შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი8)


7-01-2021, 13:45
ავტორი ♡The moon
ნანახია 1 531

ვხედავ რომ, ჩემთან ახდენილი ოცნება მოდის.ასრულებული სიყვარული და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდებულია.
ის იმდენად მიახლოვდება, რომ გული, გაბმულ გუგუნს მიეცა, ორივე ხელს მკიდებს და ჩემს ტუჩებს, მწურვალესავით ეცემა. თავის დახსნას არ ვცდილობ,გრძნობებს მივყვები, თუნდ სააქაო ცხოვრებას გამომასალმოს. თვალებს ვხუჭავ და კოცნითვე ვპასუხობ, მის მარწყვივით ტკბილ ტუჩებს.თვალს ოდნავ ვახელ, რა ჯანდაბაა, წინ გოჩა მიდგას, ღორის ტუჩიანი, გოჩა.ვცდილობ ხელები გავაშვებინო,ის კი მეტად მეკვრის და გაქანების საშუალებას არ მაძლევს,მთელი ხმით ვყვირივარ,ირგვლივ ვიხედები და ვხედავ, ჩემს მეგობრებს, რომლებიც მიყურებენ და დამცინიან, ყველაზე მეტად კი ანანო, ანდრიას ეკვრის და ერთად იცინიან, მე ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ფეხი მიცურდება, გოჩას, ხელიდან ვუსხლტები და კლდიდან ვიჩეხები.
გამომეღვიძა, სულ ოფლში ვიყავი გახვეული. გული, როგორც სიზმარში ისე მიცემს და შიშისგან მაკანკალებს.ხელით ტელეფონს ვეძებ,თან ირგვლივ შეშინებული ვიყურები,იმის დასამგკიცებლად რომ მე,ნამდვილად ჩემს ოთახში ვარ. ტელეფონს დავხედე, ღამის სამი საათია: -ეს რა ჯანდაბა იყო, ბალიშზე მოწვეტით ვეცემი და დასამშვიდებლად ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ არც სიმშვიდე და არც ძილი მეკარება.ისევ ტელეფონს ვიღებ და შეტყობინებას ვგზავნი ანდრიასთან.
-გძინავს? იმის იმედით რომ პასუხი არ მომივა.მაშ, რატომ მივწერე? -არ ვიცი არა.
ტელეფონს, ისევ საწოლის გვერᲓით ვდებ, ჭერს შევცქერი.
ახლა, მის კოცნაზე ვიწყებ ფიქრს და მეცინება. ბედნიერების ღიმილი, დანთებულ ჟრუანტელებად მექცევა და თვალებ გაბრწყინებული ბალიშს ვეხუტები.- ო, ღმერთო , რა კარგი იქნება თუ ის, ჩემი ცხოვრების მამაკაცად გადაიქცევა. ქვეცნობიერის დამცინავი სიცილი მაწყვეტინებს ფიქრს და საწოლზე ვჯდები.
-რა იყო? დამცინი?
-არა, მაგრამ ანანო არასდროს შეეგუება.
-მაგრამ მან ხომ უთხრა ,ანდრიას რომ და ძმა ვიყოთო?
-ოხ ემილი, გულუბყვილო ხარ, შენ ხომ გითხრა,ბრძოლაში ყველა ხერხია დასაშვებიო. დაგავიწყდა?
-რატომ არ ჩერდები და არ მაცდი ოცნებას?
-იმიტომ რომ თუ არ იბრძოლე ოცნება, მარტო ოცნება, არაფერს გიშველის.
-მოკეტე და ჩემს გონებას მოშორდი.
ვიგრძენი, ნაწყენი ბავშვივით, როგორ დამტოვა საკუთარმა ხმამ, მაგრამ ეს მალე დამავიწყდა, ტელეფონის ხმაზე. სწრაფად ავიღე.
-გაგაღვიძე ანდრია? ვიკითხე და ხმას დაველოდე.
-არა, მაგრამ შენ ამ დროს, რატომ არ გძინავს?
-ცუდი სიზმარი ვნახე,უფრო სწორად, ჯერ კარგად დაიწყო და მერე ცუდად გაგრძელდᲐ.
-დამშვიდი.სიზმრის გჯერა?
-არა, მაგრამ შემეშინდა.
-რისი ?
-რომ მიმატოვებ და მე უფსკრულში გადავიჩეხები,როგორც წყეულ სიზმარში მოხდა.
-ეს მხოლოდ სიზმარი იყო და ისე გაქრა,როგორც დილის ცვარი ბალახზე, ნუ გეშინია, შენ თუ არ გამიშვებ ,მე არსად ვაპირებ წასვლას.
-სიზმარში ანანოსთან იყავი.
-კარგი გეყოს, ეგ მხოლოდ სიზმარია, რეალურად მე შენთან ვარ, მთავარი ხომ ესაა?
-რათქმაუნდა, თუ არ გეძინა,რას აკეთებდი ასე გვიან?
-შენს ფოტოს ვუყურებ.
-რატომ ?
-იმიტომ რომ გიჟურ მონატრებას ვგრძნობ, სააათები საუკუნედ მეჩვენება,შენი ტკბილი სუნი თმების, თვალების განგაშის ცემა და ტუჩემის თრთოლვა მენატრება.
ხმას არ ვიღებ, ვუსმენ და ბავშვივით მცხვენია. ვგრძნობ, როგორ მიწითლდება ლოყები და როგორ მცხება.
-კარგი, დავიძინებ,ანდრია.
-ტკბილი ძილი, ემილი.
-შენც ანდრია.
17 დეკემბერი გათენდა, ბარბარობა.ეს დღე, ძალიან მიყვარს.მთელ სახლს,ეზოს ჩათვლით, ვრთავ ლამაზ ფერებად.
სამზარეულოში შევდი. -დედა, მამა დილალამშვიდობის.გილოცავთ ბარბარობას!
-მადლობა, მეც გილოცავ, ემილი.
-მადლობა დედა.
-მრავალს დაესწარი! ჩემო გოგო, ჯანმრთელობა და ლამაზი ფერები, შენს ცხოვრებას.
-მადლობა მამიკო, ჩემო ტკბილო, მამიკუნა.
-მე,სოფელში მივდივარ. დედაჩემია ავად.
-რა სჭირს? მე და მამამ ერთად ვიკითხეთ.
-ცუდადაა, დამირეკა, ჩამოდი ჩემთან ცოტახანსო.
-თუ მძიმედაა, წამოვალთ ჩვენც, Ნანა?!
-არაა საჭირო, თუ რამე დამჭირდა დაგირეკავ. ემილი,იმედია ახალ ახალ სურპრიზებს არ მომიწყობ და ჭკვიანად იქნები.
-რა გინდა, დედა?
-ანდრიას, Უთხარი რომ აღარ მოვიდეს!
-ვითიმ რატომ?
-ვითომ? ფეხზე ისე სწრაფად ადგა, რომ მე და მამა შეშინებული ვუყურებდით.
-ნანა! -დაიღრიალა მამამ.
-ხედავ, შენს გათამამებულ გოგოს?
-ნანა, თუ შენი ხელები, მის ცხოვრებაში ასე უნდა აფათურო, სჯობს დარჩე დედაშენთან!
-დავრჩე ხომ, ატირდა დედა, მისმინე,შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო, მომავალში თუ მას რამე მოუა გიორგი ...
-მემუქრები? არც Მე ვერევი და ნურც შენ ყოფ, მის ცხოვრებაში ცხვირს მეთქი.
-საკმარისია, ბოლოს და ბოლოს, დავიღალე დედა.
-კარგი, ემილი კარგი, მერე არ თქვა რომ არ გაფრთხილებდი.
ნაწყენმა, თვალცრემლიანმა დატოვა სახლი.
მარის დავურეკე. ვთხოვე ბექასთვის და ნიკასთვის ეთქვა და დამხმარებოდნენ.
საღამომდე ვიშრომეთ, ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, სახლის წინ,ხეებზე ნათურები დავახვიეთ, მოაჯირებზეც ნათურები, ჭიშკრიდან სახლამდე, თითქოს წითელ ხალიჩაზე გიწევდა გავლა, ისეთი ლამაზი იყო ღამე, წითლად ანთებული Ნათურები, მიგაცილებდა სახლის ბოლო კიბემდე.
-ემი, ანდრიას დავურეკო?
-დაურეკე, მე რატომ მეკითხები?!
-ნახევარ საათში, ანდრიაც მოვიდა კამერით, მე გარეთ დავხვდი, ბავშვები უკვე სვამდნენ.
-ჩემო ფერია, აქაურობა სამოთხეს ჰგავს.
-მადლობა, ჩემი ნამუშევარია, კი დამეხმარეს,მაგრამ იდეები ჩემია.
-ძალიან კარგი დიზაინერი იქნებოდი, კარგი კიარა პირდაპირ წარმატებული, ეს რა სილამაზეა.
-მადლობა, არ მიფიქრია მაგაზე,მაგრამ კარგი აზრია. წამოდი ავიდეთ.
-ჯერ საქმე მაქვს.
-რა საქმე ?
-მინდა რამდენიმე ფოტო გადავიღოთ.
-მაგრამ ძალიან ცივა.
-არაუშავს,არ მოკვდები. Არ ვიცი საიდან, მაგრამ სულ ხუთ წუთში, თოვლის ფიფქები წამოვიდა ციდან , სახეზე მათოვს, ის კი Კამერა მომარჯვებული,ათას სტილში იხრება და სურათებს იღებს.
-წამო ავიდეთ, მამა მოვა საცაა, უხერხულია.
-წამოდი, Გაყინულ ხელზე მკოცნის და ორივე ხელიში იქცევს გასათბობად ჩემ ხელს.
-სად იყავით, ბეღურებო? მარი სიცილით დაგვხვდა.
-სურათები გადავიღეთ მარ.
-იქნებ ჩვენც გვინდოდა ემ?!
ხელით ანდრია ვაჩვენე, -უთხარი მერე,მე არცერთი ფოტო გადამიღია.
ანდრია ბიჭებს შეუერთდა, მაგიდასთან, მე და მარი ფანჯრიდან ვიხედებოდით.
-Არაფერს მეტყვი ემ?
-გეტყვი,თუ შენ თქმა გინდა და ვერ ხვდები, გეტყვი...
-კარგად ვხვდები,მაგრამ მე დეტალებად მაინტერესებს.
-გუშინ გამომიტყდა სიყვრულში, ჩავუჩურჩულე.
-მართლაა?!
იმხელა ხმაზე იკივლა,სამივე ჩვენკენ მოტრიალდა.ანდრიას ჩაეცინა, მიხვდა რომ მოვუყევი და ჯერ მარისკენ გააპარა თვალი, რომ დაინახა უხაროდა, მერე მე მომანათა მისი გამაქვავებელი ღიმილი, ოთახში სიცილი ატყდა.
კარი გაეღო,მამა შემოვიდა.
-გამარჯობა ახალგაზრდებო,გილოცავთ ბარბარობას!
მაგიდას დაუჯდა და დაიწყეს დალევა, ანდრიას მზერას ვგრძნობდი წამიერს, მამასი ერიდებოდა, ამიტომ თვალს მალე მაშორებდა,მაგრამ მწერდა შიგადაშიგ რომ ვუყვარდი.
იმ ღამეს მარი,ჩემთან დარჩა, ბიჭები წავიდნენ მამამ ტაქსი გამოუძახა, რადგან ყველა ნასვამი იყო.
მეორე დღეს, კაფეში შევხვდით.
პატარა კონვერტი, იდო მაგიდაზე რომ მივედი,დიდი თმენის შემდეგ, მივხვდი რომ აღარ შემეძლო და ვკითხე,
-ანდრა, ეს რა არის?
-ეს ფოტოებია, გახსენი ნახე.
სწრაფად მოვახიე,კონვერტს დაწებებული ქაღალდი და ფოტოები ამოვიღე, სულ ჩემი იყო, თითოეული წერტილი გათვალისწინებული და დაგეგმილი ფოტოში.
-რამდენი ფოტოა?
-ასი...
-ძალიან ლამაზიდ დაგიმონტაჟებია!
-შენ ხარ ძალიან ლამაზი.
-მადლობ.
-გახსოვს, მაშინ სასეირნოდ რომ წავედით?
-ხო მახსოვს, რა იყო?
-მინდოდა,მეთქვა რომ მომწონდი.
-კარგი მაგრამ, სულ სამჯერ გყავდი ნანახი.
-მერე რა? სამჯერ გნახავ ასჯერ თუ ასი ათასჯერ, შენ მაინც ჩემი ემილი იქნები და ყველა ნახვაზე, ახლიდან შეუყვარდები თვალებს და გულს.
-ნამდვილი გიჟი ხარ, გამეცინა.
-სიყვარული თუ სიგიჟეა, ვიყო გიჟი.არ მანაღვლებს.



№1  offline წევრი EllaTriss

ჰოო )) კარგია, კარგია.
არის რაღაც ნიუანსები, მაგრამ რავიცი.. რამოდენიმეს მაინც გეტყვი
- რამდენი ფოტოა?
- ასი ფოტოა
ჩემი აზრით 'ფოტოა' ზედმეტია, უბრალოდ შეგეძლო ასი დაგეწერა.
კიდევ - მადლობ
შეგეძლო დაგეწერა გმადლობ ან უბრალოდ მადლობა. თითქმის ყველაგნ ასე გიწერია და კარგი იქნება, თუ გამოასწორებ.
- ნანა, დაიღრიალა მამამ.
- ნანა! - დაიღრიალა მამამ. ასე უფრო სწორია

ანანო დამაკლდა. კარგი იქნება, თუ აანაზღაურებ შემდეგ თავში.
წარმატებები❤

 


№2  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
ჰოო )) კარგია, კარგია.
არის რაღაც ნიუანსები, მაგრამ რავიცი.. რამოდენიმეს მაინც გეტყვი
- რამდენი ფოტოა?
- ასი ფოტოა
ჩემი აზრით 'ფოტოა' ზედმეტია, უბრალოდ შეგეძლო ასი დაგეწერა.
კიდევ - მადლობ
შეგეძლო დაგეწერა გმადლობ ან უბრალოდ მადლობა. თითქმის ყველაგნ ასე გიწერია და კარგი იქნება, თუ გამოასწორებ.
- ნანა, დაიღრიალა მამამ.
- ნანა! - დაიღრიალა მამამ. ასე უფრო სწორია

ანანო დამაკლდა. კარგი იქნება, თუ აანაზღაურებ შემდეგ თავში.
წარმატებები❤

მადლობა გენაცვალე ♡
ჯერ ანანო წინ გვაქვს დიდი ,,სიურპრიზებით"
--------------------
მ.ზ

 


№3 სტუმარი ინა

მაკო ბოლო ორი რომანის თავებს როდის დადებ?

 


№4  offline მოდერი ♡The moon

ინა
მაკო ბოლო ორი რომანის თავებს როდის დადებ?

ვწერ და ვეცდები მალე, ბოდიში ლოდინისთვის...
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent