შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანომალია თავი3 სრულად


7-01-2021, 01:07
ავტორი onezashvili
ნანახია 1 104

გენები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფსიქიკური დაავადების გადაცემაში ჩვეულებრივად შეგვიძლია, რომ უღიბლო შემთხვევითობად მივიჩნიოთ. წარმოვიდგინოთ დაავადებაზე პასუხისმგებელი ნორმალური გენის მუტაციური ანუ ანომალიური ფორმა, რომელიც ევოლუციის დროს შემთხვევით წარმოიშვა. ადამიანის თითოეული უჯრედი შეიცავს 23 წყვილ ქრომოსომას,თითოეული ქრომოსომა კი შეიცავს უთვალავ გენს- სეგმენტს, რომელიც პასუხისმგებელია იმ მახასიათებლებსა და თვისებებზე, რომელსაც ადამიანი მემკვიდრეობით იღებს. კვლევებით დგინდება, რომ გენები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების და ფიზიკური დაავადებებისადმი ადამიანის მიდრეკილებების განსაზღვრაში, არამედ განწყობის აფექტურ აშლილობების, შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების მემკვიდრეობით გადაცემაშიც. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შიზოფრენია შეიძლება გამოწვეული იყოს ორსულობის დროს ან ღრმა ბავშვობაში გადატანილი ინფექციის შედეგად, კვლევების მიხედვით ისიც დადგინდა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების მშობლების უმრავლესობას, ფეხმძიმობის პერიოდში მძიმე ინფექციები აქვთ გადატანილი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ვისრუსული ინფექცია ფეხმძიმობის დროს ნაყოფამდე აღწევს მის ტვინში კომფორტულად სახლდება და მოზარდობის ასაკში სიმპტომებს ამჟღავნებს.
დასკვნა ამ დიდი მონოლოგიდან არის ის, რომ ადამიანის გონებასა და სხეულს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული, პიროვნების სული კი მათი ბრძოლის ველია
ჩვენს ირგვლივ წარმოუდგენლად ბევრი ოჯახია, რომელიც სიყალბეზეა აგებული და ორი ადამიანი ბედნიერების მაგივრად ყოველდღე გაძლებაზეა გადასული, რითაც საკუთარ თავებს ანადგურებენ, მაგრამ საკუთარ მემკვიდრეობასაც ულოცავენ ხშირად თავიანთ ცოდვებს, რომლებზეც პასუხისმგებლობის აღება თავად ვერ იკისრეს. ერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ, ან თუნდაც არასწორად გადადგუმლმა ნაბიჯმა, შეიძლება იმდენი რამ უარესობისკენ შეცვალოს, რომ იფიქრო ნეტავ ეს ნაბიჯი საერთოდ არ გადამედგაო. ყველასთვის ნაცნობია ფიზიკის კანონი, რომ უარყოფითი დადებითს იზიდავს, იმის თმქა მინდა, რომ ადამიანებს მუდმივად რადიკალურად განსხვავებული ადამიანები მოსწონთ, უყვარდებათ ან ფირობენ, რომ უყვარდებათ ამ გრძნობას ყველა თავსიებურად აღიქვამს. წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, ერთი რესპექტაბელური, მეორე დაბალი წრიდან, ერთი ლამაზი, მეორე არც თუ ისე მიმზიდველი, ერთი განათლებული, მეორეს დიპლომიც არ აქვს და კიდევ მილიონი აცდენა ერთმანეთში და ბოლოს? ისინი ერთმანეთისთვის შექმნილნი არიან და ჭირშიც და ლხინშიც, ბედნიერებაში თუ უბედურებაში, ერთად ბერდებიან ტკბილი დასასრულია არა? კიდევ ეს ირონია, რომ დაფიქრდე რა სულელები არიან ადამიანები...
იმისთვის, რომ ადამიანმა ადამიანი მიიღოს, შეეგუოს, შეეჩვიოს, ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს მხოლოდ სიყვარული საკმარისია? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომ შეიყვარო მასში საკუთარი თავის თუნდაც ძალიან მცირე ნაწილს უნდა ხედავდე, რაღაც მსგავსებას, რაღაც დამთხვევას, რაღაც საერთოს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ გაიმარტივოთ გასავლელი გზა, მაგრამ, როდესაც მხოლოდ სურვილებით მოქმედებას იწყებს ადამიანი და შედეგებზე აღარ ფიქრობს, ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით ის აუცილებლად აგებს პასუხს ამაზე მომავალში.
დოლორესის მშობლების თანაცხოვრების დიდი პერიოდი ამ ადამიანებმა სინანულში გაატარეს იმიტომ, რომ ვერ შეძლეს თავიანთი სურვილების წინააღმდეგ წასვლა და ერთმანეთის ყოფაც დაამახინჯეს და სხვასაც წაართვეს არჩევნის საშუალება. ლიზას ფეხმძიმობის დროს ჩვეულებრივი ვირუსი შეხვდა რისთვისაც დიდად ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იმ მომენტში ის არც საკუთარ თავზე ფიქრობდა და არც მის შიგნით არსებულ სიცოცხლეზე როგორ შეილება, რომ ასეთი უპასუხისმგებლო და გულქვა იყო ადამიანი? გარშემო იმდენი ადამიანია, რომელიც შვილის გაჩენაზე ოცნებობს, და მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს ამ დროს კი ხალხი ვინც ახალ სიცოცხლეს მუცლით ატარებს არც კი უფრთხილდება მას რა უსამართლოა სამყარო!
ხანდახან წარმოუდგენლად შემაშფოთებელია რა შედეგების მოტანა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ გრიპს, მაგრამ ამას დამატებული მუდმივი ნერვიულობა, სტრესი, უძილობა, დიდი რაოდენობით თამბაქო, სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა და ვუალა თქვენ იღებთ ლანგრით მორთმეულ უკვე მუცლიდანვე განწირულ პატარა არსებას, რომელსაც ამ ქვეყნად არაფერი დაუშავებია. სწორედ ასე იყო განწირული დოლორესი თავიდანვე, ეს იყო გაკაფული გზა, რომელიც მას ცხოვრებამ გაუმზადა დაბადების თანავე.
მოდი დავხატოთ დოლორესის პიროვნების სტრუქტურა:
იდი- ანუ სიამოვნების პრინციპი, ინსტიქტური მოთხოვნილებები- ეს ძალიან დიდ ადგილს იკავებდა მის არსებაში, მისი სიამოვნების პრინციპს წარმოაგენდა სხისი გაღიზიანების და გაცოფების ხარჯზე გამხიარულება, ადამიანებისთვის თავიანთი შეცდომების ცხვიწინ დალაგება, ზედმეტი გულახდილობა და პირდაპირობა, რისკიანი სიტუაციების მოთხოვნილება და მოჭარბებული ადრენალინი, ცოტა სიცხარე, ცოტაც სიმჟავე, ცოტა მარილიანობა და აი ჩვენი შეშლილი გოგონაც.
ეგო-ანუ რელობის პრინციპი, რაციონალური აზროვნება- ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ეს ორი ერთმანეთს ხან ძალიან კარგად უგებდა, უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ ვერ უგებდა ერთმანეთს. დადებითი პასუხი უფრო რეალობის პრინციპისკენ იხრება, რადგან დოლორესი მიუხედავად ყველაფრისა ცდილობდა ეკონტროლებინა საკუთარი თავი მრავალი განშტოებით და კვლავ შესძლებოდა წარმოსახვითი სამყაროსგან მისი გამორჩევა, მაგრამ რაციონალური აზროვნება ბოლო პერიოდში იმდენად კარგად არგამოსდიოდა ვიდრე ადრე.
სუპერეგო-იგივე მორალურობის პრინციპი, სტანდარტები, ღირებულებები- ეს ყველაზე მკაფიო ნაწილია. რთულია შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანმ შეძლო და პრინციპები და ღირებულებები შეინარჩუნო, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, რომ ვთქვა დოლორესი პრინციპულობის მრავალფეროვნებით დაიკვეხნიდა თქო მოგატყუებთ, რადგან ერთადერთი პრინციპი რაც მას გააჩნდა იყო ის, რომ არ მიექცია ყურადღება სხვებისთვის, არ დაინტერესებულიყო მათი არც ერთი მსოაზრებით არც ერთი თემის განსაკუთრებით კი საკუთარი თავის მიმართ, არ გაეთვალიწინებინა მათი არც ერთი რჩევა, უბრალოდ ემოქმედა იმ გზებით, რომლებიც თავად მიაჩნდა სწორად( შემაჩნევდით, რომ მას საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გამოხატვაში დიდად ბევრი პრობლემა არ ჰქონდა). ის ძალიან იშვიათად ინტერესდებოდა ადამიენბით რაც რეალურად მაღალი სტანდარტებით იყო გამოწვეული და ამასთანავე ეს ბუნებრივიც იყო მისი ფსიქიკური აშლილობიდან გამომდინარე.
ბოლო პერიოდში რაციონალური აზროვნების შეფერხებამ კიდევ ერთი პრობლემა გამოიტანა ასპარეზეე ჰიპერგენერალიზაცია ანუ მცირე მოვლენების საფუძველზე ფართო ნეგატიური დასკვნების გაკეთება, რაც დოლორესს ახასიათებდა და ყველა უმნიშვნელო წვრილმანზეც კი შიშს და აღშფოთებას იწვევდა მასში, უჩნდებოდა ინსტიქტები, რომლებიც რეალურად სიტუაციასთან შედარებით გადამეტებული იყო და არ შეესაბამებოდა მას.
ისააკი... სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა სიმპათიური, ამბიციური, მონდომებული და სიცოცხლით სავსე გამომძიებელი, რომელმაც დამოუკიდებლად გაიკვლია გზა ცხოვრების ლაბირინთში , გაამართლა საკუთარი თავისა და მშობლების იმედები, გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და საბოლოოდ გამოვიდა ერთადერთი იურისტი გამყიდველი მშობლების ოჯახში.
ყოველთვის უჩინარი იყო, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, მას ყოველთვის ჰყავდა რამდენიმე თაყვანისმცემელი გოგონა, რომელიც მისი მოხიბვლის მცდელობაში წელში ტყდებოდნენ, მაგრამ ამაოდ. ციდან მოწყვეტილ ყველაზე მანათობელ ვარსკვლავს მოგაგონებდათ, თავისი სამყაროთი, თავისი სიგიჟეებით. არადროს ჰქონია ტანსაცმლის ჩაცმის დროს დიდი არჩევანი, არც საუზმობისას იკვებებოდა განსხვავებულად წინა დღისა, მაგრამ სამაგიეროდ იყო ერთადერთი შვილი ორი უსაყვარლესი ადამიანის, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით იდგნენ და ზურგს უმაგრებდნენ. მისი პირველი ნაბიჯებიც ახსოვდათ, მისი მცდელობაც სამ ბორბლიანი ველოსიპედიდან ორ ბორბლიანზე გადასვლისა, რომელიც წარმატებით დასრულდა, მისი პირველი ჩხუბი, პირველი თანხის თხოვნა იმისთვის, რომ უახლესი კოდექსი შეეძინა. ერთხელ მამამ მოსამართლის მანტია მოუტანა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან დიდი ჰქონდა, მაგრამ სიხარულით ატარებდა მას დილიდან საღამომდე, როდესაც უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა მან ყველაზე ძვირადღირებული არჩია და იქ გაგზავნა საბუთები, ყველა ფიქრობდა, რომ თავს ვერ გაართმევდა გარდა მისი მშობლებისა, როდესაც ელექტრონული ფოსტით პასუხი მიიღო და ნახა, რომ სასურველ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა თანაც დაფინანსებით მასზე ბედნიერი არავინ იყო. რა გააკეთა ამ დროს? მოსამართლის მანტია მოისხა, ფურცლები და კოდექსი ხელში დაიჭირა და გამთენიის ხუთ საათზე მშობლებს გამოუცხადა ჩემი ოცნება ავისრულეო.
ისააკი იყო ჰუმანისტური ადამიანი, რომელსაც გააჩნდა ტენდენცია, რომ ყოფილიყო მეგობრული, კომუნიკაბელური, და საკუთარი თავის განვითარებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა, ის იაზრებდა ყველა თავის პლიუსსა თუ მინუსს, დადებით მხარეებსა და უარყოფით მხარეებს, ქმნიდა ღირებულებათა კოლექტივს, რომლითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობდა, ამ ყველაფერში კი უდიდესი როლი მშობლებმა შეასრულეს, მათ მისცეს მას ისეთი ბავშვობა, რომელზეც ბევრი ოცნებობს, შეუქმნეს მოგონებები, რომლებიც მას ცხოვრებას უფერადებდა, და რაც მთავარია აღზარდეს ის ადამიანად, რამაც მას უპირობო თვით-პატივისცემა აუმაღლა და საკუთარი ღირსების შეგრძნება გაუმყარა.
დოლორესის შემთხვევა ისააკის შემთხვევის საპირისპიროა, მას არ ჰქონია უპირობო პოზიტიური მზრუნველობა და ყველაფერი ეს რაც მას ადამიანად ჩამოაყალიბებდა ამიტომაც ის გრძნობდა თავს, როგორც დანაწევრებულად, არ იცოდა რა უნდოდა და ჩამოყალიბებული ჰქონდა გარკვეული სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც იმსახურებდა ის სიყვარულს და კარგ მოპყრობას, მაგრამ განა ეს სწორია? სიყვარულს დამსახურება სჭირდება? სულაც არა ირგვლივ მილიონობით სულიერია, რომელიც არ იმსახურებს სიყვარულს, მაგრამ მაინც უყვართ და პატივს სცემენ და მაინც როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი არსება ვინმეს არ ყვარებოდა? დოლორესი ეგუებოდა სოციალურ იარლიყებს, რომლებსაც მას საგიჟეთში მოხვედრამდე აწებებდნენ, რადგან თავადაც კარგად იცოდა, რომ უცნაური იყო და განსხვავდებოდა ხალხის დიდი მასისგან, ის არღვევდა წესებს, შლიდა ზღვარს და საუბრობდა იქ სადაც წესით ჩუმად უნდა ყოფილიყო, აძლევდა საკუთარ თავს ბევრის უფლებას, აფიქსირებდა თავის აზრს სულელური იყო ეს თუ არა მარტივად, რომ ვთქვა მეამბოხე იყო, რომელსაც არანაირი დაბრკოლება არ აშინებდა.

***
ისააკი ბატონი გაბრიელის კაბინეტში შევიდა და მოემზადა თავისი გენიალური გეგმა მისთვის გაეცნო, კაბინეტის კარი მაცდური ღიმილით შეაღო და დაელოდა სანამ უფროსი შიგნით შეიპატიჟებდა. გაბრიელმა მას გამომცდელად შეხედა:
-რაღაცის სათხოვნელად მოხვედი არა?-ჰკითხა რადგან ძალიან კარგად იცნობდა ახალგაზრდა და გამორჩეულ თანამშრომელს
-შეიძლება ასეც ითქვას- კვლავ გაიღიმა და ოთახში შევიდა, უფროსის წინ სკამზე მოკალათდა და უტეხად შეხედა თვალებში
-მითხარი რის გაფუჭებას ცდილობ- იჭვნეულად უთხრა გაბრიელმა
-გეგმა მაქვს და თქვენგან თანხმობა მჭირდება, სანამ გაგანდობთ მინდა იცოდეთ, რომ ცოტა გიჟურად ჟღერს და არა გმონია, რომ მოგეწონოთ, მაგრამ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც უნდა მენდოთ- ერთი ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვების მთელი წყება
-გისმენ
-იცით? მე დაკითხვის დროს მას ვაკვირდებოდი და მინდა რაღაცაში გამოგიტყდეთ. მართალია, რომ მას შიზოფრენია აქვს ხშირად უწევს მის გვერდით მოვლენებთან გამკლავება, ხანდახან უჭირს რეალობის აღქმა, მაგრამ კარგად აზროვნებს და ასე თუ ისე თავს კარგად ართმევს ვგულისხმობ, რომ თუ მოინდომებს დოლორესს შეუძლია, საკუთარი თავის კონტროლი
-ამას საქმესთან რა კავშირი აქვს ისააკ?
-მინდა, რომ ის ჩემი ინფორმატორი იყოს შიგნით- ძლივს ამოალუღლუღა სიტყვები და მის წინ მჯდომ მამაკაცს დააკვირდა, ამ სიტყვებს მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია როგორსაც ისააკი ფიქრობდა ამან ნაწილობრივ აფიქრებინა, რომ მისმა სტრატეგიამ გაამართლა
გაბრიელს გაეცინა და მამაშვილური ტონით უთხრა ისააკს:
-ამას ველოდებოდი ამიტომ არ გამკვირვებია ჩემთან ამ წინადადებით, რომ მოხვედი, აღშფოთებას არ გამოვხატავ, რადგან ვიცი ადამიანებში კარგად ერკვევი და ისიც ვიცი, რომ ამ საქმესაც თავს გაართმევ, მაგრამ შვილო ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება არაა, არც ის გოგოა ჩვეულებრივი, შეიძლება შენ არაჩვეულებრივი გამომძიებელი ხარ და რისკების გაწევაზეც არ ამბობ უარს რასაც ნამდვილად ვაფასებ, მაგრამ მას შეუძლია, რომ მთლიანად საქმე ჩააგდოს და სააშკარაოზე გამოიტანოს ყველაფერი ის რასაც თვეებია ფარულად ვაკეთებთ, ხომ იცი რა შეიძლება მოჰყვეს თუ შიგნით გაიგებენ, რომ ჩვენ რაღაც ვიყნოსეთ? შენ მასაც საფრთხეში აგდებ და საკუთარ კარიერასაც- გაბრიელი წამით შეჩერდა დაელოდა იქნებ რამის თქმა უნდაო, მაგრამ ისააკმა, რომ დუმილით უპასუხა მაშინ განაგრძო- თავს ვერ გაართმევს იქ, რომ მარტო გაუშვა შეიძლება ცრუ ინფორმაცია მოგაწოდოს და შენც ამის მიხედვით იმოქმედო, რაც დამღუპველ შედეგებამდე მიგიყვანს. ისააკ ის, რომ ცოტა მსუბუქი დაავადებით ყოფილიყო
-მაგრამ არ არის ამას მე ვერ შევცვლი და ვერც თქვენ, მაგრამ შანსი მოგვეცა, რომ ჩვენი მოსაზრებები დავადასტუროთ, თანაც არც იმდენად სულელი ვარ, რომ ის მგლებს დასაგლეჯად გადავუგდო
-რას გულისხმობ?
-დაწესებულებაში მუშაობას დავიწყებ ძალიან უბრალო პოზიციაზე
-მაგრამ შენ მათ გნახეს სახეზე ვინმე აუცილებლად გიცნობს ასე თავს გასცემ
-ამას მეც მივხვდი, მაგრამ გარეგნობის შეცვლა ასე რთულია? კარგით რა ასეთი ოპერაციები არაერთხელ ჩაგვიტარებია რატომ გგონიათ, რომ ამ ჯერად არ გაამართლებს?
-თუ შენ თავად შეაღწევ დაწესებულებაში მაშინ რაში გჭირდება ამ გოგოს საქმეში ჩართვა?- დაბნეულად იკითხა გაბრიელმა
-მე ნორმალური ადამიანი ვარ და საუბრების მსომენა და უცნაურად მოქცევა, რომ დავიწყო აუცილებლად მიხვდებიან, რომ რაღაცის გარკვევას ვცდილობ, ის კი პაციენტია რაც არ უნდა გააკეთოს ყველაფერ ამას მის სიგიჟეს მიაწერენ და არ იფიქრებენ, რომ ის შეშვებული აგენტია მე კი იქ ყოფნით იმაზე ვიზრუნებ, რომ უსაფრთხოდ იყოს და, როდესაც შევამჩნევ, რომ თავს ვეღარ ართმევს მაშინ გავაჩერებ მას.
-ვხვდები,ასეთი შანსი შეიძლება, რომ მეორედ აღარ მოგვეცეს შესაბამისად ასე მარტივადაც ვერ გავუშვებთ ხელიდან, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის არ გაგიმართლებს ისააკ შენ მისი სიცოცხლით რისკავ
-არა ბატონო გაბრიელ, მე ჩემი სიცოცხლით, კარიერით და მთელი ცხოვრებით ვრისკავ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, თუ რამე არ გამოვა ეს ჩემზე აისახება უარყოფითად, თუ რამეს შეამჩნევენ ეჭვს პირველად ჩემზე აიღებენ და მოშორებას ეცდებიან, ეს მხოლოდ ჩვენთვის არ კეთდება ეს პირველ რიგში დოლორესისთვის და სხვა პაციენტებისთვის კეთდება ჩვენ უბრალოდ პაიკები ვართ ამ დიდ თამაშში. ესაა ჩვენი პროფესია ვრისკავთ სხვა ადამიანებისთვის და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ მეც- უდრეკად თქვა ისააკმა. გაბრიელი უყურებდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდა ყმაწვილს და ხვდებოდა, რომ მან გამოსავალი იპოვა იმ სიტუაციიდან, რომლიდანაც ათეული წლების ნაგროვები პრაქტიკით გამოძრომა მან ვერ მოახერხა და ახლა იძულებული იყო, რომ სადავეები მისთვის გადაელოცა.
-მაშინ კარგი
-გმადლობ- თქვა და წამოდგა
-მაგრამ ისააკ - თქვა მკაცრი ტონით გაბრიელმა- იცოდე თუ ჩაფლავდები ვიზრუნებ, რომ არც ერთმა განყოფილემაბ შენი საბუთები არ მიიღოს
ისააკმა გვერდულად გაიღიმა და კაბინეტი დატოვა ვერ გაეგო გამარჯვებული იყო თუ დამარცხებული, არც ის იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო დოლორესმა მასში რაღაც შეცვალა. არა არ იფიქროთ რომანტიულ გრძნობებზე უბრალოდ მან ისააკს შეახსენა, რომ ის თავის ფრონტზე ბრძოლობდა და უფრო ძლიერი და მიზანდასახული უნდა ყოფილიყოსასურველისთვის რომ მიეღწია.

***
დამღლელი საუბრების შემდეგ დოლორესის დამძიმებული თავი მაგიდაზე იდო და ღრმა ძილს მისცემოდა, ის ვარდებოდა ძალიან დიდი სიმაღლიდან და ამ ვარდნას სხეულის თითოეული ნაწილით გრძნობდა, ვენებში სისხლი ჰქონდა გაყინული და ცივი ჰაერი კანს უწვავდა, ჰაერში თითქოს დრო გაჩერდა და ისიც უსასრულობაში გადაეშვა პირდაპირ თავით. სიზმრები ეს სამეფო გზაა არაცნობიერამდე სწორედ ის გზა, რომელსაც დორი გადიოდა.
ისააკმა კარი ჩუმად გააღო და მაგიდაზე ფინჯანი ყავა და ორცხობილებით სავსე ცელოფანი დადო, გოგონას, რომ შეხედა კანკალებდა შუბლზე ხელი დაადო და იგრძნო როგორ ხურდა მისი კანი
-ტემპერატურამ აუწია- ჩურჩულით თქვა- იწვის ჯანდაბა- გაღიზიანდა და თავისი ქურთუკი მხრებზე მოახურა, რამდენიმე წუთის შემდეგ დოლორესმა კანკალი შეწყვიტა სულ მალე კი შეშინებულმა გაიღვიძა და გაფართოებული თვალებით შეხედა მის წინ მჯდომ მომღიმარ სახეს კარგად დააკვირდა, მაგრამ ვერ იცნო ამიტომაც პირველი რაც თავში მოუვიდა ის იყო, რომ მისთვის თავი გაეტეხა და რაც შეიძლება სწრაფად გაქცეულიყო:
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?- იკითხა სერიოზული ტონით და სკამიდან წამოხტა
-ასე უცებ რა დაგემართა- გაკვირვებისგან კინაღამ პირი ღია დარჩა ისააკს, როდესაც დოლორესს შეშლილ მზერას წააწყდა- მე ვარ მე ისააკი - იმეორებდა გაფუჭებული რადიოსავით და ადგილიდან განძრევას ვერ ბედავდა
-სად ვარ? ისააკს არავის ვიცნობ, აქ რა მინდა? შენ მომიყვანე? ჩემს დაუკითხავად როგორ გაბედე ჩემი სადმე წაყვანა? - გაცხოველებით იმეორებდა კითხვებს
-მოიცადე გაჩერდი ასეთი თვალებით, რომ მიყურებ ცოტა არ იყოს მეშინია- თქვა მართლა შეშინებულმა და მერე თავს შემოუძახა ბოლოს და ბოლოს გამომძიებელი მაინც არ იყოო
-პედოფილი ხარ? თუ მანიაკი? მომიტაცე? ჩემგან რა გინდა? რაც არ უნდა გინდოდეს ვერ მიიღებ! იცოდე ერთი ნაბიჯიც, რომ გადმოდგა აქაურობას თავზე დაგამხობ გასაგებია?- იმეორებდა მაღალი ტონით
-არც პედოფილი ვარ და არც მანიაკი გესმის? და შენთვის არაფრის დაშავება არ მინდა ერთი წუთით შეგიძლია დაწყნარდე? მე ისააკი ვარ გახსოვს დაწესებულებაში რაც მოხდა?- მშვიდი ტონით სცადა მასთან ჰუმანურად საუბარი
დოლორესი წამით დაფიქრდა და გასული დღის მოვლენებმა მის თვალწინ წამში გაიარა მერე თავი ასწია ისააკს სახეზე დააკვირდა... ღმერთო მაინც ბოლომდე ვერ გაიხსენა, მაგრამ უცბათ მისი სუნამოს სუნი ეცა, რომელმაც გაახსენა განყოფილებაში, რომ იყო და დასაკითხ მაგიდაზე გულიანად, რომ ეძინა, სახე აუჭარხალდა ფიქრობდა ნეტავ რა ბზიკმა მიკბინაო, ძალიან შერცხვა, მაგრამ დოლორესი რა დოლორესი იყო, რომ ყველაფერი ეს უხეშობით არ დაესრულებინა:
-მერე არ იცი, რომ მძინარე ადამაინს უნდა მოერიდო იდიოტო? რომ დამიჯექი წინ მთავარანგელოზივით- თმა გაისწორა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა ისააკი გაოცებული უყურებდა მას და ფიქრობდა მე მომეჩვენა რამე თუ ყველაფერი ეს ნამდვილად მოხდაო
-რა თქმა უნდა ყველაფერი ახლაც ჩემი ბრალია- თქვა პატარა ბავშვივით განაწყენებულმა ისააკმა, რომელმაც ბევრი მცდელობის მიუხედავად მოწმისგან პატივისცემა ვერ დაიმსახურა- ყავა მოგიტანე ჯობს დალიო სანამ ცხელია
-თუ ელოდები, რომ მადლობას გადაგიხდი მაშინ სულ ტყუილად- მტკიცე სახით უთხრა გოგონამ და ფინჯანს ლამაზი თითები მოჰხვია
-არც ეს იქნებოდა ცუდი- ისევ გაიღიმა ისააკმა
-ღმერთო ჩემო ფულს ასე გაკრეჭილი, რომ დადიხარ იმაში გიხდიან? შენს გამო რამდენი საათია ამ პატარა სოროში ვზივარ- ბუზღუნით თქვა დოლორესმა
-ისე ამბობ თითქოს უკეთესი პირობებიდან წამოგიყვანე-გაცხარდა გამომძიებელიც
-უკან წაყვანას არ მიპირებ?- იკითხა და გემრიელად დაიწყო ორცხობილის დაგემოვნება
-კი, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გითხრა
-ხოდა დაიწყე რას ელოდები?
-როგორც უკვე მიხვდი რასაც ეჭვობდი მართალი აღმოჩნდა, ამიტომ შეგიძლია გაიხარო, ბევრ შესავალს არ გავუკეთებ, მაგრამ როგორც მივხვდი კრიზისულ სიტუაციებში შენი ნახევარ ფაზიანი ტვინი მშვენივრად მუშაობს მინდა, რომ საგიჟეთში როგორც ჩემი ინფორმატორი ისე დაბრუნდე
დოლორესს ხარხარი აუტყდა, ისააკი კი სრული სერიოზულობით იჯდა და ელოდა როდის დაასრულებდა კისკისს:
-აშკარაა ჩვენს შორის ვის აქვს ნახევარ ფაზიანი ტვინი. თავხედი და უტაქტო ხარ ამასთანავე არა ნაკლებ გაწუხებს ფსიქიკური პრობლემებიც, საიდან მოიტანე, რომ შენს მოთხოვნებს შევასრულებ?
-განა არ გინდა იმ კედლებიდან გამოსვლა?
-და გგონია, რომ შენ ამას მოახერხებ?- აგდებულად იკითხა გოგონამ
-თუ დამეხმარები მაშინ შესაძლებელია
-ამ საკითხს მართლა სერიოზულად, რომ მისდგომოდი მიხვდებოდი, რომ მე ნორმალურად საკუთარ თავსაც კი ვერ ვეხმარები და ასეთ სულელურ საკითხს არ წამოჭრიდი შენ ცდილობ, რომ ყოველ წინადადებაში ხაზი ჩემს ნაკლოვანებას გაუსვა და ახლა შეურაცყოფაზეც გადმოხვედი?
-ძალიან ფეთქებადი ხარ, ერთი წამით შენც სერიოზულად, რომ შეხედო ამ ყველაფერს მიხვდები, რომ პირველ რიგში ეს სიტუაცია შენთვისვეა სასარგებლო, შეძლებ, რომ რამით დაკავდე და თუნდაც ცოტა ხნით დაივიწყო, რომ ჩვეულებრივი არ ხარ, მე გთავაზობ, რომ ისწავლო შენი დემონების კონტროლი
-ჩემზე როდის მერე ზრუნავ?
-იმის შემდეგ რაც ერთმანეთს შევხვდით
-ღმერთო ეს როგორ ვერ გამოვიცანი ეს ისეთი რომანტიული იყო ხომ ასეა? საგიჟეთში პოლიციელებთან და დაგეშილ ჟურნალისტებთან ერთად თანაც როგორც მახსოვს სადღაც იქ ცივი გვამიც იყო ასეა?- კვლავ იუმორით შეხედა მას
-აუტანელი ხარ- თითქოს თბილად უთხრა ისააკმა
-არა ეს შენ გაქვს სუსტი ნერვები იმისთვის, რომ ჩემს სიმართლეს თვალი გაუსწორო- მოუჭრა მოწმემ
-ამას გააკეთებ დოლორეს თუ არა?- საბოლოოდ დასვა შეკითხვა
-გავაკეთებ- დაუფიქრებლად წარმოთქვა გოგონამ და თავისივე ნათქვამი თავადვე გაუკვირდა, ისააკი რამდენიმე წამით მას უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა ისეთი საკვარელი იყო როცა არ ბრაზობდა ან გამომძიებლის მინუსების თვლით არ იყო დაკავებული.
როდესაც დოლორესმა ფინჯანი ყავა დალია ისააკმა ის კვლავ მანქანაში ჩასვა და უკან დაწესებულებაში წაიყვანა გზაში მითითებებს აძლევდა და აფღთხილებდა, მაგრამ სიტყვაც არ დასცდენია, რომ თავადაც აპირებდა იქ მუშაობის დაწყებას. სიჩუმე, რომ ჩამოვარდა დოლორესმა ისევ იგრძნო სუნამოს სუნი... ოხ ეს გამაბრუებელი და სასიამოვნო სუნამოს სუნი..



№1  offline მოდერი Mary Drey

გიჟი ხარ!!!
გ ი ჟ ი !!!!
ძალიან კარგი თავი იყო.
ყველაფერი რაც მინდოდა გააერთიანე და წინ დამიდე!
ვაამაყობ მე შენით! <3

 


№2  offline წევრი onezashvili

მიხარიხარ !! ჩემი მინი მოტივატორი მიყვარხარ ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent