შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {1}


11-01-2021, 21:44
ავტორი painter1
ნანახია 4 546

კითხვის დაწყებამდე გთხოვთ წაიკითხოთ პირველი რამდენიმე სიტყვა.
მომენატრეთ, აქ აქტიურობა, კომენტარების კითხვა(როგორიც არ უნდა იყოს) და თქვენთან კონტაქტი მომენატრა. ბევრი ვიყოყმანე დამედო თუ არა ეს ისტორია რომელსაც თვეები მოვანდომე.
არ მინდა რაიმე დიდი მოლოდინი გქონდეთ, შეიძლება სულ სხვა რამეს ელოდოთ და სხვა რამ აღმოჩნდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მაინც ჩემია, ბევრი თბილი და ტკბილი მომენტებით სავსე.

და რაც შეეხება შეცდომებს(ამ ადგილს გამოვყოფ სპეციალურად), ამ თვეების მანძილზე პრობლემა გამიჩნდა ქართულად ფიქრთან და სიტყვების სწორად გადაბმასთან დაკავშირებით(თქმაც კი მცხვენია). ანუ ზოგჯერ ვურევ ინგლისურს ქართულში, ამიტომ თუ რაიმე შეცდომა იქნება, წინადადება ოდნავ დაულაგებელი(მე ვეცდები რომ არ იყოს), ნუ განმსჯით.
გილოცავთ ახალ წელს, წარმატებულ წელს გისურვებთ, ბევრ სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და თქვენი გეგმების, მიზნების, თუ ოცნებების ასრულებას.
*************************

ნაცრისფერ ქუჩებს მიწასთან ახლოს მყოფი მუქი ღრუბელი უფრო მეტად აბნელებდა, რამდენიმე წუთში ერთხელ ღრუბლებში თვალის მომჭრელი ელვის შუქი ანათებდა, მას კი წამებში ძლიერი გრუხუნიც მიჰყვებოდა. ტელეფონზე მოსული შეტყობინება ამინდის პროგნოზს ამცნობდა ხალხს და გარეთ სიარულისგან თავის შეკავებას მოუწოდებდა. ავტობუსის გაჩერებასთან მდგომი ქალი თანამოქალაქეებთან ერთად ატუზულიყო ტრანსპორტის მოლოდინში, ხშირად ტელეფონის ეკრანს უყურებდა, საათს ამოწმებდა, შემდეგ თხელი ქურთუკის ჯიბეში იბრუნებდა და თითებს შორის მოქცეულ სტარბაქსის ცხელ ყავას სვამდა. შემოდგომის ბოლო თვეში დღე ექვის ნახევარზე უკვე მთავრდებოდა, შემდეგ გაწელილი, უაზრო, უინტერესო და ერთფეროვანი ღამე დილის შვიდ საათამდე გრძელდებოდა. ასეთ მოღრუბლულ, ბნელ ამინდებში კი უფრო დიდხანს გრძელდებოდა ჩამოწოლილი სიბნელე, ამ ყველაფერს კი სიცივეც ემატებოდა. გაჩერებაზე მისულ ავტობუსში სწრაფად ავიდა, მგზავრობის გადახდის მერე ფანჯარასთან მოთავსებულმა საფეთქელი შუშას მიადო და თვალები დახუჭა. ავტობუსი გერმანიის პატარა ქალაქში, დორტმუნდში, ერთ-ერთ კორპუსთან მდებარე გაჩერებაზე გაჩერდა, იმ დროისთვის უკვე ძლიერად წვიმდა, ნახევარი წუთიც არ დასჭირვები უქოლგოდ ჩასული ქალის დასასველებლად. სციოდა, მაგრამ ტუჩებზე მაინც დასთამაშებდა ღიმილი წვიმის შეგრძნებისას. შენობაში შესულმა გასაღებით გააღო შიგნით, დერეფანში შესასვლელი კარი, შემდეგ ლიფტში შევიდა და მეოთხე სართულზე ასული პირდაპირ საკუთარი ბინის კარისკენ დაიძრა. გასაღებად გამზადებული გასაღები ხელში გაუშეშდა როგორც კი ოდნავ გაღებული კარი შეამჩნია, გულმა დარტმა გამოტოვა, რამდენიმე წამში კი გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა. ნელა გააღო კარები და სიგარეტის კვამლის სუნიც მაშინვე იგრძნო. ფრთხილად დაიძრა მისაღებისკენ, რაც უფრო უახლოვდებოდა გულიც უფრო სწრაფად განაგრძობდა მოძრაობას. ირგვლივ სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მალევე გაარჩია სავარძელში მჯდომი სილუეტი, თითქოს მიხვდა კიდეც მის ვინაობას. გაუბედავად, ნელა აჰკრა თითი შუქის ასანთებს, წამებში განათდა ოთახი, სავარძელში ჩაფლული სიგარეტით ხელში მჯდომი კაცის სახეც გამოჩნდა, მის შემყურე ქალს კი სუნთქვაც გადაავიწყდა. ვერასდროს წარმოიდგენდა როდისმე იქ თუ ნახავდა, ისევ თუ შეხვდებოდა და იმ ცივ, ნაცრისფერ თვალებში ჩახედავდა. ისევ ისეთი იყო, ისევ ისეთი ცივი გამომეტყველება ჰქონდა, არა, ახლა ყინულივით გამხდარიყო, კვლავ არაფრისმთქმელი მზერით შესცქეროდა, ისეთით, მისი ხილვისგან ათრთოლებული ქალი ვერასდროს რომ ვერ იგებდა. დიდი დრო იყო გასული ბოლო ნახვის შემდეგ, ის დღე ახლაც თვალწინ ედგა, მაგრამ არ ესმოდა იმ დროს იქ რას აკეთებდა. ირგვლივ მის გარდა არავინ ჩანდა, ნათელი იყო უკვე ყველაფერი იცოდა კაცმა, რომელსაც ემოციები არ გააჩნდა. ახლა კი შიში იტანდა, შიში მისთვის ყელაზე ძვირფასი ადამინის დაკარგვის.
-შენ… - ძლივს გაბედა ხმის ამოღება ერთ ადგილზე მიყინულმა, სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა ოდნავ მოჭუტულ თვალებში და წარმოდგენა არ ჰქონდა რას ფიქრობდა იმ წუთებში.
-გამარჯობა, სესილია. - ცივი, უემოციო ტონალობით ჩაილაპარაკა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის. ოდნავ ჩაეღიმა შესამჩნევად რომ შეეკრა სუნთქვა ქალს, გრძნობდა ყველა ემოციას რასაც იმ წუთებში განიცდიდა მისთვის საყვარელი ქალი. ამდენი წლის უნახავი ისე ენატრებოდა თავს ძლივს იკავებდა რომ არ მისულიყო და მოხვეოდა. თავის დაძლევაში სიბრაზე ეხმარებოდა რომელიც მასში მძაფრად ფუნქციონირებდა, მითუმეტეს იმ მომენტში. - დაჯექი. - საფერფლეში ჩააჭყ.ლიტა სიგარეტის მორჩენილი ნამწვი, თითები ერთმანეთში ახლართა და ტუჩებთან მიიტანა.
-აქ რა გინდა? - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა კაცის შემყურემ. ასეთ პოზაში ჯდომისას დიდ სურვილს აღძრავა მასში, ისე როგორც წლების წინ. მაშინ თავს არ იკავებდა, ახლა კი ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა ერთ ადგილზე დგომა და უბრალოდ საუბარი.
-დაჯექი. - თითებს მოშორებული საჩვენებელი თითი სავარძლისკენ გაიშვირა, თან თვალს არ აშორებდა ქალს.
-არა.
-სესილია… - უცნაურად ჩაიცინა, თან თავი გააქნია ქალის შემყურემ.
-რა გინდა?
-დაჯექი ამის დედაც! - წინ მდგომ ხის მაგიდას ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის გული, მოულოდნელობისგან კი ადგილზე შეხტა ქალი, მაგრამ სახეზე არსებული მიმიკა მაინც არ შესცვლია. პირიქით, უფრო ამაყი გამომეტყველება აიკრა, თავს მყარად დგომა შემოუთვალა, არაფრის მთქმელი მწვანე თვალებით ჩააშტერდა ბრაზისგან თვალებ ანთებულ კაცს და მასთან სასაუბროდ შეემზადა.
-თქვი აქ რისთვის ხარ და წადი ჩემი სახლიდან.
-ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები მისი საქციელით გაღიზიანებულმა, ნერვებზე მოქმედებდა სესილიას ასეთი ქცევა, თანაც მას შემდეგ რაც ყველაფერი გაიგო განვლილ წლებზე. - ნუ ცდი ჩემს მოთმინებას სესა, შენ იცი რომ გაბრაზებულზე შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო, ნუ მაიძულებ ისეთი რამის გაკეთებას რაც გატკენს.
-საკმარისად არ მატკინე? მეტი რაღა გინდა? მითხარი რა ჯანდაბა გინდა აქ ამდენი წლის შემდეგ! - ხმის ტონს საგრძნობლად აუწია, სახე უფრო გაუმკაცრდა და ის დაბნეული, შეშფოთებული ქალი წამებში გადაიქცა სხვა ადამიანად, ისეთად აქამდე რომ არ ენახა სავარძელში მჯდომ კაცს.
-აქ ჩემი შვილის წასაყვანად ვარ, ვაპირებ სამშობლოში დავაბრუნო, სახლში რომელიც მას ეკუთვნის, საკუთარ მამასთან, რომელიც თურმე დიდი ხნის გარდაცვლილი ყოფილა. არ ვიცოდი მკვდარი თუ ვიყავი.
-დიდი ხნის წინ მოკვდი. - ფეხსაცმელი გაიხადა, თან სველი ქურთუკიც გადაიწია მხრებიდან. იქვე, სავარძელზე მიაფინა, შემდეგ კაშნე მოიშორა ყელიდან და საყვარელ ნაცრისფერებს შეხედა. - გაბრიელს კი ვერსად ვერ წაიყვან, შენ მისი მამობის არანაირი საბუთი არ გაქვს, არც უფლება.
-დარწუმუნებული ხარ? - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე, ქალის სიტყვებისგან გულში ნაგრძნობი არასასიამოვნო ჩხვლეტა ვერაფრით დააიგნორა, რომელიც ნემსივით ჩაერსო და კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა, მაგრამ გარეგნულად კარგად შენიღბა.
-არ მაინტერესებს. გაბრიელს ჩემგან ვერავინ წაიყვანს. დაუფიქრებლად მოვკლავ იმას ვინც ჩემს შვილს ხელს დაადებს! შენ იქნები ეს თუ სხვა. მისთვის მამა ისედაც მკვდარია, შენი გამოჩენა კი არაფერს ნიშნავს. გაბრიელი ჩემია, მე ვარ მისთვის ყველაფერი და მისი გრძნობებიც მხოლოდ მე მეკუთვნის. ის არასდროს დამტოვებს, შენ თუ ძალით წაიყვან, შეგიძულებს. მე ვიყავი მის გვერდით ყოველთვის, მე და არა შენ! ეს ყველფერი კი ძალიან კარგად ესმის ხუთი წლის ბავშვს. იმაზე მეტი ესმის და იცის ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
-რა ეგოისტი ხარ. გაიქეცი, დამემალე, ახლა კი იმის თქმის უფლებას აძლევ შენს თავს რომ მე მისი მამობის უფლება არ მაქვს? - სიმწრით ჩაეცინა, ოდნავ გააქნია თავი, მერე კი ქვევიდან ახედა ჩუმად მყოფ ქალს. - შენ! - მკაცრად წამოიძახა, თან ფეხზე წამოდგა და კედელთან ატუზული ქალისკენ თვალებ ანთებული დაიძრა, ისე სწრაფად მიაუახლოვდა ვერსად გაქცევა ვერ მოასწრო დაბნეულმა. - შენ შვილი დამიმალე, ჩვენი შვილი, მომპარე მამობის უფლება, მთელი ეს დრო მის გარეშე გამატარებინე, ისე რომ წარმოდგენაც არ მქონდა მისი არსებობის შესახებ. წახვედი ჩემგან ყველაფრის უთქმელად და ისე დაიმალე ვერ გიპოვნე, იქამდე სანამ შენი დამპალი ძმის მეგობარი არ ვიპოვნე, რომელიც თურმე მთელი ამ დროსი მანძილზე გმალავდა. - სესილიას სახესთან ძალიან ახლოს იყო, ჩაწითლებული თვალები გასდიდებოდა, გაბრაზებული ხმადაბლა საუბრობდა და ხელებს ძლივს იმორჩილებდა რომ არ შეხებოდა.
-ანრი არასდროს გეტყოდა ჩემს ადგილმდებარეობას! - თვალებში სითხე ჩასდგომოდა, მაგრამ არაფრის დიდებით ახამხამებდა. კაცის სურნელიც ცხვირს უწვამდა და სურვილისგან ამწვარი თვალების გახელილ მდგომარეობაში შენარჩუნებაც უფრო ურთულდებოდა.
-პირიქით, მეხვეწებოდა გეტყვიო. - მის ჩაშავებულ თვალებში უცნაური სხივი გაკრთა და ოდნავ შეაშინა კიდეც კედელზე აკრული ქალი ამის დანახვამ.
-ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. წადი აქედან და აღარ დაბრუნდე. არ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს.
-აქ მხოლოდ ჩემი შვილის გამო ვარ, მხოლოდ ის და მისი მომავალი მაინტერესებს, ჩვენ კი დიდი ხნის წინ დავასრულეთ. - ამღვრეულ მწვანე თვალებში უყურებდა ნაკანს, ყველაფერს გრძნობდა რასაც იმ წუთებში ქალი განიცდიდა, ხედავდა როგორ უნდოდა შეხებოდა, წამით დახედა მთრთოლვარე ტუჩებზე სურვილისგან ერთმანეთს რომ დაშორებოდა და ჰაერში ცხელ ჰაერს ფანტავდა. მალევე ამოუტივტივდა გონებაში განვლილი დრო და დენდარტყმულივით ისე მოშორდა ქალს არც შეხებია. - ხვალ ისევ მოვალ და ავარჩიოთ დღე როდესაც თბილისში დავბრუნდებით. - კართან მისულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, მაგრამ მისი პასუხი არ გაუგია. - გაქცევაზე არც იფიქრო. - ოდნავ გაატრიალა გვერდზე თავი, იატაკს მიშტერებული ქალის სილუეტი დალანდა, მერე კი ღია კარებში გავიდა და კარიც გაიხურა.
**************
კედელზე გამოფენილ ნამუშევრებს ხალხი ინტერესით შესცქეროდა, ერთი, ანდაც ორი ადამიანი დაკვირვებით ეძებდა ნახატში არსებულ არსს, აზრებს ერთმანეთს უზიარებდნენ, შემდეგ კი სხვა ნახატისკენ ინაცვლებდნენ. უამრავი ხალხი შეკრებილიყო ახალბედა მხატვრის გამოფენაზე, ჯერ მხოლოდ მეორედ აჩვენებდა საზოგადოებას თავის ნაშრომებს, მაგრამ იმდენად ლამაზი და დახვეწილი ხელწერა ჰქონდა, მალევე მიიზიდა ამ გარემოთი დაინტერესებული ხალხი.
-ლილ, ის კაცი ვინ არის. - მეგობრის გვერდზე მდგომი შეუმჩნევლად აპარებდა თვალს კაცისკენ, რომელსაც თითებში შამპანიურით სავსე ჭიქა მოექცია, მეორე ხელი ჯინსის ჯიბეში ჩაედო, წარბები ოდნავ დაეახლოვებინა და სერიოზული გამომეტყველებით უსმენდა წინ მდგომ მოსაუბრე კაცს. თოთქოს ეცნობოდა კიდეც, სადღაც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა.
-კონსტანტინე პირველი, მამას პარტნიორია როგორც ვიცი. მოგეწონა არა. - ოდნავ გაიღიმა, თან დაბნეულ დაქალს შეხედა.
-სიმპატიურია.
-როგორც ვიცი ბევრს მოსწონს, თავისი შარმით ადვილად ხიბლავს ქალებს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არასდროს არავისთან ჰქონია. როგორც ამბობენ რამდენიმე თვის წინ და გარდაეცვალა, მას შემდეგ უფრო სერიოზული, ცივი და უგრძნობი გახდა. ნინიმ მითხრა რომ ღამით თავის კლუბშია, ყოველთვის თავის მეგობრებთან არის და უცხოს არავის იკარებს. ასე რომ ჩვენი კონსტანტინე ბევრისთვის სასურველი მამაკაცია, მაგრამ ბევრი ვერ იმსახურებს მის ყურადღებას.
-შენ? შენც მოგწონს?
-მე არა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, მე უფრო ღია ფერის კაცები მიზიდავს, ხომ იცი?
-მაშინ მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და ლილიანს ხელკავი გამოსდო.
-ლილიან! - გვერდიდან მოესმა მამისის ხმა, ისიც წამსვე შეტრიალდა მისკენ.
-მალე დავბრუნდები.
-მიდი. - მომღიმარმა გააყოლა თვალი, შემდეგ იქაურობა მოთვალიერა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა შავგვრემანი, ნაცრისფერი თვალების მქონე კაცი, მერე კი ნახატების თვალიერებას მიუბრუნდა. თეთრი დერეფნის გავლისას ბოლოში დაკიდებულ ნახატს მიადგა, ცოტა ხანს უყურა არეულ ფერებს რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმოდა, რამდენიმე წამში კი საკუთარი თავიც ამოიცნო. მოულოდნელობისგან გული აუჩქარდა, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა და ბედნიერებით აივსო. გაშეშებული შესცქეროდა და კიდევ ვერ იჯერებდა ნანახს. ვერც განძრევას ახერხებდა, ვერც გვერდზე გახედვას ლილიანის მოსაძებნად, უბრალოდ უყურებდა და სიხარულისგან ბრწყინავდა.
-თქვენი მეგობარი მართლაც შესანიშნავად ხატავას. - უეცრად გამოჩენილი კაცის ხმა ძალიან ახლოს შემოესმა, თან მისი ამონასუნთქიც იგრძნო მხარზე და ეკალმაც წამსვე დააყარა ტანზე.
-გმადლობთ. არ მეგონა თუ მხატავდა. - ოდნავ გაიღიმა და ქვევიდან ახედა კაცს. ისედაც ემოციური, უარესად აფორიაქდა როდესაც მის ნაცრისფერ სფეროებს გაუსწორა თვალი. უცნაური თვალები ჰქონდა, ცივი, არაფრის მთქმელი, არც ანათებდა, არც ჩამქვრალს ჰგავდა, მაგრამ ეტყობოდა მის სიღრმეში რაღაც ამოუცნობი იმალებოდა, რასაც ვერავინ ხედავდა.
-დიდი სიამოვნებით დაგხატავდით რომ შემეძლოს. - ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებში ვნება გაუკრთა, თან ქალის მოშიშვლებული მკერდი ყურადღებით შეათვალიერა.
-სამწუხაროა. - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა იმ სიტუაციის წარმოდგენისას სადაც ის შიშველი იჯდა და ეს გრძელ თითება კაცი მის ყველა დეტალს ტილოზე აღწერდა.
-მეფლირტავებით.
-რას ბრძანებთ. - ისე შეიცხადა თითქოს რამეში სდებდნენ ბრალს, ქვევიდან უყურებდა ოდნავ გაფართოვებული მწვანე თვალებით და კაცს თავგზას უბნევდა, რაც ნამდვილად არ სიამოვნებდა პირველს.
-კონსტანტინე. - ხელი გაუწოდა ქალს, მოუთმენლად ელოდა როდის შეეხებოდა ხელზე, ნერვებზე მოქმედებდა მისი ქცევა, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად ამასაც იტანდა.
-სესილია ნაკანი. - ამაყად წარუდგინა საკუთარი თავი, თან კმაყოფილმა დახედა კაცს, რომელიც მტევანზე ეამბორა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ჩემთვისაც. - თმა უკან გადაიყარა მეორე ხელით, კაცის თითებიც არ ტოვებდა მის ნაზ თითებს, ზედმეტად სიამოვნებდა მისი შეხება, საერთოდ არ უნდოდა მოშორებოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ნელა გასწია ხელი უკან.
-შესამჩნევი მზერა გაქვთ.
-უკაცრავად? - კაცის გაგრძელებული საუბრით გაკვირვებული წამსვე თვალებში მიაჩერდა, კონსტანტინეს არა, მაგრამ ნაკანს უბჭყვინავდა მწვანე თვალები მისი ყურებისას.
-მთელი საღამოა მიყურებთ.
-იქნებ თქვენ ხართ ზედმეტად მგრძნობიარე. აქ უამრავი ქალია ვინც თქვენ გიყურებთ, დავიჯერო მხოლოდ ჩემი შეამჩნიეთ?
-ხომ ვთქვი, ზედმეტად შესამჩნევი მზერა გაქვთ. თან აქ არავის აქვს მწვანე, ბრჭყვიალა თვალები, მხოლოდ თქვენ, სესიალია. - ზევიდან დაჰყურებდა თავისი უცნაური მზერით, ატყობდა როგორ მოქმედებდა ქალზე, მიუხედავად იმისა რომ ნაკანი ემოციების დამალვას ცდილობდა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მასზე ჰქონდა გაგებული, ახლა ზედმეტად ადვილიც კი ეჩვენა ქალის შებმა, ხელში ჩაგდება და მასზე კონტროლის მოპოვება. ყოველთვის უწყობდა ხელს გარეგნობა, მიღებული განათლება და მეტყველების უნარი. არ უყვარდა ბევრი საუბარი, მაგრამ როდესაც ხმის ამოღებას საჭიროდ თვლიდა ყველაფერს უკანა პლანზე ტოვებდა. ახლა სესილია ნაკანი სჭირდებოდა მიზნის მისაღწევად და სურვილის ასასრულებლად, რომელსაც არა მხოლოდ ის, სხვებიც ელოდნენ.
-ნუ მაწითლებთ. - წამსვე გამოაჩინა თეთრი კბილები, შემდეგ ტუჩზე იკბინა.
-ხომ ვთქვი, მეფლირტავებით.
-ისე როგორც თქვენ, ბატონო კონსტანტინე.
-საინტერესოა. - ოდნავ დააწვრილა თვალები, წინ ჩამოშლილი თმა, რომელიც მისი მარცხენა თვალის მთლიანად დანახვაში ხელს უშლიდა ორი თითით უკან გადაუწია, მერე კი ყურთან ახლოს ჩამოატარა.
-ნამდვილად, მაგრამ გთხოვთ, ნუ მეხებით. - სახე ოდნავ გვერდზე გასწია მისი თითების მოსაშორებლად, კვლავ იღიმოდა და სახტად დარჩენილ კაცს ისე შეჰყურებდა მოციმციმე თვალებით. - ცუდად არ გამიგოთ, არ მიყვარს როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მეხებიან. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილი კაცის სახეზე რომ არ გასცინებოდა. გაოცებული, დაბნეული მისჩერებოდა მომღიმარს და ფიქრებს ვერ ალაგებდა. არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა, თითქოს ყველა იმედი და გეგმა ჩამოენგრა. თავზარდაცემულს ჰგავდა ერთ ადგილას მიყინული და ახლა ხვდებოდა რატომ იყო სესილია ნაკანი უამრავი კაცისთვის მიუწვდომელი. ცოტა ხანს უყურებდა, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, თან აზრების დალაგებას ცდილობდა. გონებაში უტრიალებდა ქალის რეაქციები, შეუძლებლად თვლიდა მის სხვა ორიენტაციის მქონე ადამიანობას. არცერთი დეტალი გამორჩენია ყველაფრის დაკვირვების შედეგად და იცოდა ქალი არცერთ მის მოქმედებას ურეაქციოდ არ ტოვებდა. ბოლოს თითქოს გონება გაუნათდა, თავი ჩახარა, ოდნავ გაიღიმა და ნაცრისფერი თვალები მიაბყრო ქალს, რომელიც წამსვე დაიბნა.
-კარგი ხერხია მოსაბეზრებელი კაცების თავიდან მოსაშორებლად, თუმცა არ მეგონა ვინმე ასეთ ადამიანად თუ ჩამთვლიდა.
-ასე არ არის, უბრალოდ… - დაბნეულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, ბოლოს ისევ პირველის თვალებს წააწყდა და უარესად აერია გონება.
-ნება მომეცით სასმელზე დაგპატიჟოთ, ასე დანაშაულსაც გამოისყიდით.
-თავს დამნაშავედ სულაც არ ვგრძნობ.
-ეს არას ნიშნავს?
-დიახ ბატონო კონსტანტინე. თქვენთან ერთად დალევის სურვილი არ მაქვს. - თავისი თავით კმაყოფილმა თავი მაღლა ასწია, თითებში მოთავსებული შამპანიურის ჭიქა შეათამაშა, კაცი შემფასებლური მზერით შეათვალიერა, შემდეგ მის ანთებულ თვალებსაც შეხედა და კმაყოფილების შეგრძნებაც უფრო გაეზარდა.
-მინდა ვთქვა რომ გამაოცეთ.
-ვფიქრობ ჩემი თავი მეც გავაოცე. - ვითომ მისი საუბრით მობეზრებულმა უდარდელად ჩაილაპარაკა. სინამდვილეში კი ყველაფერი სურდა, ყველაფერზე თანახმა იყო მასთან ერთად, მაგრამ საკუთარ თავს არ ღალატობდა, თან ერთობოდა შექმნილი სიტუაციით. არ ჩანდა კონსტანტინე უარის მიმღები კაცი და ახლა იცოდა თვითონ პირველი ქალი იყო რომელმაც უარი მიაფარა სახეზე. აღარ უყურებდა, იქაურობას ათვალიერებდა, მაგრამ მის დაჟინებულ, მწველ მზერას გრძნობდა. გრძნობდა და ეს მზერაც მთლიან ორგანიზმს უფორიაქებდა.
-ნამდვილად პირველი ხართ. ვფიქრობ მომავალში ბევრ სხვადასხვა საქმეში ვიქნებით ერთმანეთისთვის პირველები, სესილია. ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. - ძლივს შეინარჩუნა მოწოლილი ემოციები, ირონიულად მომღიმარმა ქალის ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა, შემდეგ მისი თითები მოიქცია თავისაში და მტევანზე ტუჩები ნაზად მიაწება, თანაც ხანგრძლივად და ჭინკებ ათამაშებული თვალებით ქვევიდან ახედა ლოყებ შეფარკლულ ქალს.
-ნახვამდის. - ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ძლივს თქვა ერთი სიტყვა, დაინახა კიდევ უფრო როგორ გაწელა ტუჩის კუთხეები კაცმა და წამებში ყურების წვაც იგრძნო.
-შეხვედრამდე. - მტევანზე მიფერების შემდეგ ხელი გაუშვა, თავი ოდნავ დაუკრა და იქაურობას გაეცალა.
-სად მიდიხარ შე ჩემა. - გარეთ გასულს მხარზე დაადო ხელი კაცმა, მაშინვე მიაბრუნა თავი გვერდზე ამომდგარისკენ, სახეზე შეათვალიერა, თითებს შორის მოქცეული სიგარეტი გაუწოდა, თავისთვის კი ახალი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-ჩვეულებრივი ქალია, თავს იფასებს და გონია ამით უფრო მომაწონებს თავს.
-იქნებ ვაბშე არ ცდილობს თავი მოგაწონოს. - ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ჰაერში გაუშვა ჩაფიქრებულმა. მერე კი წარბშეკრულ მეგობარს შეხედა. - რა? ის რომ წაგეფლირტავა და დაგელაპარაკა, არ ნიშნავს იმას რომ მოეწონე.
-რა გინდა ანდრო?
-უბრალოდ სიმართლეს თვალებში ვუყურებ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და მოპირდაპირედ მდგომ მაღალ შენობას მიაშტერდა.
-21 წლის არის, პატარაა, ურთიერთობებში გამოუცდელი.
-ზუსტად მაგიტომ უნდა შეეშვა.
-ვიცი რასაც ვაკეთებ, ან ჩემს გვერდით იყავი და ხმა არ ამოიღო, ან საერთოდ შემეშვი. - მშვიდად ჩაილაპარაკა. გვერდზე მდგომმა ნიკოლაიშვილმა ოდნავ შეატრიალა მისკენ თავი და ურეაქციოდ მდგომი სწრაფად შეათვალიერა, მერე საკუთარ თითებში მოქცეულ სიგარეტს დახედა. ჩაფიქრებულმა გამოქაჩა დიდი ნაფაზი, ბოლოს წინ გადახრილმა მიწას დაასრისა. აღარაფერი უთქვამს, იცოდა აზრი არ ექნებოდა მის არცერთ სიტყვას, პირველი მაინც იმას გააკეთებდა რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ზეპირად იცოდა მისი ხასიათი, მიუხედავად მისი გარდაქმნისა, მაინც ყველაფერს ხვდებოდა და უგებდა ბავშვობის მეგობარს. ნამდვილი, ძველი კონსტანტინე დიდი ხნის წინ დაკარგა, მაგრამ უკვე მის ახალ ვერსიასაც შეჩვეოდა და მთლიანად შეესწავლა. არ მოსწონდა მისი განზრახვა, მისი გეგმები და ის თუ რას აკეთებდა, ან რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ბევრი საუბრის მიუხედავად მაინც ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდინა პირველის გონებაში. უყურებდა სრულიად ცივს, რომელსაც მხოლოდ ნაცრისფერი ფერი მოსდებოდა და ირგვლივ თავის ფერს ავრცელებდა. კონსტანტინეს გვერდით მასაც ედებოდა პირველის სინაცრისფრე და ყოველ ჯერზე წუხდა წარსულში მომხდარი მძიმე შემთხვევის გამო. - მეგისთან მივდივარ. - სიგარეტი შორს მოისროლა, კიბეები სწრაფად ჩაიარა და უკან მოუხედავად წავიდა იქვე გაჩერებული მანქანისკენ. შიგნით მოთავსებულმა სწრაფად დაძრა ავტომობილი, სველ ქუჩებში დიდი სიჩქარით გააქროლო, მხოლოდ მოსახვევში შესვლისას დააჭირა ტორმუზს და მანქანის უკანა მხარეც საგრძნობლად მოცურდა, ბორბლების ხმამაღალმა წუილმა კი იქაურობა მთლიანად მოიცვა. ქუჩებს დიდი სისწრაფით კვეთდა, გზას მისჩერებოდა და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გონებაში მწვანეთვალება ქალი უტივტივდებოდა. წლები იყო ბოლო ნახვის შემდეგ გასული, ალბათ 5 წლის, ან ცოტა მეტის იქნებოდა პირველად რომ ნახა სულ შემთხვევით. სვანეთის ლამაზ მთებს შორის აშენებული სახლის პატარა ეზოში მდომ ხეზე აცოცებულიყო თეთრ სარაფანაში გამოწყობილი მწვანე თვალება გოგო და აშკარად ჩამოსვლა უჭირდა. შორიდან უყურებდა იმ ზაფხულს ბებიის სანახავად ჩასული, კარგად ვერ ხედავდა ფოთლებში ჩამალულს, ვერც მის ბუტბუტს არჩევდა სიშორის გამო. ნელა მიუახლოვდა ასწლოვან ხეს, გოგოს ქვევიდან ახედა, რომელიც კატას ჩაბღაუჭებოდა, ეფერებოდა და ამშვიდებდა რომ მალე გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ორივეს გადაარჩენდა.
-ჰეი, მანდ რას აკეთებ? - წარბ შეკრულმა ახედა პატარა კაცმა, რომელსაც სვანური ქუდი დაემაგრებინა თავზე.
-შენი საქმე არაა! - ცხვირ აბზუებულმა დახედა ზევიდან, თან კატა კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაიკრა გულში.
-გინდა დაგეხმარო? - თვალები აატრიალა გოგოს საუბარზე, თან ხედავდა როგორ ათვალიერებდა თავისი მწვანე თვალებით.
-არ მჭირდება.
-კარგი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ზურგი აქცია და წასასვლელად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მოიცადე! - მალევე შემოესმა მისი ხმა, ისიც ურეაქციოდ შეტრიალდა მისკენ. - დამეხმარე.
-მთხოვე.
-გთხოვ. - შეშინებულმა დაუფიქრებლად ითხოვა დახმარება, ჯერ გაკვირვებული უყურებდა კონსტანტინე, ბოლოს ხეს მიუახლოვდა, მოხერხებულად აძვრა ზედ და რამდენიმე წამში მის გვერდით აღმოჩნდა. - ჯერ კატა ჩაიყვანე ხო?
-კატა თვითონ ჩავა. - კიდევ ერთხელ აატრიალა თვალები, პატარა ქალბატონმა კი წამსვე წარბები შეკრა. - რა?
-მე მიოს გადასარჩენად ამოვედი აქ!
-დებილი ხარ? კატა ყველგან დაძვრება, როცა უნდა ავა, როცა უნდა ჩამოვა.
-დებილი შენ ხარ, კნაოდა და ვერ ჩამოდიოდა.
-გითხრა მიშველეო? - შუბლზე მიირტყა ხელი სესილია რომ დაეთანხმა. - დებილი ხარ.
-არ ვარ!
-მომიყვანე კატა.
-მიო ჰქვია!
-შენნაირი დებილია ხიდან ჩამოსვლა თუ არ შეუძლია. - ჩასვლისას ქვევიდან ახედა. ხედავდა როგორ ბრაზდებოდა გოგო, ამ ბრაზისგან სახეზე სიწითლე ედებოდა და უფრო დიდი სურვილი უჩნდებოდა მისი გაბრაზების.
-ჩემს ფეხსაცმელს გესვრი იცოდე!
-ჩამოხტი და დაგიჭერ.
-ვერ დამიჭერ, დავვარდები და მოვკვდები.
-ნუ გეშინია მოდი. მე შენზე დიდი ვარ და შემიძლია დაგიჭირო.
-მართლა?
-მალე. - მობეზრებულმა ხელები გაიშვირა წინ, გოგოც ნელ-ნელა გადმოიწია, ბოლოს ხის დიდი ტოტიდან ჩამოხტა და კონსტანტინეს მკლავებში მოექცა, მაგრამ წონასწორობის ვერ შენარჩუნების გამო ორივე ბალახზე დაეცა.
-კარგად ხარ? - შეშინებულმა პირზე აიფარა ხელი, მის ზევიდან მოქცეულიყო და თვალებ დახუჭულს მომლოდინედ დასცქეროდა.
-თუ გადახვალ კარგი იქნება. - ზურგის ტკივილის გამო ამოიგმინა, თან ცალი თვალი გაახილა.
-ბოდიში. - სწრაფად გადაცოცდა მისი სხეულიდან, მერე კი ბიჭის თავთან მუხლებზე მდგომი წინ გადაიხარა, ხელის გულებით მიწას დაეყრდნო და სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა. - გტკივა?
-არა. - მწვანე თვალებში უყურებდა სუნთქვა შეკრული, ადგილიდან ვერ ინძრეოდა, თან ვერ იგებდა რა ხდებოდა მის თავს.
-წავალ ხო?
-წადი.
-მადლობა.
-არაფერს. - კვლავ ისე შესცქეროდნენ ერთმანეს, ბოლოს ლოყაზე აკოცა სესილიამ და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-ნახვამდის. - იქვე მოსიარულე კატა ხელში აიყვანა, მეორე ხელი დაუქნია იდაყვებით მიწაზე ამოსულ მწვანე ბალახზე დაყრდნობილს, შემდეგ სირბილით წავიდა სახლისკენ.
-პატარა, დებილი ბავშვი. - ფეხზე წამომდგარმა შარვალი გაიბერტყა, ქუდი შეისწორა და სახლისკენ მიმავალ გზას ნელა გაუყვა.

თავიდან ოდნავ გაეღიმა ამ მომენტის გახსენებისას, მაგრამ მალევე მოიცვა ბრაზმა, სიჩქარეს არაფრით უკლებდა, იქამდე სანამ ნაცნობ კორპუსს არ მიადგა. გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადავიდა, შენობაში შესვლისთანავე ლიფტი გამოიძახა, მოთმინებით დაელოდა როდის ავიდოდა მერვე სართულზე ეს ნელა მოძრავი მოწყობილობა, უკვე ნერვებიც აღარ ჰყოფნიდა, ყველაფრისგან გაღიზიანებული შინაგანად ფორიაქს გრძნობდა, ვერაფრით ისვენებდა, ვერაფერი ამშვიდებდა. ერთ-ერთ კარებთან გაჩერებულმა კარზე ბრახუნი ატეხა და როგორც ყოველთვის ახლაც უფრო მალე გაჩნდა სხეულზე შემოხვეული შავი ატლასის ხალათით მყოფი ქალი კარის გასაღებად.
-არ შეგიძლია ნელა დააკაკუნო? - საყვედურით შეამკო შიგნით შესული კაცი, რომელიც მაშინვე საძინებლისკენ დაიძრა, პერანგის ღილებს იხსნიდა და წარბ შეკრული ხმასაც არ იღებდა. - კოსტა…
-ნურაფერს მკითხავ. - საძინებელში შესულმა ყველაფერი მოიშორა სხეულიდან, მერე კი სრულიად შიშველი დაიძრა კართან მდგომი ქალისკენ. - ყველაფერი მაღიზიანებს, შენც ნუ დამიმატებ, ეცადე მასიამოვნო და დროებით ყველაფერი დამავიწყო. - ხალათის შესაკრავი აუჩქარებლად შეუხსნა, მხრებიდან მოაშორა, ქალის მიმზიდველი ტანი მთლიანად შეათვალიერე და თითები მკერდზე მოუჭირა.
-როგორც გნებავთ. - ოდნავ გაიღიმა, თმებში შეუცურა ხელი, ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა, გახურებულ სხეულზე აეკრა და საწოლისკენ ისე წავიდა. ლოგინთან მისული წამებში ზედ ჩამომჯდარი აღმოჩნდა ხელის კვრისგან ვერ შეკავებული წონასწორობის გამო, მაშინვე შეცურდა მის შავ თმაში გრძელი თითები, რომლებმაც თავი კაცის სხეულისკენ მიაწევინეს. წვრილი თითები შემოხვია კაცის სასქესო ადგილს, ქვევიდან ახედა ვნებისგან თვალებ ანთებულს, მალე ტუჩებს შორის მოიქცია ა.სოს თავი, ბოლოს კი მთლიანად დაფარა და კაცის გმინვაც შემოესმა. თვალებ დახუჭული ღრმად სუნთქავდა, მიღებული სიამოვნებისგან ყველა აზრი ეფანტებოდა, უკვე სიამოვნების მწვერვალს მიღწეულმა ზევიდან დახედა ქალს დაბინდული თვალევით და დაცარიელებული გონება ისევ ქაოსმა მოიცვა როდესაც ყავისფერი სფეროების ნაცვლად, ნაცნობი, მწვანე, კაშკაშა თვალები დაინახა. იქამდე უყურებდა სანამ თვალები არ დაახამხამა ქალმა, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ ის მომენტი მაინც არ გამქრალა გონებიდან. წელზე ჩავლებული ხელებით მაღლა ასწია ქალის სხეული, ზევიდან მოქცეულმა კბილები ძუ.ძუს თავზე მოუჭირა, ცალი ხელი ფეხებს შორის შეუცურა და ქალის კვნესამაც არ დააყოვნა. სხეული უთრთოდა, ყოველთვის თრთოდა პირველის შეხებისას, გონება დაბინდულ კაცს კი უფრო მეტად აღაგზნებდა. რამდენიმე წამში ძლიერი ხელის კვრით მეორე მხარეს გადააწვინა კაცი, მის სხეულზე თვითონ მოთავსდა და ყველაფერი თავის თავზე აიღო. სიამოვნებისგან თვალები მიენაბა როგორც კი კონსტანტინეს სხეულს შეუერთდა, მალე კი სულ მთლად გამოეთიშა იმ სამყაროს.
საწოლზე, სახით ჭერისკენ მწოლს გადასაფარებელი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდა, თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ნელა ეწეოდა ფიქრებში წასული, ქალის თითების შეხებას გრძნობდა მკერდზე, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა.
-კოსტა, მოხდა რამე? - ქვევიდან ახედა კაცს, თან მხარზე მიაკრო ტუჩები. ხმას არ იღებდა პირველი, ყავისფერ თვალებში უყურებდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა ის რასაც იმ წუთებში ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს თვალები ისევ ჭერისკენ მიმართა და დიდი ნაფაზიც გამოქაჩა.
-არაფერი.
-მატყუებ.
-თუ ამას ხვდები, ტყუილის მიზეზსაც მიხვდები.
-შეხვდი იმ გოგოს?
-კი, გავიცანი.
-მგონი ანდრო მართალს გეუბნება. ბრაზისგან დაბრმავებული ხარ და სრულიად უდანაშაულოს სიბინძურეში რევ. ქალის გრძნობებს არაფრად აგდებ.
-ეს არც მე მომწონს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-მათ ხომ ურთიერთობა არ აქვთ.
-ეგ დაზუსტებით არ ვიცით.
-რას ფიქრობ? - სიგარეტის მოწევაში გართულს პროფილზე მიაშტერდა. ოდნავ მოჭუტული თვალები გაასწორა პირველმა, ზევიდან დააჩერდა ქალს და სახე მთლიანად შეუთვალიერა.
-ლამაზი ხარ. - სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა მოულოდნელობისგან დაბნეულს, მერე კი ჩაიცინა ქალმა თვალები რომ აატრიალა და იდაყვი მიარტყა გვერდში.
-დარჩები? - საწოლზე წამომჯდარმა საცვალი ამოიცვა, ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან წვრილი ღერი ამოაძვრინა და საცვლის ამარა აივნისკენ დაიძრა.
-არა. - ნელა წამოდგა ფეხზე და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. აივანზე გასასვლელ კართან მდგომი ქალი კი თვალს არ აშორებდა. ეწეოდა, კვამლს კი ოდნავ გაღებულ ფანჯარაში უშვებდა. იცოდა არ დარჩებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთიდაიგივეს ეკითხებოდა, პასუხი კი არასდროს იცვლებოდა. წლების მანძილზე უყვარდა კონსტანტინე, ვერც ახლა ივიწყებდა, მაგრამ საკუთარი გრძნობების შენიღბვას კარგად ახერხებდა და თავს აჩვენებდა კაცს თითქოს იგივე განზრახვით იყო მასთან როგორიც პირველს სურდა. - ხვალ გნახავ. - ქალთან ახლოს მისულმა ხერხემალზე ჩამოატარა თითები, მომღიმარს ლოყაზე აკოცა, უკანალზე მიარტყა ხელი და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.



№1  offline წევრი sofi_sofiaa13

ჩემი ქალი დაბრუნდაა
--------------------
ფეფო

 


№2  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
ჩემი ქალი დაბრუნდაა

too fast. სოფი რა გიყო მითხარი? :დ❤️

 


№3  offline წევრი sofi_sofiaa13

painter1
sofi_sofiaa13
ჩემი ქალი დაბრუნდაა

too fast. სოფი რა გიყო მითხარი? :დ❤️

უამრავი კოთხრობებით გამანებივრემეტი არაფერი ????????
--------------------
ფეფო

 


№4  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
painter1
sofi_sofiaa13
ჩემი ქალი დაბრუნდაა

too fast. სოფი რა გიყო მითხარი? :დ❤️

უამრავი კოთხრობებით გამანებივრემეტი არაფერი ????????

ვეცდები მაინც. ❤️

 


№5  offline წევრი ნანა73

როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო და როგორ გამახარე რომ გამოჩნდი kissing_heart
ვნახოთ რა კაცია ნაკანი და როგორ შეეპუება სესილია ამ უტიფარს.
მიყვარხარ ჩემო პატარა heart_eyes
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი painter1

ნანა73
როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო და როგორ გამახარე რომ გამოჩნდი kissing_heart
ვნახოთ რა კაცია ნაკანი და როგორ შეეპუება სესილია ამ უტიფარს.
მიყვარხარ ჩემო პატარა heart_eyes
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მეც მომენატრე ❤️❤️ ვნახოთ ვნახოთ❤️

 


№7  offline წევრი ანა გუგე

აუუ რა კარგიაა ბოლომდე მოგყვები და გელოდები იცოდეეე????????????რაღაც ცუდში ჩაითრევს ნაკანს ხოო დიდი ამბებია აშკარად

 


№8  offline მოდერი painter1

ანა გუგე
აუუ რა კარგიაა ბოლომდე მოგყვები და გელოდები იცოდეეე????????????რაღაც ცუდში ჩაითრევს ნაკანს ხოო დიდი ამბებია აშკარად

დიდი ამბავია კი მაგრამ ცუდში ჩაითრევს თუ არა მალე გაიგებთ❤️ მიხარია შენი გვერდზე ყოფნა❤️❤️

 


№9 სტუმარი ank

ვაიმეეეეე, დღეს დავასრულე, ყველა შენი ახალი ისტორია თავიდან წავიკითხე ისე მომენატრე და ვფიქრობდი მოვძებნი და მივწერ რო მომენატრა და მალე დადოს რამე ახალითქო.
ძალიან ძალიან გამახარე! <3 <3

 


№10  offline წევრი tamuna.s

ღმერთო ჩემო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები???? ასე უნდა მოგვანატრო თავი?! მიხარია შენი დაბრუნება. ამდენი ხნით აღარ დაგვეკარგო რა????

 


№11  offline წევრი თ. ა.

მიხარია შენი გამოჩენა.
ველოდებოდი სულ შენს სიახლეს და აი უცებ ვნახე. წარმატებები აბა.

 


№12  offline მოდერი painter1

ank
ვაიმეეეეე, დღეს დავასრულე, ყველა შენი ახალი ისტორია თავიდან წავიკითხე ისე მომენატრე და ვფიქრობდი მოვძებნი და მივწერ რო მომენატრა და მალე დადოს რამე ახალითქო.
ძალიან ძალიან გამახარე! <3 <3

გულმა გიგრძნო აშკარად რაღაც. აჰა ჰომ ხედავ, ყველას ეს ახალიც მიემატა და დღეს აშკარად მხოლოდ ჩემი ისტორიების კითხვით დაკავებულხარ :დ ეგოისტურად მიხარია ❤️❤️

tamuna.s
ღმერთო ჩემო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები???? ასე უნდა მოგვანატრო თავი?! მიხარია შენი დაბრუნება. ამდენი ხნით აღარ დაგვეკარგო რა????

დიახ დიახ, დაგიბრუნდით და ვეცდები აღარ გადავიკარგო, მაგრამ ეს რომ დამთავრდება მერე რა იქნება არ ვიცი :დ ნუ ამდენი ხნით გადაკარგვას აღარ ვაპირებ(მგონი). :დ❤️❤️

თ. ა.
მიხარია შენი გამოჩენა.
ველოდებოდი სულ შენს სიახლეს და აი უცებ ვნახე. წარმატებები აბა.

დიდი მადლობა ❤️❤️

 


№13 სტუმარი ტაისა

ძალიან მიხარია, ისევ რომ გხედავ ❤❤❤❤❤❤❤

 


№14  offline მოდერი painter1

ტაისა
ძალიან მიხარია, ისევ რომ გხედავ ❤❤❤❤❤❤❤

მეც მიხარია შენი დანახვა ❤️❤️

 


№15  offline წევრი Margo Tokyo

როგორ გამახარე აზზზრზზეც არ ხარრრ!

დავბრუნდები წაკითხვის შემდეგ.

 


№16  offline მოდერი painter1

Margo Tokyo
როგორ გამახარე აზზზრზზეც არ ხარრრ!

დავბრუნდები წაკითხვის შემდეგ.

გელიი❤️❤️

 


№17 სტუმარი maco maco

დაგვიბრუნდიი :) მაკლდა შენი ისტორიებიი

 


№18  offline მოდერი painter1

maco maco
დაგვიბრუნდიი :) მაკლდა შენი ისტორიებიი

დაგიბრუნდით ^^❤️❤️

 


№19  offline წევრი თათუ♡

მალე დადე შემდეგი

 


№20  offline წევრი დარინა

აი მეც მოვედიიი, თურმე ჩემი გოგო მოსულა მე კი ახლა ვნახე შენი სიახლეეე, ხომ იცი როგორ გელოდიიი და როგორ გამიხარდა შენი დაბრუნებააა, მიხარია რომ აქ ხარ, აი ძალიან მომნატრებია შენი სიახლის ნახვაა, ისტორია კი ძალოან კარგია კი მეუბნებოდიი რაღაც არ მომწონსოო მაგრამ ვგრძნობ რომ აქ ისეთი ამბები დატრიალდება მე რომელ პერსონაჟს გავწეწავ ეგ ჯერ ვერ გავარკვიე რადგან ზოგადად პორველ თავში თავს ვიკავეეებ :დდდდ ისტორია ისეთია შენ რომ იცი თავიდან ბოლომდე შენიააა, შენი დაბრუნებით გამოწვეულ ემოციებში ვარ, მიხარიხარ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline მოდერი painter1

დარინა
აი მეც მოვედიიი, თურმე ჩემი გოგო მოსულა მე კი ახლა ვნახე შენი სიახლეეე, ხომ იცი როგორ გელოდიიი და როგორ გამიხარდა შენი დაბრუნებააა, მიხარია რომ აქ ხარ, აი ძალიან მომნატრებია შენი სიახლის ნახვაა, ისტორია კი ძალოან კარგია კი მეუბნებოდიი რაღაც არ მომწონსოო მაგრამ ვგრძნობ რომ აქ ისეთი ამბები დატრიალდება მე რომელ პერსონაჟს გავწეწავ ეგ ჯერ ვერ გავარკვიე რადგან ზოგადად პორველ თავში თავს ვიკავეეებ :დდდდ ისტორია ისეთია შენ რომ იცი თავიდან ბოლომდე შენიააა, შენი დაბრუნებით გამოწვეულ ემოციებში ვარ, მიხარიხარ ❤️❤️❤️❤️❤️

ჰო ჰო ზუსტად, კი ვთქვი რაღაც ვერ არისთქო მაგრამ მაინც დავდე და ვნახოთ აბა. უჰ, მომნატრებია შენი კომენტარები. მგონი უკვე ვიცი შენი გაწეწვის ობიექტი და ვნახოთ აბა :დ❤️❤️❤️

თათუ♡
მალე დადე შემდეგი

ახლა ვაპირებდი დამატებას :დ❤️

 


№22  offline წევრი მარიამო26

გამიხარდა შენი დაბრუნება❤️საინტერესო ისტორიაა ვნახოთ რაიქნება❤️იმედია ასე საინტერესოდ გაგრძელდება❤️

 


№23  offline მოდერი painter1

მარიამო26
გამიხარდა შენი დაბრუნება❤️საინტერესო ისტორიაა ვნახოთ რაიქნება❤️იმედია ასე საინტერესოდ გაგრძელდება❤️

იმედი მაქვს ინტერესი არ გაგიქრებათ❤️❤️❤️

 


№24  offline მოდერი abezara98

ჰო, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბატონი კომსტანტინე ერთი მანიპულატორი კაცია და იცი, რა?! სესილია, შენს მხარეს ვარ! აწვალე ვაჟბატონი, მეტის ღირსია! მართალია, უნდა ეთქვა კოსტასთვის, რომ ორსულად იყო და ბავშვი არ ყნდა დაემალა, მაგრამ იფიქრა ვაჟბატონმა, მაშინ რა მდგომარეობაში იყო ქალი? იქნებ რა გაიგო, როგორ ეტკინა და მაგიტომ წავიდა! ჰოდა, მაინც მიდი სესი, შენკენ ვარ!
ძალიან გამიხარდა, რომ გამოჩნდი და დაგვიბრუნდი! ❤❤❤ ვატყობ ეს ისტორიაც ძალიან გემრიელი გამოვა და უდავოდ დაიკავებს ადგილს ჩემს რჩეულებში! ❤❤❤ გელი, საყვარელო! ❤❤❤

 


№25  offline მოდერი painter1

abezara98
ჰო, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბატონი კომსტანტინე ერთი მანიპულატორი კაცია და იცი, რა?! სესილია, შენს მხარეს ვარ! აწვალე ვაჟბატონი, მეტის ღირსია! მართალია, უნდა ეთქვა კოსტასთვის, რომ ორსულად იყო და ბავშვი არ ყნდა დაემალა, მაგრამ იფიქრა ვაჟბატონმა, მაშინ რა მდგომარეობაში იყო ქალი? იქნებ რა გაიგო, როგორ ეტკინა და მაგიტომ წავიდა! ჰოდა, მაინც მიდი სესი, შენკენ ვარ!
ძალიან გამიხარდა, რომ გამოჩნდი და დაგვიბრუნდი! ❤❤❤ ვატყობ ეს ისტორიაც ძალიან გემრიელი გამოვა და უდავოდ დაიკავებს ადგილს ჩემს რჩეულებში! ❤❤❤ გელი, საყვარელო! ❤❤❤

ვერ დაგეთანხმები კოსტასთან დაკავშირებით^^ მე ძალიან შემიყვარდა^^ მეორე კომენტარზე გიოასუხებ ❤️❤️

 


№26  offline წევრი Maia G.

რამოდენიმე დღის წინ ვფიქრობდი შენზე, ნეტავ ახალი ისტორიით არ გაგავანებივრებსთქო????
მანამდე ისევ ძველებს გადავიკითხავ,სხვა რა გზა მაქვს (ნეტავ მერამდენედ :D )
და აჰაა ძალიან გამახარე❤ მომწონს ისტორია,შენებურ ცეცხლს დაანთებ ვატყობ❤ვნახოთ რა უნდა აბა კოსტას.სესილი მაგრად დაუდექი❤❤ წავალ მეორე თავსაც ჩავაბულბულებ :D დანარჩენს იქ დავწერ❤

 


№27  offline წევრი ირო

ყოველთვის მახარებს შენი ნიკი.ვიცი რომ რაღაც საოცარს შექმნი.ვითმინე,ვითმინე მაგრამ მე8 თავამდე ძლივს გავქაჩე.საოცრება ხარ შენი საოცარი ისტორიებით,ემოციებით,ურთიერთობებს საოცარი სინაზით და სიფრთხილით ექცევი.რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო,როგორი გმირებიც არ უნდა შემოგვთავაზო.ყველას აქვს თავის დადებითი მხარე.

 


№28  offline წევრი Daldoni Daldoni

რა კარგიაა რომ აქ ხარ და ახალი ისტორიააა.. რამოდენიმე დღე არ შემოვსულვარ და ძალიან გამიხარდი თან ძალიან საინტერესო ისტორიით მოხვედი

 


№29  offline წევრი Nobodyelse

დავიწყე გამეორება. ამის დროც დადგა smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent