...რომ არ უნდა გიყვარდეს (21 თავი)
მთელი გზა გულში ჩუმად მეცინებოდა მის აზრებზე და ქცევებზე. მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი, ორ სიტყვას თუ მოგიგდებდა, ისიც მკაცრი ტონით ახლა კი, ათასს მოგაყრიდა ერთდროულად თან სულ სითბოთი გაჯერებულს. ამ დროს ისეთი საყვარელი იყო... ისე მომინდა მისი ჩახუტება და მის კისერში ცხვირის ჩაგვა, ამ სურვილმა ძვლებში გაატანა... გული უნებურად ამომივარდა. მიყვარდა ! ეს კაცი იმაზე მეტად დებილურად მიყვარდა ვიდრე თავად. ორივე, ერთმანეთის მიმართ ავადმყოფური სიყვარულის გამო ვქმნიდით გაუაზრებელ, გაუმართლებელ და სრულიად ირაციონალურ სიტოაციებს... ქვეყანა, რომ დაქცეულიყო ,ერთმანეთი სიკვდილის პირას, რომ მიგვეყავნა, მისგან მაინც არ წავიდოდი და არც ის დამტოვებდა. მისთვის ყველაფრის პატიება შემეძლო, მართალია ჩემებურად მაგრამ შემეძლო... ერთადერთი რასაც არ და ვერ ვაპატიებდი იყო, ღალატი... შინ მისულმა, ისევ ცხვირაბზუებულმა სწრაფად დავტოვე ავტომობილი. კარებთან დამეწია. – ჩემს საწამებლად ხარ გაჩენილი ! – კბილებში გამოსცრა. ხელი ჩამჭიდა და ისე შევაბიჯეთ სახლში. სავახშმოდ გველოდნენ. რატომღაც არ მშიოდა და ჩვენს ოთახიში წასვლა გადავწყვიტე. უკან დამქაჩა. – წამოდი ვჭამოთ, ვიდრე შენი შეჭმა დამიწყია ! – არ მშია ! – კარგი, მაშინ ორივე ოთახში ავიდეთ და იქ, რაც მოხდება, შენ თავს დააბრალე ! მშიერზე ზედმეტად მეგემრიელები – ისევ მაცდურად აზიდა წარბები, ხელები შარვლის ჯიბეში ჩაილაგა და ზემოდან დამაჩერდა კი არა, ჩამაშტერდა – ეგ ზედა ცოტა, ძალიან ამოღებულია ხო ? – თითქოს მდუღარე გადამევლო, ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი. რა უნდა ამ კაცს, რა ? გული უნდა გამიხეთქოს ? ენის წვერს ტუჩებთან ათამაშებდა. მერე, რაღაცნაირად მამაკაცურდ ტუჩი, კბილებში მოიქცია. არა, მოვკვდები ახლა ! ადუღებული სისიხლისგან ძარღვები დამისკდება . – აბა, რას ვშვებით, ავდივართ? – ზუსტად იცოდა რასაც მიკეთებდა. – დიმა, შემიბრალე რა ! – ძლივს ამოვიკნავლე და სასადილო ოთახისკენ დავიძარი. მესმოდა, ჩემს ზურგს უკან მოძრავი, როგორ ფხუკუნებდა. – შენ მიბრალებ ხოლმე? – გეხვერწები, სუფრასთან რამე მსგავსი არ გააკეთო ! – სულ გადამავიწყდა სიამაყე, გაბუტვა და ყველაფერი. ნუკრის თავლებით ვუყურებდი. – გაბნევ ? – ვაიმე, დაბნევას ვინღა ჩივის ! არც კი შემომხედო, იცოდე დავიხრჩობი ! – ანუ შემირიგდი? – ეს, ზეწოლაა ! - დამადანაშაულებელი მზერით გავხედე. – მიყვარხარ, ჯიუტო თხა ! – შუბლზე მიმაწება ტუჩები. – უუფფ, მეც საზიზღარო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შეგირიგდი! – შემირიგდი ! სუფრასთან სრულიად პარალიზებული დავჯექი. როგორ დაუნდობლად მექცეოდა თქვენ არ იცით. როგორც კი ოდნავ დავმშვიდდებოდი ისეთი მზერით გადმომხედავდა ჩანგალი მივარდებოდა ხელიდან. ძლივს დალაგებული ჰორმონები ხელახლა იწყებდა აშლას. არაამქვეყნიურად ზემოქმედებდა იმ წუთას ჩემზე... ვეღარ გავუძელი მიზეზი მოვიგონე და სუფრა დავტოვე. ზურგიდანაც კი ვგრძნობდი მის გასაგიჟებელ მზერას... თავად დარჩა. ანას ნიშნობის საკითხზე საუბრობდნენ და უხერხული იქნებოდა მისი წამოსვლა, თორემ დარწმუნებული ვარ გონებით მე მომყვებოდა. ოთახში შესული მოწყვეტით დავენარცხე დივანზე, თავი საზურგეს მივაყრდენი და ვიდრე გული არ დამეღალა პირდაღებული ვსუნქვადი... სანდრომ დამირეკა. – ოჰ, მოღალატეც გამოჩნდა. არადა, როგორ გთხოვდი წაგეყვანე. – რახან ხუმრობის ხასიათზე ხარ, ესეიგი ერთმანეთი არ დაგიხოცავთ და ყველაფერი რიგზეა. – დახოცვის საკითხს ჯერ არ ჩაუვლია. ისე, შენ ხომ არაფრის მოყოლა გინდა? ხომ არაფერი გაქვს სათქმელი? – არაფერი ჩემო ერთადერთო. თუ რამეა მოსაყოლი და სათქმელი თავად გეტყვის. – იცი, მის გვერდით, როგორ აღმოვჩნდი და მაინც არ გაქვს პრობლემა ? – გინდა, რომ მქონდეს ? – მე არა, მაგრამ შენ რა გითხრა ისეთი, მაინც მის მხარეს რომ ხარ? – სიმართლე და ეგეც, რომ არ იყოს, ისე უყურებთ ერთმანეთს სხვა მიზეზი აღარც მჭირდება. – აი, როგორ გავხართ ასე ერთმანეთს ?! – კარგ კაცს მადარებ, რომ იცოდე ! – ვიცი ! – თაკო, დედას ბოლოს როდის დაურეკე? – მაშინღა გამახსენდა, იმ დღით, რომ მირეკავდა და პასუხის გაცემა ვერ შევძელი. – სამი, დღის წინ. – ხოდა დაურეკე ახლა თორე, შემჭამა წუწუნით დავავიწყდიო. – ჩემი დუდუნა არ იცვლება ! კარგი, დავურეკავ. – ჭკვიანად იყავი, ნუ გადარევ მაგ კაცს. – ვეჭვიანობ იცოდე ! – ნეტა, რატომ არ მიკვირს ?! – დამანებე ახლა თავი ! გავუთიშე და წამში შეტყობინება გამომიგზავნა – „ხომ იცი, რომ ჩემთვის შეუცვლელი ხარ ! “ – გული გამითბა. „ ჩემთვისაც“ – პასუხი დავუბრუნე, დედასთან ზარი გავუშვი და დაველოდე მისი ტკბილი ხმით ქოქოლას. – ხო დედიკო, გაგახსენდი? იქნებ რაზე გირეკავდი? – კარგი რა დუდუ, მწყინს ! ხომ იცი, როგრორ მიყვრახარ ! - კარგი ხო, უბრალოდ მომენატრა შენი ხმის გაგონება. თან რაღაც მინდოდა მეთქვა. - მაპატიე და ახლა მითხარი რა ხდება ?! – მამაშენს შრომა დაუფასდა ! – მოიცა, ახლა იმას გულისხმობ, რასაც ვფიქრობ? – ხო ! არ იყო საკმარისი, ოცდახუთი წელი მაგისთვის? – ზედმეტიც კი იყო, მაგრამ მე ის მიკვირს ნუგზარმა, როგორ აღიარა მასზე ასჯერ უკეთესი პროფესიონალი რომაა მამაჩემი. – ნუგზარს ვინ ჰკითხა ! უშუალოდ დირექტორმა დააწინაურა და მოადგილედ დანიშნა. – კარგი ახლა დედა, კვდებიან და ცოდვების გამოსყიდვა უნდათ თუ, რა დაემართათ? – რაც უნდათ ის დაემართოთ, რაც მთავარია ახლა დამსახურებულ ადგილზეა და ანაზღაურებაც ისეთი აქვთ ვერც დავხარჯავ. – მიხარია. დავურეკავ და მივულოცავ. ცოტა კიდევ ვიჭორავეთ დედა-შვილმა. შუა საუბარში, ოთახში, ჯიბეში ხელებჩაწყობილმა ჩვეული, საოცრად მამაკაცური სიარულის მანერით შემოაბიჯა. დედას დავემშვიდობე და სწრაფად მოვავლე თვალი მის მომხიბლავ სილუეტს. ახლაღა შევნიშნე, მუქი ლურჯი მჭიდრო მაისური,ჩემი გულის გასახეთქად, როგორ მიმზიდველს ხდიდა მის სხეულს. თვალი ავარიდე და თითებით, შუბლის წვალებას შევუდექი. იქნება ის აზრები გამეფანტა, ჩემს გონებაში უსირხვილოდ რომ დარბოდნენ. ვაიმე, როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა... ჩემს წინ გაჩერდა. რა ჯანდაბა ვქნა ახლა? ამიდუღდა ისევ სისხლი... -შენი მშობლები, როგორ არიან ? კარგი იქნებოდა, მომიკითხვა ჩემგანაც გადაგეცა. - გულწფელად თბილი ხმით მითხრა. უცებ, თავში ლოგიკურმა აზრმა გამიელვა– ამდენი წელი არავის გახსენებია მამას პროფესიონალიზმი. არა, კი იცოდნენ საუკეთესო რომ იყო, პატივსაც სცემდნენ თავისებურად, მაგრამ არც წინ უშვებდნენ და ვერც ელეოდნენ. მასაც ისე უყვარდა თავისი საქმე არც უფიქრია სხვაგან წასვლა და არც აწყობდა ჩვენს ოჯახს. ახლა, ასე უცებ ჰოპ და დირექტორის მოაგდილე? ვაი დიმა აბაშიზე, იქაც გადაწვდი? ნეტა, რა გაუკეთე იმ უბედურს ამდენწლიან სიამაყეს რომ გადააბიჯა? ვის ხელეწიფებოდა ამ საქმის მოგვარება თუ არა დიმას? ... ახლა უნდა გავბრაზდე თუ მადლობა უნდა ვუთხრა?... ასეთ ხელის წაშველებებზე ჩემი აზრი მქონდა, მაგრამ მამას სიხარული რომ წარმოვიდგინე, დამავიწყდა ჩემი აზრი. ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს და თუ უნდა ხელი წაეშველებინა ვინმეს. ვის ვაპატიებდი ამ საქციელს თუ არა, ჩემს ქმარს... და რადგან ეს ისე ჩუმად გააკეთა მე არ გამეგო, ასეც დარჩებოდა. თითქოს მე, არაფერი ვიცოდი. დარწმუნებული ვიყავი ასე ენდომებოდა... ათასი მადლობა გადავუხადე გულში. – რაზე ფიქრობ? - კვლავ მისმა ხმამ გამომაფხიზლა. – არაფერზე ! – რა არაფერზე, მჭამ თვალებით. – ეგრე, შენც მჭამ ! – მე ვიცი, რაზეც ვფიქრობ ! – ისევ ისეთი „მშიერი“ მზერა და კვლავ ყველა ჟესტი, რითაც ცოტა ხნის წინ მოსვენება დამაკარგვინა. – რაზე ? – ისე ვკითხე თითქოს ვერ მივხვდი. – რომ გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, გაუძლებ ! – მერე შენც ეგ, არ გინდა? – მინდა ! – ხოდა მითხარი ! – დღის, ბოლო კოცნისთვის მზად ხარ ? – ნელი ნაბიჯებით საწოლისკენ წავიდა. – არ ვარ ! – მაშინ, მოემზადე ! – დიმა შენა ამ კოცნას ვეღარ მომპარავ ! – ვუთხარი, მთელი ინერციით დავეჯახე და საწოლზე წავაქციე. წამოჯდა და გაოცებული მომაჩერდა. – რა, არ ელოდი? – ამჯერად მე ავუზიდე წარბები და ენა მთლიანად მოვიტარე ბააგებზეე. – რას მიკეთებ თაკო ? მერე მეტყვი რა გაგიჟებსო. – ვერაფრით ვერ ავღწერ იმ წუთას, როგორი გამომეტყველება ჰქონდა. – ცუდად ვმოქმედებ? – საშინლად ! – მაინც, როგორ? – ცხოვლეს აღვიძებ ჩემში ! –ჩემსკენ წამოწეული, ხელისკვრით უკან დავაბრუნე. – ზოგჯერ ძალიან საშიში ხარ ! – კარგი, ღამემშვიდობის ! – რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და თვალები მაცდურად ავუციმციმე. – თაკო, გაფრთხილებ, ფეხი არ მოიცვალო თორემ, არ დაგინდობ ! – დაჭიმული ყბებიდან გამოსცრა და მაისური სწრაფად გაიძრო. გადავიწვი ... – დიმა, დღეს ეს კოცნა ჩემია ! – დავასრულე და მოწყვეტით დავეტაკე ტუჩებზე. მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა, წამში ტანზე აღარაფერი მეცვა. მის მკლავებში აღარ ვჩანდი... – იცოდე, მაინც არ შეგირი... – ჩემი ხმა მისმა ვნებინმა ამბორმა ჩაახშო ... საღამოს ექვსი საათისთვის ყველაფერი მზად იყო. ანა საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა და ბედნიერებისგან ანათებდა. სტუმრებიც მოვიდნენ. ჩვენი ქორწილის შემდეგ შეყვარებულებს ერთმანეთი არ ენახათ. დიმას სიტყვა სრულად გაითვალისწინა მეგობარმა. არა, ნახვა კიარ დაუშლია მაგრამ რატომღაც ასე მიიჩნიეს წყვილმა სწორად. ყველაზე ბოლოს შემოვიდა ჩარლი უზარმაზარი თაიგულით, ყველა მოგვიკითხა და თვალებით დაუწყო ძებნა ანას. ისიც გამოჩნდა. კიბეები წითელი ულამაზესი კაბითა და საოცრად დახვეწილი მოძრაობბებით ჩამოიარ. ვეღარ გავიგე მისთვის მეყურებია თუ, ჩარლის გაცისკროვნებული სახისთვის. მათი ბედნიერება მეც გადმომედო და ინტიქტურად ქმრას ავეკარი. მანაც, ხელი წელზე შემიცურა. – ძალიან მიხარია, დიმა ! – მეც, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები ! – დაწვრილებული თვალებით ავხედე. – სულ ტყუილად ბრაზობ ! ეგ, რომ გაიგო კაცი უნდა იყო და შენს დას, საუკეთესო მეგობარს უნდა ატანდე. ძალიან კარგ ადამიანს, მაგრამ მაინც მეგობარს. – შენ წარმოიდგინე მესმის... დიმა, ხელებს ნუ ასრიალებ ჩემს წელზე ! – ძალიან ლამაზი ხარ და არ მემორჩილება. - ღიმილით დამხედა ზემოდან. – ანაზე ლამაზი არა ! – მართლა ძალიან ლამაზია ! არადა რა ციცქნა იყო... როდის მოასწრო ასე გაზრდა?! ოხ, გამეჭედება ახლა ... – ცრემლიღა გაკლია ახლა ! – სიცილით ჩავჩურჩულე. – დღეს მათი დღეა და შეეგუე უკვე. – გამიჭირდება ! ერთმანეთი რომ გადაკოცნეს და ჩაეხუტნენ, მომირიდონ მაინცო ჩაიბურდღუნა. ვეღარ გაუძლო, ხელი დამავლო და მისაღებში შემიყვანა. ან, რა გააკეთეს ახლა ისეთი? ჩაეხუტნენ უბრალოდ, მაგარმ ამის გონებას სხვანაირად გადაწვდა. ერთი, ეს იყო, თანამედროვე კაცი და მეოერე, მე, ყველაზე მორჩილი ცოლი... მალევე შემოგვყვნენ. ცოტახასნ კიდევ მოვიკითხეთ ერთმანეთი, სხვადასხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ. მერე ნიშნობის ცერემონიაც წესისამებრ ჩატარდა და ანას თითზე, ძალიან ძვირფასი, ძალინ ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი აბრჭყვიალდა. ბოლოს, სუფრას მივუსხედით. ჩარლიმ მაშინღა შეამჩნია დიმას დაბინტული ხელები. – დიმა, მე რატომ არ დამპატიჟე? – თვალით ხელებზე ანიშნა. – ძველი დრო მოგენატრა? – სიცილით უპასუხა. – რატომაც არა ! ერთად ჩაგვედინა გმირობა ! – ღიმილით. – ვერ მოვასწარი, მეგობარო ! – ამჯერად, მარტოს მოუნდა გმირად გახდომა ! – ნიშნისმოგებით გაეპასუხა ანა. – აა, ახლა გასაგებია ! თაკოს გმირი ! – ჩარლიმ სცადა, ღიმილი შეეკავებინა და დაემალა, რომ დასცინა. ოხ, ეს ამერიკული თავშეკავებულობა ! – გულს იმით დავიიმედებ, რომ შენც ხშირად მოგიწევს გმირობა, ჩარლი ! – სკამის საზურგეს მიეყრდნოდა და სიტყვა თვალის ჩაკვრით დაასრულა. – ამას, ისეთივე სიამოვნებით გავაკეთებ, როგორც შენ ! – მეგობრული ჟესტის ნიშნად შეკრული მუშტი შეაგებეს ერთმანეთს. – ეჭვიც არ მეპარება ! - სიამაყით წარმოთქვა ჩემმა გმირმა. – არ იცვლები მეგობარო ! – არც შენ ! – რანაირად იკრებ შენს გარშემო, შენივე მსგავს ადამიანებს, გაოცებული ვარ ! – ჩუმად გადავულაპარაკე. – შენ, სულ გაოცებული ხარ ჩემით ! – სიამოვნებით ჩავკლავდი, შენ თვდაჯერებულობას ახლა ! – თუ ისე, როგორც ვფიქრობ, ახლავე გავიპაროთ. – დიმა ! - მუშტი ვუთავაზე გვერდში. ერთმა კვირამ კატა–თაგვობანაში განვლო. მე გავრბოდი ის მიჭერდა. –შენ გაბუტულზე, ტკბილად შერიგება დაამუღამე და ახლა აღარ მომასვენებო– დამცინოდა. არცერთს გვაწუხებდა ეს მდგომარეობა, პირიქით... სამუაო საათები მითავრდებოდა ნათიამ, კვლავ რომ მამცნო სოლიდური ჩარიცხვის შესახებ იგივე ადამიანისგან. ძალიანაც არ მინდოდა მისთვის დარეკვა, მაგრამ თავი რაღაცნაირად მოვალედ ვიგრძენი... ანდა, რა დაშავდებოდა მითუმეტეს ეს, ჩემს სამსახურს ეხებოდა და პირად დამოკიდებულებებთან არასდოს ვურევდი. ნომერი მოვიძიე, მაგრამ ის ჩანთა არ მქონდა რომელშიც ჩავდე და რომც მქონოდა მაინც არ დამხვდებოდა მასში, რადგან ის ფურცელი ჩემი კომოდის უჯრაში მოვათავსე. ისევ ნათიას ვთხოვე. – გისმენთ ! - ბოხი ხმა მომესმა ყურმილში. – გამარჯობა ბატონო დემნა , ფონდი „ სიცოცხლის იმედის“ დირექტორი, თამარ ბერიძე, გესაუბრებით. – დიახ თამარ, გისმენთ ! – ბატონო დემნა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ... – უბრალოდ დემნა, ფორმალობა არ არის საჭირო თაკო ! – თაკო? სისხლმა ამომასხა ლამის. – ბატონო დემნა, მე ზრდილობა მავალდებულებს ასე მოგმართოთ და მითუმეტეს, არ ვიცნობთ ერთმანეთს. ასე, რომ თქვენთვისაც თამარი ! – თუ ესაა პრობლემა ქალბატონო თამარ მოვაგვარებ .-ირონიას შეიცავდა მისი ტონი. – ბატონო დემნა, ვაფასებთ თქვენს კეთილ ნაბიჯს, ძალიან დიდი დახმარება გაუწიეთ ჩვენს ბენეფიციარებს. ფონდისა და მათი სახელით მადლობას გიხდით! – ძლივს მოვთოკე თავი ეს სიტყვები შესაფერისი ზრდილობით მეთქვა. – ყოველთვის თქვენს გვედით მიგულეთ. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე მადლობას მხოლოდ თქვენი სახელით გადამიხდით. – ეს რა თავხედია, გავიფიქრე. – ბატონო დემნა, მე ამ ფონდის დირექტორი ვარ და აქ ჩარიცხული თანხის გამო არავის წინაშე არ ვარ ვალდებული მადლობა, ჩემს სახელს მივაწერო. შემიძლია პირადად გადავუხადო და გადამიხდია კიდეც , მაგრამ არა, ჩემი სახელით. თუ ამის შემდეგ კიდევ გაგიჩნდებათ ფონდის დახმარების სურვილი იცოდეთ, მადლობის სათქმელად სხვა დაგირეკავთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოთხოვნა მადლობის გადახდის შესახებ სითავხედე ჩავთვალე, მაინც ვალდებულად მივიჩნიე დამერეკა. როგორც ჩანს შეცდომა დავუშვი ! – თამარ... სიტყვა აღარ დავასრულებინე და გავუთიშე. სიბრაზემ პირდაპირ თავში ამასხა. უზრდელი, ტუტუცი , თავხედი ... ხმამაღლა ვუძღვნიდი ქათინაურებს. ნათია შემოვიდა. კითხვის დასმაც არ ვაცადე ისე მივახალე : – ამ, დემნა ჯაფარიძის ამბები ახლოს აღარ გამაკარო თორემ, არ ვიცი რას ვიზავ! საწყალმა, სიტყვის თქმა ვერ გაბედა და კარი გაგდებული ბავშვივით გაიხურა. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი ეს დიმასთვის მეთქვა თუ არა... ან რა უნდა მეთქვა ისიც არ ვიცოდი, რა გააკეთა ისეთი რომ მისთვის ამეხსნა. აუცილებლად გადაირეოდა და ალბათ მიუვარდებოდა მაგრამ რას ეტყოდა თამარის მაგივრად თაკო რატომ დაუძახეო? ან ჩარიცხული სამასიათასი დოლარის სანაცვლოდ მადლობა რატომ გადაახდევინეო? ისედაც ხომ ყველას ვუხდით მადლობას ... ნამდვილად „ქაჯს“ გამოვიყვანდი მასაც და საკუთარ თავსაც... პირდაპირ ვერ ვეტყოდი, გვერდიდან უნდა მომევლო... ტრადიციულად გამომიარა და შინ წამიყვან.საღამოს რუტინის შემდეგ ოთახამდე მივაღწიეთ. კომოდის უჯრაში ჩადებული ფურცელი დროული იყო. – დიმა შეგიძლია დამტენი მომიტანო? მანდ დევს უჯრაში. წუთში, ჩემსკენ ერთ ხელში სატენით, მეორე ხელში კი, იმ ფურცლით მოტრიალდა. მის სახეს დავაკვირდი, მაგრამ რამე განსაკუთრებული ცვლილება არ შემიმჩნევია. – თაკო ეს ფურცელი უჯრაში რატომ გიდევს? ვინ არის? – ა, ხო, ფონდში სოლიდური თანხა ჩარიცხა და მადლობის სათქმელად ჩავინიშნე. – შენ რატომ უნდა გადაუხადო მადლობა? - მშვიდი ტონით განაგრძობდა საუბარს. – უკვე გადავუხადე და ამაში გასაკვირი არაფერია ! ხშირად ვუხდი ასეთ ადამიანებს მადლობას. – შენს გარდა იქ სხვებიც არიან. – რაიყო, იცნობ? – რატომ დაინტერესდი ? – ისე, უბრალოდ შენი სამყაროდანაა და ვიფიქრე გეცოდინებოდა. – შენ მაგას უბრალოდ არ შემეკითხებოდი. საუბრის დროს რამე მოხდა ? - მიხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. – დიმა, მოდი ცოტახანს გამორთე დიპლომატიური უნარები და კითხვაზე მიპასუხე. ვატყობ, რაღაც გექნება მოსაყოლი. – იცის, ვინ ხარ, ხო? – რავიცი, ალბათ ! – რატომ არ მასვენებენ ?! ეგ ტყუილად არ ჩარიცხავდა თანხას მაგ ფონდში. – ესეიგი იცნობ ! – მოდი ახლა ასე შევთანხმდეთ მე დავივიწყებ, რომ შენ მაგას დაურეკე. გასაგებია, რომ არაფერი იცოდი. თანხის ჩარიცხვას ვერავის დავუშლით მაგრამ შენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გექნება. ეს აღარ გამამეორებინო და ახლა ის მითხარი, რამე ისეთი გითხრა რაც უნდა ვიცოდე? – დიმა, უკვე მართლა ძალიან დავიღალე... სულ ვიღაც არის , სულ რაღაც ხდება ... ახლა შენ მითხარი რა უნდა მაგ ადამიანს ?! შენი აკრძალვა გასაგებია, მაგრამ მგონი, მიზეზის ცოდნასაც ვიმსახურებ ! – იმსახურებ ! მასთან არანაირი მტრობა არ მაქვს, ყოველშემთხვევაში აქამდე და იმედი მაქვს, მიზეზს არ მომცემს – ახლა, გასაგები გახდა თავიდანვე რატომ არ იფეთქა. – უფრო მას აქვს პრობლემა ჩემთან. – მოიცა, მას აქვს პრობლემა და შენ არა? – ნამდვილად გამიკვირდა. – ჩემს გამო მიატოვეს ! – ტყვიასავით გამიარა თავში. – ვერ გავიგე ! – კი გავიგე, მაგრამ ტვინში გაიჭედა და ბოლომდე ვერ გავიაზრე. სხვას რომ ეთქვა ეს სიტყვები წამიში დავალაგებდი აზრებს, ფაქტებს, მოვლენებს და მთელ სურათს დავხატავდი, მაგრამ როდესაც საქმე შენს პირადს, შენს გრძნობებს ეხება ყველაფერი გაცილებით რთულად არის. – გახსოვს, ბათუმის სასტუმროში ჯოზეფს, თარჯიმანი რომ ახლდა? – ხო, მგონი გვანცა ერქვა. - აჰა, ესღა მაკლდა ! სახელიც რა მშვენივრად დამიმახსოვრებია. გავიფიქრე. – კი. მაგან მიატოვა. – მერე შენ, რა შუაში ხარ ? – მაიცნდამინც უნდა დავაკონკრეტო? – დიმა ! – მასთან გარკვეული სახის ურთიერთობა მქონდა. ოღონდ მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი დემნას თუ ხვდეობა, ისიც არ ვიცოდი საერთოდ თუ იცნობდნენ ერთმანეთს. გვანცა ჯოზეფთან გავიცანი და ისე იქცეოდა სხვაზე შეყვარებულს ნამდვილად არ გავდა. მეც თავისუფალი ვიყავი და... – ანუ, დემნას გვანცა უყვარდა, გვანცას კი შენთან ჰქონდა ურთიერთობა? - ლამის გავიბერე ეჭვიანობით. – ხო, როგორც აღმოჩნდა მერე შევუყვარდი და ის მიატოვა. თან მიზეზიც არ დაუმალავს. სიმართლე გითხრა დემნასი მესმის, მაგრამ მასთან სუფთა ვარ. გვანცასთან სერიოზული არც არაფერი მქონია, მაგრამ რაც მქონდა ამის გაგების შემდეგ ისიც გავწყვიტე. – მერე შენ, შენზე შეყვარებული გვანცა მიატოვე? – არავინ მიმიტოვებია ! ჩემს ცხოვრებაში ყველა ქალმა იცოდა მათგან რა მინდოდა და იმის იქით არაფრის იმედი, რომ არ უნდა ჰქონოდათ. გვანცაც იმათ რიგებში შედიოდა, ვინც ასეთ ურთიერთობებზე თანახმა იყო. – როგორც ჩანს არ იყო, უყვარდი გოგოს ! – ირონიით ვუთხარი. – ეგრე, ყველას ვუყვარდი ! – გაჩუმდი ახლა სანამ გაგგუდე ! – მოკლეთ ამ ამბავში მე, ორივესთან სუფთა ვარ. – გავნცას, ერთდროულად ორივესთან ჰქონდა ურთიერთობა? – თავიდან იმედი მაქვს არა, მაგრამ ბოლოს ნამდვილად ვიცი მარტო ჩემთან იყო ! – ფუ, როგორ უყვარდა ასეთი უღირსი ქალი. ან შენ რა ჯანდაბა გინდოდა მასთან ? – სიბრაზით გვერდები დავუჩქმიტე. – თქვენ, ხომ მხოლოდ მადლობებით ისაუბრეთ? – ამის ეჭვიანი თავი ! უცებ შემიცვალა თემა. – მას არაფერი უთქვამს ისეთი რის გამოც გაგიჟება და ამბების ატეხვა ღირს, მაგრამ დიმა, იზრუნე, რომ ეს კაცი ჩვენც ცხოვრებაში არასდროს გამოჩნდეს. რაც გინდა ის გააკეთე ოღონდ მე ჩამომაშორე. – ასეც იქნება თაკო ! – გასაგები იყო მისთვის ყველაფერი. – რამდენი ხანია რაც ეს ამბავი გაიგე და რაც გვანცას დაშორდი ? – ხომ წარსული იყო, მაგრამ მაინც უსიამოდ მებღაუჭებოდა გონებაში. – აუ, ახლა ნუ ჩაეძიები გთხოვ ! – ჩემამდე? ჩემს მერე? – მას შემდეგ რაც მითხარი, რომ გიყვარვარ სხვა ქალს ერთი კილომეტრის რადიუსშიც არ ვიკარებ ! - გაეცინა და მხრებზე მომეხვია. – პირდაპირ ჩემი თავის მიკვირს, ახლა ასე მშვიდად, როგორ ვისმენ ამ ამბებს... რატომ ჩნდება შენზე გამწარებული ყველა ქალი და კაცი ჩემს ცხოვრებაში, ერთმანეთის მიყოლებით? ყველა მომაშორე გთხოვ ! მაცადონ შენთან მშვიდად ცხოვრება. – ემოციურად ძალიან დაღლილი გულზე მივეკარი. – მე ხომ არ გაწუხებ ჩემი ყოფილებით... – ბაღის ასაკიდან მოყოლებული ყველა ვიცი ! – აჰა, ახლა გასაგებია, რატომ აორთქლდა ყველა ერთდოულად... უფრო ძლიერად ჩამეხუთე რა ! აქ – გულზე დავადე ხელი– ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. – სულ ასე ვიყოთ ! – თავის მუხლებზე გადამსვა და სუნთქვისშემკვრელად მომეხვია. წინ, შაბათ–კვირა გვქონდა. საგურამოს სახლში წავედით და ყველაფერი გავთიშე რითაც კი შეიძლებოდა გარესამყაროს დავკავშირებოდით ან დაგვკავშირებოდნენ. არავინ და არაფერი გვინდოდა ერთმანეთის გარდა. ეს ორი დღე ერთმანეთის სიყვარულში, სითბოში და ზრუნვაში ავითვისეთ. მოგიზგიზე, თბილი ბუხრის წინ ვისხედით და ჩვენი შეხვედრიდან დღემდე ყველა წუთს ვიხსენებდით. ხან ვიცინოდით ხანაც, მე ვტიროდი. აქამდე არცერთი დღე არ ყოფილა ამ, ორ დღეზე ბედნიერი და მშვიდი. კვირით, საღამოს, ისევ ბუხრის წინ, იატაკზე, ფუმფულა ხალიჩაზე ვიჯექით და ვსაუბრობდით. ფეხებს შორის ვყავდი გამომწყვდეული, ზურგით მის მკერდს აკრული. მეხვეოდა და ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა. უცებ მუცელთან შეაჩერა, ლოყაზე მაკოცა, მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. მის ხელს დავხედე. – რამის თქმა გინდა? – ხელი გაშეშების ადგილითა და ქალური ინტუიციით მივხვდი, რაღაც ძალიან სერიოზულს მეტყოდა. – ჩვენ ბავშვებზე არასდროს გვისაუბრია ხო? – ერთიანად იფეთქა ჩემში სიხარულამ, მისკენ შევტრიალდი და გაბრწყინებული თვალები შევანათე. - არა ! - მგონი უკვე დროა ვისაუბროთ. - მისი მზერაც ზუსტად ჩემნაირი იყო. -დიმა, შვილი გინდა? – ძალიან. შენ გინდა? – მაგას რა კითხვა უნდა სულელო. რათქმაუნდა მინდა ! – ისეთი სიძლიერით დავეტაკე ჩასახუტებლად, ორივე იატაკზე აღმოვჩნდით. - როგორ გამიხარდა შენგან ამის გაგება . არც კი იცი, როგორ გამახარე ! -ვეუბნებოდი და მთელი ძალით ვეკვროდი. – თაკო შენ აქაამდე ხომ არაფერს... ანუ, ხომ არ იცავდი? – ძლივს მკითხა. – მაგ კითხვისთვის ღირსი ხარ, მოგხვდეს! – მის ზემოდან მოქცეულმა მუშტი მოვუღერე. – არ გეწყინოს რა ! უბრალოდ აქმდე, რომ არ დაგეწყო გულის რევა და ასე შემდეგ... – ეე, შეხედე ამას, რა გარკვეულია ! – რაიყო, უცხოპლანეტელი კიარ ვარ. ბევრი ცოლიანი მეგობარი მყავს და მათი ახირებებიც ხშირად შემისრულებია. – დარწმუნებული ხარ, რომ ჩემს ახირებებს გაუძლებ ? – ოღონდ შენ ეგ დღე მაჩუქე და ათასჯერ გავუძლებ ! – მინდა გაჩუქო, მაგრამ არ ვიცი აქმდე რატომ არ დავფეხმძიმდი. – ჩვენზე არის რამე დამოკიდებული? - ძალიან დამწუხრებული, გულუბრყვილო სახით მკითხა. – არაფერი, ასე ვიწვეთ იატაკზე და თავად მოგვარდება. – ისეთი სიცილი ამიტყდა მთელს სახლში ისმოდა. – ესეიგი დამცინი ხო? – დამიჭირა და მოსაცმელი შემომაცალა. – რაღაც კარგად ვერ იცინიხარ ! – თითებით გვერდებში ჩამაფრინდა. – კარგი, ხო, ვიხუმრე... დიმა გეხვერწები მომაშორე ხელები ... ვერ ვუძლებ... გული წამივა იცოდე... გეხვერწები... – მომშორდა და სული ძლივს მოვითქვი. – ასე აღარ გააკეთო ! – გავაკეთებ, შენი კისკისის გაგონება, როცა მომინდება. ახლა იმაზე ვიფიქროთ, ეს მუცელი როგორ გაიბეროს ! – თავისკენ მომქაჩა, კვლავ ფეხებს შორის მომიქცია და მუცელზე მომეფერა. – შენზე რაც არის დამოკიდებული დაუღალავად აკეთბ. – ისევ სიცილით ავხედე ქვემოდან. თვალებით გამაფრთხილა მიწვევო. – სხვა, ექიმს ვკითხოთ ამ დღეებში. – კარგი, ვკითხოთ. ახლა კი, ჩვენის მხრივ ვიზრუნოთ, მაგ საკითხზე. სწრაფად წამოდგა, ხელში ამიტაცა და საძინელში წამიყვანა... საგურამოდან პირდაპირ სამსახურში მიმიყვანა. ჩვეულებისამებრ საქაღალდეებით სავსე მაგიდას მივუჯექი და მათ მოწესრიგებას შევუდექი. ხანდახან მიკვირდა მდივანი რაში მჭირდებოდა. თუმცა, რომ მახსენდებოდა მას, სხვა საქმეებს ვავალებდი და საბუთების მოწესრიგებას ჩემ თავს უფრო ვანდობდი გაკვირვება ქრებოდა. შუადღე იქნებოდა დიმამ დამირეკა და მამცნო: რადგან ორი დღე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი გვქონდა სახლიდან ვერავინ შეგვატყობინა დღეს ჯოზეფის ოჯახში რომ ვიყავით დაპატიჟებული, ანასა და ჩარლის ამერიკაში გასაცილბელად მიძღვნილ ვახშამზე. ადრე დავიბარე მომზადება რომ მომესწრო და გავაფრთხილე იქ გვანცას ლანდი არ ვნახოთქო. უშენოდაც ვაპირებდი მაგის მოგვარებას თუმცა მოსაგვარებელიც არაფერია, დიდი ხნის წინ გაუწყვეტია მათთან ურთიერთობაო. ვიჯექი და ველოდი დიმა, როდის მოვიდოდა. უცებ, ნათიამ შემოაღო კარი. – თამარ შენთან სტუმა... სიტყვის დასრულება არ აცადა კარი უფრო ფართოდ გაიღო და კაბინეტში მაღალი, სიმპატიური, სოლიდური აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ჩემს მდივანს მკაცრად ვკითხე : – ნათია რახდება? – მინდოდა გამეფრთხილებინე მაგრამ... – ბოდიშის გამომხატველი თვალებით მომანათა. ხელებს ნერვილად ისრესდა. – ჩემი ბრალია ქალბატონო თამარ, მომიტევეთ ! – ახლა გასაგები იყო სტუმრის ვინაობა. – ნათია, შეგიძლია გახვიდე ! – მას დასამშვიდებელი, სტუმარს კი მრისხანე მზერა ვესროლე. – მე, დემნა ჯაფარიძე ვარ ! – ამაყად წარმიდგინა თავი. – ბატონო დემნა, კაბინეტში დაუკითხავად შემოჭრა მინიმუმ უპატივცემულობაა, მაქსიმუმ შეურაცჰყოფა, მაგრამ ვინაიდან თქვენის მხრიდან ჩემთვის ორივე დაუმსახურებელი და მიუღებელია ჩავთვლი, რომ ორივე ქმედება თქვენივე მისამართით ჩაიდინეთ. – რათქმაუნდა. დაჯდომას არ შემომთავაზებთ? - თვალებით სავარძლისკენ მანიშნა. – მიზეზს ვერ ვხედავ ! – გასაგებია, ისევ ნაწყენი ხართ ! – და თქვენ ვინ ხართ, რომ მე მაწყენინოთ ? – არც მიფიქრია. უბრალოდ შემთხვევით გამომივიდა და ამიტომ ვარ აქ. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ. – მე თქვენზე ნაწყენი ვერ ვიქნები ასე რომ საბოდიშოც არაფერია. - ძალიან მშვიდი ტონით ვუთხარი და ჩემს სკამს დავბრუნდი. - ახლა კი გთხოვთ, დატოვოთ ჩემი კაბინეტი ! - ხელით კარისკენ ვანიშნე. – თამარ, თქვენ იცით მე ვინ ვარ ხო? - გამომეტყველება შეეცვალა. – ისევე, როგორც თქვენ იცით, მე ვინ ვარ ! – დიახ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. არ ველოდი ასეთი ადამინაი თუ დამხვდებოდა. – აბა, როგორს ელოდით ? – არ ვიცი, მაგრამ თქვენნაირს ნამდვილად არა ! ბოდიშს გიხდით. – ბატონო დემნა, მოდი იმ მიზეზით პრობლემებს ნუ შევქმნით, რაც რეალურად არ არსებობს ! დამიჯერეთ, არ ღირს ! – რას გულისხმობთ ? – ვფიქრობ, მიმიხვდით ! – მეც მასე ვფიქრობ ! – ეხლა კი, მეც დავივიწყებ ჩემს მიმართ რა მიზნებიც გამძრავებდათ და წარმატებულ გზას გისურვებთ. – ღირსებას გეფიცები თქვენს მიმართ არავითარი ცუდი მიზანი არ მქონია ! აქ რომ სხვა ქალი დამხვედროდა, სხვა თვისებებით კიდევ შეიძლებოდა მეფიქრა რევანშზე, მაგრამ თქვენთან ამის გაფიქრებასაც ვერ ვიკადრებ! როგორ მეგონა, რომ დიმა აბაშიზე შენზე ნაკლებ ქალს დაიყენებდა გვერდით ! – ბოლო სიტყვები ისეთი დანანებით ჩაილაპარაკა, მივხვდი, რა იგულისხმა და იმ წამს რას გრძნობდა. – მადლობა გულრწფელობისთვის ! ახლა კი, ვიდრე ჩემი მეუღლე მოსულა გთხოვთ, წაბრძანდეთ ! – კიდევ ერთხელ მიიღე ჩემი უდიდიესი პატივისცემა და ბოდიში თამარ ! – რაღა დაგიმალოთ და მის მიმართ მეც პატივისცემით განვეწყვე. ასეთი კაცები სტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. – მიღებულია ! – რატომ იხდი ბოდიშს დემნა? – მომესმა მეუღლის ხმა და ტანში ცივად დამიარა. – დიმა, ბატონი დემნა ფონდზე სასაუბროდ მესტუმრა და უკვე მიდიოდა ! – სწრაფად წამოვიჭერი სავარძლიდან, მასთან ახლოს მივედი, ხელზე ჩავებღაუჭე და მუდარით შევხედე. დამშვიდდიო, თვალებით მანიშნა. – დიმა ყველაფერი რიგზეა ! – მისალმების ნიშნად თავი დაუკრა სტუმარმა. – რათქმაუნდა რიგზე იქნება ! – ანთებული თავლებით გაეპასუხა. – ქალბატონო თამარ ყოველთვის დიდი სიხარულით დავეხმარები თქვენს ფონდს და გთხოვთ, ამ შესაძლებლობას ნუ წამართმევთ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის ! – განა შეიძლება, ადამინას სიკეთის კეთებაში ხელი არ შეუწყო? დიმა უჩვეულო მოთმინებით უსმენდა ჩვენს დიალოგს. სტუმარი კარისკენ დაიძრა, მერე შეჩერდა მოტრიალდა და ბოლო სიტყვები დაუტოვა : – იღბლიანი კაცი ხარ დიმა ! – ვიცი ! - მედიდურად დაეთნხმა. – თვის ბოლოს ბიზნეს ფორუმია. სკამს, შენ გვერდით დავიკავებ ! ამ რამდენიმე სიტყვაში იმაზე ნათლად აუხსნა ყველაფერი ვიდრე ათასი სიტყვა მოახერხებდა. კაბინეტიდან, რომ გავიდა მეუღლემ გაკვირვებულმა შემომხედა. ნეტავ იცოდეთ, როგორ მეამაყებოდა იმ წუთას. – თაკო, ამიხსნი, რა მოხდა აქ? – ჩემო სიყვარულო ასახსნელი არაფერია. უბრალოდ იცოდე, ეს კაცი უკანასკნელია ვინც ჩვენს ცხოვრებაში პრობლემას მოიტანს ! – ვიცოდი, რომ ღირსეული კაცი იყო, მაგრამ მაინც რა უთხარი ასეთი? – უბრალოდ მენდე, გთხოვ ! ძალიან გთხოვ ! – სხვა რა გზა მაქვს. ისედაც, ვხედავ უჩემოდ მშვენივრად მოგიგვარებია. – არ მჯერა, რომ ეს ამბავი ასე მარტივად გავიარეთ. - მხარზე მივაწებე ტუჩები – თაკო, მართლა გიჟი კი არ ვარ, კაცი ტყუილად ვცემო. – მოდი რა, ყველა პრობლემა ასე მოვაგვაროთ ! – თანახმა ვარ, მაგარმ მნიშვნელობა იმასაც აქვს პრობლემას, როგორი ადამიანები გიქმნიან ! ახლა სწრაფად წამოდი გვაგვიანდება. – მართალი ხარ ! – პირველი ვინც თავში მომივიდა რათქმაუნდა უღირსი და უნმუსო ნიკა იყო. შვიდ საათზე, ყველანი ჯოზეფის სახლში ვიყავით. გზად ჩარლის თხოვნით ლილე, სანდრო და უცვლელი ტანდემი გავიყოლეთ. ჩვენს გარდა სხვა, ასვე ნაცნობი სტუმრები ჰყავდათ. უფროსმა თაობამ მალევე დაგვტოვა და სხვა ოთახში განმარტოვდნენ. ახალგაზრდებმა კი ამ, ამერიკულ ოჯახში ქართული დროსტარება გავმართეთ. დიმა, სანდრო და ჩარლი, სხვა, ყველა აქტივობაში შეძლებისდაგვარად აგვყვნენ მაგრამ ვერაფრით ავაცეკვეთ. იჯდა სამი უჟმური მუშკეტერი და ჩვენი ყურებით ერთობოდა. დიდი სმის მოყვარული არც არასდროს ვყოფილვარ, ნეკლებ ალკოჰოლიან კოქტეილს თუ დავლევდი ისიც იშვიათად, მაგრამ იმ დღეს ეგეც ამიკრძალეს. როგორც კი ჭიქას ავწევდი ჩემი მეუღლე ან თვალებს დამიბრიალებდა, ან თავად მაცლიდა ჭიქას ხელიდან. შვილის სურვილი ისე აეკვიატა, მგონი უკვე ფეხმძიმედ ვეგონე. ვაი და იყო ბავშვს არაფერი დაუშავდესო. ლილე და ანაც მიხვდენ მის ღალვას, ერთი–ორი სიტყვით მეც დავუდასტურე და მთელი საღამო მოსვენება დააკარგვინეს. დიმა, რომ აღარ ეყოთ მერე, მეც გადმომწვდნენ და ორივე, გვერდიგვერ მსხდარი ვუსმენდით მთვრალი ქალების გაუთავებელ დაცინვებს. ერთი–ორჯერ ისიც კი ვიფიქრეთ სასმელში რამე გავერია და დილამდე მაინც გაგვეჩუმებია ორივე. როგორც იქნა ცოტახნით დავეხსენი მათ და სამზარეულოში ნამცხვის საჭმელად გავედი. ლუსიაც იქ დამხვდა. ცოტახანს რაღაც თემაზე ვისაუბრეთ. მერე კი მომინდა გვანცაზე მეკითხა ეს ბოლო დღეები ისე მოუშორებლად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქალურმა ინტერესმა მძლია. შეფარვით რამდენიმე სასხვათაშორისო კითხვა დავუსვი. მანაც მიპასუხა, რომ თურემ რამდენიმე თვის წინ გაუწყვეტია მათთან კონტაქტი. ბოლო დროს წონაში მოიმატა, მგონი ამის გამო დეპრესია დაეწყო თავს სულ შეუძლოდ გრძნობდა და ასე ყველაფრის აუხსნელად წავიდაო. მას შემდეგ არც შეგვხმიანებია და არც არსად შევხვედრილვართო. ცოტა კი მეუცნაურა ეს ამბავი, მაგრამ რადგან მოშორებული წარსული იყო მალევე დავივიწყე. ანდა, რაში მაინტერესებდა მისი ცხოვრება. მოკლეთ, გვიან ღამით დავიშალეთ. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მე, ნანა და დიმა ვიყავით ფხიზელი. ყველა მთვრალი,ჩვენი ჩამოსარიგებელი გახდა. ანას და გოგის სახლში მიტანა ნანასა და მძროლ დავავალეთ. თან ნანა ლანძღავდა ახლადდანიშნული გოგო, საქმროს ოჯახში ასე უგონოდ, როგორ უნდა დათვრესო. ისიც თავის მხრივ ამშვიდებდა ეგრე, ჩემი საქმროც და მამაჩემიც კი დათვრაო. მე სანდროს მანქანაზე დავჯექი, ის და ლილე ვიტვირთე. დიმამ, ტანდემი ჩატენა თავისთან. მაგრამ ვიდრე ამ ოთხეულს მანქანებში მოვათავსებდით ლილემ და ზურამ სპექტაკლი „ამაღამ ცოლი უნდა მოვიყავნო“ მოგვიწყვეს. ეს ჩემი ცანცარა დაქალიც, რომ უარზე არ იყო კი არა, და ლამის ძალლით წაყვა ცოლად. რის ვაი ვაგლახით გადაათქმევინეთ, გამოფხიზლებულზე ექორწინათ. დილით, საღ გონებაზე რომ დავურეკავდი და მოვუყვებოდი მის ნამოქმედარს, თან კომპრომატის სასხით რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მასალაც მქონდა, ნამდვილად საკადრისი სამაგიერო იქნებოდა, მთელი საღამო დაცინვაში რომ გამატარებინა. სახლში ქანცგაწყვეტილები დავბრუნდით. სააბაზანოდან გამოსულს დიმამ, ბავშვზე ხომ არ გვეზრუნაო, რომ მითხრა გულწასულივით გადავქანდი საწოლზე. რამდენიმე დრემ ასე მშვიდად და ბედნიერად განვლო. ანა და ჩარლი გავაცილეთ ამერიკაში. ექიმიც მოვინახულეთ და არანაირი პრობლემა არ გაქვთ უბრალოდ სწორი კვება, სწორი რეჟიმი და დრო გჭირდებათ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და მალე ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ გვითხრა მეც ხომ გამიხარდა, მაგრამ დიმას სიხარულს საზღვარი არ ქონდა. პრადად აკონტროლებდა კვებასა და რეჟიმს დღეც და ღამეც. ერთ საღამოს, სამსახურიდან დამირეკა, მეგობრებმა საგურამოს სახლში წასვლა გადავწყვიტეთ, ცოტას გავერთობით და თუ შენც წამოხვალ მათაც ვთხოვ მეუღლეები წამოიყვანონო. უარი ვუთხარი, ამ ერთხელ უჩვენოდ გაერთეთ სახლშიც გეყოფითთქო. მთხოვა ლილესთან წავსულიყავი ან ჩემთან დამეპატიჟა, რომ არ მომეწყინა და რათქმაუნდა დაცვის გარეშე არ წახვიდეო. ტელეფონი მოვიმარჯვე ლილესტან დასარეკად, მინდოდა მეთქვა სტუმრად რომ მივდიოდი. ვიდრე ნომერი მოვძებნე, ეკრანზე მისი ზარი აციმციმდა. - გულმა გიგრძნო გადარეულო? ახლა ვრეკავდი შენთან. - თაკო, დიმა შენს გვერდითაა? - შეშინებული ხმა ქონდა. - არა ! რაიყო ლილე, რა ხმა გაქვს? - სწრაფად მოდი ჩემთან ! - მითხარი რა ხდება, თორემ გზაში გული გამისკდება ! - ნიკას ეხება. დიმას ჯერ არაფერი უთხრა. - ახლა რა ჯანდაბა უნდა ? - ბოლომდე მეც ვერ გავიგე, მაგრამ მგონი, კარგი ნამდვილად არაფერი. რომ მოხვალ გაჩენებ და თვად უფრო მიხვდები. მასთან რომ მუშაობდი იმდროინდელი ამბავია. - ეგ ადამინი თავად ითხოვს, რომ მოკლან ! სწრაფად მოვემზადე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მასთან.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.