საქანელა (თავი 3)
შეცბუნებული ოთახში მყოფ ადამიანებს აკვირდებოდა -გაიცანი, ნიკოლოზი და მისი მშობლები, თემო და მაკა -მამუკამ გააცნო სტუმრები და დასხდომა შესთავაზა -ერთი წუთით -ცოტა ხმამაღლა დაიძახა მარიამმა და ყველა ყურადღება მიიპყრო -ეს არის ის პიროვნება, ვისზედაც უნდა გამათხოვოთ? -ხელით ნიკოლოზისკენ ანიშნა -მარიამ დამშვიდდი -მშვიდი გამომეტყველებით მიუახლოვდა ნიკოლოზი -ცოტახანში დავილაპარაკოთ -შენ უნდა იყო ჩემი ქმარი? ჩვენი კომპანიის ახალი პარტნიორი -ჩაეცინა, თითქოს რაღაცას მიხვდა -რა თქმა უნდა, ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიგეგმა არა? -მამუკას გახედა -კარგით, რადგან თამაშია ბოლომდე თამაში იყოს -მარიამი დუღდა, პანიკაში იყო, და რას აკეთებდაა თავადაც ვერ ხვდებოდა, თემოს და მაკას მიუახლოვდა -გამარჯობა, მე თქვენი შვილის მომავალი ცოლი ვარ, ალბათ იცით. ყველამ ხო ყველაფერი კარგად იცით -მზერა სხვებსაც მოავლო -მარიამ, ნიკოლოზი შენზე მესაუბრებოდა, მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით -თემო ფეხზე წამოდგა და იმდენად დიდი სითბო იგრძნო მარიამმა მისგან, რომ წამიერად დაავიწყდა რეალობა -მშვენიერია -გაეცინა და სავარძელზე დაჯდა -დაბრძანდით ნიკოლოზ, ფეხზე რატომ დგახართ -მიმართა მამაკაცს და მანაც მის გვერდით ადგილი დაიკავა მთელი საღამო საუბარში გაატარეს, თავდაპირველად ქორწილის თემაზე დაიწყეს საუბარი, ისე, რომ მარიამი არ ერთვებოდა დიალოგში, შედარებით მშვიდად, ფიქრებში სხვაგან იყო, როცა ნიკოლიზის ხელის შეხება იგრძნო -ხომ მეთანხმები? ქორწილის შემდეგ თაფლობის თვე საქართველოში, რომ დავგეგმოთ -როგორც გინდათ -უპასუხა და ოთახიდან გავიდა მისაღებ ოთახში მცირე ხნით სიჩუმემ დაისადგურა, გიორგი წამოდგა და დას უკან მიყვა, მამუკამ კი ბოდიში მოიხადა და სასაუბრო თემა შეცვალა -მარიამ, როგორ ხარ? -მარიამის საძინებელ ოთახში გიორგიც შევიდა -არ მომიახლოვდე და არ დამელაპარაკო -კარგად ხარ? -კართან ატუზულმა კითხა -მშვენივრად -ფანჯარასთან მდგომი მისკენ შებრუნდა -მეტი, რომ არ შეიძლება ისე -გთხოვ, ყველაფერი რიგზე იქნება -დამტოვე მარტო და აღარ მითხრა, რომ ყველაფერი კატგად იქნება თორემ ძალიან გაწყენინებ -ისევ ფანჯარაში დაიწყო ყურება, კარის ხმა გაიგო და მიხვდა, რომ გიორგი გავიდა -რა საშინელებაა, ქონების გამო გათხოვებდნენ უცხო მამაკაცზე, ნიკოლოზი... რას წარმოვიდგენდი ეს ნიკოლოზი თუ იქნებოდა, ღმერთო, მაგრად დამცინი ხო -ანერვიულებული ისტერიულად იცინოდა და ხელებს ისე ქნევდა, თითქოს ღმერთს პირისპირ ესაუბრებოდა -რას მიმზადებ გამაგებინე? ჯერ იყო და საშინელი მამა მყავდა, მთელი ბავშვობა მისგან, რომ ერთი წვეთი სითბო არ მიმიღია, შემდეგ იყო და ასეთმა კაცმა მიგვატოვა მე და დედა, მერე ჩემი საყვარელი ადამიანი წამართვი, თანაც ისე, რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ და ახლა? ახლა მეც აღარ ვიცი რაიქნება... -საწოლზე ჩამოჯდა -უკვე აღარ ვიცი რისთვის უნდა ვიბრძოლო, ანდა მერამდენედ უნდა წამოვდგე ფეხზე -ცრემლები მოიწმინდა და სარკეში თავის თავს შეხედა -შენიღბული ადამიანი ხარ, ყოველდღე სხვადასხვა ნიღაბს, რომ ირგებს, არც ერთი მეგობარი, რომ არ ჰყავს. მაინც არავის აინტერესებს და რეალური სახე მაინც ანახე, გული მაინც აღარ გეტკინება უარესად -თავის თავს სარკეში ესაუბრებოდა და მთელი გულისტკივილი გამოჰქონდა გარეთ, ტიროდა, ბოლოს როდის იტირა აღარც კი ახსოვს, ცოტახნით საწოლზე გადაწოლილი ჭერს უყურებდა შემდეგ კი, ერთი იდეა მოუვიდა, სასწრაფოდ გამოიცვალა კაბა და ჩანთა აიღო, სახლიდან ჩუმად გაიპარა, გასასვლელში მშობლების საუბარს მოკრა ყური -ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვები ერთმანეთს შეეჩვევიან -ნანას ხმა მოესმა, იცოდა, ეს მისი სიტყვები არ იყო და ამას გვერდზე მჯდომი მამუკას გამო ამბობდა, მაგრამ მაინც ძალიან ეტკინა გული. სახლიდან გავიდა და საჭეს მიუჯდა -დიდი ხანია არ მოსულხარ -ნაცნობი ბარმენი ღიმილით შეხვდა -ხო, რაღაც საქმეები იყო მოსაგვარებელი -გაუღიმა -სასმელს დამისხავ? -როგორც ყოველთვის? -როგორც ყოველთვის -გაეღიმა და გარემოს მოავლო თვალი. ხმამაღალი მუსიკა, საყვარელი ფერის განათება, მოცევავე სხეულები, ცოტა მოენატრა კიდევაც ეს ადგილი. რამდენიმე ჭიქა დალია და ოდნავ შვება იპოვა, სასმელი ტკივილს ვერ უყუჩებდა, უბრალოდ ცოტა შემსუბუქებაში ეხმარებოდა, საცეკვაოდ წავიდა და თვალებდახუჭული მოცეკვავე სხეულებს შეერია. ცოტახანში თავის ადგილს დაუბრუნდა, ახლა უბრალოდ ასეთ ხმაურში თავის თავთან განმარტოება სჭირდებოდა, მაგრამ გვერდზე მჯდომმა მამაკაცმა არ აცადა, მისკენ გადმოიხარა -იქნებ ის მაინც გეთქვა სად მიდიოდი, შენი მშობლები ნერვიულობდნენ -მოესმა ნიკოლოზის ხმა -შენ არ გეხება მე სად წავალ და სად არა, რაც შეეხება ჩემს მშობლებს მათთვის რაიმეს ახნას არ ვაპირებ -ისე უპასუხა, არც კი მიუხედავს გვერდზე მჯდომისთვის, ახლა მისი თავი არ ჰქონდა -კარგი, შენი ნებაა -მხრები აიჩეჩა და ისიც უხმოდ აკვირდებოდა გარემოს, თან ხელში მოქცეული ჭიქიდან სასმელს სვავდა -რამდენი ხანია რაც იცი ჩემს შესახებ? -ცოტახნის შემდეგ, ჩამწყდარი ხმით ჰკითხა -არც ისე დიდიხანია, იქამდე ვიცოდი სანამ ზურაბის კომპანიის პარტნიორი გავხდებოდი -ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი იყო ხო?- გაეცინა და სასმელი დალია -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია მარიამ -მამაკაცი მისკენ შებრუნდა -აუცილებლად გაიგებ და ყველაფერს მიხვდები, მანამდე კი უბრალოდ გთხოვ, რომ ისეთი რაღაც არ გააკეთო, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდება -სანანებელი გამიხდება? -ჩაეცინა -ჩემი ოჯახი ისე მყიდის თითქოს ადამიანი კი არა, რაღაც ნივთი ვიყო. ვიცი რომ რაღაც ხდება, ვიცი, რომ რაღაც სერიოზულია, მაგრამ საკუთარი შვილის ასე გამოყენება? ასე გაყიდვა? -მამაკაცს ტკივილნარევი ღიმილით გახედა -ადრე თუ გვიან შემთხვევით თუ ძალით გავიგებ რას მიმალავთ ყველა, ჩემთვის კი არა მთავარია თქვენთვის არ გახდეს სანანებელი -გაუღიმა და ჩანთა აიღო, ფული გადაიხადა და გასასვლელისკენ წამოვიდა -სახლში გაგიყვან -ნიკოლოზი დაეწია და კარებში გაატარა -საჭირო არ არის, მანქანით ვარ -ნასვამი ხარ -დიახ, ისევე, როგორც შენ -ასეთ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დაჯდები -ჩემზე ნუ დარდობ ნიკოლოზ, თავს როგორმე ვუშველი -მარიამ, ნება მომეცი გაგიყვანო -მანქანასთან მდგომ მარიამთან მივიდა და მძღოლის მხარეს გაღებული კარი დაახურინა -ნიკოლოზ, თავს გავართმევ კარგი? შეგიძლია ეგ როლი მოიშორო და უბრალოდ შენს გზაზე წახვიდე -გაბრაზებულმა კარი კვლავ გამოაღო და სწრაფად ჩაჯდა -1 კვირაში ქორწილი გვაქვს -იცოდა აზრი არ ჰქონდა მარიამთან დავას, ამიტომ მანქანაში მჯდომს ფანჯრიდან მიაძახა -არაჩვეულებრივია, რაც მალე მით უკეთესი-თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანა დაქოქა ნელა მიდიოდა, გზა თითქმის ცარიელი იყო. 1 კვირაში ქორწილი უნდა ჰქონოდა, ყალბი და უსიყვარულო ქორწილი, იმ ადამიანთან ერთად უნდა ეცხოვრა, რომელსაც კარგად არც კი იცნობდა. ის უფრო სტკენდა გულს ასეთი უსუსური, რომ იყო. თავის პირობას ვერ ასრულებდა მამის ახირებების გამო. ბოლო პერიოდში მეტად ემოციური გახდა, აქამდე თუ ღრმად მალავდა ყველაფერს, ახლა ყველაფრის გამოტანა სურდა გარეთ. *** -საბაა, სად მივდივართ? -საჭესთან მჯდომ საბას გახედა, რომელმაც სხვა მხარეს გადაუხვია -სიურპრიზია -კი მაგრამ ქალაქიდან გავდივართ -მარიამმა გარემოს თვალი მოავლო -არ ინერვიულო, ხომ მენდობი არა? -ღიმილით გახედა გვერდზე მჯდომ საყვარელ ქალს და ხელი ჩაჭიდა... იმ დღეს დიდი ხნის წინ დაგეგმილ ბაკურიანში წავიდნენ, სადაც ერთად დასვენებას აპირებდნენ. -საბა, დედაჩემი? ინერვიულებს -შუა გზაში იყვნენ, როცა მარიამმა ტელეფონის ძებნა დაიწყო -ნუ ღელავ, ყველაფერი მოვაგვარე -რას გულისმხობ? -ნანას ველაპარაკე და ყველაფერი მოვაგვარე -დედაჩემი დაგთანხმდა? -კი, ძლივს მაგრამ მაინც დავითანხმე -მიყვარხარ -ლოყაზე აკოცა და ბედნიერმა გააგრძელა გზის ყურება *** -მარიამ მოხვედი? -კარებში მდგარ მარიამს ნანა შეხვდა -კი -წარსულიდან რეალობაში გამოერკვია -კარგად ხარ? -თვალებზე ეტყობოდა ნანას ტირილის კვალი, გული სტკიოდა შვილს ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა და ვერაფრით ეხმარებოდა. მარიამი ვერასოდეს უმხელდა დედამისს თავის გრძნობებს, ამიტომ ნანა მუსმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდა შვილის ტკივილს, ბევრჯერ სცადა დალაპარაკება, მაგრამ მარიამს არასოდეს ჰყოფნიდა სათანადო გამბედაობა, ამიტომ ისევ და ისევ მარტო რჩებოდა ხოლმე თავის წუხილთან, თანაც იმდენად იყო უკვე მიჩვეული, რომ აღარც ჰქონდა სურვილი ვინმესთვის რაიმე ეთქვა. -დედა, ყველაფერი კარგად იქნება, ეს ამბავიც ერთხელ აუცილებლად დასრულდება და შემდეგ კი საბოლოოდ, თავისუფლად გავაგრძელებთ ცხოვრებას -მარიამ, არ მინდა ასეთ მდგომარეობაში გხედავდე -მე კარგად ვარ -გაუღიმა -და ჩემს გამო არ ინერვიულო თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაწვა. ‘’ყოველდღე ვცდილობ ძალა აღვიდგინო და ახალ დღეს გავუმკლავდე, ვხვდები, რომ ძალა აღარ მყოფნის, ცოტა დავიმუხტები ენერგიით, სიცოცხლე მიხარია და მოულოდნელად იმაზე მეტად მძიმე და რთული პრობლემა მატყდება თავს ვიდრე წინა იყო. სანამ საბა ცოცხალი იყო, ყოველთვის ის მაძლევდა ძალას, როდესაც ჩემს ტკივილზე ვუყვებოდი ყოველთვის მიმსუბუქებდა მისი სიტყვები, ჩახუტება და მოფერება, მაგრამ ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩემს გვერდით აღარ არის’’. -დღიურში ჩაწერა, რომელიც ბოლოს როდის გადაშალა აღარც ახსოვს, ეცადა ფურცელზე გადმოეტანა თავისი წუხილი, გაახსენდა, რომ საბასთან ერთად გატარებული დღეები ამ დღიურში ჰქონდა აღწერილი და ძლივს გადაშალა ოდნავ გაყვითლებული ფურცლები. *** -საბააა, გაჩერდიიიიი -კოჭებამდე თოვლში წინ მირბოდა და საბასგან ნასროლი ყველა გუნდის აცილებას ცდილობდა -მაინც დაგიჭირეეე -დაეწია და ხელები წელზე შემოხვია -ახლა იცი რას ვზავთ? -მის ხელებში აფართხალებულ გოგოს ღიმილით უთხრა -არა, ოღონდ ეგ არაა -იკივლა ბოლო ხმაზე, მაგრამ ბოლოს მაინც თოვლში ჩაფლული აღმოჩნდა -მოდი აგაყენო -თოვლში უმოძრაოდ მყოფ მარიამს სიცილით დახედა და ხელი გაუწვდინა. უნდა წამოეყენებინა რაღაც ძალამ ისიც მარიამის გვერდით თოვლში, რომ ჩააგდო -რა გეგონა, ასე ‘’მშრალი’’ გამოხვიდოდი? -სიცილით უთხრა და საბას გახედა, რომელიც სახით ცას უყურებდა. თოვდა იმ დღეს, ცოტახნით ასე იყვნენ და თოვლში ჩაფლულები ფიფქების ცვენას უყურებდნენ -გავცივდებით, ავდგეთ, თორემ ნანა მოგვკლავს-წამოდგა საბა და მარიამსაც დაეხმარა -ძალიან ცივა, იქნებ სასტუმროში დავბრუნდეთ? -კარგი -ხელი ჩაკიდა და სასტუმროში წავიდნენ *** მარიამმა დღიური დახურა, აღარ შეეძლო კითხვა გაეგრძელებინა, ტანსაცმლიანად შეწვა საწოლში და წარსულს კადრებად იხსენებდა, როდის ჩაეძინა არ ახსოვს. მომავალი ერთი კვირა მალე გავიდა, ყველა ქორწილის სამზადისში იყო ჩართული, გარდა მარიამისა, რომელიც მშობლების მიერ არჩეულ კაბას, დეკორაციებს, ყვავილებსა და ადგილებს ან ‘’კით’’ პასუხობდა ან ‘’არათი’’. ნიკოლოზის მშობლებმაც იცოდნენ რეალურად რა ხდებოდა, ამიტომ თავის ბედნიერად მოჩვენებას არ აპირებდა და ყველაფერს გულწრფელად ამბობდა. ქორწილის დღეს დილით ადრე გაიღვიძა, საკიდზე ჩამოკიდებულ კაბას თვალი შეავლო, ფანჯარასთან მივიდა და ქაოსში გახვეულ თბილისს გახედა. ‘’ამდენი ხნის შემდეგ უეცრად ძალიან მომინდა რაღაც დამეწერა, გადავშალე დღიური, გუშინდელ ჩანაწერს თვალი გადავავლე, ფანჯარაში ვიყურები, დღევანდელი დღე ერთ-ერთი ახალი ეტაპი იქნება ჩემს ცხოვრებაში, წინ კიდევ რამდენი რამ მელის ვინ იცის, ღმერთი ხო ჩემს გამოცდას არასოდეს წყვეტს’’ -გაეცინა -‘’საერთოდ კი არსებობს ღმერთი? ის ვისაც ვესაუბრებით, ის ვისაც მადლობას ვუხდით ან დატანჯულები ვსაყვედურობთ, ის ვისიც ძალიან ბევრს სჯერა და ბევრსაც არ სჯერა. რატომ არის ყველაფერი ამდენად რთული? რატომ რჩება ადამიანს ძალიან ბევრი რამ მიუღწეველი, რატომ სჭირდება ყოველთვის ძალიან ბევრი შრომა და რატომ უწევს ბევრი ადამიანის დაკარგვა მიზნის მისაღწევად? და ამავდროულად, როგორ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც დაბადებიდანვე მიზნის მისაღწევად შრომა კი სჭირდებათ, მაგრამ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ... წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, ერთი შედარებით შეძლებული ოჯახიდან, მეორე კი მცირე შესაძლებლობებით, ორივე აღწევს თავის მიზანს, მაგრამ ერთს შედარებით მეტი ენერგია, წვალება და შრომა სჭირდება, მეორეს კი ნაკლები, ღმერთის წინაშე კი, ყველა თანატოლები ვართ, რატომ ან როგორ? მაგრამ, დავტოვოთ ეს ასე, პასუხს თუ ვიპოვი აუცილებლად გეტყვით... ახლა კი ჩემი ბედნიერი დღე, ცოტახანში მზად ვიქნები ალბათ, მე ხომ საერთოდ არმინდა ეს დღე და განსაკუთრებულადაც არ ვემზადები, შემდეგ ჯვრის წერა, პატარა წვეულება და ყალბი სახეები ყალბ ადამიანებში, მერე დასრულდება ეს მარაზმი და ისევ ისე განგავრძობ ცხოვრებას, როგორც მანამდე ოღონდ მცირედი ცვლილებებით. უკვე იმდენად მტკივა გული, რომ ამ ყველაფრის აღქმა მიჭირს და მგონია, რობოტად ვიქეცი, უბრალოდ მეშინია ერთ დღესაც არ ჩამოიმსხვრეს ჩემს გარშემო აღმართული კედელი და უბრალოდ არ გავგიჟდე, მაგრამ ამის სიმძაფრესაც ვეღარ აღვიქვამ, სულ ესაა...’’ დღიური დახურა თუ არა, კარებზე ნანამ დააკაკუნა და ოთახში შევიდა -ხომ იცი, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ უარი თქვა? -საკუთარი ქორწილიდან გაქცევას მთავაზობ?-გაეცინა -იცი რასაც გეუბნები -არ მინდა დედა, რას ვიზამ მაგით? ვინმეს ზიანი მოვუტანო? ხო იცი რისი გამკეთებელიცაა მამუკა? ამიტომ ნუღარ მეუბნები მასეთ რაღაცეებს, ისედაც ძლივს ვეგუები ამას -ჩემს გამო შენ წირავ თავს, არ მინდა ასე ხდებოდეს -ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა სარკეში თავის თავს აკვირდებოდა, ძლივს უტყდებოდა თავს იმაში, რომ ეს საპატარძლო კაბა და ნაზი მაკიაჟი თავის თავზე ძალიან მოსწონდა, რამდენიმე წუთი ასე გაატარა, არ იცის რატომ, მაგრამ საშინლად ნერვიულობდა. -ყველა შენ გელოდება, მზად ხარ? -ოთახში გიორგი შემოვიდა -ძალიან ლამაზი ხარ მარიამ-შეათვალიერა თავისი და და ოდნავ გაეღიმა -რაც არ უნდა იყოს ძალიან გიხდება მადლობის მეტი ვერაფერი მოიფიქრა, ოდნავ გაუღიმა ძმას და ხელი ჩაჭიდა, ოთახიდან გავიდა თუ არა, საკუთარ ოთახს თვალი მოავლო, ერთადერთი ადგილი იყო, რომელიც თავს მშვიდად აგრძნობინებდა, ერთდროულად რამდენ რამეს იტევდა იასამნისფრად შეღებელი კედლები მხოლოდ მან იცოდა. მთელ სახლში იყვნენ სტუმრები გადანაწილებულები, ოთახიდან გიორგისთან ერთად გავიდა, მისაღები ოთახისკენ მიდიოდნენ და თან ნაცნობ თუ უცნობ სტუმრებს ძალაუნებურად უღიმოდა -ნიკოლოზ -გიორგიმ ჩაახველა და წინ მდგომს შეხედა, უკვე რამდენჯერმე ჰყავდა კლასიკურ ფორმაში ნანახი, მაგრამ დღეს უფრო სიმპატიური მოეჩვენა -ძალიან ლამაზი ხარ, მარიამ -შენც კარგად გამოიყურები ნიკოლოზ შეკრებილი ხალხი ეკლესიისკენ დაიძრა, სადაც უსიყვარულოდ იწერდნენ ჯვარს, მოძღვარმა მთელი გულით უსურვა ბედნიერება, მარიამმა თავის თავს შორიდან შეხედა და საშინლად ჩაეცინა, ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც გეგმავდა, მაგრამ ცხოვრება ხო მუდმივად ქაოსურად დაგვტრიალებს თავს და ზუსტად ისეთი რამ გვატყდება თავს, ანდა ისეთ რამეს ვაკეთებთ რაზეც ვამბობდით, რომ არასოდეს ვიზავთ, აი ესაა ცხოვრების შინაარსი რამდენიმე სიტყვით. რესტორანში წაᲕიდნენ, სადაც მთლიანი დარბაზი ჰქონდათ დაკავებული, ის დეკორაციები ეცნო, რომელიც თავად შეარჩია ‘’კის’’ და ‘’არას’’ პასუხით, ერთადერთი რაც სურდა ის იყო, რომ მაქსიმალურად ცოტა ხალხი ყოფილიყო და მადლობელი იყო, რომ ეს გაითვალისწინეს, მთელი ყურადღება მათკენ იყო მოქცეული და ყველა გაფაციცებით აკვირდებოდა მათ მოძრაობას. მთელი ქორწილის განმავლობაში ასე უბრალოდ ვერ ისხდებოდნენ, ამიტომ ნიკოლოზმა ცეკვა შესთავაზა -ვიცეკვოთ? -ხომ იცი, რომ უარს გეტყვი? -ღიმილით გახედა გვერდზე მჯდომს -2 საათია რაც ჩვენს დაქორწინებას აღნიშნავენ და ყველა ჩვენს ‘’გამოჩენას’’ ელოდება, ასე რომ უაზრობების გარეშე -ადგა და ხელი მკლავზე მოკიდა -რას აკეთებ? -უნდა ვიცეკვოთ, ჩემო საყვარელო მეუღლევ -არ მინდა ცეკვა -ადგა და ძალაუნებურად, წუწუნით გაყვა -მოთმინება მეც მაქვს -უთხრა და საცეკვაო მოედანზე გაიყვანა -დავიღალე მუდმივად შენი საყვედურებით და წუწუნით -ხელები წელზე მოხვია -მართლა? მერე რას უცდი, წადი, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება -ხო არაა? -გაეცინა და ოდნავ ჩაბნელებულ დარბაზში მუსიკას აყოლილი სხეული რამდენჯერმე დაატრიალა -მაგას ვერ ეღირსები, ჯერჯერობით მაინც -რა სამწუხაროა -სერიოზული სახით თქვა მარიამმა -ნუ ნერვიულობ, მეც არ ვარ აღფრთოვანებული შენით და გულზე დიდად არ მეხატები - ერთმანეთს კარგად გავუგებთ -მხრებზე დაწყობილი ხელები რამდენჯერმე შეუმჩნევლად ძმაკაცივით დაარტყა და გაუღიმა ცეკვას მორჩნენ თუ არა სტუმრების ტაშიც მოჰყვა, ნეტავ სცოდნოდათ რა ხდებოდა სინამდვილეში. მარიამს თავისი მეჯვარეე ელენე, რომელიც გიორგის ახლო მეგობარი იყო თავიდანვე ძალიან მოეწონა და სიამოვნებით გაიცნო ნიკოლოზის ძმაკაცი და მეჯვარე დაჩი, ამიტომ ქორწილის განმავლობაში მათთან საუბარში ირთობდა თავს, როცა მარიამმა თავისი და ნიკოლოზის სახელები გაიგო, რომელთაც მათთან იხმობდნენ -ახლა ერთმანეთს უნდა ვაკოცოთ -უთხრა ნიკოლოზმა როცა ტორტის გასაჭრელად გაემართნენ -არც კი გაბედო -ყველა სტუმარი კოცნას ელოდება -ირონიულად გაუღიმა -მაშინ უბრალოდ ლოყაზე მაკოცებ ნიკოლოზმა ამოიოხრა და უკან მიჰყვა -გემრიელად მიირთვი -უთხრა ნიკოლოზმა ჩუმად და ტორტის ნაჭერი ხელით პირთან მიუტანა -ცოტა ფრთხილად, დავისვრები სიტყვის თქმა არ დააცადა, მარიამის ტუჩებს რაღაც რბილი რომ შეეხო და სუნთქვა შეუკრა, გულის ცემა მეტისმეტად აუჩქარდა, დაბნეულს კი სადღაც შორიდან ისევ იგივენაირი ტაშის ხმა მოესმა... მესამე თავი. რამდენიმე დღის წინ უნდა დამედო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელი.. ბოdიში ასეთი დაგვიანებისათვის და ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.