თუ აგვისტოს მოთოვს (თავი3)
მოვიკრიბე გამბედაობა და, დავუყვირე -გავიჭყლიტე ადექი, -თუ გინდა ვიყოთ ცოტახანი კიდევ, -ბიჭოო ბევრს ნუ ლაპარაკობ და ადექი. -კაი ხო მოიცა, ისე რამსიმძიმე ყოფილხარ, -რაა? მე კიარვარ მძიმე შენ ხარ ფლაყვე, გადმოხტი დაგიჭერო და აჰაა ნახე,ფეხი რას მიგავს. დავხედე ფეხს და უარესად ამტკივდა -კაი ხო ბოდიში, თავი ვერ შევიმაგრე -კაი ეხლა შეგიძლია წახვიდე -მოიცა აქ დაგტოვო?? -კი,შენ რაც გთხოვე ვერ შეეასრულე და სხვას აღარაფერს გთხოვ, -კაი მაშინ შეხვედრმდე, -ნუ არამგონი მაგრამ მაინც -სოფელში როგორც ჩანს ახალი ჩამოსული ხარ ასე რომ არამგონია ჯერ წახვიდე,სადღაც მაინც შევხვდებით. -ვნახოთ -შეხვედრამდე ბიჭიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა მე კიდევ ამ ღამეში აქ დავრჩი,აუუ რატო არ გავყევიი, სადაა ჩემი ტელეფონი, ვთქვი თუ არა გაანათა ტელეფონმაც გიოს ზარი, უამრავი გამოტოვებული ზარი -გისმენ, -სად ხარ გოგო??(უკვე ყვიროდა ) -რა გაყვირებს?? არ შეგიძლია წყნარად დამელაპარაკო? -წყნარად? შენ რა გაგიჟდი? ჯერ არ ამოსულხარ სოფელში და უკვე დაიკარგე?ან საერთოდ გარეთ მარტო რატომ გახვედი? ან სად ხარ ეხლა? -მოგიყვები სახლში რომ მოვალ, შეგიძლია მოხვიდე? -სად ხარ? მოვდივარ კარგად ხარ? -კარგად ვარ უბრალალოდ ზუსტად არ ვიცი სად ვარ, პირდაპირ წამოდი ზემოთ და შუქს ავანთებ დამინახავ, -კაი გამოვედი ტელეფონიც გავთიშე და შუქი ავანთე,ორ წუთში ჩემი ძმაც მოვიდა, -მოდი ჩაჯექი, ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა? -რავი დაძარი რა მანქანა გავიყინე -ბებია გაგიჟებული და მთელი სოფელი შეყარა -აუუ ისევ ჩვენთან არიან? -ხო -აუ გადავედი თუ არა მანქანიდან მთელი სოფელი შემომეხვია -დაწყნარდით კარგად ვარ შეგიძლიათ დაიშალოთ -სად იყავი ბებო? ხომ კარგად ხარ? -კი ბებო კარგად ვარ უბრალოდ ფეხი მტკივა -რა დაგემართა შვილო? -ხიდან გადმოვხტი და ვიღაც დეგენერატმა ვერ დამიჭირა -რა? ხეზე რა გინდოდა გოგო?ან ვინ ვერ დაგიჭირა ან იმ სიშორეზე რამ წაგიყვანა? -ვაიმე გიორგი ტვინს ბურღავ -ნელი ჩვენ წავალთ ეხლა, გამოჯანმრთელებას გისურვებთ შვილო -კარგით, მადლობაა სახლში შევედით თუ არა ბებომ მდივანზე დამსვა და წამლების ყუთი მოიტანა -აბა შვილო მოყევი, მე ფეხს შეგიხვევ -მოსაყოლი არაფერია სასეირნოთ გავედი და ცოტა შორს მომივიდა ტყემლის ხე დავინახე და ავძვერი, შემდეგ მოვტრიალდი და სახლები ვეღარ დავინახე,ხიდანაც ვეღარ ჩამოვედი ტელეფონიც ძირს დამრჩა, და ერთი საათის გატარება მომიწია ხეზე შემდეგ მანქანამ გამოიარა და გავაჩერე იმ დეგენერატმაც გადმოხტი დაგიჭერო და აი ეხლა თქვენც ხედავთ რაც მჭირს, -სერიოზულად? -კი აბა ამხელა ამბავს ხომარ მოვიგონებდი? ამასობაში გიორგი და სოფო სიცილით ვეღარ სუნთქავდნენ -კაით რაა რა გაცინებთ? მე აქ ვიტანჯები და თქვენ იცინით? -კაი ხო გიოს ბრალია ამან დაიწყო პირველი -კი მართალია არამგონია ხვალამდე ფეხი მოგირჩეს ასე რომ მე და სოფი წავალთ მდინარეზე სოფი ხო წამოხვალ? -კი რათქმაუნდა -კი კი აბაა ბებო ხომ მომირჩება ხვალამდე? -კი შვილო არ იდარდო, მდინარეხეც წახვალ და გაღმა სოფელშიც -გაიგეთ? გიო ამიყვანე ეხლა ხელში და შემიყვანე ოთახში, შენც გამოდი გოგო სალაპარაკო მაქვს შენთან. -კაი მოდი, დაასრულე ბებო? -კი კი წადით -სოფიი გელოდებით -კაი მოვდივარ გიომაც ამიყვანა ხელში და ოთახში შემიყვანა -კაი წავედი როგორც ჩანს ზედმეტი ვარ -მადლობა ძამიკოო ოთახიც დატოვა და კარებიც მიხურა -გოგოო სერიოზულად ეგრე მოხდა? როგორც მოყევი? -ნუ კი, მაგრამ ბოლომდე არ მოგიყვები,შენი ბრალია ეხლა ფეხი რომ მტკივა -კაი ხო მეძინებოდა თორემ წამოგყვებოდი ხო იცი არა?? -ვიცი ხო კაი მაშინ მოგიყვები... მოვუყევი სოფის ყველაფერი და გაოგნებული მიყურებდა -კაი ეხლა წადი დაიძინე ხვალ მდინარეზე მივდივარ ხოიცი, ჩემი ძმაც იქნება ასე რომ წესიერად ჩაიცვი -კაი ხოო, ხვალამდე, -კარგად თავში ბევრი რამ მიტრიალებდა ასეეთი შეგრძნება არასდროს მქონია ასე ფიქრებში ჩამეძინა. ბებოს ძახილმა გამაღვიძა -ადექი მარი ისადილე -ცოტახანში ჩამოვალ ბებოო გადავტრიალდი ძილის გასაგრძელებლად მაგრამ ვინ დამაცადა შემოვარდა სოფი ოთახში -ადექი გოგო მდინარეზე უნდა წავიდეთ რომ ვისადილებთ -აუუ კაი რაა მაგრად მეზარება წამოსვლა თან ფეხი მტკივა საშინლად გიოს უთხარი რა ამოვიდეს ჩამიყვანოს -კაი -მოიცა გოგო ტანსაცმელი მომაწოდე რომ გამოვიცვალო -აა ხო. აი აიღე -მადლობა ჩემო ლამაზო -წავედი ეხლა და გიოს გამოვუშვებ -კაი მიდი, ოთახიდან გავიდა თუ არაა ძლივს ძლივობით გამოვიცვალე ტანსაცმელი და გიოს ველოდები -გიოო მარიმ ამოვიდეს ფეხი მტკივა ისევოო და ჩამიყვანოს ძირსო -აუ შემჭამს ეხლა მაგით კაი ხო -მარი შემოვდივარ -შემოდი -ძალიან გტკივა?? -აუ იცი თან როგორ? მოდი ამიყვანე რაა -კაი მოდი ძირს ჩავედით სამზარეულოში საჭმელად -ბებო სად არის? -გარეთ გავიდა მალე მოვალოო -ა კაი ვისადილეთ და მისაღებშიც გავედით, გავედით რა გამიყვანეს, და ბებოც შემოვიდა ოთახში -ბებო კიდევ გტკივა ფეხი? -კი მაგრამ არ იდარდო მალე გადამივლის, -გიო ბებო ლუკა ჩამოსულა, იქით ვიყავი და საღამოს გადმოვალო, -ხოო როდის ჩამოვიდა? -გუშინ საღამოს მოსულა -ა კაი -ჰე ეხლა აღარ მიდიხართ წყალზე?? -მერე შენ? -კაი რა ჩემს გარეშე არსად წასულხართ? -წადით და კარგად გაერთეთ, გიო სოფის მიაქციე ყურადღება არავინ მოგვტაცოს -მე ვინ უნდა მომიტაცოს გოგო? -წამო სოფი ჩვენ წავიდეთ, თან ლუკას გავუაროთ -კაი ხო მაგრამ ეგ ვინ არის? -წამო და გაგაცნობ -კაი წავედით ჩვენნ -ბებო წამოსვლისას ლუკაც წამოიყვანეთ თავის დასთან ერთად -კაი წავიდნენ თუ არა -ბებო ლუკა ვინ არის? ან მისი და? -გაგაცNობს გიო დღეს, ლუკაა კარგი ბიჭია მაგრამ მისი დის რა გითხრა -ხო კაი საღამოს გავიცნობ -კაი შვილო ეხლა რაღაცეებს გავაკეთებ -კაი -ლუკაა -გიო დაძახებას რომ დაურეკო არაა? -ისე ხო ჭკვიანი გოგო ხარ სოფი -ნუ ხო -ალო ლუკა გავიგე სოფელში ყოფილხართ მდინარეზე მივდივართ და ხომაარ წამოხვალთ? -კაი დამელოდე გამოვალ მალე -კაი მიდი -რაო? -გამოვალო და გამოვიდნენ კიდეც -უყურე რა თეკლა რამხელა გამხდარა -ვინ? -თეკლა ლუკას და გაგაცნობ ერთი სიტყვით -რას შვები ბიჭო როგორ ხარ?? (ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს) -რავი ვარ შენ?? -მეც ეგრე გოგონები გართობა და ასე შემდეგ, თეკლა რამხელა გამხდარხარ როგორ ხარ?(გადაკოცნეს ერთმანეთი) -კარგად გიო შენ? -კაი ეხლა მორჩით ხვევნა კოცნას,ეს შენი დაა? -ა ხო, ეს ჩემი დის მეგობარია და ჩემიც -გამარჯობა სოფი -გამარჯობა მე ლუკა ვარ -სასიამოვნოა თეკლამ არც გამარჯობა თქვა არც არაფერი გაიარა -ეს უხეში გოგო კიდევ ჩემი დაა თეკლა კარგი -ანუ შენი დის გაცნობას ვერ ვეღირსეთ რაა -ნუ ხო, უნდოდა წამოსვლა მაგრამ ცუდათ იყო და ვეღარ წამოვიდა -კარგი ეგ არაფერი, სხვა დროს იყოს -მაგალითად საღამოს, ბებომ ორივე დაძმა დაგპატიჟათ -ხოო კარგი მაშინ აუცილებლად გადმოვალთ, ხო თეკლა? -კი როგორ არა -ვაიმე რა ლამაზია -სოფი პირველად ხარ აქეთ?? -კი -კარგია მაშინ ჯერ არაფერი გეცოდინება ნელ ნელა შეეჩვევი -ბებო სადაცაა დაღამდება ისინი კიდევ არ ჩანან მოვკვდები სადაცაა სად წავიდნენ ამდენხანს? -მოვლენ ბებო მოვლენ და ხმაურის ხმაც შემომესმა -ბებო მოვიდნენ?? -კი მოვიდნენ -სად ხართ ამდენხანს? მოვკვდები სადაცაა მარტოობით (რაც შემეძლო ვიყვირე) -მოვედი თან სტუმრებიც მოვიყვანეთ -ხოო ვიინ?? და კარებში ბიჭი და გოგო შემოვიდნენ წესივრად ვერ ვხედავდი ჩემსკენ არ იყვნენ შემოტრიალებულები -ლუკა და თეკლა თქვენ ხართ? -კი კი ჩვენ ვართ როგორ ბრძანდებით?? -კარგად ბავშვებო კარგად თქვენ? -ჩვენც არაგვიშავს ჭამასმის ხასიათზე ვართ -ძალიან კარგი ეგრეა ჩემი გოგოც დილიდან შედით ოთახში,ფეხი ტკივა და ვერ დგება გუშინ ხიდან გადმოვარდნილა -ბებო კიარ გადმოვარდი, გადმოვხტი და იმ დეგენერატმა ვერ დამიჭირა, -ხოო ცუდია ალბათ მძიმე იყავი და მაგიტომ ვერ დაგიჭირა -რამე მითხარი ბებო?? -არა შვილო -შემოდით ეხლა ოთახში მოვკვდი მარტოობით -კაი ბებო გაჩუმდი,შედით ბავშვებო ოთახში შემოვიდნენ თუ არაა გოგოს ეტყობოდა რომ მეტიჩარა იყო მაგრამ ბიჭი ბიჭი ეს ხომ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.