შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და Ღალატი(თავი 3)


11-01-2021, 16:44
ავტორი -nastia-18
ნანახია 1 302

ნუცის ძალიან არუნდოდა ჩემი მარტო დატოვება, თუმცა ძლივძლივობით დავითანხმე რო სახლში წასულიყო.
მარტო ყოფნა და ყველაფერზე დაფიქრება მჭირდებოდა.
მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე როგორ მოვქცეულიყავი, უნდა მენახა ის მოღალატე თუ არა, მასზე ძალიან გაბრაზებული, ნაწყენი და გულგატეხილი ვარ, მისგან ამ საქციელს არ ვიმსახურებდი და არც ველოდი ოდესმე ასე თუ მომექცეოდა.
ფიქრებში ჩაძირულს თავზე ისე დამათენდა ვერც გავიგე, ეხლა კიდე ვეღარ დავიძინებ ლექციაზე დაგვიანება არ მინდა, ორშაბათი დილა თენდება, საწოლიდან ვდგები, ფანჯარას ვაღებ და დილის სასიამოვნო ჰაერს ღრმად ვისუნთქავ ისე რო ლამის ფილტვები დამისკდეს.
ქვევით ჩავალ და ყავას მაინც მოვიმზადებ, ვფიქრობ ჩემთვის.
ძალიანაც რომ მინდოდეს ეხლა დაძინება ვერ დავიძინებ მაინც, არც ძილი მომეკარება და თან უკვე ექვსი საათია ლექციაზე ვერ დავაგვიანებ ნამდვილად რამდენიმე დღეში ყველაფერი დამთავრდეს უნდა.
ხალათს ვიცვამ და პირველ სართულზე ვეშვები ყავის მოსამზადებლად, ძლიერ ყავას ვიმზადებ და ისევ ოთახში ვბრუნდები, აივნის კარებსაც ვაღებ ბოლომდე ფარდას გვერდით ვწერ რომ რაც შეიძლება სუფთა ჰაერმა შემოაღწიოს ოთახში, თბილი ამინდია, გარეთ რამდენიმე ახალგაზრდა ვარჯიშობს,ჩიტების ჭიკჭიკი სასიამოვნო მელოდიას ქმნიან.
საწოლის გვერდით ტუმბოს ვაღებ და დამალულ სიგარეტის კოლოფს ვეძებ, მალევე ვპოულობ და წამიერად თვალები კოლოფზე მიშტერდება.
ვიცი რო მოწევა საზიანო და არაჯანსაღურია თუმცა მე ძალიან დამეხმარა, მართალია ეს ორი დღეა დავიწყე მოწევა და ჯერ კიდე ვერ შევგუებულვარ სიგარეტის უცნაურ გემოს, მაგრამ ეს მე მჭირდება.
კოლოფს ვხსნი და ერთ ღერს ვიღებ, ჯანდაბა! სანთებელა არ მაქვს თან, სამზარეულოში ჩავრბივარ სანთებელას ვიღებ და უკან ვბრუნდები, ჩემს ფუმფულა სავარძელში ვეშვები მოხერხებულად ვკალათდები და სიგარეტს ვუკიდებ.
ტელეფონს ვიღებ და სოციალურ ქსელს ვამოწმებ, ფეისი, ინსტაგრამი, არაფერია გარდა ინსტაგრამზე ორი ფოლოვერისა და რამდენიმე მოწონებული პოსტისა, გამოვდივარ სოც.ქსელიდან და ტელეფონის ეკრანს ვთიშავ გვერდზე ვდებ ტელეფონს ყავას ვიღებ და ესემესიც მოდის.
ტელეფონს ვიღებ და ესემეს ვამოწმებ, ოჰ ღმერთო! ოღონდ ეხლა ამის ესემესი არ მოსულიყო, ალბათ ნუცის არ შეხმიანებია ან არ უნახავს. ესემეს ვხსნი გული ამოვარდნას მაქვს.
- მოთმინებასაც აქვს საზღვარი ანა, გთხოვ რომ ერთხელ შემხვდე და დამელაპარაკო, ვიცი რომ არასწორად მოგექეცი, და დამიჯერე ამას მეც ძალიან ვნანობ თუმცა იცი რომ ძალინ მიყვარხარ და არასდროს მდომებია შენთვის გული მეტკინა. ერთი დღეც მოგცემ დაფიქრების უფლებას, და მაინც თუ არ შემხვდები დამიჯერე რომ ვერავინ გადამეღობება წინ და მაინც გნახავ.

პასუხს არ ვუბრუნებ ტელეფონის ეკრანს ვაქრობ ყავას და სიგარეტს ვუბრუნდები.
ისევ და ისევ ფიქრები ძალიან გაურკვევლობაში და გაუგებრობაში ვარ ასე უაზროდ პირველად ვარ ცხოვრებაში. ტელეფონს ვიღებ და ნუცის ნომერს ვეძებ, მალევე ვპოულობ და ვრეკავ, რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ მპასუხობს.
- ანა! მოხდა რამე?
- ბოდიში ნუც რო გაგაღვიძე! ვიცი ძალიან ადრეა მაგრამ შეგიძლია მოხვიდე? მჭირდები!.
- კარგი ეხლავე ავდგები და გამოვალ. დაა მოხდა რამე? როგორ ხარ?
მეკითხება განერვიულებული ხმით.
- რომ გითხრა მთელი ღამე არ მიძინია და თავზე დამათენდა ფიქრებში თქო?
- კარგი! კარგი! ეხლავე გამოვალ სახლიდან, თუ გინდა არ გამითიშო და თან მელაპარაკე.
- მიდი მიდი მოემზადე და გამოსვლას რო დააპირებ დამირეკე. ჰოდა კიდევ ერთი ნიკამ მომწერა რომ მოხვალ წაგაკითხებ.
-კარგი, მთავარია კარგად ხარ ამ დილაუთენია რო დამირეკე შემეშინდა რამე ხოარ მოხდა თქო?.
- ჩემი სუკეთესო გოგო ხარ შენ, გყვარობ ნუცი.
-მეც ჩემო გოგო.
ტელეფონს ვთიშავ და ნუცის მოლოდინში ისევ ვუკიდებ სიგარეტს.



პ.ს ამის შემდეგ ძალიან საინტერესო იქნება სამწუხაროდ დრო არ მეყო გასაგრძელებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent