ტყეში პატარა ქოხი (ნაწილი 4)
მივდივარ მანქანით და ვფიქრობ,ამდენ ყალბ ადამიანში, შეიძლებოდა თუ არა ის ყოფილიყო მართლალი?-არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, თავიდან ვერ ვიგდებ, ბოლო დღეებია.... ნიკას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, კაფეში შემხვდა . -რა ხდება,ჩემო პრინცესა. -ლუკა ვნახე. -სად? -იმ ,ქოხში მივაკითხე. -რატომ? -იმიტომ რომ, არ ვიყავი მასთან, მართალი და ცუდად გამომივიდა. -ხომ გითხარი ,არ იფიქრო მეთქი, მერე რა ქენი? ყველაფერი, სიტყვა სიტყვით მოვუუევი. -სალო, ოდესმე გყვარებია ვინმე? -არა ნიკა,მაგრამ რა შუაშია? -არ ვიცი ,მაგრამ ვხვდები რომ, რაღაც გულცივად არ ხარ, მაგ ლუკასთან. -კარგი რა, ისევ დამცინი? -არა მაგრამ ,გული მიგრძნობს რომ, მოეწონე და შენც, გიფრიალებს გული... სიყვარული, ძალიან კარგი რამაა სალო, მაგრამ გული არ გეტკინოს, თავს გაუფრთხილდი, მან რაც გაიგო, ჩემი ვინც ხარ, არაფერს გაკადრებს, ისეთს რაც შენ არ გინდა! შენ რა გინდა ,ეგ უკვე, შენ იცოდე და შენმა გულმა. -მე მხოლოდ 2 დღის წინ, ვნახე ნიკა და ეს რა ლაპარაკია? -მისმინე, მე შეყვარებული ვარ და ეს გზა ,ახლა შენ რომ ადგახარ ,ეს თვალები რომ გიციმციმებს და სიტყვეებს, რომელსაც თითო მარგალიტივით ეძებ, გავიარე... -მე ახლა ვიცი რომ ,ეგეთი არაფერია. შენ ვინ გიყვარს ? -იქ, ჩემთან ერთად სწავლობდა, უფრო სწორად ,ის სხვა კურზე იყო, მე სხვა, მაგრამ მოგვეწონა ერთმანეთი და გვიყვარს კიდეც, ჩამოვა და გაგაცნობ ,რამდენიმე თვე და ... -მიხარია რომ, ბედნიედი ხარ. -მადლობა. სახლში წავედი კაფიდან, ვიმეცადინე და დავწექი, წიგნი მინდოდა წამეკითხა, ვერაფრით მოვაბი თავი, დავხურე, თვალები დავხუჭე და ნიკას, სიტყვებზე დავიწყე ფიქრი . თავიდან, რატო ვერ ვიგდებ ლუკას, ნუთუ მართლა რამე ხდება? არა უბრალოდ მადლობელი ვარ, მან ხომ ბოლოს და ბოლოს ,სიცოცხლე შემინარჩუნა, ეს კი ადამიანური ქმედებაა,ჩემი მხრიდან. მეორე დღეს, უნიში ვიჯექი, ლიტერატურის ლექტორი, ღმერთზე და რწმენაზე საუბრობდა მე კი გონება გუშინდელზე მქონდა დაპაუზებული,ლექცია დასრულდა, ყველა კარისკენ წავედით. -უკაცრავად სალომე, მინდა დაგელაპარაკოთ ,თუ გაქვთ დრო. -რასაკვირველია პატივცემულო, ოთახიდან ყველა გავიდა, მხოლოდ მე და ლექტორი დავრჩით ,ბატონი შალვა. - ბევრი რამ ვიცი ,მე თქვენზე და ისიც რომ თქვენი სურვილები და ოცნებები რთულად გისრულდებათ, არ გაქვთ მარტივი ცზოვრება ხომ ასეა? -მარტივი ცხოვრება,რას ნიშნავს?ან ვის აქვს პატივცემულო? -ხო,მაგრამ თქვენ სხვანაირად. -მომისმინეთ პატივცემულო ,მე მაქ ის ცხოვრება ,რომელიც მაქვს და არ ვაპირებ განვიხილო ან ვიტირო, განა ადვილი რა არის? ყველაფერს, სჭირდება გატოკება . -ხო მაგრარამ, თქვენ კი არ ტოკდებით მიზნისათვის, არამედ ქარიშხალს მიანგრევთ და მიდიხართ, მაგრამ უკან ბრუნდებით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაიკარგა,აი ასა დაიკარგა, მის ირგვლივ ყველაფერს კი ცეცლი მოედო, არის გზა, მიდიხარ, დაუსრულებლად ამ გზაზე, მიდიხარ და შენი სისხლით მონიშნავ, იმ ხეებს,რომელიც გზად შეგხვდება,აგრძელებ გზას, დროის შემდე ეს ხეები,შენს წინ აღიმართებიან,ყველა შემოვლილ გზაზე, თითქოს მედიდრობენ, დიდიებიან და ზიზღს გამოხატავენ, ვერ იტან,ვერც ამ ხეებს და ვერც, იმ გზას რასაც ადგახარ. გამბედაობა არ გაქვს, გზას ვერ გადაუხვევ, ასე ხომ დაიწვები და ამ გაზასაც დაკარგავ, გეშინია, გეშინია იმის რომ დამთავრდება თუ ერთ ნაბიჯსაც გადადგამ, დაიწვები,შენს ცხოვრებას კი ცეცხლი შთანთქავს, შეიწოვს, მიწაზე დავარდნილი ნამივით და გაქრები, გაუჩინარფები, ეს ფიქრი თავიდან არ ამოგდის და შენც ამ გზას არ სცდები ფიქრი კი მაინც არ გასვენებს ცოცხალი ხარ? ჩანხარ? ბევრჯერ გიოცნებია, ეს ოცნება ჩემთვის იმედი,ოცნება, რწმენა და სიყვარული, ზეცამდე ადის, ამ რამდენიმე სიტვას შეუძლია გიხსნას,ამოგათრიოს იმ ჭაობიდან,რომელიც ყველაფერს ჭამს და მისკენ იზიდავს... სიყვარული,იმედი და რწმენა,ეს სამი ჯადოსნურად ძლიერი სიტყვა, არასდროს უნდა იყოს განუყოფელი სიტყვები და მათი განუსაზღვრელი მოქმედება, რომელიც თქვენში, იქნებ თქვენს სულშიც, ყოველთვის სადღაციდან ამოგათრევს და უკეთესისკენ წაგიყვანს... ადამიანო,იქნებ მიეცე ამ სიყვარულს,იმედს და რწმენაც არ გამოგრჩეს,იქნებ ეს ცეცხლი, იეროსალში უფლის საფლავიდან გადმობრძანებულ,წმინდა ცეცხლივით უვნებელია,იქნებ,ეს სწორედ,ეს გადაახვევაა,რომელიც შენს თავს გაპოვნინებს . იმედი,სიყვარული,რწმენა, რწმენა,იმედი,სიყვარული, სიყვარული,რწმენა,იმედი, ატრიალეთ ეს სიტვები, გონებაში გაუჩერებლად და დაადექით,იმ ცეცხლიან გზას, დაადექით და არ დაკარგათ გრძნობები, ასწიეთ თავი, იყავით მებრძოლები, იყავით იდეალისტები,შეგეშალოთ თუნდ შეგეშალოთ, მაინც იარეთ წინ და არასდროს,არასდროს გაბედოთ უკან გახედვა, იქ უკან თუ ერთი ნაბიჯიც დაგრჩათ, ჩათვალეთ რომ დარჩებით იქ, ყველა ხემ რომ ბრძოლა გამოგიცხადოთ,ყველა ხეს რომ ცეცხლის ალი მოედოს და თქვენი შეთრევა მოიმდომოს, თქვენ მაინ იარეთ წინ და იყურეთ წინ,რამდენჯერაც მიიხედებით უკან, იმდენჯერ დაგეკოდებათ გული და გაგიჭირდებათ წინ სვლა, არა არც თქვენ გულს ატკინოთ და არც მიიხედოთ, რაც თქვენ აღარ გეკუთნით, რასაცვეღარ შეცვლით, იმის ყურებას რა აზრი აქვს?! -მომახალა ყველაფერი და თვალ ცრემლიანი დამტოვა, თითქოს ამ ადამიანმა ყველაფერი იცოდა ჩემზე და ზუსტად მე მეკუთვნოდა ყველა წერტილი და მძიმე. ,,იქნებ ეს ცეცხლი იეროსალიმიდან გადმობრძანებული წმინდა ცეცხლია,, ,,სიყვარული იმედი რწმენა,, მიეჯაჭვა, ჩემს გონებას ეს სიტყვები,დიდხანს ვიჯექი და ვტიროდი მარტო ,ცრემლი სიხარულისა იყო, თითქოს ეს არ იყო მწარე ცრემლი ,ეს ცრემლი სულს მიმშვიდებდა ,მიხაროდა, მიხაროდა ის რომ ჩემი ვიღაცას ესმოდა და ხელს მკრავდა, იმისათვის რომ არა უკაან, არამედ წინ მევლო, მაგრამ იყი ერთი რამ, რაც მადარდებდა, რატომ გაიგო ჩემი ტკივილი ,ჩემთვის არც თუ ისე ახლო ლექტორმა და ამას, რატომ ვერ ამჩნევს ჩემი ოჯახი, ფიქრმა ამიტანა და ვეღარ მოვისვენე, მთელი სული მიფორიაქებდა ,მანქანაში ჩავჯექი, მინდოდა ისევ იმ ადგილს ვწვევოდი, ასეც მოვიქეცი. მდინარესთან ახლოს ,ამაღლებულ ქვაზე ჩავიკეცე, ხეს მივეყდენი, წყალი საკმაოდ ხმმაურობდა, თავი მუხლებზე დავიდე და ავტირდი ო, როგორ დავიღალე, ,,იმედი სიყვარული რწმენა" -რას მოითხოვ, ცხოვრებავ ჩემგან ?დიდხანს ვიჯექი, ვფიქრობდი იმაზე თუ რა დამღლელი იყო ყოველივე... ტელეფონმა დარეკა,ნიკა იყო. -ხო ნიკა. -სად ხარ? -რაიყო?- ჩემს ადგილას, -მანდ რას აკეთებ?- უცნაური ხმა გაქვს ? -არაფერს ,მარტო ვარ, ვფიქრობ. -ვიცი რომ მარტო ხარ, სალო 31 წყნეთში ვიკრიბებით, ახალგაზრდობა და მინდა, შენც გამომყვე . -მოვიფიქრებ ნიკა, მადლობა. -არა, არა შენც მოდიხარ, უეჭველად. -კარგი ხო.- ნიკ, ხო მართლა, პარასკევს მცირე დადგმა მაქვს, სემესტრს ვხურავ და თუ დრო გექნება . -მექნება მექნება ... ,-კარგი დროებით. ტელეფონი გავთიშე და მანქანისკენ წავედი, მანქანა ხეებში ,მიფარებულ ადგილას იყო. სახლში წავედი,უნივერსიტეტი კვირის ბოლოს ,საახალწლოდ იხურება, იქამდე კი პატარა დადგმა გვაქვს, მე უკვე მაქვს, პატარა წარმოდგენა,რამდენიმე გოგოსთან ერთად ,პარასკევს არის დადგმა ,პირველები ჩვენ გამოვდივართ, ისე ვღელავ მეტი რომ აღარ შეიძლება.... წარმოდგენა დამთავრდა, დიდი მოწონებით, ნიკა ყვავილებით ხელში მოვოდა. -ძალიან, კარგი ხარ სალო! -მადლობა ნიკა. მოვემზადე და საღამოს წვეულებაზე წავედით, მე ნიკამ წამიყვანა, მანქანით წყნეთში. -ბევრი, სტუმარი გეყოლება ? -15 მგონი, რა იყო? -არაფერი ,უბრალოდ გკითხე , უცნაურად ჩაიცინა ,მაგრამ არაფერი უთქვამს ,იქ მისულებს ნიკას,დედის დედა ბებია შემოგვეგება. -მოდით შვილო ,როგორ გამახარრეთ.სტუმრები სად გყავთ ? -მოვლენ ბე, 6 საათისთვის, მანამ დავტრიალდეთ, -შვილო, მე გავამზადე: ოსტრი, ტოლმა, საცივი, შემწვარი გოჭი, ინდაური,ხაჭაპური ....თვლიდა და თვლიდა,სანამ ნიკამ არ გააწყვეტინა. -გოზინაყი და ჩურჩხელა ?მოწყენით იკითხა ნიკამ -მაგას კითხვა უნდა, მაგის გარეშე, როდის დაგვდგომია ახალიწელი? -ხილი და ტკბილეულობა, მე მოვიტანე, ხო და ჩირი. -ხო და მეტი რაღაა ,ბებომ გენაცვალა... -ვუსმენდი და გული, ისე მეკუმშებოდა იმ წამს, მახსენდებოდა, მხოლოდ ერთი, წინა კვირას მისულ ოჯახებში, მაცივარს რომ ვაღებდი და (ზოგს მაცივარიც არ ჰქონდა) ორი კარტოფილი, 3 კვერხი, გრეჩიხა რომ ჰქონდათ შენახული, აქ კიდევ... ხანდახან ცხოვრება იმაზე მეტად უსამართლოა, ვიდრე ჩვენ ამას ვხედავთ ან აღვიქვამთ... სასტიკია ცხოვრება! -არა,აქ არ უნდა წამოვსულვიყავი, რამდენიმე ოჯახს მაინც გავახარებდი, ფული მაქვს კაბის, სალონის, საწვავის,ცხრაას ლარამდე. კაბას არ ვიყიდე საახალწლოდ, რაც მაქვს ,იმაშიც კარგად ვგრძნობ თავს. -რას ფიქრობ სალო, რა ცხვირი ჩამოუშვი? -გამახსენდა რომ ერთი საქმე მაქვს გასაკეთებელი. -რა საქმე? -მანქანას მათხოვებ ? -რად გინდა?? -საქმე მაქვს. -რა საქმე ? -არაფერი ისეთი, მათხოვე ... -საით ? -მინდა, რაღაცეები ვიყიდო. -წამო, მე წაგიყვან. -არაა, საქმეც მაქვს . -სალოო ადე, ახლა და წავიდეთ, 5 საათი გვაქვს და მოვასწრებთ, იმედია შემს საქმეს ?! -კარგი ხო, თუ დამეხმარები, მოვასწრებთ. -ასე რა, ჩაიცინა და წავედით, მალე სასურსათო მაღაზიაში ვიყავით . -აქ რა გვინდა? -მინდა საკვები ვიყიდოთ და დავარიგო ოჯახებში, სადაც არც ტოლმით და არც საცივით, აღნიშნავენ ამ დღეს. ნიკას სახეზე, სიწითლემ დაუარა და თავი დახარა, ერთ წამს, მეგონა გამიბრაზდებოდა და სიტყვებს ვეძებდი. თავი ასწია,პირველად ვნახე ასეთი ნიკა, თვალებში ძლივს შეკავებული ცრემლი უბრწყინავდა, ხმა არ ამოუღია, ადგილს მოწყდა უცბათ, მერე კი მაღაზია შიგნიდან დაიკეტა,ექვსი კონსულტატი გოგო, იდგა ჩვენ წინ. -მომისმინეთ, დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ოცი პოლიეთინის პარკი გაამზადეთ და ჩააწყვეთ, რა უნდა ჩააწყონ სალო? -ზეთი,მარილი,ხორცი, ქათამი, შაქარი,რავი კიდევ რა... -დასახმარებლად გინდათ? -დიახ. -კარგით, ჩვენ თვითონ გავამზადებთ, თქვენ აქ დაბრძანდით ... -აუ ნიკა, უკვე საათ ნახევარი გავიდა ... -კარგი ,ნუხარ მოუსვენარი. -ხო მაგრამ ,დარიგებასაც ხომ დრო უნდა ?! -კარგი მაცადე ,ჩემს რამდენიმე მეგობარს ვეტყვით და 5-5 პარკს გადავინაწილებთ. -კარგი ,მაგრამ 5 ჩემია. -კარგი. -ორ საათში ,უკვე ყველაფერი მზად იყო და სალაროსთან ვიდექით. ნახევარი საათიც დათვლა, გაუადვილდათ, რადგან ყველა შეფუთვაში, ერთნაირი პროდუქტი იდო. -სულ არის 2000 ლარის, მივხვდი რომ, ფერი დავკარგე. -ნიკა მასესხე რა ,თუ გავს 1100 ლარი მაკლდება, კონსულტატებმა ერთმანეთს, ისე გადახედეს, იქ რომ, ასი გრამი რამე დაგვებრუნებინა, გაგვატყავებდნენ, ნიკამ თავისი ბარათი ამოიღო და გაატარა -რამდენი მოვხსნათ? -რაც არი, თუ რამეს გვაჩუქებთ? -ნიკა,არაა საჭირო ,მე გადავიხდი და მაგასაც დავაბრუნებ, რაც ვისესხე. -იქნებ გაჩუმდე! გადაიხადა სრული თანხა,ხუთ მანქანაში გადანაწილდა.... 15 შეკვრა ,სოც დაუცველ, ყველაზე ღარიბ ,ოჯახებს დაურიგდა, რომლის მოძიებაც, ნიკას ძმაკაცმა, სანდრომ მოახერხა, ის ხუთი კი,მე და ნიკამ წავიღეთ, იმ ოჯახებში, სადაც მე უკვე ვიყავი, საშინლად განვიცადე მათი მდგომარეობა,ხუთივე ოჯახში ბავშვები იყვნენ. ბავშვები, რომლებიც შეგუებულიყვნენ, იმ რეალობას რომ, თოვლის ბაბუა არ არსებობდა და რომ არავინ აჩუქებდა, ჯადოსნურ ბავშვობას... საჩუქრების მაღაზიასთან გავაჩერეთ და 10 ბავშვოსთვის, საჩუქარი ვიყიდეთ, აქედან ექვსი გოგო იყო. რათქმაუნდა, ეს საჩუქრები, დედებს ჩუმად გადავეცით რომ, რეალობა, ზღაპრად გადაქცეოდათ და ახალიწლის, ლამაზ ღამეს, მათთანაც მისულიყო თოვლის ბაბუა, თქვენ რომ გენახათ, რა ბედნიერი თვალებით, გვეგებებოდნენ და რა ბედნიერი იყო ნიკას თვალები, იტყოდით რომ,სიკეთე ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამ ჯოჯოხეთურად, მტკივნეულ სამყაროში,სადაც ტკენას, წამის მეათედი ეყოფა, როგორ უბრწყინავდა, თვალები და როგორ აღტაცებული სახით, შეაბიჯებდა მომდევნო სახლში, ექვსის ნახევარი იყო, ყველაფერს მოვრჩით და წყნეთის გზას დავადექით... -ახალ წლამდე, ალბათ მოემზადებიან,სალი არა? -კი ნიკა, მოემზადებიან. -ნახე, რა ბენიერები იყვნენ სალო? -კი ნიკა, არა მარტო მათი ბედნიერება ვნახე, უცებ მანქანა დაატორმუზა და მთელი ტანით მოტრიალდა, ჩემსკენ ხმა არ გაუცია,თვალებში მიყურებდა ,მერე ჩამეხუტა და ბავშვივით ატირდა, ორივე ვტიროდით, ვინმეს რომ ეკითხა, რა გვატირებდა, ალბათ ვერც ვუპასუხებდით და სირცხვილისგან, სულ მთლად დავკარგავდით, ადამიანურ ფერს, ან ერთმანეთს შევხედავდით და სიცილით გავიგუდებოდით, არც იმ სიცილის მიზეზი გვეცოდინებოდა, მაგრამ ამ ტირილის მიზეზიც, ხომ არ ვიცით ?! -სალო, ღმერთმა სიკეთით აგავსო, ამდენ ცოდვილ სხეულებში ,პატარა კელაპტარივით აგანთო უფალმა... -ხომ იცი, ჩემო ტკბილო ,ანთებულ კელაპტარს, თუ მეორეს მიუახლოვებ, მეორეც აენთება, მესამეც მეათეც ... -ხო, დღეს შენ 5 ადამიანს გადაეკიდე, კეთილ ცეცხლად და ოც ოჯახს, მიეცი იმედი და უფლება ბედნიერების... -არა, ეს შენ გააკეთე ... -მე ამას ვერასდოს მოვიაზრებდი სალო, მე ამ ფულს, რომელიც დღეს დავხარჯე, ერთ ქურთუკში ვიხდი. არაფერი მითქვამს ,ამის შემდეგ, ისე მივედით სახლამდე რომ, არც დავლაპარაკებივართ ერთმანეთს... *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.