა, ჩემი თავით კი მაინც და მაინცკმაყოფილი არც მე ვიყავი და არც რუსკა...





20 დეკემბერი (2020)



ჩემი ოქროს დაბადებისდღის დილა გათენდა. პირველი რაც გამახსენდა ის პინგვინებიანიპიჟამა იყო რომელიც მეცვა. ვიხედები და გიჟივით მეცინება. სამი კვირით ადრე საჩუქარირატომ მიყიდა? უფრო სწორად, ეს იმ დილიდან მოიფიქრა როდესაც ჩემს ბაჭიის პიჟამაშიდამინახა. რა სიგიჟეა? თვალების ფშვნეტით ვდგები და საშხაპესკენ გზას გაურკვევლადმივიკვლევ რომ უცებ შეძახილები, გიტირის სიმების ხმა და ტასოს სიმღერა მესმის. მისაღებშიგასულს ჩემი მეგობრები მხვდებიან და ჩემს დანახვაზე შეძახილებს უმატებენ. სოფიგახარებული გვიღებს ვიდეოს მე კი ცრემლებს ვერაფრით ვიკავებ. რატი ტასო და შალვაჩემსკენ მოდიან და ჯერ ჯერით მეხუტებიან, მერე საჩუქრებს მაძლევენ.
-ბავშვებო...
სიტყვები არ მყოფნის.
-ვაიმე შეხედეთ ტირის...
-საყვარელი...
-საუკეთესოები ხართ!

მხოლოდ ამის თქმასღა ვახერხებ. მერე ჯერ ჩემი გახსენიო ტასო მევედრება. მეც ვიჯერებ დამის საჩუქარს ვხსნი. დაუჯერებელია! ხელში პატარა ფაიფურის საყვარელი ფიგურა მრჩება, ტანგოს მოცეკვავე წყვილის. გოგონას წითელი კაბა აცვია და თმები კოსად აქვს აწეული, ბიჭს კი ქუდი ახურავს. ტასო თვალს მიკრავს. მალე სამზარეულოდან პატარა ტორტი გამოაქვთ რომელზეც ზუსტად ოცი ცალი პატარა სანთელია. სურვილს ვუთქვამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დაბადებისდღის განმავლობაში ერთიდაიგივეა, თუმცა ამჯერად მის ასრულებასთან ხომ ასე ახლოს ვარ...
მთელი ის დღე წინ და უკან დავრბივართ წვეულების სამზადისში. გადავწყვიტე ძალიან დიდი ფართი ამეწია და ჩემი ყველა მეგობარი დამეპატიჟა. აჩიც რა თქმა უნდა. მითხრა საღამოს დიდი სიურპრიზით მოვალო. ხოდა მეც მოუთმენლად დავიწყე ლოდინი. შუადღისკენკარზე ზარის ხმა ისმის. ტასო ჯერ კივილს იწყებს მერე ისუსება. რა ხდება მეთქი ვეკითხები, მაგრამ პასუხი არ არის. მე სტუმრების სიას ვადგენ. ასევე ჯერ არ ვიცით რომელ რესტორანშიმოვაწყობთ წვეულებას. ეგ კი არა იმ თოჯინის წითელ კაბაზე მახსენდება რომ მე და აჩისჯერაც არ გვაქვს საცეკვაო ფორმები. მოსასწრები ძალიან ბევრი რამაა.
ტელეფონს ვიმარჯვებ რომ რუსკას თვის ფოტოების თაობაზე გადავურეკო რომ ოთახშიშემობრძანებულ აჩის ვხედავ დიდი თეთრი სასაჩუქრე ყუთით ხელში.
-ბაჭიავ!
სახეზე პირს ვიფარებ, თუმცა ასე ჩემი გაკვირვება ნამდვილად ვერ იმალება. ის იღიმის. როგორც ყოველთვის...
-დაბადების დღეს გილოცავ!
და საჩუქარს მაწვდის...
-ღმერთო აჩი, დიდი მადლობა.
-არ გახსნი?
ტასო ლამის დაილიოს ლოდინით. ყუთს ფრთხილად ვაცლი ლენტებს
და ხელში ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა მრჩება. ეს ძალიან ძვირი უნდა ყოფულიყო.
-ვაიმე არ არსებობს, ასე რატომ დაიხარჯე?
-საყვედური რომ არ ჩააქსოვო არ შეგიძლია ხომ? _იცინის_მინდა რომ დღეს ეს კაბა ჩაიცვა დაჩვენი ცეკვა ვიცეკვოთ...
ჩვენი ცეკვა...ეს სიტყვები ისე ჰარმონიულად ჩამესმის ყურში, მერე გონებაში ინაცვლებს დაიქ იდებს მჭიდროდ ბინას...”ჩვენი ცეკვა ვიცეკვოთ”...ასეთი ტკბილი როდიდან გახდა?
მაგ დროს ბიჭებიც შემოდიან და თან წუწუნებენ ფართი ვერ ვიქირავეთ, ახლომახლოყველაფერი დაკავებული აო.
-რა ფართი? დაბადებისდღის?
ეკითხებათ აჩი.
-ხო აბა ჩემი მანქანის გარაჟის?
პასუხობს შალვა.
-ბიჭო მერე გეთქვათ რო დარბოდით წინ და უკან გაფანტული იხვის ჭუკებივით, ფართზე მეტირა მაქ ჩემთან სახლში?
-მერე შენები?
ეკითხება დედა.
-სოფი დეიდა, ჩემებს აქ რა უნდათ, ბაგუმს ვერ იტანენ და თბილისში ცხოვრობენ. პრობლემასმე ვერ ვხედავ.
-ხუმრობ?
ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს.
-რატომ? შენ ახლა თავი მოიწესრიგე, ყველაფერს ჩვენ მივხედავთ და საღამოს გამოგივლი.
-მე უნდა გამომევლო, არა მია?
მეკითხება შალვა და მეც უეცრად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.
-შენ რუსუდანი რომ წამოიყვანო?
სიტუაციას მუხტავს ტასო.
-მაშინ მანამდე მე გაფორმებას ტორტს და ალკოჰოლს მივხედავ.
ამბობს აჩი. ალკოჰოლის ხსენებისას ის გიჟმაჟური ღამე მახსენდება. ნეტავ რატომ ვუხსენედამწვარი დღიურები? ნუთუ როგორც ტასომ ივარაუდა მართლა შეიძლებოდა რომ რამე მეთქვამაგ ღამეს? ასე რომ ყოფილიყო არ მეტყოდა? ვფიქრობდი და აჩის ასეთი უეცარი ჩემსკენ შემობრუნების ამბავი არ მესმოდა. ახლაც კი ფაქტობრივად ის მიხდიდა დაბადების დღეს.
მთელი საღამო ადგილს ვერ ვპოულობ მღელვარებისგან. აჩის კაბა ძალიან მიხდება. ჩემსთავს სარკეში თვალს ვერ ვწყვეტ. ახლა ნამდვილად გამოვიყურები აჩის გოგოსავით. სოფითმებს მიხვევს, ტასო ჩემს გარდირობში იქექება. კაბების ჩაცმა არასდროს უყვარდა და ახლა წუწუნებს რა ჩავიცვაო.
-არაუშავრს, შენ შენი გმირი მაინც მოგამარაგებს ნაირ-ნაირი კაბებით, ერთი-ორს ჩემთვისაცთუ გაიმეტებ არაფერი დაშავდება.
-კარგი რაც გინდა ჩაიცვი, მაგრამ ასე ნუ ეძახი ძალიან გთხოვ.
-აბა რა დავუძახო მიას დათუნია?
-ტასო ახლა რაღას ბოდავ?
-რა რას ვბოდავ გოგო ეგ ბიჭი შენზე ყურებამდეა შეყვარებული, არა სოფი დეიდაა?
-რავიცი ცუდი ბიჭი კი არ არი და?!
-თქვენ სულ გაგიჟდით ხომ? 2021 წელს მეტეორის ჩამოვარდნას და ზომბ აპოკალიფსსაც კიდავიჯერებ და იმას ვერა რომ აჩის მია უყვარს!
-შვილო უკეთესად არი დედა?
უცებ გადააქ სოფის თემა და ტასოს ეკითხება.
-ისევ ისეა სოფო დეიდა.
-ერთი ვეღარ გადმოვედი თქვენთან რა...
-მობრძანდით როცა მოისურვებთ.
რას ნიშნავს ჩემზეა ყურებამდე შეყვარებული? ნუთუ ამის შესაძლებლობა ნულს არ უდრის? თერთმეტი წელი ცოტა არაა იმის გასააზრებლად რომ ბიჭს არ აინტერესებ! რეალურად ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ბავშვიც ხომ ხვდება ვის უნდა ემეგობროს და ვის არა...ახლა როგორ დავიჯერო რომ უბრალოდ ჩემმა ცეკვის მეწყვილეობამ შეაყვარა ჩემითავი? არ მესმის ისინი ასე რატომ ფიქრობენ...თუმცა ეჭვები მაინც მიღრღნის გულს. ნუთუ კაზანოვასაც გააჩნია გრძნობები? და ნუთუ ეს გრძნობები მე მეკუთვნის?



***
ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი. თვალებს ვერ ვუჯერებ აჩის სახლში ზუსტად იგივე დარბაზში რომ ავდივართ, სადაც წინაზე ვმეცადინეობდით. ეს ყველაფერი ჩემს წარმოსახვით შესაძლებლობებსაც კი დიდიხანია გამცდარი ყოფილიყო. შაკო კარებშივე მხვდება და ხელკავს მიწვდის. ვუღიმი და ვთანხმდები.
-აბა ჩემს ლამაზ იუბილარს ჰაერზე გავლა ხომ არ ესიამოვნებოდა?
მეკითხება შაკო.
-სიმართლე გითხრა უარს ვერ გეტყვი, სული მეხუთება.
-მაშინ გავიდეთ თან...რაღაც მაქვს სათქმელი.
ვიძაბები მაგრამ არ ვიმჩნევ. მეგობარს ვუღიმი და გარეთ გავდივართ. ზუსტად იმ აივანზესაიდანაც აჩის მტკიცებით გაფრენას ვლამობდი...
-მია, გახსოვს თამაშში ერთმანეთს რომ ვაკოცეთ ტასოს დაბადებისდღეზე?
-ეგ ახლა რამ გაგახსენა?
-მიპასუხე გთხოვ...
ღმერთო არა...ახლა ის დიალოგი დგებოდა რომლის დადგომაც არაფრის დიდებით მსურდა. ტასო აშკარად მართალი იყო მე კიდევ ეგოისტი ვხდებოდი, როგორც ყოველთვის და არც მისიგაშვება და მეგობრის დაკარგვა მსურდა და არც მასთან ყოფნა შემეძლო. ეს აზრი ჩემსცნობიერს არც ერთხელ დაჰბადებია. აჩის ადგილას სხვა არასოდეს წარმოუდგენია.
-ჰაჰა, ეგ კოცნა? მეცხრე კლასში ვიყავით ხო?
ვცდილობ სიტუაცია არ დავძაბო და ეს მომენტი უბრალოდ ისე გავიხსენო როგორც ერთ ერთიბავშვობის ტკბილი მოგონება.
-გამოგიტყდები შაკო, ჩემი პირველი კოცნა ნამდვილად არ ყოფილა ცუდი.
-მია ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა...და უბრალოდ სიმთვრალისთვის არ მიმიწერიაროგორც შენ გააკეთე. მაშინ გული საშინლად მატკინე თუმცა შენი დაკარგვა არ მსურდა დათავს ვაჩვენებდი რომ ჩემთანაც ყველაფერი რიგზე იყო. გიყურებდი და შენგან ვერაფერშესამჩნევს ვხედავდი თუმცა პატარა იმედის მცირე ნაპერწკალი ჩემს გულში მაინცკიაფობდა...მე, მე მომენტს ველოდებოდი რომ მეთქვა რომ მე შენ მიყვარხარ მია!
ასე ლამაზად სიყვარული პირველად ამიხსნეს. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვისარასრულფასოვნების კომპლექსი გამაჩნდა და გავიძახოდი რომ სასურველი არავისთვისვიყავი, მაინც ბევრნაირი სიყვარულის ახსნის მონაბოდი მქონდა მოსმენილი. ვინ იცის იქნებზუსტად მაგიტომ ვერ ვუბედავდი აჩის ამის თქმას, თუმცა რომელ სიყვარულის ახსნაზე იყოსაუბარი ჩვენ ხომ უბრალოდ უცნობები ვიყავით ერთმანეთისთვის...უფროსწორად მე ვიყავიმისთვის.
ჩემს თავზე საშინლად ვბრაზდები რომ ისევ ცუდი საქციელი უნდა ჩავიდინო, ჩემს უახლოესმეგობარს გული მეორედ უნდა გავუტეხო...ღმერთო ჩემო, რა ვქნა?
-შაკო...
-ვიცი რაც უნდა მითხრა.
მეუბნება და თავს ხრის.
-არა, არ იცი...არცკი ვიცი საიდან დავიწყო, როდესაც ტასომ მითხრა ვერაფრით დავიჯერერომ ეს შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მერე ნელ-ნელა ვხედავდი შენსა და აჩისშორის ის რაღაც უხილავი დაძაბულობა როგორ იმატებდა.
-მართლა გიყვარს?
მეკითხება მოულოდნელად.
მის მოტყუებას რაიმე აზრი აქვს?
-ძალიან...
ვეჩურჩულები და ცრემლები მომდის.
-გთხოვ არ იტირო.
მეხვევა შალვა. -ბოდიში რომ აგატირე...უბრალოდ ვეღარ მოვისვენებდი ჩემი სათქმელი რომარ მეთქვა.
-არა, ეს მე ბოდიში რომ ამდენ ხანს ასე საშინლად გექცეოდი და გული კიდევ ერთხელ გაგიტეხე. ხომ იცი ჩემი ეგოისტობის ამბავი არა? თქვენი არცერთის გარეშე სიცოცხლე არშემიძლია. არ მიმატოვო გთხოვ...
-მაგას როგორ ამბობ, სულელო...კარგი წამოდი შევიდეთ სულ გაიყინე.
შიგნით შესული ჯერ ისევ არ ვარ გონზე და ზუსტად ვერ ვიაზრებ ვის ვესალმები და ვის არა. მერე რუსკა მიახლოვდება და გულში მიხუტებს. თვალებით აჩის ვეძებ, მაგრამ ამასობაშიშაკოსაც ვკარგავ. როგორც ჩანს წვეულებიდან წასულა. მახსენდება აჩის სიტყვები ამაღამდიდ სიურპრიზთან ერთად მოვალო. მაგრამ მან ხომ უკვე მაჩუქა საჩუქარი? მერე ვხედავაჩისაც ხელში დიდი კამერა მოუმარჯვებია და ყველაფერს აფიქსირებს. ტორტის გაჭრისცერემონიის შემდეგ ყველანი რატისა და ტასოს მოსმენის მოლოდინში გაისუსნენ. ტასოჩემსკენ წამოვიდა გიტარა მომაძებნინეო. უკვე კარგად იყო დალეული, აი მე კი იმ ღამისშემდეგ სასმელის ხსენებაც მეზიზღებოდა. ეს რამდენი ფობიები დამმართა ამ უტვუნო ბიჭმა?
-მია იცი რა მოხდა?
მეჩურჩულება ტასო და სიცილით იგუდება.
-რა?
ვპასუხობ და ისევ შაკოს სახე მიდგას თვალწინ. მაინც რა საშინელი ვინმე ვარ...
-რატიმ მაკოცა!
-რაო? მერე?
-და მემგონი მომეწონა!
-აი ხედავ? ხო გეუბნებოდი?
მეგობარს გადავეხვიე.
-ისე შენ მეტი აღარ დალიო, აი შენი გიტარაც.
-შენ რა გჭირს?
-და რო იცოდე ჩემთან რა მოხდა?
-არ არსებობს!!!
-არა არა, ეგ არა...შაკომ სიყვარული ამიხსნა.
-აი ხო გეუბნებოდი?
-ხო ამ ბოლო დროს ამ ფრაზებს ხშირად ვამბობთ მე და შენ.
-მერე მაგის გამო ხარ მოწყენილი? შენ რა უთხარი?
-ხო მაგის გამოც. რა უნდა მეთქვა გოგო, რათქმაუნდა უარი ვუთხარი. შენი წვეულების საღამოგამახსენა.
-ის კოცნა...აუუ, საწყალი შაკო...
-კაი ეხლა ეგრე ნუ ლაპარაკობ თორე ჩემი გულის ამბავი რომ ვიცი მივქარავ რამეს.
-და სხვა რამოხდა?
-საქმეც მაგაშია რომ არაფერიარ მოხდა!
-ეგ როგორ გავიგო? მე დავლიე თუ შენ?
-ტასო ერთი კომპლიმენტიც კი არ უთქვამს როცა თავის ნაჩუქარ კაბაში დამინახა, ეგ კი არაწესიერად არც შემოუხედავს, თქვენ კიდე მარწმუნებდით უყვარხარო.
-გოგო ჯერ დააცადე აბა დალიოს...
-კარგი რა, თუ რამის გაკეთება უნდოდა ფხიზელზეც იზამდა...
-გოგოებო სად დაიკარგეთ?
გვეძახის რატი. მერე ვხედავ ერთმანეთს საყვარლად როგორ უღიმიან ჩემიმეგობრები და გული მითბება. როგორც ჩანს, დღეს ვინმეს მაინც უმართლებდა...


***
-არ ვიცეკვოთ?
სხეულში ერთიანად მივლის ტაო და წამით ვშეშდები. ეს ხმა...ჩემს უკან აჩი დგას.
-ვიცეკვოთ!
ვეუბნები და აპლოდისმენტების ხმაც ისმის. მერე ადგილს ვანთავისუფლებთ და ჩვენიტანგოც უცებ ირთვება. ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც წინა საკონკურსოდ თავიპირველად უნდა წარმოვაჩინო ამდენი აუდიტორიის წინაშე. აჩის შევყურებ, მღელვარებასაერთოდ არ ემჩნევა. ან საკმაოდ კარგად მალავს გრძნობებს...ის ხომ ბავშვობიდანვე ისეთითავ დაჭერილი, მშვიდი და დინჯი იყო...თვალებში არ უნდა ვუყურო...არ შეხედო...ვუმეორებდიჩემს თავს, თუმცა ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. როგორც კი მუსიკის გამაყრუებელიბგერები ისმის აჩი ჩემს სხეულთან ერთად მშვიდად და აუჩქარებლად “სეირნობს” და უცებძალიან ხმადაბლა, თითქმის გაუგებრად მეკითხება:
-მია, დღიურები რატომ დაწვი?
ვერაფრის გააზრებას ვასწრებ! ვერ ვასწრებ მის კითხვაში გავერკვე...ყველა ჩემი აქამდედაგროვილი ეჭვი ერთდროულად მიტივტივდება თავში. რატომ მაინცდა მაინც ახლა? რატომმახსენებს დამწვარ დღიურებს? ნუთუ...
“ვაიმე და შენ რა იცი იქნებ წამოგცდა?”
მახსენდება ტასოს სიტყვები...არა უბრალოდ შეუძლებელია იმ ღამეს რამე წამომცდონოდა, ამას არ ვიზამდი, ამას უგონოდ მთვრალიც კი არ ვიზამდი! ფეხის გადადგმას ვეღარ ვახერხებ, ადგილზე ვშეშდები, აჩი ცეკვას აგრძელებს მე კი ერთ ადგილზე გაყინული ვდგავარ და ბუნდოვნად ვხედავ რუსკას ამაყი თავმომწონე ღიმილი სახელად “ჩემი მოსწავლეები არიან” ნელ-ნელა სახეზე როგორ აშრება. ვცდილობ, მინდა სხეული ავამოძრაო, მინდა ისე მოვიქცეთითქოს არაფერი მომხდარა და მასთან ერთად ცეკვა გავაგრძელო თუმცა ვხედავ კარებშიროგორ შემოდის ლამაზ ხავერდოვან კაბაში გამოწყობილი მაღალ ქუსლებზე შემდგარი ნატადა ჩვენი ერთად დანახვისას წამით ისიც ჩემსავით შეშდება.
“ამაღამ დიდი სიურპრიზით მოვალ”
ნუთუ ეს იგულისხმა აჩიმ იმ სიტყვებში? ნუთუ ამხელა გულის ტკივილისათვის გამიმეტა დათანაც საკუთარ დაბადებისდღეზე? ყველაფერი დამთავრდა! ჩემი ცხოვრება დაინგრა. ტანგოსშესრულების უფლებაც სამუდამოდ ჩამომერთმეოდა. გაკვირვებულ ხალხს დარბაზშივევტოვებ და მთელი ძალით ატირებული გავრბივარ. გავრბივარ ისე რომ მეც არ ვიცი ჩემს თავსრა ხდება. ისე გავრბივარ თითქოს და ამ ყველაფრის ჩამოტოვება ერთიანადშემეძლოს...გავრბივარ და ცოტა ხანში ნაცნობი ხმა მესმის.
-მია...
-შაკო? აქ რა გინდა?
ცრემლებს ვიწმენდ და დამშვიდებას ვცდილობ, თუმცა არ გამომდის, უხლური ვარ, ამჯერადემოციების დამალვა აღარ გამომდის!
-მია რა მოხდა?
-მე...ყველაფერი მორჩა შაკო, ვერ შევძელი...თავი ვერ გავართვი!
გულში ძლიერად მიკრავს მე კი ტირილს ვუმატებ. მალე ჩვენს წინ მდგარ იმედგაცრუებულაჩის სახეს ვაწყდები, რომელიც ჩემი მზერის შეჯახებისას, მას გამოდევნებულ ნატას ხელსჰკიდებს თავის მანქანამდე მიჰყავს, და მასთან ერთად სადღაც უჩინარდება...



23 დეკემბერი (2020)


საავადმყოფოს პალატიდან ახალ გამოსულს რატის ჩემთან და ტასოსთან ცხელი ყავამოაქვს. იმ უბედური დაბადებისდღის ღამეს ტასოს დედის მდგომარეობა საგრძნობლადგართულდა. მას მერე ასე საავადმყოფოში ვათენებდით. მე ჩემს მეგობარს ვამხნევებდი, იმის გათვალისწინებით რომ ვიცოდი, მეთვითონაც კარგად ვიცოდი თუ რა ნაგვისკენაცმიექანებოდა ყველაფერი. არც აჩისგან, არც რუსგასგან და არც შაკოსგან არაფერი მსმენოდამთელი სამი დღის განმავლობაში. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ასეთ დაცემას, დავგრძნობდი ვეღარ ვერასოდეს წამოვდგებოდი. ყველაფერი ასე უაზროდდამთავრდა...დაუწყებლად დამთავრდა...მე ჩემი ოცნება ვერ ავიხდინე...აჩისთანვეღარასდროს ვიცეკვებ, თვითონ აჩიზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ცეკვა პირად გრძნობებშიარ უნდა ამერია. თავიდანვე ყველაფერი ჩემი სულელი თავის ბრალი იყო.
ექიმმა ტასოს და ემზარი ბიძიას უთხრა რომ ნანა დეიდას გერმანიაში თუ გადავიყვანთსამკურნალოდ, იქ მისი გამოკეთების შესაძლებლობა 20%-ით მაინც აიწევსო. ამ სიახლისგაგონებისას ჩემს თავზე ორმაგად მეშლება ნერვები...ვერ შევძელი...ვერც მეგობრისდახმარება შევძელი! ამ ფიქრებში თავს ვხრი და ვგრძნობ ცხელი ცრემლები ჩემს ღაწვებზეგზას როგორ მიიკვალავენ. ამ დროს ჩემი ტელეფონი ინთება და ეკრანს რუსკა მასწავლებელიეწერება. რამდენიმე წამი ჯერ გაკვირვებული დავყურებ ტელეფონის ეკრანს, მერე მახსენდებარომ დღეს შაბათია მე კი ჩვეულებრივი რეპეტიციაც გავაცდინე. მთხოვს რომ სტუდიაშიმივიდე. ვიცი იქ რა ამბავიც უნდა დამხვდეს, მე კი არ მინდა...არც აჩის დანახვა არმინდა...ვეუბნები რომ საავადმყოფოში ვარ მაგრამ ეს არ მშველის. ტასოს და რატისვემშვიდობები და იმედდაკარგული მივდივარ გაჩერებისკენ. შევყურებ ზღვას, რომელიც ჩემიაზრით ზამთარში უფრო ლამაზია. ყინავს, თუმცა სიცივეს ვერვგრძნობ. ვიცი რის გამოცმიბარებს რუსკა სტუდიაში, გულისიღრმეში ეს მე ძალიან კარგად ვიცი მაგრამ რატომღაც მაინცთავზარი მეცემა, როდესაც სტუდიაში შესული აჩი და ნატას ერთმანეთზე გადაჯაჭვულსვხედავ. მგონია რომ ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს და სადაცაცაა გასკდება! ჩემსკენწამოსულ რუსკას ვხედავ, ცრემლების შეკავება უკვე ისე მიჭირს...სახე მემანჭება არაფერიგამომდის და ქვითინს ვიწყებ. რუსკას უნდა გულში ჩამიხუტოს, მაგრამ საშუალებას არვაძლევ.
-მაპატიე, მია!
მესმის მისი სიტყვები, რომლებიც ლახვარივით მესობა გულში. და მასზე მეტად ჩემინათქვამი სიტყვები მე თვითონვე მაკვირდებს.
-მე ვტოვებ ანსამბლს...
და უკანმოუხედავად მივრბივარ. ეს რა ჩავიდინე? მთელი თერთმეტი წელი ეს ყველაფერიხომ მთლიანი ჩემი ცხოვრება იყო? სცენის სუნიც კი ზღვის ჰაერზე მეტად მიყვარდა, ის წინასაკონცერტო ფუსფუსი და მზადება, სცენის შიში და ადრენალინის განცდა, აჩის უნაკლოგამოსვლების ყურება...ყველაფერი უკან დარჩა. ვინ თქვა რომ ოცნებები ხდებოდა?
სანაპიროზე მარტო ტირილისგან გულს რომ ვიჯერებ, კიდევ არ მჯერა ცოტა ხნის წინ რაცჩავიდინე, მაგრამ ჩემი სიამაყის გრძნობა უფლებას არ მაძლევს გადაწყვეტილება შევცვალო. მერამდენედ? როდესაც ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, ყველაფერი ბოლოს მაინც რატომჩაფლავდა? ტელეფონს ვიღებ და ტასოს ვწერ:
“ანსამბლი მივატოვე!”
სულ ორიოდე წუთში მისგან პასუხი მომდის:
“რა ქენი?”
“აჩი მაგასთან ცეკვავს”
ტასო “მესენჯერით” მირეკავს და გინებას ჰყვება. მერე მუქარაზე გადადის.
-ჩემი ხელით ჩავმარხავ ორივეს!
-ცოტა შორის შორს ქენი...
-გოგო შენ რაღამ გამოგაშტერა წაგებულის როლში რატომ ჩაიგდე თავი?
-ამ შემთხვევაში რეჟისორი მე კი არა, რუსკა იყო...
-ეს შენი ოცნებაა, შენი ცხოვრებაა და რეჟისორიც შენ უნდა ყოფილიყავი! თერთმეტი წელირისთვის იბრძოლე? რომ ბოლოს ასე უბრალოდ დანებებულიყავი?
-აზრი აღარაფერს აქვს...
-ვაიმე, სად ხარ მითხარი? ტვინი უნდა გამოგირეცხო.
-სანაპიროზე ჩვენს ადგილას ვარ, მოდი...

ნახევარ საათში ტასო ჩემთან მოდის. ერთმანეთს არც კი ვესალმებით. ჩემს გვერდით უხმოდჯდება, მე სივრცეს თვალმიშტეფებული გავყურებ. ცრემლებიც კი გამითავდა. არ ვიცი რავთქვა...

-შენ და რატი ახლა ერთად ხართ?
ვეკითხები ჩახლეჩილი ხმით.
-სერიოზულად? ახლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ?
-ტასო გთხოვ.
-რას მთხოვ?
როგორც ჩვევია ჩემს გადარწმუნებას ცდილობს რომ მერე ისევ მე არ ვიღნავლო მისკალთაში, მან კი არ მითხრას “ხომ გეუბნებოდი...” როგორც ჩვეულებრივ ამ სიტყვების თქმაუყვარს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ის ასეთი არ არის. ყოველთვის მაყურადებს რომ რამესისულელე არ ჩავიდინო, მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
-ტასო ერთი დარჩი არ უთქვამს გესმის?
-რუსკას?
-აჩის! წარმოიდგინე, შევდივარ სტუდიაში და რას ვხედავ? იმ უბედურ გოგოს ეკრობა! თანაცჰარში ასატაცებლად ის უფრო მსუბუქია...მე კი...
-ახლა შენს ტანზე უნდა იწუწუნო? შენ სულ გაგიფრენია...
-ვინ იცის გაუხარდა კიდეც რომ მე მომიშორა. ახლა თავის სიყვარულთან ერთად იცეკვებს. რომ დავინახე იცი რა მომივიდა?
ტასო ერთიანად კანკალებს.
-ხო და შენც დებილივით გამოიქეცი. ბედი იმ საფრთხობელასი რომ მეც მანდ არ ვიყავითორემ თავზე ერთი ღერი თმა აღარ შერჩებოდა.
-თავისი ქერა თმა...
-ახლა რას აპირებ? სახლში შინაბერასავით ჯდომას და ქსოვას?
-არა, საუკეთესოდ სწავლას და მერე ექიმობას...
-მია რავიცი, რავიცი...ასე უბრალოდ ვერ ადგები და კარს ვერ გამოიხურავ. რუსკასი მაინც არგრცხვენია?
-ტასო დავიღალე...მეტს გული ვეღარ უძლებს.
-არგინდა სადმე წავიდეთ? გავიყინე.
-ჩემთან ავიდეთ რა დღეს სოფიც არ იქნება თან, დეიდასთან წავიდა.
-კაი.
-დარჩები ჩემთან?
-ხო, დღეს სავადმყოფოში მამა რჩება. ხვალ ნანასაც გამოწერენ.
-და რა გადაწყვიტეთ?
ვეკითხები და მეშინია მისი პასუხის. მეშინია ზუსტად ის სიტყვები არ მითხრას რომელსაცვეღარ გავუძლებ. ასეთ მდგომარეობაშიც მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ?
-მია სახსრები არ გვაქვს...
მეუბნება ტასო და თავს ატრიალებს. ვიცი რომ ტირილი უნდა დაიწყოს და მანაც იცის რომ მევიცი, თუმცა თავს მაინც მარიდებს.
-ყველაფერი ჩემი ბრალია...
ვბუტბუტებ.
-გეხვეწები ოღონდაც შენ რა შუაში ხარ? მეგობრის დახმარება გინდოდა, რა მნიშვნელობააქვს შედეგებს? მთავარია რომ გინდოდა!


***

***


იმ ღამეს რამე სიგიჟის ჩადენა მინდება.
-სულ ასე იცი, შეგიძლია ადამიანს შურისძიებაში სული ამოხადო, მერე სახლში კუთხეშიდაჯდები და იტირებ, ბოლოს მაინც რაიმე გენიალური იდეა დაგარტყავს!
მეუბნება ტასო. სიტყვა გენიალურზე აჩი მახსენდება.
-დაურეკავ ბიჭებს?
ვეუბნები.
-დარწმუნებული ხარ რომ შალვას ნახვა გინდა?
-ჩემთვის არაფერი შეცვლილა...
-მაშინ დავლიოთ?
-ჰმ, დავლიოთ!

ჩემი სახლის მახლობელ ბარში სამეგობრო ისევ ვიკრიბებით, ვსვამთ, ძველ ბავშვობისსაუკეთესო წლებს ვიხსენებთ და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მე ვცდილობდღევანდელი დღე დავივიწყო და საერთოდ არ ვიფიქრო არც ცეკვაზე და რუსკაზე და არცაჩიზე და იმ ფაქტზე რომ ის ახლა ჩვენს ცეკვას ნატასთან შეასრულებს. საერთოდ ჩვენსანსამბლში ნატა არ ყოფილა და ეს ამბავი ვერაფერთან დავაკავშირე. ის ზუსტად ვიცოდი რომრუსუდანი ამ ცეკვას ჩამომართმევდა, თუმცა ნატას თუ მისცემდა, გოგოს რომელსაც ჩვენთანარაფერი ესაქმებოდა ნამდვილად არ მეგონა.
-მოდით უბედურების სადღეგრძელო შევსვათ!
ვწევ ვისკის ჭიქას და შაკოც ეგრევე მიჭახუნებს.
-უბედურებას გაუმარჯოს.
-ამ ორს რა ჭირს?
ეკითხება რატი ტასოს.
-რა და უბედურები არიან რა გიკვირს?
-ეეე, არადა გშიფავდით, ტო...
მერე ჩვენი ბარტყები საცეკვაოდ მიდიან მე და შაკო კი რატომღაც ისევ მარტოები ვრჩებით.
-რა ხდება?
მეკითხება და კიდევ ერთ ჭიქას ავსებს.
-ანსამბლი მივატოვე...
-ეგ გავიგე, შენ როგორ ხარ?
-შენი აზრით?
-ხო ვიცი, მეც.
მპასუხობს და სირცხვილისაგან ერთიანად მცხება.
-შაკო მართლა საუკეთესო ხარ!
ვუღიმი.
-როგორც ჩანს საუკეთესოობა არ კმარა, არა?
ამ დროს კარებთან გაჩერებულ აჩის ვხედავ.
-ეს ვინღა მოათრია?
კანკალს ვიწყებ. მისი დანახვა არ მინდა.
-ოხ ტასო!
სიბრაზისაგან მუშტებს კრავს შალვა.
-მაგიტო გაშპა არა? მოვკლავ მაგ გოგოს!
ვიმუქრები და იქაურობას ვეცლები. საპირფარეშოსაკენ მივდივარ რომ სიბნელეში ისევხელზე მკიდებს ხელს ვიღაც და მაჩერებს. აჩია. ისე ახლოს ვართ...მე კიდევ ნასვამი. მღელვარებისგან ადგილს ვერ ვპოულობ. რა გავაკეთო?
-ახალ პარტნიორს გილოცავ!
მოულოდნელად მეუბნება ირონიულად. ვიცი რომ შაკოს გულისხმობს, თუმცა მისთვისსაერთოდ არაფრის ახსნას არ ვაპირებ.
-ჰაჰ, რა სასაცილოა, მეც იგივეს მოლოცვა მსურდა თქვენთვის!
-ეს შენ წახვედი, ეგ იცოდე...
ხელს მიშვებს და ჩუმდება. სასწრაფოდ გავრბივარ იქიდან, თორემ მეტის მოთმენა აღარშემიძლია. ისევ გავრბივარ და ვატყობ ამ ბოლო დროს მაგის მეტი აღარაფერი შემიძლია. ვტოვებ სიბნელეში და სახლამდე ფეხით მივდივარ. მე წავედი, არა? ამდენი წლისგანმავლობაში ჩემი არსებობის შესახებაც არ იცოდი და როცა როგორც იქნა რაღაც ხდებოდაშენს საზიზღარ თვისებებს მაინც ვერ უღალატე, ჩემი ცეკვა ნატასთან იცეკვე და ახლამეუბნები რომ მე წავედი? სიბრზისგან თავსვერ ვაკონტროლებ და შუა ქუჩაში ვყვირი. მოულოდნელად ზურგს უკან მანქანის სიგნალი მესმის. კინაღამ გული მისკდება. აჩიმიყვირის.
-ჩაჯექი!
გაბრუებული ვციდილობ როგორღაც თავი შევიმაგრო და არ დავეცე. ბოლომდე ვერ ვიაზრებრა ხდება, მგონია რომ მძინავს და სიზმარში ვარ თუმცა ეს ხელს მასზე გაბრაზებაში საერთოდარ მიშლის.
-კიდე რა გინდა?
-მია ჩაჯექი მეთქი!
-თუ ასე ძალიან გინდა შენთვითონ ამიყვანე და ჩამსვი!
ეცინება. ჩემსკენ მოდის. ამას მართლა აპირებს? ადგილიდან ვერ ვინძრევი.
-სულელი ბაჭია ხარ!
ჰაერში მიტაცებს.
-შენთვითონ ხარ სულელი ბაჭია!
მისი სურნელით გაბრუებული წამიერად ვითიშები, თუმცა როდესაც მანქანაში ფრთხილადმსვამს ისევ ვფხიზლდები.
-შაკოს ველაპარაკე...
ცრის ჩუმად.
-მერე?
მხრებს ვიჩეჩავ, რომ უეცრად თავში მარტყავს ჩემი და შაკოს ჩემი დაბადებისდღის საუბარი. მას ხომ სიმართლე გავუმხილე. ნუთუ ახლა ამას გულისხმობს?
-თურმე ერთად არ ყოფილხართ.
ამოვისუნთქე.
-შენ და ნატა ხომ ხართ...
აშკარად სასმელი მალაპარაკებს.
-არა, არ ვართ.
-არა? რას ქვია არა?
ამას როგორ მეუბნება? საერთოდ თვითონ ესმის თავისი თავის?
-გინდა რომ ვიყოთ?
არა, არ მინდა! არ მინდა! არ მინდა!
-მე ვინ მკითხავს? ეგ გოგოები სულელები არიან და შენც სულელი ხარ!
-ხო და შენ ჭკვიანი...
-დიახაც.
იცინის. მანქანას საგრძნობლად ნელა ატარებს, რაც არ სჩვევია.
-აჩი გავფრინდეთ!
ვეუბნები და ლუქს ვაღებ. ვდგები და გიჟივით ყვირილს ვიწყებ. ასე ბოლო ხმაზე ვყვირი.
-გაიღვიძეთ! მიას გაფრენა შეუძლია...გაიღვიძეთ!
-შენ ნამდვილად გიჟი ხარ.
ყვირის მანქანიდან აჩი. არ მახსოვს ჩემს სახლამდე როგორ ავდივართ, როდესაც ლოგინშიმაწვენს, ერთი წამით ჩერდება და მიყურებს. ვიძაბები. ძალიან მინდა დარჩენა ვთხოვო, მაგრამ ვერ ვბედავ. ისიც თითქოს ელოდება ჩემი ნაბიჯის გადადგმას და როდესაც ვჩუმდებიმემშვიდობება და ნელა გადის ოთახიდან, შემდეგ კი გასასვლელი კარის მოჯახუნების ხმასვიგებ. სანამ იმას ვნანობ რომ დარჩენა არ ვთხოვე მანამდე ვითიშები მისი სურნელით, ზედმეტი ემოციებითა და სასმელით გაბრუებული და წარმოდგენა არ მაქვს რას მომიტანსშემდეგი დღე.


31 დეკემბერი (2020)

-შენ მოდი და თაფლს ურიე, მე ნამცხვრებისთვის კრემს მოვამზადებ.
მეუბნება სოფი და ჯერაც გაბუტულია ჩემზე იმის გამო რომ არ ვუთხარი ჩემი ანსამბლიდანწამოსვლის ამბავი და ეს სრულიად შემთხვევით ტასოსგან გაიგო, როდესაც ნანასმოსანახულებლად წავიდა.
-აუ დეე, პირიქით არ სჯობს?
ნამდვილად მეზარება ახლა თაფლის საათობით მორევა.
-არაფერიც არ სჯობს, ხომ უნდა ისწავლო არა? საწყალ მამაშენს გოზინაყი ძალიან უყვარდა. უბედური...როგორც წამოდუღდება ეგრევე გადმოდგი.
მორჩილად ვასრულებ დედის დავალებებს, თუმცა საახალწლო განწყობა საერთოდ არ მაქვს. ვიცი რომ ერთ კვირაში აჩი ნატასთან იცეკვებს, ამ ამბის მერე კი საერთოდ მეეჭვება სცენაზეასვლა ოდესმე ისევ შევძლო. ტასო ჯერ ისევ ფიქრობს და ზუსტად ვერ გადაუწტვეტია უჩემოდუნდა თუ არა კონკურსზე სიმღერა. შაკო საერთოდ გაქრა. როგორც ვიცი ოჯახთან ერთადდასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა. შაკო მდიდარი ოჯახიდანაა, მოგზაურობები, პიკნიკები...ეს მათი სტილია. ვერ ვგრძნობ თუ ამაღამ რაიმე განსაკუთრებული დღეა. სულმალე სწავლაც ისევ განმიახლდება და მომიწევს საათობით ვიჯდე კომპიუტერის წინ დალექციის დროს ლექტორის ინტერნეტის გაჭედვები ვითვალო. საერთოდ არანაირი ხეირი არდევს ონლაინ სწავლებაში. დამენატრულა უნივერსიტეტიც და სტუდენტის როლის მორგებაც. ჩვენს კაფესაც ხან ხურავენ, ხან ხსნიან თუმცა იქ წასვლას ისედაც ვერიდები.
მთელს დღეს დედას დახმარებაში ვატარებ და ვფიქრობ რუსუდანს ხომ არ დავურეკო, მრცხვენია ჩემი საქციელის...ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი ის ხომ ჩემზე უფროსი და ამდენიწლების განმავლობაში ჩემი მრჩეველი და მეგობარია. რამდენი დღეა მისგან არაფერიმსმენია და ალბათ თვითონ აღარ დარეკავს, თუმცა ზუსტად ვიცი ახლა ისიც არ არის კარგად. სულ რომ მართლა აღარ გავეკარო სტუდიას მისთვის ეს მაინც უფრო წყნარად და გასაგებადუნდა ამეხსნა. საღამო მოდის მე კიდევ ძველი შარვლით და თავზე წაკრული ბენდენით ვზივარდა ნამცხვრებს ვკრემავ. არც კი ვიცი ასე გრანდიოზულად ვისთვის ან რისთვის ვემზადებით. ვფიქრობ და ვერ ვხვდები ცუდი წელი მქონდა თუ კარგი. ბოლოს მომხდარი ფაქტები ტვინსმირევს. აჩი თავისივე სიტყვის საწინააღმდეგოდ მიდის, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. საერთოდაც იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი თუ საქმე აქამდე მივიდოდა...თორმეტი საათი რომსრულდება მე და სოფი ერთმანეთს ვულოცავთ და ტკბილეულს ვჭამთ. ასეთი პატარა, მოკრძალებული ოჯახი გვაქვს. მერე დასაძინებლად მივდივარ რომ უეცრად კარზე ზარია. ვინუნდა იყოს? ვფიქრობ და გასაღებად მივდივარ. თვალებს ვერ ვუჯერებ როცა კარებში რუსკა დააჩი მხვდებიან, მაგრამ მოულოდნელ ამბებს ჩემი ტვინი უკვე ისე მიეჩვია, რომ სწრაფადვეასწრებს ყველაფრის გადახარშვას. რაც არ უნდა იყოს ახალი წელია, ორივეს ვულოცავ დასახლში ვეპატიჟები. სოფი სტუმრებს ეგებება.
-რა კარგია რომ მოხვედით...
-ღმერთო, ნეტავ გეთქვათ რომ მოდიოდით, სათანადოდ დაგხვდებოდით, ფორმაშიც კი არვარ.
ვბუტბუტებ მორცხვად.
-არაუშავრს ასეც კარგია.
მეუბნება აჩი. როდესაც სტუმრები სუფრასთან სხდებიან, თან საუბარს იწყებს რუსკა:
-მია, რომ გითხრა აქ მოსაბოდიშებლად მოვედი თქო, მაპატიებ?
ენა მუცელში მვარდება, სოფის სახეზე კმაყოფილება ეწერება.
-ეს თქვენ კი არა, სოფი მასწ ბოდიში მე მაქვს მოსახდელი...
-შენი რეაქცია ბუნებრივი იყო მია!
მართალია.
-რაც არ უნდა იყოს, ძველ წელში დავტოვოთ...
ვეუბნები ქალს და ვუღიმი.
-მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დაბრუნდე...
-რა?
ვგრძნობ როგორ იღვიძებს ჩემში მიძინებული სიამაყის შეგრძნება.
-მაგრამ შენ ხომ გყავს ნატა!
ორაზროვნად შევყურებ აჩის.
-არა არ ჰყავს, რადგან შენ მაინც ვერ გჯობია...თქვენ ორნი ჩემი ფავორიტი წყვილი ხართ, დაბოდიში რომ ცეკვის ჩამორთმევით გემუქრებოდი.
აი მესმის ახალი წელიც! ამაზე დიდ საჩუქარს ვერც კი ვინატრებდი. თურმე ყველაფერი არციმაზე უარესად ყოფილა, ვიდრე მეგონა. წამში გული სიხარულით მევსება და რაღაცახლებურად მიწყებს ძგერას.
-მია იცეკვებ ჩემთან ერთად?
-ამას როგორ მეკითხები? რა თქმა უნდა აჩი!




6 იანვარი (2021)



-მია მზად ხარ?
მეკითხება აჩი. შობის ღამეა, ჩვენ კი კულისებში ვდგავართ და ვლოცულობთ, რომ ჩვენიგამოსვლა წარმატებული იყოს, რადგან ეს კონკურსი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიცოცხლეზე მეტიც კია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. აქამდე საერთოდ როდის ანროგორ მოვედით? ეს ის დღეა რასაც მთელი ცხოვრება ველოდი. ის მიღიმის, მე კი ერთიანადვკანკალებ. გული არაფრით მიწყნარდება. ნუთუ ეს მართლა ხდება? რატომ მგონია რომ ახლაცსადაცაა უნდა გამომეღვიძოს? თურმე ტყუილად არ უთქვამთ შობის ღამეს სასწაულებიხდებაო! ეს ყველაზე ემოციური შობაამთელი ჩემი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში!
-არ ვიცი...აჩი თუ გადავვარდები ხომ დამიჭერ?
ჩემს წითელ კაბაზე ვიხედები და ყოველ ორ წუთში ერთხელ ნერვულად ვისწორებ. ვკანკალებ, სხეულს ვერ ვიმორჩილებ და არც კი ვიცი ეს უბრალოდ ჩემი სცენის შიშის გამო დაბოლოს მომხდარი ინციდენტის გამოა თუ იმის გამო რომ ცოტაც, სულ ცოტაც და ჩემი ამდენიხნის ნანატრი ოცნება ახდება და მე მასთან ერთად ვიცეკვებ. ვინ წარმოიდგენდა?
-მია რას სულელობ?
სიბნელეა თუმცა მაინც ვხედავ როგორ ეცინება ყურებამდე. ეს სიცილი...
-არ ვიცი...მემგონი პანიკური შეტევა მეწყება.
თავს ვხრი. ნელა მიახლოვდება და ხელებს მხრებზე ნაზად მხვევს.
-ყველაფერი კარგად იქნება...
-ხო?
-დიახ! როდის არ იყო რო?
ისევ ჩამჭრელი კითხვა! ყოველთვის ამას რატომ აკეთებს?როდის არ იყო? როდის და მთელიცხოვრება! ვხურვარ, სადაცაა ჩემს შიგნით არსებული ვულკანი ამოხეთქავს, სადაცააყველაფერს მივახლი! მეტი აღარ შემიძლია...
-აჩი...რატომ? რატომ მეცეკვე?
-რას გულისხმობ?
თავს აქნევს ვითომ და ფიქრობს...
-ძალიან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ...
მისი ეს საქციელი ჩემთვის უკვე იმდენად ნაცნობია წამითაც არ მეპარება ეჭვი რომ რა თქმაუნდა აფერისტობს. მღელვარება იმატებს, ჰაერი ზედმეტად იმუხტება...ღმერთო, უკვე მინდაკიდეც სცენაზე მალე გავიდეთ...
-ამაზე ცეკვის შემდეგ ვილაპარაკებთ!
მეუბნება და შუბლზე მკოცნის. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რაზე გვაქვს სალაპარაკო? ამდენიმღელვარებისგან მუცელში უცნაურ შეგრძნებას ვგრძნობ. სულ მალე წამყვანის ხმაც ისმის. მედა აჩი ერთნაირად ვინაბებით.
-და ახლა თქვენს წინაშე არიან მია აბაშიძე და აჩი ცნობილაძე ცეცხლოვანი ტანგოთი “La Cumparsita” ანსამბლი “ყმაწვილები”, ქორეოგრაფი ქალბატონი რუსუდან ბერიძე!
-გაიხსენე რას გვეუბნებოდა რუსკა მასწავლებელი და ისიც თუ რატომ აგვირჩია მე და შენ მია! სცენაზე ცეცხლი უნდა დავანთოთ!
-სცენაზე ცეცხლი უნდა დავანთოთ!
სოფი წინა რიგებში დეიდასთან და ტასოს მამასთან ერთად ზის და ამაყად შემომყურებს. ტასო კი რატისთან ერთად კულისებშია და თავისი სასიმღერო ნომრისთვის ემზადება. იცისრომ დედის გადარჩენაში წვლილის შეტანა შეუძლია და ამის გამო უზომოდ ბედნიერია.
მალე სცენაზე შუქი ქრება. მე და აჩი გავდივართ ხელებს ერთმანეთს ვხვევთ. მახსენდება თავიდან როგორ მიჭირდა ამ ყველაფრის ყოველ დღე ასჯერ გამეორება, მახსენდება მისი ის სიტყვები რომლებიც ორი წუთის წინ მითხრა: “ ამაზე ცეკვის მერე ვილაპარაკებთ”...მახსენდება ის დღე როდესაც სტუდიაში პირველად მომიყვანა დედამ...შუქი ჩვენზე ინაცვლებს და ძლიერი ჰანგების ხმაც უკვე ისმის, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება, როგორც ჩემი მისდამი გრძნობა ამ წლების განმავლობაში. ჩემი ის მღელვარება, რომელიც ცოტა ხნის წინ მჭამდა და მოსვენებას არ მაძლევდა ახლა რაღაც ახალი და უფრო მგზნებარე, ცეცხლოვანი ანაცვლებს. გახშირებულ სუნთქვას ვიწყებ და მასთან ისე ახლოს ვარ, მგონია სადაცაა მოვკვდები. განა პირველად? თუმცა ეს სულ სხვაა. მერე ვდუნდები, უბრალოდ ჩემს გრძნობებს ვენდობი. რამდენჯერ...განა რამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი ცეკვა დიდ სცენაზე, თუმცა ჩემს წარმოდგენებში ის უფრო ნაზი და ლივლივა იყო როგორც ვალსი...და ეს აღარაა უბრალოდ ცეკვა...ეს მართლაც რაღაც განსხვავებულია! ჩვენ მართლაც დავანთეთ სცენაზე ცეცხლი! უეცრად თითქოს ლამაზი სიზმრიდან მაყურებლის აპლოდისმენტები მაღვიძებს. მე და აჩი თავს ვუკრავთ და სცენიდან ჩავდივართ. რუსკა ორივეს გვეხვევა.
-ვვამაყობ თქვენით! მოგება გარანტირებული გვაქვს...
-ჩვენ ეს შევძელით, შევძელით, გესმის?
გაუზრებლად ვაფრინდები აჩის და კისერზე ვეკიდები. როცა ვხვდები რაც ჩავიდინე უკვეგვიანია ჰაერში მიტაცებს და მაბზრიალებს. ახლა ტასოს და რატის გამოსვლის ჯერია.
-ორიოდე წუთი გაქვს?
მეკითხება აჩი.
-ხო.
ვპასუხობ დაბნეული.
-მია, ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხვა გაქვს. მე კიდევ პასუხები ამ კითხვებზე...
ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ. ნუთუ სიმართლეა სოფის და ტასოს ვარაუდები? ტასომთლიანად დარწმუნებულია იმაში რომ აჩის ვუყვარვარ...თუმცა ეს შესაძლებელია? ამდენიწლების გამაობაში ისე ღრმად გავითავისე რომ ეს არარსებული ფაქტი იყო და არასოდეს მოხდებოდა...თითქოს მომწონდა კიდეც უკვე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. თუმცა ახლაროდესაც ფაქტის წინაშე ვარ არ ვიცი როგორ მოვიქცე, არ ვიცი მჯეროდეს თუ არა. თითქოსახლაღა ვიაზრებ ახალი წლის დადგომას და ჩემში ის ბავშვური მოლოდინი ისადგურებს, როგორიც საახალწლო საჩუქრების მოლოდინში მქონდა ხოლმე როდესაც პატარა ვიყავი. სცენიდან ტასოს ტკბილი ჰანგები “Silent Night” ისმის. თუმცა ეს სიჩუმის ღამე სულაც არ არის. დღეს ყველა საიდუმლო გამჟავნდება, როგორც ჩანს. განა მზად ვარ ყოველივე ამისთვის?


***
გარეთ გავდივართ. ირგვლივ სიწყნარეა, მხოლოდ ბუნდოვნად შორიდან ისმის საშობაოსიმღერები. აჩი ერთხანს გაჩუმებულია. მე კი არ ვიცი რა გავაკეთო. უნდა ვუთხრა? ნუთუ ახლააის მომენტი, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი? ჯერ ისიც არ მჯერა რომ ჩემი ოცნება ახდა დაახლა კიდევ მასთან ერთად ვდგავარ და არ ვიცი რა ვთქვა, როდესაც ამდენია სათქმელი.
-მია...მე მიყვარხარ! გაინტერესებს თუ რატომ გეცეკვე პირველად? ან საერთოდ სტუდიაში რამინდოდა? მაგ დღეს გადავწყვიტე პირველად გამოგლაპარაკებოდი. განა შენთვითონ ვერგრძნობდი ამას, ჩვენ ჩვენი ცეკვით ერთმანეთს ყველაფერი ვუთხარით...განა სიტყვები რაარის? მე ვიცოდი, მე ყოველთვის ვგრძნობდი...თუმცა მეშინოდა. სუსტი ვიყავი!
ძლივს აბავს სიტყვებს ერთმანეთზე აჩი. ცრემლები მომდის...ღმერთო, დამასწრო? თერთმეტიწელი იმისთვის მიყვარდა რომ მაინც მას ეთქვა პირველს? რა პირველს? ოდესმე თუშემომხედავდა ეგეც არ მეგონა. ეს როგორი სასწაული შობა დამიდგა? ბევრს აღარ ვფიქრობ, წამებში ვაცხრები მის ბაგეებს, რომლებიც ისეთი ცხელია! ზუსტად მაგ დროს პირველი ფანტელი მეცემა და თოვას იწყებს.
-განა ეს სასწაული არაა?
ვეხვევი აჩის და ზუსტად ვიცი ახლა ბედნიერებამდე აღარაფერი მაკლია, რადგან უკვე ყველაფერი მაქვს.
-ჩვენი საშობაო სასწაული!
აზუსტებს და ისევ მკოცნის.
-წამოდი გავიქცეთ, აქედან წავიდეთ!
მეუბნება და ხელს მკიდებს.
-რა? მაგრამ კონკურსი?
-ხო ისედაც იცი რომ გავიმარჯვეთ არა?
-ჩვენ ეს შევძელით!
-შევძელოთ, ჩემო სიყვარულო...შობას გილოცავ!
ჩემო სიყვარულო...ისე ტკბილად ჩამესმის მისგან ეს სიტყვები...
-შობას გილოცავ.
ვეუბნები და ვეხვევი. თოვა იმატებს.
-იცოდე ყველაფერი მოსაყოლი გაქვს ჩემთვის. იმ დამწვარი დღიურების ამბებიც.
-იმ ღამეს რამე გითხარი? არა, მართლა რა გითხარი?
-მითხარი რომ გიყვარვარ და რომ მეტი აღარ შეგიძლია, უჩემოდ ვერ ძლებ და ახლა ჩემთანერთად მანქანაში თუ არ ჩაჯდები და წამოხვალ მოკვდები!
-სულელო!
ამ წელს ყველაზე ლამაზად ითოვა. ტასომაც მოგებული თანხით დედის განკურნება შეძლო. ყველაფერი უშედეგო არ ყოფილა. ამ ისტორიამ ჩვენ ყველანი შეგვცვალა, თითქოს გაგვზარდა და პიროვნებებად ჩამოგვაყალიბა. ჩემი გმირი, თუ მიას დათუნია, როგორც ტასო ეძახდა როგორც იქნა გამოტყდა და ეს იყო ყველაზე სასწაულებრივი შობა ჩემს სიცოცხლეში. აუცილებლად დავწერდი წიგნს ერთ დღეს და ვიცოდი რომ ჩვენი ისტორია შეუყვარდებოდათ...



№1 სტუმარი Ana-maria

ნამდვილად შემიყვარდა ეს ისტორია!

 


№2  offline წევრი ტესსა

Ana-maria
ნამდვილად შემიყვარდა ეს ისტორია!

ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ...

 


№3 წევრი Daldoni Daldoni

ისეთი კარგი იყოო, სასიამოვნო საოცარი ი,სტორია, ლამაზად გადმოცემული გრძნობები და. ქრისტეშობის სასწაული....შობას გილოცავთ ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო ისტორიით მოგვილოცე. ძალიან მომეწონა ძალიან კარგია.

 


№4  offline წევრი ტესსა

Daldoni Daldoni
ისეთი კარგი იყოო, სასიამოვნო საოცარი ი,სტორია, ლამაზად გადმოცემული გრძნობები და. ქრისტეშობის სასწაული....შობას გილოცავთ ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო ისტორიით მოგვილოცე. ძალიან მომეწონა ძალიან კარგია.

უღრმესი მადლობა, ვერც კი ავღწერ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები...ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ <333

 


№5  offline წევრი თეოფილე

ძალიან კარგი საშობაო ისტორიაა ❤️

 


№6  offline წევრი ტესსა

თეოფილე
ძალიან კარგი საშობაო ისტორიაა ❤️

მადლობა და ხარვეზებისთვის ბოდიშით????❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Tamy

იდუმალი და ცეცხლოვანი ერთდროულად. მომეწონა!!!❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება რაც მიუწვდომელი გგონია სწორედ ის აგიხდება და მისაწვდომიც ხდება ასე ლამაზად აგისრულდეთ ოცნებები ყველას და მარიამ შენ განსაკუთრებით ასე პატარამ რომ შეძელი ცხოვრების სიღრმისეული წინააღმდეგობებისა და სიყვარულის ისტორია შობის ღამეს დაამთხვიე და ორმხრივი ბედნიერი სიყვარულით აასრულე მათი ისტორიაც წარმატებები მარიამ ამათ მსგავსად აგისრულდეს შენი ოცნებები შენი ცხოვრების ყველა სფეროში ????????????ღმერთი გფარავდეს ????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent