...რომ არ უნდა გიყვარდეს (22 თავი)
ტელეფონი მოვიმარჯვე ლილესთან დასარეკად, მინდოდა მეთქვა სტუმრად რომ მივდიოდი. ვიდრე ნომერი მოვძებნე, ეკრანზე მისი ზარი აციმციმდა. - გულმა გიგრძნო გადარეულო? ახლა ვრეკავდი შენთან. - თაკო, დიმა შენს გვერდითაა? - შეშინებული ხმა ქონდა. - არა ! რაიყო ლილე, რა ხმა გაქვს? - სწრაფად მოდი ჩემთან ! - მითხარი რა ხდება, თორემ გზაში გული გამისკდება ! - ნიკას ეხება. დიმას ჯერ არაფერი უთხრა. - ახლა რა ჯანდაბა უნდა ? - ბოლომდე მეც ვერ გავიგე, მაგრამ მგონი, კარგი ნამდვილად არაფერი. რომ მოხვალ გაჩენებ და თვად უფრო მიხვდები. მასთან რომ მუშაობდი იმდროინდელი ამბავია. - ეგ ადამინი თავად ითხოვს, რომ მოკლან ! სწრაფად მოვემზადე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მასთან. გულამოვარდნილი მივდიოდი და ვფიქრობდი, რა მოუშორებელი ჭირი გახდა ეს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში. ვხვდებოდი, კიდევ ერთი მძიმე დღე მელოდა და ამის გაზრებაზე გონება, მთელს სხეულში უსიამო ტალღებს გზავნიდა. მანქანას ზუსტად ისე მივაქროლებდი, როგორც ჩემი ქმარი გაბრაზებულზე და თუ აქამდე ვერ გამეგო, რატომ იქცეოდა ასე, ახლა ნამდვილად მივხვდი- ბრაზის ჩახშობას, მოზღვავებული ადრენალინით ახერხებდა. თუმცა, იმ მომენტში ესეც ვერ მშველოდა, ვერ ცვლიდა იმ ფაქტს, წინ დიდი პრობლემა, რომ უნდა დამხვედროდა. როგორც იქნა მივაღწიე ლილეს კორპუსამდე. სწრაფად დავამუხრუჭე და სადარბაზოში გავიქეცი. ლიფტი დაკავებული დამხვდა. მოთმინება არ მეყო დავლოდებოდი. ექვსი სართული სირბილით ავიარე. კარზე დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი ისე გამიღო. ჩარჩოს მიყრდნობილი, გულამოვარდნილი ვსუნთქავდი. - გოგო, როგორ დაატარებ მანქანას ხოარ შეიშალე? საბურავების ხრჭიალი აქ მომესმა. - შევიშალე ! რა ხდება ლილე, რატომ არ მაცდის ეგ უნამუსო მშვიდად ცხოვრებას? - შემოდი, ამოისუნთქე და გაჩვენებ. ძლივს შევლასსლასდი მისაღებში. სავარძელში ჩავესვენე. ცოტა რომ მოვსულიერდი ლილემ ლეპტოპში თავის მეილი გახსნა და ნიკას მიერ გამოგზავნილი საბუთები მაჩვენა. როგორც ჩანს ჩემთან გამოგზავნა ვერ გარისკა ივარაუდა, რომ დიმა ნახავდა. საბუთების შინაარსი, რომ წავუკითხე და ყველა გვერდის ბოლოს ჩემი ხელმოწერა ვიცანი, სულ ბოლოს კი წარწერა „დარწმუნებული ვარ მიხვდები ეს რას ნისნავს“, თვალებში დამიბნელდა. - ეს რა ჯანდაბა ! ეს რა ჯანდაბა ! რა უნდა ვქნა ახლა ?! - ისეთ ხმაზე ვიკივლე, მოულოდნელობისა და შიშისგან ლილე შეხტა. - რა იყო გოგო, რა წერია, რა საბუთია ამისთანა? - ის რაც თაღლითობის ბრალდებით, მინიმუმ ექვსი წლით ციხეში გამომკეტავს. ლილემ ფერი დაკარგა, მოწყვეტით დაეშვა დივანზე. მეც გვერდით მივუჯექი, სახე ხელებში ჩავრგე და მთელი გონება დავძაბე აზრების მოსაკრებად და რაიმეს გასახსენებლად. ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით. მხარხე ხელის მოხვევა ვიგრზენი, გავსწორდი და მის აცრემლებულ, შეშინებულ თვალებს შევხედე. - თაკო, შენ ხომ ამას არ გააკთებდი ? - არც გამიკეთებია ! - აბა, როგორ აქ ეს საბუთები, ამ არაკაცს? - ზუსტად ვერ გეტყვი. ფქტია მოტყუებით მაქვს მასზე ხელი მოწერილი, მაგრამ როდის, რანაირად არაფერი არ მახსოვს ლილე. ყველა საბუთს წაკითხვის შემდეგ ვაწერდი ხელს და ეს არ გამომრჩებოდა არ არსებოს. რა ნა******ია ! - რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. ხომ შეგიძლია შენი სიმართლე დაამტკიცო? - რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ ამას პროფესიით იურისტმა გაუაზრებლად და შემთხვევით მოაწერა ხელი ლილე? - იქნებ დაიჯეროს. ხომ არსებობს შეცდომა, თუ რაღაც ასეთი მიდგომა? - თაღლითობა სამსაურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებით, არ არის მარტივი ბრალდება ლილე. თან მარტო ჩემი ხელმოწერა აქვს. მაგ გარემოების დამტკიცებას ვერ შევძლებ. - ვერ დავიჯერებ, რომ რამის პოვნას ვერ შეძლებ ! - ალბათ შევძლებ კიდეც, მაგრამ იცი, როგორ გაიწელება დროში? იმ სკანდალს სად გავექცევი რაც ამას მოჰყვება. ახლა შეიძლება მართლა გავგიჟდე. ვერაფერს ვერ ვიხსენებ, ვერც იმას ამას როდის მოვაწერე ხელი. - რაში დასჭირდა მაგ ნაგავს, ვერ ვხვდები ! - თარიღის მიხედვით, ეს საბუთები ერთ წელზე მეტია რაც აქვს. ანუ მაშინ დიმასთან არანაირი საერთო არ მქონდა. ფაქტია ჩემი ციხეში გაშვება არ უნდოდა, სხვა მიზნებისთვის ჭირდებოდა, თორემ მანამდე გააკეთებდა ამას. - რა მიზნებისთვის თაკო? - ზუსტად თქმა რთულია. ბევრი შეიძლება იყოს. ახლა პირველი რაც თავში მომდის შანტაჟია. მაგრამ რისთვის? კარგი ახლა გასაგებია მაგრამ მაშინ რისთვის ამას ვერ ვხვდები. - რაღა აზრის აქვს მაშინ რა უნდოდა. ახლა იყენებს და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. - მაშინდელსაც აქვს მნიშვნელობა და მგონი ახლა ვხვდები, რატომ არ მეუბნება დიმა ბოლომდე სიმართლე. ნამდვილად ამ ამბებთანაა ეს სიმართლე კავშირში. - დიმას, ხომ ეტყვი? - ღმერთო, რა მე შველება ! - ამოვიოხრე და საზურგეს მივეყრდენი. - ვეტყვი ლილე, ვეტყვი. მანამდე კი ორგანულად ომისთვის უნდა შევემზადო. დამთავრდა ჩემი მშვიდი ცხოვრება, თუ მშვიდი ერქვა. - ნერვები მახრჩობს, ისე მინდა მისი გაგუდვა. - მეც ! ახლა ვხვდები რა გრძნობაა, როდესაც თავს ვეღარ აკონტროლებ და ვიღაცის მოკვლა გინდა. - როგორ ახერხებ, ასეთი მშვიდი და აუღელვებელი გამომეტყველება გქონდეს ასეთ დროს. - პირველად ხომ არ მხედავ ასეთს ? ! - არ გხედავ, მაგრამ მაინც ყოველჯერზე მიკვირს. - სამაგიეროდ შიგნიდან მჭამს ლილე. - რა ვქნათ ახლა ? - მის ულტიმატუმს დაველოდოთ. - რა ულტიმატუმს? - ისე იყო დაბნეული ვერაც აზროვნებდა მგონი. - მოდი ახლა საჩვენოში. შენი აზრით ამ საბუთებს მარტო, იმიტომ გამოგზავნიდა, რომ ჩემთვის უბრალოდ გეჩვენებინა? აუცილებლად ექნება შემოთავაზება. იმედი მაქვს ის არა რაც, მე მგონია. - რა ? - დაველოდოთ ! უკვე საკმაოდ ბნელოდა. ლილეს ვთხოვე განათება ჩაექრო. ასე, სიბნელეში უხმოდ ვიჯექით და ვფიქრობდით. ის ალბათ უფრო დარდობდა და თავში ამ ამბის რამდენიმე, ყველაზე ცუდი გაგრძელება წარმოიდგინა. მის ჩუმ ამოსლუკუნებაზე ვხვდებოდი. მე კი სადარდელად არ მეცალა. გამოსავლის პოვნის ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე გონებაში. ყველა მუხლი და ქვეთავი გავიხსენე, თუმცა „სამართლის ზეიმი“ საკმაოდ შორეულ ოცნებაშიი მესახებოდა. თანაც ამ საბუთების არსებობიდან დიდი დრო იყო გასული, თან არაფერი მახსოვდა. ამ ეტაპზე ხელჩასჭიდი არ ჩანდა. მიუხედავად ამ უზარმაზარი პრობლემისა ყველაზე მეტად დიმას რეაქციის მეშინოდა. ჩემთან ერთად მის ცხოვრებასაც თავდაყირა დააყენებდა ეს ამბავი. თავს შეაკლავდა ამ პრობლემის მოგვარებას. არ დაუშვებდა ჩემთვის რამე დაეშავებინა და კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებდა. ვერც გავამტყუნებდი... გონება ლამის გადამეწვა, ამდენი ფიქრით... - ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, რისთვის ვისჯები ის მაინც ვიცოდე? მაცადონ მასთან ყოფნა.- ჩემი ფიქრი ხმამაღლა ამოვთქვი და თვალზე ეული ცრემლიც გადმოგორადა. პრობლემების დროს არასდროს ვტიროდი პირიქით, გული მიქვავდებოდა და ყველას გასაკვირად უემოციო ვხდებოდი. თუმცა ამჯერადაც, ისევ ჩემმა ქმარმა მოახერხა ჩემი ატირება. მარტო მასთან და მის გამო თუ ვისლუკუნებდი. ლილეც ამყვა და ცოტახანს ორ ხმაში მოვთქვავდით. მერე ერთმანეთს ვაწყნარებდით. ისევ სიბნელე და სიჩუმე... ლილეს ტელეფონის ეკრანმა გაანათა. დახედა, უცებ წამოხტა განათება ჩართო და გაფართოვებული თვალებით მითხრა: - თაკო, ისაა. რა ვქნათ? - დარწმუნებული ვარ ჩემთან რეკავს და მე ვუპასუხებ. - ხმამაღალზე ჩართე რა ! აუღელვებლად გამოვართვი მობილური, გავაგონე და ძალიან მშვიდი ტონით ვუპასუხე. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ქვეყნად შენისთანა სარეველები თუ არსებობდნენ. - როგორც ჩანს საქმის კურსში ხარ ! - ირონიული ტონმა გაიჟღეღა და სისხლმა ტვინში ამასხა. - ხომ იცი, რომ ამისთვის პასუხს აგებ ! - ნუ მემუქრები ! ყოფილიყავი ჩემს გვერდით და არ მოგიწევდა ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა. - იქნებ ეგ ცარიელი თავი გაარყიო და მიხვდე, შენს გვერდით ყოფნას ყველაფერი, რომ მირჩევნია. - ხოდა გერჩივნოს ! - მაგის სათქმელად დარეკე? - არა ! - რათქმაუნდა ! დარწმუნებული ვარ, რაღაც სიბინძურე გიტრიალებს თავში. - უნდა შემხვდე და გეტყვი რაც მინდა ! - შეიშალე ხო? - თაკო, უნდა შემხვდე თორემ ეგ საბუთები იქ აღმოჩნდება სადაც საჭიროა ! - ასეთი ნაგავი, როგორ ხარ ?! - შენი ბრალია. არც გაბედო შენს ქმარს რამე უთხრა, თორემ იცი, რასაც გავაკეთებ. მარტო მოდი! - დღეს არ არსებობს, ვერ მოვახერხებ ! დიმა მიხვდება . - ნუ მატყუებ. ვიცი, სადაც არის ! - დღეს არა-მეთქი გითხარი ! - კარგი. ამ ერთს დავთმობ. მისამართს მოგწერ და ხვალ დილის ათ საათზე მოხვალ. - კარგი ! - იცოდე, არაფერი დააშავო, არავის უთხრა და მარტო მოდი, თორემ ყველაზე დიდი საშინელების ჩადენა შემიძლია ! დღეს, ჩემ ძებნასაც აზრი არ აქვს, არ გეგონოს მიპოვით და ამით რაიმე შეიცვლება. უბრალო შეცდომასაც არ გაპატიებ. - ქალთან მუქარა გეხერხება ხო? ლაჩარაო! - ეს მუქარა არა, გაფრთხილებაა ! ზუსტად ათზე მოხვალ ! გავუთიშე და აკანკალებული სხეულის დამორჩილება ვცადე. - თაკო, რა ვქნათ ახლა ? - გაბზარული ხმა ქონდა ლილეს. - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა, ჩემი ტვინი არ მუსაობს . ცოტახნით უნდა დავფიქრდე. - მასთან შესახვედრად ხომ არ წახვალ? - ლილე, ვერ გაიგე რა მითხრა? ვერ ხვდები, რომ არ წავიდე რას გააკეთებს? - დიმას არ ეტყვი? - როგორ დამემუქრა ინ ნაბ*****ი ! - თაკო, ხომ იცი, მასთან შესახვედრად მარტო თუ წახვალ არასდროს გაპატიებს. - ვიცი და მარტო წასვლას არ ვაპირებ. ამას ვერ დავუმალავ. - ნეტა ყველაზე დიდ საშინელებაში რა იგულისხმა ? - რავიცი, მის ბოროტ არსებას რას გაუგებ. იმაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს დამიშავებსა, რასაც ახლა, დიმასთვის ამ ამბის დამალვას შეუძლია. - მეშინია თაკო ! - ყველაფერს მოვაგვარებთ ! როგორ არ მინდა მისთვის დასვენების ჩაშლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ეგ საბუთები მეილზე ჩამიგდე და საგურამოში წავიდეთ. - ნასვამი, რომ იყოს ? - არაუშავს. მაინც საღ გონებაზეა ხოლმე. - კარგი ! ხუთ წუთში საგურამოს გზას ვადექით. ისევ ჩუმად და ისევ ფიქრებში. გაორებული აზრები მქონდა ერთი მთხოვდა მეთქვა, მეორე კი უკან დაბრუნებას მირჩევდა. თითოს, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ცოტახნის წინ გადატანილ ნერვიულობას ვაბრალებდი. ჭიშკარი ღია დამხვდა. სწრაფად შევიყვანე ეზოში მანქანა და სახლისაკენ თითქმის სირბილით წავეედით. კარებში დიმა და ზურა შეგვეგებენ. უფრო სწორად გადაგვიდგნენ. სახლიდან მხიარული ხმები გამოდიოდა. სახე წაეშალათ ჩვენს დანახვაზე. - ამ შუაღამეზე აქ რას აკეთებთ? - აღელვებული ხმით გვკითხა ზურამ. - საქმე გვაქვს. სახლში შევიდეთ. - ვუპასუხე და მათთვის გვერდის ავლა ვცადე. - სხვაგან წავიდეთ და ვისაუბროთ. - ისევ ზურას ხმა - ზურა რა ხდება? - ჰკითხა ლილემ ეჭვის შემცველი ტონით და მეც ნამდვილად საეჭვოდ მომეჩვენა მათი ქცევა. სახლიდანაც კაცისთვის არადამახასიათებელი სიცილის ხმა შემომესმა. - თაკო, გთხოვ არ შეხვიდე ! - სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ჩემს ქმარს. - დიმა, რა ჯანდაბა ხდება შიგნით? - გთხოვ თაკო, სწორად ვერ გაიგებ ! - ნუ გამაგიჟებ ახლა ! სიტყვა დავასრულე, მათ შორის გაძრომა მოვახერხე და მისაღებში აღმოვჩნდი. ადგილზე გავხევდი. ჩემს დანახვაზე ბიჭებს სახე შეეცვალათ და ფეხზე წამოცვივდნენ. გოგონები კი გაკვირვებული მიყურებდნენ. ლილეც გვერდით ამომიდგა. ერთხანს უხმოდ ვიდექით. გუგას თვალები ბოდიშებს მიხდიდა და თითქოს უთქმელად რაღაცას მიხსნიდა. იმაზე მეტი თავზარი დამეცა ვიდრე საბუთების დანახვისას. ისიც დამავიწყდა, რის სათქმელადაც მივედი. უცებ თავბრუ დამეხვა და კიბის სახელურს დავეყრდენი. ძლიერმა ხელმაც არ დააყოვნა და მკლავში მომეჭიდა. უკან მივიხედე, სხვა ვინ იქნებოდა... - სულ რაღაც ათი დღის წინ აქ, ჩვენს ბედნიერ მომავალზე ვოცნებობდით. როგორ შეგეძლეო? კიდევ ერთხელ დაკვირვებით მოვავლე თვალი ოთახს, რაღაც დეტალები გაუაზრებლად დავიმახსოვრე და კარებისკენ წავედი. ზურგს უკან ძლიერი გარტყმის ხმა შემომესმა. ლილეს ხელი, მთელი თავისი დიდებულებით, ალბათ დიდხანს იქნებოდა აღბეჭდილი ზურას სახეზე. - თაკო არასწორად ფიქრობ ! - მომესმა დიმას ხმა ეზოში რომ გავედით. - მომეცი უფლება, აგიხსნა ! - ფაქტი სიტყვებზე უკეთ მეტყველებს ! - ისე ვუპასუხე არც შევბრუნებულვარ. - ზოგჯერ გვატყუებს ის რასაც ვხედავთ ! - დამეწია და წინ გადამიდგა. - არ გაბედო ჩემი შეჩერება და არც უკან დამედევნო . - მე თვითონ გამიკვირდა ისეთი მკაცრი ხმა მქონდა. - გიშვებ ! ოღონდ გთხოვ, ჩემს მიმართ უკანასკნელ ნდობას, უკანასკნელ ძალას მოუხმე და დაფიქრდი ! დაასრულა და გზა დამითმო. აქვითინებულ მეგობარს ხელი დავალე მანქანისკენ ვუბიძგე და წამში მოვშორდით იქაურობას. დილის ექვს საათზე ძალაგამოცლილი, სრულიად განადგურებული, ისევ დივანზე ვისხედით. ჩემს მხარზე მოყრდნობილი ლილეს გაუთავებელი კითხვა -ახლა რავქნათ და სლუკუნი ჩამესმოდა ყურებში. გულს უარესად მიკლავდა. პასუხი არ მქონდა... მე ცოტახანს ვიტირე. მერე მივხვდი, რომ ტყუილად ვირჯებოდი... გონებაში ერთდროულად იმდენ რამეზე ვფიქრობდი, იმდენი ურთიერთგამომრიხცავი არზრი მომდიოდა, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და საბოლოო ჯამში სრულ არეულობას ქმნიდნე. საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი. ვერანაირი დასკვნის გამოტანა ვერ მოვახერხე. იმწუთას სახელიც, რომ გეკითხათ, იმასაც კი ვერ გიპასუხებდით... მხოლოდ, ერთადერთი ფაქტი იყო უცვლელი, დილით, ნებით თუ ძალით იმ არაკაცის სანახავად უნდა წავსულიყავი და იქნებ რაღაც შეთანხმებისთვის მიმეღწია, თორემ, მუქარას ნამდვილად შეასრულებდა. ერთ მხარეს დიმა და ის რაც ვნახე, მეორე მხარეს ნიკა და მისი მუქარა... ჭკუიდან შეშლას ცოტაღა მაკლდა. - თაკო, გაიღვიძე ! - ჩამესმის ლილეს ყვირილი და თვალები ძლივს გავახილე... დამჯდარ მდგომარეობაში მეძინა... - რა მოხდა ? - ათს თხუთმეტი წუთი აკლია. ის ნაგავი ხომ დაგემუქრა არ დააგვიანოვო. - ძალა აღარ მაქ ლილე ! არ მინდა მის შესახვედრად წასვლა. შეიძლება მართლა მოვკლა. - არ წახვიდე მერე, იქნება რამე მოვიფიქროთ. - ახლა ვერაფერს ვერ ვფიქრო. თანაც, რომ არ წავიდე დარწმუნებული ვარ გამწარებულზე საბუთებს პოლიციაში გაგზავნის. ავადმყოფია ! - და ასეთ დროს იმათმა რა გაგვიკეთეს ?! ვერ ვიჯერებ, გული ძალიან მტკივა ! - მეც ! თვალები დავხუჭედა გონებაში ყველა კადრი დავაბრუნე. ცოტახნიანმა გამოძინებამ მიშველა უკეთესად ვაზროვნებდი . ნიკას სიტყვები „ვიცი სადაც არის“ დიმას სიტყვები „ სწორად ვერ გაიგებ“ „ ბოლო ნდობა, ბოლა ძალა მოიკრიბე“ - თაკო, სანდროს რომ, ვუთხრათ? - არავითარ შემთხვევაში ! მირჩევნია მე ჩავჯდე ცხრა წლითაც კი, ვიდრე ის ჩემს გამო, წამებითა და სასტიკი მოპყრობით მკვლელობის მუხლით გაასამართლონ. ეგ აღარ გაიმეორო ! - ვუპასუხე და ისევ ფიქრი განვაგრძე. - ლილე, გუშინ იქ, მისაღებში საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია? - არა. თაკო, ხომ იცი მასეთ რამეებში შენნაირი არ ვარ. შენ რა დაინახე? - იქ ხუთი გოგო იყო ხო? - ბიჭიც ხუთი იყო ! - ისე თქვა, მივხვდი ყველას სათითაოდ დახრჩობა უნდოდა. - ხო, მაგრამ გუგას, ლაშასა და ბაჩოს, თავისი მეწყვილეები გვერით ესხდნენ დიდ დივანზე. მათ მარჯვნივ, ორ ადგილიანი დივანში ორი გოგონა ერთად იჯდა. მარცხენა მხარეს კი ისევ ორიანი დივანი ცარიელი იყო. ესეიგი იქ გუგა და ზურა იჯდა. ანუ ამათ წყვილები გვერით არ ყავდათ. - იქნებ მერე გაადაჯდა ერთ-ერთი გოგო მეორესთან? - არ არსებობს ! ორივეს მოსასხამი გვერდით ედოთ, მათ წინ შამპანურის, ერთნაირი ჭიქები ელაგა, თანაც სავსე. ბიჭების მხარეს კი ვისკის ჭიქები ისინიც სავსე. ესეიგი თავიდანვე უარი განუცხადეს გართობაზე და გვერდით არ მოისვეს. მერე, ერთად დასხდნენ და ვინაიდან გართობა არ იქნებოდა დალევის სურვილი დაკარგეს. ზურა და დიმაც ფხიზლები იყვნენ. თანაც, ორივე გოგო უსაქმურობის გამო ტელეფონში ჩაჩერებოდა და ჩემს დანახვაზე მათ ჰქონდათ ყველაზე უდანაშაულო და მშვიდი რეაქცია. ანუ მათ ჩვენთვის არ უღალატიათ. - ღმერთო ჩემო, როდის მოასწარი ამდენი რამის შემჩნევა, დამახსოვრება და დაკავშირება ? - ლილე, ამდენი წელი ტყუილად არ მისწავლია. წუხელ უბრალოდ ამას ვერ გავიაზრებდი. ხომ იცი გაბრაზებულზე ვერ ვაზროვნებ. განსაკუთრებით თუ ეს დიმას ეხება. - კარგი, ეგ გავიგეთ, მაგრამ იქ რატომ დაპატიჟეს? ან სამი დაეპატიჟათ მარტო. - აი, მანდ კი იმ ნაგავის ხელი ურევია. ამ საბუთების გამოგზავნა მაინცდამაინც დიმას სახლში არ ყოფნას რანაირად დაამთხვია? იცოდა სადაც იყო, მითხრა კიდეც საუბრის დროს. უფრო კარგად და დიდხანს რომ დაეკავებინა იქ, გოგონები მიუგზავნა. შეიძლება ისიც ივარაუდა, მისი მუქარის მიუხედავად მასთან,მაინც წავიდოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი. იქ მისულს კი სიურპრიზი დამხვდებოდა, ვიჩხუბებდით და თქმას გადავიფიქრებდი. თითქმის გამოუვიდა კიდეც. ზარის ხმა გაისმა. - თაკო, რეკავს ! საათს შევხედე, თერთმეტის ათი წუთი იყო. - ლილე დამაგვიანდა. დამაჯერებლად უპასუხე, უთხარი, რომ წამოვედი და შეიძლება საცობში მოვყევი.- შეშინებულმა თავი დამიქნია და ყურმილი აიღო. - თაკო სად ხარ? აქ გელოდები. იცოდე, თუ ისე არ გააკეთე, როგორც გითხარი, შენ თავს დააბრალე რაც მოხდება !- გაისმა მისი ღრიალი. - თაკო წამოვიდა უნამუსო. - მერე სად არის ამდენხანს? - რავიცი, ალბათ საცობში მოყვა. - დაურეკე და უთხარი თხუთმეტ წუთში აქ იყოს. იცოდე თუ რამე დაგეგემთ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. იმედია მარტო მოვა. გადაეცი, წამზომი ჩართული მაქვს. - უკანასკნელი ნაძირალა ხარ. - აკანკალებულმა გაუთიშა და მერე მე მომიბრუნდა. - არ წახვიდე, მეშინია ! - მე უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. - სხვა გზა არ მაქვს ლილე, ხომ ხედავ რა შეშლილივით იქცევა. შენც კი დაგემუქრა. ასე ვერ გავრისკავ. კაცმა არ იცის რას გააკეთებს. - ფეხზეზც ჩავიცვი და ისევ ლილეს მოვუბრუნდი. - დიმას დაურეკე, ყველაფერი აუხსენი,მისამართი მიეცი, უთხარი მარტო არ წამოვიდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს. მე ვერ დავურეკავ ვერც დაველოდები აუცილებლად დავაგვიანებ და ის ავადმყოფიც საბუთებ გაგზავნის. იქნებ მის მოსვლამდე რაღაცნაირად დრო გავაჭიანურო. - კარგი ! მეგობარს ჩავეხუტე, სწრაფად ჩავირბინე კიბეები, მანქანაში ჩავჯექი და მოწყვეტით წავიყვანე. ამ ბოლოს პროფესიონალი მრბოლელივით დამყავდა მანქანა. ჩვიდმეტ წუთში ვიყავი დანიშნულების ადგილზე. ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ადგილას მიტოვებულ შენობასთან, თავისი უცნაური ფერის მანქანას მიყრდნობილი იდგა და მელოდა. მის დანახვაზე გულისრევა და სიბრაზე ერთად ვიგრძენი. მანქანა მისგან მოშორებით გავაჩერე, ჩამოვქვეითდი, კარი ღია დავტოვე და მეც იქვე გავჩერდი. ყოველიშემთხვევისთვის ჯობდა მანქანასთან ახლოს ვყოფილიყავი. - დაგაგვიანდა მშვენიერო ქალბატონო. ცოტაც და გისოსებში მომიწევდა შენი მონახულება. - ირონიულად საუბრობდა და ჩემსკენ მოიწევდა. - არ მომიახლოვდე თორემ, ისე წავალ, როგორც მოვედი ! - სისხლი საფეთქლებზე მაწვებოდა. იმის წარმოდგენა, რომ ჩემს ახლოს შეიძლებოდა მოსულიყო მისი მოკვლის სურვილს მიღვიძებდა. - ნუ ბრაზობ ! - საიდან გაქვს ეგ საბუთები? ზუსტად მახსოვს ხელი მე არ მომიწერია. - მოაწერე, მაგრამ რომ არ გახსოვს ეგ ბუნებრივია. - რა არაკაცი ხარ ნიკა ! რაში გჭირდება ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ ვხვდები ! - ყოფილიყავი ჩემს გვერდით და არაფერი დაგემუქრებოდა. ცოტათი მაინც, რომ გყვარებოდი, ახლა მშვიდად იცხოვრებდი. - შენისთანა ადამიანის გვერდით მშვიდად? სიყვარულს დამსახურება უნდა ნიკა ! - დავიმსახურებ ! შეგიყვარდები ! - შენ მართლა ხოარ გააფრინე? მომეცი საბუთები და მშვიდობით დავცილდეთ ერთმანეთს თორემ, ხომ იცი, ეს საქციელი არ შეგრჩება. - შენი აზრით საბუთები აქ მაქვს? ის სანდო ხელშია და ჩემი ერთი ზარიც საკმარისია, იქ მოხვდეს სადაც საჭიროა. - მეზიზღები, მძულხარ შე ავადმყოფო ! - სამაგიეროდ მე მიყვარხარ ! - გაჩუმდი, გულს მირევ ! ქალს ჩუმად ასეთ საბუთებზე ხელს აწერინებ და მერე სიყვარულზე ელაპარაკები? საერთოდ არ გაგაჩნია სინდისი? - შენ, რომ ჭკვიანად, ჩემს გვერდით ყოფილიყავი მაგ საბუთს ვერასდროს ნახავდი. ახლა კი მაიძულე, - ესეიგი ჭკვიანად? ანუ ამ საბუთზე, იმიტომ მომაწერინე ხელი, რომ დაგეშანტაჟებინე და სულ შენს გვერდით ვყოფილიყავი? ამის მერე ვინ დამარწმუნებს, რომ ავადმყოფი არ ხარ? - ავადმყოფი, მას მერე გავხდი რაც იმის გვერდით დაგინახე ! - ან მან რა დაგიშავა, ან მე ? - მაან? ყველაზე მეტი. ყველაფერი წამართვა რაც ჩემი იყო. ყველას სიყვარული განსაკუთრებით მამაჩემის და შენი. - ჩემი სიყვრული შენი არასდროს ყოფილა ! - იყო ! იქნებოდა ის, რომ არ გამოჩენილიყო. სულ ასე აკეთებდა. ყველგან იყო სადაც მე. თითქოს სულ მეხმარებოდა და მიცავდა. უნდოდა ყველას ის შეექო, ყველას ჰყვარებოდა. სანიმუშო ყოფილიყო. მამაჩემსაც კი ჩემზე მეტად უყვარდა და ენდობოდა. სულ მას მადარებდა, სულ მეუბნებოდა მასავით ღირსეული ვყოფილიყავი. სიკვდილის შემდეგაც კი მას მიაბარა ჩემი თავი. ამის გამო ათას პრობლემას ვუქმნიდი და დღესაც სიამოვნებით შევუქმნი. ეს სულელი კი პირნათლად ასრულებდა და ასრულებს დანაპირებს. მან, შენი თავი წამართვა და ამას არასდროს ვაპატიებ ! შენი სიყვარულის მოპარვას არ ვაპატიებ ! თვალისდაუხამხამებლად მოვკლავ, თუ ეს შენს დაბრუნებაში დამეხმარება. შენ თავს აუცილებლად წავართმევ. გაოგნებული ვუსმენდი. არ მჯეროდა, რომ მართლა ეს სიტყვები მესმოდა. მივხვდი, სერიოზული ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. კომპლექსიანი, გაბოროტებული ადამინი იყო. შემეშინდა ასეთი კაცისგან ყველაფერს უნდა ელოდო. კი ვიცოდი, ჯანმრთელი რომ არ იყო, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი. მას ჩემთან კიარა, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს ქმართან ჰქონდა. აკანკალებულმა მობილური ამოვიღე და დიმასთან დარეკვა გადავწყვიტე მინდოდა მეთქვა არ მოსულიყო. ნამდვილად რამეს დაუშავებდა. - არ გაბედო ! გაფრთხილებ არსად დარეკო, თორემ წაგართმევ. - იმხელაზე იღრიალა გავჩერდი. - ახლა კი თუ არ გინდა მრავალი წელი ციხეში გაატარო, ჩემს მანქანაში ჩაჯდები და ჩემთან ერთად წამოხვალ. - რომც მომკლ, შენს გვერდით მაინც არსად წამოვალ ! - მასთან არ გაგიშვებ. მირჩევნია ციხეში გაგიშვა ვიდრე მასთან ! - მეც მირჩევნია, ციხეში წავიდე ვიდრე შენთან ! - რატომ, რა აქვს იმ ნა*****ს ისეთი რაც მე არ მაქვს? - სხვა რამეებზე რომ აღარაფერი ვთქვა, მარტო მისი ღირსება გადაგწონის ! - გინდა თუ არა ეს მაინც ჩემთან წამოხვალ ! ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ უეცრად შეჩერდა, რადგან არსაიდან წამის მეათასედში ჩვენს წინ, მანქანა გაჩნდა და ისე დაამუხრუჭა, საბურავების ხჭიალის ხმა ალბათ ხუთი კილომეტრის რადიუსით ისმოდა. ასეთივე სისწრაფით აისვეტა ჩემს გვერდით. არაადამინაური, არამქვეყნიურად შეშლილი სახე ჰქონდა. პირდაპირ ჯოჯოხეთიდან გამოქცეულ ეშმაკს გავდა. გამყინავი მზერით გადმომხედა. ადგილზე გავქვავდი. ასეთი დიმა არასდროს მინახავს. თავით მანიშნა, მანქანაში დავმჯდარიყავი. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე. - შენ, მე, რამდენჯერ გაგფრთხილე არ მიუახლოვდეთქო ?! - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა. - ესეიგი შენც მოხვედი? არადა, არ გელოდი ! - გეგმა ჩაგეშალა ! - გეგმა „ბ“, ყოველვის არსებობს ! - იმ საბუთში დაწერილ, თითოეულ ასოს განანებ შე არაკაცო ! მამაშენის ხსოვნაც ვეღარ გადაგარჩენს! - მე კი თაკოს წართმევას განანებ, მეგობარო ! - მის სახელს ნუ ახსენებ ! - ცხოველივით იღრიალა და მისკენ წავიდა. მანქანიდან სწრაფად გადმოვხტი და დიმას დავეწიე, მაგრა იქვე გავხევდი, დიმასკენ შემართული იარაღი, რომ დავინახე. ხელში მოვქაჩე და გავაჩერე. - თაკო, ხომ გაგაფრთხილე შენს გარდა ან შეთან ერთად თუ ვინმე მოვა ყველაზე დიდ საშინელებას ჩავიდენთქო. დარწმუნებული ვარ შავები ძალიან მოგიხდება. - არ, გაბედო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ ! - აკანკალებული ხმით ამოვთქვი და ჩემს ქმარს წინ გადავეფარე. - უკან გაიწიე თაკო და მანქანაში ჩაჯექი. - გაბრაზებულმა ხელი დამავლო და ზურგს უკან მომიქცია. - არ წავალ ! - მის უკან ატირებული მოვიბუზე. - დიდხანს უნდა მაყურებინოთ თქვენი თავგანწირვა? - ისევ მისი საძულველი ხმა. - ისეთივე ვირთხა დარჩი, როგორიც იყავი. არასდროს შეგეძლო პრობლემების კაცურად გადაწყვეტა. - სამაგიეროდ ყოველთვის შენ აგავარებდი ჩემს პრობლემებს და ახლაც გმირობა გინდა. სად არის შენი იარაღი დიმა? ავტომობილში დატოვე? - იარაღით არასდროს მომიგვარებია საქმე და არც ახლა ვაპირებ. შენნაირი ლაჩარი ნუ გგონივარ ! - ან გამოუშვი შენი ცოლი, ან სიცოცხლეს დაემშვიდობე ! და კიდევ ფეხი არ მოიცვალო თორემ არც დავფიქრდები ისე გესვრი. - მოკეტე შე ნაბ****რო ! გაგტყავებ იცოდე. - მისკენ წასვლა სცადა, მაგარმ დავექაჩე და ისევ წინ გადავუდექი. იმ წუთას ვერაფერზე ვფიქრობდი ჩემი სიცოცხლეც არაფრად მიღირდა ოღონდ მისთვის არაფერი დაეშავებინა. - გაიწიე, შენთან პრობლემა არ მაქვს ! - როგორ დამარწმუნებ, რომ ჩემი, შენს მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, მას არ ესვრი ! - თაკო ! - თავისკენ შემაბრუნა, ცეცხლი ეკიდა თვალებში. -შენ ხოარ გაგიჟდი, მანქანაში შედი დროზე ! - ხელი დამავლო და მანქანისკენ მიბიძგა. - ვერ წავალ , არ წავალ ! რომ გესროლოს მოვკვდები ვერ გავუძლებ. დიმა გთხოვ გამიშვი... მირჩევნია მას გავყვე, ოღონდ შენ ცოცხალი და ჯანმრთელი მეგულებოდე. - მაგის თქმა აღარ გაბედო ! აღარ გაბედო გესმის? - ლამის ძვლები დამიმტვრია ისე მიჭერდა მკლაბენზე. ამასობაში მანქანების ხმა შემოგვესმა და სტუმრების მოახლოვება გვამცნო. - დროა გეგმა „ბ“ ავამუშავო. - ისევ ბოროტი სული ალაპარაკდა. - თუ ჩემი არ იქნები არც ის გეყოლება გვერდით. ორივე მისკენ შევბრუნდით. მე ხელი დამავლო და წინააღმდეგობის მიუხედავად ზურგსუკან ამიკრა. ჩახმახის შეყენების ხამ, სროლის ხმამ ჩაანაცვლა. ჩემმა განწირულმა კივილმა კი ყველა ხმა გადაფარა ირგვლივ. მისი, ჩემს ფარად აღმართული ორმეტრიანი სხეული ჩემსკენ მძიმედ მოტრიალდა და თვალებიდან უზარმაზარი სიყვარული მომანათა. - არ შეგეშინდეს თაკო ! ძლივს ამოილაპარაკა. მერე, ნელნელა მომშორდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. მეც მოწყვეტით დავეცი მიწაზე. ყურებში გამაყრუებელი, სასოწარკვეთილი, წარმოუდგენელი ტკივილითა და შიშით სავსე კივილი მესმოდა. ვიღაც ხმის გაწყვეტამდე ყვიროდა : დიმააა... არ დამტოვო .... უშენოდ ვერ ვისუნთქებ ... გთხოვ არ დამტოვო... ... მაპატიეეე... მაპატიე აქ მოსვლა რომ გთხოვე ... მაპატიე შენს ცხოვრებაში რომ ვარსებობ ... გთხოვ არ დამტოვო... თავლები არ დახუჭო ... ღმერთო არ წამრთვა ... მერე მივხვდი რომ მისი ხმა აღარ ისმოდა.ისევ ყვიროდა, მაგრამ უხმოდ . საწყალს ხმა აღარ ჰქონდა... ბოლოს, რომ აღმოვაჩინე ეს გამწარებული, სისხლისგან დათხვრილი ქალი მე ვიყავი, უკვე ვიღაც მიჭერდა და მაკავებდა.მის მერე აღარაფერი მახსოვს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.